თეგი: ვალერი ზალუჟნი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლი: კიევის დაცვა სტრატეგიული ამოცანაა და კიევი გაუძლებს
კრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, კიევის დაცვა სტრატეგიული ამოცანაა და კიევი გაუძლებს. როგორც ზალუჟნი სოციალურ ქსელში წერს, დედაქალაქის დაცვას მასობრივად უერთდებიან ქალაქის მაცხოვრებლები. მთავარსარდლის ინფორმაციით, დედაქალაქის დასაცავად ძირითადი დატვირთვა მოდის სახმელეთო ძალებზე და მათთან ერთად კიევს იცავენ სადესანტო-მოიერიშე, სპეციალური დანიშნულების და ტერიტორიული თავდაცვის ძალები და სხვა სამხედრო ფორმირებები. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: ვიწვევ უკრაინის ყველა მეგობარს კიევში
ზალუჟნი პოლონეთს შეიარაღებული ძალების დღეს ულოცავს: დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, კვლავ ერთად ვდგავართ მრავალსაუკუნოვანი მტრის პირისპირ
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ დღესთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ პოლონელ სამხედროებს პოლონურ ენაზე მიმართა. „დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, ჩვენ კვლავ ერთად ვხვდებით მრავალსაუკუნოვან მტერს. „ვარშავის ბრძოლაში თქვენმა ხალხმა დაიცვა თავისი სახელმწიფოებრიობა და იხსნა ევროპა ბოლშევიკების შემოსევისგან. ამ ომში პოლონეთის მოკავშირე, უკრაინის სახალხო რესპუბლიკა იყო. დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, კვლავ ერთად ვდგავართ მრავალსაუკუნოვანი მტრის წინაშე. ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის ახალი მეთაური პოლონეთის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო მე უაღრესად მადლიერი ვარ პოლონელი ხალხის, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ზალუჟნიმ. თავის მხრივ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ცერემონიის წინ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „წლები გადის, მაგრამ ერთი რამ მუდმივია - რუსეთი ცდილობს თავისი იმპერიის აღდგენას, ის ყოველთვის ბოროტების იმპერიაა. ის ყოველთვის სჩადის ომის დანაშაულებს“.
უკრაინის ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ საომარი მოქმედებები 2023 წელსაც გაგრძელდეს
უკრაინის ოფიციალური პირების შეფასებით, ამჟამად, არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, 2022 წლის კალენდარულ წელს გასცდება. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ და უკრაინის უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა მიხაილო ზაბროდსკიმ Ukrinform-თან გააკეთეს. „სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს გააჩაღა, დიდი ხანია, გასცდა საშუალო ინტენსივობის ადგილობრივი კონფლიქტის კონცეფციას. ეს ეხება როგორც სივრცულ ინდიკატორებს, ასევე ჩართული სამხედრო ძალების რაოდენობას და იარაღისა და სხვა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის ჩამონათვალს, რომელიც თან ახლავს ამ სამხედრო დაპირისპირებას.ცალკე საკითხია აღნიშნული კონფლიქტის ხანგრძლივობა. ომის ხანგრძლივობა უკვე თვეებით იზომება. გარდა ამისა, არსებობს ყველა საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეს დრო 2022 წლის კალენდარულ წელს გასცდება“, - ოფიციალური პირების სტატიაში. ამავე სტატიაში ავტორებმა დაასახელეს რუსეთის ფედერაციის გლობალური პრობლემები, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს მის გეგმებს. „ეს არის საერთაშორისო იზოლაცია, ნაწილობრივი ეკონომიკური ზეწოლა საერთაშორისო სანქციებით, სირთულეები საერთო მობილიზაციასთან დაკავშირებით, თანამედროვე იარაღისა და აღჭურვილობის ნაკლებობა, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მწვავე გახდება რუსეთის ფედერაციისთვის“, - წერენ უკრაინის ოფიციალური პირები. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვალერი ზალუჟნი: უკრაინის ძალები რუსეთის საზღვრიდან 50 კილომეტრში იმყოფებიან, ხარკოვის ოლქში შემდგომ წინსვლას ვაღწევთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიიმ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედროები ხარკოვის ოლქის გათავისუფლებას განაგრძობენ. უკრაინის ცნობი, სექტემბრის დასაწყისიდან 3000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა. ხარკოვის ოლქში რუსი დამპყრობლებისგან უკვე 40-ზე მეტი დასახლება გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება ხარკოვის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ გააკეთა. „ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩუჰუივის, კუპიანსკის და ბალაკლეას ოლქებში. ჩვენი ძალები კუპიანსკში შევიდნენ. იზიუმის რაიონის დასახლებების გათავისუფლება მიმდინარეობს. უკვე ათობით ასეთი დასახლებაა. ამ დროისთვის 40-ზე მეტი დასახლებაა გათავისუფლებული, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, უკვე ბევრად მეტი დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული, მაგრამ უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამ დროისთვის ზუსტი რაოდენობის დასახელება შეუძლებელია.
ზალუჟნი რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციაზე: გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა
რუსეთის მთავრობის არც ერთ განცხადებას არ ექნება გავლენა, უკრაინელების მზაობაზე, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. უკრაინელი სამხედროები გაანადგურებენ ყველას, ვინც უკრაინასთან ომში მოხალისედ ან მობილიზაციის საფუძველზე ჩაერთო. ამის შესახებ უკრაინის ჯარების ხელმძღვანელმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. ზალუჟნი პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინელები 8 წლისა და 7 თვის განმავლობაში აკავებენ რუსეთის შემოჭრასა და აგრესიას თვის ქვეყანაში. „მტრის სრულმასშტაბიანმა შეტევამ არ შეგვაშინა. მეტიც, ჩვენ გავერთიანდით და ადეკვატურად შევხვდით მტერს. ამის დასტურია რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება. ასობით ათასი კაცი და ქალი იცავს ჩვენს მიწას, მათ სახლებს, ბავშვებს და უკრაინის მომავალს“,- აღნიშნა ჟალუზნიმ. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ვალერი ზალუჟნიმ და მარკ მილიმ სატელეფონო საუბარი გამართეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებები განიხილა გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბარში. ამის შესახებ უკრაინული მედია ზალუჟნის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან საუბრისას ბრძოლის ველზე არსებული ვითარება განიხილეს. „ამ საღამოს სატელეფონო საუბარი მქონდა, გენერალ მარკ მილისთან. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებები და რუსული შეიარაღებული აგრესიის მოგერიების საკითხი“, - წერს ზალუჟნი. დღეს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ქალაქ ლიმანის დაკავება აჩვენებს, რომ ქვეყანას აქვს უნარი, რუსული ძალები უკან დახიოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ზალუჟნი მარკ მილისთან საუბრის შემდეგ: სიტუაცია რთულია, მაგრამ უკრაინის გეგმის მიხედვით ვითარდება
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, მარკ მილისთან განიხილა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, „სიტუაცია რთულია, მაგრამ სრულად კონტროლირებადი და ვითარდება უკრაინის გეგმის მიხედვით“. მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის ჯარების იარაღითა და მასალით მომარაგების საკითხი. „მე მქონდა საუბარი გენერალ მარკ მილისთან, გაერთიანებული შტაბის უფროსებთან, განვიხილეთ არსებული ვითარება უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების ანალიზის ჩათვლით“, - დაწერა ზალუჟნიმ სოციალურ ქსელში. ზალუჟნიმ და მილიმ სატელეფონო საუბარი ორ ოქტომბერსაც გამართეს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ირანული დრონები პოლონური სისტემების გამოყენებით ჩამოაგდეს
ბოლო 48 საათის განმავლობაში, საზენიტო-სარაკეტო დივიზიის ნაწილებმა რუსული არმიის მიერ გაშვებული 9 ირანული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. უკრაინელებს პოლონური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები დაეხმარა. „ეს ჩვენი საზენიტო მსროლელების მაღალი ხარისხის წვრთნის შედეგია, რომელიც პოლონელმა ძმებმა ჩაატარეს“, - წერს ზალუჟნი. 10 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. გაშვებული იყო 84 საკრუიზო რაკეტა და 24 დრონი. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ზოგიერთ რაიონში შეწყდა ელექტრომომარაგება და მობილური კომუნიკაციები.
ზალუჟნი მარკ მილისთან საუბრის შემდეგ: რუსულ აგრესიას წარმატებით ვუწევთ წინააღმდეგობას
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროს, გენერალ მარკ მილისთან განიხილა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის გუშინდელი შეხვედრის შედეგები. „სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროს მარკ მილისთან. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის გუშინდელი შეხვედრის შედეგები რამშტეინის ფორმატში. გულწრფელად მადლობელი ვარ პარტნიორი ქვეყნების თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, რომლის შედეგადაც, ჩვენ წარმატებით ვეწინააღმდეგებით რუსულ აგრესიას. ასევე, მადლიერი ვარ გენერალ მილის ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხში მისი ხელმძღვანელობისთვის”, - წერს ზალუჟნი Twitter-ზე. ზალუჟნი მარკ მილისთან საუბრის შემდეგ: სიტუაცია რთულია, მაგრამ უკრაინის გეგმის მიხედვით ვითარდება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეექვსე შეხვედრა „რამშტეინის" ფორმატში, ბრიუსელში, 12 ოქტომბერს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ 50 ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც შეთანხმდნენ, რომ უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ზალუჟნი: ჩვენი საჰაერო, სარაკეტო თავდაცვის სისტემა ეფექტიანად მუშაობს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემა ეფექტიანად მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ჩვენი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემა ეფექტიანად მუშაობს უკრაინელი ჯარისკაცების პროფესიონალიზმისა და პარტნიორების სამხედრო დახმარების შედეგად. ჩვენ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების“,- წერს ზალუჟნი Twitter-ზე. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო. დასავლეთმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დააჩქარა.
რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინულმა ძალებმა 278 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს - ზალუჟნი
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთში, ათწლიანი ომის დროს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიიმ განაცხადა. „სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთში, 10-წლიანი ომის დროს - 278 რუსული თვითმფრინავი უკრაინაში - 118 საბჭოთა თვითმფრინავის წინააღმდეგ ავღანეთში", - წერს ზალუჟნი. უკრაინული მხარის ცნობით, 24 თებერვლიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით, 74 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და 258 მტრული ვერტმფრენი გაანადგურეს.
ზალუჟნის თქმით, რუსეთის ჯარებმა საომარი მოქმედებების ინტენსივობა სამჯერ გააძლიერეს, თუმცა ვითარება კონტროლირებადია
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ სატელეფონო საუბარი გამართა ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან, რათა ფრონტზე არსებული ვითარება განეხილა. მისივე განმარტებით, ვითარება კონტროლირებადია. „მტერმა სამჯერ გააძლიერა საომარი მოქმედებების ინტენსივობა ცალკეულ რაიონებში. ყოველდღიურად 80-მდე თავდასხმა. ჩვენი მეომრების გამბედაობისა და ოსტატობის შედეგად, ჩვენს ხაზს ვიცავთ“, - წერს ვალერი ზალუჟნი Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ზალუჟნი: მოლაპარაკებების პირობა ერთია - რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაკავებული ტერიტორია
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პირობა ერთია - რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაკავებული ტერიტორია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. დავარწმუნე, (გენერალი მარ მილი, რედ.) რომ ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიდრე ძალა გვეყოფა. ჩვენი მიზანი რუსეთის ოკუპაციისგან უკრაინული მიწის გათავისუფლებაა. ჩვენ ამ გზაზე არანაირი პირობებით არ გავჩერდებით. უკრაინელი სამხედროები არ დათანხმდებიან არანაირ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. მოლაპარაკებების პირობა ერთია - რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაკავებული ტერიტორია“, - აცხადებს ზალუჟნი.
ვალერი ზალუჟნი: იმისთვის, რომ მივაღწიოთ ოკუპირებული ყირიმის საზღვრებს, მელიტოპოლამდე 84 კმ-ის გავლა გვჭირდება
„იმისთვის, რომ მივაღწიოთ ოკუპირებული ყირიმის საზღვრებს, დღეიდან მელიტოპოლამდე 84 კმ-ის გავლა გვჭირდება. სხვათა შორის, ეს საკმარისია ჩვენთვის, რადგან მელიტოპოლი გვაძლევს სახმელეთო დერეფნის სრულ საცეცხლე კონტროლს, მელიტოპოლიდან უკვე შეგვიძლია სროლა ყირიმის ისთმუსზე, იგივე HIMARS-ებით და ა.შ.“, - შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების უფროსმა ვალერი ზალუჟნიმ The Economist-თან ინტერვიუში გააკეთა. გენერალმა აღნიშნა, რომ წინსვლა დამოკიდებულია არსებულ რესურსებზე. უკრაინული მედიის ცნობით, 10-11 დეკემბერს, უკრაინის არმიამ დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლსა და მის სიახლოვეს, რუსი ოკუპანტების სამ მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყა. მისივე თანახმად, ათობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და სულ მცირე 200 დაიჭრა.
ზალუჟნი პარტნიორებს: მშვიდობის ფასი უკიდურესად მაღალია
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ პარტნიორებს შობიხ დღესასწაული მიულოცა და მშვიდობის ფასზე ისაუბრა, რომელსაც უკრაინა ახლა იხდის. „გულითადად ვულოცავ ჩვენს პარტნიორებს და ყველას, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, მომავალ დღესასწაულს. ძვირფასო ძმებო! ჩვენ ხშირად გვახსოვს გამოთქმა: „ბნელ დროში აშკარად ჩანან ნათელი ადამიანები." გმადლობთ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვართ ამ რთულ, უსამართლო და გაუმართლებელ ომში“, - განაცხადა ზალუჟნიმ. მან ასევე მადლობა გადაუხადა პარტნიორებს უკრაინელი დამცველების სახელით, რომელთა ხელშიც დასავლეთის ქვეყნების იარაღი ანადგურებს მსოფლიო ბოროტებას უდანაშაულო სიცოცხლის გადასარჩენად. „მშვიდობის ფასი უკიდურესად მაღალია. დაიმახსოვრეთ ეს, შეხედეთ ცას და მასზე საშობაო ვარსკვლავს. ილოცეთ უკრაინელი მეომრისთვის, რომელიც ახლა სანგარშია და იცავს სამყაროს უბედურებისგან და მერწმუნეთ, უფალი მასთან არის, სინათლისა და სიკეთის, სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს. ერთად გავიმარჯვებთ!", - განაცხადა ჟალუზნიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, 2022 წლის შედეგები შეაჯამა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ 2022 წლის შედეგები შეაჯამა. ზალუჟნის თქმით, ბოლო თვეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს უკრაინის დაახლოებით 40 000 კვადრატული კილომეტრი, 40% იმისა, რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ხელში ჩაიგდო. ამ დროისთვის ფრონტის ხაზი ხმელეთზე თითქმის ოთხი ათასი კილომეტრზეა გადაჭიმული და აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს 1500 კილომეტრზე. გარდა ამისა, მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ ომის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს საბრძოლო ზონიდან 600 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლის ევაკუაცია, ასევე ორი მილიონი ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება და განაწილება. ზალუჟნის შეტყობინებაში ასევე ნათქვამია, რომ წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან 1300 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაასუფთავეს და ასევე გაანადგურეს 41 000 ასაფეთქებელი ნივთირება. ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც მათ მოახერხეს რუსეთის მიერ 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული უზარმაზარი ტერიტორიების განთავისუფლება. კერძოდ, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს ხარკოვის რეგიონი, ნოემბერში კი უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ.
ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ერთი მილიონი დოლარით დაეხმარა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ჯარს შემოწირულობის სახით, ერთი მილიონი დოლარი გადასცა. The New York Times წერს, რომ ზალუჟნიმ ეს თანხა მემკვიდრეობით, უკრაინელი ამერიკელისგან, გრეგორი სტეპანეცისგან მიიღო. მისივე ცნობით, გენერალმა მთელი მიღებული თანხა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იანვარში შესწირა. უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურმა ინფორმაცია დაადასტურა. უკრაინის ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს საწარმოებმა და კერძო პირებმა უკრაინის არმიას 500 მილიონი დოლარი გადაურიცხეს.
რა საკითხები განიხილეს მარკ მილიმ და ვალერი ზალუჟნიმ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის არმიის გენერალთან, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან მარკ მილისთან გამართულ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ ზოგიერთი დაკარგული პოზიციის დაბრუნება შეძლო. "ყველაზე დაძაბული ვითარება დღეისთვის დონეცკის მიმართულებით არის, აქ მოწინააღმდეგე ყოველდღიურად 50 იერიშამდე აწარმოებს. სასტიკი ბრძოლები უგლედარისა და მარიინკას რაიონში გრძელდება. ჩვენ მყარად გვიჭირავს დაცვა. ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე აქამდე დაკარგული პოზიციების დაბრუნება და გამყარება შევძელით. მტრის მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, ბახმუტზე კონტროლს ვაგრძელებთ და ზომებს ვიღებთ ამ ქალაქის გარშემო ფრონტის ხაზის სტაბილიზაციისთვის”, - წერს ზალუჟნი.
გოლიათმა დაკარგა იმპულსი, რადგან დავითმა აჩვენა გამორჩეული გამძლეობა და ბრწყინვალე ტაქტიკა - NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე
უკრაინის ბრძოლის ველზე რთული ოპერატიული სიტუაციის გამო, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ვერ შეუერთდება ოთხშაბათს, NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას. ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ალიანსის თავდაცვის მეთაურთა შეხვედრის გახსნაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, მან ვალერი ზალუჟნისგან მიიღო შეტყობინება, რომ ვიდეოკონფერენციის საშუალებითაც ვერ ჩაერთვებოდა კომიტეტს. „დღევანდელი დისკუსია თავდაპირველად ფოკუსირებული იქნება რუსეთის აგრესიულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი 15 თვეა აწარმოებს ომს, როცა თავისი მიზნების მიღწევას სამ დღეში გეგმავდა. „გოლიათი“ შეფერხდა, რადგან დავითმა გამოავლინა გამორჩეული გამძლეობა და ტაქტიკური ბრწყინვალება, მსოფლიოს 50 ქვეყნის მხარდაჭერით“, - განაცხადა ადმირალმა. მანვე აღნიშნა, რომ სამხედრო კომიტეტის წევრები მოისმენენ NATO-ში უკრაინის სამხედრო წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ სერხი სალკუტსანის პრეზენტაციას. ადმირალმა ბაუერმა აღნიშნა, რომ ალიანსი კოლექტიური თავდაცვის ახალ ეპოქაში შედის. „ჩვენ ერთობლივად ვიცავთ არამხოლოდ ჩვენი მილიარდი ადამიანისა და 31 ერის ფიზიკურ უსაფრთხოებას, არამედ, დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენთვის, ყველასთვის ძვირფასია. ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ ამდენ შეიარაღებულ ძალებთან, ამდენი განსხვავებული შესაძლებლობებითა და კულტურებით, მართლაც უნიკალურია მსოფლიოში“, - განაცხადა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ. NATO-ს სამხედრო კომიტეტი არის ალიანსის უმაღლესი სამხედრო სამეთაურო და კონტროლის ორგანო, რომელიც მოკავშირეთა კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად, NATO-ს ლიდერების პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაბამისად განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების თავდაცვისა და განვითარების საჭიროებებს.
ეს გარდაუვალია, უკრაინა მიიღებს დასავლურ საბრძოლო თვითმფრინავებს - ზალუჟნის ამერიკელი მრჩეველი
„მე ვერ ვხედავ იმ მომავლის სცენარს, სადაც ეს ომი კიდევ 18 თვეს გასტანს, ვფიქრობ, რომ მანამდე ან ერთი, ან მეორე მხარე მოიპოვებს გამარჯვებას“, - ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ამერიკელი მრჩეველი, დენიელ რაისი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. რა მოხდება, თუ ტრამპი გახდება ისევ პრეზიდენტი, რას უქადის ეს უკრაინას? დენიელ რაისმა ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა. აქ ჰიპოთეზებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, საინტერესოდ და სახალისოდაც, მაგრამ რეალისტურად თუ მივუდგებით საკითხს, მაშინ სიტუაცია ასე გამოიყურება: არჩევნებამდე 18 თვეა, ეს ომი კი 15 თვეა გრძელდება. მე ვერ ვხედავ იმ მომავლის სცენარს, სადაც ეს ომი კიდევ 18 თვეს გასტანს, ვფიქრობ, რომ მანამდე ან ერთი, ან მეორე მხარე მოიპოვებს გამარჯვებას. დიახ, ან ერთი, ან მეორე - გადაწყვეტილი არაფერია, ამიტომ უნდა განაგრძოს დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა, რადგან უკრაინა დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ვერ გადარჩება. და თუ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, ეს ნიშნავს, რომ გაგრძელდება კოლოსალური დანაკარგები რუსული არმიისთვის და მე მეეჭვება, რომ ისინი ამ გვემას კიდევ დიდხანს გაუძლებენ. 200 000 მებრძოლი დაკარგეს. 200 000. უბრალოდ დაუფიქრდით ამ რიცხვს, გაიაზრეთ. ერთ-ერთი გამოწვევა უკრაინისთვის ისაა, რომ რუსული არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეს დაქირავებული მებრძოლების არმიაა. ავიღოთ მაგალითად „ვაგნერის“ დანაყოფი - მათ რუსული საზოგადოების ნარჩენები მოაქუჩეს, მკვლელები ციხიდან გამოიყვანეს და ფრონტზე უკრეს თავი. როგორ ფიქრობთ, ვის დააკლდება ეს ხალხი? არც არავის. ასე რომ, როდესაც დაქირავებული მებრძოლების არმიას ებრძვი, იმაზე ვერ დადებ ფსონს, რომ მათი დახოცვით მოწინააღმდეგის მორალი დიდად შესუსტდება, რომ ხალხი იქით, მეორე მხარეზე, პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვა, რადგან ეს დაქირავებული მებრძოლები არავის ანაღვლებს. შესაბამისად, ერთადერთი გზაა, ისინი საიქიოს გაისტუმრო, რათა სხვები აღარ აყვნენ ცდუნებას, ხელში იარაღი აღარ აიღონ და უკრაინაში აღარ წამოვიდნენ საომრად, რაც არ უნდა შესთავაზონ გასამრჯელოდ. მათ უნდა თქვან - არ მიღირს იქ წასვლა, იქ ხომ აუცილებლად გამასაღებენ. დასავლეთში ბევრს უჭირს ამის ჯეროვნად გააზრება, რომ ეს ხალხი უბრალოდ უნდა აიღო და დახოცო - მე კი, როგორც ყოფილი პროფესიონალი ოფიცერი გეტყვით, რომ ომში, ფაქტობრივად, ძალადობის მენეჯერი ხარ და, როგორც წესი, ცდილობ, მოწინააღმდეგის შეტევას პროპორციული პასუხი დაუპირისპირო. მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგე უბრალოდ ადამიანების ურიცხვ ხროვას მოგისევს, რომელთაც უხდიან იმისთვის, რომ შენ და შენი ხალხი დახოცონ, მაშინ სხვა გზა არ გაქვს - შენ უნდა დახოცო ისინი, ყველანი, სანამ არ დასრულდებიან. ერთადერთი გზაა, ისინი საიქიოს გაისტუმრო, რათა სხვები აღარ აყვნენ ცდუნებას, ხელში იარაღი აიღონ და უკრაინაში წამოვიდნენ საომრად, რაც არ უნდა შესთავაზონ გასამრჯელოდ. მათ უნდა თქვან - არ მიღირს იქ წასვლა, იქ ხომ აუცილებლად “გამასაღებენ”. ამავე ინტერვიუში ის ამბობს, რომ გარდაუვალია, უკრაინა მიიღებს დასავლურ საბრძოლო თვითმფრინავებს. დენიელ რაისის თქმით, რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს ომი, მით უფრო რეალური ხდება „შავი გედის სცენარის საფრთხე“.
დროა, დავიბრუნო ის, რაც ჩვენია - ვალერი ზალუჟნი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც კონტრშეტევის დაწყებაზე მიანიშნებს. მათივე ინფორმაციით, ვიდეო მთავარსარდლის ტელეგრამის არხზე გამოჩნდა. კადრებში ჩანს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლისთვის ემზადებიან. „დროა, დავიბრუნო ის, რაც ჩვენია“, - აცხადებს ზალუჟნი. ბახმუტი და მარინკა კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება - უკრაინა უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
ზალუჟნის თქმით, შეტევითი ოპერაცია გეგმის მიხედვით გრძელდება
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ოკუპანტები ცდილობენ, უკრაინელების წინსვლა შეაჩერონ, თუმცა უკრაინის შეტევითი ოპერაცია გეგმის მიხედვით გრძელდება. „მტერი ცდილობს ხელი შეუშალოს ჩვენი ქვედანაყოფების წინსვლას. ამისათვის მან განალაგა საფორტიფიკაციო ნაგებობები დიდი რაოდენობის რეზერვებით", - დაწერა ზალუჟნიმ ორშაბათს Telegram არხზე. მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მტრის სასტიკი წინააღმდეგობისა, უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად. „ოპერაცია გეგმის მიხედვით გრძელდება", - აღნიშნავს ზალუჟნი. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში რვა დასახლება, მათ შორის პიატიხატკი გაათავისუფლეს. განაცხადა 19 ივნისს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა. უკრაინამ დეოკუპაციის მორიგი ეტაპი დაიწყო უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ მთლიანობაში, ტავრიის ჯარების ოპერატიული და სტრატეგიული ჯგუფის ქვედანაყოფები 7 კილომეტრამდე სიღრმეზე მიიწევდნენ წინ. „სამხრეთით აღებული ტერიტორია 113 კვადრატული კილომეტრს შეადგენს“ - განაცხადა მალიარმა. სამხრეთით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეტევითი ოპერაციები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა. უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა ტავრიის მიმართულებით 10125 საცეცხლე მისია შეასრულეს, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
გენერალი ზალუჟნი უკრაინის არმიის წინსვლას ადასტურებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ფრონტზე არსებული სიტუაცია აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. ზალუჟნიმ ტლეგრამზე დაწერა, რომ უკრაინამ შეძლო სტრატეგიული ინიციატივის ხელში აღება, უსაფრთხოების და თავდაცვის ძალები შეტევას განაგრძობენ და წინსვლა აქვთ. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. უკრაინის არმიის მთავარსარდლის ინფორმაციით, რუსეთის ძალები პოზიციების შენარჩუნებას ტერიტორიების დანაღმვით ცდილობენ. გენერლის თანახმად, მტრისგან ძლიერი წინააღმდეგობაა, თუმცა, მას დიდი დანაკარგიც აქვს. „განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება. ჩვენ მოვახერხეთ სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას, გვაქვს პროგრესი. მტერი ძლიერ წინააღმდეგობას გვიწევს, ამავდროულად დიდ დანაკარგებს განიცდის. ის ცდილობს შეინარჩუნოს თავისი პოზიციები ტერიტორიის უწყვეტი დანაღმვით“, - წერს ზალუჟნი. მისივე თანახმად, მარკ მილისთან ასევე ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაუდებელ საჭიროებებზე იარაღის, საბრძოლო მასალისა და განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობის შესახებ და მადლობა გადაუხადა სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, რომელიც შეერთებულმა შტატებმა წინა დღეს გამოაცხადა. „შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ კონტაქტს და კოორდინაციას გავიწევთ ქმედებებს უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციისთვის“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა. ივნისის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალები ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ატარებენ შეტევით ოპერაციებს. 26 ივნისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ ამ პერიოდში, მხოლოდ სამხრეთში გათავისუფლებულია 130კმ² ფართობი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინელების კონტრშეტევები მოგერიებულია. უკრაინის თავდაცვის ძალების გარკვეულ წინსვლას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა და ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ადასტურებენ.
ვალერი ზალუჟნი კონტრშეტევაზე: ეს არ არის შოუ, ყოველი მეტრი სისხლითაა მოპოვებული
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აღშფოთებულია ზოგიერთი პირის განცხადებებით, რომლებიც უკრაინის არმიის კონტრშეტევისგან სწრაფ შედეგებს ითხოვენ. უკრაინული მედიის ცნობით, The Washington Post-თან ინტერვიუში ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა, მისი მეომრები ყოველდღიურად წინ მიიწევენ. ზალუჟნის თქმით, „ალბათ, კონტრშეტევა არც ისე სწრაფად მიმდინარეობს, როგორც შოუს მაყურებლებს, დამკვირვებლებს სურთ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა”. „მაბრაზებს, როცა მესმის, რომ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უფრო ნელა დაიწყო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჩემი ჯარები ყოველდღე წინ მიიწევენ, თუნდაც მხოლოდ 500 მეტრით. ეს არ არის შოუ. ეს არ არის გადაცემა, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს, რაზეც ფსონს დებენ ან რაღაც ამგვარი. ყოველდღე, ყოველი მეტრი სისხლითაა მოპოვებული“, - განაცხადა ზალუჟნიმ. მთავარსარდლის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სასწრაფოდ სჭირდება დასავლური F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, რადგან ამ ტიპის იარაღის გარეშე შეუძლებელია დაკისრებული ამოცანების შესრულება, მაგრამ უკრაინის დამცველები მაინც გმირულად მიიწევენ წინ და ათავისუფლებენ თავიანთ მიწას ოკუპანტებისგან. „დიახ, ალბათ არც ისე სწრაფად, როგორც შოუს მაყურებლებს, დამკვირვებლებს სურთ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა”, - აღნიშნა ვალერი ზალუჟნიმ.
ზალუჟნიმ რუსული ჰაუბიცას განადგურების ვიდეო გამოაქვეყნა
უკრაინელმა დამცველებმა რუსული 2S19 Msta-ს ჰაუბიცა ფრონტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში გაანადგურეს. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი ვიდეო უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა (AFU) ვალერი ზალუჟნიიმ გამოაქვეყნა. „პრინც რომან დიდის სახელობის მე-14 მექანიზებული ბრიგადის მეომრები მოქმედებენ. მტრის 2S19 Msta-ს თვითმავალი ჰაუბიცას დამანგრეველი ზიანი FPV-ს თვითმფრინავმა ერთ-ერთ ყველაზე ცხელ სექტორში მიაყენა,“ - წერს ზალუჟნი. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ათასობით რუსული სამხედრო ტექნიკა, კერძოდ, 4414 ტანკი, 8579 ჯავშანტექნიკა და 5450 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს.
ვალერი ზალუჟნი: უკრაინის დამცველებმა რუსების მიერ გაშვებული 43 ფრთოსანი რაკეტიდან 36 გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა დღეს რუსების მიერ გაშვებული 43 ფრთოსანი რაკეტიდან 36 ჩამოაგდეს. მისი თქმით, საოკუპაციო ძალებმა რაკეტები სტრატეგიული ავიაციის “ტუ-95მს“ ტიპის 10 თვითმფრინავიდან გაუშვეს. „რუსი ოკუპანტები უკრაინას საჰაერო ბაზირების Kh-101/Kh-555/Kh-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს. საერთო ჯამში, ავიაციის „ტუ-95მს“ ტიპის 10 თვითმფრინავიდან 43 ფრთოსანი რაკეტის გაშვება დაფიქსირდა ენგელსის დასავლეთით მდებარე ტერიტორიიდან“, - აღნიშნა ზალუჟნიმ. მისი ინფორმაციით, რუსებმა რაკეტები რამდენიმე ტალღად გაუშვეს და ისინი უკრაინის საჰაერო სივრცეში სხვადასხვა მიმართულებით შევიდნენ. „საჰაერო თავდაცვის ძალების ძალებისა და საშუალებების საბრძოლო მუშაობის შედეგად 36 ფრთოსანი რაკეტა განადგურდა“, - აცხადებს ზალუჟნი. გარდა ამისა, რუსებმა დილით ხარკოვს S-300 ტიპის ფრთოსანი მართვადი რაკეტებით დაარტყეს.
ზალუჟნი რუსეთთან ხანგრძლივი პოზიციური ომის თავიდან ასაცილებლად, 5 ამოცანას ასახელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი The Economist-ში გამოქვეყნებულ სტატაში წერს, რომ რუსეთთან ომი გადადის ახალ ეტაპზე - პოზიციურ ომზე სტატიკური და გამომფიტავი ბრძოლებით. უკრაინელი გენერლის შეფასებით, ასეთი ომი ხელს აძლევს რუსეთს და მისთვის ძალების აღდგენის საშუალებაა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, “პოზიციური” ომი დიდ რისკებს შეიცავს უკრაინისთვის, ხოლო აქედან გამოსავალი მხოლოდ მტერზე ყველაფერში უპირატესობის ქონა იქნება, კერძოდ კი “უპირატესობა ცაში, რადიოლოკაციური ბრძოლისა და არტილერიის საწინააღმდეგო ბრძოლის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შესაძლებლობები, განაღმვის ახალი ტექნოლოგიები და მეტი რეზერვების მობილიზებისა და გაწვრთნის შესაძლებლობები”. ზალუჟნის შეფასებით, ახალ, ინოვაციურ მიდგომებს შეუძლიათ, ეს ომი კვლავ პოზიციურიდან მანევრირებადად აქციონ.” „უკრაინამ არამხოლოდ გააჩერა გაცილებით უფრო ძლიერი მეტოქის შემოჭრა, არამედ საკუთარი ტერიტორიის დიდი ნაწილიც გაათავისუფლა. თუმცა, ახლა ომი ახალ ეტაპზე გადადის: იმაში, რასაც ჩვენ, სამხედროები, “პოზიციურ” ომს ვეძახით, რომელიც სტატიკური და დამქანცავი ბრძოლებისგან შედგება. ეს რუსეთს არგებს, ვინაიდან საშუალებას მისცემს საკუთარი სამხედრო ძალა აღადგინოს, რაც საბოლოო ჯამში საფრთხეს შეუქმნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და თავად სახელმწიფოს,” - წერს ზალუჟნი. ვალერი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება გადამწყვეტი საბრძოლო საშუალებები და ტექნოლოგიები. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი წერს, რომ უპრეცედენტო სანქციების მიუხედავად, რუსეთი ზრდის სამხედრო წარმოებას. წარმოება გააძლიერეს NATO-ელმა პარტნიორებმაც, თუმცა, ზალუჟნის შეფასებით, მათ შედეგისთვის სჭირდებათ სულ მცირე, ერთი წელი, ზოგიერთ, მაგალითად, თვითმფრინავების შემთხვევაში კი - ორი. უპირველეს ამოცანად და პრიორიტეტად ასახელებს ავიაციას, რადგან ზალუჟნის განცხადებით, რუსეთი უკრაინის საჰაერო სივრცეში მნიშვნელოვან უპირატესობას ინარჩუნებს და ეს ართულებს უკრაინის ძალების წინსვლას. კიდევ 4 პრიორიტეტია უკრაინის არმიის უზრუნველყოფა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, კონტრბატარეის ბრძოლა და მოწინააღმდეგის არტილერიის განადგურების პოტენციალის გაძლიერება, ნაღმების დაძლევისთვის საჭირო ტექნოლოგიები და რეზერვის გაზრდა.
უკრაინული მედია: კიევთან აფეთქების შედეგად, ზალუჟნის თანაშემწე დაიღუპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის თანაშემწე, 39 წლის მაიორი გენარი ჩასტიაკოვი აფეთქების შედეგად დაიღუპა. უკრაინული მედია წერს, რომ ეროვნული პოლიციის პრესსამსახურის თანახმად, კიევის რაიონის სოფელ ჩაიკის “საცხოვრებელ კომპლექსში საბრძოლო მასალის მიმართ უყურადღებო მოპყრობის შედეგად, სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.“ „წინასწარი ინფორმაციით, ყუმბარის აფეთქებას 39 წლის სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. მძიმედ დაშავებულია მისი 13 წლის ვაჟი. ბიჭი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება," - ნათქვამია Facebook-ე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ზალუჟნი Telegram-ზე წერს, რომ ჩასტიაკოვი დაიღუპა "ტრაგიკულ გარემოებებში, თავის დაბადების დღეზე, ოჯახურ წრეში." ზალუჟნის თქმით, აფეთქდა ჩასტიაკოვის მიერ დაბადების დღეზე მიღებული ერთ-ერთი საჩუქარი, რომელიც გენარი ჩასტიაკოვმა შინ მიიტანა. თავისი მრჩევლის და მეგობრის სიკვდილს მა მძიმე დანაკარგი უწოდა.
ვაშინგტონმა ზალუჟნის გზავნილის შემდეგ, უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ მიუთითა
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში, ბრძოლის ველზე არსებულ სურათზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოსაზრება ვაშინგტონში შეაფასეს. The Economist-თან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღიარა, რომ ფრონტზე “ჩიხური ვითარება“ შეიქმნა და რომ არ არსებობს რაიმე შანსი, რომ მნიშვნელოვანი გარღვევა გარდაუვალია. ცხადია, პრეზიდენტი აგრძელებს იმის თქმას, რომ შეერთებული შტატები დადგება უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც კიევს დასჭირდება. მაგრამ მომდევნო თვეებსა და წლებში ალბათ საჭირო იქნება განახლებული სტრატეგია... იქნება უფრო მეტი მოწინავე იარაღი ან შესაძლოა, მეტი მოლაპარაკებების „გზა გაიხსნას?“ ამ შინაარსის შეკითხვას უპასუხა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე. „უკრაინის ლიდერების უფლებაა, ისაუბრონ თავიანთ პროგრესზე ან მის ნაკლებობაზე. ეს ნამდვილად მათი საქმეა. ვფიქრობ, ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ. მე ახლა ვერ ვისაუბრებ ახალ შესაძლებლობებზე, თუმცა რაც შემიძლია, გითხრათ, ისაა, რომ ომის განვითარების შესაბამისად მოვამარაგეთ უკრაინა და ეს პროცესი გაგრძელდება,“ - უპასუხა ჯონ კირბიმ მედიას. თეთრმა სახლმა უკრაინის კონტრშეტევის „მნიშვნელოვანი პროგრესის“ შესახებ, ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გამოაცხადა. ამ პერიდში უკრაინელები ფრონტზე მნიშვნელოვანი გარღვევის შესახებ იუწყებოდნენ. მაშინ კირბიმ ასევე უპასუხა კრიტიკას იმის თაობაზე, რომ კიევის კამპანია რუსული ძალების წინააღმდეგ, ბოლო სამი თვის განმავლობაში დიდად წინ არ წასულა და განაცხადა, რომ „უსარგებლოა” პარტნიორისა და მეგობრის კრიტიკა, რომელიც ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლაში პროგრესის მიღწევას ცდილობს.“ ასევე გაეცანით: ზალუჟნი რუსეთთან ხანგრძლივი პოზიციური ომის თავიდან ასაცილებლად, 5 ამოცანას ასახელებს უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხოლოდ ისრაელის მხარდამჭერი კანონპროექტი დაამტკიცა, სენატი მის უარყოფას აპირებს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. კიევი კი ალიანსში, წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე გაწევრიანდება. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. რნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. 24 აგვისტოს პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინელი პილოტების მომზადებას შემოდგომაზე დაიწყებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინოე, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკესთან მდებარეობს. ხსენებული სოფელი რუსი ოკუპანტებისგან ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს. ამასთან, 22 აგვისტოს უკრაინელი სამხედროები რობოტინოში ბრძოლით შევიდნენ. CNN 25 აგვისტოს იტყობინება უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსული თავდაცვა სამხრეთის ფრონტის ხაზის გასწვრივ, ზაპოროჟიეს ოლქში გაარღვიეს. მოგვიანებით, 26 აგვისტოს, ამერიკელი გენერალ მარკ მილი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა გარკვეულ მონაკვეთზე რუსეთის თავდაცვის მთავარი ხაზის გარღვევა შეძლეს. 28 აგვისტოს გააავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს. უკრიანელების წინსვლაზე წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტიც. ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის დროშა 29 აგვისტოს აღმართეს.
