თეგი: თორნიკე შენგელია
მედია: თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა
თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა. ქართული მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო. ინფორმაცია რომ ქართველი სპორტსმენი მოსკოვში აღარ ითამაშებს, რადიო „ფორტუნასთან“ დაადასტურა თორნიკე შენგელიას მამამ და განმარტა, რომ თავად მოგვიანებით ისაუბრებს ამ საკითხზე. შეგახსენებთ, 25 თებერვალს, თორნიკე შენგელიამ საკუთარი Facebook გვერდის საშუალებით, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. „ვლოცულობ უკრაინისთვის, დარჩით ძლიერები", - წერს სპორტსმენი. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა.
თორნიკე შენგელია კარიერას იტალიაში განაგრძობს
თორნიკე შენგელია კარიერას იტალიაში განაგრძობს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ივნისის ბოლომდე კონტრაქტი გააფრომა ბოლონიის „ვირტუსთან“. „სიტყვები არ მყოფნის როგორ გამოვხატო მადლიერება ჩვენი კლუბის პრეზიდენტის მასიმო ძანეტის მიმართ, რომელმაც ისეთი ვარსკვლავი მოიწვია, როგორიც თორნიკე შენგელიაა. შენგელიას სხვა გუნდებიც იწვევდნენ, მაგარამ მან საბოლოოდ ჩვენთან თამაში მოისურვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კლუბის მზარდ ავტორიტეტს საერთშორისო დონეზე“, - ტრანსფერის შესახებ განცხადება კლუბის გენერალურმა დირექტორმა ლუკა ბარალდიმ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ 2009-12 წლებში ბოლონიის „ვირტუსში“ ვიქტორ სანიკიძე გამოდიოდა. სწორედ იქ შეარქვეს მას Air Georgia. ასევე წაიკითხეთ: მედია: თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა