თეგი: ვიოსა ოსმანი
კოსოვოს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს NATO-ში გასაწევრიანებლად დახმარება სთხოვა
კოსოვოს პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანიმ ჯო ბაიდენს თხოვნით მიმართა, რომ NATO-ს წევრ ქვეყნებში ვაშინგტონის გავლენა გამოიყენოს და მის ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმაროს. ამის შესახებ Reuters წერს. „კოსოვოს NATO-ში გაწევრიანება იმპერატივი გახდა. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს რწმენასა და მოლოდინს, რომ აშშ გამოიყენებს ლიდერის პოზიციასა და გავლენას კოსოვოს NATO-ში გაწევრიანების კომპლექსური პროცესის აქტიურად მხარდასაჭერად“, - ნათქვამია კოსოვოს პრეზიდენტის წერილში. ვიოსა ოსმანი აღნიშნავს, რომ კოსოვო რუსეთის მხრიდან მუდმივი სამიზნეა, რათა ძირი გამოუთხაროს ამ ქვეყანას და დასავლეთ ბალკანეთში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.