თეგი: ვლადიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პარლამენტს: რუსული ელიტიდან თითქმის ყველა იყენებს იტალიას დასასვენებლად, ნუ იქნებით მკვლელებისთვის კურორტი
დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენრს მიმართა და ქვეყნის ხელისუფლებას უკრაინის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. "რუსული ელიიდან თითქმის ყველა იყენებს იტალიას დასასვენებლად. ნუ იქნებით მკვლელებისთვის კურორტი. დაბლოკეთ მათი ქონება, მხარი დაუჭირეთ ემბარგოს, გადაკეტეთ პორტები. არ დაუშვათ სასურსათო კრიზისი, დაგვეხმარეთ. ეს ომი სწრაფად უნდა დასრულდეს და უნდა აღვადგინოთ უკრაინა", - განაცხადა ზელენსკიმ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: იტალიის პრემიერი: მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს
ბორის ჯონსონი: ზელენსკიმ იცის, როგორც ეს ჩერჩილმა თავის თავზე თქვა, ის შეიძლება არ იყოს ლომი, მაგრამ მას აქვს ღრიალის პრივილეგია
ზელენსკიმ იცის, როგორც ეს ჩერჩილმა თავის თავზე თქვა, ის შეიძლება არ იყოს ლომი, მაგრამ მას აქვს ღრიალის პრივილეგია, - ამის შესახებ ბორის ჯონსონმა განაცხადა. „ზელენსკიმ იცის, როგორც ეს ჩერჩილმა თავის თავზე თქვა, ის შეიძლება არ იყოს ლომი, მაგრამ მას აქვს ღრიალის პრივილეგია. ლომი, ეს უკრაინელი ხალხია, მან კი გამოხატა მათი ნება და დაუმორჩილებლობის გრძნობა“, - განაცხადა ჯონსონმა. ასევე წაიკითხეთ: ჟოზეფ ბორელი: ახლა რუსეთს მოლაპარაკება არ სურს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს პეტრ ფიალას უკრაინელი ხალხის მხარდაჭრისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს პეტრ ფიალას უკრაინელი ხალხის მხარდაჭრისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა. მისივე თქმით, აღსანიშნავია ჩეხეთის მთავრობის მეთაურის დახმარება როგორც ჰუმანიტარული ასევე თავდაცვითი მიმართულებით. „მადლობას ვუხდი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას უკრაინელი ხალხის დახმარებისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღსანიშნავია და მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მიმართულებით გაწეული დახმარება. ასევე აღსანიშნავია გამორჩეული ყურადღება უკრაინელების მიმართ, რომლებმაც დროებითი თავშესაფარი ჩეხეთის რესპუბლიკაში იპოვეს. მივესალმებით ამას!“- განაცხადა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზადაა, განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება ვლადიმირ ზელენსკი: ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არ დარჩება