თეგი: ვიდეომიამრთვა
პრეზიდენტი: ევროპარლამენტის რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, რომ ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ბრიუსელში ვიზიტს წყვეტს, რადგან ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციაზე ხელისუფლების კომენტარების შემდეგ, ის ევროკავშირში საქართველოს კანდიდატურას ეფექტურად ვეღარ დაიცავს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავრობისგან საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლაზე კიდევ ერთი უარი მიიღო არ მჯერა, რომ სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი - არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში: არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს - პრეზიდენტი ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად „სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს. მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია, უკრაინაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, მაგრამ მივიღე კიდევ უარი ამ მოგზაურობაზე, მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტომ, გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.