თეგი: თალიბანი
ნორვეგიაში ჩასვლის შემდეგ, „თალიბანის“ დელეგაციის შემადგენლობიდან, ქალებმა თავშესაფარი მოითხოვეს
„თალიბანის“ დელეგაციის შემადგენლობიდან, რომელიც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ჩავიდა, ქალებმა თავშესაფარი მოითხოვეს. ამის შესახებ Twitter-ზე „თალიბანის“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი ჰაირულა შინვარი წერს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის დირექტორის, შაფი აზამის განცხადებით, ქალები ხშირად მანიპულირებენ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებით, რათა უცხოეთში თავშესაფარი მიიღონ. მისივე თქმით, ასეთი ქალები პირადი სარგებლის მიღების სანაცვლოდ ქვეყანას დისკრედიტაციას უწევენ. „თალიბანის“ დელეგაცია ოსლოში იანვრის ბოლოს იმყოფებოდა, როდესაც ნორვეგიის დედაქალაქმა ავღანელი პოლიტიკოსების მოლაპარაკებებს უმასპინძლა.
ავღანეთში, თალიბანმა ქალებს ბურკის ტარება უბრძანა
ავღანეთში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „თალიბანი“ ქალებზე კონტროლს ამკაცრებს. ბრძანება, რომელიც 7 მაისს, ქაბულში გამოცხადდა, ქალებს მოუწოდებს გამოაჩინონ მარტო თვალები, და შეიმოსონ სხეულის თავიდან ფეხამდე დამფარავი ბურკით. თუ ქალი სახის დაუფარავად პირველად გამოჩნდება ქუჩაში „თალიბანის“ წარმომადგენლები მის სახლში მივლენ და ქალის ქმარს, მამას ან ძმას გაესაუბრებიან. მეორეჯერ კაცს, რომელიც პასუხისმგებელია ქალის ქცევაზე, სამინისტროში დაიბარებენ, მესამედ განმეორების შემთხვევაში კი მეურვე კაცი სასამართლოს წინაშე წარდგება და ციხეში 3 დღეს გაატარებს. „აუცილებელია კანონის დამრღვევების იდენტიფიცირება და მათი მეურვეების ან ოჯახის უფროსების ინფორმირება, თავად ქალები კი უნდა დაისაჯონ. წესების გამეორებით დარღვევის შემთხვევაში მეურვეები ქალს ახსნა-განმარტებებს მისცემენ. მეურვეებს კი გააფრთხილებს შესაბამისი უწყება. მესამე დარღვევისთვის მეურვე კაცს 3 დღით დააკავებენ, მეოთხე დარღვევის შემთხვევეაში კი კანონის მთელი სიმკაცრით გაასამართლებენ“, - განაცხადა კეთილშობილების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროს პრესმდივანმა. ბოლო 20 წლის განმავლობაში, ავღანეთში, მნიშვნელოვანი პროგრესი იყო მიღწეული ქალთა უფლებების საკითხში. ავღანელებს შეეძლოთ სწავლა და მუშაობა ნებისმიერ სფეროში, მაგრამ ფუნდამენტალისტების ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ მათ ეს შესაძლებლობა დაკარგეს და მათი პროტესტის მცდელობა თალიბანმა სასტიკად ჩაახშო. ცნობისთვის, 2021 წლის 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. 30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ ავღანეთის სკოლებში სწავლა მხოლოდ ბიჭებსითვის და კაცი მასწავლებლებისთვის განახლდა
„თალიბანს“ რუსული ნავთობის ბარტერით ყიდვა სურს
„თალიბანის“ მთავრობის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, ნურადინ აზიზიმ რუსულ სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „თალიბანი“ განიხილავს ერთი მილიონი ბარელი ნავთობის შეძენას და ბარტერის ვარიანტს, თუ რუსეთი ავღანური პროდუქციით დაინტერსდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „თალიბანის“ დელეგაცია მოკსოვში 14 აგვისტოს ჩავიდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო ამერიკელმა სამხედრომ ავღანეთი 2021 წლის აგვისტოში დატოვა. აშშ-ის და NAT0-ს სამხედროები ქვეყნიდან გავიდნენ. „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებაში ამის შემდეგ დაბრუნდა. ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის ქაოსური პროცესის დროს მოხდა ტერაქტიც, რომელსაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა სულ მცირე 200 ადამიანი. საერთაშორისო თანამეგობრობა თალიბანის მიერ შექმნილ მთავრობას ლეგიტიმურად არ ცნობს.
„თალიბანმა“ აშშ-ს, მოქალაქე მარკ ფრიხსი, მოძრაობის წევრის სანაცვლოდ გადასცა
მოძრაობა „თალიბანმა“, ამერიკის მოქალაქე მარკ ფრიხსი, ამერიკის შეერთებულ შტატებს მოძრაობის უფროსი წევრის, გაჯი ბეშირ ნურზეის სანაცვლოდ გადასცა. გაჯი ბეშირ ნურზე, სასჯელს გუანტანამოს ციხეში იხდიდა. „ჩვენ უზრუნველვყავით მარკ ფრეიქსის გათავისუფლება, ის მალე დაბრუნდება სახლში. მარკი ავღანეთში 2020 წლის იანვარში დააკავეს და 31 თვით პატიმრობაში იმყოფებოდა. აშშ-ს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა ფრიხსის გასათავისუფლებლად პროცესის განმავლობაში. ამ დილით მე დავურეკე მარკის დას და სასიხარულო ამბავი ვაცნობე“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილობით განცხადებაში. ბაიდენმა დაამატა, რომ შეერთებული შტატები საზღვარგარეთ დაკავებული ყველა მისი მოქალაქის დასაბრუნებლად, ძალიასხმევას გამოიჩენს.
თალიბანმა ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა აუკრძალა
გაეროს შეფასებით, თალიბანის ბრძანება, რომელიც ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობას უკრძალავს, ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ისლამისტმა მმართველებმა ეს ნაბიჯი იმით გაამართლეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ქალმა თანამშრომლებმა ჩაცმის წესები დაარღვიეს ჰიჯაბის არტარებით. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე გააკრიტიკა ხსენებული ნაბიჯი და განაცხადა, რომ ეს იქნება „დამანგრეველი ავღანელი ხალხისთვის“. ენტონი ბლინკენი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და ამბობს, რომ ქალები მთავარ როლს ასრულებენ ჰუმანიტარულ ოპერაციებში მთელ მსოფლიოში. „ეს გადაწყვეტილება შეიძლება, დამღუპველი იყოს ავღანელი ხალხისთვის", - განაცხადა ბლინკენმა. ორგანიზაცია Save the Children-ის თანამშრომელმა BBC News-ს განუცხადა, რომ მათი წარმომადგენლობა „თალიბანის“ ხელისუფლებასთან შეხვედრას გეგმავდა და რომ თუ ქალებს არ მიეცათ მუშაობის უფლება, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაიხურება.
თალიბანი საქორწინო დარბაზებში მუსიკის აკრძალვის გამკაცრებას ითხოვს
თალიბანის რელიგიური პოლიცია კიდევ ერთხელ გამოვიდა მოთხოვნით, რომ ქაბულის საქორწინო დარბაზების მფლობელებმა ქორწილებზე და სხვა თავყრილობებზე, მუსიკის დაკვრისგან და ქმედებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება ისლამისტურ მმართველობას, თავი შეიკავონ. თალიბანი მუსიკას ისლამისტურ სწავლებებთან შეუთავსებლად განიხილავს. მას შემდეგ, რაც თალიბანი 2021 აგვისტოში ხელისუფლებაში დაბრუნდა, ბევრმა მუსიკოსმა ავღანეთი დატოვა და თავშესაფრისთვის დასავლეთის ქვეყნებში წავიდა. დარბაზების მფლობელები გააფრთხილეს, რომ მთავრობის მიერ შემოღებული აკრძალვები სრულად უნდა დანერგონ, იუწყება ავღანეთში თალიბანის ხელისუფლება.
თალიბანმა ქალებს პოპულარული ეროვნული პარკის მონახულება აუკრძალა - BBC
ავღანეთის თალიბანის მთავრობა აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალები ქალებს არ მისცემენ უფლებას, მოინახულონ ავღანეთის ეროვნული პარკი. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა, მოჰამად ხალიდ ჰანაფიმ განაცხადა, რომ ქალები პარკში ჰიჯაბის ტარების წესს არ იცავენ. ჰანაფიმ უსაფრთხოების ძალებსა და სასულიერო პირებს მოუწოდა, ქალებს პარკში შესვლა გამოსავლის პოვნამდე აუკრძალონ. მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთზე კონტროლი 2021 წლის აგვისტოში დაიბრუნა. ბოლო ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ავღანეთი დატოვა