თეგი: ვატიკანი
ვატიკანმა გამოუშვა ვერცხლის მონეტა, რომელიც უკრაინას მიუძღვნა
უკრაინაში რუსეთის შემოჭრის მე-100 დღეს, ვატიკანის ფილატელიისა და ნუმიზმატიკის ოფისმა უკრაინისადმი მიძღვნილი სპეციალური ვერცხლის მონეტა (23 გრამი) გამოუშვა, ამის შესახებ ვატიკანში უკრაინის ელჩმა, ანდრეი იურაშმა Facebook-ზე დაწერა. „ეს არ არის მხოლოდ სიმბოლო, ეს არის უკრაინის მხარდასაჭერად გამოხატული ნამდვილი ჟესტი“, - აღნიშნა იურაშმა. ვატიკანში უკრაინის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ მონეტის გაყიდვიდან მიღებული მოგება (თითოეული მონეტის ფასი 50 ევროა) გამოიყენება უკრაინის დასახმარებლად. 2022 წლის 5 მაისს ესტონეთმა გამოაცხადა, რომ გამოუშვებს მონეტას "დიდება უკრაინას". ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ესტონური მონეტის დიზაინში გამოყენებული იქნება უცხოური ტექსტი. 10 მაისს შეერთებულმა შტატებმა ვერცხლის საინვესტიციო მონეტები (ნომინალური ღირებულებით $1) უკრაინული სიმბოლოებით გამოუშვა.
პრეზიდენტი ვატიკანში, ,,სიქსტის კაპელაში” სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტს დაესწერება
26 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში, ,,სიქსტის კაპელაში” სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტს დაესწერება, რომელიც პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის, გასულ წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. თეა წულუკიანი: სიქსტის კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის გუნდი გამართავს კონცერტს; 29 ივნისს კი, როდესაც თავად პაპი აღავლენს საზეიმო მესას, შესრულდება ილია მეორეს „ავე მარია“. ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მსოფლიო ხალხებს საშუალება მიეცემათ კიდევ ერთხელ გაეცნონ ქართულ კულტურას. ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან ,,სიქსტის კაპელაში“ ქართველები პირველად იმღერებენ. ცნობისთვის, 24 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიღო. საპატრიარქოს ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი მის უწმინდესობას ესაუბრა წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ გუნდის კონცერტს თვითონაც დაესწრება.
სალომე ზურაბიშვილი: მინდა, ვატიკანიდან მივმართო საქართველოს პატრიარქს, როცა თქვენი „ავე მარია“ გაჟღერდა „სიქსტის კაპელაში“, მაშინ ჩვენთან ერთად დაამტკიცეთ, რომ ევროპის გულში ვართ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვატიკანში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. სიტყვის გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიმართა. „მინდა, ვატიკანიდან მივმართო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს! თქვენო უწმინდესობავ, თქვენ გუშინ მიანიჭეთ სრულიად საქართველოს დიდი ბედნიერება. როცა თქვენი „ავე მარია“ გაჟღერდა „სიქსტის კაპელაში“, მაშინ ჩვენ თქვენთან ერთად და თქვენ ჩვენთან ერთად დაამტკიცეთ, რომ ჩვენ ევროპაში ვართ, ევროპის გულში და ეს ყველასთვის უდიდესი სიამაყე და უდიდესი სიხარული იყო. სიხარული იმ დროს, როცა სასიხარულო ბევრი რამ არ არის ამ ქვეყნად. ეს არის ის ნიშანი, როცა საქართველო შემოდის „სიქსტის კაპელაში“, ეს არის დაგვირგვინდება ჩვენი ორი სახელმწიფოს დიპლომატიური ურთიერთობებისა, რომლის 30 წლისთავსაც აღვნიშნავთ დღეს, და როგორც ჩვენი პატრიარქი ამბობს, ეს ჩვენი ორი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ძმობის დაგვირგვინებაცაა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიად საქმეში ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ და ბედნიერი, რომ დასტური მისი უწმინდესობა, რომის პაპის ფრანჩესკესგან სწორედ მე მომეცა, როცა შარშან ოფიციალური ვიზიტით აქ ვიმყოფებოდი და სწორედ ამ დარბაზში, ერთი წლის წინ, გამოვაცხადეთ ეს უდიდესი და სასიხარულო ამბავი. კიდევ უფრო ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ საქმის აღსრულებას ყველა სახელმწიფო უწყებების ჩართულობა სჭირდებოდა: დიდი მადლობა ქალბატონ მინისტრს, საპატრიარქოს, საპატრიარქოს გუნდს, საზოგადოების წარმომადგენლებს, ყველას, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: როცა ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქმეს, ის საქმე გამოდის და გამოდის ყველაზე მაღალ დონეზე. ეროვნული თანხმობა სხვა არაფერია, სწორედ ეს არის ეროვნული თანხმობა და ამ ეროვნულ თანხმობით შემოვაბიჯეთ ევროპაში და ასე შევაბიჯებთ კიდევ ევროპაში, თუ ვიქნებით ერთიანნი და დავივიწყებთ ქიშპობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმის ფაქტსაც გამოეხმაურა. „მინდა, აქედან მივმართო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და დღეს მომხდარი კიდევ ერთი უსასტიკესი ფაქტის გამო, ჩვენი სრული სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოვხატო. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გუშინდელი სიხარული და ბედნიერება დაფუძნებულია იმ ღრმა იმედზე, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ვატიკანმა, დარია დუგინასთან დაკავშირებით, რომის პაპის განცხადება განმარტა
მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილ დარია დუგინას შესახებ, რომის პაპის განცახდებაზე კრიტიკის საპასუხოდ, ვატიკანმა განმარტება გააკეთა და სპეციალური განცხადება გაავრცელა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რომის პაპის კომენტარის გამო, სამოციქულო ნუნციო დაიბარა კათოლიკური ეკლესიის განცხადებაში, ნაწილობრივ, ნათქვამია: „რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში, წმინდა მამა ფრანცისკეს განცხადებები არის მკაფიო და ცალსახად გმობს ომს როგორც მორალურად უსამართლო, მიუღებელსა და ბარბაროსულს“. „თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ფრანცისკე რისკავს თავისი რეპუტაციით, როდესაც ვლადიმერ პუტინს პირადად არ აკრიტიკებს. ეს არის ვატიკანის მიერ არჩეული პოლიტიკა, რომ არ იყოს მხარე კონფლიქტში, რათა შეინარჩუნოს ეკლესიის კონსტრუქციულობა, შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, წერს The New York Times. ამიტომ დღევანდელი განცხადების მიზანია, რომ ვატიკანმა განმარტოს რომის პაპის პოზიცია უკრაინასთან მიმართებით. მას შემდეგ, რაც რომის პაპმა თავის ქადაგებაში დარია დუგინას გარდაცვალებაზე ისაუბრა, (რაშიც რუსეთი უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს); უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ვატიკანის ელჩი, რათა გამოეხატა იმედგაცრუება ფრანცისკეს სიტყვებთან დაკავშირებით. 24 აგვისტოს მომლოცველებთან მიმართვაში, როდესაც უკრაინა აღნიშნავდა დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ, ფრანცისკემ სხვა საკითხებთან ერთად განაცახდა: „მე ვფიქრობ იმ საწყალ გოგოზე, რომელიც მოსკოვში, მანქანაში ბომბის გამო დაიღუპა. ომის ფასს იხდიან უდანაშულო უდანაშაულოები“. თავის განცხადებაში ვატიკანი განმარტავს, რომ ფრანცისკეს ეს განცხადება ასე უნდა იყოს გაგებული: „ეს არის ხმა, რომელიც ამაღლებულია ადამიანის სიცოცხლისა და მასთან დაკავშირებული ფასეულობების დასაცავად და არა როგორც პოლიტიკური პოზიცია“. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს დაიღუპა. ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია FSB-მ განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნა და დამნაშავედ უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი დაასახელეს, რომელიც FSB-ს მტკიცებით, ესტონეთში გაიქცა. უკრაინა თავის მხრივ უარყოფს მკვლელობასთან კავშირს. დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.
Reuters: კრემლმა ვატიკანს შუამავლობაზე უარი უთხრა
Reuters-ის ცნობით, კრემლი მიესალმება ვატიკანის შეთავაზებას, უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების პლატფორმის უზრუნველყოფაზე, , მაგრამ რუსეთში აცხადებენ, რომ კიევის პოზიციის გამო ეს შეუძლებელია. რომის პაპი კიევსა და მოსკოვს შუამავლობას სთავაზობს: მშვიდობა იარაღით ვერ მიიღწევა „რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამგვარ პოლიტიკურ ნებას, მაგრამ დე ფაქტო და დე იურე სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც ახლა შეიქმნა უკრაინაში, ასეთი პლატფორმა ვერ იქნება მოთხოვნადი“, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. დაახლოებით 10 დღის წინ, რომის პაპმა ფრანცისკემ, განაცხადა, რომ ვატიკანი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის ფუნქცია შეასრულოს, რათა ომი დასრულდეს.
ვატიკანის ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა
ვატიკანის ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ვატიკანის ვებგვერდები, 30 ნოემბრის შუადღის შემდეგ მიუწვდომელი იყო. რომის პაპმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრესორია - უკრაინული მედია იტალიური მედია ვარაუდობს, რომ კიბერთავდასხმის უკან შესაძლოა, რუსი ჰაკერები დგანან, რომლებმაც ადრე მსგავსი თავდასხმები ევროპის სხვა სამთავრობო უწყებებზე განახორციელეს. შეგახსენებთ, რომ ვატიკანის რესურსებზე კიბერშეტევის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რომის პაპმა გააკრიტიკა ბურიატიისა და ჩეჩნეთის სამხედროების სისასტიკე, რომლებიც უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადიან. ამ სიტყვებმა რუსეთის ოფიციალური პირების აღშფოთება გამოიწვია, კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.
ვატიკანში, ბენედიქტ XVI-სთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია მიმდინარეობს
ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში რომის პაპ ბენედიქტ XVI-სთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია დაიწყო. პონტიფიკოსის ცხედარი ბაზილიკის ცენტრში კუბოს გარეშეა გამოფენილი, ის წითელ ლიტურგიკულ სამოსშია გამოწყობილი და ხელში როზარია (ლოცვის როსარიონი) უჭირავს. დამშვიდობების ცერემონია სულ სამი დღე გაგრძელდება. დღეს, 2 იანვარს, ცერემონიას იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯ მელონი დაესწრო. დაკრძალვას სავარაუდოდ 60 000-მდე ადამიანი დაესწრება. ბენედიქტ XVI 31 დეკემბერს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო პირველი მოქმედი პაპი, რომელიც ჯანმრთელობის მიზეზების გამო გადადგა და ბოლო ათი წელი მონასტერში ცხოვრობდა.
ვატიკანში, რომის პაპ ბენედიქტე XVI-ს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს
ვატიკანში, რომის პაპ ბენედიქტე XVI-ს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ყოფილი პონტიფექსის სასახლეს, რომელიც წმინდა პეტრეს მოედანზე გამოიტანეს, შეკრებილები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მალევე დაწყება მესა, რომელსაც კათოლიკური ეკლესიის მოქმედი წინამძღვარი, პაპი ფრანცისკე გაუძღვება. ბოლო 3 დღის განმავლობაში ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში ბენედიქტეს სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ვატიკანის ცნობით, პაპის ხსოვნას პატივი დაახლოებით 200-მა ათასმა ადამიანმა მიაგო. პატრიარქის აღსაყდრებისა და იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება შეგახსენებთ, ბენედიქტ XVI შაბათს, 31 დეკემბერს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბენედიქტ XVI კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 2005 წლიდან იყო. 2013 წელს ის პირველი რომის პაპი გახდა ბოლო 600 წლის განმავლობაში, რომელიც პეტრეს საყდრიდან გადადგა.
უკრაინას ვატიკანის მონაწილეობით მოქმედი სამშვიდობო მისიის შესახებ ინფორმაცია არ აქვს - CNN
უკრაინას არ აქვს ინფორმაცია რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით შექმნილი სამშვიდობო მისიის შესახებ, რომელზეც პირველ მაისს ისაუბრა რომის პაპმა. ამის შესახებ CNN უკრაინის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. „პრეზიდენტი ზელენსკი რაიმე მსგავს დისკუსიას უკრაინის სახელით არ დასთანხმებია. თუკი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ისინი ჩვენი ინფორმირებულობის და ლოცვა-კურთხევის გარეშე მიმდინარეობს“, - განაცხადა პრეზიდენტის ოფისთან დაახლოებულმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა. ვატიკანი ჩართულია სამშვიდობო მისიაში, რომელიც ცდილობს, დაასრულოს კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის, განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ კვირას და აღნიშნა, რომ ის ასევე მზად არის, ჩაერთოს უკრაინელი ბავშვების რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწაზე დეპორტაციის საკითხში. როგორც ცნობილია, შესაბამისი თხოვნით მას უკრაინის პრემიერმა ვატიკანში ვიზიტის დროს მიმართა. პაპმა აღნიშნა, რომ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მიტროპოლიტ (ეპისკოპოს) ილარიონს, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელს ბუდაპეშტში. „მზად ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რაც გასაკეთებელია. ახლა გვაქვს მისია, მაგრამ ის ჯერ არ არის საჯარო. როდესაც ის საჯარო გახდება, მე აუცილებლად გამოვაქვეყნებ მას“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.
ვატიკანმა რუსეთის შესახებ რომის პაპის სიტყვები განმარტა
ვატიკანი რუსი ახალგაზრდების მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე უკრაინული მხარის კრიტიკას ეხმაურება. „რომის პაპი მოუწოდებდა ახალგაზრდებს, შეინარჩუნონ და განავითარონ რუსეთის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დადებითი მხარეები. ეს ნამდვილად არ არის იმპერიალისტური ლოგიკისა და სახელმწიფო მოღვაწეების ქება,“ – განაცხადეს ვატიკანში. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებდა, რომ წმინდა საყდრისგან განმარტებას ელოდა ნებისმიერი მანიპულაციის თავიდან ასაცილებლად. უკრაინის ეკლესიის შეფასებით, პაპის სიტყვები შესაძლოა, აღქმული იყოს მხარდაჭერად იმ ნაციონალიზმის და იმპერიალიზმის, რომელიც დღეს უკრაინაში ომის მიზეზად იქცა - ომის, რომელსაც უკრაინელი ხალხისთვის ყოველდღე მოაქვს სიკვდილი და ნგრევა, მაშინ, როცა პაპი ფრანცისკე ყოველთვის გმობდა თანამედროვე მსოფლიოში იმპერიალიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და უკიდურესი ნაციონალიზმის საფრთხეებზე მიუთითებდა. 28 აგვისტოს, ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კონტექსტში, მსგავსი გამონათქვამები შთააგონებს აგრესორი ქვეყნის ნეოკოლონიალისტურ ამბიციებს. უკრაინის ეკლესია იმედოვნებდა, რომ პაპის სიტყვები ნათქვამი იყო სპონტანურად, ისტორიული შეფასებების მცდელობის გარეშე და მიზნად არ ისახავდა რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების მხარდაჭერას. მანამდე, რომის პაპი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ გააკრიტიკა. მისი შეფასებით, კრემლი მსგავსი იმპერიალისტური პროპაგანდით და „დიდი რუსეთის" გადარჩენით ამართლებს ათასობით უკრაინელის მკვლელობას და ასეულობით ქალაქის და სოფლის განადგურებას. გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის კათოლიკე ახალგაზრდებს ონლაინ გამოსვლის დროს უწოდა წმინდანების, მმართველების, პეტრე პირველის და ეკატერინე მეორის „დიდი რუსეთის" და უდიდესი განათლების, კულტურის და ჰუმანურობის მქონე იმპერიის შთამომავლები და განუცხადა, რომ ამ მემკვიდრეობით წინსვლა უნდა განაგრძონ. ეს სიტყვები წმინდა საყდრის ოფიციალურ ვებგვერდზე არ იძებნება. რომის პაპის ციტატა „დიდი რუსეთის" შესახებ, მოყვანილია პეტერბურგში გამართული შეხვედრის ამსახველ მასალაში, რომელიც რუსეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის ვებგვერდზე აიტვირთა.
ვატიკანში, ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა
ვატიკანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ისტორიულ სასახლეში, პალაცო დელა კანჩელარიაში, გაიმართა საზეიმო მიღება, რომელიც ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვას მიეძღვნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლონი და ვატიკანში საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი. „ისტორიულად, მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტიანები გვერდიგვერდ იდგნენ საქართველოს აღორძინების გზაზე და კათოლიკური ეკლესია ყოველთვის იყო ჩვენს ქვეყანაში ევროპული ღირებულებებისა და ცოდნის გავრცელების წინა პლანზე. დღეს წმინდა საყდარი არის საქართველოს ევროპული გზის, ჩვენი ქვეყნის მრავალწლიანი და ცივილიზაციური არჩევანის მტკიცე მხარდამჭერი. ხვალ, ვატიკანის ბაღებში, მექნება პატივი მონაწილეობა მივიღო ივერიის ღვთისმშობლის ქართული მოზაიკის საინაუგურაციო ცერემონიაში. აღნიშნული წარმოადგენს კიდევ ერთ დამატებით იმპულსს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, რომელიც იქნება ჩვენი მჭიდრო სულიერი და კულტურული კავშირების მუდმივი დადასტურება," - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ. საღამოს „სუხიშვილები“ და ანსაბლი „ბასიანი“ აფორმებდნენ.
ვატიკანის სასამართლომ კარდინალი დამნაშავედ ცნო
ვატიკანის სასამართლომ 16 დეკემბერს იტალიელი კარდინალი, ანჯელო ბეჩიუ დამნაშავედ გაფლანგვასა და თაღლითობაში დამნაშავდე ცნო. მას ხუთი წლითა და ექვსი თვით მიუსაჯა პატიმრობა. ბეჩიუ ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირია, რომელიც ვატიკანის სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე ოდესმე წარმდგარა. 75 წლის ბეჩიუ ადრე პაპი ფრანცისკეს მრჩეველი იყო. მას პაპობის კანდიდატადაც განიხილავდნენ. საერთო ჯამში, ბეჩიუს და კიდევ ცხრა განსასჯელს, მათ შორის ფინანსისტებს, ადვოკატებსა და ვატიკანის ყოფილ თანამშრომლებს თაღლითობაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ფულის გათეთრებისთვის ასამართლებდნენ. დანაშულს ყველა მათგანი უარყოფდა.
რომის პაპის განცხადებების გამო, უკრაინამ ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარა
რომის პაპის განცხადებების გამო, ვატიკანის წარმომადგენელი უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში რომის პაპის სამოციქულო დესპანს, ვისვალდას კულბოკასს განუმარტეს, რომ პაპი ფრანცისკეს განცხადების გამო უკრაინაში იმედგაცრუებულები არიან. „ასეთი მოწოდებები საერთაშორისო სამართლის ნორმების შემდგომი უგულებელყოფის წახალისებას ახდენს,“ - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უკრაინის საგარეო უწყებაში ვისვალდას კულბოკასს განუცხადეს, რომ უკრაინას სურს მშვიდობას მიაღწიოს, რომელიც სამართლიანი და გაერო-ს წესდების პრინციპებზე დაფუძნებული იქნება. კულება: ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია, ამით ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ უკრაინაში სახლებისა და ეკლესიების ბევრი თეთრი კედელი ახლა დამწვარი და დანგრეულია, ეს მეტყველებს იმაზე, თუ ვინ უნდა გაჩერდეს ომის დასასრულებლად - ზელენსკი
რომის პაპის კომენტარების შემდეგ, ვატიკანი აცხადებს, რომ პირველ რიგში რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი აგრესია
უკრაინელების მიერ თეთრი დროშის აღმართვის შესახებ გაკეთებული განცხადებით, პაპ ფრანციკეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური გადაწყვეტის პირობების შექმნა სურდა. ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება ადამიანის არჩევანი იყო და პირველ რიგში, ცეცხლი აგრესორებმა უნდა შეწყვიტონ. ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ვატიკანი ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს და მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე უნდა მივიდეს, ხოლო პირველი პირობა აგრესიის დასრულება უნდა იყოს. „უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი ბუნებრივი კატასტროფის შედეგი არ ყოფილა, არამედ ადამიანის არჩევანი იყო. იმ ადამიანურ ნებას, რომელმაც ეს ტრაგედია გამოიწვია, ასევე, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა აქვს, რომ მის დასასრულებლად შესაბამისი ნაბიჯები გადადგას და დიპლომატიურ გადაწყვეტას გზა გაუხსნას,“ - განაცხადა პაროლინმა. რომის პაპის განცხადებების გამო, უკრაინამ ვატიკანის წარმომადგენელი დაიბარა