თეგი: ვახუშტი მენაბდე
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ის უნდა ჩავარდეს სესიაზე - კონსტიტუციონალისტი
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე. ორი კანონპროექტიდან ერთი, პირველი მოსმენით არის მიღებული, მეორე კი, რომელსაც აშშ-სთან მიმსგავსებულს უწოდებენ, ჯერ არ განხილულია. „1. პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანონ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ); 2. მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტია გაწვევას“, - აღნიშნავს ვახუშტი მენაბდე. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს
ვახუშტი მენაბდე: პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტი 45 დღეში, ახალი წესით უნდა აირჩეს
პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტი 45 დღეში, ახალი წესით უნდა აირჩეს. კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს თქმით, ახალი წესით პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიამ უნდა აირჩიოს. „სასამართლოსგან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას 9-დან 6 ხმა სჭირდებოდა. ზუსტად 6 ხმა მოგროვდა. მხარდამჭერთა შორის არის თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ დანიშნული მოსამართლე; პარლამენტმა 14 დღეში უნდა გადაწყვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს თუ არა. ამისთვის 100 ხმაა საჭირო. ოფიციალურად „ოცნება“ ამდენ მანდატს ვერ აკონტროლებს; პარლამენტი ვალდებული არ არის სასამართლოს მხრიდან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურების შემდეგ მას იმპიჩმენტი ავტომატურად გამოუცხადოს. შეუძლია თქვას, რომ მიუხედავად ამისა, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრეზიდენტის გადაყენებას; გადაყენების შემთხვევაში ახალი პრეზიდენტი 45 დღეში უნდა ავირჩიოთ; არჩევის წესი ახალია. პრეზიდენტს პირდაპირი გზით აღარ ავირჩევთ. ამას გააკეთებს საარჩევნო კოლეგია,“ - წერს ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა