თეგი: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი: ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი გაააქტიურდა
აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის, ჯენიფერ გრანჰოლმის თქმით, დეპარტამენტმა ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი გაააქტიურა და უკრაინის ატომურ სადგურზე მოვლენებს აკვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს. "დეპარტამენტმა ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი გაააქტიურა და უკრაინის ატომურ სადგურზე მოვლენებს აკვირდება", - განაცხადა აშშ-ის ენერგეტიკის მდივნმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინული მედია: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა დაიკავეს ბორის ჯონსონი: პუტინის უგუნური ქმედებები შეიძლება, დაემუქროს ევროპის უსაფრთხოებას უცხოური მედია: ხანძარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ კორპუსში ლიკვიდირებულია
უკრაინული მხარე იუწყება, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობები დაბომბეს
უკრაინული მხარე იუწყება, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობები დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. ხანძარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ ნაწილში ლიკვიდირებულია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ზაპორიჟიეს კომპლექსში ხანძარი სასწავლო ცენტრში იყო და არა თავად ქარხანაში. Reuters-ი წერს, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის უზარმაზარი ატომური სადგური დაიკავეს.
აშშ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო, დემილიტარიზებული ზონის შექმნას ემხრობა
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ნიუ-იორკში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, აშშ-ის გენერალური მდივნის მოადგილემ უსაფრთხოების საკითხებში ბონი ჯენკინსმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისთვის ობიექტი რუსეთის ჯარმა უნდა დატოვოს და ეს ადგილი დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს. გაერო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე: შესაძლოა, კატასტროფამდე მივიდეთ „აშშ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის ტერიტორიიდან. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას აღადგინოს განსაკუთრებული უსაფრთხოება და გარანტიები, რომლებიც მას ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებდა ობიექტზე. რუსეთმა თავად შექმნა რისკები სრულმასშტაბიანი შემოჭრით და მას შეუძლია ამ რისკების აღმოფხვრა ახლავე, თუ უკრაინას დატოვებს. აშშ იმეორებს, რომ IAEA-ს პერსონალისთვის წვდომის დაშვება მნიშვნელოვანია, რათა ზაპოროჟიეს ობიექტში ბირთვული უსაფრთხოების საკითხები გადაიჭრას, ისევე როგორც სხვა ბირთვულ ობიექტებში მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ბონი ჯენკინსმა. „დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბრისას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარება განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაცია „თეთრი სახლის“ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ზაპოროჟიეს სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უკრაინას ეკუთვნის და ეს პრინციპი სრულად უნდა იყოს დაცული - გუტერეში სხვა საკითხებთან ერთად, ოთხი ქვეყნის ლიდერი, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო ოპერაციების თავიდან აცილების აუცილებლობაზე და IAEA-ს ადრეული ვიზიტის მნიშვნელობაზე (უსაფრთხოების სისტემების მდგომარეობის დასადგენად) შეთანხმდა. უკრაინის დაზვერვა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტებისგან მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ იუწყება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.
კულება: რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, მთელი კონტინენტი საფრთხეშია
რუსმა სამხედროებმა ზაპორიჟჟიის ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რის გამოც მთელი კონტინენტი საფრთხეშია. შესაბამისი განცხადებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე გამოვიდა. რამდენად საშიშია ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „ათწლეულების განმავლობაში ბირთვული უსაფრთხოება რჩება უკრაინის მთავარ პრიორიტეტად, განსაკუთრებით, ჩვენი ტრაგიკული წარსულის გათვალისწინებით. რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს. რუსი სამხედროები უნდა გავიდნენ ქარხნიდან“, - წერს კულება.
IAEA განმარტავს, გაიზარდა თუ არა რადიაციის დონე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე
IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე (ZNPP) არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. ის უკრაინული მხარისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განმარტავს, რომ რადიაციის დონე არ გაზრდილა. გარდა ამისა, რეაქტორის ორივე ბლოკი, რომლებიც ხუთშაბათს ელექტროენერგიის შეწყვეტის დროს გათიშული იყო ქსელიდან, პარასკევს ხელახლა მიერთების შემდეგ კვლავ მუშაობს. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში რადიაციული ღრუბელი უკრაინის სამხრეთ და რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებს დაფარავს - ენერგოატომი „დაბომბვა მოხდა ქარხნის ორი ე.წ. სპეციალური შენობის მიდამოებში, ორივე, ისევე როგორც - ერთი ესტაკადის ტერიტორია, რეაქტორის შენობიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს. ამ შენობებში განთავსებულია ობიექტები, მათ შორის წყლის გამწმენდი ნაგებობები, აღჭურვილობის სარემონტო მაღაზიები ან ნარჩენების მართვის ობიექტები. ადგილზე ასევე დაზიანებულია რამდენიმე წყალსადენი, მაგრამ ისინი გარემონტდა“, - ნათქვამია განცხადებაში. გროსის განცხადებით, ბოლო დაბომბვამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე ZNPP-ზე პოტენციური ატომური ავარიის რისკს. გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ის აგრძელებს კონსულტაციებს ყველა მხარესთან, რათა უახლოეს დღეებში გაგზავნოს IAEA-ს ექსპერტთა მისია ქარხანაში, რათა დაეხმაროს იქ ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. დაგეგმილი მისია ასევე შეაფასებს ZNPP-ისთვის მიყენებულ ზიანს.
ენერგოატომი: ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურო ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა დააზიანეს. არსებობს წყალბადის გაჟონვის რისკი
„ენერგოატომის“ ცნობით, 29 აგვისტოს 10:00 საათისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით მუშაობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსი სამხედროები განაგრძობდნენ ენერგოდარისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვას. შედეგად, ენერგოდარის 10-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები, მათგან ოთხი ატომური ელექტროსადგურის მუშაა. „ცხადია, ასე „შეამუშავეს“ რუსებმა თავიანთი სცენარი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს მისიის ჩასვლის წინა დღეს. მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლისთვის პირდაპირი საფრთხე არ აჩერებს ტერორისტებს“, - წერს ზაპოროჟიეს მერი დიმიტრი ორლოვი. რუსეთი თავის მხრივ დაჟინებით მტკიცებას განაგრძობს, რომ ეს დაბომბვები უკრაინულმა ჯარებმა განახორციელეს. საგამოძიებო კომიტეტმა „უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ზაპოროჟიეს რაიონის ენერგოდარში საცხოვრებელი უბნების დაბომბვის ფაქტზე"სის. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსის განცახდებით, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ IEIA-ს მისიის წარმომადგენლები გაემგზავრნენ. ცნობილია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასათვალიერებლად ჩავა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.
უკრაინის გენშტაბი: რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან სამხედრო ტექნიკის გატანა დაიწყეს
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან რუსეთის ატომენერგომაშის ქარხანაში ან მიმდებარე ტერიტორიებზე, დაახლოებით, 100 ერთეული სამხედრო ტექნიკაა გატანილი. „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ოკუპანტებმა ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან მთელი სამხედრო ტექნიკა ამოიღეს. 100-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა გადანაწილდა ატომენერგომაშის ქარხანაში, დანარჩენი კი, უახლოეს დასახლებებში გადანაწილდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ IAEA-ს პირველადი შეფასება ცნობილია პირველ სექტემბერს IAEA-ს მისია ქარხნის შესამოწმებლად ჩავიდა.
Reuters: უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად, რუსეთის პოზიციებს დაარტყეს
Reuters-ის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადე, რომ ქალაქ ენერგოდარის ირგვლივ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად, რუსეთის პოზიციებს დაარტყეს. გენშტაბის ცნობით, ქალაქ ხერსონისა და ენერგოდარის მიმდებარე რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგად, მტრის სამი საარტილერიო სისტემა, საბრძოლო მასალის საწყობი და სამხედროები გაანადგურეს.
IAEA ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში მიიღებს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 12-კაციანი ჯგუფიდან, რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ექვსი ექსპერტი დარჩა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიზიტის შედეგები პარასკევს საღამოს, უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, ვენის აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა. რაფაელ გროსის თქმით, უკრაინული და რუსული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს ორი ექსპერტი მუდმივად დარჩება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჟურნალისტები არ შეუშვეს გროსის თქმით, დანარჩენი ოთხი ექსპერტი ქარხანას მომავალ კვირას დატოვებს. ამ პროცესების პარალელურად, უკრაინის გენშტაბმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან სამხედრო ტექნიკა გაიტანეს და სხვა ტერიტორიაზე გადაანაწილეს. გროსი მიიჩნევს, რომ მათი ყოფნა ქარხანაში საშუალებას მისცემს სააგენტოს, ატომური ელექტროსადგურიდან ინფორმაცია უწყვეტად მიიღოს. როგორც ცნობილია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია რაფაელ გროსის ხელმძღვანელობით უკრაინაში პირველ სექტემბერს ჩავიდა. ZNPP, ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური, რუსმა სამხედროებმა 4 მარტს დაიკავეს. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მას შემდეგ ოკუპანტებმა სადგურის ადგილზე სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა განათავსეს, ასევე, დაბომბეს მიმდებარე ტერიტორია. გაერომ, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს სამხედრო ტექნიკა და პერსონალი ბირთვული ობიექტიდან. CNN: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ამსახველ სატელიტურ ფოტოებზე რუსული ჯავშანტრანსპორტიორები ჩანს უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია არამხოლოდ შეისწავლის ვითარებას ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, არამედ დააყენებს მოთხოვნებს ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ IAEA-ს მისია გენერალური დირექტორის გროსის ხელმძღვანელობით შევიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ IAEA-ს პირველადი შეფასება ცნობილია ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ IAEA-მ და გაერომ დააყენონ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს დემილიტარიზებული ზონის შექმნას.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს 2 წარმომადგენელი დარჩა
5 სექტემბერს IAEA-ს ინსპექტირების ჯგუფის ექვსი წარმომადგენლიდან ოთხმა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობა დაასრულა. მოსალოდნელია, რომ ობიექტზე ორი ექსპერტი დარჩება. ინფორმაციას „ენერგოატომი“ ავრცელებს. დენის შმიგალი: ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე სამშვიდობო მისია უნდა გაიგზავნოს მანამდე ცნობილი იყო, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 12-კაციანი ჯგუფიდან, რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ექვსი ექსპერტი დარჩა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიზიტის შედეგები პარასკევს საღამოს, უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, ვენის აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა. რაფაელ გროსის თქმით, უკრაინული და რუსული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს ორი ექსპერტი მუდმივად დარჩება. როგორც ცნობილია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია რაფაელ გროსის ხელმძღვანელობით უკრაინაში პირველ სექტემბერს ჩავიდა. ZNPP, ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური, რუსმა სამხედროებმა 4 მარტს დაიკავეს. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მას შემდეგ ოკუპანტებმა სადგურის ადგილზე სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა განათავსეს, ასევე, დაბომბეს მიმდებარე ტერიტორია. გაერომ, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს სამხედრო ტექნიკა და პერსონალი ბირთვული ობიექტიდან. CNN: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ამსახველ სატელიტურ ფოტოებზე რუსული ჯავშანტრანსპორტიორები ჩანს უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია არამხოლოდ შეისწავლის ვითარებას ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, არამედ დააყენებს მოთხოვნებს ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ IAEA-ს მისია გენერალური დირექტორის გროსის ხელმძღვანელობით შევიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ IAEA-ს პირველადი შეფასება ცნობილია ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ IAEA-მ და გაერომ დააყენონ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს დემილიტარიზებული ზონის შექმნას.
ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ოკუპირებული ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური „რუსეთის მმართველობაში გადავა“
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის „რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება“ გასცა. კრემლის ვებგვერდზე არსებული განკარგულების თანახმად, „ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური „როსენერგოატომის“ 100%-იანი შვილობილი კონცერნი ხდება და „როსატომის“ სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის“. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბორელი: ევროკავშირი, არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინისთვის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანონოდ ჩამორთმევას
ევროკავშირი კატეგორიულად გმობს და არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) უკანონო დაკავების შესახებ და ობიექტის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, IAEA-ს წარმომადგენელობითი მისიის გაძლიერებას მოითხოვს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. IAEA-ს გენერალური დირექტორი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის კიევში გაემგზავრა „ევროკავშირი არასოდეს აღიარებს და მკაცრად დაგმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიასა და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიას. შესაბამისად, დადგენილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ჩამორთმევის შესახებ არის უკანონო და ბათილი სამართლებრივი თვალსაზრისით“, - ნათქვამია დოკუმენტში. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთმა სრულად უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები და აღჭურვილობა ZNPP-ის ტერიტორიიდან და ობიექტი მისი კანონიერი მფლობელის, უკრაინის კონტროლის ქვეშ უნდა გადავიდეს. „ბირთვული უსაფრთხოების ზონა და უსაფრთხო დამცავი ზონა უნდა შეიქმნას დაუყოვნებლად, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გარეშე. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს IAEA-ს გენერალური დირექტორის ძალისხმევას ამ კუთხით“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის პოზიცია უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ურყევია. ამასთან ბორელის განცახდებით, რუსეთმა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან ყველა ჯარი და სამხედრო ტექნიკა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაიყვანოს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის მოსკოვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ „განკარგულებას“ მოაწერა ხელი.
IAEA: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გარე ქსელიდან გაითიშა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე კვების ქსელიდან გათიშვის გამო, შეშფოთებულია. „დღეს დილით, ჩვენმა გუნდმა, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე იმყოფება, მაცნობა, რომ ატომური ელექტროსადგური გარე კვების ქსელიდან 5 დღეში მეორედ გაითიშა. სარეზერვო დიზელ-გენერატორები, ამ დროისთვის ელექტროსადგურის ატომური და ფიზიკური უსაფრთხოების ფუნქციას, ელექტროენერგიის მიწოდების შედეგად უზრუნველყოფენ“, - დაწერა გროსმა Twitter-ზე. IAEA-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის გარე კვების განმეორებითი დაკარგვა ღრმა შეშფოთებას იწვევს". გროსის განცხადებით, ტერიტორიის ირგვლივ ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცვის ზონის შექმნა, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ვლადიმერ პუტინმა, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის ფედერალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.