თეგი: თაფლი
ქართული თაფლზე ბულგარეთსა და საფრანგეთში მოთხოვნა იზრდება
2022 წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტის ზრდა ფიქსირდება. მოთხოვნა გაზრდილია ბულგარეთისა და საფრანგეთის ბაზრებზე. 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან $340 ათასის ღირებულების 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2021 წლის 5 თვის მაჩვენებლებზე 1,5-ჯერ მეტია. პირველ რიგში, ქართულ თაფლს ყიდულობს ბულგარეთი, საფრანგეთი და ისრაელი. პროდუქციის ერთჯერადად მიწოდება განხორციელდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, გერმანიაში, იაპონიასა და საუდის არაბეთში. ქართული თაფლის იმპორტიორები: ბულგარეთი - 67,42 ტონა ($195,1 ათასი); საფრანგეთი - 14,40 ტონა ($80,94 ათასი); ისრაელი - 3,57 ტონა ($19,66 ათასი) . 2021 წელს საქართველოდან, 19 ქვეყანაში 172,9 ტონა (657,3 ათასი) ღირებულების თაფლი გავიდა ექსპორტზე.