თეგი: ვიეტნამი
ვიეტნამში, კარაოკე ბარში ხანძრის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა
ვიეტნამში, ქალაქ ჰო ჩი მინთან კარაოკე ბარში გაჩენილ ხანძარს 32 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის გაჩენის დროს, ბარში 60-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობიდან თავის დასაღწევად ოთხი ადამიანი მეორე და მესამე სართულებიდან გადახტნენ და მძიმე ფიზიკური დაზიანებებით კლინიკაში არიან გადაყვანილი. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. დაწყებულია გამოძიება.
ვიეტნამი აზერბაიჯანისგან ნავთობის შესყიდვით დაინტერესდა
ვიეტნამი დაინტერესებულია აზერბაიჯანიდან ნედლი ნავთობის შემოტანით. ამის შესახებ ვიეტნამის პრეზიდენტმა ნგუენ ჩუან ფუკმა აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ ელჩთან, შოვგი მეჰდიზადესთან შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება Trend ვიეტნამურ მედიაზე დაყრდნობით. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, მხარეებმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სავაჭრო თანამშრომლობის გასააქტიურებლად. მან აღნიშნა, რომ ვიეტნამს სურს ქვეყანაში ელექტრონიკისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი და, თავის მხრივ, აზერბაიჯანიდან ნედლი ნავთობის მიწოდება უზრუნველყოს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ორმხრივ თანამშრომლობას სხვა სფეროებში, როგორიცაა კულტურა, განათლება, ტურიზმი და თავდაცვის სფერო. ელჩმა მეჰდიზადემ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვიეტნამთან თანამშრომლობას.
ბაიდენი ვიეტნამთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერს ხელს - POLITICO
აშშ ვიეტნამთან სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებით, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში გავლენას აძლიერებს. ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს. მისი ცნობით, შეთანხმება მომავალ თვეში გაფორმდება. „ბაიდენი სექტემბრის შუა რიცხვებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში სახელმწიფო ვიზიტის დროს, ვიეტნამთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერს ხელს,“ წერს გამოცემა სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. POLITICO ფაქტს რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლის უახლეს მცდელობას უწოდებს. „ახალი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ხსნის კარს უფრო მჭიდრო დიპლომატიური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობისთვის ყოფილ მტერთან - და ჩინეთის მეზობელ - ჰანოისთან“, - წერს გამოცემა. თეთრი სახლი და ვიეტნამის საელჩო ვაშინგტონში, კომენტარს არ აკეთებენ. „ვიეტნამი არ უერთდება აშშ-ის ჩინეთის წინააღმდეგ... ისინი სიამოვნებით აუმჯობესებენ ურთიერთობებს აშშ-სთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედებენ - გააგრძელებენ პოზიციონირებას ძალიან ფრთხილად,” - განაცხადა სკოტ მარსიელმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, რომელმაც ჰანოიში 1993 წელს სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი ოფისი გახსნა. ახლა აშშ ჰანოის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
თოყაევს სურს, ყაზახეთსა და ვიეტნამს შორის სავაჭრო ბრუნვა ერთ მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ვიეტნამის ლიდერ ვო ვან ტუონგთან მოლაპარაკებები გამართა. თოყაევი ჰანოიში ჩავიდა. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, ენერგეტიკის, სატრანსპორტო-ლოგისტიკის, აგროინდუსტრიული და კულტურულ-ჰუმანიტარული სექტორების თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს,“ - ნათქვამია ყაზახეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თოყაევმა აღნიშნა, რომ ვიეტნამის ეკონომიკური წარმატება სერიოზულ საფუძველს ქმნის ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთსა და ვიეტნამს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ 2023 წლის ექვს თვეში 600 მილიონ დოლარს მიაღწია. წლის ბოლომდე კი, ამ მაჩვენებლის ერთ მილიარდ დოლარამდე გაზრდა იგეგმება.
ჯო ბაიდენი ვიეტნამს სექტემბერში ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვიეტნამს სექტემბერში ეწვევა და მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი ჰანოიში 10 სექტემბერს, ინდოეთში დაგეგმილი G20-ის სამიტის დასრულების შემდეგ ჩავა. „ვაშინგტონს ჰანოისთან ურთიერთობების განახლება სურს, მას რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს იმ დროს, როდესაც აშშ-ის ურთიერთობები პეკინთან სულ უფრო დაძაბულია. ვიეტნამმა, ამავდროულად, უნდა აწონ-დაწონოს თავისი ძლიერი მეზობლის რეაქცია, რადგან ჩინეთი უფრო დამაჯერებელი ხდება,“ - წერს Reuters-ი. აშშ ვიეტნამთან სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებით, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში გავლენას აძლიერებს. ამის შესახებ გამოცემა POLITICO 21 აგვისტოს წერდა. ბაიდენი ვიეტნამთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერს ხელს - POLITICO
ბაიდენი ვიეტნამშია
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვიეტნამში ჩავიდა. მან Twitter-ზე დაწერა, რომ სჯერა, ეს ვიზიტი ისტორიული იქნება. აშშ ვიეტნამთან სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებით, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში გავლენას აძლიერებს. ამის შესახებ გამოცემა POLITICO 21 აგვისტოს წერდა. ბაიდენი ვიეტნამთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერს ხელს - POLITICO მედია ბაიდენის ვიზიტს რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლის უახლეს მცდელობას უწოდებს. „ახალი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ხსნის კარს უფრო მჭიდრო დიპლომატიური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობისთვის ყოფილ მტერთან - და ჩინეთის მეზობელ - ჰანოისთან“, - წერს Politico. „ვიეტნამი არ უერთდება აშშ-ის ჩინეთის წინააღმდეგ... ისინი სიამოვნებით აუმჯობესებენ ურთიერთობებს აშშ-სთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედებენ - გააგრძელებენ პოზიციონირებას ძალიან ფრთხილად,” - განაცხადა სკოტ მარსიელმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, რომელმაც ჰანოიში 1993 წელს სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი ოფისი გახსნა. ახლა აშშ ჰანოის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
აშშ-მ ვიეტნამს შესაძლოა, F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს
აშშ-სა და ვიეტბნამს შორის შესაძლოა, შეთანხმება გაფორმდეს, რომლის თანახმად, ვაშინგტონი ვიეტნამს იარაღს და F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცეს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ გარიგება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპებზეა და მისი ზუსტი პირობებით ჯერ არ არის შემუშავებული. აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი ვიეტნამსა და აშშ-ის ოფიციალური მოლაპარაკებების მთავარი თემა გახდა გასული თვის განმავლობაში, ჰანოიში, როდესაც ბაიდენი ვიეტნამს ეწვია. თეთრი სახლისა და ვიეტნამის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერებმა კომენტარის მიწოდების შესახებ თხოვნას არ უპასუხეს. „ჩვენ გვაქვს ძალიან პროდუქტიული და პერსპექტიული უსაფრთხოების ურთიერთობა ვიეტნამელებთან და ჩვენ ვხედავთ მათგან საინტერესო მოქმედებას ზოგიერთ ამერიკულ სისტემასთან დაკავშირებით, რაც მათ დაეხმარება, უკეთ აწარმოონ მონიტორინგი თავიანთი საზღვაო დომენებზე, შესაძლოა,“ - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა Reuters-ის ცნობით. ბაიდენი ვიეტნამში 10 სექტემბერს ჩავიდა. მედიამ ბაიდენის ვიზიტს რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლის უახლესი მცდელობა უწოდა.
სი ძინპინი ვიეტნამში ჩავიდა
ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ვიეტნამში ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჩინეთის პრეზიდენტს ჰანოის აეროპორტში ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი, ფამ მინ ჩინი დახვდა. „ჩინეთი დიდი ხანია, რაც ვიეტნამის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ვიეტნამი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში ჩინეთის უმსხვილეს პარტნიორს წარმოადგენს,“ - განაცხადა სი ძინპინმა ვიეტნამში გამგზავრებამდე. ცნობისთვის, ვიეტნამში სი ძინპინის დღევანდელი ვიზიტი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველია.
ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების სტრატეგიის ფარგლებში, შტაინმაიერი ვიეტნამში ჩავიდა
გერმანიის პრეზიდენტი ვიეტნამში ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება, როდესაც გერმანია ცდილობს, განავითაროს თავისი სტრატეგია ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, რამდენიმე გერმანელი ბიზნეს ლიდერი შეუერთდა გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერს იმ ფონზე, როდესაც ბერლინი ცდილობს თავისი ეკონომიკური აქტივობის დივერსიფიკაციას ჩინეთისგან. მას დედაქალაქ ჰანოიში შეუერთდა შრომის მინისტრი ჰუბერტუს ჰეილი და გერმანიის წამყვანი ინდუსტრიული ფირმების ბიზნეს ლიდერების დელეგაცია, რომლებიც მას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ოთხდღიან ტურნეში მიიღებენ მონაწილეობას. როგორია შტაინმაიერის დღის წესრიგი ვიეტნამში? შტაინმაიერს სამხედრო პატივით დახვდა ვიეტნამის პრეზიდენტი ვო ვან ტუონგი. შემდეგ დაესწრო გამოფენას ჰანოის გოეთეს ინსტიტუტში. დედაქალაქში ტურის შემდეგ, ორმა ლიდერმა გამართა მოლაპარაკებები, რის შემდეგაც მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ვიეტნამიდან გერმანიაში კვალიფიციური მუშახელის გადაადგილების ხელშეწყობის შესახებ. გერმანიის შრომის მინისტრმა ჰეილმა განმარტა, რომ შეთანხმება გადალახავს ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს და უზრუნველყოფს იმას, რომ "გერმანიაში ჩასულ ადამიანებს სამართლიანად მოეპყრონ." „გერმანიაში ძალიან გვჭირდება კვალიფიციური მუშახელი. მოხარული ვართ, რომ ვიეტნამი მზადაა, ითანამშრომლოს გერმანიასთან ამ საკითხში,“განაცხადა შტაინმაიერმა ვიეტნამის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ. შტაინმაიერი ამ ვიზიტის შემდეგ, ორ დღეს ტაილანდში გაატარებს. გერმანია ვიეტნამის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირში, ხოლო ვიეტნამი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ASEAN-ის ქვეყნების ჯგუფში. ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე
ყაზახეთი სთხოვს ვიეტნამის კომპანიებს, გამოიყენონ შუა დერეფანი ექსპორტისთვის
ყაზახეთი იწვევს ვიეტნამს, განიხილოს შუა დერეფნის შესაძლებლობები ევროპაში საქონლის ექსპორტისთვის, ნათქვამია ყაზახეთის მთავრობის შეტყობინებაში. „ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ სერიკ ჟუმანგარინმა 15 მაისს შეხვედრა გამართა ვიეტნამის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრთან ნგუენ ჰონგ დიენთან. შეხვედრის დროს ჟუმანგარინმა განაცხადა, რომ ვიეტნამი ყაზახეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია აზიაში. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა [2023 წლის შედეგებზე დაყრდნობით] 85%-ით გაიზარდა და მან თითქმის 1 მილიარდ დოლარს მიაღწია,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ვიეტნამის ვიცე-პრემიერმა ასევე მოიწვია ვიეტნამური კომპანიები, გამოიკვლიონ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) შესაძლებლობები, რაც საშუალებას მისცემს ვიეტნამის ექსპორტს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ განხორციელდეს 3-4-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე საზღვაო მარშრუტებზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს. „ჩვენ მიგვაჩნია TITR ყველაზე ოპტიმალურ მარშრუტად აზიასა და ევროპას შორის. ჩვენ ასევე ვთავაზობთ ყაზახურ-ჩინური ტერმინალის სიმძლავრეების გამოყენებას ლიანიუნგანის საზღვაო პორტსა და სიანიშის მშრალ პორტში,“ - ხაზგასმით აღნიშნა მან. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გთავაზობთ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით.