თეგი: ვარსკვლევები
Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ვარსკვლავები დაასახელა
Forbes USA-მა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ვარსკვლავები დაასახელა. 13-მა სპორტსმენმა, მოცეკვავემ და ხელოვანმა, ყველაზე „მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების“ ამჟამინდელ რეიტინგში წელს რეკორდული $1,6 მილიარდი გამოიმუშავეს, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 72%-ით მეტია. Forbes-ი ველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგს 2001 წლიდან აქვეყნებს. სიის სათავეშია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ ავტორი. ის 1973 წელს პნევმონიით გარდაიცვალა, მაგრამ 2022 წლის აგვისტოში $500 მილიონი Middle-Earth Enterprises-ის ბრენდის გაყიდვიდან „მიიღო“, რომლის მეშვეობითაც ვიდეო-თამაშებზე, საქონელზე და სხვა ინტელექტუალურ საკუთრების უფლებები იმართება. სავაჭრო ნიშანი შვედურმა ჰოლდინგმა Embracer-მა იყიდა, რომელიც კომპიუტერულ თამაშებზეა სპეციალიზებული. ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ადამიანების რეიტინგში მეორეა, კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი, რომელმაც 2022 წელს $400 მილიონი „გამოიმუშავა“ Coca-Cola-ს სპორტული სასმელების ბრენდის BodyArmor-ის წილის გაყიდვით. როკ-ენ-როლის მეფე, ელვის პრესლი, კვლავ უაღრესად ძვირადღირებული ბრენდია. მომღერლის გარდაცვალებიდან 45 წლის შემდეგ მისი ქონება $110 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამ თანხის ლომის წილი, გრეისლენდში ბილეთებისა და სუვენირების გაყიდვით მიიღეს. ბაზ ლურმანის ბიოგრაფიულმა ფილმმა „ელვისმა“ მხოლოდ 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. Forbes USA წერს, რომ ზოგადად, „წარსულის მუსიკას“ ინვესტორები შემოსავლის საიმედო წყაროდ მიიჩნევენ. ამგვარად, მთლიანი შემოსავალიდან 1,6 მილიარდი დოლარიდან, რეიტინგის ცხრა მუსიკოსმა თითქმის 700 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მათ შორის, დევიდ ბოუიმ $250 მილიონი, მაიკლ ჯექსონმა $75 მილიონი, Hallelujah სიმღერების ავტორმა, ლეონარდ კოენმა $55 მილიონი. რეიტინგის შედგენისას Forbes USA ეყრდნობოდა Luminate-ის, IMDbPro-ს, NPD BookScan-ის მონაცემებს, ასევე ინტერვიუებს ინდუსტრიის ინსაიდერებთან. რეიტინგში შემოსავალი, 2021 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ოქტომბრამდეა გათვალისწინებული.