თეგი: ვოლოდიმირ ზელესკი
ვოლოდიმირ ზელენსკი: შესაძლოა, ყირიმი დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, უკრაინამ ყირიმი დიპლომატიური გზით დაიბრუნოს. ამის შესახებ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. „სხვა შანსი არ არის, უბრალოდ გამოსავალი არ არის, საჭიროა ტერიტორიის დეოკუპაცია. ასე რომ, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ყირიმი დიპლომატიური გზით დაბრუნდეს. რა თქმა უნდა, უკრაინაში უფრო მეტად უჭერენ მხარს ამ საკითხის მოგვარების დიპლომატიურ გზას. რა წრე განიხილავს ამ საკითხს და როდის იქნება ეს, ახლა ვერ გეტყვით. თუმცა ეს ჩემი აზრია“. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკრაინა მშვიდად მაშინ იცხოვრებს, როცა მთელ თავის მიწას დაიბრუნებს“.