თეგი: თორნიკე რიჟვაძე
კიევის უნივერსიტეტი: ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენმა ყოფილმა სტუდენტმა ვერ შეიყვარა უკრაინა
კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის „ბიოგრაფიულ ცნობებში არსებული უზუსტობების შესახებ“ ოფიციალურ განცხადებაში მიუთითებს. უნივერსიტეტის განმარტებით, თორნიკე რიჟვაძეს არ აქვს სამეცნიერო ხარისხი, რადგან მან სწავლა შეწყვიტა. „„2015 წელს ჩააბარა ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამაში, ხოლო 2017 წელს ოჯახური გარემოების გამო, საკუთარი სურვილით გარიცხეს. ამრიგად, სწავლის ეს პერიოდი არ დასრულებულა სამეცნიერო ხარისხისა და კვალიფიკაციის მიღებით, რადგან სწავლა შეწყდა. ჩვენ გულწრფელად ვწუხვართ, რომ მან, როგორც ჩვენმა ასპირანტმა, ვერ შეიყვარა უკრაინა“, – წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თორნიკე რიჟვაძე: ,,მოიცალეს” ჩემი საგარეო პოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებისთვის
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მისი „საგარეო პოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებაზე“ საუბრობს და ოპონენტებს მის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. მისი კომენტარი 8 მარტს, კიევის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა. „რიგმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედია საშუალებებმა, ფსევდოპატრიოტულმა პოლიტიკურმა ძალებმა და „ნაცმოძრაობის“ სატელიტმა ორგანიზაციებმა, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ემოციებით მანიპულირება, საქართველოში მშვიდობის და ევროპული საგარეო კურსის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, ,,მოიცალეს” ჩემი საგარეო პოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებისთვის. რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია და კონკრეტული ქმედებები საჯაროდ ცნობილია! ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში დაგმო რუსული აგრესია და მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას! კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას და თანაგრძნობას უკრაინელი ხალხის მიმართ ამ რთულ მომენტში და კონკრეტული ნაბიჯებით ვცდილობთ მათ მხარდაჭერას, ყველაფერს ვაკეთებთ აჭარაში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მასპინძლობისთვის! რაც შეეხება ჩემს აკადემიურ მიღწევებს და კიევის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ საკითხს. ყველა ოფიციალური ინფორმაცია, რაც განთავსებულია აჭარის მთავრობის შესაბამის პორტალებზე და ჩემთან დაკავშირებულ საჯარო წყაროებში შეესაბამება სრულ სიმართლეს! 2015 წელს ჩავაბარე ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ენერგეტიკის სამართლის მიმართულებით, 2017 წელს სამწუხაროდ გარდაიცვალა დისერტაციის აკადემიური ხელმძღვანელი, ალექსანდრე ზადოროჟნი, ოჯახური და სამსახურებრივი გარემოებების გათვალისწინებით იძულებული გავხდი საკუთარი სურვილით ამეღო აკადემიური შვებულება და შემეწყვიტა სწავლა. შესაბამისად, ყველა ოფიციალურ წყაროში მითითებულია დოქტორანტი; შეგნებულად თავს ვიკავებ ცალკეული ორგანიზაციების განცხადებებზე რომელთაც არ აქვთ იურიდიული მნიშვნელობა. P.S. განსაკუთრებით სამარცხვინოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმომწერების, 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ბრალმდებელი პარტიისა და მათი ტელევიზიების მიერ დასმულ პროვოკაციულ კითხვას სერიოზულად უნდა ვუპასუხო?! მე იქეთ მაქვს შეკითხვა, 2008-ში ვინ დაიწყო? შემთხვევით მაშინაც რუსეთმა ხომ არა? თუ კი, მაშინ ამას ხელი როგორ მოაწერეთ?! შემთხვევით მოღალატეები ხომ არ ხართ ამის გამო?!“, - წერს თორნიკე რიჟვაძე.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე გახდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დღეს ზაზა შავაძე წარადგინა. რაც შეეხება უკვე ყოფილ მინისტრ გიორგი სურმანიძეს, იგი საქმიანობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გააგრძელებს, თუმცა უცნობია, რა პოზიციაზე. ცნობისთვის, ზაზა შავაძე დღემდე აჭარის საგზაო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ამასთან, ცვლილებების მიზეზებზე დღეს მთავრობაში კომენტარი არ გაკეთებულა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დღეს ზაზა შავაძე წარადგინა. რაც შეეხება უკვე ყოფილ მინისტრ გიორგი სურმანიძეს, იგი საქმიანობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გააგრძელებს, თუმცა უცნობია, რა პოზიციაზე. ცნობისთვის, ზაზა შავაძე დღემდე აჭარის საგზაო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ამასთან, ცვლილებების მიზეზებზე დღეს მთავრობაში კომენტარი არ გაკეთებულა.
ბათუმმა ტურისტული „ოსკარი“ მოიპოვა
ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო, ტურისტული „ოსკარი“ მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე Facebook-ზე ავრცელებს. „World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა. ბათუმი ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის World Travel Awards-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელი ქალაქი“, – წერს რიჟვაძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ბათუმმა ეს ტიტული 2019 წელსაც მოიპოვა.