თეგი: ზრდა
საქსტატი: პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 14.9%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.9% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორი 8.7%-ით გაიზარდა.საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში მშპ-ის მოცულობა მიმდინარე ფასებში 14,354 მლნ ლარს გაუტოლდა. ეკონომიკის რომელი დარგები გაიზარდა 2022 წლის პირველ კვარტალში: ტრანსპორტი და დასაწყობება (29.4%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (54.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (47.9%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (70.3%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (8.9%), დამამუშავებელი მრეწველობა (13.2%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (18.8%), განათლება (18.2%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (7.4%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.1%), მშენებლობა (7.3%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (24.9%). საქსტატის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა - ვაჭრობა (14.8%) და დამამუშავებელი მრეწველობა (12.0%). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.1%), სახელმწიფო მმართველობა (7.3 პროცენტი), მშენებლობა (7.1%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (5.6%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.5%).ცნობისათვის, დაზუსტებულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2022 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.2% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.5%-ით განისაზღვრა. 2022 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება; ინფორმაცია და კომუნიკაცია; სასტუმროები და რესტორნები; სამთომოპოვებითი მრეწველობა; კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის დარგებში.
მეორე კვარტალში მშპ 7.1%-ით გაიზარდა - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 17 979.4 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.1 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 8.2 პროცენტით. „2022 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (75.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (18.6 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (27.7 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (10.9 პროცენტი), განათლება (12.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (3.0 პროცენტი).კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-12.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-2.7 პროცენტი), მშენებლობა (-3.2 პროცენტი).მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.5 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (10.9 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.0 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.3 პროცენტი), მშენებლობა (7.6 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.0 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (4.8 პროცენტი),”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 9.3%-ით გაიზარდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 9.3%-ით გაიზარდა. პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 10% იყო. მიმდინარე წლის ნოემბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, ასევე ხელოვნების, გართობისა და დასვენების დარგში. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 31.8%-ით, ხოლო იმპორტი - 32.4%-ით. ამასთან, მხოლოდ ნოემბერში საქართველოში, 7 207 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 62.3%-ითაა გაზრდილი. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 16.7%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 11 მლრდ 796 მლნ ლარი შეადგინა. ორნიშნა ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული მიგრაციის შედეგად გაზრდილმა მოთხოვნამ უძრავ ქონებაზე, პროდუქტებსა და სერვისებზე. ასევე მიგრაციის ფონზე გაზრდილმა ტურისტულმა შემოსავლებმა და გზავნილებმა. აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ, მთავრობა აცხადებდა, რომ წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რაზეც 2022 წლის ბიუჯეტი იყო დაგეგმილი, რთული იქნებოდა. ნოემბერში კი ხელისუფლებამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 10%-მდე გაზარდა. ახალი წლიდან მთავრობა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შემცირებას ელის. 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
საქართველოში, 2023 წლიდან ასაკობრვი პენსია გაიზარდა
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ასაკობრივი პენსია გაიზარდა. 40 ლარით, 300 ლარამდე იზრდება 70 წლამდე პირთა პენსია; 70 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის კი 65 ლარით, 365 ლარამდე; მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის ზრდა 43 ლარს, 70 წელს გადაცილებულთათვის კი 80 ლარს შეადგენს.
ანალიტიკოსები 2023 წელს ბიტკოინის კურსის რყევას პროგნოზირებენ
2023 წელს კრიპტოვალუტა ბიტკოინის კურსი შესაძლოა, $5 ათასიდან $25 ათასამდე მერყეობდეს, რაც აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სამსახურის პირობებსა და გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. გამოკითხულმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ბიტკოინის კურსი წელს შესაძლოა, $5-დან $10-მდე დაეცეს. მათი აზრით, ეს მოხდება იმის გამო, რომ დღეს რეალური წინაპირობები ძირითადი კრიპტოვალუტის ღირებულების ზრდისთვის არ არსებობს. უფრო მეტიც, თუ შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა მიიღებს ზომებს ეკონომიკის სტიმულირებისთვის წლის შუა პერიოდში, მაშინ ბიტკოინის ფასმა შესაძლოა, $23-25 ათასს მიაღწიოს. ანალიტიკოსებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ იანვრის დასაწყისში ბიტკოინის კურსის ზრდა, დეკემბერში შეერთებულ შტატებში ინფლაციის შენელების გამო დაიწყო. ექსპერტების შეფასებით, მიღებული მონაცემები იძლევა იმედის საფუძველს, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა არ გაზრდის ძირითად განაკვეთს. გარდა ამისა, ბიტკოინის ღირებულების ზრდას დაემატა დადებითი სიახლეები FTX-ის გაკოტრების სასამართლო საქმიდან. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ კომპანიის ანგარიშებზე ნაპოვნი $5 მილიარდის გამო გაკოტრების ახალი ტალღის შესახებ უარყოფითი პროგნოზები შერბილდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის გაცვლითი კურსი შესაძლოა, კრიპტოპროექტების წინააღმდეგ მარეგულირებელი ორგანოების სარჩელების გამო შეიცვალოს.