თეგი: თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი: ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამომდინარეობს პირველ რიგში ჩვენი ხალხის ინტერესიდან
დღეს ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც სერიოზულობით ცდილობს მართოს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს ევროპაში ომია. ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამომდინარეობს პირველ რიგში ჩვენი ხალხისა და იმ მომავალი თაობების ინტერესიდან, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ამ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს ნგრევა, სისხლი და ახლა ყველაფერ გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს არეულობა და, რაც მთავარია, არ იყოს ომი, იმიტომ რომ ომზე დიდი საშინელება არ არსებობს“, - განაცხადა წულუკიანმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს, რაც ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია
კულტურის მინისტრი: ნეიტრალიტეტთან დაკავშირებული პოზიციები და განცხადებები ამ კონტექსტში მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს
ნეიტრალიტეტთან დაკავშირებული პოზიციები და განცხადებები ამ კონტექსტში მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „ჩვენი ერის მიერ არის ისტორიულად გაკეთებული არჩევანი, რომელიც ევროპული არჩევანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პლატფორმაზე ვდაგავართ, ვდგავართ მყარად და პარალელურად, ვატარებთ ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც აუცილებელია ამ გზაზე წინსვლისთვის, მეორე მხრივ, ამ ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვისაც“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი: უკრაინაში დელეგაციის ვიზიტით ბევრი გაუგებრობა გაიფანტა
უკრაინაში ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ბევრი გაუგებრობა გაიფანტა ვიზიტის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ არაერთი ის ინფორმაცია, რომლის გარშემოც წუხილი ჰქონდათ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დაფუძნებული იყო ტყუილზე და ეს ტყუილი მათ მიეწოდებოდათ შესაბამისი დაჯგუფებების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. "ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ბევრი გაუგებრობა გაიფანტა ვიზიტის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ არაერთი ის ინფორმაცია, რომლის გარშემოც წუხილი ჰქონდათ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დაფუძნებული იყო ტყუილზე და ეს ტყუილი მათ მიეწოდებოდათ შესაბამისი დაჯგუფებების მხრიდან საქართველოში, რომლებიც არ ერიდებიან ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ფეიკ ნიუსების კულტურას, ამ კულტურის დამკვიდრებას. მათ აქვთ წვდომა სახელისუფლებო რესურსზე უკრაინაში, ისინი არ ერიდებოდნენ ტყუილის გავრცელებას. შესაბამისად, ეს ვიზიტი სწორედ ამისთვისაა არის მნიშვნელოვანი, რომ უშუალო კონტაქტის დროს წერტილი დაესვას გაუგებრობებს და ჩვენი მეგობრები ფლობდნენ რეალურ ინფორმაციას, რეალურ ფაქტებზე. იცოდნენ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩართულობით, დგას მათ გვერდზე ამ უმძიმეს ჟამს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რუსლან სტეფანჩუკი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა შალვა პაპუაშვილი: ჩვენ, ქართველები გაერთიანებული ჩამოვედით კიევში, რათა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს, გავიზიაროთ მათი ტკივილი და დავდგეთ უკრაინელი ერის გვერდით შალვა პაპუაშვილი: უკრაინელების სიმამაცე და გამბედაობა სამუდამოდ გადაეცემა ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი
თეა წულუკიანი: უკრაინული მხრიდან საქართველოზე განცხადებები შესაძლოა, უფრო აგრესიული გახდეს
"უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოჩნდა მტკიცებულებები იმაზე, რომ კოორდინირებული ძალისხმევა მიმდინარეობდა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და მისი ხალხის საომარ მოქმედებებში ჩათრევა იყო", - ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, უკრაინული მხრიდან განცხადებები შესაძლოა, უფრო აგრესიული გახდეს. „ბოლო დღეების განმავლობაში ბატონი არესტოვიჩის განცხადებების კასკადი ერთსა და იმავეს ადასტურებს. კერძოდ, როდესაც ჩვენ ვაცხადებდით, რომ კოორდინირებული ძალისხმევა იყო სახეზე, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და მისი ხალხის საომარ მოქმედებებში ჩათრევა, თუ ეს მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების განცხადებად რჩებოდა თებერვალში, უკვე მარტში უკრაინის ხელისუფლების მაღალი წარმომადგენლების მხრიდან გამოჩნდა პირველი დამადასტურებელი მტკიცებულებები. ბოლო დღეებში კი ყველასათვის აშკარაა, რომ ჩვენი განცხადება ამასთან დაკავშირებით იყო რეალური. კოორდინირებული ძალისხმევა, რომლის, ჟარგონზე ვიტყვი, გაშიფვრაც ახლა მიმდინარეობს, თუ რა იდგა ამ ყველაფრის უკან, იყო რეალურ ფაქტებზე დამყარებული. კერძოდ, ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველოს სულ მცირე აგრესიულ, საომარ ვერბალურ პოლიტიკაში და პროცესში ჩართვა იყო მიზანი ამ კოორდინირებული ძალისხმევისა. რასაკვირველია, ამ ძალისხმევის მთავარი მიზანი გახლდათ, საქართველოში ამტყდარიყო ომი. ეს ასე ვერ მოხდა, ასე ვერ მოხდება, ვინაიდან ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც უნდათ, რომ ვიყოთ. სამწუხაროდ, ამ კოორდინირებულ ძალისხმევაში ჩართული აღმოჩნდა უკრაინული მხარე, ხოლო საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც უკრაინაშიც მყარად აქვს ფესვები გადგმული“, – განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები. "მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას", - განაცხადა არესტოვიჩმა. 17 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს. მანამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ აშშ-ს ელჩთან ჰიროსიმაში შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივა "სულ უფრო რეალური" ხდება. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება „ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს. 22 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს დღეს ვრცელი ინტერვიუ მისცა. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. ასევე წაიკითხეთ: თეა წულუკიანი: უკრაინაში დელეგაციის ვიზიტით ბევრი გაუგებრობა გაიფანტა რუსლან სტეფანჩუკი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა თეა წულუკიანი: ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამომდინარეობს პირველ რიგში ჩვენი ხალხის ინტერესიდან
თეა წულუკიანმა კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილი 3 ცხენი საცხენოსნო სპორტის ფედერაციას გადასცა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყების მიერ შეძენილი 3 ცხენი საცხენოსნო სპორტის ფედერაციას გადასცა. სამინისტროს ცნობით, ესენია ოლიმპიური სახეობისათვის (წინაღობათა გადალახვა) განკუთვნილი ცხენები. ორი ულაყი (იაბო), 5 და 10 წლის, და 7 წლის ფაშატი, რომლებიც ჰანოვერულისა და ჰოსტაინის ნაჯვარი ცხენებია, სამინისტრომ იტალიაში შეიძინა. ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით, სპორტის სამინისტრომ ცხენების შესაძენად 200 000 ევროს ოდენობის თანხა გამოჰყო. „ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, სპორტის სამინისტრომ ცხენოსნობის ფედერაციისათვის ცხენები შეიძინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სახელმწიფოს ცხენები არ შეუძენია, რის გამოც, ქართველ სპორტსმენებს სავარჯიშოდ ცხენების ქირაობა უწევდათ. თეა წულუკიანმა მიულოცა ფედერაციას შენაძენი და აღნიშნა, რომ სპორტის სამინისტრო ყოველთვის ხელს შეუწყობს სპორტულ ფედერაციებს მსგავსი პრობლემების გადაჭრაში. მან მადლობა გადაუხადა ცხენების იტალიიდან საქართველოში ტრანსპორტირებაში გაწეული დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს, საქართველოს ელჩს ბულგარეთის რესპუბლიკაში თამარ ლოლუაშვილს და საქართველოს ელჩს თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავას“, - ვკითხულობთ კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში. „ჩვენ გვყავს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავდა ცხენი. კიდევ უამრავი ფედერაციაა შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გარეშე. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნისთანავე, გასული წლის ზაფხულში ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები როგორც სამინისტროს სსიპებთან, ასევე სპორტულ ფედერაციებთან და როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ გამოწვევების შესახებ, დავიწყეთ მუშაობა პრობლემების გადაჭრაზე. “, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი: ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი წარმატებით შეივსო
"ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი წარმატებით შეივსო და ამ პროცესში უწყებებმა ტიტანური შრომა გასწიეს", - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. „ყველა უწყებამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესანიშნავი კოორდინაციისა და პრაქტიკულად, 24-საათიანი რეჟიმის ფარგლებში ვიმუშავეთ. მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამისთვის, ეს იყო მართლაც ტიტანური შრომა და კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც ყველაზე მოცულობითი და დარგობრივია, შესაბამისად ტექნიკური და ძნელად შესავსები იყო, წარმატებით შეივსო. ის დღეს გადაეცემა ევროკავშირს დადგენილ ვადაში და ვადის გასვლამდე ბევრად ადრე, ვინაიდან მთელი ვიზალიბერალიზაციის პროცესმა, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინარე პერიოდმა ჩაიარა ჩემ თვალწინ და მე მახსოვს, როგორ მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით უწყებები მაშინაც ჩვენი ერის სასიცოცხლო ინტერესებისთვის. კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მითუმეტეს, წევრის სტატუსის მინიჭება არის პოლიტიკური პროცესი და ამ პოლიტიკურ პროცესში წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევა ხანდახან რთული საქმეა ხოლმე. თუკი ეს იქნება, ასე ვთქვათ, შედარებით მარტივი, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საფუძვლიანი და ლეგიტიმური მოლოდინი, როგორც სახელმწიფოს და ქართველ ერს, რომ ევროპაში დავიკავოთ ის კუთვნილი ადგილი, რომელიც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვეკუთვნის. ამიტომაც იმედით ველოდებით შედეგს და იმედი მაქვს, რომ არ იქნება რაიმე უსაფუძვლო შეფერხება ამ გზაზე უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი: ველოდებით კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს - შემდეგ თვეში ვიხილავთ ევროკომისიის შეხედულებას და მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს
თეა წულუკიანი: ენის მოჩლექით საუბარი საჭირო არ არის, განაჩენი ამბობს, რომ ფაქტები, რომლის ჩადენასაც ნიკა გვარამიას პროკურატურა საყვედურობდა, დადასტურებულია
არ მგონია, რომ ნიკა გვარამიასთან საჭიროა ენის მოჩლექით საუბარი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია სისხლის სამართლის დანაშაული, მისჯილი აქვს სასჯელი. განაჩენი ამბობს, რომ ეს ფაქტები, რომლის ჩადენასაც გვარამიას საყვედურობდა პროკურატურა, დადასტურებულია და აღარ არის ვარაუდი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. "რუსთავი 2“-ის საქმეზე ამბობდნენ, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა გვარამიას არ ჰქონდათ მიტაცებული, დღეს ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას არ მიუტაცია „რუსთავი 2“ -ის კუთვნილი თანხები. რა თქმა უნდა ისინი ამას იტყვიან, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული. ეს დავა ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლოში, მე პირადად ვიყავი ამაში ჩართული. ფაქტები შეიძლება, ცოტა მეტად და კარგად ვიცოდე. შემდეგ, უკვე ჩვენ „რუსთავი 2“-ის დაბრუნება საჯარო რეესტრში განვახორციელეთ კანონიერი მესაკუთრისთვის, დღეს ვისმენთ, რომ არაფერი მომხდარა, მაგრამ ფაქტები არის ძალიან მძიმე“, – განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა. 18 მაინსს, მედიამენეჯერები ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს შეხვდნენ. დღესვე იგეგმება სოლიდარობის აქცია. ასევე წაიკითხეთ: ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ გვარამიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი - ამერიკის საელჩო
თეა წულუკიანი ევროკავშირის წევრობაზე: ჩვენ ამ სტატუსს მივიღებთ, რასაკვირველია, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად
დიდი იმედი მაქვს ევროკავშირის მმართველების, რომ უერთგულებენ ფუძემდებელი მამების ღირებულებებს და საქართველოს მიანიჭებენ იმას, რაც ისტორიულად და სამართლიანად ეკუთვნის. ჩვენ ამ სტატუსს მივიღებთ, რასაკვირველია მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. „იმედი მაქვს, რომ ისინი უერთგულებენ ფუძემდებელი მამების იდეოლოგიას, იდეებსა და ღირებულებებს, რომლებმაც ჯერ ევროსაბჭო შექმნეს და დააფუძნეს, შემდეგ უკვე პრაქტიკულად ევროსაბჭოს ბაზიდან წამოვიდა ევროკავშირი, იქნება ეს დროშა თუ სხვა ატრიბუტიკა. იმედი მაქვს, აი, მათი ერთგული იქნება ევროპელი მმართველების ამჟამინდელი თაობა და საქართველოს მიანიჭებენ იმას, რაც მას ისტორიულად და სამართლიანად ეკუთვნის. ეს ისტორიული სამართლიანობა არ მოიცავს მხოლოდ წარსულს, არის დაფუძნებული აწმყოზეც. ჩვენ ამ სტატუსს მივიღებთ, რასაკვირველია მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. აი ეს არის ჩემი მოლოდინი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. უკრაინამ შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც 8 აპრილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გადასცა, 17 აპრილს, დააბრუნა. კითხვარის მეორე ნაწილი უკრაინამ 9 მაისს დააბრუნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა.
თეა წულუკიანი: იან კელიმ საქართველოდან წასვლის შემდეგ, დიპლომატის კარიერა ვეღარ გააგრძელა და ხელმოცარულად დარჩა
ბატონმა იან კელიმ კი, ელჩობისას, ისეთი არაპროფესიონალიზმი აჩვენა, რომ საქართველოდან წასვლის შემდეგ, დიპლომატის კარიერა ვეღარ გააგრძელა და ხელმოცარულად დარჩა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი წერს. თეა წულუკიანის თქმით, იან კელის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის წიაღში წარმოქმნილი პოლიტიკური დაჯგუფებების სიყვარული თან გაჰყვა. „ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორ „უყვარს“ იან კელის ჩვენი ქვეყანა. პოლიტიკური ოპოზიციის მიერ მართულ ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე, ბატონ იან კელის განუცხადებია, თეა წულუკიანის მხრიდან, ცრუ ბრალდებაა, თითქოსდა მე საქართველო არ მიყვარსო.სასიამოვნოდ ხვდება გულს ამგვარი თავის მართლება. მინდა, მჯეროდეს კიდეც, რომ მას უყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. როგორც ბატონი იან კელი ინტერვიუში აღნიშნავს, საქართველოში მისი ელჩობისას, ჩვენ მართლაც გვქონდა მჭიდრო ურთიერთობა. თუმცა, ამ ურთიერთობას ვერც მეგობრულს დავარქმევ და ვერც სასიამოვნოს. ეს გახლდათ აზრთა გარკვეული მიმოცვლა ამა თუ იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმის გარშემო, იმხანად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჩემი ხელმძღვანელობით რომ ატარებდა. პირველად სწორედ იმჟამინდელი ურთიერთობისას გამიჩნდა აზრი, რომ ბატონ იან კელის არაფერი ეცხო იმ ამერიკელებისა, საქართველოს დიდი და გულმხურვალე გულშემატკივრები რომ იყვნენ და დღესაც არიან. ქვეყნის გულშემატკივარი რომ იყო, მისი ხალხის ტკივილის გაგება უნდა გსურდეს და ამისთვის, ოდნავი სიყვარული მაინცაა საჭირო. საქართველოში მოვლენილი ეს აწ უკვე ყოფილი დიპლომატი კი ყოველთვის და განუხრელად უჭერდა მხარს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა ქმედებანი ხალხის ნების წინააღმდეგ იყო მიმართული. ბატონი იან კელი ღიად ემხრობოდა და დღესაც მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას (2003-2012 წწ.), მოსამართლეს გენერალური პროკურორის დანამატად მიიჩნევდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ პატიმრებს, ასეულობით არასრულწლოვან ბავშვს, მათ შორის გოგონებს, მრავალი წლით უშვებდნენ ციხეში, ატერორებდნენ ბიზნესს და, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის ნაცვლად, ქმნიდნენ აღმშენებლობის „ფეიკს“, საკუთარ თავზე ირგებდნენ კონსტიტუციას და ამკვიდრებდნენ ე.წ. „კეთილი ბიძიების“ ინსტიტუტს, რაც ციხისგან თავისუფლების სანაცვლოდ, სახელმწიფოსათვის საკუთარი უძრავ-მოძრავი ქონების „ჩუქებას“ ნიშნავდა. ბატონი იან კელი, როგორც ელჩი, ასეთი პოლიტიკურ ძალების („ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დაშლის შემდეგ წარმოქმნილი დაჯგუფებები) დამცველად გვევლინებოდა. ამით, ის აქტიურად იყო ჩართული ქართულ პოლიტიკაში და გავლენას ახდენდა ქართველი ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის წიაღში წარმოქმნილი პოლიტიკური დაჯგუფებების სიყვარული საქართველოდან თან გაჰყვა ბატონ იან კელის და მისი ცხოვრების მეგზურად იქცა. ყოფილი ელჩი ხშირად თავს გვახსენებს და კვლავაც განაგრძობს „პოლიტიკურად თავისიანების“ მხარდაჭერას. თავი კიდეც რომ დავანებოთ იმას, რომ ელჩს მიუკერძოებლობის დაცვა ევალება და შიდა საქმეებში მისი ჩარევა ქვეყნის სიყვარულად ვერ მოინათლება, ბატონ იან კელის არასოდეს უცდია, დაემახსოვრებინა, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ის დღემდე ჰყვარობს და თავგამოდებით იცავს, ჩვენი ქვეყნის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველთმოძულეებს უწოდებს. მაშასადამე, თუ დავიჯერებთ, რასაც ბატონი იან კელი თავის ინტერვიუში ამბობს, გამოდის, რომ მას უყვარს საქართველო და, იმავდროულად, მხარს უჭერს იმ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც თვითონ არ გამოირჩეოდა საკუთარი ქვეყნის სიყვარულით, მეტიც: ხელისუფლებაში ყოფნისას, ულმობლად „ჩარეცხავდა“ ხოლმე ყველაფერს, რასაც ისტორიული, ტრადიციული და ქართული ერქვა. საზოგადოებას კარგად ახსოვს ელჩი იან კელის კრიტიკაც, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, საქართველოს პარლამენტის თაოსნობით, სააკაშვილის მიერ დამახინჯებული და საკუთარ თავზე მორგებული კონსტიტუცია ევროპული სტანდარტის დოკუმენტით ჩაანაცვლა. იმის ნაცვლად, რომ კონსტიტუციის ძირეული ცვლილების ურთულესი პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულება საქართველოს მოსიყვარულე ბატონ იან კელის გახარებოდა (ან არ გახარებოდა, მაგრამ დუმილი აერჩია), მან საჯაროდ დაიწყო როგორც რეფორმის პროცესის, ისე მისი შედეგის დაკნინება, რითაც, როგორც მახსენდება, ჩვენსავე პოლიტიკურ გუნდში შფოთი და გაუგებრობა დათესა. ახლაც, თავის ინტერვიუში, ბატონი იან კელი ითხოვს, რომ დასაჯონ საქართველო (რომელიც უყვარს), ვინაიდან მისმა მთავრობამ საკუთარი ქცევის წესად არ აქცია ოპოზიციასთან გაფორმებული პოლიტიკური შეთანხმების ტექსტი. მე კი მგონია, რომ ბატონი იანი იმიტომაც სცემს უფრო მეტ პატივს „პოლიტიკურ ქაღალდს“, ვიდრე საქართველოს კონსტიტუციას, რომ მას ეს „ქაღალდი“ კვლავ იმ ძალების გასაცოცხლებლად და მხარდასაჭერად სჭირდება, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან საკუთარი ნებითა და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით რომ მოიცილა. თავის ინტერვიუში, ბატონი იან კელი ტაშს უკრავს მისი პოლიტიკური მეგობრის ნიკა გვარამიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამომტანი მოსამართლის დისკრიმინაციას და აცხადებს, ჩემი ქვეყნის გადასახადის გადამხდელს არ ესიამოვნება ასეთი მოსამართლის ტრენინგის დაფინანსებაო. ქართველებს ხომ, რას ბრძანებთ, სიამოვნების ჟრუანტელი მოგვგვარა ჩვენი ქვეყნის მოსამართლის დაკნინების თქვენეულმა მცდელობამ, ბატონო იან!... მაგრამ მე არ მიკვირს. არ მიკვირს, რადგანაც 2013-2018 წლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს ძირეული რეფორმის სამი ფუნდამენტური ტალღისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ინიციატორი გახლდათ და ბატონმა იანმა ისე ჩაამთავრა ელჩობა, რომ მის კმაყოფილებასა და სიხარულს ვერ ვეღირსე. არადა, ეს რეფორმები ხომ იმ ქვეყანას დარჩა სასიკეთოდ, ასე რომ ჰყვარებია, თურმე. ქართველებს გვიყვარს უცხოელებისთვის ანგარიშის გაწევა და ამით თავსაც ვიწონებთ, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. შეიძლება, ყური დაუგდო წარმატებულ ადამიანს, ნამდვილ პროფესიონალს. ბატონმა იან კელიმ კი, ელჩობისას, ისეთი არაპროფესიონალიზმი აჩვენა, რომ საქართველოდან წასვლის შემდეგ, დიპლომატის კარიერა ვეღარ გააგრძელა და ხელმოცარულად დარჩა. ინტერვიუში, თავადვე ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატი თავისი ქვეყნის მთავრობის კრიტიკით იყო დაკავებული. ყოველივე ეს კი იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის ტრადიციული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აეყვანა. ბატონი იან კელი ახლა ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასწავლის და იმდენი დრო კი აქვს, რომ საქართველოს და მის ხალხს ხან ერთ თემაზე დაარიგოს სოციალურ ქსელში ჭკუა და ხან - მეორეზე. მას ყველაფერზე აქვს თავისი „კომპეტენტური“ აზრი და, ალბათ, შორს არა ვართ იმ დროისგან, როცა ტვიტერით „განდაგანას“ ილეთებსაც აგვიხსნის. არც ეს მიკვირს, რადგან როდესაც შენს კარიერაში საქართველოში ელჩობა ფიასკო იყო, მერე რაღაც უხილავი ძალა ისევ წარუმატებლობის ადგილისაკენ გექაჩება და დაშვებული შეცდომების გამოსწორების ცრუ იმედს გაძლევს. სამწუხაროდ, მისი ეს მცდელობები ახალ-ახალი ფიასკოა და უკვე გამაღიზიანებელიც მკითხველისა თუ მსმენელისათვის. თორემ, სხვა მხრივ, ჩვენს საქმეში ანგარიშგასაწევი როგორ იქნება კაცი, რომელიც თავისსავე საქმეში ერთი ხელმოცარული ვინმეა?! ანგარიში როგორ გავუწიოთ კაცს, რომელიც გამოდის და უსამართლოდ გვსაყვედურობს, გვერდში რატომ არ უდგახართ უკრაინას, როცა მასზე მხეცური თავდასხმააო! ამბობს ამას და არ აზუსტებს, თუ მეტი რაღა უნდა გავაკეთოთ. ბატონო იან, რა უნდა გავაკეთოთ კიდევ მეტი? მე კი ვხვდები, რისი თქმაც გსურთ, მაგრამ ნუ გერიდებათ, გვითხარით! არასოდეს გერიდებოდათ რიხით საუბარი და ახლაც გვითხარით, რომ თქვენ უფრო მეტი ჟინი გექნებოდათ, „გეტვიტათ“ და „გეპოსტათ“, თუ ამ პატარა საქართველოში იქნებოდა ცეცხლი და ომი და რომ სწორედ ესაა თქვენთვის უკრაინის „გვერდში დგომა“. ჩვენ, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, მრავალ განსაცდელს გამოვლილი ჩვენი ხალხი ამისთვის აღარ გვემეტება და თუ ეს ჩვენს მაგივრად გსურთ, გვითხარით! სხვაგვარად გაუგებარია, რა უნდა გააკეთოს პატარა საქართველომ იმაზე მეტი უკრაინისთვის, ვიდრე აკეთებს. ყველაზე წინ ვართ უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის ოდენობით, გულითადად ვიღებთ უკრაინელ ქალებსა და ბავშვებს, ვხსნით უკრაინულ სკოლებს, ვაწყობთ სოლიდარობისა და საქველმოქმედო ღონისძიებებს, აქტიურად ვართ ჩართული ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ პროცესებში - როგორც უკრაინის, ასევე, ჩვენივე ოკუპირებული ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად... და ბოლოს, სამართლიანობა მოითხოვს, აუცილებლად აღვნიშნო ის, რასაც ელჩი კელი საუკეთესოდ აკეთებდა საქართველოში: ის მუდამ გვეუბნებოდა, დიდი ინტერესით გაკვირდებითო. მაგრამ კარგი ელჩობისთვის, ეს არ კმარა. საბედნიეროდ, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, მრავალჯერ გვქონია ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ელჩებთან ურთიერთობის პატივი და სიამოვნება“ - წერს თეა წულუკიანი Facebook-ზე.
