თეგი: ვულკანი
იტალიაში ვულკანი ეტნა გააქტიურდა
ევროპის ყველაზე მაღალი ვულკანი ეტნა გააქტიურდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ვულკანის კრატერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან კვამლი და ფერფლი 8 კილომეტრის სიმაღლეზე აიტყორცნა. ცნობისთვის, კუნძულ სიცილიაზე მდებარე ეტნა, რომელიც 3 300 მეტრზე მაღალია, წელიწადში რამდენჯერმე აქტიურდება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მისი კრატერიდან ლავის ყველაზე დიდი ამოფრქვევა 1992 წელს იყო.
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ამოიფრქვა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ამოიფრქვა. წამოიქმნა ფერფლის უზარმაზარი ღრუბელი, სოფლები ვულკანის ნაცრისფერ მტვერში გაეხვა. საავიაციო გაფრთხილება ამოქმედდა აღმოსავლეთით, კამჩატკის ნახევარკუნძულის გარშემო. ვულკანი შიველუჩი შუაღამის დადგომიდან მალევე ამოიფრქვა და კრეშჩენდოს დაახლოებით ექვს საათში მიაღწია. მისგან ამოფრქვეულმა ფერფლის ღრუბელმა 108,000 კვადრატული კილომეტრი მოიცვა. ვულკანიდან მოედინებოდა ლავის ნაკადები, რამაც თოვლის დნობა და ახლომდებარე გზებზე ღვარცოფების საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოიწვია.
ვულკანის ამოფრქვევის გამო, ფილიპინებზე 13800-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
სულ მცირე 13,800 ადამიანია ევაკუირებული ფილიპინებზე, მაიონის ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, რომელიც 11 ივნისს დაიწყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაახლოებით 500 000 აშშ დოლარი გამოყო ევაკუაციისთვის. ჰუმანიტარული დახმარების, წყლის, საკვებისა და პირველადი საჭიროებების მომარაგების ჩათვლით. მაიონის ვულკანი ყველაზე აქტიურ ვულკანად ითვლება ფილიპინებზე. მაიონი ბოლოს 2018 წლის იანვარში ამოიფრქვა.
რუსეთში ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო
რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა, კლიუჩევსკაიამ ამოფრქვევა დაიწყო. კამჩატკის ვულკანური ამოფრქვევის რეაგირების ჯგუფი, რომელიც აგროვებს მონაცემებს ვულკანური აქტივობის შესახებ, აცხადებს, რომ ვულკანის ზომიერად ფეთქებადი ამოფრქვევა 22 ივნისიდან გრძელდება. „ნებისმიერ დროს მოსალოდნელია ფერფლის ამოტყორცნა. მიმდინარე აქტივობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დაბალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში. თითქმის 5 კილომეტრის სიმაღლის კლიუჩევსკაია, რომელიც ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანია ევრაზიაში, ბოლოს ოქტომბერში ამოიფრქვა.
ისლანდიაში ვულკანის აქტივობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ისლანდიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მიწისძვრების სერიამ ვულკანის ამოფრქვევის შიში გამოიწვია. ისლანდიის მეტეოროლოგიურმა ოფისმა (IMO) განაცხადა, რომ რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ან მის მახლობლად, ვულკანის ამოფრქვევის მნიშვნელოვანი რისკი არსებობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამოფრქვევა შეიძლება, ნებისმიერ დროს ან უახლოეს დღეებში დაიწყოს. ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. დედაქალაქ რეიკიავიკიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ გრინდავიკიდან 4000 მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა. რეიკიანესის ნახევარკუნძული სეისმურად ყველაზე აქტიური ტერიტორიაა ისლანდიაში. მიწისძვრები 2022 წლის აგვისტოში და მიმდინარე წლის ივლისში მოხდა. ისლანდიაში სულ 33 აქტიური ვულკანური სისტემაა.
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ლავამ სახლებამდე მიაღწია
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ლავამ ქალაქ გრინდავიკამდე მიაღწია. როგორც Reuters-ი წერს, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მანამდე გრინდავიკის მერმა ფანარ იონასონმა ვულკანის ამოფრქვევას "დიდი და სერიოზული შოკი” უწოდა. ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ გრინდავიკთან ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. სეისმური აქტივობა ღამით გაძლიერდა, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.
ვულკანის ამოფრქვევის გამო, ისლანდიაში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო
რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მორიგი ვულკანური ამოფრქვევის გამო, სამხრეთ ისლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დეკემბრის შემდეგ ეს მეოთხე და ყველაზე ძლიერი ამოფრქვევაა. ისლანდიაში სულ 33 აქტიური ვულკანური სისტემაა. BBC წერს, რომ რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანური აქტივობის წინა პერიოდი მე-13 საუკუნით თარიღდება, როდესაც ამოფრქვევები გაგრძელდა ათწლეულების განმავლობაში. ამჟამინდელი ამოფრქვევა 2021 წლის შემდეგ მეშვიდეა და მეცნიერები თვლიან, რომ ეს ტერიტორია ახალ ვულკანურ ეპოქაში შედის, რომელიც შეიძლება, გაგრძელდეს ათწლეულების ან თუნდაც საუკუნეების განმავლობაში.