თეგი: თბილისის საქალაქო სასამართლო
ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ აკაკი ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გიორგი კავილაძეს კი 16-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამანაშავედ ცნო ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და ჯგუფურად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. მოსამართლის განმარტებით, ჭელიძე-კავილაძე ჯგუფურად მოქმედებდნენ. მგელიაშვილის განცხადებით, ორივე ბრალდებული უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები არ დასწრებიან. ბრალდებულები სასამართლო განხილვების დროს მუხლების კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდნენ. ცნობისთვის, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკო კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნიკო კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
დეტექტივის მიმართ პატიმრობის შეფარდების საკითხზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
დეტექტივის მიმართ პატიმრობის შეფარდების საკითხზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. „2022 წლის 21 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ე.წ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ე.წ.-ს ბრალად ედება იარაღის გამოყენებით მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული, როგორც საქართველოს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს, მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი, 2022 წლის 18 აპრილს, მეწყვილესთან ერთად ახორციელებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას დაბა წყნეთში. დანაშაულის შესახებ, მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ბრალდებული მივიდა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის შესაძლო ფაქტის ადგილას და ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წინაპირობის არარსებობის მიუხედავად, საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი სამსახურებრივ - საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით შეეცადა ზ.გ.-ს დაკავებას. ზ.გ. არ დაემორჩილა ბრალდებულის მოთხოვნას და მისი შებოჭვის გზით დაკავებისას, მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა ზ.გ.-ს მიმართულებით, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 2022 წლის 9 ივნისს გაიმართება", - ნათქვამია განცხადებაში.
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული: სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას
"სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას", - ამის შესახებ მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა. ამასთან, როგორც ბეროზაშვილმა აღნიშნა, დაკავებამდე რუსთავში უბნის უფროს გამომძიებლად მუშაობდა. "სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას", - განაცხადა ბეროზაშვილმა. ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 27 აპრილს მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გ.ბ-ს, რომელმაც მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, მათ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო. პროკურატურა გ.ბ-სთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 27 აპრილს მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ასევე წაიკითხეთ: მშობლების მკვლელობაში ბრალდებული: სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას
მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 58 წლის მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 65 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორ ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, მკვლელობა მეუღლის მიმართ გენდერული ნიშნით არის ჩადენილი და საუბარია ეჭვიანობის ნიადაგზე. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებულმა მძინარე მეუღლეს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა. საქმეში მტკიცებულებების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი და მოწმეების ჩვენებებია. ამასთან, დაკავებული ბრალს აღიარებს. შემთხვევა გუშინ თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მოხდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი: სოსო გოგაშვილის მიმართ შესაძლო დაზიანებაზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა იმსჯელებს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ადვოკატის განცხადებით, გოგაშვილი ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარე გეგმავს, რომ დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება მოითხოვოს. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა. „მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან. მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ. ასევე წაიკითხეთ: სასამართლო სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 18 ივლისს იმსჯელებს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იოსებ გოგაშვილის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ პირველი განმარტება გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე საათია, რაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლების მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში რჩება
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. სხდომაზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. ამასთან, ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა შეეთავაზა, რასთან დაკავშირებითაც, მან თანხმობა განაცხადა. ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე წლის 27 აპრილს ხანძარი მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. პროკურატურის ვერსიით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. "ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ლაშა ნაკაიძეს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვან ლაშა ნაკაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ „მთავარი არხის" ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალდება გაუპატიურების, ოჯახში ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ნაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე. სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურორი ლაშა ნაკაიძის საქმეზე: დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა
"დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა - გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული „მთავარი არხის" ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე დანაშაულს არ აღიარებს", - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ნათია ნოზაძემ განაცხადა. ლაშა ნაკაიძეს პატიმრობა შეეფარდა მისივე თქმით, დაზარალებულთან დაკავშირებით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა. „სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა ის გარემოება, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან პირველ რიგში, მოწმეებზე, მათ შორის, დაზარალებულზე ზემოქმედების საფრთხე და ასევე დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან გამომდინარე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. დაზარალებულთან დაკავშირებით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა და ყველა იმ დაზიანებასთან დაკავშირებით, რაც დაზარალებულს სხეულზე აღენიშნება, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა გაიცემა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ყველა ის დაზიანება, რაც შესაძლოა დაზარალებულს სხეულზე ჰქონდეს, იქნება ეს მოტეხილობა, სილურჯე თუ ა.შ." - აღნიშნა პროკურორმა. ცნობისთვის, პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალდება გაუპატიურების, ოჯახში ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ნაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე. სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ „მთავარი არხის" ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს ბრალი წარუდგინა
ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
"დამნაშავე ვარ და პასუხი უნდა ვაგო", - თბილისის საქალაქო სასამართლომ ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი ბრალდებულად ცნო. გზირიშვილს თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით მიესაჯა. ცნობისთვის, გასული წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს, ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე, რუსეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლო განაჩენით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ასევე დამანაშავედ იქნა ცნობილი ორი იურიდიული პირი. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა ვებ-გვერდი დაარეგისტრირა, რომლის მეშვეობითაც ფიზიკურ პირებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, სასურველი ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობის და მართვის მოწმობის კანონიერი გზით მიღებაში დახმარებას სთავაზობდა. აღნიშნული სქემით, მსჯავრდებული მოტყუებით დაახლოებით, 250 000 აშშ დოლარს დაეუფლა. შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, მან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხების მრავალჯერადი ფიქტიური საბანკო ტრანზაქციებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. სასამართლო განაჩენით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მიუხედავად იმისა, რომ მისი საწარმოს საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება და ბიუჯეტის წინაშე ანგარიშსწორება ევალებოდა, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულადა 380 000 ლარის ოდენობით გადასახადს თავი აარიდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დიდი ოდენობით თაღლითობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე დამნაშავედ სრულად ცნო და სასჯელის სახედ და ზომად, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 200 000 ლარის ოდენობით. მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა: თბილისში, ჟვანიას ქუჩა №88-ში მდებარე №53 საცხოვრებელი ბინა (56.95 კვ.მ.) და ამავე მისამართზე მდებარე სამი ავტოფარეხი - ჯამში 48.56 კვ.მ., ასევე, 188 200 ლარის ღირებულების ავტომანქანები - SUBARU FORESTER და CADILLAC ESCALADE და საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული 77 000 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დამნაშავედ იქნა ცნობილი ასევე, მსჯავრდებულის მიერ დაფუძნებული ორი იურიდიული პირი, რომელთაც ეკონომიკური საქმიანობის უფლება უვადოდ ჩამოერთვათ და თითოეულს 200 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს, სასამართლოზე საბოლოო სიტყვით წარსდგება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დოროყაშვილი-ბასილაშვილის საქმეზე, დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით ისარგებლებს. ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა. ბრალდებული ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს, ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს "გვაქვსმოლოდინი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესები ბოლომდე იქნება დაცული", - განაცხადა ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძემ. ნიკოლოზ ბასილაშვილი: თავს დამნაშავედ არ ვთვლი შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.
გუგა და დავით კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
გუგა და დავით კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ. რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, მოსამართლემ მხოლოდ ჯგუფურ ტარებაში გაამტყუნა. ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ „პუბლიკას“ დირექტორს 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „პუბლიკის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, ზურაბ ვარდიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ზურა ვარდიაშვილი 2 მარტს პარლამენტთან ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. გამოძიება მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
აქტივისტ ნატა ფერაძეს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ფერაძეს პატიმრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე შეეფარდა. საქმე ეხება საღებავის შესხმის ფაქტს მატრონა მოსკოველის ხატისთვის, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული. ნატა ფერაძე ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. განახლება: აქტივისტი ნატა ფერაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ის საკუთარ სახლში დააკავეს. „ეს რადიკალების დასტვენილზე ცეკვაა. ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება და უკანონობას ციხის შიგნიდან გამოვამჟღავნებ!“ - აღნიშნა მან დაკავებისას. ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა. ის ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა. 9 იანვარს კი, ხატს საღებავი შეასხეს. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს განაცხადა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია. სამების ტაძარში მომხდარ ამ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება 9 იანვარს დაიწყო. 10 იანვარს კი, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან პროტესტის მონაწილეები შეიკრიბნენ. 11 იანვარს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.“ განცხადებას გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ხატი ეკლესიას მან შესწირა. ინაშვილმა აღნიშნა, რომ საპატრიარქომ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება „ხელისუფლების რჩევით მიიღო.“ „თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!" ამბობდა ინაშვილი. უფრო ადრე სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“ გაირკვა, რომ საღებავი ნატა ფერაძემ გამოიყენა. ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა