თეგი: ვან ი
ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის შეხვედრა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას უკრაინაში რუსეთის აგრესია განიხილა და მოსკოვთან პეკინის კავშირების გამო შეშფოთება გამოხატა. New York Times-ის ცნობით, ბლინკენმა მოუწოდა მის კოლეგას, შეუერთდეს შეერთებულ შტატებს და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის წინააღმდეგ დადგეს. „ვცდილობდი, მეთქვა სახელმწიფო მრჩევლისთვის, რომ ეს მართლაც ის მომენტია, როდესაც ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ რუსეთის აგრესიის დასაგმობად. პეკინისგან გვესმის, რომ ნეიტრალურია. რთულია, იყო ნეიტრალური, როცა საქმე ამ აგრესიას ეხება. არსებობს აშკარა აგრესორი. არის აშკარა მსხვერპლი“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ორივე დიპლომატმა ოქტომბრის შემდეგ პირველად გამართულ მოლაპარაკებას „გულწრფელი შეხვედრა“ უწოდა. ენტონი ბლინკენი და ვან ი ინდონეზიაში, ბალიზე, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების შემდეგ შეხვდნენ. ბლინკენი უკრაინის საკითხს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავს „მე კიდევ ერთხელ გავუზიარე ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველს, რომ შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რუსეთთან შეთანხმებით,” - განაცხადა ბლინკენმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ძალიან ღია ვიყავით იმის შესახებ, თუ სად არის ჩვენი უთანხმოება... თუმცა შეხვედრა კონსტრუქციული იყო, რადგან გულწრფელობის მიუხედავად, ტონი იყო ძალიან საქმიანი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 13 ივნისს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას მკაფიოდ თქვა, რომ მხარს უჭერს რუსეთთან პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეხვედრის დეტალებზე არ არის საუბარი. აღნიშნულია, რომ ვანმა „უკრაინის საკითხზე“ სიღრმისეული მოსაზრებები გაცვალა. ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი რეგიონი დიდი სახელმწიფოების მხრიდან ჭადრაკის ფიგურებად გამოყენებისგან უნდა დავიცვათ
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს აფრთხილებს, დიდ სახელმწიფოებს „ჭადრაკის ფიგურებად“ ნუ გამოაყენებინებენ თავს. Reuters-ის ცნობით, ჯაკარტაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამდივნოსადმი მიმართვაში, ვან იმ განაცხადა, რომ რეგიონის ბევრ ქვეყანაზე ზეწოლა ხორციელდება. „ჩვენ უნდა დავიცვათ ეს რეგიონი გეოპოლიტიკური გათვლებისგან, დიდი ძალების მხრიდან მისი ჭადრაკის ფიგურებად გამოყენებისგან და იძულებისგან. ჩვენი რეგიონის მომავალი ჩვენს ხელში უნდა იყოს", - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. 2022-07-10 ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდა 10 ივლისს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის შეხვედრა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას უკრაინაში რუსეთის აგრესია განიხილა და მოსკოვთან პეკინის კავშირების გამო შეშფოთება გამოხატა. New York Times-ის ცნობით, ბლინკენმა მოუწოდა მის კოლეგას, შეუერთდეს შეერთებულ შტატებს და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის წინააღმდეგ დადგეს. „ვცდილობდი, მეთქვა სახელმწიფო მრჩევლისთვის, რომ ეს მართლაც ის მომენტია, როდესაც ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ რუსეთის აგრესიის დასაგმობად. პეკინისგან გვესმის, რომ ნეიტრალურია. რთულია, იყო ნეიტრალური, როცა საქმე ამ აგრესიას ეხება. არსებობს აშკარა აგრესორი. არის აშკარა მსხვერპლი“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ორივე დიპლომატმა ოქტომბრის შემდეგ პირველად გამართულ მოლაპარაკებას „გულწრფელი შეხვედრა“ უწოდა. ენტონი ბლინკენი და ვან ი ინდონეზიაში, ბალიზე, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების შემდეგ შეხვდნენ. ბლინკენი უკრაინის საკითხს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავს „მე კიდევ ერთხელ გავუზიარე ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველს, რომ შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რუსეთთან შეთანხმებით,” - განაცხადა ბლინკენმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ძალიან ღია ვიყავით იმის შესახებ, თუ სად არის ჩვენი უთანხმოება... თუმცა შეხვედრა კონსტრუქციული იყო, რადგან გულწრფელობის მიუხედავად, ტონი იყო ძალიან საქმიანი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 13 ივნისს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას მკაფიოდ თქვა, რომ მხარს უჭერს რუსეთთან პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეხვედრის დეტალებზე არ არის საუბარი. აღნიშნულია, რომ ვანმა „უკრაინის საკითხზე“ სიღრმისეული მოსაზრებები გაცვალა. ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ვან ის, ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავცელებს. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების პერსპექტივებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვან იმ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და კმაყოფილება გამოთქვეს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო. აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია. აღინიშნა ჩინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. ხაზი გაესვა არაერთი მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას და დადებითად შეფასდა უწყებების დონეზე თანამშრომლობის მაღალი დინამიკა. მხარეები მიესალმნენ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს - 30 წლისთავს და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის უკვე არსებული მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნაყოფიერი საუბარი მქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან ვან ისთან. განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა, სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივა”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებას, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა დაუდასტურა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა. „შეხვედრა გავმართე ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველ და საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან. განვიხილეთ უკრაინასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები. თავის მხრივ, ჩემმა კოლეგამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ ძალა არ უნდა იყოს გამოყენებული, უთანხმოების გადაწყვეტის საშუალებად“, - წერს დმიტრო კულება twitter-ზე. თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის განცხადებით, დმიტრო კულებასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს“. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი ყოველთვის მშვიდობის მომხრეა. ვან იმ კულებას ასევე განუცხადა, რომ მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველა მცდელობა, რომელიც ხელს უწყობს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. ჩინეთმა უარი თქვა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობაზე და მას არც შეჭრას უწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ვცდილობთ, კონფლიქტები პრაგმატული სამშვიდობო მოლაპარაკებებით გადავწყვიტოთ
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვან ი მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ძალისხმევას, რაც ხელს უწყობს უკრაინაში კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას. ამავდროულად, სიტყვის დასაწყისში, ვან იმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს მშვიდობას და ეწინააღმდეგება ომს, არის თანასწორობის მომხრე და წინააღმდეგია ზოგიერთი სახელმწიფოს მცდელობის, გამოიყენოს ძალა სხვების წინააღმდეგ. მისი თქმით, პეკინი თავის მთავარ ამოცანად მიიჩნევს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც „უსაფრთხოების საკითხზე „ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ შეშფოთებას“ გაითვალისწინებს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რაც ხელს უწყობს უკრაინაში კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას”, - განაცხადა ვან იმ გაეროს გენერალური ასამბლეის 77 -ე სესიის დებატებზე. „ჩვენ ვცდილობთ, ცხელი კონფლიქტების საკითხები სამართლიანი და პრაგმატული სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით გადავწყვიტოთ“, - განაცხადა ვან იმ. მისივე თქმით, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ყველა ქვეყნის ინტერესები, დიდი და პატარა ქვეყნების, რაც გაეროს ქარტიის ძირითადი პრინციპია. „არცერთმა ქვეყანამ არ უნდა გამოიყენოს ბოროტად თავისი ძალაუფლება, სხვა სუვერენული ქვეყნების დაშინების მიზნით“, - აღნიშნა ვან იმ.
აშშ-მ ჩინეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია
შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონმა პეკინს მიწვევა ამერიკელი და ჩინეთის ოფიციალური პირების შეხვედრის დროს გადასცა. ვიზიტის თარიღები ჯერ არ არის ცნობილი. ჩინეთის ერთი თვის წინ გაუჩინარებული საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდენობიდან გაათავისუფლეს ვაშინგტონსა და პეკინს შორის მაღალი დონის კომუნიკაციები ბოლო კვირებში გააქტიურდა. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პეკინში ვიზიტით იმყოფებოდა. ვაჭრობის საკითხებში მდივანი, ჯინა რაიმონდო სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს პეკინში გაემგზავრება. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში, დანიელ კრიტენბრინკმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსმა დირექტორმა ჩინეთისა და ტაივანის საკითხებში, სარა ბერანმა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ დირექტორს, იან ტაოს უმასპინძლეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე მხარემ გულწრფელი, არსებითი და პროდუქტიული დისკუსია გამართა. ამ დისკუსიას ვაშინგტონი კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნებისა და ორმხრივი ურთიერთობების პასუხისმგებლობით მართვის მუდმივი ძალისხმევის ნაწილად თვლის. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ და სრუტეების საკითხებზე. აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ჩადის
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ვაშინგტონს ეწვევა. აშშ-ში კვირამდე დარჩება და ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ კოლეგას, ენტონი ბლინკენს და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანს შეხვდება. BBC ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრების დროს ამერიკული მხარე უბიძგებს ჩინეთს, უფრო მეტად კონსტრუქციული მიდგომა გამოიჩინოს ისრაელსა და უკრაინაში არსებული ვითარების მიმართ. ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ჩინეთის საგარეო უწყყების ხელმძღვანელი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ვან ი ორშაბათს ტელეფონით ესაუბრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელი კოენს და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისა და უფრო სერიოზული ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება. მისივე თქმით, ყველა ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ ისინი უნდა დაემორჩილონ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს. ჩინეთის საგარეო მინისტრი: ღაზაში ისრაელის ქმედებები თავდაცვის ფარგლებს სცდება
პეკინსა და ვაშინგტონს შორის „ნაყოფიერი მოლაპარაკებები“ გაიმართა - რაზე შეთანხმდნენ ჯეიკ სალივანი და ჩინელი დიპლომატი
პეკინის განცხადებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან ი-მ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გამართა. Reuters-ის ცნობით, ჩინეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ სალივანი და ვან ი აშშ-სა და ჩინეთის უთიერთობებში მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხების მოგვარებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართა. „ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ი-ის გულწრფელი, არსებითი და ნაყოფიერი სტრატეგიული კომუნიკაცია ჰქონდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეინარჩუნებენ რეგულარულ კონტაქტს ორმხრივი ურთიერთობებისთვის,“ - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. თავის მხრივ, France 24-ის ცნობით, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ხსენებული შეხვედრა „საკომუნიკაციო ხაზების შენარჩუნებისა და ორ ქვეყანას შორის კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის მცდელობის ნაწილია.“ მისივე თანახმად, მაღალი დონის დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, ბაიდენისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბრის უზრუნველყოფის მიზნით, ორივე მხარე იმუშავებს. სალივანმა „ხაზგასმით აღნიშნა ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობა,“ ნათქვამია ასევე თეთრი სახლის ინფორმაციაში, რომელიც ამ საკითხზე დამატებით დეტალებს არ ამჟღავნებს. მოლაპარაკებების დროს ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთის, უკრაინის, ჩრდილოეთ კორეის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის და სხვა საერთაშორისო საკითხები - განაცხადა ორივე მხარემ. ამასთან, თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა სამხედროებს შორის კომუნიკაციის აღდგენის კუთხით პროგრესი აღიარეს და ამ არხების შენარჩუნების მნიშვნელობა აღნიშნეს. ცნობისთვის, ჯო ბაიდენი და სი ძინპინი სამხედრო სფეროში შორის კონტაქტების აღდგენაზე გასული წლის ნოემბერში შეთანხმდნენ.
უკრაინასთან ომში „რუსეთის მიმართ მხარდაჭერის“ გამო, ბლინკენმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მიუნხენში მოლაპარაკებები გამართეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვან ისა და ენტონი ბლინკენს შორის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრა „გულწრფელი, მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული“ იყო. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ენტონი ბლინკენთან ჩინეთის კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხი განიხილა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა მოსაზრებები სხვადასხვა რეგიონული საკითხის, მათ შორის „უკრაინის კრიზისისა და კორეის ნახევარკუნძულის შესახებ გაცვალეს.“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ვან ისთან შეხვედრისას ენტონი ბლინკენმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიმართ ჩინეთის მხარდაჭერის გამო შეშფოთება გამოთქვა. „მხარეებმა გამართეს გულწრფელი და კონსტრუქციული დისკუსია ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნებისა და ურთიერთობებში კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის ძალისხმევის ფარგლებში. მდივანმა გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ჩვენს ინტერესებს, ღირებულებებს და ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესებს. მდივანმა ხაზი გაუსვა ტაივანის სრუტესა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას. მდივანმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომისადმი ჩინეთის მხარდაჭერის, მათ შორის, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მხარდაჭერის გამო. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთში და კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებაზე და დაადასტურეს, რომ მათი შესაბამისი მაღალი თანამდებობის პირები უნდა შეიკრიბონ ამ დისკუსიების გასაგრძელებლად. მდივანმა განიხილა მისი ბოლო მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში და აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევა რეგიონში. ორივე მხარემ აღიარა მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებით, შეერთებულ შტატებსა და PRC-ს შორის კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობა,“ აღნიშნავს მილერი.