რა ვერსიებს განიხილავს გამოძიება ზალუჟნის თანაშემწის დაღუპვის საქმეზე
გამოძიება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის (AFU) ვალერი ზალუჟნის თანაშემწის გარდაცვალების მთავარ ვერსიად უბედურ შემთხვევად მიიჩნევს, თუმცა მომხდარის კიდევ სამი შესაძლო ვერსია განიხილება. მათ შორის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შეკვეთილი მკვლელობა, მტრული ურთიერთობებით მოტივირებული მკვლელობა და AFU-ს მთავარი მეთაურის აპარატის უფროსი ოფიცრების სხვა სამხედრო მოსამსახურის განზრახ მკვლელობის მცდელობა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოძიების ბიუროს კომუნიკაციების მრჩეველის თქმით, არსებობს ვერსია, რომ საქმე გვაქვს "ჩასტიაკოვის განზრახ მკვლელობასთან, რომელიც ჩადენილია მტრული ურთიერთობების საფუძველზე - შურისძიება, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. SBI-ს ამჟამად ეჭვმიტანილი ჰყავს - უწყების ინფორმაციით, გენადი ჩასტიაკოვს ხელყუმბარები შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ოფისის ოფიცერმა გადასცა. „მოგვიანებით ექვსი მათგანი ხის სასაჩუქრე ყუთში ჩაალაგა, ალკოჰოლური სასმელის ბოთლთან ერთად. ეს ყუთი მან სამხედრო მოსამსახურეს გენადი ჩასტიაკოვს დაბადების დღეზე აჩუქა,“ - წერს SBI განცხადებაში. მისივე თანახმად, ოფიცერმა კიდევ ორი ყუმბარა თავისი კაბინეტის კარადაში შეინახა, საიდანაც ისინი სამართალდამცველებმა ამოიღეს. ოფიცერს ასაფეთქებელი მოწყობილობების კანონით მოთხოვნილი ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა, ტარებისა და გაყიდვის ბრალდება წარედგინა (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის თანაშემწე, 39 წლის მაიორი გენარი ჩასტიაკოვი აფეთქების შედეგად დაიღუპა. „საჩუქრის გახსნის დროს, ყუმბარა აფეთქდა, რის შედეგადაც, გენადი ჩასტიაკოვი გარდაიცვალა. მეორე დღეს გენერალურმა პროკურატურამ ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების პასუხისმგებლობა სახელმწიფო ბიუროს დააკისრა,“ წერს BSI. უკრაინული მედია: კიევთან აფეთქების შედეგად, ზალუჟნის თანაშემწე დაიღუპა
გენერალ ზალუჟნის ოფისში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს
17 დეკემბერს, ღამით გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გენერალ ზალუჟნის და მისი რამდენიმე თანამშრომლის სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი აპარატურა იპოვეს. გამოცემის წყაროთა თანახმად, საუბარია ვალერი ზალუჟნის ახალ სამუშაო კაბინეტზე, რომელსაც იქ გენერლის გადასვლამდე ამოწმებდნენ. ზალუჟნის კაბინეტში მოსასმენი მოწყობილობის აღმოჩენა BBC-ს უკრაინულ სამსახურს დაუდასტურა რამდენიმე წყარომ უკრაინის სამხედრო წრეებიდან. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ტექნიკა აღმოჩენილია არა უშუალოდ ვალერი ზალუჟნის კაბინეტში, არამედ, ერთ-ერთ სივრცეში, რომელიც „შესაძლოა, მომავალში სამუშაოდ გამოეყენებინა“. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მოწყობილობა, რომელიც ექსპერტიზისთვის გაიგზავნა, გამორთული იყო და მასში რაიმე ინფორმაცია, ან აუდიოჩანაწერის გადაცემის საშუალება არ აღმოუჩენიათ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ინფორმაციის მოპოვების სპეციალური ტექნიკური საშუალებების უკანონოდ შეძენის და გამოყენების მუხლით. საქმეს უსაფრთხოების სამსახური იძიებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 18 დეკემბერს დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ოფისში ნაპოვნია მოწყობილობა ფარული მოსმენისთვის. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გვიან ღამით გამოქვეყნებული ცნობით, „ტექნიკური მოწყობილობა“ აღმოჩენილია ვალერი ზალუჟნის „დისლოკაციის ერთ-ერთ პოტენციურ ადგილზე.“
ზალუჟნი საუბრობს, რა ვითარებაა მარინკაში
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა ქალაქ მარინკის გარეუბნებისკენ გადაინაცვლეს. მანამდე, მოსკოვმა 25 დეკემბერს განაცხადა, რომ ეს ქალაქი დაიკავა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, არაფერია „რეზონანსული“ იმაში, რომ უკრაინის ჯარებმა გადაინაცვლეს ქალაქის გარეუბნისკენ, რომელსაც ქუჩა-ქუჩა ანადგურებდნენ რუსი სამხედროები ორი წლის განმავალობაში. შეკითხვას, მართლა დაიკავეს თუ არა რუსებმა მარინკა, ზალუჟნიმ უპასუხა, რომ „ვითარება ზუსტად ისეთივეა, როგორც ბახმუტში იყო.“ „ქალაქი ნადგურდება ქუჩა- ქუჩა, კვარტალ-კვარტალ და ამის შემდეგ გვაქვს ის, რაც გვაქვს. ეს ომია და ამიტომ, იმაში, რომ ჩვენ ახლა ქალაქის გარეუბნებისკენ გადავედით და ზოგან ქალაქის გარეთაც დავიკავეთ პოზიციები, არაფერია ისეთი, რასაც საზოგადოებრივი რეზონანსი შეიძლება, მოჰყვეს. ომი, სამწუხაროდ, ასეთია,“ - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის მიწის ყოველი გოჯი, „მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე.“ „ჩვენი მიწის ყოველ ნაწილს ვიცავთ. ყოველ ნაწილს. მაგრამ როდესაც ამ ვიწრო მონაკვეთზე, მტრის ჭურვები ამ ადგილის გადათხრას იწყვებს ქვებიანად, მიწიანად, ჩვენი მებრძლებიანად, ჩვენი მებრძოლების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის… დღეისთვის ჩვენი სამხედროები ჯერ კიდევ იმყოფებიან მის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩვენმა მებრძლებმა თავდაცვითი ზღვარი მოამზადეს ამ დასახლებული პუნქტის მიღმა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს დასახლებული პუნქტი აღარ არსებობს,” - განაცხადა ზალუჟნიმ. უკრაინა უარყოფს რუსეთის მტკიცებას, რომ რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარინკა დაიპყრეს
2024 წელს ომის ტექნოლოგიები შეიცვლება - ზალუჟნი
ომის თვალსაზრისით, 2024 წელი განსხვავდება 2023 წლიდან, მათ შორის ტექნოლოგიური ცვლილების გამო. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიიმ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ზალუჟნის თქმით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დღევანდელი განვითარება იწვევს ტაქტიკის შეცვლას. მანვე აღნიშნა, რომ მტერიც ინარჩუნებს ტემპს და იყენებს სხვადასხვა ტექნოლოგიას. „2024 წელი უნდა განსხვავდებოდეს 2023 წლისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ზუსტად იმავეს წავაწყდებით, რაც მე აღვწერე სტატიაში [The Economist–ისთვის – რედ.] შესაბამისად, ჩვენ გამოვავლინეთ ეს პრობლემები და ვიპოვეთ გადაჭრის 90% იმ საკითხებზე, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, მომავალ წელს უფრო ეფექტიანად ვიმოქმედოთ და რაც მთავარია, მეტი ადამიანი გადავარჩინოთ. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. ჩვენი პარტნიორები დაგვეთანხმნენ და ასევე დაინტერესდნენ ამ კუთხით. ასე რომ, შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ შემდეგი წელი განსხვავებული იქნება 2023 წლისგან,“ - განუცხადა ზალუჟნიიმ.
გენერალმა ზალუჟნიმ რუსული მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდება დაადასტურა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ დაადასტურა, რომ უკრაინის საჰაერო ძალების სამხედროებმა რუსეთის არმიის თვითმფრინავი А-50 გაანადგურეს. გენერალ ვალერი ზალუჟნის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე დღეს, 15 იანვარს გამოქვეყნებული ცნობით, განადგურებულია რუსეთის Ил-22-ის მართვის საჰაერო პუნქტიც. უკრაინის არმიის მთავარსარდალი საჰაერო ძალებს მადლობას უხდის აზოვის ზღვის რაიონში შესანიშნავად დაგეგმილი და ჩატარებული ოპერაციისთვის. А-50 ტიპის თვითმფრინავებს რუსეთი შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე მეთვალყურეობისა და ავიაგამანადგურებლებისთვის შესაბამისი მონაცემების გადაცემისთვის იყენებს. უკრაინელებმა A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს და Il-22-დააზიანეს - უკრაინული მედია
გენერალი ზალუჟნი 2024 წლის სამ მთავარ ამოცანას ასახელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომში, ძალისხმევა სამ ძირითად მიზანს უნდა ითვალისწინებდეს. ზალუჟნის სტატია ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა გამოაქვეყნა. უფრო ვრცელი ვერსია კი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. „2024 წელს ჩვენი ძირითადი ძალისხმევა სამ მიმართულებაზე უნდა მივმართოთ: შევქმნათ სისტემა ჩვენი შეიარაღებული ძალების მაღალტექნოლოგიური აქტივებით უზრუნველყოფისთვის, დავნერგოთ წვრთნისა და ომის ახალი ფილოსოფია, რომელიც ითვალისწინებს მათი გამოყენების საშუალებებისა და აქტივების შეზღუდვას, ახალი საბრძოლო შესაძლებლობების რაც შეიძლება სწრაფად დაუფლება," აღნიშნა ზალუჟნიმ. მას მიაჩნია, რომ უკრაინას უკვე აქვს მტრის განადგურების და სახელმწიფოებრიობის არსებობის უზრუნველყოფის შესაძლებლობები. „ჩვენ უკვე გვაქვს მტრის აღმოფხვრის და სახელმწიფოებრიობის არსებობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს გამოვიყენოთ მომენტი - მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი უახლესი საბრძოლო შესაძლებლობების დაგროვება, რაც მოგვცემს საშუალებას გამოვყოთ ნაკლები რესურსი მტრისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებისთვის, აგრესიის დასასრულებლად და მომავალში უკრაინის მისგან დასაცავად," - აღნიშნა ზალუჟნიმ.
ზალუჟნის ალექსანდრ სირსკი შეცვლის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად ალექსანდრ სირსკი დანიშნა. სირსკი აქამდე უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური იყო. მანამდე ზელენსკი გენერალ ვალერი ზალუჟნის შეხვდა. „მას მადლობა გადავუხადე უკრაინის ორი წლის განმავლობაში დაცვისთვის. განვიხილეთ, თუ როგორ განახლებას საჭიროებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. ასევე განვიხილეთ, ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებულ ხელმძღვანელობაში. ასეთი განახლებისთვის დრო სწორედ ახლაა. ვალერი ფიოდორის ძეს [ზალუჟნის] მომავალშიც შევთავაზე გუნდში ყოფნა,,”- წერდა ზელენსკი სოციალურ ქსელში. თავის მხრივ, საკითხზე კომენტირებისას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი აღნიშნავდა, რომ „ომი იცვლება და ცვლილებებს მოითხოვს.“ „საბრძოლო ქმედებები 2022, 2023 და 2024 წლებში - სამი სხვადასხვა რეალობაა. 2024 წელი ახალ ცვლილებებს მოიტანს, რომლებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. საჭიროა ახალი მიდგომები, ახალი სტრატეგიები. დღეს მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ. გულწრფელად მადლობელი ვარ, ვალერი ფიოდორის ძე [ზალუჟნი], ყველა მიღწევისთვის და გამარჯვებისთვის. დიდება უკრაინას,” - წერს უმეროვი. თავად ზალუჟნიმ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 წლის ამოცანები განსხვავდება ამჟამინდელი ამოცანებისგან, ამიტომ გამარჯვებისთვის ყველა უნდა შეიცვალოს და მოერგოს ახალ რეალობას. „ჩვენ ერთად გადავრჩით. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და იცვლება ყოველდღე. 2022 წლის ამოცანები განსხვავდება 2024 წლის ამოცანებისგან. ამიტომ ყველა უნდა შეიცვალოს და ახალ რეალობასაც მოერგოს. ერთად გავიმარჯვოთ,“ - განაცხადა ზალუჟნიმ. შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, მას და პრეზიდენტს მნიშვნელოვანი და სერიოზული საუბარი ჰქონდათ და მიიღეს გადაწყვეტილება მიდგომებისა და სტრატეგიის შეცვლაზე. „მე ვამაყობ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ყველა ადამიანით, ვინც იცავს ჩვენი შვილების მომავალს. ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ გვახსოვს და შურს ვიძიებთ. უკრაინელები აუცილებლად გაიმარჯვებენ. დიდება უკრაინას!“ - ამბობს ზალუჟნი.
ზელენსკიმ ზალუჟნისა და ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს ვალერი ზალუჟნის და დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს კირილო ბუდანოვს. ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე ხდება ცნობილი. ზალუჟნის ეს ტიტული მიენიჭა უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გამოჩენილი პირადი დამსახურებისთვის, უკრაინელი ხალხის თავგანწირული სამსახურისთვის. რაც შეეხება ბუდანოვს, მან უმაღლესი ჯილდო მიიღო „უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, უკრაინელი ხალხის თავდაუზოგავი სამსახურისათვის გამოვლენილი პირადი გამბედაობისა და გმირობისთვის.“
ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დაინიშნა
ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთში ელჩად დაამტკიცა. როგორც ცნობილია, ზალუჟნი 8 თებერვალს სირსკიმ ჩაანაცვლა.