თეგი: თბილისის ანძა
თბილისის ანძა უკრაინის, საკრებულოს შენობა კი ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება
უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ამასთან, ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება. „სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს! - ეს იქნება თბილისის კიდევ ერთი გზავნილი მეგობარი კიევისადმი“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უკრაინის დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია, რომელიც 1991 წელს უკრაინის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად, ყოველი წლის 24 აგვისტოს აღინიშნება. ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღეს 31 წელი გავიდა. წელს ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს ომის პირობებში ხვდება. როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს დღესასწაულის წინ, მთავრობამ დედაქალაქ კიევში მასობრივი შეკრებები აკრძალა. ჩვეულებრივ, უკრაინული სამხედრო აღლუმის ნაცვლად, რომელსაც კონცერტი მოჰყვებოდა ხოლმე, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, ახლა, უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში დაზიანებული და დამწვარი რუსული სამხედრო მანქანები გვხვდება.
თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან ერთი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა. შესაბამის განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს, უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას“, - წერია განცხადებაში.
თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა
უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ამასთან, დამოუკიდებლობის დღე უკრაინელ ხალხს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიულოცა და ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, კეთილდღეობა უსურვა. „ვულოცავ ჩვენს მეგობარს, უკრაინას და გმირ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. დაე, თქვენი ბრძოლა იყოს გამარჯვების, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის მომტანი!!! უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას!,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უკრაინაში 1991 წლის 24 აგვისტოს გამოცხადდა.
თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა
„სოლიდარობა ისრაელს! - ისრაელის მხარდაჭერის ნიშნად, თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ ისრაელს!“- აღნიშნული გზავნილებით თბილისი თანადგომას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს და ისრაელელ ხალხს. ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გატაცებულია 100-ზე მეტი პირი. ისრაელის მთავრობის პრესსამსახური 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება. რაც შეეხება პალესტინას, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 370 დაიღუპა, დაშავებულია 2200-მდე ადამიანი.
თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა
თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული აქტივობით ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დაიწყო. მიმდინარე თვეში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. „მოხარული ვარ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, მსოფლიო აქციას ჩვენი დედაქალაქიც უერთდება. კიბოს პრევენციისა და ამ პრობლემისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა შესაბამის ფერებში ნათდება. ასევე, იმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული. დაავადების პრევენციულ ღონისძიებებსა და სკრინინგის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მჯერა, რომ აღნიშნული აქტივობაც თავის წვლილს შეიტანს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში. ასევე, კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვიანობა,“ - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ. თბილისის სატელევიზიო ანძა სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა. ცნობისთვის, 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ, ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკვლევა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული. კვლევებზე ჩასაწერად დაუკავშირდით ეროვნულ სკრინინგ ცენტრს: 2 20 35 35. ცენტრის მისამართებია: საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, აკ. წერეთლის N69; ვარკეთილი, კალოუბნის N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113 ა.