თეგი: ზაპოროჟიეს ატომური სადგური
გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი: უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია სრულიად უკონტროლოა
ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან უმსხვილესი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა. საგენტო აღნიშნავს, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ მალევე დაიკავეს მძლავრად დაბინძურებული ტერიტორია, თუმცა მარტის ბოლოს მისი მართვა კვლავ უკრაინელებს დაუბრუნეს. ცნობისთვის, გროსი 27 ეწვია აპრილს ჩერნობილს.
ზელენსკი: რუსეთის ბირთვულ შანტაჟს მსოფლიომ ხისტი სანქციებით უნდა უპასუხოს
რუსეთის ბირთვულ შანტაჟს მსოფლიომ ხისტი სანქციებით უნდა უპასუხოს და აგრესორთან მოლაპარაკებები არ უნდა გამართოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოევროპელი პარტნიორების დონორთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკი მიიჩნევს, რომ მკაცრი სანქციები ბირთვულ შანტაჟზე საუკეთესო პასუხია: „რაც მალე შევაჩერებთ რუსეთს, უფრო სწრაფად იგრძნობს ევროპა და მსოფლიო თავს უსაფრთხოდ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს და ვერ უნდა შეძლონ შეზღუდვების გვერდის ავლა. ბირთვული შანტაჟის პასუხად, მოლაპარაკების ნაცვლად, საჭიროა ხისტი სანქციები „როსატომისა“ და რუსეთის მთელი ატომური სექტორის წინააღმდეგ. „არავის სურს ახალი კატასტროფები. ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები 1986 წლის კატასტროფიდან. იმ ათწლეულებიდან, როდესაც რუსეთი ემზადებოდა ამ საზარელი ომისთვის მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ. დონბასში რვაწლიანი ომისა და 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ 170 დღის ტერორიდან. არავითარი თავშეკავება - მხოლოდ სიმართლე. არანაირი შეფერხება, მხოლოდ გადამწყვეტი მოქმედება. არანაირი დაბნეულობა - მხოლოდ თავდაჯერებული ერთიანობა“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა. ზელენსკიმ თავის მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევს თავდაცვისთვის იარაღი და საბრძოლო მასალა სჭირდება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ. ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან, უმსხვილესი ობიექტი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.
IAEA ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მისიის ნაწილის დატოვებას გეგმავს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, თავისი მისიიდან რამდენიმე ადამიანს მუდმივ რეჟიმში დატოვებს. ამის შესახებ რუსული მედია მიხეილ ულიანოვზე დაყრდნობით წერს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში ვენაში რუსეთის მუდმივი წარმოამდგენელია. ენერგოატომი: ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურო ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა დააზიანეს. არსებობს წყალბადის გაჟონვის რისკი მან ასევე თქვა, რომ IAEA-ს სამდივნოს დაახლოებით ათეული თანამშრომელი, რომლებიც მონაწილეობენ ბირთვულ უსაფრთხოებაში, იმყოფებიან მისიაში, რომელიც გაეროს თანამშრომლების დიდ გუნდთან ერთად, ლოჯისტიკასა და უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. კვირას, ღამით და ორშაბათს რუსული ჯარების მიერ ოკუპირებულ ენერგოდარს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს. დაშავდა ათი ადამიანი, ორი კი რეანიმაციაშია. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვაში ადანაშაულებენ. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსის განცახდებით, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ IEIA-ს მისიის წარმომადგენლები გაემგზავრნენ. ცნობილია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასათვალიერებლად ჩავა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.
IAEA-ს გენერალური დირექტორი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის კიევში გაემგზავრა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებაზე მოლაპარაკების მიზნით კიევში გაემგზავრება. IAEA-ს ხელმძღვანელი: რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი გაათავისუფლეს „კიევისკენ მიმავალ გზაზე ვემზადები მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცვის ზონის საჭიროება ახლა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე", - წერს გროსი Twitter-ზე და აქვეყნებს ფოტოს „უკრზალიზნიცის“ მატარებლის მახლობლად. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის რუსეთის ფედერალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
ენერგოატომი: რუსმა სამხედროებმა შესაძლოა, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური დატოვონ
უკრაინული კომპანია Energoatom-ის პრეზიდენტმა პიოტრ კოტინმა განაცხადა, რომ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსი სამხედროები, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან. „ბოლო კვირებში ჩვენ რეალურად მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსმა სამხედროებმა შესაძლოა, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური დატოვონ“, - თქვა კოტინმა უკრაინულ მედიასთან. მისივე თქმით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ რუსი სამხედროები ტოვებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ასეთი ვარიანტისთვის ემზადებიან.
ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ავარიის საფრთხის გამო, უკრაინა საგანგებო სწავლებას ჩაატარებს
უახლოეს დღეებში შესაბამისი სამსახურები, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ავარიის საფრთხის გათვალისწინებით, სწავლებას ჩაატარებენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, იჰორ კლიმენკომ ეროვნული ტელემარათონის დროს განაცხადა. კლიმენკოს თქმით, რადიაციის საზომი ყველა მოწყობილობა მზად არის. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ზაპოროჟიესა და ქარხნის მიმდებარე დასახლებების მცხოვრებლებმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ. მინისტრის თქმით, უკრაინის ყველა სამსახური, ენერგეტიკის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლება მზად არიან „ნებისმიერი საგანგებო სიტუაციისთვის, მათ შორის ზაპოროჟიეს ქარხნიდან რადიაციის შესაძლო გაჟონვასთან დაკავშირებით“. მინისტრის ინფორმაციით, დღეიდან ამოქმედდა შესაბამისი შტაბი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 ივნისს განაცხადა, რომ დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რუსეთი განიხილავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „ტერორისტული აქტის სცენარს". ზელენსკის თქმით, უკრაინის მხრიდან მსოფლიო ინფორმირებული და გაფრთხილებულია და უნდა იმოქმედოს.