თეა წულუკიანი: დღეიდან გელათის სახურავის ახალ პროექტზე მუშაობას ვიწყებთ
დღეიდან ვიწყებთ მუშაობას გელათის სახურავის ახალ პროექტზე, ადგილზე მონიტორინგი გრძელდება, - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათის სამონასტრო კომპლექსში პრესკონფერენცია გამართა. „დასავლეთ მკლავის გადახურვა, ჭიქური კრამიტის გადახურვის ნაწილი მოიხსნა. შესაბამისად, ნესტის აორთქლების პროცესი დაწყებულია. ნესტის სრულად აორთქლებასა და გამოშრობას დრო დასჭირდება – დღეიდან შემოდგომამდე პერიოდი. სახურავის გახსნის წყალობით, ვნახეთ, რა ხარვეზებია ადგილზე. გრძელდება 24-საათიანი მონიტორინგი. ასევე, დღეიდან ვიწყებთ მუშაობას გელათის სახურავის ახალ პროექტზე“, – განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, ტაძარში დროებითი გადახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ადგილზე მიმდინარე წლის 13 მაისიდან დაიწყო. ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებითი გადახურვის მოწყობა UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგირომეტრიული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა. ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორთქლებლად. დღეისათვის, აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან მიმდინარეობს, რაც აფერხებს ტაძრის დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს და ამით საფრთხეს უქმნის კედლის მხატვრობას. კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და პროფესორ უგო ტონიეტის მკაფიო რეკომენდაციით, აორთქლების პროცესში, დასავლეთ მკლავის მეტეოროლოგიური პირობებისგან (წვიმა) დაცვის მიზნით, საჭიროა მოეწყოს ახალი დროებითი გადახურვა, რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებული იქნება“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში. ასევე წაიკითხეთ: გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე ახალი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს UNESCO-ს ექსპერტები გაუწევენ ზედამხედველობას
თეა წულუკიანი: პრეზიდენტს აქვს სიმბოლური ფუნქცია, მთავარია, სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს სიმბოლური როლი
კონსტიტუციით, საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკაზე, ხოლო პრეზიდენტს აქვს სიმბოლური ფუნქცია, მთავარია, სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს სიმბოლური როლი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. „სიმბოლური ფუნქცია არ ნიშნავს ფუნქციის უქონლობას. სწორედ სიმბოლოები არის ხოლმე ჩვენი ერის ცხოვრებაში ხშირად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი, მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო, რას ნიშნავს გქონდეს სიმბოლური როლი და რას ნიშნავს იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში იმისთვის, რომ მოიპოვო ქართველი ერის ნდობა. ქართველი ერის ნდობის მოპოვება არ არის ადვილი. ამას სჭირდება შრომა და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმაც ბევრი უნდა იშრომოს იმისთვის, როგორც ჩვენ, რომ გვქონდეს და რაც მთავარია შევინარჩუნოთ ეს ნდობა. რას აკეთებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ ეს ნდობა შეინარჩუნოს – ეს ქვეყანა მიჰყავს ევროპულ გზაზე და ინარჩუნებს ძალიან დიდი სირთულის ფასად მშვიდობას და სტაბილურობას ამ ქვეყანაში, რაც მერწმუნეთ ადვილი არ არის. ჩვენ ბოლო წლებია, რამდენიმე ფუნდამენტური რეფორმა გაგვიტარებია და მე ეს ძალიან კარგად ვიცი, ჩემი იუსტიციის მინისტრობიდან, თუ არ ჩავთვლით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, ჩვენ იმხელა მასშტაბური და ფუნდამენტური რეფორმები გავატარეთ ყველა მიმართულებით, რომ პრაქტიკულად არცერთი საბჭოთა კანონი ამ ერთი კოდექსის გარდა, ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ჩვენ ქულებისა და პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით ვხედავთ, რომ იმ სამ ქვეყანას შორის, რომლებზეც ახლა არის ბრიუსელში საუბარი, ჩვენი ქვეყანა ანუ ხალხი, თქვენ ხართ სხვა ხალხებზე წინ და ეს თუ არ გიხარიათ ზოგიერთ ჟურნალისტს, ეს თქვენი პრობლემაა. ველით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი. თუ ის მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს“, – განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, მაშინ ის ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა?! პრეზიდენტი: ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა უარი მივიღე - თურმე, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა
თეა წულუკიანი: სიქსტის კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის გუნდი გამართავს კონცერტს; 29 ივნისს კი, როდესაც თავად პაპი აღავლენს საზეიმო მესას, შესრულდება ილია მეორეს „ავე მარია“. ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში
26 ივნისს სიქსტის კაპელაში, სადაც უცხოელებს ძალიან იშვიათად უმღერიათ ან კონცერტი გაუმართავთ, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით 40 მომღერალი-მგალობელი სამების საკათედრო ტაძრის გუნდიდან, მთელი შემადგენლობით, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, გამართავს კონცერტს, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს არაერთი წლის სურვილი და გეგმა იყო. „ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ქართველი იმღერებს სიქსტის კაპელაში. მეტიც, 29 ივნისს, როდესაც თავად პაპი აღავლენს საზეიმო მესას წმინდა პეტრესა და პავლეს დღესასწაულზე, წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც უამრავი მომლოცველი იქნება, საერთაშორისო დელეგაციები, პატრიარქის დაფუძნებული სამების გუნდი მესის დასრულების შემდეგ (მესაში, ჩვენი რწმენიდან გამომდინარე, რა საკვირველია არ ვმონაწილეობთ), რომელსაც თვით პაპი აღავლენს, შეასრულებენ ილია მეორეს „ავე მარია“ და სავარაუდოდ, როგორც ბატონი სვიმონ ჯანგულაშვილისგან ვიცით, „შენ ხარ ვენახიც“. როგორც სიქსტის კაპელაში გამართული კონცერტი, ასევე საზეიმო მესა გადაიცემა კათოლიკურ სამყაროში პირდაპირი ეთერით. ეს არის ისტორიული მოვლენა და, ვფიქრობ, არავინ გვიწყენს, თუ ვიტყვი, რომ ყველა ის თემა, რასაც შეიძლება განვიხილავდეთ, არის უფრო პატარა, ვიდრე ის, რასაც ახლა ველოდებით დიდი სიხარულით“, - განაცხადა წულუკიანმა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც პატრიარქის ამ სურვილის ასრულებაში შეიტანა წვლილი.
თეა წულუკიანი პრეზიდენტის განცხადებაზე: შეიძლება ითქვას, რომ მან ესროლა მთავრობას და სინამდვილეში, ტყვია ქვეყანას მოხვდა
ეს ნახევარსაათიანი ბრიფინგი იყო ეთერი, რომელსაც რამდენჯერმე ვუსმინე. არც კი ვიცი საიდან შეიძლება დაიწყო ამ ბრიფინგის შეფასება, იმდენად ბევრი უსამართლობა, ბევრი ფაქტობრივი შეცდომა იყო. შეიძლება ითქვას, რომ მან ესროლა მთავრობას და სინამდვილეში, ტყვია ქვეყანას მოხვდა, - ასე შეაფასა თეა წულუკიანმა პრეზიდენტის ბოლო განცხადება გადაცემაში „იმედი LIVE“. ვიცე-პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი მთავრობის დაკნინებას ემსახურებოდა. სალომე ზურაბიშვილი: იზოლაციის საფრთხე ჩნდება, არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს, ვინც ბოლომდე ჩვენს პოზიციას გაიზიარებს პრეზიდენტი: მივმართავ ხელისუფლებას, ანტიევროპული რიტორიკისგან თავი შეიკავოს. მივმართავ ოპოზიციას, შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში პრეზიდენტი: ფარდა რომ ჩვენზე ნელ-ნელა უკვე ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს „არ მოგვეწონა, რომ მან ძალიან ბევრი უსამართლო დარტყმა განახორციელა მთავრობაზე, მაშინ, როდესაც შეგვახსენა ტრადიციები. თუ ტრადიციებზე მიდგა საქმე, მე ასეთი ქართული ტრადიცია ვიცი, რომ წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო. სულ სხვა რამეს მოველოდი წინ მყოფი კაცისგან, რომ მისი შვილის ასაკის მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრისთვის ხიდი ყოფილიყო. პირიქით, მოტრიალდა და გვესროლა. მაგრამ ეს ტყვია ჩვენ არ მოგვხვდა, იმიტომ, რომ არ გვეკუთვნის. ის მოხვდა იმ საქმეს, რომლისთვისაც [პრეზიდენტი] ჩვენს გაერთიანებას ცდილობდა, ანუ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ამით [პრეზიდენტი] პირდაპირ დაჯდა ოპოზიციის დესტრუქციულ ნარატივზე, ჩემდა სამწუხაროდ. მისი ყველა სიტყვა, მისდა უნებურად, მინდა ამის მჯეროდეს, მიმართული იყო იქითკენ, რომ როგორმე მთავრობა, ანუ ამ შემთხვევაში ქვეყანა, არ იყოს წარმატებული ამ გზაზე. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ არის სასიხარულო“, - განაცხადა წულუკიანმა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს ბრიფინგზე საზოგადოებას 16 ივნისს აქციზე მისვლა და ევროპული ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდა.
თეა წულუკიანი: 20 ივნისის აქცია ღიმილის მომგვრელია
აქცია, რომელსაც მიზნად აქვს დასახული ხელისუფლების შერყევა, დესტაბილიზაციის გამოწვევა და იმის ძახილი, თურმე არც თუ ისე ევროპული მთავრობა მართავს ქვეყანას, არის ღიმილის მომგვრელი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც 20 ივნისისთვის დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლის გარეშეც იცის, რომ მათი ადგილი არის იმ ევროპაში, რომელიც ნამდვილ ღირებულებებზეა დაფუძნებული. „ქართველმა ხალხმა ქუჩაში გასვლის გარეშეც იცის, სად არის მისი ადგილი. მისი ადგილი არის იმ ევროპაში, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ღირებულებებზე, რადგან მსოფლიოში ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ ვართ ხალხი, ვინც ვინარჩუნებთ ჩვენს კულტურას და ვახერხებთ, რომ ვიდგეთ ნამდვილ ღირებულებებზე. დღევანდელი დღეც სწორედ ამას ემსახურება, ვაძლიერებთ ანსამბლებს, რომლებიც არიან ერთ-ერთი აქტორები ამ გზაზე, რათა გლობალიზაციაში შევინარჩუნოთ კულტურა, ენა. ეს არის ევროპა – მრავალფეროვნება ერთ ორგანიზაციაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი: გუშინდელ აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიილტვიან იქითკენ, რასაც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ჰქვია
გუშინდელი აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლაც გულწრფელად მიილტვიან და მიისწრაფიან იქითკენ, რისკენაც მივისწრაფვით ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო, ეს გახლავთ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა და სრულფასოვანი გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ბექა დავითულიანი: აქციაზე “ოცნების” ამომრჩევლებიც იყვნენ „ჩვენ მაინც გვწამს, რომ საქართველოს რასაკვირველია, ეკუთვნოდა მეტი, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცამ შეიძლება, იკითხოს – ასეთი ოპოზიციის ფარგლებში რანაირად შეიძლება ჩვენ გვინდოდეს მეტი, რადგან ეს ყველაფერია ოპოზიციის გარდა. ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო რასაკვირველია, იმსახურებდა მეტს, მაგრამ მივიღეთ მაინც კარგი შედეგი. გუშინდელი აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლაც გულწრფელად მიილტვიან და მიისწრაფიან იქითკენ, რისკენაც მივისწრაფვით ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო, ეს გახლავთ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა და სრულფასოვანი გაერთიანება. მე ვიყავი იმის მოწმე, როდესაც ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და მოლაპარაკებების რამდენიმე უმძიმესი რაუნდიდასჭირდა, რომ ასოცირების შეთანხმების ტექსტში საქართველოს შესახებ ჩაწერილიყო შემდეგი ორი სიტყვა, ევროპული სახელმწიფო", - განაცხადა წულუკიანმა. თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმში და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
თეა წულუკიანი: ბაჩო ახალაიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხია
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ბაჩო ახალაიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხია. „ახალაიას საქმეზე გამოსული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხია. მორიგი მტკიცებულება, რომ ისინი საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე ვერასოდეს დაამტკიცებენ, რაც არ არის სიმართლე. კერძოდ, იმას, თითქოს პოლიტიკური ნიშნით დევნილი არიან და არასდროს არაფერი ჩაუდენიათ. ეს ვერდიქტი ამ შემთხვევაში, მორიგჯერ ადასტურებს, როგორც ეს იყო ვანო მერაბიშვილის და სხვების შემთხვევაში, რომ ჩვენ წლების განმავლობაში გვმართავდა კრიმინალური რეჟიმი. ამ კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებმა, ზოგიერთმა მოიხადა სასჯელი, ზოგი კვლავ იხდის სასჯელს და რასაკვირველია, სასჯელის მოხდა არის ელემენტარული რამ, რაც შეიძლება, ამ ადამიანებმა საკუთარი ქვეყნის წინაშე გააკეთონ. ქვეყნის წინაშე, რომელსაც ძალიან ბევრი რამ დაუშავეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფირმაციით, სტრასბურგის სასამართლომ ბაჩო ახალაიას საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.
თეა წულუკიანი: მმართველი გუნდის წევრებს შეურაცხყოფის ატანა მუდმივად უწევთ
"მმართველი გუნდის წევრებს მუდმივად უწევთ შეურაცხყოფის ატანა", - ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანი აშშ-ის საელჩოში დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და "TV პირველის" დირექტორ ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტებთან კომენტარში. "ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ვართ მუდმივი თავდასხმის, შეურაცხყოფის ქვეშ. აქამდე ეს იყო ვერბალური, ახლა უკვე გადაზრდილი ფიზიკურ თავდასხმასა და შეურაცხყოფაში. მოთმინებით ვართ 10 წელია დაკავებული და არის ხანდახან, ადამიანი ხარ, ვერ მოითმინო. თუმცა, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად სახელმწიფო დონეზე, ინდივიდუალურ დონეზე, იმიტომ რომ ისინი, ვინაიდან არიან ჩიხში მომწყვდეულები, ყველაფერზე წავლენ", - თქვა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, "TV პირველის" დირექტორი ვატო წერეთელი ამბობს, რომ გუშინ, 30 ივნისს, აშშ-ის საელჩოს ეზოში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას ხელი დაარტყა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
თეა წულუკიანი: ზოგიერთი ოპონენტს ევროპა საერთოდ არ სურს
პუნქტების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა გვესმის ზოგიერთი ოპონენტის უარი მონაწილეობაზე, პასუხი ალბათ არის ერთადერთი, რომ მათ საერთოდ არ სურთ ევროპა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა „ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და შესაბამისად, ვალდებული ვართ, გვქონდეს გეგმა, ხედვა და ჩვენ გუშინ გეგმაც წარვადგინეთ და ხედვაც. პუნქტების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთი ოპონენტი უარს აცხადებს მონაწილეობაზე. კითხვა თუ ისმის, ასე რატომ აკეთებენ, პასუხი ალბათ არის ერთადერთი, რომ მათ საერთოდ არც სურთ ევროპა და სურთ უბრალოდ ხელისუფლების უკანონო გზით ჩამოცილება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი ეწვია
გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი ეწვია. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, ისინი ქართველ სპეციალისტებთან ერთად სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად, კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ყველა საჭირო სამუშაოს ჩაატარებენ. შესაბამისად, ამ ნაწილში განთავსებული მხატვრობა ზამთრის სეზონს დაცულ მდგომარეობაში შეხვდება. მათი ინფორმაციით, იტალიელ ექსპერტებთან ერთად გელათში იმყოფებოდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი. „აღსანიშნავია, რომ იტალიელ სპეციალისტთა მოცემული ჯგუფი კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათში 13 თვის წინ ჩამოვიდა და ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავის ყველაზე დაზიანებული მხატვრობა ჩამოცვენას გადაარჩინა. მათ შორის იყო მაცხოვრის სახეც. სასიხარულოა, რომ მხატვრობის ეს ნაწილი დღესაც უცვლელად არის შენარჩუნებული, რაც გამოყენებული მეთოდის სისწორეზე მეტყველებს. დადასტურებულია, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლა ასევე სრულად შეჩერებულია. თუმცა, გამომარილება გრძელდება. შესაბამისად გრძელდება სპეციალისტების მიერ 24 საათიან რეჟიმში კედლის მხატვრობის მონიტორინგი და მარილების მოშორება. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით, ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა 2008 წელს. როგორც პროექტი, ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის მოხერხდა. 2021 წლის მარტიდან, ახალშექმნილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრის მიმართულებით. კერძოდ, სამინისტროს ძალისხმევით, 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა რამდენიმე მისია განხორციელდა. UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში მიმდინარე წლის 23-30 ივნისის პერიოდში შედგა. ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები მარიო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი და ძეგლის გადახურვის სპეციალისტები პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი) ადგილზე შეისწავლა გელათში შექმნილი მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში კულტურის სამინისტროს წარუდგინა საექსპერტო დასკვნა. დასკვნაში დეტალურად იყო შეფასებული გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა და მოცემული იყო კონკრეტული რეკომენდაციები. ამის შემდეგ, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს 2021 წლის სექტემბერში ვინჩენცო ჩენტანი და ნოემბერში მარიო პულიერი ეწვია. 2021 წლის ნოემბერში კი, კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათს ცნობილი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი სტუმრობდა და მან ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა. სწორედ ამ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები. აღსანიშნავია, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ მიმდინარე წლის 25 მარტს შეითანხმა ლითონის ახალი დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც პროფესორ უგო ტონიეტის პირადი ზედამხედველობით შეიქმნა. მიმდინარე წლის 13 მაისიდან დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებითი გადახურვის მოწყობა UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგირომეტრიული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა. ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, აუცილებელი გახდა ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორთქლებლად. კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და პროფესორ უგო ტონიეტის მკაფიო რეკომენდაციით, აორთქლების პროცესში, დასავლეთ მკლავის მეტეოროლოგიური პირობებისგან (წვიმა) დაცვის მიზნით, მოეწყო ახალი დროებითი გადახურვა, რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებულია. გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე (ძირითადი ტაძარი) ახალი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესზე ზედამხედველობის მიზნით, UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტები, ძეგლის გადახურვის სპეციალისტები - პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, საგანგებოდ, სამინისტროს მოწვევით, გელათში მიმდინარე წლის მაისის თვის დასასრულს ეწვივნენ. ამასთან, ადგილზე მუშაობდა UNESCO-ს ექსპერტების კიდევ ერთი ჯგუფი კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და კედლის მხატვრობის სპეციალისტის მარიო პულიერის შემადგენლობით. ორივე მათგანი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე აკვირდებოდა. კერძოდ, ალესანდრო მასარი ტაძარში ტენიანობის მონიტორინგზეა პასუხისმგებელი, ხოლო მარიო პულიერი კედლის მხატვრობის მდგომარეობას უწევდა მონიტორინგს. ამჟამად გელათში ჩამოსული ჯგუფის მიერ განსახორციელებელი სამუშაოების ზედამხედველობას კვლავ იგივე პროფესიონალები გაუწევენ“, - აღნიშნულია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა. კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი ლიტერატურული კონკურსი, რომელიც ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება და ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება, ყოველწლიურად, ივლისის თვეში გამოცხადდება და მისი ძირითადი მიზანია ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისება. ამასთან, ერთი ნომინაცია შეეხება როგორც ქალ, ისე მამაკაც ავტორებს და გაიცემა ნაწარმოებისთვის, რომელიც ქალის თემას ეძღვნება. „კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. კონკურსის ფარგლებში განიხილება კონკურსის გამოცხადების წინა წელს წიგნად გამოცემული თანამედროვე ქალი ავტორის/ების ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები. კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: • ქალი პროზაიკოსი – საუკეთესო პროზაული კრებულისთვის; • ქალი პოეტი – საუკეთესო პოეტური კრებულისთვის; • ქალი მთარგმნელი – საუკეთესო თარგმანისთვის; • ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით); კონკურსის გამარჯვებულს ასევე გადაეცემა სიგელი. ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, პრემია გაიცემა თითოეული ნომინაციისთვის. პირობების თანახმად, კონკურსანტი უფლებამოსილია, საკონკურსო განაცხადი წარმოადგინოს სხვადასხვა ნომინაციაში, თუმცა, ერთ ნომინაციაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი ნაწარმოების/კრებულის წარდგენა. კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენისა და მინისტრისთვის დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით, მინისტრის მიერ ყოველწლიურად შეიქმნება ლიტერატურის სფეროს აღიარებული სპეციალისტებისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია, ხუთი წევრის შემადგენლობით. წლევანდელი კონკურსის ფარგლებში, განაცხადები მიიღება 2022 წლის 20 ივლისიდან 22 აგვისტოს 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4, მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით ტელეფონის ნომერზე 032 2 022229, ან მობ: 599 877 816. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბერში. საკონკურსო პირობები და დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.
თეა წულუკიანის მოადგილე სოსო გიორგაძემ თანამდებობა დატოვა
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას კულტურის სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სოსო გიორგაძე სხვა უწყებაში განაგრძობს მუშაობას. სოსო გიორგაძე წულუკიანის მოადგილე მისი იუსტიციის მინისტრობის დროსაც იყო. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში იგი 2013 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, შემდგომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. 2019 წლის ივნისიდან 2020 წლამდე, მინისტრის მოადგილის პოსტის დაკავებამდე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს, 22 ივლისს, ახალი მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი წარადგინა.
თეა წულუკიანი: ვინმე თუ დააპირებთ პრეზიდენტობას, ჯერ წაიკითხეთ კონსტიტუცია - რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით, კონსტიტუციური კომპლექსი ყველას აქვს
"რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით, ყველას აქვს კონსტიტუციური კომპლექსი - დასანანია, რომ ჯერ არ შეგვხვედრია საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც გაუგო საპარლამენტო მოდელს", – ასე გამოეხმაურა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეხება. წულუკიანის თქმით, ზურაბიშვილმა გუშინ აღიარა, რომ კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს სცდება. „გუშინ პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა საკონსტიტუციო პროცესებზე, კონსტიტუციაზე. შეგვახსენა, რომ თურმე არსებობს საქართველოს კონსტიტუციაში მესამოცდამეთორმეტე მუხლი, ასეთი მუხლი საქართველოს კონსტიტუციას არ აქვს. საქართველოს კონსტიტუციას აქვს 78-ე მუხლი და სახელმწიფო ენაზე ეს სწორად ასე გამოითქმის და არა სხვანაირად. მან ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ ესა თუ ის დავა, რომელსაც შეიძლება, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მიიჩნევდეს დასაბუთებულად, მას მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ ასეთი საკონსტიტუციო სარჩელები არის დაუსაბუთებელი. თუმცა, ამავე ინტერვიუში და ალბათ საჭიროა, მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს, თქვა ის, რაც მას ძალიან შეასუსტებს დავისას. რეალურად, მეორე მხარეს მისცა არგუმენტები. გაამართლა ის, რასაც ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, რასთანაც საქმე გვქონდა. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და უარს ამბობს ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე, თუ მას მიაჩნია, რომ ესა თუ ის ელჩი არის წარუმატებელი. ეს არ არის მისი ფუნქცია. კონსტიტუცია ამას არ არეგულირებს სხვანაირად“, – განაცხადა წულუკიანმა "პირველ არხთან". ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა. „მე შევასრულე 78-ე მუხილი კონსტიტუციის, რომელიც მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო რაც ჩემს შესაძლებლობაშია. სხვათა შორის, ამ მუხლს საპარლამენტო უმრავლესობიდან ბევრი თავისი გამოსვლით არღვევს", - განაცხადა ზურაბიშვილმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მგონი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ელჩებს პრეზიდენტი: 37 ელჩიდან 36-ის დანიშვნაზე ხელი მოვაწერე, ერთადერთია გაეროში დავით ბაქრაძე - 5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია
თეა წულუკიანი: ათვალწუნებული მხოლოდ იმის გამო ვართ, რომ სტაბილურობას ვინარჩუნებთ
ათვალწუნებული ვართ მხოლოდ იმის გამო, რომ ვინარჩუნებთ სტაბილურობას, ვიბრძვით დეოკუპაციისა და თავისუფლებისთვის შეძლებისდაგვარად გაწონასწორებულად, – ამის შესახებ საქართველოს კულურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „რას ვიზამთ, ჩვენ ვნახეთ, რომ იმ ქვეყნის ხელისუფლებაში ზოგიერთ წარმომადგენელს იდეების ნაკლებობა არ აწუხებს და როგორც ჩანს, ეს არის მათი მხრიდან მორიგი „კრეატიული იდეა“. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელი ხალხი, ბავშვები გასაჭირში არიან, რომ მათ ყოველდღიური არსებობის საფრთხის წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა. ამიტომ სწორედ მათ გამო და არა მათი ხელისუფლების გამო, თავს შევიკავებდი უფრო მწვავე შეფასებისგან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობითვის, უკრაინულ ვებგვერდზე – sanctions.nazk.gov.ua, რომელიც ქვეყნის საგარეო უწყების მხარდაჭერითაა შექმნილი, გამოქვეყნებულია ფიზიკური პირების მონაცემები, რომელებსაც სანქციები ჯერ არ შეხებიათ. სიაში იძებნებიან: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, დავით ხიდაშელი, ტატე მამაცაშვილი, უჩა მამაცაშვილი, გიორგი კაპანაძე, ირაკლი რუხაძე, ქეთევან ხარაიძე.
თეა წულუკიანი: ელექტრონული არჩევნების ინიციატივა სამუდამოდ დაასრულებს ცრუ რიტორიკას
"ელექტრონული არჩევნების ინიციატივა სამუდამოდ დაასრულებს ცრუ რიტორიკას, რომელიც ეხება თითქოსდა არჩევნების არასათანადოდ ჩატარებას, კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპონენტების რეალურ სახეს", - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2024 წლიდან საქართველოში არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება "ერთხელ და სამუდამოდ ეს დაასრულებს იმ ცრუ რიტორიკას, რომელიც ეხება თითქოსდა არჩევნების არასათანადოდ ჩატარებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ოპონენტების რეალურ სახეს, რომლებიც არჩევნები ერთია და რამდენჯერმე ცრუობენ ხოლმე, თითქოს ხალხის ნება სათანადოდ არ იქნა ასახული. ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი და მინდა, ჩვენს გუნდს პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანოს ამ რეფორმის გზაზე დიდი წარმატებები ვუსურვო“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მინისტრის საათის ფორმატში, თეა წულუკიანს მოუსმენენ, ინტერპელაციის წესით კი, ზურაბ აზარაშვილის მოსმენა გაიმართება
პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში, მინისტრის საათის ფორმატში, ვიცე-პრემიერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარასკევს, ინტერპელაციის წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოსმენა გაიმართება. „ინტერპელაციის წესით გაგზავნილია კითხვები ოთხ ადრესატთან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრთან, განათლების მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტთან და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან. მიმდინარე კვირას იმართება გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და განათლების მინისტრი. შესაბამისად, ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე, ისინი ვერ შეძლებენ პარასკევს მოსვლას. ამიტომ, ინტერპელაცია გადაიწევს ნოემბრის ბოლო სასესიო კვირის პარასკევს, 18 ნოემბერს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
თეა წულუკიანის თქმით, დმანისთან აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი მუზეუმშია, თუმცა გენინსპექცია შეისწავლის, რატომ იყო კბილი კერძო პირის ბინაში
საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, დმანისთან არქეოლოგების მიერ 1,8 მილიონი წლით დათარიღებული უძველესი ადამიანის კბილი ამ დროისთვის მუზეუმშია, თუმცა გენინსპექცია შეისწავლის, რატომ იყო კბილი კერძო პირის ბინაში. ამის შესახებ 1tv.ge წერს. არქეოლოგებმა 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი აღმოაჩინეს „დმანისთან აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი დაცულია იქ, სადაც უნდა იყოს დაცული. ამ კბილის ადგილი არის მუზეუმში და მუზეუმში ის დაცულია მხოლოდ გუშინდელი დღიდან, რაც სამწუხაროა. ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აგროვებს მასალებს და თუ დავინახეთ, რომ რაიმე ტიპის სერიოზული დარღვევაა, თუმცა დარღვევები სახეზეა, შემდეგ მივცემთ ამას მსვლელობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი დმანისის სოფელ ოროზმანთან აღმოაჩინეს. საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ოროზმანი 1.8 მლნ წლით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლია საქართველოში.
