თეგი: ზურაბ უტიაშვილი
გურჯაანის მერმა თანამდებობა დატოვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობა დატოვა. მუშაობას ჯანდაცვის სფეროში გააგრძელებს, სადაც ის არჩევამდე მუშაობდა. „ვუბრუნდები ჯანდაცვის სფეროს, სადაც „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში. ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს - გურჯაანს, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და რასაკვირველია, ვრჩები გურჯაანისა და გურჯაანელების მხურვალე გულშემატკივრად", - დაწერა ზურაბ უტიაშვილმა. Facebook-ზე. უტიაშვილი გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს. ის გურჯაანის მერის თანამდებობაზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს აირჩიეს. მერის მოვალეობას მოადგილე, ლერი გელენავა შეასრულებს.