თეგი: თბილისი ენერჯი

რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა გლდანში

გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 5 ადამიანის, მათ შორის 3 მცირეწლოვანის სიცოცხლე შეეწირა, „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს. „მოხდა უბედური შემთხვევა! გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ. უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO (ცეო) გროვდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა. ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ფაქტი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვეცოდინება მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზები. გთხოვთ, ნუ გარისკავთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად“. 

3400 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

„თბილისი ენერჯოს“ ცნობით, დიდუბის რაიონში, ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ, თბილისი ენერჯისთან შეუთანხმებელი სამუშაოების შესრულებისას გაზსადენი დააზიანა. შედეგად, 3400 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. მათ შორის, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე – სს ,,თი ბი სი ბანკს”, უზნაძის ქუჩაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 13:00 სთ-დან, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე და სრულად აღდგება დღის ბოლომდე. სრული სია, სადაც გაზის მიწოდება შეწყდა, ნახეთ ბმულზე.

თბილისი ენერჯი: 1-ლი ივლისიდან კომპანიებისთვის გაზის ტარიფი 25 თეთრით ძვირდება

თბილისი ენერჯის ცნობით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 2022 წლის პირველი ივლისიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება 25 თეთრით ძვირდება. კომპანიებისთვის ახლანდელი ტარიფი 1.10 თეთრია (დღგ-ს ჩათვლით), პირველი ივლისიდან კი - 1.35 თეთრი გახდება (დღგ-ს ჩათვლით). თბილისი ენერჯი ემსახურება თითქმის ნახევარ მილიონ აბონენტს, მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტარიფის ზრდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს არ შეეხება. "როგორც თქვენთვის ცნობილია, კომპანია ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს. შესაბამისად, მომწოდებლების მიერ ფასის კორექტირება აუცილებლად ახდენს გავლენას  ტარიფზე. ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის ფასი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა და ზრდის ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია. მიუხედავად ამისა, ქართული ბიზნესის  განვითარების ხელშეწყობისთვის, თბილისი ენერჯი დღემდე ცდილობდა, საკუთარი რესურსებით დაებალანსებინა ბუნებრივი გაზის შესაძენ და სარეალიზაციო ფასებს შორის წარმოქმნილი სხვაობა, რათა თავიდან აერიდებინა ტარიფის გაზრდა. იმის გათვალისწინებით, რომ არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზის შესასყიდი ფასი 2022 წლის 1-ლი ივლისიდან თბილისი ენერჯისთვის კვლავ იზრდება, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ფასი დააკორექტიროს, რათა არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და მომხმარებლების უწყვეტი გაზმომარაგება" - აცხადებს კომპანია.