თეგი: თანამდებობა

ამირან გამყრელიძე თანამდებობის დატოვებაზე: დეტალურად მომავალ კვირაში ვილაპარაკებ და მედიასაც შევხვდები

Europetime-თან კომენტარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ დეტალურად მომავალ კვირას ისაუბრებს და მედიასაც შეხვდება. ჯანდაცვის მინისტრი: ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტოვებს, მას დროებით თამარ გაბუნია ჩაანაცვლებს „თანამდებობიდან წასვლაზე დეტალურად მომავალ კვირაში ვილაპარაკებ და მედიასაც შევხვდები“, - განუცხადა გამყრელიძემ Europetime-ს. მანამდე, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ მას დროებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეცვლის. ამასთან, აზარაშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობას ამირან გამყრელიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იკავებდა.   

პროფესორი ენტონი ფაუჩი თანამდებობას ტოვებს

ცნობილმა ამერიკელმა პროფესორმა და იმუნოლოგმა ენტონი ფაუჩიმ 22 აგვისტოს განაცხადა, რომ 50 წლიანი სამსახურის შემდეგ დეკემბერში თანამდებობას დატოვებს.  ფაუჩი ინფექციური დაავადებების დარგში აშშ-ის ხელისუფლების მთავარი ექსპერტის, ისე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) დირექტორის, პოსტებს ტოვებს.  „გასული 38 წლის განმავლობაში, როგორც NIAID-ის დირექტორს, მქონდა დიდი პატივი, მემსახურა შეერთებული შტატების შვიდ პრეზიდენტთან, დაწყებული პრეზიდენტი რონალდ რეიგანით. ასევე მემუშავა ახალი და განვითარებადი ინფექციური დაავადებების, მათ შორის აივ/შიდსის საფრთხეების განეიტრალებაზე“, - აცხადებს ფაუჩი.  „ჩემთვის პატივი იყო ამ უწყებისთვის მეხელმძღვანელა, თუმცა არ ვაპირებ პენსიაში გასვლას “, - განაცხადა 81 წლის ფაუჩიმ. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ენტონი ფაუჩიმ აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში საქმიანობა 1968 წელს დაიწყო, ხოლო დირექტორის თანამდებობა 1984 წელს შიდსის ეპიდემიის დროს დაიკავა.   

Reuters: მადაგასკარის საგარეო საქმეთა მინისტრს, ​გაეროში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისთვის ხმის მიცემის გამო თანამდებობა დაატოვებინეს

მადაგასკარის საგარეო საქმეთა მინისტრს, ​გაეროში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისთვის ხმის მიცემის გამო თანამდებობა დაატოვებინეს. ამის შესახებ Reuters წერს.  საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას გმობს სააგენტოს ცნობით, მადაგასკარის პრეზიდენტმა ენდრი რაჟოლინამ რიჩარდ რანდრიამანდრატო სწორედ აღნიშნულ კენჭისყრაზე უკრაინის სასარგებლოდ დაფიქსირებული ხმის გამო გაათავისუფლა. უკრაინული მედიის ცნობით, რეზოლუციას მხარი 143-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ხოლო 35-მა თავი შეიკავა. დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ და სირიამ.  

რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანი თანამადებობას ტოვებს

რუსული მედია, საბიუჯეტო და საფინანსო ბაზრების ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელ ანატოლი არტამონოვზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭომ, აუდიტის პალატის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ალექსეი კუდრინის გათავისუფლებაზე, რუსეთის პრეზიდენტის წარდგენა მიიღო.  მანამდე რუსული მედია წერდა, რომ კუდრინი სამუშაოდ, ახალწლამდე Yandex-ში გადავა, მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაციის აუდიტის პალატის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებს.  რუსეთის ფედერაციის პროფილური კომიტეტი კუდრინის გადადგომის საკითხს 29 ნოემბერს განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, აუდიტის პალატის თავმჯდომარის პოსტზე, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ჟუკოვის, კანდიდატურა განიხილება.