თეგი: ვოლოდუმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი: მარიუპოლის დამცველების განადგურებამ, შესაძლოა, რუსეთთან მოლაპარაკებებს წერტილი დაუსვას
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მარიუპოლის დამცველების განადგურების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთთან მოლაპარაკებებს წერტილი დაესვას. ამის შესახებ მან „უკრაინსკაია პრავდას“ რუსეთთან ბუჩისა და ბოროდიანკის მოვლენების შემდეგ რუსეთთან ჩიხში შესული მოლაპარაკებების შეფასებისას განუცხადა. „მარიუპოლი - ეს შესაძლოა, იქცეს ათ ბოროდიანკად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამხედროების განადგურების შემთხვევაში, შესაძლოა ყველა მოლაპარაკებებს წერტილი დაესვას. ეს ყრუ კედელია...იმიტომ, რომ ჩვენ არ ვვაჭრობთ ტერიტორიებითა და ჩვენი ადამიანებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 12 აპრილს, შტაინმაიერმა პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაუშვას. "ომის დაწყებიდან ქალაქში სულ მცირე 10 000 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა", - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ უკრაინის პრეზიდენტი: რუსეთისთვის მარიუპოლი არის მედალი, რომელიც უნდათ მკერდზე ჩამოიკიდონ მარიუპოლის მერი: ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაიწვა