თეგი: ზღვრული ფასი
ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობის შესყიდვის ფასის ზღვარზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის $60 შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ. G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიიღეს მკაცრი პოზიცია და დააყენეს მკაცრი ლიმიტი, რაც ბარელზე $30 გულისხმობდა, ხოლო საბერძნეთმა, კვიპროსმა და მალტამ, რომელთა შიდა გადაზიდვების ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული ნავთობის საერთაშორისო ტრანსპორტირებაში, $70-იანი ზღვარი მოითხოვეს. საბოლოო შეთანხმებას დღეს საღამოს, მას შემდეგ მიაღწიეს რაც პოლონეთმა შუალედურ ზღვარს მხარი დაუჭირა. მანამდე, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის შემოღებაზე G7-ის ქვეყნები შეთანხმდნენ.
ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა და ზღვრული ფასი ძალაში შევიდა
ევროკავშირის მე-6 პაკეტის თანახმად, 5 დეკემბრიდან საზღვაო ტანკერებით რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო და ზღვრული ფასი ამოქმედდა. G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ 2 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის $60 შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ. რუსეთის საბაჟო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს, მსოფლიოს 36 ქვეყანაში ქვეყნიდან ექსპორტზე 230 მილიონი ტონა ნავთობი გავიდა, საიდანაც 47% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა. 2021 წელს, რუსეთმა ევროკავშირში 108 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი გაყიდა და $51 მილიარდამდე შემოსავალი მიიღო.