თეგი: ვიოლა ფორ კრამონი
ვიოლა ფონ კრამონი: ჩვენ დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში, ახლა კი ვხედავთ, რომ რეფორმების ნაცვლად, პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა
საქართველოში კორუფციისა და პრესის თავისუფლების მხრივ ვითარება უარესდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. ანა ფოტიგა: მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას მისი თქმით, ევროკავშირმა დიდი თანხის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში, „ახლა კი ვხედავთ, რომ რეფორმების პროცესის ნაცვლად, პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა“, – აღნიშნა კრამონმა. ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ საქართველოში განვითარებული პროცესებით იმედგაცრუებულია. „მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, დიდი იმედები გქონდა ქვეყნის მიმართ, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში, საქართველოში. ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, საზოგადოების მოდერნიზება ან პოლიციის რეფორმები – ეს ახასიათებს ამ ქვეყანას. პოლიტიზებული საზოგადოებიდან ღირსეულ საზოგადოებად გადაქცევა იყო 2012 წელს და ჩვენ, ევროკავშირში დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ ამ ქვეყანაში. ახლა კი ვხედავთ, თუ რას მიაღწია ქვეყანამ და ნაცვლად რეფორმების პროცესისა, მთელი ეს პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა. ვხედავთ, რომ კორუფციისა და პრესის თავისუფლების ინდექსები მცირდება. დაცვის ნაცვლად, ჟურნალისტებს თავს ესხმიან. ნიკა გვარამიას საქმე კანონის უზენაესობის დარღვევის საკმაოდ თვალსაჩინო მაგალითია. თუმცა, ეს ერთადერთი არააა“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. ინფორმაციისთვის, „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ' ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 პროექტია რეგისტრირებული. 9 ივნისს ევროპარლამენტი შეთანხმებულ ტექსტს უყრის კენჭს.