თეგი: ვუჰანი

ჩინეთის ქალაქ ვუჰანის გარეუბანში კორონავირუსის უსიმპტომო შემთხვევების გამო ლოკდაუნი დაწესდა

თითქმის ერთი მილიონი ადამიანისთვის ვუჰანის გარეუბანში - ჩინეთის ცენტრალურ ქალაქში, სადაც პირველად დაფიქსირდა კორონავირუსი, ლოკდაუნი დაწესდა. მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევენ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის 4 ასიმპტომური შემთხვევა დადასტურდა.  12 მილიონიან ვუჰანში, რეგულარულმა ტესტირებამ ორი დღის წინ, ორი უსიმპტომო შემთხვევა გამოავლინა. კიდევ ორი შემთხვევა კონტაქტის გზით და ლოკდაუნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან მალევე დაფიქსირდა. ვუჰანი მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა 2020 წლის დასაწყისში, როგორც პირველი ადგილი, სადაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი კოროვირუსი და პირველი ქალაქი, რომელიც მკაცრი შემაკავებელი ზომების ქვეშ მოექცა, რათა პანდემია დასრულებულიყო.