თეგი: თოყაევი
ალიევი: შუა დერეფანს დიდი პერსპექტივები აქვს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დიდი გეგმები არსებობს. მისი თქმით, დროულად მიიღეს ზომები როგორც ყაზახეთში, ასევე აზერბაიჯანში ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ თოყაევთან გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ახლა საუბარია ამ ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის მოცულობის გაზრდაზე, რითაც გაიზრდება სატრანზიტო პოტენციალი. „შესაბამისი ორგანოები უკვე დიდი ხანია, აქტიურად თანამშრომლობენ ამ მიმართულებით. ჩემი აზრით, შუა დერეფანს დიდი პერსპექტივები აქვს და, რა თქმა უნდა, ყაზახეთს და აზერბაიჯანს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ პროექტის განხორციელებაში. დიდი პერსპექტივებია ინვესტიციების სფეროშიც. ყაზახეთსაც და აზერბაიჯანსაც აქვთ ძალიან დადებითი საინვესტიციო გარემო და დიდი მოცულობის უცხოური ინვესტიციები. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა გავაერთიანოთ და მონაწილეობა მივიღოთ ერთობლივ საინვესტიციო პროექტებში აზერბაიჯანში, ყაზახეთში და შესაძლოა სხვა ქვეყნებშიც“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.