თეგი: თავდაცვის მინისტერიალი
NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს ხვდება
NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს ხვდება. დღეს ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ჩეხ კოლეგასთან, იანა ჩერნოჩოვასთან, ხოლო ლიეტუვასთან გაფორმდა მრავალმხრივი შეთანხმება კიბერუსაფრთხოების სფეროში, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში ჩეხ კოლეგას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა მიმოიხილეს თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა და ხაზი გაესვა წლების განმავლობაში, ჩეხეთის მიერ გაწეულ წვლილს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. ამასთან, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
NATO ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნას განიხილავს
NATO-ს თავდაცვის მინისტრები მოუწოდებენ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. NATO-ს თავდაცვის მინისტრების განცხადებით, რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. „ყველა მოკავშირის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ განვათავსეთ დამატებითი სახმელეთო ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებითი საზღვაო და საჰაერო საშუალებები, როგორც ეს მოკავშირეებმა განაცხადეს და გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი და შემაკავებელი პოზიციები, რათა ვუპასუხოთ ყველა საგანგებო სიტუაციას. ჩვენი ერთგულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიმართ ძალაშია. ჩვენ ერთად ვდგავართ ერთმანეთის დასაცავად. NATO რჩება ფუნდამენტური პრინციპების ერთგული, რომელსაც ევროპული უსაფრთხოება ეფუძნება, მათ შორის არის თითოეული ქვეყნის უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები“, - აღნიშნულია განცხადებაში. NATO-ს თავდაცვის მინისტრები ადასტურებენ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გამოიწვევს მასიურ შედეგებს და დიდ ფასს რუსეთისთვის. NATO განაგრძობს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან. NATO და მოკავშირეები დიპლომატიური გზის ერთგულნი რჩებიან და განაგრძობენ დიალოგს რუსეთთან ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ამ ძალისხმევას და ნორმანდიის ფორმატში მცდელობებს მინსკის შეთანხმებების განსახორციელებლად. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, ჩავერთოთ ევროპული უსაფრთხოების შესახებ განახლებულ დიალოგში, რომელიც პოლონეთის, როგორც ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის მიერ არის ინიცირებული“, - აღნიშნულია განცხადებაში. NATO-ს თავდაცვის მინისტრები მტკიცედ მოუწოდებენ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის და დეესკალაცის გზა.
იენს სტოლტენბერგი: საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს გარეშე არ იქნება მიღებული
ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობას და სტაბილურობას საფრთხე ემუქრება. მოსკოვიდან არის ნიშნები, რომ დიპლომატიის გზა, შეიძლება, გაგრძელდეს. მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს ჯარის გაყვანის ან დეესკალაციის რაიმე ნიშანი. რუსეთმა კიდევ ერთხელ უგულვებელყო ევროპული უსაფრთხოების პრინციპები და წარმოაჩინა მისი უნარი და სურვილი, ძალის გამოყენების მუქარით მიაღწიოს თავის მიზნებს. სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ეს არის ახალი ნორმა, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, ამ სიტყვებით გახსნა 17 თებერვალს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების სესია. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები საქართველოსთან და უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით მუშაობდნენ კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. „NATO-ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. ჩვენ ეს გავაკეთეთ როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით. NATO-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგმა 17 თებერვალს, მინისტერიალის ფარგლებში ასევე განაცხადა, რომ მიუღებელია გავლენების სფეროების ეპოქაში დაბრუნება. „ჩვენთვის მიუღებელია გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნება, სადაც დიდი სახელმწიფოები სხვებს აშინებენ ან აიძულებენ მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებას. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები არ იქნება, ისევე როგორც, არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. მისივე თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ NATO-ს კარი ღია რჩება. „NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები და ასპირანტი ქვეყნები იღებენ. სხვა არავინ იღებს ამ გადაწყვეტილებას“, - დაამატა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი: გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნება მიუღებელია
NATO-ს კარე ღიაა და NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას თავად ალიანსი და ასპირანტი ქვეყნები იღებენ და არავინ სხვა, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის და რეგიონის ქვეყნებთან, უკრაინასა და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ალიანსისთვის. „NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ვერ მივიღებთ გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნებას, სადაც დიდი სახელმწიფოები აბულინგებენ, აშინებენ და სხვების იძულებას ცდილობენ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა NATO-საქართველოს და NATO-ს - უკრაინის კომისიების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ალიანსის გენერალურმა მდივანმა გაიმეორა, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება უკრაინის გარეშე და საქართველოს გარეშე, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება.
NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრას გამართავენ
NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან. როგორც Europetime-ს NATO-დან აცნობეს, შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის თავდაცვის მინისტრები, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა კიევის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერეს
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს NATO-ს შტაბ-ბინაში შეხვდა. გენერალურმა მდივანმა მდივან ოსტინის პირადი ჩართულობა და ლიდერობა შეაქო, ამასთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე რეაგიების კუთხით, შეერთებული შტატების მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი, მათ შორის, ევროპაში 100 000 ამერიკელი ჯარისკაცის ყოფნაზე გამახვილდა ყურადღება. „მინისტრები დღეს იკრიბებიან, რათა განიხილონ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, ასევე, განვიხილავთ მომავალ კვირას NATO-ს სამიტისთვის მომზადების საკითხს. ჩვენ შემოგვიერთდა ჩვენი უკრაინელი კოლეგა, ოლექსი რეზნიკოვი. ასევე, ჩვენი სხვა პარტნიორები, საქართველოს, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი. მსოფლიო გმობს ამ უაზრო ომს. NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს უპრეცედენტო სანქციებს უწესებენ. ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინისადმი მხარდაჭერაში. მრავალი წლის განმავლობაში NATO-ს მოკავშირეები წვრთნიდნენ ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცს და აძლიერებდნენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობას. რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს ჩვენი მხარდაჭერა მამაცი უკრაინელი ხალხის, მთავრობისა და შეიარაღებული ძალების მიმართ. სამხედრო აღჭურვილობით, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებით, ასევე, მილიონობით ლტოლვილისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფით. დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის მისასალმებელ სიტყვაში. NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრაზე იკრიბებიან. როგორც Europetime-ს NATO-დან აცნობეს, შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. მინისტერიალში მონაწილეობენ საქართველოს, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის თავდაცვის მინისტრები, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.
თავდაცვის მინისტრი: საქართველოს თემა ასეთი აქტუალური NATO-ში აქამდე არ ყოფილა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც თავდაცვის მინისტრების დონეზე საგანგებო შეხვედრები მიმდინარეობს. NATO-ს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს, უკრაინის, ფინეთის, შვედეთის თავდაცვის მინისტრები და ევროკავშირის წარმომადგენელი დაესწრნენ. სხდომა NATO-ს გენერალურმა მდივანმა გახსნა. იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და NATO-ს სამიტისთვის მზადების შესახებ ისაუბრა. მან დაგმო უკრაინაში რუსეთის ქმედებები და კიდევ ერთხელ აღნიშნა უკრაინისთვის მხარდაჭერის მნიშვნელობა. „საქართველოს თემა ასეთი აქტუალური NATO-ში აქამდე არ ყოფილა. ყველა გამომსვლელმა ცალსახად აღნიშნა უკრაინასთან ერთად, საქართველოს გამოწვევები და იმ მიზნებში დახმარება, რაც აქვს საქართველოს და რაც არის ჩვენი ხალხის არჩევანი. რაც შეეხება ომს, ესკალაციამ შეიძლება, მიგვიყვანოს კატასტროფამდე, ამას იაზრებს მთელი ცივილიზებული სამყარო. სანქციებით და სხვა მექანიზმებით, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, მიზანი იქნება მიღწეული. ის რომ, ჩვენს ხელისუფლებას აქვს სწორი პოლიტიკა და ჩვენი პოზიცია კითხვებს არ ბადებს არცერთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან... საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე იმსჯელეს უსაფრთხოების გარემოზე, მათ შორის, უკრაინასთან ერთად განიხილეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მისი თქმით, სხდომაზე გამომსვლელების მიერ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა. ასევე წაიკითხეთ იენს სტოლტენბერგი: რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა კიევის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერეს