თეგი: თამაზ გინტური
ევროპარლამენტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციას უყრის კენჭს
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების თაობაზე რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოვიდა. შესაბამისი ინიციატივა მან ევროპარლამენტის სხდომაზე წარადგინა. „6 ნოემბერს საქართველოს 2 მოქალაქე, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე ეკლესიაში მივიდნენ. მათ ასევე სურდათ იქვე მდებარე სასაფლაოს მონახულება, მათ ამ დროს რუსი ოკუპანტები დაესხნენ თავს. თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და დაკავებული ჰყავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მინდა მოვითხოვო დებატები ამ საკითხზე და რეზოლუციის მიღება," - განაცხადა ევროპარლამენტარმა. ანა ფოტიგამ X-ზე (ყოფილი Twitter) განმარტა, რომ ევროკომისია აღნიშნულ რეზოლუციას კენჭს ნოემბრის სესიაზე უყრის. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. მისი გადმოცემის საკითხზე ირაკლი ანთაძე აღნიშნავს: „რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადმოცემის პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს. მე ვუშვებ ამის ალბათობას, ამას არ ვამტკიცებ." შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“
საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს
საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიამდე, გინტურის სამოქალაქო პანაშვიდი გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართა. პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას თამაზ გინტურის ოჯახის წევრები, ნათესავები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. თამაზ გინტურის მკვლელობისას, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული 9 ნოემბერს გათავისუფლდა. ლევან დოთიაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალებზე - დამიზნებით გვესროდნენ შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო პარტნიორებმა. მკვლელობა დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მ.
თამაზ გინტურმა მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ, მაგრამ ღმერთი იძიებს შურს, ფრთხილად იყვნენ - მეუფე იაკობი
ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა წმ. სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერში, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა კირბალში საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე და მომხდარს „სულისშემძვრელი ამბავი“ უწოდა. მისი თქმით, „ეს უბრალო ტრაგედია არ არის“. „შეიძლება, ადამიანი ცხოვრობდე ამ ქვეყნად და ბევრ რამეში ერისთვის შეუმჩნეველი იყო, მაგრამ დგება დრო, ჟამი, ღმერთი გამოაჩენს ხოლმე თავის საყვარელ ადამიანს. ვფიქრობ, მონა ღვთისა თამაზი, რომელიც ოკუპანტებმა მოგვიკლეს, სიკვდილით შეუერთდა ზეციურ საქართველოს, მარადისობას, ყველაზე დიდი რამ რაც შეიძლება მომხდარიყო. მტარვალი ყოველთვის რას აკეთებს? - იყო შაჰ - აბასი - 6 000 ბერი მოგვიკლა, იყო ჯალალედინი - 100 000 ქართველი მოგვიკლა, არიან ახლანდელი ჯალათები, მოკლეს ადამიანი. ამ ადამიანმა რა გააკეთა - არ მიატოვა თავის წინაპართა საძვალე, საფლავზე მივიდა, შემდეგ ავიდა სალოცავში. არც წინაპრები მიატოვა და რა თქმა უნდა, ღვთის სადიდებლად იყო მისული, მათი და სხვების სული უნდა შეევედრებინა უფლისთვის, ამ დროს კლავენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იცოდეს, რა შეემთხვეოდა, იმავეს გაიმეორებდა, წავიდოდა. ღმერთმა ის გამოარჩია და ბედნიერია დედა, რომელმაც აღზარდა - ის ოჯახი, ის გვარი, რომელმაც ადამიანი გაზარდა,“ - განაცხადა მიტროპოლიტმა. მისი შეფასებით, თამაზ გინტური „ლაჩრულად“ მოკლეს და მათ არც სარწმუნოება აქვთ და არც კაცობა. მეუფე იაკობის თქმით, გინტურის საქციელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართველები ერთად უნდა იდგნენ, სხვანაირად მტერი არ დამარცხდება. „ამან [კირბალში მომხდარმა] დაგვანახა, რომ მამული არ უნდა მიატოვო. ძალიან მინდა, რომ საქართველოში ისეთი ცხოვრება იყოს, ამდენი ადამიანი რომ გასულია ქვეყნიდან, უკან დაგვიბრუნდნენ. როგორც მან არ მიატოვა... ხომ იცოდა, რომ შეიძლება მოეკლათ. იქ ნებისმიერ გადასულზე, არა მარტო გიჭერენ... სარწმუნოება აქვთ მათ, კაცობა აქვთ თუ რა აქვთ. ასე ლაჩრულად იარაღი გიჭირავს და უიარაღო კაცს კლავ. ჩვენების იარაღი არის უდიდესი სარწმუნოება, უდიდესი სიყვარული და სამშობლოსთვის თავდადება. ღმერთმა აცხონოს მისი უკვდავი სული. ჩვენ სწორად შევხედოთ, მის ღვაწლს შევხედოთ და ქართველებმა დავინახოთ, რომ ერთმანეთთან ახლოს უნდა ვიყოთ, ერთმანეთი გავიტანოთ. მტერი ისე არ დამარცხდება, ჩვენ იმ მიწებს აუცილებლად დავიბრუნებთ. დროებითი გვაქვს წართმეული. მე არ მეგულება ისეთი ქართველი, რომელიც დათანხმდება რამის სანაცვლოდ ის ადგილი დათმოს. მე მჯერა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ თვითონ მოუნდებათ კვლავ ჩვენთან ერთად ყოფნა. ამიტომ ასეთ ამბებზე, უნდა ვისწავლოთ და ასეთი შემთხვევაა, როცა მან დაამარცხა მტარვალები. ღმერთთან სად მისი მდგომარეობა და სად ჯალათების, იმალებიან. რა არის მათი სიცოცხლე, მალვაში უნდა იყვნენ და თავიანთი ხელისუფლება კიდევ რამდენ ბოროტებას ჩაადენინებს მაგ საქმის გამო, თქვენც იცით. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ სწორად გვეცხოვროს ქართველებს,“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა. ის კირბალში მომხდარსა და ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ერთმანეთს უკავშირებს და აცხადებს, რომ მკვლელობა ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა, რითაც „ოკუპანტი შეეცადა, გავემწარებინეთ.“ მეუფე იაკობის თქმით, ჩვენი ერი არ დამარცხდება. „[თამაზ გინტურმა] მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება, ჩვენ შურისმაძიებელი ერი არ ვართ. ღმერთი ყველაზე და ყველასთვის იძიებს შურს. ფრთხილად იყვნენ, ვინც გვეხება, ძალიან ფრთხილად იყონ, არ ვისურვებ მათ მდგომარეობაში ყოფნას. ჩემი ერის არცერთ წარმომადგენელს არ ვუსურვებ,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით 11 ნოემბერს დაკრძალეს.
პროკურატურამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის უფლებამონაცვლედ მისი შვილი ცნო
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის უფლებამონაცვლედ მისი შვილი, დიმა გინტური ცნო. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და მომხდარიდან 3 დღეში გაათავისუფლეს. საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს.
გინტურის მკვლელობის შემდეგ, რუსეთი “საქართველოსთან მუშაობის აუცილებლობაზე“ საუბრობს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილე აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა ე.წ. საზღვარზე ახალი გამწვავებების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით კირბალში მომხდარი "ინციდენტის" შემდეგ, რა დროსაც რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს. მინისტრის მოადგილზე ქართველებს ადანაშაულებს ე.წ. საზღვრის კვეთაში. ინფორმაციას კრემლის პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. „საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბოლო ინციდენტის ფონზე, ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების უფრო ენერგიულ მუშაობას ოფიციალურ თბილისთან, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი გამწვავებები საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში," - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გალუზინისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ. ლავროვის უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ე.წ. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. თამაზ გინტურის მკვლელობისას, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული 9 ნოემბერს გათავისუფლდა. ლევან დოთიაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალებზე - დამიზნებით გვესროდნენ შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო პარტნიორებმა. მკვლელობა დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მ.
პაპუაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობაზე: ევროპარლამენტის რეზოლუცია მისასალმებელია
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში რეზოლუციის კენჭისყრა მისასალმებელია. პაპუაშვილის თქმით, თამაზ გინტურის მკვლელობის გამოძიება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. „რაც შეეხება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას - თავისთავად ამ საკითხზე რეაგირება რაც არის ჩვენი მხრიდან, მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ ვითხოვთ მკვლელების დასჯას. ევროპარლამენტის რეზოლუცია ამ მხრივ თავისთავად მისასალმებელია, როდესაც ამას აქცევს ყურადღებას ევროპარლამენტი, თუმცა ამავე დროს გულდასაწყვეტია, რომ მართალია ჩვენ პროექტში ვხედავთ სიტყვებს „ოკუპაცია“ ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, თუმცა სამწუხაროდ, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ჯერ კიდევ ტერმინი ოკუპაცია არ გამოიყენება, რაც არის რეალობის მიმართ თვალის დახუჭვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც ევროპარლამენტის რამდენიმე რეზოლუციაში უკვე დამკვიდრდა, დამკვიდრდეს ოფიციალურ დოკუმენტებში, ვინაიდან ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, მათ შორის, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო 3 რეზოლუციაში პირდაპირ დეზინფორმაცია შეიტანეს და გამოიყენეს საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის, პოლიტიკურ ძალას უკარგავენ ასეთ რეზოლუციებს და ეს არის სამწუხარო საბოლოო ჯამში, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის რეზოლუციებს არ აქვთ ისეთი რეზოლუციები გამომდინარე იმისა, რომ წინა რამდენიმე რეზოლუციაში იყო დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ და ამით ახდენენ ასეთი ინსტრუმენტების დისკრედიტაციას. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობა სხვანაირია, ვიდრე რამდენიმე ევროპარლამენტარის თუ მთლიანად ევროპარლამენტის, ამიტომაც ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ მკვლელობის გამოძიება. რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდული იურისდიქცია გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ აღარ ვისაუბროთ რუსეთის ტერიტორიაზე, რთულია ამ დროს მტკიცებულებების მოპოვება, შეგროვება და გამოძიების წარმოება, მაგრამ ჩვენ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია სამართლებრივი მექანიზმების დაწყება. საბოლოო ჯამში ერთი, რომ დოკუმენტების შეკრების შედეგად იყო, რომ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, რომ იქნებოდა ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, თუ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო - საბოლოო ჯამში მიაღწია მართლმსაჯულებას და მართალია აღსრულება ფერხდება ხოლმე, მაგრამ სწორედ ამიტომ არის აუცილებელი გამოძიება, რომ ადრე თუ გვიან დაისაჯოს ყველა დამნაშავე, მათ შორის თამაზ გინტურის მკვლელები,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციაზე კენჭისყრა დღეს იგეგმება. 6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გინტური მოკლეს.
მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ვგმობთ რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს ამ მიზნებს - ლექსმანი
ევროპარლამენტის სასესიო დარბაზში სიტყვით თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტის ყველა თანაავტორი გამოვიდა. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და მკაცრად დაგმეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოქალაქეების მკვლელობა, წამება, გატაცება და უფლებების მასობრივი რღვევა. ევროპარლამენტარებმა ევროკავშირის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი სანქციების სიის შექმნა მოითხოვეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მსგავსი დანაშაულებისთვის შესაბამისი პირების დასანქცირებას ისახავს მიზნად. „ეს მტკიცე ტექსტი არის დადასტურება, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, იცავს ადამიანის უფლებებს. სრულიად ვგმობ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობას, ეს ფაქტი ისევე, როგორც ყველა სხვა მკვლელობის გატაცების, უკანონო დაკავებისა და წამების შემთხვევა რუსული საუკუპაციო ძალების პირდაპირი პასუხისმგებლობაა. ეს არ მოხდებოდა, რომ არა საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის მიზეზი, რის გამოც ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა გასამართლეს, მათ შორის, უნდა დაუწესდეთ მიზანმიმართული სანქციები, ამას გარდა, რუსეთმა უნდა შეაჩეროს თავისი უკანონო ოკუპაცია. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ვგმობთ რუსეთისა და მისი მარიონეტების ყველა მცდელობას, გამოუთხარონ ძირი ამ მიზნებს,” - განაცხადა მირიან ლექსმანმა. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ. ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროპულ საბჭოს, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გათვალისწინებით და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებლები. რეზოლუციის ტექსტით, დეპუტატები გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. დოკუმენტის შინაარსი ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა და დასამტიცებლად ევროპარლამენტს წარუდგინა. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაა: "ევროპის სახალხო პარტია"; "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი:"; "რეფორმების ჯგუფი"; "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები"; "ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი".
შეიქმნას “ქართული სია“, დასანქცირდნენ ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები - დებატები ევროპარლამენტში
თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ დებატები ევროპარლამენტში 22 ნოემბერს გაიმართა. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, შეიმუშავოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ყველა იმ პირს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები. ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ამ სიას "ქართული" უწოდა. „დღეს ჩვენი მოთხოვნაა, შეიქმნას ევროკავშირის სია, სანქციების სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის მსგავსი, ქართული სია, რომელიც ამ ტიპის ქმედებების დროს სანქციების დაწესების შესაძლებლობას მოგვცემს." სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წარმომადგენელმა, სვენ მიქსერმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების სია საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციით უნდა შემუშავდეს. „კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ოკუპაციის დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას...ჩვენ ასევე მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა უშუალო დამრღვევები პასუხისგებაში მიეცნენ. ამ მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციით შექმნას სია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებათა დარღვევაზე და მათ წინააღმდეგ ეფექტიანი, მიზანმიმართული სანქციები დააწესოს,” - განაცხადა სვენ მიქსერმა. რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რეზოლუციის შესახებ კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს შედგება.
ზურაბიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ევროპამ საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროპამ საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენა. „ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა. მადლობელნი ვართ ევროპარლამენტის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეები დგანან,“ - წერს ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). ევროპარლამენტი მიღებული რეზოლუციით თამაზ გინტურის მკვლელების დასჯას ითხოვს
ევროპარლამენტი მიღებული რეზოლუციით თამაზ გინტურის მკვლელების დასჯას ითხოვს
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ, თამაზ გინტურსა და გატაცებულ ლევან დოთიაშვილს ეხება. რეზოლუციას კენჭი ევროპარლამენტში 23 ნოემბერს უყარეს. რეგისტრაცია 552-მა ევროპარლამენტარმა გაიარა და რეზოლუციას მხარი 495-მა მათგანმა დაუჭირა, 7-მა ევროპარლამენტარმა კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა. დოკუმენტი 5-პუნქტიანია და მასში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ. დეპუტატები გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. დოკუმენტის შინაარსი ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა და დასამტიცებლად ევროპარლამენტს წარუდგინა. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაა: "ევროპის სახალხო პარტია"; "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი:"; "რეფორმების ჯგუფი"; "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები"; "ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი". ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროპულ საბჭოს, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გათვალისწინებით და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებლები. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თამაზ გინტური 6 ნოემბერს მოკლეს. ლევან დოთიაშვილის კი, გაიტაცეს. ის 9 ნოემბერს გაათვაისუფლეს. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.