თეგი: ვარკეთილი
ვარკეთილში სპეცოპერაციის ფარგლებში 2 პირი დააკავეს
ვარკეთილში სპეცოპერაციის ფარგლებში 2 პირი დააკავეს. "საქმეში არ მახედებენ. პოლიციასთან მოწმედ იყო დაბარებული ჩემი მეუღლე. ის 20 დღეა არ მინახავს. არაფერი ვიცი, სპეცოპერაცია რას უკავშირდება“,- აღნიშნავს ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე. აღნიშნულ საქმეზე დამატებით დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ასევე წაიკითხეთ: ვარკეთილში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
თბილისში, ვარკეთილში ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ვარკეთილში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი მაღალია არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ღია ტერიტორიაზე, ბალახს გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ.
თბილისში, რომანოზ ხომლელის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
ვარკეთილში, რომანოზ ხომლელის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სავარაუდოდ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ავტომობილი ექსპერტ-კრიმინალისტებს ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. როგორც ცნობილია, ავტომანქანას ჩამტვრეული აქვს შუშები და ტერიტორიაზე არის სისხლის კვალი. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. Europetime-ს შშს-ში განუცხადეს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ვარკეთილში კორპუსიდან ევაკუაცია მიმდინარეობს
ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის განმარტებით, ევაკუაცია კორპუსის დანგრევის საფრთხის გამო გახდა საჭირო. ამასთან, აცხადებენ, რომ კორპუსის ავარიულობის შესახებ მცხოვრებლები გააფრთხილეს. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კორპუსის ნაწილიც ჩამოინგრა. განახლება 23:00:00 15 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსახლეობა სასტუმროში დარჩება, ვიდრე შესაბამისი ფართების მოძიება დასრულდება.
ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარია ლიკვიდირებულია
თბილისში, ვარკეთილში, ზემო პლატოზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძრის გამომწვევი მიზეზები და მომხდართან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მეტროსადგური „ვარკეთილი“, ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, დროებით წყვეტს მგზავრთა მიღებას
მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, დროებით წყვეტს მგზავრთა მიღებას. მისივე თანახმად, მეტროს მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან „ვარკეთილისკენ“. „ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა დროულად აღმოიფხვრას ხარვეზი. სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციაში.
პროკურატურამ ვარკეთილში ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქმარს ბრალი წარუდგინა
ვარკეთილში ცოლის, ქეთევან ედიბერიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქმარს, გიორგი კავლელაშვილს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 იანვარს, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობები თავადაც მიიყენა, იგი ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული და შესაბამის მკურნალობას გადის. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.