თეა წულუკიანი: სპორტს აფინანსებს სახელმწიფო და კერძო სექტორი და არა მხოლოდ სახელმწიფო, როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო
სპორტის უნივერსიტეტი ადგილმდებარეობას არ შეიცვლის და ახალი შენობა ჭავჭავაძის გამზირზე, იმავე ადგილას 2025 წლისთვის აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. „ჩემი ვარაუდით, ორ-სამ კვირაში საქართველოს მთავრობა მოიწონებს და დაამტკიცებს სპორტის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს იმას, რაც ყველას გვინდოდა, რომ სპორტის უნივერსიტეტი კი არ გადასახლდეს სხვაგან, არამედ დარჩეს იქ, სადაც არის სიმბოლო, ის ადგილი, სადაც დიდი სპორტსმენები სწავლობდნენ და ყალიბდებოდნენ ჩვენი ქვეყნის სიამაყეებად. ეს გახლავთ ჩვენს დედაქალაქში, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. ეს არის დიდი მიღწევა, რადგან გარკვეული წლების წინ დაგეგმილი იყო, ჯერ წინა ხელისუფლების დროს სპორტის უნივერსიტეტის გასხვისება, უბრალოდ გაყიდვა. უნდა მივიდეთ იმ აზრამდე, რომ სპორტს აფინანსებს სახელმწიფო და კერძო სექტორი და არა მხოლოდ სახელმწიფო, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირში. ახალი უნივერსიტეტი აშენდეს თავიდან, აშენდეს იქ, სადაც ის დღეს დგას და ტრადიციულად იდგა. სამხარაულის ექსპერტიზა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაც ისედაც ვიცოდით, რომ ამ შენობის გამაგრება და რეაბილიტაცია შეუძლებელია. კედლები არაერთ ადგილას არის გახსნილი. ჩვენ სასწავლო პროცესი უკვე ვეღარ ვაწარმოეთ ამ შენობაში. მადლობას ვუხდი სხვადასხვა დაწესებულებას და პირველ რიგში, სოხუმის უნივერსიტეტს, რომელმაც სპორტის უნივერსიტეტი არაერთხელ შეიფარა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი: არ ვარ მეცნიერი, მაგრამ როდესაც პროცესს ვმართავ, აღმოვაჩინე, რომ უამრავი ექსპონატი დაკარგულია
ექსპონატების დიდი რაოდენობა გამქრალია, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. „არის სხვა ექსპონატები, ასეულობით, რომლებიც არ არის ადგილზე, მაგრამ ვიცით, სად შეიძლება, იყოს. მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ რომელიღაც საელჩოში გაიგზავნა, თვის დროზე. შემდეგ, ჩვენ ვცდილობთ მათ დაბრუნებას, ვაბრუნებთ და შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ სხვადასხვა კეთილსინდისიერი ელჩის თანმიმდევრობაში ეს ექსპონატები იქნა შემონახული და სრულად ბრუნდება. ზოგჯერ, სრულად ვერ ბრუნდება, მაგრამ, როდესაც ვამბობთ, რომ გამქრალია, აქ ვგულისხმობთ არა იმას, რომ ვიცით, სად შეიძლება, ვეძებოთ, არამედ არც კი ვიცით, სად ვეძებოთ. ვიცით, რომ მუზეუმში არსებობდა და კვალი იკარგება“, – განაცხადა წულუკიანმა. კულტურის მინისტრის თქმით, იმისთვის, რათა დადგინდეს, როდის დაიკარგა ეს ექსპონატები, საჭიროა მოკვლევა და გამოძიება. „ფაქტია, ინვენტარიზაცია ბოლო მინიმუმ, თხუთმეტი წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდიდან, როდესაც ეროვნული მუზეუმის გაერთიანება შეიქმნა, ეროვნული მუზეუმის გაერთიანების შესაბამის ხელმძღვანელობას სრულფასოვნად არასოდეს ჩაუტარებია ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციები ტარდებოდა, მაგრამ საკმაოდ ზედაპირულად. ამას ადასტურებს სწორედ ეს შედეგი“, – განაცხადა წულუკიანმა. თეა წულუკიანის თქმით, როდესაც პრობლემაა, მას ურჩევნია, ყოველთვის ხმამაღლა ისაუბროს. „მესმის, როდესაც ხარ ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ხელმძღვანელობაში, შეიძლება, რაღაცებზე ხმამაღლა საუბარი არ გინდოდეს, მაგრამ, როდესაც საზოგადოებას ესმის, რომ ზოგიერთი კადრის გათავისუფლება ხდება, მინისტრი არ არის კომპეტენტური, ამ მინისტრმა კარგად იცის პოლიცია, იუსტიცია და ციხე, მაგრამ არ იცის მუზეუმი, რა თქმა უნდა, მე ვსაუბრობ ფაქტებით. მე არ ვარ მეცნიერი, არც პალეონტოლოგი, არც პალინოლოგი, მაგრამ შემიძლია, ვმართო პროცესი, ხოლო როდესაც პროცესს ვმართავ, აღმოვაჩინე, რომ უამრავი ექსპონატი არის დაკარგული“, – განაცხადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის განცხადებას კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი აბსურდულს უწოდებს
ვინც მიცნობს იცის, როგორი აბსურდულია ეს ბრალდება, იმდენად აბსურდული, რომ განხილვასაც არ დავიწყებ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, დავით წიკლაური საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრალდებას, რომ დავით წიკლაურმა მასზე დასარტყმელად გაიწია. „კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო. კრივის ისტორიაში უპრეცედენტო გამარჯვების მოპოვების შემდეგ, სამინისტროში რომ დაგვიბარეს, ჩვენ ყველას გვეგონა, რომ უნდოდათ ეს გამარჯვება მოელოცათ, სინამდვილეში კი რასაც ჰქვია გამოგვყარა მინისტრმა შენობიდან. მეტიც, არც მსურს გავიმეორო რა სიტყვები გვაკადრა და ეს მხოლოდ ჩვენს უწყინარ თხოვნაზე, რომ ფედერაციისთვის კუთვნილი ფინანსები გადმოერიცხათ, რომელიც მისი ბრძანებით ჯერ გაგვინახევრეს, შემდეგ სულ გაგვინულეს. ჩემს მოსაშორებლად ამოქმედდა მექანიზმები და ეს, ქალბატონი მინისტრის ამ საღამოს ნათქვამი ცილისწამებით დაგვირგვინდა. ვინც მე მიცნობს იცის, როგორი აბსურდულია ეს ბრალდება, იმდენად აბსურდული, რომ განხილვასაც არ დავიწყებ. უბრალოდ, ყველაფერი ნათელია. ის ფაქტი რომ მე დავწერე სტატუსი და ღიად განვაცხადე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას და მზად ვარ სიმართლისთვის ვიბრძოლო ბოლომდე აი, სწორედ ამ სტატუსით, მიხვდა ქალბატონი მინისტრი, რომ მის შემოთვლილ ულტიმატუმს, დამეტოვებინა ხმის ამოუღებლად და უხმაუროდ ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსი არ დავთანხმდი და ეს იყო მისი შემდეგი ნაბიჯი. აკი შემომითვალეს, რომ ჯობდა წავსულიყავი ჩემი ნებით, რომ ,,ჩემს უკან ოჯახი დგას'' ეს ფრაზა განცხადებაში ღიადაც კი თქვა ქალბატონმა მინისტრმა. მოკლედ, როგორც ჩანს ქალბატონი თეას შურისძიების ობიექტი ვარ და დიდი ალბათობით, ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ჩემზე არ გაჩერდება. ყველას ერთიანობა და თანადგომა დღეს როგორც არასდროს ისე სჭირდება სპორტს, კულტურას და ახალგაზრდობას, ყველაფერს იმას რისი მინისტრიცაა და რასაც წარმოადგენს ეს ქალბატონი - ეს ყველაფერი სწორედ მისგანაა გადასარჩენი და თან სასწრაფოდ. რაც შეეხება მის ნათქვამს, გამეორებაც არ მინდა, კაცისთვის ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არსებობს ქალზე რომ გაიწევს. და თან ამას დააბრალებენ. წინა სტატუსი რომ დავწერე, იქ ადამიანები თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ, ზოგი არც ისე კორექტულად და ჩემი კომენტარიც კი დევს, მოვუწოდე, შეურაცხყოფის გარეშე ვაკრიტიკოთ და გენდერული ნიშნით საერთოდ არაფერ შუაშია-თქო. თამარის ქვეყანაში ქალი მინისტრი ვის უკვირს-თქო. მის არაკომპეტენტურობაზე ვისაუბროთ და პიროვნული ნიშნით არავინ შევურაცხყოთ-თქო. ხოდა აგერაა ის სტატუსიც და კომენტარიც. რას მოვიფიქრებდი, ამას რომ ვწერდი მის თავში, შურისძიების მიზნით ასეთი ცილისწამება თუ ცხვებოდა. ამას მართლა ვერ მოვიფიქრებდი“, - წერს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი. ცნობისთვის, კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა დავით წიკლაურმა მასზე "დასარტყმელად გაიწია". "ის ადამიანი, ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ", - განაცხადა წულუკიანმა.
ის ადამიანი, ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. „ის ადამიანი, ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება ჩემს გონებაში ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეზე ან კრივის სახეობაზე. მათ იმხელა შედეგები აჩვენეს წელს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ და სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ახალგაზრდა მოკრივეები დავაფინანსეთ, ოღონდ ფედერაციის გვერდის ავლით. ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ, მაგრამ ეს არის ასე, ეს არის ფაქტი. როგორც მეუბნებიან, მას აქვს განცდა, რომ უნდა, ჩაებღაუჭოს ამ ფედერაციას, მაგრამ მე ქართულ კრივს ამ ადამიანს, რომელიც, ამ ფაქტის მერე არავინ არ არის და არის ცარიელი ადგილი, ვერ დავაღუპვინებ, რადგან მე ვარ სპორტის მინისტრი, მე მევალება ქართული კრივის ხელშეწყობა და რა თქმა უნდა, ეს ხელშეწყობა მათ ექნებათ”, - განაცხადა თეა წულკიანმა.
თეა წულუკიანი: ქალებმა, განსაკუთრებით დედებმა, ვისაც მკვლელობით ემუქრებიან, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები
ქალებმა, განსაკუთრებით დედებმა, ვისაც მკვლელობით ემუქრებიან, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქეთა გაბიანის წინააღმდეგ საქმეზე საუბრისას განაცხადა, სადაც მას დაზარალებულის სტატუსი აქვს. როგორც ცნობილია, წულუკიანი საქალაქო სასამართლოში დღეს მოწმის სტატუსის დაიკითხა. „ქალებმა, განსაკუთრებით დედებმა, ვისაც მკვლელობით ემუქრებიან, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ყოველდღიური სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას თავი დაცულად იგრძნონ. თორემ, ჩვენ არც ლანძღვა გვიკვირს, არც დაკნინება, ვერბალური თავდასხმები. ამას შევეგუეთ. ეს დემოკრატიის ნაწილად ითვლება, მაგრამ სიცოცხლის მოსპობის მუქარას არავინ უნდა შევეგუოთ", - განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, თეა წულუკიანის განცხადებით, ქეთა გაბიანიამ მისი წინააღმდეგ სოციალურ ქსელში მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი განცხადება გაავრცელა. ამასთან, გამოძიება აღნიშნულ საქმეზე მუქარის მუხლით მიმდინარეობს.
თეა წულუკიანი: უკრაინის გადაწყვეტილება მცდელობაა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში ჩააბან
უკრაინის უშიშროების საბჭოსგან მომდინარე ეს გადაწყვეტილება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძე: სანქციებით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, ქვეყანა მეორე ფრონტში ჩართოს "ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ის ქვეყანა, რომელიც თითქოს, ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს. ალბათ, უშიშროების საბჭოსგან მომდინარე ეს გადაწყვეტილება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, მაგრამ ეს არ მოხდება. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა“, - განაცხადა წულუკიანმა", - განაცხადა წულუკიანმა. უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე: ივანიშვილსა და მის ოჯახს ჩვენი დაცვა არ სჭირდება, საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება ცნობისთვის, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი,რძალი ქეთაევან ხარაიძე და დეიდაშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა. ამასთან, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სია 256 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არის რომან აბრამოვიჩი და სხვა რუსი ოლიგარქები.
საია: სახალხო დამცველმა თეა წულუკიანის მიერ გათავისუფლებული 4 თანამშრომლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა
სახალხო დამცველმა ეკატერინე კიკნაძის, დინარა ვაჩნაძის, ნინო ხუნდაძისა და დავით ნიორაძის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა, რის საფუძველზეც 26 ოქტომბერს განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაცია გამოსცა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, განმცხადებლების ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში საია წარმოადგენდა. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. შედეგად, ამ დროისთვის მრავალი დასაქმებული დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლდა. გათავისუფლებულებს შორის არიან ეკატერინე კიკნაძე, დინარა ვაჩნაძე და ნინო ხუნდაძე, რომლებიც თავიანთი უფლებების დაცვას სასამართლოში აგრძელებენ. 2022 წლის 28 იანვარს, სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა კონკურსში გამარჯვებული პროექტების სია გამოაქვეყნა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის 13 გამარჯვებულ პროექტს შორის იყო ეკატერინე კიკნაძის, დინარა ვაჩნაძის, ნინო ხუნდაძისა და დავით ნიორაძის ერთობლივი პროექტიც. მას შემდეგ, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ განმცხადებლების პროექტმა რუსთაველის ფონდის დაფინანსება მიიღო, იმ მიზნით, რომ ხელი შეშლოდა კრიტიკულად განწყობილი (ყოფილი) თანამშრომლების სამეცნიერო კვლევების განხორციელებას მუზეუმში, მინისტრმა განსხვავებული შეხედულებების გამო კვლევითი პროექტებიდან კონკრეტული პირების ჩამოშორების მექანიზმი შეიმუშავა. კერძოდ, დებულებით დირექტორატს უფლებამოსილება მიენიჭა, დაფინანსებული პროექტების შესახებ დამფინანსებელს მიმართოს და საგრანტო თანხა მოითხოვოს. დირექტორატს ასევე, უფლება მიენიჭა, თავად განსაზღვროს, დაუშვებს თუ არა მუზეუმში მკვლევარს კვლევითი პროექტის განხორციელების მიზნით. მიღებული ცვლილებების შესაბამისად, დირექტორატის უმრავლესობამ მინისტრის დისკრიმინაციული განზრახვა აღასრულა. კერძოდ, განმცხადებლებმა 2022 წლის 28 მარტს საქართველოს ეროვნული მუზეუმის Facebook გვერდზე განთავსებული პოსტიდან შეიტყვეს, რომ სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს სსიპ ეროვნული მუზეუმის სახელით ფონდის კონკურსში გამარჯვებული 12 პროექტის განხორციელების თაობაზე თანხმობა გაეგზავნა და ხელშეკრულებები გაფორმდა. ის 1 პროექტი, რომლის განხორციელებაზეც უარი თქვა სსიპ ეროვნულ მუზეუმში შექმნილი მუზეუმთა ჯგუფის დირექტორატი და უკვე ახლად შექმნილი სამეცნიერო საბჭო, არის განმცხადებლების პროექტი. ამით განმცხადებლების გამარჯვებული სამეცნიერო პროექტის განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ განმცხადებლები არიან ხელმომწერები და ორგანიზატორები 2021 წლის აგვისტოსა და დეკემბერში მომზადებული პეტიციების, რომლებიც ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ არსებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს უკავშირდებოდა. მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, პეტიციების ხელმომწერთა დევნა კი, რეორგანიზაციის შედეგებშიც ნათლად გამოჩნდა. რეკომენდაციაში მითითებულია, რომ მოვლენების განვითარების თანმიმდევრობა ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და შემდგომში გამარჯვებული პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმა განპირობებული იყო მხოლოდ განმცხადებლების მიერ დაფიქსირებული პოზიციებით. შესაბამისად, ფაქტების, მტკიცებულებებისა და სამართლებრივი სტანდარტების შეჯერებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიმართ, მოპასუხეების მხრიდან ადგილი ჰქონდა მათ პირად ცხოვრებასა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევას გამოხატვის თავისუფლებით დაცული აზრის გამო. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრს და სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატის წევრებს შემდეგი რეკომენდაციით მიმართა: - გამარჯვებული პროექტის - „საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის XVIII-XIX საუკუნის ქართული დაზგური პორტრეტული მხატვრობის კოლექციის ინტეგრირებული კვლევა“ დაფინანსების მიღების მოთხოვნით, მიმართოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს; - მომავალში არ დაუშვას განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის, უზრუნველყოს შიდაორგანიზაციული აქტებისა და პოლიტიკის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა. ამ საქმეს საია „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში აწარმოებდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა
საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, იმ გუნდს, რომელმაც გიორგი დონაძისა და სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით ვატიკანში, სიკსტის კაპელაში ისტორიული კონცერტი გამართა, სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. "მსურს, განსაკუთრებული სიყვარულით მადლობა ვუთხრა ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს, რომელიც ამ გუნდის, სამების საკათედრო გუნდის დამფუძნებელი, სულისჩამდგმელია. ჩვენმა პატრიარქმა დღემდე მოიყვანა ეს გუნდი და ქართული გალობა, რომლის გარეშეც არ არსებობს ქართული კულტურა და ჩვენი კულტურული იდენტობა. მადლობა პატრიარქს და საპატრიარქოს დღევანდელი გადაწყვეტილების ხელშეწყობისთვის. გუნდს მომავალშიც საქართველოშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც დიდ წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი: ამდენ ხანს, "ნაციონალურ მოძრაობაში" ლიდერი ვერ გამოიკვეთა, რადგან პარტიამ საკუთარი თავი ამოწურა
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირასაა, რაც მოსალოდნელიც იყო. „არის აბსოლუტური მორღვეულობა, ჩამოშლილობა, დაპირისპირება და რღვევა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ამდენ ხანს ლიდერი ვერ გამოიკვეთა და რეალურად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი ამოწურა და შეჭამა. ამის შედეგებს იმკიან ისინი დღეს“, - განაცხადა წულუკიანმა. წულუკიანის თქმით, ამდენ ხანს ლიდერი ვერ გამოიკვეთა, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი ამოწურა.
კულტურის მინისტრი: მერაბიშვილი ხუმრობს
მერაბიშვილი ხუმრობს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. „მერაბიშვილი ხუმრობს. რა შეიძლება, ამაზე მეტი იფიქრო ადამიანმა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ისევ გაიმარჯვებენ".
სამხატვრო აკადემიას ახალი რექტორი და კანცლერი ჰყავს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორი – მხატვარი, პროფესორი ყარამან ქუთათელაძე და ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) ლალი თარიმანიშვილი წარადგინა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ახალი რექტორის არჩევნები გაუმჯობესებული წესდებით გაიმართა და პროცესი გამჭვირვალედ და დემოკრატიულად წარიმართა. სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორის არჩევნები მიმდინარე წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. კანდიდატურა შეირჩა კონკურსით და აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, რექტორად ოთხი წლის ვადით ყარამან ქუთათელაძე აირჩია. ყარამან ქუთათელაძე 1976-1983 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, 1983-2006 წლებში ამავე აკადემიაში პედაგოგად მუშაობდა, 2005-2006 წლებში კი იყო სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი. ის არის ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, Fest I Nova-ს, დამფუძნებელი, რომელიც 2007 წლიდან იმართება. ასევე, 2000 წლიდან არის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის, რეზიდენცია „არტ-ვილა გარიყულას“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე. სხვადასხვა წლებში იყო არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კულტურული ღონისძიების ორგანიზატორი და კურატორი. ამასთან, ყარამან ქუთათელაძე ცნობილი ხელოვანებისა და მოღვაწეების ოჯახიდანაა და თავისი წინაპრების დიდი ტრადიციების გამგრძელებელია. ის გახლავთ ვაჟი ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოღვაწის, აპოლონ ქუთათელაძისა, რომლის სახელსაც თბილისის სამხატვრო აკადემია დღემდე ატარებს და ქართველი მხატვრის, კირილე ზდანევიჩის შვილიშვილი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყარამან ქუთათელაძე თავისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე მუდმივად ზრუნავდა და ზრუნავს ახალგაზრდებზე, მათ შემოქმედებით და კარიერულ განვითარებაზე. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) პოზიციაზე ლალი თარიმანიშვილი ასევე კონკურსის წესით შეარჩია აკადემიურმა საბჭომ და დასამტკიცებლად წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინა. ის ამ პოზიციაზე 26 ოქტომბერს ოთხი წლის ვადით დაინიშნა. აკადემიის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროში. 2022 წლის ოქტომბრამდე იყო კულტურის სამინისტროს კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის უფროსი. მანამდე იყო მიზნობრივი პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, პროექტების განხილვისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, რეგიონული პროგრამების სამმართველოს უფროსი და სხვა. სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აპარატის ხელმძღვანელი და საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი (1995-2004წწ.). აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 5 ნოემბერს აკადემიურმა საბჭომ ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსების საფუძველზე ასევე ოთხი წლით შეარჩია აკადემიური პერსონალი. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი გახდა მეგი წითლიძე, დიზაინის ფაკულტეტის დეკანი – გიორგი იაშვილი, რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკანი – თამარ ხუნდაძე, არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი – ირაკლი პირმისაშვილი, მედიახელოვნების ფაკულტეტის დეკანი კი – ნანა იაშვილი.
თეა წულუკიანი: იმედია, სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა
იმედს გამოვთქვამ, რომ სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა თუ დაიდება, ის სასამართლოს უნდა წარედგნოს - ზურაბიშვილი "იმედს გამოვთქვამ, რომ მისი უარყოფითი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო არის დამოუკიდებელი და დაე ნურავინ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი ნუ განიზრახავს რომ რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს მოსამართლეს, იმიტომ, რომ მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის რა გადაწყვეტილება მიიღოს ერთი მიზეზი გამო, მას წინ უდევს დოკუმენტები, ეს დოკუმენტები ჩვენ არვის არ გვიდევს წინ", -განაცხადა წულუკიანმა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ჩვენმა ქვეყანამ, ბოლო 10 წლის მანძილზე, გიგანტური ნაბიჯები გადადგა - წულუკიანი
დღეს მსოფლიო ზეიმობს და აღნიშნავს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, მათ შორის საქართველოც, რომელმაც ბოლო 10 წლის მანძილზე გიგანტური ნაბიჯები გადადგა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. წულუკიანის თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არასდროს არის საკმარისი და საჭიროა კიდევ უფრო მეტი მუშაობა. „ჩვენ გვაქვს გამართული პენიტენციური სამსახური, სადაც ადამიანის უფლებები და ღირსება დაცულია, ასევე სასამართლო, რომელიც არის უფრო მეტად დამოუკიდებელი, კვალიფიციური, პროფესიონალი და მიუკერძოებელი, ვიდრე იყო 10 წლის წინ, აქ რეფორმები, გაუმჯობესების პროცესი გრძელდება. გაუმჯობესების პროცესი გრძელდება ძალიან ბევრი მიმართულებით, როგორიც არის საარჩევნო უფლება, როდესაც შემოვიდა და საბოლოოდ დამკვიდრდა პრინციპი – ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა, ასევე იქნება ეს საკუთრების, ოჯახური ცხოვრების, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, თუ მრავალი სხვა. სწორედ ამ მიღწევას და პროგრესს ვულოცავ ყველას, იქნება ის საქართველოს ფარგლებში, თუ ქვეყნის ფარგლებს მიღმა და ვუსურვებ ამ გზაზე კიდევ მეტ წარმატებას, წინსვლას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არასდროს არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი სამუშაო გვაქვს, რათა, მაგალითად, შშმ პირთა უფლებები კიდევ უკეთ დავიცვათ, რომელთათვისაც ჩვენ ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროში მივიღეთ შესანიშნავი კანონი. ქალთა უფლებები – მათთვის სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია მოხდა, მაგრამ პრაქტიკაში კიდევ მრავალი გამოწვევაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი სააკაშვილზე: ასეთი სამსაათიანი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც იმ სისტემას ვმართავდი
ასეთი სამსაათიანი მორიგი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც იმ სისტემას ვმართავდი, - ასე აფასებს კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ კადრებს, რომელიც მესამე პრეზიდენტს უკავშირდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო „ასეთი სამსაათიანი მორიგი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც იმ სისტემას ვმართავდი. არ ვიცი, ისტორიაშიც რამდენად არის უპრეცედენტო. მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარს, მეტი სერიოზულობა მართებთ მის მხარდამჭერებს ციხის გარეთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად, იყოს კიდევ უფრო ძლიერი ამ საქმეში. პატიმრის მონაწილეობა მისივე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ვამბობ ამას და თან ვფიქრობ, რომ ჩემი კომენტარის მოსმენისას რაიმე ნივთი არ მომხვდეს მისი მხრიდან სახეში, ვინაიდან ვიხილეთ პატიმარი, რომელიც არის აბსოლუტურად არასერიოზული და დაკავებულია იმით, რომ როგორმე თავიდან აირიდოს ის კანონიერი სასჯელი, რომელიც, მისდა გასაკვირად, დამოუკიდებელმა სასამართლომ მიუსაჯა",- აღნიშნა წულუკიანმა. შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი დაირღვა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა საზოგადოებას უნდა გასცენ პასუხი, რატომ დაადანაშაულეს ჯარი ომის დაწყებაში - წულუკიანი
სტრასბურგსა და ჰააგაში არავითარი მტკიცებულებები არ იყო მოგროვებული და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეულობით საჯარო მოხელეს მოგვიწია, გვემტკიცებინა სიმართლე, რომ ქართველები იყვნენ მსხვერპლნი და არა თავდამსხმელები, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაასრულა მინისტრის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა საზოგადოებას უნდა გასცენ პასუხი, რატომ ჩაიდინეს სამშობლოს წინაშე დანაშაული, როდესაც ჯარი დაადანაშაულეს ომის დაწყებაში. „ასევე, პასუხი უნდა გაგვცენ, რატომ არ აგროვებდნენ მტკიცებულებებს, რატომ არ ჰქონდათ და ამბობდნენ დავკარგეთო, მაგალითად ერთ-ერთი ბრძანება, რომლითაც ჩვენ მარტივად დავამტკიცებდით, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ეს ხომ აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობდნენ. ასევე, რატომ გაიტანეს ქვეყნიდან გორში ჩამოვარდნილი ისკანდერი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დასაბრუნებელი გახდა, რადგან, რუსი სტრასბურგში როდესაც საწინააღმდეგო მხარეს იდგა, დაგვცინოდა, არ ჩამოვარდნილა და ეს ქართველების ფოტოშოპიაო. სად იყო ეს მტკიცებულებები. რატომ არ აწარმოეს დავა, რატომ დაადანაშაულეს საკუთარი ჯარი და სად იყვნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ევალებოდათ სიმართლისთვის ბრძოლა. მინდა, ყველას მოგილოცოთ, რომ ეს სიმართლე დღეს დამტკიცებულია, რომ ჩვენს მომავალ თაობებს ხელში უჭირავთ სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ ანწუხელიძე, სოფრომაძე და სხვა სამხედრო ტყვეები აწამეს და მოკლეს რუსებმა, რომ ოკუპაცია მიმდინარეა. ეს სიტყვაც სანატრელი იყო „ნაცების“ დროს, რომ ვინმეს გამოეყენებინა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტში, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საქართველოა, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ. ჩვენ ეს ყველაფერი შევძელით, გილოცავთ, თუმცა სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად მოკრძალებითა და სიდინჯით განვაგრძოთ ამ თემებზე საუბარი, ვინაიდან ჰააგაში გამოძიება კი დასრულდა, მაგრამ სასამართლო პროცესები წინ არის“, – განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულდა და არცერთი ქართველის სამხედროს ბრალი არ გამოკვეთილა.
იმედია, სააკაშვილს ესმის, რომ იარაღად არის ქცეული თანაგუნდელების ხელში - წულუკიანი
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნა, რაიმე ტიპის გართულება ან კიდევ მისი პატიმრობა, პირველ რიგში შედის მისივე თანაგუნდელების ინტერესშია. „იმედი გამოვთქვი და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ამ იმედს, რომ სააკაშვილს ეს თავად ესმის. ესმის, რომ ის იარაღად არის ქცეული საკუთარი თანაგუნდელების ხელში, რომლებსაც სასო აქვთ წარკვეთილი, ვინაიდან, ვერანაირი მეთოდით პოლიტიკურ ასპარეზზე ვერ აღწევენ წარმატებას და ერთადერთი იმედი რაც დარჩენიათ, არის ის, რომ როგორმე სააკაშვილის მდგომარეობა გართულდეს. ამის იმედი აქვთ, ყველანაირ მეთოდს იყენებენ ამისთვის და სააკაშვილიც გარკვეული ტრიუკებით თუ მანიპულაციებით ამაში ეხმარება თავისივე თავის საზიანოდ. არადა, ჩვენი სურვილი იქნებოდა, რომ მან ყველა გაგებით საკუთარი თავის დაზიანება შეწყვიტოს და ყველა დაუბრუნდეს იმ ნორმალურ ჩარჩოს საქმიანობისა და ერთმანეთთან ურთიერთობის, რაც არის კანონითა და პოლიტიკური თამაშის, ნორმალური პოლიტიკური თამაშის წესებით გათვალისწინებული. ვერანაირი რადიკალიზმი და მით უმეტეს ამგვარი მისწრაფებები საქართველოში პოლიტიკურ ასპარეზზე ვერც არეულობას მოიტანს და ვერც მით უმეტეს მათთვის შედეგს. ამიტომ, ნიკა მელიას ეს ხმამაღალი განაცხადებები ვიცით უკვე, მრავალჯერ ვნახეთ ეს ფილმი და კინო, რომ წინასწარ არის განსაზღვრული წარუმატებლობისთვის განწირული“, – განაცხადა წულუკიანმა. რა წერია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაში სააკაშვილთან დაკავშირებით ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მოპყრობის თაობაზე გამოძიება დაწყებულია. „მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ მალხაზ ურთმელიძე წარმოადგენს პენიტენციურ სამსახურს. მე ვფიქრობ, რომ აცილების თაობაზე შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. მას თავისი პოზიცია ისედაც ექნება დასაფიქსირებელი როგორც წარმომადგენელს და თუ მონაწილეობდა რაიმე პროცედურაში ან რაიმე ფორმით დამატებით ინფორმაცია აქვს, ეს ვალდებულება მას არ მოეხსნება, ეს კითხვები დაესმება და მოვუსმენთ“, - განაცხადა მოსამართლემ.
არ გვჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსი - წულუკიანი
ვინ იქნება სახალხო დამცველი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ეს უნდა იყოს პირველ რიგში მიუკერძოებელი ადამიანი, ნეიტრალური და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ყველას სახალხო დამცველი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. პარლამენტმა ცესკოს ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია „გვჭირდება ის სახალხო დამცველი, რომელიც ნამდვილად არის ყველას სახალხო დამცველი, რომ მას არ მოერიდება დაიცვას საქართველოს სოფლებში მცხოვრებელი თითოეული მოქალაქის უფლებები. ვინც არ უნდა იყოს ის, რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს. ასევე დასრულებული დიდი ქალაქებით და გაგრძელებული პატიმრებით. ჩვენ არ გვჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება ორი ან სამი კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსი პატიმრის უფლებების დამცველი. ჩვენ გვჭირდება სახალხო დამცველი, ვინც ყველას უფლებებს დაიცავს. ასეთი კანდიდატია მოსაძებნი. შესაბამისად, ის, ვისაც ოპოზიცია უჭერს მხარს, ზოგიერთი მათგანი არის მხარდაჭერილი, რადგან იმედი აქვთ, რომ მხოლოდ მათ უფლებებს დაიცავს. ჩვენ კი გვჭირდება სრულიად სხვა მასშტაბისა და სხვა მიდგომების კანდიდატი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კულტურის სამინისტრო სამოყვარულო და სახალხო დასებისთვის „სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს“ აფუძნებს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ქალაქ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია „სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს“ უყრიან საფუძველს, – ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. ბრიფინგს ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, რომელმაც ამ ინიციატივით სამინისტროს რამდენიმე ხნის წინ მიმართა. თეატრალური ფესტივალი სიღნაღში ყოველწლიურად ივნისის თვის ბოლოს ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება. ფესტივალი სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და კერძო დონორების ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდება. ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ფესტივალის მიზანია ქვეყანაში იმ სამოყვარულო ან სახალხო დასების მხარდაჭერა და ქართულ თეატრალურ სამყაროსთან ინტეგრაცია, რომელთაც დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი არ აქვთ; საქართველოში თეატრალური პროცესების წახალისება და ხელშეწყობა; სიღნაღის კულტურულ-შემოქმედებითი მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია. ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ: საქართველოში მოქმედ სამოყვარულო ან სახალხო (მათ შორის, კულტურის სახლებთან არსებული) დასებს; იმ სახელმწიფო და კერძო სამართლებრივი სტატუსის მქონე პროფესიულ თეატრებს, რომელთაც აქვთ/ექნებათ სამოყვარულო/სახალხო დასებთან/თეატრებთან ისეთი ერთობლივი ნამუშევარი, სადაც ყველა სუბიექტი თანაბრად არის წარმოდგენილი ან წამყვანი სამოყვარულო/სახალხო თეატრი/დასია. ამასთან, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო „სიღნაღის თეატრალური ფესტივალისთვის“ აწესებს პრემიებს შემდეგ ნომინაციებში: 1. საუკეთესო სპექტაკლი – გრან-პრი; 2. საუკეთესო რეჟისურა; 3. საუკეთესო სცენოგრაფია; 4. საუკეთესო მუსიკალური გაფორმება; 5. საუკეთესო მსახიობი, მათ შორის ეპიზოდური როლის შემსრულებელი (მამაკაცი); 6. საუკეთესო მსახიობი, მათ შორის ეპიზოდური როლის შემსრულებელი (ქალი); ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს დამფუძნებლები უახლოეს პერიოდში შეარჩევენ. როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს ხუთკაციანი ჟიური (ორი პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სამი თეატრის კრიტიკოსი), რომელსაც, სიღნაღის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, ამტკიცებს სამინისტრო. გამარჯვებულების შესახებ გადაწყვეტილებას ჟიური იღებს ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით.
სააკაშვილი თუ მისმენს, ვეტყვი: ვერაფერსაც ვერ დაგვაკლებ - წულუკიანი
ახლა ეს სიები შეუძლიათ, შეადგინონ, მერე კარგად წაიკითხონ და შეინახონ თავიანთ რომელიმე უჯრაში, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ ე.წ. მაგნიტსკის სიას გამოეხმაურა. „რაც შეეხება სიას, ჩვენ მაშინ არ შევუშინებივართ ე.წ. სიას, როცა გვეუბნებოდნენ - დაგიჭერთ, დაგაპატიმრებთ, ამოგალპობთ ციხეში, ხელი არ აუკანკალდებოდა არავის, როცა ამას გვეუბნებოდნენ ქართველ ხალხს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი კრიმინალი ბელადი, რომელიც ახლა სრულიად დამსახურებულად ბრძანდება ორპალატიან საკანში და პრეტენზიები აქვს. მაშინ არ შევუშინებივართ, რადგან ვიცოდით, რომ ვიბრძოდით სიმართლისთვის. ახლა ეს სიები შეუძლიათ, შეადგინონ, მერე კარგად წაიკითხონ და შეინახონ თავიანთ რომელიმე უჯრაში. ჩვენ მიჩვეული ვართ უკვე ამ სიების შედგენას, რომ ოცნება აქვთ და ნატრულობენ, რომ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, დაიჭერენ ყველა მინისტრს, ექთნებს, ექიმებს, ამოგვალპობენ ყველას ერთად ციხეში. აი, ახლა თუ მიხეილ სააკაშვილი მისმენს, ვეტყვი, რომ ვერაფერსაც დაგვაკლებ. შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე და კეთილი ინებე, მოიხადე ის სასჯელი, რომელიც მოგისაჯა საქართველოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და რეფორმირებულმა სასამართლომ. ეს არის ჩვენი კანონის პატივისცემა და აღსრულებაც. ეს არის ჩემი პასუხი. დამღლელია უკვე ამდენი ვითომ მუქარის მოსმენა, რომ ჩვენ დავბრუნდებით და ყველას ამოგალპობთ ციხეში“, - განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
თეა წულუკიანი სააკაშვილზე: მაინც ვერ შეიცვლება რეალობა, სააკაშვილი კრიმინალია და უნდა მოიხადოს სასჯელი
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მსჯავრდებულ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა, რომ სააკაშვილი კრიმინალია და რეალობა ვერ შეიცვლება. "ჩვენ საქმე გვაქვს რთული ქცევის მქონე პატიმართან, რომელიც ვერ ეგუება კანონიერ სასჯელს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. მას კვლავ აქვს ილუზია, რომ ის არა კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია. სინამდვილეში, ჩვენ, ქართველმა ერმა ყველამ კარგად ვიცით, ზოგი ხმამაღლა ამბობს ამას, ზოგი გულის სიღმეში დარწმუნებულია და არ ამბობს, თუ ვერ ამბობს, რომ ან ახლობელი ჰყავდა ხელისფულების ხელით გაუბედურებული, კრიმინალი სააკაშვილის მმართველობის პირობებში, არაერთი პატიმარი იქნა ღირსება შელახული, ვიხილეთ ქუჩაში მოკლული ადამიანები, გადავსებული ქართული საპატიმროები, სასამართლო, რომელიც იყო პროკურატორის განყოფილებად ქცეული და ა.შ. ამ ყველაფერს სათავეში ედგა კრიმინალი სააკაშვილი და კონკრეტულ დანაშაულებზე აქვს, ჰქონდა ბრალი წარდგენილი. ეს ბრალი დადასტურდა დამოუკიდებელ სასამართლოში და მას მისჯილი აქვს სასჯელი, რომელსაც ჰქვია კანონიერი სასჯელი. მიმდინარეობს ამ სასჯელის აღსრულება", - განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა თეა წულუკიანთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე სამინისტროს მიერ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით, 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები განიხილეს. ყურადღება დაეთმო „საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030“-ის იმპლემენტაციის დინამიკას. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ ძირითად პროგრამასა თუ პროექტზე, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში სამივე მიმართულებით განხორციელდება. აღინიშნა, რომ 2023 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა და 431 მლნ-ით განისაზღვრა და ის განაწილდა ყველა მიმართულებაზე. 2023 წელს, უცხოეთში, საქართველოს სამი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კულტურული პროექტის განხორციელების შესაძლებლობა ექნება: ნიკო ფიროსმანის გამოფენა დანიაში, ლუიზიანას მუზეუმში (გახსნა 4 მაისს); საქართველოსა და მისი მდიდარი კულტურის წარდგენა ბენელუქსის ქვეყნებში ფესტივალის „ევროპალია“ ფარგლებში, სადაც ჩვენი ქვეყანა სტუმრის სტატუსით წარდგება (2023 წლის ოქტომბერი – 2024 წლის იანვარი). ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე პროექტი სამუზეუმო, სახვითი, თანამედროვე ხელოვნების, თეატრის, კინოსა და ლიტერატურის მიმართულებით; ნიკო ფიროსმანის გამოფენა შვეიცარიაში, ბეილერის ფონდის ცნობილ მუზეუმში (გახსნა 16 სექტემბერს), სადაც წარმოდგენილი იქნება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციებში დაცული, ფიროსმანის ორმოცდაათამდე ნამუშევარი. 2023 წელს შეუფერხებლად გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული პროექტების ხელშეწყობა, ამ მიზნით უწყება წლის მანძილზე „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“ 40-მდე კონკურსს გამოაცხადებს და 500-მდე პროექტს დააფინანსებს. 2023 წელს სამინისტრო ხელს შეუწყობს: ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანებს საზღვარგარეთ განათლების მიღებისა თუ პროფესიული განვითარების მიზნით; ქართული შემოქმედებითი დასების, თეატრების, საკონცერტო ანსამბლების მონაწილეობას მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალებსა და პროექტებში; სამუსიკო სასწავლებლების ინსტრუმენტებით აღჭურვას; ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროში შემოქმედებითი კონკურსების, ფესტივალების, გამოფენების, კონცერტების, თეატრალური დადგმების განხორციელებას, მათ შორის, ბავშვებისა და მოზარდებისთვის; ქართული ლიტერატურის თარგმნას უცხოურ ენებზე; ქართული ლიტერატურის თარგმნას აფხაზურ და ოსურ ენებზე; იშვიათობად ქცეული წიგნების, სახელმძღვანელოების გამოცემას; რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას; ფოლკლორული ანსამბლებისთვის სასცენო სამოსის შეძენას; კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას, მათ შორის ციფრულ სივრცეში; ახალგაზრდულ შემოქმედებით ინიციატივებს; შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას; დაკარგული და მოთხოვნადი პროფესიების აღდგენას. გარდა მასშტაბური პროგრამებისა და პროექტებისა, სამინისტრო ხელს შეუწყობს კულტურის სფეროში სხვადასხვა ორგანიზაციის, ფიზიკური პირების მონაწილეობას საზღვარგარეთ დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებში. შეხვედრაზე ისაუბრეს ზაფხულში „ბლექ სი არენაზე“ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების გამართვასთან დაკავშირებით. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ირაკლი ფარჯიანის საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში შეიქმნა და 2023 წელს გაიხსნება ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია. გარემონტდა და შესაბამისი სტანდარტებით მოეწყო 542,2 კვ. მეტრი სივრცე ხელოვნების მუზეუმის მეორე კორპუსში. ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების – ხელოვნებათმცოდნეების, ქიმიკოს-რესტავრატორებისა და რადიოლოგების ტრენინგი, რომელთაც მოუწევთ აღნიშნულ აპარატურასთან მუშაობა, საექსპერტო პროცესში ჩართვა (ექსპერტიზის პროცესის მართვა, ქიმიური და ტექნოლოგიური კვლევის ჩატარება) და შესაბამისი დასკვნების მომზადება. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას აღინიშნა, რომ დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით 50-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პროექტირება ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. მათ შორისაა, გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობის გაგრძელება იუნესკოს რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც მიმდინარე წლის 10 თებერვლიდან უნდა გამოქვეყნდეს; ჯვრის ტაძარში არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით საპროექტო სამუშაოების გადაუდებელი წესით წარმოება; გერგეტის სამებაში გადახურვისა და სხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის კულტურის სახლის რეაბილიტაცია; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის კულტურის სახლის რეაბილიტაცია; ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაცია (მიმდინარე წელს 4 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო მომდევო წელს – 8 მილიონი. სამუშაოები 2025 წლისთვის დასრულდება); შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის 1980-იან წლებში აგებული კორპუსის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების დასრულება 2023 წელს; ზესტაფონის, ჭიათურის, ფოთისა და სხვა რეგიონული თეატრების რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო სამუშაოები, ფოთის მუზეუმში არსებული რთული ვითარების აღმოსაფხვრელად გადაუდებელი სამუშაოები; ნიჭიერთა ათწლედის შენობის რეაბილიტაცია; ანსამბლ „ერისიონის“ ახალი შენობის რეკონსტრუქციის დასრულება 2023 წელს; სტუდია „ქართული ფილმის“ ტერიტორიაზე სახელოვნებო ქალაქის მოწყობის სამუშაოების გაგრძელება; ალტერნატიული შემოქმედებითი სივრცეების მოწყობა, და სხვ. ყურადღება გამახვილდა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში დაგეგმილ სასწავლო რეფორმაზე, რომლის ფარგლებში იგეგმება „სახელოვნებო განათლების შესახებ“ კანონის მიღება და სახელოვნებო განათლების რეფორმის პროექტის შემუშავება-დამტკიცება. გარდა უმაღლესი სასწავლებლებისა, რეფორმის შედეგად ასევე მოსალოდნელია სახელოვნებო სასწავლებლების პედაგოგთა სტატუსის განსაზღვრა და გათანაბრება ზოგადი სკოლის მასწავლებლის სტატუსთან. მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია ლევილის მამულის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ კულტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მუზეუმების განვითარებაზე. 2023 წელს გაგრძელდება სამუზეუმო ფონდების შევსება. პროცესი 30-წლიანი წყვეტის შემდეგ კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2021 წელს განახლდა. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, 2023 წლისთვის დაგეგმილია რვა გამოფენა; სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში 2023 წელს სამი თვის განმავლობაში მოეწყობა ხელოვნების მუზეუმისათვის შარშან შეძენილი ახალი კოლექციების ექსპოზიცია; იგეგმება ეთნოგრაფიულ მუზეუმში არსებული ოდასახლების რესტავრაციისა და რეაბილიტაციის მასშტაბური საპროექტო სამუშაოები; სვანეთიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში 2022 წლის ოქტომბერში გადმოტანილი რამდენიმე საუკუნის სვანური მაჩუბის რესტავრაცია და სვანური კოშკის გვერდით განთავსება; გიორგი ჩიტაიას გენგეგმით გათვალისწინებული ეთნოგრაფიული მუზეუმის მთიანი ზონის მშენებლობის პროცესის გაგრძელება; საქართველოს მთიანეთში შესაბამისი სახლების, კოშკების მოძიება და მუზეუმში გადმოტანა. სპორტის მიმართულებით აღინიშნა, რომ შესაბამისი სპორტული ფედერაციის მიერ სამზადისი დასრულებულია და 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, დაბა ბაკურიანი უმასპინძლებს სნოუბორდის, ფრისტაილისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა ზამთრის სპორტის სახეობებში. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების მიზნით, მთელი მსოფლიოდან 1000-მდე სპორტსმენი დარეგისტრირდა. ჩემპიონატში 5 ქართველი მიიღებს მონაწილეობას: რევაზ ნაზღაიძე; ნიკა ელოშვილი; ლუკა ჩოფიკაშვილი; დავით თედიაშვილი; ბექა ბერძენიშვილი. 2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად, მასპინძლობს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში. ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სპორტს სამინისტრო თანამშრომლობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. საუბარი შეეხო სპორტული ფედერაციების ხელშეწყობის საკითხს, რისთვისაც, პრემიერ-მინისტრის ხელშეწყობით, 2023 წლის ბიუჯეტის გაზრდა მოხერხდა; სპორტულ კლუბებთან უშუალო თანამშრომლობას მასობრივი სპორტის განვითარების მიზნით, რისთვისაც, სპორტის სამინისტროს მიერ საპილოტედ შერჩეულია ცურვის მიმართულება; საერთაშორისო ასპარეზობებსა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სპორტის უნივერსიტეტის შენობის რეკონსტრუქციის პროექტსა და შესაბამისი სამუშაოების მიმდინარეობაზე. აღინიშნა, რომ პროექტის წარმატების შემთხვევაში, საქართველოს სპორტის უნივერსიტეტისათვის თანამედროვე სტანდარტის შენობა 2025 წლისთვის ექნება. ახალგაზრდობის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ 2023 წელს გაგრძელდება საბანაკე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. შესაბამისად, ბანაკები მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ დამტკიცებული „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“ – ის იმპლემენტაციის საკითხს და მისი 2023 წლის სამოქმედო გეგმას. სამუშაო თათბირზე ასევე განიხილეს ახალი პროექტები და ინიციატივები. ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის მინისტრსა და მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.
კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით იუნესკო-ს დასკვნას აქვეყნებს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ „იუნესკოს“ დასკვნაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ეს ერთობლივი დასკვნაა და შედგენილია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის, „ICOMOS“-ისა და „ICCROM“-ის მიერ გელათში ჩატარებული ინსპექტირების საფუძველზე. თეა წულუკიანის ინფორმაციით, ინსპექტირების ჯგუფი სამინისტროს მიერ 2022 წლის ივლისში გაგზავნილი მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში, ექსპერტთა ჩამოსვლა კი მხოლოდ 2022 წლის ნოემბრის ბოლოს (28 ნოემბერი-2 დეკემბერი) მოხერხდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დასკვნა არ არის საბოლოო, ვინაიდან „იუნესკოს“ პროცედურული წესების თანახმად, შეიძლება ზოგიერთი მონაკვეთი ან ფაქტობრივი გარემოება დაზუსტდეს. „არცერთი სხვა დოკუმენტი ან დასკვნა, რომლებიც სამინისტროში შემოვიდა ჩემი მინისტრობისას, საიდუმლო არ გამხდარა. რა სახეცვლილებაც უნდა განიცადოს მომავალში ამ დასკვნამ, ჩვენ დღეს უკვე ვაქვეყნებთ მას და წარმოგიდგენთ დასკვნის მნიშვნელოვან მიგნებებსა და რეკომენდაციებს“, – განაცხადა მინისტრმა. მინისტრის თქმით, „იუნესკოს“ მისიის აზრით, მათი ვიზიტი იყო წარმატებული და ამისათვის მათ სახელმწიფოს წარმომადგენლებისადმი დასკვნაში მადლიერება გამოხატეს. წარმატებად კი ითვლება ის, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ ყველას, ვისთან შეხვედრაც საჭიროდ ჩათვალეს. „კერძოდ, შეხვედრები გაიმართა სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, საქართველოს საპატრიარქოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ICOMOS-საქართველოს“ წარმომადგენლებთან. 2022 წლის 26 ნოემბერს სამინისტრომ „იუნესკოს“ მისიას, რომელიც უკვე ემზადებოდა ჩამოსასვლელად, შესთავაზა, თავის დღის წესრიგში შეეტანა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრთან შეხვედრაც, რადგან ეს არის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად ავლენდა პრეტენზიულ დამოკიდებულებას და გამოთქვამდა კრიტიკულ შენიშვნებს სამინისტროსადმი კონკრეტული გამოსავლის შემოთავაზების გარეშე. სწორედ ამიტომ სამინისტრო თვლიდა, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა, იუნესკოს მისიას მათთვის მოესმინა. იუნესკოს მისიის პასუხი იყო, რომ ჩუბინაშვილის ცენტრთან შეხვედრას იმ ეტაპზე ვერ განიხილავდა. ვიზიტი, რომელიც მისიის მიერვე წარმატებულად ფასდება, არის საწინდარი სარწმუნო და სამომავლოდ გასათვალისწინებელი რჩევებისა და რეკომენდაციებისა“, – აღნიშნა მინისტრმა. თეა წულუკიანმა ასევე განაცხადა, დასკვნა, რომელიც დღეს წარადგინა, მასში მოცემული რეკომენდაციებით, სამინისტროსათვის იქნება ერთადერთი სახელმძღვანელო და საბაზისო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008-2020 წლებში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა. ასევე, მინისტრის თქმით, „იუნესკოს“ დასკვნაში აღნიშნულია, რომ დღეს გელათის პრობლემები უკავშირდება სახურავს, რომლის მონტაჟიც 2015-2018 წლებში განხორციელდა. „იუნესკოს“ დასკვნაში ასევე დადასტურებულია, რომ ტაძარში წყალი ჩადიოდა 2020 წლის ჩათვლით. მინისტრმა შეახსენა ოპონენტებს, რომ მისი მოადგილეები და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი არ მუშაობდნენ მოცემულ პერიოდში კულტურის სამინისტროში და რომ ის თავად კულტურის მინისტრად დაინიშნა მხოლოდ 2021 წლის 19 მარტს. მანამდე, პროცესებს ხელმძღვანელობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე, რომელსაც კულტურის სამინისტროსგან ოფიციალურად და სამართლებრივად ჰქონდა დელეგირებული ძეგლებზე ზრუნვის ყველა უფლებამოსილება. „როდესაც თავს პოლიტიკურად მესხმიან ისინი, ვისი ვალიც იყო ძეგლზე ზრუნვა, მე მაქვს პასუხის უფლებაც და ვალდებულებაც“, – განაცხადა მინისტრმა. ასევე, მინისტრის განცხადებით, „იუნესკოს“ დასკვნა მკაფიოდ და ნათლად ადასტურებს, რომ იტალიელ ექსპერტთა ის გუნდი, რომელიც გელათზე მუშაობს, სამინისტრომ მოიწვია „იუნესკოს“ შეთავაზების საფუძველზე. „იუნესკო“ სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას, 2022 წლის ოქტომბერში სრულად შეჩერებული სამუშაოები (რაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ ყოფილა), შეძლებისდაგვარად სწრაფად განახლდეს იმ პროგრამის მიხედვით, რომელიც სამინისტრომ წარადგინა და ამ პროგრამის განხორციელებისას გათვალისწინებული იქნეს დასკვნაში შემოთავაზებული რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ „იუნესკოს“ დასკვნაში არ არის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამჟამად მომუშავე პროფესიონალების გუნდი შეიცვალოს. პირიქით, არაერთი მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი თუ გადაწყვეტილება არის შეფასებული „ჯანსაღად“, „გარდაუვლად აუცილებლად“, „სწორად“. „რასაკვირველია, გაცემულია რეკომენდაციები, რაც არის სამუშაო პროცესი და არა – პოლიტიკური. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი თემის პოლიტიზება ხდება, მაგრამ ძეგლთან დაკავშირებით ეს დაუშვებელია“, – განაცხადა მინისტრმა. თეა წულუკიანის თქმით, „იუნესკო“ გამოთქვამს საყვედურს, რომ არ არსებობს გელათის კომპლექსის მართვის სამოქმედო გეგმა. „გეგმა არ არსებობს, რადგან 2017 წელს უნდა დამტკიცებულიყო და არ დამტკიცდა. როცა კულტურის სამინისტრო, 2021 წლიდან, შეუდგა პრობლემების აღმოფხვრას, 2017 წლამდე შემუშავებული სამოქმედო გეგმის პროექტი აღმოჩნდა მოძველებული, ახლის შემუშავებას კი სჭირდება პრობლემების სრულყოფილი ანალიზი და საჭიროებებზე დაფუძნებული ახალი გეგმა. ძეგლზე შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, „იუნესკოს“ მისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „იუნესკოსთვის“ გასაგებია, პირველ ეტაპზე რატომ მიენიჭა უპირატესობა ფიზიკური ჩარევების განხორციელებას და არა ძეგლის მართვის გეგმის განახლებას. „იუნესკოს“ მისიის აზრით, სამინისტროს მიერ გელათში არსებული ვითარების გამოსწორების მიზნით გამოყოფილი ფინანსური და ყველა სხვა სახის რესურსი, მათ შორის იტალიელი ექსპერტების დახმარება, და მიზანმიმართული მუშაობა ხარვეზებზე არის „ძალზედ დადებითი“ (highly commendable). „იუნესკოს“ მისია ეთანხმება იმას, რასაც კულტურის მინისტრი აღნიშნავს უკვე მეორე წელია, კერძოდ, რომ: „2020 წლამდე განხორციელებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს. მოცემული დოკუმენტაციის წარმოება კი კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მაშინდელი ხელმძღვანელობის პირდაპირი ვალდებულება იყო. „იუნესკო“ ადასტურებს, რომ 2022 წლის სექტემბერში იტალიელი ექსპერტების მიერ შემოთავაზებული ახალი სახურავის დიზაინი მისაღებია, მათი საქმისადმი დამოკიდებულება არის „ჯანსაღი“ და სამინისტრო სწორედ ამ გეგმას უნდა მიჰყვეს. თავის მხრივ, „იუნესკო“ იძლევა რეკომენდაციას, რომ მოცემულ დიზაინზე მუშაობისას განხილულ იქნეს ახალ გადახურვაში სპილენძის გამოყენების საკითხი. ეს, გარდა იმისა, რომ გასაზიარებელი რეკომენდაციაა და ამით დასტურდება იტალიელი ექსპერტების რჩევების სისწორე, მოწმობს იმასაც, რომ მეცნიერ გიორგი გაგოშიძისა და მისი გუნდის მიერ გელათზე დაგებული კრამიტი „იუნესკოს“ მიერ მოწონებული არ არის, მეტიც – სრულად უარყოფილია. დასკვნაში ნათლად წერია, რომ კრამიტი მედეგობისა და ეფექტურობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ის სათანადოდ გამოწრთობილიც კი არ არის. ამ საკითხის მიმართ ყურადღება ზოგიერთ კვლევით ცენტრს თავის დროზე უნდა გამოეჩინა, თუმცა ეს არ მოხდა. „იუნესკო“ ადასტურებს, რომ კრამიტი არამცთუ ვარგა, ის არასწორად არის დაგებული და ლურსმნებიც კი, რომლებიც გამოყენებულია, არ არის უჟანგავი. მოცემული ვარაუდი თეა წულუკიანის მიერ ჯერ კიდევ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეობისას გამოითქვა, რამაც მწვავე კრიტიკა დაიმსახურა ოპონენტების მხრიდან“, – განაცხადა მინისტრმა. კულტურის მინისტრის განცხადებით, „იუნესკო“ იწონებს 2021 წლის ივნისიდან უცხოელი ექსპერტ-კონსულტანტებისა და ქართველი სპეციალისტების მიერ ძირითადი ტაძრის სახურავზე ჩატარებულ გამოკვლევებს, რეკომენდაციებსა და ჩარევებს, მისიის აზრით, ეს უმნიშვნელოვანესი იყო ტენიანობის პრობლემის დროულად მოსაგვარებლად. „იუნესკო“ დადებითად აფასებს 2021 წლის მაისში, იტალიელი ექსპერტების რჩევების შესაბამისად, ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე სახურავის გახსნას და მის მეთოდს. უფრო მეტიც, „იუნესკო“ ურჩევს სახელმწიფოს, რომ იგივე განხორციელდეს სახურავის სხვა ადგილებშიც. იუნესკო გვეთანხმება იმაში, რომ ჩვენ მიერ სახურავის გახსნისას აღმოჩენილი ნახეთქები დიდი წუხილის საგანია. იუნესკო ამბობს, რომ ნახეთქების აღმოჩენის მერე, 2021 წლის მაისში, ჩვენ მიერ მისი დროებით გაკერვის მეთოდოლოგია არის სწორი, საბოლოო გამოსავალზე კი ერთად მას შემდეგ უნდა ვიფიქროთ, რაც უცხოეთიდან ჩამოგვივა ძეგლის სტაბილურობის დეტექციისათვის აუცილებელი აპარატურა, რომლის პარამეტრები და შესაძლებლობებიც იუნესკოსთან ერთად უნდა განისაზღვროს. კითხვა ისმის, რატომ დაეხურა ქვაზე ნაპრალებს სახურავი ისე, რომ ნაპრალების საკითხი არ ყოფილა განხილული“, – განაცხადა მინისტრმა. ასევე, თეა წულუკიანის თქმით, „იუნესკო“ იწონებს ალესანდრო მასარის რჩევებს სტრუქტურების ჰიგრომეტრიული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მიკროგარემოს მონიტორინგთან დაკავშირებით. „კედლის მხატვრობასთან დაკავშირებით, „იუნესკო“ იწონებს გამოყენებული მეთოდებიდან არაერთ მათგანს და შესწორება შეაქვს ზოგიერთი ნივთიერების შემადგენლობის განსაზღვრაში (ზედაპირიდან კარბონატების გაწმენდის, საღებავის ფენის დამაგრების, ფხვიერი ბათქაშის უბნების დროებით დასამაგრებლად სინთეზური პოლიმერების გამოყენებისას ნივთიერებების შემადგენლობა და მათში წყლის შემცველობა). კერძოდ, „იუნესკო“ ამბობს, რომ წყლის შემცველობა მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. თუმცა, განსაზღვრული არ არის პროცენტული მაჩვენებელი იმის ასახსნელად, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს „მაქსიმალური“ შემცირება. „იუნესკო“ გამართლებულად მიიჩნევს დაზიანებული კედლის მხატვრობიდან მარილების მექანიკურ მოცილებას რბილი ჯაგრისებით და რეკომენდაციას უწევს ამ დროს ულტრაიისფერი სხივების გამოყენებას. „იუნესკო“ იძლევა რეკომენდაციას ძირითადი ტაძრის ყველა ნაწილში, მათ შორის, საკურთხეველშიც, ხარაჩოების დაყენების შესახებ. „იუნესკო“ დადებითად აფასებს ექსპერტ მარკო პულიერის რჩევას, რომ გადაუდებელი მკურნალობის დროს გამოყენებულ იქნეს ნანოკირი. ფერის ინტეგრაცია აკვარელთან დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთ კედლის ერთ ადგილას, რომელიც განხორციელდა როგორც ტესტი, რათა გარკვეულიყო კედლის მხატვრობის უკეთ წაკითხვის შესაძლებლობა, „იუნესკო“ არ მიიჩნევს ძეგლის დაზიანებად (როგორც ამას ზოგიერთი მეცნიერი აცხადებს). პირიქით, „იუნესკო“ ამბობს, რომ ეს შექცევადი პროცესია, მაგრამ ამ ეტაპზე ამ მეთოდის გამოყენება საჭირო არ არის. „იუნესკო“ კარგი შედეგების მქონედ აფასებს მეოთხეული ამონიუმის მარილების (2% დეიონიზირებული წყალი) გამოყენებას, ვინაიდან ეს დიდი ხნის ნაცადი მეთოდია, ასევე, ნაკლებ ტოქსიკური მასალების გამოყენებას და იძლევა რეკომენდაციას, რომ დამატებით განხილულ იქნეს ეთერზეთების გამოყენების საკითხიც. „იუნესკო“ საინტერესო მეთოდად აფასებს ამონიუმის ოქსალატის გამოყენებას გადაუდებელ ეტაპზე. მისი რეკომენდაციით, უნდა ჩატარდეს ხანგრძლივი მონიტორინგი, რათა დადასტურდეს ამ მეთოდის ეფექტურობა ხსნადი მარილების მუდმივი არსებობის პირობებში“, – აღნიშნა მინისტრმა. საქართველოს კულტურის მინისტრის განცხადებით, „იუნესკოს“ მისიის მოსაზრებაა, რომ ძველი შეკეთებების შიგთავსის მოცილება კედლის მხატვრობის მკურნალობისას სრულიად ადეკვატური მეთოდია, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც შიგთავსები აღარ არის შესაბამის მდგომარეობაში, ან როდესაც შიგთავსები ჩრდილავენ ორიგინალ მხატვრობას, ასევე ეს მეთოდი აუცილებელია გადაუდებელი მკურნალობის ადრეულ ეტაპზე, ვიბრაციის თავიდან ასაცილებლად. „იუნესკო“ იზიარებს, რომ გადაუდებელი ჩარევების დროს კირზე დაფუძნებული მასალების გამოყენება რეკომენდებულია. „იუნესკოს“ აზრით, ზედაპირზე მბზინავი ფენის მოსაშორებელი ტესტის განხორციელება აკრილის ფისით და აცეტონით ადეკვატური იყო. ის აღნიშნავს, რომ სწორი იყო რესტავრატორ მარიო პულიერის მიერ 2022 წლის 23 ნოემბრით დათარიღებული ანგარიშის მე-8 გვერდზე შემოთავაზებული რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ გასუფთავების ეს მეთოდი გამოყენებულ იქნას მკურნალობის შემდეგ ეტაპზე. „იუნესკო“ გვაძლევს რეკომენდაციას, რომ დაუყოვნებლივ დავიწყოთ დაპროექტება ქოლგისებრი დროებითი გადახურვისა, რომელიც ტაძარს ზემოდან დროებითი სახურავის სახით დროებით დაეფარება. სამინისტროში ეს პროცესი უკვე დაწყებულია და შემდგომი დაპროექტებისათვის აუცილებელი ესკიზის პირველადი ვერსია უკვე არსებობს, რომელიც გერმანელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს. გადასაწყვეტი იქნება, რამდენად მდგრადი იქნება ასეთი გადახურვა, რადგან „იუნესკო“ სავსებით სამართლიანად უთითებს ამის აუცილებლობაზე. დიდი სტიქიის შემთხვევაში, ქოლგისებური სახურავი არ უნდა გადაიქცეს, რაც ძეგლის სამუდამოდ დაზიანებას გამოიწვევდა. „იუნესკო“ გვირჩევს, რომ იმ უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ვინც მუშაობს ადგილზე, უფრო მეტი ქართველი რესტავრატორი ჩაერთოს პროცესში და იქვე დასძენს, რომ ამგვარი პროფესიის დეფიციტის შემთხვევაში, დეფიციტის აღმოფხვრის გეგმა უნდა არსებობდეს“, – განაცხადა მინისტრმა. კულტურის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ „იუნესკო“ დადებითად აფასებს 2021 წელს მინისტრი თეა წულუკიანის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფის ფაქტს, რომლის ზოგიერთმა წევრმა „იუნესკოს“ ადგილზე ვიზიტისას განუცხადა, რომ სამინისტროსთან კომუნიკაცია არასოდეს ჰქონია, ეს მარტივად გაბათილდა. „იუნესკო“ ახლა გვაძლევს რჩევას, რომ ამგვარი ჯგუფური მუშაობა კვლავ გაგრძელდეს. „მეც ასე მეგონა, როცა 2021 წელს ჯგუფს ვქმნიდი, რომ ერთად მუშაობა ჯობდა, მაგრამ ზოგიერთმა წევრმა მაშინ მუშა პროცესს სამინისტროსთან პიკეტი, პოლიტიკური პროცესი და ფეისბუქზე ყოფნა არჩია ძეგლის დაცვას. მოგიწოდებთ ყველა ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ კვლევით ცენტრს, რომ დავტოვოთ ეს წარსულში და წინ წამოვწიოთ ისევ გელათი და მისი ინტერესი. ჩვენ ამ ჯგუფს განვაახლებთ და მისი პირველი სხდომა ჩაინიშნება 17 თებერვალს“, – განაცხადა მინისტრმა. თეა წულუკიანის თქმით, მოცემულ ჯგუფში, როგორც ადრე, წამყვანი იქნება სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს როლი. „სახელმწიფო გახლავთ „იუნესკოს“ წევრი და ხელშემკვრელი მხარე და ის აგებს პასუხს „იუნესკოს“ წინაშე, ხოლო ეკლესია გახლავთ ძეგლთა მესაკუთრე და ასევე მზრუნველი კულტურულ მემკვიდრეობაზე. სახელმწიფოს წარმომადგენლობა იქნება კვლავ მრავალფეროვანი, როგორიც იყო 2021 წელს. საქართველოს საპატრიარქოდან ჩვენ ვისურვებდით მაქსიმალურ ჩართულობას. ჩვენ აუცილებლად მოვიწვევთ შემდეგ სასულიერო პირებს: მაღალყოვლადუსამღვდელოესი დავითი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის, მოადგილე; მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელი; მაღალყოვლადუსამღვდელოესი ანდრია, გორისა და ატენის მიტროპოლიტი საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი; ყოვლადუსამღვდელოესი ვახტანგი, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი; არქიმანდრიტი კირიონი საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე. გარდა ამისა, ჯგუფში მოწვეულნი იქნებიან მოწვეული პროფესიონალები და შესაბამისი კომპეტენციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები“ – აღინიშნა ბრიფინგზე მინისტრმა.
