თეგი: ვიცე-სპიკერი
ევროპარლამენტში ახალი ვიცე-სპიკერი აირჩიეს
ევროპარლამენტის (EP) ხელმძღვანელის ახალ მოადგილედ ლუქსემბურგის დეპუტატი მარკ ანხელი აირჩიეს. მან ევა კაილი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან პარლამენტში კორუფციული სკანდალის გამო გაათავისულეს. „კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მარკ ანხელი ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სტრასბურგში გამართულ სესიაზე. მან აღნიშნა, რომ მარკ ანხელმა კენჭისყრის ორ ტურში ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო. ბოლო ტურში ანხელს მხარი 307-მა პარლამენტარმა დაუჭირა. 59 წლის დეპუტატი ევროპარლამენტში სოციალისტების ჯგუფს წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში ათობით ჩხრეკა ჩაატარა და ოთხი ადამიანი, მათ შორის კაილი დააკავა. „ბელგიის პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიების ყველა ბრალდებული "ეჭვმიტანილია დიდი თანხის გადახდასა ან მნიშვნელოვანი საჩუქრების შეთავაზებაში მესამე პირებისთვის, რომელთაც პოლიტიკური და/ან სტრატეგიული პოზიციები საშუალებას აძლევს გავლენა მოახდინონ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებზე",- წერს მედია. ამასთან, როგორც მედია წერს, მომხდარის მიზანი იყო კატარის იმიჯის გაუმჯობესება ევროკავშირში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ.