თეგი: ვერა
ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს
ვერაზე, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, დაკავებულია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი. საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ინსპექტორი გოგებაშვილის ქუჩაზე, კაფე ლავერასთან იმყოფებოდა დასაცავ პირთან ერთად და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, რომლის დროსაც მას შეიარაღებული პირი მიუახლოვდა და მის მიმართ რამდენჯერმა გაისროლა. მან ადგილიდან მიმავლა სცადა, ადგილზე მყოფმა ინსპექტორმა კი, შემთხვევის ადგილის დატოვების უფლება არ მისცა და რამდენჯერმა ესროლა მის ხელთ არსებული იარაღით, რომელსაც კანონის დარღვევით ატარებდა. „საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ლა ვერასთან“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დასაცავი პირის ნათესავ გ. მ.-სთან ერთად იმყოფებოდა და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა. მოულოდნელად გ.მ.-ს შეიარაღებული ს.გ. მიუახლოვდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა და ფეხების არეში ცეცხლნასროლი დაზიანებები მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ ს.გ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა დააპირა. „ადგილზე მყოფმა დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ს.გ-ს შემთხვევის ადგილის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და სხეულის მიდამოში მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით ატარებდა. ს.გ. გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულია ექსპერტიზისთვის საჭირო კვლევის ნიმუშები და სხვა ობიექტები. გამოიკითხნენ ინციდენტის სიახლოვეს მყოფი მოწმეები, კერძო ობიექტებიდან გამოთხოვილი იქნა ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, მოპოვებული იქნა ინციდენტში მონაწილე პირების კუთვნილი ტანსაცმელი, შესადარებელი ნიმუშები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად დაინიშნება ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და სხვა შესაბამისი ექსპერტიზები. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს“, – განაცხადა პეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, ბაჩო კვარაცხელიამ.
ვერაზე, 4 მაისს დაჭრილი ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა
სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური მენეჯერის, რეანიმაციული განყოფილების გამგის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევისას დაჭრილი ორი პირიდან ერთ-ერთის, გივი მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს „ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციის განყოფილებაში. კლინიკაში შემოსვლისთანავე ქირურგიული დახმარება ჩაუტარდა“, - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ. ვერაზე, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, დაკავებულია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი. საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ინსპექტორი გოგებაშვილის ქუჩაზე, კაფე „ლავერასთან“ იმყოფებოდა დასაცავ პირთან ერთად და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, რომლის დროსაც, მას შეიარაღებული პირი მიუახლოვდა და მის მიმართ რამდენჯერმა გაისროლა. მან ადგილიდან მიმავლა სცადა, ადგილზე მყოფმა ინსპექტორმა კი, შემთხვევის ადგილის დატოვების უფლება არ მისცა და რამდენჯერმა ესროლა მის ხელთ არსებული იარაღით, რომელსაც კანონის დარღვევით ატარებდა.
ვერაზე, გვიან ღამით სროლა იყო
ვერაზე, ახვლედიანის ქუჩაზე გვიან ღამით სროლა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა - შენახვა - ტარებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დამატებითი დეტალები უცნობია.