უამრავი დანაშაულია, რომლის შემოქმედიც იყო მიხეილ სააკაშვილი - წულუკიანი
უამრავი დანაშაულია, რომლის შემოქმედიც იყო მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. „ჩვენ გვეუბნებიან, რომ არა უშავს, იმ 9000 პატიმარს, რომელიც არის ამ ქვეყანაში, ეს ერთი გამოარჩიე და გამოუშვი თავისუფლებაზე მარტო იმიტომ, რომ ის რთული ქცევის მქონე პატიმარია“, - განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა - წულუკიანი
ამ ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა-მეთქი, ხუმრობით გეტყოდით, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არაფერი მოსწონთ, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. თეა წულუკიანის განცხადებით, ყველა დარგი და სფერო მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს. „ძალიან დიდი ხანია, საქართველოში დღის წესრიგში დგას საკითხი, რომელიც ეხება, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ყველა დარგისა და სფეროს მაქსიმალურ გამჭვირვალობას. იდეალური გამჭვირვალობა იქ, სადაც ადამიანები ვართ, ალბათ ძნელია, მიიღწეს, მაგრამ მთავრობამ, სახელისუფლებო სტრუქტურებმა სხვადასხვა აღმასრულებელ, საკანონმდებლო თუ სასამართლო სტრუქტურაში შეძლეს, რომ სხვადასხვა ახალი კანონის წყალობით ეს პროცესები, მათ შორის ფინანსური რესურსის მართვის პროცესი, გამხდარიყო უფრო გამჭვირვალე. გახსოვთ ალბათ 2013 წლიდან მიღებული კანონები, რომლის შედეგადაც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მთავრობისთვის და სხვა სტრუქტურებისათვის გამკაცრდა წესები, გაცილებით უფრო გამჭვირვალე გახდა. ჩვენ მივიღეთ არაერთი კანონი, რომ ჩვენი საჯარო მოხელეები, მათ შორის არც თუ ისე მაღალი თანამდებობის პირები ვალდებულნი გახდნენ, რომ შეავსონ ქონებრივი დეკლარაციები. ეს ქონებრივი დეკლარაციები არა მხოლოდ არის ელექტრონული, არამედ ჩვენი ხელისუფლების ფარგლებში, ჩვენს თავსვე დავუწესეთ, რომ დავექვემდებარებოდით მონიტორინგს. გახსოვთ, არაერთი მაღალჩინოსანი დაჯარიმდა კიდეც, როდესაც მათ ქონებრივი დეკლარაცია არასრულყოფილად ან არაზუსტად შეავსეს და ა.შ. ძალიან ბევრი ნორმა შემოვიდა საამისოდ, მაგრამ არცერთი კანონი დღემდე არ ყოფილა შემუშავებული არასამთავრობო სექტორისა და კერძო სტრუქტურებისთვის, ისეთებისთვის, როგორიც არის ე.წ. აიპები, ჩვენ რომ „ენჯეოებს“ ვეძახით, მათი მეტი გამჭირვალობისათვის. არადა, ჩვენ გაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქროთ, რომ არაერთ „ენჯეოში“ არანაკლები თანხა შეიძლება, მოძრაობდეს, ვიდრე თუნდაც ჩემი სამინისტროა. რასაკვირველია, საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს, რომ მათი საქმიანობაც გახდეს უფრო გამჭვირვალე. ახლა თუ ვინმე ჩვენ გვიქადაგებს გამჭვირვალობას და თვითონ არ უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს მათი პრობლემაა, მათ უნდა აუხსნან ხალხს, რაში აქვთ პრობლემა, რამე ხომ არ აქვთ დასამალი. მგონია, რომ არაფერია არსად დასამალი, ამიტომ გამჭვირვალობა ჯანსაღი თანამშრომლობის საუკეთესო საწინდარია", - განაცხადა წულუკიანმა.
მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის დანაშაულებისთვის, რადგან კრიმინალია - წულუკიანი
მიხეილ სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტპატიმარი, სასამართლოს მიერ მისჯილ სასჯელს იხდის ძალიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, რადგან კრიმინალია. სხვა ქვეყნის დეპუტატი თუ სხვაგვარად თვლის, ალბათ, იმას უნდა დავაბრალოთ, რომ არ იცის, ვისთან აქვს საქმე, ანდა, იცის და მაინც იმას ამბობს, რაც უსაფუძვლოა, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. „მორიგჯერ ისე შევაფასებ, როგორც აქამდე ვაფასებდი, რომ სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტპატიმარი, ის სასამართლოს მიერ მისჯილ სასჯელებს იხდის ძალიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, რადგან არის კრიმინალი და ჩემი აზრით, უნდა მოიხადოს ბოლომდე. სხვა ქვეყნის მოქალაქე, სხვა ქვეყნის დეპუტატი თუ თვლის სხვაგვარად, ეს, ალბათ, იმას უნდა დავბრალოთ, რომ მან არ იცის, ვისთან აქვს საქმე, ანდა იცის და მაინც იმას ამბობს, რაც უსაფუძვლოა. ჩვენ ვიცნობთ საკუთარ ხალხს, ჩვენ გვიცნობს ჩვენი ხალხი, ჩვენმა ხალხმა იცის, თუ რა ბუნების ხელისუფლება ჰყავს დღეს ქვეყნის სათავეში, ხელისუფლებები მიდიან და მოდიან ამ ქვეყანაში, ქართველი ხალხი რჩება და ქართველი ხალხი რომ იყოს იქ, სადაც არის და ჰქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ ხანდახან ამისთვის გვჭირდება არცთუ ისე პოპულარული და რთულად მისაღები კანონები. დასანანია, რომ ამ შემთხვევაში ასეთი კანონი არ მიგვაღებინეს, მაინც უნდა შევეცადოთ, რომ ვიბრძოლოთ, რათა დავრჩეთ სუვერენული, დამოუკიდებელი და რაც მთავარია, თავაწეული, წელგამართული, ღირსეულად შევიდეთ იმ ევროკავშირში, სადაც არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი და არა ცალ ფეხზე, როგორც ამისკენ მოგვიწოდა ზოგიერთმა უღირსმა ადამიანმა. ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
არჩევნებამდე არსად ვაპირებ წასვლას, არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი - წულუკიანი
არჩევნებამდე არსად წასვლას არ ვაპირებ, - კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სპეკულაციაა საუბარი იმის შესახებ, რომ კულტურის მინისტრის პოსტს ტოვებს და ჯანდაცვის სამინისტროში გადადის. „ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე არის წმინდა წყლის სპეკულაცია, ისევე როგორც არაერთ სხვა ადგილას. ასე ხდება ხოლმე, როდესაც ის ადამიანები, რომელთაც არ მოსწონთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რა პოლიტიკაც დღეს ტარდება, დასხდებიან ხოლმე, ადგილებიც ვიცი, სადაც მსჯელობენ და თათბირობენ. ეს ჩვენივე სისტემაში ხდება ხოლმე. ითათბირებენ და გადაწყვეტენ, რომ მალე გვეშველება, გადადის ამ და ამ სამინისტროში. მგონი, რიგით მეოთხე სამინისტროა, სადაც გამამწესეს, მაგრამ, მინდა, მივუსამძიმრო მათ, არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი“, – განაცხადა წულუკიანმა.
სააკაშვილის თემა უკვე დამღლელია - წულუკიანი
საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი უკვე დამღლელია. წულუკიანის თქმით, სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს თვითდაზიანება, განაახლოს სრულფასოვანი კვება. „მართალი გითხრათ, ეს თემა უკვე დამღლელია. დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც, ჟურნალისტებისთვის, ვინც ამ კითხვას სვამთ, რადგან მე, მაგალითად, ვაღიარებ, რომ გუშინ არ გავცნობილვარ და არ დავინტერესებულვარ, რა როგორ მიირთვა და როგორ წარმართა საკუთარი დღე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მას თავს ახვევია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, როგორც ეს ცალსახად და მკაფიოდ განაცხადეს მთავრობის შესაბამისმა წევრებმა, ჯანდაცვის მინისტრმა, იუსტიციის მინისტრმა. ყველაფერი კეთდება, რათა მან შეწყვიტოს თვითდაზიანება და იყოს ჯანმრთელი, მეორე მხრივ, არის იმის სრული მზაობა, რომ თუ ოჯახის მიერ შერჩეული საერთაშორისო დონის მედიკოსი ჩამოვა, რა თქმა უნდა, ის იქნება დაშვებული პაციენტთან. მეტი უკვე აღარც ვიცი, რა შეიძლება, ამ თემაზე ითქვას. მან უნდა შეწყვიტოს თვითდაზიანება, განაახლოს სრულფასოვანი კვება, რათა როდესაც სასჯელს მოიხდის, იმ დროისთვის მან შეძლოს, დაუბრუნდეს იმ საზოგადოებას, რომელსაც ის ეკუთვნის და ვის ეკუთვნის, ამას თვითონ აირჩევს ალბათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, კანონით დღეს ქალი კბილებამდე შეიარაღებულია - წულუკიანი
ვინც არ უნდა იყოს, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს ქალი ქვეყანაში კბილებამდე შეიარაღებულია, რათა თავისი უფლებები დაიცვას, – ასე უპასუხა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას. სახალხო დამცველი: თანადგომას ვუცხადებ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს, გამოვთქვამ მზადყოფნას, შევისწავლოთ მათი ინდივიდუალური საქმეები „არ ვიცნობ ამ ქალბატონს (ჟურნალისტი თათია სამხარაძე, რედ.) მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის და რას წარმოადგენს. სწორედ აღნიშნეთ და სავსებით სამართლიანად, რომ მე ვარ ის ქალი მინისტრი, ვინც 2014 წლის 19 ივნისს სტრასბურგში გენმდივან ტორბიორნ იაგლანდთან ერთად ხელი მოვაწერე ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელსაც ჰქვია სტამბოლის კონვენცია, შემდეგ, იუსტიციის მინისტრობისას ფუნდამენტურ რეფორმას ჩავუდექი სათავეში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რატიფიკაცია გააკეთა ქალთა უფლებებისთვის, გოგონებისა და ქალთა უფლებებისთვის, ამ კონვენციის რატიფიცირება პარლამენტში მოხდა. შესაბამისად, მე არ შეიძლება, მქონდეს განსხვავებული პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ სიტუაციას, გარდა იმისა, რომ ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული. ვინც არ უნდა იყოს ის, გვარად სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს ქალი ჩვენს ქვეყანაში არის ბოლომდე კი არა, კბილებამდე შეიარაღებული, რათა თავისი უფლებები დაიცვას. იმედი მაქვს, თუკი მისი უფლებები დაირღვა, ის ამას შეძლებს“, – აღნიშნა წულუკიანმა. თათია სამხარაძე ტელეკომპანია „POSTV“-ის დამფუძნებელსა და დირექტორს შალვა რამიშვილს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ანალოგიური ბრალდებები მის წინააღმდეგ გასულ კვირას სხვა ქალებმაც გააჟღერეს. თავად რამიშვილი ტელეკომპანიის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს. სახალხო დამცველმა „თანადგომა გამოუცხადა ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები“. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი აგრესიას სავარაუდო მსხვერპლებისადმი მიმართავს - მათ მონათხრობს უაპელაციოდ ეჭვქვეშ აყენებენ, მიუთითებენ, რომ მათ სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყეს, რისი მიზანიც სავარაუდო შემავიწროებლის რეპუტაციის შელახვაა, სავარაუდო შემავიწროებელს კი მხარდაჭერას უცხადებენ“.
წულუკიანი აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირებაზე: ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა სიურპრიზის ფორმა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით გაუგებარია. შეცდომაა, აშშ მოუხსნის სანქციებს მოსამართლეებს - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამასთან, მისივე თქმით, გაუგებარია აშშ-ის გადაწყვეტილება იმის ფონზე, რომ სწორედ დასავლეთი იყო მომხრე, ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები გამხდარიყვნენ. „მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტმა, რაც გულისხმობს, დაახლოებით 20-წლიან გამოცდილებას, მკაცრად, ხმამაღლა და პრინციპულად დავგმო ჩვენი მეგობრის, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა, როგორც ირკვევა, სიურპრიზის ფორმა. პარტნიორები, მეგობრები ასე ალბათ არ იქცევიან, თუმცა მეგობრობაშიც, პარტნიორობაშიც ხდება ხოლმე, როდესაც არის გარკვეული გაუგებრობა. ამ მეგობრობას და პარტნიორობას იმდენად დიდი ფესვები და ტრადიცია აქვს, რომ ამგვარი ტიპის გაუგებრობები მას ვერაფერს დააკლებს, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ ვალდებული ვართ, ვინც წარმოვადგენთ ქართველ ერს ხელისუფლებაში, დავგმოთ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობითვის დაუშვებელი აქტი სანქცირების სახით. ჩვენ ვითხოვთ წესებით თამაშს, განსაკუთრებით, როდესაც მეგობრებს და პარტნიორებს ეხება საქმე. მაგალითისთვის, ვითხოვთ, რომ ევროკავშირი მოგვექცეს სამართლიანად, ვინაიდან უსამართლო იყო ქართველი ერისთვის და არა რომელიმე ხელისუფლებისთვის ის გადაწყვეტილება, რაც ბრიუსელმა მიიღო. მოლდოვა და უკრაინა როდესაც წინ დააყენა და უთხრა, გაიარეთ და საქართველო არ გაატარა იმ გზაზე, რომელზეც საქართველო არის ამ ორ ქვეყანაზე უფრო მეტად წარმატებული. ასევე მე დაუშვებლად მიმაჩნია სანქცირებაზე აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები. გაუგებარია ეს გადაწყვეტილება იმის ფონზე, რომ სწორედ დასავლეთი იყო იმის მომხრე, რომ ეს მოსამართლეები უვადო მოსამართლეები გამხდარიყვნენ“, – აღნიშნა წულუკიანმა. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
როდესაც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მის ნათქვამს - წულუკიანი პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეზე
როდესაც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მის ნათქვამს - კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ეპისტოლეს გამოეხმაურა, სადაც საუბარია პოლარიზაციაზე. ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ომი კი მშვიდობის საპირწონე, უკიდურესი ბოროტებაა, უფლის მცნებათა დარღვევაა და მრავალთა სიცოცხლის ხელყოფა - პატრიარქი „როდესაც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, რა თქმა უნდა, მას ყველა ვეთანხმებით და უფრო მეტიც, ვითვალისწინებთ მის ნათქვამს. ჩვენ ყოველ ჯერზე ვეცნობით ყურადღებით მის ეპისტოლეებს და გვაქვს მისი ეპისტოლიდან ამონარიდები სახელმძღვანელოდ. მას ვუდასტურებთ კიდევ ერთხელ სიყვარულს. ვულოცავთ აღდგომას და ვუსურვებთ, რომ დიდხანს ყოფილიყოს ქვეყნის იმედად და ბურჯად, როგორც ამდენი ათეული წლის განმავლობაში“, - განაცხადა წულუკიანმა. პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ფსევდოლიბერალური წივილ-კივილის გარეშე უნდა შევთანხმდეთ, გვაქვს დიდი ისტორიის პატარა სახელმწიფო - წულუკიანი
საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ემსახურებოდა იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, რომელზეც ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა. „რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის უნგრეთში ვიზიტს, ვიდრე პრემიერ-მინისტრი მოცემულ კონფერენციაზე სიტყვით გამობრძანდებოდა და ამ ვიზიტით ჩავიდოდა უნგრეთში, მოხდა ისე, რომ მანამდე რამდენიმე დღით ადრე მეც გახლდით ჩემს კოლეგასთან სტუმრად უნგრეთში, ჩემი თვალით ვნახე და მოვისმინე, როგორ ცდილობს უნგრეთი, დაცული იქნას ის ტრადიციული ღირებულებები, რამაც დააფუძნა თავის დროზე ევროპა, ევროკავშირი. ამ კონფერენციასაც ეს გასდევდა ლაიტმოტივად. პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან ბევრი მესიჯით დატვირთული და თითოეული მათგანი ემსახურებოდა იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, რომელზეც რეალურად ჩვენი ერი საუკუნეების მანძილზე იდგა. ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის ის რწმენა, რომელმაც დღემდე მოიტანა ეს ქვეყანა და ჩვენი სამშობლო, დიდებულ რწმენას ვგულისხმობ, ეს არის შემწყნარებლობა. პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ კონფესიებზე და მულტიეთნიკურ საზოგადოებაზე, რომელიც ჩვენ ვართ და ჩვენი სამშობლოს დაცვაში უნდა ვიყოთ ერთიანები, როგორც ვიყავით ყოველთვის. საუბარი იყო იმაზე, რომ ოჯახი ყოველთვის იყო ის, რაც ქართველ ადამიანს ბრძოლაში აძლიერებდა და ეს ღირებულებები, ყველაფერი თავმოყრილია, რათა ჩვენ ამ გლობალიზაციის მრავალი გამოწვევით სავსე ეპოქაში გადავრჩეთ, როგორც ერი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი ახლა, როგორ უნდა გადავრჩეთ ისე, რომ არ ვუღალატოთ ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, რომელთა სადარაჯოზეც მუდამ ვიდექით ჩვენ, ჩვენი წინაპრები და ვისურვებდით, ჩვენი მომავალი თაობებიც უფრო აქტიურად აღიზარდონ ამ ღირებულებების საფუძველზე – პატრიოტიზმი, მამულის დაცვა, რწმენის დაცვა, ოჯახში ის ღირებულებები, რაც მნიშვნელოვანია, ქალის და მამაკაცის თანასწორობა, რომელიც ჩვენ ბევრად ადრე ვაღიარეთ, პრაქტიკაში და პოლიტიკაში დავნერგეთ, ვიდრე ეს რომელიმე ევროპულმა ერმა გააკეთა, რაზეც ისაუბრა პრემიერმა, როდესაც ახსენა, რომ მაგალითად, ქალებს საარჩევნო უფლება ბევრად ადრე მიეცათ ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ნებისმიერ სხვა დღეს პროგრესულად აღიარებულ სახელმწიფოში", - განაცხადა წულუკიანმა.
შემიძლია, კიდევ ერთხელ მოვუწოდო პატიმარ სააკაშვილს, რომ აღადგინოს ნორმალური კვებითი რეჟიმი - წულუკიანი
ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შემიძლია, კიდევ ერთხელ მოვუწოდო პატიმარ სააკაშვილს, რომ აღადგინოს ნორმალური კვებითი რეჟიმი და შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება - სააკაშვილი „ხშირად ვამბობდით, რომ სტრასბურგის სასამართლოს ყველა ეს კრიტერიუმი სახელმწიფოს მხრიდან დაცული იყო და თუკი ვინმე ამ კრიტერიუმებს არ იცავდა, იყო თვითონ პატიმარი სააკაშვილი. ეს დადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შემიძლია, კიდევ ერთხელ მოვუწოდო პატიმარ სააკაშვილს, რომ აღადგინოს ნორმალური კვებითი რეჟიმი და შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
კეზერაშვილმა და მისმა გარემოცვამ თავი უნდა დაანებონ ისრების სხვისკენ მიმართვას - წულუკიანი
კეზერაშვილმა და მისმა გარემოცვამ თავი უნდა დაანებონ სხვისკენ ისრების მიმართვას და პასუხი გასცენ კითხვებს, რომლებიც მათთან დაკავშირებით არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კომენტირებისას განაცხადა. აქტიურად ვმუშაობთ, რომ „ქოლცენტრები“ მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში - გომელაური აღმაშენებლის გამზირზე, სავარაუდოდ, „ქოლ-ცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს „დღემდე ვიცით ერთი ყველაზე დიდი სკანდალური საქმე, ეს არის კეზერაშვილის ქოლცენტრი, რომლის არსებობა და დანაშაულებრივი ხასიათი რომელიმე ქართულმა მედიამ ან ქართველმა პოლიტიკოსმა კი არ დაადასტურა, არამედ „ბიბისის“ საგამოძიებო ჟურნალისტურმა პროექტმა. ასევე ვნახეთ, რომ ჩვენი პროკურატურა სხვა ქვეყნის პროკურორებთან ერთად, მასშტაბურ გამოძიებას აწარმოებს, როგორ დანაშაულებრივად და უნამუსოდ გაძარცვეს ევროპელი პენსიონრები კეზერაშვილმა და მისმა ამფსონებმა, უკანონოდ დაეუფლნენ მათ თანხებს. შესაბამისად, ალბათ კეზერაშვილმა და მისმა გარემოცვამ, ვინც ამ ქსელში იყო ჩაბმული, თავი უნდა დაანებონ ისრების სხვისკენ მიმართვას, პასუხი გასცენ მათთან მიმართებით არსებულ სამართლებრივ კითხვებს. ცოტა პასუხისმგებლობა იქონიოს იმ ტელევიზიამაც, რომელიც კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონრებისგან მოპარული ფულით ფინანსდება, როდესაც ცდილობს, სხვა დაადანაშაულოს იმაში, რაც თავად ჩაიდინა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ჩვენს ქვეყანაში ომიანობის საფრთხე არ დაიშვება - წულუკიანი
ჩვენს ქვეყანაში ომიანობის საფრთხე დაშვებული არ იქნება, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არავითარი დესტაბილიზაციის და ომიანობის საფრთხე არ არსებობს. „როგორ მოახერხა ამის გამოთქმა, რადგან ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქე საუბრობს იარაღზე, სისხლზე, დაწვაზე, მანქანების განადგურებასა და სხვა ტიპის ძალადობრივ აქციაზე იმ ქვეყანაში, რომელსაც ეს არაერთხელ უნახავს, მათ შორის ყველაზე ბოლოს მაშინ, როდესაც თავად გივი თარგამაძე იყო ხელისუფლებაში და უპასუხისმგებლოც რბილი შეფასებაა ამგვარ განცხადებასთან მიმართებაში. ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე. მინდა, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ არავითარი დესტაბილიზაციის და ომიანობის საფრთხე ჩვენს ქვეყანაში დაშვებული არ იქნება რისკის დონეზეც კი და არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ უპასუხისმგებლო და ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს, რომელსაც გივი თარგამაძის მსგავსი უსამშობლო, ომის და არეულობის მომხრე ადამიანები გააკეთებენ“, – განაცხადა წულუკიანმა.
ჩვენ ვიცავთ სანქციებს და ვფიქრობთ, მეორე მხრიდან იქნება პოლიტიკური ნება, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში - წულუკიანი
ჩვენ ვიცავთ სანქციებს, ვატარებთ რეფორმებს და ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური ნება იქნება მეორე მხრიდან, რომ საქართველო, მისი ერი და სახელმწიფო მზად არის, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. ხავიერ კოლომინა: NATO საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია „რასაკვირველია, იმ დათქმით, რომ ეს რეფორმები ამ მომენტშიც გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ ძალიან შორიდან მოვდივართ, ტოტალიტარიზმის საბჭოური ხანიდან, გარდაქმნებისა და რეფორმების პროცესი უნდა იყოს განგრძობადი, რასაც ხელისუფლება უკვე მერამდენე წელია, აკეთებს“, - განაცხადა წულუკიანმა
GDI: თეა წულუკიანის მიერ გათავისუფლებულმა ნოტარიუსმა, მედეა გვაზავამ იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ დავა მოიგო
GDI-ს თანახმად, ნოტარიუსმა მედეა გვაზავამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სასარჩელო დავა მოიგო. მის ინტერესებს სასამართლოშ სწორედ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“(GDI) იცავდა. „საქმე ეხება ნოტარიუსის, იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ, 2020 წლის 22 სექტემბრის ბრძანებით, მედეა გვაზავას გათავისუფლებას ნოტარიუსის თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძველი იყო “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის იმდროინდელი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსს თანამდებობაზე ყოფნის უფლება ჰქონდა 65 წლის ასაკამდე. თუმცა კანონი გამონაკლისის სახით ადგენდა, რომ იუსტიციის მინისტრს შეეძლო ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაეგრძელებინა მისთვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით. ამის საპირისპიროდ, მედეა გვაზავას არ დასცალდა ესარგებლა კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობით, ვინაიდან იუსტიციის მინისტრმა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ ბევრად ადრე მიიღო, ვიდრე მედეა გვაზავას შეუსრულდებოდა 65 წელი. „აღსანიშნავია, რომ მედეა გვაზავამ მოიგო ძირითადი სასარჩელო დავა, რის საფუძველზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აღასრულა სასამართლო გადაწყვეტილებები და გაუგრძელა მას უფლებამოსილების ვადა. აღნიშნულის შემდგომ ნოტარიუსმა დაიწყო მეორე დავა მორალური ზიანისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე იმ შემოსავლისთვის, რომელიც მან ვერ მიიღო უკანონოდ გათავისუფლების გამო. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინისტროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაავალა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში. ამჟამად კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის პოზიცია ამ საკითხზე ჯერ არ არის ცნობილი.
კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო
კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას "მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი" ავრცელებს. "სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილის გათავისუფლება. ეროვნულ მუზეუმს კომპენსაციის სახით 1800 ლარის გადახდა და განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილმა 2023 წლის 21 ივნისს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე ლიკა მამაცაშვილი სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც ძირითადად დაკმაყოფილდა ლიკა მამაცაშვილის სარჩელი. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ლიკა მამაცაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს ლილი მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1800 ლარის ანაზღაურება", - ნათქვამია განცხადებაში. პროფკავშირის ცნობით, ეს უკვე მე-11 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა მომჩივანმა მოუგო.
წულუკიანის თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალება სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლაა
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლად აფასებს. წულუკიანის თქმით, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება მართლმსაჯულების შეურაცხყოფაა. „გვარამიას შეწყალება, მე არ მგონია, რომ რაიმე ტიპის დეპოლარიზაციას გამოიწვევს ან ამგვარ პროცესს ხელს შეუწყობს. ეს ალბათ პირიქით, პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება. მაგრამ როგორც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი აღქმა ამ გადაწყვეტილების, არის როგორც, დავახასიათებდი ამ გადაწყვეტილებას, როგორც მართლმსაჯულების შეურაცხყოფას, და ხელყოფას იმ მთავარი ფუნდამენტისა სამართლებრივი სახელმწიფოსი, რასაც ჰქვია ძალაში შესული სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა", - განაცხადა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ცნობით. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.
თეა წულუკიანი: უკრაინის ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „უკრაინის ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს.“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, წულუკიანს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. თეა წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება. „ისეთი ტიპის განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ფონზე, რასაც ზელენსკი იღებს, კომენტარები მოძველდა ან არც იცი, რა უპასუხო ადამიანს, რომელიც ომშია. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, გამარჯვებას, გამთლიანებას. სულ ეს არის, რაც შემიძლია, ვთქვა. ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება. ვფიქრობ, ამ განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ავტორი ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, შემდეგ დაელოდება დროს, როცა ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. საქართველოს ელჩი: მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო საქართველოს ელჩი, უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დეტალებზე პირველად საუბრობს „დროის ათვლა დაიწყო ჩემი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, 48 საათი გადის 6 ივლისის 12 საათზე. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო. მოგეხსენებათ, კიევიდან საზღვრამდე, მანქანის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს, შესაბამისად, ეს საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა გამომგზავრებამდე, 5 ივლისის საღამოს, „რუსთავი 2“-ის ეთერში. 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია 5 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“
თეა წულუკიანი: მე ვეძიებ პარტნიორებს და ასეთი უკვე ძალიან ბევრი გვყავს, ვისაც აინტერესებს კინო და არა პოლიტიკა
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კინოცენტრთან დაკავშირებულ პროტესტზე უპასუხა კითხვებს. წულუკიანის თქმით, რეორგანიზაცია, რომელსაც კინოს სექტორის წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა, თითქმის უკვე დასრულებულია და მისთვის გაუგებარია, რას ემსახურება ეს პროტესტი. კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ სამინისტროს მთავარი ინტერესია, კინოცენტრი იყოს „თავისუფალი ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესებისგან.“ თეა წულუკიანის შეფაშებით, შეცდომაა ის, რომ კინოცენტრის რეორგანიზაციის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა დღის წესრიგში და რომ მის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად ცენტრი კინომწარმოებლებისთვის უფრო „მოქნილ ინსტრუმენტად“ იქცევა. „პირველი შეხვედრა მე უკვე მქონდა, მეორე შეხვედრა გვექნება მათთან, ვინც პირველი შეხვედრის შემდეგ, 12 თუ 13 ხელოვანია ასეთი, წარმოადგინა თავისი ხედვა კინოცენტრთან დაკავშირებით. ასეთი შეხვედრები გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ კინოცენტრი გადაიქცევა სასარგებლო ინსტრუმენტად კინოხელოვანთა ხელში, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ უკეთესი ხელშეწყობა. უბრალოდ, ამისათვის საჭიროა საქმიანი თანამშრომლობა, კონსტრუქციული რეჟიმი და არა ლანძღვა-გინების რეჟიმი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. კითხვას საპროტესტო აქციების ფონზე თუ არსებობს რეორგანიზაციით უკმაყოფილო ადამიანებთან კონსენსუსის მიღწევის სივრცე. თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ის კონსენსუსს არც საჭიროებს. „მე არ ვეძიებ კონსენსუსს, მე ვეძიებ პარტნიორობას და ასეთი პარტნიორები ძალიან ბევრი გვყავს, ვისაც აინტერესებს კინო და არა პოლიტიკა. ჩვენს სისტემაში პოლიტიკა, როგორც პროფესია, მინისტრის და მისი მოადგილეების გარდა, არავისი საქმე არ არის", - განაცხადა კულტურის მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ კინოცენტრის დამოუკიდებლობის მოთხოვნით აქციებში მონაწილე ადამიანები „მთლიანობაში უმცირესობას“ წარმოადგენენ. „კინოს დარგში კინოცენტრის მეშვეობით ეფექტურად ვერ ვუწყობთ ხელს ყველა იმას, ვინც ხელშეწყობას საჭიროებს მრავალი წელია. ზოგი იღებს, მაგრამ ნაკლებს, ვიდრე უნდა იღებდეს. მეფობს ნეპოტიზმი, მეფობს გაუმჭვირვალე საკონკურსო პროცედურები. არაერთი პროტესტანტი ამ სისტემის ბენეფიციარია და არაერთ მათგანს მოუთბია ხელი ამ ნეპოტიზმით და მიუღიათ ის დაფინანსება, რაც სხვას წაართვეს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, სამინისტრომ კინოცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა, რასაც ამ სფეროს წარმომადგენლები თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ და პროტესტს გამოხატავენ.
წულუკიანი: კონსერვატორიაში რეფორმაა განსახორციელებელი
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. „კონსერვატორიაში რეფორმაა ბატონებო და ქალბატონებო განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენ სტუდენტებს, რასაც ის სამწუხაროდ ვერ ახერხებს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ გახლავთ აკადემიური პერსონალის საქმიანობაში ხარვეზი, ეს გახლავთ ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი, ეს ჩემი ხარვეზიც არის, როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო, იბოძო და ხელმძღვანელი შეცვალო. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რაც არ უნდა უდრტვინველად აგრძელებდეს იქ ზოგიერთი საქმიანობას და ეგონოს, რომ მინისტრის არაფერი არასდროს არ ეკითხება ვციტირებ," - განაცხადა წულუკიანმა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას რექტორი ნანა შარიქაძე ამ თანამდებობაზე 2019 წელს 4 წლის ვადით აირჩიეს.
მწერალთა სახლში, ლიტერატურულ კონკურს „მუზას” დაჯილდოებისას დაპირისპირება იყო
მწერალი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც მწერალთა სახლში ლიტერატურულ კონკურს „მუზას” დაჯილდოებაზე იყო მიწვეული, კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს დაუპირისპირდა. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. „ვინაიდან სოციალური ქსელებით ვრცელდება ინციდენტის ამსახველი ვიდეო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განმარტავს, რომ ირაკლი კაკაბაძემ, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ჟიურიმ მას ლიტერატურული პრემია „მუზა“ არ მიანიჭა ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება,“ სკანდალის მოწყობა სცადა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია მინისტრი და სხვა პირები. სამინისტრო წუხილს გამოთქვამს იმ უხერხულობის გამო, რომელიც, შესაძლოა, ირაკლი კაკაბაძის ქცევამ შეუქმნა შეკრებილ საზოგადოებას,“ - ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მისივე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ირაკლი კაკაბაძემ მომხდარის შემდეგ „ტვპირველთან“ განაცხადა, რომ წულუკიანს არ ესმის სფერო, რომელსაც ხელმძღვანელობს. „ყველაფერი სათქმელია, ჩემ თავს ვამტყუნებ, რომ აქამდე არ ვუთხარი… მან დღეს შეურაცხყოფა მიაყენა მწერალთა სახლში მყოფ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს, ეს არის ასაკოვანი ფაშიზმი, ფაქტობრივად, თქვა - „ვინც 50 წელს გადაცილებულია, ყველა უნდა მოვიშოროთ,” – განაცხადა კაკაბაძემ.
წულუკიანი: კანონპროექტის უკან გაწვევა არ იგეგმება
კულტურის მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის დაკვეთას ასრულებს. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი აუცილებლად იქნება მიღებული. „არავის მითითებებზე ასკინკილით სიარულს არ ვაპირებ. მე ვარ ქართველი, ვარ ამაყი, რომ ვარ ქართველი და პირველ რიგში, ვხელმძღვანელობ იმით, რაც არის ქართული საქმის ინტერესში,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა. „ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ უფრო მეტნი. ამ კანონპროექტის უკან გაწვევა არ იგეგმება, ეს იცით. ისევე როგორც უმცირესობას, ასევე, ჩვენ, უმრავლესობას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ სულ ნეტარად და ნარნარად და ბედნიერად, ისევე როგორც აკეთებთ ამას,“ ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება ჩატარდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით