თეგი: თურქეთი

თურქეთის პრეზიდენტი კიევში ჩავა

თურქეთის პრეზიდენტი კიევში ჩავა. როგორც ცნობილია, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში 3 თებერვალს, თურქეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30-ე წლისთავზე შედგება. ერდოღანის თქმით, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და მოსკოვს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს სპეციალური ტექნიკა გადასცა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს სპეციალური ტექნიკა გადასცა. „საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა“, – აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ორხევის სატრანსპორტო ბაზაზე გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ტექნიკა ადგილზე პირადად დაათვალიერა და მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს ლოჯისტიკური ტექნიკის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა.

მედიის ცნობით, პუტინი თურქეთს შესაძლოა, თებერვლის მეორე ნახევარში ეწვიოს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, თურქეთს თებერვლის მეორე ნახევარში ეწვიოს, იუწყება ტელეარხი A haber. მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტი თურქეთში შესაძლებელია, პეკინის ოლიმპიადის გახსნის შემდეგ განხორციელდეს. რუსეთის ლიდერის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი ისარგებლებს პრეზიდენტ თაიფ ერდოღანის მიწვევით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და განრიგი ამის საშუალებას მისცემს. 

ამერიკას თურქეთში ახალი ელჩი ჰყავს

ამერიკის ახალმა ელჩმა თურქეთში ჯეფრი ფლეიკმა ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ფლეიკი ანკარაში 7 იანვარს ჩავიდა. მან ელჩი დევიდ სატერფილდი შეცვალა. „თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მტკიცედ არის დაკავშირებული NATO-სთან და მნიშვნელოვანი პარტნიორია არამდგრად რეგიონში. ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია თანამშრომლობა ძალიან სერიოზული საფრთხეების დასაძლევად", - განაცხადა ფლეიკმა სტატიაში, რომელიც თურქეთში ამერიკის საელჩოს ვებგვერდზეა განთავსებული სახელწოდებით - „პარტიული პოლიტიკა წყლის პირას მთავრდება“. ჯეფ ფლეიკის კანდიდატურა სენატმა ოქტომბერში დაამტკიცა. ფლეიკი 2019 წელს სენატიდან წავიდა და განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობა „რესპუბლიკელების“ იდეოლოგიას დაშორდა. მოგვიანებით მან წიგნი დაწერა  „კონსერვატორის აღიარება", რომელშიც ტრამპს აკრიტიკებდა. ელჩი ფლეიკი იყო შეერთებული შტატების „რესპუბლიკელი“ სენატორი, რომელიც წარმოადგენდა არიზონას შტატს 2013-2019 წლებში, მანამდე, არიზონას წარმოადგენდა, როგორც კონგრესის წევრი 2001-2013 წლებში. სენატში ყოფნისას მსახურობდა საგარეო ურთიერთობების, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების და მართლმსაჯულების კომიტეტებში. მსახურობდა ასიგნებების კომიტეტში.ბოლოს, ფლეიკი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანობდა. ასევე მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის პოლიტიკის ინსტიტუტის უფროს მრჩეველთა კომიტეტში. შეგახსენებთ, ოქტომბერში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, 10 დასავლური ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა, მათ შორის იყო აშშ-ის ელჩი, ჯეფრი ფლეიკის წინამორბედი დევიდ სატერფილდი. მანამდე, ელჩები მოითხოვდნენ ფილანტროპ ოსმან კავალას გათავისუფლებას, რომელიც ოთხი წელია, ციხეშია და ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება/2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა. 18 ოქტომბერს ერთობლივ განცხადებაში კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩებმა მოითხოვეს კავალას საქმის სამართლიანი, სწრაფი გადაწყვეტა და მისი სასწრაფიოდ გათავისუფლება. მოგვიანებით, ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი განიმუხტა. სატერფილდამდე, თურქეთში ამერიკის ელჩი ჯონ ბასი იყო, რომელმაც ანკარა პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების ფონზე დატოვა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთსა და ამერიკას შორის არსებულ დიპლომატიურ კრიზისში სწორედ ბასი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას ელჩად აღარ აღიარებდა. თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის სპეცსამსახურებმა ამერიკის საელჩოს თანამშრომელი ჯაშუშობის და ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. ჯონ ბასი ხელისუფლებისგან მისი თანამშრომლის ბრალეულობის დამამტკიცებელ დოკუმენტაციას ითხოვდა.

უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინა და თურქეთი ხელს მოაწერენ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც, Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ მან კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს იგეგმება ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება. გუშინ მთავრობამ დაამტკიცა ამ შეთანხმების ტექსტი, ეს ეხება უკრაინასა და თურქეთს შორის თანამშრომლობას მაღალი სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში", - განაცხადა მინისტრმა. რეზნიკოვის თქმით, სწორედ ის მოაწერს ხელს დღეს შეთანხმებას და ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტი რატიფიკაციისთვის გადაეგზავნება უკრაინის უმაღლეს რადას. თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების ქარხანას და სერვისცენტრს ააშენებს.

უკრაინამ და თურქეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და თურქეთმა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ღონისძიება კიევში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ  ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანდასწრებით გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუსმა. გარდა ამისა, უკრაინამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს რვა მთავრობათაშორის დოკუმენტს. ორი ქვეყნის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს ახალგაზრდული პოლიტიკის, საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ასევე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს სტანდარტიზაციისა და ხარისხის შესახებ საბაჟო სფეროში. ასევე ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას მაღალი ტექნოლოგიების, ავიაციისა და კოსმოსის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და მთავრობათაშორის პროტოკოლს, რომელსაც ცვლილებები შეაქვს სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში. გარდა ამისა, უკრაინამ და თურქეთმა ასევე ხელი მოაწერეს სამოქმედო გეგმას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების პროგრამების ურთიერთაღიარების შესახებ. ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით კიევში 3 თებერვალს ჩავიდა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხანა აშენდება

რა საკითხები განიხილეს ზელენსკიმ და ერდოღანმა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ყირიმის პლატფორმაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, ყირიმის პლატფორმაში აქტიური მონაწილეობისთვის ყირიმის გათავისუფლებისა და ყირიმის მცხოვრებლების უფლებების დაცვის მიზნით. ჩვენ ვსაუბრობთ ყირიმელი თათრების მხარდაჭერასა და დევნილთა საცხოვრებლის მშენებლობაზე. ამ საკითხში ნამდვილად არის პროგრესი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მალე იქნება შედეგი და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება ხერსონში, მიკოლაივსა და კიევში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე გამოხატა მადლიერება ერდოღანის ინიციატივისთვის, გახდეს შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დასრულების გზაზე. „უკრაინაში მშვიდობისთვის ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ყველა პლატფორმასა და ყველა ფორმატში. არ აქვს მნიშვნელობა, სად შეგვიძლია დავასრულოთ ომი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა გულწრფელად იყოს მზად ამისთვის", - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხანა აშენდება უკრაინამ და თურქეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს

ერდოღანი ზელენსკის: თურქეთი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის დასასრულებლად

თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის დასასრულებლად თავისი წვლილი შეიტანოს, ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. უკრაინისა და თურქეთის  ლიდერებმა სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში განიხილეს რეგიონში განვითარებული მოვლენები და ორმხრივი ურთიერთობები. „ხაზგასმით აღვნიშნე, რომ თურქეთი სიამოვნებით უმასპინძლებს სამიტს (რუსეთსა და უკრაინას შორის) ლიდერების დონეზე, ან დისკუსიებს ტექნიკურ დონეზე“, - განაცხადა ერდოღანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის, მათ შორის ყირიმის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას“. „ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ კრიზისი დასრულდება მშვიდობიანად და დიპლომატიური გზით, საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე, მინსკის პროტოკოლის შესაბამისად“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთი ევროპის საბჭოს ოსმან კავალას საქმეზე გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპის საბჭო სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევასა და სასამართლო პროცესის პატივისცემის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა. თურქეთის საგარეო უწყებამ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ნაბიჯს, დაეწყო სამართლებრივი პროცედურები თურქეთის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მან უარი თქვა, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) 2019 წლის გადაწყვეტილება, „მიკერძოებული“ და „შერჩევითი“ მიდგომა უწოდა. „აშკარაა, რომ ეს არის წინასწარ განზრახული და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელიც უგულებელყოფს შიდა სამართალწარმოებას და ადამიანის უფლებათა ევროპული სისტემის მიმართ სანდოობას ჩრდილს აყენებს“, - ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, დაეწყო სამართლებრივი პროცედურები თურქეთის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მან უარი თქვა, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) 2019 წლის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.  ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის განცხადება პრესსპიკერ პიტერ სტანოს სახელით გავრცელდა. „სამწუხაროა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ECHR-ის შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ასეთი დამოკიდებულება ქმნის შემაშფოთებელ პრეცედენტს და კიდევ უფრო ზრდის ევროკავშირის შეშფოთებას თურქეთის მიერ სასამართლო სისტემის საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით. ეს ასევე ეწინააღმდეგება თურქეთის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს“, - აღნიშულია ევროკავშირის განცხადებაში. ევროკავშირის განცხადებით, სამართლებრივი პროცესის დაწყება არის ინსტრუმენტი, რომელიც იშვიათად გამოიყენება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ და ნათლად მიუთითებს სერიოზულ შეშფოთებაზე კავალას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც წლების განმავლობაში იმყოფება ციხეში დანაშაულისთვის გასამართლების გარეშე. შეგახსენებთ, ოქტომბერში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, 10 დასავლური ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა. მანამდე, ელჩები მოითხოვდნენ ფილანტროპ ოსმან კავალას გათავისუფლებას, რომელიც ოთხი წელია, ციხეშია და ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება/2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა. 18 ოქტომბერს ერთობლივ განცხადებაში კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩებმა მოითხოვეს კავალას საქმის სამართლიანი, სწრაფი გადაწყვეტა და მისი სასწრაფიოდ გათავისუფლება. მოგვიანებით, ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი განიმუხტა.

ევროპის საბჭო თურქეთის წინააღმდეგ სამართლებრივ პროცედურებს იწყებს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, დაეწყო სამართლებრივი პროცედურები თურქეთის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მან უარი თქვა, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) 2019 წლის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.  ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის განცხადება პრესსპიკერ პიტერ სტანოს სახელით გავრცელდა. „სამწუხაროა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ECHR-ის შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ასეთი დამოკიდებულება ქმნის შემაშფოთებელ პრეცედენტს და კიდევ უფრო ზრდის ევროკავშირის შეშფოთებას თურქეთის მიერ სასამართლო სისტემის საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით. ეს ასევე ეწინააღმდეგება თურქეთის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს“, - აღნიშულია ევროკავშირის განცხადებაში. განცხადების მიხედვით, ევროკავშირი განაგრძობს კავალას საქმეზე დაკვირვებას და მოუთმენლად ელის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. სამართლებრივი პროცესის დაწყება არის ინსტრუმენტი, რომელიც იშვიათად გამოიყენება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ და ნათლად მიუთითებს სერიოზულ შეშფოთებაზე კავალას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც წლების განმავლობაში იმყოფება ციხეში დანაშაულისთვის გასამართლების გარეშე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინსტრუმენტი ევროკავშირმა პოლონეთის წინააღმდეგ გამოიყენა. ლგბტიქ პირების უფლებებთან დაკავშირებით, ევროკომისია უნგრეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივ მოქმედებებს იწყებს. შეგახსენებთ, ოქტომბერში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, 10 დასავლური ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა. მანამდე, ელჩები მოითხოვდნენ ფილანტროპ ოსმან კავალას გათავისუფლებას, რომელიც ოთხი წელია, ციხეშია და ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება/2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა. 18 ოქტომბერს ერთობლივ განცხადებაში კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩებმა მოითხოვეს კავალას საქმის სამართლიანი, სწრაფი გადაწყვეტა და მისი სასწრაფიოდ გათავისუფლება. მოგვიანებით, ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი განიმუხტა.

თურქეთის პრეზიდენტი: დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის მოგვარების საქმეში წვლილი ვერ შეიტანეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის მოგვარების საქმეში წვლილი ვერ შეიტანეს, ხოლო ევროპაში არ არიან ლიდერები, რომლებსაც ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის დასრულებაში. „სამწუხაროდ, დასავლეთს აქამდე არანაირი წვლილი არ შეუტანია ამ საკითხის მოგვარებაში. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი მხოლოდ აუარესებენ სიტუაციას. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ საკითხთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას იმიტომ, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე დავინახე, რომ ჩვენ უკვე გვქონდა შეთანხმება ამ საკითხებზე. ამ დროისთვის ევროპაში სერიოზული პრობლემაა ამ საკითხის მოგვარების კუთხით. როდესაც შეერთებულ შტატებში არსებულ ვითარებას ვაკვირდებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯერ ვერ შეძლო ამ პროცესისადმი დადებითი მიდგომის გამოვლენა. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე ჯერჯერობით შედეგისკენ პროგრესი არ დაფიქსირებულა. ჩვენ ამას ნათლად ვხედავთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.  

Pegasus Airlines-ი და Fly One Armenia სტამბოლსა და ერევანს შორის კვირაში სამ რეისს შეასრულებენ

Pegasus Airlines-ი და Fly One Armenia სტამბოლსა და ერევანს შორის კვირაში სამ რეისს შეასრულებენ. თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკებების ფონზე, სტამბოლსა და ერევანს შორის ორმხრივი ჩარტერული ფრენები 2 თებერვალს განახლდა. პირველ მგზავრებს ყვავილებითა და შოკოლადებით დახვდნენ. ზვარტნოზის აეროპორტმა პირველი რეისი სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან ორ თებერვალს, 02:20 საათზე მიიღო. რეისი Pegasus Airlines-მა შეასრულა. 2020 წლის თებერვალში თურქეთის ავიაკომპანია Atlasjet-ის გაკოტრების შემდეგ, თურქეთსა და სომხეთს შორის პირდაპირი ფრენები არ განხორციელებულა. ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი ქვეყნებს შორის უთანხმოებას იწვევს სომეხთა გენოციდის, სომხეთის მიერ ყარსის ხელშეკრულების არცნობის და თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერის საკითხი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობისას, თურქეთმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს „ციურიხის ოქმებს“ 2009 წელს, მაგრამ ვერ მოახდინეს შეთანხმების რატიფიცირება ეროვნულ პარლამენტებში. ორმხრივმა ურთიერთობებმა ნორმალიზაციის თვალსაზრისით ცოტა ხნის წინ, ახალი განზომილება შეიძინა. თურქეთისა და სომხეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სერდარ კილიჩმა და რუბენ რუბინიანმა 14 იანვარს გამართეს პირველი შეხვედრა მოსკოვში, სადაც ორივე მხარე შეთანხმდა, რომ გააგრძელებდნენ მოლაპარაკებებს წინაპირობების გარეშე, რაც მიზნად ისახავს ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას. ქვეყნებს შორის ურთიერთობებში კიდევ ერთი დადებითი კონტურია, რომ სომხეთი თურქულ იმპორტზე ემბარგოს აუქმებს.  ასევე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გასულ კვირას განაცხადა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სავარაუდოდ, მარტში, თურქეთის ყოველწლიურ ანტალიის დიპლომატიის ფორუმს დაესწრება, თუმცა სომხეთს ეს ჯერ არ დაუდასტურებია.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2023 წლის თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სახალხო ალიანსის“ კანდიდატი იქნება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2023 წლის თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სახალხო ალიანსის“ კანდიდატი იქნება. ამის შესახებ თურქეთის „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ ხელმძღვანელმა, დევლეთ ბაჰჩელიმ განაცხადა. „ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი ცხადია, ეს არის რეჯეფ თაიფ ერდოღანი. მჯერა, რომ ბატონი ერდოღანი 2023 წლის ივნისის არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვებს და„სახალხო ალიანსი“ ასევე მიაღწევს მორიგ გამარჯვებას“, – თქვა ბაჰჩელიმ.

NATO-ს გენმდივანმა და თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინის საკითხი განიხილეს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის საკითხი განიხილეს. სატელეფონო საუბრის შესახებ სტოლტენბერბმა Twitter-ზე დაწერა. „ვესაუბრე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე. მადლობა გადავუხადე მას აქტიური მხარდაჭერისა და პირადი ჩართულობისთვის პოლიტიკური გადაწყვეტის მოძებნაში. მივესალმე უკრაინის მიმართ თურქეთის მტკიცე და პრაქტიკულ მხარდაჭერას. NATO კვლავ მზადა დიალოგისთვის“, - წერს იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ასევე წაიკითხეთ ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები რუსეთს გავლენის სფეროებში არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მოლდოვის დაბრუნება სურს. პუტინი ცდილობს, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

ენტონი ბლინკენმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ უკრაინის საკითხი განიხილეს

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა განიხილეს NATO-ს შემდგომი კოორდინაციის გზები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი ესკალაციისა და აგრესიის საფრთხის წინააღმდეგ. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთო ვალდებულებას და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს დიპლომატიურ გადაწყვეტას. პირველმა დიპლომატებმა ასევე განიხილეს აშშ-სა და თურქეთს შორის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნების შესაძლებლობები. ბლინკენმა და ჩავუშოღლუმ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზეც ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა განიხილეს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი და დამატებითი ნაბიჯები, რომლებიც აშშ-ს შეუძლია ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად გადადგას.

თურქეთში ჩატარებული გამოკითხვით, საქართველო მეგობარი ქვეყნების სამეულშია

თურქეთის მიერ მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის სომხეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ მიმართული პოლიტიკის მიუხედავად, თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავარ საფრთხედ სწორედ იმ ქვეყნებს აღიქვამს, რომლებთანაც ანკარა დიალოგის განვითარებას ცდილობს. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, საერთაშორისო რესპუბლიკური უნივერსიტეტის მიერ სომხეთში შარშან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თავის მხრივ სომხეთში ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ თურქეთს მიიჩნევენ. სტამბულის კადირ ხასის უნივერსიტეტის მიერ ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61%-მა საფრთხის შემცველ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე სომხეთი დაასახელა. ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. 2020 წელს სომხეთს ყველაზე დიდ საფრთხედ 59%-ი, ხოლო 2019 -ში კი 46 %-ი მიიჩნევდა. სომხეთის შემდეგ საფრთხედ მიჩნეული ქვეყნების პირველ ხუთეულში შედიან ისრაელი, აშშ-ი, ერაყი და კვიპროსი. ყველაზე მეგობრულ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი, შემდეგ მოდიან ჩრდილოეთ კვიპროსი და საქართველო.

თურქეთისა და ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საკითხი განიხილეს

თურქეთისა და ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება განიხილეს. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. თურქეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მევლუთ ჩავუშოღლუმ და ვლადიმერ მაკეიმ სატელეფონო საუბრისას ასევე განიხილეს ორმხრივი კავშირები და რეგიონული საკითხები. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 12 თებერვალს განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა თავი უნდა შეიკავონ განცხადებებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს პანიკა უკრაინაში არსებული ვითარების გამო. მევლუთ ჩავუშოღლუს ეს კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-მ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში „ნებისმიერ დროს“ შეიძლება მოხდეს. „ასეთი შეჭრა არ იქნება სწორი, მაგრამ დასავლური სახელმწიფოები ასევე ფრთხილი უნდა იყვნენ თავიანთ განცხადებებში, რომლებმაც შეიძლება პანიკის დათესვა გამოიწვიოს“, - განაცხადა თურქმა დიპლომატმა. მისივე თქმით, ოფიციალურმა ანკარამ როგორც რუსული, ასევე ბელორუსის წყაროებიდან მიიღო ცნობები, რომ უკრაინაში შეჭრა არ მოხდება. „ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება დაძაბულობის შემცირებაზე“, - აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს. „მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე. სალივანის თქმით, თუ რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, სავარაუდოდ, ის ამას საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით გააკეთებს, რამაც აშკარად შეიძლება, გამოიწვიოს მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი. რაც შეეხება კიევის პოზიციას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა განალაგა. ამის მიუხედავად, მოსკოვი უარყოფს ომისთვის მზადებას. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს. დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში გადამწყვეტი, მასიური და ერთიანი პასუხით ემუქრება, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგების გამომწვევი სანქციების დაწესებას გულისხმობს. ამავე თემაზე: უკრაინის თავდაცვის მინისტრი: აგრესორი ვერ აიღებს ოდესას, ვერც ხარკოვს და ვერც - სხვა ქალაქებს თეთრი სახლი ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უამრავი განსხვავებული ინფორმაცია მხოლოდ პანიკას იწვევს. პანიკა მტრების საუკეთესო მეგობარია

ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (UAE) 14 თებერვალს გაემგზავრება. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის და აბუ-დაბის საამიროს მმართველის ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანის მოწვევით ხორციელდება, ნათქვამია თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის გავრცელებულ განცხადებაში. ვიზიტისას თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების ნაბიჯები განიხილება. მხარეები ასევე გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებზე, ყურადღებას გაამახვილებენ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისა და შენარჩუნების საკითხზე. ორი ლიდერი დაესწრება სხვადასხვა შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონიას პირისპირ და დელეგაციების შეხვედრების შემდეგ. შეთანხმებები მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მათ შორის ინვესტიციებს, თავდაცვას, ტრანსპორტს, სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვასა და მედიას. თურქეთის ლიდერი 15 თებერვალს ასევე ეწვევა ექსპო 2020-ს დუბაიში, სადაც თურქეთის ეროვნული დღე აღინიშნება.

ისრაელის პრეზიდენტი თურქეთში ვიზიტამდე საბერძნეთსა და კვიპროსს ეწვევა

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი საბერძნეთსა და კვიპროსს ეწვევა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ვიდრე თურქეთში გაემგზავრება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ Jerusalem Post-ი იტყობინება. ვიზიტების მიზანია, ათენის და ნიქოზიის დარწმუნება, რომ ანკარასთან დაახლოება არ მოხდება იმ მჭიდრო კავშირების ხარჯზე, რომლებიც ისრაელმა დაამყარა მათთან ბოლო წლებში. ჰერცოგის ერთდღიანი მოგზაურობა ათენში მომავალ ხუთშაბათს იგეგმება, მომავალ კვირას კი, კვიპროსში ვიზიტი გაიმართება.  ისრაელის პრეზიდენტი თურქეთს ეწვევა

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ შავლა პაპუაშვილთან შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე პროცესები და უკრაინის საკითხი განიხილა

საქართველოში ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფი იმყოფება. პარლამენტის ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, და დელეგაციას გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა თურქ კოლეგას საქართველოში სტუმრობისთვის, ასევე, თურქეთის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობასა და პარტნიორულ სტრატეგიულ ურთიერთობებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30-ე წლისთავი სრულდება. „მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურეს. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურებასა და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტზე, რომელსაც მუსტაფა შენთოფის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. მხარეებმა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერების შესახებ იმსჯელეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით ურთიერთობების წარმატებულ პრაქტიკას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ხაზი გაესვა უკრაინაში დეესკალაციის აუცილებლობას და ომის თავიდან არიდებას. პარლამენტის თავმჯდომარემ მუსტაფა შენთოფს მადლობა გადაუხადა თურქეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, მუსტაფა შენთოფმა პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში მიიწვია“, - აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელი სრულდება და საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად არაერთი ღონისძიება იგეგმება. საუბარი შეეხო ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად. ხაზი გაესვა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, ასევე პრემიერის მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა, რომელიც იქნება დიალოგის მნიშვნელოვანი პლატფორმა და ხელს შეუწყობს რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებას. შეხვედრაზე გამოითქვა ორმხრივი მზაობა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ მისასალმებელია მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება მიუღებელია

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება მიუღებელია და ყველა მხარეს მოუწოდა, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს. „მიგვაჩნია, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, რომ ყველა მხარემ საღი აზრი უნდა გამოიჩინოს და პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ამავე თემაზე დმიტრი კულება: ენტონი ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

უცხოური მედია: ერდოღანმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფომრაციით, უშიშროების საბჭოს სხდომას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აკარი და არმიისა და დაზვერვის წარმომადგენლები ესწრებიან. ამავე თემაზე ვოლოდიმერ ზელენსკი: უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

თურქეთიდან უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება უკრაინაში პირველადი დახმარების კოლონას გაგზავნის. დახმარება მოიცავს სასაწყობო კარვებს, საოჯახო ტიპის კარვებს, მობილური კვების მანქანებს, ამბობს საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელ. „უკრაინის წითელ ჯვართან კოორდინირებულად, ჩვენ ვგზავნით ჰუმანიტარული დახმარების კოლონას უკრაინაში გადაუდებელი საბაზისო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, - განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა Twitter-ზე. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

უკრაინამ თურქეთს სთხოვა, რუსული გემები არ გაატაროს

უკრაინამ თურქეთს სთხოვა, დაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის, თქვა ხუთშაბათს ანკარაში უკრაინის ელჩმა, მას შემდეგ რაც რუსეთმა მეზობელზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები განახორციელა. Reuters-ის თანახმად, 1936 წლის შეთანხმების თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებზე და არეგულირებს საზღვაო ხომალდების ტრანზიტს. ის ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას და ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს. მონტრეს საერთაშორისო კონვენციის თანახმად, NATO-ს წევრი თურქეთი აკონტროლებს გემების გადასასვლელს ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვას შორის, რაც მას პოტენციურ საკვანძო მოთამაშედ აქცევს რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში. „მას შემდეგ, რაც უკრაინასთან დაკავშირებით დაძაბულობა დაიწყო, თურქი ოფიციალური პირები მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მონტრეს კონვენცია ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებას. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააკეთებს იმას, რაც აუცილებელია, როგორც NATO-ს მოკავშირე, თუ რუსეთი შეიჭრება, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. 2008 წელს, როდესაც რუსეთმა ცნო საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ანკარამ ხომალდების გავლის შესახებ აშშ-ის თხოვნა უარყო“, - წერს Reuters-ი. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, ამასთან, აღნიშნა, რომ „შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო გემების გატარებაზე აკრძალვა ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. „შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანუტარული დახმარება უკრაინსითვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. უკრაინელი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ეროდოღანს შორის სატელეფონო საუბარი 26 თებერვალს გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტმა ზელენსკის განუცხადა, რომ ანკარა ცდილობს, მიაღწიოს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ცნობისთვის, თურქეთი გაზის იმპორტის ერთ მესამედს რუსეთიდან აწარმოებს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ თურქეთს სთხოვა, რუსული გემები არ გაატაროს 25 თებერვალს, Reuters-მა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ციტატა გაავრცელა, რომლის თანახმად, „თურქეთს არ შეუძლია, რუსული სამხედრო ხომალდების წვდომის შეჩერება შავ ზღვაზე თავისი სრუტეების მეშვეობით ისე, როგორც ამას უკრაინა ითხოვს, რადგან ხომალდებს საკუთარ ბაზაზე დაბრუნების უფლებას საერთაშორისო ხელშეკრულება აძლევს“. უკრაინამ 24 თებერვალს სთხოვა თურქეთს, დაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის, ამის შესახებ ანკარაში უკრაინის ელჩმა, მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთმა მეზობელზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები განახორციელა. Reuters-ი წერს, რომ 1936 წლის შეთანხმების თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებზე და არეგულირებს საზღვაო ხომალდების ტრანზიტს. ის ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას და ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს. „მონტრეს საერთაშორისო კონვენციის თანახმად, NATO-ს წევრი თურქეთი აკონტროლებს გემების გადასასვლელს ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვას შორის, რაც მას პოტენციურ საკვანძო მოთამაშედ აქცევს რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში“.

თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters

NATO-ს წევრმა თურქეთმა შეცვალა თავისი რიტორიკა და რუსეთის „თავდასხმას უკრაინაზე“, „ომი“ უწოდა. Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთმა პირობა დადო, რომ განახორციელებს საერთაშორისო პაქტის ნაწილებს, რომლებიც პოტენციურად შეზღუდავს რუსული ხომალდების ტრანზიტს ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში. „ის, რაც ახლა ხდება, არ არის რამდენიმე საჰაერო დარტყმა, სიტუაცია უკრაინაში ოფიციალურად ომია - ჩვენ განვახორციელებთ „მონტრეს კონვენციას", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ CNN-თან. მინისტრმა განმარტა, რომ თურქეთს არ შეუძლია, შავ ზღვაში შესვლაში ხელი შეუშალოს რუსეთის ყველა გემს, ვინაიდან, კონვენციის თანახმად, არ შეიძლება იმ გემების შეკავება, რომლებიც საკუთარ ბაზებზე ბრუნდებიან. 24 თებერვალს, უკრაინამ თურქეთს სთხოვა, დაკეტოს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის, თქვა ხუთშაბათს ანკარაში უკრაინის ელჩმა, მას შემდეგ რაც რუსეთმა მეზობელზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები განახორციელა. Reuters-ი წერს, რომ 1936 წლის შეთანხმების თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებზე და არეგულირებს საზღვაო ხომალდების ტრანზიტს. ის ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას და ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს. ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია

ერდოღანსა და ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტებმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია განიხილეს. განხილვის თემა უკრაინასა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებებიც იყო. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლუკაშენკოს განუცხადა, რომ ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას ომის შესაჩერებლად და მშვიდობის აღსადგენად. ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ თურქეთი არ გაწყვეტს მის კავშირებს რუსეთთან ან უკრაინასთან და რომ ანკარა აამოქმედებს მონტრეს პაქტს ომის მომავალი ესკალაციის პრევენციისთვის.

ჩავუშოღლუს ინფორმაციით, ლავროვი და კულება შეხვედრას 10 მარტს, თურქეთში გამართავენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება შეთანხმდნენ, რომ ხუთშაბათს თურქეთში გამართვენ შეხვედრას, ეს იქნება პირველი მოლაპარაკება უმაღლეს დიპლომატებს შორის მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ეს განცხადება ორშაბათს მედიისთვის გააკეთა და დაამატა, რომ თავადაც დაესწრება შეხვედრას საკურორტო ქალაქ ანტალიაში. NATO-ს წევრი თურქეთი, რომელიც იზიარებს საზღვაო საზღვარს რუსეთთან და უკრაინასთან შავ ზღვაში, am ამ ქვეყნებს შუამავლის როლს სთავაზობს. ანკარას კარგი ურთიერთობა აქვს როგორც მოსკოვთან, ასევე კიევთან და რუსეთის შეჭრას მიუღებელს უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ ეწინააღმდეგება მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს. კულებამ შაბათს განაცხადა, რომ ის ღიაა ლავროვთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შინაარსიანი იქნება.    ერდოღანი პუტინს მოუწოდებს, გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა და „გზა გაუხსნას მშვიდობას“

ზურაბ აზარაშვილი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ზურაბ აზარაშვილი თურქეთის ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა და მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის თურქულ მოდელს გაეცნო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მედიკამენტების თურქული ბაზრის გახსნაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მედიკამენტების ფასის რეგულირების მექანიზმებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები მკაცრად გაკონტროლდება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი თურქეთის ჯანდაცვის სისტემის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო. ზურაბ აზარაშვილი თურქ კოლეგასთან ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოშიც, სადაც ქართველი პაციენტების თურქეთის რესპუბლიკაში მკურნალობის საკითხებს განიხილავენ. ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან: სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელი ნანა შაშიაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი ხათუნა ჩაჩავა და შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი ზურაბ დვალი.

ზურაბ აზარაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თურქეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგას, ფაჰრეთინ კოჩას შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე ყურადღება თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე გამახვილდა. „მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში არსებული ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მთავარი აქცენტი თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების იმპორტზე გაკეთდა. მხარეები სამედიცინო სერვისისა და ფარმაცევტული მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. დაიგეგმა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი: სერგეი ლავროვი ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე ჩაფრინდება და დმიტრო კულებას შეხვდება

მოსკოვი ადასტურებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თურქეთში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო უწყებს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა. მისი ინფორმაცით, რუსეთის საგარეო მინისტრი ანტალიაში, 11 მარტს დაგეგმილ საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე დასასწრებად ჩავა და უკრაინელ კოლეგას შეხვდება. მანამდე, თურქულმა მხარეემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრა 10 მარტისთვის დაიგეგმა. ცნობისთვის, კულებამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის ღიაა ლავროვთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შინაარსიანი იქნება.  ამავე თემაზე ჩავუშოღლუს ინფორმაციით, ლავროვი და კულება შეხვედრას 10 მარტს, თურქეთში გამართავენ

ისრაელის პრეზიდენტი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთში ისრაელის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ჰერცოგი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. თურქული მედია წერს, რომ მრავალი წლის შემდეგ, ისრაელის სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტი თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილება.

სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება მოლაპარაკებას დღეს, ანტალიაში გამართავენ

სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება მოლაპარაკებას დღეს, ანტალიაში გამართავენ. როგორც ცნობილია, დიპლომატები უკვე თურქეთში იმყოფებიან. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, თავშეკავებული მოლოდინი აქვს, თუმცა შეხვედრიდან, მაქსიმალური შედეგის მიღებას შეეცდება.  ასევე წაიკითხეთ: რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი: სერგეი ლავროვი ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე ჩაფრინდება და დმიტრო კულებას შეხვდება  

მევლუთ ჩავუშოღლუ: ერთი შეხვედრიდან სასწაულებს არ უნდა ველოდოთ

უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თურქეთში გამართულმა შეხვედრამ რაიმე შედეგი ვერ გამოიღო, თუმცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მაინც „მნიშვნელოვანი დასაწყისია“. ამის შესახებ BBC წერს. თურქულ ტელეარხ Haberturk-ის ცნობით, ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ „სასწაულებს არ უნდა ველოდოთ ერთი შეხვედრიდან. სერგეი ლავროვი: დემილიტარიზებული, მეგობრული უკრაინა გვინდა, რომელიც რუსულ ენასა და კულტურას არ აკრძალავს დმიტრო კულება: ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ვერ შევთანხმდით ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს სერგეი ლავროვი: გვინდა, რომ მოლაპარაკებები ბელორუსში გაგრძელდეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უმასპინძლა. ლიდერებმა შეხვედრა ანკარაში გამართეს. შეხვედრის დეტალები არ გავრცელებულა, თუმცა  According to APA, the press service of the AR President informed about it. The details of the meeting were not disclosed. Erdoğan and Ilham Aliyev have been in close dialogue in a bid to thaw the Ukrainian crisis. As Turkey assumed a mediator role between the two warring parties thanks to its close ties with both Ukraine and Russia, the Turkish president has been holding several phone conversations with his interlocutors. Erdoğan was also scheduled to talk with U.S. President Joe Biden on late March 10 after Daily News went press. The phone call comes on the day of a tripartite meeting of Russian, Ukrainian and Turkish foreign ministers on the sidelines of the Antalya Diplomacy Forum. Meanwhile, Erdoğan had a telephone conversation with Ursula von der Leyen, the president of the European Commission, on March 9, and they discussed Turkey-EU relations and Russia’s attack on Ukraine. Greek Prime Minister Kyriakos Mitsotakis will be in Istanbul at the weekend and Erdoğan will host him on March 13. Turkey will also host German Chancellor Olaf Scholz on March 14 to discuss bilateral ties and the ongoing Russian invasion of Ukraine.

ერდოღანმა ბაიდენს განუცხადა, რომ ლავროვისა და კულებას შეხვედრის ორგანიზება დიპლომატიური გამარჯვებაა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ანკარისთვის მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, რათა თავიდან აიცილოს მათი კონფლიქტის გამწვავება. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ერდოღანმა ასევე განუცხადა ბაიდენს, რომ თურქეთის, როგორც ფასილიტატორის როლი კონფლიქტის გადაწყვეტის მცდელობაში, მნიშვნელოვანი იყო. ბაიდენთან საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ლავროვსა და კულებას შორის შეხვედრის ორგანიზება თავისთავად დიპლომატიური გამარჯვებაა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი უკრაინელი კოლეგა დიმიტრო კულება 10 მარტს, ანტალიაში შეხვდნენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასავლურ სამყაროს 2014 წელს ყირიმში რუსეთის შეჭრაზე „არასაკმარისი რეაგირების“ გამო აკრიტიკებს

თურქეთის პრეზიდენტმა დასავლური სამყარო მკაცრად გააკრიტიკა 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციაზე არასაკმარისი პასუხის გამო და განაცხადა, რომ უფრო ძლიერ პასუხს შესაძლოა, დღევანდელი ომი თავიდან აეცილებინა. ერდოღანმა აქვე აღნიშნა, რომ ყირიმის ოკუპაციაზე გაჩუმებულები ახლა რაღაცას ამბობენ. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, კიდევ უფრო გართულდა დევნილთა ისედაც მნიშვნელოვანი პრობლემები. ერდოღანი მიიჩნევს, რომ გლობალური უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა უნდა ჩამოყალიბდეს. თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, რაც შეიძლება მალე, სიმშვიდე და საღი აზრი გაიმარჯვებს. ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმებისკენ თავისი მოწოდება ისევ გაიმეორა.  „განა სამართლიანობა მსოფლიოს ერთ ნაწილში მოქმედებს და მეორე ნაწილში უმოქმედოა? ეს რა მსოფლიოა? სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობამ არ გამოავლინა სათანადო მიდგომა და არ გამოხატა აუცილებელი მხარდაჭერა ამ უსამართლობის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. „უკრაინა მარტო დარჩა თავის სამართლიან ბრძოლაში. დღეს ჩვენ ვეჯახებით პრობლემის დამანგრეველ და მტკივნეულ შედეგებს, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია დიპლომატიური გზით, თუკი დროულად გამოვავლენთ ძლიერ ნებას. როდესაც ვხედავთ, როგორ ტოვებენ მშვიდობიანი მცხოვრებლები სახლებს, როდესაც ბავშვები შეშინებულები არიან, ქალაქები ნანგრევებშია, უდანაშაულოები იღუპებიან, ჩვენი მწუხარება იზრდება გეომეტრიული პროგრესით“ , - დაამატა თურქეთის პრეზიდენტმა.  

ყაზახეთის და თურქეთის ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართულებით ავიარეისები გააუქმეს

ყაზახეთის ეროვნულმა ავიაკომპანიამ Air Astana-მ და თურქულმა Pegasus Airlines-მა განაცხადეს, რომ რუსეთში ფრენებს დროებით აჩერებენ. კომპანიების განმარტებით, ავიარეისებს რუსეთის მიმართულებით თვითმფრინავების დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემების გამო აჩერებენ. მედიის ცნობით, ეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ ამოქმედებული სანქციების შედეგია. თურქულმა Pegasus-მა განაცხადა, რომ შაბათიდან შეწყვეტს ფრენებს. კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ, Turkish Airlines-მა კი განმარტა, რომ ფრენები ამ ეტაპზე გაგრძელდება. დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა სანქციების ფარგლებში შეაჩერეს ფრენები რუსეთთან და დაკეტეს საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის.  

ანტალიაში, თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან გამართულ მოლაპარაკებებს „ძალიან კონსტრუქციული და პროდუქტიული“ უწოდა. „განვიხილეთ ნაბიჯები ორმხრივი ურთიერთობების სრული ნორმალიზაციის გზაზე. კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს კავკასიაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. სომხეთისა და თურქეთის ამ ნაბიჯებს პოზიტიური შეფასება აქვს აზერბაიჯანის მხრიდანაც, ბაქო მხარს უჭერს ამ პროცესს. რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ყველა მხარის ინტერესებში“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ასევე წაიკითხეთ: რეჯეფ თაიფ ერდოღანი დასავლურ სამყაროს 2014 წელს ყირიმში რუსეთის შეჭრაზე „არასაკმარისი რეაგირების“ გამო აკრიტიკებს

ჯანდაცვის მინისტრი: ერთ თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი

„დაახლოებით, ერთ თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი”, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა. „ორ მსხვილ იმპორტიორს რამდენიმე კვირაა, თურქეთიდან შემოაქვს მედიკამენტები და ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელში უკვე არის 35-ზე მეტი მედიკამენტი. ასევე, რეგისტრაციაზე შემოსულია, დაახლოებით, 50 განაცხადი, რომელსაც დაჩქარებული რეჟიმით ვარეგისტრირებთ. ვფიქრობ, მომავალი ერთი თვის განმავლობაში, სრულად მოხდება ყველა იმ მედიკამენტის შემოტანა, რისი მოლოდინიც გვქონდა. ეს არის, დაახლოებით, 200 მედიკამენტი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქეთში ხარისხის კონტროლის მკაცრი რეგულაციები მოქმედებს და აკმაყოფილებს როგორც GMP, ისე ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა მოთხოვნას. „სტამბოლში პირადად ვიმყოფებოდი ორ უმსხვილეს, ფარმაცევტულ კომპანიაში რომელთა წარმოებული მედიკამენტებიც ხვდება ბაზარზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, ძალიან მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მედიკამენტები იწარმოება. მათ მიერ გაცემული დოკუმენტი კი, საკმაოდ მაღალი სანდოობის არის, გამორიცხულია, რომ ამის უკან რაიმე პრობლემა იყოს. ასევე, ნებისმიერი იმპორტირებული მედიკამენტის შემთხვევაში, აუცილებელი წესით, ივნისიდან წლის ბოლომდე, ყველა იმპორტიორს ვთხოვთ GMP სტანდარტისა და სერტიფიკატის წარმოდგენას. ესეც თავის მხრივ, აზღვევს ფალსიფიკაციისა და უხარისხო მედიკამენტების ჩვენს ბაზარზე მოხვედრის რისკს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღეს ანკარაში ერთმანეთს თურქეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი შეხვდებიან

დღეს ანკარაში ერთმანეთს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვდებიან. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ორმხრივი კავშირების გარდა, ლიდერები ისაუბრებენ რეგიონალურ საკითხებზე, კონკრეტულად კი, უკრაინაზე და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე“,- ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: რეჯეფ თაიფ ერდოღანი: რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება მიუღებელია

ნურსულთან ნაზარბაევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს

ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან. ნაზარბაევის პრესსამსახურის ცნობით, მან მადლობა გადაუხადა ერდოღანს ანტალიაში, საერთაშორისო ფორუმზე მიწვევისთვის და ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას მიმდინარე გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების კონტექსტში.თავის მხრივ, ერდოღანმა აღნიშნა ნურსულთან ნაზარბაევის მნიშვნელოვანი წვლილი ყაზახეთ-თურქეთის ურთიერთობების განვითარებაში. შეხვედრაზე მხარეებმა შეხედეულებები გაცვალეს საერთაშორისო დღის წესრიგის ყველაზე აქტუალურ საკითხზე, ხაზი გაუსვეს უკრაინაში არსებული სიტუაციის დიპლომატიური გზით მოგვარებისა და სახელმწიფოთაშორისი დიალოგის აღდგენის მუდმივი ძალისხმევის მნიშვნელობას.  

თურქეთი და სომხეთი ურთიერთობების ნორმალიზების პირობას დებენ

თურქეთმა და სომხეთმა პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ ურთიერთობების ნორმალიზებას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მოლაპარაკებებს „პროდუქტიული და კონსტრუქციული“ უწოდა. სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ასევე მხარს უჭერს ნორმალიზების პროცესს. სომხეთსა და თურქეთს არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები, დახურულია სახმელეთო საზღვარი, მაგრამ დეკემბერში, ორმა ქვეყანამ დანიშნა სპეციალური ელჩები ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ორი წლის განმავლობაში პირველი კომერციული ფრენები თებერვლის დასაწყისში განახლდა თურქეთსა და სომხეთს შორის. 13 მარტს, სომხეთის ახალი პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატრიანი მუშაობას შეუდგა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთელ ძალისხმევას მოახმარს ეროვნული ერთობის გაძლიერებას. პროფესიით ეკონომისტი ხაჩატრიანის ინაუგურაცია პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გაიმართა, რომელსაც ბოიკოტი ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ გამოუცხადა. ასევე წაიკითხეთ ანტალიაში, თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

შოლცმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. თურქეთი და გერმანია დიპლომატიური გადაწყვეტისთვის ძალისხმევას აძლიერებენ

თურქეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთკენ მიმართულ ძალისხმევას შეინარჩუნებს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თურქეთი და გერმანია შეთანხმდნენ, დიპლომატიური გადაწყვეტისთვის ძალისხმევა გააძლიერონ. თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი უკრაინასთან.  „ჩვენ სრულად ვთანხმდებით, რომ ცეცხლი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს, რადგან ახლა მნიშვნელოვანია, საფრთხე არ შეექმნას მეტ სიცოცხლეს. უნდა გვახსოვდეს - ყოველი დღე და ყოველი ბომბი რუსეთს მსოფლიო საზოგადოებისგან სულ უფრო აშორებს. ჩვენი საერთო მიმართვა რუსეთის პრეზიდენტისადმი შემდეგია: გაჩერდით, ამ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. „ჩვენ, როგორც NATO-ს ორმა მოკავშირემ, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო შეხედულებები და შეშფოთება. შევთანხმდით, რომ დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა.  ერდოღანის თქმით, ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ, მიიღონ ზომები ევროპის უსაფრთხოების დასაცავად. „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონულ საკითხებზე. ჩვენს რეგიონში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაამტკიცა, რომ თურქეთს აქვს საკვანძო როლი ბევრ სფეროში, განსაკუთრებით უსაფრთხოებასა და ენერგეტიკაში", - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის ძალისხმევის შემდეგ, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები გასულ კვირას ანტალიაში შეხვდნენ. „ასეთი შეხვედრის ორგანიზება, თავისთავად მნიშვნელოვანი დიპლომატიური მიღწევა იყო“, - განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თურქეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი თქმით, გერმანიას და მის ახალ მთავრობას სურთ, შეაფასონ თურქეთთან უკეთესი ურთიერთობების პოტენციალი. მანვე დაამატა, რომ გააქტიურდება მაღალი დონის დიალოგის ფორმატები თურქეთსა და ევროკავშირს შორის და ასევე, გაგრძელდება მოლაპარაკებები 1995 წლის საბაჟო კავშირის განახლებაზე.  

მევლუთ ჩავუშოღლუ რუსეთს და უკრაინას ეწვევა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ რუსეთს ეწვევა, რასაც მოჰყვება თურქი დიპლომატის ვიზიტი უკრაინაში. ჩავუშოღლუ ოთხშაბათს გამართავს მოლაპარაკებებს მოსკოვში, ხუთშაბათს გაემგზავრება უკრაინაში, განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში მინისტრთა კაბინეტის თითქმის სამსაათიანი სხდომის შემდეგ და დაამატა, რომ ეს ვიზიტები ომის დასრულების შესახებ თურქეთის ძალისხმევის ნაწილია. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ოთხშაბათს ანკარაში შეხვდება თავის პოლონელ კოლეგას ანდჟეი დუდას. ომის დაწყებიდან უკრაინაში სულ მცირე 636 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1125 დაშავდა. გაეროს შეფასებით, 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი მეზობელ ქვეყნებში გაიქცა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამაყარებლად

"სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამაყარებლად და საზღვრების გასახსნელად", - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა თურქულ სამთავრობო მედიასთან თქვა. "სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყაროს და გახსნას საზღვრები. მოხარული ვიყავი, როდესაც თურქული მხარისგან გავიგე, რომ იგივე პოლიტიკური ნება მათაც გააჩნიათ... მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი სიტუაციის ფონზე, მჯერა, რომ არ უნდა დავაყოვნოთ სპეციფიკური ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას მასპინძლობს. დისკუსიების მთავარი თემა უკრაინაში ომი იყო. დუდამ მადლობა გადაუხადა ერდოღანს მშვიდობის დამყარების მიზნით გაწეული ძალისხმევისთვის. როგორც ცნობილია, რუსეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ომის პერიოდში სწორედ ანტალიაში შეხვდნენ პირველად. „თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა რეგიონში. მას დიდი წვლილი მიუძღვის და დიდ როლს ასრულებს მშვიდობისთვის", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეუერთდნენ ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის. თავის მხრივ, ერდოღანმა აღნიშნა, რომ NATO-ს ორმა მოკავშირემ უკრაინის საკითხზე გაცვალეს მოსაზრებები. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ძალისხმევის დაჩქარების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ, რათა დასრულდეს რუსეთის აგრესია უკრაინაში.  „ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. საგარეო საქმეთა მინისტრი (მევლუთ ჩავუშოღლუ) დღეს მოლაპარაკებებს მართავს მოსკოვში. ის ხვალ უკრაინაში გაემგზავრება“, - აღნიშნა ერდოღანმა.  თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი და პოლონეთი მიზნად ისახავენ, შექმნან მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭო კავშირების შემდგომი გაძლიერების მიზნით.

რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა

ანკარამ „რუსეთ-უკრაინის კრიზისზე“ თავიდანვე მკაფიო, დაბალანსებული და ობიექტური პოზიცია დაიკავა კანონმდებლობის დაცვის ფარგლებში, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თურქული მედიის ცნობით, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, თურქეთი პოზიტიურ პოზიციას ინარჩუნებს უკრაინასა და რუსეთთან მიმართებით და პატიოსანი შუამავლის როლშია.  ამასთან, მედიის ცნობით, ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა, რომ ახლა აუცილებელია ყველაფრის გაკეთება, რათა უკრაინის კრიზისი მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. ჩავუშოღლუმ მიუთითა ლავროვს, რომ თურქეთი განაგრძობს მონტრეს კონვენციის ყველა წესისა და პირობის დაცვას. საპასუხოდ, ლავროვმა აღნიშნა, რომ მონტრეს კონვენციის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით, ანკარის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას აფასებს. რუსმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარას და მოსკოვს უკრაინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა აქვთ, თუმცა ანკარის „გაწონასწორებული პოზიცია“ დასაფასებელია. ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა თურქეთისა და რუსეთის განსაკუთრებულ ორმხრივ ურთიერთობებს.​ მან მადლობა გადაუხადა რუსეთს, რომ მოსკოვმა ორი რუსული გემის ბოსფორის სრუტეში შეყვანაზე თავად თქვა უარი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვალს, სატელეფონო საუბრისას, თავის თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, აღნიშნა, რომ „შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო გემების გატარებაზე აკრძალვა ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. „შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანუტარული დახმარება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. უკრაინელი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს“, – აცხადებდა ვოლოდიმირ ზელენსკი. მანამდე, უკრაინამ, 24 თებერვალს სთხოვა თურქეთს, დაეკეტა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის, ამის შესახებ ანკარაში უკრაინის ელჩმა, მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთმა მეზობელზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები განახორციელა. 25 თებერვალს, Reuters-მა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ციტატა გაავრცელა, რომლის თანახმად, „თურქეთს არ შეუძლია, რუსული სამხედრო ხომალდების წვდომის შეჩერება შავ ზღვაზე თავისი სრუტეების მეშვეობით ისე, როგორც ამას უკრაინა ითხოვს, რადგან ხომალდებს საკუთარ ბაზაზე დაბრუნების უფლებას საერთაშორისო ხელშეკრულება აძლევს“. 27 თებერვალს, მევლუთ ჩავუშოღლუმ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. ბრიტანული სააგენტო Reuters-ი წერდა, რომ NATO-ს წევრმა თურქეთმა შეცვალა თავისი რიტორიკა და რუსეთის „თავდასხმას უკრაინაზე“, „ომი“ უწოდა. ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთმა პირობა დადო, რომ განახორციელებს საერთაშორისო პაქტის ნაწილებს, რომლებიც პოტენციურად შეზღუდავს რუსული ხომალდების ტრანზიტს ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში. „ის, რაც ახლა ხდება, არ არის რამდენიმე საჰაერო დარტყმა, სიტუაცია უკრაინაში ოფიციალურად ომია - ჩვენ განვახორციელებთ „მონტრეს კონვენციას", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ CNN-თან საუბრისას. მინისტრმა განმარტა, რომ თურქეთს არ შეუძლია, შავ ზღვაში შესვლაში ხელი შეუშალოს რუსეთის ყველა გემს, ვინაიდან, კონვენციის თანახმად, არ შეიძლება იმ გემების შეკავება, რომლებიც საკუთარ ბაზებზე ბრუნდებიან. ცნობისთვის, 1936 წლის შეთანხმების თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებზე და არეგულირებს საზღვაო ხომალდების ტრანზიტს. ის ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას და ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს. მონტრეს საერთაშორისო კონვენციის თანახმად, NATO-ს წევრი თურქეთი აკონტროლებს გემების გადასასვლელს ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვას შორის, რაც მას პოტენციურ საკვანძო მოთამაშედ აქცევს რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 15 მარტს განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს მოსკოვსა და კიევში გზავნის, როგორც თურქეთის შუამავლობის მცდელობის ნაწილი, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. NATO-ს წევრი თურქეთი იზიარებს საზღვაო საზღვარს უკრაინასა და რუსეთთან შავ ზღვაში, აქვს კარგი კავშირები ორივესთან და მათ შუამავლის როლი შესთავაზა. მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, მაგრამ ასევე ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის სანქციებს. გასულ კვირას ანტალიაში, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გამართულმა მოლაპარაკებებმა, რომელსაც ჩავუშოღლუც ესწრებოდა, კონკრეტული შედეგი არ გამოიღო. ასევე წაიკითხეთ: ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters უკრაინამ თურქეთს სთხოვა, რუსული გემები არ გაატაროს ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია

დმიტრო კულება თურქეთს „დიპლომატიური ძალისხმევისთვის“ მადლობას უხდის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თურქ კოლეგას სოლიდარობისა და ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევისთვის მადლობას უხდის. შესაბამისი ტექსტი კულებას Twitter გვერდზე განთავსდა. „ვუმასპინძლე ჩემს თურქ კოლეგას და მეგობარს. თურქეთის სოლიდარობა ურყევი რჩება. მადლობელნი ვართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რათა ბოლო მოეღოს რუსეთის გამანადგურებელ ომს უკრაინის წინააღმდეგ“. ცნობისთვის, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია. ასევე წაიკითხეთ ერდოღანმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს  

იბრაჰიმ ქალინი: ზელენსკი მოლაპარაკებისთვის მზადაა, პუტინი კი მიიჩნევს, რომ მხარეებს ჯერ საერთო ხედვისთვის არ მიუღწევიათ

თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ბევრს მუშაობენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე, მაგრამ რუსეთს ჯერჯერობით სურვილი არ აქვს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, იბრაჰიმ ქალინმა თურქულ პრესასთან განაცხადა. „ზელენსკისთან და პუტინთან საუბარში ჩვენმა პრეზიდენტმა წინადადება გამოთქვა ომის დასრულებისა და ორი ლიდერის შეხვედრის თურქეთში გამართვის თაობაზე. ბატონი ზელენსკი ამისთვის მზად არის. ამის საპირისპიროდ, პუტინი მიიჩნევს, რომ მხარეებს ჯერ არ აქვთ მიღწეული საერთო ხედვა სახელმწიფოების მეთაურების დონეზე მოლაპარაკების თაობაზე“, – აღნიშნა ქალინმა. იბრაჰიმ ქალინის თქმით, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეთავაზებაა, დაფიქსირდეს ძირითადი პუნქტები, რომლებზეც ზელენკისა და პუტინს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისი შესაძლებელია და შემდეგ კი, დელეგაციების უფრო დეტალური მოლაპარაკებები შეთანხმებაზე გაგრძელდება. ქალინის განცხადებით, პუტინმა ერდოღანთან საუბარში უკრაინისადმი ექვსი მოთხოვნა დააყენა: უკრაინის ნეიტრალიტეტი და უარი ნატო-ს მომავალ წევრობაზე; „დემილიტარიზაცია“ და უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივი უზრუნველყოფა ავსტრიული უსაფრთხოების მოდელის მიხედვით; „დენაციფიკაცია“; რუსული ენის ფართო გამოყენებაზე „შეზღუდვების“ გაუქმება; „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ აღიარების სტატუსი; რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარება. ქალინის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციამ თითქოს განიხილა პირველი ოთხი პუნქტი რუსებთან, მაგრამ მეხუთე და მეექვსე პუნქტებზე მსჯელობისთვის მზად არ არის, ამიტომ თურქეთს აქვს პროგრესის იმედი, თუ შესაძლებელი იქნება ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზება. ქალინის განცხადებით, ვერც უკრაინა და ვერც მსოფლიო თანამეგობრობა ვერ დათანხმდებიან რუსეთის მიერ ყირიმისა და დონბასის ოკუპაციის აღიარებაზე, რადგან ეს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ რუსეთი ძალის პოზიციიდან ცდილობს მოლაპარაკებას, მაგრამ ამავდროულად, ომის გაგრძელება, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ჯარსა და ეკონომიკას დააზარალებს. ერთი კვირის წინ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა პუტინისა და ერდოღანის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი ზელენსკისა და პუტინის პირად მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგება.  17 მარტს ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბარი შედგა, მაშინ თურქეთის პრეზიდენტმა მას სთხოვა, რომ ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტის პროცესს.   10 მარტს, თურქეთის ინიციატივით ანტალიაში უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა. თუმცა მოლაპარაკების პროცესში პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა.  16 მარტს რუსეთის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ფორმატში უკრაინასთან მოსალაპარაკებლად მზად არიან.  11 მარტს ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა მსოფლიოს ყირიმის ოკუპაციასა და 2014 წელს დონბასში შეჭრაზე თვალი რომ არ დაეხუჭა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს       

თურქეთის პოზიცია რუსული S-400-ების შესყიდვის თაობაზე უცვლელია - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთის პოზიცია რუსული S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემების შეძენის თაობაზე უცვლელია და ეს დასრულებული საქმეა. მან განმარტა, რომ მოლაპარაკებები ვაშინგტონთან ახალი F-16 თვითმფრინავების შესახებ კარგად მიმდინარეობს. ცნობილია, რომ 2020 წლის დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა NATO-ს წევრს, თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიას S-400-ის გამო და გამორიცხა ანკარა F-35 პროგრამიდან.  ერდოღანმა NATO-ს სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ მინისტრთან, მარიო დრაგისთან ერთად განიხილა SAMP-T სარაკეტო თავდაცვის სისტემების შეძენის შესაძლებლობა. ამასთან, ერდოღანმა უარყო ინფორმაცია, რომ აშშ-მ თურქეთს არაოფიციალურად შესთავაზა უკრაინისთვის S-400-ების სისტემის გადაცემა, რასაც Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს  რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters უკრაინამ თურქეთს სთხოვა, რუსული გემები არ გაატაროს ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია

ერდოღანი: უკრაინამ და რუსეთმა ომის დასრულებისთვის 6-დან 4 პუნქტზე შეთანხმებას მიაღწიეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთ-უკრაინის ომის გადამწყვეტ საკითხებზე შეთანხმებას უახლოვდებიან.  „ჩემთვის, როგორც ცნობილია, NATO-ზე, განიარაღებაზე, კოლექტიურ უსაფრთხოებასა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურაში რუსულის ოფიციალურ ენად გამოყენებაზე შეთანხმება მიღწეულია. თუმცა, ისევ არსებობს ყირიმისა და დონბასის საკითხი, რაზეც უკრაინის დათანხმება შეუძლებელია". - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.  ერდოღანმა აღნიშნა, რომ პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებები გრძელდება. "მთელი ჩვენი ძალისხმევა მიზნად ისახავს მშვიდობის ატმოსფეროს შექმნას ორი ლიდერის გასაერთიანებლად".  21 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს        ვოლოდიმირ ზელენსკი: მზად ვარ პუტინთან შესახვედრად  

მევლუთ ჩავუშოღლუ:  რუს ოლიგარქებს შეუძლიათ ბიზნესსაქმიანობა თურქეთში, რა თქმა უნდა, თუ ეს კანონიერია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს თურქეთში რუსი ოლიგარქებისა და მოქალაქეების ჩასვლას მიესალმებიან თუ ისინი დაემორჩილონ საერთაშორისო სამართალს ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობის წარმოებისას. ამის შესახებ Reuters წერს.   მევლუთ ჩავუშოღლუმ ამის შესახებ  Doha Forum-ზე განაცხადა.  „თუ რუსი ოლიგარქები ან რუსეთის მოქალაქეები თურქეთში ჩამოსვლას მოისურვებენ, რა თქმა უნდა მათ ეს შეუძლიათ...თუ გულისხმობთ, შეუძლიათ თუ არა ოლიგარქებს ბიზნესსაქმიანობა თურქეთში –რა თქმა უნდა, თუ ეს კანონიერია და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, განვიხილავ. თუ საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, მაშინ ეს სხვა ამბავია“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.  შეგახსენებთ, რომ თურქეთი უკრაინაში რუსეთის შეჭრას მკვეთრად აკრიტიკებს, თუმცა პრინციპულად გამოდის სანქციების წინაარმდეგ, რომელიც NАТО-ს მოკავშირე ქვეყნებმა რუსეთს დაუწესეს.  ამასთან როგორც მედია წერს, ორი იახტამ რომელიც რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს უკავშირდება, თურქეთის კურორტების სანაპიროსთან ჩაუშვა ღუზა.   ასევე წაიკითხეთ  თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters  რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ რომელიმე რუს ოლიგარქს ლეგალური ბიზნესის დაწყება უნდა თურქეთში, მე ამას განვიხილავ

თუ რუსეთის რომელიმე მოქალაქეს სურს თურქეთში ჩამოსვლა, შეუძლიათ, ჩამოვიდნენ. თუ რომელიმე ოლიგარქს თუ უნდა ბიზნესის დაწყება თურქეთში და თუ ეს ბიზნესი ლეგალურია, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მაშინ მე ამას განვიხილავ, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.   „თუ რუსეთის რომელიმე მოქალაქეს სურს თურქეთში ჩამოსვლა, შეუძლიათ, ჩამოვიდნენ. თუ რომელიმე ოლიგარქს თუ უნდა ბიზნესის დაწყება თურქეთში და თუ ეს ბიზნესი ლეგალურია, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მაშინ მე ამას განვიხილავ“, - განაცხადა მან.   ასევე წაიკითხეთ:   ლიზ ტრასი: თუ რუსეთი უკრაინას დატოვებს, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეიძლება, მოიხსნას

ერდოღანი რუს კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ერდოღანმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა.  "პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ყველა სახის მხარდაჭერას ამ პროცესთან დაკავშირებით",- წერს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ასევე წაიკითხეთ: თურქეთის პრეზიდენტი: მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში

მედია: ერდოღანი რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს სტამბოლში მოლაპარაკების დაწყებამდე შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 29 მარტს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შეხვდება მათი პირისპირ მოლაპარაკებების დაწყებამდე. ამის შესახებ თურქული მედია წერს.  უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს სტამბოლში შეხვედრა სამშაბათს დილით აქვთ დაგეგმილი. „რუსი და უკრაინელი დელეგატები, რომლებიც უძღვებიან ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიან მოლაპარაკებებს, ხვალ ისევ შეხვდებიან სტამბოლში. ჩვენ შევიკრიბებით დელეგატებთან და მათთან მოკლე შეხვედრას გავმართავთ მათი შეხვედრის წინ. შემიძლია, ვთქვა, რომ სატალეფონო საუბრები, რომლებსაც ვაწარმოებთ ბატონ პუტინთან და ბატონ ზელენსკისთან, პოზიტიური მიმართულებით ვითარდება“, – განაცხადა ერდოღანმა. 27 მარტს ერდოღანმა პუტინთან სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა.  მანამდე  ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი უკრაინულ და რუსულ მხარეს შორის მოლაპარაკებები 28-30 მარტს გაიმართება.  როგორც ცნობილია, თურქეთში, ანტალიაში 10 მარტს უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.  დიმიტრი კულებამ და სერგეი ლავროვმა მარიუპოლში ჰუმანიტარული კორიდორის საკითხი განიხილეს.  რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა მზადაა განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა. 21 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ ლიზ თრასი: რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან შეცდომების გამეორებით არ უნდა დასრულდეს დიმიტრი პესკოვი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე - წინსვლა არ არის ენტონი ბლინკენი: აშშ უკრაინის სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას გამოყოფს WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს     

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება

"თურქეთში რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაცია რეფერენდუმის ჩატარების საკითხებზე განხილვას არ აპირებს", -  ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა.  "ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ რომელი რეფერენდუმი ჩავატაროთ თუ არ ჩავატაროთ, ეს მოლაპარაკების საგანი არ არის", - განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო

რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთში, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება

რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი იმყოფება თურქეთის ქალაქ სტამბოლში მდებარე "დოლმაბაჰჩეს" სასახლეში, სადაც უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "როა-ნოვოსტი" იუწყება. მათივე ცნობით, აბრამოვიჩი გაესაუბრა თურქეთის პრეზიდენტ ერდოანს და საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეს ომი ახლა უნდა შეწყდეს, დღეს ვხედავთ, რომ შეხვედრაზე პროგრესი მიღწეულია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. „ეს ომი ახლა უნდა შეწყდეს. დღეს ვხედავთ, რომ შეხვედრაზე პროგრესი მიღწეულია. ზოგიერთ საკითხზე მიღწეული იქნა კონსენსუსი და ურთიერთგაგება. დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. ჩვენ გვჯერა, რომ უფრო რთული საკითხები უფრო მაღალ დონეზე განიხილება. დღის წესრიგში ჯერ მინისტრების, შემდეგ კი ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაა“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება

ალექსანდრე ჩალი: რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე მნიშვნელოვანია

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციაში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ ეწინააღმდეგება. ამის შესახებ რუსული მედია წერს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწისა და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ბლადიმირ მედინსკის განცხადებით, თავის მხრივ „რუსეთის ფედერაცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას არ ეწინააღმდეგება“.  ამასთან მედინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიებზე არ ვრცელდება ყირიმსა და დონბასზე. მისი თქმით უკრაინამ უარი უნდა თქვას ამ ტერიტორიების ომით დაბრუნებაზე.   უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და სტამბოლის მოლაპარაკებაზე უკრაინის დელეგაციის წევრმა ალექსანდრე ჩალიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე მნიშვნელოვანია.  ამასთან ცნობილია, რომ უკრაინა სტამბოლში მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ახალი საერთაშორისო შეთანხმების ინიციტივით გამოვიდა.  ალექსანდრე ჩალის განცხადებით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, ომის დასრულებისთვის დიპლომატიურ ფორმატს წარმოადგენს.  მისი თქმით, „საკვანძო მოთხოვნებია - ზუსტი იურიდიული სავალდებულო გარანტიები უკრაინისთვის, რომელიც თავისი შინაარსით და ფორმატით NATO-ს მე-5 მუხლის ანალოგიურია“.   ცნობისათვის, თურქეთში 29 მარტს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. მხარეებმა განიხილეს ომის სეწყვეტის საკითხი, თუმცა დელეგაციის წევრებს ამ დროისთვის არცერთი დოკუმენტისთვის არ მოუწერიათ ხელი.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა. უკრაინული დელეგაციის წევრმა, უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პირობები და ის ქვეყნები დაასახელა, ვისაც ასეთ გარანტორებად განიხილავენ. ამასთან, უკრაინამ რუსეთს წარუდგინა თავისი წინადადებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის თაობაზე ხელშეკრულების შესახებ, რაც შესაძლებელს გახდის ომის დასრულებას. უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. ზოგ ქვეყანას წინასწარი თანხმობა უკვე გაცემული აქვს. როგორც ცნობილია, უკრაინის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულება ასევე უნდა ასახავდეს გარანტორი ქვეყნების ურთიერთქმედების ეფექტურ მექანიზმს. ეს შესაძლოა ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსიც იყოს („ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმის ტოლფასია“). თუ უკრაინის წინააღმდეგ ომი, აგრესია ან სპეცოპერაცია დაიწყება, მაშინ გარანტორი ქვეყნები მართავენ კონსულტაციებს სამი დღის განმავლობაში, შემდეგ კი კანონით ვალდებულნი არიან უკრაინას დახმარება გაუწიონ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

ერდოღანი: თურქეთს სურს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან დიალოგი

თურქეთს სურს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან დიალოგი, რომ ლიდერები სისხლისღვრის შესაჩერებლად შეკრიბოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის განცხადებით, თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ ემხრობა, ნაცვლად ამისა, პრიორიტეტს ანიჭებს რუსეთის სამხედრო ნაბიჯების წინააღმდეგ დგომას და დიალოგის გაგრძელებას. „ თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ ემხრობა, ნაცვლად ამისა, პრიორიტეტს ანიჭებს რუსეთის სამხედრო ნაბიჯების წინააღმდეგ დგომას და დიალოგის გაგრძელებას. ეს დიალოგი მნიშვნელოვანია და აუცილებელია არა მხოლოდ უკრაინის კონტექსტში, არამედ ჩვენთან მჭიდრო კავშირში არსებულ ბევრ გეოგრაფიაში, როგორიცაა სირია, ლიბია და სამხრეთ კავკასია“, – თქვა ერდოღანმა. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

ზელენსკი: მადლობა თურქეთს მზადყოფნისთვის, გახდეს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დღეს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან 29 მარტს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინიის დელეგაციების შეხვედრისა და მოლაპარაკების საკითხი განიხილა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.  „მორიგი საუბარი მქონდა ნამდვილ მეგობართან, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან. აღვნიშნე სტამბოლში, დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების ორგანიზების მაღალი დონე. მშვიდობისკენ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე შევთანხმდით. მადლობა თურქეთს მზადყოფნისთვის, გახდეს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი“, - განაცახდა ზელენსკიმ.  ერდოღანმა თავის მხრივ გამოთქვა მზადყოფნა სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ.  31 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს.  29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.  უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  მედია: ერდოღანმა გამოაცხადა პრინციპული თანხმობა, რომ თურქეთი გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი მედინსკი: სტამბოლში უკრაინა „არსებითად“ დათანხმდა რუსეთის „პრინციპულ მოთხოვნებს“

თურქეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსამსახურში აცხადებენ, ორი ქვეყნის ლიდერებმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები განიხილეს. ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკება იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინაში კონფლიქტის გადასაჭრელად. ის კიდევ ერთხელ გამოვიდა წინადადებით, რომ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა თურქეთში გაიმართოს. ასევე წაიკითხეთ: ზელენსკი: მადლობა თურქეთს მზადყოფნისთვის, გახდეს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი 31 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს.  29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.  უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  მედია: ერდოღანმა გამოაცხადა პრინციპული თანხმობა, რომ თურქეთი გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი მედინსკი: სტამბოლში უკრაინა „არსებითად“ დათანხმდა რუსეთის „პრინციპულ მოთხოვნებს“

დმიტრო კულება: უკრანული მხარე მიესალმება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას

დმიტრო კულებას განცხადებით, უკრანული მხარე მიესალმება თურქეთის ინიციატივას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის თურქეთში გამართვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა. „თურქული დიპლომატიის ამ წარმატებების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, თუ ის მოახერხებს თურქეთში პრეზიდენტ ზელენსკის და პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებას, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ ინიციატივას“, – განაცხადა დიმიტრი კულებამ. ასევე წაიკითხეთ: თურქეთის პრეზიდენტი: ვიმედოვნებ, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შესაძლო შეხვედრა უკრაინაში ომის დასრულებას შეუწყობს ხელს ამასთან, დღეს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ­მრჩეველმა და უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილო პოდოლიაკმა განუცხადა. შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამასთან, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ­მრჩეველმა და უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილო პოდოლიაკმა განუცხადა. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს.

თურქეთი მზადაა უკრაინას მარიუპოლიდან მოსახლეობის ზღვით ევაკუაციაში დაეხმაროს

თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებისთვის. ამის შესახებ შაბათს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა. მისი თქმით, თურქული მხარე ამ საკითხში თავის ქმედებებს კოორდინაციას უწევს რუსეთისა და უკრაინის სტრუქტურებთან. „ევაკუაციის პროცესის შესახებ ანკარას მზადყოფნის შესახებ ინფორმირებულია თურქეთში რუსეთის სამხედრო ატაშე, რომელიც ჩვენთან თავდაცვის დეპარტამენტში იყო მიწვეული. მსგავსი ინიციატივა რუსეთის ხელისუფლებას მოსკოვში თურქეთის სამხედრო ატაშეს მეშვეობით გადაეცა. ჩვენ ასევე კოორდინაციაში ვართ უკრაინის შესაბამის უწყებებთან სამხედრო ატაშეს მეშვეობით“, - განაცხადა აქარმა. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი განაგრძობს უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ ესაუბრა ტელეფონით რუს და უკრაინელ კოლეგებს სერგეი შოიგუსა და ალექსეი რეზნიკოვს. მისი თქმით, რეზნიკოვთან სტამბოლში პირადი შეხვედრაც ჰქონდა. „შემდგომი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად და სტაბილურობის აღდგენის მიზნით, მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა“, - ხაზგასმით აღნიშნა აქარმა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსეთის ფედერაციასთან და უკრაინასთან აქტიურ კონტაქტებზე და უკრაინის პორტებიდან თურქული გემების უსაფრთხო გასვლის საკითხზე. შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის შესახებ აქარმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის გადაზიდვის პრობლემა არ არის. 1-ელ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.   მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

Financial Times: თურქეთში ინფლაცია 20-წლიან მაქსიმუმზეა

თურქეთში ინფლაციის ტემპი მაღალია და 20-წლიან მაქსიმუმს გაუტოლდა. ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასების ზრდამ, ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, წერს Financial Times-ი.   სამომხმარებლო ფასები მარტში 61%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი - 54%-ით. შედეგად თურქეთში სამომხმარებლო კალათის ხარჯები წლიურ ჭრილში 70%-თაა გაზრდილი, მას შემდეგ, არც ენერგომატარებლებზე ფასები 103%-ით გაიზარდა.   უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე და ენერგომატარებლების გაძვირებამდე, თურქეთში ინფლაცია უკვე მაღალი იყო.  ფასების ზრდამ იმოქმედა რეჯეფ ტაიფ ერდოღანის რეიტინგზე და მოსახლეობაში საპროტესტო აქციები გამოიწვია 2021 წლის ბოლოსა და მიმდინარე წლის დასაწყისში. ამ ფონზე ერდოღანი ცენტრალურ ბანკს ინფლაციის შესაჩერებლად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის საშუალებას არ აძლევს. 

იბრაჰიმ ქალინი: მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები ართულებს მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის

უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია, რისკს უქმნის თურქეთის შუამავლობას რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ „ალინმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. „ადგილზე მიმდინარე პროცესები, ფოტოები ბუჩადან და სხვა დასახლებებიდან, რა თქმა უნდა, ართულებს მოლაპარაკებების იმავე მიმართულებით გაგრძელებას“, - თქვა ქალინმა. მისი თქმით, ბუჩასა და ბოროდიანკაში მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრების შემზარავმა კადრებმა გავლენა მოახდინა კიევის მზადყოფნაზე განაგრძოს მოლაპარაკებების პროცესი. „ჩვენ ყველანი აღშფოთებულები ვართ ამ კადრებით. ეს არის ადამიანის უფლებების ღია დარღვევა და, სავარაუდოდ, ომის დანაშაული“, - განაცხადა თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ქალინმა აღნიშნა, რომ მომხდარი მოლაპარაკების სურვილის შემცირების რისკთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით უკრაინული მხრიდან. მან არ გამორიცხა, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე დღით შეჩერებულიყო, შემდეგ კი დიალოგი განახლებულიყო. „უკრაინელები შოკში არიან, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი... მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, რა თქმა უნდა, საზარელი და არაადამიანურია. ვინც ამას ასრულებს, უნდა დაისაჯოს“, - აღნიშნა მან. მისი თქმით, თურქეთი მხარეებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. „დიპლომატიას უნდა მივცეთ შანსი და მნიშვნელოვანია რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელება“, - განაცხადა კალინმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ან კვირაში მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვან პროგრესს არ ელის. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ „ერთ-ორ კვირაში“ შეიძლება ახალი პროგრესის მიღწევა მოლაპარაკებებში. კალინმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლობდა რუსულ და უკრაინულ მხარეებთან ბლოკადირებული მარიუპოლიდან მოსახლეობის ზღვით ევაკუაციის უზრუნველსაყოფად. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ რუსეთი უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის პირობას დააყენებდა, რაც ქვეყანაში სანქციების ზეწოლას შეამსუბუქებდა. „ვფიქრობ, ეს ერთადერთი გზაა მოსკოვისთვის, რომ წავიდეს დათმობებზე", - განაცხადა თურქეთის ლიდერის პრესმდივანმა. 6 აპრილს სერგეი ლავროვმა განაცახდა, რომ კიევი სტამბოლში შემოთავაზებულ შეთანხმების პროექტს შორდება.  29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.  უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი მზადაა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისთვის პირობები შექმნას ლიზ ტრასი: რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან შეცდომების გამეორებით არ უნდა დასრულდეს ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე: ჩვენ არავისი გვჯერა, არცერთი ლამაზი სიტყვის

მევლუთ ჩავუშოღლუ: თუ გაერო მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თურქეთი იძულებული იქნება, მათ შეუერთდეს

"თუ გაერო მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თურქეთი იძულებული იქნება, მათ შეუერთდეს", - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. „თუ გაერო მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თურქეთი იძულებული იქნება, მათ შეუერთდეს. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით ეს არარეალურია. ხშირად გვეკითხებიან, დავხურავთ თუ არა ცას - ჩვენ შუამავლის პოზიცია ავირჩიეთ, რომელიც სიტუაციის სტაბილიზაციაზეა გათვლილი“, - აცხადებს ჩავუშოღლუ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ანტონიო გუტერეში: ომისა და მისი შედეგებიდან ერთადერთი მდგრადი გამოსავალი მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და დაუცველი ხალხისთვის არის მშვიდობა

თურქეთის ელჩის თანამდებობაზე ფატმა ჯერენ იაზგანს ალი კაან ორბაი შეცვლის

საქართველოში თურქეთის ელჩის თანამდებობაზე ფატმა ჯერენ იაზგანს ალი კაან ორბაი შეცვლის. ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ანკარამ ელჩები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც დაასახელა. დანიშვნამდე ალი კაან ორბაი ავსტრიაში თურქეთის საელჩოს პირველ მდივნად მუშაობდა. ფატმა ჯერენ იაზგანი ელჩის პოზიციას 2017 წლიდან იკავებდა. ოფიციალურად, როდიდან შეუდგება მუშაობას ახალი ელჩი, ჯერ უცნობია. ასევე წაიკითხეთ Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ თურქეთის ელჩთან  

რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას იახტა თურქეთის წყლებში შევიდა

როგორ ცდილობენ, გაექცნენ დასავლეთის სანქციებს რუსი ოლიგარქები, ამ თემაზე სააგენტო Reuters-ი სტატიას აქვეყნებს. ბრიტანული მედია წერს, რომ რუსი ოლიგარქ დერიპასკას იახტა თურქეთის წყლებში, კერძოდ, თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით, კურორტ გოიჩეკთან ახლოს მდებარე ყურეში შევიდა. დერიპასკას, რუსული ალუმინის გიგანტის Rusal-ის (RUAL.MM) დამფუძნებელს, სანქციები შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და ბრიტანეთმა დაუწესეს. მანამდე ის მშვიდობის მოწოდებით გამოდიოდა. Reuters-ის ინფორმაციით, კაიმანის კუნძულების დროშის ქვეშ მყოფი 73-მეტრიანი იახტა გიოჩეკის ყურეში რჩება. „NATO-ს წევრი თურქეთი იზიარებს საზღვაო საზღვარს უკრაინასა და რუსეთთან შავ ზღვაში, აქვს კარგი კავშირები ორივესთან და შუამავალია კონფლიქტში. მან მხარი დაუჭირა კიევს, მაგრამ ასევე ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის სანქციებს, მათ შორის რუსი მილიარდერების წინააღმდეგ ზომებს. ანკარა დიდწილად ეყრდნობა რუსულ ენერგეტიკულ იმპორტს და ტურისტებს. ის იქცა უსაფრთხო თავშესაფარად სანქციებისგან გაქცეული რუსებისთვის და ბევრმა ინვესტიციაც ჩადო ამ ქვეყანაში. პარასკევს, უკრაინელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ უკრაინა მუშაობს თურქეთთან მეტი მხარდაჭერისთვის, ესმის თუმცა არ არის კმაყოფილი მოსკოვთან ანკარის პარალელური კავშირებით“, - წერს Reuters-ი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ დროა, დასრულდეს „სახელმწიფო კაპიტალიზმი“ რუსეთში

თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო

ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში Pençe Kilit, ერაყის ჩრდილოეთით, ბოლო 24 საათში განეიტრალებულია ტერორისტული ორგანიზაციის 19 წევრი, - ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს. თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთში, ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Anadolu იუწყება. თურქეთის თავდაცვის მინისტრის  ჰულუსი აკარის განცხადებით, თურქულმა თვითმფრინავებმა და არტილერიამ იერიში მიიტანეს ერაყის ჩრდილოეთში, მეთინაში, ზაპისა და ავაშინ-ბასიანის რეგიონებში ქურთისტანის მუშათა პარტიის პოზიციებზე, შემდეგ კი ტერიტორიაზე სახმელეთო ჯარებითაც შევიდნენ. „ჩვენი ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს, ისე, როგორც დაგეგმილი იყო. მიზანი, რომელიც ოპერაციის პირველი ფაზის დროს დავისახეთ, განხორციელებულია“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ქურთისტანის მუშათა პარტიასა (PKK) და თურქეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტი 1984 წელს დაიწყო და 2015 წელს განახლდა. ერაყის ჩრდილოეთის მდებარეობს ქურთისტანის მუშათა პარტიის ბაზები, სადაც თურქეთი საჰაერო და სახმელეთო ოპერაციას ახორციელებს.

ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება

ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება, ქვეყნის პრეზიდენტმა ორშაბათს ხაზი გაუსვა რვაკვირიანი ომის დასასრულებლად ცეცხლის შეწყვეტის და შემდეგ გრძელვადიანი მშვიდობის აუცილებლობას. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. უკრაინასა და რუსეთს შორის ჯერ ზავის და შემდეგ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება იქნება „კაცობრიობის სახელით შესრულებული ყველაზე სასარგებლო ქმედებები“, განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში ელჩების ჯგუფთან შეხვედრისას. „მთელი გულით მჯერა, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტა შეიძლება მოიძებნოს დიალოგის გზით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების საფუძველზე", - ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა. ვლადიმერ პუტინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. რუსულმა ჯარმა უკრაინის დასავლეთიდან უკან დაიხია და მთელი აქცენტი უკრაინის აღმოსავლეთით გადაიტანა. პუტინი ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესი კიევმა ჩაშალა „ყალბი განცხადებებით“ და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნით. უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის" ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ რუსეთის განცხადებებისგან განსხვავებით, უკრაინული მხარე სტამბულის შეთანხმების ერთგულია და პოზიცია არ შეუცვლია. „ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ უკრაინულმა მხარემ არ გაითვალისწინა ყველა დამატებითი საკითხი, რაც არ იყო სტამბოლის შეხვედრაზე დღის წესრიგში დაყენებული. ალბათ, ამან გამოიწვია მოლაპარაკებების პროცესის ამჟამინდელი მდგომარეობის არასწორი ინტერპრეტაცია“, განაცხადა არახამიამ ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებაში. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში გრძელდება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მოწოდებით გამოდის

თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა. „უკრაინის ხელისუფლების მთავარი მოთხოვნა უცვლელია, ის საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. უკრაინას სურს, მიიღოს საერთაშორისო უსაფრთხოების ისეთივე გარანტიები, როგორიც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლშია გაწერილი. ამ ვარიანტის საწინააღმდეგო მოსაზრებები ისმის, განიხილება ალტერნატიული ვარიანტებიც“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება.  ასევე წაიკითხეთ: ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს

თურქეთში, ავტობუსის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 9 მძიმედ დაშავდა

თურქეთში, ქალაქ ბურსაში ავტობუსის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 9 მძიმედ დაშავდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, აფეთქების დროს ავტობუსში ადგილობრივი წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. როგორც ცნობილია, დაშავებულები მიმდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.  ამასთან, ამ დროისთვის, აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ერდოღანი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან მოლაპარაკებებს გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ანკარა მზადაა მოაწყოს რუსეთისა და უკრაინის მეთაურთა შეხვედრა, იტყობინება Anadolu. ერდოღანმა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში პროგრესის იმედიც გამოთქვა. ამ მიზნით, ერდოღანი მომდევნო 48 საათის განმავლობაში რუს და უკრაინელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარს გამართავს, იმედით, რომ ორივეს სტამბოლში უმასპინძლებს.  „პროგრესი არის, თუმცა, სასურველისგან შორსაა. ჩვენ პროგრესის იმედი გვაქვს. მედს არ ვკარგავთ", - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთში დაწყებული მედიაციის პროცესი ასევე ყველაზე საიმედო მეთოდია კრიზისის დასაძლევად და საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან მარკ რუტესთან სატელეფონო საუბრისას. „ნიდერლანდები რჩება კონტაქტზე ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, რათა კიდევ უფრო გააღრმაოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი", - დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, რუტემ. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

თურქეთმა სირიისკენ მიმავალი რუსული თვითმფრინავებისთვის ცა დახურა

თურქეთმა საკუთარი საჰაერო სივრცე სირიისკენ მიმავალი რუსული თვითმფრინავებისთვის დახურა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო  მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა,  იუწყება The Daily Sabah. მისი თქმით, თურქეთი რუსეთისთვის ნებართვებს ყოველ სამ თვეში გასცემდა და ბოლო ნებართვის ვადა აპრილში ამოიწურა. მას შემდეგ, მინისტრის თქმით, ფრენები შეწყდა. The Daily Sabah-ის ინფორმაციაში არ არის ახსნილი, თუ რატომ აღარ გაუგრძელა თურქეთმა რუსეთს ნებართვის ვადა. საგულისხმოა, რომ თურქეთი არ შეუერთდა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლეთის სანქციებს. ამავდროულად, ქვეყანა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულა.

ზელენსკიმ მარიუპოლის ევაკუაციის საკითხი თურქეთის პრეზიდენტთან განიხილა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს, რომ მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა თავის თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. „[რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინთან მოლაპარაკების წინა დღეს მე ხაზგასმით აღვნიშნე მარიუპოლიდან, მათ შორის აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციისა და დატყვევებულების დაუყონებლივ გაცვლის აუცილებლობაზე. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაემუქრა რაიმე მოლაპარაკებიდან გასვლით, თუ რუსული ჯარები გაანადგურებდნენ ბოლო უკრაინელ დამცველებს, რომლებიც აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში - მარიუპოლში მდებარე დიდ ინდუსტრიულ ზონაში არიან ჩარჩენილები. თურქეთს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან და ერდოღანმა მთავარი როლი ითამაშა ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის მცდელობაში. ერთ-ერთი ასეთი მოლაპარაკების რაუნდი გასულ თვეს, სტამბოლში გაიმართა. გაეროს გენერალური მდივანი ანტორნიო გუტერეში მოსკოვსა და კიევში ვიზიტების წინ თურქეთში მიემგზავრება. გუტერეში ორშაბათს ეწვევა თურქეთის დედაქალაქს, სადაც მას პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიღებს. გაეროს დესპანმა მარტინ გრიფითსმა 18 აპრილს განაცხადა, რომ თურქეთი ღირებული მასპინძელია უკრაინასა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული მოლაპარაკებებისთვის. ასევე 18 აპრილს, ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება.  გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 28 აპრილს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. მანამდე კი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 26 აპრილს მოსკოვში ჩადის, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  

თურქეთის პრეზიდენტი ანტონიო გუტერეშს მასპინძლობს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორშაბათს ანკარაში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდა. პრეზიდენტის კომპლექსში გამართული შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო. თურქეთში ვიზიტის შემდეგ, გუტერეში სამშაბათს გაემგზავრება მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმeრ პუტინთან შესახვედრად, შემდეგ კი კიევში, სადაც ხუთშაბათს შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. გაეროს დესპანმა მარტინ გრიფითსმა 18 აპრილს განაცხადა, რომ თურქეთი ღირებული მასპინძელია უკრაინასა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული მოლაპარაკებებისთვის. ასევე 18 აპრილს, ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება.  გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 28 აპრილს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. მანამდე კი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 26 აპრილს მოსკოვში ჩადის, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  

გუტერეშმა და ერდოღანმა უკრაინაში ომის დასრულების გზები განიხილეს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი „საერთო მიზანი“, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვსა და კიევში გამგზავრებამდე, ანტონიო გუტერეში რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში შეხვდა. „ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს ჰუმანიტარული დერეფნების მეშვეობით მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა და დაზარალებული თემებისთვის საჭირო დახმარების მიწოდების საჭიროება“, - ნათქვამია გაეროს განცხადებაში. გაეროს დესპანმა მარტინ გრიფითსმა 18 აპრილს განაცხადა, რომ თურქეთი ღირებული მასპინძელია უკრაინასა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული მოლაპარაკებებისთვის. ასევე 18 აპრილს, ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება.  გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 28 აპრილს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. მანამდე კი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 26 აპრილს მოსკოვში ჩადის, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  

თურქეთის სასამართლომ ბიზნესმენ ოსმან კავალას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

თურქეთის სასამართლომ უფლებადამცველ ოსმან კავალას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას AFP ავრცელებს. ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, დაეწყო სამართლებრივი პროცედურები თურქეთის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მან უარი თქვა, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) 2019 წლის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.  ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის განცხადება მაშინ პრესსპიკერ პიტერ სტანოს სახელით გავრცელდა. „სამწუხაროა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ECHR-ის შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ასეთი დამოკიდებულება ქმნის შემაშფოთებელ პრეცედენტს და კიდევ უფრო ზრდის ევროკავშირის შეშფოთებას თურქეთის მიერ სასამართლო სისტემის საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით. ეს ასევე ეწინააღმდეგება თურქეთის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს“, - აღნიშულია ევროკავშირის განცხადებაში. ევროკავშირის განცხადებით, სამართლებრივი პროცესის დაწყება არის ინსტრუმენტი, რომელიც იშვიათად გამოიყენება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ და ნათლად მიუთითებს სერიოზულ შეშფოთებაზე კავალას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც წლების განმავლობაში იმყოფება ციხეში დანაშაულისთვის გასამართლების გარეშე. შეგახსენებთ, ოქტომბერში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, 10 დასავლური ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა. მანამდე, ელჩები მოითხოვდნენ ფილანტროპ ოსმან კავალას გათავისუფლებას, რომელიც ოთხი წელია, ციხეშია და ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება/2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა. 18 ოქტომბერს ერთობლივ განცხადებაში კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩებმა მოითხოვეს კავალას საქმის სამართლიანი, სწრაფი გადაწყვეტა და მისი სასწრაფიოდ გათავისუფლება. მოგვიანებით, ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი განიმუხტა. ამავე თემაზე თურქეთი ევროპის საბჭოს ოსმან კავალას საქმეზე გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს

ერდოღანმა ჯო ბაიდენი სომეხთა გენოციდის შესახებ განცხადების გამო გააკრიტიკა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ამერიკელი კოლეგის ჯო ბაიდენის ბოლოდროინდელი განცხადებები 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, სიცრუესა და დეზინფორმაციას ეფუძნება. „ბატონმა ბაიდენმა უნდა ისწავლოს და იცოდეს სომხების ისტორია. ჩვენ არ შეგვიძლია, ვაპატიოთ თურქეთის წინააღმდეგ წაყენებული ეს ბრალდებები“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ. გუშინ, 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, სომეხთა გენოციდთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. 2021 წლის 24 აპრილს, ჯო ბაიდენმა სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.  

ანტონიო გუტერეში რუსეთში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში დღეს ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. მოსკოვში გუტერეში თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო მიზანი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვის შემდეგ, გუტერეში უკრაინაში გაემგზავრება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. შეგახსენებთ, გაეროს დესპანმა მარტინ გრიფითსმა 18 აპრილს განაცხადა, რომ თურქეთი ღირებული მასპინძელია უკრაინასა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული მოლაპარაკებებისთვის. ასევე 18 აპრილს, ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ  ანტონიო გუტერეში: პრეზიდენტო პუტინო, კაცობრიობის სახელით მოგმართავთ, დააბრუნეთ თქვენი ჯარები რუსეთში ანტონიო გუტერეში: აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს  

ეკონომიკის სამინისტრო: თურქეთი საქართველოს სატვირთო გადაზიდვებისთვის დამატებით ნებართვებს გამოუყოფს

საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ექსპერტთა ორმხრივი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა. ღონისძიება გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან გამყრელიძემ. სხდომაზე განიხილეს საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის სფეროში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მხარეთა მიერ საავტომობილო მიმოსვლის სფეროში მოქმედი მთავრობათაშორისი შეთანხმების მოთხოვნათა დაცვა და ორმხრივი საავტომობილო მიმოსვლის კვოტირებული ნებართვების დადგენა/გაცვლის, ასევე რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის საკითხი და სხვ. ორდღიანი სხდომის ფარგლებში, რომელიც თბილისის სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ - ში ჩატარდა, განიხილეს საავტომობილო მიმოსვლის სფეროში არსებული ბოლოდროინდელი შემაფერხებელი გარემოებები და დაისახა მათი გადაჭრის კონკრეტული გზები, აგრეთვე ყურადღება გამახვილდა საავტომობილო გადაზიდვების კვოტების ოპტიმიზაციასა და საქართველოსთვის სატვირთო გადაზიდვების თურქული ნებართვების დამატებით გამოყოფის საკითხზე და შედგა შეთანხმება. „ძალიან წარმატებით ჩატარდა ქართულ - თურქული შერეული კომისიის სხდომა. აღსანიშნავია, რომ ეს სხდომა გაიმართა 2021 წლის სექტემბრის შეხვედრის შემდეგ, პრაქტიკულად, 6 თვეში შევძელით და კოლეგებთან ერთად შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გვემსჯელა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, ასევე შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი გადამზიდველებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი საავტომობილო გადაზიდვების კვოტების ოპტიმიზაციის შესახებ და მიღწეულ იქნა შეთანხმება უახლოესი პერიოდისთვის ქართველი გადამზიდველებისთვის საჭირო სატვირთო გადაზიდვების თურქული ნებართვების დამატებით გამოყოფის თაობაზე“ - განაცხადა ლევან გამყრელიძემ სხდომა ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომელშიც განისაზღვრა საავტომობილო მიმოსვლის სფეროს ყველა აქტუალური მიმართულება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი და საუდის არაბეთი კავშირების გასაძლიერებლად საერთო ნებას ავლენენ

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარამ და რიადმა ორმხრივი ურთიერთობების უმაღლეს დონეზე განვითარებისთვის საერთო ნება გამოავლინეს. საუდის არაბეთიდან დაბრუნებისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი და საუდის არაბეთი მოწადინებულნი არიან, გააგრძელონ ეს ძალისხმევა საერთო ინტერესებისა და რეგიონის სტაბილურობისთვის. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ორმხრივი ძალისხმევა სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას და რეგიონს. „მჯერა, რომ ჩემი ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეპოქის მაუწყებელია, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს. საუდის არაბეთში ორდღიანი ვიზიტისას ერდოღანი საუდის არაბეთის მეფეს სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს, ასევე, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა და  სხვადასხვა საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი საკითხი განიხილა. „ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ერთობლივ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია ჩვენი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მომავალში... მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩვენი მხარდაჭერა საუდის არაბეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში გაუარესდა, მაგრამ ორივე ქვეყანა ახლა ურთიერთობების განვითრებას ცდილობს. ერდოღანი საუდის არაბეთს, ხაშოგის მკვლელობის შემდეგ პირველად ეწვია.

თურქეთის პრეზიდენტი: უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება თურქეთში

"ჩვენი სურვილია, ლიდერები შევკრიბოთ სტამბოლში ან ანკარაში", – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება თურქეთში, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ვლადიმერ ზელენსკის შესაძლო შეხვედრის დროს. „ჩვენ ალბათ ამ კვირაში გვექნება შეხვედრა ბატონ პუტინთან. ჩვენი სურვილია, ლიდერები შევკრიბოთ სტამბოლში ან ანკარაში“, – განაცხადა ერდოღანმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  ასევე წაიკითხეთ: თურქეთის პრეზიდენტი: მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს  ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს  

ვოლოდიმირ ზელენსკი: თურქეთი მოქმედებს როგორც შუამავალი, მაგრამ ვხედავთ რუსი ტურისტებისთვის მარშრუტების მომზადებას, ეს სამართლიანი არ არის

თურქეთი მოქმედებს როგორც შუამავალი, მაგრამ ვხედავთ რუსი ტურისტებისთვის მარშრუტების მომზადებას, ეს არ არის სამართლიანი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ EPT News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში  განაცხადა. მისივე თქმით, თუ თურქეთსა და უკრაინას სურთ ჰქონდეთ მეგობრული ურთიერთობა, ამაზე საუბარი საჭიროა. „რუსულ ტურიზმს საბერძნეთისთვის ბევრი ფული მოაქვს უკვე მრავალი წელია. ვფიქრობ ისინი ფულს შოულობენ სისხლით და შემდეგ ეს ფული გააქვთ. ასეთივე მდგომარეობაა თურქეთში. ერთი მხრივ თურქეთი ასრულებს შუამავლის როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის გზით მხარს უჭერს უკრაინას, მეორე მხრივ, კი ჩვენ ვხედავთ ტურისტული მარშრუტების მზადებას, სპეციალურად რუსული ტურიზმისთვის“,- განაცხადა ზელენსკიმ. ასევე წაიკითხეთ: თურქეთის პრეზიდენტი: უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება თურქეთში თურქეთის პრეზიდენტი: მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში  

მედია: თურქეთი საბერძნეთში დაგეგმილ NATO-ს წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებს საბერძნეთი და თურქეთი საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. თურქეთმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრი საბერძნეთი თურქეთის საჰაერო სივრცეში „სამ დღეში ოცდაათჯერ“ შევიდა. მანამდე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი მსგავსი პრეტენზიებით გამოვიდა. მიცოტაკისმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედროები ახორციელებდნენ უნებართვო ფრენებს საბერძნეთის რამდენიმე დიდ კუნძულზე. მიცოტაკისმა განაცხადა, რომ დაუკავშირდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რათა თურქეთის მიერ საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის შესახებ ეცნობებინა. „ეს ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და NATO-ს ერთიანობას“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა. ოთხშაბათს, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური საჩივრის მისაღებად, ათენში თურქეთის ელჩიც დაიბარა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საბერძნეთს, „შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და რიტორიკა“ და მხარი დაუჭიროს ახლახან განახლებულ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ნდობის დამყარებას. თავის მხრივ, თურქული მედია წერს, რომ თურქეთმა გადაწყვიტა, არ მიიღოს მონაწილეობა წვრთნებში - Tiger Meet, რომელიც მომავალ თვეს საბერძნეთში ჩატარდება. თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, თურქეთმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მასპინძელ ქვეყანას უკვე აცნობა. თუმცა სხვა წყაროები წერენ, რომ საბერძნეთმა საჰაერო წვრთნებში თურქეთის დაგეგმილი მონაწილეობა თავად გააუქმა. NATO-ს წევრებს საბერძნეთსა და თურქეთს დიდი ხანია, უთანხმოება აქვთ ნავთობით და მინერალებით მდიდარ ეგეოსის ზღვაში საჰაერო და საზღვაო უფლებების შესახებ. უთანხმოებამ გამოიწვია საჰაერო ძალების თითქმის ყოველდღიური პატრულირება ძირითადად საბერძნეთის კუნძულების ირგვლივ სადავო საჰაერო სივრცეში, რომელსაც თურქეთი არაერთხელ აცხადებდა, როგორც საკუთარს და თავად რაიმე სახის დარღვევას უარყოფს.  საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ თვეს გამართეს მოლაპარაკებები და შეთანხმდნენ, რომ გადაჭრიდნენ თავიანთი ქვეყნების დიდი ხნის უთანხმოებას, ყოველ შემთხვევაში, დაძაბულობის დაფარვას, რადგან უკრაინაში კონფლიქტი მძვინვარებს.  

ერდოღანი: დროა, უკრაინაში ომთან დაკავშირებით, ევროკავშირმა ახალი ისტორია დაწეროს

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ომის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს თურქეთს ევროკავშირისთვის ბევრ სფეროში, რეჯეფ თაიფ ერდორანმა მაგალითად, გამოყო უსაფრთხოება, მიგრაცია, მიწოდების ჯაჭვები და განსაკუთრებით ენერგეტიკა. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი და ევროკავშირი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და საერთო გამოწვევების დასაძლევად უნდა ფოკუსირდნენ საერთო ღირებულებებზე და არა განსხვავებებზე. „დროა, ევროკავშირმა, რომელიც ჩამოშორდა თავის დამფუძნებელ პრინციპებს და ბოლო წლებში წევრი ქვეყნების მოკლევადიანი პოლიტიკის გავლენის ქვეშაა, უკრაინაში ომთან დაკავშირებით საკუთრი, ახალი ისტორია დაწეროს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მან ასევე შეაქო ევროკავშირის პროექტის წარმატება, რომელიც 1950 წლის 9 მაისს, შუმანის დეკლარაციის გამოცხადებით დაიწყო. „შუმანის დეკლარაციის მიღმა არსებულმა იდეებმა საშუალება მისცა ევროპის ქვეყნებს, გვერდზე გადაედოთ უთანხმოება, მტრობა და გაერთიანდნენ მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის ომის შემდეგ, რომელიც ანგრევდა მთელ მსოფლიოს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.    

საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში

საბერძნეთის საჰაერო ძალების 335-ე ესკადრილია არაქსოსის საჰაერო ბაზაზე, საჰაერო წვრთნებს - NATO Tiger Meet პირველად მასპინძლობს. NATO Tiger Meet 2022, 9 მაისს დაიწყო და დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში გასტანს. წვრთნებში ბელგია, საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი იტალია, ჩეხეთი, ავსტრია, გერმანია, აშშ, ნიდერლანდები, პორტუგალია და პოლონეთი მონაწილეობენ. ბერძნული წყაროები წერენ, რომ წლევანდელ წვრთნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აღმოსავლეთ ევროპაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, შესაბამისად, მის მიმართ ინტერესი დიდია. „335-ე ესკადრილიისთვის დიდი პატივია NATO Tiger Meet 2022-ის მასპინძლობა. მაღალი ინტენსივობის ერთობლივი წვრთნების ჩატარება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად აუცილებელია ჩვენი უნარების გასაძლიერებლად და საჰაერო ოპერაციების განხორციელებისთვის კოლექტიური ურთიერთქმედების შესაქმნელად“, -  განაცხადა ნტანოს იოანისმა, 335-ე ესკადრილიის მეთაურმა. NATO Tiger Meet-სთვის მზადებას, თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაპირისპირება უძღოდა წინ, ყოველ შემთხვევაში, თურქულ და ბერძნულ მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ცნობები ამაზე მიუთითებს.  კერძოდ, თურქული მედია წერს, რომ თურქეთმა გადაწყვიტა, არ მიიღოს მონაწილეობა წვრთნებში - Tiger Meet, რომელიც საბერძნეთში ტარდება. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ანკარამ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მასპინძელ ქვეყანას უკვე აცნობა. თუმცა სხვა, ბერძნულ წყაროებში ვკითხულობთ, რომ საბერძნეთმა საჰაერო წვრთნებში თურქეთის დაგეგმილი მონაწილეობა თავად გააუქმა. ოფიციალური კომენტარები მხარეების მხრიდან არ გაკეთებულა. მანამდე, საბერძნეთი და თურქეთი საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. თურქეთმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრი საბერძნეთი თურქეთის საჰაერო სივრცეში „სამ დღეში ოცდაათჯერ“ შევიდა. მანამდე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისიც მსგავსი პრეტენზიებით გამოვიდა. მიცოტაკისმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედროები ახორციელებდნენ უნებართვო ფრენებს საბერძნეთის რამდენიმე დიდ კუნძულზე. მიცოტაკისმა ისიც აღნიშნა, რომ დაუკავშირდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რათა თურქეთის მიერ საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის შესახებ ეცნობებინა. „ეს ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და NATO-ს ერთიანობას“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური საჩივრის მისაღებად, ათენში თურქეთის ელჩიც დაიბარა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ, მოუწოდა საბერძნეთს, „შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და რიტორიკა“ და მხარი დაუჭიროს ახლახან განახლებულ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ნდობის დამყარებას. NATO-ს წევრებს საბერძნეთსა და თურქეთს დიდი ხანია, უთანხმოება აქვთ, ნავთობით და მინერალებით მდიდარ ეგეოსის ზღვაში საჰაერო და საზღვაო უფლებების შესახებ. უთანხმოებამ გამოიწვია საჰაერო ძალების თითქმის ყოველდღიური პატრულირება ძირითადად საბერძნეთის კუნძულების ირგვლივ, სადავო საჰაერო სივრცეში, რომელზეც თურქეთმა არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია, თავად კი, მისი მხრიდან რაიმე სახის დარღვევას უარყოფს.  საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ თვეს მოლაპარაკებები გამართეს და შეთანხმდნენ, რომ გადაჭრიდნენ თავიანთი ქვეყნების დიდი ხნის უთანხმოებას, ყოველ შემთხვევაში, დაძაბულობის დაფარვას, რადგან უკრაინაში კონფლიქტი მძვინვარებს. ცნობისთვის, Tiger Meet-ის წარმოშობის ისტორია ცოტა ბუნდოვანია. წყაროების თანახმად, როგორც ჩანს, მისი გააქტიურება 79 და 74-ე ესკადრილიის RAF-ის შეკრებით, 1960 წელს დაიწყო. მთავარი სულის ჩამდგმელი კი, ვიცე-პოლკოვნიკი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი და USAF-ის (აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები) შტაბის უფროსი მაიკ დუგანი გახლდათ. 1962 წელს, სწორედ ვიცე-პოლკოვნიკი მაიკ დუგანი იყო პროექტის ოფიცერი და მოხალისე. მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის ოფისის ინფორმაციით, ყოველწლიური წვრთნები „NATO Tiger Association“-ის მიერ არის ორგანიზებული და ტარდება ასოციაციის ერთ-ერთ წევრ ესკადრილიასთან (სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური ქვეგანაყოფი, რომელიც შედგება რამდენიმე რგოლისა და რაზმისაგან) თანამშრომლობით. წვრთნები NATO-ს სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს და ის აერთიანებს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების თვითმფრინავებს. მრავალეროვნული ერთობლივი სწავლება კიდევ უფრო ზრდის ფრენის უნარებს, აძლიერებს საერთაშორისო ურთიერთობებს ესკადრილიებს შორის და ახალისებს ასოციაციის („NATO Tiger Association“) ტრადიციებს. წვრთნებში მონაწილეობენ 60-ზე მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და საჰაერო ძალები მთელი ევროპიდან. NATO-სგან მიღებულ წერილობით კომენტარში, ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან განმარტავს, რომ Tiger Meet არ არის NATO-ს სამხედრო წვრთნები და ალიანსი არ არის მისი ინიციატორი. „მას არ აქვს რაიმე ბრძანების ან კონტროლის მექანიზმი ამ წვრთნების მომზადებისა და წარმართვის განმავლობაში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი: თურქეთი, ყაზახეთის ნავთობით დაინტერესდა

თურქეთი ყაზახეთის ნავთობით დაინტერესდა. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბულატ აქჩულაკოვმა  ადგილობრივ მედიას განუცხადა.  „თურქეთში ვიზიტისას, შევხვდი ენერგეტიკის მინისტრ ფატიხ დონმეზს. დავათვალიერეთ თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა და ასევე განვიხილეთ ნავთობის საკითხი, მიწოდების გზები და შესაძლო ინვესტიციები. საქმე იმაშია, რომ 2010 წლიდან ჩვენ არ გვაქვს ერთობლივი პროექტები ნავთობის სექტორში. ამ საკითხზეც მოვილაპარაკეთ“, - განაცხადა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა.  მისი თქმით, თურქეთი არა მხოლოდ ნავთობის მიწოდებით, არამედ ნავთობსაბადოებითაც დაინტერესდა. „კასპიის მილსადენის კონსორციუმთან ერთად, თურქეთის ინტერესის სფეროა სარკინიგზო გადაზიდვები, ასევე ალტერნატიული მარშრუტი შესაძლოა გახდეს საზღვაო გადაზიდვები. ნავთობის გადაზიდვის ალტერნატიული გზების განვითარებას, რამდენიმე წელი დასჭირდება. ახლა თურქეთი დღე-ღამეში 1 მილიონ ბარელ ნავთობს მოიხმარს“, - აღნიშნა მინისტრმა.  „ბუნებრივია მათ აინტერესებთ ყაზახეთის ნავთობი, რადგან საკუთარი იმპორტის დივერსიფიცირებას ცდილობენ. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ გვაქვს შესაძლებლობები. დღეიდან თურქეთს უკვე მიეწოდება ყაზახური ნავთობი“, - აცხადებს ბულატ აქჩულაკოვი.  11 მაისს ყაზახეთსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა. 

11 მაისს, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი თურქეთში პირველი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. ორმხრივი კავშირების დამყარებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ვიზიტი დროს, ანკარასთან რიგ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერა ხელი, მათ შორის ქვეყნებმა სამხედრო თანამშრომლობის სფეროში შეთანხმება გააფორმეს. რას ნიშნავს თურქეთისა და ყაზახეთის მიერ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, როგორ აისახება ის რეგიონის სხვა ქვეყნებსა და თურქეთის პოზიციებზე რუსეთისა და ჩინეთის როლის პირისპირ, ამ და სხვა საკითხებზე Europetime ექსპერტებს ესაუბრა.   ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი (2012-2014 წლებში),  „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა, გარკვეული გაკვეთილების და დასკვნების შესაძლებლობა მისცა ყაზახეთის მოქმედ ხელისუფლებას. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ასევე, ყახაზეთის მიმართ რუსეთის უკმაყოფილების კვალდაკვალ, თურქეთმა და ყაზახეთმა დემონსტრირება მოახდინეს, რომ ამ ორ ქვეყანას სრული ურთიერთგაგება და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მზაობა აქვს. ბევრი თვალსაზრისით ნიშანდობლივი ვიზიტი იყო, სხვა დროს, რომ არა, უკრაინაში რუსეთის აგრესია და ასეთი დაძაბული ვითარება, შესაძლოა, ეს ყოფილიყო ერთი რიგითი მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტი, მაგრამ ახლა განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლოა, ამ ურთიერთობებმაც იმ დონეს მიაღწიოს და იმ ხარისხში ავიდეს, როგორიც არის მაგალითად დღეს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. იქ, რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტორები, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს თურქეთსა და ყაზახეთს შორის.  ბოლო დროს განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა, რა თქმა უნდა, გარკვეული გაკვეთილების და დასკვნების შესაძლებლობა მისცა ყაზახეთის მოქმედ ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, მათ, ისევე როგორც ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებს, ბევრ სხვა ქვეყანას მსოფლიოში, აქვთ მკაფიო დამოკიდებულება უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან მიმართებით, მათ არ სურთ, რომ თავადაც მოიაზრებოდნენ, როგორც რუსეთის „უკანა ეზო“, შესაბამისად, დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ფიქტიური ხდება რეალურად, ყველა ის ეკონომიკური თუ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და სტრუქტურა, რომელშიც რუსეთს წლების განმავლობაში დომინანტი როლი ეკავა და სხვა დანარჩენი, ცენტრალური აზიის თუ სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიი მეორეხარისხოვან როლებში იყვნენ ამ ორგანიზაციებში. ამრიგად, დიახ, რა თქმა უნდა, ამ ვითარებასა და მდგომარეობაში ძალიან ნიშანდობლივი ვიზიტია და ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობებს, მით უმეტეს, ენერგოსფეროში თანამშრომლობას დამატებითი დატვირთვა აქვს, ემბარგოს და ენერგეტიკის სფეროში არსებული სხვა გამოწვევების გათვალისწინებით. ყაზახეთს თურქეთთან ძალიან ბევრი საერთო და სერიოზული თანამშრომლობის შესაძლებლობები აქვს. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არის ძალიან გამოკვეთილი, ძალაინ მკაფიო, ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული თანამშრომლობა და ყაზახეთიც ასე ვთქვათ, თურანული სახელმწიფოების და ქვეყნების ამ ჯაჭვში ლოგიკურად ჩნდება და შესაბამისად, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერად განვითარდება. აქ სხვათა შორის, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვისაც იქნება გარკვეული შესაძლებლობები, იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის კიდევ უფრო დატვირთვის შესაძლებლობა ჩნდება და ამ შანსის არგამოყენება დანაშაული იქნება, - განუცხადა Europetime-ს ალექსი პეტრიაშვილმა. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილია უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა. „რუსეთის დასუსტების პარალელურად, ყაზახეთს დღის წესრიგში დაუდგა კიდევ ერთ რეგიონულ პარტნიორთან, თურქეთთან ურთიერთობების გაღრმავება. ეს კავშირი ნიშნავს, რომ რეგიონში, რუსეთის გავლენის შემცირების ფონზე, თურქეთის გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება.  ამავდროულად, ეს კავშირი მოემსახურება ჩინეთის მზარდი გავლენის დაბალანსებასაც, მოგეხსენებათ, ჩინეთისთვის უმთავრესი პრობლემაა უიღურების საკითხი, (რედ. აშშ თვლის, რომ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სინძიანში უიღური მუსლიმებისა და სხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დევნით გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის, ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფს. პროვინცია სინძიანი უიღურის ეთნიკური უმცირესობის სამშობლოა. რეგიონში 11 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს. უიღურები ეთნიკურად ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან, ისინი ძირითადად, მუსლიმები არიან), რომელიც ასევე თურანული ეთნოსია და შესაბამისად, რეგიონში ძალთა ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ აღარ იარსებებს. რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა, რადგან ომში მას არავინ მიჰყვება და რომც გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა და სთხოვოს ОДКБ-ს წევრებს სამხედრო დახმარების აღმოჩენა და უკრაინაში შესვლა, წინმსწრებად განაცხადა ყველა ქვეყანამ, რომ პუტინს ამ ავანტიურაში არ გაჰყვებიან. მათ დაინახეს, რომ ჩინეთის საპირწონე, დასუსტებული რუსეთი ვერ იქნება. პიქირით, ის იქნება ჩინეთის ვასალი მომავალ პოლიტიკურ დაფაზე. ორი ლოკალური ქვეყნის ხელშეკრულებას ეს სცდება და მთლიანად, ხელის გულზე გვიჩენს როგორც მიმდინარე პროცესების შეფასებას, ასევე, მომავალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს. საქართველოს როლი ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანებებში თავის ადგილი მონახოს. „ამ რეგიონის ფასი და წონა, როგორც ევროპის ალტერნატიული ენერგომომარაგების, ასევე, სხვა ტიპის, ლოგისტიკური, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, სავაჭრო ნაკადების მიმოსვლის თვალსაზრისით, გაცილებით იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. შუა დერეფანი არის ყველაზე მოკლე, ლოგისტიკურად ყველაზე რთული, რადგან ბევრი სხვადასხვა ტრანსპორტის და სარკინიგზო ხაზის მიქსს წარმოადგენს, პერსპექტივაში მაინც ძალიან დიდი შანსები აქვს ამ შუა დერეფანს, იქცეს ერთ-ერთ ყველაზე წამყვანად, მთელ ამ საკომუნიკაციო ლოგისტიკურ ქსელში. ამას წლები დასჭირდება, მაგრამ დღეს მიმდინარე პროცესებმა ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევის შანსები გაზარდა. რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანებებში თავის ადგილი მონახოს. ჯერ არ ვიცით, რა კონტურები გამოიკვეთება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ ტიპის მოძრაობების, ახალი უსაფრთხოების ქოლგების, სარტყელების ჩამოყალიბება გარდაუვალი ეტაპია, ან ძველების განახლება, მაგალითად, NATO-ს გაფართოებას ვუყურებთ ხო?!, და საქართველომ თავისი ადგილი თუ არ მონახა, რუსეთს ჩაყვება მოუსავლეთში“, - ამბობს ექსპერტი Europetime-თან.  ცნობისთვის, თურქეთი და ყაზახეთი უპილოტო საფრენი აპარატების (Anka-ს) ერთობლივად წარმოებას იწყებენ. ერდოღანმა თურქეთის და ყაზახეთის „ძმურ ურთიერთობებს“ გაუსვა ხაზი. თავის მხრივ, თოყაევმა, კარიერულმა დიპლომატმა, თურქეთი ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად, ხოლო ერდოღანი „გონიერ და პატივსაცემ სახელმწიფო მოღვაწედ მოიხსენია - ლიდერად, „რომელსაც აქვს საკუთარი ხედვა“. ოფიციალური მოლაპარაკებების შემდეგ, ორმა ლიდერმა მაგიდის ჩოგბურთიც ითამაშა, როგორც ითქვა, თოყაევს 13 წლის განმავლობაში ყაზახეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. „პრეზიდენტმა თოყაევმა შეუპოვარი ხასიათი და ნება გამოავლინა ახალი ყაზახეთის ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მიმართულებით განხორციელებულ ყოვლისმომცველ რეფორმას და მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მოძმე ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა ყაზახეთში, იანვარში მომხდარ არეულობაზე საუბრისას. მხარეები ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაორმაგებას გეგმავენ - ამჟამინდელი 5 მილიარდი დოლარიდან 10 მილიარდ დოლარამდე, რაც ზუსტად იგივე ოდენობის თანხაა, რომელზეც ერდოღანმა ტაშკენტში ვიზიტის დროს, უზბეკეთთან მიმართებით მიუთითა.  

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი: რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, ჩრდილოეთ სატრანსპორტო დერეფნის რისკები გაიზარდა, მისი ალტერნატივის შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა, როგორც მანძილის, ისე ტვირთების უსაფრთხოდ გადაზიდვის კუთხით. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ განაცხადა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ შუა სატრანსპორტო დერეფანი ფარავს იმ ქვეყნებს, რომელთა წილიც მსოფლიო ვაჭრობაში 30%-ია. „სატვირთო მატარებელი, რომელიც დღეს ჩინეთიდან ევროპისკენ მიემგზავრება, შუა დერეფნის გავლით, 7000 კმ მანძილს 12 დღეში გადალახავს. იგივე მატარებელი ჩინეთიდან ევროპას პროდიქციას 10000 კმ-ზე რუსეთის ტერიტორიის გავლით, ჩრდილოეთის მარშრუტით 12, დღეში მიაწვდის. თუ ტვირთის გადაზიდვა განხორციელდება სამხრეთ დერეფნის გასწვრივ სუეცის არხის გავლით, მაშინ ევროპაში მომხმარებლებს მოუწევთ 45-დან 60 დღემდე ლოდინი აზიიდან ტვირთის მისაღებად 20 000 კმ მანძილის დაფარვის შემთხვევაში“, - განაცხადა მინისტრმა. კარაისმაილოღლუს თქმით, ეს მაჩვენებლები ხაზს უსვამს შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვის მომგებიანობას. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე შუა სატრანსპორტო დერეფნით 1 მილიონ 070 ათას ტონამდე ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა. „ჩვენ ვგეგმავთ, რომ თურქეთსა და ჩინეთს შორის სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის მიწოდების დრო 12-დან 10 დღემდე შევამციროთ. ფსონს დავდებთ თურქეთის სატრანზიტო შესაძლებლობებზე, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობის განვითარებას მთელ რეგიონში“, - განაცხადა მინისტრმა.  

თურქეთმა და ყაზახეთმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ყაზახეთსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა, ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციაში სხვა დეტალები არ არის მოცემული. ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა. მედიის ცნობით, შეხვედრაზე ხელი მოეწერა რამდენიმე დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას ყაზახეთსა და თურქეთს შორის. თავის მხრივ, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა ხაზი გაუსვა თავდაცვის კუთხით თურქეთ-ყაზახეთის კავშირების გაფართოების მნიშვნელობას, „მათ შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში“.  

თურქეთის მოქალაქეობის მიღება, უძრავ ქონებაში $400 ათასის ინვესტირებით შესაძლებელი გახდა

თურქეთის ხელისუფლების მიერ „მოქალაქეობის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანის შედეგად, ქვეყნის მოქალაქეობის მიღება უძრავ ქონებაში $400 ათასის ინვესტირების შედეგად შესაძლებელი გახდა. ამის შესახებ, თურქული მედია წერს.  მანამდე, თურქეთის მოქალაქეობის მიღება, $250 ათასის ინვესტირების ან თურქულ ბანკში განთავსების შედეგად იყო შესაძლებელი. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მოქალაქეს, უძრავი ქონების გაყიდვა 3 წელი ეკრძალება, ასევე ამ ვადაში ვერ შეძლებს ბანკში განთავსებული თანხის გამოყენებას. საკანონმდებლო ცვლილება ძალაში, გამოქვეყნებიდან ერთ თვეში შევა.

თურქეთში, რიზე-ართვინის აეროპორტი გაიხსნა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რიზეს პროვინციაში ქვეყნის 58-ე აეროპორტის, რიზე-ართვინის გახსნაზე ჩავიდა. აეროპორტის გახსნაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთს ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც. პირველი თვითმფრინავი, სახელად „რიზე-ართვინი“ ახალ აეროპორტში დღეს, 14 მაისს დაეშვა. ახალი აეროპორტის საერთო ფართობია 3 მილიონი კვადრატული მეტრი. აეროპორტი მდებარეობს პაზარის რაიონში - ქალაქ რიზედან 34 კილომეტრის, ხოფადან 54 კმ-ს და ართვინიდან 125 კმ-ს დაშორებით. აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიგანე 45 მეტრია, სიგრძე კი 3 კილომეტრი. ესაა ქვეყნის მეორე აეროპორტი, რომლის ასაფრენი ბილიკიც ზღვის სანაპიროზეა აგებული. დღეისათვის მსოფლიოში, მხოლოდ ხუთი აეროპორტია, რომელთა ასაფრენი ბილიკი ზღვის სანაპიროზეა აშენებული - მათგან ორი თურქეთშია. რიზე-ართვინის აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

რიზე-ართვინის აეროპორტში, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების დახურული შეხვედრა შედგა

თურქული მედიის ცნობით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. რიზე-ართვინის აეროპორტში შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო.  შეხვედრის ბოლო ნაწილში პრეზიდენტებს შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის (MHP) თავმჯდომარე დევლეტ ბაჰჩელი, რომელიც მონაწილეობდა პრეზიდენტ ერდოღანისა და ალიევის საუბარში. დღეს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რიზეს პროვინციაში ქვეყნის 58-ე აეროპორტის, რიზე-ართვინის გახსნაზე ჩავიდა. აეროპორტის გახსნაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთს ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც.

თურქეთის პრეზიდენტი: რიზე-ართვინის აეროპორტი ტრანსპორტირების საკითხებს საქართველოსაც გაუადვილებს

„რიზე-ართვინის აეროპორტი, რომელიც აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რთულ გეოგრაფიულ პირობებში აშენდა, ტრანსპორტირებას ჩვენს მეზობელ საქართველოსაც გაუადვილებს“, - ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 14 მაისს რიზეში, ახალი აეროპორტის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. თურქული მედიის ცნობით, ახალი აეროპორტი მსოფლიოში ზღვაზე აშენებული ხუთი აეროპორტიდან ერთ-ერთია. „ეს პროექტი, რომელსაც მე მივიჩნევ გასული 20 წლის განმავლობაში თურქეთის პროგრესის სიმბოლოს, განსაკუთრებით საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე არის იმის ნიშანი, რომ ვერც ზღვები და ვერც მთები ვერ დაუდგება ჩვენს მონდომებას ქვეყნის მსახურებაში“, – განაცხადა ერდოღანმა. ასევე წაიკითხეთ თურქეთში, რიზე-ართვინის აეროპორტი გაიხსნა რიზე-ართვინის აეროპორტში, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების დახურული შეხვედრა შედგა

თურქეთი მზადაა, უკრაინას დაჭრილი სამხედროების აზოვსტალიდან ევაკუაციაში დაეხმაროს

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იბრაჰიმ კალინმა უკრაინას მარიუპოლიდან დაჭრილი სამხედროების ზღვით ევაკუაცია შესთავაზა. ამის შესახებ იბრაჰიმ კალინმა Reuters განუცხადა. კალინის თქმით, მან პერსონალურად განიხილა ეს საკითხი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორი კვირის წინ და განაცხადა, რომ შეთავაზება კვლავ ძალაშია, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი არაა თანახმა. სააგენტოს ცნობით, გეგმის მიხედვით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან დაჭრილი მებრძოლები გადაყვანილი იქნებიან ქალაქ ბერდიანსკში, რომელიც ასევე მდებარეობს აზოვის ზღვის სანაპიროზე, რის შემდეგაც თურქული ხომალდი მათ სტამბოლში ჩაიყვანს. „ეს თუ ამ გზით შესაძლებელი იქნება, ჩვენ ამის გაკეთებით მოხარულები ვიქნებით. ჩვენ მზად ვართ. სინამდვილეში, ჩვენი გემი მზად არის გასამგზავრებლად და დაჭრილი ჯარისკაცების და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების თურქეთში ჩამოსაყვანად“, – განაცხადა კალინმა. უკრაინულ და რუსულ მხარეს მარიუპოლიდან დაჭრილების ზღვით ევაკუაციის შესახებ კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ. ამასთან, კალინის თქმით, რუსების პოზიცია ყოველდღიურად იცვლება. „ისინი აკვირდებიან ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებას და სხვა დინამიკას, მათ მოლაპარაკებებს, მათ საშინაო კოორდინაციას. ამიტომ ნებისმიერი მხრიდან ხშირ შემთხვევაში რთულია მტკიცე პასუხის მიღება. გემი სტამბოლშია და ის მზადაა გასამგზავრებლად. თუმცა ჩვენ ველოდებით რუსული და უკრაინული მხარის საბოლოო თანხმობას ბერდიანსკში გასამგზავრებლად და დაჭრილების თურქეთში ჩამოსაყვანად“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა. 10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ

რეგიონში რუსეთის პოზიციების შესუსტების ფონზე თურქეთის გავლენა კიდევ უფრო ძლიერდება

11 მაისს, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი თურქეთში პირველი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. ორმხრივი კავშირების დამყარებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ვიზიტის დროს, ანკარასთან რიგ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერა ხელი, მათ შორის ქვეყნებმა სამხედრო თანამშრომლობის სფეროში შეთანხმება გააფორმეს. რას ნიშნავს თურქეთისა და ყაზახეთის მიერ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, რატომ შეიძლება, ეს მნიშვნელოვანი იყოს საქართველოსთვის, როგორ აისახება რეგიონის სხვა ქვეყნებსა და თურქეთის პოზიციებზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენების პირისპირ, ამ და სხვა საკითხებზე Europetime ანალიტიკოსებს ესაუბრა.  ორი ლოკალური ქვეყნის ხელშეკრულებას ეს სცდება და მთლიანად, ხელის გულზე გვიჩენს როგორც მიმდინარე პროცესების შეფასებას, ასევე, მომავალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს.   დროთა განმავლობაში სულ უფრო ფიქტიური ხდება რეალურად, ყველა ის ეკონომიკური თუ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და სტრუქტურა, რომელშიც რუსეთს წლების განმავლობაში დომინანტი როლი ეკავა.   ეს კავშირი ნიშნავს, რომ რეგიონში, რუსეთის გავლენის შემცირების ფონზე, თურქეთის გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება.     რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი (2012-2014 წლებში), „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა, გარკვეული გაკვეთილების და დასკვნების შესაძლებლობა მისცა ყაზახეთის მოქმედ ხელისუფლებას. „რა თქმა უნდა, მათ, ისევე როგორც ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებს, ბევრ სხვა ქვეყანას მსოფლიოში, აქვთ მკაფიო დამოკიდებულება უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან მიმართებით, მათ არ სურთ, რომ თავადაც მოიაზრებოდნენ, როგორც რუსეთის „უკანა ეზო“, შესაბამისად, დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ფიქტიური ხდება რეალურად, ყველა ის ეკონომიკური თუ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და სტრუქტურა, რომელშიც რუსეთს წლების განმავლობაში დომინანტი როლი ეკავა და სხვა დანარჩენი, ცენტრალური აზიის თუ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები მეორეხარისხოვან როლებში იყვნენ ამ ორგანიზაციებში“, - აღნიშნავს პეტრიაშვილი. ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ფაქტს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ასევე, ყახაზეთის მიმართ რუსეთის უკმაყოფილების კვალდაკვალ, თურქეთმა და ყაზახეთმა დემონსტრირება მოახდინეს, რომ ამ ორ ქვეყანას სრული ურთიერთგაგება და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მზაობა აქვს. მისივე აზრით, თოყაევის ვიზიტი ბევრი თვალსაზრისით იყო ნიშანდობლივი, და სხვა დროს, რომ არა, უკრაინაში რუსეთის აგრესია და ასეთი დაძაბული ვითარება, შესაძლოა, ეს ყოფილიყო ერთი რიგითი მაღალი დონის ორმხრივი მოგზაურობა, მაგრამ ახლა მას განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭება. აქედან გამომდინარე, ალექსი პეტრიაშვილი თვლის, რომ შესაძლოა, ამ ურთიერთობებმაც იმ დონეს მიაღწიოს და იმ ხარისხში ავიდეს, როგორიც მაგალითად, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს, შესაბამისად, სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს თურქეთსა და ყაზახეთს შორის.   ამრიგად, დიახ, რა თქმა უნდა, ამ ვითარებასა და მდგომარეობაში,თოყაევის ჩასვლა თურქეთში, ძალიან ნიშანდობლივი ვიზიტია და ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობებს, მით უმეტეს, ენერგოსფეროში თანამშრომლობას დამატებითი დატვირთვა აქვს, ემბარგოს და ენერგეტიკის სფეროში არსებული სხვა გამოწვევების გათვალისწინებით. ყაზახეთს თურქეთთან ძალიან ბევრი საერთო და სერიოზული თანამშრომლობის შესაძლებლობები აქვს. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არის ძალიან გამოკვეთილი, ძალაინ მკაფიო, ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული თანამშრომლობა და ყაზახეთიც ასე ვთქვათ, თურქული სახელმწიფოების და ქვეყნების ამ ჯაჭვში ლოგიკურად ჩნდება და შესაბამისად, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერად განვითარდება. აქ სხვათა შორის, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვისაც იქნება გარკვეული შესაძლებლობები, იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის კიდევ უფრო დატვირთვის შესაძლებლობა ჩნდება და ამ შანსის არგამოყენება დანაშაული იქნება, - განუცხადა Europetime-ს ალექსი პეტრიაშვილმა. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა. რუსეთის დასუსტების პარალელურად, ყაზახეთს დღის წესრიგში დაუდგა კიდევ ერთ რეგიონულ პარტნიორთან, თურქეთთან ურთიერთობების გაღრმავება, ეს კავშირი ნიშნავს, რომ რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირების ფონზე თურქეთის გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება, - მიიჩნევს ექსპერტი. ამავდროულად, ხათუნა ლაგაძიძის შეფასებით, ეს კავშირი მოემსახურება ჩინეთის მზარდი გავლენის დაბალანსებასაც. საგულისხმოა, რომ ჩინეთისთვის უმთავრესი პრობლემაა უიღურების საკითხი, (რედ. აშშ თვლის, რომ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სინძიანში უიღური მუსლიმებისა და სხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დევნით გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის, ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფს. პროვინცია სინძიანი უიღურის ეთნიკური უმცირესობის სამშობლოა. რეგიონში 11 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს. უიღურები ეთნიკურად ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან, ისინი ძირითადად, მუსლიმები არიან), რომელიც ასევე თურანული ეთნოსია და შესაბამისად, ექსპერტი თვლის, რომ რეგიონში ძალთა ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ აღარ იარსებებს. რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა, რადგან ომში მას არავინ მიჰყვება და რომც გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა და სთხოვოს ОДКБ-ს წევრებს სამხედრო დახმარების აღმოჩენა და უკრაინაში შესვლა, წინმსწრებად განაცხადა ყველა ქვეყანამ, რომ პუტინს ამ ავანტიურაში არ გაჰყვებიან. მათ დაინახეს, რომ ჩინეთის საპირწონე, დასუსტებული რუსეთი ვერ იქნება. პირიქით, ის იქნება ჩინეთის ვასალი მომავალ პოლიტიკურ დაფაზე. ორი ლოკალური ქვეყნის ხელშეკრულებას ეს სცდება და მთლიანად, ხელის გულზე გვიჩენს როგორც მიმდინარე პროცესების შეფასებას, ასევე, მომავალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს“, - განუცხადა ხათუნა ლაგაზიძემ Europetime-ს. მისივე აზრით, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანებებში თავისი ადგილი მონახოს. „ამ რეგიონის ფასი და წონა, როგორც ევროპის ალტერნატიული ენერგომომარაგების, ასევე, სხვა ტიპის, ლოგისტიკური, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, სავაჭრო ნაკადების მიმოსვლის თვალსაზრისით, გაცილებით იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. შუა დერეფანი არის ყველაზე მოკლე, ლოგისტიკურად ყველაზე რთულია, რადგან ბევრი სხვადასხვა ტრანსპორტის და სარკინიგზო ხაზის მიქსს წარმოადგენს, პერსპექტივაში მაინც ძალიან დიდი შანსები აქვს ამ შუა დერეფანს, იქცეს ერთ-ერთ ყველაზე წამყვანად, მთელ ამ საკომუნიკაციო ლოგისტიკურ ქსელში. ამას წლები დასჭირდება, მაგრამ დღეს მიმდინარე პროცესებმა ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევის შანსები გაზარდა. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი: რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანებებში თავის ადგილი მონახოს. ჯერ არ ვიცით, რა კონტურები გამოიკვეთება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ ტიპის მოძრაობების, ახალი უსაფრთხოების ქოლგების, სარტყელების ჩამოყალიბება გარდაუვალი ეტაპია, ან ძველების განახლება, მაგალითად, NATO-ს გაფართოებას ვუყურებთ, და საქართველომ თავისი ადგილი თუ არ მონახა, რუსეთს ჩაყვება მოუსავლეთში“, - ამბობს ექსპერტი Europetime-თან.  ცნობისთვის, თურქეთი და ყაზახეთი უპილოტო საფრენი აპარატების (Anka-ს) ერთობლივად წარმოებას იწყებენ. ერდოღანმა თურქეთის და ყაზახეთის „ძმურ ურთიერთობებს“ გაუსვა ხაზი. თავის მხრივ, თოყაევმა, კარიერულმა დიპლომატმა, თურქეთი ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად, ხოლო ერდოღანი „გონიერ და პატივსაცემ სახელმწიფო მოღვაწედ მოიხსენია - ლიდერად, „რომელსაც აქვს საკუთარი ხედვა“. ოფიციალური მოლაპარაკებების შემდეგ, ორმა ლიდერმა მაგიდის ჩოგბურთიც ითამაშა, როგორც ითქვა, თოყაევს 13 წლის განმავლობაში ყაზახეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. „პრეზიდენტმა თოყაევმა შეუპოვარი ხასიათი და ნება გამოავლინა ახალი ყაზახეთის ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მიმართულებით განხორციელებულ ყოვლისმომცველ რეფორმას და მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მოძმე ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა ყაზახეთში, იანვარში მომხდარ არეულობაზე საუბრისას. მხარეები ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაორმაგებას გეგმავენ - ამჟამინდელი 5 მილიარდი დოლარიდან 10 მილიარდ დოლარამდე, რაც ზუსტად იგივე ოდენობის თანხაა, რომელზეც ერდოღანმა ტაშკენტში ვიზიტის დროს, უზბეკეთთან მიმართებით მიუთითა.

ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია

თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ოფიციალურად უჭერს მხარს გაფართოებას, მისმა წინააღმდეგობამ შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას შვედეთსა და ფინეთს, რადგან ახალი წევრების მიღებას ერთსულოვანი გადაწყვეტილება სჭირდებათ. „შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ვაკვირდებით, მაგრამ  პოზიტიური შეხედულებები არ გვაქვს“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს სტამბულში და დაამატა, რომ თავის დროზე, საბერძნეთის წევრად მიღება NATO-ს შეცდომა იყო. „ჩვენ, თურქეთს, არ გვინდა მსგავსი შეცდომების გამეორება. გარდა ამისა, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია", - განაცხადა ერდოღანმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს იენს სტოლტენბერგი: თუ ფინეთი გააკეთებს განაცხადს, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი ზელენსკი NATO-ში გაწევრიანებაზე ფინეთის მზადყოფნას მიესალმა სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.   

მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება

თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას, რომლებიც მხარს უჭერენ „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთს“, (ანკარა PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს), – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა ბერლინში, სადაც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. ამასთან, ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი ​თავიდანვე მხარს უჭერდა NATO-ს ღია კარის პოლიტიკას. „თუნდაც წარსულში, როდესაც NATO-ს რამდენიმე წევრი წინააღმდეგი იყო ზოგიერთი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების, ჩვენს რეგიონსა და დასავლეთ ბალკანეთში, მხარს ვუჭერდით მათ გაწევრიანებას. მაგრამ NATO არ არის კავშირი, არ არის საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს არის ალიანსი. ამიტომ საქმე ეხება არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ ასევე არის სოლიდარობა, როდესაც ეს მოკავშირეებს სჭირდებათ. მაშასადამე, პრობლემა არის ის, რომ ეს ორი ქვეყანა (შვედეთი და ფინეთი), ღიად უჭერს მხარს „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთს“. ისინი ტერორისტული ორგანიზაციები არიან და ყოველდღიურად ესხმიან თავს ჩვენს ჯარისკაცებს. ამიტომ, მიუღებელი და აღმაშფოთებელია, რომ ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები მხარს უჭერენ ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს,“ – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიწვეულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ NATO-ს მოკავშირეებთან სამუშაო სესიაში 14 მაისს. მინისტრთა შეხვედრები 15 მაისს კი, მხოლოდ მოკავშირეებისთვის გაიმართება. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.

სკანდინავიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის სპეკტიციზმის შემდეგ, შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ დაადასტურა, რომ დელეგაცია თურქეთს ეწვევა, რათა NATO-ში გაწევრიანების საკითხი განიხილონ. როგორც ცნობილია, თურქეთს მოკავშირეებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. რუსეთის რეაქციის შეფასებისას, ან ლინდემ აღნიშნა, რომ რუსეთმა დეზინფორმაციული კამპანია აწარმოა იმის შესახებ, რომ შვედეთის მოქალაქეები ნაცისტები არიან. შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კიბერშეტევების გააქტიურებას ელის. ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. მის ფარგლებში შვედურმა და ფინურმა მხარემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართეს შეხვედრა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ან ლინდეს თქმით, შეხვედრისას განიხილეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და უსაფრთხოების გაუარესებული გარემო. 15 მაისს, მეორე სესიაზე მხოლოდ მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. თურქეთის შეშფოთების გადალახვა შესაძლებელია - შვედეთის პრემიერი  

ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ

Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის დასათანხმებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ.  ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი NATO-ში გაწევრიანებაზე შვედეთისა და ფინეთის განაცხადს არ დაეთანხმება. „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დადებით პასუხს არ გავცემთ იმ ქვეყნებს, რომლებიც სანქციებს იყენებენ თურქეთის მიმართ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა როგორც ცნობილი გახდა, კანდინავიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის სპეკტიციზმის შემდეგ, შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის. თავის მხრივ. ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. 16 მაისს, პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა დაადასტურა, რომ შვედეთი NATO-ს წევრობისთვის განაცხადს შეიტანს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ შესაბამისი მხარდაჭერა შვედ ხალხშიც არსებობს. ბოლო გამოკითხვებით, ფინეთში მოსახლეობის 76% უჭერს მხარს, შვედეთის შემთხვევაში ალიანსიში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია და მოსახლეობის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს.  სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას.  „უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება, მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 მაისს. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა.

რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნება ოფიციალურად გამოხატეს. 17 მაისს, ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, ალიანსის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. სკანდინავიური ქვეყნები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განაცხადს ერთობლივად, 18 მაისს გადასცემენ. პროცესს თურქეთის დამოკიდებულებამ სკეპტიციზმი შესძინა, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში დარწმუნებულნი არიან, რომ მოკავშირეებს კონსენსუსის მიღწევა არ გაუჭირდებათ. ანკარის საპასუხოდ, დიალოგის სურვილი გამოთქვა შვედეთმა და დელეგაციის ვიზიტიც დაგეგმა თურქეთში, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტისგან პირდაპირი უარი მიიღო. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ რას ნიშნავს თურქეთის პოზიცია NATO-სთვის, რა ბერკეტები აქვს მას და როგორ და რა პირობებით შეუძლია ალიანსს, მაინც მიაღწიოს კონსენსუსს თურქეთის პოზიციის მიუხედავად. ამ საკითხებში გარკვევას Europetime სფეროს ექსპერტებთან შეეცადა. სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე შეთანხმება მიიღწევა, თუმცა გარკვეულ პირობებზე მოლაპარაკებების და ქვეყნების მიერ დათმობებზე წასვლის გზით. „მოგეხსენებათ, ანკარას შვედეთთან და ფინეთთან ჯერ კიდევ მაშინ დაეძაბა ურთიერთობები, როდესაც თურქეთში გადატრიალების მცდელობა იყო. თურქეთში ფეთჰულა გულენის მომხრეების დევნის გამო ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად დაირღვა. გაჩნდა ეჭვები, რომ თითქმის ნახევარი თურქეთი იყო ჩართული ამ გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერაში. ყველა, ვისაც სიმპათიები ჰქონდა გიულენის მიმართ და ასევე, უკმაყოფილო იყო ერდოღანის პოლიტიკით, ამ გადატრიალების მცდელობის მონაწილედ გამოაცხადეს. ზოგი გარიცხეს სამსახურიდან, ზოგიც გაიქცა ქვეყნიდან, ზოგი ციხეში მოხვდა ასე შემდეგ. მოკლედ, ერდოღანმა ძალიან მკაცრი ზომები მიიღო. ამ დროს, შვედეთი და ფინეთი თურქეთის წინააღმდეგ ძალიან მძლავრი კრიტიკით გამოვიდნენ. დაიწყეს თურქეთიდან დევნილი/ლტოლვილი ადამიანებისთვის თავშესაფრის უფლების მიცემა, ბევრიც პოლიტიკურ დევნილად აღიარეს. გარდა ამისა, შვედეთმა თურქეთს გარკვეული ეკონომიკური სანქციებიც დაუწესა, რაც თურქეთის გაღიზიანებას იწვევდა. ახლა, როდესაც შვედეთის და ფინეთის გაწევრიანების საკითხი დადგა, როგორც ჩანს, თურქეთის მთავრობამ ამ ბერკეტის გამოყენება გადაწყვიტა სკანდინავიის ქვეყნებზე ზეწოლისთვის. როგორც ჩანს, თურქეთის ძირითადი მიზანია, შვედეთმა და ფინეთმა უარი თქვან თურქეთიდან დევილთა შეფარებაზე, რომლებსაც თურქეთი კრიმინალებად თვლის. გარდა ამისა, ითხოვს სანქციების მოხსნას და უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებას ამ ადამიანების მიმართ; მისი შეხედულებებისთვის ანგარიშის გაწევას. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თუ თურქეთი ჩათვლის, რომ ეს ადამიანი კრიმინალია და დასაკავებელია, მაგალითად, ფინეთმა და შვედეთმა არ უნდა შეუშვან ისინი თავის ქვეყნებში. ასევე, თურქეთმა წამოსწია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) წევრთა საკითხი, რომელსაც ტერორისტებად თვლის. ძალიან ბევრი ქურთი, რომელიც ამ ორგანიზაციასთან კავშირშია მხილებული თურქეთის ხელისუფლების მიერ, ფინეთსა და შვედეთს აფარებს თავს. მგონია, რომ ამ მიმართულებით წარიმართება მოლაპარაკებები თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის, რა თქმა უნდა, მასში მონაწილეობას შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეებიც მიიღებენ“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი და აშშ-ის მხრიდან თურქეთზე ზეწოლის განხორციელებას პროგნოზირებს. ექსპერტი ასევე ელის, რომ ევროკავშირის ქვეყნებიც გამოძებნიან გზებს და შესაძლოა, კიდევ ერთი საკითხიც კი დადგეს დღის წესრიგში - მაგალითად, თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების განახლება, რომელიც უკვე დიდი ხნის წინ შეჩერდა. არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხიც შეიტანონ მოლაპარაკებების დღის წესრიგში. ანალიტიკოსის პროგნოზით, თურქეთი როგორც ამბიციური სახელმწიფო, შეეცდება, რაღაც სარგებელი მიიღოს მისი ამ უფლებიდან, რომ ახალი წევრების მიღებას ვეტო დაადოს, თუმცა დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება შედგება. „შეიძლება, რაღაცის დათმობა ყველას მოუწიოს, მათ შორის ამერიკელებს, ევროპელებს, შვედებს, ფინელებს. მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, თურქეთის მიმართ თავისი დამოკიდებულება შეარბილონ, უსაფრთხოების გარანტიების მიღებით და საბოლოო ჯამში, ეს ორი ქვეყანა აუცილებლად გაწევრიანდება NATO-ში“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია რაზე მიუთითა ერდოღანმა, როდესაც განაცხადა, რომ მასთან მოლაპარაკების მიზნით ჩასვლას აზრი არ აქვს. კახა გოგოლაშვილის დასკვნით, ერდოღანს შვედეთთან და ფინეთთან თამასის უფრო აწევა და თავის გადაწყვეტილებაზე ფასის დადება სჭირდება.  „ერდოღანი ნაწყენია... დიპლომატიურ მოლაპარაკებებს თავისი წესი აქვს. როდესაც ორ მხარეს შორის კონფლიქტია, ყოველთვის შუამავალი აქტიურდება. იმთავითვე არ იმართება შეხვედრა. თურქებმა, რომლებსაც ძალიან დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვთ, კარგად იციან, რომ თუ ერდოღანი თავიდანვე დათანხმდებოდა შეხვედრას, მისი მოთხოვნების ფასი დაეცემოდა. ამრიგად, ვინმემ შუამავლის როლი უნდა იტვირთოს. იქნებიან ეს ამერიკელები, ფრანგები, გერმანელები თუ სხვა, არ ვიცი, მაგრამ ისეთი ქვეყანა უნდა იყოს, რომელსაც თურქეთთან კარგი ურთიერთობა და მასზე გარკვეულწილად, გავლენა აქვს“, - მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი.  ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია  აქედან გამომდინარე, ასკვნის, რომ შუამავლის მეშვეობით დიალოგის შემდეგ, მომენტი დადგება, როდესაც პირობებზე შეთანხმდებიან და ამის შემდგომ ჩატარდება შეხვედრაც. ექპერტის აზრით, ერდოღანის მხრიდან იმთავითვე დათანხმება იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ ის პრაქტიკულად უარს ამბობს თავის პრინციპზე და მზად არის, აპატიოს ან მოილაპარაკოს ორივე ქვეყანასთან. „მას სჭირდება ორივე ქვეყანასთან თამასის უფრო აწევა და თავის გადაწყვეტილებაზე ფასის დადება“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი. მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ვინ შეიძლება, იტვირთოს ლიდერის ფუნქცია, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს იყოს შეერთებული შტატები, თუ გავითვალისწინებთ გარკვეულ დაძაბულ პერიოდს თურქეთსა და აშშ-ს  ურთიერთობებში? ექსპერტი ამ შეკითვის საპასუხოდ ამბობს, რომ ამერიკას თურქეთი კონსულტაციებზე უარს ვერ ეტყვის. „დიახ, ჰქონდათ გარკვეული დაძაბულობა ურთიერთობებში, თუმცა ამერიკას დიდი გავლენა აქვს თურქეთზე. ეს არის მნიშვნელოვანი და ამერიკას ვერ ეტყვის: „თავს ნუ შეიწუხებთ ჩამოსვლაზე“. შეიძლება, ბლინკენი წავიდეს, ან ოსტინი, უარს ვერ ეტყვის კონსულტაციებზე. მაგრამ ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, ვის აირჩევენ შუამავლად და შემდგომში როგორ შედგება მათ შორის კომუნიკაცია“.  თუ თურქეთმა აბსოლუტური უარი განაცხადა შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე, ექსპერტი სხვა გზასაც განიხილავს. კერძოდ, NATO-ს პარალელურად სხვა ალიანსის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, სადაც თურქეთი არ იქნება და სწორედ ამ ალიანსის ფარგლებში ექნებოდათ შესაძლებლობა შვედეთსა და ფინეთს, მიეღოთ უსაფრთხოების გარანტიები. აღნიშნავს, რომ ეს რთული პროცესი იქნება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოებისთვის შვედეთის და ფინეთის მიღება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობა იმ თვალსაზრისით, რომ ბალტიისპირეთის საკითხი დაიხურება რუსეთის შევიწროებით. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყნები არიან, ორივე ძალიან დიდი სამხედრო ძალაა. შვედეთი თავისი საჰაერო ძალებით, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია. ფინეთი - თავისი სახმელეთო არმიით, რომელსაც ძალიან დიდი არმია ჰყავს. მას ჰყავს 60 000-იანი პროფესიული ჯარი და სულ რამდენიმე დღეში შეუძლია, მისი გაზრდა 16 000-მდე. გარდა ამისა, ომის შემთხვევაში 9 00 000-მდე რეზერვის მოზიდვა შეუძლია. ამდენად, თითქმის მილიონამდე ადამიანის მობილიზება შეუძლია, რადგან რეზერვისტები არიან ძალიან კარგად მოტივირებულნი და გაწვრთნილნი. ამასთან, აქვს სრული შეიარაღება. არავინ დარჩება შეუიარაღებელი. უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე თუ განვიხილავთ, ეს ძალიან დიდი ძალაა და დიდი შესაძლებლობა აქვთ ფინეთს და შვედეთს, რომ დაიცვან თავი რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. ინფორმაციისთვის, NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა. პუტინი: NATO-ს ინფრასტრუქტურა ფინეთსა და შვედეთში, გამოიწვევს საპასუხო რეაქციას ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს  ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა  

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთს აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრეზიდენტების დონეზე შეხვედრა შესაძლოა მიმდინარე წელს გაიმართოს. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთს აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს. ნიუ-იორკში, „თურქევის ცენტრში“ სიტყვით გამოსვლისას ჩავუშოღლუმ გაიხსენა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი ამერიკელი კოლეგის ჯო ბაიდენის „მნიშვნელოვანი შეხვედრა“, რომელიც გასულ წელს, რომში, იტალიაში გაიმართა და რომლის დროსაც, მისი თქმით, ერდოღანი და ბაიდენი შეთანხმდნენ, რომ შექმნან მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი დონის დიალოგს და განიხილავს საკითხებს, რომლებზეც თურქეთი და აშშ სრულად ვერ თანხმდებიან.  „მსოფლიოში არსებული კრიზისების გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილავთ აშშ-სთან საკითხს, თუ რომელ სფეროებში შეგვიძლია, განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები, როგორც ამ მექანიზმის ნაწილი“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. 4 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის ანკარაში ვიზიტისას, თურქეთ-აშშ-ს სტრატეგიული მექანიზმი ამოქმედდა. „იმედი მაქვს, ამ მექანიზმის ფარგლებში რიგი საკითხების გადაჭრას ან შემცირებას და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით თანამშრომლობის გაუმჯობესებას შევძლებთ“, - დაამატა ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ 17-20 იანვარს აშშ-ს ეწვევა, რათა ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ამ თანამდებობის დაკავების დღესთან დაკავშირებით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებას დაესწროს. ოთხშაბათს, ჩავუშოღლუ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდება. დღესვე ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთის, უკრაინის, თურქეთის და გაეროს საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ჰუმანიტარულ საკითხებზე უახლოეს დღეებში გაიმართება. "არსებობს ჰუმანიტარულ საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც შემოთავაზებულია გაეროს გენერალური მდივნის მიერ, მათ შორის გაერო, თურქეთი, რუსეთი და უკრაინა. უახლოეს დღეებში ვგეგმავთ ტექნიკურ დონეზე შეხვედრის გამართვას", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

რუსმა მაღალჩინოსანმა ანკარაში დახურული მოლაპარაკებები გამართა

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნოვაკს შეხვდა. მხარეებს შორის დახურული შეხვედრა, ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსში შედგა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები განიხილეს. მხარეებმა ასევე ინფორმაცია გაცვალეს, ბოლო დროს მსოფლიოში და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე.

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულთაგან საქართველოს ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა

"თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა", - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეს დაზიანება თავის არეში აქვს მიღებული. „ხუთი პაციენტი აგრძელებს თურქეთის სამ სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობას. ერთის მდგომარეობა მძიმედ რჩება, მას აქვს ქალა-ტვინის ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობა. ოთხი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მსუბუქია და ის კლინიკას დღეს დატოვებს, ხოლო ერთი კაცის და ორი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ისინი საჭიროებენ კლინიკაში მეთვალყურეობას შესაბამისად, სამედიცინო პერსონალი სანამ არ ჩათვლის საჭიროდ ისინი კლინიკას არ დატოვებენ“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. ცნობისთვის, გუშინ ტრაპზონთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილში 6 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი გარდაიცვალა.   

მევლუთ ჩავუშოღლუ: შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე, თურქეთის შეშფოთებები ლეგიტიმურია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თურქეთი უკრაინაში ომის დაწყებამდეც უჭერდა მხარს NATO-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ლეგიტიმური შეშფოთებები გააჩნია. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ „ჩვენ ვხედავთ საფრთხეებს ჩვენს რეგიონში და ამ მიზეზით ჩვენ ვხედავთ, რომ ფინეთსა და შვედეთს სურთ, გახდნენ NATO-ს ახალი წევრები. თქვენ იცით, რომ თურქეთი NATO-ს ღია კარის პოლიტიკას ამ ომამდეც უჭერდა მხარს. თუმცა, რაც შეეხება ამ შესაძლო კანდიდატებს ან უკვე კანდიდატ ქვეყნებს, ჩვენ ასევე გვაქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური შეშფოთებები, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებს. ასევე, არის შეზღუდვები თავდაცვითი პროდუქციის ექსპორტზე. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთებები, მე მქონდა გულწრფელი და პირდაპირი საუბარი ჩემს შვედ და ფინელ კოლეგებთან ბერლინში. ჩვენ გვესმის მათი უსაფრთხოების შეშფოთებები, თუმცა თურქეთის უსაფრთხოების შეშფოთებები ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება პროცესია და „ამ პროცესში ისინი იმუშავებენ, როგორც მოკავშირეები და პარტნიორები“. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია  ინფორმაციისთვის, NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა. პუტინი: NATO-ს ინფრასტრუქტურა ფინეთსა და შვედეთში, გამოიწვევს საპასუხო რეაქციას ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს  ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა   თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება პროცესია და „ამ პროცესში ისინი იმუშავებენ, როგორც მოკავშირეები და პარტნიორები“. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

ჯანდაცვის სამინისტრო: თურქეთის ბაზრის გახსნიდან დღემდე, საქართველოს მოქალაქეებმა, წამლებში, 43 მილიონი ლარი დაზოგეს

ჯანდაცვის სამინისტრომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების გაყიდვების მაჩვენებელი შეისწავლა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოიკვეთა, რომ ფარმაცევტული ბაზრის გახსნიდან დღემდე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 125 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა, რაშიც 62 მილიონის ლარის ნაცვლად, დაახლოებით, 19 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს მოქალაქეებმა წამლებში 43 მილიონ ლარამდე დაზოგეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური აღნიშნავს, რომ თურქული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, საგრძნობლად დაბალ ფასადაა ხელმისაწვდომი. „საშუალოდ, როდესაც ძველი ფასებით მომხმარებელი, ფარმაცევტულ პროდუქტში თვეში იხდიდა 200 ლარს, დღევანდელი მონაცემებით, მას იგივე მედიკამენტების შეძენა დაახლოებით 60 ლარი უჯდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული რეფორმის შედეგად, ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს. ეს გამოიხატება წამლის ფასების 60-80%-მდე შემცირებაში. იმპორტირებული თურქული მედიკამენტების რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია და აღნიშნული შეღავათი უფრო მეტ მოქალაქეზე აისახება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.  

NATO შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე თურქეთის შეშფოთებას განიხილავს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხუთშაბათს განაცხადა, NATO განიხილავს თურქეთის „შეშფოთებას“ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების გამო. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის ერდოღანმა დღეს კვლავ გაიმეორა, რომ თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს ვერ დაუჭერს და ამ ქვეყნებს ტერორისტების თავშესაფრად მიიჩნევს. ბაიდენმა NATO-ში გაწევრიანების მოლოდინში მყოფი ფინეთის და შვედეთის ლიდერებს უმასპინძლა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა „ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ ფინეთთან, შვედეთთან და თურქეთთან და ასევე სხვა მოკავშირეებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ იმ შეშფოთებას, რომელიც თურქეთმა გამოთქვა, რათა ვიპოვოთ „შეთანხმების გზები, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ“, -  განაცხადა სტოლტენბერგმა კოპენჰაგენში დანიის პრემიერ მინისტრთან მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.  

ყარსში თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

ყარსში, სახმელეთო სწავლება „ჰეიდარ ალიევი 2022“ (თურქეთი აზერბაიჯანი) მიმდინარეობს. ინფორმაცია და ფოტომასალა თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. „აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო სწავლებები წარმატებულად მიმდინარეობს“, - წერს Anadoly. გამოცემის ცნობით, წვრთნებში თურქეთის შეიარაღებული ძალების და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობებია ჩართული.  მანამდე, 20 მაისს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქეთში, იზმირში მიმდინარე მრავალეროვნულ სწავლებაში Efes-2022 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. 

  ფინეთის პრეზიდენტი: რეჯეფ თაიფ ერდოღანთან პირდაპირი საუბარი მქონდაფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს განცხადებით, თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ღია და პირდაპირი საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. „პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ღია და პირდაპირი სატელეფონო საუბარი მქონდა. განვაცხადე, რომ როგორც NATO-ს მოკავშირეები, ფინეთი და თურქეთი ერთგულები იქნებიან ერთმანეთის უსაფრთხოების მიმართ და ამით ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება,“- წერს საული ნიინისტო „ტვიტერზე“. ასევე წაიკითხეთ: ბორის ჯონსონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა  

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარას მისი უსაფრთხოების შესახებ კონკრეტული ნაბიჯების ხილვა სურს და არა, დიპლომატიური განცხადებების. თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა აღნიშნა, რომ NATO-ს გაფართოების პოლიტიკა ძირითადი უსაფრთხოების პრინციპების პრიორიტეტების განსაზღვრის გარეშე, არც თურქეთისთვისა რის კარგი და არც NATO-სთვის. ერდოღანის თქმრომ NATO-ს გაფართოების პოლიტიკა ძირითადი უსაფრთხოების პრინციპების პრიორიტეტების განსაზღვრის გარეშე, არც თურქეთისთვისა რის კარგი და არც NATO-სთვის.      

თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები NATO-ში გაწევრიანების საკითხზე ანკარაში შეხვდებიან

25 მაისს, ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები გაიმართება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის მხარეები NATO-ში გაწევრიანების თაობაზე სტოკჰოლმისა და ჰელსინკის განაცხადებს განიხილავენ. მოლაპარაკებების პროცესში თურქეთის დელეგაციას პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი ხელმძღვანელობენ. მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები, რომლებსაც უძღვებიან შვედეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანი ოსკარ სტენსტრომი და ფინეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იუკა სალოვაარი. თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.  ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის წინააღმდეგობა ეხება შვედეთს  და შედარებით ნაკლებად ფინეთს. ერდოღანმა კვლავ გაიმეორა, რომ მისი პრეტენზია ამ ორი ქვეყნის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK)მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტებად აღიარებს. თურქეთი ასევე ადანაშაულებს შვედეთსა და ფინეთს აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის მიმდევრებისთვის თავშესაფრის მიცემაში, რომელსაც თურქეთის მთავრობა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის შვედეთმა და ფინეთმა, იარაღის ექსპორტი შეზღუდა თურქეთში, 2019 წელს, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის საზღვრისპირა რეგიონში ოპერაციის შემდეგ, რომლის მიზანიც ქურთი ბოევიკებისგან ტერიტორიის გაწმენდა იყო. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.

მევლუთ ჩავუშოღლუ პალესტინის შემდეგ ისრაელში ჩავა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს ვიზიტი ისრაელში მნიშვნელოვანია ანკარასა და თელ-ავივის დაახლოების თვალსაზრისით. ამის შესახებ „ანადოლუს“ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლიორ ჰაიატმა განუცხადა. „ჩავუშოღლუს ვიზიტი მართლაც მნიშვნელოვანია, როგორც ორი ქვეყნის დაახლოების პროცესის ნაწილი“, - განაცხადა ჰაიატმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ სამშაბათს ჩავიდა რამალაში პალესტინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სადაც შეხვდა თავის პალესტინელ კოლეგას რიად ალ-მალიკის. ოთხშაბათს, 25 მაისს დაგეგმილია მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან იაირ ლაპიდთან ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში. 

მევლუთ ჩავუშოღლუ: პალესტინის მხარდაჭერა და ანკარის ურთიერთობა თელ-ავივთან, ორი განსხვავებული საკითხია

თურქეთი განაგრძობს პალესტინელი ძმების მხარდაჭერას, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს შესაქმნისთვის დაწყებულ ბრძოლაში. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დღეს რამალაში პალესტინელ კოლეგასთან რიად ალ-მალიკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ანკარას პოზიცია პალესტინა-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით ცნობილია. თურქეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პალესტინელების მემარჯვენე ბრძოლას. „ამ მიმართულებით ჩვენ მხარდამხარ ვმუშაობთ“, - განაცხადა მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ თურქეთში საზოგადოების ყველა სექტორი მგრძნობიარეა. „ჩვენი ქვეყნის ყველა პოლიტიკური პარტია თანაბრად უჭერს მხარს თურქეთის ხელისუფლების პოზიციას პალესტინასთან დაკავშირებით. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი პალესტინელი ძმების მხარდაჭერას დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს შექმნისთვის დაწყებულ ბრძოლაში“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. მევლუთ ჩავუშოღლუ პალესტინის შემდეგ ისრაელში ჩავა მისი თქმით, ისრაელის ცალმხრივი ნაბიჯები, უკანონო ებრაული დასახლებების მშენებლობა და პალესტინელების სახლებიდან იძულებითი გამოსახლება არის რეგიონში მშვიდობისთვის მიყენებული დარტყმა. „საერთაშორისო სამართლის თანახმად, მნიშვნელოვანია პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარება 1967 წლის საზღვრებში აღმოსავლეთ იერუსალიმის დედაქალაქის ფარგლებში. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს „ორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის“ პრინციპით. ეს არის პალესტინის საკითხის გადაჭრის ერთადერთი გზა. თურქეთი განაგრძობს სამშვიდობო პროცესში წვლილის შეტანას“, - აღნიშნა მინისტრმა. ჩავუშოღლუმ გაიხსენა, რომ ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთში განვითარებულმა მოვლენებმა ყველა მუსლიმის გული შეძრა. მისი თქმით, ალ-აქსას მეჩეთის განსაკუთრებული სტატუსისა და ხელშეუხებლობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ყველა მუსლიმისთვის. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის იერუსალიმის ისლამური ფონდების იურისდიქცია, რომელიც ვრცელდება ალ-აქსაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მიმართულებით“, - განაცხადა მან. მისი თქმით, თურქეთი ისრაელთან დიალოგს უწყობს ხელს, თუმცა თანხმდება პოზიციაზე პალესტინასთან. „პალესტინის ბრძოლის მხარდაჭერა და ანკარას ურთიერთობა თელ-ავივთან ორი სრულიად განსხვავებული საკითხია“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ოთხშაბათს, 25 მაისს დაგეგმილია მევლუთ ჩავუშოღლუს მოლაპარაკებები ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან იაირ ლაპიდთან ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში.

თურქეთი აცხადებს, რომ ვიდრე ანკარის პირობები არ დაკმაყოფილდება, ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე პროგრესი არ იქნება

თურქეთმა შვედეთსა და ფინეთს დედაქალაქ ანკარაში შეხვედრის დროს განუცხადა, რომ მათი NATO-ში გაწევრიანების პროცესში პროგრესი არ იქნება, თუ ანკარას უსაფრთხოების მოთხოვნები კონკრეტული ნაბიჯებითა და გარკვეული ვადით არ დაკმაყოფილდება. ამის შესახებ პრეზიდენტის სპიკერმა განაცხადა. „ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ თურქეთის უსაფრთხოების საკითხები კონკრეტული ნაბიჯებით არ დაკმაყოფილდება, პროცესი წინ არ წავა. დელეგაციებმა ჩვენი გზავნილი მიიღეს. ისინი ჩვენს მოთხოვნებს თავიანთ ლიდერებთან განიხილავენ და შემდეგ გამოგვეხმაურებიან", - განაცხადა ერდოღანის სპიკერმა. მანამდე, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციებს ფულს არ უგზავნის. ამით ანდერსონი თურქეთის პრეზიდენტის პრეტენზიებს გამოეხმაურა. ოთხშაბათს სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე ანდერსონმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და შვედეთს შორის დიალოგი მიმდინარეობს. ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დღეს გაიმართა. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.

აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი საპარლამენტო ასამბლეის შექმნაზე შეთანხმდნენ

თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტების დეპუტატები სამი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ფარგლებში, ასამბლეის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა. „მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დავიწყოთ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საპარლამენტო ასამბლეის შექმნა, რაც ჩვენს საპარლამენტო ურთიერთობას ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს“, - განაცხადა სამხარაძემ. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ ფორმატში შესაძლებელი გახდება რეგიონის პრობლემების საკანონმდებლო დონეზე განხილვა, ასევე გამოწვევების საპასუხოდ ერთობლივი ქმედებების შეთანხმება. სამხარაძის თქმით, სამ ქვეყანას შორის ურთიერთობა აქამდე არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი. აღსანიშნავია, რომ თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო უკვე მრავალი წელია, ავითარებენ სამმხრივ ურთიერთობებს. 2009 წლიდან ქვეყნები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ. ამ სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები კი ერთობლივ მოლაპარაკებებს 2011 წლიდან აწარმოებენ.

თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 28 მაისს ერთდღიანი ვიზიტით, აზერბაიჯანს ეწვევა. ვიზიტი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიწვევის საფუძველზე იმართება. 28 მაისს აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თურქეთის პრეზიდენტი, ბაქოში ავიაციის, კოსმონავტიკისა და ტექნოლოგიის ფესტივალს დაესწრება. ფესტივალი თურქეთის ფარგლებს გარეთ პირველად იმართება.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, შავი ზღვის შელფზე გაზის დიდი მარაგების აღმოჩენის შესახებ განაცხადა

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ შავი ზღვის შელფზე ბუნებრივი გაზის საბადოზე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. ოქტაის თქმით, ბურღვითი სამუშაოების მიმდინარეობისას საკარიას გაზის საბადოზე აღმოჩენილი მარაგი 405 მილიარდი კუბური მეტრია, ხოლო ამასრას საბადოზე მარაგმა 135 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. „მინდა თურქეთის ყველა მოქალაქეს ვუთხრა სასიხარულო ამბავი, რომ ისინი 2023 წლის პირველ კვარტალში შავ ზღვაში მოპოვებულ გაზს მოიხმარენ“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ამ დროისთვის 7 ჭაბურღილზე სამუშაოები დასრულებულია და 4 ჭაბურღილი ბურღვის ეტაპზეა. „შავ ზღვაში საბურღი დანადგარები მუშაობს. მინდა გაცნობოთ, რომ თურქეთის ახალი მე-7 თაობის საბურღი ხომალდი უკვე ჩავიდა ხმელთაშუა ზღვაში“, - დასძინა ფუატ ოქტაიმ.  

ერდოღანი: თურქეთისა და აზერბაიჯანის ორმხრივი კავშირები სამაგალითოა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის

თურქეთი და აზერბაიჯანი „შუშoს დეკლარაციის“ საფუძველზე, სტრატეგიულ ალიანსს იზიარებენ. თურქეთი, აზერბაიჯანის ძალისხმევას, სომხეთთან ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიზნით, მტკიცედ უჭერს მხარს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, ორმა ქვეყანამ ორმხრივი კავშირები იმ დონემდე მიიყვანა, რომ ის სამაგალითოა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი მიზნად ისახავს გრძელვადიანი მშვიდობის, ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას და ასევე რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას. „ჩვენ ვინარჩუნებთ მჭიდრო სოლიდარობას, კონტაქტს და კოორდინაციას აზერბაიჯანთან ამ მიზნების განსახორციელებლად“, - განაცხადა ერდოღანმა. „შუშoს დეკლარაციას“ 2020 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი. ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ახალი სატრანსპორტო მარშრუტების შექმნაზე  ამახვილებს ყურადღებას. ადასტურებს ორი არმიის ერთობლივ ძალისხმევას საგარეო საფრთხეების წინაშე და მათი შეიარაღებული ძალების რესტრუქტურიზაციასა და მოდერნიზაციაზე.  

ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დარწმუნებულია, რომ თურქეთის შეშფოთება ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შეიძლება, მომავალი თვის ბოლოს, ალიანსის ლიდერების სამიტისთვის, სწრაფად გადაიჭრას. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰაავისტოსთან ერთად, ვაშინგტონში,  გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება. „აშშ სრულად უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას და მე კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვენები მალე NATO-ს წევრები გახდებიან. მოუთმენლად ველით, შევძლებთ ფინეთს და შვედეთს ჩვენი მოკავშირეები ვუწოდოთ“, - განაცხადა ბლინკენმა. თავის მხრივ, ჰავისტოს თქმით, მისმა ქვეყანამ და შვედეთმა ბოლო დღეებში თურქეთთან „კარგი მოლაპარაკებები“ გამართეს. შეგახსენებთ, თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ანკარა აცხადებს, რომ ვიდრე ანკარის პირობები არ დაკმაყოფილდება, ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე პროგრესი არ იქნება.          თურქეთი ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

ერდოღანი შვედეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ ხედავს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებები გასულ კვირას „სასურველ დონეზე“ ვერ შედგა. ამის შესახებ ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მანამდე, თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შვედეთსა და ფინეთს დედაქალაქ ანკარაში შეხვედრის დროს განუცხადა, რომ მათი NATO-ში გაწევრიანების პროცესში პროგრესი არ იქნება, თუ ანკარას უსაფრთხოების მოთხოვნები კონკრეტული ნაბიჯებითა და გარკვეული ვადით არ დაკმაყოფილდება. უფრო ადრე: ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები 25 მაისს გაიმართა. თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.

თურქეთი ქვეყანაში შესასვლელად „პისიარ“ ტესტებზე მოთხოვნას აუქმებს

თურქეთი ქვეყანაში შესასვლელად „პისიარ“ ტესტებზე მოთხოვნას აუქმებს, - თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. „პირველი ივნისიდან ქვეყანაში ნებისმიერი საგამშვებო პუნქტიდან შესვლისას არ იქნება საჭირო 72 საათით ადრე აღებული „პისიარ“ ტესტის და 48 საათით ადრე აღებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხების წარდგენა“, – ნათქვამია სამინიტროს განცხადებაში.  ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა. ასევე წაიკითხეთ: გერმანიაში გამარტივებული კოვიდრეგულაციებით შესვლას პირველი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებიც შეძლებენ  

გაერომ ქვეყნის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით თურქეთის მოთხოვნა დააკმაყოფილა

გაერომ „Türkiye“ თურქთის ახალ სახელწოდებად დაარეგისტრირა. საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქვეყნისთვის სახელწოდების შეცვლის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს წერილი მიიღო. გაეროს ყველა საერთაშორისო ფორუმსა და ოფიციალურ დოკუმენტში Türkiye იქნება გამოყენებული. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ცვლილების შესახებ დეკემბერში გამოაცხადა. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ადგილობრივი ინსტიტუტები - Türkiye-ის, ყველა ოფიციალური მიმოწერის, ასევე, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობის დროს გამოიყენებენ.

თურქულმა კომპანიამ უკრაინისთვის გადასაცემად, ლიეტუვას Bayraktar TB2 აჩუქა

თურქულმა კომპანიამ ლიეტუვას აჩუქა დრონი, რომელიც ვილნიუსს მოქალაქეების შეგროვილი ფულით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უნდა შეესყიდა. ამის შესახებ უპილოტო საფრენ აპარატ Bayraktar TB2-ის მწარმოებელმა კომპანიამ ინფორმაცია Twitter-ზე გაავრცელა. ლიეტუვაში, უკრაინისთვის Bayraktar TB2-ის შესაძენად, $4.7 მილიონი შეგროვდა „ლიეტუველმა ხალხმა, უკრაინისთვის Bayraktar TB2 -ის საყიდლად თანხა ღირსეულად შეაგროვა. ამის გაგების შემდეგ, Baykar-ი Bayraktar TB2-ს ლიეტუვას უსასყიდლოდ ვაჩუქებთ და გთხოვთ, რომ ეს თანხები უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაიხარჯოს“, – წერს დრონების მწარმოებელი კომპანია. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვა მოქალაქეების შეგროვებული ფულით უკრაინისთვის Bayraktar-ს თურქეთისგან ყიდულობს.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

Reuters: სანქცირებულ რუსულ ნავთობთან აღრევის რისკის გამო, ყაზახეთმა ბრენდის სახელწოდება შეცვალა

სააგენტო Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყაზახეთმა ნავთობის ბრენდის სახელწოდება შეცალა, რათა რუსეთის საზღვაო პორტებიდან ექსპორტირებისას ყაზახური ნედლეულის, სანქცირებული რუსული წარმოშობის ნავთობთან აღრევა არ მოხდეს. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია „ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ვითარების გამო და იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ყაზახეთის ნავთობის ექსპორტზე არსებული რისკები რუსეთის პორტების გავლით, 2022 წლის ივნისიდან ყაზახურ ნავთობზე გამოიყენება შემდეგი კლასის სახელწოდება - KEBCO (ყაზახეთის ნედლი ნავთობის საექსპორტო ნაზავი)“ - განმარტეს ყაზახური კომპანია SNPS - Aktobemunaigaz-ის წარმომადგენლებმა. ბრენდის სახელის შეცვლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ყაზახეთის ნავთობკომპანიების ოთხმა წყარომ, რომლებიც ტრანზიტს რუსეთის საზღვაო პორტებში ახორციელებენ. ყაზახეთის ნავთობის მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ მიაღწევენ თავიანთ ნავთობზე უფრო მაღალ ფასებს და გაუადვილდებათ ნედლეულის გაყიდვა, რადგან საბუთებით ოფიციალურად დადასტურდება, რომ ეს არ არის რუსული ნავთობი. გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ ცვლილებები ძალაში ორშაბათს, 6 ივნისს შევა. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა. ცნობილია, რომ ყაზახური ნავთობის საექსპორტო ნაკადის 20% გადის რუსეთის საზღვაო პორტებზე. 2021 წელს ყაზახეთმა ამ გზით დაახლოებით 13,3 მილიონი ტონა საწვავი გადაზიდა. ყაზახეთში წარმოებული ნავთობი დასავლეთის სანქციებს არ ექვემდებარება, თუმცა, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ყაზახეთიდან მიწოდებული ნავთობი არაერთხელ აურიეს რუსულთან. ბრენდის სახელის გადარქმევა მათი აზრით, ხელს შეუწყობს სანქციების რისკებისა და დაფინანსების პრობლემების თავიდან აცილებას. 3 ივნისს, ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა. კერძოდ, ახალი სანქციები ითვალისწინებს ნაწილობრივ ემბარგოს რუსულ ნავთობზე. მთლიანად აიკრძალება საზღვაო გადაზიდვები, რომლებიც ევროპაში რუსული ნავთობის ექსპორტის 75%-ს შეადგენს. გამონაკლისის სახით უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი ნავთობს „დრუჟბის“ მილსადენით მიიღებენ. 2022 წლის ბოლოსთვის, ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსული ნავთობის იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 90%-ით შემცირდება.   

სკეპტიკოსებიც კი დარწმუნდნენ, რომ თურქეთის აგრესია ათენის წინააღმდეგ რეალობაა - საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა განაცხადა, რომ თურქეთის ბოლოდროინდელი რიტორიკა საბერძნეთის წინააღმდეგ, აჩვენებს, რომ ანკარის აგრესია ძლიერდება. „ეს რიტორიკა სკეპტიკოსებსაც კი არწმუნებთ, რომ თურქეთის აგრესია ათენის წინააღმდეგ რეალობაა“, - აღნიშნა ბერძენმა დიპლომატმა.  უცხოური მედია: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩი გამოიძახეს საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში საბერძნეთი და თურქეთი საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევაში დაახელოებით, ერთმანეთს ერთვი თვის წინ ადანაშაულებდნენ. თურქეთმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრი საბერძნეთი თურქეთის საჰაერო სივრცეში „სამ დღეში ოცდაათჯერ“ შევიდა. მანამდე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისიც მსგავსი პრეტენზიებით გამოვიდა. მიცოტაკისმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედროები ახორციელებდნენ უნებართვო ფრენებს საბერძნეთის რამდენიმე დიდ კუნძულზე. მიცოტაკისმა ისიც აღნიშნა, რომ დაუკავშირდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რათა თურქეთის მიერ საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის შესახებ ეცნობებინა. „ეს ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და NATO-ს ერთიანობას“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური საჩივრის მისაღებად, ათენში თურქეთის ელჩიც დაიბარა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ, მოუწოდა საბერძნეთს, „შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და რიტორიკა“ და მხარი დაუჭიროს ახლახან განახლებულ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ნდობის დამყარებას. NATO-ს წევრებს საბერძნეთსა და თურქეთს დიდი ხანია, უთანხმოება აქვთ, ნავთობით და მინერალებით მდიდარ ეგეოსის ზღვაში საჰაერო და საზღვაო უფლებების შესახებ. უთანხმოებამ გამოიწვია საჰაერო ძალების თითქმის ყოველდღიური პატრულირება ძირითადად საბერძნეთის კუნძულების ირგვლივ, სადავო საჰაერო სივრცეში, რომელზეც თურქეთმა არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია, თავად კი, მისი მხრიდან რაიმე სახის დარღვევას უარყოფს.  საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ თვეს მოლაპარაკებები გამართეს და შეთანხმდნენ, რომ გადაჭრიდნენ თავიანთი ქვეყნების დიდი ხნის უთანხმოებას, ყოველ შემთხვევაში, დაძაბულობის დაფარვას, რადგან უკრაინაში კონფლიქტი მძვინვარებს.

მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა

თურქული მედიის ცნობით, უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის გამოტანის მიზნით, „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა. როგორც მედია წერს, საგზაო რუკის შექმნა, რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებთან თურქული მხარის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა. უკრაინული ხორბალის განსაბლოკად, ლიეტუვამ ბრიტანეთს სამხედრო-საზღვაო კოალიციის შექმნა შესთავაზა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, აქტიურად იმუშავებს გზამკვლევი რუკა, მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. მოსალოდნელია, რომ ყველა დაინტერესებული მხარე უახლოეს დღეებში გამართავს შეხვედრას სტამბოლში, რათა განიხილონ საგზაო რუკის დეტალები. ოთხმხრივ ფორმატში დაგეგმილია ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა: მარშრუტი, დაზღვევა, გემების უსაფრთხოება, პორტების განაღმვა, ასევე სამეთაურო ცენტრის შემადგენლობა. მედიის ცნობით, ამ მექანიზმის წყალობით, რომელიც ასევე დადებითად აღიქმება რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში, შესაძლებელი გახდება შავი ზღვის პორტების მიმდებარე ტერიტორიების გასუფთავება ნაღმებისგან და მარცვლეულის მარაგების მიწოდება საგარეო ბაზრებზე. სტამბოლში იგეგმება რუსეთისა და უკრაინის ურთიერთქმედების მარეგულირებელი ცენტრის შექმნა. ამ პროცესში შუამავალია თურქეთი, ხოლო კოორდინაციას გაერო ახორციელებს. ამ ინიციატივის ფარგლებში, იგეგმება 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი მანამდე მარცვლეულის დერეფნის საკითხი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის და უკრაინის პრეზიდნტებს შორის სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. თურქეთის პრეზიდენტთან საუბარში პუტინმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინის პორტებიდან თურქ პარტნიორებთან კოორდინირებულად საქონლის შეუფერხებელ საზღვაო ტრანზიტს, [მათ შორის მარცვლეულს] ხელი შეუწყოს. თურქული მედიის ცნობით, ზელენსკისთან საუბარში პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის საზღვაო ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნის პროექტს. კერძოდ, ერდოღანმა გამოხატა პოზიტიური დამოკიდებულება თურქეთის მონაწილეობის მიმართ მონიტორინგის ცენტრის ზონაში, რომლის შექმნაც რუსეთის, უკრაინისა და გაეროს მონაწილეობას ითვალისწინებს. დიპლომატიური წყაროების თანახმად, პუტინი და ზელენსკი მარცვლეულის დერეფნის გასწვრივ თანამშრომლობის საკითხებთან მიმართებით დადებითად არიან განწყობილნი. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.  

თურქეთი მზადაა საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან ტრანსკასპიური შუა დერეფნის შექმნის ინიციატივა განიხილოს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის განვითარებაში წვლილის შეტანა თურქეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. ეს განცხადება მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში მეგობარ და მოძმე ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე განაცხადა. პაატა ცაგარეშვილი: საქართველოზე, დღეს როგორც სატრანსპორტო ჰაბზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა, თუმცა გაჩნდა შანსი, რომ ჩვენი დერეფნით მეტი ტვირთი გავატაროთ „ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოებისთვის საჭიროა, გავამყაროთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის კავშირები მიმდებარე რეგიონებთან. ამ კონტექსტში სტრატეგიული მნიშვნელობისაა ჩვენი ინიციატივა „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხების განხილვას აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და, როგორც ვთქვი, ყაზახეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ამასთან, ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთს აზერბაიჯანთან განსაკუთრებით მაღალი დონის ურთიერთობა აქვს. მისი თქმით, აზერბაიჯანის ისტორიული მიწების დეოკუპაციის წყალობით სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და გრძელვადიანი სტაბილურობის პირობები შეიქმნა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეაფასა ურთიერთობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა, ბელორუსი და მოლდოვა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებთან ურთიერთობა პარტნიორობის დონეზეა. მისივე თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარების მიმართულებით, სხვა სფეროებთან ერთად ლოგისტიკა და ენერგეტიკა თურქეთისთვის წარმატებულ სფეროდ რჩება. ამასთან, თურქული მედიის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ვიზიტი თურქეთში.  

ერდოღანი: თურქეთი დამოუკიდებლად განსაზღვრავს უსაფრთხოების პრიორიტეტებს

თანამედროვე თურქეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს და განახორციელოს საკუთარი პოლიტიკური და უსაფრთხოების პრიორიტეტები. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. ერდოღანმა ასევე კომენტარი გააკეთა თურქეთის საერთაშორისო სახელწოდების Türkiye-ზე („Turkiye“) შეცვლაზე. მან აღნიშნა, რომ ოფიციალურად ძალაში შესული ინოვაციის შესაბამისად, ამიერიდან თურქეთის ყველა სახელმწიფო დაწესებულება მიმოწერაში იყენებს სახელს Türkiye (სხვადასხვა ეთნონიმების ნაცვლად თურქეთი, თურქეი, ტურქიე და ა.შ. ადრე გამოყენებული). ერდოღანი ასევე შეეხო თურქეთის წვლილს გლობალური კლიმატის კრიზისის დაძლევაში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა სერიოზულად ეკიდება „მწვანე განვითარების“ საკითხს და დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად გარემოსდაცვითი პრიორიტეტების შესაბამისად. ”2053 წლის ჩვენი ხედვის ცენტრში არის კლიმატის ცვლილების პროექტები,” - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, თურქეთი სულ უფრო მეტ ინვესტიციებს ახორციელებს განახლებადი ენერგიის წყაროებში. გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო ზომები სუფთა ტექნოლოგიების განვითარების მხარდასაჭერად, რაც შეამცირებს სამრეწველო ემისიებს. მისი თქმით, თურქეთი ასევე პრიორიტეტს ანიჭებს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ინვესტიციას სარკინიგზო და საზღვაო გზების განვითარებაში. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი ნულოვანი ნარჩენების პროექტის მეშვეობით აპირებს გადამუშავების მაჩვენებლის 60%-მდე გაზრდას. მისი თქმით, კიდევ ერთი პრიორიტეტია ტყის ფართობების გაფართოება. ”ამ გზით ჩვენ უზრუნველვყოფთ ნახშირბადის სტაბილურობას. ჩვენ მოვახდინეთ მთელი ჩვენი სახსრების მობილიზება უნივერსიტეტებიდან კვლევით ცენტრებამდე მეცნიერებასა და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მწვანე მოძრაობისთვის“, - აღნიშნა ერდორანმა.  თურქეთის ლიდერმა ეკონომიკის სფეროში მთავრობის შემდგომ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ დაიწყო თურქეთის ეკონომიკის განვითარების პროგრამა, რომელიც ინვესტიციებს, დასაქმებას, წარმოებასა და ექსპორტის ზრდას ეფუძნება.  

თურქეთს უკრაინული მარცვლეულის ყიდვა დიდი ფასდაკლებით სურს - მედია

თურქული გამოცემა Yeni Safak სოფლის მეურნეობისა და ტყის მინისტრზე ვაჰიტ კირიშჩიზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთი მიზნად ისახავს 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს უკრაინის მარცვლეული, რომელიც ახლა პორტებშია გაჩერებული. მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა „არსებობს შეთანხმება უკრაინასთან მარცვლეულის 25%-იანი ფასდაკლებით შეძენაზე, თუმცა მათ წინაშეა დილემა პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტის სახით და სურთ, რომ თურქეთმა შეასრულოს არბიტრის როლი ამ პროცესში. უკრაინაც და რუსეთიც ჩვენ გვენდობა“,- განაცხადა მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, თურქეთი, რომელიც ინტენსიურ დიპლომატიურ სამუშაოს ახორციელებს და გამოდის შუამავლის როლში უკრაინის მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით, ამ კვირას უკრაინის, რუსეთისა და გაეროს წარმომადგენლებთან ორ მნიშვნელოვან შეხვედრას ჩაატარებს. შეხვედრის მიზანი მარცვლეულისთვის „მწვანე დერეფნის“ შექმნაა. თურქული მედიის ცნობით, დიპლომატიური წყაროების თანახმად, პუტინი და ზელენსკი მარცვლეულის დერეფნის გასწვრივ თანამშრომლობის საკითხებთან მიმართებით დადებითად არიან განწყობილნი. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

ჩავუშოღლუმ „ლეგიტიმური“ უწოდა სანქციების მოხსნაზე რუსეთის მოთხოვნებს, თუკი უკრაინული მარცვლეულისთვის საერთაშორისო ბაზარი გაიხსნება

8 ივნისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლების ნება ორივე მხრიდან იგრძნობა. ჩავუშოღლუმ ლავროვს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსში უმასპინძლა. თურქული სააგენტო Anadolu-ის ცნობით, ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ხედავს გაეროს მიზანს, შექმნას გონივრული და განხორციელებადი გეგმა მარცვლეულის ექსპორტის განსაახლებლად.  „ჩვენ ვსაუბრობთ გეგმაზე (ე.წ. საკვების დერეფნის შესახებ), რომელიც მოიცავს მექანიზმს და თანამშრომლობას, რომელიც შეიძლება, შედგეს გაეროს, რუსეთს, უკრაინასა და თურქეთს შორის და რომელიც შეიძლება, მოიცავდეს გემების ზედამხედველობას“, - განმარტა ჩავუშოღლუმ. „თუ ამ გეგმას მიიღებენ რუსეთი და უკრაინა, თურქეთს შეუძლია, უმასპინძლოს შეხვედრას სტამბოლში და დეტალები განიხილოს ყველა მხარესთან“, - დაამატა უმაღლესმა დიპლომატმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის მოთხოვნას სანქციების მოხსნის შესახებ, მარცვლეულის ექსპორტის დასახმარებლად, „ლეგიტიმური“ უწოდა, თუკი უკრაინული მარცვლეულისთვის საერთაშორისო ბაზარი გაიხსნება. ჩავუშოღლუს თქმით, აუცილებელი ზომები უნდა იყოს მიღებული გემების უსაფრთხო გავლის უზრუნველსაყოფად, ასევე, უნდა გადაიდგას ნაბიჯები საბანკო ოპერაციების დაზღვევის უზრუნველსაყოფად. თურქმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო რეალური სასურსათო კრიზისის წინაშე დგას და ამ საკითხთან დაკავშირებით ლათინური ამერიკის ქვეყნების შეშფოთებაზეც მიუთითა. თავის მხრივ, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვაო პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის მიზნით თურქეთის ძალისხმევას აფასებს. მისივე განცხადებით, რუსი და თურქი სამხედროები განიხილავენ უკრაინის პორტებში ნაღმების გაწმენდას მარცვლეულის ექსპორტისთვის გზის გასათავისუფლებლად. ლავროვის მტკიცებით, რუსეთი მზადაა, სტამბოლში გაეროსთან და უკრაინასთან შეხვედრისთვის, თუმცა ასეთი შეხვედრა „სხვა არაფერი იქნება, თუ არა სიმბოლური“. დღესვე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადა, რომ 3+3“ ფორმატი კავკასიაში მოიტანს გრძელვადიან ნორმალიზაციას თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. „ჩვენ ასევე ვაფასებთ თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხს. გვსურს, მადლობა ვუთხრათ რუსეთს, ჩვენ მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ „3+3“ ფორმატის მეორე შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება და კარი ღიაა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. „თქვენ იცით, რომ თურქეთის ინიციატივით შეიქმნა 3+3 ფორმატი სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და მათი მეზობლების - თურქეთის, რუსეთისა და ირანის მონაწილეობით. პირველი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ მოსკოვში, ქართველმა კოლეგებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით მათი ნახვით“, - განაცხადა ლავროვმა.  

შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება

საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ, რომ შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება. როგორც ლინდემ აღნიშნა, ეჭვგარეშეა, რომ შვედეთი მოკავშირეებთან ერთად იდგა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.  „ჩვენმა განაცხადმა NATO-ს წევრებს შორის ფართო მხარდაჭერა მიიღო. ჩვენი მიზანია, რომ თურქეთის მიერ წამოჭრილ საკითხებზე პროგრესს კონსტრუქციული სულისკვეთებით მივაღწიოთ“, - აღნიშნავს ენ ლინდე. მედიაში გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. თურქეთი ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

ჩვენი მთავარი მიზანია სხვა მეზობლების მოზიდვა და იმ ქვეყნების პატარა კავშირის შექმნა, რომელთაც სურთ, ევროკავშირის ნაწილი გახდნენ - თურქეთის ელჩი

„ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ სხვა მეზობლების მოზიდვა და პატარა კავშირის შექმნა იმ ქვეყნებისა, რომელთაც სურთ, გახდნენ ევროკავშირის ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველო და თურქეთი ნამდვილად არიან ევროპული ქვეყნები. აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი საპარლამენტო ასამბლეის შექმნაზე შეთანხმდნენ „ჩვენს რეგიონში თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნები. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ სხვა მეზობლების მოზიდვა და პატარა კავშირის შექმნა იმ ქვეყნებისა, რომელთაც სურთ გახდნენ ევროკავშირის ნაწილი. ვთვლი, რომ საქართველო ნამდვილად არის ევროპული ქვეყანა, ისევე, როგორც თურქეთი. მჯერა, რომ ჩვენ [თურქეთი და საქართველო] დავიმსახურეთ ვიყოთ ევროკავშირის წევრები, მაგრამ ამ მოლოდინში საჭიროა ჩვენს ქვეყნებში განვავითაროთ ეს მოდელი და დავიწყოთ მისი განხორციელება. ეს პროცესი უკვე დავიწყეთ კიდეც ჩვენ ქვეყნებს შორის საზღვრების მოხსნით. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ პასპორტისა და ვიზის გარეშე გადასვლა, ასევე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა. ჩვენთვის მთავარია, რომ ერთმანეთს მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ“, - განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა IPN-ის ცნობით.  

თურქეთიდან საქართველოში მზა ტანსაცმლის ექსპორტი გაიზარდა

2022 წლის იანვარ-მარტში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თურქეთიდან საქართველოში ტანსაცმლის ექსპორტი 30,9%-ით გაიზარდა და $51,3 მილიონი შეადგინა. ინფორმაციას თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს. თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი - საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში მაისში თურქეთიდან ტანსაცმლის ექსპორტი 12,8%-ით გაიზარდა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი $8,5 მილიონი იყო. ამასთან, 2022 წლის იანვარ-მაისში მზა ტანსაცმლის ექსპორტი თურქეთიდან 15,8%-ით გაიზარდა და $8,8 მილიარდი შეადგინა. 2022 წლის მაისში თურქეთმა ექსპორტზე $1,3 მილიარდის მზა ტანსაცმელი გაიტანა, რაც 2021 წლის მაისის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია.  

თურქეთი უცხოელებისთვის ბინადრობის კვოტებს აწესებს

თურქეთის ხელისუფლება ქალაქებში მცხოვრები უცხოელი მოქალაქეებისთვის კვოტას ამცირებს. ამის შესახებ რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. „1-ელი ივლისიდან ქალაქში მცხოვრები უცხოელების წილი 25%-დან 20%-მდე შემცირდება. სულ მცირე 1200 ტერიტორია დაიკეტება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის [ამჟამინდელი კვოტის გადამეტების გამო]“, - ციტირებს Yeni Safak. ამასთან, რესპუბლიკის შსს-ს ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქალაქებში ვეღარ შეძლებენ უცხოელები ცხოვრებას. პირველად, უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის კვოტების შემოღება თებერვალში დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო სირიელი ლტოლვილების გაზრდილ ნაკადთან დაკავშირებით, რომლებიც ძირითადად დამასკოდან გარბიან.  

თურქეთი საფრანგეთს მოუწოდებს, საკანში თურქი მოქალაქის გარდაცვალებაზე განმარტება გააკეთოს

ახალი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, რომელიც თურქული მედიის ინფორმაციით, პოლიციის ანგარიშებს ეწინააღმდეგება, თურქეთი საფრანგეთს მოუწოდებს, პოლიციაში დაპატიმრების დროს თურქი მოქალაქის სიკვდილზე განმარტება გააკეთოს. „ის, რაც ახლად მიღებულ სურათებზეა ნაჩვენები, „არ შეესაბამება კანონის უზენაესობას. ამ კონტექსტში, ჩვენ ველით, რომ რაც შეიძლება მალე დადგინდება ჩვენი მოქალაქის გარდაცვალების მიზეზები. თურქეთი გააგრძელებს მოვლენებს თვალყურს ადევნებს“, - განაცხადა სპიკერმა. 35 წლის მერტერ კესკინი იანვარში, ქალაქ სელესტატში გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ტანჯუ ბილგიჩმა განაცხადა, რომ თურქული მხარე დაუკავშირდა საფრანგეთის სასამართლო ხელისუფლებას და გამოძიება მიმდინარეობს.  

ცნობილია, რა მოცულობის გაზი გაატარა TANAP-მა 4 წლის განმავლობაში

2022 წლის 12 ივნისის მდგომარეობით, ოთხი წლის განმავლობაში ტრანსანატოლიური გაზსადენით 29,7 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის იმპორტი განხორციელდა. ინფორმაცია თურქეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია BOTAŞ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. აზერბაიჯანმა 2022 წელს ექსპორტირებული გაზის მოცულობა დაასახელა TANAP გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია და აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ-დენიზის“ საბადოებიდან კასპიის ზღვით თურქეთს, ხოლო შემდეგ TAP-ის მეშვეობით ევროპას აწვდის. 2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ევროპაში მიწოდებამ 10,5 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. გაზსადენის წლიური სიმძლავრე 16,2 მილიარდი კუბური მეტრია, ე.წ. „პლატოს“ პერიოდში.  

სტოლტენბერგი: შვედეთი მზადაა, უსაფრთხოების საკითხზე თურქეთის შეშფოთება გადაჭრას

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთის მთავრობა მზად არის, თურქეთის შეშფოთება გადაჭრას. მისი თქმით, შვედეთმა „უკვე დაიწყო ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლა. პირველ ივლისს, შვედეთის ანტიტერორისტული კანონმდებლობა შეიცვლება. ქვეყნის იარაღის ექსპორტის დამოუკიდებელმა სააგენტომ განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანებასთან ერთად გადახედავს თავის პოლიტიკას. სტოლტენბერგს არ დაუკონკრეტებია, გადაწყდება თუ არა ეს საკითხი მადრიდის სამიტამდე, 28 ივნისს; თუ შვედეთის საპარლამენტო არჩევნებამდე, 11 სექტემბერს. თუმცა აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყოფენ შვედეთის უსაფრთხოების გარანტიებს, ვიდრე ის ალიანსში სრულფასოვან წევრობას მიაღწევს. შეკითხვაზე, რას მოიმოქმედებს NATO, სტოქჰოლმზე თავდასხმის შემთხვევაში, სტოლტენბერგმა პირობა დადო, რომ „წარმოუდგენელია, NATO-ს მოკავშირეებმა რეაგირება არ მოახდინონ“. შვედეთი, ნორვეგიასთან ერთად, დიდი ხანია, თანამშრომლობს NATO-სთან, მაგრამ, არაწევრ ქვეყნებზე არ ვრცელდება ალიანსის ხელშეკრულების მეხუთე მუხლი, რომელიც გულისხმობს, რომ თავდასხმა ერთ წევრზე არის თავდასხმა ყველაზე. „უსაფრთხოების პერსპექტივიდან დანახული, შვედეთი ახლა უკეთეს ადგილზეა, ვიდრე განაცხადის გაკეთებამდე”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. შვედეთში, პრემიერ-მინისტრის საზაფხულო რეზიდენციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO „მყარად და აქტიურად“ მუშაობს შვედეთთან და თურქეთთან, რათა დავა „რაც შეიძლება მალე“ გადაიჭრას. ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ნეიტრალიტეტის შემდეგ, რუსეთის შეჭრამ უკრაინში, ფინეთი და შვედეთი აიძულა, NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაეკეთებინათ. ამ ნაბიჯს თურქეთის მხრიდან პირობების წამოყენება მოჰყვა. ანკარა ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია. სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტს: თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად დიალოგს განვაგრძობთ, რათა NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინ წავიწიოთ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბულგარელ და თურქ კოლეგებთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილა

  NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს დრაგომირ ზაკოვსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარს შეხვდა. ინოფრმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, რუსეთის აგრესიის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება იყო. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რომელმაც რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. შეხვედრებზე განსაკუთრებით აღინიშნა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის დასავლეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა. ორმხრივი შეხვედრების დროს ჯუანშერ ბურჭულაძემ ბულგარელ და თურქ კოლეგებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, საუბრის თემა იყო ევროატლანტიკური მისწრაფებები და საერთაშორისო სამშვიდობო მისებში საქართველოს წვლილი. ჰულუს აკართან საუბრის დროს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა. მან თურქ კოლეგას გააცნო თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები; ისაუბრა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელებაში თურქეთის წვლილზე, პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობაზე. ჯუანშერ ბურჭულაძემ და დრაგომირ ზაკოვმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, საუბარი შეეხო ნატოში გაწევრიანების გზაზე ბულგარეთის მხარდაჭერას. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს, ქართველი სამხედროების წვრთნისა და განათლების ხელშეწყობას. NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში საქართველო NATO-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა NATO-ს შტაბ-ბინაში მიმდინარეობს. 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მეთაურთა მესამე შეხვედრა ხელს შეუწყობს უკრაინაში მძიმე იარაღის მიწოდების გაფართოებას - იერმაკი ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. „რამშტეინი 3“) შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე, 23 მაისს, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე (გერმანია) უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის მეორე შეხვედრა 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების დონეზე გაიმართა. უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევის ასეთი ინსტრუმენტი შეერთებული შტატების ინიციატივით შეიქმნა.

ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. ელჩის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა რჩება რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის წინაპირობად. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა, ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია. მთავრობის მეთაურმა თურქ დიპლომატს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.  ასევე წაიკითხეთ: თურქეთის ელჩის თანამდებობაზე ფატმა ჯერენ იაზგანს ალი კაან ორბაი შეცვლის  

ერდოღანი NATO-ს, შვედეთისა და ფინეთის შესახებ „მტკიცებულებებს“ წარუდგენს - თურქული მედია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი NATO-ს მადრიდის მომავალ სამიტზე, ქურთისტანის მუშათა პარტიისადმი (PKK) შვედეთის და ფინეთის ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, დოკუმენტებს წარადგენს. თურქული გაზეთის Sabah-ის ცნობით, ერდოღანი წარადგენს სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ოპერაციების დროინდელ „მტკიცებულებებს“, მათ შორის შვედური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო იარაღის AT-4-ის ფოტოებს და სერიულ ნომრებს. თურქეთის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ NATO ვერ დაამყარებს მოკავშირის დონეზე ურთიერთობებს ფინეთთან და შვედეთთან, სანამ ეს მტრული პოზიცია გაგრძელდება, წერს გაზეთი. გაზეთის ინფორმაციით, ერდოღანი სამიტის დღის წესრიგში ასევე დააყენებს საბერძნეთთან დაძაბული ურთიერთობების საკითხს. მადრიდში NATO-ს სამიტs 28-30 ივნისს უმასპინძლებს. მოკავშირეები განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს თქვენი გაწევრიანების გზაზე NATO-ში. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის თურქეთის შეშფოთება ტერორისტული ჯგუფის PKK-ის მიმართ. ასე რომ, მე მჭიდრო კავშირში ვრჩები თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, შვედეთთან და ჩვენს მოკავშირე თურქეთთან“, - მიმართა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრეზიდენტს, 12 ივნისს. „NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებები ისტორიულია. თქვენ დიდი ხანია, ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ. თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიები, ქმედუნარიანი სამხედროებით. NATO-ში თქვენი წევრობა გაზრდის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. თქვენ დიდი ხანია, ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ. თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიები, ქმედუნარიანი სამხედროებით. NATO-ში თქვენი გაწევრიანება გაზრდის საერთო უსაფრთხოებას. ფინელი ჯარისკაცები მონაწილეობენ NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში.  ახლა კი მოკავშირეები განიხილავენ შემდეგ ნაბიჯებს თქვენი გაწევრიანების გზაზე NATO-ში. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის თურქეთის შეშფოთება ტერორისტული ჯგუფის PKK-ის მიმართ. ასე რომ, მე მჭიდრო კავშირში ვრჩები თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, შვედეთთან და ჩვენს მოკავშირე თურქეთთან.ჩემი თანამშრომლები ასევე აგრძელებენ მჭიდრო დიალოგს სამივე ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად, რათა წინ წავიწიოთ თქვენი გაწევრიანების გზაზე. შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება ასე რომ, პრეზიდენტი ნიინისტო, NATO და ფინეთი იზიარებენ საერთო ღირებულებებს და საერთო ინტერესებს. NATO-სთვის მნიშვნელოვანია ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოება. ბევრმა მოკავშირემ უკვე გამოხატა თავისი ვალდებულება თქვენი უსაფრთხოების მიმართ. NATO ფხიზლად რჩება. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ამ რეგიონში. როგორც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენი წვთნები - BALTOPS მიმდინარეობს 7000-ზე მეტი ძალით NATO-ს 14 მოკავშირიდან, ფინეთიდან და შვედეთიდან, რომლებიც მხარდამხარ ვარჯიშობენ. ფინეთის და შვედეთის ძალები ასევე მონაწილეობენ NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის წვრთნებში ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში. ეს არის NATO-ს ერთგულების ძლიერი დემონსტრირება ამ სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონის მიმართ“, - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. თურქეთი ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია.

ანკარა: შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება

ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება და მადრიდში NATO-ს მოახლოებული სამიტი ამ შემთხვევაში ბოლო წერტილი არ არის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა ბრიუსელში,  NATO-ს შტაბ-ბინაში ორი სკანდინავიური ქვეყნის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სტოლტენბერგი: შვედეთი მზადაა, უსაფრთხოების საკითხზე თურქეთის შეშფოთება გადაჭრას „როგორც ადრე აღვნიშნეთ, NATO-ს სამიტი (მადრიდში) ჩვენთვის არ არის გარდამტეხი ან საბოლოო წერტილი. ამიტომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება. ამის შესახებ ჩვენს თანამოსაუბრეებს ფინეთიდან და შვედეთიდან ღიად ვუთხარით“, - განაცხადა კალინმა.   თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ თურქეთი ელის, რომ შვედეთი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ტერორისტული დაჯგუფების PKK-ის საქმიანობის წინააღმდეგ. ამასთან, პრესმდივანმა დასძინა, რომ შვედეთის ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გარკვეული განცხადებები უკვე გააჟღერა.   თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ასევე მოუწოდა შვედეთს და ფინეთს, აღკვეთონ მათ ტერიტორიაზე ნებისმიერი თანხების შეგროვება PKK-სთვის. ასევე მისი საქმიანობა და თურქეთის წინააღმდეგ პროპაგანდა.   NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინიციატივით, ბრიუსელში, ბლოკის შტაბ-ბინაში თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებს შორის, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით მოლაპარაკებები გაიმართა.  ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ნეიტრალიტეტის შემდეგ, რუსეთის შეჭრამ უკრაინში, ფინეთი და შვედეთი აიძულა, NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაეკეთებინათ. ამ ნაბიჯს თურქეთის მხრიდან პირობების წამოყენება მოჰყვა. ანკარა ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია. სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტს: თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად დიალოგს განვაგრძობთ, რათა NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინ წავიწიოთ

ბენეტი: ისრაელმა და თურქეთმა ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს

პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ისრაელისა და თურქეთის უშიშროების წარმომადგენლები თურქეთში ისრაელის მოქალაქეებზე ტერორისტული თავდასხმების აღსაკვეთად ერთად მუშაობდნენ. მისი თქმით, ოპერატიულმა ძალისხმევამ თურქეთის უსაფრთხოების ძალებთან ერთად, შედეგი გამოიღო. „ბოლო დღეებში, ისრაელ-თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ჩავახშეთ არაერთი თავდასხმა და თურქეთის მიწაზე რამდენიმე ტერორისტიც დააკავეს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა. მას თავდასხმების, დაკავებულთა რაოდენობის ან ტერორისტების შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე თურქეთს ხაშოგის მკვლელობის შემდეგ პირველად ეწვევა

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამად ბინ სალმანი თურქეთს ხაშოგის მკვლელობის შემდეგ პირველად ეწვევა. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს მოჰამედ ბინ სალმანთან, რომელიც დაზიანებული კავშირების გამოსწორებას ისახავს მიზნად. BBC წერს, რომ ვიზიტი ხორციელდება მაში, როცა თურქეთი ეძებს ინვესტიციებს და დახმარებას, რათა ეკონომიკურ კრიზისს გაუმკლავდეს. ამავდროულად, პრინც მუჰამედს საერთაშორისო იზოლაციის დასრულება სურს. პრინცი ასევე ეწვია იორდანიასა და ეგვიპტეს ამ კვირაში ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში და მომავალ თვეში, აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება. შეგახსენებთ, ერდოღანმა ირიბად დაადანაშაულა პრინცი ხაშოგის მოკვლის ბრძანებაში. თავის მხრივ, მუჰამად ბინ სალმანმა მკვლელობაში რაიმე სახის მონაწილეობა უარყო. ხაშოგი, აშშ-ში დაფუძნებული „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველი და პრინც მუჰამედის ცნობილი კრიტიკოსი იყო. ბოლოს, სტამბოლის საკონსულოში შესვლისას, 2018 წლის 2 ოქტომბერს ნახეს. გაეროს გამომძიებელმა დაასკვნა, რომ ის „სასტიკად მოკლა" საუდის არაბეთის აგენტების 15-კაციანმა ჯგუფმა, რომელიც რიადიდან გაგზავნეს და რომ მისი ცხედარი დანაწევრებული იყო. მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, საუდის არაბეთის სასამართლომ ხუთი ადამიანი დამნაშავედ ცნო მკვლელობაში უშუალო მონაწილეობისთვის და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მოგვიანებით, მსჯავრი 20 წლით თავისუფლების აღკვეთით შეიცვალა, ხოლო შვიდიდან სამს 10 წლამდე პატიმრობა მკვლელობის დაფარვისთვის მიესაჯა. აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის თანახმად, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის სანქცია გასცა. ერდოღანი საუდის არაბეთს, ხაშოგის მკვლელობის შემდეგ პირველად, მაისში ეწვია.  

თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთთან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე პროგრესს მიაღწია

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ დღეს მოსკოვში უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ექსპორტის განბლოკვის შესახებ მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ უკრაინული მედია Milliyet-ზე დაყრდნობით იუწყება. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა „კონსტრუქციულ და ძალიან პოზიტიურ ატმოსფეროში" გაიმართა. თურქული მხარის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეები უკრაინისა და გაეროს მონაწილეობით ოთხმხრივი მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა და თურქეთმა ასევე განიხილეს ბლოკირებული უკრაინის პორტებიდან ტვირთების კომერციული გემებით გატანისა და ბორისპოლის აეროპორტში თურქული თვითმფრინავების უსაფრთხო დაბრუნების საკითხი. რაც შეეხება კიევის, მოსკოვის, ანკარისა და გაეროს წარმომადგენლების ოთხმხრივ შეხვედრას, ის სავარაუდოდ „უახლოეს კვირებში“ უნდა გაიმართოს.  შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს.  ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.  

ჯებრაილში ენერგეტიკული დერეფანი - აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროპა იქმნება

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, „ჯებრაილის ენერგეტიკული კვანძის“ პროექტის ფარგლებში, ენერგეტიკული დერეფანი აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროპა იქმნება. ამის შესახებ, აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის მიერ „მწვანე ენერგიის“ ზონის შესახებ შემუშავებულ დოკუმენტშია ნათქვამი, რომლის თანახმადაც შესაბამისი პროექტები 2022-2026 წლებში უნდა განხორციელდეს. გეგმის თანახმად, ღია სააქციო საზოგადოება „აზერენერჯიმ“ ქვეყნის ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად 2022-2026 წლებში „ჯებრაილის ენერგეტიკული კვანძის“ პროექტის განხორციელება უნდა უზრუნველყოს. ცნობისათვის, ქალაქი ჯებრაილი, აზრბაიჯანის იურისდიქციაში სომხეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ 2020 წლის ოქტომბერში მოექცა.   

თურქეთი „მარცვლეულის დერეფნის“ ამოქმედებას იმედოვნებს და მზადააა, სტამბოლში მოლაპარაკებებს უმასპინძლოს

შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში უკრაინიდან „მარცვლეულის დერეფანი“ სამიდან ოთხ კვირაში ამოქმედდება, უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა და საგარეო საქმეთა საკითხებში მრჩეველმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ უკრაინა სამართლიანად ცდილობს, არ მოხსნას ნაღმების ბარიერები, რომლებიც დამონტაჟდა ოდესის პორტის დასაცავად, იმის შიშით, რომ რუსეთი მას თავს დაესხმება. ლიზ ტრასი: უკრაინული პორტები უნდა იყოს დაცული, თუ მარცვლეულის კრიზისი არ მოგვარდება, შესაძლოა, გამანადგურებელი შედეგები ვიხილოთ მისივე განცხადებით, „მარცვლეულის დერეფნის“ გახსნას სამიდან ოთხ კვირამდე დასჭირდება, მაგრამ ამ პროცესის დაწყების მთავარი ფაქტორი არის შეთანხმება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მიღწეული უკრაინასა და რუსეთს შორის. ამ მიზნით, სტამბოლი მზადაა, თურქეთ-უკრაინა-რუსეთი-გაეროს ფორმატში შეხვედრას უმასპინძლოს. „მათ შესთავაზეს უსაფრთხო დერეფანი. ამასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩვენ გვინდა, რომ შეხვედრა სტამბოლში რაც შეიძლება მალე გავმართოთ“, - აღნიშნა ერდოღანის პრესსპიკერმა. უკრაინული მედია წერს, რომ რუმინეთი იღებს ზომებს, რათა გაზარდოს უკრაინული მარცვლეულის მიწოდება თავისი ტერიტორიით და შეამციროს გლობალური შიმშილის საფრთხე. გერმანიამ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, ახალი გადაწყვეტილება დააანონსა გარდა ამისა, 20 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის რკინიგზა მარცვლეულის ექსპორტში უკრაინის დახმარებას გეგმავს. შესაბამისი საცდელი ოპერაციები, სავარაუდოდ, 2022 წლის ივლისში შესრულდება. შესაბამისი განცხადება უკრაინაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ანკა ფელდჰუსენმა ონლაინ ბრიფინგზე გააკეთა. ფელდჰუსენის თქმით, უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი ოდესის პორტებით ახლა შეუძლებელია და ვითარდება სხვადასხვა საექსპორტო გადაწყვეტილა უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გავლით. ინფორმაციისთივის, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს.  ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. 8 ივნისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლების ნება ორივე მხრიდან იგრძნობა. ჩავუშოღლუმ ლავროვს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსში უმასპინძლა. თურქული სააგენტო Anadolu-ის ცნობით, ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ხედავს გაეროს მიზანს, შექმნას გონივრული და განხორციელებადი გეგმა მარცვლეულის ექსპორტის განსაახლებლად.  „ჩვენ ვსაუბრობთ გეგმაზე (ე.წ. საკვების დერეფნის შესახებ), რომელიც მოიცავს მექანიზმს და თანამშრომლობას, რომელიც შეიძლება, შედგეს გაეროს, რუსეთს, უკრაინასა და თურქეთს შორის და რომელიც შეიძლება, მოიცავდეს გემების ზედამხედველობას“, - განმარტა ჩავუშოღლუმ. „თუ ამ გეგმას მიიღებენ რუსეთი და უკრაინა, თურქეთს შეუძლია, უმასპინძლოს შეხვედრას სტამბოლში და დეტალები განიხილოს ყველა მხარესთან“, - დაამატა უმაღლესმა დიპლომატმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის მოთხოვნას სანქციების მოხსნის შესახებ, მარცვლეულის ექსპორტის დასახმარებლად, „ლეგიტიმური“ უწოდა, თუკი უკრაინული მარცვლეულისთვის საერთაშორისო ბაზარი გაიხსნება. ჩავუშოღლუს თქმით, აუცილებელი ზომები უნდა იყოს მიღებული გემების უსაფრთხო გავლის უზრუნველსაყოფად, ასევე, უნდა გადაიდგას ნაბიჯები საბანკო ოპერაციების დაზღვევის უზრუნველსაყოფად. უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტისთვის ორი მარშრუტი შეადგინა თურქმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო რეალური სასურსათო კრიზისის წინაშე დგას და ამ საკითხთან დაკავშირებით ლათინური ამერიკის ქვეყნების შეშფოთებაზეც მიუთითა. თავის მხრივ, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვაო პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის მიზნით თურქეთის ძალისხმევას აფასებს. უკრაინა გაეროს ხელმძღვანელობით, მარცვლეულის ექსპორტისთვის „საზღვაო ოპერაციაზე“ მუშაობს მისივე განცხადებით, რუსი და თურქი სამხედროები განიხილავენ უკრაინის პორტებში ნაღმების გაწმენდის საკითხს მარცვლეულის ექსპორტისთვის გზის გასათავისუფლებლად. ლავროვის მტკიცებით, რუსეთი მზადაა, სტამბოლში გაეროსთან და უკრაინასთან შეხვედრისთვის, თუმცა ასეთი შეხვედრა „სხვა არაფერი იქნება, თუ არა სიმბოლური“. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

17-28 ოქტომბერს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩატარდება. Eternity (Eternity)-2022-ის დაგეგმვის შესახებ პირველი შეხვედრა თურქეთში, პირველი არმიის სამეთაურო შტაბში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქულმა მხარემ გაავრცელა.   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო სწავლება ETERNITY 2021-ის სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე, აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობისამაღლებას ითვალისწინებს.   საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 გასულ წელს ჩატარდა. ყოველწლიურ სწავლებაში სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი მონაწილეა ჩართული.

ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და მუხტარ ტლეუბერდიმ ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ბაქოს დეკლარაციას მოაწერეს ხელი. აღსანიშნავია, რომ ხელმოწერის ცერემონიას აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ კარაისმაილოღლუ და ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი კაირბეკ უსკენბაევი ესწრებოდნენ. 27 ივნისს ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.  

ანტალიაში, უძრავი ქონების შესყიდვაში, რუსეთისა და ირანის მოქალაქეები დაწინაურდნენ

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (2017-2021) უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა თურქეთში, ანტალიაში 41,7 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი შეიძინეს. თურქეთის სამხრეთ ნაწილში, უძრავი ქონების შესყიდვის კუთხით უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შორის პირველ სამეულში  რუსეთი, ირანი და გერმანია არიან. უძრავი ქონების სააგენტო Helmann-ის თავმჯდომარემ, სელმან ოზგუნმა, Anadolu Agency-ს განუცხადა, რომ ანტალია თურქეთში უძრავი ქონების ინვესტიციების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რეგიონია. ამ მაჩვენებლის მიხედვით, თურქეთის „ტურისტული დედაქალაქი“ მხოლოდ სტამბოლს ჩამორჩება. რეგიონი ასევე ლიდერობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და აქ განთავსებული კომპანიების დამფუძნებლების რაოდენობით, განაცხადა ოზგუნმა. „100-ზე მეტი პირდაპირი რეისი სრულდება ანტალიიდან ათობით ქვეყანაში. მუდმივად საცხოვრებლად აქ ხალხი მსოფლიოს მრავალი კუთხიდან მოდის. ადგილობრივი და გლობალური ბრენდების ინვესტიციები არ წყდება“, - განაცხადა ოზგუნმა. მისივე თქმით, ანტალიის თავისებურებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ინვესტორები რეგიონში უძრავ ქონებაში ინვესტირებას ამჯობინებენ. 2017 წლიდან 2021 წლამდე უცხოელებმა ქვეყნის მასშტაბით 206 768 უძრავი ქონება შეიძინეს, საიდანაც 20,2% ანტალიაშია.  

თურქეთის პროვინციებში სტიქიის გამო განგაშის „წითელი კოდი“ გამოცხადდა

თურქეთში, კასტამონუს პროვინციაში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო. ღამის საათებში წყალმა სახლები დატბორა. დააზიანა ინფრასტრუქტურა. გაანადგურა პარკები და ბაზარი. განხორციელდა სამი სოფლის ევაკუაცია. უხვი ნალექის გამო თურქეთის ჩრდილოეთ პროვინციებში განგაშის „წითელი კოდია“ გამოცხადებული.  

თურქული კომპანია უკრაინას, უპილოტო საფრენ აპარატებს უსასყიდლოდ გადასცემს

თურქული კომპანია „ბაიკარი“ უკრაინას სამ უპილოტო საფრენ აპარატ „ბაირაქტარს“ უფასოდ გადასცემს. ლიეტუვამ უკრაინისთვის გადასაცემად უპილოტო საფრენი აპარატები იყიდა „ბაიკარისთვის“ ცნობილი გახდა, რომ კამპანიამ, „სახალხო ბაირაქტარმა” წარმატებით შეაგროვა თანხა უკრაინელებისთვის სამშობლოს დასაცავად სამი უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar TV2-ის, გადასაცემად. კომპანიისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული თანხა შეგროვდა ბიზნესმენებისა და რიგითი მოქალაქეების ძალისხმევით. „კომპანია „ბაიკარი“ უფასოდ გაგზავნის სამ უპილოტო საფრენ აპარატს უკრაინულ ფრონტზე. ჩვენ ვთხოვთ, რომ სანაცვლოდ, შეგროვილი თანხა მოხმარდეს უკრაინელი ხალხის ბრძოლას “, – აღნიშნულია განცხადებაში. უკრაინული მედიის ცნობით, თურქული კომპანიის ეს საჩუქარი $15 მილიონი ღირს.  

თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

BBC-ის ცნობით, თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტოს, შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდელენა ანდერსონის და NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ოთხმხრივი შეხვედრა მადრიდში, NATO-ს სამიტის დაწყებამდე გაიმართა. ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, რომ გარღვევა მოხდა მას შემდეგ, რაც „სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ მემორანდუმს ერთმანეთის უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების წინააღმდეგ სრული მხარდაჭერის გასამყარებლად". მემორანდუმი დასტურებს, რომ მადრიდის NATO-ს სამიტზე თურქეთი მხარს დაუჭერს ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას. „დღეს მადრიდში, NATO-ს სამიტის დაწყებამდე, შეხვედრა გვქონდა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრ, მაგდალენა ანდერსონთან, NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შუამავლობით. ამ შეხვედრის შედეგად ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამმხრივ მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს, რომ თურქეთი ამ კვირაში მადრიდის სამიტზე მხარს დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის მოწვევას ალიანსში. კონკრეტულ ნაბიჯებზე NATO-ს მოკავშირეები შეთანხმდებიან მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ახლა გარდაუვალია. ჩვენ გავხდებით NATO-ს მოკავშირეები და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ვალდებულებას. ბოლო კვირების განმავლობაში თურქეთი ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამდა. ფინეთი მუდმივად სერიოზულად ეკიდებოდა ამ შეშფოთებას. ფინეთი გმობს ტერორიზმს მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით. როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი სრულად დაიცავს NATO-ს დოკუმენტებსა და პოლიტიკას კონტრტერორიზმის შესახებ.  როდესაც ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ, იარაღის ექსპორტისა და ექსტრადიციების საკითხებში, ბუნებრივია, ფინეთი აგრძელებს მუშაობას თავისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მოხარული ვარ, რომ დავასრულეთ ეს ეტაპი NATO-ში ფინეთის წევრობის გზაზე. ახლა მოუთმენლად ველი ნაყოფიერ საუბრებს NATO-ში ფინეთის როლზე ჩვენს მომავალ მოკავშირეებთან აქ, მადრიდში“, - აღნიშნულია ფინეთის პრეზიდენტის განცხადებაში. „მე მტკიცედ მივესალმები ამ სამმხრივი მემორანდუმის ხელმოწერას და მტკიცედ მივესალმები კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც სამივე ქვეყანამ გამოიჩინა მოლაპარაკებების დროს. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება კარგია ფინეთისა და შვედეთისთვის, კარგია NATO-სთვის და კარგია ევროპის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა თავის მხრივ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. სამიტამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების შესახებ ყველა მოკავშირის შეშფოთება უნდა იყოს გათვალისწინებული, თურქეთის შეშფოთება ლეგიტიმურია და მისი მიზეზები უნდა განიხილებოდეს. „ჩვენ ახლა ერთად ვმუშაობთ შვედეთს, ფინეთსა და ჩვენს მოკავშირე თურქეთს შორის შეთანხმებაზე, რათა შემდგომ აღმოვფხვრათ უსაფრთხოების საკითხებზე შეშფოთების მიზეზები, მათ შორის იარაღის ექსპორტსა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.    გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადები NATO-ში გაწევრიანებაზე ისტორიულია და რომ მათი გაწევრიანება გააძლიერებს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას.   თავის მხრივ, ანდერსონმა დაამატა, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადებმა მიიღო ძალიან ფართო მხარდაჭერა NATO-ს მოკავშირეებისგან.   „შვედეთი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, მაგრამ NATO-ში კონსენსუსია საჭირო. ჩვენი დაუცველობა გარე საფრთხეების მიმართ იზრდება, ვიდრე ოფიციალურად არ გავხდებით წევრები. ამ გაურკვევლობის საპასუხოდ, რამდენიმე მოკავშირემ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნორვეგიამ და დანიამ შვედეთს მკაფიო მხარდაჭერა აღუთქვეს. ამისათვის ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ. თურქეთმა წამოაყენა რამდენიმე საკითხი შვედეთისა და ფინეთის განაცხადებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, ფინეთთან და NATO-სთან ერთად მივაღწიოთ შეთანხმებას. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს ამ შაბათს. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო კარგი და კონსტრუქციული საუბარი“, - განაცხადა ანდერსონმა.    ანკარა ოფიციალურად ითხოვდა: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთების მიზეზები ვერ აღმოიფხვრება

სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს და შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის შეხვედრა მადრიდში, სამშაბათს (2022 წლის 28 ივნისს), NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შუამავლობით. ამ შეხვედრაზე ლიდერები შეთანხმდნენ სამმხრივ მემორანდუმზე, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოების საკითხებზე თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მიზეზების აღმოფხვრას, რაც გზას გაუხსნის ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა - თურქეთიდან - მევლუთ ჩავუშოღლუმ, ფინეთიდან - პეკა ჰაავისტომ და შვედეთიდან - ენ ლინდემ, სამივე სახელმწიფოს ლიდერის და გენერალური მდივნის თანდასწრებით. თურქეთის, ფინეთის და შვედეთის მთავრობები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმდ მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის შეფასებით, NATO-ს ღია კარის პოლიტიკამ ისტორიული წარმატებას მიაღწია. თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს „ჩვენ ახლახან დავასრულეთ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან, პრეზიდენტ ნიინისტოსთან და პრემიერ-მინისტრ ანდერსონთან. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ახლა გვაქვს შეთანხმება, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას. თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ეხება თურქეთის შეშფოთების მიზეზების აღმოფხვრას, მათ შორის იარაღის ექსპორტისა და ტერორიზმთან ბრძოლის გარშემო. არცერთ მოკავშირეს არ განუცდია უფრო სასტიკი ტერორისტული თავდასხმები, ვიდრე თურქეთს, მათ შორის ტერორისტული ჯგუფის, PKK-ის მხრიდან. თურქეთის, ფინეთის და შვედეთის მთავრობები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც NATO-ს მოკავშირეები, ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას, სრულად დაუჭირონ მხარი თურქეთს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის წინააღმდეგ. ეს მოიცავს მათი შიდა კანონმდებლობის შემდგომ შესწორებებს, PKK-ის საქმიანობის ჩახშობას; ექსტრადიციის შესახებ შეთანხმების გაფორმებას თურქეთთან. ჩვენ მიერ ერთად მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, თურქეთი დათანხმდა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას NATO-ში. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ერდოღანს, პრეზიდენტ ნიინისტოს და პრემიერ-მინისტრ ანდერსონს დღევანდელი მოლაპარაკებების კონსტრუქციული სულისკვეთებისთვის. NATO-ს ღია კარის პოლიტიკამ ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიღება მათ უფრო უსაფრთხოს, NATO-ს უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს უფრო უსაფრთხოს გახდის. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვაწყდებით უსაფრთხოების უდიდეს კრიზისს ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

თურქეთში, ხოფასთან ავტობანზე კლდის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

დღეს, თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა. თურქული გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.  შემთხვევა საზღვრისპირა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე, დაახლოებით დილის 8 საათისათვის მოხდა. ამ დროისათვის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. სტიქიის ადგილას კი მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.  

ერდოღანის თქმით, შვედეთმა 73 „ტერორისტის“ ექსტრადირების პირობა დადო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვლავ გამოდის გაფრთხილებით, რომ თურქეთს შეუძლია, დაბლოკოს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ ანკარის მოთხოვნა ტერორიზმში ეჭვმიტანილების ექსტრადაციის შესახებ. ერდოღანმა დაამატა, რომ შვედეთი დაჰპირდა თურქეთს 73 „ტერორისტის“ ექსტრადირებას და ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) დაფინანსების ჩახშობას. ერდოღანი: მემორანდუმი შვედეთთან და ფინეთთან თურქეთის დიპლომატიური გამარჯვებაა 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს 5 ივლისს მოეწერება ხელი.  სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

თურქეთი თურქმენეთთან სავაჭრო ბრუნვის $10 მილიარდამდე გაზრდას გეგმავს

თურქმენეთში თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუატ ოქტაის ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი შეთანხმებები გაფორმდა. ვიცე-პრეზიდენტი ოქტაი და თანმხლები დელეგაცია თურქმენეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ბატირ ატდაევს თურქმენეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეხვდნენ. შეხვედრაზე ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და განათლების საკითხები განიხილეს. შეხვედრის დასასრულს კი ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ადგილობრივი პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში, ოქტაიმ განაცხადა: „ჩვენი ურთიერთობა აქამდე კარგი იყო, მაგრამ ამიერიდან ის კვლავაც გაგრძელდება. ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკურ, სავაჭრო, სატრანსპორტო, კულტურულ და სოციალურ სფეროებში კიდევ უფრო გაიზრდება“. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მხარეებმა ხელი მოაწერეს 72 პუნქტიან შეთანხმებას სხვადასხვა მიმართულებით: „ეს არის საგზაო რუკა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვახორციელოთ ჩვენი მიზანი და $5 მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა  $10 მილიარდის მოცულობამდე გავზარდოთ“, - განაცხადა ოქტაიმ.  

თურქეთმა „ამერიკის ხმას“ და „დოიჩე ველეს“ მაუწყებლობა დაუბლოკა

აშშ-ის რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ და გერმანიის „დოიჩე ველეს“ თურქულენოვანი სამსახურების მაუწყებლობაზე თურქეთის მედიის კონტროლის ორგანომ, წვდომა შეაჩერა. რასაც მოჰყვა ბრალდება, რომ თურქეთში მედიას ცენზურას უწესებენ. თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის უზენაესმა საბჭომ აამოქმედა თებერვლის გადაწყვეტილება, რომელიც უცხოურ მედიას, რომელიც თურქულ ენაზე მაუწყებლობს ინტერნეტით, ავალდებულებს, განაცხადი შეიტანოს მაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად. 30 ივნისს, გვიან საღამოს, სასამართლომ ანკარაში გადაწყვეტილება მიიღო, სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფ „ამერიკის ხმას“ და „დოიჩე ველეს“ შეეზღუდოთ წვდომა ვებსაიტებზე. თავის განცხადებაში, „დოიჩე ველე“ იტყობინება, რომ მას არ შეუსრულებია ლიცენზიის მოპოვების მოთხოვნა, რადგან ეს „თურქეთის მთავრობას ნებას მისცემდა, სარედაქციო შინაარსისთვის ცენზურა დაეწესებინა“. გენერალურმა დირექტორმა პეტერ ლიმბურგმა თქვა, რომ ამის შესახებ დაწვრილებით აუხსნეს თურქეთის რადიო და ტელევიზიის საბჭოს. საბჭოს წევრმა, ილჰან თასქიმ, რომელიც თურქეთის მთავარ ოპოზიციურ, რესპუბლიკურ სახალხო პარტიაში ირიცხება, განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია ორი უცხოური მაუწყებლის ბლოკირებისა. საბჭოში უმრავლესობა აქვთ თურქეთის მმართველ პარტიის წარმომადგენლებს და მის ნაციონალისტ მოკავშირეებს. საბჭო ხშირად აჯარიმებს კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს. თურქეთის ჟურნალისტთა კავშირმა გადაწყვეტილებას ცენზურა უწოდა. „შეწყვიტეთ მცდელობები, აკრძალოთ ყველაფერი, რაც არ მოგწონთ, ეს საზოგადოება თავისუფლებას ითხოვს“, - დაწერა მან ტვიტერით. თებერვალში გამოცხადდა, რომ საბჭომ გამოავლინა სამი საიტი, რომლებსაც არ ჰქონდათ ლიცენზიები. მათ შორის Euronews-ი, რომელიც ამტკიცებდა, რომ არ მაუწყებლობს პირდაპირ თურქულ ენაზე, არ ავრცელებს ვიზუალურ ბიულეტენებს და ამიტომ მას არ ეხება ლიცენზიის მოთხოვნა. თებერვალში „ამერიკის ხმა“ აღნიშნავდა, რომ მაშინ, როცა მაუწყებლობის ლიცენზირება ნორმაა, რადგან ეთერი შეზღუდული რესურსია, ინტერნეტს არ აქვს შეზღუდული გამტარობა. „ინტერნეტში გავრცელებისთვის ლიცენზირების მოთხოვნის ერთადერთი შესაძლო მიზანი არის ცენზურის აღსრულება“, - ნათქვამია „ამერიკის ხმის“ განცხადებაში. რაც შეეხება მაუწყებლობას, „მთავრობებს აღიარებული პასუხისმგებლობა აკისრიათ სპექტრის რეგულირებაზე, რათა უზრუნველყონ მისი გამოყენება ფართო საზოგადოების ინტერესებში“, - აღნიშნულია განცხადებაში. თბერვალში, როდესაც ლიცენზირების რეგულაცია გამოქვეყნდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ტვიტერში დაწერა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია საბჭოს გადაწყვეტილებით, გააფართოოს მთავრობის კონტროლი თავისუფალ მედიაზე. საპასუხოდ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თანჩუ ბილგიჩმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა თურქეთის სახელმწიფო ინგლისურენოვანი მაუწყებლის, TRT World-ის რეგისტრაცია „უცხოურ აგენტად“ კანონის მიხედვით, რომელიც განკუთვნილია უცხოური მთავრობებისთვის მომუშავე ლობისტებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმებისთვის. 2021 წელს, Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით, თურქეთი შეფასდა "არათავისუფალ" ქვეყნად, სადაც დაბლოკილია ასობით ათასი დომენი და ვებმისამართი. ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, თურქეთს 180 ქვეყნიდან 149-ე ადგილი მიაკუთვნა პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში და თქვა, რომ „ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენება კრიტიკის დასაძლევად“, მათ შორის ჟურნალისტებისთვის პრესბარათების ჩამორთმევა, ინტერნეტცენზურა, სასამართლო პროცესები და დაპატიმრებები.  

თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ

1-ელ ივლისს ვენაში, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩის სერდარ კილიჩისა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, რუბენ რუბინიანის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. მხარეები, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, თურქეთსა და სომხეთს შორის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე შეთანხმდნენ და ამ კუთხით საჭირო პროცედურების დაჩქარებას გეგმავენ. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყება ტვირთების პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირება. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს სხვა შესაძლო კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას ორმხრივი ურთიერთობების სრული ნორმალიზაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად და დაადასტურეს მათი განზრახვა გააგრძელონ ნორმალიზაციის პროცესი წინაპირობების გარეშე, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. ესკო-ს ოპერატიული მონაცემებით, ივნისში ექსპორტზე 350.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა. მიწოდება ძირითადად თურქეთისთვის მოხდა - 295.4 მლნ კვტ.საათის მოცულობით, დანარჩენი 54.67 მლნ კვტ.სთ - სომხეთში გავიდა. ექსპორტის მაჩვენებელი ახლოსაა ელექტროენერგიის ბალანსის ბოლო ცვლილებებთან. 15 ივნისს ბალანსში განხორციელებული ცვლილებით, ივნისში ექსპორტი 347 მლნ კვტ.სთ უნდა ყოფილიყო. ეკონომიკის სამინისტროს აქვს მოლოდინი, რომ 2022 წელს ექსპორტზე 667,6 კვტ.სთ ელექტროენერგია გავა. მათ შორის, ივლისში 48.5 მლნ კვტ.სთ-ს გატანაა ნავარაუდევი, თუმცა მოლოდინია, რომ მიმდინარე თვეში ექსპორტის მაჩვენებელი დაგეგმილს გადააჭარბებს.  

ირანი მზადაა, სირია-თურქეთს შორის დაძაბულობის შესამსუბუქებლად პოლიტიკური გადაწყვეტის გზები მოიძიოს

ირანი მუშაობს პოლიტიკური გადაწყვეტისთვის, რათა თურქეთსა და სირიას შორის დაძაბულობა შემცირდეს. ამ მიზნით, სირიაში ჩავიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი. „ჩვენ ყველა ძალისხმევას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სამხედრო ოპერაცია არ განხორციელდეს“, - განაცხადა ირანელმა დიპლომატმა და დაამატა, რომ დიპლომატიური გადაწყვეტის შესახებ ასევე ისაუბრა თურქეთის ოფიციალურ პირებთან. „მზად ვართ დაგეხმაროთ ამ კუთხით“, - აღნიშნა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა სირიელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისალ ალ-მოქდადმა განაცხადა, რომ დამასკო მიესალმა ირანის ძალისხმევას. ანკარამ პირობა დადო, რომ ახალ შეტევას განახორციელებს ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიებზე, რათა „განდევნოს ქურთების მეთაურობით მებრძოლები, რომლებსაც შეერთებული შტატები უჭერს მხარს“. თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია 2016 წელს დაიწყო, რასაც დამასკო მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად აფასებს.

უკრაინის ელჩის თქმით, თურქეთმა რუსული სატვირთო გემი დააკავა, რომელსაც მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა

უკრაინა აცხადებს, რომ თურქეთის საბაჟო სამსახურმა დააკა რუსული სატვირთო გემი, რომელსაც მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა. „ჩვენ გვაქვს სრული თანამშრომლობა. გემი ამჟამად დგას პორტის შესასვლელთან, ის თურქეთის საბაჟო სამსახურმა დააკავა", - განაცხადა ელჩმა ვასილ ბოდნარმა. მისივე თქმით, გემის ბედს ორშაბათს გამომძიებლების შეხვედრა გადაწყვეტს. უკრაინა მარცვლეულის კონფისკაციას იმედოვნებს. უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს მარცვლეულის მოპარვაში იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც რუსულმა ძალებმა თებერვლის ბოლოს მოსკოვის შეჭრის დაწყების დაიკავეს. კრემლი ბრალდებებს უარყოფს. 2 ივლისს, უკრაინამ თურქეთს სთხოვა, დაეკავებინა რუსეთის დროშის ქვეშ მდგარი სატვირთო გემი, რომელსაც მათი ინფორმაციით, მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

მევლუთ ჩავუშოღლუ: შვედეთმა და ფინეთმა მემორანდუმში ასახული პირობები უნდა შეასრულონ, რათა NATO-ს წევრები გახდნენ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა უნდა შეასრულონ თურქეთთან ხელმოწერილი მემორანდუმის პირობები, რათა NATO-ს ნაწილნი გახდნენ. „თუ ისინი არ შეასრულებენ ხსენებულ პირობებს, ჩვენ მათ NATO-ში არ მივიღებთ“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქულ ტელეარხ NTV-სთან ინტერვიუში. მადრიდის სამიტის ფარგლებში, სამმხრივი შეთანხმების შემდეგ, NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად ოფიციალურად 29 ივნისს მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს 5 ივლისს მოეწერება ხელი. 

მარიო დრაგი თურქეთს ეწვევა

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი 5 ივლისს ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავა. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, ვიზიტი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევით შედგება. „დრაგი და ერდოღანი უხელმძღვანელებენ თურქეთ-იტალიის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მესამე შეხვედრას. დისკუსიის მონაწილეები განიხილავენ NATO-ში სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის ურთიერთობების მდგომარეობასა და პერსპექტივებს. თურქული და იტალიური მხარეების  მოლაპარაკებების დღის წესრიგში, ასევე შედის აზრთა გაცვლა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე. მათ შორის ანკარასა და ევროკავშირის ურთიერთობებზე“, - წერს თურქული მედია.  

ჩავუშოღლუ: თურქეთი სომხეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა

თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე მთავარი პრობლემა სომხეთის ხელისუფლებაზე ზეწოლაა, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში, ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ ჩავუშოღლუმ განმარტა, რომ თავად სომხეთის გარკვეულ წრეებს რეგიონში მშვიდობა არ სურთ. მისი თქმით, ოფიციალური ანკარა ერევანთან დიალოგის გაგრძელების მომხრეა და მზადაა, პროცესი ეტაპობრივად წინ წაწიოს. „ზეწოლა არ აძლევს ერევანს ნორმალიზებისკენ გაბედული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. რეგიონს სჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა“, - აღნიშნა მინისტრმა. „რატომ არ უნდა ჩატარდეს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში ან სომხეთში? ერევანი ჯერ არ არის ამისთვის მზად. მსგავსი შეხვედრები მომავალშიც არის შესაძლებელი“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ თურქეთი ასევე მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს.  

ბაიდენი თურქეთისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხარს უჭერს თურქეთის თხოვნას, განაახლოს F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების ფლოტის და მოახდინოს მოდერნიზაია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ ანკარისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს „ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ F-16-თან დაკავშირებით. ეს საუბარი F-16-სა და თურქეთზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე რამდენიმე თვის წინ. ასე რომ, ნამდვილად არაფერია ახალი. პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ამ ძალისხმევას", - განაცხადა პრესკონფერენციაზე სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა. ივნისის ბოლოს, მადრიდში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „უნდა მიჰყიდოს“ F-16 მოიერიშე თვითმფრინავები თურქეთს და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კონგრესისგან საჭირო თანხმობას მიიღებს. „ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16 თურქეთს. მე ეს ვთქვი დეკემბერში და მას შემდეგ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მათი არგაყიდვა ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ გვჭირდება კონგრესის თანხმობა“, - აღნიშნა ბაიდენმა.   

ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ ანკარისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს

ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას თურქეთისთვის და ამბობს, რომ ეს NATO-ს უსაფრთხოების გაზრდას შეუწყობს ხელს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც ანკარა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დაეთანხმა. თურქეთმა ოქტომბერში მიმართა შეერთებულ შტატებს, რათა შეეძინა 40 F-16 თვითმფრინავი და თითქმის 80 კომპლექტი მისი სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზაციისთვის. „აშშ მხარს უჭერს თურქეთის ფლოტის მოდერნიზების მცდელობას, რადგან ეს არის NATO-ს უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, ამერიკის უსაფრთხოების წვლილი“, - განაცხადა თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, სელესტ ვალანდერმა ბრიფინგზე. აშშ-ის ოფიციალური პირები თურქეთთან, ანკარის მიერ სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაიმე ტიპის გარიგებას უარყოფენ. ივნისის ბოლოს, მადრიდში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „უნდა მიჰყიდოს“ F-16 მოიერიშე თვითმფრინავები თურქეთს და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კონგრესისგან საჭირო თანხმობას მიიღებს. „ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16 თურქეთს. მე ეს ვთქვი დეკემბერში და მას შემდეგ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მათი არგაყიდვა ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ გვჭირდება კონგრესის თანხმობა“, - აღნიშნა ბაიდენმა.  თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია ინფორმაციისთვის, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევით იმედოვნებდა, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვასა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდოდა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.

მარიო დრაგი: მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებში ჰუმანიტარული და სოციალური კატასტროფა თავიდან უნდა ავიცილოთ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ანკარაში ვიზიტისას განაცხადა, რომ თურქეთი და იტალია გმობენ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და მხარს უჭერენ კიევს. დრაგიმ აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების შესაჩერებლად გადაწყვეტის გზებს ეძებენ. „ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ერთად უნდა ვიმუშაოთ მათ მოსაგვარებლად. თურქეთი და იტალია გმობენ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და მხარს უჭერენ კიევს. ვეძებთ მოლაპარაკებებით გადაწყვეტის გზებს, რომლებიც შეაჩერებს საომარ მოქმედებებს და მოიტანს სტაბილურობის და ხანგრძლივი მშვიდობის გარანტიას“, - განაცხადა მარიო დრაგიმ. იტალიის პრემიერის განცხადებით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დიდი შვიდეულის (G7) სამიტზე, გერმანიაში ისაუბრა გეგმაზე, რომელზეც გაერო მუშაობს და რომელიც თურქეთისთვის „ცენტრალურ როლს“ განსაზღვრავს. მარიო დრაგიმ მადლობა გადაუხადა თურქეთს შუამავლის როლისთვის და ექსპორტის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ უნდა განვბლოკოთ ექსპორტი რაც შეიძლება მალე, რათა თავიდან ავიცილოთ ჰუმანიტარული და სოციალური კატასტროფა მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებში,” - აღნიშნა იტალიის პრემიერ მინისტრმა.

ფაშინიანი: სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმებების შესრულება, სომხეთისა და თურქეთის უწყებების მუშაობაზეა დამოკიდებული

„ჩემი მიზანია, კოორდინირებულად ვიმუშაო იმისთვის, რომ თურქეთთან მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება, რეალურად სწრაფად შესრულდეს“, -  ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ გასულ კვირას, თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნიან. ამასთან, განხორციელდება ავიაგადაზიდვები თურქეთი-სომხეთისა და საპირისპირო მიმართულებით. ორ ქვეყანას შორის საზღვარი 1993 წელს ანკარის ინიციატივით დაიხურა. ქვეყნების უთანხმოება, სხვა საკითხებთან ერთად, ოსმალეთის იმპერიაში 1915 წლის სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესსა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს უკავშირდებოდა, რომელშიც თურქეთი აზერბაიჯანს უჭერდა მხარს. 2018 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა გამოთქვა მზადყოფნა, თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები წინაპირობების გარეშე აღედგინა. თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ ერევანი სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებისთვის ბრძოლას განაგრძობს. 

თურქეთთან შეთანხმების საფუძველზე, ისრაელის ავიაკომპანიები, ანკარის მიმართულებით ფრენების უფლებას მიიღებენ

თურქეთი და ისრაელი დღეს, სამოქალაქო ავიაციის სფეროში 71-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველ შეთანხმებას გააფორმებენ. ბოლოს, მხარეებს შორის ანალოგიური შეთანხმება, 1951 წელს გაფორმდა. „ახალი შეთანხმება, ანკარასთან ურთიერთობას გაამყარებს და ისრაელის ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, თურქეთში ავიარეისები განაახლონ“, - ნათქვამია ისრაელის მთავრობის განცხადებაში. „საავიაციო სფეროში ურთიერთობები სტრატეგიული ინსტრუმენტია, ისრაელის ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონში ქვეყნის პოზიციის შესანარჩუნებლად“, - აცხადებს ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელი, მერავ მიქაელი.  

ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს ქვეყნებს შორის, 1951 წლის შემდეგ გაფორმებული პირველი შეთანხმებაა და საერთაშორისო მედია მას დიპლომატიური ურთიერთობების დათბობის ნაწილად განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შეთანხმება ისრაელის ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, თურქეთში ფრენები განაახლონ. ამ კვირის დასაწყისში, ისრაელმა განაცხადა, რომ ხელახლა გახსნის თავის ეკონომიკურ და სავაჭრო ოფისს თურქეთში მას შემდეგ, რაც ორივე მთავრობამ 2018 წელს, ელჩები გააძევა. ისრაელი და თურქეთი ახლა ცდილობენ, ელჩების დონეზეც აღადგინონ წარმომადგენლობა. 7 ივლისს, თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას, ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე გაცვალეს მოსაზრებები. ისააკ ჰერცოგი რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში, მარტში შეხვდა.

თურქეთმა თხილი ექსპორტზე, 124 ქვეყანაში გაიტანა

თურქეთმა, 2022 წლის იანვარ-ივნისში, თხილი ექსპორტზე 124 ქვეყანაში გაიტანა. ინფორმაციას აღმოსავლეთ-შავი ზღვის რეგიონების თხილის ექსპორტიორთა ასოციაცია ავრცელებს.  თურქეთიდან, 2022 წლის 6 თვეში ექსპორტმა, 149 701 ტონა შეადგინა, ხოლო მიღებულმა შემოსავალმა 835 მილიონ 97 ათას 371 დოლარი. თურქული თხილის მთავარი იმპორტიორები არიან გერმანია, იტალია და საფრანგეთი. გერმანიაში ექსპორტმა 2022 წლის 6 თვეში 212 641 ათასი ტონა შეადგინა, იტალიაში 156 653 ათსი ტონა, ხოლო საფრანგეთში 50 704 ათასი ტონა. იანვარ-ივნისში, გასული წლის ანალოგიური პერიოდისგან განსხვავებით, თურქეთიდან თხილის იმპორტიორთა სიას დაემატა ვენესუელა, ჯიბუტი, ეთიოპია, კოტ დ'ივუარი და მავრიტანია.  

ერდოღანმა და ლაპიდმა თურქეთ-ისრაელს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს

პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა. ისრაელის პრემიერის ოფისის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა პრემიერ-მინისტრ ლაპიდს მიულოცა და წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე. მედიის ცნობით, ლაპიდმა პრემიერად დანიშვნის შემდეგ, პირველი სატელეფონო საუბარი გამართა. პრემიერ-მინისტრმა ლაპიდმა ტერორისტული თავდასხმების აღკვეთის მიზნით ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელ-თურქეთის ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების, ეკონომიკისა და სტაბილურობისთვის. 2022-07-08 ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი მხარეებმა დადებითად შეაფასეს სამოქალაქო ავიაციის ახალი შეთანხმება, რომელიც მათ ქვეყნებს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა და ორმხრივი ურთიერთობების დამატებითი გაუმჯობესების იმედი გამოთქვეს.    

შავი ზღვის თურქულ სექტორში გაზსადენის გაყვანის პროცესი მიმდინარეობს

შავი ზღვის თურქულ სექტორში, „საქარიას“ გაზის საბადოს მიმართულებით, რომლის რეზერვებიც 540 მილიარდი კუბური მეტრია, გაზსადენის გაყვანის პროცესი მიმდინარეობს. ერდოღანი: შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოვაჩინეთ ზღვის სიღრმეში, გაზსადენის გაყვანის პროცესში გემი Castorone ჩაერთო. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ, ფატიხ დონმეზის განცხადებით, გაზსადენის მშენებლობა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, შავი ზღვის შელფზე გაზის დიდი მარაგების აღმოჩენის შესახებ განაცხადა ერდოღანი: შავი ზღვის საბადოებიდან გაზს თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი 2023 წელს მიიღებს ახალი გაზსადენის პირველი მილი, შავ ზღვაში 13 ივნისს ჩაუშვეს, ცერემონიაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მონაწილეობდა. „საქარიას“ საბადოზე გაზის მოპოვება, დღეში 10 მილიონი კუბური მეტრის დონეზეა პროგნოზირებული, რაც გულისხმობს წელიწადში 3,5-4 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებას. შემდგომში გაზის მოპოვება გაიზრდება და 2027-28 წლებში პიკს მიაღწევს და დღეში 40 მლნ კუბურ მეტრს გაუტოლდება (წელიწადში 15 მილიარდი კუბური მეტრი). თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების ჯამური მოცულობა 540 მილიარდი კუბური მეტრია.  

ერდოღანი: გაეროს გეგმით მარცვლეულის უსაფრთხო დერეფნის შესაქმნელად, დროა ნაბიჯები გადავდგათ

გაეროს გეგმით უსაფრთხო მარცვლეულის დერეფნის შესაქმნელად, დროა ნაბიჯები გადავდგათ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა ორი ქვეყნის ლიდერმა, ასევე ვითარება სირიაში, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომი და შავ ზღვაში ხორბლის გადასაზიდად, უსაფრთხო დერეფნების შექმნის საკითხები განიხილეს. თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომი უკრაინასა და რუსეთს შორის უნდა დასრულდეს გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობით, რაც მოლაპარაკების გზითაა შესაძლებელი. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი ერდოღანის თქმით, თურქეთი, ისევე როგორც ადრე, მზადაა მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებაში თავისი წვლილი შეიტანოს. თურქული მედიის ცნობით, უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის გამოტანის მიზნით, „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა. როგორც მედია წერს, საგზაო რუკის შექმნა, რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებთან თურქული მხარის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა.  უკრაინული ხორბალის განსაბლოკად, ლიეტუვამ ბრიტანეთს სამხედრო-საზღვაო კოალიციის შექმნა შესთავაზა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, აქტიურად იმუშავებს უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

თურქეთის ახალმა ელჩმა საქართველოში ლაშა დარსალიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2022 წლის 11 ივლისს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  დარსალიამ ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეებმა გამოხატეს იმედი, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. თურქეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხარის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ ინტენსიურ თანამშრომლობაზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების მიზნით.  

თურქეთი „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას აანონსებს

ოთხშაბათს, 13 ივლისს, თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის სამხედრო დელეგაციები, ასევე, გაეროს დელეგაცია შეხვედრას სტამბოლში გამართვენ, რათა განიხილონ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის გავლით. ინფორმაციას უკრაინული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თანახმად, სასურსათო კრიზისის მოგვარების შესახებ, თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა მოლაპარაკებები გამართა უკრაინის და რუსეთისა თავდაცვის მინისტრებთან, რის შემდეგაც სამინისტროების დონეზე მუდმივი საკომუნიკაციო არხი შეიქმნა. გარდა ამისა, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მოსკოვს ეწვია, ხოლო უკრაინის სამხედრო დელეგაცია  - ანკარას. რვა უცხოური გემი მარცვლეულის გასატანად უკრაინის პორტებში შევიდა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი.  უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები სავარაუდოდ, 25-28%-ით გაძვირდება - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია

Europetime-თან კომენტარში ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი ადასტურებს, რომ თურქეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული განკარგულება, რომლის თანახმადაც მედიკამენტების ფასზე გაცვლითი კურსის მარჟა უნდა აისახოს, თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებს საქართველოშიც გააძვირებს. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და შემოვა მაღალი ხარისხის წამლები „თურქეთის მიერ უკვე დეკლარირებულია რომ მედიკამენტები გაძვირდება. ეს გადაწყვეტილება ერდოღანმა მაღალი ინფლაციის გამო მიიღო და მედიკამენტის ფასზე, გაცვლითი კურსის მარჟა აისახება. ბუნებრივია ეს იმოქმედებს ჩვენს ბაზარზეც.  საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების გაძვირება, სავარაუდოდ 25-28%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. დისტრიბუტორებმა საქართველოში თავიანთი პარტნიორები უკვე გააფრთხილეს, იმის შესახებ თუ მომავალი შესყიდვები რა ფასში მოხდება“, - განუცხადა Europetime-ს ილონა კოკიაშვილმა. მისი თქმით, საქართველოში მედიკამენტის ფასზე გავლენას ახდენს ინფლაციის დონე, ასევე ლარის კურსი. ფასი ზრდა ამ ფაქტორების ცვლილებაზეცაა დამოკიდებული. „თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები ევროპულთან შედარებით იაფ სეგმენტში მოხვდება“, - აღნიშნავს ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. რაც შეეხება იმას, თუ რა ვადებში გაძვირდება ადგილობრივ ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, ეს ფარმაცევტული კომპანიის მარაგებზეა დამოკიდებული. „მარაგები ინდივიდუალურია და შესაბამისად, თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების გაძვირებას ერთი თვის დიაპაზონში უნდა ველოდოთ“, - აცხადებს კოკიაშვილი. როდისაა მოსალოდნელი თურქული მედიკამენტების გაძვირება, ამ საკითხის გასარკვევად Europetime ფარმაცევტულ კომპანიბს დაუკავშირდა. მათ კომენტარს პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.  თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი რეგულირებისთვის, შესაბამისი განკარგულება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა 7 ივლისს გამოსცა. დოკუმენტი ფარმაცევტული პროდუქციისთვის ახალ ტარიფებს ადგენს. წინა ბრძანება, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2017 წელს იყო მიღებული. როგორც თურქული მედია წერს მისი გადახედვა თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე გადაწყდა. თურქული მედიკამენტები საქართველოში 2022 წლის იანვრიდან შემოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 24 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. მედიკამენტებზე ფასები კი 60% − 80%-მდე არის შემცირებული. უწყების სტატისტიკით, მარტიდან 24 ივნისამდე 155 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით, 23 მილიონი ლარი გადაიხადა. ამ პერიოდში მოქალაქეებმა 51 მლნ ლარი დაზოგეს.  

თურქეთიდან აზერბაიჯანში შრომითი მიგრაცია გაიზარდა

2022 წლის იანვარ-ივნისში, თურქეთიდან აზერბაიჯანში შრომითი მიგრანტების რიცხვი მინიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია TurkicWorld-ზე დაყრდნობით წერს.  სტატისტიკის თანახმად, თურქეთიდან დასაქმების მიზნით აზერბაიჯანში 2021 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 2022 წლის ამ პერიოდში 18,6% მეტი ადამიანი ჩამოვიდა. რაც 275 მოქალაქეს შეადგენს.  2022 წლის იანვარ-მაისში დასაქმების მიზნით თურქეთი 8 393 ადამიანმა დატოვა, რაც 2021 წლის მონაცემზე 36%-ით მეტია.   

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ყველა საკითხში თურქეთის გვერდით იქნება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში გადატრიალების მცდელობის პრევენციის მეექვსე წლისთავთან დაკავშირებით მიმართვა გაუგზავნა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, თავის მიმართვეში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ხალხი და სახელმწიფო პირველივე წუთებიდან ახლოს იყვნენ თურქეთთან, გამოხატეს სოლიდარობა და მკვეთრად დაგმეს მოძმე ქვეყანაში ძალაუფლების ძალით ხელში ჩაგდების მცდელობის მონაწილეთა ქმედებები. „ჩვენი ხალხები ახლოს არიან მწუხარებასა და სიხარულშიც. ჩვენ განვაგრძობთ თურქეთის გვერდში დგომას ყველა საკითხში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ თავდაჯერებულად განვაგრზობთ სვლას შუშას დეკლარაციაში განსაზღვრული მოკავშირე მიზნებისკენ, რომლის ხელმოწერის პირველი წლისთავი აღინიშნა ერთი თვის წინ“, - ნათქვამია მიმართვაში.  დასასრულს, ილჰამ ალიევმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა, ხოლო თურქეთის მოძმე ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა. 2016 წელის 15 ივლისს დაახლოებით 50 000 ჯარისკაცს, პოლიციელს, მოსამართლეს, საჯარო მოხელეს და მასწავლებელს შეუჩერეს უფლებამოსილება ან დააკავეს გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომელიც, როგორც ანკარა აცხადებს, აშშ–ში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეთჰულაჰ გიულენის მიერ იყო ორგანიზებული.

ილია დარჩიაშვილმა და საქართველოში თურქეთის ელჩმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

2022 წლის 15 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრმა ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. „შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკური დღის წესრიგი და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები. განსაკუთრებულად აღინიშნა თურქეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების გზაზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობა, როგორც რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის წინაპირობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობების წარმატებული განვითარების მიზნით“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

ბაქოს პორტსა და თურქულ Albayrak Holding-ს შორის შეთანხმება, აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის - თალეჰ ზიადოვი

ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტსა და თურქულ Albayrak Holding-ს შორის შეთანხმება აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის. ამის შესახებ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა თურქულ Albayrak Holdnig-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს ბაქოს პორტით მინერალური სასუქების ტრანზიტის ზრდის უზრუნველყოფას. „ახალი პორტის ტერმინალის სრული დატვირთვით გაშვება დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. გარდა ამისა, ამ დროისთვის ბაქოს პორტში მინერალური სასუქების გადაზიდვა ხორციელდება მთავარ სატვირთო ტერმინალში და ახალი ტერმინალის ამოქმედებასთან ერთად, მოსალოდნელია ამ პროდუქტის გადაზიდვის ზრდა. ასევე მოსალოდნელია ზრდა, პორტის ტვირთების საერთო ნაკადში“, - განაცხადა ზიადოვმა. აღსანიშნავია, რომ კომპანია Albayrak-ის ჯგუფთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერების მიზნით და ბაქოს პორტის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, მისი ერთ-ერთი ტერმინალის მართვა, რომელიც ექსპლუატაციაში მომავალი წლის პირველ ნახევარში ჩაეშვება, Albayrak-ი განახორციელებს.  

თურქეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების საკითხი განიხილეს

თურქეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ემანუელ მაკრონმა SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების საკითხი განიხილეს. ბრიუსელში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს, თურქეთის პრეზიდენტმა თავის ფრანგ კოლეგა მაკრონთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან გამართა მოლაპარაკებები. საუბრის ერთ-ერთი თემა SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეეხებოდა. თურქეთი და იტალია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ ამ თვის დასაწყისში, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი და იტალია მზად არიან, ხელი მოაწერონ შეთანხმებას რაც შეიძლება მალე SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემის პროექტზე.  

რუსეთის, თურქეთის და ირანის პრეზიდენტები თეირანში შეხვდებიან. ასტანას ფორმატის მოლაპარაკებების ფარგლებში ლიდერები ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ. ერდოღანი ირანს 18-19 ივლისს ეწვევა. ვლადიმერ პუტინი ირანში ჩასვლას გეგმავს პუტინის ვიზიტს წინ უძღვის თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. როგორც სალივანი აღნიშნავს, რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა უკრაინაში საკუთარი დასახული მიზნების მიღწევაში, რადგან მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კიევი იყო. ჯეიკ სალივანის თქმით, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, რუსული დელეგაცია ირანში საბრძოლო უპილოტო აპარატების სანახავად, სულ მცირე ორჯერ ჩავიდა „ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ ირანის მთავრობა ემზადება, რომ რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს", - განაცხადა სალივანმა. ჯერ უცნობია, განიხილება ეს საკითხი ხსენებული ვიზიტისას, თუმცა ირანმა უარყო აშშ-ის ბრალდებები რუსეთისთვის ირანული უპილოტო თვითმფრინავების შესაძლო გადაცემის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ სფეროში თანამშრომლობას ბოლო დროს განსაკუთრებული განვითარება არ ჰქონია.

რა გავლენას მოახდენს თურქეთის მზარდი ინფლაცია საქართველოს ბაზარზე

თურქეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში წლიური ინფლაციის დონე თითქმის 79%-იან ნიშნულზეა, რაც გასული 20 წლის პიკური მაჩვენებელია. თურქული პროფესიული კავშირის „საჯარო მოხელეთა გაერთიანებული კონფედერაციის" ყოველთვიური კვლევა აჩვენებს, რომ რეალური წლიური ინფლაციის დონე 160% შეადგენს. ინფლაციის შეფასებისას ორგანიზაცია 64 ძირითადი პროდუქტისგან შემდგარ კალათას იყენებს, რაც თურქსტატის გამოთვლის მეთოდისგან განსხვავებულია. მიმდინარე, 2022 წელს, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, როგორც იმპორტი, ასევე, ექსპორტი 37%-ით გაიზარდა და 7 მილიარდამდე აშშ დოლარი შეადგინა, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი, თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი არიან. რა გავლენა ექნება თურქეთის მზარდ ინფლაციას საქართველოს ბაზარზე? ბოლო პერიოდში ლარი მყარდება ლირასთან მიმართებით, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ თურქული პროდუქცია უნდა გაიაფდეს, - ამბობს Europetime-თან ISET-ის კვლევით ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, დავით კეშელავა. მისი თქმით, თურქეთში მაღალი ინფლაციაა, თუმცა ლირაც უფასურდებოდა ლართან მიმართებით. ამიტომ, ორი ვალუტის გაცვლითი კურსიც უნდა განვიხილოთ და მხოლოდ ფასების დონეს არ უნდა დავაკვირდეთ. „მეორე საკითხია, ინფლაციასთან საბრძოლველად რას აკეთებს თურქეთის ცენტრალური ბანკი, რომელსაც ცოტა არ იყოს, უცნაური პოლიტიკა აქვს შერჩეული. ნაცვლად იმისა, რომ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები, რომ ინფლაციას ებრძოლოს, საპირისპირო ნაბიჯებს დგამს. რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს ან არ ცვლის ან ამცირებს და ამით უფრო მაღალ ინფლაციას იწვევს. ამის პარალელურად, თან ლირაც უფასურდება და ამ გადაწყვეტილებით ქვეყნის ექსპორტის კონკურენტუნარიანობა იზრდება. შესაბამისად, თურქეთის სავაჭრო ბალანსი ექსპორტის ზრდისა და იმპორტის შემცირების ხარჯზე უმჯობესდება“, - ამბობს კეშელავა. ISET-ის კვლევით ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის პროგნოზით, თურქეთის ხელისუფლების მიზანია, ქვეყნის სავაჭრო ბალანსი პროფიციტში გადავიდეს, ანუ ექსპორტმა საბოლოო ჯამში იმპორტს გადააჭარბოს, რადგან ამ დროისთვის თურქეთი წმინდა იმპორტიორი ქვეყანაა. „რა არის ამ პოლიტიკას საბოლოო გავლენა? პირველ რიგში, თურქული პროდუქცია, რაც ქვეყანაში შემოდის, იაფდება. ასეთ დროს, უფრო კონკურენტული ხდება თურქული წარმოება. იმ პროდუქტების კატეგორიებში რაც თურქეთიდან შემოგვაქვს, თვითუზრუნველყოფა ძალიან მაღალი არ გვაქვს. ამიტომ, ადგილობრივ კომპანიებს კონკურენცია გაუჭირდებათ“, - აღნიშნავს კეშელავა. გარდა ამისა, საქართველო თურქეთთან ერთად ჩართულია ღირებულებათა ჯაჭვში, რაც კეშელავას შეფასებით, რიგი წარმოებისთვის დადებითი შედეგის მომტანია. „მაგალითად, თურქეთი ტექსტილის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. ქართული საწარმოები ბათუმში, თურქულ კომპანიებთან თანამშრომლობენ და კერავენ ტანსაცმელს. საბოლოო ჯამში, თურქული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდა, ამ პოლიტიკის ხარჯზე ნიშნავს, რომ ამ სეგმენტში ჩვენი ექსპორტი გაიზრდება. შესაბამისად, ამ ფაბრიკებში წარმოება უნდა გაიზარდოს. ამ შემთხვევაში, თურქეთის მზარდ ინფლაციას საქართველოს ტექსტილის წარმოებაზე დადებითი გავლენა აქვს“. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე, თურქეთში მზარდი ინფლაციის ფონზე, იმპორტირებული პროდუქციის გაძვირების რისკებსა და სავაჭრო დეფიციტის ზრდაზე Europetime-თან საუბრობს. „თურქეთი საქართველოსთვის 2006 წლის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. თურქეთის მზარდი ინფლაცია იმას ნიშნავს, რომ იქაური პროდუქცია უფრო იაფად იქნება წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. საფრთხე არსებობს, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება სავაჭრო დეფიციტი თურქეთთან. ანუ მოხდება ვალუტის გადინება. ჩვენთან თუ არ მოხდა ლარის კურსის ცვლილება, თურქული იაფი საქონელი, პრიორიტეტი იქნება ქართულ ბაზარზე. ზოგადად, ბიზნესის სპეციფიკაა, როდესაც გაურკვევლობაა, ყოველთვის ცდილობს, შექმნას თავისი „უსაფრთხოების ბალიში“ და თავისი ინტერესები დაიცვას. თუ ამის საშუალებას საბაზრო კონიუნქტურა იძლევა, იმპორტიორი შეეცდება ფასების გაზრდას. რამდენი იქნება გაზრდილ ფასებში რისკის გაურკვევლობის ეფექტის წილი და რამდენი რეალურად ხარჯების ზრდის ეფექტი, ეს სხვა საკითხია. ბიზნესი ცდილობს, რომ ფასში ასახოს ფორს-მაჟორი და თუ ბაზარი ამის საშუალებას მისცემს, ამ ფაქტორს იყენებენ“. TOP-10 საექსპორტო ქვეყანას შორის საქართველოსთვის თურქეთი მეოთხე ადგილს - 9.2%-ით იკავებს. იანვარ-მაისში საქართველომ თურქეთში 194.6 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 46%-ით აღემატება. რაც შეეხება იმას თუ რა გავყიდეთ თურქეთში, TOP-5 საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია: ფეროშენადნობები - 35.4 მლნ დოლარი, 15 423 ტონა; ტრიკოტაჟის ნაწარმი - 34.5 მლნ დოლარი, 998 ტონა; ელექტროენერგია - 23.4 მლნ დოლარი; კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 19.3 მლნ დოლარი, 718 ტონა; შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი - 15.4 მლნ დოლარი, 30 704 ტონა; დანარჩენი საქონლის ექსპორტმა კი ჯამში 66.5 მლნ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, ამ შემთხვევაში, მეზობელი ქვეყანა მთლიან იმპორტში 17.2%-იანი წილით, საიმპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. თურქეთიდან შეძენილი საქონლის ღირებულება მიმდინარე წლის 5 თვეში 32.8%-ით გაიზარდა და 830 მლნ დოლარი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, TOP-5 საიმპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია: მსუბუქი ავტომობილები - 38.1 მლნ დოლარი, 1 266 ცალი; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 26 მლნ დოლარი, 362 ტონა; მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 20 მლნ დოლარი, 1 101 ტონა; შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 18 მლნ დოლარი, 15 891 ტონა; შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - 17.8 მლნ დოლარი, 8 189 ტონა. დანარჩენი საქონლის იმპორტმა ჯამში, 709 მლნ დოლარი შეადგინა. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი Europetime-თან ამბობს, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და იქ არსებული არასტაბილური ეკონომიკური გარემო ჩვენი ეკონომიკისთვის კარგი არ არის. „რას ნიშნავს ჩვენთვის მზარდი ინფლაცია თურქეთში? მათი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ძვირდება, რაც შესაძლოა რაღაც კუთხით ჩვენი შიდა წარმოებისთვის კარგიც იყოს. თუმცა მეორე მხრივ, ბევრი პროდუქტი შემოგვაქვს თურქეთიდან და მაღალი ფასები საბოლოო ჯამში, საქართველოს ბაზარზე ცუდად აისახება. ფასები საქართველოშიც იზრდება, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რაც თურქეთში, რადგან იქ ფასების ზრდას სხვა მიზეზები აქვს. ლარი რომ არ მყარდებოდეს, ინფლაცია უფრო მაღალი გვექნებოდა“, - აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი.  საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები სავარაუდოდ, 25-28%-ით გაძვირდება - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია

რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრას თეირანი უმასპინძლებს

რუსეთის, თურქეთის და ირანის პრეზიდენტები მომავალ კვირას თეირანში შეხვდებიან. ასტანას ფორმატის მოლაპარაკებების ფარგლებში ლიდერები ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ. პუტინი ირანს მომავალ კვირას ეწვევა. ვლადიმერ პუტინი ირანში ჩასვლას გეგმავს პუტინის ვიზიტს წინ უძღვის თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. როგორც სალივანი აღნიშნავს, რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა უკრაინაში საკუთარი დასახული მიზნების მიღწევაში, რადგან მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კიევი იყო. „ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ ირანის მთავრობა ემზადება, რომ რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს", - განაცხადა სალივანმა. ჯერ უცნობია, განიხილება თუ არა ეს საკითხი ხსენებული ვიზიტისას, თუმცა ირანმა უარყო აშშ-ის ბრალდებები რუსეთისთვის ირანული უპილოტო თვითმფრინავების შესაძლო გადაცემის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ სფეროში თანამშრომლობას ბოლო დროს განსაკუთრებული განვითარება არ ჰქონია.  

ერდოღანი: თურქეთმა და ირანმა სოლიდარობის პრინციპით უნდა იბრძოლონ ტერორისტულ დაჯგუფებებთან

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციები, როგორიცაა, PJAK, FETO, PKK პრობლემაა როგორც ანკარისთვის, ისე თეირანისთვის. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარამ და თეირანმა სოლიდარობის პრინციპით უნდა განაგრძონ ბრძოლა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ. ერდოღანმა და ირანის პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ცნობილი გახდა, რომ ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სულ რვა შეთანხმებას ვაჭრობის, სოციალური უსაფრთხოებისა და სპორტის სფეროებში. ერდოღანი დარწმუნებულია, რომ თურქეთი და ირანი ორმხრივი ვაჭრობის მოცულობას 30 მილიარდ დოლარამდე გაზრდიან. „შესაძლებელია ამ პროცესის დაჩქარება იმ ნაბიჯებით, რომლებსაც ჩვენ გადავდგამთ თავდაცვის ინდუსტრიაში. ამის დაჩქარება ასევე შესაძლებელია კონკრეტული ნაბიჯებით ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საბადოებთან დაკავშირებით", - აღნიშნა ერდოღანმა.  შეგახსენებთ, ერდოღანი და რაისი დღეს რუსეთის პრეზიდენტს შეხვდებიან. ირანში პუტინის ვიზიტს წინ უძღვის თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი ემზადება, რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ჯერ უცნობია, განიხილება თუ არა ეს საკითხი ხსენებული ვიზიტისას, თუმცა ირანმა უარყო აშშ-ის ბრალდებები რუსეთისთვის ირანული უპილოტო თვითმფრინავების შესაძლო გადაცემის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ სფეროში თანამშრომლობას ბოლო დროს განსაკუთრებული განვითარება არ ჰქონია.  

უკრაინიდან საზღვაო გზით მარცვლეულის ექსპორტისთვის საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შევთანხმდით - თურქეთის თავდაცვის მინისტრი

უკრაინიდან დაბლოკილი მარცვლეულის გამოსატანად, სტამბოლში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე პროგრესს მიაღწიეს. თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის განცხადებით, მხარეები საზღვაო გზით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ. გაერო სტამბოლში მარცვლეულის საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგ, პოზიტიურ შედეგებს აანონსებს „ოთხმხრივ შეხვედრაზე მივაღწიეთ შეთანხმებას ტექნიკურ საკითხებზე. მაგალითად, პორტიდან გამოსვლის წერტილებში ერთობლივ კონტროლსა და მარშრუტებზე სანავიგაციო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, მომდევნო კვირას, შეთანხმების ხელმოსაწერად უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები კვლავ თურქეთში შეიკრიბებიან. რუსეთის, უკრაინის და თურქეთის სამხედრო დელეგაციების შეხვედრა სტამბულში, გაეროს წარმომადგენლებთან ხორბლის ექსპორტის განახლების საკითხზე დღეს შედგა. დიპლომატების განცხადებით, მხარეებმა განიხილეს, რომ ხორბლით დატვირთული ტანკერები, უკრაინული გემების თანხლებით გადაადგილდნენ, რომლებიც დანაღმულ საპორტო წყლებში გზამკვლევის როლს შეასრულებენ. გეგმის თანახმად, რუსეთმა ზავზე თანხმობა უნდა განაცხადოს, თურქეთმა კი გაეროს მხარდაჭერით გემების ინსპექტირება უნდა განახორციელოს, რათა იარაღის კონტრაბანდის შესახებ რუსეთის ეჭვები გაქარწყლდეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი.  5 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შავი ზღვის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის „დერეფნების“ გახსნასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას აპირებს, რათა 7-10 დღეში მიაღწიოს შედეგს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: აშშ-დან F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენის პროცესი გრძელდება

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისგან F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენის პროცესი გრძელდება. მისივე თქმით, სამხედრო დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. „პროცესი გრძელდება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სამხედრო, პოლიტიკური თუ დიპლომატიური თვალსაზრისით. იმედია, საღი აზრი გაიმარჯვებს და გონივრულ, ლოგიკურ გადაწყვეტილებებამდე მივალთ", - განუცხადა აკარმა ჟურნალისტებს. თურქული მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ხუთშაბათს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ახალ დაბრკოლებას შეუქმნის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გეგმას, თურქეთს F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები მიჰყიდოს. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ ანკარისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას თურქეთისთვის და ამბობს, რომ ეს NATO-ს უსაფრთხოების გაზრდას შეუწყობს ხელს. თურქეთმა ოქტომბერში მიმართა შეერთებულ შტატებს, რათა შეეძინა 40 F-16 თვითმფრინავი და თითქმის 80 კომპლექტი მისი სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზაციისთვის. „აშშ მხარს უჭერს თურქეთის ფლოტის მოდერნიზების მცდელობას, რადგან ეს არის NATO-ს უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, ამერიკის უსაფრთხოების წვლილი“, - განაცხადა თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, სელესტ ვალანდერმა 30 ივნისს, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ. აშშ-ის ოფიციალური პირები თურქეთთან, ანკარის მიერ სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაიმე ტიპის გარიგებას უარყოფენ. ივნისის ბოლოს, მადრიდში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „უნდა მიჰყიდოს“ F-16 მოიერიშე თვითმფრინავები თურქეთს და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კონგრესისგან საჭირო თანხმობას მიიღებს. „ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16 თურქეთს. მე ეს ვთქვი დეკემბერში და მას შემდეგ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მათი არგაყიდვა ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ გვჭირდება კონგრესის თანხმობა“, - აღნიშნა ბაიდენმა.  თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია ინფორმაციისთვის, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევით იმედოვნებდა, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვასა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდოდა.

ერდოღანი: თურქეთი ელის, რომ რუსეთი და ირანი მხარს დაუჭერენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სირიაში

თურქეთს რუსეთისა და ირანის მხარდაჭერის იმედი აქვს სირიაში „ტერორიზმთან“ ბრძოლაში, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეირანში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სიტყვები საკმარისი არ არის“ და რომ ანკარა განაგრძობს ბრძოლას ქურთული ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებსაც ის „ტერორისტულ ორგანიზაციებს“ უწოდებს. „ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, აღმოვფხვრათ ბოროტი ჯგუფების საქმიანობა, რომელთა სამიზნესაც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება წარმოადგეს , - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის დედაქალაქ თეირანში რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან და ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისთან სამმხრივი შეხვედრის წინ. თურქული მედიის ცნობით, ლიდერები მე-7 სამიტზე ასტანას ფორმატში შეიკრიბნენ, რათა სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა განეხილათ. განსაკუთრებით, იგულისხმება YPG/PKK და Daesh/ISIS, რომლებიც „საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას“. ერდოღანის თქმით, PYD/PKK ტერორისტული ორგანიზაცია ცდილობს სირიის გაყოფას გარე მხარდაჭერით. „მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვეს რეგიონში ტერორიზმის გაფართოებისთვის ადგილი არ არის“.

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს ლოგისტიკური ტექნიკა გადასცა

ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით თურქულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქული კომპანია HIDROMEK-ის 8 ერთეული მინი ექსკავატორი-მტვირთავი ტრაქტორი გადასცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკის გადაცემის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. მათ ახალი ლოგისტიკური საშუალებები ადგილზე დაათვალიერეს და ტექნიკის შესაძლებლობებს გაეცნენ. ღონისძიებაზე ტექნიკის მიღება-ჩაბარების ოქმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს. ლოგისტიკური ტექნიკა საქართველოს თურქეთის რესპუბლიკასთან 2019 წელ ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში გადაეცა. ტექნიკის ღირებულება 404.824 აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2019 წელს ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზნებისთვის 5-წლიან პერიოდში 100 მლნ თურქული ლირის ოდენობის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.  

ზელენსკი: თურქეთისგან ველოდებით სიახლეებს უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ

უკრაინა მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ სიახლეებს თურქეთისგან პარასკევს ელის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ხვალ ასევე ველით სიახლეებს თურქეთიდან - ჩვენი პორტების განბლოკვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზელენსკიმ. თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთთან შეთანხმება მიღწეულია, რათა უკრაინამ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი განაახლოს. BBC-ის ცნობით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხვალ სტამბოლში მოაწერენ ხელს. რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინული მარცვლეულის დეფიციტმა მილიონობით ადამიანი შიმშილის საფრთხის წინაშე დატოვა. შეჭრის შედეგად საკვების ფასები გაიზარდა, ამიტომ უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმება გადამწყვეტია. დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეული ოდესაშია ჩარჩენილი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა გაეროს შუამავლობით მიღწულ შეთანხმებას, მაგრამ განაცხადა, რომ ორიენტირებულია რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. გაერო და თურქეთი მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების მისაღწევად ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ალი ქაან ორბაიმ ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისგან, რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან გულთბილი მოკითხვა გადასცა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან არსებული ეფექტური თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის უსაფრთხოებისთვის, ისე სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის. განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.  

რუსეთის დელეგაცია სტამბოლში, უკრაინული მარცვლეულის საკითხზე ხელშეკრულების გასაფორმებლად ჩავიდა

უკრაინული მარცვლეულის საკითხზე ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რუსული დელეგაცია სტამბოლში სპეციალური თვითმფრინავით ჩავიდა.   თურქეთი აცხადებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, რუსეთთან შეთანხმება მიღწეულია - BBC დელეგაციის შემადგენლობაშია რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. მარცვლეულის დერეფნის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართება. დოკუმენტებს ხელი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით მოეწერება.  

ერდოღანი: უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას სტამბოლი გაუწევს მონიტორინგს

თურქეთი ამაყობს თავისი წვლილით სასურსათო კრიზისის აღმოფხვრაში, რაც დიდი ხანია, მსოფლიო საზოგადოების დღის წესრიგშია. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს სტამბოლში მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე გამოსვლისას განაცხადა. რას მოიცავს სტამბოლში მიღებული „მარცვლეულის შეთანხმება“ - დეტალები ერდოღანის თქმით, უახლოეს დღეებში შავ ზღვაში საზღვაო ტვირთების გადაზიდვა განახლდება, რაც რიგი ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებაზე დადებითად აისახება. „შეთანხმებები მოიცავს ყველა ეტაპს: გემების გასვლიდან და უსაფრთხო ტრანსპორტირებიდან, დანიშნულების პორტებში ჩასვლამდე. ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელება და მონიტორინგი სტამბოლის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მეშვეობით მოხდება“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა. 22 ივლისს დოკუმენტს „ინიციატივა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის“ ხელი თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით მოეწერა. დოკუმენტს თურქეთის ეროვნული უშიშროების მინისტრმა ჰულუსი აკარმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა და გაეროს გენმდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოაწერეს ხელი  

თურქეთის მიზანია ჩქაროსნული სარკინიგზო სისტემის განვითარება - ერდოღანი

თურქეთი სარკინიგზო ტრანსპორტის სისტემის შემდგომ განვითარებასა და ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზების გაფართოებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარა-იერქოი-კაისერის მარშრუტზე ჩქაროსნული სარკინიგზო მონაკვეთის გაყვანის პროექტის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი 142 კილომეტრიანი ავტომაგისტრალი დედაქალაქსა და ქალაქ კაისერს შორის მგზავრობის დროს შვიდიდან ორ საათამდე შეამცირებს. ერდოღანმა აღნიშნა, რომ 2003 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, თურქეთში ყოველწლიურად საშუალოდ 134 კმ რკინიგზის ხაზი აშენდა. ამ პერიოდში ქვეყანაში 2 149 სარკინიგზო ლიანდაგი დაიგო. დღეს თურქეთში სარკინიგზო ხაზების საერთო სიგრძე 12 803 კმ-ს აღწევს.  

ერდოღანის თქმით, ანკარა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებით, თურქეთს გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევის მცდელობებში „არსებითი წვლილი შეაქვს“. ერდოღანის თქმით, ანკარა მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სტამბოლში ხელმოწერილი შეთანხმება მნიშვნელოვანი წარმატებაა. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება

ჰულუსი აკარმა და ლოიდ ოსტინმა უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების საკითხი განიხილეს

ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით თურქული მედია ავრცელებს. სატელეფონო საუბრისას აკარმა და ოსტინმა გაცვალეს ინფორმაცია და მოსაზრებები თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, კერძოდ, უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდებაზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებსა და F-16-ების მიწოდებაზე. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება  

სტამბოლში ამუშავდა საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც „ხორბლის დერეფნებს“ მონიტორინგს გაუწევს

სტამბოლში ამუშავდა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც „ხორბლის დერეფნების“ მუშაობას მონიტორინგს გაუწევს. ამის შესახებ უკრაინული მედია თურქულ მხარეზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალქსანდრ კუბრაკოოვი თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარს შეხვდა. „ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მუშაობა ინტენსიურად გრძელდება“, - აღნიშნა ჰულუსი აკარმა. ამასთან განაცხადა, რომ ხორბლის გადმოტვირთვა ამ კვირაში დაიწყება და მთავარია უკრაინის პორტებიდან პირველი გემი სწრაფად დაიძრას. ჰულუსი აკარის განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა, რომ სტამბოლში მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება  

ერდოღანი: თურქეთი ირანიდან ნავთობისა და გაზის იმპორტს გაზრდის

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ირანიდან ნავთობისა და გაზის იმპორტს გაზრდის. თურქულ რადიოსთან ინტერვიუში ერდოღანმა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში თავის ბოლო ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირანსა და თურქეთს შორის რვა ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. აქვე დაამატა, რომ ანკარას თეირანიდან ენერგიის იმპორტი უკვე გადაწყვეტილი აქვს. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა გაგრძელდება, განსაკუთრებით, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში. თურქეთს რუსეთისა და ირანის მხარდაჭერის იმედი აქვს სირიაში „ტერორიზმთან“ ბრძოლაში, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეირანში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე, 20 ივლისს განაცხადა. თურქული მედიის ცნობით, ლიდერები მე-7 სამიტზე ასტანას ფორმატში შეიკრიბნენ, რათა სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი განეხილათ. განსაკუთრებით, იგულისხმება YPG/PKK და Daesh/ISIS, რომლებიც „საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას“. ერდოღანის თქმით, PYD/PKK ტერორისტული ორგანიზაცია ცდილობს სირიის გაყოფას გარე მხარდაჭერით. „მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვეს რეგიონში ტერორიზმის გაფართოებისთვის ადგილი არ არის“.

ერდოღანი პუტინს სოჭში შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 აგვისტოს სოჭს ეწვევა. ამის შესახებ თურქეთის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით Anadolu წერს. მისივე ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. სხვა დეტალები არ ვრცელდება. შეხვედრას წინ უძღვის სტამბოლის შეთანხმება, რომლის თანახმადაც, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი უნდა განახლდეს. გასულ ოთხშაბათს, ერდოღანი და პუტინი ირანის დედაქალაქ თეირანში შეხვდნენ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისს. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ, 23 ივლისს რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება

აშშ მიიჩნევს, რომ პუტინის ვიზიტი ირანში, აჩვენებს, თუ რამდენად იზოლირებულია რუსეთი

„რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ირანში აჩვენებს, თუ როგორ გახდა რუსეთი იზოლირებული უკრაინაში შეჭრის შემდეგ“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. პუტინის ვიზიტს წინ უძღვის თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. როგორც სალივანი აღნიშნავს, რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა უკრაინაში საკუთარი დასახული მიზნების მიღწევაში, რადგან მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კიევი იყო. „ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ ირანის მთავრობა ემზადება, რომ რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს", - განაცხადა სალივანმა. როგორც ჯონ კირბიმ სამშაბათს განუცხადა ჟურნალისტებს, ჯერ არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომ ირანმა უპილოტო თვითმფრინავები უკვე გადასცა რუსეთს. პუტინმა სამშაბათს ირანში გამართა მოლაპარაკებები უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან. შედგა სამმხრივი შეხვედრა ირანის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით. ერდოღანი: თურქეთი ელის, რომ რუსეთი და ირანი მხარს დაუჭერენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სირიაში

თურქეთისთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი მიმწოდებლები რუსეთი, ერაყი და ყაზახეთი არიან

თურქეთში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 2022 წელის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,2% გაიზარდა და 3,836 ათასი ტონა შეადგინა.  14,7 % გაზრდილი ნედლი ნავთობის იმპორტის მაჩვენებელი, რამაც 2.971 ათასი ტონა შეადგინა.  თურქეთისთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორია რუსეთი. ამ ქვეყნიდან თურქეთმა 1,693 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეისყიდა. მეორე ერაყი, საიდანაც 924 ათასი ტონა ნედლეული ექსპორტირდა. მესამე ადგილზეა ყაზახეთი, საიდანაც თურქეთმა 284 280 ტონა ნავთობპროდუქტები შეისყიდა.       

რა თემებს განიხილავენ ერდოღანი და პუტინი სოჭში დაგეგმილ შეხვედრაზე

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები 5 აგვისტოს სოჭში, საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ, მათ შორის, ვითარებას უკრაინაში. ამის შესახებ ანკარში რუსეთის ფედერაციის ელჩმა, ალექსეი ეპხოვმა განაცხადა.  ერდოღანი პუტინს სოჭში შეხვდება „სალაპარაკო თემებს თავად პრეზიდენტები განსაზღვრავენ... როგორც წესი, მაღალი დონის მოლაპარაკებებზე რუსეთისა და თურქეთის ლიდერებს შორის თემების ფართო სპექტრი განიხილება. ესაა საერთაშორისო საკითხები და რეგიონული პრობლემატიკა. როგორც წესი, განხილვის თემა იქნება უკრაინა და ვითარება შავი ზღვის რეგიონში. ასევე, სირია და ორივე მხარისთვის საინტერესო სხვა თემები“, - განაცხადა ეპხოვმა.  კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მხარეებს აინტერესებთ, ესაა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. „ეს ურთიერთობა საკმაოდ წარმატებულად ვითარდება“, - განაცხადა ეფხოვმა.  შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 5 აგვისტოს, სოჭშია დაგეგმილი.   

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: „სილივრის“ გაზსაცავი ევროპაში უმსხვილესი გახდება

მიწისქვეშა გაზსაცავის შესაძლებლობების გასაფართოებლად, თურქეთში მუშაობა გრძელდება, - ამის შესახებ Anadolu წერს. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფათიჰ დონმეზის განცხადებით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე „სილივრის“ ბუნებრივი აირის მიწისქვეშა საწყობის სიმძლავრის გაფართოების პროექტი ამ ობიექტს ევროპაში უმსხვილეს გაზსაცავად გადააქცევს. „დღეს „სილივრს“ შეუძლია 3,2 მილიარდი კუბური მეტრის დაგროვება, მაგრამ მალე ეს მაჩვენებელი 4,6 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ჩვენ ასევე გავზრდით გაზმომარაგების მოცულობას 28 მილიონი კუბური მეტრიდან 75 მილიონ კუბურ მეტრამდე დღეში“, - განაცხადა ფათიჰ დონმეზმა. მისივე თქმით, პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.  

ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა

28 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს პირებთან. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის  საკითხები.  

თურქეთი რუსეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთან გაზის შესყიდვაზე ხელშეკრულებების გაგრძელებას აპირებს

თურქეთი, ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე რუსეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთან ხელშეკრულებების გაგრძელებას გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა.  თურქეთისთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი მიმწოდებლები რუსეთი, ერაყი და ყაზახეთი არიან „ჩვენი ძირითადი მომწოდებლები არიან რუსეთი, აზერბაიჯანი და ირანი. ჩვენ ვაპირებთ მათთან ახალი ვადით კონტრაქტების გაგრძელებას. ჩვენი მიზანია ენერგომატარებლებზე საკუთარი მოთხოვნილებების უზრუნველყოფა“,- განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.   

უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ, სტამბოლში ხელშეკრულება გაფორმდა

22 ივლისს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მარცვლეულისა და სურსათის მიწოდების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.  შეთანხმება შედგა და უკრიანელები ბლოკირებულ მარცვლეულს სამი პორტიდან - ოდესის, ჩერნომორსკის და იუჟნეს პორტებიდან გაიტანენ. მარცვლეულის მიწოდების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სიტყვებით, შეთანხმება, რომელსაც ხელი რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მოაწერეს, ომში „იმედის შუქურაა“.   „ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელება და მონიტორინგი განხორციელდება სტამბოლის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მეშვეობით“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჟეფ ტაიფ ერდოღანმა.  რუსეთის დელეგაცია სტამბოლში, უკრაინული მარცვლეულის საკითხზე ხელშეკრულების გასაფორმებლად ჩავიდა მანამდე, 13 ივლისს, თურქეთის მეტროპოლიაში უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან დაბლოკილი მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების მიწოდების საკითხზე რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლების ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა.  თურქეთი აცხადებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, რუსეთთან შეთანხმება მიღწეულია - BBC თურქეთის ეროვნული უშიშროების მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ მიღწეულია პროგრესი სტამბოლში საკოორდინაციო ცენტრის შექმნის საქმეში, სადაც ოთხი მხარის წარმომადგენლები განთავსდებიან.    

გაერო: თურქეთის ხელისუფლება უკრაინული მარცვლეულის გადამზიდავებს შეამოწმებს

გემებს, რომლებიც უკრაინულ ხორბალს შავი ზღვის გავლით გადაიტანენ, თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საკოორდინაციო კომიტეტთან ერთად შეამოწმებენ, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ანტონიო გუტერეშის წარმომადგენელმა ფარხან ხაკმა განაცხადა.  უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, შავი ზღვის სამმა პორტმა მუშაობა განაახლა „გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ 22 ივლისს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საკოორდინაციო კომიტეტთან ერთად, უკრაინული ხორბლით დატვირთულ გემებს თურქული მხარე გააკონტროლებს, ხოლო უკრაინული მხარე შავ ზღვაზე უსაფრთხო გასასვლელს უზრუნველჰოფს“, - აღნიშნა ხაკმა.  მისი თქმით, გემები უკრაინის პორტებში შესვლამდე და იქიდან გამოსვლისას შემოწმდება. „ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც მარცვლეულის ტრანსპორტირებას თვალყურს ადევნებს, მდებარეობს სტამბოლში ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის შენობაში და 4 განყოფილებისგან შედგება: თურქეთი, რუსეთი, უკრაინა და გაერო“, - განაცხადა ფარხან ხაკმა. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება  

კომპანია Baykar-ი უკრაინას დრონს უფასოდ გადასცემს, რისთვისაც თანხები პოლონეთში შეგროვდა

კომპანია Baykar უკრაინის არმიას უფასოდ გადასცემს Bayraktar TB2 თვითმფრინავს, რომლის შესყიდვისთვის თანხები პოლონეთში შეგროვდა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „გულწრფელად მადლობას ვუხდით ყველა პოლონელს, ვინც მხარი დაუჭირა ამ მნიშვნელოვან აქციას. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ასობით ათასი პოლონელი მონაწილეობდა ამ კამპანიაში. უკრაინელებს გადავცემთ Bayraktar TB2 დრონს, რათა მათ მაქსიმალურად დაიცვან სამშობლო. ჩვენ დავაკვირდებით უკრაინული საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ შეგროვებული თანხების მიმართულებებს, რაც უკრაინის გაძლიერებას ემსახურება“, - ნათქვამია Baykar-ის დირექტორთა საბჭოს წერილში.  

ლევან დავითაშილმა თურქეთის ელჩთან ორმხრივი ვაჭრობის საკითხები განიხილა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი - საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში შეხვედრას ასევე დაესწრო ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თარაშ პაპასქუა. ვიცე-პრემიერმა მიულოცა თურქეთის ახალ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება საქართველოში და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თურქეთის, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, ეკონომიკურ საკითხებში. განხილული იყო საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი და სხვ. აღინიშნა წარმატება, რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთა ორმხრივი ვაჭრობის სფეროში. სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, 2021 წელს თურქეთი პირველ ადგილზე იყო ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებს შორის, ზრდამ კი 35 პროცენტი შეადგინა. ასევე მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ექსპორტი 69 პროცენტიანი მატებით. ანალოგიური ტენდენცია შენარჩუნდა 2022 წლის 6 თვეში, სადაც ექსპორტის ზრდამ 54 პროცენტი შეადგინა. „ამის მიუხედავად აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ცვლილებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოს და თურქეთს შორის, რომელთა შესახებაც მოლაპარაკებები მხარეებს შორის დასრულების სტადიაზეა, კიდევ უფრო გაზრდის ექსპორტს თურქეთის რესპუბლიკაში. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოში და მოიცავს არაერთი სექტორს. 2022 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, თურქეთი მესამე მსხვილი ინვესტორია საქართველოში. თურქული ინვესტიციები, ძირითადად, ხორციელდება უძრავ ქონებაში, ტრანსპორტში, ენერგეტიკაში, წარმოებაში, მათ შორის, მსუბუქ მრეწველობაში, სასტუმრო ბიზნესში და სხვ. ამასთან, აღინიშნა, რომ ევროკავშირთან დიაგონალური კუმულაციის სქემის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთის ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობების წარმატებული განვითარების მიზნით“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   

გაერო: უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა შესაძლოა, ოდესის პორტი 29 ივლისს დატოვოს

გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ჰუმანიტარულ საკთხებში, მარტინ გრიფიტსის განცხადებით, უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა შესაძლოა, ოდესის პორტი 29 ივლისს დატოვოს. სტამბოლში ამუშავდა საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც „ხორბლის დერეფნებს“ მონიტორინგს გაუწევს „ჩვენ გვაქვს იმედი და ვგეგმავთ, რომ უკრაინული ხორბლით დატვირთული პირველი გემი პორტს უახლოეს დღეებში ან სავარაუდოდ, 29 ივლისს დატოვებს“, - განაცხადა მარტინ გრიფიტსმა.  მისი თქმით, გაეროსა და თურქეთის წარმომადგენლები ოდესის პორტში იქნებიან. „გემებს, რომლებიც დატოვებენ უკრაინის პორტს, ინსპექცია თურქეთის პორტში ჩაუტარდებათ. ეს უფრო მარტივია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ გემებში არ არის კონტრაბანდა და იარაღი. ამასთან, გაეროს და თურქეთის წარმომადგენლები იქნებიან ოდესის პორტში და დააკვირდებიან ხორბლის ჩატვირთვის პროცესს“, - განაცხადა მარტინ გრიფიტსმა.  სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება  

თურქეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან მუსტაფა შენთოფთან. თურქეთს შუა დერეფნის ფარგლებში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის აქტივობის გაზრდა სურს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებულ წარმატებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის საპარლამენტო თანამშრომლობაზე, როგორც უმაღლეს, ასევე საპარლამენტო კომიტეტების დონეზე. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის სამმხრივ ფორმატში აქტიურ საპარლამენტო კავშირებს. ილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ხაზი გაუსვეს მშვიდობის და სტაბილურობის მისაღწევად მხარეთა ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.  

თურქეთი მიესალმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის თბილისში გამართულ დიალოგს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მიესალმა და აღნიშნა, რომ რეგიონში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, განსკუთრებულ დატვირთვას იძენს ახალი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც თბილისმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა პირველ შეხვედრას უმასპინძლა. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაიმართა. მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების, ასევე თურქეთის ჩართულობით მშვიდობის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევა მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება. „ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა. მე პირადად ვესაუბრე თურქეთის მოძმე რესპუბლიკის, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ბატონ ჯეიჰუნ ბაირამოვს, რომელმაც ჩემთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ უაღრესად კმაყოფილი დარჩა შეხვედრაზე მიღწეული შედეგებით“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

ჩავუშოღლუ: ჩვენი სურვილია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მშვიდობიანი გზით გადაწყდეს საქართველოს რეგიონების, „აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტი“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანკარის სურვილია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მშვიდობიანი გზით გადაწყდეს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტის საკითხი. მისივე თქმით, შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ისაუბრეს მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე. „ამ კონტექსტში ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან მექანიზმზე, როგორიც არის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომა და შევთანხმდით, რომ რიგით მესამე სხდომა უნდა გაიმართოს უახლოეს მომავალში. ასევე, ვისაუბრეთ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტზე საქართველოში, არსებობს ასეთი გეგმა. ასევე, ვისაუბრეთ შერეული ეკონომიკური კომისიების მორიგი სხდომის ჩატარების აუცილებლობაზე. მე ვფიქრობ, როგორც კი ცნობილი გახდება ბატონი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტის თარიღი საქართველოში, მეც ასევე, ჩემს გუნდთან ერთად, დიდი სიამოვნებით ვეწვევი საქართველოს. დღეს ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა და კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა მიმიწვია საქართველოში და დიდი სიამოვნებით განვახორციელებ ამ ვიზიტს“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. მისივე თქმით, შეხვედრისას ისაუბრეს ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან უსაფრთხოების საკითხებზეც. „ჩვენი კეთილი მეზობლისა და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს, ჩემს ძვირფას მეგობარს, ილია დარჩიაშვილს გულწრფელად გავუზიარე ამ მხრივ ჩვენი მოსაზრებები და მოლოდინები, რაც კონკრეტულად ეხება ფეთჰულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოგეხსენებათ, თურქეთი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი. ასევე, თურქეთი მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და NATO-ში ინტეგრაციის პროცესს. ჩვენი ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოვხატეთ აღნიშნულ შეხვედრებზე და ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი სურვილია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მშვიდობიანი გზით გადაწყდეს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის საკითხი“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული უსაფრთხოების დღის წესრიგის საკითხებზე. „ვისაუბრეთ უკრაინისა და ყარაბაღის საკითხებზე, ერთმანეთს გავუზიარეთ მნიშვნელოვანი მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვენი დიდი ძალისხმევა, რომ რეგიონში დამყარდეს საბოლოო მშვიდობა და განმტკიცდეს სტაბილურობა, არის ძალიან დიდი და საქართველოც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. ჩვენ ვახორციელებთ ძალზედ მნიშვნელოვან მექანიზმებს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მექანიზმები“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

ჩავუშოღლუ: უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში გაიზარდა სახმელეთო გადაზიდვები. საქართველოს მიმართულება უფრო მეტად ინტენსიური გახდა

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, „უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში გაიზარდა სახმელეთო გადაზიდვები. საქართველოს მიმართულება უფრო მეტად აქტიური და ინტენსიური გახდა, შესაბამისად, გადაზიდვების პროცესში გარკვეული სირთულეები წარმოიქმნება ხოლმე, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ მოკლე დროში გადაიჭრას ნებისმიერი პრობლემა“. მისივე განცხადებით, ორმხრივი და ერთობლივი ძალისხმევით მსგავსი პრობლემები უაღრესად მოკლე ვადაში აღმოიფხვრება. „უაღრესად მნიშვნელოვანია სახმელეთო ტვირთბრუნვა და ამ თვალსაზრისით განვიხილეთ ჩვენ წინაშე დღის წესრიგში არსებული საკითხები. მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში გაიზარდა სახმელეთო გადაზიდვები. საქართველოს მიმართულება უფრო მეტად აქტიური და ინტენსიური გახდა. შესაბამისად, ზოჯერ ხდება გარკვეული დაგვიანებები ან გარკვეული სირთულეები წარმოიქმნება ხოლმე ამ გადაზიდვების პროცესში. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს, რათა მოკლე დროში გადაიჭრას ნებისმიერი წარმოქმნილი პრობლემა და ამ მხრივ კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო ჩვენი მადლიერება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ვფიქრობ, ჩვენი ორმხრივი და ერთობლივი ძალისხმევით მსგავსი პრობლემები უაღრესად მოკლე ვადაში აღმოიფხვრება“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა უაღრესად მნიშვნელოვანი, ფაქტობრივად გლობალური ენერგეტიკული პროექტები. „ეს განხორციელდა საქართველო-თურქეთისა და ასევე, აზერბაიჯანის თანამშრომლობით. ამ პროექტების მნიშვნელობა ჩვენთვის ძალზედ დიდია და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც ჩვენი თანამშრომლობა უფრო უნდა გაღრმავდეს და წარმატებით განვითარდეს. სწორედ ამ მიდგომით განვახორციელეთ ისეთი უმნიშვნელოვანესი პროექტები, როგორიც არის ბაქო-თბილისი ყარსი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და გაზის სამხრეთის დერეფანი. ასევე, ძალზედ დიდი სურვილი გვაქვს, რომ სრულფასოვნად უზრუნველვყოთ ისეთი მნიშვნელოვანი გლობალური ინფრასტუქტურული-სატრანსპორტო პროექტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი თანამშრომლობის მორიგი ფორმატი, უახლოეს მომავალში შედგება საქართველო-თურქეთ აზერბაიჯანის სამმხრივი სხდომა, რათა მსგავსი პროექტები იყოს განხილული. ძალზედ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის გამოყენება, რომლის სრულფასოვნად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვწევთ ჩვენს მეგობარ და კეთილმეზობელ ქვეყნებთან ერთად. ამ მხრივ მინდა, აღვნიშნო, რომ რამდენიმე ხნის წინ გაიმართა სამმხრივი შეხვედრა თურქეთ-აზერბაიჯან-ყაზახეთის დელეგაციებს შორის ბაქოში, ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება მომდევნო შეხვედრა ტაშკენტში, სადაც განხილული იქნება შუა აზიის მიმართულებით ტვირთბრუნვის, სახმელეთო გადაზიდვების მექანიზმის გააქტიურებისა და გაუმჯობესების გზები. მოგეხსენებათ, არსებული ვითარების გათვალისწინებით და ზოგადად, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უაღრესად გართულდა და ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა რუსეთის გავლით ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვა. ჩვენ გვსურს, ეს პროცესი მაქსიმალურად სარგებლიანი და მაქსიმალურად მარტივი გავხადოთ და ამ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ საქართველო. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მხრივ აუცილებელია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება, მუშაობის გააქტიურება“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთს შუა დერეფნის ფარგლებში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის აქტივობის გაზრდა სურს

თურქეთი, შუა დერეფნის ფარგლებში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის უფრო აქტიურად გამოყენების ინიციატივით გამოდის. „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შუა დერეფნის უმნიშვნელოვანესი რგოლია“, - ამის შესახებ თურქეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სტამბოლში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მისი თმით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შუა დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა. „ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ საერთაშორისო ვაჭრობისა და ლოგისტიკისთვის“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა უაღრესად მნიშვნელოვანი, ფაქტობრივად გლობალური ენერგეტიკული პროექტები. „ეს განხორციელდა საქართველო-თურქეთისა და ასევე, აზერბაიჯანის თანამშრომლობით. ამ პროექტების მნიშვნელობა ჩვენთვის ძალზედ დიდია და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც ჩვენი თანამშრომლობა უფრო უნდა გაღრმავდეს და წარმატებით განვითარდეს. სწორედ ამ მიდგომით განვახორციელეთ ისეთი უმნიშვნელოვანესი პროექტები, როგორიც არის ბაქო-თბილისი ყარსი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და გაზის სამხრეთის დერეფანი. ასევე, ძალზედ დიდი სურვილი გვაქვს, რომ სრულფასოვნად უზრუნველვყოთ ისეთი მნიშვნელოვანი გლობალური ინფრასტუქტურული-სატრანსპორტო პროექტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი თანამშრომლობის მორიგი ფორმატი, უახლოეს მომავალში შედგება საქართველო-თურქეთ აზერბაიჯანის სამმხრივი სხდომა, რათა მსგავსი პროექტები იყოს განხილული. ძალზედ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის გამოყენება, რომლის სრულფასოვნად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვწევთ ჩვენს მეგობარ და კეთილმეზობელ ქვეყნებთან ერთად. ამ მხრივ მინდა, აღვნიშნო, რომ რამდენიმე ხნის წინ გაიმართა სამმხრივი შეხვედრა თურქეთ-აზერბაიჯან-ყაზახეთის დელეგაციებს შორის ბაქოში, ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება მომდევნო შეხვედრა ტაშკენტში, სადაც განხილული იქნება შუა აზიის მიმართულებით ტვირთბრუნვის, სახმელეთო გადაზიდვების მექანიზმის გააქტიურებისა და გაუმჯობესების გზები. მოგეხსენებათ, არსებული ვითარების გათვალისწინებით და ზოგადად, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უაღრესად გართულდა და ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა რუსეთის გავლით ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვა. ჩვენ გვსურს, ეს პროცესი მაქსიმალურად სარგებლიანი და მაქსიმალურად მარტივი გავხადოთ და ამ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ საქართველო. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მხრივ აუცილებელია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება, მუშაობის გააქტიურება“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ცნობისათვის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ან ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს რკინიგზა რეგიონული მნიშვნელობის სარკინიგზო მაგისტრალია, რომელიც ერთმანეთს პირდაპირ აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს.  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. მანამდე, 2007 წლის 7 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ სამმხრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე 826 კილომეტრია, აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 254 კილომეტრი გაივლის. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი მოიცავს 22 ხიდს, 13 სადგურს, 24 გზაგამტარს და 4 თოვლდამცავ გალერეას. თავდაპირველად პროექტის დამთავრება 2010 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ შემდგომ 2013 წლამდე გადაიდო. 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა, ზია მამადოვმა განაცხადა, რომ პროექტი 2015 წლის მეორე ნახევრამდე ვერ დასრულდებოდა და ახალი სამგზავრო მატარებლები 2016/17 წლამდე ვერ გაივლიდნენ. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რკინიგზის მეშვეობით ენერგოკორიდორის შესაქმნელად შენდება, რომელსაც რესურსებით ძირითადად აზერბაიჯანი მოამარაგებს. ამის გარდა, თურქეთიდან დსთ-ის მიმართულებით მიმავალი გადაზიდვებიც სწორედ ამ ხაზზე გადმოინაცვლებს. აგრეთვე, იმის გამო, რომ ამჟამინდელი გადაზიდვები ირანის მიმართულებით ხანგრძლივ შეყოვნებებს განიცდიან ვანის ტბასთან და ირანის სასაზღვრო ქალაქ სარახსთან, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის შემდეგ ამ მიმართულებიდანაც მიიზადავს დამატებით ტვირთებს. დასაწყისისთვის ელიან, რომ ხაზის ყოველწლიური ტვირთბრუნვა 6,5 მილიონი ტონა იქნება, გრძელვადიან გათვლაში კი ამ მაჩვენებლის 17 მილიონ ტონამდე გაზრდას ისახავენ მიზნად. 2015 წლის 29 იანვარს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა, ხოლო 2017 წლის 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა.   

ილია დარჩიაშვილი: საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ნიშნული 3 მილიარდი დოლარია და იმედია ამ ნიშნულს ჩვენ მალე მივაღწევთ

„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული არაჩვეულებრივი ხალხთაშორისი და პოლიტიკური თანამშრომლობის პარალელურად, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დინამიკური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნიშნულები, რომელთან სწორებასაც აქტიურად ვცდილობთ ორივე ქვეყანა და სწორედ ამ პროცესში ვცდილობთ, რომ ყოველწლიურად გვქონდეს კონკრეტული ხელშესახები დინამიკა ვაჭრობის კუთხით. ჩვენი მორიგი ნიშნული ვაჭრობის კუთხით განსაზღვრულია 3 მილიარდი დოლარის ოდენობით,“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ქ. სტამბოლში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო და თურქეთი ამ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევენ, რის შედეგადაც განისაზღვრება ახალი ნიშნული, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. „ჩვენი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროები, ისე სხვა სახელმწიფო უწყებები, ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ წლის განმავლობაში ერთმანეთთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაადვილოთ ვაჭრობა და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ყველა არსებული ტექნიკური ბარიერი, რომელიც ამ ეტაპზე აფერხებს ამ პროცესს,“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საინვესტიციო გარემოს განვითარების მნიშვნელობაზეც. „ინვესტიციების კუთხით ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს ჩვენი, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რათა მათ უფრო ადვილად შეძლონ ნავიგაცია ამ პროცესში და ერთის მხრივ თურქეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს საქართველოს საინვესტიციო ბაზარი, და პირიქით, ქართველი ბიზნესმენები დაინტერესდნენ თურქეთის საინვესტიციო ბაზრით. შესაბამისად, ამ მხრივაც და სამართლებრივი დაახლოების კუთხითაც ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ“მ - განაცხადა მინისტრმა. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა მზადაა, კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობის შემცირებაში თავისი წვლილი შეიტანოს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის კოსოვოელ და სერბ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მევლუთ ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში „საღმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს“. ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა თურქეთისთვის ბალკანეთში მშვიდობასა და სტაბილურობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ანკარა მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს დაძაბულობის შემცირებაში. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო 31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. თუმცა პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კოსოვოში ჯეფრი ჰოვენიერი კოსოვოს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა და მთავრობას მოუწოდა, სანომრე ნიშნებისა და პირადობის მოწმობების შესახებ გადაწყვეტილებების განხორციელება 30 დღით გადაედო.

უზბეკეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი ინვესტიციების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ

უზბეკეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი ინვესტიციების, ინოვაციების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. ამის შესახებ უზბეკეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა შერზოდ ასადოვმა განაცხადა. მისი თქმით, უზბეკეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სამინისტროების ხელმძღვანელები 2022 წლის 2 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებს განიხილავენ. „ეს არის თანამშრომლობის სრულიად ახალი მექანიზმი“, - აღნიშნა ასადოვმა. აზერბაიჯანის, უზბეკეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრა ტაშკენტში 2022 წლის 2 აგვისტოს გაიმართება. უზბეკეთის მხარეს წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ნოროვი, ვიცე-პრემიერი, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჯამშიდ ჰოჯაევი და ტრანსპორტის მინისტრი ილჰომ მაჰკამოვი. აზერბაიჯანს, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და მთავრობის ეკონომიკური დარგების მინისტრები წარადგენენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 27 ივლისს განაცხადა, რომ აგვისტოს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაემგზავრება თურქეთ-აზერბაიჯან-უზბეკეთის საგარეო საქმეთა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე დასასწრებად.  

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთში ჩავიდა

უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა, რომელიც უკრაინის ოდესის პორტიდან ლიბანში გაემგზავრა, თურქეთს მიაღწია. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. „სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მყოფი სატვირთო ხომალდი Razoni, რომელიც სიმინდით იყო დატვირთული, უკრაინის ოდესის პორტიდან ორშაბათს გაემგზავრა, ბოსფორის სრუტეს მიაღწია“, - იუწყება თურქეთის თავდაცვის სამინისტრო. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გემის ერთობლივი შემოწმება ოთხშაბათს დილით დაიწყება. სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა. 

ჩავუშოღლუ: თურქეთს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება სურს

თურქეთს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია სურს, ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ტაშკენტში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ვლადიმერ ნოროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციის გახსნა რეგიონის ქვეყნებს სარგებელს მოუტანს. უზბეკეთი ახალი მულტიმოდალური დერეფნის - „თურქეთი-კავკასია-ცენტრალური აზია- სამხრეთ აზია“ ფორმირების საკითხს განიხილავს „ამჟამინდელი გლობალური კრიზისი გზას უხსნის არამხოლოდ რისკებს, არამედ ახალ შესაძლებლობებს. ამიტომ, სამმხრივი კავშირების გაფართოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თურქეთი ცდილობს, გააფართოოს სავაჭრო კავშირები აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან", - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.  

თურქული მხარე, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის ინსპექტირებას იწყებს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინული მარცვლეულითა და სიმინდით დატვირთული გემის RAZONI-ის ინსპექტირება დრეს დილიდან დაიწყება. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთში ჩავიდა  „საინსპექციო სამუშაოები ჩატარდება მარცვლეულით დატვირთულ RAZONI-ზე, რომელიც უკრაინის ოდესის პორტიდან გამოვიდა და წუხელ ბოსფორის შავი ზღვის შესასვლელთან 10:00 საათზე ღუზა ჩაუშვა“, - აცხადებენ თურქეთის თავდაცვის სამინისტროში. სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.   

თურქეთში ინფლაცია მაქსიმალურ ნიშნულზეა

თურქეთში ინფლაცია განუხრელად იზრდება. თურქსტატის მონაცემებით, ივლისში ინფლაცია 79.6%-მდე გაიზარდა, ივნისში ეს მაჩვენებელი 78.6% იყო.  ამავდროულად, თურქეთში ფასების ზრდა ზედიზედ 14 თვეა ჩქარდება. სამომხმარებლო ფასები ივლისში კიდევ 2,37% გაიზარდა. ივნისში ზრდა 4,95% იყო. ამგვარად, სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება ერთ წელიწადში 2.2-ჯერ (+119.1%), ენერგომატარებლების ფასი 2.3-ჯერ (+129.3%) გაიზარდა. სურსათისა და სასმელის ფასი თითქმის გაორმაგდა, ზრდა 94,65%. საცხოვრებელი და კომუნალური მომსახურების ღირებულება 70%-ით გაძვირდა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა კი 88,4%-ით. ცნობისათვის, თურქეთში ინფლაციამ ზრდა 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ლირა მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 14 პროცენტამდე შეამცირა.  წაიკითხეთ სტატია:  რა გავლენას მოახდენს თურქეთის მზარდი ინფლაცია საქართველოს ბაზარზე

დღეს ერდოღანი და პუტინი სოჭში მოლაპარაკებებს გამართავენ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, დღეს სოჭში ჩავა, სადაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას გამართავს. ორი ქვეყნის ლიდერი ბოლო 17 დღის განმავლობაში ერთმანეთს მეორედ ხვდება.   მოლაპარაკების დღის წესრიგში პრიორიტეტული საკითხია თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან სირიის ჩრდილოეთით, ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის მომზადება.  ამასთან, ერდოღანი და პუტინი რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებსა და „ხორბლის დერეფნის“ საკითხებსაც განიხილავენ.  თურქული მედიის ცნობით, უკრაინის ომის თემასთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს ანკარას მზადყოფნაზე, სისხლისღვრის დასრულებასა და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში თავისი წვლილი შეიტანოს. და ბოლოს, თურქეთისა და რუსეთის ლიდერები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაზრდის, თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის ენერგეტიკისა და თავდაცვის მრეწველობის და სტრატეგიული პროექტების განხორციელებას.    

ერდოღანის თქმით, თურქეთი-რუსეთის მოლაპარაკებები სირიის შესახებ, რეგიონისთვის შვების მომტანი იქნება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდორანის განცხადებით, სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ანკარასა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები რეგიონს შვებას მოუტანს. მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრა „ძალიან მნიშვნელოვანი“ იქნება რეგიონში თურქეთისა და რუსეთის მიერ შესრულებული როლის გამოსაკვეთად. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ერდოღანი და პუტინი რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, ასევე, თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს განიხილავენ. ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სოჭში ჩავიდა ლიდერები პირისპირ შეხვედრას გამართავენ, შემდეგ კი, დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებენ.    

რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებებში ერდოღანი შუამავლად სურს - Bloomberg

მოსკოვი, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინასთან მოლაპარაკებებში, პოტენციურ შუამავლად განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg წერს.  გამოცემა ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთი დიდი ხანია დაჟინებით ითხოვდა შუამავლის როლს, უკრაინაში სამშვიდობო მოგვარების საქმეში. რუსეთი ჯერ კიდევ თავშეკავებით უყურებდა ამ იდეას, თუმცა, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს ეგრეთ წოდებული „მარცვლეულის შეთანხმების“ დადებამ, რისთვისაც პუტინმა ერდოღანს დღეს პირადად მადლობა გადაუხადა. ერდოღანის თქმით, თურქეთი-რუსეთის მოლაპარაკებები სირიის შესახებ, რეგიონისთვის შვების მომტანი იქნება თუმცა, რუსეთს ჯერ არ შეუმსუბუქებია თავისი პირობები უკრაინასთან საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით და შეფერხებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ნაკლებად სავარაუდოა, რომ განახლდეს, თუ სამხედრო ბალანსში პუტინის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება, წერს Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.  ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სოჭში ჩავიდა NATO-ს სხვა წევრების მსგავსად, თურქეთი ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, თუმცა ამ ქვეყანას იარაღი არ მიაწოდა. ამავდროულად, ანკარამ ომის გამო თავი შეიკავა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ისა და ევროპის სანქციებთან შეერთებისგან. Bloomberg-ის წყარო თურქეთის ხელისუფლებაში ამას იმით ხსნის, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შეერთება ზიანს აყენებს ანკარას ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს - ზარალი $35 მილიარდადაა შეფასებული.  თურქეთისთვის რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიან მოგვარებაში მონაწილეობა საკვანძო საკითხია. გარდა ამისა, შუამავლის როლი გაზრდის ერდოღანის საერთაშორისო ავტორიტეტს – თითქმის 80%-იანი ინფლაციის ფონზე. ამასთან, ის 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.  

ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურის ნაწილს რუბლში დაფარავს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდღოანმა დაადასტურა, რომ თურქეთი იმპორტირებული რუსული ბუნებრივი აირის ნაწილის საფასურს რუბლებში დაფარავს.  რუსული მხარის ინფორმაციით, ერდოღანი და პუტინი ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ „სოჭში ვიზიტისას, კარგი მომენტი იყო ის, რომ პუტინთან „რუბლზე“ შევთანხმდით,“- განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით „რუბლებში ვაჭრობა, როგორც თურქეთისთვის ისე რუსეთისთვის მომგებიანი იქნება“, - აღნიშნა ერდოღანმა.  თუმცა არც ერდოღანს და არც რუსეთის ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ, გაზის რა ნაწილის საფასურს დაფარავს თურქეთი რუბლებში.  ანალიტიკოსების შეფასებით, რუსული გაზის რუბლში ყიდვა, თურქეთს კონვერტირებადი ვალუტის რეზერვების შემცირებისგან დაიცავს. ცნობილია, რომ თურქეთის მთავრობამ რეზერვებიდან ლირის მსყიდველუნარიანობის შესანარჩუნებლად მილიარდობით აშშ დოლარი დახარჯა. ბოლო 12 თვეში ლირის მსყიდველობითი უნარი 55%-ით შემცირდა, ხოლო ინფლაცია 80% გაუტოლდა.  შეგახსენებთ, 5 აგვისტოს, სოჭში, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების დახურული შეხვედრა შედგა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა.   

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის ხუთი ბანკი რუსული გადახდის სისტემა „მირის“ შემოღებას გეგმავს

„ხუთი თურქული ბანკი რუსული გადახდის სისტემა „მირს“ შემოიღებს“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. წერს Bloomberg.   ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურის ნაწილს რუბლში დაფარავს თურქული ბანკების რუსულ გადახდის სისტემასთან ადაპტაციაზე, ერდოღანი და პუტინი სოჭში შეხვედრისას შეთანხმდნენ. მოლაპარაკების ამ ნაწილს ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. თურქეთის ლიდერის თქმით, „ასეთი ცვლილებები როგორც რუსი ტურისტებისთვის, ასევე თურქეთისთვის შვებაა“. შეგახსენებთ, 5 აგვისტოს, სოჭში, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების დახურული შეხვედრა შედგა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა.  სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს ასევე წაიკითხეთ: რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა

თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების წარმოებას იწყებს

თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში Bayraktar-ის უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანას ააშენებს. Baykar Defence-მ უკვე დააფუძნა კომპანია უკრაინაში და მიწის ნაკვეთი იყიდა, მზადაა ქარხნის პროექტიც. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა თურქეთში ვასილი ბოდნარმა მედიასთან განაცხადა.  თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების ქარხანას და სერვისცენტრს ააშენებს ცნობისთვის, უკრაინამ თურქული დრონი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად 2021 წლის ოქტომბერში გამოიყენა. უკრაინელმა სამხედროებმა Facebook-ზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც Bayraktar T2B ანადგურებს რუსული წარმოების საარტილერიო იარაღს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ თურქული უპილოტო თვითმფრინავები აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის რისკებს ქმნიან. ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა გეგმავს ქარხნის აშენებას თვითმფრინავების წარმოებისთვის თურქულ თვითმფრინავების მწარმოებელთან თანამშრომლობით. უკრაინა თურქეთისგან დამატებით 24 უპილოტო საფრენ აპარატს შეიძენს  

უკრაინამ თურქეთისგან ჯავშანტრანსპორტიორების პირველი პარტია მიიღო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თურქეთიდან 50 ახალი ჯავშანმანქანა (Kirpi) მიიღეს. უკრაიული მედიის ცნობით, უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი 150 ერთეულის მიწოდება. „უცხოელი პარტნიორები მხარს უჭერენ ჩვენს ჯარისკაცებს. მთელ მსოფლიოს სურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს მტერზე. ახალი თურქული (BMC Kirpi) ჯავშანტექნიკა გადაეცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - ნათქვამია ოპერატიული ჯგუფის ინფორმაციაში. ჯავშანმანქანა აღჭურვილია ტყვიამფრქვევით, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. ჯავშანმანქანას შეუძლია სულ 12 სამხედრო მოსამსახურისა და ეკიპაჟის გადაყვანა. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თურქეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, გადამწყვეტი სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას. ამასთან, თურქეთმა მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამასთან, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება NATO-ს ინტერესის სფეროს წარმოადგენს და ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ალიანსის წევრი თურქეთის როლი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჩავუშოღლუ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შესყიდვაზე: აშშ-სთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, კონგრესში ატმოსფერო შეიცვალა

F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებთან დაკავშირებით, თურქეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები „კარგად მიმდინარეობს“. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ამ კუთხით, კონგრესში, ბოლო წლებში არსებული ატმოსფერო უკეთესობისკენ შეიცვალა. მისივე თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციის მიდგომა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ძალიან დადებითია. დაახლოებით, $6 მილიარდიანი გარიგება მოიცავს 40 ახლად შექმნილი F-16V გამანადგურებლის შესყიდვას და თურქეთის საჰაერო ძალების მფლობელობაში არსებული სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზებას (80 F-16 C/D). თურქეთის თავდაცვის მინისტრი: აშშ-დან F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენის პროცესი გრძელდება ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას თურქეთისთვის და ამბობს, რომ ეს NATO-ს უსაფრთხოების გაზრდას შეუწყობს ხელს. ივნისის ბოლოს, მადრიდში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „უნდა მიჰყიდოს“ F-16 მოიერიშე თვითმფრინავები თურქეთს და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კონგრესისგან საჭირო თანხმობას მიიღებს. „ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16 თურქეთს. მე ეს ვთქვი დეკემბერში და მას შემდეგ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მათი არგაყიდვა ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ გვჭირდება კონგრესის თანხმობა“, - აღნიშნა ბაიდენმა.  თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია ინფორმაციისთვის, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევით იმედოვნებდა, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვასა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდოდა. აშშ-ის ოფიციალური პირები თურქეთთან, ანკარის მიერ სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაიმე ტიპის გარიგებას უარყოფენ.

F-16 ტიპის მოერიშე თვითმფრინავების შესყიდვის მიზნით, თურქეთის დელეგაცია ვაშინგტონს ეწვევა

თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ F-16 ტიპის მოერიშე თვითმფრინავების შესყიდვის მიზნით, დელეგაცია აშშ-ის ოფიციალური პირების მიწვევით, ვაშინგტონში მომავალ ორშაბათს ჩავა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა კატეგორიულად ეწინააღმდეგება გაყიდვის პირობებს, რომლებსაც კონგრესის ზოგიერთი წევრი ემხრობა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს ანკარისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვას, თუ ადმინისტრაცია არ დაადასტურებს, რომ ეს აუცილებელია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ის ასევე მოიცავს კონკრეტული ნაბიჯების აღწერას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოიერიშეები არ გამოიყენებოდეს საბერძნეთის თავზე „არაავტორიზებული ფრენებისთვის“. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ 27 ივლისს განაცხადა, რომ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებთან დაკავშირებით, თურქეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები „კარგად მიმდინარეობს“და ამ კუთხით, კონგრესში, ბოლო წლებში არსებული ატმოსფერო უკეთესობისკენ შეიცვალა. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: აშშ-დან F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენის პროცესი გრძელდება ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას თურქეთისთვის და ამბობს, რომ ეს NATO-ს უსაფრთხოების გაზრდას შეუწყობს ხელს. ივნისის ბოლოს, მადრიდში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „უნდა მიჰყიდოს“ F-16 მოიერიშე თვითმფრინავები თურქეთს და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კონგრესისგან საჭირო თანხმობას მიიღებს. „ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16 თურქეთს. მე ეს ვთქვი დეკემბერში და მას შემდეგ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მათი არგაყიდვა ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ გვჭირდება კონგრესის თანხმობა“, - აღნიშნა ბაიდენმა.  თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია ინფორმაციისთვის, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევით იმედოვნებდა, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვასა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდოდა. აშშ-ის ოფიციალური პირები თურქეთთან, ანკარის მიერ სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაიმე ტიპის გარიგებას უარყოფენ.  

თურქეთსა და სომხეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები აღდგეს - მედია

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შესაძლოა, სომხეთთან პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობების საკითხი გადაწყდეს. ამის შესახებ თურქული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს. თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა Anadolu-ს განუცხადა, რომ სომხეთთან პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება.  ფაშინიანი: სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმებების შესრულება, სომხეთისა და თურქეთის უწყებების მუშაობაზეა დამოკიდებული მისი თქმით, თურქეთსა და სომხეთს შორის ტვირთბრუნვა წელიწადში $230 მილიონს შეადგენს. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების შედეგად, საქართველოს გავლით წელიწადში პროდუქციით დატვირთული 15 ათასი სატვირთო გადაადგილდება.  „თურქეთის შეფასებით, სომხეთთან ვაჭრობის ამჟამინდელი მაჩვენებელი შედარებით მცირეა, მაგრამ სინამდვილეში საუბარია მრავალმილიონიანი ქვეყნის (სომხეთის) ბაზარზე. თუ მხარეები შეძლებენ საკმარისი მოქნილობის უზრუნველყოფას და ურთიერთობების პოზიტიურ წერტილამდე მიყვანას, მაშინ ვითარება როგორც თურქეთის, ასევე სომხეთის ინტერესების მიხედვით შეიცვლება“, - დარწმუნებულია წყარო. თურქული მედიის წყარომ ხაზი გაუსვა, ასევე თურქეთსა და სომხეთს შორის ნდობის გაზრდის მიზნით გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას. მისი თქმით, ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის ეტაპობრივი წინსვლისთვის შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ. „დღევანდელი ვითარება არ ამართლებს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებში არსებულ მოლოდინს. უფრო პოზიტიური სურათის ფორმირებისთვის საჭიროა ნაბიჯები“.  

ყაზახეთი თურქეთთან სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლებს იწყებს

ყაზახეთის მთავრობამ თურქეთთან სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის დღის წესრიგი დაამტკიცა.  სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტს, ორ ქვეყანას შორის 2022 წლის 10 მაისს ანკარაში მოეწერა ხელი.  „შეთანხმების შედეგად, მხარეები შემდეგი მიმართულებით ითანამშრომლებენ: გაცვლიან სადაზვერვო სამხედრო ინფორმაციას და ექსპერტულ შეფასებებს აქტუალურ თემებზე. გაუწევენ მონიტორინგს სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას რეგიონში, შეისწავლიან საკითხებს, რაც საფრთხეს უქმნის, რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებას. მოხდება ინფორმაციის ორმხრივი გაცვლა საერთაშორისო ტერორისტულ და სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომელთა საქმიანობაც შეთანხმების მონაწილე ქვეყნებისთვის საფრთხის შემცველია“, - ნათქვამია დღის წესრიგში.  11 მაისს, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი თურქეთში პირველი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. ორმხრივი კავშირების დამყარებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ვიზიტის დროს, ანკარასთან რიგ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერა ხელი, მათ შორის ქვეყნებმა სამხედრო თანამშრომლობის სფეროში შეთანხმება გააფორმეს. რას ნიშნავს თურქეთისა და ყაზახეთის მიერ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, რატომ შეიძლება, ეს მნიშვნელოვანი იყოს საქართველოსთვის, როგორ აისახება რეგიონის სხვა ქვეყნებსა და თურქეთის პოზიციებზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენების პირისპირ,ამ საკითხებზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.  რეგიონში რუსეთის პოზიციების შესუსტების ფონზე თურქეთის გავლენა კიდევ უფრო ძლიერდება    

ცნობილია, როდის მიიღებს თურქეთი შავი ზღვიდან გაზის პირველ მოცულობას

გაზის პირველ მოცულობას, თურქეთი შავი ზღვის შელფზე მდებარე „საქარიას“ საბადოდან 2023 წლის მარტში მიიღებს. ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიხ დონმეზმა განაცხადა. შავი ზღვის თურქულ სექტორში გაზსადენის გაყვანის პროცესი მიმდინარეობს მისი თქმით, შავი ზღვის თურქულ სექტორში 2200 მეტრის სიღრმეზე მთელი „ენერგეტიკული ბაზა“ იქმნება. „ზღვის ფსკერზე უკვე გაყვანილია 120 კმ მილები. დარჩენილია 50 კმ“, - განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა. ერდოღანი: შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოვაჩინეთ ახალი გაზსადენის პირველი მილი, შავ ზღვაში 13 ივნისს ჩაუშვეს, ცერემონიაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მონაწილეობდა. „საქარიას“ საბადოზე გაზის მოპოვება, დღეში 10 მილიონი კუბური მეტრის დონეზეა პროგნოზირებული, რაც გულისხმობს წელიწადში 3,5-4 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებას. შემდგომში გაზის მოპოვება გაიზრდება და 2027-28 წლებში პიკს მიაღწევს და დღეში 40 მლნ კუბურ მეტრს გაუტოლდება (წელიწადში 15 მილიარდი კუბური მეტრი). თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების ჯამური მოცულობა 540 მილიარდი კუბური მეტრია.  

თურქეთის პირველი დიპლომატი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს პირველად ესაუბრა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს სირიელ კოლეგასთან პირველი ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა. ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ კომუნიკაცია ბელგიაში გამართულ შეხვედრაზე შედგა. იუწყება თურქული გამოცემა Daily Sabah-ი. „ოპოზიცია და რეჟიმი როგორღაც უნდა შევკრიბოთ შერიგების მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში გრძელვადიანი მშვიდობა არ იქნება“, - განაცხადა თურქმა დიპლომატმა. ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა ძლიერი ცენტრალური ადმინისტრაციის აუცილებლობას სირიის დაშლის თავიდან ასაცილებლად და დაამატა, რომ ამის მიღწევა მხოლოდ ერთიანობით იქნება შესაძლებელი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თურქეთის უმაღლეს დიპლომატს სირიელ ოფიციალურ პირთან ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა, როცა თურქეთი სირიაში ომის დაწყების შემდეგ მხარს უჭერს რიგ ოპოზიციურ ჯგუფებს ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. ასევე, თურქულმა ძალებმა რამდენიმე სასაზღვრო ოპერაცია PKK-სა და YPG-ის წინააღდმდეგ, რომელთაც ანკარა ტერორიტსულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.  ერდოღანი: თურქეთი ელის, რომ რუსეთი და ირანი მხარს დაუჭერენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სირიაში ივლისში თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა პირობა დადეს, რომ თანამშრომლობას განაგრძობენ, რათა სირიაში დაამარცხონ დაეში (ისლამური სახელმწიფო) და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები.   

რუს ოლიგარქ აბრამოვიჩის Eclipse-მა თურქეთის სანაპიროსთან ღუზა ჩაუშვა

რუსი ოლიგარქისა და მილიარდერის რომან აბრამოვიჩის Eclipse-მა, თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე საკურორტო რაიონში, მარმარისში ღუზა ჩაუშვა. რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News 164 მეტრი სიგრძისა და 22 მეტრი სიგანის იახტას ექვსი სართული აქვს, ასევე აუზი და შვეულმფრენის მოედანი, ასევე საშუალო ზომის წყალქვეშა აპარატი.  რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას იახტა თურქეთის წყლებში შევიდა მარმარისის მცხოვრებნი და სტუმრები აბრამოვიჩის კუთვნილ იახტასთან ფოტოებს იღებენ. 2010 წელს Eclipse-ს ღირებულება 340 მილიონ ევროს შეადგენდა.  ლუქსის კლასის იახტა, თურქეთის ერთი კვირაა რაც თურქეთის სანაპიროზე ფიქსირდება.  მანამდე Eclipse ალჟირის სანაპიროსთან დაფიქსირდა. აბრამოვიჩს ევროკავშირის სანქციები შეეხო. ევროკავშირის მეოთხე პაკეტის თანახმად, აქტივები გაეყინებათ იმ რუს ოლიგარქებს, რომლებსაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აქვთ კავშირი.  ბრიტანული მედია წერს, რომ რომან აბრამოვიჩს, სავარაუდოდ, სანქციების გამო, თავისი ქონება ევროპიდან სხვა ქვეყნებში გადააქვს.  bloomberg: რომან აბრამოვიჩის ლონდონის „იმპერია“ სანქციების გამო ჩამოინგრა

წითელ ზღვაში აშშ-სა და საუდის არაბეთის საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნები დაიწყო

წითელ ზღვაში საუდის არაბეთისა და აშშ-ის საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნები დაიწყო, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდება.  საუდის არაბეთის მედიის ცნობით, საზღვაო-სამხედრო სწავლებები ქალაქ იანბუში დაიწყო, რომელიც წითელი ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს.  სამხედრო წვრთნების გახსნის ცერემონიას, საუდის არაბეთის დასავლეთი რეგიონის სარდალი აჰმედ ალ-დები, აშშ-ს საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური პოლ ჯოზეფ როკი, ასევე ორი ქვეყნის უფროსი ოფიცრები და სამხედრო პირები ესწრებოდნენ. წვრთნების მთავარი მიზანია, ორ მხარეს შორის ოპერატიული გამოცდილების გაცვლა და ერთობლივი სამხედრო გეგმების განხორციელების შემუშავება. 2021 წლის ოქტომბერში საუდის არაბეთისა და აშშ-ის საზღვაო ფლოტებმა 10-დღიანი ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს, რომლის მიზანიც „ნავიგაციის  თავისუფლების უზრუნველყოფა“ იყო.   

წლის დასაწყისიდან თურქეთის უძრავი ქონების ბაზარზე 1,8 მილიონზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა

2022 წლის იანვარ-ივლისში თურქეთის უძრავი ქონების ბაზარზე 1 826 242 გარიგება განხორციელდა.  მხოლოდ ივლისში 222 ათასი გარიგება დაიდო და 578 უძრავი ქონება გაიყიდა.   მთლიანობაში, 2022 წლის იანვარ-ივლისში თურქეთში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის 1 მილიონ 826 ათას 242 ტრანზაქცია განხორციელდა. გადასახადების სახით ბიუჯეტში 2 მილიარდ ლირაზე მეტი შევიდა.  აქედან 798 840 სახლი გაიყიდა, 314 ათასი მიწის ნაკვეთი, 496 ათასი სახნავ-სათესი მიწა, ხოლო 84 ათასი გარიგება კომერციულ ობიექტებთან დაიდო.  ყველაზე მეტი 240 ათასი ტრანზაქცია სტამბოლში განხორციელდა. გარიგებების მოცულობით მეორე ადგილზეა ანკარა (123 ათასი); მედსამეა იზმირი(99 ათასი); შემდეგ მოდის ანტალია (75 ათასი); ბურსა (69 ათასი); კონია (54 ათასი); კოჯაელი (50 ათასი); და ბალიკესირი (49 ათსი).     

აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები - „წყალქვეშა შეტევა“ მიმდინარეობს. ინფორმაციას თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, სწავლება - „წყალქვეშა შეტევითი და სამძებრო-სამაშველო ოპერაციები“, „ბრძოლა საცხოვრებელ ადგილებში“ და სანაპირო შეტევა“ აზერბაიჯანსა და თურქეთში მიმდინარე წვრთნების ფარგლებში ტარდება.

ერდოღანი: ბოლო 21 წლის განმავლობაში, თურქეთი უფრო დემოკრატიული და თავისუფალი გახდა

დღეს თურქეთი უშიშრად იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს ყველა პლატფორმაზე, მათ შორის, გაეროსა და NATO-ში და აღწევს შედეგებს თავისი ეფექტიანი დიპლომატიის საშუალებით“, - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამართლიანობისა და განვითარების (AK) პარტიის შეხვედრაზე განაცხადა. მმართველი პოლიტიკური გაერთიანება დაარსებიდან 21 წლისთავს აღნიშნავს. ერდოღანმა დაამატა, რომ თურქეთმა გააძლიერა საგარეო პოლიტიკა და მოიპოვა პრესტიჟი და თავდაჯერებულობა. მისივე თქმით, თურქეთმა თავისი ძლიერი არმიით, ანტიტერორისტული ოპერაციები ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, „სხვების თანხმობის მოთხოვნის გარეშე“ ჩაატარა და ბოლო 21 წლის განმავლობაში, თურქეთი გახდა „უფრო დემოკრატიული და თავისუფალი" ქვეყანა, რომელიც მოქალაქეებს თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს.

ჩავუშოღლუ: თურქეთი სირიის კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტას მხარს უჭერს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ანკარა ყოველთვის მხარს უჭერდა სირიის კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტას. თურქი დიპლომატის შეფასებით, „სირიის რეჟიმს არ სჯერა პოლიტიკური გადაწყვეტის, მას სჯერა სამხედრო გადაწყვეტის“. "თურქეთი თვლის, რომ შერიგება აუცილებელია სირიაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის, - განაცხადა ჩავუშოღლუმ და დაამატა, რომ ანკარა მტკიცედ უჭერს მხარს სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „სირიაში არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ასევე გვემუქრება: PKK/PYD/YPG. დაეშის და სხვა რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციების ნარჩენებისგან ქვეყანა სრულად  უნდა გაიწმინდოს. ეს მნიშვნელოვანია თურქეთის უსაფრთხოებისა და სირიის სტაბილურობისთვის“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.  

ანკარა: თურქეთისთვის C-400 მიწოდების პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ცვლილებები არ არის

თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს C-400-ის შესყიდვის პროცესში ცვლილებები არ მომხდარა.  ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული თავდაცვის ინდუსტრიის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. „მოვლენებს ახალი განვითარება არ აქვს. პროცესი გრძელდება თავდაპირველად მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად“, - აცხადებენ სამინისტროში. მანამდე, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე, რუსეთთან ახალი ხელშეკრულება გაფორმადა.       

იაირ ლაპიდი: ჩვენ განვაგრძობთ ისრაელის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას

თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისადმი მიძღვნილ განცხადებაში, ისრაელის პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი ამბობს, რომ ისრაელი განაგრძობს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებას. მისივე თქმით, ურთიერთობების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ორ ხალხს შორის კავშირების გაღრმავებას, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული კავშირების გაფართოებას და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს. ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე შეთანხმდნენ „თურქეთთან ურთიერთობების განახლება მნიშვნელოვანი აქტივია რეგიონული სტაბილურობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივია ისრაელის მოქალაქეებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას და ისრაელის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას მსოფლიოში“, - ციტირებს ადმინისტრაცია იაირ ლაპიდის სიტყვებს.  

ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე შეთანხმდნენ

რამდენიმეწლიანი დაძაბულობის შემდეგ, თურქეთმა და ისრაელმა ელჩების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს.  ამის შესახებ თურქეთის საგაერეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.  თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ გადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, ანკარა პალესტინელების უფლებებს დაიცავს.  ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ თურქეთი და ისრაელი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად უახლოეს მომავალში შეხვედრას გეგმავენ. თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს. „თურქეთთან ურთიერთობების განახლება მნიშვნელოვანი აქტივია რეგიონული სტაბილურობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივია ისრაელის მოქალაქეებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას და ისრაელის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას მსოფლიოში“, - ციტირებს ადმინისტრაცია იაირ ლაპიდის სიტყვებს. მანამდე ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.  ქვეყნებს შორის ხელახალი დაახლოების პროცესი 2020 წლის მაისიდან დაიწყო. „2018 წელს იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის საწინააღმდეგო აქციების დროს, ღაზის საზღვარზე ისრაელის ძალების მიერ 60 პალესტინელის ლიკვიდირების შემდეგ, ორმა რეგიონულმა ძალამ ქვეყნებიდან ელჩების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ქვეყნები კავშირების გამოსწორებაზე მუშაობდნენ, ენერგეტიკა პოტენციური თანამშრომლობის საკვანძო სფეროდ იქცა“, - წერს Reuters-ი.  

ერდოღანი უკრაინას ეწვია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის ქალაქ ლვოვს, სადაც თავის უკრაინელ კოლეგას და გაეროს ხელმძღვანელს შეხვდება. ერდოღანი პრეზიდენტ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს და სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს განიხილავს. ორმხრივ მოლაპარაკებებს მოჰყვება სამმხრივი სამიტი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზითა და უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის შექმნილი მექანიზმის აქტივობის გაზრდით. გაეროს გენმდივანი ვოლოდიმირ ზელენსკის და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი, სტამბოლს ეწვევა.

თურქეთი და ყირგიზეთი ერთობლივ საინვესტიციო ფონდს ქმნიან

თურქეთის ვიცე პრეზიდენტი ფუატ ოქტაი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯინბეკ კულუბაევს შეხვდა. პრეზიდენტის კომპლექსში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები განიხილეს. ამ კონტექსტში ფუატ ოქტაი და ჯინბეკ კულუბაევი ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაში ეროვნული ვალუტების გამოყენებისა და თურქულ-ყირგიზეთის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმდნენ. შეხვედრაზე გაიმართა კონსულტაციები იმ საკითხებზე, რომლებიც შესაძლოა, თურქეთ-ყირგიზეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დღის წესრიგში შევიდეეს, რომელიც მიმდინარე წელსაა დაგეგმილი. ამასთან, მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს თურქეთის სახელმწიფოთა ორგანიზაციის (OTG) საქმიანობას. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე აკილბეკ ჯაფაროვი  (29 სექტემბერს - 2 ოქტომბერს) ბურსაში ვიზიტს გეგმავენ.   

ჩვენი მიზანია, მსოფლიო ბაზრებზე კასპიის ზღვისა და თურქეთის გავლით გავიდეთ - ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯინბეკ კულუბაევმა სტამბოლში ვიზიტისას განაცხადა, რომ ყირგიზეთი, თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს და ქვეყნის მიზანია, მსოფლიო ბაზარზე კასპიის ზღვისა და თურქეთის გავლით გავიდეს.  თურქეთი და ყირგიზეთი ერთობლივ საინვესტიციო ფონდს ქმნიან კულუბაევმა მედიის შეკითხვას, თუ რა მნიშვნელობა აქვს ცენტრალური კასპიის დერეფნს ყირგიზეთისთვის, რომელიც ჩინეთსა და ევროპას შუა აზიის გავლით აკავშირებს, ასე უპასუხა:  „ცენტრალური აზიის ქვეყნების სატრანზიტო გატარების პოტენციალი მაღალია, მაგრამ არსებული ვითარებაში სატრანზიტო ლოგისტიკა სირთულეებს განიცდის. მნიშვნელოვანია სასურსათო ტვირთების უსაფრთხო გატარება. ტვირთები ევროპიდან აზიაში მიდის, აზიიდან ევროპაში ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვისა და თურქეთის გავლით. ეს დერეფანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ თემაზე გამართულ სამმხრივ შეხვედრებს. ჩვენ გამოვხატავთ ინტერესს ამ დერეფნის შეერთებით. ჩვენი მიზანია მსოფლიო ბაზრებზე კასპიის ზღვისა და თურქეთის გავლით გავიდეთ“, - განცხადა ჯინბეკ კულუბაევმა.   

ერდოღანი: ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილი

თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინაში, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა. დღეს ერდოღანი, ზელენსკი და გუტერეში უკრაინის ქალაქ ლვოვში შეიკრიბნენ, რათა ხსენებული საკითხის გარდა განეხილათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დიპლომატიური საშუალებებით და გააქტიურონ მექანიზმი, რომელიც ახლახან შეიქმნა უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის. „ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილი, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და გაეროს გენერალურ მდივანთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ. ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოდება, უკრაინა ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC პრეზიდენტების ერდოღანის, ზელენსკისა და გაეროს გენმდივნის შეხვედრა ლვოვში, მედიისთვის დახურულ ფორმატში ჩატარდა საერთაშორისი საზოგადოება მოსკოვს მოუწოდებს, გაიყვანოს ძალები ხსენებული ტერიტორიიდან, რადგან მის მიერ განხორციელებული დაბომბვები ბირთვული ავარიის რისკებს ზრდის. გაერო ადგილზე მისი ექსპერტების დაშვებას მოითხოვს.  

თურქეთთან ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები თვის ბოლომდე გაიმართება

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა, რომ ფინეთის, შვედეთის და თურქეთის წარმომადგენლები აგვისტოში ფინეთში შეხვდებიან.  მისი თქმით, მოახლოებული შეხვედრის მიზანია ურთიერთგაგების მემორანდუმის პუნქტების განხილვა, რომელიც მადრიდში NATO-ს სამიტზე მიიღეს.  რატიფიცირება ამ დრომდე 23-მა ქვეყანამ მოახდინა. ანალოგიური პროცესი ჯერ კიდევ გასავლელი აქვს 7 ქვეყანას: ესპანეთს, საბერძნეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, ჩეხეთს, თურქეთსა და უნგრეთს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  

თურქეთში, ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აღნიშნულ ფაქტს თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილებს შორის მაშველები და ჟურნალისტებიც არიან. "საზარელი ავტო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 16 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს", - წერს ჯანჯღავა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტოს ავტომობილს, სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა. ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების ჯგუფი მუშაობს.   შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები.  

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმრებს

ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში, ქალაქ გაზიანთიფში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო თურქეთის ხელისუფლებას და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. „ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. საქართველო თურქეთის გვერდით დგას ამ მწუხარების დროს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თურქეთში, ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა  

თურქული მედია: გაზიანთეფის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებს შორის 2 ჟურნალისტი, 3 მეხანძრე-მაშველი და 4 მედიკოსია

თურქეთში, გაზიანთეფის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებს შორის 2 ჟურნალისტი, 3 მეხანძრე-მაშველი და 4 მედიკოსია, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტოს ავტომობილს, სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა. ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების ჯგუფი მუშაობს.   შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები. თურქეთში, ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა ასევე წაიკითხეთ:   საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმრებს  

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დასახელდა

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2023 წლის 18 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა. „თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2023 წლის 18 ივნისს გაიმართება. ეს იქნება მეორე არჩევნები, რომელშიც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიღებს მონაწილეობას", - დასძინა მან. შეგახსენებთ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტია 2014 წლის 28 აგვისტოდან .  

თურქეთში სატვირთო მანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა

თურქეთში, სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა. თურქულმა მედიამ გაავრცელა კადრები, რომლის თანახმად, სატვირთო მანქანა ხალხის მასისკენ უკონტროლოდ მიემართება, ხალხი კი გაქცევას ცდილობს. თურქული მედია: გაზიანთეფის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებს შორის 2 ჟურნალისტი, 3 მეხანძრე-მაშველი და 4 მედიკოსია Anadolu-ს ცნობით, სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა. მისივე ცნობით, ეს იყო მეორე შემზარავი ავარია, რომელიც თურქეთში მოხდა. იმავე დღეს, გაზიანთეფის პროვინციაში ავტომობილების შეჯახებას კიდევ 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

პალესტინის პრეზიდენტი თურქეთს ეწვევა

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი თურქეთს ეწვევა, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს თავის კოლეგა რეჯეპ თაიფ ერდოღანთან. თურქული მედიის ინფორმაციით, მხარეები პალესტინაში განვითარებული მოვლენებს, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. მისივე თანახმად, ვიზიტი სამდღიანია. Anadolu ამ ინფორმაციის გავრცელებისას პალესტინის ელჩის კომენტარს ეყრდნობა, რომელიც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Wafa-მ გამოაქვეყნა.  

პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი 22 აგვისტოს თურქეთს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.  ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე შეთანხმდნენ პალესტინის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, რომლის ფარგლებშიც მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ.  ლიდერები ასევე განიხილავენ პალესტინაში შექმნილ ვითარებას.  ამასთან, გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც ორივე ქვეყნისთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს.  17 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე შეთანხმდნენ.  მანამდე ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.  ქვეყნებს შორის ხელახალი დაახლოების პროცესი 2020 წლის მაისიდან დაიწყო.  

თურქეთი, ფინეთი და შვედეთი პირველ სამმხრივ შეხვედრას 26 აგვისტოს გამართავენ

NATO-ს სამიტზე, მადრიდში ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, თურქეთი, ფინეთმა და შვედეთი პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს გამართვენ. თურქული მედიის ცნობით, ერთობლივი მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეკრებას, თურქეთის დელეგაციას პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ კალინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ელჩი სედათ ონალი უხელმძღვანელებენ. შეხვედრას ფინეთი უმასპინძლებს. შეგახსენებთ, NATO-ს მოკავშირეებმა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების ოქმს ხელი ივლისში მოაწერეს. ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

„შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის

თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები აქტიურ ფაზაშია. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის პირველი შეხვედრა მოლაპარაკების მაგიდასთან სტამბოლში შედგა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის აქტიური მონაწილეობით გაიხსნა „მარცვლეულის დერეფანი“ და უკრაინის პორტებიდან 24 თებერვლის შემდეგ დაბლოკილი ხორბლის გადაზიდვა დაიწყო. ორი კვირის წინ, სოჭში, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა. რის შედეგადაც გაირკვა, რომ თურქეთი რუსულ ბანკებთან ითანამშრომლებს და გაზის საფასურს ნაწილობრივ რუბლში დაფარავს. მოგვიანებით კი ერდოღანმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, კრემლთან მოლაპარაკებების გამართვა კვლავ სტამბოლში შესთავაზა. რა როლი აქვს თურქეთს მსოფლიოში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და რა სცენარით შეიძლება განვითარდეს ურთიერთობები ანკარასა და მოსკოვს შორის, ამ და სხვა საკითხებზე Europetime „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელ, დავით გოჩავას ესაუბრა. ET: უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ვხედავთ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები აქტიურ ფაზაშია. რასთან გვაქვს საქმე? როგორ ფიქრობთ,  თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, როგორც ზედაპირზე ჩანს მხოლოდ „მარცვლეულის დერეფნის“ ფარგლებში აქტიურობს, თუ რუსეთთან ურთიერთობების „კვალი“ უფრო ღრმად მიდის? როდესაც სოჭიდან სახლში ბრუნდებოდა, ერდოღანმა მედიასთან განაცხადა, რომ აქვს სურვილი, იყოს „შანხაის ხუთეულის“ წევრებთან და მათთან, ვინც ამ ორგანიზაციას დამკვირვებლად ან დიალოგის პარტნიორის სტატუსით შეუერთდება - „მაგალითად, საუდის არაბეთი და ყატარი. ჩვენი მიზანია მათთან ერთად ყოფნა“, - თქვა ერდოღანმა. აქ ეს არის მთავარი გზავნილი.  ერდოღანი ამბობს, რომ „შანხაის ხუთეულის“ წევრებთან და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებთან ურთიერთობა ურჩევნია. ამას თურქეთის პრეზიდენტი ღიად და თამამად აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში. ET: რატომ არის „შანხაის ხუთეული“ თურქეთისთვის ასეთი მნიშვნელოვანი? „შანხაის ხუთეულის“ წევრები არიან ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი, (შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია 2001 წელს დაარსდა. მონღოლეთი, ირანი, ინდოეთი ავღანეთი და პაკისტანი ამ ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით არიან, ბელორუსი და თურქეთი კი, „პარტნიორი დიალოგის საკითხში" თანამშრომლობენ). შესაძლოა, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს ირანიც. ამ შეხვედრაზე რუსეთი ეპატიჟება თურქეთსაც. შორი არაა ის დრო, როცა თურქეთი ამ ორგანიზაციის წევრი გახდება. „შანხაის ხუთეულის“ წევრი სახელმწიფოების მოსახლეობა, დაახლოებით, პლანეტის მოსახლეობის ნახევარია და ამ ქვეყნებში მსოფლიოს შიდა პროდუქტის მესამედი იქმნება. ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ვაჭრობენ ევროპასთან. აქ უკრაინის ომიდან გამომდინარე გაჩნდა ამ ქვეყნებში შექმნილი საქონლის ტრანსპორტირების პრობლემა. ეს საკითხი შესაძლოა, იმის მიხედვით გართულდეს, თუ როგორ და რა მოცულობით გაიზრდება სანქციები. ET: ამ შეფასებიდან გამომდინარე ე.ი. რუსეთი ეძებს პარტნიორს, რომელიც დაპირისპირებულ დასავლეთთან დააკავშირებს? დიახ, რუსეთი ეძებს ქვეყანას, რომელიც ამ დაპირისპირებულ დასავლეთთან კავშირს დაამყარებს და კომუნიკაციას შეძლებს, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. რუსეთის ეკონომიკა რომ გადარჩეს, ამისთვის დანარჩენ მსოფლიოსთან უნდა ივაჭროს. იყო ასეთი გეგმა, რომ ის გახდებოდა ჩინეთის ე.წ. ნედლეულის დანამატი, მაგრამ ეს არ გამოვიდა. რადგან ჩინეთს აშშ-თან ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებით და დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდა. ჩინეთმა დასავლეთზე გააკეთა აქცენტი და უფრო ევროპის კავშირთან და აშშ-თან არსებული სავაჭრო ურთიერთობების განვითარება განიზრახა, ვიდრე ის, რომ რუსეთიდან ბუნებრივი რესურსები იაფად მიიღოს. ET: იმ ფონზე როცა მთელი მსოფლიო პუტინის რუსეთს უპირისპირდება, რას ეყრდნობა ერდოღანის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, ესაა ტაქტიკური ნაბიჯები თუ კონკრეტული სტრატეგია? რუსეთი ეძებს პარტნიორს. თურქეთი ვრცელი ქვეყანაა ევროპასა და აზიას შორის. ხელსაყრელია მისი გეოგრაფიული მდებარეობა. ახლა ქვეყანაში რთული ვითარებაა, იმ გაგებით, რომ ინფლაციამ 70%-ს გადააჭარბა. ასევე, 2023 წელს თურქეთში არჩევნებია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თურქეთს რუსეთი სჭირდება როგორც ჰაერი. თავის მხრივ კი, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს დასავლეთთან გართულებული ურთიერთობების განეიტრალება სურს.  ET: აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატები ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს გარკვეული მინიშნება, რომ სანქციების საფრთხე არსებობს და დასავლეთს თურქეთთან მიმართებით გარკვეული ეჭვები აქვს. თუ ასეა, მაშინ რატომ რისკავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი?  პრობლემები მოსალოდნელია, მაგრამ პოლიტიკა სწორედ ეს არის, რომ შესაძლებლობების ზღვარზე გადის. ერდოღანი რუსეთთან მიმართებით რისკავს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება პუტინთან მისი ურთიერთობა. ფაქტია, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მოცემულ მომენტში არის უნიკალური. ერთადერთი ადამიანი, რომელიც რაღაც საკითხში მაინც აღწევს შეთანხმებას პუტინთან, არის ერდოღანი. ET: ცნობილია, რომ თურქეთი NATO -ს წევრია და ამ ალიანსში აშშ-ის შემდეგ რესურსით მეორეა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მადრიდში, ბოლო შეხვედრისას დაამტკიცა განვითარების სტრატეგია, რომელის თანახმადაც უპირველესი მტერი არის რუსეთი. ამ ფონზე როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები?  ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყანა „მეგობრობს“ და თანამშრომლობს NATO-ს უპირველეს მტერთან. რა თქმა უნდა ეს არის რისკი, ხიფათი, საშიშროება. რა თქმა უნდა თურქეთს ემუქრება სანქციები. თუმცა, როგორც ჩანს, თურქეთი მზად არის საპასუხოდ. დააკვირდით, როგორ ლავირებს. ფაქტი ერთია, შექმნილ ვითარებაში, რუსეთთან რიგ საკითხებზე შედეგს თუ მიაღწია ვინმემ, აქ არის თურქეთის პრეზიდენტის ფაქტორი. ერდოღანმა არსებული პრობლემა, ან შეარბილა, ან გადაწყვიტა. ამასთან, დასავლეთის ინტერესშიცაა, რომ პუტინთან ვიღაცას ჰქონდეს ასეთი ურთიერთობა. ომის ზღვარზეა მსოფლიო და ვინმეს თუ შეუძლია სიტყვა უთხრას პუტინს, ეს ერდოღანია და ის ამით სარგებლობს. ხომ ნახეთ, ერდოღანი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაერთიანების წინააღმდეგ წავიდა. თურქეთს ჰქონდა თავისი მოთხოვნები და დასავლეთმა ეს მოთხოვნები დაუკმაყოფილა. ჯერჯერობით, ფინეთთან და შვედეთთან მიმართებით გადაწყვეტილება არაა მიღებული. ამ საკითხის რატიფიცირება უნდა მოხდეს. ანუ თურქეთი ვაჭრობს, ერდოღანი პოლიტიკოსია. იმასაც ეთამაშება და ამასაც... თურქეთს სარგებლის მიღება უნდა შექმნილი ვითარებიდან და მისი სარგებელი უზარმაზარია. ET: რა სარგებელს ელის თურქეთი რუსეთთან ურთიერთობაში და რა არის ამ ვითარებაში მისი მთავარი ბონუსი? „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრები, აზიის ქვეყნები, რომებიც ვაჭრობენ ევროპასთან და ევროპა, რომელიც თავისთავად ვაჭრობს აზიასთან, ამ ტვირთნაკადმა უნდა გაიაროს თურქეთზე. ეს ქვეყანა დიდი ხანია, ემზადებოდა ამისთვის. თურქეთი ქმნიდა ლოგისტიკურ ცენტრებს, ავითარებდა სატრანსპორტო სისტემას. (სამგზავრო მიმოსვლა იქნება ეს თუ სატვირთო გადაზიდვები). სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტი მსოფლიოში უდიდესია. 12 ლოგისტიკური ცენტრი შენდება და ექსპლუატაციაში 2023 წლისთვის უნდა შევიდეს. თურქეთი ემზადებოდა და ემზადება იმისთვის, ეს საკითხები უზრუნველყოს და ევროპასა და აზიას შორის ლოგისტიკური ჰაბი გახდეს. მან უნდა შეასრულოს შუამავლის ფუნქცია და როლი. ამას ხედავს დასავლეთი. მე არ ვიცი როგორ დამთავრდება ერდოღანსა და პუტინს შორის ურთიერთობა, მაგრამ ფაქტია, მოცემულ მომენტში, „მარცვლეულის დერეფანი“ რომ გაიხსნა უკრაინის პორტებიდან, ერდოღანის დამსახურებაა. მან შეძლო უკრაინისა და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა და მიაღწია ამ შეთანხმებას. დასავლეთი ამას ხომ ვერ უგულებელყოფს. არის სანქციების საფრთხე, მაგრამ არის კიდევ სარგებელი, რაც პუტინისა და ერდოღანის ურთიერთობებიდან მოდის. ET: კიდევ ერთი საკითხი - თურქეთი და საქართველო. ეს ქვეყანა საქართველოს მთავარი სავაჭრო და სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს ქვეყანასთან ყველაზე მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობს. თურქეთის ახლო კავშირების შედეგად რუსეთთან, საქართველოსთან მიმართებით, გარკვეული საფრთხეები ხომ არ იკვეთება? ჩვენ ხომ არ ვაქტიურობთ. დააკვირდით საქართველოს ქცევას. ჩვენ არ ვაქტიურობთ არცერთ ფრონტზე. ჩვენი ინტერესი რომელიმე საკითხზე ნათლად და მკაფიოდ გამოხატული ბოლოს როდის ნახეთ? ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე არ დაუსვამს არცერთი მწვავე საკითხი. ET: „საქართველოს რომ არავინ არაფერს ეკითხება“, ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? მაგალითად 2019 წელს, ანკარაში ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელები და ერთმანეთთან გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი, ტარიფების დაწესების, ტვირთების მოზიდვისა და „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების განვითარების შესახებ. ამ ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს გარეშე ხვდებიან და იხილავენ საკითხს, რომელიც ეხება უშუალოდ ჩვენს ტერიტორიაზე გამავალ სარკინიგზო ტვირთებს. ეს იყო ოფიციალური ვითარება, თორემ არაოფიციალური კავშირები და კომუნიკაცია ქართულ მხარესთან ამ საკითხზე პასუხისმგებელ პირებთან აუცილებლად შედგებოდა. საგულისხმოა, რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზით გადაიზიდებოდა აბრამოვიჩის მეტალურგიული კომბინატის ტვირთები, თურქეთის მიმართულებით. ინფორმაციას ავრცელებდა თურქული მხარე. აზერბაიჯანული მხარე, ხანდახან, ოფიციალურად აქვეყნებდა ინფორმაციას აბრამოვიჩის კომბინატის მიერ გამოშვებული პროდუქციის გადაზიდვის შესახებ. შესაძლოა, ეს ტვირთები ახლაც „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზით გადაიზიდება. ვიღაცები შეთანხმდნენ და ჩვენი ქვეყნის გავლით გადააქვთ ტვირთები. საფრთხეა, როცა არ გვეკითხებიან და ისე წყვეტენ საკითხებს, საქართველოს გავლით რა გადაიტანონ.

შავი ზღვის გაზის საბადოზე აქტიური მუშაობა გრძელდება - თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა, შავი ზღვის თურქულ სექტორში, ქვეყნის უდიდესი ოფშორული გაზის საბადოს, საკარიას განვითარებაზე აქტიური სამუშაოების გაგრძელების შესახებ განაცხადა. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, შავი ზღვის შელფზე გაზის დიდი მარაგების აღმოჩენის შესახებ განაცხადა  „ორი წელი გავიდა გაზის საბადოს აღმოჩენის მნიშვნელოვანი თარიღიდან. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო თურქი ხალხის ნათელი მომავლისთვის. დღეს ჩვენ ვუახლოვდებით იმ დღეს, როდესაც თურქეთში გაზი ყველა მომხმარებლებს მიეწოდება. პროექტის განსახორციელებლად აქტიური ნაბიჯები გრძელდება“, - აცხადებს მინისტრი. ერდოღანი: შავი ზღვის საბადოებიდან გაზს თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი 2023 წელს მიიღებს საწარმოო სისტემა, რომელიც საქარიას გაზის საბადოზე წყლის ქვეშ შეიქმნება, თავდაპირველად 6-10 ჭაბურღილს დაუკავშირდება. ამ ჭაბურღილების დღიური ხარჯი 10 მილიონი კუბური მეტრი გაზი იქნება. უკვე 2023 წელს, ეს მოცულობები თურქეთის გაზის გამანაწილებელ ქსელს მიეწოდება. წლიური წარმოების მაჩვენებელი სავარაუდოდ 3,5-4 მილიარდი კუბურ მეტრს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ შავ ზღვაში გაზის მოპოვების ყველაზე მაღალი დონე 2027-2028 წლებში დაფიქსირდეს და დღეში 40 მილიონი კუბური მეტრი შეადგინოს, ხოლო ყოველწლიურად, 15 მილიარდი კუბური მეტრი.  თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების მთლიანი მოცულობა 540 მილიარდი კუბური მეტრია.    

თურქეთმა უკრაინას 50 ჯავშანმანქანა გადასცა

თურქეთის მთავრობამ უკრაინელ სამხედროებს 50 ჯავშანმანქანა გადასცა, რომლებიც ნაღმსაწინააღმდეგო დაცვითაა უზრუნველყოფილი.  „შეთანხმების თანახმად, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ უკრაინას 50 „კირფის“ საწყისი პარტია გადასცა. იქნება შემდგომი მიწოდებაც", - განუცხადა მედიას თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა.  უკრაინამ თურქეთისგან ჯავშანტრანსპორტიორების პირველი პარტია მიიღო  ჯავშანმანქანა აღჭურვილია ტყვიამფრქვევით, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. ჯავშანმანქანას შეუძლია სულ 12 სამხედრო მოსამსახურისა და ეკიპაჟის გადაყვანა. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თურქეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, გადამწყვეტი სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, სომხური წარმოშობის პირი თანამდებობაზე დანიშნეს

თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის ისტორიაში პირველად, რაიონის გამგებლად დანიშნეს პირი, რომელიც თურქეთში, სომხურ თემს წარმოადგენს.  ჩავუშოღლუ: თურქეთი სომხეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა პროფესიით იურისტი, 27 წლის ბერკ აკარი ქალაქ დენიზლის ბაბადაღის რაიონის უფროსად დანიშნეს. აკარმა ბილგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, მანამდე კი სტამბოლში სწავლობდა.  მედიის ცნობით, 2019 წლის ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში დაახლოებით 67 300 სომეხი ცხოვრობს. მევლუთ ჩავუშოღლუ: სამხრეთ კავკასიაში მუდმივი მშვიდობის მიღწევა, მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი და მუდმივი სამშვიდობო შეთანხმებითაა შესაძლებელი თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ

ჩავუშოღლუმ დარჩიაშვილს ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარება აღუთქვა

საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც მხარეებმა, ბორჯომის ხეობაში ხანძრის საკითხი განიხილეს.  ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან თურქული მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრისას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოში ხანძრების გამო მწუხარება გამოთქვა და საქართველოს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებას დაჰპირდა. მანამდე, შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ჩაერთვებიან.  22 აგვისტოს, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო.  22 აგვისტოდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალები და სპეცტექნიკა მონაწილეობენ. ცეცხლი ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.   

ანკარის მიერ ნაჩუქარი „სახალხო ბაირაქტარები“ უკრაინაში მიემართებიან

თურქულმა კომპანია Baykar-მა, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, უკრაინელებს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს საჩუქარი გაუკეთ. უკრაინული მედიის ცნობით, ივნისში, უკრაინელმა შოუმენმა სერჰი პრიტულამ წამოიწყო ინიციატივა „სახალხო ბაირაქტარი", რომლის მიზანი შეიარაღებული ძალებისთვის სამი თვითმფრინავის შესასყიდად 500 მილიონი გრივნის მოზიდვა იყო. სულ რაღაც სამ დღეში უკრაინელებმა 600 მილიონი გრივნა შეაგროვეს. კომპანია Baykar-მა ფულის მიღებაზე უარი განაცხადა და სამი თვითმფრინავის უფასოდ გადაცემას დაჰპირდა.  

რუსეთში ავტომობილების წარმოება 80,6 პროცენტით შემცირდა

სამრეწველო წარმოება რუსეთში, ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,5 პროცენტით შემცირდა, ავტომობილების წარმოება კი 80,6 პროცენტით დაეცა.  იაპონიამ რუსეთში ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი აკრძალა  როსსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში სამრეწველო წარმოება გასულ წელთან შედარებით 0,5 პროცენტით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წლის წინა თვესთან შედარებით 1,8 პროცენტით გაიზარდა. რუსული Avtovaz-ი ნაწილების დეფიციტის გამო წარმოებას აჩერებს როსსტატის სტატისტიკის მიხედვით, ივლისში რუსეთში მანქანების წარმოება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80,6 პროცენტით შემცირდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ბევრმა გლობალურმა საავტომობილო კომპანიამ რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ გამოაცხადა. რუსეთში მსუბუქი ავტომობილების წარმოება 97%-ით შემცირდა  

თურქეთის ფინანსთა მინისტრი: სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის განცხადების გამო, თურქი ბიზნესმენები არ უნდა დაფრთხნენ

თურქეთის ფინანსთა მინისტრი ნურედინ ნებათი, ამერიკის ხაზინის მდივნის მოადგილე უოლი ადიემოს მიერ, თურქეთის ბიზნესწრეებთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა. აშშ ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს ნურედინ ნებათმა განაცხადა, რომ თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაა მსოფლიოში და ამიტომ, აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებების გამო არ უნდა დაფრთხნენ.   „აზრს მოკლებულია, რომ თურქეთის საქმიანი წრეების მისამართით გაგზავნილმა წერილმა შეშფოთება გამოიწვიოს ბიზნეს წრეებში. თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია. ჩვენმა საქმიანმა წრეებმა, ყოველთვის უნდა იგრძნონ გვერდით, სახელმწიფოს ძალა“, – წერს ფინანსთა მინისტრი. ნებათის თქმით, თურქეთი მოწოდებულია, განავითაროს კომერციული ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით კი ტურიზმში, ისეთ ჩარჩოებში, რომელიც სანქციების საგანი არ არის. გასულ კვირას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს.  

თურქული კომპანია Baykar-ი რუსეთისთვის დრონების შესაძლო მიყიდვაზე: ფული არ არის პრიორიტეტი, მხარს ვუჭერთ უკრაინას

ბაირაქტარის დრონები რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინული წინააღმდეგობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ამ დრონების შექმნის უკან დღეს ორი ძმა ჰალუკ და სელჩუკ ბაირაქტარები დგანან. მათ შესახებ სტატია BBC-მ მოამზადა. Baykar-ის თანამშრომლობა უკრაინასთან, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე დაიწყო. ჰალუკი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უპილოტო თვითმფრინავების გადაცემის მოთხოვნით ბევრ ქვეყანას მიმართა, თუმცა, მისი თქმით, წინადადებას მხოლოდ თურქეთი დაეთანხმა. მწარმოებელმა Bayraktar-ი უფასოდ გადასცა რამდენიმე ფანდრაიზერს, ლიეტუვაში, პოლონეთსა და უკრაინაში მას შემდეგ, რაც მათ უკრაინის არმიისთვის თვითმფრინავების შესაძენად შეაგროვეს ფული. თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების წარმოებას იწყებს ჰალუკის თქმით, კომპანიის სპეციალისტებმა Bayraktar TB2-ის დრონის გამოყენებაზე ბევრი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეც გაწვრთნეს. „ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს. ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს. ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ისევე როგორც იმ ქვეყნებთან არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებაში. ჩვენ თავად არ ვიყენებთ ამ ტექნოლოგიებს. ჩვენ ვავითარებთ მათ“. ის იხსენებს, რომ, მაგალითად, უკრაინაში უპილოტო თვითმფრინავებს უკრაინელი სამხედროები იყენებენ და სწორედ ისინი წყვეტენ, როდის გამოიყენონ ისინი. ფოტო: 2016 წელს ბაირაქთართა ოჯახი თურქეთის პრეზიდენტის ოჯახს დაუკავშირდა. სელჩუკმა ერდოღანის ქალიშვილი შეირთო ცოლად. ამავდროულად, არ მალავს ფაქტს, რომ Bayraktar-ის უპილოტო თვითმფრინავები უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში წვლილს შეიტანენ. BBC-ის შეკითხვაზე, თუ მოსკოვი დიდ თანხას შესთავაზებთ, მიყიდის თუ არა დრონებს რუსეთს, პასუხობს: „რა თანხაც არ უნდა შემოგვთავაზონ (რუსეთმა), გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ სიტუაციაში მათთვის დრონების გადაცემის საკითხი არ განიხილება. ამ დროისთვის მთელი ჩვენი მხარდაჭერა მთლიანად უკრაინისკენაა მიმარეთული“, - განუცხადა BBC-ს თურქული კომპანია Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა. თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების ქარხანას და სერვისცენტრს ააშენებს ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი კავშირი და უკრაინა ძალიან უსამართლო, აგრესიული და გაუმართლებელი შეტევის ქვეშ იმყოფება. რა თანხაც არ უნდა შემოგვთავაზონ, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოა“, - ამბობს ჰალუკ ბაირაქტარი. Bayraktar TB2 - თურქული საშუალო სიმაღლის გრძელვადიანი უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატია, რომელსაც თურქული კომპანია „ბაიქარი“ აწარმოებს.

თურქეთი მაკრონს ალჟირში გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

ოფიციალური ანკარა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ ალჟირში გაკეთებული განცხადების გამო წუხილს გამოთქვამს. თურქეთის საგარეო უწყება ფრანგი ლიდერის სიტყვებს მიუღებელს უწოდებს. „მიუღებელია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, რომელსაც ფრიკაში, განსაკუთრებით ალჟირში, თავის კოლონიურ წარსულთან დაპირისპირება უჭირს, ცდილობს, თავი დააღწიოს კოლონიური წარსულს სხვა ქვეყნების, მათ შორის ჩვენის დადანაშაულებით“, - აღნიშნავს უწყება. თურქული მედიის ცნობით, ალჟირში სამდღიანი ვიზიტისას მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან წარმოშობილი ქსელები აფრიკაში „ანტიფრანგულ პროპაგანდას" ავითარებენ.  თურქეთის საგარეო უწყების განმარტებით, ანკარა ავითარებს ურთიერთობას როგორც ალჟირთან, ისე აფრიკის კონტინენტის სხვა ქვეყნებთან და ეს ურთიერთობები ურთიერთნდობას ეფუძნება.  

თურქეთში ტურისტული ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში, ბურსაში ტურისტული ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაშავებულები. რეგიონში გაიგზავნა ჯანდაცვის, სახანძრო და ჟანდარმერიის ბრიგადები. მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ავტობუსის მძღოლიც. 38 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო ჯგუფებმა ბურსასა და კუტაჰიას საავადმყოფოებში გადაიყვანეს.  

თურქეთში, ბურსას პროვინციაში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა. ამასთან, დაღუპულთა შორისაა თავად ავტობუსის მძღოლიც.  როგორც ცნობილია, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები და პოლიცია იყო მობილიზებული. შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.  

თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლის ღირებულებას ხუთჯერ ზრდის

თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლის საფასურს მონტრეს კონვენციით მისთვის მინიჭებული უფლებების შესაბამისად, ხუთჯერ გაზრდის. ამის შეასახებ გაზეთი Sabah-ი წერს. მისივე ცნობით, თურქეთმა 1983 წელს შემოღებული სისტემა გააუქმა. გადაწყვეტილება 2022 წლის 7 ოქტომბრიდან შედის ძალაში. თურქეთი შემოსავლის 40 მილიონი დოლარიდან, 200 მილიონ დოლარამდე ზრდას ვარაუდობს.  მონტრეს კონვენცია 1936 წელს მიიღეს. ის უზრუნველყოფს სავაჭრო გემების სრუტეში გავლას როგორც მშვიდობიან, ასევე ომის დროს, მაგრამ რეჟიმები ყველასთვის განსხვავებულია. საგანგებო სიტუაციებში თურქეთს უფლება აქვს, აკრძალოს ან შეზღუდოს სამხედროების გავლა ბოსფორისა და დარდანელის გავლით. გამონაკლისი ეხებათ გემებს, რომლებიც საკუთარ ტერიტორიაზე ბრუნდებიან.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი დაიბარა

ბოსფორის სრუტის გავლით რუსული იარაღის გადაზიდვის გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი დაიბარა. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის საგარეო უწყებამ გაავრცელა. მისივე ცნობით, უწყებამ ელჩ იაგმურ აჰმეთ გიულდერესთან შეხვედრისას თავისი შეშფოთება დააფიქსირა. მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი ტოჩიცკიმ ელჩს ვერბალური ნოტა გადასცა. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე მკაცრად დაიცავს 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებას რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსული ხომალდებისთვის შავი ზღვის სრუტეების დახურვის შესახებ, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ თურქეთის თანმიმდევრული პოზიციის შესაბამისად. კიევის ინფორმაციით, რუსეთმა სამოქალაქო სატვირთო გემი Sparta-II სირიის ბაზებიდან რუსეთში სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემების გადასატანად გამოიყენა. უკრაინული მედია წერს, Sparta II კომპანია „ობორონლოგისტიკას“ ეკუთვნის, რომელსაც აშშ-მ მაისში სანქციები დაუწესა და რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს.  უკრაინამ 24 თებერვალს სთხოვა თურქეთს, დაეკეტა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის, ამის შესახებ ანკარაში უკრაინის ელჩმა, მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთმა მეზობელზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები განახორციელა. ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია 27 თებერვალს, თურქეთის საგანარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, თურქეთმა პირობა დადო, რომ განახორციელებს საერთაშორისო პაქტის ნაწილებს, რომლებიც პოტენციურად შეზღუდავს რუსული ხომალდების ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში შესვლას. ამავე კომენტარში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად, NATO-ს წევრი ქვეყნის - თურქეთის წარმომადგენელმა უკრაინაზე თავდასხმას ომი უწოდა. „ის, რაც ახლა ხდება, არ არის რამდენიმე საჰაერო დარტყმა, სიტუაცია უკრაინაში ოფიციალურად ომია. ჩვენ განვახორციელებთ „მონტრეს კონვენციას“, - აცხადებდა მევლუთ ჩავუშოღლუ. მისივე განმარტებით, თურქეთს არ შეუძლია შავ ზღვაში შესვლაში ხელი შეუშალოს რუსეთის ყველა გემს, ვინაიდან, კონვენციის თანახმად, არ შეიძლება იმ გემების შეკავება, რომლებიც საკუთარ ბაზებზე ბრუნდებიან. ცნობისათვის, 1936 წლის შეთანხმების თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებზე და არეგულირებს საზღვაო ხომალდების ტრანზიტს. ის ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას და ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს. „მონტრეს საერთაშორისო კონვენციის თანახმად, NATO-ს წევრი თურქეთი აკონტროლებს გემების გადასასვლელს ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვას შორის, რაც მას პოტენციურ საკვანძო მოთამაშედ აქცევს რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში“.

ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაძლიერდეს, რათა მისი როგორც ტერორისტული სახელმწიფოს პოტენციალი განადგურდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორებს უმასპინძლა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათთან განხილული თემები ჩამოთვალა. „ამერიკელ სენატორებთან - რობ პორტმანთან და ემი კლობუჩართან შეხვედრა გავმართე. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც ბევრი გააკეთეს ჩვენი სახელმწიფოს და ზოგადად, თავისუფლების დასაცავად ევროპასა და მსოფლიოში. აშშ-ის სენატის დელეგაცია უკრაინაში ჩავიდა მადლობა გადავუხადე მათ ორპარტიული მხარდაჭერისთვის. მოლაპარაკების მთავარი თემა, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და აუცილებელი ნაბიჯები ჩვენი ერთობლივი გამარჯვებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლაში. კერძოდ, განვიხილეთ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება - ფინანსური და უსაფრთხოების დახმარების გაძლიერების საკითხები. ასევე - სანქციების გაძლიერება რუსეთის წინააღმდეგ. ეს სანქციები უნდა გაიზარდოს, რათა მისი როგორც ტერორისტული სახელმწიფოს პოტენციალი განადგურდეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მომუშავე ჯგუფს თურქი დიპლომატი შეუერთდა

თურქი დეიპლომატი ვოლკან ბოზკირი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მომუშავე ჯგუფს ახალი წევრის რანგში შეუერთდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ბოზკირი არის თურქი იურისტი, დიპლომატი და პოლიტიკოსი. ის იყო ევროკავშირთან თურქეთის ურთიერთობის საკითხებში მინისტრი და მთავარი მომლაპარაკებელი. თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და თურქეთ-აშშ-ს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე. იყო გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრი ერმაკი და NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რეკომენდაციებზე მუშაობას ასრულებს.  

რუმინეთს თურქეთისგან 18 დრონის შეძენა სურს

რუმინეთმა თურქულ  Bayraktar TB2-ის შესყიდვის ინტერესი გამოხატა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ 18 თვითმფრინავის შესაძენად პარლამენტის თანხმობა სთხოვა. ამ ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. მოსალოდნელია, რომ პარლამენტის თანხმობის შემდეგ, 300 მილიონი ევროს (299,6 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის შეთანხმებაზე მოლაპარაკება დაიწყება.    

თურქეთი და აზერბაიჯანი 5 სექტემბერს ერთობლივ წვრთნებს იწყებენ

თურქეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლები წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანში ჩავიდნენ. ერთობლივი ტაქტიკური და საფრენოსნო წვრთნები - „TurAz Qartalı-2022“ 5 სექტემბერს დაიწყება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებისთვის მომზადების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება, მათ შორის პერსონალის დისლოცირების, წვრთნების დაგეგმვისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების ჩათვლით.

ზურაბ აზარაშვილი: თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს

თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს, - ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრი: ერთ თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი ზურაბ აზარაშვილი: 2 თვეში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები  ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა, მედიკამენტებში 80 მილიონ ლარამდე უკვე დაზოგეს. „თურქეთის ბაზრის გახსნის გარდა, მედიკამენტებზე ფასის შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე რეფერენტული ფასის დადგენის მიმართულებითაც მუშაობს. რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ღირებულებაზე ზედა ზღვარი დაწესდება, რაც ქვეყანაში წამლის ფასს მნიშვნელოვნად გააიაფებს. მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დანერგილია. რეფორმის განხორციელებისთვის სამინისტრო საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში, ჩართულები იყვნენ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებაში“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: ანკარა ათენის სითავხედეს უპასუხებს

„ანკარას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას თურქეთის უფლებები და ინტერესები ეგეოსის ზღვაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და კვიპროსში", - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა. აკარმა მოუწოდა საბერძნეთს, „მშვიდობისთვის გაწვდილ ხელს ადეკვატურად უპასუხოს და განაგრძოს თანამშრომლობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, კეთილმეზობლური ურთიერთობების ფარგლებში". თურქეთის თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა ათენს, გადახედოს ისტორიას. მისივე განცხადებით, საბერძნეთი ვერაფერს მიაღწევს ეგეოსის ზღვის კუნძულების შეიარაღებით. „ანკარა ყურადღებით ადევნებს თვალს ათენის ქმედებებს, რომლებიც უგულვებელყოფს საერთაშორისო კანონმდებლობას, კეთილმეზობლობასა და მეგობრობას. როგორც თურქეთი, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას არა როგორც ტვირთი NATO-სა და ჩვენი მოკავშირეებისთვის, არამედ როგორც ქვეყანა, რომელიც საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს. საბერძნეთის ქმედებები არის უკიდურესად მტრული და არასწორ. NATO-მ და მესამე ქვეყნებმა ასევე უნდა დაინახონ საბერძნეთის ქმედებები. ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა ჩვენი მოკავშირე. ჩვენ ველით, რომ ისინი იქნებიან ობიექტურნი. მათ უნდა იცოდნენ, რომ საბერძნეთის ქმედებები და რიტორიკა არ შეესაბამება მეგობრობას ან ალიანსს“, - განაცხადა აკარმა Anadolu-ს ცნობით. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ საბერძნეთის ნეგატიური მიდგომა NATO-სადმი, არ ასუსტებს თურქეთ-NATO-ს ურთიერთობებს. მისივე თქმით, საბერძნეთს NATO-ში არანაირი ღირებულება არ აქვს. ერდოღანი ამბობს, რომ საბერძნეთის ნეგატიური განცხადებები, NATO-სთან ანკარის კავშირებს ვერ დააზიანებს. თურქული მხარის ცნობით, 2022 წლის დასაწყისიდან ბერძნულმა სამხედრო თვითმფრინავებმა 256-ჯერ დაარღვიეს თურქეთის საჰაერო სივრცე. ამასთან, მათივე ცნობით, საბერძნეთის სანაპირო დაცვის კატარღებმა ასევე 33-ჯერ დაარღვიეს თურქეთის ტერიტორიული წყლები.

ერდოღანი: თურქეთს ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის საკითხში ფასილიტატორის როლის შესრულება შეუძლია

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მის ქვეყანას ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის საკითხში ფასილიტატორის როლის შესრულება შეუძლია. როგორც სააგენტო „როიტერი“ თურქეთის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხდა. მათივე ინფორმაციით, ორმა ლიდერმა ასევე განიხილა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები და გამოთქვეს მზადყოფნა, გეგმის მიხედვით გაგრძელდეს თურქეთში აქუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა. ამასთან, ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ დეტალურად განიხილონ ეს საკითხები უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში, 15-16 სექტემბერს დაგეგმილ სამიტზე.  

ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დამატებით დროში დაამარცხა

თბილისში მიმდინარე ევრობასკეტზე, საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 81, დამატებით დროში დაამარცხა. წუთის და 24 წამით ადრე, სანდრო მამუკელაშვილის სამქულიანით, საქართველოს ნაკრები წინ გავიდა. ამის შემდეგ თურქეთს ტექნიკური ჯარიმა მისცეს და საქართველო დაწინაურდა - 88:81. თურქეთმა თამაშის შემობრუნება ვეღარ შეძლო და მხოლოდ ორი ქულა მიითვალა. საბოლოო ანგარიში - 88:83 დაფიქსირდა. მანამდე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ანგარიში მატჩის დასრულებამდე 11 წამით ადრე გაათანაბრა. 34 წამით ადრე, ანგარიში 66:66 იყო. ბოლო შეტევა თურქეთის ნაკრებმა გამოიყენა და ორი ქულით გავიდა წინ. ამის შემდეგ, საქართველოს შესატევად 11 წამი დარჩა, რაც გუნდმა გამოიყენა და ანგარიში გათანაბრდა. პირველი ოვერტაიმიც ფრედ დასრულდა. 33:36 - ეს ანგარიში კი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, პირველი ტაიმის შემდეგ დაფიქსირდა.

ისრაელმა თურქეთთან ფრენების აღდგენაზე შეთანხმება დაამტკიცა

ისრაელის მთავრობამ თურქეთთან ფრენების აღდგენის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა თავის Twitter-ზე განაცხადა. თურქეთთან შეთანხმების საფუძველზე, ისრაელის ავიაკომპანიები, ანკარის მიმართულებით ფრენების უფლებას მიიღებენ „მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება თურქეთსა და ისრაელს შორის საჰაერო კომუნიკაციის დამყარების შესახებ“, - წერს პრემიერ-მინისტრი. მისი თქმით, დოკუმენტის ძალაში შესვლით ისრაელის ავიაკომპანიები სტამბოლიდან და თურქეთის სხვა მიმართულებებიდან ფრენებს განაახლებენ. 17 აგვისტოს თურქეთმა და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენისა და ორი ქვეყნის ელჩებისა და გენერალური კონსულების დაბრუნების შესახებ განაცხადეს. ასევე ანკარამ და თელ-ავივმა ავიაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.  „თურქეთის ავიახაზები“ამჟამად ახორციელებენ ფრენებს ისრაელში.  

აზერბაიჯანში თურქეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

აზერბაიჯანში თურქეთთან TurAz Qartalı-2022 ერთობლივი ტაქტიკური ფრენის წვრთნები დაიწყო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, განჯაში TurAz Qartalı-2022 წვრთნების გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ქალაქ განჯის მერი ნიაზი ბაირამოვი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედროები დაესწრნენ. გაჟღერდა ორი ქვეყნის ჰიმნები, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული სამხედროების ხსოვნას. ღონისძიების მონაწილეებს სავარჯიშოების მიზნები და პროგრამა გააცნეს. წვრთნების დროს, ორი ქვეყნის საჰაერო ძალების ერთობლივი მოქმედებების დაგეგმვის, სამძებრო-სამაშველო ოპერაციების და სხვა ამოცანების შესასრულებლად მანევრები შემუშავდება.   

ევროკავშირი რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდებს, საბერძნეთის წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკა შეწყვიტოს

ევროკავშირი, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდებს, რომ საბერძნეთთან მიმართებით, აგრესიული რიტორიკა შეწყვტოს.   ერდოღანი ათენს: თუ განაგრძობთ ახლანდელ კურსს, მძიმე ფასს გადაიხდით „მუქარა და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს. მნიშვნელოვან და გულწრფელ დიალოგში მონაწილეობა აუცილებელია დაძაბულობის განმუხტვის, ურთიერთგაგების ხელშეწყობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის განცხადებებში აღნიშნულია, რომ თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მტრული განცხადებები საბერძნეთთან მიმართებით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ევროკავშირში და სრულიად ეწინააღმდეგება აღმოსავლეთ-ხმელთაშუა ზღვაში დეესკალაციის მცდელობებს, რაც ევროპის საბჭოს 2021 წლის მარტისა და 2022 წლის ივნისის მოსაზრებებშია გათვალისწინებული. ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულები საბერძნეთს 1923 და 1947 წლების შეთანხმებებით გადაეცა, მხოლოდ იმ პირობით, რომ არ მოახდენდა ამ კუნძულებზე შეიარაღების განთავსებას. Reuters-ის ცნობით, ერდოღანის განცახდებამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეჭვქვეშ დააყენებს კუნძულებზე საბერძნეთის სუვერენიტეტის საკითხს, თუ ათენი მათ შეიარაღებას განაგრძობს. 

ფიბა-ევროპამ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პროტესტი არ დააკმაყოფილა

საქართველოსა და თურქეთს შორის გამართულ ევრობასკეტის მატჩის შედეგზე თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ ფიბა-ევროპაში შეტანილი ოფიციალური პროტესტი უარყოფილია. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.  საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ემიჯნება ძალადობას და თურქეთის ნაკრების მწვრთნელის ქმედებებზე, მოკვლევის დაწყებას ითხოვს „ეს გადაწყვეტილება მიიღო ევრობასკეტის ძირითადმა ორგანიზატორმა ფიბა-მ, რომლის შესაბამისმა ორგანომ ვერ გამოაშკარავა იმ დონის შეცდომა, რომელსაც შეეძლო თამაშის შედეგზე გავლენა მოეხდინა. თურქეთის მხარე მიანიშნებდა იმ გაპარულ 22 წამზე, რომელსაც ადგილი მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 4:48 წუთით ადრე ჰქონდა. ამ დროს მოედანზე ვითარება დაიძაბა, რადგან დუდა სანაძესა და ფურკან ქორქმაზს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კონფლიქტის დაწყებიდან მალევე დროის ათვლა გაგრძელდა და 22 წამში წამმზომი შეჩერდა. თამაში რომ განახლდა, ტაბლოზე 4:48 წუთის ნაცვლად 4:26 ეწერა. ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ 14:26 წუთი ითამაშეს და საბოლოოდ საქართველომ 88:83 დაამარცხა მეტოქე. სწორედ ამ შედეგის გაუქმებას და მატჩის სრულად ან დარჩენილი 4:48 წუთის გადათამაშებას ითხოვდნენ თურქები, თუმცა მათი პროტესტი ფიბა-ევროპამ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება კიდევ ერთ შემთხვევას, რომელიც გასახლდელში მიმავალ დერეფანში მოხდა, ამაზე ფიბას ოფიციალურ განცხადებაში წერია: „გამოძიება, რომელიც დაიწყო იმ მოქმედებების გამო, რომელიც მოხდა გუნდების ზონაში და რომელშიც ორივე გუნდის მოთამაშეები და დელეგაციის წევრები იყვნენ ჩართულნი, მიმდინარეობს. როგორც კი გამოძიება დასკვნას გამოიტანს, ფიბა-ს შესაბამისი ორგანოები განსაზღვრავენ დისციპლინარული სასჯელის ზომას“.  4 სექტემბერს, თურქეთის ნაკრების წევრ ფორკან კორკმაზსა და დუდა სანაძეს ინციდენტი ევრობასკეტის მატჩის მიმდინარებისასაც მოხდა. თურქეთის კალათბურთის ნაკრები აცხადებს, რომ მათ მოთამაშეს ფურკან კორკმაზს 4 სექტემბერს ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტის ფარგლებში გამართული თამაშის შემდეგ სპორტის სასახლის გასახდელთან თავს დაესხნენ. თბილისში სპორტსმენებზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა ასევე თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომერ ონანმა. 4 სექტემბერს ევრობასკეტის მესამე დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 88:83 დაამარცხა. 2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის „ა“ ჯგუფის თამაშები წელს საქართველოში ტარდება.

თეა ახვლედიანი თურქეთის ელჩს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებს. "თეა ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა თურქეთის მიერ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე – შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებაზე საუბრისას, თეა ახვლედიანმა ელჩს აღნიშნული პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობა და ხედვები გააცნო, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს ეფუძნება. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-2030 წწ. სახელმწიფო სტრატეგია, რომელშიც განსაზღვრულია სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები. თავის მხრივ, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი მხარს უჭერს ბალკანეთის სტაბილურობასა და განვითარებას

ბალკანეთი თურქეთისთვის პრიორიტეტულია, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ბოსნია-ჰერცოგოვინაში ვიზიტისას განაცხადა.  სარაევოში გამგზავრებამდე ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი მხარს უჭერს ბალკანეთის სტაბილურობასა და განვითარებას. ასევე ბალკანეთის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. „ჩვენ ვეცდებით, ვიპოვოთ გამოსავალი ბოსნია და ჰერცეგოვინაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან“, - განაცხადა ერდოღანმა.  მისი თქმით, ბალკანეთი თურქეთისთვის პრიორიტეტულია არამხოლოდ პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოგრაფიული მიზეზებით, არამედ რეგიონთან ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირების გამო. ერდოღანი ბალკანეთის ქვეყნებს ეწვევა ბოსნია და ჰერცეგოვინაში ვიზიტის შემდეგ, ერდოღანი სერბეთში ჩავიდა, შემდეგ კი ხორვატიას ეწვევა. 

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: დასავლეთის პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით მცდარია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სერბიაში ვიზიტისას უკრაინაში შექმნილი ვითარება შეაფასა.    „თურქეთი, უკრაინასა და რუსეთთან მიმართებით, დაბალანსებული პოლიტიკის მომხრეა და ასე იქნება მომავალშიც. ანკარა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. თუმცა მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ ომი სწრაფად არ დასრულდება“, - განაცხადა ერდოღანმა.  მისი თქმით, ვინც რუსეთს სერიოზულად არ აღიქვამს, ცდება. „რუსეთი არ არის ასეთების რიცხვში“.  ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინასთან მიმართებით, დასავლეთის მიდგომებს არ ეთანხმება.  „ღიად ვამბობ, რომ [რუსეთ-უკრაინის] ომთან მიმართებით, დასავლეთის პოზიცია მცდარია. სახეზეა დასავლეთის ქმედება, რაც მხარეების პროვოცირებაზეა დაფუძნებული. აცხადებენ სამხედრო მხარდაჭერაზე. თუმცა ფაქტია, რომ დასავლეთში ბევრია ჯართად ქცეული იარაღი, რასაც უკრაინაში გზავნიან“, -აღნიშნა ერდოღანმა.  ერდოღანმა აღნიშნა, რომ სანამ არსებობს საომარი მოქმედებების პროვოცირების პოლიტიკა, სამშვიდობო ინიციატივების ეფექტურობა მინიმალურია. „შეგიძლიათ გითხრათ, რომ ამ მომენტში ერთი მხარე იმარჯვებს? არა! ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებულები, მაგრამ ბევრია დამარცხებული. უამრავი ადამიანი იღუპება და ფინანსურ მხარეზე საუბარი არ არის მიზანშეწონილი“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.  

ერდოღანის თქმით, თურქეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქეები ID ბარათებით მიმოსვლას შეძლებენ

ახალი შეთანხმების თანახმად, თურქეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქეები ID ბარათებით მიმოსვლას შეძლებენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ-თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება ბოსნია-ჰერცეგოვინასა და თურქეთს შორის პირადობის მოწმობებით გადაადგილების შესახებ“, - განაცხადა ერდოღანმა სარაევოში გამართულ პრესკონფერენციაზე. ერდოღანმა განმარტა, რომ ID ბარათებით გადაადგილებაზე გადაწყვეტილება მალე ამოქმედდება. თავის მხრივ, ბოსნიური მხარის განმარტებით, თურქეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მეგობრული ურთიერთობები აქვთ, მათი ისტორიული და კულტურული კავშირები ძლიერია და აღნიშნა, რომ მათ სურთ, გააძლიერონ კავშირები ანკარასთან. ბოსნია და ჰერცეგოვინას სურს, გააფართოოს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა თურქეთთან ერთ მილიარდ დოლარამდე.

საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მინისტრების მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო თურქეთის დელეგაციას თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და  მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას, რაც მიმდინარე წელს საიუბილეო თარიღით – დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილით აღინიშნება. „დეტალურად იქნა განხილული სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. ასევე, დიდი ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით. თურქეთის მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საბაჟო საკითხთა სფეროში ორ ქვეყანას შორის აქტიური ურთიერთქმედების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე, ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე. აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აქტიური თანამშრომლობისათვის და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა. სურვილი გამოითქვა პოლიტიკური კონსულტაციების მომავალში გაგრძელების თაობაზე“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თურქეთში 23 ავტომობილის შეჯახების შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა

თურქეთის პროვინცია სამსუნში ავარია მოხდა, რომელის შედეგადაც ერთმანეთს 23 მანქანა შეეჯახა.  როგორც Trend-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, ავარიის მიზეზი სატვირთო ავტომობილიდან საწვავის გაჟონვის გამო მოხდა, რამაც გზაზე მანქანების მოცურება გამოიწვია.  შემთხვევის შედეგად 23 მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.  

თურქეთის ვაჭრობის მინისტრი: მოვუწოდებ ჩვენს კომპანიებს, რომ საქართველოში ინვესტიციები ჩადონ

ვაპირებთ, ხელი მოვაწეროთ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მასშტაბის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას და პროტოკოლს. მჯერა, რომ ჩვენი ახალი შეთანხმება გააძლიერებს საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს და იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენს ქვეყნებს შორის მდგრადი ეკონომიკური პარტნიორობისთვის, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა, მეჰმედ მუშმა სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი თბილისში“ განაცხადა, სადაც ფორუმი სახელწოდებით „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის – სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ იმართება. მისი თქმით, ფორუმზე თურქეთიდან საქართველოში ჩამოსულია 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი. „დღეს ჩემთან ერთად არიან უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები. თურქეთიდან საქართველოში ჩამოსულია 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი ჩვენს ინვესტორებთან ერთად. კონფერენციას დაესწრება 100-მდე თურქი ბიზნესმენი. ეს იქნება მასშტაბური ღონისძიება გრძელვადიანი გეგმებისთვის. 2022 წლის აგვისტოსთვის ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა გაიზარდა 15 პროცენტზე მეტით და მიაღწია ორ მილიარდ დოლარს. ამჟამად თურქეთი არის პირველი უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში.  მე გავაგრძელებ ჩვენი კომპანიების მოწოდებას, რომ ჩადონ ინვესტიციები საქართველოს ნათელ მომავალში. როგორც თქვენ, ყველა იხილავთ დღეს, ჩვენ ვაპირებთ ხელი მოვაწეროთ ჩვენი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მასშტაბის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას და პროტოკოლს. მე მჯერა, რომ ჩვენი ახალი შეთანხება, რომელიც ამიერიდან მოიცავს მომსახურებას და ინვესტიციებს, გააძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენს ქვეყნებს შორის მდგრადი ეკონომიკური პარტნიორობისთვის“, – განაცხადა მეჰმედ მუშმა.  

საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებებს ხელი მოეწერა

9 სექტემბერს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ხელმოწერა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციისადმი მიძღვნილ ფორუმზე შედგა. „ცვლილებები შეეხება სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის სატარიფო ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატებას. კერძოდ, საქართველო მიიღებს ქვოტის ფარგლებში შეღავათებს იმ სახის პროდუქციებზე, რომლებზეც საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტისას შეღავათი არ ვრცელდებოდა. დღეს გაფორმებული გადაწყვეტილების ამოქმედების შემდგომ კი საქართველოდან თურქეთში ექსპორტისას, ქვოტის ფარგლებში ნულოვანი ტარიფით შესვლის შესაძლებლობა მიეცა ისეთ სასაქონლო პოზიციებს, როგორიცაა: ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, საქონლის ხორცი, მწვანე ჩაი, ხილის ჩირი, კივი, ლიმონი, დაკონსერვებული პომიდორი და საკვები ინგრედიენტები. აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად თურქეთის მხრიდან ქვოტები ასევე გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე: თაფლი, ვაშლი და ღვინო. საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2008 წლის პირველი ნოემბრიდან და იმ პერიოდისთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების ფორმატიდან გამომდინარე გავრცელდა მხოლოდ საქონლით ვაჭრობაზე. 2016 წლიდან მიმდინარეობდა მუშაობა თურქულ მხარესთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ნაწილში ცვლილებების შეტანისა და შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატების საკითხებზე. დღეს გაფორმებული ხელშეკრულებები კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით, ისინი ასევე აძლევენ საქართველოს საშუალებას ორმხრივად განავითაროს მომსახურების სექტორი და ისარგებლოს საქართველო-თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებული დისბალანსის შემცირებით., - აცხადებს უწყება.  

ანკარა მზადაა, საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვა წელიწადში $5 მილიარდამდე გაზარდოს

თურქეთი და საქართველო უმოკლეს დროში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვას $5 მილიარდამდე გაზრდიან. ეს მოსაზრება თურქეთის, საქართველოსა და ევროკავშირის დიაგონალურ კუმულაციასთან დაკავშირებული ინიციატივების ფარგლებში თბილისში გამართულ შეხვედრაზე თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა გამოთქვა. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოსთან ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. „2021 წელს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა წინა წელთან შედარებით 20%-ზე მეტით გაიზარდა და $2 მილიარდს გადააჭარბა. მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში ეს მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ზე მეტით გაიზარდა და $2 მილიარდი შეადგინა. დარწმუნებული ვარ, ვაჭრობის სამართლებრივ და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში მაღალი დონის ურთიერთობებისა და ინვესტიციების წყალობით, ჩვენ სწრაფად გავზრდით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვას $5 მილიარდამდე“, - განაცხადა მუშმა. მისი თქმით, თურქეთი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირთან საბაჟო კავშირის წყალობით, რომელიც უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია ფუნქციონირებს. „ამ ინიციატივების წყალობით, ევროკავშირი გახდა თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი, ვაჭრობის მოცულობამ 2021 წელს $178 მილიარდს გადააჭარბა. ევროკავშირთან მუშაობის პრიორიტეტია ექსპორტის მიწოდების მზარდი ტენდენციის შენარჩუნება და ამ მხრივ, ჩვენ დავიწყეთ დიაგონალური კუმულაცია, მასში ჩართულია საქართველოც. ამ ინსტრუმენტის წყალობით ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანთ საქართველოსთან ვაჭრობაში“, – განაცხადა მინისტრმა. მუშმა გაიხსენა, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2008 წელს გაფორმდა. ამ ხელშეკრულების განახლებისა და გაფართოების მიზნით 2016 წელს დაწყებული სამუშაო დასრულდა, განაცხადა მინისტრმა. „შეთანხმების განახლება კიდევ უფრო გაზრდის ორმხრივ ვაჭრობას. ამ შეთანხმებით ჩვენ ვაფართოვებთ მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოქმედების სფეროს, კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. გარდა ამისა, შეთანხმება მოიცავს მომსახურებით ვაჭრობას. დღეს ხელმოწერილი შეთანხმების წყალობით, ჩვენ ვგეგმავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, როგორც საქონლის, მომსახურების, ასევე ინვესტიციების სფეროში. ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილი, განვავითაროთ თანამშრომლობა საქართველოსთან ყველა მიმართულებით და ძირითადად ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში“, - აღნიშნა მინისტრმა.  

ლევან დავითაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრ მეჰმეთ მუშთან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფორუმში „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი თურქეთში გია ჯანჯღავა. შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა, რომ ისინი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. ამასთან, ხაზი გაესვა იმასა, რომ ბოლო წლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თანმიმდევრული გაღრმავებისა და ლიბერალიზაციის შედეგად, თითქმის ყველა სფეროში ხორციელდება წარმატებული პროექტები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მზარდი დინამიკით გამორჩეული სავაჭრო ურთიერთობების მიუხედავად, პოტენციალი გაცილებით დიდია, რასაც ხელს შეუწყობს ცვლილებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში, ასევე თანამშრომლობის ისეთი სქემის ამოქმედება, როგორიცაა დიაგონალური კუმულაცია. აღინიშნა, რომ აღნიშნული სქემა შეძლებს ორი ქვეყნის საქმიანი წრეების დაახლოებას, რათა მათ გააფართოონ ან შექმნან ახალი სამრეწველო საწარმოები, ხელი შეუწყონ დასაქმებას და გაზარდონ ექსპორტი ევროკავშირში. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყნის კერძო სექტორმა მაქსიმალურად ისარგებლოს აღნიშნული უნიკალური შესაძლებლობით.შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა და მეჰმეთ მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს საქართველო - თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში.  

თურქეთის ინფორმაციით, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ საერთაშორისო წყლებში მცურავ სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა

თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, საბერძნეთის სანაპირო დაცვამ საერთაშორისო წყლებში მცურავ სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა. „კომოროსის დროშის ქვეშ მცურავ (Anatolian) გემს, რომელზეც ეკიპაჟის 18 წევრი (ექვსი ეგვიპტელი, ოთხი სომალელი, ხუთი აზერბაიჯანელი და სამი თურქი) იმყოფებოდა, თავს დაესხნენ საერთაშორისო წყლებში ცურვისას, ნათქვამია თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობის განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, გემზე არავინ დაშავებულა. თურქეთის სანაპირო დაცვის სარდლობამ თავის ვებგვერდზე გაავრცელა ხანძრის ვიდეო და რუკა, რომელზეც მითითებულია ადგილი, სადაც ინციდენტი მოხდა. ბერძნული მხარის ცნობით, გემი, რომელიც საბერძნეთის ტერიტორიული წყლების მიმართულებით, კუნძულ ლესბოსთან ახლოს მოძრაობდა, შემოწმების შესახებ ბერძნული მხარის მოთხოვნას არ დაემორჩილა. მედიის ინფორმაციით, რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა მოხდა, თუმცა გემი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა.  

მევლუთ ჩავუშოღლუ ოფიციალურ საბერძნეთს: თუ ავანტიურას სხვისი სახელით წამოიწყებთ, მიიღებთ ისეთ შედეგებს, როგორც მიიღეთ წარსულში

"თუ ავანტიურას სხვისი სახელით წამოიწყებთ, მიიღებთ ისეთ შედეგებს, როგორც მიიღეთ წარსულში", - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ოფიციალურ საბერძნეთს მიმართა. „ვიდრე ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ მეზობლობის უფლებები ეგეოსის ზღვის ორივე ნაპირზე, საბერძნეთი კვლავ ცდილობს, გააგრძელოს მისი პროვოკაციები. თქვენ თუ წამოიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, მიიღებთ შედეგებს დღეს, როგორც მიიღეთ წარსულში. ეს არის გაფრთხილება ჩვენი მეზობელი საბერძნეთისთვის“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ. ცნობისთვის, თურქეთის სანაპირო დაცვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის სანაპირო დაცვის ორმა გემმა ცეცხლი გაუხსნა ეგეოსის ზღვის საერთაშორისო წყლებში მცურავ გემს, რომელიც თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა. საბერძნეთში განაცხადეს, რომ გემი ბრძანებას არ დაემორჩილა.  

თურქეთში შიდა წარმოების ელექტრომატარებელი შექმნეს

თურქეთი შიდა წარმოების ელექტრომატარებლის გასაშვებად ემზადება. კომპოზიცია 160 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას შეძლებს.  თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს დაქვემდებარებული კომპანია TÜRASAŞ აგრძელებს შიდა წარმოების ელექტრო კომპონენტების წარმოებას და ტესტირებას. TÜRASAŞ-ის წარმომადგენელმა საქარიას პროვინციაში ერდალ აბამ, ჟურნალისტებს ელექტრომატარებლების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. მისი თქმით, დასრულებულია ორი პროტოტიპის ელექტრომატარებლის მშენებლობა, ტესტირების პროცესის დასრულება კი მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. „სამუხრუჭე და მაღალსიჩქარიანი სისტემების ტესტები, ასევე მატარებლების ზოგადი ტესტირება დასასრულს უახლოვდება. თურქული წარმოების ელექტრო სამგზავრო მატარებლები 160 კმ/სთ სიჩქარის განვიითარებას შეძლებენ“, - განაცხადა ერდალ აბამ.   

ჩავუშოღლუ: ანკარა ერევანს პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

სომხეთმა უარი უნდა თქვას პროვოკაციებზე და აზერბაიჯანთან შეთანხმებების ფარგლებში, სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და თანამშრომლობაზე მოახდინოს კონცენტრირება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. თურქეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მან თავის აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი გამწვავების თემაზე, უკვე ისაუბრა. თურქეთი ყოველთვის მხარს დაუჭერს აზერბაიჯანს. ძმური ქვეყანა არასოდეს დარჩება მარტო. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სამშაბათს ანკარის საგარეო პოლიტიკაზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა.  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და ასევე, გაეროს მიმართა.  

შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მხარეებმა საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და ნაყოფიერ ორმხრივ და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის დადებით დინამიკას და მეგობრობის ჯგუფებსა და კომიტეტებს შორის აქტიურ კავშირებს. "შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობაზე. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე და ამ კუთხით, საქართველოს ძალისხმევაზე. ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. პარლამენტის თავმჯდომარემ ალი ქაან ორბაის საქმიანობაში წარმატება უსურვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ერდოღანს ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრა სურდა - მედია

თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა გამოთქვა სურვილი, შეხვედროდა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, თუ სირიის ლიდერი უზბეკეთის სამიტს დაესწრებოდა. ამის შესახებ Reuters-ი თურქულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს. თუმცა ასადი არ ესწრებოდა სამიტს. მანამდე, Reuters-ს წყარომ განუცხადა, რომ ბოლო კვირებში, თურქეთის დაზვერვის უფროსმა სირიელ კოლეგასთან დამასკოში ბევრი შეხვედრა გამართა.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთის, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის „ხიდის“ პოზიცია, დიდ შესაძლებლობებს ხსნის

თურქეთი რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მომხრეა, მათ შორის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრ ქვეყნებთან. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს სამარყანდში SCO-ს სამიტზე გამოსვლისას განაცხადა. SCO-ს 22-ე სამიტი სამარყანდში პირველია ორგანიზაციის ისტორიაში, სადაც თურქეთი პრეზიდენტის დონეზეა წარმოდგენილი. თურქეთის ლიდერი სამიტში "სპეციალური სტუმრის" სტატუსით მონაწილეობს. სამიტის მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა თავისი ქვეყნის გეოპოლიტიკური პოზიციის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. „თურქეთის, როგორც „ხიდის“ პოზიცია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხსნის დიდ შესაძლებლობებს. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა სფეროში: ეკონომიკიდან ენერგეტიკამდე, ტრანსპორტიდან ტურიზმამდე“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. მისი თქმით, „დიალოგის პარტნიორის“ სტატუსმა საშუალება მისცა თურქეთს, ბოლო 10 წლის განმავლობაში SCO პლატფორმა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის „ფანჯარად“ გამოიყენოს. „გლობალური თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთქმედება არის ჩვენი დროის პრობლემებისა და გამოწვევებისგან გამოსავლის გასაღები. ანკარას მიზანია ჰუმანიზმის ღირებულებებზე დაფუძნებული დიპლომატიური ძალისხმევით მშვიდობის სარტყელი ჩამოაყალიბოს როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. სამარყანდში,  „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი მიმდინარეობს.   

ცნობილია, რა მოცულობის გაზს იყიდის რუსეთისგან თურქეთი რუბლში

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ანკარა, რუსული გაზის 25%-ს რუბლში დაფარავს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურის ნაწილს რუბლში დაფარავს პუტინის განცხადებით, თურქეთისთვის რუსული გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში ამოქმედდება და თურქეთი მარაგების 25%-ის საფასურს რუბლში დაფარავს. შეგახსენებთ, რომ თურქეთის მიერ რუსული გაზის ნაწილობრივი გადახდაზე შეთანხმებას, პუტინმა და ერდოღანმა აგვისტოს დასაწყისში სოჭში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. თუმცა მაშინ არ დასახელებულა გაზის ის მოცულობა, რომელიც თურქეთმა რუსეთისგან რუბლში უნდა იყიდოს.   

მედია: თურქეთი, რუსეთ-პაკისტანის გაზსადენის მშენებლობაში ჩერთვება

ისლამაბადი და ანკარა შეთანხმდნენ, რომ რუსეთიდან პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მიმართულებით, გაზსადენის მშენებლობის საკითხზე ითანამშრომლებენ. კერძოდ, თურქეთი, რუსეთ-პაკისტანის გაზსადენის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას.  შეთანხმება პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის, სამარყანდში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრისას შედგა. მედიის ცნობით, ლიდერებმა „შეთანხმებას ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისა და ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის გაზის მიწოდებაზეც მიაღწიეს“.   

აშშ-მ კვიპროსს იარაღის ემბარგო მოუხსნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააუქმა თავდაცვის სფეროში ვაჭრობის შეზღუდვები კვიპროსისთვის, რაც 2023 ფისკალურ წელს შეეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ 1987 წლის შემდეგ პირველად, კვიპროსის რესპუბლიკა ამერიკიდან იარაღს შეზღუდვების გარეშე მიიღებს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შაბათს განაცხადა, რომ კვიპროსისთვის იარაღის ემბარგოს მოხსნის შესახებ, შეერთებული შტატების გადაწყვეტილების მკაცრად გმობს. თურქეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება „კვიპროსის ბერძნული ნაწილის შეურიგებელ დამოკიდებულებას კიდევ უფრო გააძლიერებს და კვიპროსის საკითხის გადაწყვეტის მცდელობებზე უარყოფითად იმოქმედებს“. „ეს გამოიწვევს კუნძულზე „შეიარაღებაში შეჯიბრს“, რაც ზიანს აყენებს მშვიდობასა და სტაბილურობას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში“, - ნათქვამია განცხადებაში. ანკარა მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, გადახედოს გადაწყვეტილებას და გაატაროს დაბალანსებული პოლიტიკა კუნძულის ორი მხარის მიმართ. გადაწყვეტილებას მიესალმა კვიპროსი და მას ისტორიული უწოდა. კვიპროსი აშშ-ის ამ ნაბიჯს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებად და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართეობად აფასებს. კვიპროსი 1974 წელს, თურქეთის შეჭრის შემდეგ გაიყო, რომელიც გამოწვეული იყო ბერძნების მიერ ინსპირირებული ხანმოკლე გადატრიალების შედეგად. მას შემდეგ კვიპროსს სამხრეთ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაცია მართავს, რომელსაც ანკარა არ ცნობს. მომზადებულია Reuters-ის მიხედვით    

თურქეთი რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე, შეთანხმებას ადასტურებს

რუსული გაზის მიწოდების საფასურის რუბლით გადახდის თემაზე კომენტირებისას, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიხ დონმეზმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. ცნობილია, რა მოცულობის გაზს იყიდის რუსეთისგან თურქეთი რუბლში „თუ მიმწოდებლისა და მომხმარებლის ეროვნული ვალუტა არ არის დოლარი ან ევრო, ბუნებრივია, არის დამატებითი ტვირთი, რომელიც დაკავშირებულია კონვერტაციასთან. ეროვნულ ვალუტებზე გადასვლა დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ფინანსური ხარჯები გადახდისას“, - განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა მისი თქმით, კურსის სხვაობის გამო, ფინანსური ხარჯების პრობლემა ახალი არ არის. „უკვე 3-4 წელია, თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აუცილებელია ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე სხვა ქვეყნებიც გადავიდნენ. ამ სტრატეგიას აქვს დამატებითი სარგებელი. ამისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური ბანკების ჩართვა, რომლებიც განსაზღვრავენ ვალუტის კურსს და ხელს უწყობენ სახსრების გადარიცხვას“, - დასძინა დონმეზმა.  

თურქეთის უდიდესმა კერძო ბანკმა, რუსული Mir-ის ბარათების მომსახურება შეწყვიტა

თურქულმა კერძო ბანკმა Isbank-მა, რომელიც დეპოზიტების თვალსაზრისით უმსხვილესად ითვლება, დღეს რუსული გადახდის სისტემის Mir-ის ბარათების მომსახურების შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. რუსეთის ფედერაციამ Mir-ის გამოყენება Visa-სა და MasterCard-ის ბაზრიდან გასვლის შემდეგ დაიწყო.  Isbank-მა განაცხადა, რომ მზადაა ეროვნული და საერთაშორისო კანონების, რეგულაციებისა და კომერციული ბიზნეს პრინციპების შესაბამისად იმოქმედოს. თურქული ბანკის მიერ რუსული Mir ბარათების მომსახურების შეწყვეტის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ეროვნული გადახდის ბარათების სისტემის აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების - რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ ანკარა თავის ხუთ ბანკში რუსული გადახდის სისტემის Mir-ის შემოღებას დათანხმდა.  

ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა. განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და, შედეგად, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. შეხვედრასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები არიან და მათ მტკიცედ იკისრეს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება. „თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შევხვდი. განვიხილეთ ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხები. საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები ვართ, რომლებმაც მტკიცედ ვიკისრეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი საკუთარ თავზე იზრუნებს, თუ აშშ-დან F-16 გამანადგურებლებს არ მიიღებს

თურქეთსა და აშშ-ს შორის F-16 გამანადგურებლების საკითხი კვლავ გადაუწყვეტელია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეარხ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ, ანკარა F-16 გამანადგურებლებს ვერ მიიღებს, შეძლებს „საკუთარ თავზე ზრუნვას“. ამასთან, PBS-თან ინტერვიუში ერდოღანმა აშშ-თურქეთის ურთიერთობებიც განიხილა. „თავდაცვის ინდუსტრიაში ჩვენ არ ვართ იმ დონეზე, როგორიც გვინდა. მაგალითად, ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი საკითხი F-16-თან დაკავშირებით... მიიღება გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლის შედეგიც თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. ეს არ შეეფერება ორ მეგობარ ქვეყანას“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მან განმარტა, რომ თურქეთმა F-16 გამანადგურებლების შეძენის საკითხში „რესპუბლიკელების მხარდაჭერა მიიღო“. „რას ვაპირებთ, თუ ვერ მივიღებთ აშშ-ს შედეგებს F-16-ზე? რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე ვიზრუნებთ“, - დასძინა ერდოღანმა. ივლისში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა თურქეთისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვის შეზღუდვებს. თურქეთი ამ გამანადგურებლების შესყიდვის პროგრამიდან იმის გამო გარიცხეს, რომ რუსეთისგან S-400 Triumph სარაკეტო სისტემები იყიდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და თურქეთის პრეზიდენტმა შესაძლოა, ეს საკითხი სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილონ. გაზეთ Milliyet-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ F-16 გამანადგურებლების მიწოდებაზე უარს იტყვის, თურქეთის ხელისუფლება მზადაა, რუსული სუ-57-ები იყიდოს.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, უკრაინა და რუსეთი ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ

თურქეთი მუშაობს რუსეთსა და უკრაინას შორის „ტყვეების კრიზისის“ მოსაგვარებლად, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიასთან.  „ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და მივაღწიეთ გარკვეულ ეტაპს. მეორე მხრივ, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით", - განაცხადა ერდოღანმა ამერიკულ სატელევიზიო შოუ PBS NewsHour-თან ინტერვიუში. უზბეკეთში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, ერდოღანი ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე დასასწრებად და აწარმოებს მოლაპარაკებებს სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებთან. „მე მქონდა ვრცელი დისკუსია (რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ) პუტინთან უზბეკეთში. მივხვდი, რომ ისინი რეალურად ცდილობენ ამის (ომის, რედ.) დასრულებას რაც შეიძლება მალე. ეს სიტუაცია დიდი პრობლემაა.ამ ეტაპზე, მაგალითად, მიღწეულია შეთანხმება 200 ტყვის გაცვლაზე. ეს კარგია, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.  

ენტონი ბლინკენი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ნიუ-იორკში შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს. მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩავუშოღლუმ განიხილეს დაძაბულობა სამხრეთ კავკასიაში. მდივანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს ჩართულობას, რათა ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგს და კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტის მიღწევას. მათ ასევე განიხილეს კოორდინაციის და NATO-ს ერთიანობის გაღრმავების გზები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საპასუხოდ.მდივანმა შეაქო თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევა, შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვის უზრუნველყოფაში და ხაზი გაუსვა გაეროს შუამავლობით მიღებული შეთანხმებების შენარჩუნების მნიშვნელობას და მოსკოვზე პასუხისმგებლობის დაკისრებას მის მიერ აღებულ ვალდებულებებზე“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.  

თურქეთის შემდეგ, რუსული Mir-ის ბარათების მიღება სომხეთის, ვიეტნამისა და ყაზახეთის ბანკებმაც შეწყვიტეს

თურქეთის შემდეგ, Mir-ის ბარათების მიღება სომხეთის, ვიეტნამისა და ყაზახეთის ბანკებმაც შეწყვიტეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  თურქეთის უდიდესმა კერძო ბანკმა, რუსული Mir-ის ბარათების მომსახურება შეწყვიტა ვიეტნამური ბანკის BIDV-ისა და ყაზახეთის „ხალიკ ბანკის“ სატელეფონო ცენტრებმა განაცხადეს, რომ Mir-ის ბარათების მიღება შეწყვიტეს, თუმცა მანამდე NSPK-ის ვებსაიტზე პარტნიორებს შორის ფიქსირდებოდნენ. „ვიეტნამური BIDV-ის სატელეფონო ცენტრის ცნობით, ისინი აღარ იღებენ რუსული გადახდის სისტემის Mir ბარათებს. ბანკის თანამშრომლის თქმით, BIDV აგრძელებს VISA, Mastercard, Western Union, JCB, UnionPay ბარათების და სისტემების მომსახურებას. ყაზახეთის სახალხო ბანკმა (ხალიკ ბანკმა) ასევე შეწყვიტა Mir-ის ბარათების მიღება, მის ბანკის სატელეფონო ცენტრი იტყობინება, რომ რუსულ ბარათებს არც ტერმინალებით და არც ბანკომატებით არ ემსახურება“, - ნათქვამია სტატიაში.  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლაში შესრულებული როლისთვის ერდოღანს მადლობა გადაუხადა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლაში შესრულებული როლისთვის, თურქეთს მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ Anadolu წერს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ერთი ფანატი, 200 მებრძოლში გავცვალეთ „ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს, რომ ჩვენი ხუთი მეთაური, რომლებიც ტყვეობიდან თავისუფლდებიან, იქნებიან სრულ უსაფრთხოებაში, კომფორტულ პირობებში და თურქეთის პრეზიდენტის პირადი დაცვის ქვეშ, ომის დასრულებამდე. ჩვენ მივცემთ მათ შესაძლებლობას, ოჯახებმა ინახულონ. კიდევ ერთხელ, მადლობელი ვარ პრეზიდენტ ერდოღანის!“, - განაცხადა ზელენსკიმ. 21 სექტემბერს, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, 215 უკრაინელი დამცველი გაათავისუფლეს.  

ერდოღანის თქმით, ტყვეთა გაცვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის დასრულებისკენ

თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტყვეთა გაცვლა, რომელიც რუსეთისა და უკრაინის მიერ, თურქეთის შუამავლობით განხორციელდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის დასრულებისკენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ერდოღანმა ნიუ-იორკში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაცვლა მოხდა დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, რომელიც მან აწარმოა ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ვოლოდიმირ ზელენსკი: ტყვეთა გაცვლის შედეგად გათავისუფლებული 5 უკრაინელი მეთაური ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩება „თურქეთმა ახლა მიიღო დიალოგისა და დიპლომატიის ძალის რწმენის შედეგი“, - განაცხადა ერდოღანმა. NATO-ს  წევრ თურქეთს მჭიდრო კავშირები აქვს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან და ცდილობს ურთიერთობების დაბალანსებას, არ მიუერთდა სანქციებს, თუმცა აკრიტიკებს რუსეთის შეჭრას და ამარაგებს კიევს თვითმფრინავებით.  

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი: ჩვენ ვაღიარებთ, უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას

ჩვენ ვაღიარებთ უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას  - უკრაინაში, ცალმხრივი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების მცდელობა სწორად არ მიგვაჩნია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა. მედია: დროებით ოკუპირებულ ხერსონში, ე.წ. რეფერენდუმზე რუსეთთან შეერთების მომხრეთა აქტივობა 15% იყო „ჩვენ ვაღიარებთ უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა. The New York Times: პუტინმა გენერლების თხოვნა, უკრაინის ქალაქ ხერსონიდან უკან დახევის შესახებ, არ დააკმაყოფილა 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ერდოღანი: თურქეთი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის მომხრეა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცახდა, რომ თურქეთს სურს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება, რათა „ომი სწრაფად დასრულდეს“.  დმიტრო კულება: რუსეთთან „მოლაპარაკებები“ ბრძოლის ველზე მიმდინარეობს ამასთან, მან განაცხადა, რომ თურქეთი რუსეთის ფედერაციასა და უკრაინასთან მოლაპარაკებებს განაგრძობს და გარკვეულ დიპლომატიურ წარმატებებსაც აღწევს. რეზნიკოვის თქმით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების შესახებ რეკომენდაციას არ იღებს და სრულ დეოკუპაციას ითხოვს მისი თქმით, მნიშვნელოვანია „ხორბლის დერეფნის“ შეთანხმება. „ამ დროისთვის უკვე ექსპორტირებულია 5 მილიონ ტონაზე მეტი აგროპროდუქცია“, - აღნიშნა ერდოღანმა.  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ზურაბ აზარაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და ალი ქაან ორბანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოში მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდასა და გაიაფების ტენდენციაზე. მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა თურქეთის ელჩის მრჩეველი გიზემ თურქგენჯი-სევიმი.  

ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, პუტინის რეიტინგი შემცირდა - კვლევა "ერდოღანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდებზე, რომელსაც თურქეთი ეწინააღმდეგება. თურქეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარში თავის რუს კოლეგას მოუწოდა, უკრაინაში ომის საკითხზე მოლაპარაკებები ისევ აწარმოოს ოფიციალურ კიევთან", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმეორა თურქეთის მზადყოფნა შეასრულოს ფასილიტატორის როლი უკრაინაში ომის დასასრულებლად და მოუწოდა თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს, მიეცეს უკრაინასთან მოლაპარაკებების კიდევ ერთი შანსი. როგორც ცნობილია, საუბრისას ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მოხარულია მოსკოვი-კიევის პატიმართა გაცვლის წარმატებით და ასევე მარცვლეულის ექსპორტზე სტამბულის შეთანხმების ფუნქციონალურობით. რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და პუტინმა 21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.    

BBC: ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბრის ორი განსხვავებული ვერსია გავრცელდა

თურქეთმა და რუსეთმა ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბრის სხვადასხვა ვერსიები გაავრცელეს. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური წერს. რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და პუტინმა BBC-ის ცნობით, ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბრის ანკარის ვერსიაში ნათქვამია, რომ ერდოღანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რეფერენდუმებზე, რასაც თურქეთი  ეწინააღმდეგება, ხოლო კრემლის ვერსიაში ეს არ იყო ნახსენები. იქ ნათქვამია, რომ პუტინის თქმით, „რეფერენდუმი“ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ჩატარდა. ამასთან, თურქული მხარის მიერ გავრცელებული ვერსიის თანახმად, „ერდოღანმა პუტინს მოუწოდა, უკრაინის სამხრეთ პორტების გავლით მარცვლეულით ვაჭრობის შესახებ მიღწეული შეთანხმება გააგრძელოს, რომელიც თურქეთის შუამავლობით დაიდო და ნოემბერში იწურება“, - წერს მედია.  

მიხეილ ჩხენკელი საქართველოში თურქეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ალი ქაან ორბაისთან. შეხვედრისას მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მიხეილ ჩხენკელმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის. უნივერსიტეტის კარი ღიაა თურქი სტუდენტებისთვისაც. როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია. თურქეთის ელჩთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. მინისტრის თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, კვლევით პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა თურქ მეცნიერებსაც ექნებათ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში. თავის მხრივ, თურქეთის ელჩმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მეგა-პროექტს და ამ მიმართულებით სამინისტროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში ქართველ და თურქ მეცნიერებსა და მკვლევრებს შორის თანამშრომლობის საკითხებს, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით. გარდა ამისა, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის საელჩოს მრჩეველი განათლების საკითხებში სუათ კოლუქირიქი და საელჩოს წარმომადგენელი გიზემ სევიმი.  

თურქეთი-ირანის გაზსადენით გაზის ტრანზიტი შეჩერდა

ირანი-თურქეთის მილსადენზე გაზის მიწოდება 2-დან 9 ოქტომბრამდე გეგმიური ტექნიკური და სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერდება. ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო კომპანია Boru Hatları ile Petrol Taşıma AŞ (BOTAŞ) იტყობინება. კომპანიაში აღნიშნეს, რომ ეს არ იმოქმედებს მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსზე. „გაზსადენზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, თურქეთის სატრანსპორტო ქსელს გურბულაკში შესასვლელი პუნქტიდან 8 დღის განმავლობაში გაზი არ მიეწოდება“, - ნათქვამია ანგარიშში.  

შვედეთმა, თურქეთში იარაღის ექსპორტზე ემბარგო გააუქმა

შვედეთის შეიარაღების ექსპორტის კონტროლის სახელმწიფო სააგენტომ (ISP) თურქეთში, იარაღის ექსპორტზე ემბარგოს გაუქმების შესახებ გამოაცხადა.  ISP-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთში იარაღის ექსპორტის დაშვებაზე გადაწყვეტილება, შვედეთის NATO-ში განაცხადის შესახებ ანკარის პოზიციის გამო მიიღეს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ეს გადაწყვეტილება ეხება ელექტრონიკის სფეროს პროდუქტებს, ასევე იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.  

თურქეთში წლიური ინფლაცია 24 წლიან მაქსიმუმზეა

თურქეთში სექტემბერში, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა და 83%-ს გადააჭარბა. ეს პროცესი ბოლო 16 თვის განმავლობაში ფიქსირდება. Turkstat-ის ცნობით, საცხოვრებლისა და კომუნალური მომსახურების ღირებულება ქვეყანაში 84,7%-ით გაიზარდა, სატრანსპორტო მომსახურება - 117,7%-ით, ენერგეტიკის ფასი 133%-ით გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 93,1%-ით გაძვირდა. სამომხმარებლო ფასების ზრდამ თურქეთში წინა თვესთან შედარებით 3.1% შეადგინა. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 1,5% იყო. ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 18,562 ლირა შეადგინა.   

თურქეთმა ბულგარეთის საზღვარზე ღობე ააშენა

არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, თურქეთმა ბულგარეთის საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, რადგან ხშირია სატვირთო მანქანებით მიგრანტების შეპარვის შემთხვევები. ამის შესახებ Hurriyet Daily News წერს.  2,5 მეტრი სიმაღლის მავთულის ღობე კაპიკულეს მახლობლად, ბულგარეთის სასაზღვრო გადასასვლელთან ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ედირნეში აშენდა.  გამოცემის ცნობით, გაიზარდა სათვალთვალო კამერებისა და არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ უსაფრთხოების გაზრდილი ზომების ფარგლებში, დაცვის მექანიზმი გაძლიერდა.  

ოლექსი რეზნიკოვის თქმით, თურქეთმა რუსეთს ჯავშანჟილეტებისა და ზამთრის ტანსაცმლის მიყიდვაზე უარი განუცხადა

თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მესამე ქვეყნებში 200 ათასი ჯავშანჟილეტისა და 500 ათასი ზამთრის ტანსაცმლის შეძენას ცდილობდა, მაგრამ თურქეთისგან უარი მიიღო. „ჩვენი პარტნიორებისგან, თურქეთისგან ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ რუსები ცდილობდნენ მესამე ქვეყნების მეშვეობით შეეძინათ 200,000 ჯავშანჟილეტი და 500,000 ზამთრის ტანსაცმელი. ეს ნიშნავს, რომ მათ ამის პრობლემა აქვთ. სხვათა შორის, თურქმა პარტნიორებმა უარით უპასუხეს მათ“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.  

თურქეთი TANAP-ის მილსადენით გაზის მიწოდებას გააორმაგებს

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ტრანსანატოლიური მილსადენით (TANAP) გაზის მიწოდების გაორმაგებაზე შეთანხმების შესახებ გამოაცხადა. სტამბოლში, აზერბაიჯანი-თურქეთის მეორე ენერგეტიკულ ფორუმზე ჟურნალისტებთან შეხვედრისას, დონმეზმა აღნიშნა, რომ TANAP-ით გაზის მიწოდება გაიზრდება არსებული 16-დან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე წელიწადში.თურქეთს შეეძლება, გამოიყენოს სატუმბი გაზის დამატებითი მოცულობების ნაწილი, განაცხადა თურქმა მინისტრმა. TANAP გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია და აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ-დენიზის“ საბადოებიდან კასპიის ზღვით თურქეთს, ხოლო შემდეგ TAP-ის მეშვეობით ევროპას აწვდის. TANAP-ის მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზის“ საბადოდან საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთით.  

თურქეთმა ისრაელში ახალი ელჩი დანიშნა

თურქეთმა ისრაელში თავის ახალ ელჩად საკირ ოზკან ტორუნლარი დანიშნა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში, ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გადაწყვიტეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. ტორუნლარი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი დიპლომატი, 2010 წლიდან 2013 წლამდე იერუსალიმში თურქეთის გენერალური კონსული იყო. პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა 2013 წელს ტორუნლარი იერუსალიმის ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვა პალესტინა-თურქეთის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის. ტორუნლარი ასევე იყო ელჩი პალესტინაში. 21 სექტემბერს, თურქეთისა და ისრაელის ლიდერებმა 2008 წლის შემდეგ პირველი შეხვედრა გამართეს. ისრაელი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე მიდმინარე წლის აგვისტოში შეთანხმდნენ.  

სომხური მხარე საუბრობს, რა თემები განიხილეს ფაშინიანმა და ერდოღანმა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი და ამ მიმართულებით შემდგომი შესაძლო ნაბიჯები განიხილეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ორი ლიდერის შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლების დისკუსიის შედეგად მიღწეული შეთანხმებების უმოკლეს ვადაში განხორციელების აუცილებლობას. ერდოღანმა და ფაშინიანმა პრაღაში, პირისპირ შეხვედრა გამართეს კერძოდ, საუბარია მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე, სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე.მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონულ პროცესებზე. ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ოთხმხრივი შეხვედრა ჰქონდათ.  

საქართველო თურქეთისგან ახალ, NATO-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს

თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალები ახალ, NATO-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ კომპანია “ASFAT”– ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზე თავდაცვის ძალებს ახალი მაღალი გამავლობის ჯავშანტრანსპორტიორები გადმოეცემა. ჯავშანტრანსპორტიორები მისი აღჭურვილობითა და ქვესისტემებით ნატოს სტანდარტების შესაბამისია. ამასთან, საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანტრანსპორტიორებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.  

შს სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის დელეგაცია ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის დელეგაცია, გენერალ-მაიორ ფერდი ქორქმაზის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, სტუმრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან. "დელეგაციის წევრები ასევე ეწვივნენ საპატრულო პოლიციის დეპარტმენტს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, შსს-ს აკადემიას და ადგილზე გაეცნენ აღნიშნული სტრუქტურული დანაყოფების მუშაობის სპეციფიკას.ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს მხარეებმა საქართველოს და თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული ეფექტიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის გენერალურ სარდლობას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

თურქეთის პრეზიდენტის მრჩევლი: პუტინს დასავლეთთან ახალი დიდი გარიგება სურს

პუტინს დასავლეთთან ახალი დიდი გარიგება, ახალი შეთანხმება სურს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის მრჩევლმა, იბრაჰიმ კალინმა განცხადება. მისივე თქმით, მოლაპარაკებები კიევსა და მოსკოვს შორის რაღაც ეტაპზე სავარაუდოდ აღდგება. „პუტინს სურს ახალი დიდი გარიგება, ახალი შეთანხმება დასავლეთთან. ნაწილობრივ, ეს ეხება უკრაინას, ეს ეჭვგარეშეა, თუმცა უფრო ფართო საკითხი არის რეალურად ახალი შეთანხმება რუსეთსა და დასავლურ სამყაროს შორის“, – განაცხადა ერდოღანის მრჩეველმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ერდოღანის პრესმდივანი: შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რაღაც მომენტში განახლდეს

თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლებას შესაძლებლად მიიჩნევს.  მისი თქმით, მოსალოდნელი იყო მოლაპარაკებების პროცესის შეჩერება. თუმცა, „მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, რაღაც მომენტში განახლდება“. „საკითხავია, როდის დავუბრუნდებით ამას და რა ზარალი იქნება მანამდე?“ - თქვა აცხადებს კალინი.  როგორც კალინმა აღნიშნა, მოლაპარაკებებში რუსეთის მონაწილეობისას უკრაინის გარდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პუნქტია. „როგორც ჩვენ გვესმის, ვლადიმერ პუტინს სურს დადოს ახალი დიდი გარიგება დასავლეთთან. ამის ნაწილი, უეჭველია, ეხება უკრაინას. მაგრამ უფრო დიდი საკითხი ნამდვილად არის შეთანხმება რუსეთსა და დასავლურ სამყაროს შორის", - აღნიშნა ერდოღანის პრესმდივანმა.  

ემანუელ მაკრონი თურქეთს შესაძლოა, უახლოეს მომავალში ეწვიოს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შესაძლოა, უახლოეს მომავალში თურქეთს ეწვიოს. მან აღნიშნა, რომ ვიზიტი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით შედგება. „ჩვენ კოორდინაციაში ვიქნებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რათა ვიზიტი უახლოეს მომავალში განხორციელდეს", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

კრემლი კიევზე სარაკეტო იერიშის შემდეგ: პუტინმა და ერდოღანმა შესაძლოა, რუსეთსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებების საკითხი განიხილონ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შესაძლოა, რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობის საკითხი განიხილონ. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.   პესკოვმა, ასტანაში აზიაში ურთიერთქმედების და ნდობის აღდგენის ღონისძიებების კონფერენციის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის ლიდერების შეხვედრის შესაძლებლობა არ გამორიცხა.    „რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის თურქეთში მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობაზე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს“, -  განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა.   პესკოვის თმით, მოსკოვი და ვაშინგტონი არ განიხილავდნენ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გამართვის საკითხს. ამასთან, „რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის თურქეთში მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობაზე არ არის კონკრეტიკა“, - აღნიშნა პესკოვმა.     

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ევროპისთვის შეუცვლელია

მსოფლიოში ბოლოდროინდელი მოვლენები აჩვენებს, რომ ევროპის კონტინენტისთვის თურქეთი შეუცვლელია. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ, სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. „მსოფლიოში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ თურქეთი შეუცვლელია ევროკავშირისა და ევროპის რეგიონისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით, პრაღაში გამართული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილეებმა, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარების საქმეში, ანკარის როგორც შუამავალის როლს მაღალი შეფასება მისცეს.     

ერდოღანი: თურქეთი TANAP-ის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, აზერბაიჯანთან ერთად მუშაობას იწყებს

აზერბაიჯანთან ერთად დაწყებულია მუშაობა TANAP-ის გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, იუწყება Trend თურქულ მედიაზე დაყრდნობით. „აზერბაიჯანთან ერთად დავიწყეთ მუშაობა TANAP-ის გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე. თურქეთი TANAP-ის მილსადენით გაზის მიწოდებას გააორმაგებსლიბიასთან შეთანხმებამ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოების სფეროში თანამშრომლობის ახალი სფერო შექმნა“, - განაცხადა ერდოღანმა. აზერბაიჯანი TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს TANAP გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია და აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ-დენიზის“ საბადოებიდან კასპიის ზღვით თურქეთს, ხოლო შემდეგ TAP-ის მეშვეობით ევროპას აწვდის. TANAP-ის მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზის“ საბადოდან საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთით.  

ფატიჰ დონმეზი: თურქეთი მზადაა, ევროპის ქვეყნებს გაზის დეფიციტის შევსებაში დაეხმაროს

თურქეთი მზადაა, მეზობელი ქვეყნებიდან დასავლეთის ბაზრებზე გაზის მიწოდების საკითხში, მნიშვნელოვანი როლის თამაში განაგრძოს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ბერლინში გერმანიის ვიცე-კანცლერთან, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრ რობერტ ჰაბეკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ანკარა არა მხოლოდ საკუთარ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ მეზობელი სახელმწიფოების პრობლემების აღმოფხვრაშიც ცდილობს წვლილის შეტანას. „ამ ბოლო დროს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიმართა ანკარას გაზის დეფიციტის შესავსებად, მხარდაჭერის თხოვნით,” - გა აღნიშნ, რომ თუნაცხადა დონმეზმა და აღნიშნა, რომ თურქეთს შეუძლია მეზობელი ქვეყნებიდან დასავლეთის ბაზრებზე გაზის მიწოდების საკითხში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.  „თურქეთი მზადაა უზრუნველყოს ენერგორესურსების ტრანსპორტირება კასპიის რეგიონიდან, განსაკუთრებით თურქმენეთიდან. ჩვენ ასევე ღია ვართ ისრაელის გაზის ექსპორტისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში გაზის ტრანსპორტირება შესაძლებელია ერაყიდან“, - განაცხადა მინისტრმა. ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის ართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული გაზის ჩასანაცვლებლად, ალტერნატიულ მომწოდებლებს ეძებენ.   

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: საქართველოსა და თურქეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება

საქართველოსა და თურქეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული თურქეთის „საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის საბჭოში“ (DEIK) შემავალი თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. "ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და თურქეთ შორის ტურიზმის სფეროში არსებული ურთიერთობების დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი თინათინ ზოიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერიან გვალია. 11 ოქტომბერს ქალაქ სტამბოლში ტურიზმის სფეროში საქართველო- თურქეთის თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის სამთავრობო დელეგაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ნადირ ალფასლანი ხელმძღვანელობდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ასტანაში, დღეს ერთმანეთს შეხვდებიან

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ასტანაში, დღეს ერთმანეთს შეხვდებიან.  ამასთან, ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ყაზახეთს აზიაში თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში ეწვევიან. მოსალოდნელია, რომ განსახილველ საკითხებს შორის უკრაინაში რუსეთის ომიც იქნება.  

თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მედიაში დეზინფორმაციის გავრცელებისთვის პატიმრობას ითვალისწინებს

თურქეთის პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ შეთავაზებული კანონი, რომელიც ჟურნალისტებისა და სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კრიტიკოსებს ყველაზე მეტად აშფოთებთ კანონის 29-ე მუხლი, რომელიც  „შიშისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზნით“, თურქეთის უსაფრთხოების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოპოზიცია კანონს მხარს არ უჭერს. კანონს ხელი პრეზიდენტმა ერდოღანმა უნდა მოაწეროს.  

თურქეთში, მაღაროში აფეთქება მოხდა. ნანგრევებში სავარაუდოდ 150 ადამიანი მოყვა

თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა. ამ დროისტვის ნანგრევებიდან 11 ადამიანია ამოყვანილი. ამის შესახებ Habertürk-ზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია წერს.  წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აფეთქების ადგილზე დიდი რაოდენობით მეხანძრე-მაშველები და ექიმები მივიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ სავარაუდოდ 150-მდე ადამიანი მოყვა.   

თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. როგორც ცნობილია, აფეთქების დროს მიწის ქვეშ 110 ადამიანი იმყოფებოდა.  თურქეთში, მაღაროში აფეთქება მოხდა. ნანგრევებში სავარაუდოდ 150 ადამიანი მოყვა ამასთან, ნანგრევებში მოყოლილი მაღაროელების გადასარჩენად, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც ტარდება. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა.  

სალომე ზურაბიშვილი თურქეთში, ბართინის მაღაროში აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში, ბართინის მაღაროში აფეთქებისას დაღუპულთა გამო, მწუხარებას გამოთქვამს. თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა „ტრაგიკული ამბავი თურქეთის ბართინის პროვინციიდან. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ვლოცულობთ მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა.  

შალვა პაპუაშვილი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ბართინის მაღაროში ტრაგედიის გამო უსამძიმრებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქ კოლეგა მუსტაფა შენტოფს ბართინის მაღაროში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს. თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა „მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ბართინის პროვინციაში, მაღაროში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვლოცულობ ამ უბედური შემთხვევისას დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისთვის და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს პაპუაშვილი. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა.  

თურქული მედია: მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს

თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 კლინიკაშია გადაყვანილი. თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა შეგახსენებთ, რომ თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა.  

მევლუთ ჩავუშოღლუ ილია დარჩიაშვილს თურქეთში, მაღაროში ტრაგედიის გამო გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ, ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილს თურქეთის ბართინის პროვინიციაში, ქვანახშირის მაღაროში დატრიალებული ტრაგედიის გამო გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ „ტვიტერის” გვერდზე დაწერა, სადაც კოლეგის მიერ გამოხატულ სამძიმარს გამოეხმაურა. თურქული მედია: მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს „ძვირფასო ილია, მადლობა თანაგრძნობისა და მწუხარების გაზიარებისთვის”, – წერს მევლუთ ჩავუშოღლუ. თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა შეგახსენებთ, რომ თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა.  

Bloomberg: თურქეთმა შავი ზღვის თავზე, საიდუმლო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

სამშაბათს, 18 ოქტომბერს, თურქეთმა მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ფარულად ჩაატარა. სავარაუდოდ, ეს შავ ზღვაში მოხდა. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. სააგენტოს ცნობით, მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება მობილური პლატფორმიდან, საპორტო ქალაქ რიზესთან მდებარე აეროდრომიდან ადგილობრივი დროით 07:00 საათზე განხორციელდა. რაკეტამ დაახლოებით 560 კილომეტრი იფრინა და სინოპის სანაპიროდან ჩამოვარდა. სააგენტოს ცნობით, თურქეთი რაკეტის შექმნაზე რამდენიმე წლის განმავლობაში, საიდუმლო პროექტის Typhoon-ის ფარგლებში მუშაობდა. „თურქული მხარე ტესტირების მონაცემებს არ ამხელს“, - წერს  Bloomberg-ი.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება

ერდოღანის თქმით, რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ბოლო შეხვედრაზე გაზის საკითხზე კონსენსუსამდე მივიდნენ. ფატიჰ დონმეზი: თურქეთი მზადაა, ევროპის ქვეყნებს გაზის დეფიციტის შევსებაში დაეხმაროს ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს ანკარაში მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ შევქმნით რუსული გაზის ჰაბს თურქეთში. თავად პუტინმა თქვა, რომ ევროპას შეუძლია გაზის შეძენა თურქეთის გავლით“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ერდოღანის თქმით, დღეს ევროპის ქვეყნები აქტიურად ეძებენ გაზის შესყიდვის გზებს, თურქეთს კი მსგავსი პრობლემები არ აქვს. ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის

თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი სამუშო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ერდოღანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან ერთად ზანგილანის ახალი საერთაშორისო აეროდრომის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. როგორც ცნობილია, დღის მეორე ნახევარში თურქეთის სახელმწიფოს ლიდერი ახალი რკინიგზის სადგურის, გიუმლაკის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერები კიდევ რამდენიმე ახალი ერთობლივი პროექტის მშენებლობის დაწყებაში მიიღებენ მონაწილეობას. ცნობისთვის, 2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე.  

Pegasus Airlines-ი ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ ოპერირებას იწყებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თურქული ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 2022 წლის 2 ნოემბრიდან 2023 წლის მარტის ბოლომდე, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, Pegasus-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 19 ოქტომბერს მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ ანკარასა და თბილისს შორის ფრენები 2019-2020 წლებში ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზების“ მიერ სრულდებოდა, თუმცა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ გაგრძელდა“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.  

ირანმა და თურქეთმა გაზის ექსპორტზე შეთანხმებას მიაღწიეს

ირანისა და თურქეთის ოფიციალურმა პირებმა, თურქეთში ირანული გაზის ექსპორტთან დაკავშირებით, გარკვეული შეთანხმებას მიაღწიეს.  ამის შესახებ ირანის გაზის ეროვნული კომპანიის წარმომადგენელმა მოჰამად რზა ჯოლაიმ განაცხადა, იუწყება Trend სააგენტო Shana-ზე დაყრდნობით. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით თურქეთში კომპანია Botaş-ისა და ირანის გაზის ეროვნული კომპანიის წარმომადგენლებს შორის, შეხვედრა შედგა. ჯოლაიმ დასძინა, რომ მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, თურქეთში გაზის ექსპორტის პროცესში ყველა ტექნიკური ღონისძიება მხარეების კოორდინაციით მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდება. ამგვარად, განხორციელდება მილსადენების შეკეთება, კათოდური დაცვა, მილსადენების საფარის განახლება, სადგურის განახლება ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ქალაქ ბაზარგანში. შეგახსენებთ, რომ ირანიდან თურქეთში გაზის ექსპორტი დღეში საშუალოდ 30 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ირანს ექსპორტზე ქვეყანაში წარმოებული გაზის მხოლოდ მცირე ნაწილი, დაახლოებით 6%-ი გააქვს. ირანი ყოველდღიურად 900 მილიონიდან 1 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს აწარმოებს.  

რუსეთის რკინიგზა, აზერბაიჯანთან და ირანთან „რეშტ-ასტარას“ მარშრუტის გაშვებაზე შეთანხმებას ცდილობს

რუსეთის რკინიგზის ჰოლდინგი,(RZD) აზერბაიჯანისა და ირანის წარმომადგენლებთან სარკინიგზო მონაკვეთის რეშტი (ირანი) - ასტარა (ირანი) მშენებლობის დასრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის რკინიგზის უფროსის მოადგილემ სერგეი პავლოვმა საერთაშორისო საექსპორტო ფორუმზე „Made in Russia“ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.  „დიახ, „რეშტ-ასტარა“ დღეს სერიოზული დაბრკოლებაა სარკინიგზო მარშრუტის ერთ ჯაჭვში დასაკავშირებლად. რა თქმა უნდა, ეს ხაზი გვჭირდება. ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ირანულ მხარესთან და აზერბაიჯანულ მხარესთან ამ მარშრუტის გასაშვებად“, - განაცხადა პავლოვმა. პავლოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის რკინიგზა, RZD Logistics-თან ერთად, უკვე იყენებს „რეშტ-ასტარას“ მარშრუტს, როგორც მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის ნაწილს. მხარეები ამ სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობაზე 2016 წელს შეთანხმდნენ.   

ირაკლი ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო წლებში

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო წლებში, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. "გილოცავთ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 99 წლისთავს. თურქეთსა და მის ხალხს კეთილდღეობას ვუსურვებ. მოხარული ვარ, რომ გვყავს ასეთი სანდო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო წლებში," - ნათქვამია მთავრობის მეთაურის მისალოც მიმართვაში.  

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ტოვებს

მოსკოვი, „მარცვლეულის შეთანხმებაში“მონაწილეობას, ანექსირებულ ყირიმში შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმის შემდეგ აჩერებს. ინფორმაციას  რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. NATO მოუწოდებს რუსეთს, განაახლოს „მარცვლეულის შეთანხმება“ და შავ ზღვაში აგრესიული ქმედებები შეწყვიტოს – სტოლტენბერგი უწყება თავდასხმაში „კიევის რეჟიმსა" და „დიდი ბრიტანეთის სპეციალისტებს" ადანაშაულებს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ითხოვს „ურთიერთობების განბლოკვას“, დაე, ჯერ შავი ზღვა განბლოკოს სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.   

თურქეთმა პირველი ელექტრომობილი გამოუშვა

რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, თურქეთში პირველი ელექტრომობილის, Togg-ის პრეზენტაცია გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ბურსაში გემლიკის ქარხანას ეწვია, სადაც შიდა TOGG-ის ელექტრომობილის მასობრივი წარმოება იწყება.  თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ყოველწლიურად 175,000 ავტომობილის წარმოება იგეგმება. მისივე თქმით, საწარმო ათასობით ადამიანს დაასაქმებს. „TOGG-ი, როგორც პრესტიჟული თურქული ბრენდი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის  გზებს დაამშვენებს“,  - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა. ერდოღანის თქმით, მოქალაქეებს Togg-ის ავტომობილების წინასწარ შეკვეთა 2023 წლის თებერვლიდან შეეძლებათ.

Bayraktar-ის მწარმოებელს შეუძლია, უკრაინას ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს - უკრაინული მედია

Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის დრონები მალე შეძლებენ დაუპირისპირდნენ ირანული წარმოების კამიკაძე თვითმფრინავებს, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმისთვის, საჰაერო-ჰაერი რაკეტების გამოყენებით. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისივე თქმით, თურქულ სააგენტის, რაკეტების მწარმოებელ გიგანტ Roketsan-სა და Baykar-ს შორის კონტრაქტს მოეწერა ხელი, რომელიც საჰაერო თავდაცვის რაკეტების ინტეგრირებას გულისხმობს. შეგახსენებთ, თურქული კომპანია "ბაირაქტარი", უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას 2 წელიწადში აპირებს.  

უკრაინა, თურქეთი და გაერო, მარცვლეულის დერეფანში გემების გადადგილებაზე, რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ

უკრაინა, თურქეთი და გაერო, თურქეთის წყლებში 16 გემის გადაადგილების გეგმაზე, მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცახდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. სტამბოლის ერთობლივმა საკოორდინაციო ცენტრმა (JCC) გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სამი დელეგაცია ასევე 40 გემის შემოწმებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მხარესაც მიაწოდეს. „უკრაინის, თურქეთისა და გაეროს დელეგაციები 31 ოქტომბერს საზღვაო ჰუმანიტარული დერეფნის გასწვრივ, უკრაინული ხორბლით დატვირთული 16 გემის მოძრაობის სქემაზე შეთანხმდნენ. ინიციატივის ყველა მონაწილე კოორდინაციას უწევს სამხედრო და სხვა შესაბამის ორგანოებს, რათა უზრუნველყონ კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილება შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ ფარგლებში“, - ნათქვამია სტამბოლის საკოორდინაციო ცენტრის განცხადებაში.  29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.   

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მარცვლეულის გადაზიდვის ინიციატივა კონფლიქტის პირობებს უნდა გამოეყოს

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ჰულუსი აკარმა მარცვლეულის გადაზიდვის საკითხი განიხილა უკრაინელ კოლეგას ოლექსი რეზნიკოვთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ ოლექსანდრ კუბრაკოვთან. აკარის თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანი მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის ბევრად უფრო სწრაფი და მოსახერხებელია, ვიდრე სახმელეთო მარშრუტი. „მარცვლეულის გადაზიდვის ინიციატივა, რომელიც წმინდა ადამიანური საქმიანობაა, უნდა გამოვყოთ კონფლიქტის პირობებს“, - განაცხადა აკარმა სატელეფონო საუბრების დროს. მისივე თქმით, „თურქეთი გაგრძელებს თავისი როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად ყველა დონეზე. უკრაინა, თურქეთი და გაერო, თურქეთის წყლებში 16 გემის გადაადგილების გეგმაზე, მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცახდა. 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა. 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ბელორუსში MiG-31 ტიპის თვითმფრინავებსა და ბალისტიკურ რაკეტას განათავსებს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ბელორუსში MiG-31 ტიპის თვითმფრინავებსა და ბალისტიკურ რაკეტას განათავსებს, თუმცა მარაგი, სავარაუდოდ, ძალიან შეზღუდულია. დაზვერვის თანახმად, Kinzhal-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტის ბელორუსში განთავსება რუსეთს დამატებით, მცირე უპირატესობას მისცემს, რაც უკრაინის შიგნით სამიზნეებზე დარტმის მიტანაში გამოიხატება. „რუსეთი სავარაუდოდ, ომში ბელორუსის როგორც თანამონაწილედ წარმოჩენის მიზნით მოქმედებს“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის, რუსეთსა და ლუკაშენკოს რეჟიმს მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ სექტემბერში, მადრიდში, NATO-ს სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ბელორუსმა ომში თანამონაწილეობა უნდა დაასრულოს. ლუკაშენკოს ევროკავშირი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს და 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. დასავლეთს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული.

რა საკითხები განიხილეს ოლაფ შოლცმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა

გერმანიის კანცლერი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შენარჩუნების შესახებ თურქეთის ძალისხმევას აფასებს. ამის შესახებ მთავრობის სპიკერმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, შოლცმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას მოსაზრებები გაცვალეს. სპკერის თქმით, ორმა ლიდერმა რუსეთის ბირთვული რიტორიკა გააკრიტიკა. ამასთან, შოლცმა კატეგორიულად უარყო მოსკოვის ბრალდება, რომ უკრაინა ემზადება „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად და განაცხადა, რომ ეს უსაფუძვლო ბრალდებაა. უკრაინული მხარის ცნობით, „მარცვლეულის დერეფანი" 3 ნოემბერს ისევ გაიხსნება. განახლება: „პუტინთან ჩვენი გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ, დღეს მარცვლეულის გადაზიდვა გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო დაგეგმილი“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Anadolu-ს ცნობით. ერდოღანი დღეს სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს.  

აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი

თურქეთი ნაბიჯებს დგამს, რათა ენერგეტიკული ცენტრი გახდეს. აზერბაიჯანული გაზი ამაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ადგილობრივ ATV არხთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დამატებითი გაზი, რომელსაც TANAP-ი უზრუნველყოფს. „ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ გავხდეთ ენერგეტიკული ჰაბი. საჭიროა წყაროების და მარშრუტების დივერსიფიკაცია. ეს არ არის ერთი წყარო და ერთი მარშრუტი, ჩვენ ის უნდა მივაწოდოთ გარკვეულ რეგიონებს. გვაქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ნავთობისა და გაზის მილსადენები, რომლებიც დაკავშირებულია აზერბაიჯანთან. ეს საკითხი დეტალურად განვიხილეთ პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთი გაზსადენის მშენებლობას ნოემბერში დაასრულებს

თურქეთი მიმდინარე წლის ნოემბერში დაასრულებს მილსადენის მშენებლობას შავი ზღვიდან გაზის სისტემასთან დასაკავშირებლად, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მანამდე გაზეთი Sabah-ი წერდა, რომ თურქეთი შავ ზღვაში მდებარე საკარიას საბადოდან 540 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოპოვებისა და ტრანსპორტირების პროექტში თითქმის 10 მილიარდ დოლარს ჩადებს. გეგმების მიხედვით, პირველი გაზი საბადოდან თურქეთში 2023 წელს უნდა შევიდეს. შავ ზღვაში აღმოჩენილი გაზის ღირებულება 400 მილიარდ დოლარად ფასდება. „BOTAŞ (თურქეთის სახელმწიფო კომპანია) ამ თვეში დაასრულებს ხმელეთზე გაზის მილსადენს ეროვნულ სისტემასთან დასაკავშირებლად“, - ციტირებს საინფორმაციო სააგენტო Anadolu რეჯეფ თაიფ ერდოღანს.  

თურქეთმა შესაძლოა, ახალი გაზსადენი ააშენოს

გაზის ჰაბის შექმნის ფარგლებში, თურქული ნაკადის გაფართოებისთვის, არ არის გამორიცხული კიდევ ერთი მილსადენი აშენდეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, იბრაჰიმ კალინმა განაცახდა.  აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი „ახლა ფუნქციონირებს „თურქული ნაკადი“, შესაძლოა, მისი გაძლერება და კიდევ ერთი გაზსადენის აშენება. ამის შემდეგ კი, შეიქმნება სრულიად ახალი ენერგეტიკული რუკა აღმოსავლეთიდან - დასავლეთისკენ, ჩრდილოთიდან-სამხრეთისკენ. ეს თუ მოხდება, მაშინ თურქეთი არ იქნება მხოლოდ გაზის სატრანზიტო ქვეყნა, არამედ აქ შესაძლებელი იქნება გაზის მარშრუტების განსაზღვრა “, -  განაცხადა კალინმა.  რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის  

იენს სტოლტენბერგი მევლუთ ჩავუშოღლუს: დროა, მივესალმოთ ფინეთს და შვედეთს, როგორც NATO-ს სრულუფლებიან წევრებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთი ალიანსის ძალიან ღირებული მოკავშირეა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოებაში. სტოლტენბერგი ჩავუშოღლუს ანკარაში შეხვდა. მისივე თქმით, NATO ასევე ხელს უწყობს თურქეთის უსაფრთხოებას, მისი საჰაერო თავდაცვის გაზრდით, საჰაერო და საზღვაო ყოფნით აღმოსავლეთ ხმელთაშუა და შავ ზღვაში. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ჩამოთვალა ის საკითხები, რომლებიც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილა. „დღეს ჩვენ განვიხილეთ მრავალი საკითხი, მათ შორის სიტუაცია ეგეოსის ზღვაში, ჩვენი ბრძოლა ტერორიზმთან, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება და ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მან მიუღებელი უწოდა ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას. თურქეთს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თურქეთში შექმნილი უახლესი დრონები და გემები ეხმარებიან უკრაინას თავდაცვაში. სტოლტენბერგი მიესალმა „მარცვლეულის ინიციატივის“ გაგრძელებას და თურქეთის როლს გაუსვა ხაზი. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრისას ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესი განიხილეს. „როგორც თქვენ თქვით, მევლუთ, თქვენ გაქვთ მნიშვნელოვანი მოლოდინი, რომ მემორანდუმის პირობები, რომლებზეც თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შეთანხმდნენ, მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს თურქეთისთვის. მე ვაღიარებ თქვენს შეშფოთებას. ამავდროულად, ცხადია, რომ ფინეთმა და შვედეთმა შეასრულეს მემორანდუმის პირობები და მზად არიან თურქეთთან გრძელვადიანი პარტნიორობისთვის. ფინეთმა და შვედეთმა მნიშვნელოვნად გაზარდეს თანამშრომლობა თურქეთთან, ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ისინი აშკარად მოწოდებულნი არიან თურქეთთან გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის, თქვენი უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად. იენს სტოლტენბერგი თურქეთში ვიზიტისას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება ასე რომ, დროა, მივესალმოთ ფინეთს და შვედეთს, როგორც NATO-ს სრულუფლებიან წევრებს. მათი გაწევრიანება ჩვენს ალიანსს გააძლიერებს. ამ სახიფათო დროში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათი გაწევრიანების დასრულება. მოსკოვში რაიმე გაუგებრობის ან არასწორი გათვლების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა და დაამატა, რომ მნიშვნელოვანია მოსკოვისთვის მკაფიო გზავნილის გაგზავნა: „ალიანსის კაი ღია რჩება“.

თურქეთმა თავის საჰაერო სივრცეში, ორმაგი რეგისტრაციის მქონე რუსული თვითმფრინავების ფრენა აკრძალა

პირველი ნოემბრიდან, თურქეთის ხელისუფლებამ ორ იურისდიქციაში რეგისტრირებულ თვითმფრინავებს, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  ამ აკრძალვას ექვემდებარება ბერმუდის კუნძულებზე რეგისტრირებული ზოგიერთი რუსული თვითმფრინავი. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ირწმუნება, რომ ბერმუდის საავიაციო რეესტრი რუსული თვითმფრინავების რეგისტრაციიდან მოხსნას აჭუანურებს. მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, ბერმუდის ხელისუფლებამ გააუქმა ამ თვითმფრინავების საზაფხულო სერტიფიკატების მოქმედებს ვადა. ავიაპარკის შესანარჩუნებლად რუსეთის ხელისუფლებამ 500 თვითმფრინავზე მეტი გადაიყვანა რუსეთის იურისდიქციაში. შესაბამისად, სექტემბრის შუა რიცხვებიდან 560 საჰაერო ლაინერი ერთდროულად ირიცხებოდა როგორც რუსეთის, ისე ბერმუდის რეესტრში. თურქეთის გარშემო ფრენის აუცილებლობის გამო, რუსეთიდან, მაგალითად, ეგვიპტეში ფრენების ხანგრძლივობა 20-30 წუთით გაიზარდა. რუსეთის დეპარტამენტი პრობლემის განხილვას თურქულ მხარესთან უახლოეს მომავალში გეგმავს.  

თურქეთი, რუსული გაზის საფასურის გადახდას რუბლით იწყებს – Reuters

თურქეთის ხელისუფლება, რუსეთის ფედერაციისთვის გაზის მიწოდების საფარსურის გადახდას, რუბლით იწყებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურის ნაწილს რუბლში დაფარავს მოსკოვი მყიდველებს სთხოვს, გაზის საფასური რუბლით გადაიხადონ, რათა ვალუტა გააძლიეროს. ამავდროულად, ანკარა, ვაჭრობის სტიმულირებას, ლირის გამოყენებით ცდილობს.  ცნობილია, რა მოცულობის გაზს იყიდის რუსეთისგან თურქეთი რუბლში შეგახსენებთ, რომ რუსული გაზის საფასურის ნაწილის რუბლით დაფარვაზე შეთანხმებას, პუტინმა და ერდოღანმა აგვისტოს დასაწყისში სოჭში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. თუმცა მაშინ არ დასახელებულა გაზის ის მოცულობა, რომელიც თურქეთმა რუსეთისგან რუბლით უნდა იყიდოს.   

თურქეთს „მარცვლეულის ინიციატივის“ ერთი წლით გახანგრძლივება სურს

თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ ერთი წლით გახანგრძლივება სურს, ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა. ჰულუსი აკარის თქმით, უკრაინამ თურქეთის მეშვეობით რუსეთს გარანტიები მისცა, რომ არ გამოიყენებს შავი ზღვის უსაფრთხოების დერეფანს სამხედრო მიზნებისთვის. „ჩვენ შევთავაზებთ ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას", - განაცხადა აკარმა. რატომ შეცვალა რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება  

თურქეთი არ აპირებს ფოკუსირებას მხოლოდ რუსულ გაზზე, ფსონებს ვდებთ სხვა მიმწოდებლებზე - ენერგეტიკის მინისტრი

თურქეთი არ აპირებს ფოკუსირებას მხოლოდ რუსულ გაზზე, ფსონებს ვდებთ სხვა მიმწოდებლებზე, მათ შორის შეერთებულ შტატებზე, განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმოზმა. „რუსეთი არის მნიშვნელოვანი ენერგომომწოდებელი, რომელიც ბოლო დრომდე ფარავდა ევროპის გაზის მოთხოვნის მესამედს. რაც შეეხება თურქეთს, რუსული გაზი ჩვენი ქვეყნის მოხმარების სულ მცირე 40%-ს შეადგენს. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ კონცენტრირებას მხოლოდ ერთ წყაროზე. სამომავლოდ, ჩვენ ვდებთ ფსონს ირანზე, აზერბაიჯანზე, ერაყსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე, ასევე, ყატარსა და ომანზე თხევადი გაზისთვის. ამავდროულად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ალჟირთან და თუნდაც ნიგერიასთან. საჭიროების შემთხვევაში, ვყიდულობთ თხევად გაზს აშშ-დან“, - ციტირებს მინისტრს სააგენტო Anadolu. რუსეთი თურქეთისთვის გაზის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. მანამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსულ გაზზე მოთხოვნა 44 პროცენტს შეადგენს.

თურქეთი და ალჟირი, ნავთობისა და გაზის საბადოების მოძიების მიზნით, ერთობლივ კომპანიას ქმნიან

თურქეთი და ალჟირი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ერთობლივ კომპანიას ქმნიან. კომპანია გაზისა და ნავთობის საბადოებს, ძირითადად ალჟირში მოიძიებს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა Anadolu Agency-ს განუცხადა.  მინისტრის თქმით, ერთობლივ საწარმოს ალჟირის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია Sonatrach და თურქული ნავთობკომპანია Turkish Petroleum (TP) შექმნიან. თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ასევე მიღწეულია შეთანხმება თურქეთსა და ალჟირში, სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების ერთობლივი მუშაობის წახალისებისა და მხარდაჭერის ზომებზე.   

9 თვეში თურქეთის ეკონომიკაში, $9,3 მილიარდის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

მიმდინარე წლის ცხრა თვეში თურქეთის ეკონომიკაში $9 მილიარდ 282 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) განხორციელდა. ოფიციალური სტატისტიკით, თურქეთში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ იანვარ-სექტემბერში 9 მილიარდ 282 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო წლიური თვალსაზრისით 12,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. პირდაპირი ინვესტიციების ყველაზე დიდი შემოდინება თურქეთში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ესპანეთიდან დაფიქსირდა - $1,5 მილიარდი. მას მოსდევს შვეიცარია ($636 მილიონი) და ნიდერლანდები ($601 მილიონი). ეკონომიკის სფეროებს შორის, მიმდინარე წლის სამი კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა საფინანსო და სადაზღვევო სექტორში დაფიქსირდა, სადაც წლის დასაწყისიდან ინვესტირებულია მთელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35 პროცენტი. მას მოსდევს გადამამუშავებელი მრეწველობა (23 პროცენტი) და საბითუმო/საცალო ვაჭრობა (21 პროცენტი). პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინვესტიციო სამსახურის ხელმძღვანელმა ბურაქ დადლიოღლუმ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თურქეთშიდადებითი დინამიკაა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ჯერ კიდევ ვერ შეძლეს პანდემიის შედეგების დაძლევა და გლობალური რისკების მინიმუმამდე დაყვანა. „თურქეთს აქვს ძლიერი და სტაბილური საინვესტიციო გარემო, რაც უცხოელი ინვესტორების ყურადღებას იპყრობს“, - განაცხადა დადლიოღლუმ.  

თურქეთმა ისრაელში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ელჩი პირველად დანიშნა

2018 წლის შემდეგ პირველად, თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელში ელჩი დანიშნა. ისრაელმა და თურქეთმა ახალ ორმხრივ სამოქალაქო საავიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი როგორც მედია წერს, ესაა გამოცდილი თურქი დიპლომატი საკირ ოზქან ტორუნლარი, რომელიც 2010 წლიდან 2014 წლამდე იერუსალიმში გენერალურ კონსულად მუშაობდა.  თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერ-მინისტრობის დროს, პალესტინელების მიმართ თელ-ავივის პოლიტიკა გააკრიტიკა.  2018 წლის მაისში ანკარამ გაიწვია თავისი ელჩი ისრაელში და ღაზას სექტორის საზღვარზე, ისრაელის არმიის მიერ ათობით პალესტინელის მკვლელობის გამო ისრაელის საელჩოს ხელმძღვანელი გააძევა.  საპასუხოდ ისრაელმა იერუსალიმში თურქეთის კონსული გააძევა. აღსანიშნავია, რომ თურქეთმა და ისრაელმა ელჩები გაცვალეს ექვსწლიანი პაუზის შემდეგ მხოლოდ წელიწადნახევრის წინ. მანამდე ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 2010 წელს, თავისუფლების ფლოტილიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაწყვიტეს. თუმცა, ირანის აღზევების ფონზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში გაუმჯობესდა, რადგან ორივე ქვეყანა - თურქეთიც და ისრაელიც, ირანს, რეგიონულ საფრთხედ მიიჩნევენ. მარტში ისრაელის პრეზიდენტი იცჰაკ ჰერცოგი ეწვია ანკარას და ერდოღანს შეხვდა, ხოლო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მაისში ბერლინს ეწვია. ივნისში ისრაელმა და თურქეთმა ოფიციალურად განაცხადეს სრული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. სექტემბერში თელ-ავივმა ანკარაში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი დანიშნა.  

აფეთქება სტამბოლში: დაღუპულია 4 და დაშავებულია 38 ადამიანი

კვირას სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 38 მოქალაქე. შესაბამის ინფორმაციას France Press-ი ავრცელებს.  აფეთქება „ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 16:20 საათზემოხდა. სტამბოლის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას აფეთქება მოხდა შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა პოლიციის დანაყოფები, ჯანდაცვის და სახანძრო ბრიგადები“, - წერს სტამბოლის გუბერნატორი ალი იერლიკაია Twitter-ზე. თურქულ მედიაში თავდაპირველად გავრცელებული ცნობებით, აფეთქების შემდეგ, 11 ადამიანი დაშავდა.

სტამბოლში, ტერაქტის დროს დაღუპულთა შორის მამა-შვილიც არიან

სტამბოლში აფეთქება ქალის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი იყო. ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა. მან მომხდარს „სამარცხვინო თავდასხმა" უწოდა.  აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია. ოფიციალური ცნობებით, მსხვერპლთა შორის მამა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი არიან. ერდოღანი აფეთქებაზე: შესაძლოა, ტერაქტი იყოს ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 6 ადამიანი, დაშავდა 80-ზე მეტი.

ერდოღანი აფეთქებაზე: შესაძლოა, ტერაქტი იყოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლის პოპულარულ ქუჩაზე აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. „აფეთქება შესაძლოა, ტერორისტული აქტი იყოს. ფიქრობენ, რომ ჩართულია ქალი“, - განაცხადა ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვისას, დეტალების გარეშე, თუ როგორ მივიდა ამ დასკვნამდე. მან პირობა დადო, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. ერდოღანის ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში. ამასთანავე, აღნიშნა, რომ სტამბოლის გუბერნატორ ალი იერლიკაიასგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სულ მცირე 53 ადამიანი დაშავდა. სტამბოლის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას აფეთქება მოხდა ამ დრომდე არსებული ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას სტამბოლში 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავებული იყო 38 ადამიანი.

ეჭვმიტანილი, რომელმაც სტამბოლში აფეთქება განახორციელა, დაკავებულია - თურქეთის შს მინისტრი

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, ეჭვმიტანილი, რომელმაც სტამბოლის ისტიკლალის გამზირზე ბომბი დატოვა და აფეთქება განახორციელა, დაკავებულია. "ტერორისტული თავდასხმის შესახებ ბრძანება ჩრდილოეთ სირიიდან, აინ ალ-არაბიდან მოვიდა, სადაც ქურთისტანის მუშათა პარტიის სირიის შტაბბინა მდებარეობს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ თავის მტკიცე და კანონიერ ომს გააგრძელებს", - განაცხადა სოილუმ. სტამბოლის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას აფეთქება მოხდა ამ დრომდე არსებული ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას სტამბოლში 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავებული ადამიანების რაოდენობა 80-ს აჭარბებს.  

რუსეთის მოქალაქეები თურქეთში, უძრავ ქონებას მასობრივად ყიდულობენ

თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, თურქეთში საცხოვრებლი ფართის გაყიდვები, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,7 პროცენტით გაიზარდა და 1 159 853 ერთეული შეადგინა. თურქეთის უძრავი ქონების ბაზარზე, ოქტომბერში 102 660 ტრანზაქცია განხორციელდა. უცხოელების წილი ოქტომბერში, ტრანზაქციების მთლიან მოცულობაში 5,2 პროცენტია. ოქტომბერში, თურქეთში უცხოელებმა საცხოვრებელი ფართები ძირითადად ანტალიაში იყიდეს (2 123 ერთეული). მეორეა სტამბული - (1658 ერთეული) და მერსინი (490 ერთეული). თურქეთში ყველაზე მეტი უძრავი ქონება რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს (2023 ერთეული). შემდეგ, ყველაზე მეტი უძრავი ქონება ირანის მოქალაქეებმა იყიდეს (498 ერთეული), მესამე-მეოთზე პოზიციებს ინაწილებენ ერაყისა (310) და უკრაინის მოქალაქეები(216). თურქეთში, უცხოელ მოქალაქეებზე საცხოვრებელი ფართის გაყიდვის მოცულობა, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 021 ერთეულამდე, 26,9 პროცენტით გაიზარდა.   

შავი ზღვის საქარიას საბადოდან, თურქეთი, დღე-ღამეში 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს

შავი ზღვის თურქეთის სექტორში, საქარიას საბადოდან, პირველ ეტაპზე, თურქეთის გაზგამანაწილებელი სისტემა დღე-ღამეში 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. ერდოღანი, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან გაზის ჰაბის შექმნის საკითხს განიხილავს ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. მინისტრის თქმით, საბადოს განვითარების შემდგომ ეტაპზე, დღიური მოცულობა 40 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი მისივე თქმით, შავი ზღვის ახალი საბადო არა მხოლოდ ხელს შეუწყობს თურქეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ წარმოებული გაზის ნაწილის ექსპორტირება ტრაქიაში, გაზის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მეშვეობით გახდება შესაძლებელი. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება რაც შეეხება თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში ამ ცენტრის შექმნის გეგმებს, დონმეზმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საგზაო რუკა წლის ბოლომდე მომზადდება.  ერდოღანი: შავი ზღვის საბადოებიდან გაზს თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი 2023 წელს მიიღებს თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ასევე განაცხადა, რომ 2022 წლიდან 2026 წლამდე პერიოდში რესპუბლიკის 299 დასახლების გაზიფიცირება იგეგმება. ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის

საგარეო უწყება: საელჩო ყველაფერს აკეთებს, რომ სტამბოლის კლინიკაში დაღუპული 16 წლის ბავშვის ცხედარი საქართველოში გადმოასვენონ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთში საქართველოს საელჩო და საკონსულო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტამბოლის კლინიკაში დაღუპული 16 წლის ბავშვის ცხედრის გადმოსვენება მოხდეს. „თურქეთში საქართველოს საელჩო და საკონსულო დაწესებულება პროცესში პრობლემის წარმოქმნისთანავე ჩაერთო და ახლაც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ცხედრის გადმოსვენება მოხდეს. საკონსულოს წარმომადგენლები ყოველდღე იმყოფებიან კლინიკაში და ასევე, გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზე არიან,“ - აცხადებენ სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში 16 წლის მარიამ გოგიაშვილი გარდაიცვალა.   

საგარეო საქმეთა სამინისტრო: თურქეთში გარდაცვლილ მარიამ გოგიაშვილს სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ

თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, მარიამ გოგიაშვილის ცხედარს სამშობლოში ხვალ, გამთენიისას გადმოასვენებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას. საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ აღნიშნული პრობლემის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე თურქეთში საქართველოს საელჩო და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მყისიერად ჩაერთო პრობლემის მოგვარებაში და ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც კლინიკის ხელმძღვანელობასთან, ისე თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებთან, რის შესახებაც ეცნობათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში. ცნობისთვის, 16 წლის მარიამი, რომელიც მიელოიდურ ლეიკემიას ებრძოდა, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახს ცხედარს საავადმყოფოდან არ ატანენ, რადგან მარიამის სახელზე 44 ათასი დოლარის დავალიანება ირიცხება.  

ანკარა: შავი ზღვაში, გაზსადენის მილების გაყვანის პროცესი დასრულდა

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის თქმით, შავი ზღვაში, საქარიას საბადოს მიმართულებით გაზსადენის მილების გაყვანის პროცესი დასრულდა.  შავი ზღვის საქარიას საბადოდან, თურქეთი, დღე-ღამეში 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს ფატიჰ დონმეზის ინფორმაციით, შავ ზღვაში აღმოჩენილი თურქეთის საბადოების რესურსების გამოყენება 25-30 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. დონმეზმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთს ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა ზამთრის სეზონზე არ შეექმნება. „არ არის მოსალოდნელი ტარიფების ცვლილებაც“. მინისტრი ასევე შეეხო რუსეთთან ერთად შავი ზღვის სანაპიროზე, სინოპში, კიდევ ერთი ატომური ელექტროსადგურის აშენების გეგმებს. „ორი ლიდერის (თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი - რედ.) შეხვედრის დროს მიღწეულია შეთანხმება, თურქეთში, მეორე ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ჯერ კიდევ არის სალაპარაკო“, - განმარტა მინისტრმა.  დონმეზმა აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ შეძლო გადაემოწმებინა თურქი კონტრაქტორებისა და მომწოდებლების მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი აკუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დროს. მისი თქმით, სინოპში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელება ორივე მხარეს მნიშვნელოვან სარგებელს ჰპირდება.  

თურქეთი მზადაა, თურქმენული გაზი ტრანზიტით ევროპას მიაწოდოს

ანკარა მზადაა, თურქმენეთიდან ბუნებრივი აირი ევროპას ტრანზიტით მიაწოდოს.  თურქმენეთი გაზის მოპოვებას ზრდის ამის შესახებ თურქმენული მედია, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარის მუსტაფა შენტოპის აშხაბადში ვიზიტის შემდეგ იუწყება. თურქმენეთი საქართველოს გავლით ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას განიხილავს მედიის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში კონტაქტების დამყარების ფართო პერსპექტივები არსებობს და განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, თურქმენული ბუნებრივი აირი ევროპას ტრანზიტით მიაწოდოს. ცნობილია, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ექსპორტირებული თურქმენული ნავთობის მოცულობა შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი გაზის მარაგი 126 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა ახლახან აღმოჩენილი საბადოების ინდუსტრიული განვითარების შედეგად.  

თურქეთი, დეკემბრიდან ტანკერებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ჩაკეტავს

პირველი დეკემბრიდან თურქეთი, ნავთობის გადამზიდავი გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ჩაკეტავს.  Bloomberg-ის ცნობით, შეზღუდვები შეეხებათ იმ ტანკერებს, რომელთაც დაზღვევა არ ექნებათ.  ახალი წესი, რუსული ნავთობის წინააღმდეგ ევროპული სანქციების დაწესებამდე, რამდენიმე დღით ადრე ამოქმედდება. სანქციების დაწესების შემდეგ, რუსი ნავთობმწარმოებლები, დადგენილ ლიმიტზე მაღალი ფასით ნავთობის ტრანსპორტირების შემთხვევაში, დაზღვევის მიღების შესაძლებლობას დაკარგავენ.  საზღვაო მოძრაობის კონტროლის სისტემაში მომუშავე თურქმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ბოსფორის გადაკვეთის ახალი წესები დაკავშირებულია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან, თუმცა თურქეთი მათ ოფიციალურად არ შეუერთდა. ოფიციალური პირის თქმით, ცვლილება გავლენას მოახდენს რუსული ნედლი ნავთობის გადამზიდავ ტანკერებზე, თუ ისინი ვერ უზრუნველყოფენ ზარალის სადაზღვევო გარანტიების წარდგენას, საგანგებო მოვლენების შემთხვევაში, როგორიცაა ნავთობის დაღვრა. ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია სრუტეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობასთან. აღსანიშნავია, რომ ნოვოროსიისკიდან რუსული ნავთობის მთელი ექსპორტი, დაახლოებით 650 000 ბარელი დღეში, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს. ევროკავშირი, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარს 24 ნოემბერს გამოაცხადებს.   

სტამბოლის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით, ბულგარეთში ხუთი პირი დააკავეს

სტამბოლის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით, ბულგარეთში ხუთი პირი დააკავეს. მათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერაქტის ორგანიზების ხელშეწყობასა და ადამიანებით ვაჭრობაში ედებათ ბრალი. დაკავებულთაგან სამი, მოლდოვის მოქალაქე, ორი კი, სირიელი ქურთები არიან.  დაკავებულების ექსტრადირების მოთხოვნით თურქეთმა ბულგარეთს უკვე მიმართა. 13 ნოემბერს, სტამბოლის ცენტრი, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქებას ექვსი ადამიანის, მათ შორის ორი მცირეწლოვნის სიცოცხლე შეეწირა. 81 ადამიანი დაშავდა. თურქეთი ტერაქტზე პასუხისმგებლობას ქურთების მუშათა პარტიასა და სირიელ ქურთებს აკისრებს. თავის მხრივ, ქურთი მებრძოლები მომხდარში მონაწილეობას უარყოფენ.  

პირველი თურქული უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავის გამოცდა წარმატებით დასრულდა

Baykar-ის მიერ ეროვნულ დონეზე შექმნილი პირველი თურქული უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავის Bayraktar KIZILELMA-ს გამოცდები წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ Trend-ი კომპანიაზე დაყრდნობით იტყობინება. მედიაში შესაბამისი ვიდეოც ვრცელდება. სხვა დეტალებზე საინფორმაციო საშუალებები არ ავრცელებენ ინფორმაციას.

ფატიჰ დონმეზი: თურქეთი, ახალი მილსადენებისა და საბადოებისთვის ყველაზე მომგებიანი მარშრუტია

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ თურქეთს აქვს საკმარისი ინფრასტრუქტურა და ყველა ინსტრუმენტი, რომ გაზის საერთაშორისო ჰაბი გახდეს. ანკარა: შავი ზღვაში, გაზსადენის მილების გაყვანის პროცესი დასრულდა ფატიჰ დონმეზ თქმით, იმ ფონზე, როცა ბევრი მსოფლიო ენერგორესურსების დეფიციტსა და ლოგისტიკის სირთულეებს განიცდის, თურქეთის ენერგეტიკის სექტორში მხოლოდ დადებითი ტენდენცია შეინიშნება. შავი ზღვის საქარიას საბადოდან, თურქეთი, დღე-ღამეში 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს „თურქეთს აქვს ტექნიკური და ოპერატიული შესაძლებლობები, რომ აამოქმედოს ისეთი დიდი ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაა TANAP და Turkish Stream. შავი ზღვის საკარიას საბადოდან გაზის მიწოდების დაწყებასთან ერთად თურქეთის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება. ერდოღანი, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან გაზის ჰაბის შექმნის საკითხს განიხილავს ჩვენ ვატარებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდისა და ახალი მწარმოებელი ქვეყნებისა და მარშრუტების მოზიდვის მიზნით. აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი ენერგეტიკის საკითხებზე მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან მიმდინარეობს. თურქეთი არის ყველაზე მომგებიანი მარშრუტი ახალი მილსადენებისა და საბადოებისთვის, რომელიც ფსონს დებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შემდგომ გაფართოებაზე“, - განაცხადა დონმეზმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება  

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთის ელჩი დაიბარა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, „სტოკჰოლმში ტერორისტული პროპაგანდის გამო“, შვედეთის ელჩი დაიბარა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.  მისივე ინფორმაციით, სტაფან ჰერსტრომი სამინისტროში, დედაქალაქ ანკარაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ტერორისტულ ჯგუფთან დაკავშირებულმა ელემენტებმა საელჩოს კანცელარიის შენობაზე ტერორისტული პროპაგანდის შემცველი განცხადებები და ფოტოები გამოაქვეყნეს. თურქეთის ოფიციალურმა პირებმა მომხდარი დაგმეს და მისი გამოძიება მოითხოვეს. NATO-ში გაწევრიანებაზე, შვედეთმა და ფინეთმა ოფიციალურად, ივნისში განაცხადეს. გადაწყვეტილება უკრაინასთან რუსეთის ომმა გამოიწვია. თუმცა, თურქეთმა გააპროტესტა გაწევრიანების წინადადებები და გააკრიტიკა ქვეყნები „ტერორისტული ჯგუფების შემწყნარებლობისა და მხარდაჭერის გამო“. ივნისში, NATO-ს სამიტზე ქვეყნებს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.  

თურქეთში უდიდესი და მსოფლიოში მეხუთე „იუსუფელის “მაღალმთიანი წყალსაცავი იხსნება

თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დღეს, ქვეყანაში ყველაზე დიდი და მსოფლიოში მეხუთე მაღალმთიანი წყალსაცავი „იუსუფელი“ იხსნება. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მდინარე ჭორუხზე ჰიდროელექტროსადგურისა და წყალსაცავის გახსნის ცერემონიაში მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხელოვნური წყალსაცავის მშენებლობა ქალაქ ართვინიდან სამხრეთ-დასავლეთით 70 კმ-ში, 2012 წლიდან მიმდინარეობს. წყალსაცავის კაშხლის სიმაღლე 275 მეტრს აღწევს, რაც ასსართულიანი შენობის სიმაღლეს შეესაბამება. წყლის საერთო მოცულობა 2 მილიარდ 130 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ახალი ჰესი 1,9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც თურქეთს წლიურ შემოსავალს 5 მილიარდ ლირას მოუტანს. „იუსუფელის წყალსაცავის“ ექსპლუატაცია ართვინის, დერინერის, ბორჩკასა და მურათლის ხელოვნური რეზერვუარებით დარეგულირდება, რაც ანატოლიის სამხრეთ-აღმოსავლეთში ელექტროენერგიის წარმოებას გაზრდის.  თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა წყალსაცავის მშენებლობის ზონიდან 5 844 ხე გადაარგეს.  

ერდოღანის თქმით, თურქეთი სირიის ჩრდილოეთში მორიგი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს

თურქეთს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ტანკებითა და სამხედროებით მალე შეუტევს ქურთ მებრძოლებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „რამდენიმე დღეა, ტერორისტებს ვანადგურებთ ჩვენი თვითმფრინავებით, ქვემეხებითა და იარაღით. ჩვენ ყველა მათგანს რაც შეიძლება მალე ამოვძირკვავთ“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთმა, სტამბოლში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში მდებარე სამიზნეებზე იერიშები მიიტანა. თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ბაზები დაბომბეს. თურქეთის თავდაცვის უწყება აცხადებდა, რომ „ზუსტ დარტყმებს ახორციელებენ ტერორისტების კერების გასანადგურებლად“. შეგახსენებთ, სტამბოლის ცენტრში 13 ნოემბერს მომხდარ აფეთქებაზე, ანკარა პასუხისმგებლობას „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ (PKK) და სირიელ ქურთებთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს აკისრებს. თავის მხრივ, ქურთი მებრძოლები მომხდარში მონაწილეობას უარყოფენ.  

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 35 ადამიანი დაშავდა

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, დუზჯეს პროვინციაში, 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ დღეს, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:08 საათზე დაფიქსირდა და იგრძნობოდა სტამბოლში, ბოლუში, საქარიაში, ანკარაში, ბარტინში, კოჯაელში, ქუთაჰიაში, ბილეჩიკში, ზონგულდაკში, ბურსასა და იზმირში. მიწისძვრის ეპიცენტრი 6,81 კმ სიღრმეზე იყო. მიწისძვრის შემდეგ დაუყოვნებლივ, კატასტროფებზე პრევენციისა და მათზე რეაგირების ოფისმა (AFAD) 22 დაშავებულის შესახებ განაცხადა, აქედან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.  ბოლუს გუბერნატორმა ერკან კილიჩმა განაცხადა, რომ მიწისძვრის დროს რამდენიმე მოქალაქე პანიკურად გადმოხტა აივნებიდან. ამავდროულად, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ AFAD-სა და სამაშველო სამსახურს 112-ს  ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ მიუღიათ.  

ჩავუშოღლუ: არსებობს რისკი, რომ ომი ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება და არა ბრძოლის ველზე. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. მან თურქეთის ძალისხმევასაც გაუსვა ხაზი. ჩავუშოღლუს თქმით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი NATO-ში ერთადერთი ლიდერია, რომელსაც შეუძლია, თანაბრად შეხვდეს რუს და უკრაინელ კოლეგებს.  მინისტრის განმარტებით: „ალიანსის ქვეყანა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ შევხვდებით რუსეთს ან სხვა ქვეყნებს. აუცილებელია ამ ბალანსის კარგად შენარჩუნება". „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ომი  ადგილზე დასრულდება, სამხედრო მიღწევებით. მიუხედავად ამისა, არსებობს რისკი, რომ ომი შეიძლება, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. მარტთან შედარებით, ახალ პირობებში, ახალი რეალობებია. ეს უფრო რთული გახდა... ეს არც ისე ადვილია, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების ცალკეულ ორდღიან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელიც სტამბოლში, მარტის ბოლოს გაიმართა, ჩავუშოღლუმ განაცხადა: „როდესაც ჩვენ ერთად შევიკრიბეთ სტამბოლში, მხარეები ძალიან ახლოს იყვნენ ცეცხლის შეწყვეტასთან. მაგრამ შემდეგ, „ჯადოსნური ხელის“ მეშვეობით, მხარეები მაგიდას შორდებიან“.

ვიქტორ ორბანის თქმით, შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას უნგრეთის პარლამენტი 2023 წელს მოახდენს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, რომ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას უნგრეთის პარლამენტი 2023 წელს მოახდენს. ვიქტორ ორბანმა სლოვაკეთში, ე.წ. ვიშეგრადის ოთხეულის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, უნგრეთის პარლამენტი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს, როგორც ეს მთავრობამ გააკეთა. უნგრეთსა და თურქეთს ჩრდილოატალანტიკურ ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლი ჯერ არ დაუმტკიცებიათ.  

ოლენა ზელენსკა და თურქეთის პირველი ლედი, ოდესის რეგიონიდან ორი ბავშვთა სახლის ევაკუაციაზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტის მეოღლე ოლენა ზელენსკა და თურქეთის პირველი ლედი, ოდესის რეგიონიდან ორი ბავშვთა სახლის ევაკუაციაზე შეთანხმდნენ. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ჩვენ შევთანხმდით ქალბატონ ემინე ერდოღანთან, ოდესის რეგიონიდან ორი ბავშვთა სახლის ევაკუაციაზე. ესენი არიან სამ წლამდე ბავშვები, რომლებისთვისაც ახლა საშიშია უკრაინაში დარჩენა. ვფიქრობ, ისინი თურქეთში, უკვე რამდენიმე კვირაში წავლენ“, - განაცხადა ოლენა ზელენსკამ BBC-სთან ინტერვიუში. უკრაინის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების ევაკუაცია ომის პირველივე დღეებიდან დაიწყო. ზელენსკამ ისიც აღნიშნა, რომ ამ საკითხში დიდი როლი ითამაშეს მისმა კოლეგებმა სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის პოლონეთის პირველმა ლედიმ, აგატა დუდამ, საფრანგეთის პირველმა ლედიმ ბრიჯიტ მაკრონმა და გერმანიის პირველმა ლედიმ ელკე ბუდენბენდერმა.

ჩავუშოღლუ: შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა იზრდება

აქტაუში თურქეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ტრანსპორტისა და საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე წლის შედეგების მიხედვით, „შუა სატრანსპორტო დერეფნის“ გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2021 წელთან შედარებით, ექვსჯერ მეტი იქნება. იმისათვის, რომ სრულად გამოვიყენოთ ეს შანსი, ჩვენი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და კომუნიკაციის ბარიერების მოხსნა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აქტაუში თურქეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ტრანსპორტისა და საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობის ტრანსპორტირება ხდება აზიასა და ევროპას შორის, ხოლო „შუა სატრანსპორტო დერეფანი“ რჩება ტვირთების გადაზიდვის უმოკლეს და მომგებიან მარშრუტად. ჩავუშოღლუმ ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდის სამ მნიშვნელოვან მსოფლიო მოვლენაზე, რომლებმაც გეოპოლიტიკური პროცესების მნიშვნელობა გაზარდა. მისი თქმით, პირველ რიგში, შეფერხებები იგრძნობა საქონლის მიწოდების ჯაჭვებში, რაც ზრდის უსაფრთხო და მდგრადი სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელობას. მინისტრის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა გლობალური სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია და ამასთან, წინააღმდეგობები აშშ-სა და ჩინეთს შორის ღრმავდება. მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკა ეძებს გზებს პროდუქტების ურთიერთჩანაცვლებისთვის, განაცხადა თურქმა დიპლომატმა. ჩავუშოღლუმ ასევე ხაზი გაუსვა ზანგეზურის დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიას, აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის. აქტაუში, საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით, სატრანსპორტო მარშრუტებზე მინისტერიალი გაიმართება ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური მარშრუტის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ ცნობისთვის, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებზე მოლაპარაკებები, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის ყაზახეთის ქალაქ აქტაუში იმართება. შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები. 

თურქეთმა პაკისტანის საზღვაო ძალებისთვის ხომალდი შექმნა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა ერთობლივად წარადგინეს კორვეტის ტიპის ხომალდი, რომელიც თურქეთმა პაკისტანის საზღვაო ძალებისთვის შექმნა. შარიფმა განაცხადა, რომ PNS Khyber-ის ინაუგურაცია, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე მიუთითებს. პაკისტანის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობა სამშვიდობო ხასიათს ატარებს და ის არ ჩამოყალიბებულა ომისთვის ან აგრესიისთვის.  თავის მხრივ, თურქეთის ლიდერმა შეაქო ორ ქვეყანას შორის თავდაცვითი თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა ღრმა ისტორიულ კავშირებზე დაყრდნობით აშენებს მყარ პარტნიორობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.      

ერდოღანი: თურქეთს აქვს უფლება, თავისი უსაფრთხოება უზრუნველყოს

ვერავინ შეუშლის ხელს თურქეთს ისარგებლოს საკუთარი უსაფრთხოების უფლებით. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ერაყსა და სირიაში თურქეთის არმიის ბოლო ანტიტერორისტული ოპერაციების კომენტირებისას განაცხადა. „თურქეთს აქვს უფლება განახორციელოს ნებისმიერი ქმედება ტერიტორიებზე, რომლებიც მის საზღვრებს გარეთ და შიგნით, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მონიშნა“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა სტამბულში გამოსვლისას. მისი თქმით, ოპერაცია Pençe Kilit-ის დაწყებიდან თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ჩრდილოეთ ერაყში PKK/YPG-ის 480 ტერორისტი გაანეიტრალეს.  

ხანრგძლივი დაძაბულობის შემდეგ, თურქეთმა ეგვიპტეში შესაძლოა, ელჩი დანიშნოს

თურქეთი და ეგვიპტე ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობენ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა, ეგვიპტეში ელჩი უახლოეს თვეებში დანიშნოს. მინისტრის განმარტებით, ხსენებულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. სირიასთან ეგვიპტის მსგავსი პროცესის შესაძლებლობის შესახებ კითხვის საპასუხოდ, ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის მთავარი მიზანი სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებაა. „ჩვენ ვაგრძელებთ პროცესს (სირიის) ოპოზიციასთან. ოპოზიცია ასევე მონაწილეობს ასტანის მოლაპარაკებებში ასადის რეჟიმთან ერთად. თურქეთი ასევე მიზნად ისახავს პოლიტიკური პროცესის, მათ შორის საკონსტიტუციო მოლაპარაკებების აღორძინებას". ეს არის ჩართულობის ნაწილი. წინსვლა საკონსტიტუციო კომიტეტმა უნდა მიაღწიოს. მაგრამ იქ პროგრესი არ არის", - განაცხადა ჩავუშოღლუმ. წლების განმავლობაში დაძაბულობის შემდეგ, მიმდინარე თვეში, კატარში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის ეგვიპტელ კოლეგას აბდელ-ფატაჰ ალ-სისის ხელი ჩამოართვა, რაც ეგვიპტის პრეზიდენტმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ საწყისად შეაფასა. Reuters-ის წყაროს ცნობით, ორი ქვეყნის სადაზვერვო დელეგაციები ეგვიპტეში შაბათ-კვირასაც შეხვდნენ ერთმანეთს. მეორე წყაროს ცნობით კი, მნიშვნელოვანი დისკუსიები დაიწყო და თურქეთი და ეგვიპტე აპირებენ მოლაპარაკებების დაწყებას სამხედრო, პოლიტიკურ და კომერციულ საკითხებზე, მათ შორის ენერგეტიკულ პროექტებზე. „ახლახან, ცხრა წლის განმავლობაში პრობლემები შეგვხვდა. ჩვენ ეს ნაბიჯი იმ საღამოს კატარის ემირის მხარდაჭერით გადავდგით. ამ სირთულის გადალახვის შემდეგ, შეხვედრა გვქონდა ალ-სისისთან ნახევარი საათის, ან 45 წუთის განმავლობაში“, - განაცხადა ერდოღანმა და მინისტრების დონეზე კომუნიკაციის გაგრძელების იმედი გამოთქვა. ეგვიპტესა და თურქეთს ელჩები 2013 წლის შემდეგ არ დაუნიშნავთ, როდესაც ურთიერთობები ეგვიპტის პრეზიდენტის მუჰამედ მურსის გადაყენების შემდეგ გაუარესდა. ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა დროს გაიმართა მოკლე შეხვედრები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. იმავდროულად, თურქეთის საელჩო კაიროში, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა საქმიანობას.  

თურქეთში ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინეს

თურქეთის ქალაქ ადანაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. ადანაში ჩუკუროვის რაიონში აღმოჩენილი ნავთობის მარაგი 8-10 მილიონ ბარელს შეადგენს. ინფორმაციის თანახმად, დარგის განვითარებით მიღებული ეკონომიკური სარგებელი 800 მლნ აშშ დოლარად არის შეფასებული. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვება დაახლოებით 350-400 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს. მედიის ცნობით, საბადოზე 10 ჭაბურღილი გაიბურღება, დღიური წარმოება კი ათას ბარელს მიაღწევს.  

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი, ჩრდილოეთ კვიპროსში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი თავისი ინტერესების დასაცავად, ჩრდილოეთ კვიპროსში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას გეგმავს.  „მთელმა მსოფლიომაც რომ შეგვიშალოს გზაზე, თურქეთი არ გადაუხვევს თავის პოზიციას და დაიცავს თავის ინტერესებს კვიპროსში, ასევე ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებში“, - აღნიშნა მინისტრმა. „რეგიონში სამხედრო ყოფნის გაზრდის გარდა, დაგეგმილია საჭირო იარაღის მიწოდება“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა შეერთებული შტატების პოზიცია, რომელმაც კვიპროსის რესპუბლიკისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო გააუქმა.  მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან ბოლო საუბრისას მან შესთავაზა, რომ „სურვილის შემთხვევაში, ფინანსური დახმარება გაუწიოს კვიპროსელ ბერძნებს, მაგრამ არ მიაწოდოს იარაღი, ღიად ვკითხე, ვის წინააღმდეგ აიარაღებთ [ნიკოსიას]?"  

ჩავუშოღლუს თქმით, უკრაინაში მოლაპარაკებების გზით ომის დასრულება რთულია

„სულ უფრო რთული ხდება მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიღწევა“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მონისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუქარესტში, ასპენის ინსტიტუტისა და გერმანული მარშალის ფონდის ფორუმზე რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ვითარების სტაბილიზაციისთვის ალტერნატიული გამოსავალი არ არსებობს. გარდა ამისა, ჩავუშოღლუმ დასძინა, რომ არსებული ვითარების დაგმობა „პრობლემის მოგვარებას არ შეუწყობს ხელს“.  „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ვიყოთ შემოქმედებითები სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად. სწორედ ამის გაკეთებას ცდილობს თურქეთი“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. ჩავუშოღლუმ გაიხსენა, რომ თურქეთმა მოაწყო მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის ანკარაში მარტში და ასევე შუამავალია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში, რომელიც ივლისში დაიწყო.   

ჩავუშოღლუ: თურქეთი აგრძელებს ნაბიჯების გადადგმას, სხვა რეგიონებში საომარი მოქმედებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად

რუსეთის ქმედებებმა უკრაინის წინააღმდეგ, ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის რეფორმირება გამოიწვია. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების დიპლომატიის მეთაურთა შეხვედრაზე განაცხადა. „თურქეთი თავიდანვე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ამავდროულად, ჩვენი ქვეყანა აგრძელებს ნაბიჯების გადადგმას, სხვა რეგიონებში საომარი მოქმედებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა თურქეთის მინისტრმა. ჩავუშოღლუმ ყურადღება გაამახვილა თურქული დიპლომატიის წარმატებულ შუამავლობებზე, მათ შორის „მარცვლეულის შეთანხმების“, პატიმრების გაცვლისა და კონფლიქტის მხარეთა შეხვედრების ორგანიზებაზე. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ომის ფონზე თურქეთი „მონტრეს კონვენციის“ ყველა მოთხოვნას ასრულებს, რამაც შესაძლებელი გახადა შავი ზღვის რეგიონში დაძაბულობის ინტენსივობის შემცირება. „მარტიდან მოყოლებული თურქეთის სრუტეში არც ერთი სამხედრო ხომალდი არ გასულა. არცერთ რუსულ სამხედრო თვითმფრინავს არ გამოუყენებია თურქეთის საჰაერო სივრცე სირიისკენ მიმავალ გზაზე. ანკარა მოუწოდებს ქვეყნებს გამოიჩინონ თავშეკავება ყველა შესაძლებლობის შემთხვევაში“, - განაცხადა მინისტრმა. ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პრობლემა მარტო კრიტიკით არ მოგვარდება და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები. „ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის. ეს არის ზუსტად ის, რაც თურქეთს სურს“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ანკარა მოუწოდებს NATO-ს პარტნიორებს, არ განასხვავონ ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ჩავუშოღლუმ გაიხსენა, რომ მადრიდში NATO-ს ბოლო სამიტის მონაწილეებმა ტერორიზმი ალიანსის უსაფრთხოების ორი ძირითად საფრთხეს შორის დაასახელეს. „NAT0-ს მოკავშირეები ამ საკითხში თურქეთის მხარეს უნდა დადგნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა, რომელიც ალიანსში ტერორიზმის ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე მყოფი მოკავშირეა“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

მევლუთ ჩავუშოღლუ: უკრაინაში მიმდინარე ომის ფასს იხდიან არამხოლოდ უკრაინელები, არამედ მოლდოველები, ქართველები და სხვა პარტნიორები

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუქარესტის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ყირიმის ჩათვლით და აგრძელებს უკრაინისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენას. თურქი დიპლომატის თქმით, ანკარა დგამს სხვადასხვა ნაბიჯს კონფლიქტის შესაჩერებლად და დაძაბულობის განსამუხტად. როდესაც მარცვლეულის შეთანხმების მიღწევაში, ასევე, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან და ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში, თურქეთის როლზე საუბრობდა, აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ნაწილია იმ ნაბიჯებისა, რომელსაც ანკარა დგამს. „ასევე ჩვენ ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს კონფიდენციალურად“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ. „არამხოლოდ უკრაინელები, არამედ მოლდოველები, ქართველები და სხვა პარტნიორებიც იხდიან ფასს. ჩვენ დღეს ვესაუბრეთ მოლდოვის პრემიერ-მინისტრს და მან გვითხრა, თუ რამდენად ზარალდება მოლდოვა მეზობელ ქვეყანაში ომის გამო. უბრალოდ დაგმობა პრობლემას ვერ გადაჭრის. სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად უნდა ვიმოქმედოთ, სამართლიანი მშვიდობისთვის უკრაინისთვის. ეს არის ის, რის გაკეთებასაც თურქეთი ცდილობს“, - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ჩინეთი თურქეთს და ისრაელს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სირიაზე შეტევა“

ჩინეთი მოუწოდებს თურქეთსა და ისრაელს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები სირიაზე“, ამის შესახებ მედია გეროში ჩინეთის წარმომადგენლის მოადგილეზე დაყრდნობით წერს.  „ჩვენ მტკიცედ უნდა დავიცვათ სირიის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. სირიაში უსაფრთხოების ვითარება კვლავ არასტაბილურია. თურქეთმა განახორციელა საჰაერო თავდასხმები სირიაზე და გამოაცხადა, რომ განახორციელებს სახმელეთო ოპერაციას სირიის წინააღმდეგ. ისრაელის საჰაერო თავდასხმები სირიის წინააღმდეგაც გაგრძელდა", - განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა. ერდოღანი: თურქეთი გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლას მის საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ, ვიდრე საფრთხე არ აღმოიფხვრება  

თურქეთის ქალაქ სამსუნის პორტში აფეთქება მოხდა. ვიდეო

თურქეთის ჩრდილოეთით, შავი ზღვის პორტ სამსუნში აფეთქება მოხდა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  მომხდარის ზუსტი მიზეზები უცნობია. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN Turk იტყობინება. აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა, მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების სამსახური უკვე გაგზავნეს. წინასწარი მონაცემებით, პორტის ტერიტორიაზე საწვავის ავზი აფეთქდა.  

მევლუთ ჩავუშოღლუ: იმედი მაქვს, რომ 2023 წლის გაზაფხულზე, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პირობების ორგანიზებისთვის, უფრო ნათელი სურათი გვექნება

„აუცილებელია დავარწმუნოთ ზოგიერთი ჩვენი მოკავშირე, რომელიც ომის გაგრძელების მომხრეა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.  ჩავუშოღლუმ აღიარა, რომ ამის გაკეთება ახლა უფრო რთული იქნება, ვიდრე მარტში, როდესაც უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ანტალიასა და სტამბულში შეხვდნენ. „დღეს უფრო რთული იქნება, რადგან შეიქმნა ახალი პირობები. რუსეთი წამოაყენებს საკუთარ პირობებს, უკრაინა არ მიიღებს მათ, მაგრამ თურქეთი გააგრძელებს თავის ძალისხმევას საკითხის გადაჭრისთვის“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ომი დიპლომატიის გამოყენებით უნდა დასრულდეს. მინისტრმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა პრაგმატულ პოზიციას იკავებს  ამ საკითხის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით, რასაც კონკრეტული შედეგები მოაქვს. „იმედი მაქვს, რომ გაზაფხულზე გვექნება უფრო ნათელი სურათი მოლაპარაკებების პირობების ორგანიზების შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მიმართულებით", - განაცხადა ჩავუშოღლუმ. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ყველაზე ცუდი მშვიდობა ომს სჯობს. ამის მაგალითად ის „მარცვლეულის შეთანხმებასა“ და ტყვეთა გაცვლას ასახელებს.  

აზერბაიჯანი და თურქეთი ფართომასშტაბიან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ

აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი წვრთნები ტარდება. სამხედრო წვრთნები ბაქოს, ასტარას, ჯაბრაილისა და იმიშლის რეგიონებში მიმდინარეობს. წვრთნებში აზერბაიჯანისა და თურქეთის არმიის სახმელეთო ჯარები, საჰაერო ძალები, სპეცრაზმი, საინჟინრო ჯარები, სარაკეტო და საარტილერიო ჯარების ნაწილები მონაწილეობენ.   

თურქეთმა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოები დაიწყო

თურქულმა საბურღმა ხომალდმა „აბდულჰამიდ ხანმა“, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში „ტაშუჯუ-1“-ის ადგილზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Anadolu, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია TPAO-ზე დაყრდნობით იუწყება.  „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას თურქეთის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ქვეყნის პოზიციის გასაძლიერებლად“, - ნათქვამია TPAO-ს Twitter-ის პოსტში. „აბდულჰამიდ ხანი" მეოთხე და ყველაზე თანამედროვე გემია თურქეთის ფლოტში, რომელიც ბურღვით სამუშაოებს ახორციელებს.  საბურღ გემს 200 კაციანი პერსონალი ჰყავს. გემი ბურღვას 12 200 მეტრის სიღრმეზე ახორციელებს.  

თურქეთში, არალეგალური მიგრაცია რეკორდულ ნიშნულზეა

2022 წლის პირველი იანვრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით თურქეთიდან სულ 109 816 არალეგალური მიგრანტია დეპორტირებული. „ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ერთი წლის განმავლობაში. ეს, ფაქტობრივად, ანტირეკორდია“, -  ამის შესახებ თურქეთის მიგრაციასთან ბრძოლის ოფისის წარმომადგენელმა რამაზან სეჩილმიშმა განაცხადა. მისი თქმით, მიგრანტები დაკავების მომენტიდან დეპორტაციამდე სპეციალურ ცენტრებში იმყოფებიან. „თუ 2015 წელს ეს ცენტრები 1 740 ადამიანზე იყო გათვლილი, დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ 20 540 ადგილზე, 30 ცენტრში“, - განაცხადა სეცილმისმა. მან აღნიშნა, რომ დეკემბრის დასაწყისისთვის ამ ცენტრებში 18 000-მდე მიგრანტი იმყოფებოდა. დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, წლის დასაწყისიდან მხოლოდ ავღანეთში 230 ჩარტერული რეისი მოეწყო თურქეთიდან მიგრანტების ჩასაბარებლად. მისი თქმით, მთლიანობაში 2022 წელს ქვეყნიდან უკვე გააძევეს 61 617 ავღანელი და 12 914 პაკისტანელი. დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე წლის 11 თვეში თურქეთში 263 136 არალეგალური მიგრანტი დააკავეს. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთიდან არ განდევნიან პირებს, რომლებსაც დაცვა ესაჭიროებათ.  

თურქეთს აზერბაიჯანის რუსული „გაზის ჰაბის“ პროექტში ჩართვა სურს

თურქეთი, რუსული ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდების „ჰაბის“ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ენერგორესურსების განაწილებისა და რეალიზაციის ცენტრი გახდება. ანკარას იმედი აქვს, რომ პროექტში აზერბაიჯანიც ჩაერთვება. აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი ამის შესახებ ტელეკომპანია 24-ის ეთერში ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. „ჰაბის შექმნის წყალობით ჩვენ გავხდებით არა მხოლოდ სადისტრიბუციო, არამედ გაზის გაყიდვის ცენტრიც. არიან ქვეყნები, რომლებიც მხარს გვიჭერენ როგორც გაზის მოპოვების, ასევე მისი გაყიდვის საკითხში. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება აზერბაიჯანის, როგორც წყაროს მონაწილეობა პროექტში, გაგვახარებს“, - განაცხადა დონმეზმა. მისივე თქმით, 2023 წელის თებერვალში, სტამბულში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, სადაც მოწვეულნი იქნებიან ევროპის მომხმარებლები და გაზის მომწოდებლები. ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის

თურქულმა კომპანიამ შესაძლოა, უკრაინას დენი მცურავი ელექტროსადგურებით მიაწოდოს

თურქეთმა შესაძლოა, რუმინეთში მცურავი ელექტროსადგურები გაგზავნოს, რათა უკრაინას 300-400 მეგავატი ელექტროენერგია მიაწოდოს. ამის შესახებ Karpowership-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ზეინეპ ხარეზიმ განაცხადა. მცურავი ელექტროსადგურების მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი, თურქული კომპანია Karpowership-ი უკრაინისთვის მოლდოვასა და რუმინეთის გავლით 400 მეგავატამდე ელექტროენერგიის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.  „ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ 300-400 მეგავატ სიმძლავრის შესახებ. ამ სიმძლავრის შედეგად, შესაძლოა, ელექტროენერგია უკრაინაში ერთმა მილიონმა ოჯახმა მიიღოს. ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ სამი ან ოთხი გემი ამ პოტენციალის უზრუნველსაყოფად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური, კომერციული დეტალებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხების შეთანხმება. რუმინეთს, მოლდოვასა და უკრაინას შორის არის მოქმედი ელექტროგადამცემი ხაზები“, - აღნიშნა ხარეზიმ.  

თურქეთი F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენის საკითხზე აშშ-სგან „კონკრეტულ ნაბიჯებს“ ელის

ანკარა მოელის, რომ აშშ-ის მიერ F-16 გამანადგურებლების მიყიდვის დამტკიცების პროცესი სწრაფად დასრულდება. ამის შესახებ ეროვნული თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. შეერთებული შტატების ბოლოდროინდელი პოზიტიური მიდგომის შესაბამისად, ახლა თურქეთს სურს, იხილოს კონკრეტული ნაბიჯები ვაშინგტონისგან, განაცხადა ჰულუსი აკარმა. თურქეთის პრეზიდენტმა 20 სექტემბერს განაცხადა, რომ თურქეთი საკუთარ თავზე იზრუნებს, თუ აშშ-დან F-16 გამანადგურებლებს არ მიიღებს. ივლისში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა თურქეთისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვის შეზღუდვებს. თურქეთი ამ გამანადგურებლების შესყიდვის პროგრამიდან იმის გამო გარიცხეს, რომ რუსეთისგან S-400 Triumph სარაკეტო სისტემები იყიდა. გაზეთ Milliyet-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ F-16 გამანადგურებლების მიწოდებაზე უარს იტყვის, თურქეთის ხელისუფლება მზადაა, რუსული სუ-57-ები იყიდოს.

თურქეთსა და სომხეთს შორის თვითმფრინავებით ტვირთების გადაზიდვა შესაძლოა, ახალ წლამდე დაიწყოს

სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო. თურქული მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალური პირები თურქეთსა და სომხეთს შორის თვითმფრინავებით ტვირთების გადაზიდვის ახალ წლამდე დაწყების საკითხს განიხილავენ. იგეგმება ალიკანის სასაზღვრო გადასასვლელი პუნქტის გახსნაც, რომელიც 1993 წლიდან დახურულია. ალიკანის სასაზღვრო გადასასვლელი ორ ქვეყანას 128 მეტრი სიგრძის ხიდით აკავშირებს. თუმცა თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში დაკეტვის გამო, უფუნქციო გახდა. „ხიდის შეკეთებაზე მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო“, - ციტირებს Hurriyet ოფიციალურ პირებს. ნორმალიზაციის პროცესის მესამე ეტაპი უკვე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ვაჭრობის დაწყებაზე მოლაპარაკებები იქნება, იტყობინება Hurriyet. „ამაზეც ტექნიკური სამუშაო უკვე დაწყებულია“, - ამბობს ოფიციალური პირი გამოცემასთან.

თურქეთი ნავთობით დატვირთულ ტანკერებს, ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებში დაზღვევის გარეშე არ გაატარებს

თურქეთი ტვირთის დაზღვევის გარეშე, ნავთობით დატვირთულ ტანკერებს ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებში არ გაატარებს. რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვის შემდეგ, თურქეთის სანაპიროებთან ნავთობის ტანკერების საცობი წარმოიქმნა ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზღვაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა განაცხადა. დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ეროვნულ და საერთაშორისო მედიაში, ცრუ ინფორმაციის შემცველი ახალი ამბები გაჩნდა, რომ თურქეთის სრუტეებში ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერები გაატარეს. „თურქეთი არ არის ვალდებული შეასრულოს სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სანქციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, გარდა გაეროს უსაფრთხოების მიერ მიღებული დირექტივებისა. თუმცა, ჩვენ არ ვიღებთ რისკს, რომ სადაზღვევო კომპანია არ დაფარავს თავის პასუხისმგებლობას უბედური შემთხვევის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება სანქცირებული გემის თურქეთის სრუტეშ გავლისას მოხდეს“, - ნათქვამია თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში. 5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსეთიდან ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების შესახებ, რომელიც საზღვაო ტრანსპორტით ნავთობის გადაზიდვებზე ფასის ჭერს ითვალისწინებს. რუსული ნავთობის ჭერის ფასი, სამომავლოდ ფასის შეცვლის შესაძლებლობით, 60 დოლარით განისაზღვრა.   

ჩვენ ვახორციელებთ თანამედროვე აბრეშუმის გზის რეკონსტრუქციას - მევლუთ ჩავუშოღლუ

ჩვენ ვახორციელებთ თანამედროვე აბრეშუმის გზის რეკონსტრუქციას. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, თურქეთის საგარეო პოლიტიკის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში გრძელდება სამმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში - თურქეთი-აზერბაიჯანი-უზბეკეთი, თურქეთი-აზერბაიჯანი-ყაზახეთი. ცნობისათვის,  „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას. იგი შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ღია თანამშრომლობა, ჰარმონია და ჩართულობა, ბაზარზე ორიენტაცია, საერთო ინტერესები და სარგებელი. იგი მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის დაკავშირება, ვაჭრობა ბარიერების გარეშე, ფინანსური ინტეგრაცია და ხალხთაშორისი კავშირები. მისი მიზანია ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ერთობლივ განვითარებას და საბოლოოდ, ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნება საერთო ინტერესები, ვალდებულებები და მომავალი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური ნდობა, ეკონომიკური ინტეგრაცია და კულტურული ინკლუზიურობა. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას სამი წლის მანძილზე 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი და ჩაერთო მასში. საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. ჩინური მხარე აღიარებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობის პროცესში საქართველოს დიდ პოტენციალს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ“, გაიხსნა პირდაპირი სატვირთო სარკინიგზო ხაზი და პირდაპირი ფრენა პეკინიდან თბილისის მიმართულებით, ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. საქარველო გახდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრი ქვეყანა. დღეისთვის, 30-მდე ჩინური კომპანია თანამშრომლობს ქართულ მხარესთან ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ფინანსების, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიული ზონების, ლოჯისტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა სფეროებში.  საქსტატის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის 2022 წლის იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვამ $400 მილიონი შეადგინა.   

ერდოღანმა მიანიშნა, რომ 2023 წლის არჩევნებზე ბოლოჯერ იყრის კენჭს - მედია

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის 2023 წლის არჩევნებზე ბოლოჯერ იყრის კენჭს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, დროა ადგილი ახალგაზრდებს დაუთმოს. „იმედია, 2023 წელს ჩვენ დავიწყებთ თურქული საუკუნის მშენებლობას იმ ძალით, რომელსაც ბოლოჯერ მივიღებთ ჩვენი ერის მხარდაჭერით“, - ცოტორებს ერდოღანს Euronews-ი. თურქეთში სახალხო არჩევნები 2023 წელს უნდა ჩატარდეს. ერდოღანის პარტია ხელისუფლებაშია 2003 წლიდან.   

თურქეთში, გაბარის მთის რაიონში ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, გაბარის მთის რაიონში ნავთობის დიდი მარაგი აღმოაჩინეს.  არსებული მონაცემებით, ნედლი ნავთობის სუფთა მარაგი 150 მილიონ ბარელს შეადგენს.  აღმოჩენილი ნავთობის მარაგის ღირებულება $12 მილიარდს შეადგენს.   

თურქეთი „სილივრის“ გაზსაცავის მეორე ფაზის ექსპლუატაციას იწყებს

თურქეთი „სილივრის“ გაზსაცავის მეორე ფაზის ექსპლუატაციას იწყებს.  ენერგეტიკული ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიას 16 დეკემბერს, პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიმართება, განაცხადეს თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში. „სილივრი“ თურქეთის პირველი მიწისქვეშა გაზის კომპლექსია 3,2 მილიარდი კუბური მეტრი ტევადობით და დღეში 28 მილიონი კუბური მეტრი საწარმოო სიმძლავრით. გაზის საცავის ტევადობის გაზრდის მიზნით, სამუშაოები 18 ჭაბურღილის გაფართოებაზე ჩაატარდა, ხოლო ზღვაში ორი დამატებითი პლატფორმა დამონტაჟდა. „ამრიგად, მეორე ფაზის ამოქმედების შემდეგ, ობიექტის სიმძლავრე გაიზრდება 4,6 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო დღიური წარმოება 75 მილიონ კუბურ მეტრამდე. ამ ტემპით, გიგანტურ ობიექტს შეუძლია დააკმაყოფილოს თურქეთის ბუნებრივი აირის წლიური მოთხოვნილების დაახლოებით რვა პროცენტი. ზამთრის უმძიმეს დღეებში ობიექტი დაფარავს თურქეთის გაზის მოთხოვნილების მეოთხედს“, - წერს მედია.  

თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერების პირველი სამიტი იმართება

თურქმენეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი თურქმენელი კოლეგა სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოთხშაბათს თურქმენეთში შეხვდნენ და ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული საკითხებსი განიხილეს. დახურული შეხვედრა დასავლეთ თურქმენეთის ქალაქ ავაზაში თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერების პირველი სამიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ერდოღანმა ასევე მოლაპარაკება გამართა პარლამენტის ზედა პალატის, თურქმენეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან. თურქეთის ლიდერი მოგვიანებით, სამიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: სტამბოლის მერისთვის სასამართლოს მიერ მისჯილი პატიმრობის გამო შეშფოთებული ვართ

ჩვენ კვლავაც სერიოზულად ვართ შეშფოთებულები სასამართლო დევნის გამო, რომელიც ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ბიზნეს ლიდერების წინააღმდეგ თურქეთში, - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სტამბოლის მერისთვის სასამართლოს მიერ მისჯილი პატიმრობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. „ჩვენ კვლავაც სერიოზულად ვართ შეშფოთებულები სასამართლო დევნის გამო, რომელიც ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ბიზნეს ლიდერების წინააღმდეგ თურქეთში. კერძოდ ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობისა და ასევე ტერორიზმის მხარდაჭერისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე ზედმეტად ფართო ხასიათის მქონე ბრალდებების გამო”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ცნობისთვის, სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი და ორი წლითა და შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.   

თურქეთში, ევროპის უდიდესი მიწისქვეშა გაზსაცავი გახსნეს

თურქეთში ექსპლუატაციაში შევიდა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გაზსაცავის - სილივრის მეორე ფაზა, რომელიც სახელმწიფო კომპანიის BOTAŞ-ის ბალანსზეა. ენერგეტიკული ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის ცერემონია 16 დეკემბერს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიმართა. სილივრი თურქეთის პირველი მიწისქვეშა გაზის კომპლექსია, რომლის ტევადობაც 3,2 მილიარდი კუბური მეტრია, ხოლო  საწარმოო სიმძლავრე დღეში 28 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს.  გაზის საცავის ტევადობის გაზრდის მიზნით, სამუშაოები ჩატარდა 18 ჭაბურღილის გაფართოებაზე, ხოლო ზღვაზე ორი დამატებითი პლატფორმა დამონტაჟდა. ამრიგად, მეორე ფაზის ამოქმედების შემდეგ, ობიექტის სიმძლავრე გაიზრდება 4,6 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო დღიური წარმოება 75 მილიონ კუბურ მეტრამდე. ამ ტემპით, გიგანტურ ობიექტს შეუძლია დააკმაყოფილოს თურქეთის ბუნებრივი აირის წლიური მოთხოვნილების დაახლოებით რვა პროცენტი. ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებით თურქეთის ბუნებრივი აირის საწყობების სიმძლავრე 10 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.  

თურქეთმა საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ტექნიკა გადასცა

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებას მარნეულში, საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. „ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ თურქული მხარისგან 2 ერთეული აეროდრომის სპეცტექნიკა და UH-1H ვერტმფრენების სათადარიგო ნაწილები უსასყიდლოდ მიიღო. მოგვიანებით ტექნიკის გადაცემის ოქმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს. ტექნიკის გადმოცემა თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა. საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობენ“, - იუწყება თავდაცვის სამინისტრო.  

თურქეთმა პირველი ზებგერითი რაკეტა გამოსცადა

თურქული მედიის ცნობით, პირველი თურქული ზებგერითი რაკეტის (ჰაერი-მიწა) TRG-230-IHA-ის გამოცდა წარმატებით დასრულდა. „ბაირაქტარ აკინჯის“ თვითმფრინავიდან ნასროლი ზებგერითი რაკეტა 100 კმ მანძილზე სამიზნეს მოხვდა.  კომპანია Roketsan-ის ცნობით, რაკეტის დიაპაზონი 20-დან 150 კმ-მდეა.  

თურქეთში, გაბარის მთასთან ნავთობის მოპოვება 5 000 ბარელს აღწევს

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, გაბარის მთის მახლობლად, ნავთობის საბადოზე დღეში 5000 ბარელამდე შავი ოქრო მოიპოვება. 12 დეკემბერს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაცხადა გაბარის მთის რეგიონში დიდი ნავთობის საბადოს აღმოჩენის შესახებ, რომლის მარაგი 150 მილიონ ბარელად არის შეფასებული, რაც $12 მილიარდის ექვივალენტია. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაცემებით, დღეს თურქეთში სახელმწიფო საწარმოების მიერ ნავთობის მოპოვების დღიური მოცულობა 65 000 ბარელს აღწევს, ხუთი წლის წინ კი ეს მაჩვენებელი 40 000 ბარელს არ აღემატებოდა. კერძო კომპანიების წარმოების მაჩვენებლების გათვალისწინებით, ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი დღეში 80 ათას ბარელს აღწევს. თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილემდე, რომელიც ფართოდ აღინიშნება 2023 წელს, იგეგმება ნავთობის მოპოვების გაზრდა 100 000 ბარელამდე დღეში. ენერგეტიკის სამინისტრომ 2023 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ დაგეგმილია 150 ჭაბურღილის გაბურღვა, საიდანაც 95 საძიებოა, 55 კი წარმოების გაფართოების მიზნით დამუშავდება.  

თურქეთი, ტრანსანატოლიური გაზსადენის სიმძლავრის გაზრდას განიხილავს

ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) სიმძლავრის გაზრდა მოითხოვს დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსენსუსს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ბრიფინგზე განაცხადა. ფატიჰ დონმეზმა იმედი გამოთქვა, რომ გაზსადენის გამტარუნარიანობა 16 მილიარდი კუბური მეტრიდან წელიწადში 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. „თურქეთი არა მხოლოდ დაფარავს საკუთარ ენერგეტიკულ საჭიროებებს, არამედ ხელს შეუწყობს ენერგორესურსების ტრანსპორტირებას ევროპაში, კერძოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში“, - დასძინა მინისტრმა. დონმეზმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა თურქეთის ენერგოვაჭრობის ცენტრად გადაქცევა. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანმა ევროპაში 10,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. თურქეთში გაზის ექსპორტმა 7,6 მილიარდი შეადგინა, საქართველოში - 2,2 მილიარდი კუბური მეტრი. გაზის ექსპორტი წელს 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19 პროცენტით გაიზარდა. ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) გავლით თურქეთში გაზის მიწოდების მოცულობამ 2022 წლის საანგარიშო პერიოდში 5,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანმა 20,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაატარა.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში მიმდინარე აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს დაესწრო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრების შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს სამმხრივ ფორმატში შეხვდა. „მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის ფართო რეგიონის უსაფრთხოების გარემო და თანამედროვე გამოწვევები, ასევე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. სამმხრივ მინისტერიალზე ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისა და ენერგომატარებლების მიწოდების გზების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზეც. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტერიალზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, ექსპერტთა დონის შეხვედრები კიდევ უფრო აახლოებს სამივე ქვეყნის სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას. ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ უწყება აგრძელებს თავდაცვის სისტემის რეფორმირებასა და განვითარებას, მუშაობს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაზე, აუმჯობესებს ინსტიტუციურ გარემოს და სხვა ძირითად მიმართულებებს. ეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამმხრივი მინისტერიალის კომუნიკეს. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალს თურქეთის მხარემ წელს ქალაქ კაისერში უმასპინძლა. თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება“,- აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.  

თურქეთი, ინფლაციის ფონზე, 2023 წელს მინიმალურ ხელფასს 55%-ით ზრდის

თვიური მინიმალური ხელფასი თურქეთში 2023 წელს 8506,80 ლირა (455 დოლარი) იქნება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.  „ეს ნიშნავს მინიმალური ხელფასის 55%-იან ზრდას ივლისში დადგენილ დონესთან შედარებით და 100%-ით იანვართან შედარებით“, - განაცხადა ერდოღანმა.  მანამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მინიმალური ხელფასი ერთი წლის განმავლობაში შესაძლოა, კვლავ გაიზარდოს. ბოლო თვეებში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 85%-ს გადააჭარბა, მაგრამ ნელ-ნელა კლება დაიწყო.  

ნოვაკის თქმით, თურქეთი რუსეთთან გაზის ჰაბის შექმნაზე გადაწყვეტილებას 2023 წელს მიიღებს

„გაზპრომი“ აქტიურად მუშაობს თურქეთთან და ბაზრის სხვა მონაწილეებთან გაზის ჰაბის შექმნაზე. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა. „ახლა „გაზპრომი“ აქტიურად მუშაობს თურქ კოლეგებთან, ამ პროექტში სხვა შესაძლო მონაწილეებთან ერთად სხვა ქვეყნებიდან. ეს იქნება ერთგვარი კერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ რუსი მომწოდებლები, არამედ სხვა ექსპორტიორებიც“, - განაცხადა ნოვაკმა. ვიცე-პრემიერის თქმით, თურქეთში გაზის ჰაბის შესახებ გადაწყვეტილებები 2023 წლის განმავლობაში იქნება მიღებული. ნოვაკმა აღნიშნა, რომ საუბარია ჰაბის შექმნაზე, სადაც გაზის ფასი საბაზრო გზით ჩამოყალიბდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ჰაბის შექმნაზე, სადაც ფასი ჩამოყალიბდება საბაზრო გზით. დღეს გაუგებარია როგორ ყალიბდება ფასი, არიან „ბოტები“, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ვაჭრობაში, შესაბამისად, ფასები ზოგჯერ არაობიექტურია“, - განმარტა ვიცე პრემიერმა. მისი თქმით, საუბარია არა მხოლოდ პლატფორმის შექმნასა და საბირჟო ვაჭრობის განვითარებაზე, არამედ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მიწოდების მოცულობის გაზრდაზე სამხრეთის მიმართულებით.  

ბულგარეთი ანკარასთან, მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს

სოფია აგრძელებს მოლაპარაკებებს ანკარასთან, რათა თურქული LNG ტერმინალის სიმძლავრე მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაღებად გამოიყენოს.  ამის შესახებ ჟურნალისტებს ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როზენ ჰრისტოვმა განუცხადა. მინისტრის თქმით, ბულგარეთში LNG-ის შესყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის, მაგრამ არის პრობლემა იმ ადგილზე, სადაც შესაძლებელია მისი გადმოტვირთვა. ამჟამად ბულგარეთი იყენებს Revitussa LNG ტერმინალს საბერძნეთში. „ეს ტერმინალი ძალიან დატვირთულია. ჩვენ გვჭირდება დამატებითი მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრე“, - განაცხადა როზენ ჰრისტოვმა. „ბულგარეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქეთში LNG ტერმინალებზე მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის რეზერვის თაობაზე და BOTAŞ ქსელიდან გაზის გადატანაზე ბულგარეთის საზღვარზე“,- თქვა როზენ ჰრისტოვმა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ბულგარეთს შეუძლია ნებისმიერი ტერმინალის გამოყენება თურქეთში და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულებები გაფორმდება LNG სხვადასხვა მომწოდებლებთან.  ბულგარეთში ბუნებრივი აირის წლიური მოხმარება დაახლოებით 3,5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.  

ჰულუსი აკარი: როგორც ჩანს, ეს ომი უკრაინაში მარტივად არ დასრულდება

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის თქმით, მის ქვეყანას სურს უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ, სამწუხაროდ, ომი მომავალ წელს გაგრძელდება. აკარის თქმით, თურქეთს სურს, რომ მხარეები შეთანხმდნენ უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტაზე. მოგვიანებით, კი ალბათ, მოლაპარაკებები დაიწყება. „თურქეთი აგრძელებს დაჟინებულ და მტკიცე მუშაობას ამ საკითხზე. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ომი დასრულდეს და მშვიდობამ დაისადგუროს ", - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, აკარმა გაიხსენა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს ყირიმის ანექსიას. „როგორც ჩანს, ეს ომი მარტივად არ დასრულდება. აშშ-ს, ევროპისა და დასავლეთის მხარდაჭერა გრძელდება. შესაბამისად, არის მზადება, არის გეგმები, არის თანხა ბიუჯეტში. მეორე მხრივ, ეს ომი სავარაუდოდ გაგრძელდება 2023 წელს, მიუხედავად ჩვენი კეთილი განზრახვისა, ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის სურვილისა“, - დასძინა მინისტრმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კრემენაია ჯერ არ არის გათავისუფლებული, მაგრამ რუსეთის ძალების სარდლობა უკვე ევაკუირებულია რუბეჟნოეში - გაიდაი

რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობა, უკრაინის არმიის ინტენსიური ზეწოლის შედეგად, კრემენაიადან გავიდა და რუბეჟნოემდე მიაღწია, კერძოდ, ფრონტის ხაზის სამხრეთით, 15 კილომეტრში. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა. „ცნობები იმის შესახებ, რომ ჩვენმა სამხედროებმა უკვე გაათავისუფლეს კრემენაია ან მის შემოგარენში მაინც განიცადეს პროგრესი, სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქთან ახლოს და შემიძლია ვთქვა, რომ კრემენაიაში განლაგებული გარკვეული ეშელონის სარდლობა ახლა ევაკუირებულია რუბეჟნოემდე“, - განაცხადა გაიდაიმ. კითხვას, რამდენად შეძლებენ რუსეთის ძალები კონტრშეტევის მოწყობას ლიმანის მიმართულებით, ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ მათ ჰქონდათ ასეთი გეგმები, მაგრამ ის უკრაინულმა ძალებმა ჩაშალეს.  

თურქეთმა შავ ზღვაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა

თურქეთმა საბურღი გემის დახმარებით შავ ზღვაში, 3023 კმ სიღრმეზე ახალი დიდი გაზის საბადო აღმოაჩინა. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, შავი ზღვის შელფზე გაზის დიდი მარაგების აღმოჩენის შესახებ განაცხადა  Report-ის თურქული ბიუროს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის მარაგი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შავ ზღვაში 710 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა და შეფასებულია ერთ ტრილიონ დოლარად. ერდოღანი: შავი ზღვის საბადოებიდან გაზს თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი 2023 წელს მიიღებს „გაზის მარაგმა სულ 710 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, ჩვენი საბურღი გემის „ფათიჰის“ მიერ გაზის ახალი მარაგის აღმოჩენის წყალობით“, - განაცხადა ერდოღანმა მთავრობის სხდომის შემდეგ. მოსალოდნელია, რომ შავ ზღვაში გაზის მოპოვების ყველაზე მაღალი დონე 2027-2028 წლებში დაფიქსირდეს და დღეში 40 მილიონი კუბური მეტრი შეადგინოს, ხოლო ყოველწლიურად, 15 მილიარდი კუბური მეტრი.  თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების მთლიანი მოცულობა, ახალ აღმოჩენემდე 540 მილიარდი კუბური იყო.   

თურქეთში, საკარიას გაზის საბადოს მარაგი 710 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს - თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი

შავი ზღვის თურქულ სექტორში „საკარიას“ საბადოს მარაგების მოცულობა 710 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს. შეფასებები ეფუძნება ამ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, DeGolyer & MacNaughton-ის დასკვნებს. თურქეთმა შავ ზღვაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. მისი თქმით, „საკარიას“ საბადოზე სამუშაოებში 50-ზე მეტი გემია ჩართული. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, შავი ზღვის შელფზე გაზის დიდი მარაგების აღმოჩენის შესახებ განაცხადა  „შავი ზღვის საბადოდან სამი წყალქვეშა მილსადენის გაყვანა და ტესტირება გრძელდება. 170 კმ სიგრძის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა დასრულდა. ასევე, დასრულებულია ხმელეთზე საკომპრესორო სადგურის მშენებლობაზე სამუშაოების 85 პროცენტი“, - განაცხადა დონმეზმა. ერდოღანი: შავი ზღვის საბადოებიდან გაზს თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი 2023 წელს მიიღებს ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ეს საკომპრესორო სადგური პირველ ეტაპზე ქვეყნის გაზგამანაწილებელ სისტემას 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის, სამომავლოდ კი ეს მაჩვენებელი 40 მილიონ კუბურ მეტრს მიაღწევს. დონმეზმა გაიხსენა, რომ ამ დროისთვის „საკარიას“ საბადოზე გაბურღულია 10 ჭაბურღილი, რომელთა რიცხვი 2026 წლისთვის 40-მდე გაიზრდება.   

თურქეთის ორი მაღალჩინოსანი მოსკოვში ჩავიდა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი ჰულუსი აკარი და ეროვნული დაზვერვის სამმართველოს უფროსი ჰაკან ფიდანი რუსეთის ფედერაციაში, მოსკოვში ვიზიტით იმყოფებიან. თურქული მედიის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა რუსეთის ფედერაციის რამდენიმე ოფიციალურ პირთან. ამ დოისთვის, ვიზიტის მიზანი არ გახმაურებულა.  

ერდოღანი: თურქეთი, მსოფლიო ეკონომიკების TOP 10 -ში შესასვლელად, მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება

თურქეთი ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება მიზანს, გახდეს მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ქვეყნების ათეულში ერთ-ერთი. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს ანკარაში, სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TÜBİTAK) და თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის (TÜBA) დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერი ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია კადრების შევსების ფორმირება და სპეციალისტების საზღვარგარეთ გაჟონვის პრევენცია. „მხოლოდ გასულ წელს თურქეთის მთავრობამ 1,5 მილიარდ თურქულ ლირაზე მეტი გამოყო ქვეყნის 174 უნივერსიტეტის კვლევებისა და პროექტებისთვის. სამშობლოში დაბრუნებული მეცნიერების წყალობით, თურქეთში ძლიერი სამეცნიერო ეკოსისტემა ყალიბდება. ასეთი ნაბიჯები საშუალებას იძლევა შეცვალოს ქვეყნიდან ტვინების გადინება“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერის კურსის შედეგები ვლინდება თურქეთის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. „თურქეთი მიიწევს ახალი მიღწევებისკენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში. ჩვენი ქვეყანა კვლავ გახდება მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრი. ჩვენ ვენდობით ახალგაზრდობას - Teknofest-ის თაობას თურქეთის ხელისუფლება არა მხოლოდ წაახალისებს ახალგაზრდებს უცხოური გამოცდილების შესწავლაში, არამედ ცდილობს გაზარდოს ქვეყნის მიმზიდველობა საზღვარგარეთიდან ჩამოსული მეცნიერებისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა.   

თურქეთში, გოკჩენის აეროპორტში ფრენები შეჩერდა

ტუზლას მახლობლად მილსადენში გაზის გაჟონვის გამო, სტამბოლის საბიჰა გოკჩენის აეროპორტმა ფრენები შეაჩერა. გადაწყვეტილება სიფრთხილის ღონისძიების ფარგლებში მიიღეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჰაერო ხომალდების აფრენის ზონაში გაზის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივი დროით 13:05 საათიდან დროებით შეწყდა საჰაერო კომუნიკაცია საჰაერო ნავსადგურთან.  

მილერი: რუსეთმა და თურქეთმა, გაზის ჰაბის პროექტის პრაქტიკული განხორციელება დაიწყეს

მოსკოვმა და ანკარამ უკვე დაიწყეს მუშაობა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის პროექტის განხორციელებაზე. ამის შესახებ „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა კონფერენციაზე განაცხადა. „გაზის ჰაბი უზრუნველყოფს გამჭვირვალე და სამართლიან ფასებს ბუნებრივი აირის ბაზარზე“, - აღნიშნა მილერმა. აღსანიშნავია, რომ 12 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ჩრდილოეთ ნაკადის გავლით ტრანზიტის დაკარგული მოცულობის გადამისამართება. ასევე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქთში ტრაკიას რეგიონი ჩრდილო-დასავლეთში საერთაშორისო მნიშვნელობის ენერგეტიკულ კერად გადაიქცევა.  

თურქეთის, რუსეთისა და სირიის თავდაცვის მინისტრები მოსკოვში შეხვდნენ

მოსკოვში რუსეთის, სირიისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა. თურქეთის ორი მაღალჩინოსანი მოსკოვში ჩავიდა რუსული მედიის ცნობით, მხარეებმა სირიის კრიზისის მოგვარების გზები და ლტოლვილების პრობლემა განიხილეს.  ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთობლივ ძალისხმევას მიმართავენ სირიაში ექსტრემისტულ ჯგუფებთან საბრძოლველად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ამ ფორმატში გამართული დიალოგის კონსტრუქციული ხასიათი აღნიშნეს და მისი გაგრძელების აუცილებლობის შესახებ განაცხადეს.  „მხარეების საერთო ინტერესია რეგიონში სიტუაციის შემდგომი სტაბილიზაცია“, - წერ რუსული მედია.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფის განცახდებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ამის მიზეზი ერდოღანის მიერ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისას გაწეული ძალისხმევაა.„რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დასამყარებლად გაწეული ძალისხმევის გამო, მე წარვადგინე პრეზიდენტი ერდოღანი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე “, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.  

თურქეთში, რესტორანში აფეთქება მოხდა

თურქეთის დასავლეთში, ქალაქ აიდინში რესტორანში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ამის შესახებ გუბერნატორმა ჰუსეინ აქსოიმ განაცხადა.   წინასწარი მონაცემებით, ინციდენტი გაზის ბალონების გამოცვლის დროს მოხდა.  

მედია: თურქეთმა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ბინადრობის ნებართვების გაცემა შეწყვიტა

თურქეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ბინადრობის მოწმობის (ნებართვის) გაცემა შეაჩერა. რუსული მედიის ცნობით, 26 დეკემბრიდან თურქეთის სხვადასხვა რეგიონში პრობლემები შეექმნათ რუსებს, რომლებმაც შესაბამის უწყებებს ტურისტული ბინადრობის ნებართვის ასაღებად მიმართეს. ე. წ. ტურისტული ბინადრობის ნებართვა, ქვეყანაში მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში დარჩენის უფლებას იძლევა. „მათთვის, ვინც აპირებდა განაცხადის გაკეთებას და გასაუბრებას უცხოელების ოფისში (OCA) შეხვედრა გაუქმდა, ხოლო ვინც მივიდა ბინადრობის ნებართვის მისაღებად, უარი უთხრეს“, - განუცხადეს მედიას რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ახლა ფეთჰიეში, იზმირში და კასში ცხოვრობენ. ბევრმა რუსეთის მოქალაქემ საცხოვრებლად თურქეთი აირჩია, სწორედ ტურისტული ბინადრობის ნებართვის მოპოვების სიმარტივის გამო. მანამდე მათ ფაქტობრივად, მხოლოდ შემოსავლის დამადასტურებელი საბუთი და ნოტარიულად დამოწმებული გრძელვადიანი კონტრაქტი (ექვსი თვიდან) სჭირდებოდათ საცხოვრებლის დასაქირავებლად.  

თურქეთი და ჩინეთი უზბეკეთში ახალ ელექტროგადამცემ ხაზებს ააშენებენ

თურქეთისა და ჩინეთის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიები უზბეკეთის ეროვნული ელექტრო ქსელის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულები გახდნენ. კომპანიები ქალაქ ტაშკენტსა და სირდარიას რეგიონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ქსელებს ააშენებენ. ტენდერების შედეგების მიხედვით, თურქული კომპანია „Şa-ra Enerji Inşaat Ticaret ve Sanayi A.Ş“ 220 კვ ძაბვის გადამცემ ხაზს (213 კილომეტრის სიგრძით 31,89 მილიონი აშშ დოლარი) ააშენებს. ჩინური კომპანია "Xian Electric Engineering Co., Ltd." დამონტაჟებს 72 კმ 500 კვ გადამცემ ხაზს, რომლის სავარაუდო ღირებულება 14,68 მილიონი დოლარია. სამინისტროს ცნობით, პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ არის დაფინანსებული და მისი განხორციელება 2022-2024 წლებში იგეგმება. „პროექტის განხორციელება გააუმჯობესებს ელექტრომომარაგების საიმედოობას სირიდარიისა და ტაშკენტის რეგიონებში, ასევე დედაქალაქში. გარდა ამისა, ენერგოსისტემის ტაშკენტის ნაწილში ახალი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის წყალობით, ძირითადი ელექტრო ქსელების დატვირთვა შემცირდება და სიმძლავრე მორგებული იქნება მომავალი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, - წერს მედია.   

თურქეთმა საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა გამოსცადა

თურქეთმა შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა Siper-ის გამოცდა წარმატებით დაასრულა. თურქეთის თავდაცვის მრეწველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ისმაილ თურქეთის ხელისუფლება საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემის ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდებას 2023 წელს გეგმავს. „საახალწლო საჩუქარი თურქ ერს: ადგილობრივმა თურქულმა შორ მანძილზე მოქმედმა საჰაერო თავდაცვის რაკეტა Siper-მა წარმატებით გაიარა საცდელი გასროლა და მიზანს მოხვდა“, - წერს ისმაილ დემირი სოციალურ ქსელში.  

თურქეთმა გაზის ჰაბის შექმნის ვადები დაასახელა

თურქეთში გაზის ჰაბის შექმნას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება. მილერი: რუსეთმა და თურქეთმა, გაზის ჰაბის პროექტის პრაქტიკული განხორციელება დაიწყეს ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა TVnet-ის ეთერში განაცხადა. „წინასწარი მომზადების დრო ერთი წელია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის და დეტალების შეფასება", - განმარტა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა. ნოვაკის თქმით, თურქეთი რუსეთთან გაზის ჰაბის შექმნაზე გადაწყვეტილებას 2023 წელს მიიღებს დონმეზის თქმით, დროთა განმავლობაში შესაძლოა, ევროპის ქვეყნების ინტერესი პროექტის მიმართ გაიზარდოს, ვინაიდან ამ შემთხვევაში ფასთან კავშირი არ იქნება, ეს იქნება ერთგვარი სუპერმარკეტი, სადაც იქნება შეთავაზებები. თურქეთს აზერბაიჯანის რუსული „გაზის ჰაბის“ პროექტში ჩართვა სურს „აღსანიშნავია, რომ თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას, რომ საერთაშორისო გაზის ჰაბი გახდეს. ამ იდეის განხორციელება იგეგმება საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობით, LNG ობიექტების შექმნისა და რეგიონში გაზის სავაჭრო ერთადერთი ბაზრის არსებობის ფაქტორით“, - წერს მედია.  აღსანიშნავია, რომ 12 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ჩრდილოეთ ნაკადის გავლით ტრანზიტის დაკარგული მოცულობის გადამისამართება. ასევე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქთში ტრაკიას რეგიონი ჩრდილო-დასავლეთში საერთაშორისო მნიშვნელობის ენერგეტიკულ კერად გადაიქცევა. ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის

ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის სიმძლავრე გაორმაგდება - ერდოღანის ოფისი

თურქეთმა ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენი [TANAP] აზერბაიჯანთან ერთად შექმნა. ჩვენც და აზერბაიჯანული მხარეც მუშაობას განვაგრძობთ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა. ერდოღანმა, TANAP-ით, ევროპის ბაზრისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა დაასახელა „TANAP-ის სიმძლავრე გაორმაგდება“, - თქვა კალინმა. მისი თქმით, რაც მთავარია, თურქეთმა შავ ზღვაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა. „ეს რეზერვი თურქეთს ენერგეტიკული ბაზრის სრულიად განსხვავებულ დონეზე გადაიყვანს“, - აღნიშნა კალინმა. ერდოღანი: თურქეთი TANAP-ის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, აზერბაიჯანთან ერთად მუშაობას იწყებს ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი (TANAP), რომელიც აზერბაიჯადან საქართველოს გავლით თურქეთისკენ მიდის, აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს. TANAP-ის პროექტი, სამხრეთ კავკასიის მილსადენთან და ტრანსადრიატიკულ მილსადენთან ერთად სამხრეთის გაზის დერეფნის ერთიან სისტემას ქმნის. TANAP-ის მილსადენი წლიურად 6 მლრდ კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირს გაატარებს თურქეთის მიმართულებით და დამატებით 10 მლრდ კუბურ მეტრს – ევროპის მიმართულებით. მილსადენი ტრანსადრიატიკულ მილსადენს უკავშირდება, რომელიც წლიურად 10 მლრდ კუბურ მეტრი გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს საბერძნეთში, ალბანეთსა და იტალიაში. TANAP-ი 2019 წლის დეკემბერში გაიხსნა.  

ბულგარეთმა თურქეთთან, გაზის მიწოდებაზე 13-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ბულგარულმა გაზის კომპანია Bulgargaz-მა და თურქულმა სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-მა, ხელი მოაწერეს 13-წლიან შეთანხმებას ბულგარეთისთვის თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალებზე და ბუნებრივი აირის ქსელზე წვდომის მინიჭების შესახებ, რათა გაზის მიწოდება შეძლონ. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის თქმით, „13-წლიანი შეთანხმება ითვალისწინებს წელიწადში 1,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზის ტრანსპორტირებას და ხელს შეუწყობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებას“. შეთანხმების თანახმად, ბუნებრივი აირი, რომელსაც ბულგარეთი საერთაშორისო ბაზრებზე შეისყიდის, ჯერ თურქეთში გადამუშავდება, რის შემდეგაც  მილსადენით მიეწოდება. სოფია უკვე გეგმავს წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზის სიმძლავრის რეზერვს თურქულ LNG ტერმინალებზე და იმპორტის ხელშეკრულებების გაფორმებას ევროპულ და ამერიკულ LNG მწარმოებლებთან. ბულგარეთი, რომელიც თითქმის მთლიანად იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე, ცდილობს უზრუნველყოს ალტერნატიული გაზის მიწოდება ხელმისაწვდომ ფასებში მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიწოდება 2022 წლის აპრილში შეუწყვიტა, ბულგარული მხარის მიერ გაზის საფასურის რუბლის გადახდაზე უარის გამო.  

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ურჩევს, ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს კოვიდტესტირების საბუთი მოსთხოვონ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ჩინეთში კოროვირუსული ინფექციების ბოლოდროინდელი გააქტიურების წინააღმდეგ, „კოორდინირებულ პრევენციულ მიდგომაზე“ შეთანხმდნენ. ისინი რეკომენდაციით გამოდიან, ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს უარყოფითი COVID ტესტები მოსთხოვონ. „წევრი ქვეყნები მტკიცედ მოწოდებულნი არიან, შემოიღონ ჩინეთიდან წევრ ქვეყნებში მიმავალი ყველა მგზავრისთვის, COVID-19-ზე ტესტირების საბუთი, რომელიც ჩინეთიდან გამგზავრებამდე არაუმეტეს 48 საათით ადრეა გაცემული“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც კრიზისზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. ჯანმო: კორონავირუსის შტამმა, Omicron XBB.1.5-მა შეიძლება, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს ამასთნნ, მგზავრებმა სამედიცინო ნიღბები ან რესპირატორები უნდა ატარონ. წევრ ქვეყნებს ასევე მოუწოდეს, ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებზე შემთხვევითი ტესტირება ჩაატარონ. ჯანმოში აცხადებენ, რომ ჩინეთის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ და ნაკლებად გამოხატავს ჰოსპიტალიზაციისა და დაავადებით დაღუპულთა რაოდენობაზე რეალურ მდგომარეობას.      

თურქეთი და სომხეთი, ტვირთების პირდაპირ საჰაერო გადაზიდვას იწყებენ

2023 წლის პირველი იანვრიდან სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი საჰაერო ტვირთების გადაზიდვა ნებადართულია. ამის შესახებ ანკარაში დიპლომატიური წყაროები იტყობინება. წყაროების ცნობით, გადაწყვეტილება ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს.  გადაწყვეტილების შესახებ თურქეთის ექსპორტიორთა ასოციაციას ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მეშვეობით აცნობეს.  

აზერბაიჯანი შესაძლოა, „თურქული ნაკადის“ მონაწილე გახდეს

აზერბაიჯანი შესაძლოა, „თურქული ნაკადის“ პროექტის წევრი გახდეს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი ბუნებრივ აირს 15 სხვადასხვა წყაროდან ყიდულობს. „ჩვენ ვაპირებთ გავხდეთ „გაზის ჰაბი“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბულგარეთში დადებული შეთანხმება იყო პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ამ კონტექსტში აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი აირის უდიდესი მარაგები. ამ ქვეყნების გაზის წყაროები აღმოსავლეთშია. ასევე გასათვალისწინებელია კასპიის ზღვა, ერაყი და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა. ამას თუ დავამატებთ შიდა გაზს, თურქეთს გაცილებით დიდი მარაგი ექნება“, - აღნიშნა მინისტრმა. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ხელისუფლებაში მოსვლის დროს გაზიფიცირებული იყო მხოლოდ ხუთი დიდი ქალაქი და 50 უბანი. „დღეს გაზიფიცირებულია 81 რაიონი. მილსადენის სიმძლავრე არ იყო საკმარისი. გაზი „ცისფერი ნაკადს“(გაზსადენი რუსეთსა და თურქეთს შორის) სამსუნიდან მიეწოდებოდა. ამის შემდეგ ამუშავდა TANAP-ი. ექსპლუატაციაში შევიდა ორი მილსადენი „თურქული ნაკადის“ პროექტის ფარგლებში. პირველი ხაზი განკუთვნილია თურქეთის მოსახლეობისთვის, მეორე კი ევროპის ქვეყნების გაზმომარაგებისთვის ბულგარეთის გავლით. აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი შესაძლოა გახდნენ „თურქული ნაკადის“ წევრები“, - აღნიშნა ფატიჰ დონმეზმა.   

შვედეთის პრემიერის თქმით, NATO-ში გაწევრიანებისთვის თურქეთის ყველა მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია

შვედეთი დარწმუნებულია, რომ თურქეთი დაამტკიცებს მის განაცხადს NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ, მაგრამ არ დააკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რომელიც ანკარამ დააწესა სანაცვლოდ. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. „ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ვთქვით, რომ გავაკეთებდით, მაგრამ ისინი ასევე ამბობენ, რომ მათ სურთ ისეთი რამ, რისი მიცემაც ჩვენ არ შეგვიძლია ან არ გვინდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა შვედეთში თავდაცვის სფეროს ანალიტიკოსების კონფერენციაზე. „დროდადრო თურქეთი ახსენებს იმ პირებს, რომლის ექსტრადირებაც სურთ. ამაზე მე ვთქვი, რომ ეს საკითხები შვედური კანონმდებლობის ფარგლებში განიხილება", - განაცხადა შვედეთის პრემიერმა. სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი

საქართველოსა და თურქეთს შორის, ელექტროგადამცემი ხაზი „წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის“ მშენებლობა იწყება

2023 წელს საქართველოს ხელისუფლება გეგმავს წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის ელექტროგადამცემი ხაზის (TL) მშენებლობის პირველი ეტაპის განხორციელებას, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ენერგეტიკულ სისტემებს დააკავშირებს. წყალტუბო-ახალციხისა და ახალციხე-თორთუმის გადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტი გერმანული KfW-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 62 მილიონი ევროა. ბიუჯეტის პროგნოზით, პირველ ეტაპზე 2023 წელს იგეგმება „წყალტუბო-ახალციხის“ 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა (103 კმ სიგრძე), ხოლო მეორე ეტაპი გულისხმობს 34 კმ სიგრძის 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-თორთუმის“ მშენებლობას. მშენებლობას ინდური სამშენებლო კომპანია KEC International Limited განახორციელებს. საქართველოს მთავრობის განცხადებით, პროექტის შედეგად მკვეთრად გაიზრდება ქვეყნის ენერგოსისტემის გამტარუნარიანობა და საიმედოობა. პროექტი თანადაფინანსებულია გერმანიის მიერ KfW-ის და ევროკავშირის მეშვეობით ENIP-ის (ენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამა) ფარგლებში. ENIP-ის მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 270 მილიონ ევროს, თანადაფინანსებულია KfW-ისა და EBRD-ის მიერ, მათ შორის 9,9 მილიონი ევროს გრანტის დაფინანსება ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდიდან.  

რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენები შესაძლოა, თურქეთში შეხვდნენ

რუსეთში ადამიანის უფლებათა ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ 12-14 იანვარს თურქეთში, უკრაინის ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცთან შეხვედრას გეგმავს.  „ვადასტურებ, რომ ვგეგმავ ასეთ შეხვედრას. თურქეთის ომბუდსმენის მიერ ორგანიზებული დიდი ფორუმი გაიმართება თურქეთში. ჩვენ განვიხილეთ შეხვედრის შესაძლებლობა და სავარაუდო დღის წესრიგი", - განუცხადა ტატიანა მოსკალკოვამ ჟურნალისტებს. ლუბინეცმა ასევე ადრე განაცხადა, რომ მოსკალკოვასთან შეხვედრა შესაძლოა, იანვარში შედგეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დაგეგმილი იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების ორმხრივი დაბრუნების საკითხის განხილვა.  

ჩავუშოღლუ: თურქეთი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ მშვიდობის ფორმულას მხარს უჭერს. ვაგრძელებთ მუშაობას

თურქეთი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტისას განაცხადა. მისივე თქმით, ანკარა დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს. „რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი მყარი მშვიდობა და ორმხრივად მისაღები გადაწვეტილებაა. გვჯერა, რომ ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დამთავრდება. ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით უკეთესია, თუმცა არის ახალი რეალობა. რუსეთი ამბობს, რომ ახლა მზადაა მოლაპარაკებებისთვის. ზელენსკი 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შეთავაზებით გამოვიდა. ჩვენ, თურქეთი, მხარს ვუჭერთ ამ გეგმას და ვაგრძელებთ ჩვენს მუშაობას”, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. მისივე განცხადებით, თურქულმა დიპლომატიამ და პირადად ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დიდი ძალისხმევა გასწიეს უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის დასამყარებლად. ზელენსკიმ G20-ის სამიტზე, ნოემბერში წარადგინა მშვიდობის უკრაინული ფორმულა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის ექსპორტს „დრუჟბის“ ნავთობსადენით გეგმავს

ყაზახეთი გერმანიაში, წელიწადში 6 მილიონ ტონამდე ნავთობის ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა. „ჩვენ შეგვიძლია წელიწადში 6 მილიონ ტონამდე ექსპორტი, მაგრამ გერმანიის საჭიროება, რა თქმა უნდა, უფრო მაღალია. ჩვენ ველოდით რუსეთის ფედერაციის კოლეგებისგან ოფიციალურ დასტურს, რადგან უღელტეხილზე ნავთობის მოწოდება მათი საზღვრის გავლით ხდება. ჩვენ მივიღეთ სიტყვიერი დასტური, ასე რომ, ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ იქნება. წერილობითი დადასტურება ჯერ არ არის“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ბოლატ აკჩულაკოვმა. მისი თქმით, ყაზახეთს აქვს საკმარისი სიმძლავრე. მთავარი საკითხია გერმანიიდან მოხმარების შეკვეთა. როგორც ბოლატ აკჩულაკოვმა აღნიშნა, ყაზახეთს რუსეთთან პრობლემები არასდროს ჰქონია. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთში 2022 წლის ბოლოს დაფიქსირდა გაზის მოპოვების 1%-ით, ნავთობის - 1,9%-ით და სხვა სასარგებლო წიაღისეულის 7,6% პროცენტით შემცირება.  

ანკარა თურქეთის შუამავლობით, რუსეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას იმედოვნებს

ანკარა იმედოვნებს, რომ „გაერთიანების დერეფანი“ დაზარალებული ბავშვების, ქალებისა და დაჭრილების დასახმარებლად შეიქმნება, განაცხადა თურქეთის ომბუდსმენმა სერეფ მალკოჩმა. მისივე თქმით, „ანკარას სურს, დახმარება გაუწიოს ბავშვებს, ქალებს და უკრაინაში ბრძოლების დროს დაჭრილებს. მალკოჩის თქმით, თუ ეს მექანიზმი ჩამოყალიბდება, ათიათასობით ბავშვი თურქეთის გავლით, ოჯახებს უსაფრთხოდ დაუბრუნდება. რუსეთი და უკრაინა ტყვეობაში მყოფი 40 პირის გაცვლაზე შეთანხმდნენ„მარცვლეულის დერეფნის“ ამოქმედების შემდეგ ჩვენ გვაქვს განზრახვა, გავხსნათ დერეფანი ოჯახების, ქალების, ბავშვებისა და დაჭრილებისთვის“, - განაცხადა თურქეთის ომბუდსმენმა.  

Foreign Policy: თურქეთმა უკრაინას „კასეტური ბომბები“ ფარულად გადასცა

თურქეთმა უკრაინას „კასეტური ბომბები“ გადასცა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Foreign Policy შეერთებული შტატების და ევროპის მოქმედ და ყოფილ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემა ცივი ომის პერიოდში, თურქეთის მიერ აშშ-ის მონაწილეობით შემუშავებულ იარაღზე წერს, რომლის გამოყენება დღეს აკრძალული აქვს მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოს და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. ამასთან, აღნიშნულია, რომ ამ ტიპის საბრძოლო მასალა შეიძლება, ძალიან ეფექტიანი იყოს რუსული ტანკებისა და ქვეითების წინააღმდეგ, მაგრამ ასევე შეუძლია, ზიანი მიაყენოს მშვიდობიანი მოსახლეობას. ეს იარაღი შექმნილია ტანკების განადგურების მიზნით. წყაროების ცნობით, თურქეთმა პირველი პარტია უკრაინას 2022 წლის ნოემბერში გაეგზავნა, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, იყენებს თუ არა უკრაინა ამ იარაღს ბრძოლის ველზე. Foreign Policy-მ კომენტარებისთვის ვაშინგტონში თურქეთის საელჩოს და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიმართა, თუმცა მათი პასუხი არ მიუღია.    

თურქეთის უძრავი ქონების ბაზარზე 3,5 მილიონი გარიგება განხორციელდა

თურქეთში, 2022 წელს, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის 3 434 389 გარიგება დაიდო, ხოლო გადასახადების მოცულობამ 41 მილიარდ 555 მილიონ 953 ათას 953 თურქული ლირა შეადგინა.  მონაცემებს Anadolu თურქეთის გარემოს დაცვის, ურბანული განვითარებისა და კლიმატის სამინისტროს მიწის რეესტრისა და კადასტრის გენერალურ დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ყველაზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა სტამბულში - 416 717. მეორეა ანკარა - 214 0 53, შემდეგ იზმირი - 169 987, ანტალია - 131 838, ბურსა - 124 190, კონია - 105,3615, გაზიანთელი - 85 290, ბალიკსირი - 84 921 და ტეკირდაგი - 83 983 ტრანზაქცია.  უშუალოდ 2022 წლის დეკემბერში თურქეთის უძრავი ქონების ბაზარზე 436 721 ტრანზაქცია დაიდო, ხოლო გადასახადების აკრეფის მოცულობამ 6 მილიარდ 411 მილიონ 106 ათას 486 თურქული ლირა შეადგინა. 193 402 ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქცია განხორციელდა ბინებზე, 71 019 მიწის ნაკვეთებზე, 116 687 ნათესებზე, 24 879 ოფისებსა და დანარჩენი სხვა უძრავ ქონებაზე. 2022 წლის ნოემბერში თურქეთში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის 292 493 ტრანზაქცია განხორციელდა. ამრიგად, დეკემბერში უძრავი ქონების ბაზარზე განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ნოემბერთან შედარებით 49 პროცენტით გაიზარდა.  

თურქეთის სავალუტო რეზერვები ერთ კვირაში $2 მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა

თურქეთის ცენტრალური ბანკის მთლიანი რეზერვები 2023 წლის პირველ კვირაში, წინა კვირასთან შედარებით 2,345 მილიარდი დოლარით შემცირდა და 126,41 მილიარდ დოლარს მიაღწია. 6 იანვრის მდგომარეობით, ცენტრალური ბანკის მთლიანი სავალუტო რეზერვები 3,244 მილიარდი დოლარით შემცირდა და 79,66 მილიარდი დოლარი შეადგინა. მთლიანი სავალუტო რეზერვები 30 დეკემბრის მდგომარეობით 82,904 მილიარდი დოლარი იყო. ამ პერიოდში ქვეყნის ოქროს მარაგი 899 მილიონი დოლარით გაიზარდა - 45,851 მილიარდი დოლარიდან 46,75 მილიარდ დოლარამდე.  ამრიგად, ცენტრალური ბანკის მთლიანი რეზერვები 6 იანვრის კვირაში 128,755 მილიარდი აშშ დოლარიდან 126,41 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა.  

Tesla თურქეთის ბაზარზე შესვლის საკითხს განიხილავს

ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელ Tesla-ს სურს, თურქეთის ბაზარზე შევიდეს, ხოლო თურქეთის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა ელექტრომობილების გიგანტისგან, განაცხადა  ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა თურქული მედიის ცნობით. მისი თქმით, კომპანია ამჟამად თავისი გავლენის გაფართოებას მთელ მსოფლიოში ცდილობს. „თურქეთს აქვს ძალიან სერიოზული სტიმულირების სისტემა, განსაკუთრებით ინვესტიციების და კვლევისა და განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ვამბობთ, მობრძანდით, ისარგებლეთ ამით და ჩადეთ ინვესტიცია“, - განაცხადა მინისტრმა.  ვარანკი, რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-ში იმყოფებოდა მსოფლიოში ყველაზე დიდ სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე - CES 2023, ასევე ეწვია Tesla's Fremont Factory-ს, კალიფორნიის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოო ქარხანას და კომპანიის მიერ შემუშავებული მანქანებისა და წარმოების მოდელის შესახებ მიიღო ინფორმაცია. ქარხანაში ვიზიტის დროს მან კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.    

თურქეთში არჩევნების წინა დღეს, ერდოღანის მუზეუმს გახსნიან

არჩევნების წინა დღეს თურქეთში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი მიძღვნილი მუზეუმი გაიხსნება. ამის შესახებ თურქმა ჟურნალისტმა მურატ საბუნჯუმ განაცხადა, წერს European Truth. მისი თქმით, მუზეუმი სტამბულში, ქასიმფაშას რაიონში გაიხსნება, სადაც თურქი ლიდერის ცხოვრების პირველი წლები გავიდა. გეგმის მიხედვით, მუზეუმის შენობას ექნება სელჩუკ-ოსმალეთის არქიტექტურის თავისებურებები, ექნება დიდი ბაღი და წყალთან ახლოს იქნება განთავსებული. მუზეუმის ექსპოზიცია შედგება ფოტოებისა და ვიდეო ინსტალაციებისგან თურქეთის სახელმწიფოს მეთაურის ბიოგრაფიის კადრებით. ასევე ვიზიტორებს აჩვენებენ ერდოღანის ოჯახის გენეალოგიურ ხეს და მოუყვებიან, რომ უნივერსიტეტში სწავლის დროს ერდოღანი თამაშობდა ფეხბურთს სტამბულის სხვადასხვა ახალგაზრდულ კლუბებში და რამდენიმე თვე ციხეშიც კი გაატარა. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 18 ივნისს გაიმართება.   

კალინი: თურქეთში ჰაბის ამოქმედების შემდეგ, ერაყიდან და ირანიდან ევროპისთვის გაზის მიწოდება გახდება შესაძლებელი

თურქეთმა აშშ-სა და ევროკავშირს, ერაყიდან და ირანიდან გაზის ევროპაში გადატუმბვის შესაძლებლობის განხილვა შესთავაზა.  თურქეთმა გაზის ჰაბის შექმნის ვადები დაასახელა თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდება, რაც ღურქეთში გაზის ჰაბი ამოქმედდება.  ნოვაკის თქმით, თურქეთი რუსეთთან გაზის ჰაბის შექმნაზე გადაწყვეტილებას 2023 წელს მიიღებს  „ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გაზის ჰაბის პროექტში ჩავრთოთ [გაზის მიწოდება ევროპაში] გაზის ნაკადები ერაყიდან, თურქმენეთიდან TANAP-ის გავლით.  ზოგიერთ ევროპელ და ამერიკელ კოლეგას კი შევთავაზე, რომ ამ ენერგეტილული რუკის მიხედვით, რაღაც მომენტში შესაძლებელი იქნება ირანიდან გაზის მიწოდება. ვიცი, რომ შეიძლება ეს ზედმეტად რადიკალურად ჟღერდეს, მაგრამ რატომაც არა, ვითარება იცვლება, მაგრამ ენერგიაზე მოთხოვნა მზარდია“, - განაცხადა კალინმა. თურქეთს აზერბაიჯანის რუსული „გაზის ჰაბის“ პროექტში ჩართვა სურს შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 12 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერდოღანს შესთავაზა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ჩრდილოეთ ნაკადის გავლით ტრანზიტისას დაკარგული გაზის მოცულობის გადამისამართება. ასევე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქთში ტრაკიას რეგიონი ჩრდილო-დასავლეთში საერთაშორისო მნიშვნელობის ენერგეტიკულ კერად გადაიქცევა. ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის  

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი: მოსკოვს და კიევს ომის მოსაგებად სამხედრო საშუალებები არ აქვთ

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ მოსკოვს და კიევს ომის მოსაგებად სამხედრო საშუალებები არ აქვთ. ვოლოდიმირ ზელენსკი: შესაძლებელია რუსული ტერორის გაჩერება? - კი „თურქეთი მზადაა, ხელი შეუწყოს ადგილობრივ ცეცხლის შეწყვეტას და მცირე ლოკალიზებულ დეესკალაციას. არცერთი მხარე არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მოიგოს ომი სამხედრო გზით. ერდოღანმა გამოიყენა თავისი კარგი ურთიერთობა მოსკოვთან და კიევთან, რათა შუამავლობით შეეცადოს თითქმის 11-თვიანი ომის დასრულებას. ის, რაც რუსეთს სურს, არის, პატივი სცენ, როგორც მთავარ მოთამაშეს და აიცილოს ნატო თავის მეზობლად. უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას არ აპირებს, მაგრამ მათ რუსეთისგან უსაფრთხოების საკმარისი გარანტიის მიღება სჭირდებათ“, – თქვა იბრაჰიმ კალინმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თურქეთში, სომხეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები 8 ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარეობს - მედია

სომხეთის მოსაზღვრე ყარსის პროვინციაში თურქეთი რვა ქვეყნის მონაწილეობით სამხედრო წვრთნებს ატარებს. იუწყება Gazetekars, თუმცა ინფორმაციაში მითითებული არ არის, რომელი ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ სწავლებაში. სამხედრო წვრთნების მონაწილეები ყარსში უკვე ჩავიდნენ. წვრთნები 2 თებერვლამდე გაიმართება. კოსოვოს თავდაცვის მინისტრმა არმენდ მეჰაჟმა განაცხადა, რომ ამ სამხედრო წვრთნების მიზანი სამხედრო ოპერაციის დროს თანამშრომლობის ხელშეწყობა, კოორდინაციის უზრუნველყოფა და სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებაა.  

თურქეთი შავი ზღვის საბადოდან მომხმარებლისთვის გაზის მიწოდებას მარტში გეგმავს

თურქულმა სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-მა გაზსაზომი სადგურის მშენებლობა დაასრულა და შავი ზღვის გაზს მომხმარებელი Filyos-ის საწარმოდან მიიღებს. თურქეთში, საკარიას გაზის საბადოს მარაგი 710 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს - თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი თურქეთი განაგრძობს შავი ზღვის შელფზე საკარიას გაზის საბადოს აქტიურ განვითარებას. შავი ზღვის საკარიას საბადოდან გაზის მიწოდება თურქეთში, მომხმარებლებისთვის მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (მარტის ბოლომდე) დაიწყება. თურქეთმა შავ ზღვაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა შავ ზღვაში საკარიას საბადოზე სამუშაოებს თურქეთის ნავთობის კორპორაცია (TPAO) სახელმწიფო BOTAŞ-თან თანამშრომლობით ახორციელებს. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, შავი ზღვის შელფზე გაზის დიდი მარაგების აღმოჩენის შესახებ განაცხადა  გაზის ტრანსპორტირება მოხდება საბადოდან, რომელიც სანაპიროდან დაახლოებით 170 კმ-ში მდებარეობს და ფილოსის ქარხანას სპეციალური მილსადენით უკავშირდება. ერდოღანი: შავი ზღვის საბადოებიდან გაზს თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი 2023 წელს მიიღებს მედიის ცნობით, პირველ ეტაპზე 10 მილიონი კუბური მეტრი გაზი ამოტუმბება. თუმცა, სადგურის პოტენციალი დღეში 50 მილიონ კუბურ მეტრს აღწევს. გაზსაზომი სადგური დაახლოებით ერთ წელიწადში აშენდა და საცდელი სამუშაოებისთვის მზადაა.  

მევლუთ ჩავუშოღლუ: სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია

სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დღეს ანკარაში ირანელ კოლეგასთან ჰუსეინ ამირ-აბდულაჰიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჩავუშოღლუს თქმით, შეხვედრაზე განიხილეს შეხვედრების გამართვა „3+3“-ის და აზერბაიჯანი-თურქეთი-ირანის ფორმატში. მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიაში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები ყველას სარგებელს მოუტანს. სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას შეგახსენებთ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუსეინ ამირ-აბდულაჰიანი თურქეთში ვიზიტით იმყოფება. დღეს ის თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიიღო.  

ბლინკენმა და ჩავუშოღლუმ გადაწყვიტეს, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გასაძლიერებლად კოორდინაცია და თანამშრომლობა გაზარდონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 2023 წლის 18 იანვარს ვაშინგტონში აშშ-თურქეთის სტრატეგიული მექანიზმის მეოთხე შეხვედრა გამართეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მდივანმა ბლინკენმა და მინისტრმა ჩავუშოღლუმ გადაწყვიტეს, გაზარდონ კოორდინაცია და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გასაძლიერებლად. ამასთან, ერთობლივ განცხადებაში ბლინკენი და ჩავუშოღლუ ხაზს უსვამენ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას რუსეთის მიერ წარმოებული ომის წინააღმდეგ და ადასტურებენ, რომ ომის შეწყვეტის გზების ძიებას მხარს უჭერენ. მხარეებმა ასევე განიხილეს აშშ-თურქეთის თავდაცვის პარტნიორობის გაძლიერება, მათ შორის თურქეთის F-16 ფლოტის მოდერნიზაცია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ თურქეთს მადლობას უხდის როლისთვის, რომელსაც შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განახლებაში ასრულებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მექანიზმის მუშაობა ისეთი ტემპით, რომელიც მსოფლიოში ხორბალზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. ენტონი ბლინკენმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ ასევე განიხილეს არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე NATO-ს კოორდინაციისა და სოლიდარობის განმტკიცების გზები და კოლექტიური თავდაცვის და NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულება დაადასტურეს.

ძალიან ბევრი საჭიროება გამოიკვეთა ევრაზიის შუა დერეფნის კუთხით, სარკინიგზო, საპორტო და სხვა მიმართულებით - Limak Holding -ის თავმჯდომარე

ძალიან ბევრი საჭიროება გამოიკვეთა ევრაზიის შუა დერეფნის კუთხით, სარკინიგზო, საპორტო და სხვა მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ ჩვენს შესაძლებლობებს. კომპანიები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან ჩაერთვებიან ამ პროექტში, - ამის შესახებ კომპანია „Limak Holding“ -ის თავმჯდომარემ ებრუ ოზდემირმა, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, სახელწოდებით „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მონაწილეობდა. ალიევმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ისაუბრა შუა დერეფნის უპირატესობებზე მისი თქმით, თუ აშენდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში, როგორც ტანაპის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის შემთხვევაში გაკეთდა, ევრაზიის შუა დერეფანსაც იგივე შეეხება. „ჩვენ ვართ სამშენებლო-ინფრასტრუქტურული კომპანია. ძალიან ბევრი საჭიროება გამოიკვეთა ამ დერეფნის კუთხით, სარკინიგზო, საპორტო და სხვა მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ ჩვენს შესაძლებლობებს. კომპანიები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან ჩაერთვებიან ამ პროექტში, მაგრამ საოპერაციო კუთხით, როცა აშენდება ეს დერეფანი, კერძო სექტორი დააკვირდება შესაძლებლობებს და ვნახავთ რა გამოიკვეთება. მზად უნდა ვიყოთ, რომ შუა დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზრდება. ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის - ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენ აეროპორტები ავაშენეთ, როცა შეიქნა ამის აუცილებლობა და მოთხოვნილება. როგორც კი საჭიროება გამოიკვეთება, ლოგისტიკური ცენტრიც იქნება, სასაწყობე მეურნეობებიც. ეს ყველაფერი იქნება კერძო სექტორის ჩართულობით. ეს რეგიონი იქნება ევროპისთვის ალტერნატიული მიმწოდებელი. ჩვენი ექსპორტი გაიზრდება. თურქეთის მოსახლეობა 90 მილიონია. ჩვენი მშპ ბევრ წილად გაიზრდება და კერძო სექტორისთვის შეიქმნება შესაძლებლობები და ამას აშკარად ვხედავთ. მე არ წარმოვადგენ მთავრობას, მაგრამ ვხედავ, რომ თურქეთს სწამს ამ პროექტის და ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ეს ყველა მხარისთვის მომგებიანია. ეს თანამშრომლობა სახეზეა. ეს კარგი მეგობრობა, ეს კარგი ურთიერთობა ჩვენს რეგიონში ძალიან კარგ მაგალითს შექმნის მსოფლიოსთვის. თუ შევძლებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ავაშენებთ ამ ინფრასტრუქტურას, კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში, როგორც ტანაპის - ბუნებრივი აირის მილსადენის შემთხვევაში გავაკეთეთ, რეკორდულად სწრაფად აშენდა. ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანიც, ძალიან ეფექტიანად აშენდა და ძალიან კარგად მუშაობს. ამ დერეფანსაც იგივე შეეხება“, - განაცხადა ებრუ ოზდემირმა. შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.   

თუქეთში 2022 წელს ყველაზე მეტი კომპანია რუსეთიდან გაქცეული კაპიტალით შეიქმნა

2022 წელს თურქეთში, უცხოური კაპიტალით შექმნილი კომპანიების რაოდენობა 20 135-მდე გაიზარდა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მონაცემებს Anadolu თურქეთის პალატებისა და სასაქონლო ბირჟების კავშირის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. 2010 წლიდან 2022 წლამდე თურქეთის მიმართ უცხოელი ინვესტორების ინტერესი სტაბილურად იზრდება. პანდემიური კრიზისისა და რეცესიის ფონზე, 2021 წელს თურქეთში უცხოური კაპიტალის მქონე ახლადდაარსებული კომპანიების რაოდენობა 29,7 პროცენტით 13 445-მდე გაიზარდა, ხოლო 2022 წელს ამ კატეგორიის კომპანიების 50 პროცენტით ზრდა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რეკორდულია.  2022 წელს თურქეთში უცხოური კაპიტალის მქონე კომპანიების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობით გაიხსნა. გასულ წელს თურქეთში რუსული კაპიტალის მონაწილეობით 1 363 კომპანია გაიხსნა (140 სააქციო საზოგადოება და 1223 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). მეორე ადგილზეა ირანი. ამ ქვეყნის მოქალაქეების კაპიტალით თურქეთში - 1 300 კომპანია შეიქმნა (55 სააქციო საზოგადოება და 1245 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). მესამე ადგილს იკავებს გერმანიის მოქალაქეების კაპიტალით შექმნილი კომპანიები - 484 (111 სააქციო საზოგადოება და 373 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად ინვესტიციებს თურქეთში, საბითუმო ვაჭრობის სექტორში ახორციელებენ. ამ სფეროში 3 070-მა კომპანიამ დაიწყო ოპერირება. მეორეა უძრავი ქონების სექტორი, სადაც ოპერირება - 1 043-მა ახალმა კომპანიამ დაიწყო, მესამეა კომერციული და სხვა მომსახურება - სადაც 938 ახალი კომპანია ოპერირებს. 2022 წელს თურქეთში დაარსებული უცხოური კომპანიების 62 % სტამბულში საქმიანობს. ამ პროვინციაში სულ 12 462 ასეთი კომპანიაა შექმნილი. მეორეა ანტალია სადაც - 1 648 კომპანია გაიხსნა, ხოლო მესამეა ანკარა (821 კომპანია) .  

ერდოღანი: შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს თურქეთი მხარს დაუჭერს

შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ანკარა NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. უცხოური მედია: თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა „მათ, ვინც დაუშვა ასეთი სამარცხვინო ქმედების ჩადენა სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ, არ უნდა ელოდნენ ჩვენგან კეთილგანწყობას NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე. თუ შვედეთი არ სცემს პატივს თურქეთს, ისევე როგორც მუსლიმთა რელიგიურ გრძნობებს, ის ვერ მიიღებს ჩვენგან მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. შვედეთის პრემიერის თქმით, NATO-ში გაწევრიანებისთვის თურქეთის ყველა მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია მისი თქმით, „შვედეთში ჩადენილი ამაზრზენი ქმედება არის შეურაცხყოფა ყველასთვის, ვინც პატივს სცემს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის მუსლიმთა უფლებებსა და თავისუფლებას. თუკი შვედეთი ასე მხარს უჭერს ტერორისტული ორგანიზაციის წევრებსა და ისლამის მტრებს, ჩვენ მას ვურჩევთ, ანდოს მათ თავისი ქვეყნის დაცვა“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. რადიკალმა საჯაროდ დაწვა მუსლიმებისთვის წმინდა წიგნი - ყურანი. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის ვიზიტი თურქეთში. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს.  სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი  

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის წლისთავზე, სტამბულში სამიტი გაიმართება

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით,  თურქეთში დიდი ღონისძიება გაიმართება. ამის შესახებ თურქეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნიკოლაუს მეიერ-ლანდრუტმა განაცხადა. მისი თქმით, განიხილება ომის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები. ღონისძიებაზე მიიწვევენ უკრაინის ოფიციალური პირებსაც.  „ეს ასევე იქნება უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვის საშუალება. გასულ წელს, 24 თებერვალს, რუსული აგრესიის დაწყება იყო გადამწყვეტი მომენტი ევროპის ისტორიაში. ჩვენ გვაქვს ომი ჩვენს კონტინენტზე, სასტიკი დიდი ომი, ომი, რომელსაც შედეგები აქვს ევროპის კონტინენტის მიღმა“, - განაცხადა მაიერ-ლანდრუტმა. უკრაინას თებერვლის ბოლოს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 10-პუნქტიანი სამშვიდობო ფორმულის შესახებ სამიტის ჩატარება სურს. სამიტი შესაძლოა, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.  

თურქეთმა შვედეთთან და ფინეთთან სამმხრივი შეხვედრა გააუქმა - Reuters

თურქეთმა განუსაზღვრელი ვადით გააუქმა სამმხრივი მექანიზმის შეხვედრა შვედეთთან და ფინეთთან, რომელიც თებერვალში, სტოკჰოლმში იყო დაგეგმილი. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. მისივე ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის ოფისში წყარომ განაცხადა, რომ თურქეთმა გადადო. მიზეზები და შეხვედრის გამართვის ახალი თარიღი არ კონკრეტდება. მედიაში 21 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა. 2023-01-23 21:16:00 ერდოღანი: შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს თურქეთი მხარს დაუჭერს

თურქეთმა უკრაინას ორი უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2-ი საჩუქრად გადასცა

თურქულმა სამხედრო კომპანია Baykar-მა უკრაინას ორი უპილოტო თვითმფრინავი Bayraktar TB2 გადასცა. ინფორმაციას უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს. „Baykar-მა უპილოტო თვითმფრინავები უფასოდ გადასცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. უსაზღვროდ მადლობელი ვართ Baykar-ის ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე რთულ დროს უკომპრომისო და მდგრადი მხარდაჭერისთვის“, - აცხადებენ უკრაინის სადაზვერვო სამსახურში.   

თურქეთი უკრაინისთვის მცურავი ელექტროსადგურების მიწოდებას გეგმავს

თურქულმა კომპანია Karpowership-მა, უკრაინის ენერგეტიკულ კომპანიასთან (ECU) 500 მეგავატი სიმძლავრის მცურავი ელექტროსადგურების მიწოდების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი. თურქული კომპანიის ცნობით, ელექტროსადგურების მეშვეობით, უკრაინაში 1 მილიონი ოჯახი ელექტროენერგიას მიიღებს. მცურავი ელექტროსადგურების განთავსება მოლდოვისა და რუმინეთის პორტებშია შესაძლებელი. შესაბამისად, უკრაინული ქსელები ელექტროენერგიას ამ ქვეყნების გავლით მიიღებენ. უკრაინული და თურქული კომპანიები ამ საკითხზე მოლაპარაკებებს რუმინეთისა და მოლდოვის ხელისუფლებასთან გეგმავენ. ECU-ს გენერალურმა დირექტორმა ვიტალი ბუტენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების 12 მასიური თავდასხმა განხორციელდა. მისი თქმით, საომარი მოქმედებების პირობებში ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა წარმოების სიმძლავრეების აღსადგენად შეუძლებელია. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას 10 ოქტომბრიდან უტევს, ხოლო მიმდინარე წლის იანვრიდან უკრაინის ყველა რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარებაზე შეზღუდვები დაწესდა. Ukrenergo-ს ინფორმაციით, დღემდე უკრაინაში ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ სლოვაკეთიდან ხორციელდება.  

WSJ: ვაშინგტონი ანკარას სთხოვს, რუსულ ავიაკომპანიებს თურქეთში ამერიკული წარმოების თვითმფრინავებით ფრენა აუკრძალოს

Wall Street Journal-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ამერიკული სანქციების შესრულება მოსთხოვა, რომელიც თებერვალში რუსეთისა და ბელორუსის ავიაკომპანიებისთვის დაწესდა. ცხრა რუსულმა ავიაკომპანიამ სანქციების გამო ფრენები შეაჩერა სანქციების თანახმად, რუსეთისა და ბელორუსის ავიაკომპანიებს ამერიკული თვითმფრინავების, სათადარიგო ნაწილებისა და საწვავის მიწოდება შეუწყდათ. თურქეთის ხელისუფლებას ამერიკული სანქციების შესრულების შესახებ გზავნილი, აშშ-ის ვაჭრობის მდივნის მოადგილემ თეა როზემან კენდლერმა გადასცა, რომელიც თურქეთში დეკემბერში იმყოფებოდა. მისი თქმით, თურქულ კომპანიებს, რომლებიც ამ მომსახურებას ახორციელებენ, დაყადაღება და ჯარიმები ემუქრებათ. ოფიციალურად, სამინისტრომ განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ გააფრთხილა უცხოური საავიაციო კომპანიები, დაემორჩილონ აშშ-ის საექსპორტო კონტროლს რუსეთის, ბელორუსისა და ირანის თვითმფრინავებზე. თურქეთი, ევროპის კონტინენტზე იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც „რუსული ავიახაზები“ ფრენებს განაგრძობენ. ასევე წაიკითხეთ:  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენთვის შემაშფოთებული იქნება, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება  

რუსეთმა და თურქეთმა გაზის ჰაბის უსაფრთხოების საკითხების განხილვა დაიწყეს

რუსეთი და თურქეთი ექსპერტების დონეზე გაზის ჰაბის უსაფრთხოების დელიკატურ საკითხებს განიხილლავენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლეგ სირომოლოტოვმა განაცხადა. „ერთობლივი ძალისხმევის შედეგი იყო [რუსეთის პრეზიდენტის] ვლადიმერ პუტინის ინიციატივა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის შესახებ. ამჟამად ექსპერტების დონეზე განიხილება ამ იდეის განხორციელების სხვადასხვა ასპექტი. კმაყოფილი ვარ თურქი პარტნიორების ენთუზიაზმით, მათი კონსტრუქციული მიდგომით და მჭიდრო ერთობლივი მუშაობისთვის“, - განაცხადა ოლეგ სირომოლოტოვმა.   სირომოლოტოვმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოსკოვი და ანკარა შეძლებენ „წარმატებით მოაგვარონ ყველა წარმოშობილი საკითხი, მათ შორის არსებული და მომავალი ენერგეტიკული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა". რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ენერგეტიკას რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობის ერთ-ერთ წარმატებულ სფეროდ უწოდა. „ანკარას განწყობა ამ სფეროში კავშირების შემდგომი ხარისხობრივი გაღრმავების შესახებ განპირობებულია ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილებით „ლურჯი ნაკადისა“ და „თურქული ნაკადის“ გაზსადენების მშენებლობაში და რუსეთის, როგორც ლურჯი საწვავის მიმწოდებლის საიმედოობით“, - განაცხადა ოლეგ სირომოლოტოვმა.  შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ ანკარა გაზის ჰაბის ექსპლუატაციის დაწყებას ერთი წლის განმავლობაში გეგმავს.  

Reuters: თურქეთმა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებმა შესაძლოა, სანქციების შეუსრულებლობის გამო აშშ-ის ბაზარზე წვდომა დაკარგონ

აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე ბრაიან ნელსონი, თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში მომავალ კვირაში ვიზიტისას, ამ ქვეყნების ოფიციალურ პირებს გააფრთხილებს, რომ სანქციების შეუსრულებლობის გამო შესაძლოა, აშშ-ის ბაზარზე წვდომა დაკარგონ.  WSJ: ვაშინგტონი ანკარას სთხოვს, რუსულ ავიაკომპანიებს თურქეთში ამერიკული წარმოების თვითმფრინავებით ფრენა აუკრძალოს ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. „აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე (ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში) ბრაიან ნელსონი, 29 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით ეწვევა ომანს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და თურქეთს, სადაც შეხვდება ოფიციალურ პირებს, ასევე ბიზნესისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რათა დაუდასტუროს, რომ ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხორციელებას განაგრძობს“, - აცხადებენ სააგენტოში. რეგიონში ყოფნისას ნელსონი განიხილავს აშშ-ს ხაზინის ძალისხმევას, დაუპირისპირდეს რუსეთის მცდელობებს, გვერდი აუააროს სანქციებსა და ექსპორტის კონტროლს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის, ირანის რეგიონში დესტაბილიზაციისა და უკანონო ფინანსური რისკების გამო, რომლებიც ძირს უთხრის ეკონომიკურ ზრდასა და უცხოურ ინვესტიციებს. ამასთან, აშშ-ის ხაზინის მაღალჩინოსანი სანქციების განსახილველად თურქეთსაც ეწვევა.  შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პირების მიერ გამოქვეყნებული გაფრთხილებების სერიის შემდეგ, რუსეთზე აშშ-ის შეზღუდვების განხორციელების მიზნით, ვაშინგტონმა ანკარაზე ზეწოლა გააძლიერა.   

თურქეთი აზერბაიჯანული გაზის უნგრეთში ტრანსპორტირებას უზრუნველჰყოფს

თურქეთი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული გაზის უნგრეთში ტრანსპორტირებას. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ უნგრელ კოლეგა პიტერ სიიარტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თურქეთ-უნგრეთის დამაკავშირებელი გაზსადენის, „ბალკანეთის ნაკადის“ მშენებლობა დასრულდა მისი თქმით, თურქეთსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ალიანსის დონეზე ამაღლდება.  „ამჟამად ვმუშაობთ შესაბამის დოკუმენტზე. ჩვენი თანამშრომლობა, პირველ რიგში, ეკონომიკურ სფეროს და უსაფრთხოებას მოიცავს“. ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი ენერგეტიკის სფეროში ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობს: „ჩვენ უზრუნველვყოფთ აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას უნგრეთში და სხვა ქვეყნებში. კონტაქტები აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით გრძელდება". დღეს ჩვენ გავაცოცხლეთ NABUCCO-ს პროექტი, რომელიც ერთ დროს ისტორიას ჩაბარდა - ილჰამ ალიევი  

ერდოღანმა NATO-ში შვედეთის განაცხადის მხარდაჭერის პირობა დაასახელა

ანკარაში, თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა განაცხადა, რომ „ვიდრე შვედეთში ჩვენთვის წმინდა წიგნის, ყურანის დაწვის მსგავსი ქმედებები სანქცირებულია, ჩვენ არ ვიტყვით „დიახს“ სტოკჰოლმის განცხადებზე ალიანსში გაწევრიანების შესახებ”. შვედეთი იმედოვნებს, რომ თურქეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის მიუხედავად ზაფხულში NATO-ში გაწევრიანდება - ტობიას ბილსტრომი რეჯეფ თაიფ ერდორანის თქმით, შვედეთისგან განსხვავებით, ანკარას დამოკიდებულება ფინეთის განაცხადის მიმართ დადებითია. ფინეთი აღარ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, NATO-ში შვედეთისგან დამოუკიდებლად გაწევრიანდეს „ჩვენი დამოკიდებულება ჰელსინკის წინადადების მიმართ დადებითია, მაგრამ შვედეთის მიმართვა უარყოფითია. ამიტომ, სტოკჰოლმმა არ უნდა გამოიჩინოს ცარიელი ძალისხმევა [ნატოსკენ მიმავალ გზაზე]“, - განაცხადა ერდოღანმა.  თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის თურქეთში ვიზიტი გააუქმა. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს.  სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი  

თურქულმა ავიაკომპანია Havaş-მა, „აეროფლოტთან“ თანამშრომლობის შესაძლო შეწყვეტის შესახებ განაცხადა

თურქულმა კომპანია Havaş-მა, რომელიც თვითმფრინავების სარემონტო და ტექნიკურ მომსახურებას ახორციელებს, Aeroflot-თან თანამშრომლობის შესაძლო  შეწყვეტის შესახებ განაცხადა, იუწყება RBC TV. თურქეთმა თავის საჰაერო სივრცეში, ორმაგი რეგისტრაციის მქონე რუსული თვითმფრინავების ფრენა აკრძალა Havaş-ი თვითმფრინავებს 29 ქვეყნის 90 აეროპორტში და კონკრეტულად თურქეთში - სტამბულში, ანკარასა და ანტალიაში, ასევე რამდენიმე სხვა საჰაერო ნავსადგურში ემსახურება. WSJ: ვაშინგტონი ანკარას სთხოვს, რუსულ ავიაკომპანიებს თურქეთში ამერიკული წარმოების თვითმფრინავებით ფრენა აუკრძალოს კომპანიის ხელმძღვანელის, მეტე ერნას წერილში აღნიშნულია, რომ რუსული ავიახაზების 170-ზე მეტ თვითმფრინავს, ასევე ნელორუსის 7 და ოთხ ირანულ თვითმფრინავს შესაძლოა, მომსახურებაზე უარი უთხრას. გარდა ამისა, Havaş-ის წერილში ნახსენებია Boeing 787 Dreamliner-ი და Gulfstream G650-ის ტიპის საქმიანი თვითმფრინავები, რომლებიც ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის. მაგრამ მეწარმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აბრამოვიჩს არ აქვს თვითმფრინავები თურქეთში. მანამდე ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ნერადკომ თქვა, რომ ანტირუსული სანქციების მიუხედავად, რომლებიც კრძალავს ქვეყანაში დასავლური თვითმფრინავების მიწოდებას, ზოგიერთ რუსულ ავიაკომპანიას აქვს „წინაპირობები“ რათა ავიალაინერები მეორად ბაზარზე შეიძინოს.   

თურქეთში, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა

თურქეთის ქალაქ სარიკამიშში თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებს ჰულუსი აკარს, ზაქირ ჰასანოვსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ პირველ თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი ამ ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის მიწვევით თურქეთში ვიზიტით ჩავიდა.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში საერთაშორისო სწავლებას „ზამთარი 2023“ დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე მრავალეროვნული სწავლების „ზამთარი 2023“ საპატიო სტუმართა დღეს დაესწრო. საპატიო სტუმრებს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა ყარსში უმასპინძლა. სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მან საერთაშორისო თანამშრომლობისა და რეგიონული და მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრთან ერთად საპატიო სტუმრების დღეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრნენ. თურქეთი ფართომასშტაბიან, ზამთრის სამხედრო სწავლებას ყარსის პროვინციაში მასპინძლობს. საერთაშორისო სწავლებაში 17 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სხვა. სწავლება მიზნად ისახავს ზამთრის პირობებში საბრძოლო უნარ-ჩვევების გაძლიერებას.  

თურქეთმა ცხრა დასავლური ქვეყნის ელჩები გამოიძახა - Reuters

Reuters-ის ცნობით, თურქეთმა დასავლეთის ცხრა ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატებისა და შვედეთის ელჩები დაიბარა, რათა გაეკრიტიკებინა მათი გადაწყვეტილებები, დროებით დახურონ დიპლომატიური მისიები და გამოსცენ უსაფრთხოების გაფრთხილებები. ეს ფაქტი ევროპაში ყურანის დაწვის ინციდენტებს მოჰყვა. ევროპულმა ქვეყნებმა დაგმეს ხსენებული ინციდენტები, მაგრამ ზოგიერთი ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლების გამოხატვის წესების გამო, მათი აღკვეთა არ შეუძლიათ.  საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროების ცნობით, ანკარაში ასევე გამოიძახეს ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, შვეიცარიისა და ბრიტანეთის ელჩები. გასულ კვირას, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და შეერთებული შტატები იყვნენ მათ შორის, რომლებმაც თავისი მოქალაქეები თურქეთში თავდასხმების გაზრდილი რისკის შესახებ გააფრთხილეს. გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები იმ ქვეყნებს შორის იყვნენ, რომლებმაც ამ კვირაში უსაფრთხოების მიზეზების გამო დროებით დახურეს დიპლომატიური მისიები თურქეთში.  „ასეთი აქტივობები მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაციების ფარულ დღის წესრიგს ემსახურება“, - განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ Reuters-ს. აშშ-ის საელჩომ დაადასტურა, რომ მისი ელჩი, ჯეფრი ფლეიკი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო.   

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი ტრანსკავკასიურ დერეფანს „ჩრდილოეთის დერეფნის“ ალტერნატივად განიხილავს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ანკარა ტრანსკავკასიურ დერეფანს „ჩრდილოეთის დერეფნის“ ალტერნატივად განიხილავს. ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუდაპეშტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, იტყობინება თურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu. მევლუთ ჩავუშოღლუ: შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ სომხეთიც შეუერთდება მისი თქმით, თურქეთი ცდილობს ისარგებლოს რეგიონის შესაძლებლობებით, იყენებს სამმხრივ და ოთხმხრივ მექანიზმებს აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და ირანთან. „როცა ჩრდილოეთის დერეფნის ალტერნატივას ვეღარ ვხედავთ, ვცდილობთ გავხსნათ ამიერკავკასიის, კასპიის და შუა დერეფნები. თურქეთსა და აზერბაიჯანს ამ მხრივ ცენტრალური ადგილი უკავია. იმედი მაქვს, რომ სომხეთი შემოგვიერთდება მომავალში, როცა ამ პროექტს განვახორციელებთ. შუა დერეფანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი), ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები. ასევე წაიკითხეთ: EBRD-ი რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტისთვის ალტერნატივას ეძებს. რომელი დერეფნი გახდება ევროპული კაპიტალის სამიზნე  

მედია: Turkish Airlines-მა 5-6 თებერვალს სტამბულის აეროპორტში 240-მდე ფრენა გააუქმა

„თურქეთის ავიახაზებმა“ დღეს გამოაცხადა, რომ 5 და 6 თებერვალს სტამბულის საერთაშორისო აეროპორტში 238 ფრენას აუქმებს. ამის მიზეზად, კომპანია უამინდობას ასახელებს.  გასულ პარასკევს ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ მოსალოდნელია ცვლილებები განრიგში ძლიერი თოვლის გამო, რომელიც სტამბულში 5 თებერვალსაა მოსალოდნელი. კომპანიამ რეკომენდაცია გაუწია მგზავრებს, რომ წინასწარ შეამოწმონ ფრენების სტატუსი თურქეთის ავიახაზების ვებსაიტზე. სტამბულის აეროპორტი მდებარეობს თურქეთის მეტროპოლიის ევროპულ ნაწილში. სტამბულში ასევე მოქმედებს საბიჰა გოკჩენის აეროპორტი, რომელიც მდებარეობს მის აზიურ ნაწილში. ამ საჰაერო ჰაბში ფრენების გაუქმების ან გადაგეგმვის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.  

თურქეთი გაზის ჰაბის ფარგლებში, პირველ კომერციულ ოპერაციას 2023 წელს შეასრულებს - ფატიჰ დონმეზი

თურქეთში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი და სავაჭრო ცენტრის შექმნაზე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ჩვენ პირველი სავაჭრო ოპერაციის განსახორციელებლად 2023 წელს ვემზადებით. რუსეთმა და თურქეთმა გაზის ჰაბის უსაფრთხოების საკითხების განხილვა დაიწყეს ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. მისი თქმით, გაზის სავაჭრო ჰაბის თემაზე დისკუსია რამდენიმე ქვეყანასთან გაიმართა. თურქეთმა გაზის ჰაბის შექმნის ვადები დაასახელა „ყველა სახელმწიფოს წარმომადგენელმა, რომლებთანაც ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, გამოაცხადეს მზადყოფნა მხარი დაუჭირონ თურქული ჰაბის პროექტს“, - თქვა დონმეზმა.  ამასთან აღნიშნა, რომ თურქეთისთვის საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, მხოლოდ ტრანსანატოლიის გაზსადენით (TANAP) ევროპას დაახლოებით 20 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი მიეწოდება. მისი თქმით, თურქეთმა იგივე რაოდენობის „ლურჯი საწვავი“ TANAP-ის მეშვეობით შეიძინა. „საერთო აზრი ჩამოყალიბდა TANAP-ის მეშვეობით მიწოდების გაორმაგებაზე. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ეს ასევე გულისხმობს გაზის მოპოვების ზრდას მომდევნო 3-4 წელიწადში, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს როგორც თურქეთის, ისე ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ფატიჰ დონმეზმა.  ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის

თურქეთში, ავტობუსის ავარიის შემდეგ, სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა - მედია

თურქეთში, ავტობუსის ავარიისას სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ტრანსპორტი დიარბაქირიდან ბოდრუმისკენ მოძრაობდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა გაგზავნილი. წინასწარი მონაცემებით, 35 ადამიანი დაშავდა. გამოძიება დაწყებულია.  

ჰულუსი აკარი: ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდობა და სტაბილურობა, გვინდა, რომ სომხეთმა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა

„აზერბაიჯანთან ჩვენი ძმობა გაგრძელდება. ჩვენ ვმუშაობთ აზერბაიჯანის არმიის მოდერნიზაციაზე, წვრთნასა და აღჭურვაზე", - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა. მისივე თქმით, ზანგეზურის დერეფანი და მასში გამავალი რკინიგზა და გზები, რეგიონის ეკონომიკისთვის, სოციალური ცხოვრებისა და უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით ფასეულია. „აუცილებელია, სომხეთმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ მეგობრობის ხელის გაწვდენას სათანადოდ უპასუხოს. სხვისი გავლენის ქვეშ ოცნებას აზრი არ აქვს. მოდით, გადავხედოთ ფაქტებს, გავაფორმოთ შეთანხმება გონივრული პირობებით. უზრუნველვყოთ მშვიდობა და სტაბილურობა, ვიცხოვროთ კომფორტულად და მშვიდად. ჩვენ გვინდა, რომ სომხეთმა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“, - აღნიშნა ჰულუსი აკარმა.  

მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა სულ მცირე, 100 ადამიანი

BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა სულ მცირე, 100 ადამიანი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა. თურქი სეისმოლოგები მიწისძვრის სიმძლავრეს 7.4 მაგნიტუდად აფასებენ, აშშ-ის გეოლოგიური სამსახური კი 7,8 მაგნიტუდად. ამასთან, სტიქიას მოჰყვა განმეორებითი ბიძგებიც. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაზარალდა 10 ქალაქი : აზიანთეფი, ქაჰრამანმარაში, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალატია, შანლიურფა, ადანა, დიარბაქირი და ქილისი.  

ამ სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს, რომ სტიქიურ უბედურებას ერთად გაუმკლავდებიან. მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა სულ მცირე, 100 ადამიანი „იმედი მაქვს, სტიქიურ უბედურებას ერთად გავუმკლავდებით, რაც შეიძლება მალე და ნაკლები ზიანით. მაშველები უკვე გააგზავნეს სტიქიით დაზარალებულ ზონაში. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი”, – წერს თურქეთის ლიდერი. BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა სულ მცირე, 100 ადამიანი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა.  

საგარეო უწყება: თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შემოსულა

საქართველოს საელჩოში და სტამბოლში გენერალურ საკონსულოში, თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შესულა. ამის შესახებ Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა სულ მცირე, 100 ადამიანი "საქართველოს საელჩოში და სტამბოლში გენერალურ საკონსულოში, თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შესულა.საელჩოც და გენერალური საკონსულოც მუდმივ კონტაქტზე რჩებიან თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - განუცხადეს Europetime-ს. თურქეთში, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 76 ადამიანი, 440 კი დაშავდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა.  

საქართველოს ხელისუფლება თურქეთის მთავრობასა და ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მთავრობას და თურქ ხალხს კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თანაგრძნობას უცხადებს. მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა სულ მცირე, 100 ადამიანი „უდიდესი თანაგრძნობა მსურს გამოვხატო თურქი ხალხის, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოვუჩინოთ მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსამძიმრებს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს, თურქ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს გამძლეობას უსურვებს. სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს, რომ საქართველო თურქეთის გვერდით დგას ამ რთულ დროს. BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა სულ მცირე, 100 ადამიანი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა.  

უკრაინა თურქეთს დახმარებას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო თანაგრძნობა გამოუცხადა. „გულწრფელად სამძიმარს ვუცხადებ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, თურქ ხალხს და სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ რთულ დროს ჩვენ თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, უზრუნველყოს ნებისმიერი საჭირო მხარდაჭერა დღევანდელი მიწისძვრის შედეგების დასაძლევად.  

საქართველოს მთავრობა თურქეთში, სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად, შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გააგზავნის. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 284-მდე გაიზარდა საგარეო უწყება: თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შემოსულა მათივე ცნობით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან. ძლიერი მიწისძვრა თურქეთში დღეს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის 10 პროვინციაში 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას შეადგენდა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 284 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 323 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ათზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცველები და არმია.  

თურქეთში ორშაბათისთვის სტამბოლში დაგეგმილი 170 ფრენა გაუქმდა

თურქეთში მოსალოდნელი დიდთოვლობის გამო, ორშაბათისთვის სტამბოლში დაგეგმილი 170 ფრენა გაუქმდა. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 284-მდე გაიზარდა როგორც ცნობილია, სტამბოლის ორ აეროპორტში გაუქმდა 170 ფრენა. ამასთან, რაც შეეხება საქართველო-თურქეთს შორის ფრენებს, სტამბოლში უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისი გაუქმდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, გაუქმებულია სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ავიაკომპანია „პეგასუსის“ ორი ავიარეისი და „თურქეთის ავიახაზების“ ორი ფრენა. მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს და სხვა რეისები გეგმურად სრულდება.  

მსურს, გამოვხატო ჩვენი თანადგომა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც თურქეთში კატასტროფის შედეგად დაზარალდა - გომელაური

მსურს, გამოვხატო ჩვენი თანადგომა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ კატასტროფის შედეგად დაზარალდა, - შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო თანაგრძნობას უცხადებს. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 284-მდე გაიზარდა საგარეო უწყება: თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შემოსულა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მზაობას გამოთქვამს, უწყება გვერდში დაუდგეს და დახმარება აღმოუჩინოს ადგილზე მომუშავე კოლეგებს სამაშველო ღონისძიებების განხორციელებაში. „ბატონო მინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მძიმე წუთებში, მსურს, გამოვხატო ჩვენი თანადგომა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ კატასტროფის შედეგად დაზარალდა. აქვე მინდა, დაგიდასტუროთ ჩვენი უწყების მზაობა, გვერდში დავუდგეთ და დახმარება აღმოვუჩინოთ ადგილზე მომუშავე ჩვენს კოლეგებს სამაშველო ღონისძიებების განხორციელებაში. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერას და ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს“, – აღნიშნავს ვახტანგ გომელაური. ძლიერი მიწისძვრა თურქეთში დღეს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის 10 პროვინციაში 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას შეადგენდა.  

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 284-მდე გაიზარდა

თურქეთში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ 284 ადამიანი დაიღუპა და 2323 დაშავდა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. მისივე თანახმად, მიწისძვრის შედეგად სულ 1710 შენობა ჩამოინგრა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (AFAD) განაცხადა, რომ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა დილის 4:17 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ პროვინციაში, კაჰრამანმარასში, პაზარჯიკის რაიონში იყო.  

მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

მიწისძვრის შედეგად, თურქეთის ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 284-მდე გაიზარდა საგარეო უწყება: თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შემოსულა „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად მხოლოდ თურქეთში 912 ადამიანი დაიღუპა და 5383 დაშავდა. მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა სირიაშიც. ვარაუდობენ, რომ გაიზრდება დაღუპულთა რიცხვი, რადგან სამძებრო-სამაშველო სამუშაო გრძელდება.  

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქაჰრამანმარასთან ახლოს იყო. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა.  

ილია მეორე ერდოღანს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო, - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 284-მდე გაიზარდა საგარეო უწყება: თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შემოსულა ილია მეორე მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. „თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს. ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას. ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა ამინ“,- აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად მხოლოდ თურქეთში 912 ადამიანი დაიღუპა და 5383 დაშავდა.  

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1000-ს გადასცდა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად მხოლოდ თურქეთში 912 ადამიანი დაიღუპა და 5383 დაშავდა. მსოფლიო ლიდერები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ანკარას დახმარებას ჰპირდებიან. მიწისძვრა თურქეთში, სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელში მილიონობით ადამიანმა იგრძნო - ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეპთან იყო. მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა სირიაშიც. ვარაუდობენ, რომ გაიზრდება დაღუპულთა რიცხვი, რადგან სამძებრო-სამაშველო სამუშაო გრძელდება. განახლება ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში 1700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია სამხრეთ თურქეთისა და ჩრდილოეთ სირიის დიდ ნაწილში ისევ მიმდინარეობს. თურქეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ მხოლოდ თურქეთში პირველი მიწისძვრის შემდეგ 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 5300-ზე მეტი დაშავდა. სირიის ხელისუფლება იტყობინება 783 დაღუპული და 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ, წერს თავის მხრივ, AFP.  

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სამაშველო ოპერაცია სამხრეთ თურქეთისა და ჩრდილოეთ სირიის დიდ ნაწილში ისევ მიმდინარეობს. ამ დროისთვის 2000-ზე მეტი ადამიანიდა დაღუპული. სირიის ხელისუფლება 810 დაღუპულისა და 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იტყობინება, წერს BBC. Anadolu-ს ცნობით, თურქეთის სამხრეთით ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 1498 ადამიანი, დაშავდა 8533. მიწისძვრა თურქეთში, სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელში მილიონობით ადამიანმა იგრძნო.  

თურქეთში საქართველოს ელჩი: დაკარგულთა სიაში დილით, 10 მოქალაქე დაგვხვდა, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ

თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ დაკარგულთა სიაში იყო 10 მოქალაქე, ახლა კი სამის კვალს ეძებენ. ელჩმა მოუწოდა თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ საელჩოს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ ადგილმდებარეობასთან და საკონტაქტო ინფორმაციასთან დაკავშირებით. „ჩვენი საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი. ბევრი არის თანადგომის, შეხსენების, ინფორმაციის გამო, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ კონკრეტულ ქალაქში ამა თუ იმ ტელეფონზე შეიძლება იყვნენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი მხრიდან ამის გადამოწმება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჩვენ ათეულობით მოქალაქესთან გვაქვს კომუნიკაცია. გამოკითხვის შემდეგ, დილით 10 მოქალაქე დაგვხვდა დაკარგულთა სიაში, აქედან, საბედნიეროდ, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ და იმედია, მათაც ვიპოვით. ამ 7 მოქალაქიდან 3 უკვე ქალაქიდან გასული იყო, 4 იყო დარჩენილი და ისინი ჯანმრთელად და კარგად არიან“, - განაცხადა ელჩმა. შეგახსენებთ, თურქეთში ძლიერ მიწისძვრას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა. სამხრეთ თურქეთში, 10 პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 1 650 ადამიანი დაიღუპა და 11 100-ზე დაშავდა.  

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია - ელჩი

თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია. თურქეთში საქართველოს ელჩი: დაკარგულთა სიაში დილით, 10 მოქალაქე დაგვხვდა, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ „ჩვენს მოქალაქეებთან შეძლებისდაგვარად კავშირი გვაქვს. ყველა დაკარგული, ვისზეც ინფორმაცია გვქონდა, რომ დაკარგულია, ვიპოვეთ. მათ შორის, ჩვენს ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ. იმ ზონაში შეღწევა ძალიან რთულია, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რამენაირად მოგვაწვდინონ ხმა, სად არიან, როგორ არიან,“ - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ. შეგახსენებთ, თურქეთში ძლიერ მიწისძვრას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა. სამხრეთ თურქეთში, 10 პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 1 650 ადამიანი დაიღუპა და 11 100-ზე დაშავდა.  

თურქეთის საელჩო: მედიის ინტერესის გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ

მედიის ინტერესის გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ. ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საელჩო პრესრელიზს ავრცელებს.  „ქაჰრამანმარაშსა და მიმდებარე რაიონებში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქების საკითხზე საერთაშორისო მედიის ინტერესის გათვალისწინებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ. მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოდან თურქეთში წასვლის მსურველმა ჟურნალისტებმა უნდა გააგზავნონ წერილი, ფოტოსურათი და პასპორტის ასლი შემდეგ ელ. მისამართზე: pressaccreditation@iletisim.gov.tr “, - აღნიშნულია საქართველოში თურქეთის საელჩოს ინფორმაციაში.  

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 4800-ს გადააჭარბა

სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 4800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქაჰრამანმარაშსა და მიმდებარე რაიონებში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად იბრძვიან. ორივე ქვეყანაში ათასობით შენობა დაინგრა. ქვეყნის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, მხოლოდ თურქეთში პირველი მიწისძვრის შემდეგ 3381-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 15000-ზე მეტი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნები, მათ შორის აშშ და სამხრეთ კორეა, თურქეთს დახმარებას უგზავნიან. თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ საქართველოდან.  

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 432-ს მიაღწია - უცხოური მედია

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 432-ს მიაღწია, დაშავებულთა ოდენობა კი, ქვეყნის ათ პროვინციაში 21 103-ს შეადგენს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ნანგრევებში მოყოლილი 8 000-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს. თურქეთს ასევე დახმარებას უწევს 65 ქვეყანა. 14 მათგანიდან კატასტროფის ზონაში უკვე ჩავიდა 3 300-მდე მაშველი. ქვეყნის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, მხოლოდ თურქეთში პირველი მიწისძვრის შემდეგ 3381-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 15000-ზე მეტი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნები, მათ შორის აშშ და სამხრეთ კორეა, თურქეთს დახმარებას უგზავნიან. თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ საქართველოდან.  

უკრაინა თურქეთს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ თურქეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ბრძანება No61/2023 სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განკარგულების თანახმად, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თურქეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უნდა უზრუნველყოს.  

ერდოღანმა მიწისძვრით დაზარალებული ქვეყნის 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრით დაზარალებული ქვეყნის 10 პროვინცია საგანგებო ზონად გამოაცხადა. ერდოღანის შეფასებით, თურქეთი არამხოლოდ თავისი ისტორიის, არამედ მსოფლიო ისტორიის უდიდესი კატასტროფის წინაშეა. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 432-ს მიაღწია, დაშავებულთა ოდენობა კი, ქვეყნის ათ პროვინციაში 21 103-ს შეადგენს.

თურქეთში, საქართველოს 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა გრძელდება - საგარეო

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს საელჩო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. საგარეო უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფლის, მათი მდგომარეობისა და საჭიროებების დადგენის მიზნით, დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან. „აღსანიშნავია, რომ სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზებისა და აეროპორტების დაზიანების გამო, შეფერხებულია გადაადგილება. აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარდა ამისა, ვითარებას ართულებს რთული მეტეოროლოგიური პირობები და განმეორებითი ბიძგები. შესაბამისად, მდგომარეობა სწრაფად იცვლება. იცვლება დაზარალებულთა და გარდაცვლილთა რიცხვიც. საელჩოს ქალაქის ნომრებზე, მოქმედ ცხელს ხაზებზე, ასევე ელჩისა და საელჩოს თანამშრომლების სოციალურ ქსელებზე, ორი დღის განმავლობაში შესულია საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების ათასზე მეტი სატელეფონო ზარი და მიმართვა. ამასთან, საელჩოს მიმართა საქართველოს ასზე მეტმა მოქალაქემ. მათ შორის, განსაკუთრებით რთული იყო 20-მდე მოქალაქის შემთხვევა. აქედან, 14 მოქალაქის ადგილსამყოფელი, ამ ეტაპზე, დადგენილია. შედგა მათთან კომუნიკაცია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება. ამ ეტაპზე დასტურდება საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალება. საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

თურქეთის ისკენდერუნის პორტში ხანძარია

თურქეთის ისკენდერუნის პორტში ხანძარი გაჩნდა, რამაც ოპერაციები შეაჩერა და აიძულა სატვირთო ლაინერები, გემები სხვა პორტებში გადაეყვანათ. მანამდე, ორშაბათს თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პორტი, რომელიც ჰათაის პროვინციაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, მიწისძვრის გამო დაზიანდა.  წამყვანი გლობალური კონტეინერების გადაზიდვის ჯგუფი AP Moller Maersk ამბობს, რომ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას მიწისძვრის ეპიცენტრის გარშემო, მათ შორის ისკენდერუნის პორტში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. მხოლოდ ჰათაის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად 1200-ზე მეტი შენობა დაინგრა.  

თურქული კლუბის „მალათიასპორის“ მეკარე ეიუპ თურქასლანი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა

თურქული პირველი ლიგის კლუბ „მალათიასპორის“ მეკარე აჰმედ ეიუპ თურქასლანი მიწისძვრის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა გაავრცელა. თურქასლანი 28 წლის იყო. „ჩვენი მეკარე ნანგრევების ქვეშ დაიღუპა. მშვიდად განისვენე, ჩვენ არასდროს დაგივიწყებთ“. თურქეთის 10 პროვინციაში 3,500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 22,000-ზე მეტი დაშავდა.  

თურქეთში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 7-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სამხრეთ თურქეთში, 10 პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 1 650 ადამიანი დაიღუპა და 11 100-ზე დაშავდა. თავის მხრივ, ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ მიწისძვრებს სულ 145 შემდგომი ბიძგები მოჰყვა და სულ 3741 შენობა ჩამოინგრა. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი 1939 წლის მიწისძვრის შემდეგ ყველაზე დიდმა სტიქიამ შეძრა. „ჩვენი დროშები დაშვებული იქნება 2023 წლის 12 თებერვალამდე, კვირამდე, მზის ჩასვლამდე, მთელ ჩვენს ქვეყანაში და უცხოურ წარმომადგენლობებში“,- ნათქვამია Twitter-ზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელით გავრცელებულ განცხადებაში. 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრა იგრძნობოდა რეგიონის რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში, მათ შორის ლიბანსა და სირიაში. მიწისძვრას მსხვერპლი სირიაშიც მოჰყვა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაზარალდა 10 ქალაქი - გაზიანთეპი, ქაჰრამანმარაში, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალატია, შანლიურფა, ადანა, დიარბაქირი და ქილისი. 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გაზიანთეპთან, ორშაბათს, გამთენიისას მოხდა, როცა ხალხს ეძინა. თურქეთში მიწისძვრას საქართველოს ორი მოქალაქეც ემსხვერპლა.  

თურქეთში სტიქიით დაზარალებულებისთვის საელჩო თბილისში ნივთებს შეაგროვებს

თურქეთში 2023 წლის 6 თებერვალს კაჰრამანმარაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად, საელჩოს კოორდინაციით მოხდება საჭირო ნივთების შეგროვება და მათი თურქეთში ტრანსპორტირება. შესაბამის ინფორმაციას საქართველოში თურქეთის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. დიპლომატიური წარმომადგენლობა მოთხოვნადი ნივთების ჩამონათვალს ავრცელებს და წერს, რომ მოხარული იქნება, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული.- ქურთუკი-პალტო- საწვიმარი-ჯამპერი- ხელთათმანი- შარფი - კაშნე- ბერეტი- წინდა- საბანი- საძილე ტომარა- საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები)- ბავშვთა კვება- ბავშვის საფენები- დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები- ქალის ჰიგიენური პაკეტები საელჩოს ცნობით, მსურველებს შეუძლიათ, დახმარება მიიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, 2023 წლის 10 თებერვალს, პარასკევს დღის ბოლომდე. 1- თურქეთის საელჩოი. ჭავჭავაძის პრ. 35, თბილისიEmbassy.tbilisi@mfa.gov.trბელიზ თურფჩუ: 511 130 198ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560 2- GÜRTİAD თავისუფლების მოედანი #4, თბილისიgurtiad@gurtiad.geმერთ იუმუშაქერი: 577 562 000 3- MÜSİADი. ჭავჭავაძის პრ. #37Musiadtbilisi@hotmail.comხათუნა: 557 505 946 4- შპს იონფაში ჯორჯია, საწყობილიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისიისა ალთუნი: 577 562 007 თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში მიწისძვრის შედეგად 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის საქართველოს ორი მოქალაქე.  

გაერო თურქეთსა და სირიას $25 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს

გაერომ თურქეთისა და სირიისთვის 25 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება დააანონსა. გაეროს სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა მედიას განუცხადა, რომ ეს დახმარება გადაუდებელ საჭიროებებს დააკმაყოფილებს. მისი თქმით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 10 პროვინციაში მცხოვრები 15 მილიონი ადამიანიდან, 1,7 მილიონზე მეტს სირიელი ლტოლვილები შეადგენენ. კატასტროფების ეროვნული სააგენტოს ცნობით, თურქეთში ორშაბათს, კაჰრამანმარას ცენტრში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5434-მდე გაიზარდა, 31000-ზე მეტი კი, დაშავდა. თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში, ჯამში დაიღუპა 7200-ზე მეტი ადამიანი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება, კვლავ გაიზარდოს.  

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 7 800-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 7 800-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. თურქეთში მაშველებმა მცირეწლოვნები ნანგრევებიდან ამოიყვანეს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, ნანგრევებიდან, ამ დრომდე, 8 000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. ბოლო მონაცემებით, სირიაში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლი 1 932-მდე გაიზარდა. სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 812 ადამიანი დაიღუპა, ამბოხებული ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ სირიის ჩრდილო-დასავლეთში კი – 1 120. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

თურქეთში, ნანგრევებში მოყოლილი საქართველოს ორი მოქალაქე ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ - ელჩი

თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, რომ საქართველოს ორი მოქალაქე, რომელიც მოყოლილია ნანგრევებში, ჯერჯერობით ვერ იპოვეს. თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 7 800-ს გადააჭარბა მისივე თქმით, გუშინ ღამის განმავლობაში ნანგრევებში საქართველოს 6 მოქალაქის ძებნა მიმდინარეობდა, რომელთაგან 4 ამოიყვანეს და ისინი თავს კარგად გრძნობენ. „გუშინ მთელი დღის განმავლობაში შემოდიოდა ზარები. ვიპოვეთ ჩვენი რამდენიმე მოქალაქე. ღამისთვის, პრაქტიკულად, 6 მოქალაქის ძიების პროცესი მიმდინარეობდა. საბედნიეროდ, 4 ვიპოვეთ. ისინი გადაყვანილები არიან დაცულ სივრცეში, ჯანმრთელად, კარგად არიან. ჩვენი 2 მოქალაქე, რომელიც მოყოლილია ნანგრევებში, ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ. სამუშაოები გრძელდება“, - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ. თურქეთში მაშველებმა მცირეწლოვნები ნანგრევებიდან ამოიყვანეს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, ნანგრევებიდან, ამ დრომდე, 8 000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

საქართველო თურქეთში დამატებით 40 მეხანძრე-მაშველს გაგზავნის

საქართველო თურქეთში დამატებით 40 მეხანძრე-მაშველს გაგზავნის. 60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ უკვე ჩავიდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მისივე ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანში მთელი ღამის გამავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ. ადგილზე მოწყობილია საველე ბანაკი და ქართველი მეხანძრე-მაშველებიადიამანის გუბერნიაში მოქმედ ოპერატიული მართვის ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციაში არიან. „60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება, ქალაქ ადიამანში, საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს. ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით. სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, ასევე, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით. ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობას პირადად უწევს კოორდინაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში მიწისძვრის შედეგად 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის საქართველოს ორი მოქალაქე.  

ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს - შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანში მთელი ღამის გამავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ. ადგილზე მოწყობილია საველე ბანაკი და ქართველი მეხანძრე-მაშველებიადიამანის გუბერნიაში მოქმედ ოპერატიული მართვის ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციაში არიან. „60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ადიამანში, საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს. ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით. სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, ასევე, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით. ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობას პირადად უწევს კოორდინაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში მიწისძვრის შედეგად 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის საქართველოს ორი მოქალაქე.  

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 200-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 200-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დაღუპულთა სავარაუდო მაჩვენებელი, ჯამში, 20 000-მდე იქნება. ცნობისთვის, 1999 წელს თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას 17,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

საქართველომ თურქეთში დამატებით 40 მეხანძრე-მაშველი გაგზავნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობენ, კიდევ 40 ქართველი მეხანძრე-მაშველი შეუერთდება.   შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამატებითი ჯგუფი საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში უკვე გაემგზავრა.   მაშველები ქალაქ ადიამანში მყოფ ქართველი მაშველების იმ ჯგუფს შეუერთდებიან, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სამაშველო ღონისძიებას და ერთი ადამიანი გადაარჩინეს. ქართველი მაშველები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თეიმურაზ მღებრიშვილმა და საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა - ალი ქაან ორბაიმ გააცილეს.   შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 200-ს გადააჭარბა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ქაჰრამანმარაშში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქაჰრამანმარაში პროვინციაში იმყოფება, რომელიც დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ძლიერ დაზარალდა. მისი თქმით, თურქეთმა მთელი თავისი ინსტიტუტებითა და რესურსებით მიიღო ზომები სამხრეთ პროვინციებში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად, რომელიც ასევე იგრძნობოდა ახლომდებარე ქვეყნებში, მათ შორის სირიასა და ლიბანში, სულ მცირე 8,574 ადამიანი დაიღუპა და 49,133 დაშავდა. მანვე აღნიშნა, რომ სულ 6444 შენობა ჩამოინგრა. „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები თავშესაფრის გარეშე დარჩნენ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ შვიდდღიანი გლოვაა გამოცხადებული.   

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქეების რიცხვი 3-მდე გაიზარდა. საგარეო უწყების ცნობით, გარდაცვლილი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია და ოჯახის წევრების მხრიდან შესაბამისი პროცედურები ხორციელდება. „სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი. მათივე ინფორმაციით გარდაცვლილი გახლავთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების მხრიდან ხორციელდება შესაბამისი პროცედურები”, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს სირიასა და თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, სტიქიას თურქეთში საქართველოს 3 მოქალაქე შეეწირა.  

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მისივე ცნობით, გარდაცვალების შესახებ საელჩოს თვითმხილველმა აცნობა. „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის ქ. ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის - ო.ც. გარდაცვალების შესახებ თვითმხილველმა აცნობა. თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ცხელი ხაზი მოქმედებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში. თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა

„თბილისი თქვენ გვერდითაა!“,- თურქი ხალხისადმი მხარდაჭერისა და თანადგომის ნიშნად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ინფორმაცია და შესაბამისი ფოტო თბილისის მერიამ გაავრცელა. თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ქართველი მაშველებიც მონაწილეობენ, კვლავ გრძელდება.  

თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთათვის საქართველოს პარლამენტი ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნის

თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად, პარლამენტი საქველმოქმედო აქციას იწყებს“, - შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა. „ყველა დეპუტატს მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ საქველმოქმედო აქციაში. მე უკვე მივმართე ხაზინადართა საბჭოს, რომ დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა ამ საქველმოქმედო აქციას მოხმარდეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. საქართველოს პარლამენტში გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზეც დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები შეაგროვებენ დაზარალებულებისთვის ფინანსურ დახმარებას და მომზადდება შესაბამისი ჰუმანიტარული ტვირთი. დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები თურქეთის რესპუბლიკაში უახლოეს მომავალში გაიგზავნება. თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ქართველი მაშველებიც მონაწილეობენ, კვლავ გრძელდება.  

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი სირიასთან დამატებით ორი სასაზღვრო გასასვლელის გახსნას გეგმავს

თურქეთი სირიასთან დამატებით ორი სასაზღვრო გასასვლელის გახსნაზე მუშაობს, რომ სტიქიით დაზარალებულ მეზობელ ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა შესაძლებელი გახდეს. შესაბამისი განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ამ მხრივ სირთულეს იწვევს სირიის მხარეს სასაზღვრო პუნქტამდე მისასვლელი გზის დაზიანება. „არსებობს გარკვეული სირთულეები თურქეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების [სირიაში მიღწევაში] კუთხით. ამ მიზეზით, მიმდინარეობს ძალისხმევა კიდევ ორი სასაზღვრო პუნქტის გასახსნელად“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ბოლო ინფორმაციით, ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა თურქეთში 9 000-ს გადასცდა. სირიაში დაღუპულთა რაოდენობა კი, 3 000-ს აღწევს.  

სომხეთმა თურქეთში მაშველები გაგზავნა

სომხეთმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქეთსა და სირიაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში დასახმარებლად, 56 მაშველი გაგზავნა. ამის შესახებ ოთხშაბათს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. უწყების ცნობით, მაშველებიდან 27 თურქეთშია გაგზავნილი, 29 კი, სირიაში. ამასთან, სომხური მედიის ცნობით, მიწისძვრით დაზარალებულ სირიაში, ერევანი 30 ტონაზე მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის. თურქეთში, სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფი უკვე ჩავიდა და სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო. სამშაბათს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას, თურქ ხალხს სამძიმარი და მხარდაჭერა გამოუცხადა.  ბოლო ინფორმაციით, ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა თურქეთში 9 000-ს გადასცდა. სირიაში დაღუპულთა რაოდენობა კი, 3 000-ს აღწევს.  

თურქეთში მაშველებმა მცირეწლოვნები ნანგრევებიდან ამოიყვანეს

თურქეთში 7-სართულიანი შენობის ნანგრევებიდან 6 წლის ბიჭი გამოიყვანეს. დედის პოვნის მიზნით, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ეიმენი ჰატაიში, 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად დაზარალებული 10 პროვინციიდან ერთ-ერთში, სტამბოლის ბაჰჩელიევერის მუნიციპალიტეტის გუნდებმა გადაარჩინეს. გადარჩენილთა შორისაა 35 წლის ფილიზ აბარი, რომელიც გაზიანთეპში, ერთ-ერთ პროვინციაში, ექვსსართულიანი შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ეს პროვინცია მძიმედ დაზარალდა 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრების შედეგად. ქალმა ნანგრევებში 34 საათი გაატარა. 33 საათი ეძებდნენ 4 წლის გოგონას, რომელიც ნანგრევებიდან ასევე ცოცხალი ამოიყვანეს. გულ ინალი ჰათაის პროვინციაში, სამსართულიანი შენობის პირველ სართულის ნანგრევებში იპოვეს. სამხრეთ თურქეთში მიწისძვრიდან 33 საათის შემდეგ, მაშველებმა დედა და მისი ორი ქალიშვილი ასევე ცოცხლად ამოიყვანეს შენობის ნანგრევებიდან. სამაშველო ოპერაცია ჰაითის პროვინციაში ჩატარდა. სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაყვანისას ერთ-ერთ ქალიშვილს გული გაუჩერდა, მაგრამ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მისი გადარჩენა შეძლო. ბოლო ინფორმაციით, კაჰრამანმარაშში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4544-მდე გაიზარდა, ათასობით დაშავდა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში 12 391 ადამიანია დაღუპული

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 15 000-ს გადააჭარბა. აქედან მხოლოდ თურქეთში დაღუპულია 12 391 ადამიანი. დაშავებულია 63 000-მდე პირი. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა ორივე ქვეყანაში კიდევ გაიზრდება და შესაძლოა გაორმაგდეს, რადგან ასობით ჩამონგრეული შენობიდან ადამიანების ნაწილის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

თურქეთის ელჩი: საქართველო ერთ-ერთ პირველი იყო, რომელმაც დახმარებაზე თხოვნას სწრაფად უპასუხა

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარებაზე თურქეთის თხოვნას გამოეხმაურა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ორგანიზება განახორციელა. შესაბამისი განცხადება საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალი ქაან ორბაიმ გააკეთა. „ჩვენი მეზობელი, ძველი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, მოძმე საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარებაზე ჩვენს თხოვნას გამოეხმაურა. იმავე დღეს, როდესაც მიწისძვრა მოხდა, რამდენიმე საათში საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ორგანიზება განახორციელა. როგორც მაცნობეს, მათ უკვე გადაარჩინეს ადამიანი, 21 წლის ახალგაზრდა ქალი და მათი იქ ყოფნა იმედის სხივია ხალხისთვის ადიამანში“, – აღნიშნა თურქეთის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

თურქეთში დაღუპული სამი მოქალაქიდან ერთის საქართველოში გადმოსვენება უკვე მოხერხდა - ელჩი

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ თურქეთში დაღუპული სამი მოქალაქიდან ერთის საქართველოში გადმოსვენება უკვე მოხერხდა. „დაკარგულებიდან საძიებლად მარტო ორი კაცი დაგვრჩა. იმ შენობიდან, სადაც გვეგულება ჩვენი მოქალაქე, უკვე რამდენიმე მიცვალებული ამოიყვანეს, ველოდებით სამაშველო ოპერაციის მსვლელობას. ერთი ინფორმაცია ის არის, რომ ჩვენი სამი გარდაცვლილი მოქალაქიდან ერთი, რომელიც პროზექტურაში იყო, უკვე გადასვენებულია საქართველოში. ოჯახმა უკვე იცის. ასევე, ახლა ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იმ კონკრეტული რეგიონიდან უნდათ, რომ ვიცოდეთ მათი ადგილსამყოფელი, სია გვქონდეს და შესაძლებლობებით, რაც გაგვაჩნია, დახმარება გავუწიოთ მათ, რეგიონის დატოვების მიზნით“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან, კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

თურქეთში, ქალაქ ადიამანში რამდენიმე საათიანი უწყვეტი და რთული სამაშველო ღონისძიების შემდეგ, ქართველმა მეხანძრე -მაშველებმა ნანგრევებიდან, კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 40 მეხანძრე-მაშველი თურქეთის რესპუბლიკაში უკვე ჩავიდა. ქართველი მეხანძრე-მაშველები ძირითად ჯგუფს ქალაქ ადიამანში შეუერთდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. „ქართული სამაშველო ჯგუფების ეფექტიანი მოქმედებისათვის ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თურქეთში დაუყივნებლივ ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში. ქალაქ ადიამანში 100 ქართველი მეხანძრე-მაშველი სრული სამაშველო აღჭურვილობით სამაშველო ღონისძიებას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18 342-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18 342-მდე გაიზარდა. ქვეყნის საგანგებო სამსაუხრის ინფორმაციით, დაშავებულია 74 242 ადამიანი. მედიის ცნობით, თურქეთის სამხრეთ რეგიონებიდან, სტიქიის ზონიდან 75 780 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

ქართველი მაშველები თურქეთში სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ - შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ინტენსიური და რთული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ქართველ მეხანძრე-მაშველების მიერ ნანგრევებში მოყოლილი სამი ადამიანია გადარჩენილი, მათ შორის ნანგრევებში მოყოლილი ერთი მოქალაქე მაშველმა ძაღლმა აღმოაჩინა. ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანაა ნანგრევებში მოყოლილი ცოცხალი მოქალაქეების შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირება. ამასთანავე, ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან მუდმივ კოორდინაციაში. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართული სამაშველო ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალქე გარდაცვლილი იპოვეს - საგარეო უწყება

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალქე გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქ. ისქენდერუნში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალქე მ.შ. თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

საქართველომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ლარი გამოყო

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით 1 მილიონი ლარი გამოიყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან არის გამოყოფილი. „საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი მილიონი ლარი გამოეყო. განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, გამოყოფილი თანხა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას მოხმარდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

დღეს საქართველოდან თურქეთში ხუთი სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება - თურქეთის ელჩი

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ალი ქაან ორბაი აცხადებს, რომ საქართველოდან თურქეთში დღეს ხუთი სატვირთო მანქანით ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება. ვალდებული ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ თურქეთს - გომელაური „დღეს საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერის დასატოვებლად იყვნენ საქარათველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მათ პირადად მითხრეს იმ ფინანსური დახმარების შესახებ, რომლის მობილიზებასაც საქართველო ახორციელებს, როგორც თურქეთის ნამდვილი მეგობარი. საქართველოს ოფიციალურ დახმარებასთან ერთად, ჩემ უკან არის სატვირთოები და ეს დახმარება ორგანიზებულია საქართველოში თურქეთის ბიზნესსაზოგადოების მიერ. ეს აჩვენებს ჩვენი ქართველი ძმებისა და დების, აქ მყოფი თურქული საზოგადოების გულუხვობას", - აცხადებს თურქეთის ელჩი. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

ვალდებული ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ თურქეთს - გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, თურქეთის საელჩოში სამძიმრის წერილის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო თურქეთს გვერდით უნდა დაუდგეს. როგორც გომელაურმა აღნიშნა, მეგობრები ვალდებული ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ თურქეთს. „ძალიან დიდი უბედურება მოხდა. დილითვე, ბატონი პრემიერისგან მივიღეთ ჩვენ დავალება. თქვენ იცით, რომ ჩვენი მაშველები ადგილზე არიან, იმ ეპიცენტრში, სადაც უმძიმესი ვითარებაა და მოხდა დილითვე მობილიზება ჩვენი მაშველების. 60 ადამიანი იქნა თავისი აღჭურვილობით გაგზავნილი თურქეთში, მეორე დღეს 40 ადამიანი დაემატა და დღეს ჩვენი 100 მაშველია. ადგილზე მუშაობენ. სამი გადაარჩინეს, ცოცხალი ამოიყვანეს ნანგრევებიდან, 21 დაღუპული იყო. ახლაც მუშაობენ. მაქსიმალურად ბოლომდე ვიქნებით მათ გვერდით, სანამ საჭირო იქნება ჩვენი დახმარება. ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც საქართველოში რაღაც გვიჭირს, ეს არის ხანძრები, თუნდაც ბათუმის ტრაგედია, არა ჩვენი თხოვნით, არამედ პირველი თვითონვე რეკავენ, გვთავაზობენ დახმარებას და პირველები მოდიან დასახმარებლად. აქედან გამომდინარე, ჩვენ, მეგობრები ვალდებულები ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ ბოლომდე, სანამ საჭირო იქნება“, – განაცხადა გომელაურმა. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

NATO-ს თურქეთში მიწისძვრით შედეგად დაზარალებულთათავის თავშესაფარს უზრუნველყოფს

NATO-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთში მიწისძვრით შედეგად დაზარალებულთათავის სრულად აღჭურვილი თავშესაფარი განათავსონ. შესაბამისი ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზე განთავსდა. NATO მტკიცედ დგას ჩვენს მოკავშირე თურქეთთან და ამ თავშესაფრების განლაგება ხელს შეუწყობს სიცოცხლის გადარჩენას. NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები არსებით მხარდაჭერას უწევენ დახმარებას და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, გაჭირვებულთა დასახმარებლად“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.  

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 22 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 22 000-ს გადააჭარბა. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარასკევს თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 18 991-მდე გაიზარდა, დაშავებულია მინიმუმ 75 523 ადამიანი. სირიაში სულ მცირე 3 384 ადამიანი დაიღუპა და 5 245 დაშავდა. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

ANADOLU: თურქეთში მიწისძვრიდან 108 საათის შემდეგ, 41 წლის ქალი და მისი სამი შვილი ნანგრევებიდან ამოიყვანეს

„თურქეთში მიწისძვრებიდან 100 საათზე მეტი ხნის შემდეგ გამოჰყავთ ცოცხალი ადამიანები“ - შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. მისივე თანახმად, ქალი გადაარჩინეს გაზიანთეპის პროვინციაში, ნიზიპის რაიონში, ორშაბათს რეგიონში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრიდან 107 საათის შემდეგ. ორი საათით ადრე ამავე შენობაში ნამსხვრევებიდან ამოიყვანეს ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. თოთხმეტი წლის ფატმა, სირიელი წარმოშობის თინეიჯერი გოგონა, მიწისძვრიდან 104 საათის შემდეგ კაჰრამანმარაშში ნანგრევებიდან გამოიყვანეს. ასევე კაჰრამანმარაშში, სადაც ორივე მიწისძვრის ეპიცენტრი იყო, 38 წლის კაცი ნანგრევებიდან 105 საათის შემდეგ ამოიყვანეს. ნანგრევებში 108 საათის განმავლობაში იყო სირიელი ნეციპ ნაბუა, რომელიც ასევე ცოცხალი გამოიყვანეს იმავე პროვინციაში ხუთსაათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად. კაჰრამანმარაშში მაშველებმა 35 წლის ალი იბრაჰიმი სტიქიიდან 103 საათის შემდეგ ასევე ცოცხალი იპოვეს. კიდევ ორი ადამიანი გადაარჩინეს ჰათაის პროვინციაში ნანგრევების ქვეშ 107 საათის გატარების შემდეგ. ოთხი საათით ადრე იმავე შენობიდან ექვსი ადამიანი გამოიყვანეს. მეხანძრე-მაშველებმა ჰათაიში 108 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ამოიყვანეს 41 წლის დედა ნესლიჰან კარადენიზი და მისი შვილები 21 წლის ფატმა, 15 წლის მუნირე და 7 წლის რამაზანი. თურქეთში მომხდარი მიწისძვრის 105-ე საათში, პატარა ბიჭი და მისი შვიდი წლის ძმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს კაჰრამანმარაშის პროვინციაში. 104 საათის შემდეგ 60 წლის ეიუპ აკი ასევე ცოცხალი გამოიყვანეს ადიამანის პროვინციაში, დანგრეული შენობიდან. პარასკევს ასევე გადაარჩინეს 66 წლის მურატ ვურალი, გაზიანთეპის პროვინციაში, ისლაჰიეს რაიონში, პირველი ორი ძლიერი მიწისძვრიდან 103 საათის შემდეგ. ეკიპაჟმა ზონგულდაკის პროვინციიდან ასევე გადაარჩინა დედა, იჰლას აიაზი და მისი ვაჟი იგიტი. ამასთან, კაჰრამანმარაშში, აზერბაიჯანელმა მაშველებმა 15 წლის გოგონა გადაარჩინეს. თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 19 000-ს გადასცდა.  

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 23 000-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 23 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, ამ მომენტისთვის მიწისძვრას, სულ მცირე, 20 213 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 75 523 - დაშავდა. ბოლო მონაცემებით, სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 384-ს მიაღწია. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის საელჩოს გადაეცა

საქართველოს პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს გადაეცა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გაიგზავნა. ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა ქველმოქმედებისთვის თანხა სპეციალურად გახსნილ სახაზინო ანგარიშზე შეაგროვეს. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის დეკემბერში არასაპატიო გაცდენების გამო, დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა, ასევე საქველმოქმედო აქციას მოხმარდა. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: მიწისძვრით დაზარალებულებისთვის თურქეთში ჰუმანიტარული ტვირთი ორშაბათს, ან სამშაბათს გაიგზავნება, ამ მიზნით ჩვენ 1 მლნ ლარი გამოვყავით

დავავალე შესაბამის უწყებებს და დაიწყეს მზადება სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად, რომელიც ორშაბათს-სამშაბათს გაიგზავნება თურქეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დაბა ბაკურიანში განუცხადა. „დაავალე შესაბამის უწყებებს და დაიწყეს მზადება სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად, რომელიც ორშაბათს-სამშაბათს გაიგზავნება თურქეთში. ამ მიზნით ჩვენ ერთი მილიონი ლარი გამოვყავით. მთავრობის გარდა ძალიან ბევრი კერძო სექტორიცაა მობილიზებული, ჩართული; პარლამენტი, სხვა უწყებები და ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ ჩვენ თურქ ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 24 600-ს გადააჭარბა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 24600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. 10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ მუშაობას 32,071 სამძებრო-სამაშველო ჯგუფი აგრძელებს. მისივე თქმით, პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს დავალებით, სამხრეთ-აღმოსავლეთში მიწისძვრებით დაზარალებულ 10 პროვინციაში შექმნა დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტები. მან აღნიშნა, რომ 131 ეჭვმიტანილის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა - ერთი დააკავეს, 113-ზე კი დაკავების ორდერი გაიცა. დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში 6 თებერვალს მოხდა. სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის „თეთრი ჩაფხუტების“ ცნობით, სირიაში დაღუპულთა დადასტურებული საერთო რაოდენობა 3,575-ია, მათ შორის 2,167 სტიქიამ მსხვერპლი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გამოიწვია.  

მიწისძვრიდან 140 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 7 თვის ჩვილი ამოიყვანეს

თურქეთში, ჰათაიში, ნიზიპის რაიონში, დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ გოგო ნანგრევებიდან გამოიყვანეს. გარდა ამისა, Anadolu-ს ცნობით, მიწისძვრიდან 140 საათის შემდეგ მაშველებმა 7 თვის ჩვილი ამოიყვანეს ნანგრევებიდან. დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში 6 თებერვალს მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის სიდდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, კიდევ მოხდა 7,6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა და ეპიცენტრი კვლავ კაჰრამანმარაში იყო.  

მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, თურქეთში მაშველებმა 7 წლის ბიჭი გადაარჩინეს

თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, ადიიამანის პროვინციაში მაშველებმა 7 წლის ბიჭი გადაარჩინეს. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ სულ მცირე 24,617 ადამიანი დაიღუპა ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელიც სამხრეთ თურქეთში ამ კვირის დასაწყისში მოხდა. ოქტაის თქმით, 32,071 სამძებრო-სამაშველო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას.  

მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან დები ამოიყვანეს

მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ორი და ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ადიამანის პროვინციაში ჩატარდა. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. სულ მცირე 24,617 ადამიანი დაიღუპა ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელიც სამხრეთ თურქეთში ამ კვირის დასაწყისში მოხდა.  

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ჩავიდა

NATO-ს წევრ ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მეტოქეობის მიუხედავად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარდაჭერის ნიშნად, თურქეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Alarabiya ავრცელებს. ნიკოს დენდიასი მის თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.  ორი მინისტრი ანტაკიაში გაემგზავრა, სადაც ბერძენი მაშველები თურქ კოლეგებს სამძებრო ოპერაციაში ეხმარებიან. საბერძნეთი იყო ევროპის პირველ ქვეყნებს შორის, რომელმაც მიწისძვრიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაგზავნა მაშველები და ჰუმანიტარული დახმარება თურქეთში. გაეცანით Europetim-ის სტატიას საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში

მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 85 წლის ქალი გამოიყვანეს

მიწისძვრებიდან 152 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 85 წლის ქალი გამოიყვანეს. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. სამაშველო ოპერაცია თურქეთის ჰათაის პროვინციაში ჩატარდა.  სულ მცირე 24,617 ადამიანი დაიღუპა ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელიც სამხრეთ თურქეთში ამ კვირის დასაწყისში მოხდა.  

ერდოღანი: 6 თებერვლის მიწისძვრები თურქეთში 3-ჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე 1999 წლის

ორშაბათის მიწისძვრები თურქეთში 3-ჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე 1999 წლის ძლიერი მიწისძვრა, ამბობს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მადლობას უხდის ყველა მეგობრულ ქვეყანას, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ თურქეთს. „ამჟამად 10 პროვინციაში 160 000 თანამშრომელი მუშაობს საზღვარგარეთიდან ჩამოსული გუნდების ჩათვლით“, - განაცხადა ერდოღანმა, რომელიც ასევე შეხვდა დიარბაქირსა და შანლიურფაში მიწისძვრით დაზარალებულებს. სულ მცირე 24,617 ადამიანი დაიღუპა ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელიც სამხრეთ თურქეთში ამ კვირის დასაწყისში მოხდა. მიწისძვრა ქალაქ იზმითში, თურქეთში 1999 წლის 17 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 03:01 საათზე (UTC+03:00) მოხდა. შედეგად, დაახლოებით 18 000 ადამიანი დაიღუპა.  

თურქეთში 113 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა

თურქეთის ოფიციალური პირების განაცხადებით, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრისას ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით, 113 პირის დაპატიმრების ორდერი გაიცა. თურქეთის პოლიციამ უკვე დააკავა სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის არიან სამშენებლო კონტრაქტორები. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ პროკურატურამ, სამხრეთ-აღმოსავლეთში მიწისძვრებით დაზარალებულ 10 პროვინციაში დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტები შექმნა. მან აღნიშნა, რომ 131 ეჭვმიტანილის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა - ერთი დააკავეს, 113-ზე კი, დაკავების ორდერი გაიცა. დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში 6 თებერვალს მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის სიდდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, კიდევ მოხდა 7,6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა და ეპიცენტრი კვლავ კაჰრამანმარაში იყო.  

თურქეთში დაღუპული 5 მოქალაქიდან, სამი უკვე გადასვენებულია საქართველოში - ელჩი

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანღავას განცხადებით, ამ დროისთვის დადასტურებულია საქართველოს 5 მოქალაქის გარდაცვალება, ერთს კი ისევ ეძებენ. "დადასტურა 5 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, სამი უკვე გადასვენებულია საქართველოში და დანარჩენზე მუშაობს საელჩოს საკონსულო სამსახური, რა თქმა უნდა, მათაც გადაასვენებენ საქართველოში", - თქვა ელჩმა, გიორგი ჯანღავამ. ცნობისთვის, თურქეთში მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 29 605 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი - 4 574.  

მიწისძვრიდან 182 საათის შემდეგ, თურქეთში მაშველებმა 12 წლის მოზარდი გადაარჩინეს

თურქეთის სამხრეთ ჰათაის პროვინციაში, ანტაკიის რაიონში, მიწისძვრებიდან 182 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 12 წლის ბავშვი ამოიყვანეს. შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 35 000-ს გადააჭარბა.  

თურქეთში, მიწისძვრიდან 181 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ძმები გამოიყვანეს

თურქეთის სამხრეთ ჰათაის პროვინციაში, ანტაკიის რაიონში ორი ძმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს. წარმატებული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დამანგრეველი მიწისძვრიდან 181 საათის შემდეგ ჩატარდა. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. სააგენტო სხვა დეტალებს არ ავრცელებს. თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 35 000-ს გადააჭარბა.  

გაერო: სირიაში დაზარალებულების დასახმარებლად, კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნება

სირიაში დაზარალებულების დასახმარებლად, კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნება - ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს. "ეს ბევრ რამეს შეცვლის. ჩვენ ამჟამად, მხოლოდ ერთ სასაზღვრო კორიდორს ვიყენებდით", - უთხრა BBC-ს გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ანტონიო გუტერეშმა. ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 35 000-ს გადააჭარბა.  

საქართველოს მთავრობამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

საქართველოს მთავრობამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, ერთი მლნ ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო. სამინისტროს ინფორმაციით, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, უნიფორმებს, თბილ ტანსაცმელს, კარვებს, გენერატორებს, საძილე ტომრებს, მშრალ კვებას, კონსერვებსა და სხვა საგნებს მოიცავს. ტვირთის ნაწილის მობილიზება თავდაცვის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მოხდა.  

ერდოღანი: თურქეთმა სოლიდარობის გზავნილები 100-ზე მეტი ქვეყნიდან მიიღო, არასოდეს დავივიწყებთ ამ მეგობრობას

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა სოლიდარობის გზავნილები 100-ზე მეტი ქვეყნიდან მიიღო. დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მსოფლიო მთავრობის სამიტზე ვიდეომიმართვისას თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მაშველთა ჯგუფებმა მიწისძვრის ნანგრევებიდან 8000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანი გამოიყვანეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად დაშავებული 81 000-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოდან გაწერეს. „თურქეთი ერთ-ერთი უდიდესი სტიქიური უბედურების წინაშეა არამხოლოდ თავის ისტორიაში, არამედ კაცობრიობის ისტორიაში. არასოდეს დავივიწყებთ მეგობრობას, რომელიც თქვენ აჩვენეთ ამ ბნელ დღეს", - განაცხადა ერდოღანმა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში 31600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 3600-ს მიაღწია.  

მაშველებმა თურქეთში, მიწისძვრიდან დაახლოებით, 198 საათის შემდეგ, ახალგაზრდა კაცი ამოიყვანეს

მაშველებმა თურქეთის სამხრეთ ნაწილში, შენობის ნანგრევებიდან, მიწისძვრიდან დაახლოებით, 198 საათის შემდეგ, ახალგაზრდა კაცი ამოიყვანეს. მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 85 წლის ქალი გამოიყვანეს 18 წლის მუჰამედ კაფერი ნანგრევებიდან ადიამანის პროვინციაში ამოიყვანეს. მედიის ინფორმაციით, მუჰამედ კაფერი მესამე ცოცხალი ადამიანია, რომელიც მაშველებმა სამშაბათს ნანგრევებში ნახეს. მანამდე მათ ქაჰრამანმარაშის პროვინციაში ნანგრევებიდან ორი ძმა, 17 და 21 წლის ახალგაზრდები ამოიყვანეს. ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 35 000-ს გადააჭარბა.  

ერდოღანის თქმით, თურქეთში მიწისძვრის შემდეგ, მაშველებმა 8000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მაშველთა ჯგუფებმა მიწისძვრის ნანგრევებიდან 8000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანი გამოიყვანეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად დაშავებული 81 000-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოდან გაწერეს. „თურქეთი ერთ-ერთი უდიდესი სტიქიური უბედურების წინაშეა არამხოლოდ თავის ისტორიაში, არამედ კაცობრიობის ისტორიაში. არასოდეს დავივიწყებთ მეგობრობას, რომელიც თქვენ აჩვენეთ ამ ბნელ დღეს", - განაცხადა ერდოღანმა. დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მსოფლიო მთავრობის სამიტზე ვიდეომიმართვისას თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ თურქეთმა სოლიდარობის გზავნილები 100-ზე მეტი ქვეყნიდან მიიღო. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში 31600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 3600-ს მიაღწია.  

თურქი მაშველები ამბობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ხმები კვლავ ისმის - CNN

თურქეთის სამაშველო ჯგუფები აცხადებენ, რომ 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგაც ესმით ხმები ნანგრევებიდან, რაც უფრო მეტი ადამიანის გადარჩენის იმედს აჩენს. ამის შესახებ სტატია CNN-მა მოამზადა. კაჰრამანმარაშის რეგიონში მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 18 წლის ბიჭი და ასევე, კაცი - ერთი დღის შემდეგ, რაც მათ 10 წლის გოგო გადაარჩინეს. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში 31600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 3600-ს მიაღწია. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 9200-ზე მეტი უცხოელი პერსონალი მონაწილეობს ქვეყნის სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში, ხოლო 100-მა ქვეყანამ შესთავაზა დახმარება ანკარას.

ჯანმო: თურქეთში მომხდარი მიწისძვრა საუკუნის ყველაზე საშინელი ბუნებრივი კატასტროფაა ევროპაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გასულ კვირას მომხდარი ძლიერი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი თურქეთში იყო, ბოლო 100 წლის განმავლობაში, ევროპის რეგიონში, ყველაზე საშინელი სტიქიური უბედურება იყო. 6 თებერვალს 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრამ, რასაც მოჰყვა დიდი ბიძგები, 35000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია თურქეთსა და სირიაში. „ჩვენ ვხედავთ ყველაზე საშინელ სტიქიას WHO-ს ევროპის რეგიონში საუკუნის განმავლობაში და ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ მის მასშტაბებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ პრესკონფერენციაზე.  

85 მეხანძრე-მაშველი როტაციის მიზნით თურქეთში გაემგზავრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 85 მეხანძრე-მაშველი, როტაციის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში გაემგზავრა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური ავრცელებს. ქართველი მეხანძრე-მაშველების ახალი ჯგუფი იმ მეხანძრე-მაშველებს ჩაანაცვლებს, რომლებიც ამ დრომდე ახორციელებდნენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს. მუშაობას განაგრძობენ ადგილზე მოქმედი შტაბის ხელმძღვანელები და სპეციალიზებული მაშველები. ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს. ადგილზე მოწყობილი საველე შტაბი ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან კოორდინაციით მუშაობს. ქართველი მაშველების ახალი ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით. სამაშველო ჯგუფი, ასევე აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით. ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს ეწვევა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქეთში 15 თებერვალს გაემგზავრება, იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მინისტრი სომხეთის სამაშველო ჯგუფს შეხვდება, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ ქალაქ ადიამანში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აწარმოებს. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ შეხვედრას გამართავენ. სომხეთმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქეთსა და სირიაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში დასახმარებლად, 56 მაშველი გაგზავნა. ამის შესახებ ოთხშაბათს, 9 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. უწყების ცნობით, მაშველებიდან 27 თურქეთშია გაგზავნილი, 29 კი, სირიაში.  სამხრეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 35 410 ადამიანი დაიღუპა. 10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაშიც, სადაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას. საერთო ჯამში, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს.  

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ჩავიდა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში არარატ მირზოიანი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. სომხური დელეგაციის ვიზიტის მიზანია, ხაზი გაუსვას ერევნის მხარდაჭერას თურქეთისადმი, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის ფონზე. თურქეთის სამხრეთით მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 35 418 ადამიანი ემსხვერპლა. 10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაშიც, სადაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას. საერთო ჯამში, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს.  

მოხალისეებმა თურქეთში, ჰათაის პროვინციაში 300-ზე მეტი ცხოველი გადაარჩინეს

გასული კვირის დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, სამხრეთ თურქეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაო გრძელდება. კატასტროფის ჯგუფმა მრავალი ცხოველი გადაარჩინა. ჰათაიში, იმ 10 პროვინციიდან ერთ-ერთში, რომელიც ძლიერ დაზარალდა მიწისძვრებით, მოხალისეებმა 300-ზე მეტი ცხოველი გადაარჩინეს. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. 6 თებერვალს სამხრეთ თურქეთში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 35,400-ზე მეტი ადამიანი და დაშავდა 81,000-ზე მეტი. ქვეყნის კატასტროფების სააგენტოს AFAD-ის ცნობით. 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები, რომლის ეპიცენტრი კაჰრამანმარაშის პროვინციაში იყო, თურქეთის 10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა.  

მირზოიანი: სომხეთი დაინტერესებულია თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით

„ჩვენი სახმელეთო საზღვარი 35 წლის შემდეგ გაიხსნა. ეს სიმბოლური ნაბიჯია“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთობლივ ბრიფინგზე. მისი თქმით, სომხეთი დაინტერესებულია სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით. „ჩვენ დაინტერესებული ვართ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით“, - აღნიშნა მირზოიანმა.  

ჩავუშოღლუ: სომხეთმა მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა ამ რთულ დროს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთმა თურქეთს „მეგობრობის ხელი“ გაუწოდა დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ. ჩავუშოღლუს თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის ვიზიტი თურქეთში საშინელი მიწისძვრების შემდეგ მნიშვნელოვანია. ამ ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. „სომხეთმა მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა ამ რთულ დროს და აჩვენა სოლიდარობა და თანამშრომლობა“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ თავის სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, დედაქალაქ ანკარაში. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში ნორმალიზაციის პროცესი გრძელდება: „სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაცია ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობას“. ჩავუშოღლუს თქმით, დღის წესრიგში დგას სომხეთთან სახმელეთო მარშრუტების გახსნის საკითხი: „დღეს ჩვენც ვისაუბრეთ ამაზე“. შეგახსენებთ, სომხეთმა 28-კაციანი სამძებრო-სამაშველო ჯგუფი გაგზავნა თურქეთში მიწისძვრების შემდეგ.  „მათ გაგზავნეს 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება და განაცხადეს, რომ დამატებით დახმარებას გაგზავნიდნენ“, -  განაცხადა ჩავუშოღლუმ. მირზოიანმა, თავის მხრივ, ამ რთულ დროს მშვიდობის დამყარებისთვის სომხეთის მზადყოფნა დააფიქსირა. სომეხი უმაღლესი დიპლომატი, სავარაუდოდ, მოგვიანებით ეწვევა ადიამანს, სადაც მისი ქვეყნიდან სამძებრო-სამაშველო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას.  

იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეწვევა

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 15-16 თებერვალს თურქეთს ეწვევა. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, სტოლტენნბერგი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოგანს და საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს ანკარაში შეხვდება. სტოლტენბერგი ასევე მოინახულებს დამანგრეველი მიწისძვრებით დაზარალებულ რაიონებს.  

აზერბაიჯანმა თურქეთში 20 თანამედროვე მობილური სახლი გაგზავნა

აზერბაიჯანმა დღეს თურქეთში 20 თანამედროვე მობილური სახლი გაგზავნა. Report-ის თანახმად, ამ კვირის ბოლომდე ძმურ ქვეყანაში კიდევ 90 თანამედროვე მოდულური სახლი გაიგზავნება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამ ერთ და ოროთახიან მოდულურ სახლებს ყველა პირობა აქვს 10-დან 12-მდე ადამიანის განსათავსებლად. სამხრეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 35 410 ადამიანი დაიღუპა. 10 პროვინციაში დაზარალდა 13 მილიონზე მეტი ადამიანი.  

თურქეთში მიწისძვრიდან 205 საათის შემდეგ, 35 წლის ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს

თურქეთში, კაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრიდან 205 საათის შემდეგ, 35 წლის ქალი ნანგრევებიდან გამოიყვანეს, იტყობინება თურქული სააგენტო Anadolu. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, სამხრეთ ჰათაის პროვინციაში, ანტაკიის რაიონში, დამანგრეველი მიწისძვრიდან 209 საათის შემდეგ, წყვილი ამოიყვანეს ნანგრევებიდან. სამხრეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 35 410 ადამიანი დაიღუპა. 10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაშიც, სადაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას. საერთო ჯამში, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს.    

თურქეთში მიწისძვრიდან 212 საათის შემდეგ, 77 წლის ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს

სამხრეთ-აღმოსავლეთ ადიამანის პროვინციაში დამანგრეველი მიწისძვრებიდან 212 საათის შემდეგ, 77 წლის ქალი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. შესაბამის ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. თურქეთის სამხრეთით მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 35 418 ადამიანი ემსხვერპლა. 10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაშიც, სადაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას. საერთო ჯამში, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს.  

სოციალურ ქსელებში მიწისძვრის შესახებ პროვოკაციული პოსტების გავრცელების ბრალდებით, თურქეთის პოლიციამ 78 ადამიანი დააკავა

სოციალურ ქსელებში მიწისძვრის შესახებ პროვოკაციული პოსტების გავრცელების ბრალდებით თურქეთის პოლიციამ 78 ადამიანი დააკავა. "გამოვლენილია სოციალური ქსელების 78 მომხმარებელი, რომელთა პოსტები შიშსა და პანიკას თესავდნენ საზოგადოებაში. 20 მათგანი უკვე, წინასწარ პატიმრობაშია", - ნათქვამია ინფორმაციაში. თურქეთის სამხრეთით მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 35 418 ადამიანი ემსხვერპლა. 10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაშიც, სადაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას. საერთო ჯამში, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს.  

თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ცხელი ხაზი მოქმედებს

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში სტამბოლსა და ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ცხელ ხაზს მიმართონ. საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +905336903040; +905392208280 გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +905418184400 გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +905413262226  

ბლინკენი გერმანიას, თურქეთსა და საბერძნეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 16-დან 22 თებერვლამდე გაემგზავრება გერმანიაში, თურქეთსა და საბერძნეთში. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ხუთშაბათს ბლინკენი გაემგზავრება გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად, სადაც ის მიიღებს მონაწილეობას ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებში, რათა განიხილოს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, თურქეთისა და სირიელი ხალხის დახმარება და აშშ-ის ვალდებულება ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების მიმართ. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი. მდივანი ბლინკენი კვირას ეწვევა ინჯირლიკის საავიაციო ბაზას თურქეთში, რათა უშუალოდ გაეცნოს აშშ-ის ძალისხმევას, დაეხმაროს თურქეთის ხელისუფლებას 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ რეაგირებაში. შემდეგ ის გაემგზავრება ანკარაში, სადაც შეხვდება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს და თურქეთის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, რათა განიხილონ აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელება თურქეთსა და თურქ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, ისევე როგორც თურქეთთან აშშ-ის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზები.  „ათენში, საბერძნეთში, მდივანი ბლინკენი შეხვდება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისს, საგარეო საქმეთა მინისტრ დენდიასს და ოპოზიციის ლიდერს ალექსის ციპრასს, რათა განიხილონ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და ჩვენი ერთობლივი ვალდებულება დავიცვათ დემოკრატია. მდივანი ბლინკენი აშშ-საბერძნეთის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე რაუნდს 21 თებერვალს დაიწყებს“, - ნათქვამია განცხადებაში.  

თურქეთში მიწისძვრიდან 248 საათის შემდეგ, 17 წლის გოგო ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს

სამხრეთ თურქეთში მიწისძვრიდან 248 საათის შემდეგ, ადიამანის პროვინციაში 17 წლის გოგო ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. ბოლო ინფორმაციით, 36,187 ადამიანი დაიღუპა და 108,000-ზე მეტი დაშავდა ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომლებიც გასულ კვირას სამხრეთ თურქეთში მოხდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ 74 ქვეყნიდან სულ 7098 უცხოელი პერსონალი აგრძელებს მუშაობას სტიქიის ზონებში. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაში, სადაც სტიქიას ასევე მოჰყვა მსხვერპლი.  

მაშველმა ძაღლებმა გადაარჩინეს ქალი, რომელმაც თურქეთში, ნანგრევების ქვეშ 10 დღე გაატარა

ორმა მაშველმა ძაღლმა გადაარჩინა ქალი, რომელმაც თურქეთში, ნანგრევების ქვეშ 10 დღე გაატარა. ძაღლებთან ერთად მომუშავე მოხალისე ჯგუფებმა ასევე იპოვეს იპოვეს 6 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. ვარაუდობენ, რომ ორი წლის ბიჭი და სამი წლის გოგო და-ძმანი არიან. მოხალისეებმა ასევე დაადასტურეს, რომ 42 წლის კაცი ნანგრევებიდან მაშველი ძაღლის დახმარებით ამოიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, 36 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 108,000-ზე მეტი დაშავდა ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომლებიც გასულ კვირას სამხრეთ თურქეთში მოხდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ 74 ქვეყნიდან სულ 7098 უცხოელი პერსონალი აგრძელებს მუშაობას სტიქიის ზონებში. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაში, სადაც სტიქიას ასევე მოჰყვა მსხვერპლი.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38 044-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 38 044-ს მიაღწია. თურქული მედიის ინფორმაციით, სტიქის ზონაში ამჟამად 264 389 ადამიანი მუშაობს. მიწისძვრის შედეგად დაზარალებული თურქეთის ათი პროვინციიდან ევაკუირებულია 38 044 ადამიანი. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ 74 ქვეყნიდან სულ 7098 უცხოელი პერსონალი აგრძელებს მუშაობას სტიქიის ზონებში. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაში, სადაც სტიქიას ასევე მოჰყვა მსხვერპლი.  

თურქეთში ხანძრის დროს ოჯახის 7 წევრი დაიღუპა

თურქეთში, ხანძრის დროს, ხუთი სირიელი ბავშვი და მათი მშობლები დაიღუპნენ. ოჯახი თურქეთში, კონიის ცენტრალურ რეგიონში გადავიდა საცხოვრებლად სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქ ნურდაგიდან, რომელიც  6 თებერვლის მიწისძვრით მძიმედ დაზარალდა.  სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და სირიაში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 000-ს გადააჭარბა - ეს არის რეგიონში ყველაზე დამანგრეველი ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მომხდარა.  

თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას, 45 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 45 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და მოსალოდნელია, რომ რიცხვი კიდევ გაიზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია Reuters ავრცელებს.  ამასთან, ძლიერმა ბიძგებმა თურქეთში 264 000-ზე მეტი შენობა გაანადგურა. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და სირიაში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.  

თურქეთის მიწისძვრიდან 11 დღის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 3 ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-11 დღეს მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია BBC ავრცელებს.  თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას, 45 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა გამოცემის ცნობით, ჰაკან იასინოღლუ 278 საათის განმავლობაში იყო ჩარჩენილი ჰატაის პროვინციაში მიწასთან გასწორებული შენობის ქვეშ, როდესაც სამაშველო სამსახურმა ის იპოვა.  შეგახსენებთ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და სირიაში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.  

ფაშინიანი: დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება თურქეთთან და საზღვრების გახსნა იქნება ძალიან პოზიტიური არამხოლოდ ჩვენი რეგიონული სიტუაციისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ, საერთაშორისო დონეზეც

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და ჩვენი საზღვრების გახსნა ძალიან პოზიტიური იქნება არამხოლოდ ჩვენი რეგიონული სიტუაციისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო დონეზეც. მისივე თქმით, ვიდრე თურქეთში მიწისძვრა მოხდებოდა, მათ სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით პოლიტიკური დიალოგი ჰქონდათ. „გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგვეგზავნა და მაშველებიც მიგვეყოლებინა, მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ მოტივზე იყო დაფუძნებული, რადგან მილიონობით ადამიანი ჩვენს ახლო ქვეყანაში მოექცა ამ ტრაგედიის ქვეშ. ამ ჰუმანიტარულ მისიაზე ძალიან პოზიტიური რეაქცია იყო თურქეთის ხელისუფლების მხრიდან, ამან პოლიტიკური შედეგებიც მოიტანა, ურთიერთობები გაუმჯობესდა, თუმცა, ჩვენი თავდაპირველი მოტივაცია წმინდა ჰუმანიტარული იყო. ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ ქვეყანას, რაც შეგვიძლია იმის ფარგლებში. რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, ვიდრე მიწისძვრა მოხდებოდა, ჩვენ გვქონდა პოლიტიკური დიალოგი სპეციალური წარმომადგენლის საშუალებით და მიმაჩნია, რომ რეალურად, ეს დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იცით რას ვგულისხმობ? ატმოსფეროს შექმნისთვის ამ გადაწყვეტილების მისაღებად და მიმაჩნია, რომ ამ ჰუმანიტარული „საუბრით“ შეიძლება გაჩნდეს შესაძლებლობა კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისთვის. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება თურქეთთან და ჩვენი საზღვრების გახსნა იქნება ძალიან პოზიტიური არამხოლოდ ჩვენი რეგიონული სიტუაციისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო დონეზეც“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.  

ბლინკენი თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში ჩავიდა. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. თურქეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ბლინკენი ასევე მივიდა ადანის ინჯირლიკის საჰაერო ბაზაზე, სადაც მას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონი დიპლომატებმა თვითმფრინავიდან დაათვალიერეს. თურქეთის სამხრეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 40 689 ადამიანი დაიღუპა. „თურქეთში მიწისძვრის შედეგად განადგურებული ადგილების პირადად ნახვთ, ძალიან დამწუხრებული ვარ. შეერთებული შტატები მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა თურქეთს აღდგენაში დაეხმაროს“, - განაცხადა ბლინკენმა.  

თურქეთში მიწისძვრის შემდეგ, მსხვერპლის რიცხვი 41 020-მდე გაიზარდა

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლის რიცხვი 41 020-მდე გაიზარდა. მიწისძვრის ზონებში პოლიციის, ჟანდარმერიის, სასწრაფო დახმარების, ადგილობრივი უსაფრთხოებისა და დამხმარე ჯგუფების, მოხალისეებისა და საველე პერსონალის სულ 245 ათას 198 ადამიანი იმყოფება. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და სირიაში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.  

თურქეთის ორი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, დაშავებულია 294 ადამიანი

თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჰათაის პროვინციაში გუშინ მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. დაშავებულია 294 ადამიანი, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა. თურქული მედიის ცნობით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა.   

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 42 310-მდე გაიზარდა

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42 310-მდე გაიზარდა. თურქული მედიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სულ 14 740 ადგილობრივი და საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო პერსონალი მუშაობს. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამანგრეველ მიწისძვრას 7 184 ბიძგი მოჰყვა.  

ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა. მთავრობის მეთაური მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავა, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს აწარმოებენ. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი არიან.  

თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში ანკარას გუბერნატორის მოადგილე მურათ სოილუ, ანკარას მერის მოვალეობის შემსრულებელი სერჯან ჩიღგინი, ანკარას ჟანდარმერიის სარდლობის უფროსის მოადგილე უღურ ურჰანი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი გოქჰან თურანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა დახვდნენ. პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.  

თურქეთის მთავრობამ შეზღუდა ექსპორტზე გასატანი მედიკამენტების ჩამონათვალი - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მედიკამენტების ფასებზე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას დაუშვებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ფარმაცევტული სექტორისთვის მსგავსი ბრალდების რეჟიმში ყოფნა მიუღებელია. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რეფერენტული ფასების ვალდებულება კონკრეტული თარიღით არის განსაზღვრული, შესაბამისად ყველა კომპანია იცავს აღნიშნულ ვალდებულებას და კანონით განსაზღვრულ დროს უზრუნველყოფს რეფერენტული ფასების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2023 წლის 22 თებერვლის განცხადებას მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების პროცესში ფარმაცევტული ბაზრის მიმდინარე გამოწვევებს. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია და მასში გაერთიანებული წევრები სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი განცხადების გავრცელება რეფერენტული ფასის რეგულირების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში არის ყოვლად დაუშვებელი მითუმეტეს, როდესაც მიმდინარეობს ბაზრის ადაპტაცია ცვლილებებზე და არ დარღვეულა კანონით განსაზღვრული ზღვარი. სექტორისთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდების რეჟიმში ყოფნა, მითუმეტეს, როდესაც შესაბამისი მიზეზი ნამდვილად არაა. რეფერენტული ფასების ვალდებულება კონკრეტული თარიღით არის განსაზღვრული, შესაბამისად ყველა კომპანია იცავს აღნიშნულ ვალდებულებას და კანონით განსაზღვრულ დროს უზრუნველყოფს რეფერენტული ფასების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. რეფერენტული ფასებად მედიკამენტების რეალიზაცია 15 თებერვლიდან გახდა სავალდებულო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 15.01.2023 წლის N2/ნ ბრძანება) და ყველა კომპანიამ მოახდინა ამ თარიღიდან კანონის აღსრულება. სამინისტროს პოზიცია გაუგებარია, რატომ შეიძლება ჩაითვალოს კანონით დადგენილი ვალდებულებების - კანონით დადგენილ დროში შესრულება არაკეთილსინდისიერ ქმედებად. ასევე კანონით განსაზღვრულია გარდამავალი პერიოდი 15 მარტამდე, რათა კომპანიებს ჰქონდეთ სხვადასხვა საკითხის დაზუსტების და ხარვეზების აღმოფხვრის შესაძლებლობა. თურქული მედიკამენტების იმპორტთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ყოველთვის ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება. მიმდინარე მდგომარეობით თურქეთის მთავრობამ: შეზღუდა ექსპორტზე გასატანი მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობები; მედიკამენტების ფასები გასული წლის დეკემბრის თვიდან საშუალოდ გაიზარდა 36,77 %-ით და თვეზე მეტია გაძვირებული ფასებით შემოდის; შესაბამისად აღნიშნული ცვლილებები საქართველოს ბაზარზეც აისახება. ასოციაციის წევრებისათვის, მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას. ასოციაციაში შემავალი ფარმაცევტული კომპანიები მუდმივად ზრუნავენ, რომ მათ მიერ გაწეული მომსახურება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებლებს მიეწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი. შესაბამისად ასოციაციის ყველა წევრი გამოთქვამს მზადყოფნას სრული ინფორმაცია მიაწოდოს კონკურენციის სააგენტოს. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ფარმაცევტული ბაზრის ოპერატორებისთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდებები და გაუგებარია თუ რას ემსახურება ამ სახის განცხადებები, მითუმეტეს როდესაც ადგილი არ ჰქონდა კანონის დარღვევას. ჩვენი ასოციაციის წევრები სრულიად ემიჯნებიან უკანონო ქმედებებს და საქართველოს კანონის დაცვით, აგრძელებენ ქვეყნის მოსახლეობის მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უზრუნველყოფას და კვალიფიციური მომსახურების გაწევას“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 22 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა - ღარიბაშვილი

რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო „დღეს შევხვდი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი. საქართველო მზად არის შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად. ვრჩებით ქართულ-თურქული სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულნი, ყველა იმ სარგებლის გათვალისწინებით, რაც ამ პარტნიორობას მოაქვს ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონისთვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.  

ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა - ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო თანაგრძნობა გამოუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მეგობარი თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის, აღმოუჩინოს ნებისმიერი საჭირო დახმარება. ანკარაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართველი მაშველების მონაწილეობას, ასევე, საქართველოს მიერ აღმოჩენილ ჰუმანიტარულ დახმარებას. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილს რთულ დროს მყისიერად აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო  

შვედეთი და ფინეთი NATO-ში გაწევრიანების გარშემო თურქეთთან მოლაპარაკებებს განაახლებენ

თურქეთი, შვედეთი და ფინეთი აპირებენ, განაახლონ მოლაპარაკებები ორი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, იუწყება RBC-Ukraine STV-ზე დაყრდნობით. „შვედეთს, ფინეთსა და თურქეთს შორის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მარტში განახლდება“, - განაცხადა კრისტერსონმა. უფრო ადრე, 20 თებერვალს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ შეწყვეტილი მოლაპარაკებები განახლდებოდა. შვედეთმა და ფინეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ NATO-ში გაწევრიანება გადაწყვიტეს, რითაც უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე.  

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანთაქია-ჰათაის საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის მეთაური თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა, ჰათაის გუბერნატორის მოადგილე აჰმეთ გენჯერმა და თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჩაღათაი ქილიჩმა გააცილეს. ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთადიმყოფებოდა.  

თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნიღდეს პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყვა. 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა კი თურქეთსა და სირიაში, 50 000-ს გადააჭარბა.   

ერდოღანმა და ალიევმა სტამბოლში დახურული შეხვდრა გამართეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს უმასპინძლა. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, ერდოღანმა და ალიევმა ვაჰდეტინის სასახლეში დახურული შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა. თურქეთი 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგებს ებრძვის. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში 44,210-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აზერბაიჯანმა თურქეთს დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ სამაშველო ჯგუფები და დახმარება გაუგზავნა.  

თურქეთში მიწისძვრის შედეგად შენობების ჩამონგრევის საქმეზე 184 ადამიანი დააკავეს

6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად შენობების ჩამონგრევის გამო, თურქეთში 600-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა, რომ 184 ეჭვმიტანილი, მათ შორის კონტრაქტორები და ქონების მფლობელები უკვე დააკავეს. აქამდე 113 ადამანის დაკავებაზე იყო ორდერი გაცემული. დაკავებულთა შორის არის მერი ერთ-ერთი იმ ქალაქისა, რომლის სიახლოვესაც მიწისძვრა მოხდა, იტყობინება BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით. თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა ახლა 50 000-ს გადააჭარბა. „წლების განმავლობაში ექსპერტები გამოდიდნენ გაფრთხილებით, რომ კორუფცია და მთავრობის პოლიტიკა ბევრ ახალი შენობას საცხოვრებლად სახიფათოს ხდიდა“, - წერს BBC. მისივე თანახმად, თურქეთში მიწისძვრების შემდეგ 160,00-ზე მეტი შენობა ჩამოინგრა ან სერიოზულად დაზიანდა. ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციას სამშენებლო რეგულაციების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.   

მალათიის პროვინციაში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 69 ადამიანი

თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 69 დაშავდა. ეპიცენტრი აღმოსავლეთით, მალათიის პროვინციაში იყო. ბიძგები რამდენიმე მეზობელ პროვინციაშიც იგრძნობოდა, მათ შორის გაზიანთეფშიც. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. შეგახსენებთ, 6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, თურქეთში 44 374 ადამიანი დაიღუპა.  

აზერბაიჯანი თურქეთის გავლით ევროპაში 1000 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს

აზერბაიჯანი თურქეთის გავლით ევროპაში 1000 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ Report.az წერს. „ჯაბრაილის" ენერგეტიკული კვანძი უზრუნველყოფს ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგაზურის რეგიონის სტაბილურ და საიმედო ელექტრომომარაგებას და დააკმაყოფილებს მეგაპროექტების საჭიროებებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ყარაბაღის რეგიონული ელექტრო ქსელის დირექტორმა მირჯალალ ჰუსეინოვმა, იუწყება Report. მისი თქმით, ამ კვანძს ექნება დამატებითი და უფრო ხელსაყრელი წვდომა ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე ჯაბრაილ-ნახჩივანი-აგრი ქვესადგურების (თურქეთი), შემდეგ კი თურქეთის ენერგოსისტემაზე. „ასევე, ეს კვანძი გაზრდის საექსპორტო შესაძლებლობებს. მრავალი წლის შემდეგ ნახიჩეევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის მთავარ სისტემას დაუკავშირდება“, - განაცხადა ჰუსეინოვმა ჰუსეინოვის თქმით, სამომავლოდ, ყოველწლიურად 1000 მეგავატი ელექტროენერგია ექსპორტზე გავა თურქეთში, იქიდან კი ევროპაში.  

თურქეთში ისევ მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის მედიტერიული სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.  მიწისძვრის შედეგად ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ პირველადი ინფორმაცია არ გავრცელებულა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე კი 25 კილომეტრი.  მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:53 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, ქალაქ გოკსუნში იყო.   

მიწისძვრის შედეგად სირიისთვის მიყენებულმა ზარალმა 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა - მსოფლიო ბანკი

მიწისძვრის შედეგად სირიისთვის მიყენებულმა ზარალმა 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. „კატასტროფა გამოიწვევს ბიზნეს აქტივობის შემცირებას, რაც კიდევ უფრო დააზიანებს სირიის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს“, - განაცხადა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საკითხებში მსოფლიო ბანკის დირექტორმა, ჟან-კრისტოფ კარემ. 6 თებერვალს მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სირიაში 6700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.  

თბილისი აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით სამმხრივ შეხვედრას უმასპინძლებს

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (აზერბაიჯანის ეროვნული კრება, ერთპალატიანი პარლამენტი) საერთაშორისო და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე სამად სეიდოვი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სევინჯ ფატალიევა, წევრები ნიგარ არპადარაი და ნასიბ მაჰამალიევი 5-დან 7 მარტს თბილისს ეწვევიან. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ისინი სამმხრივ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.კერძოდ, თბილისი აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს პარლამენტების საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტების სხდომას უმასპინძლებს. მილი მეჯლისის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრაზე განიხილება რეგიონული თანამშრომლობა, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარება და სხვა საკითხები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დეპუტატების არაერთი შეხვედრა საქართველოს პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება

თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაააკეთა. იუწყება სააგენტო Anadolu. „ჩვენი კონსტიტუციის 116-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, ხელი მოვაწერე განკარგულებას არჩევნების ჩატარების შესახებ 14 მაისს, რომელიც დაგეგმილი იყო 2023 წლის 18 ივნისს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსში. „ჩვენი საარჩევნო დღის წესრიგი კვლავ იქნება მიწისძვრის მსხვერპლთა ჭრილობების შეხორცება და ამ კატასტროფის ეკონომიკური და სოციალური ზარალის კომპენსაცია“, - აღნიშნა ერდოღანმა. თურქი ხალხი 14 მაისს არამარტო პრეზიდენტს, არამედ პარლამენტის 600-ვე წევრსაც აირჩევს. 2017 წელს თურქმა ამომრჩევლებმა რეფერენდუმის გზით გადაწყვიტეს, გადასულიყვნენ საპარლამენტო სისტემიდან მმართველობის აღმასრულებელ საპრეზიდენტო სისტემაზე. 2018 წელს თურქეთი საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაზე სრულად გადავიდა.  

თურქეთი იმედოვნებს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელსაც ვადა 18 მარტს ეწურება, გაგრძელდება

თურქეთი იმედოვნებს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელსაც ვადა 18 მარტს ეწურება, გაგრძელდება. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. „ორივე მხარეს (რუსეთსა და უკრაინას) აქვს პოზიტიური დამოკიდებულება და ჩვენ გვჯერა, რომ ეს გაგრძელდება“, - განაცხადა ჰულუსი აკარმა. თურქეთის ძალისხმევის შედეგად, მარცვლეულის გარიგება 19 ნოემბრიდან კიდევ 120 დღით გაგრძელდა. გასული წლის ივლისში თურქეთმა, გაერომ, რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლში ხელი მოაწერეს მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას, რომლებიც 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა.  

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 48 000-ს მიაღწია

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 48 000-ს მიაღწია. "დაღუპულთა რიცხვი 48 000-ია, დაშავდა 115 000-ზე მეტი ადამიანი. დაახლოებით 50 000 შენობა დაინგრა", - აღნიშნა ერდოღანმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრების სიმძლავრე 7.7 და 7.6 მაგნიტუდა იყო.  

ფინეთის პრეზიდენტი მოლაპარაკებებისთვის თურქეთს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პარასკევს სტამბულში ფინელ კოლეგას საული ნიინისტოს შეხვდება. ნიინისტო ანკარას 16-17 მარტს ეწევვა. Anadolu-ს ცნობით, ლიდერები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტს და ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად გადაიდგას. გასულ ივნისში თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რაც ალიანსში მათი საბოლოო წევრობისთვის გზას უხსნის. NATO-ში გაწევრიანების წინადადებების დასამტკიცებლად, ანკარა ორ სკანდინავიურ ქვეყანას სთხოვს, მიიღონ კონკრეტული ზომები ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ საბრძოლველად, ჯგუფი. ანკარა თვლის, რომ შვედეთი ამ კუთხით საკმარის ნაბიჯებს არ დგამს. ამასთან, მედია თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთმა შესაძლოა, ფინეთის განაცხადი შვედეთისგან დამოუკიდებლად, 14 მაისის არჩევნებამდე დაამტკიცოს.  

ალიევი თურქეთში ჩავიდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქეთში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სახელმწიფო მეთაურების საგანგებო სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. ანკარის ესენბოგის აეროპორტში, სადაც ორი ქვეყნის სახელმწიფო დროშები ფრიალებს, სახელმწიფოს მეთაურის პატივსაცემად საპატიო ყარაული მოეწყო. პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ოფიციალური პირები დახვდნენ.  

თურქეთი ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას შვედეთისგან დამოუკიდებლად მოახდენს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთისგან ცალკე მოახდენს ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას. ფინეთის პრეზდენტ საული ნიინისტოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ „თურქეთი იწყებს ფინეთის განაცხადის დამტკიცების პროცესს. მისივე თქმით, შვედეთთან მოლაპარაკებები გრძელდება და თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს.  

თურქეთში, 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) იტყობინება. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 5:14 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 2 კილომეტრის სიღრმეზე, ქალაქ გიოქსუნიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 4 კილომეტრში მდებარეობდა. შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.  

თურქეთი შავი ზღვის საბადოდან მომხმარებლისთვის გაზის მიწოდებას აპრილის ბოლოსთვის გეგმავს

შავი ზღვაში, საკარიას საბადოდან თურქეთში გაზის ტრანსპორტირება სავარაუდოდ, აპრილის ბოლოდან დაიწყება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. „ჩვენ მივყვებოდით გეგმას, მაგრამ მიწისძვრების გამო შეფერხება მოხდა. ჩვენ ვგეგმავთ მიწოდების დაწყებას აპრილის ბოლოს,” - განაცხადა დონმეზმა. საკარიას საბადო 2020 წელს აღმოაჩინეს. მისი რეზერვები დაახლოებით 400 მილიარდი კუბური მეტრს შეადგენს. მიწოდების დაწყების შემდეგ 10 მილიონი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება იგეგმება, 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი 40 მილიონ კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს. შეგახსენებთ, გაზის ტრანსპორტირების დაწყების თარიღად თავდაპირველად მარტი სახელდებოდა.    

თურქეთმა შესაძლოა, აზერბაიჯანული გაზისთვის გამტარუნარიანობა გაზარდოს

თურქეთმა შესაძლოა, აზერბაიჯანული გაზისთვის გამტარუნარიანობა გაზარდოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა. „გამომდინარე იქიდან, რომ ევროპამ გადაწყვიტა, აღარ შეიძინოს ნავთობი და გაზი რუსეთიდან, ამის კომპენსაციისთვის არსებობს შესაძლო ალტერნატივა. პირველი არის გაზი, რომელიც მოდის აზერბაიჯანიდან თურქეთამდე. ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ გამტარუნარიანობა“, - განაცხადა კალინმა. მისივე თქმით, მეორე ალტერნატივაა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ენერგეტიკული რესურსები. კალინის თქმით, ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი გაზსადენის (TANAP) პროექტი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ნაწილია (SGC), მოკლევადიან პერიოდში შეიძლება, ალტერნატივად ჩაითვალოს. უფრო ადრე, ევროკავშირმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ გაზის დერეფნის შესაძლებლობების გაფართოებას.  

თურქეთი რუსეთში, სანქცირებული საქონლის ტრანზიტს აჩერებს - Reuters

თურქეთი რუსეთში, სანქცირებული საქონლის ტრანზიტს აჩერებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „თურქეთმა რუსეთში, დასავლეთის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტი შეაჩერა, უკრაინაში ერთწლიანი ომისა და ანკარაზე აშშ-სა და ევროპის ზეწოლის გაძლიერების შემდეგ“, - წერს სააგენტო. „თურქეთის მთავრობამ კომპანიებს აკრძალული უცხოური საქონლის სია გადასცა და დაავალა, არ გადაეტანა ისინი რუსეთში პირველი მარტიდან“, - განაცხადა სტამბოლის შავი და ფერადი ლითონების ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა. მისივე ინფორმაციით, ხსენებულ სიაში არსებული ნებისმიერი საქონელი დაბლოკილია რუსეთიდან, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან მოდის ის. ამასთან, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ანკარამ ევროკომისიას სიტყვიერი გარანტია მისცა, რომ პირველი მარტიდან საქონელი რუსეთში ტრანზიტით არ განხორციელდება, თუ ისინი შეესაბამება ევროკავშირის, აშშ-ის ან დიდი ბრიტანეთის სანქციებს და ექსპორტის კონტროლს. თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვს რეკორდული სანქციები, გასული წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაუწესეს.

თურქეთი შვედეთის NATO-ში წევრობის განაცხადის შესაძლო გადახედვის თარიღს ასახელებს

თურქეთი მზად იქნება, სტოკჰოლმის წინადადებას NATO-ში გაწევრიანების შესახებ, პირველი ივნისის შემდეგ გადახედოს, როდესაც შვედეთში ანტიტერორისტული კანონები ამოქმედდება, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, ოფიციალური ანკარა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის რაიმე დაბრკოლებას ვერ ხედავს, ვინაიდან ეს ქვეყანა ყოველთვის კონსტრუქციულ პოზიციას იკავებდა. „ფინეთმა უფრო გამჭვირვალე და კონსტრუქციული პოზიცია დაიკავა თურქეთის მოთხოვნებზე. მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ფინეთის განაცხადის დამტკიცება. ალიანსის კარი შვედეთისთვის ბოლომდე დაკეტილი არ არის. ანტიტერორისტული კანონი შვედეთში პირველ ივნისს შევა ძალაში. როდესაც ისინი დაასრულებენ ამას, ჩვენ შევაფასებთ პროცესს, რათა დავინახოთ, გადაიდგა თუ არა ნაბიჯები ჩვენი უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად. პრინციპში, ჩვენ არ ვართ NATO-ს გაფართოების წინააღმდეგი“, - განმარტა იბრაჰიმ კალინმა.  

თურქეთმა საფრანგეთის ელჩი გამოიძახა

თურქეთმა საფრანგეთის ელჩი ჰერვე მაგრო გამოიძახა, რათა მკაცრად დაეგმო საფრანგეთის სენატში YPG/PKK-ის წევრების მასპინძლობა და მათი ღირსების მედლით დაჯილდოება. YPG/PKK-ს თურქეთი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს. „ამ საკითხთან დაკავშირებით, პარიზში ჩვენი საელჩოს მხრიდან რეაქცია საფრანგეთის შესაბამის ორგანოებთან მკაცრად გამოხატული“, - წერს თურქული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. „ამ კვირაში მე მქონდა პატივი, სენატში მივსალმებოდი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ადმინისტრაციული ორგანოს (AANES) დელეგაციას“, - წერდა 25 მარტს საფრანგეთის სენატის ვიცე-თავმჯდომარე პიერ ლორანი Twitter-ზე.  

ერდოღანი: თურქეთი „აკუიუს“ ობიექტს ატომური ელექტროსადგურის სტატუსს ოფიციალურად მიანიჭებს

თურქეთი 27 აპრილს ოფიციალურად მისცემს აკუიუს ატომურ ელექტროსადგურს ატომური ობიექტის სტატუსს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანმა ასევე პირობა დადო, რომ „სასიხარულო ამბებს“ გამოაცხადებს 20 აპრილს, „შავი ზღვაში გაზის ტრანსპორტირების ცერემონიაზე“. „მომავალ თვეში ჩვენს მოსახლეობას გავუზიარებთ ჩვენი მრავალი შესანიშნავი თავდაცვის ინდუსტრიის პროექტების შესახებ სასიხარულო ცნობებს“, - აღნიშნა ერდოღანმა.  

სარფის საბაჟოზე დააკავეს საქართველოდან გადასული კაცი, რომელსაც 250 წყლის კუ ფარულად გადაჰყავდა

სარფის საბაჟოზე დააკავეს საქართველოდან გადასული პირი, რომელსაც 250 წყლის კუ ფარულად გადაჰყავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც თურქული მხარე ამბობს, კუები ართვინის პროვინციის ბუნების დაცვისა და ეროვნულ პარკებს გადაეცა. მესაზღვრეებმა კაცზე ეჭვი ქურთუკის გამო მიიტანეს, რომელიც შებერილი იყო. ჩხრეკის დროს აღმოჩნდა, რომ კაცს ტანზე მიმაგრებული ჰქონდა ყუთი, რომელშიც კუები იყვნენ.  

27 აპრილს, შესაძლოა, პუტინი თურქეთში ჩავიდეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი რუსი კოლეგა, ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა 27 აპრილს თურქეთში ჩავიდეს. მისი თქმით, პუტინი შესაძლოა დაესწროს "როსატომის" მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგურის ინაუგურაციას. "შესაძლოა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ბატონი პუტინი ჩამოვიდეს 27 აპრილს, ან ჩვენ შეიძლება დავუკავშირდეთ ინაუგურაციის ცერემონიაზე ონლაინ", - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანი: თურქეთი „აკუიუს“ ობიექტს ატომური ელექტროსადგურის სტატუსს ოფიციალურად, 27 აპრილს მიანიჭებს ცნობისთვის, კრემლმა შაბათს განაცხადა, რომ პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს ერთობლივი სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელება ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის აღნიშნული ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე. შეგახსენებთ, თურქეთი არ აქვს რატიფიცირებული რომის სტატუტი, რომელიც ამ წესდების მონაწილე მხარეებს ავალდებულებს, დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი მათ ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში. როგორც ცნობილია, პუტინის დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლომ 17 მარტს გასცა. რომის სტატუტი მსოფლიოს 123 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ არის რატიფიცირებული. წესდება ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას და ფუნქციებს განსაზღვრავს. ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება სომხეთის მმართველი პარტიის წევრი: თუ პუტინი სომხეთში ჩამოვა, მისი დაკავება მოგვიწევს  

როდესაც NATO-ს წევრი თურქეთი, ასეთი ძლიერი ქვეყანა აცხადებს, რომ მას ვერ ჩაითრევენ ომში, საქართველოსგან ეს როგორ უნდა გაგიკვირდეს - მდინარაძე

როდესაც NATO-ს წევრი, ასეთი ძლიერი ქვეყანა აცხადებს, რომ მას ვერ ჩაითრევენ ომში, საქართველოსგან ეს როგორ უნდა გაგიკვირდეს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას მისი ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობებზე. „ქართული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ახლა შეუძლიათ, გამოვიდნენ და ერდოღანსაც მიმართონ - „აბა ომი გინდათ?“ და ირონიის ტონი შემოიტანონ ამ ყველაფერში. როდესაც ნატოს წევრი, ასეთი ძლიერი ქვეყანა აცხადებს, რომ მას ვერ ჩაითრევენ ომში, საქართველოსგან ეს როგორ უნდა გაგიკვირდეს? ქართული ხელისუფლებისგან ეს როგორ უნდა გაგიკვირდეს, როდესაც ეს არის რეალობა“, - განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის ომში ჩათრევას არ დაუშვებს.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

თურქეთის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რეგიონში უსაფრთხოების რთული მდგომარეობაა - თალაკვაძე

თურქეთის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რეგიონში უსაფრთხოების რთული მდგომარეობაა და ამ ფონზე, კიდევ უფრო მეტად ჩანს და გასაგებია თუ რატომ ა რის ასეთი ყურადღებით ჩვენი ხელისუფლება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას მისი ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობებზე. „განსხვავება ის არის, რომ აქ რადიკალურმა ოპოზიციამ ამას მოაყოლა ძალიან უხეში თავდასხმები და კრიტიკა საკუთარ ხელისუფლებასა და საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე. რაც სხვა ქვეყანაში ნორმალურ შემთხვევაში გაუგებარი იქნებოდა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. ცნობოისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის ომში ჩათრევას არ დაუშვებს.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

თურქეთი საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემას ქმნის

თურქეთი აპირებს, თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო და იარაღის სისტემა Nokta შექმნას. ამ საჰაერო თავდაცვის სისტემას თურქული თავდაცვის კორპორაცია ASELSAN-ი ავითარებს. ეს საჰაერო თავდაცვის სისტემა დამონტაჟებულია (8x8 Anadolu Isuzu Seyit) სატვირთო მანქანის ბორბლებზე, მას 35 მმ-იანი ქვემეხი აქვს, რომელსაც შეუძლია, საზენიტო რაკეტების გასაშვებად, პროგრამირებადი ასაფეთქებელი ჭურვები და კასტერები (Bozdogan ან Gokdogan) გამოიყენოს. მანქანა ხანძარსაწინააღმდეგო სარადარო სადგურით არის აღჭურვილი. ამასთან, თურქეთს ხუთი-ექვსი წელი დასჭირდება, რათა განვითარებული შიდა საჰაერო თავდაცვის სისტემა Siper სისტემა Patriot-ის ან S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემების დონეზე მიიყვანოს. ამის შესახებ სამშაბათს თურქეთის თავდაცვის მრეწველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ისმაილ დემირმა განაცხადა. „ჩვენ უკვე ზოგადად კონკურენციას ვუწევთ SAMP-T სისტემებს. ისინი გარკვეულწილად უკეთესია, მაგრამ ჩვენი Siper სისტემა ახლოს არის ამ დონესთან. ვუახლოვდებით პატრიოტს. რაც შეეხება პატრიოტს ან S-400-ს, მოგვეცით კიდევ ხუთი-ექვსი წელი და გვექნება მსგავსი სისტემები“, - განაცხადა დემირმა.  

ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ რეფორმირებას მოითხოვს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო „ინკლუზიურ და ყოვლისმომცველი“ რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ მან ანკარაში უცხოელ ელჩებთან და დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიო წესრიგი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ 5 ქვეყანას აქვს დიდი გავლენა, ქმედუუნაროა. ამიტომ მან გაეროს უშიშროების საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმისკენ მოუწოდა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის კონტექსტში, ერდოღანმა სამართლიანი მშვიდობის" დამყარების იმედი გამოთქვა.  

ჩავუშოღლუ: შვედეთის ნაბიჯები NATO-ში გაწევრიანებისთვის საკმარისი არ არის

შვედეთის ნაბიჯები NATO-ს წევრობისთვის საკმარისი არ არის, - განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. მისივე თქმით, შვედეთმა უნდა გააგრძელოს საჭირო ნაბიჯების გადადგმა: „გუშინ ველაპარაკე ჩემს შვედ კოლეგას და მივუთითე ამის შესახებ. მე განვაცხადე, რომ ტერორიზმთან საბრძოლველად აუცილებელია მიზანმიმართული თანამშრომლობა“. 4 აპრილიდან, ფინეთი ოფიციალურად NATO-ს 31 წევრია. ალიანსი გაფართოვდა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე. 4 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცახდა, რომ რუსეთის შეჭრის პიდაპირი შედეგია ფინეთის გაწევრიანება, პუტინს სურდა რა ნაკლები NATO, საპირისპირო მიიღო. იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და NATO-ს უფრო ძლიერს გახდის“. თავის მხრივ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა და გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დაასრულა. შეგახსენებთ, თურქეთი 31 მარტს გახდა NATO-ს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის NATO-ს ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. კანონმდებლებმა ხუთშაბათს ერთხმად დაუჭირეს მხარი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანებას. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ერთად, გასული წლის მაისში შეიტანეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ორივე ქვეყანამ გადაწყვიტა, უარი თქვას ნეიტრალურ სტატუსზე და შეუერთდეს სამხედრო ალიანსს. მალევე თურქეთის ხელისუფლებამ წამოაყენა პირობების სია, რომლის გათვალისწინების შემდეგაც დათანხმდებოდნენ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლას. საბოლოოდ, ანკარას შვედეთის მიმართ დარჩა კვლავ პრეტენზიები „ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე“, რის მოგვარებასაც NATO-ს გენერალური მდივანი მალე იმედოვნებს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ალიანსს შვედეთიც მალე შეუერთდება.  

ჩავუშოღლუ ლავროვთან შეხვედრაზე: თურქეთი ძალისხმევას არ დაიშურებს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად

თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მევლუთ ჩავუშოღლუმ და სერგეი ლავროვმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს, - განაცხადა ჩავუშოღლუმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იუწყება თურქული მედია. „ჩვენ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ მოველით ომის დასრულებას მოლაპარაკებების პროცესის გზით საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. როგორც ყოველთვის, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, ანკარამ არ დაიშუროს ძალისხმევა კონფლიქტის მოგვარებისთვის", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.  

იაპონია თურქული დრონის გამოცდას გეგმავს

იაპონია თურქული თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის (UAV) Bayraktar TB2 გამოცდას გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. მისივე თანახმად, ტესტირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თურქული წარმოების დრონების დიდი შეკვეთის შესრულებაა მოსალოდნელი.  

თურქი მინისტრი: მოსახლეობა მალე შეძლებს საკუთარი „ლურჯი საწვავის“ გამოყენებას

მოსახლეობა მალე შეძლებს თურქეთის „ლურჯი საწვავის“ გამოყენებას, განაცხადა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა. მისივე თქმით, ერთ კვირაში მოქალაქეებისთვის „სასიხარულო ამბები“ გახდება ცნობილი. „გაზის ფასი ეკონომიური იქნება. ბუნებრივი აირის ახალი საბადოების მოძიება გრძელდება“, - აცხადებს დონმეზი. მინისტრი მიიჩნევს, რომ ბუნებრივი აირის მეტი საბადოების აღმოჩენა მოხდება: „მუშაობა გრძელდება როგორც შავ ზღვაში, ასევე ხმელთაშუა ზღვაში. დავიწყეთ სამძებრო სამუშაო ახალ ზონებშიც“, - განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრნმა.  

თურქეთიდან ბულგარეთში გაზის მიწოდება დაიწყო

თურქულმა ნავთობკომპანიამ (BOTAS) და ბულგარულმა Bulgargaz-მა ოთხშაბათს დაიწყეს გაზის პირველი გადაზიდვა თურქეთიდან ბულგარეთში 13-წლიანი შეთანხმების საფუძველზე, იუწყება Anadolu. „დღევანდელი მიწოდება იქნება დაახლოებით 55 მილიონი კუბური მეტრი (მკმ), მაგრამ ჩვენ გვექნება წლიური მიწოდება 1,5 მილიარდი კუბური მეტრი (მკმ). ეს სიმძლავრე შეიძლება, გაიზარდოს მოთხოვნის ზრდასთან ერთად. ტექნიკურად, ჩვენ გვაქვს ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა BOTAS-ის გენერალურმა მენეჯერმა, ბურჰან ოზჯანმა. ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი, როსენ ჰრისტოვი გადაწყვეტილებას მიესალმა. მისი თქმით, პარტნიორობა უზრუნველყოფს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას არამხოლოდ ბულგარეთის, არამედ, მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისთვის.  

ერდოღანის თქმით, თურქეთი დრონის გადამზიდავი მეორე გიგანტური გემის მშენებლობას დაიწყებს

თურქეთი იწყებს უფრო დიდი გემის მშენებლობას, ვიდრე ამფიბიური თავდასხმის გემი TCG Anadolu-ა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მსოფლიოში პირველი შეიარაღებული უპილოტო საბრძოლო გემი და თურქეთის ყველაზე დიდი საბრძოლო ავიამზიდი - TCG Anadolu ექსპლუატაციაში 12 აპრილს შევიდა შევიდა. გემის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 2020 წლის პირველ ივლისს ჩატარდა ტესტირება. გემს, რომელიც თანამედროვე რადარებითა და სენსორებით არის აღჭურვილი, შეუძლია ბორტზე გადაიტანოს დაახლოებით 100 მანქანა, მათ შორის ტანკები და ჯავშანტექნიკა, ასევე ამფიბიური მანქანები და ნავები. საერთო ჯამში მისს მიერ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 27436 ტონაა. Kızılelma, Hürjet და Bayraktar TB3 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გემის პლატფორმაზე დაშვებას შეძლებენ.  

ყურანის დაწვის გამო, დანიის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

ანკარაში დანიის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, იტყობინება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „კიდევ ერთხელ ვგმობთ თავხედურ თავდასხმას დანიაში ჩვენს წმინდა წიგნზე, ყურანზე და ჩვენს დიდებულ დროშაზე. მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, მიუღებელია ამ მზაკვრული ქმედებების დაშვება სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ. დანიის ელჩს ეცნობა ჩვენი პოზიცია ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებენ სამინისტროში. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეტენზიებზე დანიას ჯერ არ უპასუხია.  

პოლონეთმა თურქეთიდან Bayraktar-ის დრონები მიიღო

პოლონეთმა თურქეთიდან Bayraktar-ის უპილოტო საფრენი აპარატების მეორე პარტია მიიღო, განაცხადა პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა. „უფრო მეტი ბაირაქტარი პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს. დრონის ტესტირება წარმატებით დასრულდა. პირველი პარტია 2022 წლის ოქტომბერში მივიღეთ“, - დაწერა ბლაშჩაკმა Twitter-ზე. გასული წლის გაზაფხულზე პოლონეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თურქეთიდან 24 Bayraktar-ის უპილოტო საფრენი აპარატის შესყიდვის შესახებ. კონტრაქტის საერთო ღირებულება 270 მილიონი აშშ დოლარი იყო.  

თურქეთში საქართველოს საელჩო სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტზეა - საგარეო უწყება

თურქეთში საქართველოს საელჩო, სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და ასევე, მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტზეა, -  ამის შესახებ საგარეო უწყება აცხადებს. „თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა, როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით“, - აცხადებენ სამინისტროში. სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებების დროს მსხვერპლის რაოდენობა 59-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. შეგახსენებთ, რომ ბრძოლა დაიწყო რამდენიმეთვიანი დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ სამხედრო მეთაურს, გენერალ ალ ბუჰრანსა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ხელმძღვანელს, მუჰამედ ჰამდან დაგალოს შორის. დაპირისპირება სამხედრო დაჯგუფების ქვეყნის არმიაში გაერთიანების საკითხზე არსებული უთანხმოების მიზეზით მოხდა.  

აშშ თურქეთისთვის F-16-ის აღჭურვილობის მიყიდვას აპირებს - Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, გააგრძელოს თურქეთისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების მოდერნიზაციის პაკეტის მიყიდვა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესის კომიტეტების ლიდერებმა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით არაოფიციალური თანხმობა უკვე განაცხადეს, ამბობენ საკითხთან დაკავშირებული წყაროები. ამის შესახებ Reuter-ი წერს. უფრო დიდი შეთანხმება, მილიარდობით დოლარის F-16-ების შესყიდვის შესახებ, კონგრესში მუდმივი წინააღმდეგობის ფონზე ბუნდოვანი რჩება. დეპარტამენტი არ აკეთებს კომენტარს თავდაცვის შეთავაზებულ ტრანსფერებზე ან გაყიდვებზე, ვიდრე ამის შესახებ კონგრესს ოფიციალურად არ აცნობებენ. ამ მიყიდვის დამტკიცება არ ნიშნავს იმას, რომ უფრო დიდი გარიგება მიიღებს მწვანე შუქს კონგრესისგან, რადგან ამერიკელი კანონმდებლები ეძებენ გარანტიას თურქეთისგან იმ საკითხებზე, რომლებიც NATO-ს გაფართოებას სცილდება. კერძოდ, ეს საკითხები მოიცავს საბერძნეთთან დაძაბულობის სამუდამოდ განმუხტვას, ჩრდილოეთ სირიაში შეჭრისგან თავის შეკავებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გატარებას, აცხადებენ წყაროები.      

მარტში თურქეთიდან მედიკამენტების უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა - აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მარტში თურქეთიდან მედიკამენტების უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა. მისივე თქმით, სამინისტრო იმპორტის შემთხვევებსაც მკაცრად აკონტროლებს და შეზღუდვები არ ყოფილა. „ვერც თურქეთში, ვერც სხვა კომპანიებთან, რომლებსაც თურქეთიდან შემოაქვთ მედიკამენტები, მსგავსი შეზღუდვები ვერ ვნახეთ. არა მხოლოდ თურქეთიდან, შეიძლება იმავე საფრანგეთშიც, გერმანიაშიც, შვეიცარიაშიც – საიდანაც შემოდის მედიკამენტები. ჩვენ იმპორტის შემთხვევებსაც მკაცრად ვაკონტროლებთ და ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთიდან ყველაზე მაღალი იმპორტი არის მარტში. ეს ნიშნავს, რომ მედიკამენტები იანვარშიც, თებერვალშიც და მთელი გასული წლის განმავლობაში აქტიურად შემოდიოდა. მარტში უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა, აპრილშიც წარმატებით გრძელდება. საელჩოს მეშვეობით მომწოდებლებთანაც გვქონდა კომუნიკაცია, ჩვენს კოლეგებთან და [დეფიციტის] არანაირი საფუძველი არ არსებობს. სადმე რამე თუ შეიზღუდა, იქნებოდა თანდართული ბრძანება. არ გაგიკვირდათ? რატომ არ კითხულობთ, რა არის შეზღუდული? ასე ხომ არ არის, ვიღაცამ თქვა და შეიზღუდა, უნდა იყოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში განაცხადეს, რომ გარკვეულ მედიკამენტზე თურქი მომწოდებლების მხრიდან მოწოდების შეზღუდვა შეიქმნა, რაც გარკვეული პერიოდის შემდგომ აისახება ადგილობრივ ბაზარზე.  

ევაკუაცია ისტორიაში მეშვიდედ - ისტორიული იუსუფელი, რომელიც წყლით იფარება

ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონში შენობები ახლად აშენებული კაშხლის წყლებშია ჩაძირული, ძველი დასახლების მცხოვრებლების ევაკუაცია ოლქის ისტორიაში მეშვიდედ მიმდინარეობს. თურქული გამოცემა Hurriyetdailynews-ი წერს, რომ ახლა წყლის დონე კვლავ იმატებს იუსუფელში, თურქეთის უმაღლეს კაშხალში, სადაც წყლის შეკავების პროცესი გასული წლის 22 ნოემბერს დაიწყო. კაშხლის წყალი გარშემორტყმულია მიტოვებული შენობებით, ქუჩებითა და ხიდებით, ხოლო ძველი დასახლება ახლა მთლიანად მოწყვეტილია მიწას. „ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი მოგონებები, ყველაფერი რამდენიმე დღეში დაიტბორება", - ეუბნება ადგილობრივი თურქულ გამოცემას. გამოცემისვე ცნობით, ამჟამად დასრულებულია რაიონში მცხოვრები ათასობით ადამიანის ახალ დასახლებებში გადაყვანის პროცესი და ვიდრე რაიონიდან წასულები ახალ დასახლებებთან შეგუებას ცდილობენ, დიდი აურზაურია სხვა უბნებშიც, სადაც წყალმა ადიდება დაიწყო. ძველ მცხოვრებლებს ბრძოლა უწევთ, რომ თავიანთი ცხოველები და სახლებში დარჩენილი ნივთები გადაარჩინონ. დატბორილ რაიონში მეცხოველეობით დაკავებული ალი სუჩუ გამოცემასთან საუბრისას წუხილს გამოთქვამს, შეძლებს თუ არა ცხოვრების გაგრძელებას იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ახლახან დასახლდნენ. „15 პირუტყვი მყავს. მუნიციპალიტეტმა ბეღელის გასაშენებლად ადგილი გამოყო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება პრობლემის მუდმივი გადაწყვეტა“, - განაცხადა თურქმა მოქალაქემ.  ისტორიკოსი ბუბა კუდავა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ართვინიდან, ამბობს, რომ არამარტო ქალაქი, არამედ მიმდებარე 20 სოფელი აღმოჩნდება წყლის ქვეშ.  „მიმდინარეობს დატბორვის პროცესი, ეს თვალხილულიც არის, ერთ დღეს რომ შეხედავ, მეორე დღეს ჩანს, რომ მომატებულია. დაახლოებით, მეტრნახევრით იწევს ყოველდღიურად“, - ამბობს კუდავა „ტვპირველთან“.  კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილია. კითხვას თუ რა იტბორება, ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ჰამზეთის მცირე ზომის ეკლესია, რომელიც უკვე წყლის ქვეშ აღმოჩნდა და ის იუსუფელთან ახლოს იყო, გარეუბანში. მეორე - ეს არის ჭალის ეკლესია, კავკასიძეების ციხე და ეკლესია. „დიდ ტაძრებს არ ემუქრება საფრთხე - იშხანი, ოთხთა პარხალი, რომლებიც ამ რაიონში მდებარეობს, საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ნესტი მოიმატებს. ამავე დროს, ახალი იუსუფელი აშენდა, სადაც გადავიდნენ ძველის მცხოვრებლები, მათ შორის ქართველები, ეს არის თანამედროვე პუნქტი, სადაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჯერჯერობით სასტუმრო არ არის, თუმცა ესეც აშენდება“, - განაცხადა ბატიაშვილმა. Hurriyetdailynews-მა 2013 წელს გამოაქვეყნა სტატია სათაურით  - „იუსუფელი - უნიკალური ადგილი მოსანახულებლად". „თუ გსურთ მოინახულოთ უნიკალური და განსაკუთრებული ადგილი თურქეთში, გირჩევთ წასვლა იუსუფელში შავი ზღვის პროვინცია ართვინში. იუსუფელი, ართვინიდან 55 კილომეტრში, არის ადგილი, სადაც ღირს მინიმუმ ერთი კვირის გატარება, რადგან ბევრი რამ არის სანახავი და გასაკეთებელი. იქ ნამდვილად არ მოგბეზრდებათ“, - წერდა ავტორი. 2018 წლის მაისში, მშენებარე კაშხალი მზად იქნება. როდესაც დასრულდება, იუსუფელის კაშხალი, ეს იქნება თურქეთის  და მსოფლიოს მესამე ყველაზე მაღალი კაშხალი. წყალი კი, რომელიც აავსებს იუსუფელის ხეობებს, გაანადგურებს უამრავ ძველ ულამაზეს სოფელს და ისტორიულ ადგილს. სტატიის ავტორი აქვე ცუდ ამბავზე მიუთითებს: ვინც ამ ძეგლების მონახულებას დაგეგმავს, უნდა იჩქაროს, რადგან როდესაც დასრულდება კაშხლის მშენებლობა, წყალი, გადმომავალი წყალი გაანადგურებს უამრავ ძველ ულამაზეს სოფელს და ისტორიულ ადგილს. სტატიის ავტორი ბოლოს სოლეფ თექალეში ჩადის. „ნახევარი საათის სწრაფი გასეირნების შემდეგ ტაძარს ვხედავ. ეს მონასტერი აშენდა მე-10 საუკუნის დასაწყისში და იყო ამ რეგიონის ოთხი ეკლესიადან ერთ-ერთი. სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ერთი დარჩა. ეკლესია და სხვა ნაგებობები აშენდა ბაგრატ მეფის დროს. ის ასახავს რეგიონის ტიპიურ შუა საუკუნეების მონასტრის ნიმუშს. ამიტომ ეს ადგილი გახდა წმინდა ადგილი მრავალი ქართველისთვის, რომლებიც დღემდე სტუმრობენ ამ და რეგიონის სხვა ეკლესიებს“, - წერია სტატიაში. მაშინ შიშობდნენ, რომ წყლის ქვეშ სავარაუდოდ, ქართული ტაძრებიც მოექცეოდა, მათ შორის ახალთას ტაძარი. ასევე წყლით იფარებოდა სოფელ კოწახურის ჭალის ღვთისმშობლის ტაძარი. ამ ტაძარს დღემდე ფრესკები აქვს შემორჩენილი. „ჭალაში ჩვენ ვიყავით ბოლო სტუმრები, მიუახლოვდა უკვე წყალი - ნიადაგის დონემდე წყალს 8 მეტრი აშორებს. სავარაუდოდ, ორ კვირაში წყლის ქვეშ აღმოჩნდება. ეს არის მცირე ზომის ეკლესია, კარგად შემორჩენილი, სადაც რესკონსტრუქცია მთლიანობაში იკითხება“, - აღნიშნავს უკვე დღეს ბუბა კუდავა. მისივე თქმი, ასეთია 20-30 ძეგლი.  ინფორმაციისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის უდიდესი კაშხალი და ჰიდროელექტროსადგური ოფიციალურად 2022 წლის ნოემბერში გახსნა. თურქული მხარის მიერ გავრცელებული ოფოციალური ცნობების თანახმად: წყალსაცავის კაშხლის სიმაღლე 275 მეტრს აღწევს, რაც ასსართულიანი შენობის სიმაღლეს შეესაბამება. წყლის საერთო მოცულობა 2 მილიარდ 130 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს; ახალი ჰესი 1,9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც თურქეთს წლიურ შემოსავალს 5 მილიარდ ლირას მოუტანს. იუსუფელის კაშხლის ექსპლუატაცია ართვინის, დერინერის, ბორჩკასა და მურათლის ხელოვნური რეზერვუარებით დარეგულირდება, რაც ანატოლიის სამხრეთ-აღმოსავლეთში ელექტროენერგიის წარმოებას გაზრდის. თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა კაშხლის მშენებლობის ზონიდან 5 844 ხე გადარგეს.  

თურქეთის, რუსეთის, სირიისა და ირანის თავდაცვის მინისტრები მოსკოვში შეხვედრას გამართავენ

თურქეთის, რუსეთის, სირიისა და ირანის თავდაცვის მინისტრები და დაზვერვის ხელმძღვანელები 25 აპრილს მოსკოვში შეხვდებიან, განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. „ჩვენი მიზანია პრობლემების მოგვარება მოლაპარაკებების გზით და რაც შეიძლება მალე მოვუტანოთ მშვიდობა და სიმშვიდე რეგიონს“, - აღნიშნა აკარმა. მინისტრის თქმით, თურქეთის, რუსეთისა და სირიის თავდაცვის მინისტრები და დაზვერვის ხელმძღვანელები გასული წლის დეკემბერში მოსკოვში შეხვდნენ და შეხვედრების გაგრძელება გადაწყვიტეს. ანკარამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას რუსეთსა და უკრაინას შორის. მაგალითად, 14 იანვარს, ერდოღანის სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და დეესკალაციისთვის. ირანს ხშირად ადანაშაულებდნენ, რომ რუსეთს ამარაგებს კამიკაძე-დრონებით, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად გამოიყენება. მოგვიანებით, თეირანმა აღიარა, რომ მოსკოვს დრონებს აწვდიდა.  

შუა დერეფნის მეშვეობით, წელს 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა მოსალოდნელი - ყაზახეთის პრემიერი

ყაზახეთის მთავრობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განვითარებაზე მუშაობს, განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმილოვმა აზერბაიჯანული მედიის ცნობით. პრემიერის თქმით, გასულ წელს მარშრუტმა ორჯერ გაზარდა ტვირთების გადაზიდვა და მან 1,7 მლნ ტონას მიაღწია. „აზერბაიჯანთან, თურქეთთან და საქართველოსთან შემუშავებული საგზაო რუკების მიხედვით, წელს TITR-ის მეშვეობით 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა მოსალოდნელი, 2025 წლისთვის გამტარუნარიანობის 10 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება“, - განაცხადა სმაილოვმა. ცნობისათვის, 7 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადა, რომ შუა დერეფანში სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს საერთო.  შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა „შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები“, - აღნიშნა ალიევმა. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ქართველი მაშველები დააჯილდოვა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკს, მამუკა სეფიაშვილს, რომელიც თურქეთის ქალაქებში ადიამანსა და ანთაქიაში მომხდარი მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართულ სამაშველო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, სპეციალური ჯილდო – „უმაღლესი თავდადების ორდენი“ გადასცა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ქალაქ ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ყველა ქვეყნის სამაშველო ჯგუფის ლიდერებს სპეციალური ორდენები და მადლობის სიგელები გადასცა. პრეზიდენტმა ერდოღანმა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ მაშველებს გაწეული დახმარებისა და თავდადებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა. ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა და, ჯამში, 200-მდე მაშველმა სამაშველო მისია 18 დღის განმავლობაში ორ ქალაქში შეასრულა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.  

თურქეთის შს მინისტრი: მადლობა, რომ მიწისძვრის დროს სოლიდარობა გამოგვიცხადეთ

საქართველოს მთავრობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ მადლობა გადაუხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ქართველი მაშველები დააჯილდოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს თურქი კოლეგა ოფიციალურ წერილში საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელთა მიერ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სამადლობელ წერილში აღნიშნავს, რომ ქართველი მაშველების თავდაუზოგავი შრომის შედეგად გადარჩენილია არაერთი მოქალაქის სიცოცხლე. „უდიდეს მადლობას გიხდით მიწისძვრებით გამოწვეული ნგრევისა და ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩვენი ტკივილის გაზიარების, დაზარალებული რეგიონების მონახულებისა და სოლიდარობისთვის. ჩვენი ხალხი არასდროს დაივიწყებს მთელი ერისთვის ამ ტრაგიკულ პერიოდში საქართველოს მიერ გამოწვდილ დახმარების ხელს, ჩვენი ტკივილის გაზიარებას და ჩვენთვის აღმოჩენილ მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კვლავ მადლობა გადავუხადო თქვენს აღმატებულებას, საქართველოს მთავრობასა და თავდადებულ ქართველ მაშველებს, თქვენი სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს სამძებრო სამუშაოების დროს და არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს“, – ნათქვამია ოფიციალურ წერილში.  

Anatolian Eagle - 2023 - თურქეთის ქალაქ კონიაში მდებარე ავიაბაზაზე, საერთაშორისო წვრთნების გახსნის ცერემონია გაიმართა

27 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ კონიაში მდებარე ავიაბაზაზე Anatolian Eagle - 2023 საერთაშორისო საფრენოსნო-ტაქტიკური წვრთნების გახსნის ცერემონია გაიმართა. წვრთნები სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით მიმდინარეობს. პირველ რიგში, მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია წვრთნების მიზნებისა და ჩატარების ადგილის შესახებ. შემდეგ რუკაზე მონაწილეები გაეცნენ სწავლების დროს განსახორციელებელ სცენარს, ამოცანებს და აქტივობებს. სწავლებაში მონაწილეობს აზერბაიჯანი, რომელიც საერთაშორისო წვრთნებში წარმოდგენილია მისი საჰაერო ძალების სამხედრო პერსონალითა და თვითმფრინავებით.  

ატომურ ელექტროსადგურ „აკუიუს“ გახსნის ცერემონიაში პუტინმა და ერდოღანმა ონლაინ ფორმატში მიიღეს მონაწილეობა

თურქეთმა „აკუიუს“ ობიექტს ატომური ელექტროსადგურის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პუტინმა მერსინში, „აკაუს“ ატომური ელექტროსადგურისთვის პირველი ბირთვული საწვავის მიწოდების ცერემონიაში მონაწილეობა ვიდეო ბმულით მიიღეს. დღეს ერდოღანს პირადად უნდა მიეღო მონაწილეობა ქვეყნის პირველი ატომური ელექტროსადგურ „აკაუს“ გახსნის ცერემონიაში, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ ის ღონისძიებას ონლაინ ფორმატში ჩაერთვებოდა. უფრო ადრე, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა „შიდა და გარე მტრები" ტყუილში დაადანაშაულა. მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ერდღოანს გულის შეტევა ჰქონდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. უწყებაშიი ასევე განმარტეს, რომ პრეზიდენტი ატომური ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაში მიიღებდა მონაწილეობას. თავის მხრივ, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი „მსუბუქი სურდო" აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „ძალიან კარგია“. 26 აპრილის საღამოს ერდოღანი პირდაპირ ეთერში გახდა ცუდად. ინფორმაციისთვის, „აკუიუს“ სადგური ყოველწლიურად 35 მილიარდ კილოვატ საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც თურქეთის ენერგომოხმარების დაახლოებით 10 პროცენტი იქნება.  

თურქული Baykar-ი ახალი საბრძოლო თვითმფრინავის წარმოებას გეგმავს

თურქული თავდაცვითი ფირმა Baykar-ი მომავალ წელს თავისი ახალი უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავის (UCAV) წარმოებას დაიწყებს. Kizilelma-მ პირველი ფრენა დეკემბერში უკვე შეასრულა. ხომალდი მზადაა პილოტირებულ თვითმფრინავებთან ერთად სატესტო ფრენების დასაწყებად. ახალ დრონზე უკვე არის მოთხოვნა უცხოეთიდან. ცნობისთვის, Baykar-ი საერთაშორისო მასშტაბით ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც კომპანიის მსუბუქი თვითმფრინავი TB-2 უკრაინაში, აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ აფრიკაში გამოიყენებოდა. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, აზერბაიჯანულმა მხარემ ყარაბაღის მეორე ომში გარდამტეხი უპირატესობა სწორედ  თურქული და უცხოეთიდან მოწოდებული სხვა საფრენი აპარატების დახმარებით მოიპოვა.  ინფორმაციისთვის, თურქულ საბრძოლო დრონს Bayraktar TB2-ს კომპანია Baykar-ი აწარმოებს.  

თურქეთმა სომხური ავიაკომპანიისთვის საჰაერო სივრცე გაფრთხილების გარეშე დახურა - მედია

თურქეთმა შაბათს დახურა თავისი საჰაერო სივრცე დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FlyOne Armenia-ისთვის და ეს ნაბიჯი კომპანიის გაფრთხილების გარეშე გადადგა, იტყობინება Reuters-ი ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Armenpress-ზე დაყრდნობით. „ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო და ყოველგვარი თვალსაჩინო საფუძვლების გარეშე, თურქეთის საავიაციო ხელისუფლებამ გააუქმა FlyOne Armenia-სთვის ადრე მიცემული ნებართვა ევროპაში ფრენების განხორციელების მიზნით“, - განაცხადა ავიაკომპანიის საბჭოს თავმჯდომარემ. არამ ანანიანმა აღნიშნა, რომ მომხდარის გამო მგზავრებს პრობლემები შეექმნათ. „თურქეთის საავიაციო ხელისუფლებამ წინასწარი შეტყობინების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, რამაც ჩვენი ავიაკომპანია და ჩვენი მგზავრები არასასიამოვნო მდგომარეობაში ჩააყენა“, - განაცხადა ანანიანმა. FlyOne Armenia, მოლდოვის ავიაკომპანია FlyOne-ის შვილობილი კომპანიაა. ოპერირება 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. თურქულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.   

უკრაინამ დრონების მწარმოებელ თურქულ Baykar-თან სამი ახალი შეთანხმება გააფორმა

უკრაინამ თურქული თვითმფრინავების მწარმოებელ Baykar-თან სამ ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. დოკუმენტის დეტალები არ გასაჯაროებულა. დოკუმენტს ხელი 2023 წლის Teknofest-ის საავიაციო, კოსმოსური და ტექნოლოგიების გამოფენის შემდეგ მოეწერა. „ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი: სამი ახალი შეთანხმება თურქეთის Baykar-თან უკრაინელი მწარმოებლებისთვის. რა თქმა უნდა, დეტალებს არ გავამხელ, მაგრამ შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ეს კონტრაქტები ჩვენს ქვეყანას საექსპორტო შემოსავლებს და ახალი თაობის იარაღს მოუტანს“, - წერს უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ალექსანდრე კამიშინი.    

თურქეთმა ქართველ მეხანძრე-მაშველებს ცეცხლგამძლე ფორმები გადასცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, თურქეთის საელჩოსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ხელშეწყობით, ცეცხლგამძლე სახანძრო-სამაშველო ფორმები გადაეცა. შესაბამის ინფორმაციას შსს ავრცელებს. სპეციალური ფორმების გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. სტუმრებმა სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერეს და მის მახასიათებლებს პირადად გაეცნენ. ცერემონიის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსისა და თურქეთის ელჩის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თურქეთის პრეზიდენტის მიერ ქართული სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელისთვის სპეციალური ჯილდოს - „უმაღლესი თავდადების ორდენის“ გადაცემას. თურქეთის ელჩმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თურქეთში განხორციელებული სამაშველო მისიისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (AFAD) შორის 2018 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს კატასტროფების რისკის მართვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობას. მას შემდეგ ორი ქვეყნის სახანძრო-სამაშველო სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ, როგორც საგანგებო სიტუაციების დროს, ასევე ქართველი მაშველების გადამზადების მიმართულებით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთში არაერთი სწავლება და ქართველი მაშველების გადამზადების პროგრამა განხორციელდა.  

ჰულუსი აკარი: თურქეთის გარეშე შავ ზღვაში ვერანაირი პროცესი ვერ განვითარდება

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ თურქეთის გარეშე ბალკანეთში, კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და შავ ზღვაში ვერანაირი პროცესი ვერ განვითარდება. მისი თქმით, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით, თურქეთი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში კონკრეტულ პოზიციაზეა.„თავდაცვის, უსაფრთხოების, დიპლომატიის, ეკონომიკისა და სოციალურ სფეროებში ჩვენი წარმატებები ამის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რათ უფრო შორს წავიდეთ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. „ზოგი აკრიტიკებს ამფიბიური თავდასხმის გემს TCG Anadolu და ჩვენს ეროვნულ წარმოებას Togg-ი. ეს არასწორი მიდგომაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მუშაობა გაგრძელდება. ჩვენ ვაწარმოეთ ATAK-1 ვერტმფრენი, ახლა გადავედით ATAK-3-ზე. თითოეული ვერსია უფრო მოწინავეა. ვიდრე წინა“, - განაცხადა აკარმა. თურქეთი იწყებს უფრო დიდი გემის მშენებლობას, ვიდრე ამფიბიური თავდასხმის გემი TCG Anadolu-ა. უფრო ადრე ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის უდიდესი ხომალდი TCG Anadolu სტამბოლიდან შავი ზღვისკენ მიემართება მსოფლიოში პირველი შეიარაღებული უპილოტო საბრძოლო გემი და თურქეთის ყველაზე დიდი საბრძოლო ავიამზიდი - TCG Anadolu ექსპლუატაციაში კი, 12 აპრილს შევიდა. გემის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 2020 წლის პირველ ივლისს ჩატარდა ტესტირება. გემს, რომელიც თანამედროვე რადარებითა და სენსორებით არის აღჭურვილი, შეუძლია ბორტზე გადაიტანოს დაახლოებით 100 მანქანა, მათ შორის ტანკები და ჯავშანტექნიკა, ასევე ამფიბიური მანქანები და ნავები. საერთო ჯამში მისს მიერ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 27436 ტონაა. Kızılelma, Hürjet და Bayraktar TB3 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გემის პლატფორმაზე დაშვებას შეძლებენ.  

ერდოღანი: KAAN-ი - მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავი თურქულ არმიაში F-16-ებს ნაწილობრივ ჩაანაცვლებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის მეხუთე თაობის თვითმფრინავის სახელი გამოაცხადა. თურქეთის ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის სახელი ცნობილია, როგორც TF-X, KAAN. „მომავლის საუკუნე" - ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც თურქეთის აეროკოსმოსური ინდუსტრიის მიერ იყო ორგანიზებული. „„თუკი დღეს თურქეთის საუკუნეზე ვსაუბრობთ, ამაში დიდი წილი აქვს იმ წარმატებას, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ თავდაცვის ინდუსტრიაში, რომელიც არის როგორც ჩვენი უსაფრთხოების დამზღვევი, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის ლოკომოტივი“, - განაცხადა ერდოღანმა. 21 მეტრიანი, ორმაგი ძრავის მქონე KAAN-ი ტესტირების პროცესს რამდენიმე წელიწადში დაასრულებს და თურქეთის არმიის ინვენტარში იქნება წარმოდგენილი. მეხუთე თაობის თვითმფრინავი TAI-ის მიერ შეიქმნა იმ მიზნით, რომ თურქული არმიის მოძველებული F-16 ფლოტი შეცვალოს. ერდოღანის თქმით, ამ თვითმფრინავით თურქეთი გახდება ერთ-ერთი იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომელსაც მსგავსი ტექნოლოგიები აქვს. თვითმფრინავი, რომლის განვითარებისთვის პროექტი 2016 წელს დაიწყო, მარტში ამოქმედდა. ერდოღანის თქმით, თურქული გამანადგურებელი აღიჭურვება შიდა იარაღით და შეძლებს, ნაწილობრივ შეცვალოს F-16-ის ტიპის თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო ძალებში. ჰულუსი აკარი: თურქეთის გარეშე შავ ზღვაში ვერანაირი პროცესი ვერ განვითარდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის აჯიბადემის საერთაშორისო ჰოსპიტალს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის საერთაშორისო ჰოსპიტალს, Acibadem Saglik Hizmetleri ve Tic. A.S.-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი მოაწერეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუბუნაურმა და თურქეთის საერთაშორისო ჰოსპიტალის გენერალური დირექტორის მოადგილემ, რასიმ ტოპუზმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდებას. ამასთან, თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალისა და ჯანდაცვის პერსონალის მოკლევადიანი ტრენინგების ორგანიზებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი პროექტების შემუშავებაც.  

ერდოღანის მთავარი კონკურენტი აცხადებს, რომ „ავტორიტარიზმს“ დაასრულებს

„თქვენ ავტორიტარულ ადმინისტრაციას შეცვლით დემოკრატიული საშუალებებით“, - ეს განცხადება ოპოზიციის ერთობლივმა კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ სტამბოლის მალტეპეს უბანში, 6 მაისს შეკრებილ ათიათასობით მომხრეს მიმართა. მან პირობა დადო, რომ დააბრუნებს მმართველობის საპარლამენტო სისტემას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. Reuters-ი წერს, რომ საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვების თანახმად, 74 წლის ქილიჩდაროღლუს უპირატესობა აქვს და შესაძლოა, კენჭისყრის მეორე ტურში გაიმარჯვოს. ოპოზიციის ეგმა მიზნად ისახავს ინფლაციის შემცირებას, რომელმაც შარშან 85%-ს მიაღწია.  

თურქეთი უკრაინისთვის S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემასთან დაკავშირებით, აშშ-ის შეთავაზებას არ დაეთანხმა - მედია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს უკრაინისთვის რუსული S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გაგზავნა შესთავაზა, თუმცა ანკარამ ამ შეთავაზების მიღებაზე უარი თქვა. მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა ასევე სთხოვა თურქეთს, სარაკეტი კომპლექსებზე კონტროლი მათთვის გადაეცათ. ჩავუშოღლუს განმარტებით, S-400 სისტემას თურქეთი უნდა გამოერიცხა F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავის პროგრამიდან. „მოგვეცით კონტროლი S-400-ზე და ჩვენ შევამოწმებთ. მათ შემოგვთავაზეს წინადადებები, რომლებიც პირდაპირ ეხება ჩვენს სუვერენიტეტს, მაგალითად, უარი ვთქვათ კონტროლზე. სად არის ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი?" , - განაცხადა ჩავუშოღლუმ. „თურქეთის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ თქვეს, რომ ერმა შეიძინა S-400-ები ეროვნული უსაფრთხოების მიზნით და არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ჩარევის უფლება“, - წერს Anadolu. F-35-ის პროგრამაში დაბრუნების შესახებ კითხვასთან დაკავშირებით კი, ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარას არ სურს პროგრამაში დაბრუნება, არამედ, მას სურს, დაიბრუნოს ის თანხა, რომელიც გადაიხადა მოიერიშე თვითმფრინავებისთვის. „ანკარა ახლა აწარმოებს საკუთარ ეროვნულ საბრძოლო თვითმფრინავს. თურქეთს ასევე სურს, გააუმჯობესოს კავშირები აშშ-სთან და ამ მიზნით შეიქმნა საჭირო მექანიზმები“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ. ცნობისთვის, ანკარამ F-16-ები აშშ-სგან 2021 წლის ოქტომბერში მოითხოვა. 6 მილიარდი დოლარის გარიგება მოიცავს 40 თვითმფრინავს და თურქეთის საჰაერო ძალების მოდერნიზაციას. ჩავუშოღლუს თქმით, ეს საკითხი წინ არცთუ ისე სწრაფად მიიწევს.  

თურქეთის, რუსეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლები, სტამბოლში შეხვედრას გამართავენ

თურქეთი, რუსეთი, უკრაინა და გაერო სტამბოლში შეხვედრისას, მარცვლეულის შეთანხმებას განიხილავენ. მხარეები 10-11 მაისს ისაუბრებენ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაზე, რომელსაც ვადა 18 მაისს ეწურება. 10-11 მაისს, სტამბოლში, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა და გაერო შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ, განაცხადა სამშაბათს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ. იტყობინება Anadolu. მოლაპარაკებების დროს, მხარეების მიერ განიხილება შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივება, ასევე, დეტალური და უსაფრთხო ევაკუაციის გეგმის შემუშავება სავაჭრო გემებისა და მათი ეკიპაჟების დაბრუნებისთვის, რომლებიც კონფლიქტური პირობების გამო უკრაინის პორტებში არიან გაჩერებულნი, განაცხადა სამინისტრომ. თურქეთმა, გაერომ, რუსეთმა და უკრაინამ გასული წლის ივლისში მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომელიც უკრაინის შავი ზღვის სამი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენას გულისხმობს. ექსპორტი 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა. სტამბულში, სამი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან და გაეროს წარმომადგენლებთან ერთად, ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი შეიქმნა, რომლის მიზანია, ზედამხედველობა გაუწიოს გადაზიდვებს.  

თურქეთის პირველი საბრძოლო თვითმფრინავი ექსპლუატაციაში შესაძლოა, 2030 წლამდე შევიდეს

ცნობილია თურქეთის პირველი ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი. თურქეთის ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის Kaan-ის ექსპლუატაციაში შესვლა 2030 წელს იგეგმება, მაგრამ ეს შეიძლება, უფრო ადრეც მოხდეს, განაცხადა თურქეთის თავდაცვის მრეწველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ისმაილ დემირმა TGRT News-თან ინტერვიუში. აზერბაიჯანი HÜRKUŞ-ის თვითმფრინავების შეძენის საკითხზე, თურქეთთთან მოლაპარაკებას აწარმოებს დემირმა აღნიშნა, რომ Kızılelma უპილოტო საფრენი აპარატიც ვადაზე ადრე შევიდა ექსპლუატაციაში. Kaan თურქეთის პირველი ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავია. მისი სახელწოდება ერდოღანმა პირველ მაისს გამოაცხადა. ერდოღანი: KAAN-ი - მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავი თურქულ არმიაში F-16-ებს ნაწილობრივ ჩაანაცვლებს  

აზერბაიჯანი HÜRKUŞ-ის თვითმფრინავების შეძენის საკითხზე, თურქეთთთან მოლაპარაკებას აწარმოებს

აზერბაიჯანი და პაკისტანი თურქეთთან, HÜRKUŞ-ის თვითმფრინავების შეძენის საკითხზე დისკუსიებს აწარმოებენ. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის პრეზიდენტმა ისმაილ დემირმა TGRT Haber-ს განუცხადა. მისი თქმით, თურქეთი უფრო მეგობარ და მოძმე ქვეყნებთან თანამშრომლობას ამჯობინებს. „რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტად გვაინტერესებს ამ ქვეყნების დამოკიდებულება და გულწრფელობა. ამავდროულად, ამ ქვეყნებს სურთ, იყვნენ პარტნიორები Kaan-თან დაკავშირებულ პროექტებში და შეიძინონ ეს თვითმფრინავი“, - განაცხადა დემირმა.  

ერდოღანის მთავარი კონკურენტი რუსეთს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ფართო ოპოზიციური კოალიციიდან, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის კონკურენტად მიიჩნევა, რუსეთს საარჩევნო კამპანიაში ჩარევაში ადანაშაულებს. ქემალ ქილიჩდაროღლუმ ტვიტერზე დაწერა, რომ რუსები „შეთქმულებისა და „ფეიკების“ უკან დგანან". „თუ გსურთ ჩვენი მეგობრობის გაგრძელება 15 მაისის შემდეგ, ხელები შორს თურქეთის სახელმწიფოსგან“, - ნათქვამია ტექსტში. ამასთან, პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ის კვლავ თანამშრომლობისა და მეგობრობის მომხრეა.  განახლება: კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ „თუ ვინმემ ბატონ ქილიჩდაროღლუს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა, ისინი მატყუარები არიან". ერდოღანის მთავარი კონკურენტი აცხადებს, რომ „ავტორიტარიზმს“ დაასრულებს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს არის დაგეგმილი. მთავარი მეტოქეები არიან ერდოღანი და ქილიჩდაროღლუ. გამოკითხვების უმეტესობის მიხედვით, ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს მცირე უპირატესობით, მაგრამ სავარაუდოა, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური იქნება საჭირო.  

ერდოღანმა არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, მისი კონკურენტის განცხადებებს სამარცხვინო უწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „სამარცხვინო“ უწოდა მისი კონკურენტის, ქემალ ქილიჩდაროღლუს განცხადებებს, რომ რუსეთი საარჩევნო პროცესში ერევა. ერდოღანის განცხადებას Anadolu ავრცელებს. ერდოღანის მთავარი კონკურენტი რუსეთს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს მისი შეფასებით, ქილიშჩადოღლუს განცხადებების ავტორები არიან ის ძალები, რომლებიც ცდილობენ, შეაჩერონ ქვეყნის განვითარება და ხელი შეუშალონ „თურქული საუკუნის“ კონცეფციის მიზნების მიღწევას. ერდოღანი მის კონკურენტს, მტკიცებულებების გარეშე სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. ერდოღანის მთავარი კონკურენტი აცხადებს, რომ „ავტორიტარიზმს“ დაასრულებს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს არის დაგეგმილი. მთავარი მეტოქეები არიან ერდოღანი და ქილიჩდაროღლუ. გამოკითხვების უმეტესობის მიხედვით, ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს მცირე უპირატესობით, მაგრამ სავარაუდოა, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური იქნება საჭირო.  

აშშ იმედგაცრუებულია თურქეთის გადაწყვეტილებით, რომელიც სომხური ავიაკომპანიისთვის საჰაერო სივრცის დახურვას გულისხმობს

აშშ-სთვის იმედგამაცრუებელია თურქეთის გადაწყვეტილება, რომელიც სომხური ავიაკომპანიისთვის საჰაერო სივრცის დახურვას გულისხმობს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, 3 მაისს გაკეთდა. პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი ამბობს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას და ვაშინგტონს სჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა არამხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ, რეგიონში სტაბილურობისთვის. თურქეთმა სომხური ავიაკომპანიისთვის საჰაერო სივრცე გაფრთხილების გარეშე დახურა - მედია „შეთანხმება, რომელსაც ადრე მიაღია ამ ორმა ქვეყანამ საჰაერო კავშირების აღდგენის შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნდობის აღდგენის თვალსაზრისით არამხოლოდ ამ ორ ქვეყანას შორის, არამედ, ისევ და ისევ, ფართო რეგიონული სტაბილურობისთვის. და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვებთ, რომ თურქეთი და სომხეთი ეკონომიკური კავშირების აღდგენას და სატრანსპორტო კავშირების გახსნასაც გააგრძელებენ“, - აღნიშნა პატელმა. ოთხშაბათს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარამ დახურა თავისი საჰაერო სივრცე სომხური ავიახაზებისთვის მესამე ქვეყნების მიმართულებით და ამის მიზეზად სომხეთის „პროვოკაციები“ დაასახელა. კერძოდ, გადაწყვეტილების მიზეზად მოიხსენია ერევანში, მე-20 საუკუნის დასაწყისის სომეხი მოღვაწეების მემორიალის გახსნა, რომლებიც სომხეთში შურისმაძიებლებად, ხოლო თურქეთში ტერორისტებად ითვლებოდნენ.  

ერდოღანი ხმის მიცემის შემდეგ: კარგ მომავალს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, თურქულ დემოკრატიას

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა დაფიქსირა. მისი თქმით, კენჭისყრის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით უპრობლემოდ გრძელდება. ერდოღანმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია თურქული დემოკრატიის სიძლიერის დემონსტრირების თვალსაზრისით“. „კარგ მომავალს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, თურქულ დემოკრატიას“, - აღნიშნა თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა. მთავარმა ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმა დედაქალაქ ანკარაში მისცა. „ჩვენ ყველას ძალიან გვენატრებოდა დემოკრატია. ყველას ძალიან გვენატრებოდა ერთად ყოფნა...იმედი მაქვს, რომ გაზაფხული მოვა ამ ქვეყანაში და გაზაფხული ყოველთვის გაგრძელდება“, - განუცხადა 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატმა მედიას. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში  

რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში

არჩევნები, რომელიც შესაძლოა, გადამწყვეტი გახდეს თურქეთის თანამედროვე ისტორიაში - ასე აღწერს CNN 14 მაისს დაგეგმილ კენჭისყრას თურქეთში, სადაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას, რამაც შესაძლოა, მისი 20-წლიანი მმართველობა დაასრულოს. ამომრჩევლები თურქეთის დემოკრატიის ბედს, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრიდან სამი თვის შემდეგ გადაწყვეტენ - ტრაგედიას 50 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა დ 5,9 მილიონზე მეტი ადამიანი სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში იძულებით გადაადგილდა. არჩევნები სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმართება, რასაც ანალიტიკოსთა ნაწილი ერდოღანის მთავრობის ეროზიას უწოდებს. ანალიტიკოსები ამომრჩეველთა რეკორდულ აქტივობას პროგნოზირებენ. მოელიან „მჭიდრო რბოლას“ ერდოღანსა და მის მთავარ კონკურენტ, 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის. ზოგიერთი ანალიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ ერდოღანმა წაგების შემთხვევაში, შესაძლოა, ძალაუფლება თავის მემკვიდრეს ბრძოლის გარეშე არ დაუთმოს. რა განსხვავებები არსებობს ერდოღანისა და ქილიჩდაროღლუს საგარეო პოლიტიკურ ხედვებში და რას ნიშნავს ეს არჩევნები დასავლეთისთვის? რას გადაწყვეტს 14 მაისის არჩევნები და რა დევს სასწორზე თურქეთისთვის? ამ საკითხებზე Europetime თურქეთში ატლანტიკური საბჭოს ყოფილ უფროს თანამშრომელს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილ მოადგილეს, მეთიუ ბრაიზას ესაუბრა. ბრაიზა მიიჩნევს, რომ ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში,  ლოგიკურად, თურქეთი იგივე საგარეო პოლიტიკას გააგრძელებს, და კონცერტრირდება ურთიერთობების ნორმალიზებაზე ბევრ სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ეგვიპტე-ისრაელთან და სომხეთთან. იქედან გამომდინარე, რომ ისრაელთან და სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზება თურქეთში ერთობ პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხად მიიჩნევა, ამერიკელი დიპლომატის მოლოდინია, რომ ერდოღანი ამ მიმართულებით, ძალისხმევას გააძლიერებს. რას ნიშნავს თურქეთის ხელმძღვანელობის ცვლილება რუსეთთან ანკარის კავშირებისთვის? ერდოღანის მთავარმა კონკურენტმა რუსეთი არჩევნებში ჩარევაში დაადანაშულა. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ „თუ ვინმემ ბატონ ქილიჩდაროღლუს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა, ისინი მატყუარები არიან". ერდოღანმა არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, მისი კონკურენტის განცხადებებს სამარცხვინო უწოდა. NATO-ს წევრმა თურქეთმა,  რომელსაც ალიანსში სიდიდით მეორე არმია ჰყავს, ბოლო წლებში რუსეთთან კავშირები გააძლიერა. როდესაც აშშ-ის ელჩი ანკარაში, ჯეფ ფლეიკი ქილიჩდაროღლუს ეწვია, ერდოღანი კრიტიკით გამოვიდა და ამერიკელი დიპლომატის ვიზიტს „სირცხვილი" უწოდა. ერდოღანი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თურქეთმა აშშ-ს ამ არჩევნებით გაკვეთილი უნდა ასწავლოს. ურთიერთობა აშშ-სთან შეერთებულ შტატებთან ერდოღანს უსიამოვნება აქვს მოიერიშე თვითმფრინავების შესყიდვის საკითხის გარშემო. თურქეთი გაბრაზდა იმის გამო, რომ F35 ვერ შეიძინა, F-35-ის პროგრამაში დაბრუნების შესახებ კითხვასთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარას არ სურს პროგრამაში დაბრუნება, არამედ, მას სურს, დაიბრუნოს ის თანხა, რომელიც გადაიხადა მოიერიშე თვითმფრინავებისთვის. „ანკარა ახლა აწარმოებს საკუთარ ეროვნულ საბრძოლო თვითმფრინავს. თურქეთს ასევე სურს, გააუმჯობესოს კავშირები აშშ-სთან და ამ მიზნით შეიქმნა საჭირო მექანიზმები“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ. „ვფიქრობ, როგორც კი დასრულდება ეს არჩევნები, ჩვენ დავინახავთ, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის F16-ებზე გარიგება დასრულებულია, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. ასევე ვფიქრობ, რომ თურქეთი გააგრძელებს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლის შესრულების მცდელობას“.  თუმცა ამერიკელი დიპლომატი ქილიჩდაროღლუსგან არ ელის აშშ-სთან ურთიერთობების დათბობას. „არ მგონია, რომ ქემალ ქილიჩდაროღლუმ გააგრძელოს ძალიან თბილი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, რადგან ათწლეულების განმავლობაში მისი პარტია ხმების მოსაპოვებლად ანტიამერიკანიზმს იყენებდა“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო  მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე.  თურქული სახელმწიფოები „ჩვენ ასევე დავინახავთ, რომ ამ შემთხვევაში, თურქეთის საგარეო პოლიტიკა გააგრძელებს თურქული სახელმწიფოების მნიშვნელობაზე ხაზგასმას, რაც ანკარას აძლევს კოლექტიური კულტურული და ეკონომიკური ინტერესების განხორციელების საშუალებას თურქეთის აღმოსავლეთში, დიდწილად, აქ მოიაზრებიან აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის ქვეყნები, თუმცა არამხოლოდ ისინი. ერდოღანის მმართველობის დროს თურქეთი რჩება ხიდად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ახლა უფრო მეტად არის ორიენტირებული აღმოსავლეთზე, მაგრამ, ასევე მზად არის, შეინარჩუნოს დასავლეთიც. ყველა ამ პოლიტიკის გაგრძელებას ველოდები, მაგრამ ერთი ცვლილება იქნება - როგორც კი ეს არჩევნები დასრულდება, ვფიქრობ, ვაშინგტონი და პრეზიდენტი ბაიდენი „F16-ის გარიგებას“ დაასრულებენ“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან.  ურთიერთობა ევროკავშირთან და დაძაბულობა საბერძნეთთან პრეზიდენტი ერდოღანი განსაკუთრებით მტკიცე და მკაცრი იყო საბერძნეთის მიმართ ბოლო წლების განმავლობაში, ის თითქოს იმუქრებოდა კიდეც სამხედრო ძალის გამოყენებით საბერძნეთის წინააღმდეგ. „ვფიქრობ, ეს არ მოხდება, თუ ქილიჩოღლუ გაიმარჯვებს“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი. თუ ქილიჩდაროღლუ გაიმარჯვებს ბრაიზა ელის, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკა ნაკლებად კონფრონტაციული იქნება ევროკავშირის წევრების, განსაკუთრებით კი, საბერძნეთის მიმართ. ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში გაგრძელდება ყველა ის საგარეო პოლიტიკური მიმართულება, რომელიც ზემოთ აღვნიშნე - ისრაელთან, სომხეთთან, ეგვიპტესთან, და არაბეთი გაერთიანებულ საამიროებთან და ასევე, საუდის არაბეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, რაზეც პრეზიდენტი ერდოღანი ორიენტირებულია. მთავარი ცვლილება კი იქნება რიტორიკის შეცვლა საბერძნეთისა და ევროკავშირის მიმართ“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. რა დევს სასწორზე? აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე დასავლეთისთვის თურქეთის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „სასწორზე დევს თურქეთის ევოლუცია - საკითხავია, დაუბრუნდება თუ არა თურქეთი ეკონომიკურ პოლიტიკას დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკით და მონეტარული პოლიტიკით. ქილიჩდაროღლუმ გასცა დაპირება,  რომ თურქეთს უფრო დემოკრატიულს გახდის. აღადგენს საპარლამენტო პოლიტიკურ სისტემას, სადაც ამდენი ძალაუფლება აღარ ექნება პრეზიდენტს. ეს იქნება უზარმაზარი ცვლილება დემოკრატიის ევოლუციისა და თურქეთის ევოლუციისთვის. და ეს მართლაც მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპისთვის, რადგან თურქეთი მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პარტნიორია, მიუხედავად ყველა დაძაბულობისა, რომელიც შეიძლება, ორმხრივ ურთიერთობებში შეიმჩნეოდეს“. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომელსაც Reuters-ი ეყრდნობა, არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლები უფრო მეტად უჭერენ მხარს ქილიჩდაროღლუს, ერდოღანი მეორე ადგილზეა. საპარლამენტო ხმებში კი, ერდოღანის პარტია ლიდერობს.  მეთიუ ბრაიზას შეფასებთ, არჩევნები თურქეთში ნამდვილად კონკურენტულია, შედეგის პროგნოზირება კი, რთული. „ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი, ჩემი მეგობრები, რომლებსაც კარგად ესმით საერთაშორისო ურთიერთობები, მიიჩნევს, რომ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია და რომ მაგალითად, ყველა აკონტროლებს ყველაფერს, არ არის დემოკრატია და არის ავტოკრატია. ეს სრულიად არასწორია, თურქეთი ძლიერი დემოკრატიაა, ამიტომ, ეს არჩევნები იქნება თავისუფალი, ალბათ, არ იქნება სამართლიანი, რადგან მთავრობას და პრეზიდენტ ერდოღანის პარტიას აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი, ასევე, სახელმწიფო კონტროლირებადი მედია დებატების ფორმირებისთვის“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი Europetime-თან. ანალიტიკოსთა შეფასებით, საგარეო პოლიტიკის მიმართულება ამ არჩევნებზე არ არის მთავარი მამოძრავებელი ძალა თურქი ამომრჩევლისთვის. მათ ეკონომიკური საკითხები აღელვებთ. და ის, ფაქტი, რომ თურქეთს აქვს კონფლიქტი ზოგიერთ ახლომდებარე ქვეყანასთან ან ევროპაში, ნამდვილად არ არის მათთვის დიდი პრობლემა. საშუალო თურქი ამომრჩევლისთვის გამოწვევაა ეკონომიკური საკითხები.

წინასწარი შედეგებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩებნებში ერდოღანი ლიდერობს

თუქეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მის მთავარ კონკურენტს დიდი სხვაობით უსწრებს.  HaberTurk-ის ინფორმაციით, ხმების 9,1%-ის დათვლის შედეგად, 59,47%-ით ლიდერობს ერდოღანი, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი, 34,79% აქვს. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში  

დათვლილია ხმების 47%-ზე მეტი - თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს პირველი კომენტარი

BBC-ის ცნობით, თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელმა, აჰმედ იენერმა ჟურნალისტებთან მოკლე განცხადება გააკეთა და ბოლო ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი ინფორმაციით, თურქეთში ამ დროისთვის დათვლილია ხმების 47,08% და საზღვარგარეთ ხმების 12,60%. აჰმედ იენერმა უარყო ბრალდებები, რომ საბჭო ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებას აგვიანებს. არ უპასუხა შეკითხვებს, თუ რომელი კანდიდატი ლიდერობდა. მანამდე ოპოზიციის ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ საბჭო გააკრიტიკა შედეგების მიწოდების დაგვიანების გამო. შედეგებთან დაკავშირებით, პერიოდულად სხვადასხვა წინასწარი მონაცემი ვრცელდება. თურქეთში ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ თავის პირველ საჯარო კომენტარში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებისას სიჩქარე, ვიდრე დათვლა გრძელდება, ნიშნავს „ხალხის ნების“ უზურპაციას.  

საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე, თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, საქართველოს საარჩევნო უბნებზე საკუთარი პოზიცია 600-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა.„ჰაბერთურქის“ ცნობით, ამომრჩევლების 63,58%-მა ხმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს მისცა, მეორე ადგილზე კი, თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 31,34%-ით გავიდა. აღსანიშნავია, რომ ერდოღანმა 2018 წლის არჩევნებიც წააგო საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მთავარ ოპონენტს შორის მეორე ტურის გამართვა სულ უფრო სავარაუდოა, მას შემდეგ რაც თურქეთში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაძაბული არჩევნები გაიმართა. წერს BBC. თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ განაცხადა, რომ ერდოღანმა ხმების 49,49% მიიღო, მისმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ - 44,79%, თითქმის ყველა ხმა დათვლილია. 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ერდოღანმა განუცხადა თავის AK-პარტიის მხარდამჭერებს ანკარაში, რომ ის მზად არის არჩევნების მეორე ტურისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ ჯერ თვლის, რომ მაინც შეუძლია, გაიმარჯვოს. ქილიჩდაროღლუმ პირობა დადო, რომ არჩევნებს მეორე ტურში მოიგებს და რომ მისმა კონკურენტმა ხალხისგან ნდობა ვერ მიიღო. არჩევნები მზარდი ინფლაციის ფონზე და დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ ტარდება. საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ ხმის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მთავარ ოპონენტს შორის მეორე ტურის გამართვა სულ უფრო სავარაუდოა, მას შემდეგ რაც თურქეთში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაძაბული არჩევნები გაიმართა. წერს BBC. თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ განაცხადა, რომ ერდოღანმა ხმების 49,49% მიიღო, მისმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ - 44,79%, თითქმის ყველა ხმა დათვლილია. 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ერდოღანმა განუცხადა თავის AK-პარტიის მხარდამჭერებს ანკარაში, რომ ის მზად არის არჩევნების მეორე ტურისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ ჯერ თვლის, რომ მაინც შეუძლია, გაიმარჯვოს. ქილიჩდაროღლუმ პირობა დადო, რომ არჩევნებს მეორე ტურში მოიგებს და რომ მისმა კონკურენტმა ხალხისგან ნდობა ვერ მიიღო. არჩევნები მზარდი ინფლაციის ფონზე და დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ ტარდება. საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.   

ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო კრების ყოფილი დეპუტატი თურქეთის პარლამენტში აირჩიეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახალხო კრების ყოფილი დეპუტატი თალიხ ხვატიში (ოზჯანი) თურქეთის პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ასტამურ ლოგუამ განაცხადა. თალიჰ ხვატიში ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, დუზჯეში, ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ წარადგინა. პარტიამ, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ ხელმძღვანელობს, საპარლამენტო არჩევნებში, ამ ოლქში ხმების 22,63% მოიპოვა და პარლამენტში ერთი დეპუტატის შეყვანა შეძლო, კიდევ ორი ​​ადგილი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის წარმომადგენლებს ერგო. ხვატიში 2007 წლიდან იყო ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის წევრი სოხუმის No1 ოლქიდან.  

ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევნების წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა. „პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე, რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში თურქეთში არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.  პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მის მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე, თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა  

თურქეთის არჩევნებზე მესამე ადგილზე გასულმა კანდიდატმა, მეორე ტურში ერდოღანს დაუჭირა მხარი

ულტრანაციონალისტმა სინან ოგანმა, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევმების მეორე ტურში, მოქმედ პრეზიდენტს დაუჭირა მხარი. სინან ოგანმა ხმების 5,2 პროცენტით, ერდოღანს 20 წლიანი მმართველობის განმავლობაში პირველად არ მისცა შესაძლებლობა, გამარჯვება პირველივე ტურში მოეპოვებინა. ის პარასკევს შეხვდა თურქეთის ლიდერს და ცალკე მოლაპარაკებები გამართა ოპოზიციის ლიდერის, ქემალ ქილიჩდაროღლუს მოკავშირეებთან. „ჩვენ მხარს დავუჭერთ სახალხო ალიანსის კანდიდატს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, არჩევნების მეორე ტურში 28 მაისს”, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.  

თურქეთმა რაკეტა TAYFUN-ი მეორედ, წარმატებით გამოსცადა - მედია

თურქეთმა, რიზე-ართვინის აეროპორტის ტერიტორიაზე TAYFUN-ის ბალისტიკური რაკეტის მეორე გამოცდა წარმატებით ჩაატარა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ TRT Haber-ი იუწყება. მედიის თანახმად, რიზეში ჩატარებული სატესტო სროლა მიუთითებს თურქეთის ყველაზე შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემის დანერგვას. რიზე-ართვინის აეროპორტში და მის შემოგარენში უსაფრთხოების მკაცრი ზომები მოქმედებდა. მისივე თანახმად, მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტების სისტემის Tayfun-ის საცდელი სროლა 06:44 საათზე განხორციელდა და მთელი პროცესი შეუფერხებლად განვითარდა. თავდაცვის მრეწველობის პრეზიდენტის, ისმაილ დემირმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა საცდელი გაშვების ამსახველი ფოტოები. თურქეთმა მის მიერ შემუშავებული რაკეტა 561 კილომეტრის მანძილზე წარმატებით გასულ წელსაც გამოსცადა. TAYFUN-ი რაკეტების მწარმოებელმა მთავარმა კომპანია Roketsan-მა შეიმუშავა.    

აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გაუმარჯოს საქართველოს! - თურქეთის საგარეო უწყება

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრისა და მეზობლის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.  

ფაშინიანმა და ალიევმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს

აზერბაიჯანმა, თურქეთმა და სომხეთმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტისადმი მილოცვის ტექსტში ხაზ უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას. „ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მეგობარ ხალხს, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დღევანდელი დონე, რომელიც სათავეს იღებს საუკუნეების განმავლობაში მეგობრობის, მეგობრული მეზობლობისა და ჰარმონიის პირობებში მცხოვრები ჩვენი ხალხების ნებიდან, კმაყოფილებას იწვევს. ურთიერთდახმარება და ნდობა, მჭიდრო თანამშრომლობა, ფართომასშტაბიანი რეგიონული პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთად ვახორციელებთ, არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორები. დღეს კარგი შესაძლებლობებია ჩვენი ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებისა და გამდიდრებისთვის, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობას და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობას და ჩვენი პარტნიორობის უფრო მაღალ დონეზე ამაღლებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე, მივაღწევთ აზერბაიჯან-საქართველოს ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას და ჩვენი ეფექტიანი ურთიერთქმედების შემდგომ გაფართოებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ საფუძველზე. ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულზე გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია ილჰამ ალიევის მილოცვაში. ნიკოლ ფაშინია კი, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. „ვიმედოვნებ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაგრძელდება და განვითარდება ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ საქმიანობას, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს მშვიდობასა და წინსვლას“, – ნათქვამია პრეზიდენტისადმი მისალოც გზავნილში. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი წერილში ფაშინიანი აღნიშნავს: გზა სახელმწიფოებრიობისაკენ ყოველთვის არ იყო გლუვი, მაგრამ სომეხმა და ქართველმა ხალხებმა, თანმიმდევრული ბრძოლის წყალობით, დაადასტურეს თავიანთი უფლება დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და დღეს, თავიანთი მისწრაფებების ერთგული რჩებიან, აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას სახელმწიფო მშენებლობის საკითხში. დარწმუნებული ვარ, არსებული თანამშრომლობის პოტენციალი და ორი მეგობარი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავების მონდომება გააგრძელებს ძმური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას და ახალ ბიძგს მისცემს სომეხ და ქართველ ხალხებს შორის ძმური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას. ძალიან ვაფასებ მეგობარი საქართველოს მიღწევებს. გარწმუნებთ, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელია და ასე დარჩება. ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ შრომას, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს მშვიდობასა და წინსვლას“, – ნათქვამია მისალოც წერილში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. „ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრისა და მეზობლის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში“. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.    ხმის მისაცემად 64,1 მილიონზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე გაიხსნა. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში არჩევნების წინასწარი შედეგები საღამოს 17:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, 14 მაისის არჩევნებზე, მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,5% მიიღო. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ,ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმების 44.89% დააგროვა.

თურქული მედიის ცნობით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს

ხმების 71%-ის დათვლის მიხედვით, თურქეთის არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს. Anadolu-ს თანახმად, ხმების 71.45% უკვე დათვლილია. ერდოღანს ამ მომენტისთვის ამომრჩეველთა ხმების 54.37% აქვს, მის ოპონენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს კი - 45.63%. ამომრჩეველთა აქტიურობა 85.07%-ს შეადგენს.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თავის კონკურენტს: ნახვამდის ქემალ

"ჯერ კიდევ ველოდებით ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომ უპასუხოს შედეგებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. "ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. "ნახვამდის, ქემალ", - აღნიშნა ერდოღანმა. შეგახსენებთ, თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით, ერდოღანი იმარჯვებს. თურქული მედიის ცნობით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით,  ერდოღანი ხმების 53.41%-ით უსწრებს მის კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომელმაც 46.59% მოაგროვა.      

პრემიერი: ვულოცავ საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს "არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას ულოცავს". ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახური იუწყება. ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitte-ზე წერს, რომ თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა  და მათ ზეიმს საქართველოც უერთდება. “ვულოცავ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას! თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა  და ჩვენც ვუერთდებით მათ ზეიმს. მზად ვართ კიდევ უფრო  გავაძლიეროთ  თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრობული კავშირები და სტრატეგიული პარტნიორობა”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. თურქული მედიის ცნობით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს  

ზელენსკიმ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების იმედი გამოთქვა. შესაბამისი განცხადება უკრაინის ზელენსკიმ Twitter-ის საშუალებით გააკეთა. „ვულოცავ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ ველით სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ და ასევე, თანამშრომლობის გაძლიერებას ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, - წერს ზელენსკი. ერდოღანმა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა 52, 41%-ს მხარდაჭერა მიიღო. თურქეთის უზენაესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ, აჰმეთ იერენმა 28 მაისს განაცხადა, რომ ბიულეტენების 99,43 %-ის დათვლის შედეგად, ერდოღანის მეტოქემ, ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმების 47.86% მოაგროვა. არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა და გამარჯვებისთვის საჭირო 50 % ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.  

სალომე ზურაბიშვილი ერდოღანს: მოუთმენლად ველი შემდგომ თანამშრომლობას საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს. „ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას! საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრები არიან. მათ ძლიერი ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც აგრძელებს განვითარებას და მოუთმენლად ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას საქართველოსა და თურქეთს შორის ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად“, - დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ზე. ოფიციალური ცნობებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მოაგროვა.  

ზელენსკი ერდოღანთან საუბრის შემდეგ: ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას რეგიონის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერს და სატელეფონო საუბრის მთავარ მიმართულელებს გაუსვა ხაზი. „მე ხაზი გავსვი თურქეთის პრეზიდენტის პირად როლს მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებაში, რომელიც გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. უკრაინისა და თურქეთის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ეფექტიანად უწყობს ხელს ჩვენი ხალხების კეთილდღეობას და საერთაშორისო სტაბილურობას. ჩვენ გავაგრძელებთ მის შემდგომ განვითარებას და ერთობლივ მუშაობას რეგიონის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად!“ - წერს ზელენსკი Twitter-ზე. ოფიციალური ცნობებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მოაგროვა.  

ბაიდენი ერდოღანს F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისა და შვედეთის საკითხებზე ესაუბრა - Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს გამოთქვა მზადყოფნა, შეიძინოს F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები შეერთებული შტატებისგან. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რომელიც პრეზიდენტად ხელახლა არჩეულ ერდოღანს ესაუბრა. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონს სურს, ანკარამ უარყოს თავისი წინააღმდეგობა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან მიმართებით. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში მისივე თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს, ბაიდენმა ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ოფიციალური ცნობებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მოაგროვა.  

ერდოღანის ინაუგურაციას საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დაესწრება

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ანკარაში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ელჩის თქმით, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალს დაესწრება მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი. „თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ანკარაში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. გაიმართება ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც დაესწრება მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი. მათ შორის აღსანიშნავია აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ბულგარეთის პრეზიდენტი, მონტენეგროს პრეზიდენტი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები. ასევე, შუა, ცენტრალური აზიის და შორეული აზიის ქვეყნების ლიდერები. როგორც მოგეხსენებათ, თურქეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ასევე სტრატეგიული მოკავშირე“, - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.  

ერდოღანმა პრეზიდენტის ფიცი დადო

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტის ფიცი დადო.  შესაბამისი ცერემონია პარლამენტში გაიმართა.  სააგენტო Anadolu-ს ცნობით, მოგვიანებით, საპრეზიდენტო კომპლექსში გაიმართება საზეიმო ცერემონია, რომელსაც 81 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები, მათ შორის 50 სახელმწიფოს მეთაური, 13 პრემიერ-მინისტრი, ასევე, პარლამენტის და მინისტრების დონეზე წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის NATO-ს  წარმომადგენლები დაესწრებიან. თურქეთში იმყოფება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.  თურქეთის პრეზიდენტი ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას შაბათს გამოაცხადებს. ოფიციალური შედეგების მიხედვით, ერდოღანმა არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა ხმების 52,18%-ით, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ 47,82% მიიღო.  

ერდოღანი: "თურქეთის საუკუნე" დაიწყო

"თურქეთის საუკუნის“ დაწყებით, თურქეთის აღმავლობის გზა ახლა ჩვენს წინაშეა, განაცხადა შაბათს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. "თურქეთის საუკუნე დაიწყო და ჩვენი ქვეყნის ზრდის კარი გაიხსნა", - განაცხადა ერდოღანმა საპრეზიდენტო კომპლექსში ინაუგურაციის ცერემონიაზე, რომელსაც 81 ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებიან.  "გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მუსტაფა ქემალის პრინციპი – „მშვიდობა სახლში, მშვიდობა მსოფლიოში“, პრაქტიკაში განვახორციელოთ, ამას გავაკეთებთ ჰუმანიტარული დიპლომატიის გავლენის სფეროს გაფართოებით.  „ჩვენ ჩავეხუტებით 85 მილიონი ადამიანს განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებების, წარმომავლობის, აღმსარებლობისა თუ სექტისა. არ დავკარგავთ ჩვენი საყვარელი ერის ნდობას საკუთარი თავის, პარტიისა და ალიანსის მიმართ. გავაგრძელებთ მუშაობას და მსახურებას თურქეთისთვის. როგორც არასდროს, თურქეთს სჭირდება, 85 მილიონი ადამიანი იყოს ერთიანი და დაკავშირებული, როგორც კედლის აგურები. გვჯერა, რომ რესპუბლიკის 100 წლისთავზე თურქეთს დიდი ჩახუტება სჭირდება. გეპატიჟებით, რომ დაიწყოთ ძმობის მობილიზაცია ჩვენს 81 პროვინციაში. დღეს არის დღე, ვიყოთ ერთი, ერთად და გავამყაროთ ჩვენი ათასწლოვანი ძმობა. დღეს ჩვენი შვილების ნათელი მომავლის დაცვის დღეა. გვერდზე გადავდოთ საარჩევნო პერიოდის წყენა. თუ წყენაა, მოდით, ვიპოვოთ შერიგების გზა. ყველამ ვიკისროთ თურქული საუკუნის მშენებლობის ტვირთი. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს დემოკრატიას ლიბერტარიანული, სამოქალაქო და ყოვლისმომცველი კონსტიტუციით, მისი ამჟამინდელი კონსტიტუციისგან გადარჩენით, რომელიც გადატრიალების შედეგი იყო. გპირდებით, ხუთი წლის განმავლობაში მთელი ძალით ვიმუშავებთ თურქეთის რესპუბლიკის დიდებისა და ღირსების დასაცავად, რეპუტაციის ასამაღლებლად და მისი სახელის მსოფლიოში განდიდებისთვის“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

პრემიერი: მოუთმენლად ველი, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "ერდოღანის ძლიერი ლიდერობის" პირობებში, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას ელის. შესაბამისი პოსტი ღარიბაშვილის Twitter-ზე გავრცელდა მას შემდეგ, რაც ის ხელახლა არჩეული პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო. "თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვულოცავ და გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ საპრეზიდენტო ვადას ჩვენი მეგობრული ერის ლიდერის რანგში. მისი ძლიერი ლიდერობის ქვეშ მოუთმენლად ველი, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნავს პრემიერი. ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო. ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით მიმართა. ინაუგურაციის შემდეგ, მაღალი დონის სტუმრებს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩანქაიას სასახლეში სადილზე უმასპინძლა. ინაუგურაციის ცერემონიას 100 მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ სახელმწიფოს ლიდერები, პრემიერ-მინისტრები, ასევე მაღალი დონის დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თურქეთის საგარეო უწყებას დაზვერვის ყოფილი უფროსი ჩაიბარებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობის ახალ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ჰაკან ფიდანი დაიკავებს. ჰაკან ფიდანი თურქეთის დაზვერვის სამსახურს 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა. მ ჰაკან ფიდანი ყოფილი სამხედროა და ფლობს დოქტორის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში. შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელიც პოზიციაზე 2014 წლიდან მუშაობდა. გარდა ამისა, თურქეთის თავდაცვის უწყება გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა იასარ გულერმა ჩაიბარა, რომელმაც ჰულუსი აკარი შეცვალა.  იასარ გულერი ხელმძღვანელობდა თურქეთის ოპერაციას სირიაში და აკონტროლებდა შემდგომ სამხედრო ოპერაციას ერაყში. ერდოღანმა ახალი კაბინეტის წარდგენისას საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი ყოფილი ბანკირი, მეჰმეთ სიმსეკი ხაზინისა და ფინანსთა მინისტრად დაასახელა. მეჰემეთ სიმსეკი ფინანსთა მინისტრად 2009-2015 წლებშიც მუშაობდა. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი პგანვითარების ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, ჯევდეთ ილმაზი იქნება. ილმაზი 2020 წლის ნოემბრიდან თურქეთის პარლამენტის დაგეგმვისა და ბიუჯეტის კომისიის თავმჯდომარეა.    

ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრს, ბეგენჩ გოჩმოლაიევს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. „საუბარი შეეხო საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებულ პოტენციალს და განხილულ იქნა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ორმხრივი ვაჭრობის გასაზრდელად. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მნიშვნელოვან პარტნიორობას ენერგეტიკის სექტორში. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. გამოითქვა მზადყოფნა ორმხრივი ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდისთვის. მთავრობის მეთაურმა ბეგენჩ გოჩმოლაიევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თურქმენეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ესწრებოდნენ თურქმენეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი რეგულაციისა და ეკონომიკური კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი მირატ მურადოვი, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დოვლეტმირატ მურატოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილი.  

ცნობილია რაზე ისაუბრეს, თბილისის მერმა და თურქეთის ელჩმა

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების საკითხები განიხილეს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მიულოცა რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და მეგობარ თურქეთს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თბილისსა და ანკარას შორის, ასევე სტამბოლთან სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. „ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენ ქალაქებს შორის, გამოცდილების გაზიარება. ახლო მომავალში ვგეგმავთ თურქეთში ვიზიტს, რათა ადგილზე გავეცნოთ სხვადასხვა სფეროში დანერგილ სიახლეებს. სიამოვნებით გავიზიარებთ მაგალითად, ნარჩენების გადამუშავების პრაქტიკასაც. ამ მხრივ ჩვენ ახალ ნაბიჯებს ვდგამთ და ძალიან საინტერესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თავის მხრივ, ალი ქაან ორბაიმ აღნიშნა, რომ თურქეთისთვის საქართველოს განვითარებასა და სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს. „თბილისი ულამაზესი ქალაქია. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც ვყოფილვარ. მესმის, რომ ძალიან რთულია ასეთი ისტორიული ქალაქის ხელმძღვანელობა. ჩვენ მზად ვართ თბილისთან ყველანაირი თანამშრომლობისთვის, რადგან საქართველოს განვითარება და მისი სტაბილურობა მნიშვნელოვანია თურქეთისთვის“, - განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.  

ერდოღანი პუტინს კახოვკის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების მნიშვნელობაზე ესაუბრა - Anadolu

თურქეთის პრეზიდენტმაm რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. Anadolu-ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტყობინება, რომ ერდოღანმა ხაზი გაუსვა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე აფეთქების ობიექტური გამოძიების მნიშვნელობას. ერდოღანის თქმით, ანკარა მზადაა, შესაძლო წვლილი შეიტანოს კომისიის ფორმირებაში, რომელშიც შეიძლება, ექსპერტები შევიდნენ როგორც რუსეთის ფედერაციიდან და უკრაინიდან, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მათ შორის გაეროდან და თურქეთიდან. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მთელი მსოფლიო საზოგადოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების საკითხს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური სასურსათო კრიზისის მოგვარებაში. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა მზადაა, გააგრძელოს ძალისხმევა რეგიონში სამართლიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ერდოღანმა ზელენსკის კახოვკის ჰესთან დაკავშირებით, საერთაშორისო კომისიის შექმნა შესთავაზა თურქეთის ხმა მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას - ზელენსკი ინფორმაციისთვის, დღესვე ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება  

ერდოღანმა ზელენსკის კახოვკის ჰესთან დაკავშირებით, საერთაშორისო კომისიის შექმნა შესთავაზა

თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს სატელეფონო საუბარი გამართეს, იუწყება სააგენტო Anadolu. ორივე ლიდერმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილა. ერდოღანმა გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს ყველა შესაძლო დახმარება და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კომისიის შექმნაში თურქი ექსპერტების მონაწილეობით. კომისიაში შეიძლება, შევიდნენ სპეციალისტები როგორც კონფლიქტის მხარეებიდან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მათ შორის გაეროდან. უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხში შეიძლება, დაცული იყოს დიალოგის ისეთი ფორმატი, როგორიცაა, მაგალითად, „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით.თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე შეუძლებელია ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესის განახლების საკითხზე კონცენტრირება. მან დაარწმუნა კიევი, რომ ანკარა გააგრძელებს მტკიცე ძალისხმევას სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად. თავის მხრივ, ზელენსკიმ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ხაზი გაუსვა, რომ ერდოღანთან კომუნიკაციისას, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე რუსული ტერორისტული აქტის ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ შედეგებზე, მათ შორის ზპოროჟიესთვის შექმნილ რისკებზე გაამახვილა ყურადღება. ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების სიაზე, რომელიც კატასტროფის აღმოსაფხვრელად არის აუცილებელი. „თურქეთის ხმა მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას. ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების, კერძოდ ყირიმელი თათრების დაბრუნებას და მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებასა და გაფართოებას“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. აღსანიშნავია,რომ ერდოღანის ინიციატივასთან დაკავშირებით, ზელენსკის განცხადებაში არაფერია ნათქვამი.    

Anadolu: ერდოღანი პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტით, ჩრდილოეთ კვიპროსში ჩადის

თურქეთის პრეზიდენტი ხელახალი არჩევის შემდეგ, პირველი საგარეო ვიზიტით, ჩრდილოეთ კვიპროსს და აზერბაიჯანს ეწვევა. Anadolu-ს ცნობით, თურქი ლიდერების დიდი ხნის ტრადიციის დაცვა, ერდოღანი ორშაბათს, 12 ივნისს გაემგზავრება ჩრდილოეთ კვიპროსში, სადაც პრეზიდენტ ერსინ თათარს და პრემიერ-მინისტრ უნალ უსტუნელს შეხვდება. თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, „მხარეები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განვითარებულ მოვლენებს და კვიპროსის საკითხზე შესაძლო სამომავლო ნაბიჯებს განიხილავენ“. შეხვედრების შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია. ინფორმაციისთვის, კვიპროსი 1974 წელს გაიყო.  მას შემდეგ კვიპროსს სამხრეთ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაცია მართავს, რომელსაც ანკარა არ ცნობს. ჩრდილოეთ მხარეს მხოლოდ ანკარა აღიარებს. ერდოღანი საგარეო მოგზაურობის მეორე დღეს, აზერბაიჯანს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. ერდოღანი და ალიევი ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საკითხებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ. ოფიციალური შედეგების მიხედვით. 28 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ერდოღანმა გაიმარჯვა და ხმების 52,18% მიიღო, ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი, 47,82% მოაგროვა. დედაქალაქ ანკარაში ფიცის დადებისა და ინაუგურაციის ცერემონიალებზე დასწრების შემდეგ, ერდოღანმა თავისი ახალი მინისტრთა კაბინეტი 3 ივნისს წარადგინა. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში  

ერდოღანი აზერბაიჯანში ჩავიდა

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიწვევით აზერბაიჯანში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. AZERTAC-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მეუღლეს ემინე ერდოღანს დახვდნენ აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი და სხვა ოფიციალური პირები. Anadoluს-ს ცნობით, ერდოღანი პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტით, ჩრდილოეთ კვიპროსში იმყოფებოდა. ერდოღანი და ალიევი ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საკითხებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ. ოფიციალური შედეგების მიხედვით. 28 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ერდოღანმა გაიმარჯვა და ხმების 52,18% მიიღო, ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი, 47,82% მოაგროვა. დედაქალაქ ანკარაში ფიცის დადებისა და ინაუგურაციის ცერემონიალებზე დასწრების შემდეგ, ერდოღანმა თავისი ახალი მინისტრთა კაბინეტი 3 ივნისს წარადგინა. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში  

ბაქომ, აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი სამხედროების მონაწილეობით, წვრთნებს უმასპინძლა

"Eternity-2023" - ბაქოში კომპიუტერული სამეთაურო-საშტაბო წვრთნები გაიმართა, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, ასევე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მისივე თანახმად, სწავლება ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო ადმინისტრაციის ინსტიტუტის საომარი თამაშების ცენტრში ჩატარდა. წვრთნებზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვის ორგანიზების ამოცანები შესრულდა. საერთაშორისო წვრთნების მთავარი მიზანია სამი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება და თავსებადობის უზრუნველყოფა. გასულ წელს წვრთნები თურქეთში, 22-28 ოქტომბერს გაიმართა.  

ერდოღანის საწინააღმდეგო აქციის გამო, თურქეთმა შვეიცარიის ელჩი გამოიძახა

თურქეთში შვეიცარიის ელჩი ჟან-დანიელ რუხი დაიბარეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, იუწყება Reuters-ი. მისივე თანახმად, ამის მიზეზი 14 ივნისს ციურიხში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფოტოების დაწვა და შეურაცხმყოფელი ლოზუნგები გახდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მეჰმედ ქემალ ბოზბაიმ შვეიცარიის ელჩს ჟან დანიელ რუხს განუცხადა, რომ ეს ქმედებები მიუღებელია. ამასთან, ანკარამ ბერნს გამოძიების წარმოება მოსთხოვა.   

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, რუსეთში ელჩად დაინიშნა - მედია

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ტანჯუ ბილგიჩი, რუსეთში ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu წერს. „დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა დიპლომატებს აცნობა ახალი დანიშვნების შესახებ. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ბილგიჩი დაინიშნა თურქეთის ელჩად მოსკოვში", - იუწყება მედია. თურქეთის საგარეო უწყებას დაზვერვის ყოფილი უფროსი ჩაიბარებს  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაქან ფიდანთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის პირველ დიპლომატს კიდევ ერთხელ მიულოცა აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების მზაობა და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. „ილია დარჩიაშვილმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონში სამშვიდობო პროცესების პოზიტიურად წარმართვის და რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის პრეზიდენტის ბოლო შეხვედრას ანკარაში პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე და გამოთქვეს იმედი, რომ მაღალი დონის შეხვედრები არსებული ინტენსივობით შენარჩუნდება, რაც დადებითად აისახება ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მინისტრებმა ასევე დადებითად შეაფასეს საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ ფორმატში და სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრის მზაობა გამოთქვეს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის დრო შემცირდება

რას გულისხმობს ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის ფარგლებში აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანზიტო საბაჟო პროცედურების გასამარტივებლად გაფორმებული შეთანხმება, ამასთან დაკავშირებულ დეტალებზე აზერბაიჯანული მედია წერს. მისი ცნობით, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და სამეწარმეო კომიტეტის თავმჯდომარემ თაჰირ მირკიშილმა მილი მეჯლისის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მონაცემთა წინასწარი გაცვლის შეთანხმება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქონლის შეუფერხებლად და სწრაფ საერთაშორისო ტრანსპორტირებას სახელმწიფოების ტერიტორიების გავლით. ასევე, ტვირთების გადაზიდვისას დროის შემცირებას. „თანამშრომლობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საბაჟო კონტროლზე დახარჯული დრო უნდა შემცირდეს, პროცედურები გამარტივდეს მონაცემთა გაცვლის პირველადი ელექტრონული სისტემების გამოყენებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქონელს, რომელიც საჭიროებს სწრაფ ტრანსპორტირებას, ინსპექტირების ჩატარებას რისკის ანალიზის საფუძველზე. მიიღებენ ერთობლივ ზომებს გარკვეულ პუნქტებზე, გაუზიარებენ ერთმანეთს რენტგენის გამოსახულებებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინფორმაციას ტექნოლოგიების განვითარებაზე 6 თვის განმავლობაში გაცვლიან. „დაგეგმილია სამმხრივი თანამშრომლობის კომისიის შექმნა ყველა საკითხის მოსაგვარებლად. ხელშეკრულების დეპოზიტარი გახლავთ თურქეთი, ხელშეკრულება გაფორმებულია განუსაზღვრელი ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დოკუმენტი თურქულ მხარეს ექნება“, - აღნიშნა მირკიშილმა. შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოები არიან აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი, თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო და საქართველოს შესამოსავლების სამსახური. BTK-მა 2022 წელს 432,284, 2017-2022 წლებში კი, 1,347,585 ტონა ტვირთი გადაზიდა.  

თურქეთის, ირანისა და რუსეთის წარმომადგენლები, სირიის საკითხის განსახილველად ასტანაში შეიკრიბნენ

რუსეთის, თურქეთის, სირიისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა ასტანაში განიხილეს დამასკოსა და ანკარას შორის ურთიერთობების აღდგენის "საგზაო რუკის" ელემენტები. „10 მაისს მოსკოვში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შემდეგ, მონაწილეებმა დაიწყეს სირია-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების აღდგენის საგზაო რუკის ელემენტების განხილვა, თავდაცვის სამინისტროებისა და სპეციალური სამსახურების მიერ გაწულ სამუშაოსთან კოორდინაციის შესაბამისად“, - ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. მოლაპარაკებებში, რომლებიც სავარაუდოდ, ოთხშაბათს გაგრძელდება, ასევე მონაწილეობენ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წარმომადგენლები და მისი მოწინააღმდეგე ჯგუფები. შეთანხმდნენ, რომ ანკარასა და დამასკოს შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, ვიდრე მათი ურთიერთობები არ ნორმალიზდება. ორივე მხარემ ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სირიის დამოუკიდებლობის პატივისცემის მნიშვნელობას. ირანის დელეგაცია ცალკე შეხვდა რუსეთის წარმომადგენლებს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ ბოგდანოვის ხელმძღვანელობით. მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და დამასკოსა და ანკარას შორის არსებული უთანხმოების მოგვარების გზები. მათ ასევე ხაზი გაუსვეს სირიის სუვერენიტეტის პატივისცემას და ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობას. ირანის დელეგაციამ ასევე გამართა დისკუსია სირიის დელეგაციასთან, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აიმან სუზანი ხელმძღვანელობდა. თურქეთსა და ასადის რეჟიმს შორის კავშირების აღდგენა ასევე ნიშნავს თურქეთს სირიელი ლტოლვილების მასპინძლობის ტვირთის შემსუბუქებას. „სირიელი ლტოლვილების დახმარება ადვილი არ არის; ჩვენ ველით, რომ ჩვენი პარტნიორები ასევე კონცენტრირდებიან ლტოლვილების დაბრუნებისთვის პირობების შექმნაზე“, - განაცხადა ფარუკ კაიმაქჩიმ, თურქეთის მუდმივმა დელეგატმა ევროკავშირში გასულ კვირას ევროკავშირის დონორთა კონფერენციაზე. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) ანგარიში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი ლტოლვილის მასპინძელი ქვეყნებია თურქეთი (3.6 მილიონი), ირანი (3.4 მილიონი), კოლუმბია (2.5 მილიონი), გერმანია (2.1 მილიონი). ) და პაკისტანი (1,7 მილიონი). 

თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა, თბილისში შეხვედრები გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუს შეხვდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ პროდუქტიულ თანამშრომლობასა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესში თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერაზე. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვან როლსა და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში თურქეთის წვლილს. „მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების თემას. ამ კონტექსტში აღინიშნა თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა. თავდაცვის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანთან საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით ქვეყნებს შორის თავსებადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვან სამმხრივ სწავლებებზე ისაუბრა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე, სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ ორგანიზებულ ფართომასშტაბიან კიბერუსაფრთხოების ფორუმსაც დაესწრო.  უფრო ადრე, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ინტენსიურ თანამშრომლობაზე, ასევე, ხაზი გაუსვა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვან როლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში. „შეხვედრის ფარგლებში, საუბარი ასევე შეეხო ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის დაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა შორის თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აცხადებენ შსს-ში.

აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ

ერთობლივი წვრთნები „Alpan-2023“ აზერბაიჯანის საჰაერო ძალებისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით იმართება, იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. აზერბაიჯანის მიერ ჩატარებული წვრთნების სცენარის მიხედვით, თვითმფრინავი ფრენებს საბაზისო აეროდრომებიდან ახორციელებს და ასრულებდა ამოცანებს მათ შორის შორ და მოკლე დისტანციებზე, წარმოსახვითი მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემისა და სამეთაურო საკონტროლო პუნქტის განადგურების დავალებას.  ასევე სცენარი მოიცავდა სხვა ეპიზოდებსაც. წვრთნების ძირითადი მიზანია პირადი შემადგენლობის თეორიული და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება, ასევე, ქვედანაყოფებს შორის თავსებადობის უზრუნველყოფა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლება.  

ყაზახეთმა მოულოდნელად განაცხადა, რომ სირიის საკითხზე მოლაპარაკებებს აღარ უმასპინძლებს

ყაზახეთმა მოულოდნელად, 21 ივნისს განაცხადა, რომ შეწყვეტს მოლაპარაკებების მასპინძლობას, რომელიც მიზნად ისახავს სირიის კონფლიქტის მოგვარებას.  გადაწყვეტილება, რომელიც მოლაპარაკებების მე-20 რაუნდის დასრულებისას გახდა ცნობილი, მოულოდნელი იყო რუსეთისთვის და სხვა მონაწილეებისთვის, მათ შორის თურქეთისთვის, სირიისა და ირანისთვის. მოლაპარაკებების ადგილად 2017 წლიდან იქცა. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ მოლაპარაკებებმა შეასრულა თავიანთი მისია, მაგრამ ალექსანდრე ლავრენტიევმა, რუსეთის წარმომადგენელმა სირიაში, განაცხადა, რომ ასტანის გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელი იყო. ლავრენტიევმა განაცხადა, რომ მომავალი მოლაპარაკებების ადგილის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ვარაუდობს, რომ შეხვედრები, შეიძლება, ჩატარდეს მოსკოვში, ანკარაში, თეირანში ან თუნდაც დამასკოში. თურქეთის, ირანისა და რუსეთის წარმომადგენლები, სირიის საკითხის განსახილველად ასტანაში შეიკრიბნენ თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა ასტანაში ბოლო მოლაპარაკებები შეაფასეს, როგორც "კონსტრუქციული" და განაცხადეს, რომ მათ განიხილეს "თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობების აღდგენის საგზაო რუკის მომზადების საკითხი". „მოსკოვი და თეირანი მხარს უჭერდნენ ასადის მთავრობას ომში და დაეხმარნენ მის ძალებს ქვეყნის უმეტეს ნაწილზე კონტროლის აღდგენაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი უკრაინაში იბრძვის, მოსკოვმა შეინარჩუნა თავისი სამხედრო დასაყრდენი სირიაში და ასევე დაჟინებით ცდილობს, დაეხმაროს ასადს თურქეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან გაწყვეტილი კავშირების აღდგენაში“, - წერს AP. სამშაბათს, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ, აიმან სუზანმა თქვა, რომ თურქეთმა უნდა შეიმუშაოს „მკაფიო ვადები“ სირიიდან თავისი ძალების გაყვანისთვის. მაისში არაბთა ლიგაში სირიის ხელახალი მიღების შემდეგ, თურქეთი და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება „საგზაო რუკა“ დაძაბული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ეს იყო უმაღლესი დონის კონტაქტი ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ, რაც 2011 წლის აჯანყება სამოქალაქო ომში გადაიზარდა. სირიის ომმა თითქმის 500 000 ადამიანი შეიწირა და იძულებით გადაადგილებულად აქცია უამრავი ადამიანი.  ასტანის შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, კვლავ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა დაბომბეს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ქალაქი ალეპოს პროვინცია, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ბრიტანეთში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ განაცხადა, რომ დაბომბვის სამიზნედ იქცა სხვა ქალაქებიც, რომლებსაც ალ-ქაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფება Hayat Tahrir al Sham აკონტროლებს. სირიის სახელმწიფო მედია დაბომბვის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.  

ილია დარჩიაშვილი თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანთან, გუბერნატორ სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუსთან. საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. „თურქეთის უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მიმდინარე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს. მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის მნიშვნელობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაში.  

ცნობილია რაზე ისაუბრეს, ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს, გუბერნატორ სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუს შეხვდა.  პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მისასალმებელია, რომ მთავრობებს შორის არის მზაობა არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აფასებს თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, არამხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ უსაფრთხოების მიმართულებითაც. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ხაზგასმით აღინიშნა ამ მიმართულებით ურთიერთქმედების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობა რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი ესწრებოდნენ.  

საქართველო და თურქეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, გივი თუმანიშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა, გუბერნატორმა სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუმ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის.   მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის განვითარებას ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე; უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების გაწევას და შეხედულებების გაცვლას სხვადასხვა დონეზე; ვიზიტების, სემინარების, ექსპერტების შეხვედრებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის სხვა ფორმების ორგანიზებასა და გამოცდილების გაზიარებას.   საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსმიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მემორანდუმის მიზანია ორ უწყებას შორის მეგობრული ურთიერთობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, ასევე, გაიმართა შეხვედრა საბჭოს აპარატის უფროსს, გივი თუმანიშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს, გუბერნატორ სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუს შორის, რომელსაც ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ალი ქაან ორბაი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები და თურქული დელეგაციის წევრები. შეხვედრაზე, ორ უწყებას შორის უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო შესაძლებლობებსა და ინიციატივებზე იმსჯელეს. თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა, თბილისში შეხვედრები გამართა  

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმება დამტკიცდა

აზერბაიჯანის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის მთავრობას შორის დამტკიცდა შეთანხმება, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში სატრანზიტო საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე, პირველადი ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ამტკიცებს შეთანხმებას. ინფორმაციისთვის, დოკუმენტი 2022 წლის 18 აგვისტოს, ბაქოში გაფორმდა. ბაქო-თბილისი-ყარსი ფართოვდება, რათა მეტი ტვირთი მოიზიდოს შუა დერეფანში - აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი დროებით დაიხურა რას გულისხმობს ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის ფარგლებში აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანზიტო საბაჟო პროცედურების გასამარტივებლად გაფორმებული შეთანხმება, ამასთან დაკავშირებულ დეტალებზე აზერბაიჯანული მედია რამდენიმე დღის წინ წერდა. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და სამეწარმეო კომიტეტის თავმჯდომარემ თაჰირ მირკიშილმა მილი მეჯლისის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მონაცემთა წინასწარი გაცვლის შეთანხმება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქონლის შეუფერხებლად და სწრაფ საერთაშორისო ტრანსპორტირებას სახელმწიფოების ტერიტორიების გავლით. ასევე, ტვირთების გადაზიდვისას დროის შემცირებას. „თანამშრომლობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საბაჟო კონტროლზე დახარჯული დრო უნდა შემცირდეს, პროცედურები გამარტივდეს მონაცემთა გაცვლის პირველადი ელექტრონული სისტემების გამოყენებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქონელს, რომელიც საჭიროებს სწრაფ ტრანსპორტირებას, ინსპექტირების ჩატარებას რისკის ანალიზის საფუძველზე. მიიღებენ ერთობლივ ზომებს გარკვეულ პუნქტებზე, გაუზიარებენ ერთმანეთს რენტგენის გამოსახულებებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინფორმაციას ტექნოლოგიების განვითარებაზე 6 თვის განმავლობაში გაცვლიან. „დაგეგმილია სამმხრივი თანამშრომლობის კომისიის შექმნა ყველა საკითხის მოსაგვარებლად. ხელშეკრულების დეპოზიტარი გახლავთ თურქეთი, ხელშეკრულება გაფორმებულია განუსაზღვრელი ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დოკუმენტი თურქულ მხარეს ექნება“, - აღნიშნა მირკიშილმა. შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოები არიან აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი, თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო და საქართველოს შესამოსავლების სამსახური. BTK-მა 2022 წელს 432,284, 2017-2022 წლებში კი, 1,347,585 ტონა ტვირთი გადაზიდა. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრი, ინალ არძინბა ჩრდილოეთ კვიპროსში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ მინისტრი, ინალ არძინბა ჩრდილოეთ კვიპროსში ჩავიდა. მისი თქმით, „აფხაზეთი შეისწავლის ჩრდილოეთ კვიპროსთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს". „არძინბას თან ახლავს რუსეთის ფედერაციის სენატორი, ალექსანდრ ნეკრასოვი, რომელმაც განაცხადა, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკა ტურიზმის და პერსპექტივების კუთხით გაცილებით უფრო მიმზიდველად გამოიყურება", - წერს საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესი". ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფო მხოლოდ თურქეთის მიერაა აღიარებული. ის კუნძულ კვიპროსის მესამედს იკავებს და კვიპროსის რესპუბლიკის საზღვრებში მდებარეობს. ჩრდილოეთ კვიპროსი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თურქეთისგან ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზე. აღსანიშნავია, რომ არძინბა მანამდე თურქეთში იმყოფებოდა.  

ზელენსკი თურქეთს ეწვევა - მედია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთს ეწვევა. ამის შესახებ უკრაინული მედია თურქულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს. ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს NATO-ს სამიტამდე, 7 ივლისს შეხვდება. დღეს ზელენსკი ბულგარეთში იმყოფება. რუსული მხარე იმუქრება, რომ 17 ივლისის შემდეგ შეწყვეტს მონაწილეობას „მარცვლეულის შეთანხმებაში“, რომელიც საომარ პირობებში უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საშუალებას იძლევა. იმავდროულად, Financial Times იტყობინება, რომ ევროკავშირი სანქცირების კუთხით განიხილავს გარკვეულ დათმობებს, რათა შეინარჩუნოს ეს შეთანხმება, რაც უკრაინული მხარისთვის მიუღებელია.  

ზელენსკი სლოვაკეთიდან თურქეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.  „დატვირთულ დღეს თურქეთში ვასრულებთ. მოლაპარაკებები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. პოზიციების კოორდინაცია მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით, NATO-ს სამიტზე, უსაფრთხოების გარანტიებსა და მარცვლეულის ინიციატივის შესახებ. უკრაინის რეკონსტრუქცია, თავდაცვის კონტრაქტები ჩვენს საწარმოებს შორის,“ - ასე აღწერს ზელენსკი დაგეგმილ შეხვედრებს.  ზელენსკი თურქეთში სლოვაკეთიდან ჩაავიდა. მანამდე ის ჩეხეთსა და ბულგარეთს ეწვია.  

ერდოღანის თქმით, პუტინი თურქეთს აგვისტოში ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთს ვიზიტით აგვისტოში ეწვევა.   ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში განაცხადა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა.  თურქეთის პრეზიდენტის თქმით, პუტინთან მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლა იქნება. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ვიზიტისას ასევე განიხილება მარცვლეულის შეთანხმების საკითხიც, რომელსაც ვადა 17 ივლისს ეწურება. ერდოღანმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლი იკისრა.  ცნობისთვის, ერდოღანმა ზელენსკის მასპინძლობისას განაცხადა, რომ უკრაინა უდავოდ იმსახურებს NATO-ში ყოფნას. ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს არის დაგემილი. 

ზელენსკი: შავი ზღვა უსაფრთხოების ზონა უნდა იყოს და არა - "გაყინული კონფლიქტების“

თურქეთის პრეზიდენტთან საუბრისას უკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „შავი ზღვა უსაფრთხოების ზონა უნდა იყოს და არა - ე.წ. გაყინული კონფლიქტების“. პრეზიდენტი ზელენსკი თურქეთში ჩასვლამდე ბულგარეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში იმყოფებოდა.   ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და, რომ უკრაინა უდავოდ იმსახურებს ნატოს წევრობას.  „სამართლიანი მშვიდობის დამყარებით არავინ იქნება წაგებული“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.  

უკრაინაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო

თურქულმა კომპანია Baykar-მა Bayraktar თვითმფრინავების წარმოებისთვის ქარხნის მშენებლობა უკრაინაში უკვე დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ 10 ივლისს სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა. „გადავედით რეალურ ნაბიჯებზე“, - განაცხადა მინისტრმა. „ბაიკარმა“ უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების წარმოების ლიცენზია 22 ივნისს მიიღო. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჰალუკ ბაირაქტარის თქმით, თვითმფრინავების წარმოება 2025 წელს დაიწყება და პროექტში მთლიანი ინვესტიცია დაახლოებით 95 მილიონი დოლარი იქნება. კიევმა და ანკარამ ბაიკარის ქარხნის გახსნაზე შეთანხმებას, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე მოაწერეს ხელი. უკრაინის პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება 2022 წლის 13 დეკემბერს მოახდინა. თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ქარხანაში წარმოებული დრონები აღჭურვილი იქნება უკრაინული წარმოების ძრავებით, ასევე დაწესებულებაში იქნება უკრაინელი პილოტების სასწავლო ცენტრი. Bayraktar-ი თურქული დამრტყმელი ოპერატიულ-ტაქტიკური საშუალო სიმაღლის, ხანგრძლივი ფრენის თვისების დრონია, რომელსაც თურქეთი უკრაინას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აწვდის. გასული წლის ოქტომბერში გახდა ოფიციალურად ცნობილი, რომ თურქული კომპანია "ბაირაქტარი", უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას 2 წელიწადში აპირებდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, თურქეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კომპანია „ბაირაქტარი“ უკრაინაში  საწარმოს გახსნის. „თურქეთის მიერ წარმოებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა,  რუსული ჯავშანტექნიკისა და საზენიტო სისტემებისგან უკრაინის დაცვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, თურქული კომპანია "ბაირაქტარი", რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს  უშვებს, უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას 2 წელიწადში გეგმავს", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა,ჰალუქ ბაირაქტარმა 2022 წლის ოქტომბერში.  

ერდოღანს ევროკომისიიდან უპასუხეს, რომ NATO-სა და ევროკავშირის გაფართოება ორი განცალკევებული პროცესია

ევროკომისიამ ერდოღანის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება ერთმანეთთან გადაჯაჭვული არ არის და ეს პროცესი ერთმანეთისგან განცალკევებით, პარალელურად მიმდინარეობს. „ევროკავშირს აქვს გაფართოების ძალიან სტრუქტურირებული პროცესი და ძალიან, ძალიან მკაფიო ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას ყველა კანდიდატმა ქვეყანამ და მასაც კი, ვისაც სურს, გახდეს კანდიდატი. თქვენ არ შეგიძლიათ, დააკავშიროთ ეს ორი პროცესი. თითოეული კანდიდატი ქვეყნის გაწევრიანების პროცესი ეფუძნება თითოეული ქვეყნის დამსახურებას და შემდგომი ნაბიჯების რიტმი, რომელსაც გადადგამს თითოეული კანდიდატი ქვეყანა, განისაზღვრება კანდიდატი ქვეყნების პროგრესითა და სამუშაოთი, რათა მიაღწიოს მიზნებს ან ნაბიჯებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა. იგივე პოზიცაი გაიმეორა გერმანიის კანცლერმა და აღნიშნა, რომ ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება ვერ განიხილება. NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას 10 ივლისს უპასუხა, რომლის თანახმად, ერდოღანმა NATO-ში შვედეთის წევრობას, ევროკავშირში თურქეთის შესვლა დაუკავშირა. ერდოღანი: მოდით, თურქეთს გზა გავუხსნათ ევროკავშირში და შემდეგ გავუხსნით გზას შვედეთს NATO-ში ერდოღანმა ერთგვარი პირობა წამოაყენა, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების სანაცვლოდ, ის მზადაა, შვედეთის გზას NATO-სკენ, გზა გაუხსნას. „მე მხარს ვუჭერ თურქეთის სწრაფვას, გახდეს ევროკავშირის წევრი. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაზეც მადრიდში შევთანხმდით, იყო პირობების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელიც შვედეთმა უნდა დააკმაყოფილოს ალიანსში გასაწევრიანებლად. შვედეთმა დააკმაყოფილა ეს პირობები და ეს ეხება იარაღის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას. ეს მოხდა. შემდეგ საუბარია თურქეთსა და შვედეთს შორის ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ესეც ხორციელდება. შვედეთმა ასევე შეცვალა კონსტიტუცია და გააძლიერა კონტრტერორისტული კანონები და შვედეთი თვალყურს ადევნებს თურქეთის უსაფრთხოების ლეგიტიმურ შეშფოთებას. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიდგეთ ტერორიზმთან ბრძოლაში. მაგრამ ამავე დროს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღმოფხვრათ ყველა მოკავშირის ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების შესახებ, რომლებსაც სურთ, შვედეთი ნახონ ალიანსში რაც შეიძლება მალე, რადგან ეს გააძლიერებს NATO-ს და გააძლიერებს ჩვენს უნარს, დავიცვათ ბალტიისპირეთის რეგიონი. თუ უბრალოდ დააკვირდებით რუკას, შვედეთის სრულუფლებიან წევრად ყოფნა, ფინეთის გარდა, ნამდვილად ცვლის გეოგრაფიას, NATO-ს ყოფნას ამ რეგიონში. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შვედეთი რაც შეიძლება მალე გახდეს წევრი. ჯერ კიდევ შესაძლებელია შვედეთის წევრობის შესახებ პოზიტიური გადაწყვეტილება აქ, ვილნიუსში. არანაირი გარანტია არ გვაქვს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ გვაქვს სამიტის იმპულსი აქ ლიდერებთან და ჩვენ გამოვიყენებთ ამ იმპულსს, რაც შეიძლება მეტი პროგრესის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 11-12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართება.  

რუსეთში მიაჩნიათ, რომ თურქეთი თანდათან არამეგობრული ქვეყანა ხდება

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ბონდარევმა განაცხადა, რომ თურქეთი, მთელი რიგი „პროვოკაციული გადაწყვეტილებების“ შემდეგ, თანდათან არამეგობრული ქვეყანა ხდება. „სამწუხაროდ, ბოლო კვირების მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ თურქეთი თანდათან და სტაბილურად აგრძელებს ნეიტრალური ქვეყნიდან არამეგობარ ქვეყნად გადაქცევას“, - აღნიშნა ბონდარევმა. ბონდარევის თქმით, თურქეთმა შეთანხმების დარღვევით გაათავისუფლა „აზოვის“ მეთაურები და ასევე, მხარს უჭერს NATO-ში უკრაინის დაჩქარებული წესით მიღებას. „თურქეთის ხელისუფლებამ კიევს გადასცა „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერები, რომლებიც, ფაქტობრივად, თურქეთში შინაპატიმრობაში უნდა ყოფილიყვნენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე (ეს იყო შეთანხმების ქვაკუთხედი) - თურქეთმა შეგნებულად უგულებელყო ეს, გარდა ამისა, იგი მხარს უჭერს უკრაინის დაჩქარებულ მიღებას NATO-ში და უკრაინაში დრონების ქარხნის მშენებლობას“, - განაცხადა ბონდარევმა.  

შვედეთის NATO-ში წევრობაზე ანკარის თანხმობის ფონზე, აშშ თურქეთისთვის F-16-ების გადაცემის საკითხს წინ წასწევს

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა როვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ვილნიუსში განაცხადა, რომ პრეზიდენტი კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ წინ წასწევს თურქეთისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის საკითხს,  სალივანს დეტალები არ დაუკონკრეტებია. მან მედიას შეახსენა ბაიდენის განცხადება, რომ ის თურქეთისთვის F-16-ების გადაცემას მხარს უჭერს. ზოგიერთი დიპლომატის აზრით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის წევრობაზე დისკუსიას იყენებდა ზეწოლის მიზნით, თუმცა ოფიციალურად ამას ორივე მხარე უარყოფს. 10 ივლისს, საღამოს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას დათანხმდა.  

ერდოღანი: თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას ოქტომბრამდე ვერ შეძლებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირებას სულ მცირე ოქტომბრამდე ვერ შეძლებს, რადგან თურქეთის პარლამენტის სხდომა შემოდგომამდე არ გაიმართება. კითხვას, როდის გამართავს პარლამენტი შვედეთის განაცხადზე კენჭისყრას, ერდოღანმა უპასუხა, რომ ამ საკითხის დეპუტატების დღის წესრიგში დაყენება მხოლოდ საპარლამენტო არდადეგების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი. თურქეთის პარლამენტის საშემოდგომო სესია პირველ ოქტომბერს იწყება. ერდოღანის თქმით, ალიანსის სამიტის დაწყებამდე ის NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს შეხვდა. „ჩვენ განვსაზღვრეთ ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას უახლოეს პერიოდში შვედეთის წევრობის პროცესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ერდოღანმა. მისივე თანახმად, საუბარია ორ ქვეყანას შორის ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობაზე, თურქეთის ევროკავშირში მისწრაფების მიმართ შვედეთის მხარდაჭერასა და თურქეთისთვის იარაღის ემბარგოს მოხსნაზე. „შვედეთის NATO-ში გაწევრიანების ოქმების დამტკიცების უფლებამოსილება პარლამენტს აქვს. ჩვენი დეპუტატები ყურადღებით დააკვირდებიან [შეთანხმებების შესრულების] პროცესს“, - განაცხადა ერდოღანმა.  

ერდოღანის ადმინისტრაცია: NATO-ს გაფართოება პლანეტაზე მშვიდობისა და სტაბილურობის გასაღებია

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა, რომ ანკარა მხარს უჭერს NATO-ს გაფართოებას მსოფლიოში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მისივე თანხმად, NATO-ს გაფართოების მიმართ ანკარას მხარდაჭერა არ არის მიმართული კონკრეტული ქვეყნისკენ, არამედ მიმართულია ალიანსის უსაფრთხოების ყოვლისმომცველ ორგანიზაციად გადაქცევაზე, რომელიც ხელს შეუწყობს სტაბილურობის მიღწევას. „თურქეთს მიაჩნია, რომ ალიანსის გაფართოება არის პლანეტაზე მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის გასაღები“, - განაცხადა ალთუნმა მისივე განმარტებით, NATO-ს -ს ვილნიუსის სამიტამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მიმართ NATO-ს მხარდაჭერა დაადასტურა.  

ერდოღანი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს იწყებს

Anadolu-ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 17-20 ივლისს საუდის არაბეთს, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს (UAE) და ჩრდილოეთ კვიპროსს ეწვევა. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, საუდის არაბეთში, კატარსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილ შეხვედრებზე, ორმხრივ ურთიერთობებზე, გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე ისაუბრებენ. ასევე განიხილავენ თანამშრომლობის შესაძლო სფეროებს, განსაკუთრებით, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებს. თურქული მედიის ცნობით, 20 ივლისს ერდოღანი ჩრდილოეთ კვიპროსში „მშვიდობისა და თავისუფლების დღის აღნიშვნას დაესწრება.“ ასევე შეხვდება პრეზიდენტს და განიხილავს კვიპროსის საკითხზე უახლეს მოვლენებს, ასევე, ორმხრივ ურთიერთობებს. ერდოღანი ახალი ტერმინალის შენობას, ერკანის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკს გახსნის. თურქეთის პრეზიდენტი ხელახალი არჩევის შემდეგ, პირველი საგარეო ვიზიტით, ჩრდილოეთ კვიპროსს და აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ცნობისთვის, კვიპროსი 1974 წელს გაიყო.  მას შემდეგ კვიპროსს სამხრეთ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაცია მართავს, რომელსაც ანკარა არ ცნობს. ჩრდილოეთ მხარეს მხოლოდ ანკარა აღიარებს. ასევე წაიკითხეთ: ფუმიო კიშიდამ ახლო აღმოსავლეთში ტურნე საუდის არაბეთში ვიზიტით დაიწყო  

მედიის ცნობით, სტამბოლში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე დააკავეს

მედიის ცნობით, სტამბოლის პოლიციამ „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი“ გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად კვეჟოევიჩი, რომელიც რუსეთმა ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა. სომხური და აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, ამის შესახებ სტამბოლის უსაფრთხოების დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. რუსეთის ფედერაციაში მრავალი დანაშაულის, მათ შორის მკვლელობების ბრალდებით, ის ინტერპოლის მიერ ძებნაში გამოცხადდა. 2020 წლიდან ჩიხლაძე თურქეთში იმყოფება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის 15 ივლისს დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.  

თურქეთმა და საუდის არაბეთმა ინვესტიციების, თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში შეთანხმებები გააფორმეს

თურქეთმა და საუდის არაბეთმა ინვესტიციების, თავდაცვის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროში შეთანხმებები გააფორმეს. დოკუმენტები საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის ხელმძღვანელობით გამართული გაფართოებული შეხვედრების შემდეგ გაფორმდა. თურქეთის ლიდერი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს ფარგლებში, საუდის არაბეთში ორშაბათს ჩავიდა.  

საუდის არაბეთი თურქეთისგან დრონებს შეიძენს

საუდის არაბეთში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ ერ-რიადი თურქულ დრონებს შეისყიდის. თურქულ თავდაცვის ფირმა Baykar-სა და საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს შორის შესაბამის ხელმოწერის ცერემონიას ერდოღანი და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი, მუჰამედ ბინ სალმანი დაესწრნენ. Reuters-ის თანახმად, ამის შესახებ საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA იტყობინება. „საუდის არაბეთი „სამეფოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გაზრდის და მისი თავდაცვისა და წარმოების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, უპილოტო თვითმფრინავებს შეიძენს,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, პრინცმა ხალიდ ბინ სალმანმა. SPA-მ გარიგების ღირებულების შესახებ დეტალები უცნობია. თურქეთმა და საუდის არაბეთმა ინვესტიციების, თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში შეთანხმებები გააფორმეს  

ერდოღანის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლი აცხადებს, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმების“ ვადა ამოიწურა და ის არ გახანგრძლივებულა პესკოვის თქმით, მას შემდეგ რაც შეთანხმების მოსკოვის ნაწილი შესრულდება, რუსეთი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მარცვლეულის გარიგებას. პესკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის პოზიცია „მარცვლეულის გარიგებასთან“ დაკავშირებით ჯერ კიდევ 17 ივლისს, „ყირიმის ხიდზე თავდასხმამდე იყო გამოცხადებული და ინციდენტი ამ საკითხზე გავლენას არ მოახდენს.“ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 14 ივლისს ამბობდა, რომ „მარცვლეულის ინიციატივის“ გაგრძელებაზე პუტინთან შეთანხმდა. „მოგეხსენებათ, აგვისტოში პუტინის მასპინძლობისთვის ვემზადებით თურქეთში. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის გაფართოებაზე", - აცხადებდა ერდოღანი. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა პუტინს წერილი გაუგზავნა შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ შენარჩუნების წინადადებით.  რუსული მხარე იმუქრებოდა, რომ 17 ივლისის შემდეგ შეწყვეტდა მონაწილეობას „მარცვლეულის შეთანხმებაში“, რომელიც საომარ პირობებში უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საშუალებას იძლევა. იმავდროულად, Financial Times იტყობინებოდა, რომ ევროკავშირი სანქცირების კუთხით განიხილავს გარკვეულ დათმობებს, რათა შეინარჩუნოს ეს შეთანხმება, რაც უკრაინული მხარისთვის მიუღებელია. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.

ერდოღანი მარცვლეულის შეთანხმებაზე: ვიცით, რომ პუტინს დასავლეთის ქვეყნებისგანაც აქვს გარკვეული მოლოდინები, მათაც უნდა მიიღონ ზომები

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთი, შესაძლოა, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს, თუ დასავლეთის ქვეყნები შესაბამის ზომებს მიიღებენ. ერდოღანი იმედოვნებს, რომ ამ საკითხს პუტინთან უახლოეს მომავალში განიხილავს სატელეფონო კომუნიკაციისას, ან თურქეთში ვიზიტის დროს. „რუსეთსაც აქვს გარკვეული მოლოდინები. თუ ისინი გადაილახება, მაშინ რუსეთი მხარს დაუჭერს ამ მარცვლეულის დერეფნის აქტიურ ფუნქციონირებას," - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანის განმარტებით, მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტა გამოიწვევს სურსათზე ფასების ზრდას, შიმშილს ზოგიერთ რეგიონში და მიგრაციის ახალ ტალღებს. „ვფიქრობ, ამ საკითხს დეტალურად განვიხილავთ ბატონ პუტინთან და უზრუნველვყოფთ, რომ ეს ჰუმანიტარული მოძრაობა გაგრძელდეს. ვიცით, რომ მას დასავლეთის ქვეყნებისგანაც აქვს გარკვეული მოლოდინები, დასავლეთის ქვეყნებმაც უნდა მიიღონ ზომები ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ზალუჟნის და სხვა ლიდერებს დაავალა, „მარცვლეულის ინიციატივის“ გასაგრძელებლად მოემზადონ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის შეგახსენებთ, რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“  

საქართველომ თურქეთს ანკარის მიერ ძებნილი გადასცა

საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პირი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული წამებისთვის, მუქარისთვის, ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისთვის და გაუპატიურებაში დახმარებისთვის იძებნებოდა. „თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი ექსტრადიციის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძებნილი ბათუმში დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაშვებად იქნა ცნობილი, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. 2023 წლის 7 ივლისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ზემოხსენებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა. საქართველოს პროკურატურა, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან წარმატებით თანამშრომლობის მზადყოფნას მომავალშიც გამოხატავს,“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სუნაკი: დიდი ბრიტანეთი შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ აღსადგენად, თურქეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს

დიდი ბრიტანეთი მარცვლეულის შეთანხმების აღსადგენად, თურქეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საუბრის დროს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერების და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების საკითხები განიხილეს. „დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ასევე, მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის ყოველდღიურ მცდელობებზე, რომლებიც ოდესის ისტორიული ცენტრის და საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურებაზეა მიმართული“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენკიმ სოციალური ქსელების საშუალებით. მანვე აღნიშნა, რომ რიში სუნაკს უკრაინის მიმდინარე თავდაცვითი მოთხოვნილებები გააცნო.  

აზერბაიჯანი და თურქეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ

თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იაშარ გულერმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მონაწილეობით შედგა. მოლაპარაკება სტამბოლში თავდაცვის მრეწველობის სფეროში საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართა. აზერბაიჯანი თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ, სამხედრო-საგანმანათლებლო, სამხედრო-სამედიცინო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის არსებული დონე. თურქმა და აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსნებმა ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოს შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.  

აზერბაიჯანმა თურქულ კომპანიასთან SU-25-ის მოდერნიზაციის შესახებ შეთანხმება გააფორმა

აზერბაიჯანი თურქეთთან სამხედრო კავშირებს აფართოებს. 26 ივლისს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომა და თურქულმა კომპანია TUSAS-მ სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავების მოდერნიზაციის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია სტამბოლში თავდაცვის ინდუსტრიის მე-16 საერთაშორისო გამოფენის „IDEF-23“ ფარგლებში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სამხედრო-ტექნიკური მომარაგების მთავარი დეპარტამენტის უფროსმა, აგილ გურბანოვმა და TUSAŞ-ის გენერალურმა მენეჯერმა, თემელ კოტილმა. როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, კონტრაქტზე ხელმოწერის მთავარი მიზანია თურქული წარმოების „ჭკვიანი ბომბებისა“ და რაკეტების ინტეგრაცია აზერბაიჯანის საჰაერო ძალების შეიარაღებაში მყოფ თვითმფრინავებთან და ასევე, მათი ავიონიკის მოდერნიზაცია. პროექტი, რომელსაც  აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ილჰამ ალიევი და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეპ თაიფ ერდოღანი განიხილავენ, ასევე ითვალისწინებს თავდაცვის ინდუსტრიის შიდა და ეროვნული შესაძლებლობებისა და საშუალებების მაქსიმალურ გამოყენებას. აზერბაიჯანი და თურქეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ  

აზერბაიჯანის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს თურქული წარმოების „ჭკვიანი ბომბების“ გამოყენება შეეძლებათ

26 ივლისს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომა და თურქულმა კომპანია TUSAS-მ სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავების მოდერნიზაციის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია სტამბოლში თავდაცვის ინდუსტრიის მე-16 საერთაშორისო გამოფენის „IDEF-23“ ფარგლებში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სამხედრო-ტექნიკური მომარაგების მთავარი დეპარტამენტის უფროსმა, აგილ გურბანოვმა და TUSAŞ-ის გენერალურმა მენეჯერმა, თემელ კოტილმა. როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, კონტრაქტზე ხელმოწერის მთავარი მიზანია თურქული წარმოების „ჭკვიანი ბომბებისა“ (მართვადი საავიაციო ბომბი) და რაკეტების ინტეგრაცია აზერბაიჯანის საჰაერო ძალების შეიარაღებაში მყოფ თვითმფრინავებთან და ასევე, მათი ავიონიკის მოდერნიზაცია. პროექტი, რომელსაც  აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ილჰამ ალიევი და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეპ თაიფ ერდოღანი განიხილავენ, ასევე ითვალისწინებს თავდაცვის ინდუსტრიის შიდა და ეროვნული შესაძლებლობებისა და საშუალებების მაქსიმალურ გამოყენებას. აზერბაიჯანი და თურქეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ  

ჩინეთის საგარეო საქმეთა ახლად დანიშნული მინისტრი თურქეთს ეწვევა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CPC) ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ბიუროს წევრი და CPC ცენტრალური კომიტეტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის ოფისის დირექტორია, თურქეთს ეწვევა. Daily Sabah-ის ცნობით, თურქეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონულ და გლობალურ მოვლენებს განიხილავენ. ჩინეთის ერთი თვის წინ გაუჩინარებული საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდენობიდან გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია გუშინ, 25 ივლისს გავრცელდა.  

ჩინეთის საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულმა მინისტრმა, თურქეთში პირველი საგარეო ვიზიტისას „შუა დერეფნის“ საკითხიც განიხილა

ჩინეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი თავისი პირველი საგარეო ვიზიტით, დანიშვნიდან მეორე დღეს, თურქეთში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვიზიტისას მან თურქ კოლეგასთან, ჰაქან ფიდანთან განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომი, რის შემდეგაც მოლაპარაკება თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი და ჩინეთი გააძლიერებენ თანამშრომლობას, რადგან ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ და რეგიონულ საკითხებში. თურქეთში ჩინელი დიპლომატის ვიზიტის დროს მოლაპარაკებები ასევე მოიცავდა ჩინეთის „სარტყელი და გზისა“ და „შუა დერეფნის“ ინიციატივების ჰარმონიზაციას. თავის მხრივ, თურქული სააგენტო Anadolu-ს თანახმად, თურქეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაფართოების გზები, ჩინეთის ინიციატივა - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ და ასევე, შუა დერეფნის საკითხი; ბირთვული ენერგიის, სოფლის მეურნეობის, სამოქალაქო ავიაციის, კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. შუა დერეფანზე EBRD-სა და ევროკავშირის ანგარიშის შემდეგ, ყაზახეთმა და საქართველომ თანამშრომლობის გაფართოება დაგეგმეს - ანალიზი ცნობისთვის, (TITR) „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ - შუა დერეფანი ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას კი, 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი. საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. ჩინური მხარე აღიარებს „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ მშენებლობის პროცესში საქართველოს დიდ პოტენციალს. ჩინეთისთვის ალტერნატივას წარმოადგენს 6 500 კილომეტრიანი ქსელი, რომელშიც საავტომობილო, სარკინიგზო და საპორტო გზები შედის.  ეს მარშრუტი მოიცავს ყაზახეთს, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და შემდეგ ევროპას, და ის ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის (შუა დერეფანი) სახელითაა ცნობილი. ჩინეთის პროექტი „ერთი სარტყელი ერთი გზა“ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში  

თურქეთის მიერ წარმოებული საბრძოლო თვითმფრინავი - Hurjet-ი ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, 2025 წელს შევა

თურქეთის მიერ წარმოებული ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავი, ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, 2025 წელს შევა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა IDEF-2023 გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თურქეთის წარმატება თავდაცვის ინდუსტრიაში დღითი დღე იზრდება: „2002 წელს ამ სფეროში სულ 57 კომპანია გვყავდა მომუშავე. დღეს კომპანიების რაოდენობამ 2500-ს მიაღწია.“ თურქეთი მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავის მასობრივ წარმოებას გეგმავს  

თურქეთში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა

თურქეთის ყარსის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. 7 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ტელეკომპანია TRT Haber-ი იუწყება. ავტობუსი სოფელ კარაკურტთან დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა. ის ბურსა-ყარსის რეისს ასრულდებდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზები დგინდება. ერთი მგზავრი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

Baykar-ი უკრაინაში დრონების ტექნიკური მომსახურების ცენტრს ააშენებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ და თურქულმა კომპანია Baykar-მა უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ცენტრის აშენების თაობაზე კონტრაქტს ხელი მოაწერეს. კონტრაქტი არის თურქეთ-უკრაინის თანამშრომლობის უფრო დიდი შეთანხმების ნაწილია მაღალი ტექნოლოგიების, საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის სფეროში, რომელიც ძალაში 23 იანვარს შევიდა. ცენტრი უახლოეს მომავალში აშენდება. უკრაინულმა მხარემ 10 ივლისს განაცხადა, რომ ქვეყანაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო. Baykar-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჰალუქ ბაირაქტარის თქმით, დრონების წარმოება 2025 წელს დაიწყება და პროექტში მთლიანი ინვესტიცია დაახლოებით, 95 მილიონი დოლარი იქნება.  

თურქეთში, 10 ქარხანაში ხანძარია

თურქეთის პროვინცია ბურსაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხანძარმა 10 ქარხანა მოიცვა. იუწყება თურქული მედია. ხანძარი ქალაქ ინეგოლის ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ტექსტილის ქარხანაში გაჩნდა. მალე ცეცხლი მიმდებარე ქარხნებსაც მოედო. ხანძრის ჩაქრობაში ოთხი ვერტმფრენი და ორი თვითმფრინავი, 110 სახანძრო ბრიგადა და 200 თანამშრომელი მონაწილეობდა. მოწამვლის შემდეგ ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოთხშაბათს დილით ბურსის მერმა განაცხადა, რომ ინდუსტრიულ ზონაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.  

Reuters: თურქეთში, შვედეთის საკონსულოს თურქი თანამშრომელი დაჭრეს

Reuters-ის ცნობით, თურქეთში, ქალაქ იზმირში, შვედეთის საკონსულოს თურქი თანამშრომელი საკონსულოს შენობის წინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ამასთან დაკავშირებით, უკვე დააკავეს თურქეთის მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია აგრის პროვინციაში. ხსენებულ ინფორმაციას იზმირის გუბერნატორი ავრცელებს. შვედეთის გენერალური კონსული იზმირში გაემგზავრა. ამასთან, სტოქჰოლმი მჭიდრო კონტაქტზეა სტამბოლში, გენერალურ საკონსულოსთან და მის თანამშრომლებთან თურქეთში. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.  

პაკისტანი თურქეთისგან KAAN-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს შეიძენს

პაკისტანი თურქეთისგან KAAN-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს შეისყიდის. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯელალი სამი ტუფექჩიმ განაცხადა. მისი თქმით, ამ კუთხით პაკისტანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ აგვისტოში ამ საკითხზე პაკისტანელ კოლეგებს შეხვდებიან.  

თურქეთისა და რუმინეთის თავდაცვის ატაშეები უწყებრივი მედლით - „ღირსეული პარტნიორი“ დაჯილდოვდნენ

თურქეთის რესპუბლიკისა და რუმინეთის თავდაცვის ატაშეებმა, პოლკოვნიკმა ბურაკ ალთინერმა და პოლკოვნიკმა მირჩა ჟიგურანუმ სამწლიანი მისია საქართველოში დაასრულეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა სამხედრო დიპლომატებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის უცხოელი ატაშეები უწყებრივი მედლებით - „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ბურაქ ალთინერის მუშაობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის ძალებმა სხვადასხვა მიმართულების განვითარების მიზნით თურქეთის რესპუბლიკისგან რამდენჯერმე მიიღო გრანტი და ფინანსური დახმარება. „მნიშვნელოვანია თურქული მხარის კონტრიბუცია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში, მათ შორის თურქეთი რეზიდენტი ექსპერტებით ჩართულია შემდეგ ინიციატივებში: ავიაცია, სპეციალური ოპერაციების ძალები, სამხედრო-საინჟინრო და სასაზღვრო. 2022 წელს თურქეთმა NATO-ს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიცია დაიკავა და საზღვაო მიმართულებას ფარავს. რუმინეთის თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშეს, პოლკოვნიკ მირჩა ჟიგურანუს მისიის პერიოდში კი, განსაკუთრებით გააქტიურდა ორხრივი თანამშრომლობა საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის. განხორციელდა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და რუმინეთში. გააქტიურდა და გაღრმავდა თანამშრომლობა წვრთნისა და განათლების კუთხით, მათ შორის საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის, რაც გამოიხატა ერთობლივ გაცვლით წვრთნებში სნაიპერული და საპარაშუტო თავისუფალი ვარდნის მიმართულებით. ცნობისთვის, რუმინეთის საელჩოს დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან ერთად, NATO-ს საკონტაქტო საელჩოს სტატუსი აქვს.  

მედიის ცნობით, თურქეთის პორტში აფეთქებამ 13 ელევატორი დააზიანა

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, დერინჯეს პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, 13 ელევატორი, კი დაზიანდა.   ამის შესახებ კოჯაელის პროვინციის გუბერნატორმა, სედარ იავუზმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა.   „ამ დროისთვის შემოწმების შემდეგ გვაქვს ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ არავინ არის“, - განაცხადა გუბერნატორმა. მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. თურქული მედიის ცნობით, პორტის 30 სილოდან, 13 დაზიანდა.

თურქეთი შავ ზღვაში, შორ მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გამოცდის - მედია

თურქეთის არმია შავ ზღვაში შიდა დისტანციური საჰაერო თავდაცვის სისტემა - Siper-ს გამოცდის, იტყობინება თურქული მედია. ხელისუფლებამ, ნოტამის შეტყობინების დახმარებით, ზღვის 850-კილომეტრიანი მონაკვეთი მათ შიდა წყლებში, ფრენისთვის აკრძალულ ზონად გამოაცხადა. საჰაერო თავდაცვის სისტემის ცდები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ედირნეს პროვინციიდან, რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გირესუნის პროვინციამდე სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ჩატარდება.  

თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. Anadolu-ს ცნობით 16:39 საათზე 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი მალათიის იეშილიურტის რაიონში იყო. 16:40 საათზე კი, ამავე ადგილას ამჯერად 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ მალათიაში მოქალაქეები სახლებიდან და საწარმოებიდან ქუჩებში გავიდნენ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე ქალაქში 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.  

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მჯერა, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გიულერმა გამოთქვა რწმენა, რომ თურქეთს შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის თქმით, „მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებამ მსოფლიოში სერიოზული პრობლემები შექმნა.“ გიულერმა ასევე აღნიშნა, რომ მარცვლეულის შეთანხმების წყალობით 33 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული გაიგზავნა გაჭირვებულ ქვეყნებში. „რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ ყველამ გაიგო, რომ ეს ორი ქვეყანა მთელი მსოფლიოს მარჩენალია. იქიდან მიწოდების შეწყვეტას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვა. თუ მიწოდება არ არის, არის შიმშილის საშიშროება. ახლა თითქმის ყველა მსოფლიო ლიდერი და გაეროს გენერალური მდივანი ფიქრობენ, რომ მხოლოდ ერდოღანს შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა,“ - აღნიშნა მინისტრმა.  

ანკარის შეფასებით, ალტერნატიული მარშრუტები შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივას“ ვერ ჩაანაცვლებს

თურქეთი მიიჩნევს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ნებისმიერი ალტერნატიული გზა, განსაკუთრებით მდინარე დუნაიზე მდებარე პორტების გავლით, ვერ ჩაანაცვლებს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას. ამის შესახებ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) პრეზიდენტი, რუშენ ჩეტინი აცხადებს. „მარცვლეულის დერეფნის დახურვის შემდეგ, გადატვირთულია მოძრაობა, რადგან ყველა გემი კონცენტრირებულია ისმაელის, რენისა და კილიას ირგვლივ - ესენია პორტები, რომლებიც უკავშირდება მდინარე დუნაის შესართავს,“ -  აღნიშნა თურქეთის ოფიციალურმა პირმა. მისი განმარტებით, ტექნიკრად შეუძლებელია მარცვლეულის ტრანსპორტირება იმ მარშრუტებით, რომლებსაც ზოგიერთი, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ალტერნატივად მიიჩნევს. „ეს შეუძლებელია, რადგან ეს არის მდინარის პორტები. დიდი გემები კი, იქ ვერ შედიან," - განაცხადა ჩეტინმა. მან ხაზი გაუსვა სიტუაციის გავლენას ეკონომიკურ მაჩვენებლებზე როგორც შავი ზღვის რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებში. 2 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას „მარცვლეულის შეთანხმება“ განიხილა. მხარეები შეთანხმდნენ პუტინის თურქეთში ვიზიტზე. მოგვიანებით, ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ პუტინის ვიზიტი უკვე ამ თვეში გაიმართება. მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

რუსეთის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, თურქეთში კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს - მედია

თურქეთმა 2016 წელს  მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ Hurriyet თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემას თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ დაკავებული ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია - FETO-ს მხარდამჭერია. თურქეთში ეს ორგანიზაცია ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. ეჭვმიტანილის ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, რომ ის სტამბოლში დააკავეს. თურქეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, ანდრეი კარლოვი ანკარაში 2016 წლის დეკემბერში, გამოფენის - „რუსეთი თურქების თვალით“ გახსნაზე გამოსვლისას მოკლეს. კარლოვის მკვლელობის განაჩენი 2021 წლის მარტში გამოცხადდა. სასამართლომ ხუთ ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. რვა მსჯავრდებულს 5-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ექვსი ბრალდებული გამართლდა. დანარჩენი ეჭვმიტანილების საქმეები ცალკე წარმოებად გამოიყო.  

თურქეთში ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

თურქეთში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა - სიცხე თითქმის 50 გრადუსი დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ეკოლოგიისა და ურბანული განვითარების მინისტრმა, მეჰმედ ოჟასეკიმ განაცხადა. მეტეოროლოგების ინფორმაციით, თურქეთის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა ესქიშეჰირის პროვინციაში, ქალაქ სარიჯაკაიაში იყო. „თურქეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 49,5 გრადუსი დაფიქსირდა. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის მოვუწოდებ ყველას, ყურადღებით იყვნენ ჩვენი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ დასახული მწვანე განვითარების მიზნების შესაბამისად,“ – წერს ოჟასეკი. წინა რეკორდი დაფიქსირდა 2021 წლის 20 ივლისს, როდესაც ტემპერატურა ქალაქ სიზრეში 49,1 გრადუსამდე გაიზარდა. შეგახსენებთ, პორტუგალიაში ორშაბათს, 7 აგვისტოს, წელს ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ლისაბონის მახლობლად, ქალაქ სანტარემში მეტეოროლოგიური სადგურის წინასწარი მონაცემებით, 7 აგვისტოს ქვეყანაში ტემპერატურის რეკორდი დაფიქსირდა - 46,4 ° C. საბერძნეთში ასევე დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი. კერძოდ, ივლისში - 46°C. ძლიერი სიცხეებია ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის იტალიაში.  

თურქეთი რუსეთს მოუწოდებს, შავ ზღვაში ესკალაციის გამოწვევას თავი აარიდოს

თურქეთმა ტვირთის გადამზიდ გემ Sukra Okan-თან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შემდეგ რუსეთს მოუწოდა, თავი აარიდოს ისეთ ქმედებებს, რომლებიც შავ ზღვაში ესკალაციას იწვევს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგობის ცენტრის (DMM) განცხადებაშია ნათქვამი. „რუსული მხარე სათანადოდ იყო გაფრთხილებული მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების აუცილებლობის შესახებ, რამაც შეიძლება, გაზარდოს დაძაბულობა შავ ზღვაში,“ - ნათქვამია განცხადებაში. ამავე დროს, ცენტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გემის მფლობელი და ეკიპაჟი თურქები იყვნენ, Sukra Okan-ი ამ ქვეყნის დროშით არ მიცურავდა. გარდა ამისა, ინციდენტი საერთაშორისო წყლებში მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თურქული მხარის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 13 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ხომალდმა შავ ზღვაში უკრაინის პორტისკენ მიმავალ სატვირთო გემს „გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა“ - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა უკრაინის მიღმა გაუხსნა „გამაფრთხილებელი“ ცეცხლი სავაჭრო გემებს მას შემდეგ, რაც მოსკოვი გაეროს შუამავლობით დადებული  „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. ამის შესახებ Alarabiya წერს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა „საპატრულო გემმა „ვასილი ბიკოვმა“ ავტომატური იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, მას შემდეგ, რაც პალაუს დროშის ქვეშ მცურავი (Sukru Okan) ხომალდის კაპიტანმა შემოწმების მიზნით შეჩერების მოთხოვნას არ უპასუხა.“ გემი შეამოწმეს, რის შემდეგაც მან გზა განაგრძო. უილიამ კორტნი: აშშ აცნობიერებს, რომ ომის შედეგი შეიძლება, თვალსაჩინო გახდეს უკრაინის მიღმაც, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში - ექსკლუზიური ინტერვიუ რუსეთმა განაცხადა, რომ გემი უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიემართებოდა. Alarabiya-ს ცნობით, ბოლო მონაცემებით, გემი ბულგარეთის სანაპიროსთან იყო და რუმინეთის პორტ სულინასკენ მიემართება. უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მთავარი მოთამაშეები არიან ხორბლის, ქერის, სიმინდის, რაფსის, რაფსის ზეთის, მზესუმზირის თესლისა და მზესუმზირის ზეთის ბაზრებზე. რუსეთი ასევე დომინანტია სასუქების ბაზარზე. მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ „უკრაინა და დასავლეთი აცხადებენ, რომ რუსეთის ნაბიჯები უკრაინის პორტების დე-ფაქტო ბლოკადას უტოლდება, რაც უკრაინიდან მსოფლიო ბაზრებზე ხორბლისა და მზესუმზირის გატანას შეწყვეტით ემუქრება. რუსეთი კი ამბობს, რომ დასავლეთმა ვერ შეასრულა პარალელური შეთანხმება, რომელიც მისი სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის წესებს ამსუბუქებს,“ წერს Alarabiya სტატიაში ქვესათაურით: შავი ზღვა ომის ზღვარზე? ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს

თურქეთი მზადაა, უკრაინის პორტებიდან შემოსულ გემებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტია მისცეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ Haber Global TV იუწყება. „როგორც ჩვენთვის ცნობილია, უკრაინიდან არცერთი გემი არ გასულა, მაგრამ თუ ის ჩამოვა, მას სრუტეში გავლის საშუალებას მისცემენ,“ - ციტირებს არხი თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წყაროს. აშშ-ის და ბულგარეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახალი უკრაინული ჰუმანიტარული დერეფანი პირველმა სამოქალაქო გემმა გაიარა. „უკრაინამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა შავ ზღვაში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენისკენ. პირველმა სამოქალაქო გემმა, რომელიც ოდესის პორტიდან გავიდა, ახალი უკრაინული ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. ახლა ის ბოსფორისკენ მიემართება,” - წერდა ზელენსკი 16 აგვისტოს გვიან საღამოს. დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში - „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

მედია: „მარცვლეულის ინიციატივის“ განახლებაზე შესაძლოა, სტამბოლში მოლაპარაკებები გაიმართოს

თურქეთი ცდილობს, რაც შეიძლება მალე აღადგინოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, ტექნიკური მოლაპარაკებები ინიციატივის ხელახალი გააქტიურებაზე შესაძლოა, სტამბოლში გაიმართოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Sabah-ი იტყობინება. „ტექნიკური მოლაპარაკებები მოსკოვსა და კიევს შორის დერეფნის ხელახალი გააქტიურებასთან დაკავშირებით შესაძლოა, სტამბოლში წარიმართოს,“ - ნათქვამია სტატიაში. მედია: რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ „მარცვლეულის შეთანხმებას” ამზადებენ „რეგიონში მშვიდობის მსურველი, ანკარა ცდილობს, რაც შეიძლება მალე გააცოცხლოს შავი ზღვის ინიციატივა ალტერნატიული მარშრუტების არჩევის ნაცვლად,“ - წერს მედია. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს საპროექტო წინადადებებზე, რათა თავიდან აიცილოს გლობალური პრობლემები, მიგრაცია და შიდა არასტაბილურობა განუვითარებელ ქვეყნებში. ცნობისთვის, ანკარის შეფასებით, ალტერნატიული მარშრუტები შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივას“ ვერ ჩაანაცვლებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 12 ადამიანი

თურქეთში, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. 12 ადამიანი დაიღუპა.  დაშავდა კიდევ 19 მგზავრი. დაშავებულები სორგუნის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ ტუნჩიმ განაცხადა, რომ ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაწყებულია. ავტობუსი სივასიდან სტამბოლისკენ მიდიოდა.  

უნგრეთის ენერგეტიკული კონგლომერატი გაზს თურქული BOTAS-ისგან შეიძენს

უნგრული ენერგეტიკული კონგლომერატი MVM თურქული ენერგეტიკული კომპანია BOTAS-ისგან დაახლოებით 300 მილიონი კუბური მეტრი (მკმ) ბუნებრივი აირის შეძენას დათანხმდა. ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის სახელმწიფო გაზსადენებისა და ნავთობსადენების კომპანია BOTAŞ-ზე დაყრდნობით ავრცელებს. შეთანხმებას კომპანიების აღმასრულებელმა დირექტორებმა თურქეთის დელეგაციის უნგრეთში ვიზიტის დროს მოაწერეს ხელი. კომპანიის თანახმად, შეთანხმება მომავალი წლიდან თურქეთიდან უნგრეთში ბუნებრივი აირის მიწოდების დაწყებას ითვალისწინებს. Reuters-ის ცნობით, ეს არის პირველი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ბუნებრივი აირის ექსპორტს მილსადენების საშუალებით ევროპულ ქვეყანაში, რომელიც რუსეთს არ ესაზღვრება. „BOTAŞ-მა და უნგრულმა სახელმწიფო კომპანიამ MVM CEEnergy-მა გააფორმეს ბუნებრივი გაზის ექსპორტის შესახებ ისტორიული შეთანხმება ენერგეტიკის სექტორში ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად და ბუნებრივი გაზის სფეროში საკვანძო როლის ხედვის რეალიზებით, “- აცხადებენ კომპანიაში.  

ერდოღანი იმედოვნებს, რომ პუტინს სექტემბერში შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი ანკარაში, სავარაუდოდ, გაურკვეველი ვადით, სულ მცირე სექტემბრამდე გადაიდება. ამის შესახებ მედია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. „პუტინთან სატელეფონო საუბრების მიზანს „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით რუსეთის დადებითი დამოკიდებულება წარმოადგენს. სექტემბერში ინდოეთში G20-ის შეხვედრა გაიმართება, შემდეგ კი, გაეროს გენერალური ასამბლეა - აშშ-ში. თუ ამ დაძაბულ გრაფიკში გამოვნახავთ შესაძლებლობას, პუტინს აუცილებლად პირისპირ შევხვდები,” - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანის განცხადებით, თურქეთი „მარცვლეულის დერეფნის“ განახლებაზე ისევ მუშაობს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში რუსეთში, შესაძლოა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, ამის შემდეგ კი - თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართოს. ერდოღანი პუტინს: „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერება სარგებელს არავის მოუტანს უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ ზუსტად განსაზღვრონ შეხვედრის ადგილი და დრო რაც შეიძლება მალე. მან აღნიშნა, რომ ორი ლიდერის მოლაპარაკებების დღის წესრიგში შედის ორმხრივი ურთიერთობები, „უკრაინის კრიზისი“ და „მარცვლეულის შეთანხმება.“ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთს ვიზიტით აგვისტოში ეწვეოდა.  ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში, ივლისში განაცხადა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა.  

სერბეთის პრეზიდენტი ერდოღანთან შეხვედრაზე: რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, თურქეთის კონსტრუქციული ჩართულობის იმედი გვაქვს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი თურქეთთან საუკეთესო ურთიერთობებს შეინარჩუნებს. „ყოველთვის მნიშვნელოვანი ღია საუბარი თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მიმდინარე ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თურქეთთან საუკეთესო ურთიერთობების შენარჩუნება,“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. ვუჩიჩმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრა კიდევ ერთი ნაბიჯია სერბეთსა და თურქეთს შორის უკვე კარგი თანამშრომლობის გაძლიერებისკენ, ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში. „ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, სადაც ჩვენ მსოფლიოს ამ ნაწილში თურქეთის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო აქტორის კონსტრუქციული ჩართულობის იმედი გვაქვს, - აღნიშნა ვუჩიჩმა. ვუჩიჩი ერდოღანს შეხვდა უნგრეთის სახელმწიფოებრიობის დღის აღნიშვნის ფარგლებში შეხვდა.  

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას შესაძლოა, მომავალ კვირას ეწვიოს - მედია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი შესაძლოა, მომავალ კვირას უკრაინას ეწვიოს. ამის შესახებ თურქული პრესა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მისივე თანახმად, ვიზიტის მიზანი „მარცვლეულის გარიგების“ აღდგენაა. ფიდანი უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდება. ვიზიტი სავარაუდოდ, 25 აგვისტოს შედგება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ჰაკან ფიდანი უკრაინას პირველად ეწვევა.   

Baykar-ს სურს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება უკრაინაში 2025 წელს დაიწყოს

თურქული კომპანია Baykar 2025 წელს უკრაინაში Bayraktar TB2-ს და Bayraktar Akinci-ის ტიპის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ელის. თურქეთმა უკრაინაში Bayraktar-ის დრონების წარმოებისთვის ლიცენზია გასცა.  უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ობიექტების მშენებლობისთვის დაგეგმილი ჯამური ინვესტიცია 95.5 მილიონი აშშ დოლარია. ქარხნის გახსნა 2025 წელს იგეგმება. უკრაინა თურქეთისგან დამატებით 24 უპილოტო საფრენ აპარატს შეიძენს „სამშენებლო სამუშაო Baykar-ის ადგილობრივ შვილობილ კომპანიაში [უკრაინაში], შპს (Avia Ventures) გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, გახსნა დაგეგმილია 2025 წელს“, - ციტირებს მედია მის კომენტარს.  კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „[საწარმოში] მოსამზადებელი სამუშაოს ძირითადი ნაწილი უკვე მიმდინარეობს“. თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების ქარხანას და სერვისცენტრს ააშენებს ცნობისთვის, უკრაინამ თურქული დრონი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად 2021 წლის ოქტომბერში გამოიყენა. უკრაინელმა სამხედროებმა Facebook-ზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც Bayraktar T2B ანადგურებს რუსული წარმოების საარტილერიო იარაღს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.  

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა. ჰაკან ფიდანი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო. შეხვედრის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა და შესაბამისი ვიდეოც გამოაქვეყნა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე განიხილეა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები. „მზადება გლობალური მშვიდობის სამიტისთვის და მშვიდობის ფორმულა. რუსეთის საფრთხეები შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის მიმართ. მადლობა თურქეთს თანმიმდევრული და გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ,“ - წერს ზელენსკი. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მჯერა, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ჰაკან ფიდანი უკრაინას პირველად ეწვია. მან მინისტრის პოზიცია არჩევნების შემდეგ ივნისში დაიკავა. მანამდე ფიდანი დაზვერვის სამსახურს ხეოლმძღვანელობდა. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

ოდესიდან გასული პირველი სატვირთო გემი დროებითი დერეფნის გავლით ბოსფორის სრუტემდე ჩავიდა

ოდესიდან გასულმა პირველმა სატვირთო გემმა უკრაინის მიერ სამოქალაქო ხომალდებისთვის გახსნილი დროებითი დერეფნის გავლით, ბოსფორის სრუტეს მიაღწია. ეს პირველი გემია, რომელმაც უკრაინის მიერ შექმნილი დროებითი საზღვაო დერეფნით ისარგებლა მას შემდეგ, რაც რუსეთი "მარცვლეულის შეთანხმებიდან" გავიდა.  დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. განახლება: კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა თურქეთისთვის პრიორიტეტულია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ რისკებს გათვალისწინებით, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივის“ ალტერნატივა სხვა ვარიანტი ვერ გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისთვის ძალისხმევას განაგრძობს. „ჩვენ ვიცით, რომ ამჟამად ეძებენ ალტერნატიულ გზებს მარცვლეულის ექსპორტისთვის. თუმცა ასევე ვხედავთ, რომ ეს გზები არ შეიძლება, ალტერნატივად განიხილებოდეს, რადგან ეს რისკებს შეიცავს,“ - განაცხადა ფიდანმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ  ამ ინიციატივის საშუალებით, 33 მილიონ ტონაზე მეტმა მარცვლეულმა და საკვები პროდუქტმა საერთაშორისო ბაზრებს მიაღწია. „ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ყველა მხარესთან ყველა დონეზე“, - განაცხადა ჰაკან ფიდანმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ინიციატივის აღდგენა თურქეთისთვის პრიორიტეტულია. „მარცვლეულის ინიციატივას“ განსაკუთრებული ადგილი უკავია გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ძალიან სისტემატურად“ მუშაობს,“ - აღნიშნა ფიდანმა. მან მადლობა გადაუხადა უკრაინელებს ამ საკითხთან მიმართებით „კონსტრუქციული მხარდაჭერისთვის.“ თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მჯერა, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია ზელენსკი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა.  

ერდოღანი აშშ-ს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე დასასწრებად შეერთებულ შტატებს ეწვევა, იტყობინება გაზეთი Star-ი. ვიზიტი 17-21 სექტემბერს იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანი გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს. „მოსალოდნელია, რომ თურქეთის ლიდერი გამოვა მნიშვნელოვანი გზავნილებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ისლამოფობია, ლტოლვილები, კლიმატის ცვლილება, კვიპროსის პრობლემა, რუსეთ-უკრაინის ომის უახლესი მოვლენები და მარცვლეულის ტრანსპორტირება,“ - წერს მედია. გაზეთი Milliyet-ი 26 აგვისტოს წერდა, რომ ერდოღანი ჩინეთს ეწვევა, თუმცა ვიზიტის თარიღი ინფორმაციაში მითითებული არ იყო.  

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: თურქეთი კავკასიაში ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას გაზრდის

თურქეთი გაზრდის ენერგეტიკულ თანამშრომლობას კავკასიაში, ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა TRT Haber-თან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს შეამცირებს თურქეთის დამოკიდებულებას უცხოურ ენერგეტიკაზე. „მეზობელი ტერიტორიები, მათ შორის კავკასია, მდიდარია ნავთობით. ჩვენ ამასაც გავითვალისწინებთ. მომავალში ერთ-ერთი მთავარი მიზანია ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება,“ - განაცხადა ბაირაქტარმა.  

უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩადის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი თურქი კოლეგა ჰაკან ფიდანი "უახლოეს მომავალში" მოლაპარაკებებს მოსკოვში გამართავენ. იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ორშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ, მარია ზახაროვაზე დაყრდნობით. ამის შესახებ REUTERS წერს. „თურქეთი ცდილობს, დაარწმუნოს რუსეთი, დაუბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებას“, რომელიც მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას იძლევა უკრაინის შავი ზღვის პორტებით. კრემლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ, მალე გამართავს მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, მაგრამ ჯერ არ არის გამოცხადებული შეხვედრის თარიღი ან მისი გამართვის ადგილი,“ - წერს Reuters-ი. შეგახსენებთ, 25 აგვისტოს, ფიდანი უკრაინაში იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას, რუსეთის მიერ მარცვლეულის დერეფნის ბლოკირება და უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელების საკითხები განიხილა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ შავ ზღვაში ალტერნატიული „მარცვლეულის დერეფანი“ შექმნა, თუმცა მას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. მოგვიანებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რისკებს გათვალისწინებით, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივის“ ალტერნატივა სხვა ვარიანტი ვერ გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისთვის ძალისხმევას განაგრძობს. „ჩვენ ვიცით, რომ ამჟამად ეძებენ ალტერნატიულ გზებს მარცვლეულის ექსპორტისთვის. თუმცა ასევე ვხედავთ, რომ ეს გზები არ შეიძლება, ალტერნატივად განიხილებოდეს, რადგან ეს რისკებს შეიცავს,“ - განაცხადა ფიდანმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მჯერა, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია ზელენსკი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა.

მსოფლიოს უდიდესი ამერიკული ავიამზიდი ანტალიის პორტში შევიდა

მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი (Gerald R. Ford) ანტალიის პორტში (QTerminals) შევიდა. ავიამზიდის მეთაურმა, კონტრადმირალმა ერიკ ესლიჩმა ავიამზიდის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა: „ანტალიაში ჩასვლამდე ჩატარდა წვრთნების სერია სხვადასხვა სფეროში. ამ წვრთნებმა გააძლიერა ჩვენი კავშირები თურქეთთან და გააძლიერა ჩვენი მიზნები, რომ ერთად ვიმუშაოთ საზღვაო ტაქტიკასა და პროცედურებზე. კოლექტიური ძალისხმევა ასევე ხელს უწყობს ჩვენს საერთო მიზანს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად“. ამასთან, ანკარაში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პორტის ეს ვიზიტი არის გემის მეოთხე გაჩერება აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის (NAVEUR) ოპერაციების ზონაში განლაგებისას და იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის ძლიერი პარტნიორობა გააძლიეროს. მანამდე ხომალდი ეწვია ნორვეგიას, ხორვატიასა და საბერძნეთს.  ანტალიაში შესვლამდე თურქეთის საზღვაო გემებმა (TCG) Anadolu, Goksu, Gediz, Imbat, Meltem, Burakreis და თურქეთის საჰაერო ძალების - F-16-ის, KC-135-ისა და P-72-ის ტიპის თვითმფრინავებმა კოორდინირებული ღონისძიებების სერია Gerald R. Ford-ის დამრტყმელ ჯგუფთან ერთად (GRFCSG) ჩაატარეს, რომლის მიზანიც პარტნიორთა თავსებადობის გაძლიერება და ხმელთაშუა ზღვაში უსაფრთხოებისადმი ერთგულების დემონსტრირება იყო. ამერიკის საელჩოს განცხადებთ, აშშ-ის საზღვაო ძალები რეგულარულად ატარებს წვრთნებს თურქეთთან და აგზავნის თავის უმსხვილეს ავიამზიდს ანტალიაში მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშშ-ის მეექვსე ფლოტის სარდლობის ხომალდი USS Mount Whitney სტამბოლს, ხოლო მართვადი რაკეტების კრეისერი USS Normandy  - Aksaz-ს ეწვია.  NATO-ს ხომალდებისა და მსოფლიოს უდიდესი სამხედრო ავიამზიდის მონაწილეობით, ხმელთაშუა ზღვაში წვრთნები გაიმართა „Gerald R. Ford-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებსა და სამხედრო ლიდერებს სადილზე უმასპინძლებს აშშ-სა და თურქეთს შორის ძლიერი, ფართო ალიანსის აღსანიშნავად. პორტში გამგზავრება ასევე აძლევს ჯერალდ რ. ფორდის მეზღვაურებს შესაძლებლობას, გაეცნონ თურქეთის მდიდარ ისტორიასა და კულტურას,“ - წერს ამერიკის საელჩო. Gerald R. Ford აშშ-ის საზღვაო ძალების უახლესი და ყველაზე მოწინავე ავიამზიდია.   

თურქეთს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ხვალ, 31 აგვისტოს ეწვევა

თურქეთს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ხვალ, 31 აგვისტოს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩადის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლავროვი და ჰაკან ფიდანი განიხილავენ „რეგიონში არსებულ ვითარებას, განსაკუთრებით კი, უკრაინაში, სირიაში, ლიბიაში, ამიერკავკასიაში“ მიმდინარე მოვლენებს. ცნობისთვის, უახლოეს მომავალში ელიან ასევე თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას, რომლის გამართვის თარიღის შესახებ მედიაში განასხვავებული ცნობები ვრცელდება. შეგახსენებთ, 25 აგვისტოს, ფიდანი უკრაინაში იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას, რუსეთის მიერ მარცვლეულის დერეფნის ბლოკირება და უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელების საკითხები განიხილა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ შავ ზღვაში ალტერნატიული „მარცვლეულის დერეფანი“ შექმნა, თუმცა მას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. მოგვიანებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რისკებს გათვალისწინებით, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივის“ ალტერნატივა სხვა ვარიანტი ვერ გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისთვის ძალისხმევას განაგრძობს. „ჩვენ ვიცით, რომ ამჟამად ეძებენ ალტერნატიულ გზებს მარცვლეულის ექსპორტისთვის. თუმცა ასევე ვხედავთ, რომ ეს გზები არ შეიძლება, ალტერნატივად განიხილებოდეს, რადგან ეს რისკებს შეიცავს,“ - განაცხადა ფიდანმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მჯერა, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია ზელენსკი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა.

ფიდანი ლავროვთან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასაც განიხილავს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან მოლაპარალებების მიზანი, რუსეთისა და თურქეთის ლიდერების ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოახლოებული შეხვედრისთვის მზადებაა. „ჩვენ განვიხილავთ „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენისა და უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის შექმნის საკითხებს. გარდა ამისა, დღის წესრიგში იქნება სიტუაცია სირიასა და სამხრეთ კავკასიაში. მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეგობარს (სერგეი ლავროვს) სტუმართმოყვარეობისა და თბილი დახვედრისთვის,“ - განაცხადა ფიდანმა. ფიდანი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მოსკოვში პირველად ჩავიდა.  

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს მოსკოვში ხვდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვსა და მის თურქ კოლეგას, ჰაკან ფიდანს შორის პირისპირ შეხვედრა მოსკოვში დაიწყო. რუსული მედიის ცნობით, მოგვიანებით მინისტრები გაფართოებულ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრების შემდეგ ლავროვი და ფიდანი პრესასთან განცხადებებს გააკეთებენ. ფიდანი ლავროვთან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასაც განიხილავს უახლოეს მომავალში ელიან ასევე თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას, რომლის გამართვის თარიღის შესახებ მედიაში განასხვავებული ცნობები ვრცელდება. 25 აგვისტოს, ფიდანი უკრაინაში იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას, რუსეთის მიერ მარცვლეულის დერეფნის ბლოკირება და უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელების საკითხები განიხილა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ შავ ზღვაში ალტერნატიული „მარცვლეულის დერეფანი“ შექმნა, თუმცა მას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. მოგვიანებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რისკებს გათვალისწინებით, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივის“ ალტერნატივა სხვა ვარიანტი ვერ გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისთვის ძალისხმევას განაგრძობს. „ჩვენ ვიცით, რომ ამჟამად ეძებენ ალტერნატიულ გზებს მარცვლეულის ექსპორტისთვის. თუმცა ასევე ვხედავთ, რომ ეს გზები არ შეიძლება, ალტერნატივად განიხილებოდეს, რადგან ეს რისკებს შეიცავს,“ - განაცხადა ფიდანმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მჯერა, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია ზელენსკი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა.

ფიდანი ლავროვთან შეხვედრაზე: გაეროს ახალმა წინადადებებმა შესაძლოა, „მარცვლეულის შეთანხმება“ აღადგინოს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა გაეროს ახალმა წინადადებებმა შესაძლოა, „მარცვლეულის შეთანხმება“ აღადგინოს. თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან რუსეთში სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თურქმა მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წლის ივლისის შეთანხმება „უაღრესად მნიშვნელოვანია“ გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისა და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისთვის. ფიდანმა ხაზი გაუსვა შეთანხმების აღდგენის მნიშვნელობას და თურქეთის მზაობა დაადასტურა, ამ მხრივ ძალისხმევაში შეიტანოს წვლილი. „გავაგრძელებთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენაზე მუშაობას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისთვისა და მშვიდობისთვის,“ - განაცხადა ფიდანმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ გაეროს ახალმა წინადადებებმა შეიძლება, აღადგინოს შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმება.“ „ვთვლით, რომ ეს სათანადო ნიადაგს უზრუნველყოფს შეთანხმების აღსადგენად,” - განაცხადა ფიდანმა. ფიდანი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მოსკოვში პირველად, დღეს, 31 აგვისტოს ჩავიდა. ფიდანი ლავროვთან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასაც განიხილავს  

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევებს 11 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დენიზლიში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და 95 დაშავდა. გამოცემა Hürriyet-ის ცნობით, ქალაქ დენიზლიში რამდენიმე საათიანი ინტერვალით ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პირველს 7 ადამიანი ემსხვერპლა და 42 დაშავდა, მეორე ავარიის შედეგად კი, როდესაც მსუბუქი ავტომობილი ჯერ ავტობუსს, შემდეგ კი, მიკროავტობუსს შეეჯახა, 4 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა.  

ანკარა საბერძნეთთან ურთიერთობებში „ახალ ეპოქას“ იწყებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ანკარაში თავის ბერძენ კოლეგას გეორგიოს გერაპეტრიტისს შეხვდა. ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი საბერძნეთთან ურთიერთობაში ახალ მიდგომებს უჭერს მხარს. ანკარა მზად არის, გააგრძელოს დიალოგი საბერძნეთთან „წინაპირობის გარეშე." „ჩვენ შევთანხმდით ახალი მიდგომების შემოტანაზე პრობლემების გადასაჭრელად," - განაცხადა ფიდანმა. NATO-ს წევრებს საბერძნეთსა და თურქეთს დიდი ხანია, უთანხმოება აქვთ, ნავთობით და მინერალებით მდიდარ ეგეოსის ზღვაში საჰაერო და საზღვაო უფლებების შესახებ. უთანხმოებამ გამოიწვია საჰაერო ძალების თითქმის ყოველდღიური პატრულირება ძირითადად საბერძნეთის კუნძულების ირგვლივ, სადავო საჰაერო სივრცეში, რომელზეც თურქეთმა არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია, თავად კი, მისი მხრიდან რაიმე სახის დარღვევას უარყოფს.  ასევე წაიკითხეთ: საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში  

თურქეთის პარლამენტი ახალ კონსტიტუციაზე მუშაობას იწყებს

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტი ახალ კონსტიტუციაზე მუშაობას ოქტომბერში დაიწყებს. 1982 წლიდან სამხედრო გადატრიალების შემდეგ შემუშავებულ კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. „ჩვენ მთლიანად გავათავისუფლებთ თურქეთს სახელმწიფო გადატრიალების ეპოქის კონსტიტუციისგან და განვაახლებთ ძალისხმევას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ მივიღოთ სამოქალაქო კონსტიტუცია, რომელიც შეეფერება ჩვენს დემოკრატიას,. ეს მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენი პარლამენტი განაახლებს მუშაობას,“ - განაცხადა ერდოღანმა პრესკონფერენციაზე.  

საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ პირი 2022 წლის 8 სექტემბერს, ქალაქ სტამბოლში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა. კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილი პირის მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა შეიარაღებულ დანაშაულებრივ ორგანიზაციებს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდა. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 12 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2023 წლის 15 თებერვალს, აღნიშნული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად ცნეს ქართულმა სასამართლოებმა. მოგვიანებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ზემოხსენებული პირის ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს თურქ კოლეგებს. საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.  

ერდოღანი G-20-ის ლიდერებს მოუწოდებს, „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით რუსეთის მოთხოვნები დააკმაყოფილონ - Bloomberg

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც ნიუ-დელიში მიმდინარე G-20-ის სამიტში მონაწილეობს, ჯგუფის ლიდერებს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Bloomberg-ი სამიტის მონაწილე თურქ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ერდოღანი მსოფლიო ლიდერებს სურსათისა და სასუქის რუსული ექსპორტის დაზღვევის შემსუბუქებასა და საერთაშორისო გადახდების განსახორციელებლად SWIFT-ის სისტემაში მოსკოვის ხელახალი ჩართვისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ აშშ და მისი მოკავშირეები სანქციების შერბილების შესახებ რუსეთის ფედერაციის მოთხოვნას არ განიხილავენ.  უკრაინული მედია წერს, რომ ერდოღანმა „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის თაობაზე პუტინი „ვერ დაარწმუნა“. ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა. 2 სექტემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარცვლეულის დროებითი დერეფანი კიდევ ორმა გემმა წარმატებით გაიარა.

ერდოღანი: მექნება საუბარი ნიკოლ ფაშინიანთან და განვუცხადებ, რომ ყარაბაღში ჩატარებული „არჩევნები" მიუღებელია

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ხვალ, 11 სექტემბერს პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. ერდოღანი ამბობს, რომ  ყარაბაღში არსებული ვითარების განხილვას გეგმავს. „ორშაბათს, დიდი ალბათობით, მექნება საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან ყარაბაღში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მე მას ვეტყვი, რომ ყარაბაღში ჩატარებული არჩევნები ჩვენთვის მიუღებელია, რაც უკვე არაერთმა დასავლურმა ქვეყანამ განაცხადა,“ - აღნიშნა ერდოღანმა. ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს უკვე ესაუბრა.  ევროკავშირი მთიან ყარაბაღში გუშინ ჩატარებულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს. "2023 წლის 9 სექტემბერს ხანკენდში/სტეფანაკერტში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი იმეორებს, რომ არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ის ჩატარდა", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის, ნაბილა მასრალის განცხადებაში. მისი თქმით, ამასთან მნიშვნელოვანია ყარაბაღელი სომხები გაერთიანდნენ დე-ფაქტო ლიდერების გარშემო, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ, ბაქოსთან შედეგზე ორიენტირებულ დისკუსიებში ჩაერთონ. ცნობისათვის, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში, 9 სექტემბერს ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნები" ჩატარდა და "პრეზიდენტად" სამველ შაჰრამანიანი აირჩიეს.  

კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის უფროსი მრჩეველი ერევანსა და ბაქოს ეწვია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ხსენებულ ქვეყნებში ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობები ავრცელებენ. ბონოს ვიზიტის პროგრამა მოიცავს ვიზიტს ერევანსა და ბაქოში, რათა გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას დაუჭიროს მხარი. 14 სექტემბერს ბონო სომხეთში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ყარაბაღის ვითარება და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი. გარდა ამისა, ლუის ბონო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მიიღო. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბონო ეწვია სამხრეთ კავკასიას, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესისთვის აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის გზები განეხილა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩევლად, ფილიპ რიკერის შემცვლელად ლუის ბონო მიმდინარე წლის დასაწყისში დანიშნა.  

თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წვრთნები SAT-SAS (წყალქვეშა თავდასხმა და თავდაცვა)  8-15 სექტემბერს ტარდება. გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, თურქეთი და პაკისტანი 18-30 სექტემბერს წვრთნებს Eternal Brotherhood-II გამართავენ. ასევე, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეცდანიშნულების რაზმები „კავკასიის არწივის“ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. მანამდე აზერბაიჯანის საზღვაო ძალების დანაყოფებმა და თურქეთის საზღვაო ძალების სპეცრაზმმა ერთობლივი წვრთნები მარმარისში, 2022 წლის ოქტომბერში ჩაატარეს.  

თურქეთი რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს მთიანი ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი შეხვედრის ჩატარებას სთავაზობს

თურქეთი რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთის რესპუბლიკას მთიანი ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი შეხვედრის ჩატარებას სთავაზობს, რაზეც ჯერჯერობით არც ნეგატიური და არც პოზიტიური პასუხი თურქულ მხარეს არ მიუღია. შესაბამისი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა. „ჩვენს პრიორიტეტებშია მოლაპარაკებების ჩატარება სამმხრივ ფორმატში, როგორც ეს ადრე იგეგმებოდა. მაგრამ ჩვენ ასევე ოთხმხრივ ფორმატში შეხვედრაც შევთავაზეთ. ეს წინადადება მხარეებს გადავეცით. ანუ, შეხვედრაზე ვიქნები მე, პუტინი, ილჰამ ალიევი და ფაშინიანი. მე ვთქვი, მოდით, შევხვდეთ, განვიხილოთ გადასადგმელი ნაბიჯები," - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოთხმხრივი შეხვედრის ინიციატივის მიზანი ის არის, რომ მოლაპარაკებები პრობლემასთან დაკავშირებული ქვეყნების ლიდერებმა ჩაატარონ და არა ყარაბაღის თემასთან არადაკავშირებულმა მხარეებმა. „კიდევ ერთხელ განვიხილავ ამ საკითხს ალიევთან. ჩვენ ვიმუშავებთ კონკრეტიზაციაზე და თვალს ვადევნებთ [მოვლენების] განვითარებას," - განაცხადა ერდოღანმა.  

ერდოღანმა მასკს თურქეთში Tesla-ს ქარხნის აშენება სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, სთხოვა, თურქეთში Tesla-ს ქარხანა ააშენოს. Reuters-ი თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით წერს, რომ მასკის თქმით, Tesla-სთან უკვე ბევრი თურქი მომწოდებელი მუშაობს და თურქეთი მისი შემდეგი ქარხნის ასაშენებლად ყველაზე მნიშვნელოვანი კანდიდატია. ერდოღანმა მასკი სექტემბრის ბოლოს იზმირში დაგეგმილ კოსმოსურ და ტექნოლოგიების ფესტივალ Teknofest-ზე დასასწრებად მიიწვია და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეს მიწვევა მიიღო. ცნობისთვის, ილონ მასკმა მაისში განაცხადა, რომ კომპანია ახალი ქარხნისთვის ადგილს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე შეარჩევს. Tesla-ს ამჟამად ექვსი ქარხანა აქვს და მეშვიდეს მექსიკაში აშენებს.  

ერდოღანი: რუსეთს ისევე ვენდობი, როგორც დასავლეთს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მომხრეა. ერდოღანის თქმით, მას პუტინის სიტყვების სჯერა. „ბატონი პუტინი რეალურად არის ამ ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მომხრე. მე მხოლოდ ლიდერის სიტყვებიდან გამომდინარე ვამბობ ამას. ბატონი პუტინი ამ ომის რაც შეიძლება მალე დამთავრების მომხრეა. მას ასე თქვა და მე მჯერა მისი სიტყვების", - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაზე საუბრისას კი, ერდოღანმა განაცხადა, რომ პუტინს დასავლეთზე არანაკლებ ენდობა. „არ მაქვს მიზეზი, რომ არ ვენდო მათ. რუსეთი იმდენად სანდოა, რამდენადაც დასავლეთი. ბოლო 50 წელია, ევროკავშირის კართან ვიცდით და ამ მომენტში რუსეთს ისევე ვენდობი, როგორც დასავლეთს," - განაცხადა ერდოღანმა ნიუ-იორკში ყოფნისას, ამერიკულ მაუწყებელ PBS-თან ინტერვიუში. რას ფიქრობს მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება და რომ ის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებას უკრაინასთან ომში უპირატესობის მოსაპოვებლად იყენებს, თურქეთის პრეზიდენტმა ამ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ აზრს არ ეთანხმება.    

Reuters: რუსეთს ანექსირებულ დონეცკსა და ლუგანსკში მოპოვებული ნახშირი თურქეთში გააქვს

Reuters-ის ცნობით, რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის რაიონებში წარმოებული სულ მცირე 14,3 მილიონი დოლარის ნახშირი მიმდინარე წელს, NATO-ს წევრ თურქეთშია ესპორტირებული. სააგენტო ამ ინფორმაციას რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, 2023 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან თურქეთში გაიტანეს სულ მცირე 14,3 მილიონი დოლარის ღირებულების, დაახლოებით 160 400 ტონა ნახშირი. სააგენტომ კომენტარისთვის თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს და საბაჟო სამსახურს მიმართა თუმცა პასუხი არ მიუღია. თურქეთი, რომელიც ნახშირის უმსხვილესი მომხმარებელი და იმპორტიორია, ამ საწვავს ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იყენებს.  

უკრაინა, თურქეთი და იაპონია თანამშრომლობის უნიკალურ ფორმატს ქმნიან

სტამბოლში გამართული თურქულ-უკრაინა-იაპონური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში შეიქმნა თანამშრომლობის უნიკალური ფორმატი, რომელიც უკრაინის მთლიანად აღდგენისა და განსაკუთრებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში, ვასილ ბოდნარმა ფორუმის შემდეგ განაცხადა. დიპლომატის თქმით, იაპონურ კომპანიებს, მათი ფინანსური რესურსებითა და გარკვეული საქონლის წარმოების შესაძლებლობით, შეუძლიათ, დაეხმარონ უკრაინას რეკონსტრუქციის პროცესში. თავის მხრივ, თურქული ბიზნესი წარმოდგენილია კომპანიებით, რომლებიც უკვე იმყოფებიან უკრაინის ბაზარზე, რადგან ისინი აჩვენებენ მაგალითს, თავისებურებებსა და შესაძლებლობებს, ასევე, დამატებით, ნდობის მაგალითს აძლევენ იაპონურ ბიზნესს, რათა უფრო ღიად შეხედონ უკრაინასთან თანამშრომლობის პერსპექტივებს. „დღეს ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მთავარ პრიორიტეტებზე - კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, რაც ყველაზე მეტად არის საჭირო ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და რუსეთის თავდასხმების შემდეგ აღდგენისთვის. ასევე, ჩავრთავთ ჩვენს პარტნიორებს სოციალური ინფრასტრუქტურის აღდგენაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქებისთვის, რომლებიც ოკუპაციის ქვეშ იყვნენ,“ - აღნიშნა ვასილ ბოდნარმა. მისი თქმით, ზოგიერთი იაპონური კომპანია დაინტერესებულია უკრაინის ბაზარზე ყოფნის გაფართოებით, სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდებით და სხვა.  

რა დოკუმენტი გაფორმდა ნახიჩევანში ერდოღანის ვიზიტის დროს - ალიევის შეფასებით, „ისტორიული ოქმი“ შუა დერეფნის ქვეყნების ინტერესებსაც მოემსახურება

იღდირი-ნახიჩევანის გაზსადენისთვის საძირკვლის ჩაყრის შესახებ ცერემონიის შემდეგ, აზერბაიჯასა და თურქეთს შორის დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნახიჩევანში, 25 სექტემბერს ჩავიდა. „წარსულში მე და ჩავუყარეთ საფუძველი TANAP-ის პროექტს და გავხსენით TANAP მილსადენი. დღეს ჩვენ ვიწყებთ გაზსადენის მშენებლობას თურქეთიდან ნახიჩევანში, აზერბაიჯანის ნაწილამდე,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.  „ისტორიული მოვლენაა ასევე ყარსი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობის განზრახვის შესახებ ოქმის ხელმოწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება და მოემსახურება აზერბაიჯანის, თურქეთის და სხვა ქვეყნების, როგორც შუა დერეფნის ნაწილის ინტერესებს,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა. ალიევის თქმით, ნახიჩევანში ერდოღანის ვიზიტისას ხელმოწერილი დოკუმენტები ემსახურება თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარებას. „იღდირ-ნახჩევანის გაზსადენის მშენებლობა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ძმური ურთიერთობების ისტორიაში. ის ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობებს და დიდწილად უზრუნველყოფს ნახიჩევანის ენერგეტიკულს უსაფრთხოებას,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.  

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა BTK-ის სერტიფიცირების შემდეგ დაიწყება

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ მგზავრთა გადაყვანის დაწყება, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზზე სამუშაოსა და მგზავრთა გადაყვანისთვის საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ იგეგმება. მინისტრის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ სარკინიგზო ხაზის 246 კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის სარემონტო სამუშაოსთან დაკავშირებით, ADY Container-მა ალტერნატიული მარშრუტი წარადგინა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი 16 მაისიდან გაურკვეველი ვადით დაიხურა. „საქართველოს რკინიგზაში“ მაშინ განაცხადეს, რომ ქართულმა მხარემ ცნობა მიიღო სარკინიგზო ხაზის "მარაბდა-კარწახის" მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან. „ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის „მარაბდა-კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის, "დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა. მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა,“ - აცხადებდნენ „საქართველოს რკინიგზაში“. გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის პირველ სამმხრივ სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დამატებით 100 მლნ დოლარით დაფინანსდება. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). ასევე წაიკითხეთ: ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე

თურქული სახელმწიფო ოპერატორი BOTAS-ი რუმინეთში გაზის ექსპორტს იწყებს

თურქეთის გაზის ქსელის სახელმწიფო ოპერატორმა BOTAS-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუმინეთის OMV Petrom-ისთვის (ROSNP.BX) 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ, ანკარა გაზის ექსპორტის შესაძლებლობებს აფართოებს. თურქეთი, საკუთარი გაზის მწირი წყაროებით, მაგრამ თხევადი გაზის იმპორტის ფართო ინფრასტრუქტურით, მიზნად ისახავს, ალტერნატიული მიმწოდებელი გახდეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის გაზის მცირე ბაზრებზე. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი კომპანიაე დაყრდნობით ავრცელებს. გაზის ექსპორტი რუმინეთში პირველ ოქტომბერს დაიწყება და დღეში 4 მილიონ კუბურ მეტრამდე, ანუ წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი იგეგმება. ხელშეკრულება 2025 წლის პირველ კვარტალამდე იქნება ძალაში. თურქეთმა ანალოგიური ხელშეკრულებები ბულგარეთთან და უნგრეთთან წელს გააფორმა. ბოლო გარიგებით, BOTAS-ის საექსპორტო ვალდებულებები 3.3 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც ქვეყნის ჩრდილოეთ საექსპორტო მარშრუტის თითქმის სრული სიმძლავრეა. ანკარის შეფასებით, მაჩვენებელი შესაძლოა, ევროპელი მეზობლების გარკვეული ინვესტიციების ხარჯზე გაორმაგდეს.  

Baykar-ის ხელმძღვანელი: ახალი დრონების წარმოებით, თურქეთ ხმელთაშუა ზღვაში გავლენას გაზრდის

Bayraktar TB-3 და Kizilelma-ს მოდელების უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებით, თურქეთს ექნება საშუალება, მნიშვნელოვნად გააფართოოს თავისი გავლენა ხმელთაშუა ზღვაში, განაცხადა Baykar-ის განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სელჩუკ ბაირაქტარმა Bloomberg-თან ინტერვიუში. Baykar-ი ამ დრონების მასობრივ წარმოებაზე მალე გადავა. ახალი თვითმფრინავები „რევოლუციას მოახდენენ“ თურქეთის სამხედრო გავლენის თვალსაზრისით, შავი ზღვიდან და კავკასიიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვამდე და ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროებამდე, განაცხადა ბაირაქტარმა. ისინი საშუალებას მისცემს თურქეთს, აწარმოოს მონიტორინგი და კონტინენტებზე  თავდასხმები დააფიქსიროს. Baykar აცხადებს, რომ ის თავის ფლაგმანურ TB2 თვითმფრინავს 31 ქვეყანაში ყიდის. კომპანიამ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თავისი მოგების 82% ექსპორტიდან მიიღო, წარმოების სიმძლავრე კი, გასული წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა.  

თურქეთი მოლდოვას დღეში 2 მლნ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის

თურქეთი პირველი ოქტომბრიდან მოლდოვაში დღეში 2 მილიონი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს დაიწყებს. იუწყება თურქეთის საინფორმაციო სააგენტო Anadolu. სხვა დეტალები ჯერ არ სახელდება. 27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ოქტომბრიდან თურქეთი რუმინეთს დღეში 4 მილიონ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის მიწოდებას დაიწყებს. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია BOTAS-მა შესაბამისი ხელშეკრულება რუმინულ ნავთობკომპანია OMV Petrom-თან გააფორმა. თურქეთმა ახელშეკრულებები ასევე, ბულგარეთთან და უნგრეთთან წელს გააფორმა.  

დრონების მწარმოებელი თურქული Baykar-ი უკრაინაში $100 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს

თურქული Bayraktar TB2-ს უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავების მწარმოებელი Baykar-ი 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს უკრაინაში სამ პროექტში, მათ შორის, თვითმფრინავების წარმოების ქარხნის მშენებლობაში, რომელიც წელიწადნახევარში დასრულდება. ამის შესახებ Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰალუქ ბაირაქტარმა კიევში თავდაცვის მრეწველობის პირველ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა. Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მისი თქმით, ყველა შემოწირულობა Baykar-დან, ისევე როგორც უკრაინიდან და პოლონეთიდან, რადარის სისტემების შესაძენად გამოიყენეს, მათ უკვე აღმოაჩინეს ათასობით სამიზნე და ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანეს. „ამ შემოწირულობების ჯამური ღირებულება 106 მილიონ დოლარამდეა,“ - აღნიშნა ბაირაქტარმა. Baykar-ის ხელმძღვანელი: ახალი დრონების წარმოებით, თურქეთ ხმელთაშუა ზღვაში გავლენას გაზრდის  

თურქეთი აცხადებს, რომ ანკარაში, სამთავრობო შენობებთან „თვითმკვლელმა ტერორისტმა“ აფეთქება მოაწყო

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის შენობებთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურა. Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა. მისივე ცნობით, ერთ-ერთმა „ტერორისტმა თავი აიფეთქა,“ ხოლო მეორე გაანეიტრალეს. ორი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა. მინისტრმა პირობა დადო, რომ „ტერორიზმთან დაუნდობელი ბრძოლა გაგრელდება.“  

ანკარის ცენტრში აფეთქების შემდეგ, თურქეთმა ერაყში, ქურთ მებრძოლებზე საჰაერო იერიში მიიტანა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ჩრდილოეთ ერაყში ქურთ მეამბოხეებზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უწყების ინფორმაციით, 20 სამიზნე გაანადგურეს და "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ბევრი ბოევიკი "გაანეიტრალეს". საჰაერო დარტყმების სამიზნე იყო საწყობები და ბუნკერები, რომლებსაც "ქურთისტანის მუშათა პარტია" იყენებდა."ოპერაციის მიზანი იყო "ქურთისტანის მუშათა პარტიისა" და სხვა ტერორისტული ელემენტების განეიტრალება, ჩრდილოეთ ერაყიდან ჩვენი მოსახლეობისა და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილება და ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა,“ - განააცხადეს უწყებაში. აღსანიშნავია, რომ ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე თვითმკვლელმა ტერორისტმა ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. მოგვიანებით, "ქურთისტანის მუშათა პარტიამ" განაცხადა, რომ აფეთქება მათთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, "უკვდავთა ბატალიონმა" განახორციელა. ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთში, ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებად ითვლება.  

აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ერთობლივ სამეთაურო-საშტაბო წვრთნებს ატარებენ

აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ბაქოში ერთობლივ სამეთაურო-საშტაბო წვრთნებს ატარებენ. სწავლებაში „Eternity-2023“ სამი ქვეყნის სამხედრო პერსონალი და შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობენ.  სწავლებისას, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, ამოცანები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამოცანები შესრულდება. წვრთნების მთავარი მიზანი, რომელიც 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება, სამივე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და თავსებადობის გაძლიერებაა.  

Reuters: ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს განბლოკვას განიხილავს, რადგან კიევის მხარდაჭერაზე ბუდაპეტშის თანხმობის მოპოვებას ცდილობს

ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს განბლოკვას განიხილავს. ეს სახსრები გაყინული იყო კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხების გამო. ევროკავშირი ცდილობს, მოიპოვოს ბუდაპეშტის თანხმობა უკრაინის დახმარებაზე, მათ შორის კიევის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ამის შესახებ Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. სააგენტო წერს, რომ უნგრეთი უფრო მჭიდრო კავშირებს ამყარებს რუსეთთან ის და განიხილება მთავარ პოტენციურ ოპონენტად დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, დაიწყოს თუ არა გაწევრიანების მოლაპარაკებები კიევთან, რაც ევროკავშირის 27 წევრის ერთსულოვან მხარდაჭერას მოითხოვს. სასწორზე ასევე დევს ევროკავშირის აღმასრულებელი უწყების წინადადება, რათა წევრმა ქვეყნებმა მეტი წვლილი შეიტანონ ბლოკის ერთობლივ მიზანში, კიევისთვის მეტი დახმარება და დაფინანსება უზრუნველყოს. ეს გადაწყვეტილება ასევე მოსალოდნელია ამ წლის ბოლოს და ასევე მოითხოვს ერთსულოვნებას. ევროკავშირის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ უნგრეთზე ზემოქმედების მიზნით, ბლოკი მოელის, რომ გადახედავს მილიარდობით ევროს ღირებულების დაფინანსებას, რომელიც ახლა გაყინულია იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სასამართლოების დამოუკიდებლობა შეზღუდა.  

თურქეთი უკრაინის სამშვიდობო გეგმის განსახილველად, სამიტს უმასპინძლებს - Bloomberg

თურქეთი უმასპინძლებს მესამე საერთაშორისო შეკრებას, რომელიც უკრაინის სამშვიდობო გეგმის განხილვას ისახავს მიზნად. იტყობინება Bloomberg.  შეხვედრა სავარაუდოდ, ოქტომბერში, სტამბოლში გაიმართება. საუდის არაბეთში, ჯედაში გამართულ წინა სამიტზე, 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის უკრაინა და მისი მოკავშირეები, გლობალური სამხრეთის ქვეყნები და ჩინეთი, რუსეთის გარეშე შეიკრიბნენ.  Bloomberg-ის ცნობით, კიევს და მის დასავლელ პარტნიორებს სურთ, გამოიყენონ მომავალი შეხვედრა ნეიტრალური ქვეყნების, როგორიცა,ა ბრაზილია და ინდოეთი, სამშვიდობო მოგვარების მცდელობებში ჩართვისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი სტამბოლში არ არის მიწვეული. მან წინა შეკრებები არალეგიტიმურად შეაფასა. თურქეთში შეკრების დღის წესრიგში პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულა და მომავალი სამშვიდობო სამიტი. პრეზიდენტმა 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გასული წლის ნოემბერში წარადგინა. ის მოიცავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსული ჯარების სრულ გაყვანას უკრაინიდან, სამხედრო ტყვეებისა და დეპორტირებულთა გათავისუფლებას. აგვისტოში ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ უკრაინა აპირებს გლობალური სამშვიდობო სამიტის გამართვას მომავალ შემოდგომაზე, რომელიც  სხვა საკითხებთან ერთად უნდა შეეხოს სამშვიდობო ფორმულის განხორციელებას, უკრაინის ომის შემდგომ აღდგენას და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.  

თურქული სატვირთო გემი შავ ზღვაში ნაღმს შეეჯახა - Reuters

თურქეთის დროშის ქვეშ მყოფი გენერალური სატვირთო გემი შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროებთან  ნაღმს შეეჯახა და მცირე დაზიანება მიიღო, მაგრამ ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის, განაცხადეს საზღვაო და უსაფრთხოების წყაროებმა Reuters-თან. აფეთქების შემდეგ მსხვერპლი არ არის. გემმა მოძრაობა განაგრძო. შავი ზღვის არეალი მაღალი რისკის ზონის სიაშია. უკრაინის მთავრობის წყარომ დაადასტურა, რომ ხომალდი ნაღმს დაეჯახა და განმარტა, რომ ეს იყო „სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმი, ან სადესანტო ნაღმი, რომელიც იქ დარჩა გასულ წელს."  

ერდოღანმა ისრაელს და პალესტინას თავშეკავებისკენ მოუწოდა

თურქეთი მოუწოდებს ისრაელსა და პალესტინას, იმოქმედონ თავშეკავებით ისრაელში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, განაცხადა შაბათს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მას შემდეგ, რაც ისრაელზე „ჰამასმა“ თავდასხმა მოაწყო.  „ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, იმოქმედონ თავშეკავებით ისრაელში დღეს დილით განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით და თავი შეიკავონ იმპულსური ნაბიჯებისგან, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს,“ - განაცხადა ერდოღანმა სამართლიანობისა და განვითარების (AK) პარტიის მე-4 რიგგარეშე ყრილობაზე, დედაქალაქ ანკარაში.  ერდოღანის თქმით, თურქეთი ცდილობს, გადაჭრას თავისი პრობლემები რეგიონის ყველა ქვეყანასთან დიპლომატიური და დიალოგის გზით. „რეგიონში სისხლისღვრის შეჩერება ჩვენი პრიორიტეტია. ამის მიღწევის გზა სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვაა," - განაცხადა ერდოღანმა. 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 779 ადამიანი დაშავდა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა  

ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ისრაელსა და „ჰამასს" შორის კონფლიქტის შეჩერებაში დასახმარებლად მზად არის

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ისრაელსა და „ჰამასს" შორის კონფლიქტის შეჩერებასა და დაძაბულობის შემცირებაში დახმარებისთვის მზად არის. „მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ყოველთვის სოლიდარულია ჩვენი პალესტინელი ძმების მიმართ, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ თავიდან უნდა იყოს აცილებული ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გამოიწვევს დაძაბულობის ესკალაციას რეგიონში, გამოიწვევს სისხლისღვრას და გააღრმავებს პრობლემებს." „ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურება სიმშვიდის აღსადგენად. ჩვენ ვიწვევთ ყველა მონაწილეს, ვისაც აქვს თავისი პოზიცია რეგიონში, გულწრფელი წვლილი შეიტანონ მშვიდობისთვის,“ - აღნიშნა ერდოღანმა. ერდოღანმა 7 ოქტომბერსა გააკეთა კომენტარი და ისრაელს და პალესტინას თავშეკავებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია

თურქეთი კოსოვოში NATO-ს სამშვიდობო მისიას პირველად ხელმძღვანელობს

კოსოვოში NATO-ს სამშვიდობო ძალების მეთაურმა, იტალიელმა ანჯელო მიქელე რისტუჩიამ, პრიშტინაში გამართული ცერემონიის დროს უფლებამოსილება თურქ გენერალ ოზქან ულუტასს გადასცა. ულუტასმა განაცხადა, რომ ის გრძნობს პასუხისმგებლობას, როდესაც KFOR-ის სათავეში იქნება ამ სენსიტიურ პერიოდში, რომელსაც კოსოვო გადის. KFOR-ის მისია, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით შეიქმნა, პირველად 1999 წელს განლაგდა და ახლა 27 ქვეყანას მოიცავს. თურქეთი მისიაში სიდიდით მეორე კონტრიბუტორია, სულ 4500 ჯარისკაცით. NATO კოსოვოში დამატებით ძალებს გზავნის შეგახსენებთ, 24 სექტემბერს მე-14 საუკუნის მართლმადიდებლურ ტაძარზე თავდასხმას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მონასტრის ტერიტორიაზე 30-მდე შეიარაღებულმა პირმა მიიტანა იერიში, რასაც კოსოვოს პოლიციასთან სროლა მოჰყვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს და თავშეკავებისკენ მოუწოდეს. Reuters: კოსოვოში შეიარაღებული პირები სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრდნენ ცნობისთვის, კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.  

მედიის ცნობით, რუსი დიპლომატი სტამბოლის სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს

თურქეთში, სტამბოლში, ტაქსიმის რაიონში, სასტუმროს ნომერში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პან-ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ნიკოლაი კობრინეტსი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას უკრაინული მედია თურქულ ტელეარხზე დაყრდნობით ავრცელებს. 61 წლის კობრინეტსი თურქეთში ელჩების შეხვედრისთვის გაემგზავრა, მაგრამ კოლეგების თქმით, შეხვედრაზე არ გამოცხადდა. მასთან ტელეფონით დაკავშირება ვერ მოხერხდა.  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა კობრინეტის გარდაცვალება, მაგრამ არ დაასახელა მიზეზი. რუსული მედია წერს, რომ მიზეზი სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.  

აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ

აზერბაიჯანი თურქეთთან ერთობლივ ტაქტიკურ წვრთნებს ჩაატარებს. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ერთობლივი ტაქტიკური წვრთნების ჩატარება 23-25 ოქტომბერს რამდენიმე მიმართულებით იგეგმება, მათ შორის ქალაქ ბაქოს, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკისა და გათავისუფლებული ტერიტორიების ჩათვლით,” - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. თურქეთის რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავისთვის მიძღვნილ ტაქტიკურ წვრთნებში მონაწილე თურქი სამხედრო მოსამსახურეები და ავიაცია უკვე ჩავიდა აზერბაიჯანში.  

თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა პალესტინელების პატივსაცემად, რომლებიც „ღაზის სექტორში ბოლო თავდასხმის დროს დაიღუპნენ.“ „როგორც თურქეთი, ჩვენ ვგრძნობთ იმ დიდ ტკივილს, რომელსაც განიცდიან ჩვენი პალესტინელი ძმები. ჩვენი პატივისცემის ნიშნად, ათასობით მოწამის მიმართ, რომელთა უმეტესობა ბავშვები და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ჩვენს ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული,“ - წერს ერდოღანი Twitter-ზე. აშშ: ისრაელი არ არის პასუხისმგებელი ღაზის სექტორში, საავადმყოფოში აფეთქებაზე შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. ისრაელის თავდაცვის ძალები: მტკიცებულება ადასტურებს, რომ ღაზის სექტორში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების უკან ისრაელი არ დგას ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

აზერბაიჯანი და თურქეთი სომხეთის საზღვართან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

თურქეთის საჰაერო ძალების F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი აზერბაიჯანში ჩაფრინდა. თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ნახიჩევანში, სომხეთის საზღვრის მახლობლად, სამხედრო წვრთნებში „მუსტაფა ქემალ ათათურქ-2023“ მიიღებენ მონაწილეობას. როოგრც აზერბაიჯანული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრნობით წერს, წვრთნები 23-25 ოქტომბერს რამდენიმე მიმართულებაზე გაიმართება.  

თურქეთში მიმდინარეობს წვრთნები, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც მონაწილეობს

თურქეთში წვრთნები Erciyes-2023 მიმდინარეობს. თურქული მედიის ცნობით, წვრთნაში ჩართულები არიან მონაწილეები მეგობარი და მოკავშირე ქვეყნებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, პაკისტანიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და ლიბიიდან. დიდი ბრიტანეთი და ბაჰრეინი ასევე იმყოფებიან დამკვირვებლების სახით. სწავლებაში დამკვირვებლების რანგში საქართველო, პაკისტანი, ლიბია, ესპანეთი, იტალია და უზბეკეთიც იყვნენ წარმოდგენილები. წვრთნებში გამოიყენეს 652 პირადი შემადგენლობა, 67 სამხედრო მანქანა, 5 თვითმფრინავი და 354 სხვადასხვა ტიპის იარაღი. სწავლება მიზნად ისახავს მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებთან კომბინირებული და ერთობლივი ოპერაციების განხორციელებას და საჰაერო სადესანტო შესაძლებლობების განვითარებას. გენერალმა სელჩუკ ბაირაქტაროღლუმ, თურქეთის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, სწავლებას უწოდა „მნიშვნელოვანი შესაძლებლობა" ქვეყნებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად და მათი თავსებადობის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. „დღევანდელ გარემოში გაიზარდა ასიმეტრიული საფრთხეები და წინა პლანზე წამოვიდა „პროქსი ომები“ („პროქსი ომი“ ეს არის დიდი სახელმწიფოს მიერ წამოწყებული ომი, რომელშიც თავად არ არის ჩართული). ჩვენ უკეთ გვესმის ერთობლივი და კომბინირებული ოპერაციების ჩატარების უნარის მნიშვნელობა,“ - განაცხადა გენერალმა.  წვრთნები 2 ოქტომბერს დაიწყო და პარასკევამდე, 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება.  

თურქეთმა ღაზის სექტორისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი ეგვიპტეში გაგზავნა

თურქეთმა ეგვიპტეში, ღაზის სექტორისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, სამედიცინო ჯგუფით, აღჭურვილობითა და ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი გაგზავნა ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა. „ჩვენი თვითმფრინავი ღაზას დასახმარებლად აფრინდა. საპრეზიდენტო თვითმფრინავი, რომელიც დატვირთული იყო მედიკამენტებითა და სამედიცინო ინვენტარით და რომელშიც 20 სპეციალისტი ექიმი იმყოფებოდა, ანკარადან ეგვიპტეში გაემგზავრა,“ - აღნიშნა კოჩამ. ეგვიპტესა და ღაზას სექტორს შორის რაფაჰის სასაზღვრო გადასავლელი აშშ-ის, ისრაელს, ეგვიპტესა და გაეროს შორის ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, 21 ოქტომბერს გაიხსნა. გუშინვე, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 20 სატვირთო შევიდა ცნობისთვის, 21 ოქტომბერს ერდოღანმა „ჰამასის“ ლიდერთან სატელეფონო საუბარი გამართა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.

აზერბაიჯანმა და თურქეთმა სომხეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყეს

23 ოქტომბერს აზერბაიჯანის არმიამ თურქეთის მოკავშირე ძალებთან ერთად სამხედრო წვრთნები დაიწყო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში 3000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. სწავლება 5 ოქტომბრამდეა დაგეგმილი.  მანევრები სომხეთთან საზღვრებთან ტარდება.  სააგენტოების ცნობით, წვრთნები იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ეთნიკურად სომხების კონტროლს 2020 წლიდან აღარ ექვემდებარება. პარალელურად, თეირანში ე.წ. 3+3 ფორმატის მონაწილეები შეიკრიბნენ. შეხვედრას რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საქართველო არც ამჯერად იყო წარმოდგენილი. სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. 3+3 ფორმატის ირანში გამართვაზე: ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად  

ერდოღანმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოქმს ხელი მოაწერა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინადადებას ხელი მოაწერა და რატიფიცირებისთვის პარლამენტს გადასცა. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ერდოღანი სტოკჰოლმის წინადადებას, შვედეთის ქურთი ჯგუფების მიმართ დამოკიდებულების გამო ეწინააღმდეგებოდა, რომლებსაც თურქეთი საფრთხედ მიიჩნევს. იმისთვის, რომ შვედეთი NATO-ს წევრი გახდეს, ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა მოახდინოს შვედეთის წინადადების რატიფიცირება.  

ერდოღანი: ისრაელში ვიზიტის გეგმა გავაუქმეთ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელში ჩასვლის გეგმას აუქმებს. ერდოღანი პარლამენტში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ „ჰამასი“ არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ, “მოჯაჰედების განმათავისუფლებელი ჯგუფია“, რომელიც თავის მიწას იცავს. „თქვენ შეგიძლიათ, დასავლეთთან ერთად „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილოთ. დასავლეთი თქვენთან დიდ ვალშია, მაგრამ თურქეთს თქვენი ვალი არ აქვს,“ - მიმართა ისრაელს თურქეთის პრეზიდენტმა. თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელში ჩასვლას 7 ოქტომბრამდე აპირებდა. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ჰამასის“ “პოლიტბიუროს“ ხელმძღვანელს, ისმაილ ჰანიეს 22 ოქტომბერს ტელეფონით ესაუბრა. თურქული მედიის ცნობით, ერდოღანი ღაზის სექტორში არსებული ვითარებით დაინტერესდა. „როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, ანკარა მუშაობს იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორამდე მივიდეს და რომ იქ დაშავებულები საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანონ,“ ნათქვამი იყო თურქეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, ქვეყანა ასევე ცდილობს, რაც შეიძლება მალე შეწყდეს ცეცხლი მხარეებს შორის. „პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელ-პალესტინის საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტა შეუძლებელია 1967 წლის საზღვრებში დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების გარეშე. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს მცდელობებს საერთაშორისო ასპარეზზე ხანგრძლივი მშვიდობისთვის,“ - აცხადებდა ანკარა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.  

ერდოღანმა „ჰამასის“ ლიდერთან სატელეფონო საუბარი გამართა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ჰამასის“ “პოლიტბიუროს“ ხელმძღვანელს, ისმაილ ჰანიეს ტელეფონით ესაუბრა. თურქული მედიის ცნობით, ერდოღანი ღაზის სექტორში არსებული ვითარებით დაინტერესდა. „როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, ანკარა მუშაობს იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორამდე მივიდეს და რომ იქ დაშავებულები საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანონ,“ წერია თურქეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, ქვეყანა ასევე ცდილობს, რაც შეიძლება მალე შეწყდეს ცეცხლი მხარეებს შორის. „პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელ-პალესტინის საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტა შეუძლებელია 1967 წლის საზღვრებში დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების გარეშე. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს მცდელობებს საერთაშორისო ასპარეზზე ხანგრძლივი მშვიდობისთვის,“ - აცხადებს ანკარა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

ერდოღანის აქციის შემდეგ, ისრაელმა თავის დიპლომატებს თურქეთის დატოვება უბრძანა

სტამბოლში ისრაელის საწინააღდმეგო აქციის შემდეგ, ისრაელი თურქეთიდან დიპლომატებს გამოიხმობს. ისრაელმა განაცხადა, რომ თავის დიპლომატებს თურქეთიდან, "ურთიერთობების ხელახლა შეფასების მიზნით" გაიყვანს, რადგან პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აგრძელებს ებრაული სახელმწიფოს შეურაცხყოფას ღაზის სექტორში მისი ქმედებების გამო. „თურქეთის მძიმე განცხადებებიდან გამომდინარე, მე გავეცი ბრძანება დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების შესახებ, რათა ხელახლა შევაფასოთ ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობები,“ - წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი. თავის მხრივ, AFP წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც მოკლედ ვადით უნდა გაგრძელდეს.“ სტამბოლში გამართულ ხალხმრავალ აქციაზე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელი ათწლეულების განმავლობაში სამხედრო დანაშაულებში დაადანაშაულა და ქვეყანას "ოკუპანტი" უწოდა. აქციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის ეხმარება მათ, ვისაც ეს სჭირდება, ახლა კი ღაზის სჭირდება ეს დახმარება, იტყობინება თურქული სააგენტო Anadolu.  ერდოღანის თქმით, ისინი, ვინც უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის „ნიანგის ცრემლებს“ ღვრიან, დღეს ჩუმად უყურებენ „ღაზის სექტორში ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს.“ თურქეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ისრაელის ხელისუფლება უკმაყოფილო იყო მისი სიტყვებით, რომ “ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია.  

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო, ასევე თურქეთი ასრულებენ გადამწყვეტ - ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რგოლის როლს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თავისი ურყევი მისწრაფებითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, ამ 100 წლის განმავლობაში, თურქეთი გახდა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა. „ძალიან ვაფასებთ თურქეთის უმნიშვნელოვანეს წვლილს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობის საქმეში როგორც სამეზობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოსა და თურქეთს უნიკალური მეგობრობა და ძმობა აკავშირებთ. ჩვენმა ქვეყნებმა შეინარჩუნეს თანამშრომლობა, რომელიც თანდათან გადაიზარდა მყარ სტრატეგიულ პარტნიორობაში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ვლინდება ჩვენს დინამიკურ ეკონომიკურ თანამშრომლობაში. წლების განმავლობაში თურქეთი იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი. წელს, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სავაჭრო ბრუნვით, რომელმაც 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ვიმედოვნებთ, რომ ეს მაჩვენებელი ამ წლის ბოლომდე 3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც ჩვენს თანამშრომლობაში კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი იქნება. ჩვენ, ასევე მოხარულნი ვართ, რომ თურქული კომპანიები აგრძელებენ ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა უკვე თითქმის 370 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია ბოლო სამი წლის განმავლობაში; ხოლო თურქული კომპანიების რიცხვი საქართველოში 10 000-ს აჭარბებს. ჩვენ ველით ამ რიცხვების შემდგომ ზრდას მომდევნო წლებშიც,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, როგორც საქართველო, ასევე თურქეთი ასრულებენ გადამწყვეტ - ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რგოლის როლს. „სწორედ ამიტომ, შუა დერეფნის მეშვეობით დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით ისეთი სფეროები, როგორებიცაა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა, დარჩება ჩვენს ერებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მამოძრავებელ ძალად. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები მიისწრაფვიან არსებული და დაგეგმილი რეგიონული ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის − ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის, ასევე − ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო და სხვა პროექტების განხორციელებისკენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ფასდაუდებელია არა მხოლოდ ორმხრივი ეკონომიკური მიღწევების თვალსაზრისით, არამედ ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით უსაფრთხოების არსებული საგანგაშო გარემოს გათვალისწინებით როგორც რეგიონში, ისე გლობალურად,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე − დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩადის - Anadolu

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთს ეწვევა. ბლინკენი ანკარაში 5 ნოემბერს ჩავა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu თურქეთის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია სხვა დეტალებზე არ წერს. ცნობისთვის, ბლინკენი მანამდე ისრაელში ჩადის. ანკარის პოზიცია ისრაელთან მიმართებით ძალზედ კრიტიკულია. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრო-პალესტინურ აქციაზე გამოსვლისას, ისრაელი სამხედრო დანაშაულში დაადნაშაულა, რის შემდეგაც ისრაელმა თავის დიპლომატებს ქვეყნის დატოვება უბრძანა. შეგახსენებთ, რომ აშშ ისრაელის მტკიცე მოკავშირეა „ჰამასთან“ ომში. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

ერდოღანი: კასპიის ზღვიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება ხელს შეუწყობს ამ კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას

„კასპიის ზღვიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ხელს შეუწყობს ამ კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (OTS) მე-10 სამიტზე, რომელიც ასტანაში მიმდინარეობს. ერდოღანის თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი უნდა განვითარდეს, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის განვითარებას.“ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობაც უნდა განვითარდეს.„ჩვენ გავაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას მთელი თურქული სამყაროს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ, რომ შემდგომი პერიოდი თურქულ ეპოქად ვაქციოთ,“ - აღნიშნა ერდოღანმა.  

თურქეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია

თურქეთმა ისრაელიდან თავისი ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის, „ღაზაზე ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების ფონზე.“ თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. „ღაზაში განვითარებული ჰუმანიტარული ტრაგედიის გათვალისწინებით, რომელიც გამოწვეული იყო ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებით და ცეცხლის შეწყვეტასა და ჰუმანიტარული დახმარების მუდმივი, შეუფერხებელი ნაკადის მოწოდებაზე უარის თქმის გამო, გადაწყდა, რომ გამოეწვიათ ჩვენი ელჩი, ანკარაში კონსულტაციებისთვის,“ - აცხადებენ სამინისტროში. შეგახსენებთ, ერდოღანმა სტამბოლში რამდენიმე დღის წინ გამართულ პრო-პალესტინურ აქციაზე ისრაელს "ომის დამნაშავე" უწოდა. დღეს კი განაცხადა: „ნეთანიაჰუ აღარ არის ის ადამიანი, ვისთანაც შეგვიძლია საუბარი. ჩვენ მას ხაზი გადავუსვით.“ ერდოღანის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ "ისრაელის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა და ომის დანაშაულები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომდე მიიტანოს." ელჩები ისრაელიდან ასევე გაიწვიეს კოლუმბიამ, ბოლივიამ, ჩილემ, იორდანიამ, ბაჰრეინმა, ჰონდურასმა.  

თურქეთში დემონსტრანტებმა ინჯირლიკის ავიაბაზაზე შეჭრა სცადეს

თურქეთის პოლიციამ, ქალაქ ადანის მახლობლად, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ინჯირლიკის ავიაბაზის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ, ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. თურქული ტელეარხი NTV იუწყება, რომ ჯგუფმა, რომელიც ღაზის სექტორში ისრაელისა და აშშ-ის მოქმედებების წინააღმდეგ გამოდის, ავიაბაზის დახურვა მოითხოვა. წყაროს ცნობით, აქციის ზოგიერთი მონაწილე ადანაში სტამბოლიდან ჩავიდა, მათ სხვა ქალაქებიდანაც შეუერთდნენ. ინჯირლიკის ავიაბაზა, რომელსაც საერთაშორისო კოალიცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებს, ასევე მოიცავს აშშ-ის ძალებს. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელს ომის დანაშაულში ადანაშაულებს. 4 ნოემბერს ანკარამ ისრაელიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. ცნობისთვის, ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს  საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ მისი „სამიზნე მხოლოდ „ჰამასია“, რომელიც მოსახლეობას ფარად იყენებს.“

თურქეთის საელჩო: საქართველოს მთავრობასა და მეგობარ ქართველ ხალხს თანაგრძნობას ვუცხადებთ

თურქეთის საელჩო რუსეთის ძალების მიერ კირბალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ რუსეთის ძალების მიერ კირბალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაკავების გამო. საქართველოს მთავრობას და მეგობარ ქართველ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს,“ - წერს განცხადებაში თურქეთის საელჩო. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. „არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა.“ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების განმავლობაში. ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, მის განცხადებებს რომ ვითომ არის ერთსულოვანი და ჩვენი მეგობარი,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა  

თურქეთი ევროკომისიას აკრიტიკებს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით უსამართლო და მიკერძოებულია. უწყების განცხადებით, ბრალდებები უსამართლოა და ხაზს უსვამს „ევროკავშირის მიდგომის არაგულწრფელობას და მკაფიო ორმაგ სტანდარტს.“ „ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ უსაფუძვლო პრეტენზიებს და უსამართლო კრიტიკას, განსაკუთრებით პოლიტიკურ კრიტერიუმებსა და სასამართლო და ფუნდამენტურ უფლებათა თავთან დაკავშირებით,“ - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ანკარის შეფასებით, ფუნდამენტური უფლებების საკითხები სადავოა ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც კი. ცნობისათვის, ევროკომისიის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში აღნიშნულია, რომ თურქეთს დემოკრატიულ სტანდარტებთან, კანონის უზენაესობასთან, ადამიანის უფლებებთან და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით სერიოზული უკუსვლა აქვს. ევროკომისიის შეფასებით, თურქეთი ტერორიზმთან ბრძოლაში არ იცავდა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პრინციპებს.  

მედია: თურქეთის გადახდის სისტემა საქართველოში ფულადი გზავნილების განხორციელებას გეგმავს

თურქული გადახდის სისტემა „Turan Teknoloji Anonim Sirketi“ (Turan) საქართველოში გზავნილების სახით ფულადი გადარიცხვების დაწყებას გეგმავს, ამის შესახებ Trend-ს United Payment-ის აზერბაიჯანის მმართველმა დირექტორმა ედგარ აბდულაევმა განუცხადა. აბდულაევმა განმარტა, რომ კომპანია ლიცენზიის მიღებას „გადახდის სერვისებისა და საგადახდო სისტემების შესახებ“ კანონის შესაბამისად ელოდება. მედია წერს, რომ კანონპროექტი „გადახდის სერვისებისა და სისტემების შესახებ“ 2023 წლის 9 ნოემბერს ამოქმედდა. „აზერბაიჯანში ოპერირების ლიცენზიის მიღების შემდეგ, ჩვენ ფულადი გზავნილების განხორციელებას აზერბაიჯანიდან თურქეთსა და საქართველოში ვგეგმავთ. ჩვენ ვგეგმავთ მობილური აპლიკაციის გაშვებას მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ სიმარტივე და მოქნილობა თითოეული ტრანზაქციის შესრულებისას, ხოლო გადარიცხვის პროცესი მაქსიმალურად მარტივია ჩვენი მომხმარებლებისთვის,“ - აღნიშნა აბდულაევმა.  

შოლცის მიერ თურქეთის პრეზიდენტის განცხადების აბსურდად მოხსენიების ფონზე, ერდოღანი გერმანიაში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი პარასკევს, 17 ნოემბერს გერმანიაში ხანმოკლე ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტი იმართება იმ ფონზე, როცა ორი ქვეყნის პოზიციები ისრაელსა და “ჰამასს“ შორის ომთან დაკავშირებით განსხვავებულია. ერდოანი ბოლო სამ წელიწადში, გერმანიაში პირველად ჩავიდა. გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თურქი სტუმარი ბერლინში, ბელვიუს სასახლეში მიიღო. დაგეგმილია კანცლერ ოლაფ შოლცთან ვახშამი. შეხვედრების თემებია ახლო აღმოსავლეთში ომი, მიგრაცია და გერმანიაში უდიდესი, თურქული გავლენის ისლამური კავშირის, „დითლიბის“ როლი. ერდოთანი ისრაელს ღაზის სექტორში „გენოციდში“ სდებს ბრალს, „ჰამასს“კი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, „გამათავისუფლებელი“ ორგანიზაცია უწოდა. თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელს "ტერორისტული სახელმწიფო" უწოდა. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ისრაელის ლეგიტიმურობა „ეჭვქვეშ მისივე ფაშიზმის გამო დგება“, აბსურდული უწოდა. „ისრაელი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის წინაშე არის ვალდებული და შესაბამისად მოქმედებს. ამიტომ, ისრაელის მიმართ მსგავსი ბრალდებები აბსურდულია,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა 16 ნოემბერს. ოლაფ შოლცი ერდოღანის კომენტარზე საუბრობს, რომლის თანახმად, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელის ლეგიტიმურობა „ეჭვქვეშ მისივე ფაშიზმის გამო დგება.“  

ერდოღანმა შოლცთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლეთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს ისრაელი გააკრიტიკა. მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთმა და გერმანიამ ერთობლივად უნდა მიაღწიონ ჰუმანიტარული მოსაზრებებით ცეცხლის შეწყვეტას ღაზის სექტორში.  ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა აღნიშნა, რომ 13000 პალესტინელი, მათ შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები დაიღუპნენ ომის დროს და ისრაელის თავდასხმების გამო, თითქმის მთელი ღაზის სექტორი განადგურდა. „მძევლები და ტყვეები უკვე მრავალი წელია, ისრაელის ხელში არიან. ეს ჩვენც უნდა დავინახოთ. უსამართლობა იქნება, თუ ამას არ შევამჩნევთ,“ - განაცხადა ერდოღანმა. ღაზის სექტორში თურქეთის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების შესახებ საუბრისას, ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ ეგვიპტეში ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, 10 თვითმფრინავი გაგზავნა. შოლცისა და ერდოღანის შეხვედრებზე საუბარი ახლო აღმოსავლეთში ომსა და მიგრაციის საკითხს. პრესკონფერენციის დროს, შოლცმა ერდოღანთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს, ისრაელისა და "ჰამასის" შესახებ უთანხმოებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, გერმანია ღაზის სექტორში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უდიდესი დამფინანსებელია. „მე და პრეზიდენტ ერდოღანს ძალიან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ არის პირდაპირი საუბარი ასე მნიშვნელოვანი. გარკვევით ვამბობ - ისრაელის არსებობის უფლება გერმანიისთვის უდავოა. ჩვენს ქვეყანაში ანტისემიტიზმის ადგილი არ არის. ამავე დროს, ჩვენ ვამბობთ: ყოველი სიცოცხლე ერთნაირად ფასეულია - ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვაც გვთრგუნავს. გერმანია ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია - ახლა ჩვენ კვლავ გავზარდეთ დახმარება,“ წერს შოლცი Twitter-ზე. შოლცის მიერ თურქეთის პრეზიდენტის განცხადების აბსურდად მოხსენიების ფონზე, ერდოღანი გერმანიაში ჩავიდა  

თურქეთი და დიდი ბრიტანეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა თურქეთის თავდაცვის მინისტრ იასარ გულერთან ანკარაში შეხვედრა გამართა. მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის მრეწველობის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. NATO-ს ორი მოკავშირე თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდა. ამ მიზნით მინისტრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს ხმელთაშუა ზღვაში ერთობლივი წვრთნების გამართვის შესაძლებლობას, ასევე, ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის გარშემო უსაფრთხოების მხარდაჭერის შესაძლებლობების შესწავლას.  

რა მიზნით გამართავენ შეხვედრას ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები

ორშაბათს ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების - გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვის, იაშარ გიულერისა და ჯუანშერ ბურჭულაძის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. თურქეთის გიულერი უკვე ჩავიდა ბაქოში. მინისტრები სამ ქვეყანას შორის სამხედრო და თავდაცვის თანამშრომლობის მომავალზე, ერთობლივ წვრთნებზე და სხვა საკითხებზე ისაუბრებენ. ბოლო სამმხრივი შეხვედრა თურქეთის ქალაქ ყარსში მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა. შეგახსენებთ, საქართველოსა და აზერბაიჯანს სამხედრო მრეწველობისა და საჰაერო თავდაცვის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება სურთ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მჭიდრო პარტნიორობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია თბილისს ეწვია ცნობისათვის, მიმდინარე წლის ოქტომბერში თურქეთში გაიმართა წვრთნები, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც მონაწილეობდა. ფაშინიანი ბურჭულაძესთან შეხვედრაზე: სომხეთი საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  

FT: თურქეთიდან რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი იზრდება

თურქეთიდან რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი იზრდება. სტატიას ამის შესახებ Financial Times-ი აქვეყნებს. 2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში თურქეთმა 45 კატეგორიის საქონლის ექსპორტი განახორციელა რუსეთსა და 5 ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომლის საერთო ღირებულებაც 158 მილიონი დოლარია. ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს სამჯერ აჭარბებს. სტატიის თანახმად, თურქეთიდან რუსეთში ექსპორტის ზრდამ, ხელი შეუშალა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მცდელობას, შეეზღუდა რუსეთის შესაძლებლობა სამხედრო გაძლიერების თვალსაზრისით და გაზარდა დაძაბულობა თურქეთსა და NATO-ს სხვა წევრ ქვეყნებს შორის. თურქეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის შეჩერება ვაშინგტონის პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ, აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ბრაიან ნელსონი მიმდინარე კვირას სტამბულსა და ანკარას ეწვევა, სადაც რუსეთის სარგებლის მომტან სავაჭრო და ფინანსურ საქმიანობას გაიხილავს.  

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი: სამმხრივი შეხვედრები ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობას

სამმხრივი შეხვედრები ტრადიციად იქცა და ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან იაშარ გიულერთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრისას. „სახელმწიფოს მეთაურების ტრადიციული შეხვედრების გათვალისწინებით, ჩვენი ვალია, განვავითაროთ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. მივესალმები თითოეულ თქვენგანს. მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა წელს ბაქოში იმართება,“ - განაცხადა აეტრბაიჯანელმა მინისტრმა. რა მიზნით გამართავენ შეხვედრას ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები 27 ნოემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბაქოში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, გაიმართა აზრთა დეტალური გაცვლა ერთობლივი წვრთნების ინტენსივობის გაზრდის შესახებ. „ხაზი გაესვა საერთაშორისო დონეზე აღიარებული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ასევე სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხები,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ სამი ქვეყანა მომავალ წელს ერთობლივ წვრთნებს გამართავს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა. „მე მჯერა, რომ დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას,“ - განაცხადა გიულერმა. სამმხრივი შეხვედრები ტრადიციად იქცა და ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან იაშარ გიულერთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრისას. „სახელმწიფოს მეთაურების ტრადიციული შეხვედრების გათვალისწინებით, ჩვენი ვალია, განვავითაროთ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. მივესალმები თითოეულ თქვენგანს. მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა წელს ბაქოში იმართება,“ - განაცხადა აეტრბაიჯანელმა მინისტრმა.  

ბაქო აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს

ბაქოში დღეს აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაში, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიასაშუალებები ავრცელებენ. გულერი უკვე ბაქოშია. თავდაცვის მინისტრები სამ ქვეყანას შორის სამხედრო და თავდაცვითი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს, ერთობლივი წვრთნების გამართვას და სხვა საკითხებს განიხილავენ.  

NATO-სთან თანამშრომლობა, შავი ზღვის რეგიონი - ჯუანშერ ბურჭულაძე თურქ კოლეგას ბაქოში შეხვდა

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მასპინძელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა თურქეთის ეროვნულ თავდაცვის მინისტრთან, გენერალ იაშარ გიულერთან გამართა. „კოლეგასთან საუბრისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქეთის მხარეს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარებისთვის, ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის ჩართულობა, მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების გამოწვევები და მზარდი საფრთხეები წარმოადგენდა. საუბარი შეეხო NATO-სთან თანამშრომლობის, სამხედრო განათლებისა და ერთობლივი სამხედრო სწავლებების საკითხებსაც. სამმხრივ მინისტერიალს ქვეყნები როტაციის პრინციპით მასპინძლობენ. მომავალ წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრები საქართველოში ჩატარდება“,  აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მიუღებელია ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა, გაამწვავოს სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში - აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა განაცხადა, რომ რეგიონის გარეთ მყოფი ქვეყნების მცდელობები სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის გამწვავებისთვის, მიღებელია. ამის შესახებ მან ბაქოში თურქეთის თავდაცვის მინისტრ იაშარ გიულერთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს შეხვედრა იყო აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს შორის სტრატეგიულ დონეზე დიალოგის ნათელი მაგალითი. დისკუსიების დროს ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. „ჩვენ განვაცხადეთ, რომ რეგიონის გარეთ არსებული ქვეყნების მცდელობები, რომლებიც მიმართულია რეგიონში სიტუაციის გამწვავებისკენ, მიუღებელია. კიდევ ერთხელ აღინიშნა კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებზე, კერძოდ, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოთა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობა,“ - აღნიშნა ჰასანოვმა. აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა დღეს ბაქოში გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და რიგი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონულ უსაფრთხოებას. ილჰამ ალიევი: საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს    

თურქეთიდან რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი იზრდება — როგორია აშშ-ის პოზიცია

როგორ აფასებს აშშ  იმ ფაქტს, რომ თურქეთიდან რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი იზრდება. ეს საკითხი განიხილა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა 27 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რასაც წინ უძღოდა გამოცემა Financial Times-ის სტატია, რომ 2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში თურქეთმა 45 კატეგორიის საქონლის ექსპორტი განახორციელა რუსეთსა და 5 ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომლის საერთო ღირებულებაც 158 მილიონი დოლარია. ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს სამჯერ აჭარბებს. სტატიის თანახმად, თურქეთიდან რუსეთში ექსპორტის ზრდამ, ხელი შეუშალა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მცდელობას, შეეზღუდა რუსეთის შესაძლებლობა სამხედრო გაძლიერების თვალსაზრისით და გაზარდა დაძაბულობა თურქეთსა და NATO-ს სხვა წევრ ქვეყნებს შორის. „შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და G7-ის პარტნიორებმა ნათლად განაცხადეს, რომ არ გვინდა, ჩვენი რომელიმე ძირითადი პარტნიორი ქვეყანა გახდეს ადგილი, სადაც ჩვენ მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა მოხდება. თურქეთმა გაატარა რიგი რეფორმები, რამაც გაართულა გარკვეული ნივთების ტრანზიტი თურქეთში, განსაკუთრებით, შეერთებული შტატებიდან, მაგრამ ცხადია, გასაკეთებელი ყოველთვის მეტია. შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რამდენიმე პირსა და ინსტიტუტს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ვაჭრობაში; ზოგიერთი მათგანი რუსეთის მოქალაქეა, რომლებმაც შექმნეს კომპანიები და ცდილობდნენ ბრძოლის ველზე ელექტრონიკის და სხვა პროდუქციის თურქეთის გავლით რუსეთში გადატანას. ჩვენ ვნახეთ გარკვეული პროგრესი ამ მხრივ, მაგრამ ეს არის სამუშაო, რომელიც არ დასრულებულა. რუსები ყოველთვის ცდილობენ მეტის იმპორტს და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რუსეთისთვის კარის დახურვა გავაგრძელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ უფრო მეტ ისე მოვლენას, როგორიც მაგალითად, ამ შაბათ-კვირას მოხდა, ვგულისხმობს, ძალიან დიდ თავდასხმას კიევზე,  და ვიცით, რომ პროდუქციის ის სახეობები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ თავდასხმებს, იმპორტირებულია. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს, რაც შეიძლება მალე,“ - აღნიშნა ბლინკენის თანაშემწემ. თურქეთიდან რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი იზრდება. სტატიას ამის შესახებ Financial Times-ი აქვეყნებს. 2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში თურქეთმა 45 კატეგორიის საქონლის ექსპორტი განახორციელა რუსეთსა და 5 ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომლის საერთო ღირებულებაც 158 მილიონი დოლარია. ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს სამჯერ აჭარბებს. სტატიის თანახმად, თურქეთიდან რუსეთში ექსპორტის ზრდამ, ხელი შეუშალა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მცდელობას, შეეზღუდა რუსეთის შესაძლებლობა სამხედრო გაძლიერების თვალსაზრისით და გაზარდა დაძაბულობა თურქეთსა და NATO-ს სხვა წევრ ქვეყნებს შორის. თურქეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის შეჩერება ვაშინგტონის პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ, აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ბრაიან ნელსონი მიმდინარე კვირას სტამბულსა და ანკარას ეწვევა, სადაც რუსეთის სარგებლის მომტან სავაჭრო და ფინანსურ საქმიანობას გაიხილავს.

თურქეთის F-16-ები რუმინეთში განლაგდნენ

თურქეთის საჰაერო ძალების 4 თვითმფრინავი რუმინეთში, NATO-ს საჰაერო მისიის ფარგლებში, პატრულირების მიზნით განლაგდა. „დაახლოებით 80 სამხედრო მოსამსახურესაგან შემდგარი ეკიპაჟი და 4 F-16 თვითმფრინავი იფრენს რუმინეთის საჰაერო ძალების პილოტებთან ერთად, გაძლიერებული საჰაერო მისიის დროს, NATO-ს მეთაურობით. ერთობლივი მისია ხელს უწყობს რუმინეთისა და თურქეთის საჰაერო ძალებს შორის ურთიერთქმედების გაძლიერებას,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

საქართველოში სერტიფიცირებული მეზღვაურები თურქეთის სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე დასაქმებას შეძლებენ

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური ასამბლეის 33-ე რეგულარული სესიის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი. შესაბამის ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. მემორანდუმის თანახმად, მხარეებმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს. კერძოდ, საქართველოში სერტიფიცირებული მეზღვაურები შეძლებენ, თურქეთის სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე დასაქმდნენ და პირიქით. „ხელმოწერამდე გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან ორ ქვეყანას შორის საზღვაო სექტორში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. მათ შორის, გამოითქვა მზადყოფნა, გაღრმავდეს თანამშრომლობა როგორც მეზღვაურების განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების, ისე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის კუთხით. ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის საბორნე მიმოსვლის დანიშვნას. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა თურქეთის დელეგაციის წევრები საქართველოში მოიწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

თურქეთმა და კატარმა 12 შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და კატარმა თანამშრომლობის შესახებ 12 შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს, თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მე-9 შეხვედრის შემდეგ გაფორმდა. ლუსაილის სასახლეში პირისპირ შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და კატარის ემირი შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ თანი თავმჯდომარეობდნენ თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის სხდომას. შეხვედრის შემდეგ ერდოღანისა და ალ თანის თანდასწრებით, ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. კომიტეტის სხდომაზე ერთობლივ დეკლარაციას და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი ინტერესის საკითხებზე პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ასევე მოაწერეს ხელი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა და მისმა კატარელმა კოლეგამ მოჰამედ ბინ აბდურაჰმან ალ თანიმ. დოკუმენტები ასევე გაფორმდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროებში; განათლებისა და კულტურის სფეროებში, ასევე, მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. გარდა ამისა, ორმხრივ სამხედრო ჩარჩო შეთანხმებას ხელი მოაწერეს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა და კატარის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ჰალიდ ბინ მოჰამად ალ ატიამ. ინვესტიციების ხელშეწყობაში თანამშრომლობის პაქტს ხელი მოაწერეს თურქეთის პრეზიდენტის საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელმა ბურაკ დაგლიოღლუმ და კატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა შეიხ ხალიფა ბინ ჯასიმ ალთანმა. თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის ხელმძღვანელმა მუსტაფა გულთეფემ და შეიხ ხალიფა ბინ ჯასიმ ალთანმა ასევე ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ექსპორტზე თანამშრომლობის შესახებ.  

მედია: ანკარა ისრაელს აფრთხილებს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე „ჰამასის“ წევრებზე თავდასხმას სერიოზული შედეგები მოჰყვება

თურქეთის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებმა ისრაელელი კოლეგები გააფრთხილეს, რომ თუ ისინი შეეცდებიან თურქეთის ტერიტორიაზე „ჰამასის“ წევრებს თავს დაესხან, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მანამდე ისრაელის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა, რონენ ბარმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან, გაანადგურონ „ჰამასი“ ნებისმიერ ტერიტორიაზე, მათ შორის ლიბანში, თურქეთსა და კატარში. სააგენტო ციტირებს ოფიციალურ პირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ თურქეთმა საკუთარ ტერიტორიაზე უცხოური ორგანიზაციების წევრების უკანონო საქმიანობა აღკვეთა და რომ არცერთ უცხოურ სადაზვერვო სააგენტოს არ აქვს უფლება, თურქეთის ტერიტორიაზე ოპერაციები განახორციელოს.  

ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ არსებული შეთანხმების დანართის განახლების თაობაზე. საქართველოს მხრიდან, შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა. მემორანდუმის ფარგლებში განახლებული დანართის თანახმად, ქართულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ, რეგულარული ფრენები განახორციელონ შეუზღუდავად, თურქეთის ნებისმიერი ქალაქის მიმართულებით. „აქამდე, რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ სტამბოლის, ანტალიის, ანკარას და ტრაბზონის მიმართულებით იყო შესაძლებელი. რაც შეეხებათ თურქული მხარის ავიაკომპანიებს, როგორც წინამორბედი, ისე განახლებული შეთანხმების დანართის ფარგლებში, მათ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმათულებით აქვთ. თურქეთის ყველა საერთაშორისო აეროპორტის გახსნა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ქართულ ავიაკომპანიებს სამგზავრო და სატვირთო ოპერირების განხორციელების კუთხით. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლების მოლაპარაკებები საუდის არაბეთის სამეფოს ქალაქ რიადში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა. ICAN 2023 საუდის არაბეთში 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება,“ - ნათაქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თურქეთმა საერთაშორისო სამხედრო წვრთნები ჩაატარა

თურქეთში საერთაშორისო სწავლება Nusret-2023 დასრულდა. შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სწავლება Nusret-2023 თურქეთის საზღვაო ძალების, მეგობარი და მოკავშირე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით გაიმართა. „სწავლების დროს წარმატებით შესრულდა ნაღმებისგან გაწმენდის სამუშაო, რაც ხელს უწყობს ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას,“ - ნათქვამია განცხადებაში. წვრთნებში აზერბაიჯანთან ერთად, ბაჰრეინი, ბრაზილია, ბულგარეთი, სამხრეთ კორეა, ფილიპინები, ქუვეითი, მალაიზია, პაკისტანი და ომანი მონაწილეობდნენ. თურქეთი საერთაშორისო სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს  

თურქეთი საერთაშორისო სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს

თურქეთი ჩრდილო-დასავლეთ ჩანაქკალეს პროვინციასა და საროსის ყურეში სამხედრო წვრთნებს (NUSRET-2023) ატარებს. სწავლება 6 დეკემბრამდე გაგრძელდება. ცხრადღიან წვრთნებში მონაწილეობენ თურქეთის საზღვაო და საჰაერო ძალების სარდლობის ნაწილები, ასევე, სანაპირო დაცვის სარდლობა, 15 ქვეყნის დამკვირვებელთა პერსონალთან ერთად. თურქეთის მასპინძლობით სამხედრო წვრთნები დაიწყო "მეგობრული და მოკავშირე ქვეყნების" ელემენტების მონაწილეობით. სწავლების მიზანია მონაწილე ქვედანაყოფების/სარდლობის მომზადება ნაღმების ომის დაგეგმვაში, შესრულებასა და შეფასებაში. „სწავლება მიზნად ისახავს ქვეყნების თავსებადობის გაძლიერებას, მათი ერთობლივად მუშაობის უნარის ხელშეწყობას,“ - ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ინფორმაცია თურქულმა მედიამ გაავრცელა, თუმცა ქვეყნების ჩამონათვალი ცნობაში მითითებული არ არის.  

თურქეთისა და საბერძნეთის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ განაცხადეს

თურქეთისა და საბერძნეთის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს. ათენში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას, კატერინა საკელაროპულუმ ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის დაახლოებაზე. „როგორც არასდროს, ისეა საჭირო, რომ საბერძნეთმა და თურქეთმა ერთად იმუშაონ თანამშრომლობის გასაძლიერებლად, საერთაშორისო სამართლის ხელშეწყობისა და ფართო რეგიონის კეთილდღეობისთვის,“ განაცხადა საკელაროპულუმ.  ერდოღანმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ მისი ვიზიტი ათენში, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაუმჯობესებას. მისი თქმით, ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის 10 მილიარდ დოლარამდე გაზრდა ერთ-ერთი მიზანია. ბოლო 6 წლის განმავლობაში, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა. მას ათენის აეროპორტში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯორჯ გერაპეტრიტისი დახვდა. ასევე წაიკითხეთ: ანკარა საბერძნეთთან ურთიერთობებში „ახალ ეპოქას“ იწყებს  

მიცოტაკისმა და ერდოღანმა კეთილმეზობლობის დეკლარაცია გააფორმეს

საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ოფიციალურად ახალ ფაზაში შევიდა, მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს წყალობით, რომელიც ათენში გაიმართა. მთავრობათაშორისი სამიტის დროს, ორი ქვეყნის დელეგაციებმა ხელი მოაწერეს 15 შეთანხმებას, რათა ხელი შეუწყონ თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორში. საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ისტორიული დეკლარაცია გააფორმეს. წლების განმავლობაში ცივი დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ, ძირითადად ეგეოსის ზღვაზე დავების გამო, რომლებიც დაკავშირებულია ექსკლუზიური ეკონომიკური ზონების დელიმიტაციასთან და ზოგიერთი პატარა კუნძულის სუვერენიტეტთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტეს, ურთიერთობების ნორმალიზებაზე ფოკუსირდნენ. ერდოღანი საბერძნეთში 2017 წლის შემდეგ არ ყოფილა. „დიდ კმაყოფილებას ვგრძნობ ათენში დაბრუნებით და მადლობელი ვარ თბილი დახვედრისთვის. მიცოტაკისთან ჩვენ შევთანხმდით, რომ საკომუნიკაციო არხები ღია იქნება და გვსურს, კიდევ უფრო განვავითაროთ ურთიერთობებში არსებული პოზიტიური იმპულსი,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, მიცოტაკისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ათენი და ანკარა "უნდა ცხოვრობდნენ მშვიდობიანად დაძაბულობის გარეშე". „ჩვენმა ორმხრივმა ურთიერთობებმა გარკვეული რყევები განიცადა, ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ორმა ქვეყანამ უფრო მშვიდი გზა გაიაროს,“ - აღნიშნა მიცოტაკისმა.  

შოთა არველაძე თურქული კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

შოთა არველაძე თურქული კლუბის „კარაგუმრუქის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამ დროისთვის გუნდი 15 ტურის შემდეგ 17 ქულით თურქეთის სუპერლიგაში მე-11 ადგილს იკავებს და ევროთასების ზონას 9 ქულით ჩამორჩება. ბოლო კლუბი, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნიდა, ინგლისის მეორე დივიზიონის გუნდი ჰალ სიტი იყო. გასული წლის სექტემბრიდან არველაძე კლუბის გარეშეა. ფატიჰ კარაგუმრუკი არველაძის სამწვრთნელო კარიერაში მეოთხე კლუბი გახდება ტრაბზონსპორის, კასიმფაშასა და კაისერისპორის შემდეგ. არველაძე უზბეკეთის “ფაქთაქორსაც“ წვრთნიდა, მანამდე კი მაკაბიში (თელავივი) მუშაობდა. „მიხარია, რომ სამწვრთნელო საქმეს იმ გუნდში დავუბრუნდი, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია და ვიცი, რისი მიღწევა სურს. მინდა მადლობა ვუთხრა კარაგუმრუქის პრეზიდენტს, სულეიმან ჰურმას ნდობისთვის და რთულ მომენტში ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამ კლუბმა უკანასკნელ 3-4 წელიწადში დიდი გზა გაიარა თურქეთის სუპერლიგამდე და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით მას კიდევ უფრო წარმატებულს გავხდით. გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე ჩავატარე და ვემზადებით უახლოესი მატჩისთვის. ველოდები გულშემატკივართან შეხვედრას და იმედი მაქვს, მათ გახარებას მოვახერხებთ,“ - წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.  

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ზექი აკთურქმა ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, წვრთნებში თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამძებრო-სამაშველო ქვედანაყოფები მონაწილეობენ. აქთურქის თქმით, წვრთნები მიზნად ისახავს ქვედანაყოფებს შორის  თანამშრომლობისა და ურთიერთაქტივობის განმტკიცებას.  

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება გადამწყვეტი ეტაპია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე - თურქეთის საელჩო

საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება არის გადამწყვეტი ეტაპი საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე.  „ისტორიული დღე საქართველოსთვის. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება არის გადამწყვეტი ეტაპი საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. ვულოცავთ ყველა ჩვენს ქართველ მეგობარს,“  ნათქვამია თურქეთის საელჩოს განცხადებაში. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია  

შავი ზღვის განაღმვის მიზნით, თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი სამმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ

NATO-ს წევრების და შავი ზღვის აუზის ქვეყნების, თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრები 2024 წლის 11 იანვარს, სტამბოლში, სამმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომლის მიზანიც შავ ზღვაში ტერიტორიული წყლების განაღმვაა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა. NATO-ს სამი მოკავშირე შავი ზღვის განაღმვისთვის სპეციალურ ძალებს შექმნის - Bloomberg ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი მათი ტერიტორიული წყლების ნაღმებისგან გასაწმენდად, ერთობლივი დანაყოფის შექმნას გეგმავდნენ.  

საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს

ანკარაში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი წვრთნები დასრულდა. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ზექი აქთურქმა ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა. წვრთნებში სამი ქვეყნის სამძებრო-სამაშველო ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. აკთურქის თქმით, წვრთნები ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების გაძლიერების მიზნით ჩატარდა.  

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი სამასი პირი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ დააკავა 300 პირი, რომლებიც ტერორისტული დაჯგიფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას ინფორმაციით, რეიდები ქვეყნის 32 პროვინციაში ჩატარდა. ყველაზე მეტი პირი დიდ ქალაქებში: ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში დააკავეს. თურქეთის მთავრობა „ისლამურ სახელმწიფოს“ რამდენიმე თავდასხმაში ადანაშაულებს. მათ შორისაა თავდასხმები სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტზე 2016 წლის 28 ივნისს, როცა თვითმკვლელების მიერ მოწყობილ აფეთქებებს 45 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 239 დაშავდა.  

თურქეთი აცხადებს, რომ თავისი ჯარისკაცების მკვლელობის საპასუხოდ, სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში იერიშები მიიტანა

თურქეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისმა „საჰაერო ძალებმა 26 ქურთი მებრძოლი სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში განხორციელებული დარტყმების შედეგად გაანეიტრალეს, შაბათ-კვირას ჯარისკაცების მკვლელობაზე პასუხი იყო.“ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებთან ბრძოლის დროს 12 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, რის გამოც ანკარამ რეგიონში საჰაერო დარტყმები და ოპერაციები დაიწყო. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა კვირას ასევე განაცხადა, რომ PKK-ის კიდევ 30 ელემენტი განეიტრალდა ჩრდილოეთ ერაყის რაიონში, სადაც თურქეთი ტრანსსასაზღვრო ოპერაციებს აწარმოებს. გარდა ამისა, თურქეთის პოლიციამ სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია დიარბაქირში, პროქურთული სახალხო თანასწორობისა და დემოკრატიის პარტიის (DEM) მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ღონისძიებაზე 52 ადამიანი დააკავა. მათ „ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ქურთისტანის მუშათა პარტია ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული თურქეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ. თურქეთის ჯარები რეგულარულად ახორციელებენ დარტყმებს მეზობელ ერაყში, იქ დაფუძნებული PKK-ის ბოევიკების წინააღმდეგ შეტევის ფარგლებში. თურქეთმა საჰაერო თავდასხმები ჩრდილოეთ ერაყში ოქტომბერში დაიწყო მას შემდეგ, რაც ანკარაში სამთავრობო შენობებთან აფეთქებაზე  პასუხისმგებლობა სამხედრო დაჯგუფებამ აიღო.  

მედია: ირანის პრეზიდენტი თურქეთს შესაძლოა, იანვარში ეწვიოს

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი შესაძლოა, თურქეთში 4 იანვარს ჩავიდეს. ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet-ი წერს. რაისის ჩასვლა თურქეთში 28 ნოემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ვიზიტი გადაიდო. მედია წერს, რომ ვიზიტის დროს მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ტერორიზმთან ბრძოლა იქნება.  

თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანების მხარდაჭერის შემდეგ საკითხს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა (პარლამენტი) განიხილავს. შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირებას პარლამენტის კენჭისყრაში მონაწილეთა მარტივი უმრავლესობა სჭირდება.

თურქეთის ელჩმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 2024 წლისთვის თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის და თავდაცვის ახალ ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოკტენდურალს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თურქეთის მტკიცე, თანმიმდევრული მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში მეზობელი ქვეყნის უდიდეს წვლილზე ისაუბრა. „ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ილჰან ოკტენდურალს თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სხვადასხვა, მათ შორის, სამხედრო განათლების, ერთობლივი სწავლებების, სამხედრო მრეწველობის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები და 2024 წელს თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები მიმოიხილეს. თავდაცვის სამინისტროში თურქ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

გვარდიელებმა თურქეთში სამმხრივ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ანკარაში ბუნებრივი სტიქიების დროს ძებნა-გადარჩენის სწავლება DAK-23 ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთკვირიან ტაქტიკური დონის სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედროები თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ. „სამმხრივი სწავლება შესაძლო სტიქიური კატასტროფების დროს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ძებნა-გადარჩენის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის, კოორდინაციისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავდა მიზნად. სიმულაციური სცენარის მიხედვით სწავლებაში მიწისძვრის დროს ძებნა-გადარჩენის ოპერაციები გათამაშდა. სამხედროებს სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით ნანგრევებიდან დაშავებულების გამოყვანა, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით დაშავებულის ევაკუაცია და ძაღლების დახმარებით ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა-გადარჩენა მოუწიათ. სწავლება როტაციის მიხედვით ტარდება. მომავალ წელს DAK-23-ს აზერბაიჯანი უმასპინძლებს, შემდეგ კი - საქართველო,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას 11 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი დაშავდა - Reuters

Reuters-ის ცნობით, თურქეთში ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. სააგენტო  Anadolu-ზე დაყრდნობით წერს, რომ ავარიაში შვიდი მანქანა მონაწილეობდა, მათ შორის, სამი ავტობუსი და სატვირთო მანქანა ჩრდილოეთ მარმარილოს გზატკეცილზე, საქარიის პროვინცია დაგდიბის მახლობლად. ავარიის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორია დაფარულია ძლიერი ნისლით და დაბალია ხილვადობა. საქარიის პროვინციის გუბერნატორმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ 57 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი 189 პირი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ დააპატიმრა 189 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში. დაკავებამდე ერთი დღით ადრე ანკარამ განაცხადა, რომ ჩაშალა თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაგეგმილი თავდასხმები სინაგოგებსა და ეკლესიებზე. თურქეთში წარსულში ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული რამდენიმე სასიკვდილო ტერაქტი მოხდა. პოლიციამ რეიდები ჩაატარა სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში, ასევე ზოგიერთ სხვა ქალაქში. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი ერლიკაია იტყობინება. სოცქსელ X-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას მან დაურთო სავარაუდო ექსტრემისტების ფოტოები. მათ ღამის რეიდების დროს ხელბორკილებს ადებენ. გუშინ თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი 32 პირი. ისინი სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ერაყის საელჩოზე თავდასხმის ორგანიზებაში. როგორც სააგენტო dpa იტყობინება, დაკავებულთა მოქალაქეობა და სავარაუდო თავდასხმების გეგმების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა 2017 წელს სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმისთვის, რომელსაც 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა წინასაახალწლო პერიოდში. მას მერე ანკარა რეგულარულად ახორციელებს რეიდებს „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო წევრების წინააღმდეგ.  

ირანის პრეზიდენტმა თურქეთში ვიზიტი გადადო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანელ კოლეგასთან, ებრაჰიმ რაისთან, რომლის დროსაც მან მწუხარება გამოთქვა ირანის კერმანის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა გამო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, თურქეთის ლიდერმა „დაგმო ტერორიზმი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.“ პრეზიდენტმა ერდოღანმა გაიმეორა თავისი მოწოდება ირანთან, რომ ერთად უნდა იმუშაონ ტერორიზმთან ბრძოლისთვის. ორი ლიდერი შეთანხმდა ირანის პრეზიდენტის თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის შემდგომ გადადებაზე.  

თურქული კომპანია უკრაინაში, ანტონოვის აეროპორტში ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბის შექმნას გეგმავს

თურქული კომპანია Mabtec Engineering and Consultancy კიევის მახლობლად მდებარე ანტონოვის აეროპორტში ლოგისტიკური და სატრანსპორტო კვანძის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ უმაღლესი რადას ეკონომიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრო კისილევსკიმ განაცხადა. „იგეგმება თანამედროვე ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბის აშენება, რომელიც ოპერირებას დაიწყებს უკრაინის საჰაერო სივრცის გახსნის შემდეგ“, - წერს კისილევსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. როგორც ცნობილია, 2023 წლის 19 დეკემბერს Mabtec Engineering and Consultancy-მა ანტონოვის აეროპორტის რეკონსტრუქციის კონცეფციის შემუშავების დაწყების შესახებ გამოაცხადა. თურქული კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ პორტფოლიოში ჩამოთვლილია მრავალი პროექტის შესახებ მათ შორის, სტამბოლის გოკჩენის აეროპორტში, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, ასევე ერაყში, ავღანეთსა და აზერბაიჯანში.  

ბლინკენი თურქეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ღაზის სექტორის საკითხზე მოლაპარაკებების წინ თურქეთში ჩავიდა.  ის ანკარაში მოლაპარაკებებს გამართავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან. როგორც Guardian-ი წერს, ბლინკენის ვიზიტის პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორშაბათს შორეულ ჩრდილო-აღმოსავლეთით გამგზავრებას გეგმავს. ბლინკენი მხარს უჭერდა ისრაელს და ცდილობდა, დაერწმუნებინა რეგიონული მოთამაშეები, რომ ვაშინგტონი ორიენტირებულია ჰუმანიტარული ტანჯვის შემსუბუქებაზე, ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო შეტევის ფონზე. „ჩვენ არ ველით, რომ ამ მოგზაურობის დროს დაგეგმილი ყველა საუბარი მარტივი იქნება. აშკარაა, რომ რეგიონის წინაშე რთული საკითხები დგას, მაგრამ მდივანი თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პასუხისმგებლობაა, წარმართოს დიპლომატიური ძალისხმევა ამ გამოწვევების თავიდან ასაცილებლად და ის მზად არის,  ამის გასაკეთებლად უახლოეს დღეებში,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა ბლინკენის ტურნესთან დაკავშირებით. ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიან ტურნეს იწყებს Guardian-ის ცნობით, თურქეთში პოლიციამ ასობით დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც ბლინკენის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, აშშ-ის ძალების საჰაერო ბაზისკენ გაემართნენ, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.  

თურქეთის როლი გადამწყვეტია რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში - სახელმწიფო დეპარტამენტი ბლინკენის ვიზიტზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რეგიონული ტურნეს ფარგლებში თურქეთშია. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა მეთიუ მილერმა Twitter-ზე დაწერა, რომ თურქეთი არის NATO-ს ღირებული, დიდი ხნის მოკავშირე და პარტნიორი. მილერის თქმით, თურქეთს გადამწყვეტი როლი აქვს რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში, მათ შორის, ღაზის სექტორის კონფლიქტის გავრცელების პრევენციაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 4-დან 11 იანვრამდე, ერთკვირიან ტურნეს იწყებს. ბლინკენი თურქეთში, საბერძნეთში, იორდანიაში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და ეგვიპტეში ჩადის. ეს იქნება ბლინკენის მეოთხე მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში და მეხუთე ვიზიტი ისრაელში, ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ, თუმცა ახლანდელ ვიზიტს ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში, კონფლიქტის გაფართოების საფრთხის ფონზე მართავს. თურქეთის ადგილობრივი მედიის ცნობით, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის ინფორმაციას ეყრდნობა, ბლინკენი შაბათს თურქ ოფიციალურ პირებსაც შეხვდება. ამასთან, CNN-ის ცნობით, მოსალოდნელია ბლინკენის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. Axios-ის ცნობით, ჯო ბაიდენის უფროსი მრჩეველი ამოს ჰოჩსტეინი ისრაელში ხუთშაბათს, 4 იანვარს ჩავიდა, რათა ხელი შეუწყოს დიპლომატიურ შეთანხმებას ისრაელ-ლიბანის საზღვარზე დაძაბულობის შესამცირებლად. ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. დაპირისპირებაში უკვე ჩართულია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, "ჰეზბოლას" ძალები ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე და წითელ ზღვაში - სატრანსპორტო მარშრუტების ნაწილი. ცნობისთვის, ბლინკენის ვიზიტის პარალელურად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერი ჯოზეფ ბორელი 5 იანვარს იწყებს ლიბანში ვიზიტს. 7 ოქტომბერს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.

ერდოღანმა ბლინკენს სტამბოლის საპრეზიდენტო კომპლექსში უმასპინძლა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სტამბოლის საპრეზიდენტო კომპლექსში მიიღო. დახურული შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა. რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრამდე ენტონი ბლინკენმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან გამართა მოლაპარაკებები. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იბრაჰიმ კალინი და ანკარაში აშშ-ის ელჩი, ჯეფრი ფლეიკი ესწრებოდნენ. „შეხვედრაზე მინისტრებმა ღაზის სექტოში მიმდინარე ომი და ჰუმანიტარული კრიზისი, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესი, ორმხრივი და რეგიონული საკითხები განიხილეს,“ - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. თურქეთის შემდეგ ბლინკენი იორდანიას, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს, ეგვიპტესა და საბერძნეთს ეწვევა. „ჰამასის" 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, რეგიონში ეს ბლინკენის მეოთხე ვიზიტია. თურქეთის როლი გადამწყვეტია რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში - სახელმწიფო დეპარტამენტი ბლინკენის ვიზიტზე  

NATO-ს წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვის მისიას იწყებს

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარეევმა განაცხადა, რომ თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი სამმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ, რომლის მიზანიც შავი ზღვის განაღმვაა. ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, შესაბამისი შეთანხმების საკითხზე მუშაობა 2023 წლის ზაფხულის ბოლოდან მიმდინარეობს. „ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას თავად შეთანხმების კონცეფციაზე და ტექსტზე, როგორ მოვაგვაროთ ყველა საკითხი და მომავალ კვირას ჩემი მოადგილე იქნება სტამბულში, რომ მოაწეროს ხელი და ეს მისია მალე დაიწყება,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს. შავი ზღვის განაღმვის მიზნით, თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი სამმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ  

ბლინკენი თურქეთში ვიზიტზე: ჩვენს ფოკუსში მოექცა გამოწვევების მთელი სერია

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სტამბულში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ღაზის სექტორში კონფლიქტის შესახებ ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა ერდოღანთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების, მძევლების გათავისუფლების, ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შემცირების აუცილებლობას. „მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე „განიხილეს ევროპის უსაფრთხოების პრიორიტეტები, მათ შორის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხი, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესის დასრულება და ვაჭრობისა და ინვესტიციების გაძლიერება შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის.“ მანამდე ბლინკენი თურქ კოლეგას შეხვდა. „ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა  განაგრძეს დისკუსია ღაზის სექტორში კონფლიქტის შესახებ. მდივანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების აუცილებლობას, პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობას და ყველა მხარის პასუხისმგებლობას, გრძელვადიანი უსაფრთხოების მისაღწევად როგორც ისრაელებისთვის, ასევე, პალესტინელებისთვის და უფრო ფართო რეგიონისთვის,“ - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თურქეთში გამართულ შეხვედრებზე ასევე განიხილეს NATO-ს მოკავშირეების საერთო პრიორიტეტები. მდივანმა ხაზი გაუსვა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებისთვის საბოლოო ნაბიჯების დასრულების მნიშვნელობას, სანქციებიას და ექსპორტის კონტროლის თავიდან აცილების საკითხებს. „ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი არ გავრცელდეს. ერთ-ერთი რეალური შეშფოთების სფეროა საზღვარი ისრაელსა და ლიბანს შორის და ჩვენ გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ იქ ესკალაცია არ მოხდეს. ჩვენ ვეძებთ დიპლომატიურ გზებს, რათა შვეცადოთ, განვმუხტოთ ეს დაძაბულობა, რათა ადამიანებმა თავიანთ სახლებში იცხოვრონ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ, და ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ეს იქნება იმ დისკუსიების ნაწილი, რომელიც ჩვენ გვექნება უახლოეს დღეებში არამხოლოდ ისრაელში, არამედ, ზოგიერთ სხვა დაინტერესებულ ქვეყანაში,“ - აღნიშნა ბლინკენმა. მედიის შეკითხვას, ისაუბრეს თუ არა 6 იანვარს მომხდარ თავდასხმაზე, ბლინკენმა უპასუხა: „დეტალურად - არა, მაგრამ ჩვენ ორიენტირებულნი ვიყავით გამოწვევების მთელ სერიაზე, რომლებიც უკავშირდება სტაბილურობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას და კიდევ, იმ როლზე, რომელიც თურქეთს შეუძლია, შეასრულოს კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა ბლინკენმა უკვე საბერძნეთში ვიზიტისას. ერდოღანმა ბლინკენს სტამბოლის საპრეზიდენტო კომპლექსში უმასპინძლა აღსანიშნავია, რომ ერდოღანი ისრაელს მწვავედ აკრიტიკებს და მას ომის დანაშაულში სდებს ბრალს. თურქეთი აქტიურად ითხოვს ცეცხლი შეწყვეტას. შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ანკარა „ჰამასს“ ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიიჩნევს. Reuters-ის წყაროს ცნობით, ბლინკენი ასევე იმედოვნებს პროგრესს მოლაპარაკებებში იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, ღაზის სეტორის მართვა და მიაღწევს თუ არა ისრაელი თავის მიზანს „ჰამასთან“ ბრძოლაში. „ვაშინგტონს სურს, რომ რეგიონულმა ქვეყნებმა, განსაკუთრებით თურქეთმა, თავისი როლი შეასრულონ ღაზის სექტორის აღდგენაში, მართვაში და, შესაძლოა, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში,“ განაცხადა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით. CNN-ის ცნობით, ენტონი ბლინკენი ისრაელის ოფიციალურ პირებთან გააგრძელებს დისკუსიებს ღაზის სექტორში ომის შემდეგი ეტაპის შესახებ, რომელიც აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდოდ, მალე დაიწყება. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად მოგზაურობს, Reuters-ს ასევე განუცხადა, რომ ვაშინგტონი იმედგაცრუებულია ხანგრძლივი პროცესით, თუმცა დარწმუნებულია, რომ ანკარა მალე დაამტკიცებს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. შეგახსებთ, ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. დაპირისპირებაში უკვე ჩართულია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, "ჰეზბოლას" ძალები ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე და წითელ ზღვაში - სატრანსპორტო მარშრუტების ნაწილი. 7 ოქტომბერს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა 5 იანვარს ახლო აღმოსავლეთში ვიზიტები დაიწყეს. აშშ-ისა და ევროკავშირის გაცხადებული მიზანია, შეაკაონ ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტის გავრცელება დასავლეთ სანაპიროზე, ლიბანსა და წითელი ზღვის სანაოსნო გზებზე. ვიზიტები იმართება ზუსტად სამი თვის შემდეგ, რაც ისრაელს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ დაესხა თავს, რასაც ისრაელის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა. ისრაელმა პირობა დადო, რომ ომი გაგრძელდება, ვიდრე „ჰამასი“ საბოლოოდ არ განადგურდება. ბოლოს ამის შესახებ „მტრებსაც და მეგობრებსაც“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეახსენა. ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. "ჰეზბოლამ", რომელიც ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ის, ასევე კანადის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, განაცხადა, რომ 6 იანვარს, დილით, საპასუხოდ, ისრაელის სადამკვირვებლო პუნქტს 62 სარაკეტო დარტყმა მიაყენა. ისრაელს ოფიციალურად არ უღიარებია, რომ „ჰამასის“ ლიდერის მოადგილე მათი თავდასხმის მსხვერპლია.  

NATO-ს წევრი სამი ქვეყანა სხვა სახელმწიფოებს მოუწოდებს, შეუერთდნენ შავი ზღვის განაღმვის მისიას

ბულგარეთმა, რუმინეთმა და თურქეთმა სხვა ქვეყნებს მოუწოდეს, შეუერთდნენ შავი ზღვის განაღმვის მისიას. ამის შესახებ Euractiv Bulgaria-ს ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს. ბულგარეთის მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ჯგუფის საქმიანობა არ იქნება მიმართული რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ და შავი ზღვის განაღმვის ოპერაცია, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მონაწილეებს შორის თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაუმჯობესებას. ბულგარეთის, რუმინეთის და თურქეთის მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ხუთშაბათს, სტამბოლში უნდა გაფორმდეს, რის შემდეგაც ოპერატიული დაგეგმვის პროცესი დაიწყება. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ჯგუფები რეგულარულად ასრულებენ განაღმვის სამუშაოს. ოქტომბერში პირველად გახდა ცნობილი, რომ სამი ქვეყანა ერთობლივი ძალების შექმნას განიხილავდა. ეს მისია NATO-ს ოპერაციად არ განიხილება, მაგრამ ეს იქნება შავი ზღვის მოკავშირეების პირველი ერთობლივი ქმედება მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა. NATO-ს წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის განაღმვის მისიას იწყებს  

თურქეთი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში გაანადგურა ქურთი მეომრების 25 სამიზნე

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცახადებით, ანკარამ საჰაერო იერიშები განახორციელა ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში და მიზანში ამოიღო ქურთი მეომრების 25 სამიზნე. სამინისტროს განცხადებით, ოპერაციები განხორციელდა ჩრდილოეთ სირიაში და ერაყის მეტინის, ჰაკურკისა და ყანდილის რეგიონებში. „ბევრი მეომარი "ნეიტრალიზებულ იქნა" - რაც, სავარაუდოდ, მოკლულს ნიშნავს - საჰაერო იერიშებით, რომლებითაც განადგურდა 25 სამიზნე, ანუ გამოქვაბულები, თავშესაფრები და საწყობები,,“ აღნიშნულია განცხადებაში. პარასკევს თურქეთის ცხრა ჯარისკაცი ემსხვერპლა შეტაკებებს აკრძალული ორგანიზაციის, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებთან.  

თურქეთში ისრაელელი ფეხბურთელი ღაზის სექტორში მიმდინარე ომზე გზავნილის გამო, კლუბიდან გარიცხეს და დააკავეს

ისრაელელი ფეხბურთელი საგივ ჯეჰესკელი თურქეთის პოლიციამ დააკავა. საფეხბურთო კლუბმა ანტალიასპორმა ფეხბურთელი დაითხოვა კვირას მას შემდეგ, რაც მან თამაშის მიმდინარეობისას ღაზის სექტორში ომის შესახებ მიუთითა. ჯეჰეზკელმა მაჯაზე მიუთითა, რომელზეც წარწერა იყო - „100 დღე. 7/10“, რაც გულისხმობს „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმას ისრაელზე. იეჰეზკელი, ფორვარდი, რომელმაც ისრაელის ნაკრებში რვა მატჩი ჩაატარა, მოგვიანებით ანტალიის პოლიციამ დააკავა, იტყობინება თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu. თურქული საინფორმაციო მაუწყებლის NTV-ის ცნობით, ფეხბურთელი ორშაბათს დილით გაათავისუფლეს და ახლა სასამართლოს ელოდება. „მე არ ვარ ომის მომხრე ადამიანი,” - განაცხადა იეჰეზკელმა მედიისთვის მიცემულ განცხადებაში და დასძინა, რომ ის არ აპირებდა ”არავის პროვოცირებას” და ”სურდა ომის დასრულება.” X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ილმაზ თუნჩმა განაცხადა, რომ ანტალიის მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ისრაელის მოქალაქეზე „საზოგადოების სიძულვილისა და მტრობისკენ წაქეზების გამო მისი მახინჯი ჟესტის გამო, რომელიც მხარს უჭერდა ისრაელის ხოცვა-ჟლეტას ღაზის სექტორში.“ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ფეხბურთელის დაკავება იყო "ფარისევლობის გამოხატულება" და რომ თურქეთი მოქმედებს, როგორც "ჰამასის იარაღი." საფეხბურთო კლუბმა ანტალიასპორმა განაცხადა, რომ ჯეჰეზკელი გუნდიდან გარიცხეს „ქვეყნის ეროვნული ღირებულებების საწინააღმდეგოდ მოქმედების გამო.“ ცნობილია, რომ თურქეთის პრეზიდენტი ისრაელს მწვავედ აკრიტიკებს და მას ომის დანაშაულში სდებს ბრალს.  

მედია: რუსეთიდან თურქეთში ფულადი გადარიცხვები შეფერხდა

თურქული გამოცემა Ekonomim-ის ცნობით, თურქი ექსპორტიორები პირველი იანვრიდან მათი რუსი კლიენტებისგან ფულად გადარიცხვებს ვეღარ იღებენ, რამაც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სერიოზული შეფერხება გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, თურქული საქონლის ექსპორტი რუსეთში, რომელსაც მოსკოვი სამხედრო წარმოებისთვის იყენებს, 2023 წელს გაიზარდა, რამაც სანქციების გვერდის ავლის თაობაზე შეშფოთება გააძლიერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის ბოლო ვიზიტის შემდეგ ანკარაში, თურქულმა კომპანიებმა გადარიცხვებით ვეღარ ისარგებლეს. „ზოგიერთი ბანკი უკან აგზავნის ფულს, ზოგი კი უარყოფს ადრე მიღებულ ტრანზაქციებს და ამბობს რომ ესა თუ ის საქონელი აკრძალული იყო,“ - განუცხადა გამოცემას წყარომ. ბლინკენი 6 იანვარს ეწვია ანკარას, სადაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაკან ფიდანს შეხვდა. ამერიკელმა დიპლომატმა შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად განიხილა სანქციები და ექსპორტის კონტროლზე თავის არიდების საკითხები. აშშ და ევროკავშირი დიდი ხანია, ცდილობენ, შეზღუდონ რუსეთის შესაძლებლობა, მოახდინოს ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტი მესამე ქვეყნების მეშვეობით. კომპანიებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, ყაზახეთი, სერბეთი, თურქეთი და სხვები, ბრალი დასდეს რუსეთში სანქცირებული პროდუქციის რეექსპორტში, რაც უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსეთის ომის მანქანას ხელს უწყობს.  

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოქმის რატიფიცირება მოახდინა. შვედეთის განაცხადის რატიფიცირება კიდევ ერთმა ქვეყანამ, უნგრეთმა უნდა მოახდინოს, რის შემდეგაც შვედეთი NATO-ს ოფიციალურად შეუერთდება.  

ერდოღანმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ღაზაში მიმდინარე კონფლიქტისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ერდოღანის თქმით, თურქეთი და ირანი შეთანხმდნენ იმ ნაბიჯების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე, რომლებიც შემდგომ საფრთხეს შეუქმნის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. „ჩვენ განვიხილეთ ღაზაზე ისრაელის არაადამიანური თავდასხმების შეწყვეტის აუცილებლობა და გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმა სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად,“ - განაცხადა ერდოღანმა ირანელ კოლეგასთან ებრაჰიმ რაისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ანკარაში შეხვედრის შემდეგ. თურქული მედიის ცნობით, შეხვედრაზე ორივე პრეზიდენტმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები პალესტინაში, სირიაში, ერაყში, ავღანეთსა და სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. „პალესტინის საკითხი თურქეთისა და ირანის ყურადღების ცენტრშია,“ - დასძინა ერდოღანმა. თავის მხრივ, რაისმა ორ ქვეყანას შორის „კარგ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.“ „ჩვენ გვსურს ამ ურთიერთობების აყვანა უფრო მაღალ დონეზე,“ - აღნიშნა რაისმა. ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რეისიმ განაცხადა, რომ თურქეთი და ირანი შეთანხმდნენ, მხარი დაუჭირონ პალესტინას და მისი ხალხის უფლებების დაცვას. მან აღნიშნა, რომ თურქეთსა და ირანს საერთო შეხედულებები აქვთ პალესტინაზე. ირანის პრეზიდენტის თქმით, თურქეთის ხალხისა და მთავრობის დამოკიდებულება ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმების მიმართ აღფრთოვანებას იწვევს. რაისი თურქეთში თავდაპირველად ნოემბერში უნდა ჩასულიყო, თუმცა მან ირანში განვითარებული მოვლენებისა და გარკვეული პრობლემების გამო ვიზიტი ორჯერ გადადო. მანამდე თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ლიდერები უხელმძღვანელებენ თურქეთ-ირანის ბიზნესსაბჭოსაც და, შესაძლოა, ხელი მოაწერონ გარკვეულ შეთანხმებებსაც. „შეხვედრების დროს, ორმხრივი კავშირების გარდა, მხარეები გაცვლიან აზრებს მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე. კერძოდ, ღაზასა და ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის თავდასხმებზე,“ – განაცხადეს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. თურქეთი, რომელიც მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის ათწლეულის კონფლიქტის ორ სახელმწიფოს პრინციპზე გადაწყვეტას, მკაცრად აკრიტიკებს ისრაელს ღაზის სექტორში წარმოებული თავდასხმების გამო. მან მოუწოდა ისრაელს, რომელსაც ომის დანაშაულში ადანაშაულებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი. მკაცრი რიტორიკის მიუხედავად, ანკარა ინარჩუნებს კომერციულ კავშირებს ისრაელთან, რამაც გამოიწვია კრიტიკა ქვეყნის შიგნით და ირანში. მისი დასავლელი მოკავშირეებისა და ზოგიერთი არაბული ქვეყნისგან განსხვავებით, NATO-ს წევრი თურქეთი „ჰამასს,“ რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელს დაესხა თავს, ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიიჩნევს. თავის მხრივ, ირანმა „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადა. იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“ შესაძლოა, შემდგომი თავდასხმების სამიზნე გახდნენ. შეგახსენებთ, დღეს, 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს.  

ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა დაუყოვნებლივ დაამტკიცოს - Reuters

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვას დაყოვნების გარეშე დაამტკიცოს.   Reuters-ის ცნობით, ჯო ბაიდენმა წერილი გაუგზავნა კონგრესის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრებს და მათ ავიაგამანადგურებლების თურქეთისთვის მიყიდვის ფორმალური პროცესის დაწყების განზრახვის შესახებ აცნობა, როგორც კი ანკარა დაასრულებს NATO-ში შვედეთის გაწევრიანების პროცესის რატიფიცირებას.20-თვიანი შეყოვნების შემდეგ თურქეთის პარლამენტმა NATO-ში შვედეთის განაცხადის რატიფიცირება ოთხშაბათს მოახდინა. ახლა მას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უნდა მოაწეროს ხელი. უნგრეთი რჩება NATO-ს ერთადერთ ქვეყნად, რომელსაც შვედეთის წევრობის განაცხადი რატიფიცირებული ჯერ არ აქვს. განახლება: აშშ თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის საბოლოო დამტკიცების შემდეგ დათანხმდება, - ამის შესახებ თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ჯეფ ფლეიკმა განაცხადა. „მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თურქეთი ისევ გააჭიანურებს,“ - განაცხადა ჯეფ ფლეიკმა. თურქეთში აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ როგორც კი ვაშინგტონი რატიფიცირების ოფიციალურ დოკუმენტს მიიღებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს, 20 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გაყიდვის შესახებ თხოვნას დაუყოვნებლივ გაუგზავნის.

აზერბაიჯანმა და თურქეთმა შუა დერეფნის განვითარებისთვის ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს

აზერბაიჯანმა და თურქეთმა განიხილეს ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის რკინიგზის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. მისივე ცნობით, მხარეებმ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტი განიხილეს. „თურქეთში საქმიანი ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა დღეს არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა. პირველ რიგში, თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის დირექტორთან და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ჰასან პეზუკთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის რკინიგზის სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარება, ყარს-ნახიჩევანის რკინიგზის ორმხრივი ინტერესი და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტი განიხილეს. ასევე, მიღწეულია შეთანხმება ორი ქვეყნის სარკინიგზო ინსტიტუტებს შორის გამოცდილების გაცვლის შესახებ. მოგვიანებით რუსტამოვი TCDD Tasımacılık-ის გენერალურ დირექტორს უფუკ იალჩინს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივები, საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ერთობლივი ღონისძიებები,“ წერს აზერბაიჯანული მედია. ყარსი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობის გეგმა შუა დერეფნის ახალ განშტოებად უნდა განიხილებოდეს - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად არამხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, არამედ, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. პროექტის 90 პროცენტი დასრულებულია.  

სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა. დეპარტამენტმა კონგრესს თურქეთისთვის 23 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების და საბერძნეთისთვის 8,6 მილიარდი დოლარის ღირებულების F-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის შესახებ აცნობა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალური შეტყობინების გადაცემის შემდეგ, კონგრესს შეთანხმების გასაპროტესტებლად 15 დღე აქვს, რის შემდეგაც იგი ძალაში შევა. Reuters-ი 25 იანვარს წერდა, რომ ბაიდენი კონგრესს მოუწოდებდა, თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა დაუყოვნებლივ დაემტკიცებინა. შეგახსენებთ, 26 იანვარს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას ხელი მოაწერა.  

ვიქტორია ნულანდი თურქეთს ეწვია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ვიქტორია ნულანდი თურქეთში, ანკარაში გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტისას მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მაღალჩინოსნებსა და ბიზნესის ლიდერებს შეხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეები განიხილავენ ორმხრივი, რეგიონული და გლობალური საკითხების სრულ სპექტრს, რომლებზეც აშშ და თურქეთი ერთად მუშაობენ. სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა  

2024 წლისთვის შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვის გეგმა დამტკიცდა

ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის (შუა დერეფანი) მმართველი და საერთო კრების შეხვედრები გაიმართა. შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების, საპორტო ინფრასტრუქტურისა და საზღვაო გადამზიდავების ხელმძღვანელებმა 2023 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და შედეგები წარადგინეს. ამასთან, 2024 წლის გეგმებზე ისაუბრეს. საქართველოს რკინიგზის დელეგაციას გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ხელმძღვანელობდა. საქართველოს რკინიგზის ცნობით, ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტისადმი მიძღვნილი ე.წ. ,,მრგვალი მაგიდაც“ გაიმართა. დისკუსიებში, რომელიც შუა დერეფანში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს ეხებოდა, საერთაშორისო ინსტუტების ექსპერტები, ტვირთმფლობელები, ფორვარდერები, თურქეთისა და შუა დერეფნის ქვეყნების ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიიის „Middle Corridor Multimodal LTD” -ის მმართველობის პირველი საერთო კრება გაიმართა. შეხვედრაზე ახლად დაფუძნებული კომპანიის მიერ უახლოეს თვეებში განსახორციელებელი ორგანიზაციული და საოპერაციო საქმიანობები განიხილეს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრებზე 2024 წლის გეგმები და ტარიფები დამტკიცეს. ასევე, სამომავლო საქმიანობის გაძლიერებისა და მარშრუტების გაფართოების მიზნით, ინიციატივები განიხილეს. 2023 წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR, ანუ შუა დერეფნის) 2,7 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 86 პროცენტიანი ზრდაა.2024 წლისთვის პროგნოზირებული მთლიანი მოცულობა დაახლოებით, 4 მილიონ ტონას შეადგენს. მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაში თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

სტამბოლში, ორმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა საღმრთო მსახურების დროს კათოლიკურ ეკლესიაში შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო. დაღუპულია ერთი ადამიანი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაიას განცხადებით, თავდასხმა სანტა-მარიას ეკლესიაში მოხდა.  გავრცელებული ინფორმაციით, ეკლესიის მრევლის უმრავლესობა სტამბოლში მცხოვრები იტალიელები არიან. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წირვას 40-მდე ადამიანი ესწრებოდა. თავდამსხმელები სროლის შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ. მათი ძებნა მიმდინარეობს. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია, თუმცა France 24 ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმა კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ უფრო იყო მიმართული, ვიდრე -კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ.  

პუტინი თურქეთს 12 თებერვალს ეწვევა - Reuters

Reuters-ი თურქ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ანკარაში 12 თებერვალს ჩავა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს პუტინის პირველი ვიზიტი იქნება NATO-ს წევრ ქვეყანაში. თურქეთი ასევე არ არის ICC-ის რომის სტატუტის მხარე, ამიტომ, პუტინს თურქეთში გამგზავრება ორდერის საფუძველზე დაპატიმრების შიშის გარეშე შეუძლია. თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ასევე პრინციპულად ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ანკარა ცდილობს, დაარწმუნოს რუსეთი, რომ დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გასული წლის ივლისში, ინიციატივა ცალმხრივად დატოვა. ცნობისთვის, ერდოღანი 14 თებერვალს ეგვიპტეში გაემგზავრება მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები ათწლიანი დაძაბულობის შემდეგ განაახლეს.  

კიევმა და ანკარამ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შექმნეს

უკრაინის აღდგენის ფორუმზე, რომელიც სტამბოლში იმართება, ჩამოყალიბდა ერთობლივი უკრაინულ-თურქული რეკონსტრუქციის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდასაჭერად იმუშავებს. პრიორიტეტული მიმართულებებია საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა და დროებითი ხიდების და ესტაკადების მშენებლობა მთავარ მარშრუტებზე; წყალსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და განვითარების პროექტები; კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა და საცხოვრებელი სახლების აღდგენა. ასევე, ავიაცია. მხარეებმა ასევე განიხილეს რეკონსტრუქციაში თურქული ბიზნესის ჩართვის პრაქტიკული ნაბიჯები, მათ შორის, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება აკვატორიისა და უკრაინის საზღვაო პორტების განვითარებისთვის, ასევე, გზების მშენებლობა და საჰაერო მგზავრობის აღდგენა. „თურქეთის მთავრობასა და ბიზნეს სტრუქტურებს აქვთ ღრმა ტექნიკური გამოცდილება ავღანეთისა და ერაყის ომის შემდეგ ინფრასტრუქტურის აღდგენის საქმეში. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ლოგისტიკის გაფართოებას და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას,“ - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა.  

ISW: თურქული ბანკები რუსების ანგარიშებს სანქციების საფრთხის გამო ხურავენ

გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი თურქული ბანკი, რომელიც რუსულ ბიზნესთან არის კავშირში, აშშ-ის მხრიდან მეორადი სანქციების გამოწვევის შიშით, ანგარიშებს, ხურავს იტყობინება ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) პირველ თებერვალს რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი გაზეთ „ვედომოსტის“ ციტირებით. რუსეთის ბიზნესის წარმომადგენლებმა Vedomosti-ს განუცხადეს, რომ თურქეთში ბანკები ხურავენ რუსულ კორპორატიულ ანგარიშებს და წყვეტენ ურთიერთობას კლიენტებთან, რომლებიც თურქულ ბანკებთან, 2022 წლის თებერვალში უკრაიანში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ თანამშრომლობენ. წყაროების თქმით, თურქულმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა ეს ზომები აშშ-ის სანქციების საფრთხის საპასუხოდ მიიღეს. კრემლმა დაადასტურა, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს. „დიახ, ჩვენ ეს ვიცით და ჩვენ აქტიურ დიალოგში ვართ ჩვენს თურქ პარტნიორებთან და კოლეგებთან, განვიხილავთ ამ საკითხებს," - განაცხადა პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე. მედია: რუსეთიდან თურქეთში ფულადი გადარიცხვები შეფერხდა პუტინი თურქეთს 12 თებერვალს ეწვევა - Reuters ცნობისთვის, სანქციების გამო რუსული კომპანიები კვიპროსსაც ტოვებენ.  

თურქეთში, ამერიკულ საწარმოში მძევლად აყვანილი ადამიანები პოლიციამ გაათავისუფლა

თურქეთის ქალაქ სტამბოლის მახლობლად მდებარე Proctor & Gamble-ის ქარხანაში მძევლად აყვანილი შვიდი თანამშრომელი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. შესაბამის ინფორმაციას BBC-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი გუბერნატორის, სედარ იავუზის თქმით, მძევლები არ დაშავებულან. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია და საგამოძიებო ღონისძიებები დაწყებულია. შეიარაღებულმა პირმა გებზეში მდებარე ქარხნის თანამშრომლები მძევლად, ღაზის სექტორში მიმდინარე ომის პროტესტის ნიშნად აიყვანა.  

ერდოღანი იმედოვნებს, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რწმენას გამოთქვამს, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ყველა სფეროში. „თურქი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა, გულწრფელად მივულოცო თქვენს აღმატებულებას ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იმედისმომცემი მოვლენები ვითარდება ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მინდა, გამოვთქვა რწმენა, რომ თქვენი ძალისხმევის შედეგად, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ყველა სფეროში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს - კეთილდღეობას და ბედნიერება,“ - აღნიშნულია ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს  

თურქეთმა და ყირგიზეთმა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები გააძლიერეს

თურქეთმა და ყირგიზეთმა ერთობლივ ეკონომიკური კომისიის (JEC) პროტოკოლს და მასთან დაკავშირებულ 62-მუხლიან სამოქმედო გეგმას მოაწერე ხელი. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეტ ილმაზი და ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე აკილბეკ კაპაროვი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეხვდნენ. თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, სამოქმედო გეგმა სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანას ისახავს მიზნად. სამოქმედო გეგმის გარდა, ხელი მოეწერა პროტოკოლს, რომელიც თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის 1992 წლის საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შეთანხმებას ცვლის.  

ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა

14-15 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი თურქ კოლეგას, ჰაქან ფიდანს შეხვდება. შეხვედრა გაიმართება პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნუმან ქურთულმუშთანაც. „შეხვედრებზე აქცენტები გაკეთდება საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მისი გაღრმავების გზებზე და ორი ქვეყნის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგზე,“ იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.  

საბერძნეთი და თურქეთი „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდებიან

თურქეთი და საბერძნეთი ოფიციალურად შეუერთდებიან გერმანიის ეგიდით Sky Shield ერთობლივ ევროპულ საჰაერო თავდაცვის პროექტს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. ევროპული ცის ფარის ინიციატივის წევრთა რაოდენობა 21-მდე ირზდება. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ხელმოწერის ცერემონია ხუთშაბათს იმართება. საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა კომენტარი არ გააკეთა. პისტორიუსმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ხუთშაბათს გააფორმებს კონტრაქტს თავის სლოვენიელ კოლეგასთან IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძენად.  ნეიტრალური ქვეყნები - შვეიცარია და ავსტრია „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას ოფიციალურად შეუერთდნენ „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივა 2022 წლის ოქტომბერში. გერმანიის ხელმძღვანელობით, 17 ევროპული ქვეყანა - მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ფინეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები და შვედეთი ევროპული ცის ფარის პროექტის ქვეშ გაერთიანდნენ. ასევე წაიკითხეთ: შვეიცარია ცდილობს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს - მედია ავსტრიას სურს, „ევროპის ცის ფარის“ ინიციატივას შეუერთდეს  

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, შუა დერეფანი, უსაფრთხოების გამოწვევები - დარჩიაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაქან ფიდანთან. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის, თანამშრომლობის საკითხები ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სტრატეგიული რეგიონული პროექტების, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ამასთან, წარმატებულად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის საკითხზე. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანზიტო პოტენციალი. ამ კონტექსტში, აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის, ასევე, შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების  მნიშვნელობა. აღინიშნა ასევე საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფომატის მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესების და უსაფრთხოების გამოწვევებს. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა თურქეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ყურადღება გამახვილდა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზე, ასევე, საქართველოსა და თურქეთის როლზე რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის წარმატებულ ფორმატს, რომლის ფარგლებშიც მარტის თვეში გაიმართება საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მინისტერიალი. საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია აქტუალურ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით და განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან ანკარაში შეხვედრისას განაცხადა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სტრატეგიული სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანზიტო პოტენციალზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზისა და შუა დერეფნის პროექტის განხორციელების მნიშვნელობას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა დღეს ანკარაში თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილა. „ჩვენ გამოვთქვით ჩვენი სურვილი და პოზიცია, რომ აღვადგინოთ სტაბილურობა და შევქმნათ კონსტრუქციული გარემო რეგიონში უახლოეს მომავალში," - განაცხადა ფიდანმა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, საქართველო არის თურქეთის მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. „აღსანიშნავია, რომ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროებში. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შესანიშნავად ვითარდება. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი ურთერთობები უმაღლეს დონეზეა. ჩემს ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე მივესალმეთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. ბოლო 15 წლის განმავლობაში თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა სამ მილიარდ დოლარმდე გაიზარდა და ამით დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ამჟამად ჩვენი მიზანია სავაჭრო ბრუნვის ხუთ მილიარდ დოლარამდე გაზრდა. ამ თემაზეც გვქონდა საუბარი,“ – განაცხადა ჰაქან ფიდანმა. როგორც თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, თურქეთი მხარს უჭერს რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ჩვენ განვხილეთ აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე პოზიცია ამ კონტექსტში და განვიხილეთ კონფლიქტის მოგვარების პროცესში თურქეთის როლი,“ – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.  

ჰაკან ფიდანი დარჩიაშვილთან შეხვედრაზე: მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა დღეს ანკარაში თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილა. „ჩვენ გამოვთქვით ჩვენი სურვილი და პოზიცია, რომ აღვადგინოთ სტაბილურობა და შევქმნათ კონსტრუქციული გარემო რეგიონში უახლოეს მომავალში," - განაცხადა ფიდანმა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორც თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, თურქეთი მხარს უჭერს რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ჩვენ განვხილეთ აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე პოზიცია ამ კონტექსტში და განვიხილეთ კონფლიქტის მოგვარების პროცესში თურქეთის როლი,“ – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, საქართველო არის თურქეთის მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. „აღსანიშნავია, რომ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროებში. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შესანიშნავად ვითარდება. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი ურთერთობები უმაღლეს დონეზეა. ჩემს ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე მივესალმეთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. ბოლო 15 წლის განმავლობაში თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა სამ მილიარდ დოლარმდე გაიზარდა და ამით დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ამჟამად ჩვენი მიზანია სავაჭრო ბრუნვის ხუთ მილიარდ დოლარამდე გაზრდა. ამ თემაზეც გვქონდა საუბარი,“ – განაცხადა ჰაქან ფიდანმა.  

უკრაინას თურქული მეხუთე თაობის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენა სურს

თურქეთში უკრაინის ელჩის ვასილ ბოდნარის განცხადებით, უკრაინა თვითმფრინავის ძრავზე მუშაობსუკრაინას სურს, თურქული მეხუთე თაობის მოიერიშე თვითმფრინავები (KAAN) შეისყიდოს და უკვე იცის, სად გამოიყენოს ისინი. ელჩმა განაცხადა, რომ ეს ახალი იდეა არ არის. მოლაპარაკებები ომამდე დაიწყო. უკრაინას ამ თვითმფრინავების ყიდვა მომავალში სურს. ბოდნარი დასძენს, რომ KAAN-ს აქვს სრული პოტენციალი, კონკურენცია გაუწიოს F-35-ს და F-22-ს და ეს არის მომავლის ამბავი. „თუ ჩვენ მოვახერხეთ მესამე მხარის გავლენის თავიდან აცილება როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი უძლიერესი რეგიონში,“ აღნიშნავს ელჩი. ჟურნალისტის კითხვას, თუ რამდენად შესაძლებელია KAAN-ის ყიდვა მომავალში, ელჩი ამბობს, რომ უკრაინა არამხოლოდ იყიდის, არამედ გამოიყენებს მას.  

ერდოღანმა ალიევს მოუწოდა, თავიდან აიცილოს დაძაბულობა სომხეთთან

19 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს განუცხადა, რომ აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი მშვიდობის მომხრეა და სურს, რომ ბაქომ თავიდან აიცილოს სომხეთის საზღვარზე ძალადობის ესკალაცია. „ეჭვგარეშეა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მუდმივი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იქნება იმედის ახალი წყარო მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში,” - განაცხადა ერდოღანმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ანკარაში ჩავიდა მიუნხენის კონფერენციის შემდეგ, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებიც გამართა. ალიევი თურქეთში: თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობა დღეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, ევრაზიისთვის ერდოღანი: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზიდან მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღებად, განახლების სამუშაო სასწრაფოდ უნდა დასრულდეს  

ალიევი თურქეთში: თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობა დღეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, ევრაზიისთვის

თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობა დღეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევრაზიისთვის, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრადიციისამებრ, ის კიდევ ერთხელ, პირველად, მოძმე თურქეთს ეწვია. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. „ბუნებრივია, დღეს გაჩნდა ახალი შესაძლებლობები თავდაცვის ინდუსტრიაში. ამ საკითხზე ფართო დისკუსია გაიმართა და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები ერთობლივ წარმოებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. Anadolu-ს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტი, ისევე როგორც ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ მოვლენებსაც განიხილავდნენ. თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით, ალიევი თურქეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, კვირას, 18 თებერვალს, გვიან საღამოს ჩავიდა. ალიევი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ალიევი მიუნხენის კონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებიც გამართა. მან ზელენსკისთანაც გამართა შეხვედრა.  

თურქეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს

თურქეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს. თურქი სამართალდამცველები ამჟამად ჯაშუშობაში კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ეძებენ. თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, თურქეთში მცხოვრები უიღურებისა და მათი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ.  

თურქეთმა ჩინეთისა და საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავა

თურქეთმა საფრანგეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის მუშაობაში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავა. კერძოდ, გამოძიების ცნობით, 3 ადამიანი ერთი წლის განმავლობაში ჯაშუშობდა საფრანგეთის დაზვერვისთვის და 7 ეჭვმიტანილი, ინფორმაციას ჩინეთის დაზვერვისთვის აგროვებდა. როგორც Ukrinform იტყობინება, მიმდინარე წლის იანვარში, ოპერაციის ფარგლებში თურქეთის რვა პროვინციაში, მათ შორის, სტამბოლში, ისრაელის საგარეო დაზვერვისთვის მუშაობაში ეჭვმიტანილი 34 ადამიანი დააკავეს. 20 თებერვალს გავრცელდა ცნობა, რომ თურქეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს.  

თურქულმა გამანადგურებელმა KAAN-მა პირველი ფრენა შეასრულა

თურქეთის ეროვნულმა გამანადგურებელმა  KAAN პირველი რეისი შეასრულა, იუწყება ადგილობრივი მედია. მისივე თანახმად, ფრენა წარმატებით შესრულდა. მეხუთე თაობის თვითმფრინავი TAI-ის მიერ შეიქმნა იმ მიზნით, რომ თურქული არმიის მოძველებული F-16 ფლოტი შეცვალოს. ერდოღანის თქმით, ამ თვითმფრინავით თურქეთი გახდება ერთ-ერთი იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომელსაც მსგავსი ტექნოლოგიები აქვს. თვითმფრინავის განვითარებისთვის პროექტი 2016 წელს დაიწყო. ჰულუსი აკარი: თურქეთის გარეშე შავ ზღვაში ვერანაირი პროცესი ვერ განვითარდება ერდოღანი: KAAN-ი - მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავი თურქულ არმიაში F-16-ებს ნაწილობრივ ჩაანაცვლებს  

ანკარამ F-16-ების შესყიდვის თაობაზე, აშშ-სგან შეთანხმების პროექტი მიიღო - მედია

F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვის გარიგების შესახებ წინადადების პროექტი და შესაბამისი წერილები თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ აშშ-სგან მიიიღო. იუწყება ტელეკომპანია TRT Haber-ი წყაროებზე დაყრდნობით. თავდაცვის სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ტრანზაქციის საბოლოო ღირებულება პროექტის საბოლოო ეტაპზე გაირკვევა. სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა  

ლავროვი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თურქეთში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თურქეთში ჩავიდა, სადაც ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ღონისძიების ფარგლებში ლავროვი მოლაპარაკებებს გამართავს თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან. მისი თქმით, მხარეები სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებენ და ორმხრივი კონტაქტების განრიგს განიხილავენ. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სერგეი ლავროვის სხვა ორმხრივი შეხვედრებიც, მათ შორის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან, უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვთან და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯინბეკ კულუბაევთან. მანამდე, ეროდოღანმა კიდევ ერთხელ შესთავაზა მოსკოვს და კიევს, რომ მოლაპარაკებებისთვის პლატფორმას შესთავაზებს. რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში. ცივილიზებული სამყარო რუსეთის ხელმძღვანელობას ომის დამნაშვედ მიიჩნევს.  

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დროა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის დიალოგი დაიწყოს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, დროა, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს. მისი თქმით, თურქეთს მიაჩნია, რომ დადგა დრო, ოკუპაციის აღიარებისა და სუვერენიტეტის საკითხები ცეცხლის შეწყვეტის საკითხს გამოეყოს. „ვფიქრობთ, რომ დადგა დრო, უკრაინაში ცეცხლი შეწყდეს. ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს ოკუპაციის აღიარებას. როგორც ჩანს, ორივე მხარემ მიაღწია იმ შედეგების ზღვარს, რომლის მიღწევაც ომის გზით შეუძლიათ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროა, დაიწყოს დიალოგი ცეცხლის შეწყვეტისთვის," წერს ჰაკან ფიდანი სოციალურ ქსელ X-ში. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

სანქციების საფრთხის ფონზე, თურქეთის ექსპორტი რუსეთში წინა წელთან შედარებით 33%-ით შემცირდა

2024 წლის თებერვალში თურქეთიდან რუსეთში ექსპორტი 33%-ით, 70 მილიონ დოლარამდე შემცირდა, 2023 წლის თებერვლის 1,1 მილიარდ დოლართან შედარებით. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. რუსეთიდან იმპორტი 36,65%-ით შემცირდა და 1,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აშშ-ის სანქციების დაწესების საფრთხემ თურქეთ-რუსეთის ვაჭრობა შეამცირა. შეაფერხა ან შეანელა გარკვეული გადახდები როგორც იმპორტირებული ნავთობისთვის, ასევე თურქული ექსპორტისთვის, იტყობინება Reuters. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.  

თურქეთმა ახალი კამიკაძე-დრონი შექმნა

თურქეთმა ახალი კამიკაძე დრონი შექმნა. კატარში თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენაზე „AZAT FPV“ დრონი უკვე წარმოდგენილია. ახალი დრონი, რომელიც 2 კილოგრამს იწონის, 2 ტიპისაა 3 განსხვავებული ზომით. დრონი, რომელსაც 800 გრამი ტვირთის გადატანა შეუძლია, ჰაერში 20 წუთის განმავლობაში რჩება. როდის შევა ექსპლუატაციაში ეს საფრენი აპარატი, ჯერ უცნობია.  

თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა. შსს-ს ცნობით, ხომალდის ეკიპაჟის წევრებს, ბათუმის პორტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი დახვდნენ. ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი, გენერალური კონსული ბათუმში რიზა ქაღან ილმაზი, თურქეთის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოქთენდურალი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ვიზიტის მიზანია, NATO-ს ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების „ოჩამჩირე“ და „დიოსკურია“ მეორე დონის თვითშეფასების (SEL-2) ჩატარება. აღნიშნული პროცესი ქართველი და NATO-ს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობიდან მოვლენილი წარმომადგენლების (შემფასებლების) მხარდაჭერით ხორციელდება. ვიზიტის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა თურქული ხომალდის მეთაურობას შეხვდება. გაიმართება ოფიციალური მიღება თურქული ხომალდის ბორტზე. ასევე, ეკიპაჟის წევრებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. თურქული ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 10 მარტს დატოვებს.  

სანქციების რისკის გამო, თურქულმა ტერმინალმა რუსული ნავთობის მიღება შეწყვიტა

ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი საშუალო ზომის ნავთობის პორტი, თურქეთის დორტიოლის ტერმინალი,  რომელმაც  2023 წელს რუსული ნავთობის რეკორდული მოცულობები მიიღო, აშშ-ის მხრიდან სანქციების გაზრდილი რისკის გამო, რუსეთიდან ტვირთს აღარ მიიღებს. მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს ე.წ. „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო, თურქეთი რუსული ნავთობისა და საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი გახდა. სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან მიწოდება აზიაში, თურქეთსა და აფრიკაში გადაიტანა. Global Terminal Services (GTS), რომელიც დერტიოლის ტერმინალს მართავს, განაცხადა, რომ რუსეთიდან ტვირთს აღარ მიიღებს და ამის შესახებ მომხმარებელს უკვე აცნობა. GTS-ის განცხადების მიხედვით, ყველა წინა ოპერაცია განხორციელდა სანქციების სრული დაცვით, მათ შორის, G7 ქვეყნების მიერ ნავთობის ფასზე დაწესებული ლიმიტის დაცვით.  

თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელი აშშ-ში ვიზიტით ჩავიდა

თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MIT) ხელმძღვანელი იბრაჰიმ კალინი აშშ-ში იმყოფება. ამ რანგში კალინი აშშ-ში პირველი ვიზიტით ჩადის. ვიზიტის ფარგლებში კალინი შეხვდება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს უილიამ ბერნსს, ასევე გამართავს შეხვედრებს თეთრ სახლში, კონგრესსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეხვედრებზე განიხილება ღაზის სექტორში, ერაყსა და სირიაში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, ასევე - რუსეთ-უკრაინის ომი.  

თურქეთმა თავისი ნავთობის მთავარი ტერმინალი რუსეთისთვის დახურა

რუსული ნავთობკომპანიები თურქეთის ბაზარზე პრობლემების ახალ ტალღას განიცდიან შეერთებული შტატების მზარდი ზეწოლის გამო, რომელმაც სანქციები დააწესა ათობით "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერის წინააღმდეგ და დაბლოკა გადახდები თურქული, ჩინური და არაბული ბანკების მეშვეობით. Reuters-ის ცნობით, თურქეთის მთავარმა გადაზიდვის ტერმინალმა Dörtyol, რომელიც ვეყნის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, რუსული ნავთობის მიღებაზე უარი თქვა. სანქციების რისკის გამო, თურქულმა ტერმინალმა რუსული ნავთობის მიღება შეწყვიტა  

თურქეთი და პაკისტანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

თურქეთი და პაკისტანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ. თურქეთ-პაკისტანის ერთობლივი წვრთნა (JINNAH-2024) 3 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება. სწავლების მიზანია ორ ქვეყანას შორის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა კომანდო-სპეციალური ოპერაციების სახეებთან დაკავშირებით. წვრთნებს წელს თურქეთი მასპინძლობს.  

ზელენსკი თურქეთში ჩადის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს თურქეთს ეწვევა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს. ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს შეხვდება და ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის, მარცვლეულის შეთანხმების, რეგიონში მშვიდობის პერსპექტივებისა და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების საკითხებს განიხილავენ. „ვიზიტის ფარგლებში დეტალურად განიხილება ომის მიმდინარეობა, რომელიც გრძელდება რუსეთსა და უკრაინას შორის, მარცვლეულის დერეფნის შესახებ შეთანხმების გაგრძელების შესახებ კონტაქტებთან დაკავშირებით არსებული ვითარება, ასევე რეგიონში მდგრადი მშვიდობის ძიება,“ - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში.  

„აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესში პროგრესი გადამწყვეტი იქნება რეგიონის კეთილდღეობისთვის“ - შეხვედრა ვაშინგტონში

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახელის მრჩეველს ჯეიკ სალივანს ვაშინგტონში შეხვდა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი, ისრაელ - „ჰამასის“ კონფლიქტი, სირია, ერაყი - ამ საკითხების გარდა, მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრეს. კერძოდ, თურქული მედიის ცნობით, განიხილეს აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ კუთხით პროგრესი გადამწყვეტი იქნება კავკასიის რეგიონის კეთილდღეობისთვის. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესის მნიშვნელოვან როლს კავკასიის რეგიონის კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. სომხური მედია კი, წერს, რომ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ფიდანმა და სალივანმა ისაუბრეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე და აღნიშნეს, რომ სამშვიდობო პროცესში წარმატება ხელს შეუწყობს კავკასიის საერთო კეთილდღეობასა და სტაბილურობას. შეგახსენებთ, თებერვლის ბოლოს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოლაპარაკებების მიზნით, ბერლინში შეხვდნენ. ცნობისთვის, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“

თურქეთი სომალიში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოძიებას იწყებს

თურქეთმა სომალისთან ენერგეტიკული თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. შეთანხმება, მოიცავს სომალის სახმელეთო და საზღვაო ბლოკებში ნავთობის ძიებას, შეფასებას, განვითარებას და წარმოებას. „ამ შეთანხმებით ჩვენ განვახორციელებთ ერთობლივ აქტივობებს სომალელი ხალხისთვის სომალის რესურსების მიტანის მიზნით. ჩვენი მიზანია, ენერგეტიკის სფეროში ახალი თანამშრომლობით გავაძლიეროთ თურქეთის ყოფნა აფრიკის რქაში,“ - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა. „სომალის ოფშორულ საბადოებში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოძიება, რომელიც ახლა უფრო ნავთობს ჰგავს, ძალიან მალე დაიწყება იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ჩვენ გამოვავლინეთ. შესაძლოა, პირველ ეტაპზე ჩვენი სეისმური (საძიებო) ხომალდი იქ გავაგზავნოთ,“ - თქვა მინისტრმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე. გარიგება მოიცავს სახმელეთო და საზღვაო პროექტებიდან ნავთობისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებას, დისტრიბუციას, გადამუშავებას, გაყიდვასა და მომსახურებას. თურქეთი ლიბიასთან თანამშრომლობითაც არი დაინტერესებული. „ჩვენ გვაინტერესებს ოფშორული საბადო ლიბიაში, მაგრამ სომალის განსაკუთრებით განვიხილავთ," - აღნიშნა მინისტრმა. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის მთავრობა უახლოეს მომავალში სტამბოლში ბუნებრივი აირის სავაჭრო პლატფორმის გახსნას აპირებს. ეს ინიციატივა ენერგეტიკისა და კლიმატის ფორუმის დროს, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა გაასაჯაროვა. „გაზპრომთან თანამშრომლობით ჩვენ ვმუშაობთ სტამბოლის ფინანსური ცენტრისთვის გაზის სავაჭრო პლატფორმის შექმნაზე, რომელიც, ვფიქრობთ, მალე შეიძლება, დაიწყოს,“ - აღნიშნა ბაირაქტარმა.  

ზელენსკი თურქეთშია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კორვეტის (Hetman Ivan Mazepa) მონახულებით დაიწყება, რომელიც სტამბოლთან ახლოს მდებარე ქარხანაში შენდება. დღის წესრიგშია ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი თურქი კოლეგის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ორმხრივი შეხვედრა. ასევე, უკრაინული და თურქული დელეგაციების გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკება და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა თურქული თავდაცვითი კომპანიების წარმომადგენლებთან. ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენცია გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს განიხილება მშვიდობის ფორმულა; მშვიდობის სამიტის ორგანიზება; შავ ზღვაში ტრანსპორტირების უსაფრთხოება; საკვების გლობალური სტაბილურობა; რუსეთის მეირ უკრაინელი ტყვეებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ეს ზელენსკის მეორე ვიზიტია ქვეყანაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ზელენსკი თურქეთში ჩადის  

ერდოღანი: 31 მარტის არჩევნები ჩემთვის ბოლო კენჭისყრა იქნება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ 31 მარტისთვის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები მისი ბოლო კენჭისყრა იქნება. „ეს ჩემთვის ფინალია, კანონით მონიჭებული მანდატის თანახმად, ეს ჩემი ბოლო არჩევნებია," განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.  „ის შედეგი, რომელიც იქნება, მემკვიდრეობით გადავა ჩემს დებსა და ძმებზე, რომლებიც მოვლენ ჩემ შემდეგ," - აღნიშნავს ერდოღანი. 70 წლის ერდოღანი ორ ათწლეულზე მეტია, რაც ქვეყანას მართავს. 2002 წლის შემდეგ ათზე მეტი არჩევნების გამარჯვებული ერდოღანი, 2023 წლის მაისში ხუთი წლის ვადით ხელახლა აირჩეს.  

კორვეტი Ivan Mazepa თურქეთში შენდება - ზელენსკი უკრაინის საზღვაო ძალების მომავალი ფლაგმანის შესაძლებლობებს გაეცნო

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თურქეთში, უკრაინის საზღვაო ძალებისთვის მშენებარე კორვეტები დაათვალიერა. ზელენსკი სტამბოლში უკრაინელ სამხედრო პერსონალს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Ivan Mazepa-ს მზადყოფნის დონეს და აღჭურვილობას, ტექნიკურ მახასიათებლებსა და შესაძლებლობებს გაეცნო. კიევის შეფასებით, ეს Ada კლასის წყალქვეშა კორვეტი უკრაინის საზღვაო ძალების მომავალი ფლაგმანი უნდა გახდეს. გემის ბორტზე პრეზიდენტი შეხვდა და გაესაუბრა უკრაინის საზღვაო ძალების პერსონალს, რომელიც ტრენინგს გადის გემის სისტემების მუშაობისა და შენარჩუნების შესახებ. „გმადლობთ სამსახურისთვის, იმისთვის, რომ უკრაინას აქ დიდ პატივს სცემენ. თქვენ იცით, რომ გელოდებით უკრაინაში. რათა ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გაძლიერდეს," - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ორი სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა მედლებით "სამშობლოს დამცველი", რაც აღიარებს მათ თავდაუზოგავ ქმედებებს უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, ასევე, სამხედრო მოვალეობის სამაგალითო შესრულებაში. Ada კლასის კორვეტები სანაპირო ზონის თანამედროვე ხომალდებია, რომლებსაც შეუძლიათ წყალქვეშა ოპერაციები და ღია ზღვაში პატრულირება, მათ დიზაინში სტელსი ტექნოლოგიის პრინციპები ფართო არის გამოყენებული. Ada კლასის კორვეტების დიზაინი და საბრძოლო გამოყენების კონცეფცია მსგავსია თავისუფლების კლასის ზღვისპირა საბრძოლო გემების კონცეფციისა, რომელიც Lockheed Martin-ის მიერ აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის არის შემუშავებული. Ada კლასის კორვეტებს აქვთ უფრო ძლიერი შეიარაღება, რადარი და სონარის სისტემები. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში 8 მარტს ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კორვეტის (Hetman Ivan Mazepa) მონახულებით დაიწყო, რომელიც სტამბოლთან ახლოს მდებარე ქარხანაში შენდება. ზელენსკი ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ: მივაღწიეთ შეთანხმებებს თავდაცვის სფეროში ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით თურქეთს რუსეთის მონაწილეობით სამშვიდობო სამიტის მასპინძლობა სურს, რასაც ზელენსკი შეუძლებლად მიიჩნევს  

ზელენსკი ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ: თავდაცვის სფეროში ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით შეთანხმებებს მივაღწიეთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქ კოლეგას შეხვდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებების შემდეგ, ზელენსკი ამბობს, რომ თავდაცვის სფეროში ერთობლივი პროექტების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. უკრაინასა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები ყოველთვის გულწრფელი და ნაყოფიერია. დღეს ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებებს თავდაცვის სფეროში ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით, როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე, კომპანიებს შორის. შევხვდი თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ჩვენ მზად ვართ, სწრაფად ვიმოქმედოთ, რათა ყველაფერი, რაც განვიხილეთ, ამოქმედდეს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ დისკუსიებით და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგები ძლიერი იქნება. ჩვენ ასევე მზად ვართ, სწრაფად გადავწყვიტოთ ყველა საკითხი, რომელიც ეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, მათ შორის, რეკონსტრუქციას და ჩვენი ხალხებისთვის აუცილებელი ორმხრივი შეთანხმებების წინსვლას. დღეს უკრაინამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვაჭრობის გამარტივებისა და ბიზნესისთვის ბარიერების მოხსნის შესახებ. რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტსაც მოეწერა ხელი თავდაცვის სამინისტროების დონეზე. უკრაინა და თურქეთი აძლიერებენ ერთმანეთს, ისევე როგორც მთელ ჩვენს რეგიონს,“ წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ზელენსკი თურქეთშია  

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა იმართება

ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ჯეიჰუნ ბაირამოვის, ჰაკან ფიდანისა და ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ჰეიდარ ალიევის ცენტრში მიმდინარეობს. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ  სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებს და მისი გაძლიერების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში სექტორული კავშირების განვითარების შესაძლებლობასა და მის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც სამი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე საერთაშორისო ხასიათის სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებზე. სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან. დაგეგმილი შეხვედრის შესახებ პირველად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან ანკარაში შეხვედრისას ისაუბრა. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

ბაირამოვი: აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო მოქმედებენ, როგორც „ხიდის მშენებლები“

აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო როგორც კრიტიკული, საიმედო და მდგრადი პარტნიორები, მოქმედებენ როგორც ჭეშმარიტი ხიდის მშენებლები, განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა თავის თურქ და ქართველ კოლეგებთან ჰაკან ფიდანთან და ილია დარჩიაშვილთან 15 მარტს ბაქოში გამართულ შეხვედრაზე.  ბაირამოვის თქმით, დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა შემთხვევითი არ არის და მნიშვნელოვანი ინიციატივაა. „მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა მინისტრების მე-9 სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანში, 2021 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო. 2019 წლის შეხვედრიდან ხუთი წელი გავიდა. ბოლო სამმხრივი შეხვედრის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა როგორც გლობალურად, ისე რეგიონულ დონეზე. ჩვენი შეხვედრის შემდეგ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზული მოვლენები განვითარდა. მზარდი ზეწოლის ფონზე რეგიონული თანამშრომლობის სერიოზული საჭიროებაა. ეს შეხვედრა საშუალებას აძლევს სამივე ქვეყანას, ისარგებლოს თანამშრომლობით ორმხრივი ინტერესის სფეროებში. ამავდროულად, ჩვენი თანამშრომლობა უაღრესად ღირებულია რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობაში წვლილის შეტანის თვალსაზრისით,“ - დასძინა ბაირამოვმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო არიან კრიტიკული, სანდო და მდგრადი პარტნიორები, რომლებიც მოქმედებენ როგორც ნამდვილი ხიდის მშენებლები და დგანან გლობალური ძალისხმევის სათავეში, რომლის მიზანიც „გეოპოლიტიკური უწესრიგობის“ შედეგების შემცირებაა. „ამავდროულად, აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული სტატუსის ახალი რეპუტაციის შედეგად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რეგიონულ სიტუაციაში ისტორიული ცვლილებები მოხდა. აზერბაიჯანი ინარჩუნებს თავის უნიკალურობას რეგიონში,“ - აღნიშნა ბაირამოვმა.  

რეგიონში პოზიტიური ცვლილებებია, აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო - ფიდანი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის ცენტრად გადაქცევის აუცილებლობას. ბაქოში აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფიდანმა აღნიშნა, რომ თბილისში შეხვედრის შემდეგ მსოფლიოში არაერთი ნეგატიური მოვლენა მოხდა, თუმცა აღნიშნა, რომ რეგიონში პოზიტიური ცვლილებებია. „აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში,“ - განაცხადა ფიდანმა. ფიდანმა ასევე განაცხადა, რომ „ყარაბაღში გამარჯვებამ რეგიონში ახალი რეალობა შექმნა.“ „ამ მომენტში, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა უკვე შესაძლებელია,” - განმარტა თურქმა დიპლომატმა.  

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მომდევნო შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგი მეათე სამმხრივი შეხვედრა თურქეთში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან მეცხრე სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მინისტრმა მეცხრე შეხვედრაზე განხილულ საკითხებზეც ისაუბრა. „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ერთობლივ რეგიონულ პროექტებს და ყველა მათგანი სრულად უნდა განხორციელდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა აზიიდან ევროპაში ენერგიის ტრანსპორტირების და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში," - აღნიშნა დარჩიაშვილმა. ამავე დროს, მისი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთი პროექტების განხორციელებაზე, როგორიცაა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი და სამხრეთის გაზის დერეფანი. „მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის თანამშრომლობის გაღრმავება, რათა შუა დერეფანი სრული დატვირთვით ამოქმედდეს და ჩვენ ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მჭიდრო კავშირები, რათა გავზარდოთ ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალი," - დასძინა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.   

შავი ზღვა, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი - რაზე შეთანხმდნენ თურქი, აზერბაიჯანელი და ქართველი მინისტრები

ანკარა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ბაქოში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჰაქან ფიდანმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, სამმხრივ შეხვედრაზე თურქულმა მხარემ კვლავ გამოუცხადა სრული მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისკენ. მისივე შეფასებით, რეგიონის ქვეყნებს გაუჩნდათ რეალური შესაძლებლობა, გარდაქმნან სამხრეთ კავკასია მშვიდობის, სტაბილურობისა და საერთო კეთილდღეობის ზონად. „სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, გლობალური უსაფრთხოებისა და კავშირისთვის. მიგვაჩნია, რომ 2020 წლის ნოემბერში ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ გაჩნდა ისტორიული შესაძლებლობა ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ რეგიონის სხვა ქვეყნებისგან ველით კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც დაეფუძნება ორმხრივად სარგებლობის პრინციპსა და რეგიონულ და გლობალური პროექტებისადმი მხარდაჭერას, როგორიცაა, მაგალითად, ზანგეზურის დერეფნის პროექტი,“ - განაცხადა ფიდანმა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თბილისში მინისტრების ბოლო შეხვედრის შემდეგ, როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონულ დონეზე დიდი კრიზისებია. მისი თქმით, რეგიონში პოზიტიური ცვლილებები მოხდა - „30-წლიანი ოკუპაციის შემდეგ აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.“ თურქი დიპლომატის თქმით, მინისტრების შეხვედრაზე განიხილებოდა რეგიონში შექმნილი ახალი ვითარება და თანამშრომლობის გაფართოების გზები. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროებში სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ფიდანმა აღნიშნა, რომ სამმხრივ მოლაპარაკებებზე ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მაგისტრალის სრული სიმძლავრით რაც შეიძლება მალე ამოქმედების აუცილებლობა. „ჩვენ შევეხეთ მთელი რეგიონისთვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას, პირველ ყოვლისა, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. დავადასტურეთ ჩვენი სურვილი, ვითანამშრომლოთ, რათა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, კონკრეტული პროექტების მეშვეობით,“ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფიდანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა და საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თურქეთის მუშაობაში, მისი თავმჯდომარეობით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (BSEC).  მინისტრის თქმით, მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ჯეიჰუნ ბაირამოვმა შეხვედრის მონაწილეებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თურქული მედიის ცნობით, „უკრაინაში შექმნილი ვითარების კომენტირებისას, ფიდანმა აღნიშნა, რომ „ომი უკრაინაში აგრძელებს უფრო და უფრო მეტ ჰუმანიტარულ და მატერიალურ ხარჯების მოტანას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.“    

ელჩი: გაძლიერდა იმედი, რომ ერზურუმის საძვალეში აღმოჩენილი ნეშტები გურჯ ხათუნსა და მის ვაჟს ეკუთვნით, დნმ ანალიზი უკვე ჩატარდა

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა გურჯი ხათუნის განსასვენებლის დადგენასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ჯანღავა სოციალურ ქსელში წერს, რომ წერილობით, ასევე, ზეპირ წყაროებზე დაყრდნობით გაძლიერდა იმედი, რომ ერზურუმის საძვალეში აღმოჩენილი ნეშტები გურჯ ხათუნსა და მის ვაჟს ეკუთვნით. მისივე ინფორმაციით, დნმ ანალიზი უკვე ჩატარებულია. „ძვირფასო მეგობრებო, მსურს, გაგიზიაროთ ქართული საზოგადოებისა და ისტორიოგრაფიისათვის აქამდე უცნობი და მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ეხება გურჯი ხათუნის განსასვენებლის ადგილმდებარეობის დადგენის საკითხს: მოგეხენებათ, ანატოლიის სელჩუკთა ისტორიის ამსახველი წყაროები მწირია. იბნ ბიბი (İbn Bîbî – el-Evâmirü’l-ʿAlâʾiyye), ქერიმუდდინ აქსარაი (Kerîmüddin Aksarâyî – Müsâmeretü’l-aḫbâr Tarih-i Âl-i Selçuk), აჰმედ ეფლაკი (Ahmed Eflâkî) და შუა საუკუნეების სხვა ავტორები, თავიანთ ძირითად შრომებში, მოგვითხრობენ ქართველთა სამეფოსა და მცირე აზიის სელჩუკთა რუმის სასულთნოს კავშირებსა და ისტორიაზე, იმდროინდელი მმართველების ურთიერთობებზე, ასევე, რასაკვირველია, გურჯ ხათუნზე. თუმცა, ცნობებში, მათ შორის, იბნ ბიბის Selçukname-ში არსად არ არის მოხსენიებული მისი საბოლოო განსასვენებელი. გურჯ ხათუნის საფლავის შესახებ არაფერს წერენ არც ევროპელი ისტორიკოსები და მკვლევრები, მათ შორის, ენდრიუ სპენსერ პიკოკი (Andrew Spencer Peacock), ჯონ ფრილი (John Freely), დევიდ ტელბოტ რაისი (David Talbot Rice) და სხვები. როგორც მოგეხსენებათ, ქართული ისტორიოგრაფიისთვისაც ბოლო პერიოდამდე უცნობი იყო გურჯი ხათუნის საფლავის ადგილმდებარეობა. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სულ ახლახან მივაკვლიე ქართული საზოგადოებისთვის უცნობ, შუა საუკუნეების ავტორის, ნიღდელი ქადი აჰმედის (1286-1333) სპარსულენოვანი მანუსკრიპტის (el-Veledü’ş-şefîḳ) თურქულ თარგმანს, რომლის ორიგინალიც სულეიმანიეს ბიბლიოთეკის ხელნაწერთა საცავში ინახება. ამ სქელტანიან ნაშრომში არაერთხელაა ნახსენები საქართველო, ქართველები, თამარ მეფე და რა თქმა უნდა, გურჯი ხათუნიც. ხელნაწერში, სამ სხვადასხვა ადგილას, ავტორი აღნიშნავს, რომ გურჯი ხათუნი, მის ვაჟთან, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-სთან ერთად, ქ. ერზურუმში განისვენებს. როგორც ადრეც გაუწყეთ, 2019 წელს, მქონდა პატივი, პირველს მომენახულებინა გურჯი ხათუნის ახლადაღმოჩენილი სავარაუდო განსასვენებელი, ქ. ერზურუმში. ზემოხსენებულ მწირ წერილობით და ასევე, ზეპირ წყაროებზე დაყრდნობით, გაღვივდა იმედი, რომ ერზურუმში აღმოჩენილი ეს სარკოფაგი სწორედ გურჯ ხათუნსა და მის ვაჟს ეკუთვნით. ამასთან, ისტორიული სიმართლის დასადგენად, ჩვენი მოთხოვნით, საძვალეში არსებულ ნეშტებს ჩაუტარდათ დნმ ანალიზი. თურქულ მხარესთან ერთად, ვაგრძელებთ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით და მაქვს დიდი იმედი, რომ მალე სასიხარულო სიახლეებს ვამცნობთ ფართო საზოგადოებას,“ – წერს ელჩი.  

თურქეთი ვაშინგტონს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესრულების მექანიზმის შემუშავებაზე დათანხმდა - მედია

თურქეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაცვის ახალ სქემაზე შეთანხმდა, წერს თურქული გაზეთი Hürriyet. მანამდე ვაშინგტონმა თურქული კომპანიების მიმართ შეზღუდვები წარადგინა, თუ ისინი რუსეთთან კომერციულ კავშირში იქნებიან შემჩნეულნი, თუმცა, ვაშინგტონი ჯერ ანკარას შეატყობინებს თავისი ეჭვების შესახებ და საჭირო ინფორმაციას მოითხოვს. „თურქეთმა, თავის მხრივ, დადო პირობა, რომ გამოძიებებს შეერთებული შტატების მოთხოვნით ჩაატარებს და მისი შედეგების შესახებ ვაშინგტონს აცნობებს. ასევე, „საჭიროების შემთხვევაში“, ანკარა თავად მიიღებს ზომებს რუსეთთან თანამშრომლობაში შემჩნეული კომპანიების წინააღმდეგ,“ წერს Hürriyet. მარტის დასაწყისში რამდენიმე თურქმა ბიზნესმენმა შეერთებული შტატები რუსეთთან ვაჭრობისთვის მეორადი სანქციების დაწესების მუქარაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ უჩივლებდა ამერიკელ ოფიციალურ პირებს. მათივე ინფორმაციით, სტამბოლის გენერალურ საკონსულოში მომუშავე აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის თანამშრომლები თურქულ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს რუსეთთან ტრანზაქციების შეწყვეტის მოთხოვნით ეწვივნენ. გასული წლის დეკემბრის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფირმები, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, აშშ-ს ფინანსურ სისტემაზე წვდომის დაკარგვის რისკის ქვეშ არიან. „ამავდროულად, ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ბიზნესს აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფთა სახელით აწარმოებენ, რისკის ქვეშ არიან,“ ნათქვამია განკარგულებაში. შედეგად, იანვარში თურქეთიდან რუსეთში ექსპორტი 39%-ით შემცირდა, იტყობინება Reuters-ი. წლის პირველ თვეში თურქულმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარს 631 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი მიაწოდეს, 2023 წლის იანვარში თითქმის 1 მილიარდ დოლართან შედარებით. რიგ საქონელთან დაკავშირებით ვაჭრობა მთლიანად შეჩერებულია, კერძოდ, შეჩერებულია ტექნიკის ექსპორტი, რადგან ის სამხედრო აღჭურვილობას წააგავს, განუცხადა Reuters-ს ინფორმირებულმა წყარომ. გასული წლის ბოლოს თურქეთმა რუსეთს რეკორდული 10,9 მილიარდი დოლარის საქონელი მიაწოდა - ორჯერ მეტი ვიდრე უკრაინის ომამდე. მან ასევე მკვეთრად გაზარდა რუსული ნავთობის შესყიდვები, რომელმაც 2022 წელს 12 მილიონი ტონა, ხოლო გასული წლის იანვარ-ნოემბერში თითქმის 9 მილიონი - შეადგინა.  

თურქეთში რუსული პასპორტის დაწვის გამო დაკავებული მოქალაქე თბილისში დაბრუნდა

„ჩემი ოცნებაა, უკრაინაში ომი დასრულდეს და ჩვენი სამშობლოც თავისუფალი იყოს. რაც ხდება, დიდი ბოროტებაა თავისუფლების წინააღმდეგ და პროტესტის ნიშნად დავწვი ჩემი პასპორტი,“ ამის შესახებ რუსული პასპორტის დაწვისთვის თურქეთში დაკავებულმა მარიამ ფესვიანიძემ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ განაცხადა. „სრულად წინააღმდეგი ვარ იმ მოვლენებისა, რაც ხდება ახლა რუსეთში და, რა თქმა უნდა, უკრაინაში – ომის წინააღმდეგი ვარ და ჩემი ოცნებაა, რომ დასრულდეს ეს ყველაფერი უკრაინაში და ჩვენი სამშობლოც იყოს თავისუფალი, არ იყოს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული. ჩემი ძალიან ბევრი მეგობარია დაკავებული რუსეთში და ისინი უნდა გათავისუფლდნენ. ეს ყველაფერი, რაც ხდება, ძალიან დიდი ბოროტებაა თავისუფლების წინააღმდეგ. ამიტომაც, პროტესტის ნიშნად დავწვი ჩემი რუსული პასპორტი, რომელიც სინამდვილეში ძველი იყო. მანამდე, შევამოწმე ყველა თურქული კანონი და ის არ დამირღვევია, თუმცა პოლიციაში მითხრეს, რომ მთავარ ქუჩაზე, რომელიც სტამბოლში მდებარეობს, პროტესტი არ შეიძლება, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ეს პროტესტი არ იყო, ეს იყო არტ პერფორმანსი,“ განუცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ ფესვიანიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. შეგახსენებთ, საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე მარიამ ფესვიანიძე, რომელმაც რუსული პასპორტი საჯაროდ დაწვა, თურქეთში დააკავეს. როგორც მედია წერს, შემთხვევა 17 მარტს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ანკარაში, რუსეთის საელჩოს წინ მოხდა. 21 მარტს გავრცელდ ინფორმაცია, რომ მარიამს დეპორტით საქართველოში დააბრუნებდნენ. მარიამ ფესვიანიძემ რუსული პასპორტი პროტესტის ნიშნად დაწვა. გარდა ამისა, მას ხელში ეჭირა ფურცელი, რომელზეც ეწერა, რომ პუტინი მკვლელია. მარიამის მამამ, ლევან ფესვიანიძემ, „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ მარიამმა, როგორც ხელოვანმა, ამგვარი პერფორმანსით გამოხატა საკუთარი პოზიცია რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მარიამი თურქმა სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. მისი თქმით, გაუგებარია როგორც მარიამის დაკავების, ისე დეპორტაციის სამართლებრივი საფუძვლები. ამიტომ, ფესვიანიძეს ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, მას პროტესტის გამოხატვის გამო სჯიან. „მეც და ჩვენს დიპლომატებსაც გვაქვს საკმაოდ მყარი ეჭვი, რომ ყველაფერი ეს იყო გამოწვეული იმით, რომ რუსულმა მხარემ გარკვეული ზეწოლა გააკეთა თუ სთხოვა თურქულ მხარეს, რომ მარიამი რაც შეიძლება, მკაცრად დაესაჯათ. მარიამს არც ერთი თურქული კანონი არ დაურღვევია. მეტიც, როდესაც დააკავეს, თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ უბრალოდ ოქმს შეადგენენ და გაუშვებდნენ.  რამდენიმე წუთში დამირეკა, მაკავებენო, თითის ანაბეჭდები ამიღეს, საბუთები ჩამომართვეს და ტელეფონის ჩამორთმევამდე ერთი ზარის უფლება მომცესო. რაღაც მომენტში კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია. არის ეჭვი, რომ ეს იყო რუსული მხარის გავლენით,“ — განუცხადა ლევან ფესვიანიძემ „ნეტგაზეთს“. მარიამის მეგობრები, რომლებიც შემთხვევის დროს მასთან ერთად იყვნენ, ამბობენ, რომ დაკავებისას სამართალდამცველებმა მიზეზად დაუსახელეს სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა. ლევან ფესვიანიძის თქმით, მის შვილს არც თურქეთის და არც რუსეთის სახელმწიფო სიმბოლიკა არ შეურაცხყვია. ლევან ფესვიანიძის თქმით, დაკავების შემდეგ მარიამი გადაიყვანეს, სავარაუდოდ, სადეპორტაციო ცენტრში, სადაც მძიმე სანიტარული პირობებია, მას არ ჰქონდა წვდომა ჰიგიენურ საშუალებებზე, ხარისხიან საკვებზე, სამედიცინო მომსახურებაზე და ა.შ. მარიამ ფესვიანიძე რუსეთში დაიბადა და წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდა. 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, მარიამი საქართველოში გადმოვიდა, საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო და მამის თქმით, სხვადასხვა პლატფორმაზე აქტიურად გამოხატავს საკუთარ პოზიციას რუსეთის პოლიტიკის მიმართ.  

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 147 ადამიანი დააკავეს

თურქეთში, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 147 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია ავრცელებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, სპეცოპერაციები ქვეყნის მასშტაბით 30 პროვინციაში ჩატარდა. „სპეცოპერაციების შედეგად დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა, საორგანიზაციო დოკუმენტები და ციფრული მასალებია ამოღებული,“ - წერს ალი იერლიკაია სოციალურ პლატფორმა X-ზე.  

აზერბაიჯანი და თურქეთი ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ერთობლივ ფილმს გადაიღებენ

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კინოს სააგენტოს (ARKA) და ცნობილ თურქულ კინოკომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება ARKA. მემორანდუმი სააგენტოსა და თურქეთის ცნობილ კინოკომპანიებს Skala Film Production-სა და Tulpar Film-ს შორის გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, დაგეგმილია ერთობლივი ფილმის, სახელწოდებით - Altin Qatar (ოქროს მატარებელი) წარმოება, რომელიც უახლოეს მომავალში აზერბაიჯანისა და თურქეთის ბაზრებზე გამოვა. ფილმი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მე-20 საუკუნის დასაწყისის ურთიერთობს შეეხება. თურქული კომპანიები აზერბაიჯანის კინოინდუსტრიაში ინვესტიციებს პირველად ახორციელებენ. ფილმს ფინანსურ მხარდაჭერას თურქები გაუწევენ. მემორანდუმში ასევე ასახულია TURKSOY-ის წევრი ქვეყნებიდან მხარდაჭერის მიღების საკითხიც.  

ბაიდენი ერდოღანს თეთრ სახლში პირველად უმასპინძლებს - Reuters

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში 9 მაისს გაემგზავრება. ამის შესახებ Reuters-ი თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელიც თავის თურქ კოლეგას თეთრ სახლში პირველად უმასპინძლებს. სააგენტოს თანამოსაუბრეს ვიზიტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია, თუმცა განაცხადა, რომ თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ კალინი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებს დაგეგმილი ვიზიტისა და სხვა ორმხრივი საკითხების განსახილველად შეხვდება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი და თავდაცვის მინისტრი იასარ გულერი ხუთშაბათს და პარასკევს ასევე შეხვდნენ ამერიკულ დელეგაციას. ვაშინგტონსა და ანკარაში აშშ-ის საელჩოს ვიზიტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ვაშინგტონში ერდოღანის ვიზიტი პირველი იქნება 2019 წლის შემდეგ, როდესაც ის მაშინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ანკარა პრეზიდენტებს შორის პერსონალურ შეხვედრას ითხოვდა. ურთიერთობები თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც დიდი ხანია, დაძაბული იყო მთელი რიგი საკითხების გარშემო უთანხმოების გამო, დათბა მას შემდეგ, რაც ანკარამ იანვარში შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა. თუმცა, დაძაბულობა რჩება, მათ შორის, ჩრდილოეთ სირიის საკითხის გარშემო. ვაშინგტონი ასევე ითხოვს ანკარისგან მეტ ძალისხმევას, რათა შეაჩეროს საქონლის ტრანზიტი რუსეთში. ცოტა ხნის წინ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ მაისში გეგმავს ვიზიტს ანკარაში, 2023 წლის დეკემბერში ერდოღანის მსგავსი ვიზიტის საპასუხოდ, ორმხრივ ურთიერთობებში „დაძაბულობის დასაძლევად.“ თეთრმა სახლმა ასევე გამოაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პეტრ ფიალას ვიზიტი შეერთებულ შტატებში 15 აპრილს, რომლის დროსაც ის მოლაპარაკებებს გამართავს ბაიდენთან.  

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 51 პირი დააკავეს 51 პირი დააკავეს

თურქეთის სპეცსამსახურებმა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 51 ადამიანი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი ერლიკაია სოციალურ ქსელში წერს. მინისტრის თქმით, ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაციები თურქეთის 21 პროვინციაში ჩატარდა. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ყველაზე მეტი, 10 პირი ანკარის პროვინციაში დააკავეს. ოპერაციაში მონაწილეობდნენ პროვინციების პოლიციის დეპარტამენტები და კოორდინაციას უწევდნენ პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახურის მთავარი დეპარტამენტი, დაზვერვის დეპარტამენტი და ანტიტერორისტული დეპარტამენტი. მინისტრის ინფორმაციით, ოპერაციების დროს დიდი რაოდენობით დოკუმენტაცია და ციფრული მასალა ამოიღეს. 26 მარტს თურქმა სამართალდამცავებმა ჯიჰადისტურ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 147 ადამიანი დააკავეს.  

ერდოღანმა დამარცხება აღიარა - თურქეთის დიდ ქალაქებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

თურქეთში მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიციის კანდიდატებმა პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში გაიმარჯვეს. პრეზიდენტმა ერდოღანმა თავისი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ მარცხი აღიარა. სტამბოლში ერდოღანის პარტიას წინა მუნიციპალური არჩევნების შედეგად დაკარგული პოზიციების აღდგენა სურდა, თუმცა ეს ვერ შეძლო. სტამბოლის მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ ხმების 51%-ზე მეტით თანამდებობა შეინარჩუნა. დახლოებით 39% მიიღო „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ კანდიდატმა მურატ ქურუმმა. ოპოზიციის კანდიდატი, მოქმედი მერი მანსურ იავასი ლიდერობს დედაქალაქ ანკარაშიც. მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ხმების 60%-ზე მეტით გაიმარჯვა მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა მანსურ იავაშმა. მის კონკურენტს ერდოანის პარტიიდან თურგუტ ალტინოკს ხმა მისცა დაახლოებით 32%-მა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ ერდოანის ოპოზიციაში მყოფი „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატები მერის არჩევნებში ლიდერობენ 20-ზე მეტ დიდ ქალაქში, მათ შორის იზმირსა და ანტალიაში. BBC-ი წერს, რომ არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი დარტყმაა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ მისი პარტია ქალაქებზე კონტროლს დაიბრუნებდა. ერდოღანმა აღიარა, რომ მისმა პარტიამ ვერ მიაღწია იმ შედეგს, რისი სურვილი და იმედიც ჰქონდა. „შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული ჩვენი დემოკრატია და ეროვნული ნებაა. თურქმა ხალხმა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად გამოიყენა. ჩვენი პარტია ყოველთვის დემოკრატიისა და საარჩევნო ყუთის მხარესაა. დღეს ჩვენ ვმოქმედებთ იგივე პასუხისმგებლობის გრძნობით და არ ვაღიარებთ არანაირ ძალაუფლებას ერის ნებაზე მაღლა. ჩვენ არ გამოვიჩენთ უპატივცემულობას ჩვენი ერის გადაწყვეტილების მიმართ და არ ვიმოქმედებთ ეროვნული ნების საწინააღმდეგოდ.“ „ჩვენს პარტიაში ღიად შევაფასებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს და თვითკრიტიკაში ჩავერთვებით“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 61 მილიონ თურქს ჰქონდა. ქვეყნის 81 პროვინციაში ამომრჩეველთა აქტივობამ 77%-ს გადააჭარბა. მუნიციპალური არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტია 2014 წლიდან. მანამდე ის ათი წლის განმავლობაში ერდოანი თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო.  

საბერძნეთი თურქეთთან დაძაბულობის შესამსუბუქებლად სპეციალურ სავიზო პროგრამას იწყებს

საბერძნეთის კუნძულ როდოსზე თურქი ტურისტებისთვის ახალი სავიზო ტერმინალი გაიხსნა, რაც საბერძნეთსა და თურქეთს შორის ხანგრძლივი დაძაბულობის შესამსუბუქებლად, დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილა. შეზღუდული დაშვების ვიზა საშუალებას მისცემს თურქ ტურისტებს, საბერძნეთის 10 კუნძულს ეწვიონ. ეს ვიზა მოქმედებს ერთ კვირამდე, შენგენის ვიზაზე განაცხადის საჭიროების გარეშე. ახალი ვიზა 60 ევრო ეღირება და მოიცავს პასპორტის შემოწმებას და თითის ანაბეჭდს, ხოლო ვიზიტორებს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში მოგზაურობის უფლება არ ექნებათ, აცხადებენ ბერძენი ოფიციალური პირები. პროგრამაში მონაწილე ყველა კუნძული მდებარეობს თურქეთის სანაპიროსთან - ეს არის ლესბოსი, ლიმნოსი, ქიოსი, სამოსი, ლეროსი, კალიმნოსი, კოსი, სიმი და კასტელორიზო. მცირე კუნძულები პროგრამას ივნისში უნდა შეუერთდნენ. დაძაბულობა NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის ხმელთაშუა ზღვაში ტერიტორიული დავების და კვიპროსის საკითხზე არაერთხელ გამწვავდა. 2023 წლის დეკემბერში ერდოღანი საბერძნეთში ჩავიდა, რაც მისი პირველი ასეთი ვიზიტი იყო ექვსი წლის განმავლობაში. იქ თურქმა და ბერძენმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის დეკლარაციას. ცოტა ხნის წინ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ერდოღანის ვიზიტის საპასუხოდ, ორმხრივ ურთიერთობებში „დაძაბულობის დასაძლევად“, მაისში, ანკარაში ვიზიტს გეგმავდა.  

სტამბოლი-ბათუმის რეისი რიზეში დაჯდა

თურქეთის ავიახაზების რეისი, რომელიც სტამბოლიდან ბათუმის მიმართულებით მიფრინავდა, ქალაქ რიზეში ჩაფრინდა. როგორც რადიო თავისუფლებასთან აეროპორტების გაერთიანების წარმოამდგენელი ამბობს, თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ქარის გამო ვერ დაჯდა. Flightradar-ის მონაცემებით, სტამბოლი-ბათუმის რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 21:10 საათზე უნდა ჩაფრენილიყო, თუმცა თვითმფრინავი დაფრენას რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა.  

ერდოღანმა თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საბაჟო სატრანზიტო ოპერაციების გამარტივების შეთანხმება დაამტკიცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საბაჟო სატრანზიტო ოპერაციების გასამარტივებლად, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. შეთანხმება მიზნად ისახავს ტრანზიტით გადატანილი საქონლის საბაჟო პროცედურების გამარტივებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რომელიც სამივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადის. შეგახსენებთ, 2022 წლის 18 აგვისტოს ბაქოში გაფორმდა „შეთანხმება თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობებს შორის, მონაცემების წინასწარი გაცვლის შესახებ, საბაჟო სატრანზიტო ოპერაციების გამარტივებისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში.“  

რუსეთთან საეჭვო კავშირების გამო, ევროკავშირმა თურქული ავიაკომპანიისთვის საჰაერო სივრცე დახურა - მედია

ევროკავშირმა, რუსეთთან საეჭვო კავშირების გამო, თურქული ავიაკომპანია Southwind Airlines-ისთვის საჰაერო სივრცე დახურა. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა განაპირობა. პირველი, ვინც Southwind-ზე გამოძიება დაიწყო, ფინეთის ხელისუფლება იყო მას შემდეგ, რაც კომპანიამ ანტალია-ჰელსინკის შორის ახალი მარშრუტი შესთავაზა. ფინეთის მიმართულებით რეისებთან ერთად, Southwind Airlines მარშრუტების გახსნას თურქეთიდან ბერლინში, დიუსელდორფში და გერმანიის სხვა ქალაქებში გეგმავდა. თურქეთში რეგისტრირებული კომპანია Southwind Airlines 2022 წლის აპრილში, ომის დაწყებიდან მალევე, დაარსდა. გამოძიების თანახმად, მისი სამივე თვითმფრინავი და მისი თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებული იყო Nordwind Airline-თან, რომელიც რუსული ტურისტული სააგენტო Pegas Touristik-ს ეკუთვნის. კომპანია 2022 წლის ზაფხულში თბილისი-ანტალიას შორის ფრენებს ასრულებდა. Southwind Airlines-ი, ამ დროისთვის, საქართველოში არ ოპერირებს.  

თურქეთი ისრაელს სავაჭრო შეზღუდვებს უწესებს

თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, თურქეთი ისრაელს სავაჭრო შეზღუდვებს უწესებს. უწყების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ძალაში იქამდე დარჩება, ვიდრე „ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას არ გამოაცხადებს და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესაბამის და შეუფერხებელ ნაკადს არ დაუშვებს.“ თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს გადაწყვეტილება, ისრაელში 54 სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. თურქეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც 8 აპრილს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ის ისრაელის წინააღმდეგ შესაბამის ზომებს მიიღებდა, რადგან, როგორც თვითონ აღნიშნა, ისრაელმა თურქეთს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდების საშუალება არ მისცა. როგორც ცნობილია, თურქეთს ისრაელის მიმართ კრიტიკული პოზიცია აქვს და ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო, მას ომის დანაშაულშიც კი სდებს ბრალს. ანკარა „ჰამასს“ აშშ-სგან და ევროკავშირისგან განსხვავებით „ჰამასს“ ტერორისტულ დაჯგუფებად არ თვლის და უფრო მეტიც, მიმდინარე ომის განმავლობაში, თურქეთს მასთან კომუნიკაციაც ჰქონდა.  

რეგიონში ესკალაციის საფრთხე: აშშ ჩინეთსა და თურქეთს ირანის შეკავებისკენ მოუწოდებს

ვაშინგტონი შიშობს, რომ თეირანის შესაძლო პასუხი დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმაზე, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთის, თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრისას, მათ მოუწოდა, დაარწმუნონ ირანი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციისგან თავშეკავების აუცილებლობაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხუთშაბათს, 11 აპრილს, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა მეთიუ მილერმა განუცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში სიტუაციის გამწვავება "არავის ინტერესებშია" და რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად ვაშინგტონი დიპლომატიური არხებით და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობს. აშშ ისრაელს, ირანის მხრიდან საფრთხის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება  

ანტალიაში საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში, ანტალიის პროვინციაში საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამაშველო ოპერაციაში 7 ვერტმფრენი და 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათი თქმით, მაშველებმა კაბინებიდან 120-ზე მეტი ადამიანის დროულად გამოყვანა შეძლეს. ინციდენტის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.  

თურქეთსა და ბულგარეთს შორის მეორე სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა შუა დერეფნის პოტენციალს გაზრდის - თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი

თურქეთსა და ბულგარეთს შორის მეორე სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა შუა დერეფნის პოტენციალს გაზრდის. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ მსოფლიო ბანკის ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა. ჩქაროსნული სარკინიგზო პროექტი თურქეთს ბულგარეთთან აკავშირებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბულგარეთის რკინიგზის მზარდი პოტენციალის გათვალისწინებით, თურქეთმა და ბულგარეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მეორე რკინიგზის შექმნის შესახებ. ეს გაზრდის ტვირთბრუნვას აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და ასევე, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შუა დერეფნის სარკინიგზო პოტენციალის რეალიზებაში. თურქმა მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია დივრიგი-ყარსის რკინიგზის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გაგრძელებაა, გააძლიერებს კავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და გაზრდის ამ მარშრუტის სიმძლავრეს. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ აღმოსავლეთ თურქეთში ახალი რკინიგზა აშენდება, რომელიც მომავალ ზანგეზურის დერეფანს თურქეთის ეროვნულ სარკინიგზო ქსელთან დააკავშირებს. „ეს გზა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზთან ერთად, საბოლოოდ შექმნის შუა დერეფანს,“ - განაცხადა ურალოღლუმ. როგორც მან აღნიშნა, გაიზრდება ტვირთების ნაკადები ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. „თურქეთი ერთგული რჩება შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების მიმართ და ცდილობს, გაზარდოს ვაჭრობა და თანამშრომლობა რეგიონის ქვეყნებს შორის,“ - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, თურქეთში 2053 წლისთვის იგეგმება სარკინიგზო ტვირთების წილის გაზრდა, სხვადასხვა რეჟიმით, ტვირთის გადაზიდვის მთლიანი მოცულობის 22%-მდე.  

რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, თურქეთი ამერიკულ თხევადი გაზის შესყიდვას გეგმავს

თურქეთი ამერიკულ ენერგოკომპანია ExxonMobil-თან თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე მრავალმილიარდ დოლარიან ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რადგან ანკარა ცდილობს, შეზღუდოს თავისი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე. ამის შესახებ Financial Times იუწყება. „თურქეთი, რომელიც თითქმის ბუნებრივ აირს რუსეთიდან იღებს, ცდილობს შექმნას "ახალი მიწოდების პორტფელი", რომელიც მას ნაკლებად დამოკიდებულს გახდის რომელიმე პარტნიორზე,“ განუცხადა Financial Times-ს თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა. თურქეთი 2,5 მილიონ ტონამდე LNG-ს წელიწადში Exxon-თან გრძელვადიანი შეთანხმების განხილვის გზით მიიღებს,“ აღნიშნა ბაირაქტარმა და დასძინა, რომ პაქტი შეიძლება, გაგრძელდეს ათი წლის განმავლობაში. FT-ის გამოთვლებით, ეს მოცულობა საკმარისი იქნებოდა გასულ წელს თურქეთის ბუნებრივი აირის მოხმარების დაახლოებით 7%-ის დასაფარად. თურქული LNG-ის მოხმარების დაახლოებით 40% რუსეთს უკავია. მ ოსკოვი ასევე არის თურქეთის ნავთობის უდიდესი მიმწოდებელი. Exxon-თან გარიგების კომერციული პირობები ჯერ კიდევ განიხილება, მაგრამ საინფორმაციო სააგენტო Argus-ის შეფასებით, თურქეთისთვის მიწოდებული 2,5 მილიონი ტონა LNG ამ დროისთვის დაახლოებით 1,1 მილიარდი დოლარი დაჯდება. ანკარა ასევე დაუკავშირდა აშშ-ის ბუნებრივი გაზის სხვა მწარმოებლებს, რათა უზრუნველყონ LNG-ის მიწოდების შეთანხმებები, რადგან ის ცდილობს "დივერსიფიცირებას", ვიდრე 2025 წელს რუსეთთან ზოგიერთი გრძელვადიანი კონტრაქტი დასრულდება, ხოლო ირანთან  - შემდეგ წელს. შეგახსენებთ, თურქეთი, ინდოეთის შემდეგ მეორე ადგილზეა მსოფლიოში რუსული ურალის ნავთობის იმპორტით.  

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ირაკლი კობახიძეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შედგება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.  

ერდოღანი: მზად ვართ, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა, აეროპორტის, პორტების მშენებლობაში

დღეს, 16 მაისს, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი, ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პარტნიორობის გაძლიერებასა და გაღრმავებას. „მემორანდუმი ორ ქვეყანას მისცემს საშუალებას, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: განახლებადი ენერგიები, ენერგოეფექტურობა, ინფრასტრუქტურის გაციფრულება, ნახშირბადის ემისიების შემცირება და ა.შ. ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრნენ,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. დღესვე, როგორც მთავრობა აცხადებს, ერდოღანის და კობახიძის პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოითქვა მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებასა და სატრანზიტო ფუნქციაზე, დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე. შეხვედრისას აღინიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. მხარეებმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას მოლაპარაკებების საშუალებით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და მზადაა რეგიონში მშვიდობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი მხარდაჭერა დაადასტურა,“ აცხადებს ქართული მხარე. მოგვიანებით, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ მხარეებმა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე იმსჯელეს. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „ჩვენი შეფასებები გავუზიარეთ ერთმანეთს ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის როლზე. მთელი კაცობრიობა უნდა უჭერდეს მხარს პალესტინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწიათ და მთელი კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს კანონის და დიპლომატიის ფარგლებში. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია აჩვენებს, სად დგას საერთაშორისო თანამეგობრობა და მეც მიმაჩნია, რომ მხარდამჭერი მექანიზმები აუცილებელია პალესტინის გასამხნევებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საკვანძოა ამ ეტაპზე. ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ასე მოიქცეს. ჩვენი საუბრის დროს, გავუცვალეთ ერთმანეთს მოსაზრებები უკრაინა-რუსეთის ომის თაობაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ხაზი გავუსვით მშვიდობის მნიშვნელობას, მათ შორის კავკასიაში. აღვუთქვით ერთმანეთს სურვილი, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ჩემი მოსაზრებაა, რომ სამშვიდობო შეთანხმება სომხეთს და აზერბაიჯანს შორის არის ისტორიული შესაძლებლობა მთელი რეგიონისთვის,“ - აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. ამავე პრესკონფერენციის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, საქართველოში უმსხვილეს პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.  „გასულ წელს ჩვენი სამი მილიარდი დოლარის მაჩვენებელს მივაღწიეთ ორმხრივი ვაჭრობის კონტექსტში, ჩვენ დავუთქვით ერთმანეთს, რომ ახალი სამიზნე ორიენტირი 5 მილიარდი იქნება. მიმაჩნია, რომ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ძალიან მალე ამ ნიშნულს მივუახლოვდეთ და ჩვენი ბიზნეს შესაძლებლობები ავითვისოთ სრულად. რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში და განვაგრძობთ ძალისხმევის განხორციელებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ამოქმედებაში, რომელიც არის შუა დერეფნის ხერხემალი და ისტორიული აბრეშუმის გზის გამოცოცხლება. იმედი მაქვს, ძალიან მალე ფუნქციონირებადი გახდება, ამ შემთხვევას ვიყენებთ და ერთმანეთს ვუდასტურებთ მზაობას, რომ სხვა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზეც ვიმუშავებთ იგივე წარმატებით.  პრემიერ-მინისტრს განვუცხადე, რომ მზად ვართ, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა, აეროპორტის, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკის მიმართულებით, გადამცემი ხაზების მშენებლობაში, უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხითაც აღვუთქვით ერთმანეთს თანამშრომლობის სურვილი და დაპირება. ასევე ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორისტული ორგანიზაციების, განსაკუთრებით „ფეტას“ და „პეკაკას“ მიმართულებით დავპირდით ერთმანეთს, რომ ვითანამშრომლებთ, რათა ამ უკანონო თურქულ ორგანიზაციებს ვებრძოლოთ, რაც ჩვენს მოქალაქეებს უქმნის საფრთხეს. მზად ვართ, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ვითანამშრომლოთ და ძალისხმევა არ დავაკლოთ ამ მიმართულებას. ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს ტერორისტების დევნას და დასჯას,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.  

ერდოღანი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ: ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ასე მოიქცეს.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ მხარეებმა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე იმსჯელეს. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „ჩვენი შეფასებები გავუზიარეთ ერთმანეთს ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის როლზე. მთელი კაცობრიობა უნდა უჭერდეს მხარს პალესტინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწიათ და მთელი კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს კანონის და დიპლომატიის ფარგლებში. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია აჩვენებს, სად დგას საერთაშორისო თანამეგობრობა და მეც მიმაჩნია, რომ მხარდამჭერი მექანიზმები აუცილებელია პალესტინის გასამხნევებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საკვანძოა ამ ეტაპზე. ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ასე მოიქცეს,“აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. თურქეთი, რომელიც მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის ათწლეულის კონფლიქტის ორ სახელმწიფოს პრინციპზე გადაწყვეტას, მკაცრად აკრიტიკებს ისრაელს ღაზის სექტორში წარმოებული თავდასხმების გამო. მან მოუწოდა ისრაელს, რომელსაც ომის დანაშაულში ადანაშაულებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი.  მისი დასავლელი მოკავშირეებისა და ზოგიერთი არაბული ქვეყნისგან განსხვავებით, NATO-ს წევრი თურქეთი „ჰამასს,“ რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელს დაესხა თავს, ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიიჩნევს. ერდოღანმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა სამ მაისს თურქეთმა ისრაელთან ვაჭრობა სრულად შეწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად ღაზის სექტორში "გაუარესებული ჰუმანიტარული ტრაგედია" სახელდება. "ისრაელთან დაკავშირებული ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციები შეჩერებულია და ის ყველა პროდუქტს ეხება. თურქეთი მკაცრად და მტკიცედ მიიღებს ამ ახალ ზომებს მანამ, სანამ ისრაელის ხელისუფლება საშუალებას მისცემს ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკმარისად და ხელის შეშლის გარეშე მიწოდებას," – ნათქვამია თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში. 2023 წელს, თურქეთსა და ისრაელს შორის ვაჭრობამ $6.8 მილიარდი შეადგინა. თურქეთის გადაწყვეტილებაზე საუბრისას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ამბობდა, რომ თურქეთი პორტების ბლოკირებით არღვევს შეთანხმებებს ისრაელის იმპორტისა და ექსპორტისთვის. „ასე დიქტატორები იქცევიან, თურქეთის მოსახლეობისა და ბიზნესმენების ინტერესების უგულებელყოფითა და საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებების იგნორირებით," – წერდა კაცი. მან საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, თურქეთთან ვაჭრობის ალტერნატივებზე იმუშაოს ადგილობრივ წარმოებასა და სხვა ქვეყნებიდან იმპორტზე ფოკუსირებით.  

ირაკლი კობახიძე: თურქეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა

„თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ხედავს დიდ პოტენციალს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით. რა თქმა უნდა, ბატონ პრეზიდენტს მივაწოდე ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართება ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა თვალსაზრისით. ჩვენ ასევე განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. აღინიშნა, რომ საქართველო ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას მოლაპარაკებების საშუალებით საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის მნიშვნელობა. თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა. რა თქმა უნდა, ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით. ასევე ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოდან ექსპორტის და ზოგადად, ორმხრივი ვაჭრობის მნიშვნელობაზე,“ - განაცხადა პრემიერმა. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის თქმით, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება ყველა მიმართულებით. „ვთვლით, რომ რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ის მიზნად უნდა ისახავდეს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნების განვითარებას. ამ მხრივ, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს და როგორ შეიძლება, ასეთი თანამშრომლობით განხორციელდეს რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები. სევე ჩვენ გვქონდა საუბარი სხვადასხვა სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებიც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება. ასევე გვქონდა საუბარი თანამშრომლობის სხვა განზომილებებზე, როგორიც არის თანამშრომლობა განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. რა თქმა უნდა, თანამშრომლობის თითოეულ ასპექტს ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ბატონო პრეზიდენტო, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო საერთო ინტერესი, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ხალხების ინტერესების რეალიზებისთვის,“განაცხადა ირაკლი კობახიძემ. დღესვე საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ერდოღანი: მზად ვართ, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა, აეროპორტის, პორტების მშენებლობაში  

თურქეთი და აზერბაიჯანი შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მიწოდების ხელშეკრულებას ახანგრძლივებენ

თურქეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შაჰ-დენიზის საბადოს განვითარების პირველი ეტაპის ფარგლებში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების გახანგრძლივების შესახებ. დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერილია 2025-2028 წლებში, უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი ენერგეტიკული პარტნიორობის გაგრძელებას. 2021 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანმა და თურქეთმა გააფორმეს ყიდვა-გაყიდვის ახალი ხელშეკრულება, რომელიც ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის საშუალებით, 11 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას ითვალისწინებდა. ხელშეკრულება, რომელიც 2021 წლის მეოთხე კვარტალიდან 2024 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს, ითვალისწინებდა 3,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზის წლიურ მიწოდებას Shah Deniz Stage-1-დან. ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდება დაიწყო 2021 წლის პირველ ოქტომბერს. შაჰ-დენიზის საბადოს შესწავლის, განვითარებისა და წარმოების გაზიარების შესახებ შეთანხმება თავდაპირველად, 1996 წლის 4 ივნისს მოეწერა ხელი და ის რატიფიცირებულია 1996 წლის 17 ოქტომბერს. 2013 წელს შაჰ-დენიზის საბადოს განვითარების შეთანხმების ხანგრძლივობა 2036 წლიდან 2046 წლამდე გაგრძელდა, რაც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გრძელვადიან და სტაბილურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. პროექტში ჩართულია რამდენიმე მსხვილი ენერგეტიკული კომპანია, BP, როგორც ოპერატორი, 29,99%-იან წილს ფლობს, მას მოჰყვებიან Lukoil (19,99%), TPAO (19%), NIKO (10%) და SGC Upstream (21,02%).  

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს NATO-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები გადასცა

თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალებმა ახალი, NATO-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები VURAN მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მაღალი გამავლობის ჯავშანტექნიკის გადმოცემის ცერემონიალი ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე სერგო ჯანელიძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი და თავდაცვის ატაშე დაესწრნენ. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიის „ASFAT“ გენერალური მენეჯერიც. ჯავშანმანქანები VURAN აღჭურვილობითა და ქვესისტემებით NATO-ს სტანდარტების შესაბამისია. საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანმანქანებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.  

რუმინეთის არმიას თავის არსენალში თურქული წარმოების Bayraktar-ის დრონები შეემატა

თურქული წარმოების Bayraktar TB2-ის ტიპის დრონები რუმინეთის სახმელეთო ჯარების არსენალში შევიდა. იტყობინება რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო. დრონების საერთო ღირებულება დაახლოებით $321 მილიონი იქნება. რუმინელი სამხედრო მოსამსახურეები პირველი საცდელი ფრენების განხორციელებას 2024 წლის ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში შეძლებენ. 2024 წლის თებერვალ-ივნისში რუმინული პერსონალის პირველ ჯგუფს თურქეთის საწარმოო ქარხანაში ტრენინგი ჩაუტარდა. უპილოტო საფრენი აპარატები რუმინეთს ეტაპობრივად, 2024 წლის ივნისში, 2024 წლის სექტემბერსა და 2025 წლის იანვარში მიეწოდება. მხარეებს შორის კონტრაქტი გასულ წელს გაფორმდა. ცნობისთვის, თურქეთის მიერ წარმოებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა,  მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის დაცვაში, რუსეთთან მიმდინარე ომის დროს.   

ანკარა მიესალმა ერევნის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, სომხეთმა პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ სომხეთის გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ უწყების განცხადებაში ვკითხულობთ. „მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორებიცაა ესპანეთი, ირლანდია, ნორვეგია და სლოვენია. როგორც ყოველთვის აღვნიშნავდით, პალესტინის აღიარება საერთაშორისო სამართლის, სამართლიანობისა და სინდისის მოთხოვნაა. თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა პალესტინა რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს,“ – ნათქვამია განცხადებაში. ერდოღანმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა როგორც ცნობილია, თურქეთს ისრაელის მიმართ კრიტიკული პოზიცია აქვს და ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო, მას ომის დანაშაულშიც კი სდებს ბრალს. ანკარა „ჰამასს“ აშშ-სგან და ევროკავშირისგან განსხვავებით, ტერორისტულ დაჯგუფებად არ თვლის და უფრო მეტიც, მიმდინარე ომის განმავლობაში, თურქეთს მასთან კომუნიკაციაც ჰქონდა. სომხეთმა პალესტინა სახელმწიფოდ 21 ივნისს აღიარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი  

UEFA-მ, გულშემატკივრებს შორის ჩხუბის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი, თურქეთი კი - 25 000 ევროთი დააჯარიმა

UEFA-მ ევროპის ჩემპიონატზე წარმოდგენილი ეროვნული საფეხბურთო ასოციაციები ტურნირის ჯგუფურ ეტაპებზე 1,2 მილიონ ევროზე მეტით დააჯარიმა. მედიის ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის, დორტმუნდში სტადიონზე, მატჩის წინ ხანმოკლე ჩხუბის შემდეგ, უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი დააჯარიმა, თურქეთს კი, 25 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მასპინძელი გერმანია ორჯერ დაჯარიმდა, საერთო ჯამში 20 000 ევროთი, სათამაშო მოედნის დაცვის წარუმატებლობის გამო - რაც ეხებოდა პორტუგალია-თურქეთსა და პორტუგალია-საქართველოს მატჩების დროს მოედანზე თამაშის დროს შესულ მხარდამჭერებს. თამაშების დროს და მის შემდეგ მოედანზე ბევრი გულშემატკივარი რონალდუსთან ფოტოების გადასაღებად შეიჭრა. რვა გუნდი - უნგრეთი, შვეიცარია, ხორვატია, ალბანეთი, პოლონეთი, სერბეთი, რუმინეთი და ბელგია, გულშემატკივრების ქცევისთვის დააჯარიმეს. დაჯარიმებას გადაურჩნენ მხოლოდ სლოვაკეთი და ესპანეთი.  

თურქეთი და აშშ ატომური სადგურის პროექტებზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

თურქეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს შეერთებულ შტატებთან ფართომასშტაბიანი ატომური ელექტროსადგურების და მცირე მოდულური რეაქტორების მშენებლობაზე. ინფორმაცია ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს მაღალჩინოსანმა გაავრცელა. „ამერიკა სერიოზულ ინტერესს იჩენს თურქეთის მიზნის მიმართ, რათა გაზარდოს მისი ბირთვული ენერგეტიკული სიმძლავრე და ააშენოს ახალი ელექტროსადგურები,“ - განუცხადა იუსუფ ჯეილანმა სააგენტო "როიტერს" ატომური ელექტროსადგურების შესახებ. განსახილველ პროექტებთან დაკავშირებულ კითხვაზე მან განაცხადა: „შეიძლება, განვიხილოთ არსებული ჰესების ტერიტორიები, ან ახალი ტერიტორიები ჰესებისთვის". "ჩვენ ამერიკასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ როგორც ფართომასშტაბიანი ელექტროსადგურების, ასევე მცირე მოდულური რეაქტორების შესახებ," - აღნიშნა მან. ინფრომაციას ამის შესახებ გასულ თვეში ჯეფ ფლეიკი, თურქეთში ამერიკის ელჩიც ადასტურებდა. ელჩი ამბობდა, რომ თურქეთი ამერიკასთან და სხვა აქტორებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. "მათთან ერთად ვმუშაობთ, რათა მათი დამოკიდებულება [რუსეთზე] შევამციროთ ნებისმიერი შესაძლო გზით",- განაცხადა ელჩმა. ჯეილანმა თქვა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება სამხრეთ კორეასთან და რუსეთთან მეორე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომელიც შავი ზღვის რეგიონში, სინოპშია დაგეგმილი. რუსული "როსატომის" მიერ თურქეთის პირველი 4 800 მეგავატიანი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა თურქეთის ხმელთაშუა ზღვის რეგიონში აკუიუში კი გრძელდება.  

ირანის ელჩის თქმით, ე.წ. „3+3“ ფორმატის მომდევნო შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში მეჰდი სობჰანიმ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის პლატფორმის შემდეგი შეხვედრა „3+3“ ფორმატში, უახლოეს მომავალში თურქეთში გაიმართება. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში, 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მასში თურქეთთან ერთად მონაწილეობენ რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი. პლატფორმის მონაწილეთა საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრა თეირანში, გასულ წელს გაიმართა. ბოლოს, მარტში გაკეთებული კომენტარის მიხედვით, ირანი ე.წ. 3+3 ფორმატში შეხვედრას აანონსებდა და „საქართველოს მონაწილეობის იმედს“ კვლავ ინარჩუნებდა. მას შემდეგ ირანში საპრეზიდენტი არჩევნები ჩატარდა. (რედ.კარდიოქირურგი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მასუდ ფეზეშქიანი საკუთარ თავს „პრინციპულ რეფორმისტს“ უწოდებს. პრეზიდენტი ამ ქვეყანაში არ არის ხელისუფლების უმაღლესი ინსტანცია, რომ მასზე მაღლა დგანან უზენაესი რელიგიური ლიდერი და გუშაგთა საბჭო, რომელსაც პრეზიდენტის მოხსნაც კი შეუძლია. ის 16 წელიწადია, ირანის პარლამენტის წევრია. იქ წარმოადგენდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანს, უპირატესად ირანის აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონს. ფეზეშქინი დასავლეთთან მოლაპარაკებისთვის ღიაა და აშშ-ის და სხვა ქვეყნების მიმართ მტრულ ლოზუნგებს აკრიტიკებს. ამავე დროს, ის ისლამური რესპუბლიკის პრინციპების მომხრეა და მიიჩნევს, რომ ირანმა უნდა მისდიოს პოლიტიკას, რომელიც უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ჩამოაყალიბა. ირანის „პრინციპული რეფორმისტი“ ახალი პრეზიდენტი უმცირესობების უფლებების დაცვის მომხრეა, მაგრამ მის მიმართ კრიტიკა ისმის, თითქოს დამთმობია ირანის ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის ნაციონალისტური განწყობების მიმართ. თვითონ ფეზეშქიანი ამ ბრალდებას უარყოფს. მასუდ ფეზეშქიანი, რომელიც ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდანაა და მამა ეთნიკური აზერბაიჯანელი, ხოლო დედა ქურთი ჰყავდა, ირანში უკმაყოფილება გამოიწვია მეტოქეთა ბანაკში. მის არჩევას იმგვარი ფაქტორებით ხსნიან, რაც თითქოს. აკნინებს ფეზეშქიანის გამარჯვების სამართლიანობას). „ჩვენი პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით საკმაოდ ნათელია: ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და წინააღმდეგნი ვართ საერთაშორისო საზღვრების შეცვლის და რეგიონში ნებისმიერი გეოპოლიტიკური ცვლილების. რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა ირანის ინტერესებში შედის,“ განაცხადა მეჰდი სობჰანიმ. აშშ რუსეთს და ირანს არასანდო პარტნიორებად მიიჩნევს. ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, „3+3“ ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრე რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთს საქართველოდან შეახსენა. სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. 3+3 ფორმატის ირანში გამართვაზე: ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას თურქეთის ელჩის კომენტარი „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით - ექსკლუზივი სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. 3+3 ფორმატის ირანში გამართვაზე: ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად  

თურქეთსა და საბერძნეთს შორის ახალი ხიდის აშენება იგეგმება

თურქეთსა და საბერძნეთს შორის ახალი ხიდი აშენდება. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ხიდის პროექტი დასასრულს უახლოვდება. მისივე თქმით, პროექტის ტენდერი 2024 წელს იგეგმება. ურალოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება ათენში 2004 წელს გაფორმდა. „პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ თურქეთისა და საბერძნეთისთვის, არამედ, მთელი რეგიონისთვის. ეს გააძლიერებს მეგობრობას და თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის," - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, ხიდის სიგრძე 841 მეტრი იქნება.  

ერდოღანის თქმით, თურქეთი, შესაძლებელია, პალესტინელების დახმარების მიზნით, ისრაელში შევიდეს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანის განცხადებას პალესტინელების დასახმარებლად ისრაელში შესაძლო შეჭრის შესახებ, ისრაელის მთავრობისგან მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა 28 ივლისს, ღამით, სოციალურ ქსელ Х-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერდოღანმა, რომელიც სადამ ჰუსეინის კვალს მისდევს და ისრაელზე თავდასხმით იმუქრება, უნდა გაიხსენოს, რა მოხდა ერაყში და რით დასრულდა ყველაფერი. საპასუხოდ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა პრეზიდენტ ერდოღანს „კაცობრიობის სინდისის ხმა“ უწოდა და განაცხადა, რომ ვინც ამ სამართლიანი ხმის ჩახშობას ცდილობს, მათ შორის, ისრაელი, ღრმა პანიკაშია. Reuters-ის ცნობით, 28 ივლისს პრეზიდენტმა ერდოღანმა ქალაქ რიზეში, მმართველი პარტიის შეკრებაზე გამოსვლისას, კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელის ომი პალესტინის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ თურქეთი ძალიან ძლიერი უნდა იყოს, რათა ისრაელს მსგავსი მოქმედების საშუალება არ ჰქონდეს. მისი თქმით, თურქეთს შეუძლია, ისრაელშიც შევიდეს, ისევე როგორც ყარაბაღსა და ლიბიაში შევიდა, თუმცა ერდოღანმა არ დააკონკრეტა, რა სახის ინტერვენციას ვარაუდობდა. დღეს, 29 ივლისს, განცხადება გამოაქვეყნა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. მისი მიხედვით, „ნეთანიაჰუს გენოციდსაც" ჰიტლერის გენოციდის მსგავსი დასასრული ელის, რადგან ვინც პალესტინელების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისევე აგებს პასუხს, როგორც გენოციდის ჩამდენმა ნაცისტებმა აგეს. უფრო ადრე, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასს „გამათავისუფლებელი" უწოდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ კი, ჰიტლერს შეადარა. ცნობისთვის, 2020 წელს თურქეთმა ლიბიაში სამხედროები გაგზავნა გაეროს მიერ აღიარებული ეროვნული თანხმობის მთავრობის მხარდასაჭერად. რაც შეეხება მთიან ყარაბაღს, ანკარა აზერბაიჯანის მხარდასაჭერად „სამხედრო ოპერაციაში“ პირდაპირ მონაწილეობას უარყოფდა, თუმცა აცხადებდა, რომ ყველა საშუალებას იყენებდა მოკავშირე აზერბაიჯანის დასახმარებლად. ერდოღანმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა  

თურქმა და სომეხმა დიპლომატებმა შეხვედრა გამართეს საზღვრისპირა არეალში

ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით, თურქი და სომეხი დიპლომატები 30 ივლისს ერთმანეთს ორი ქვეყნის საზღვრისპირა არეალში შეხვდნენ. ამის შესახებ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გამოაცხადეს. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, რუბენ რუბინიანი და სერდარ ქილიჩი, წარმომადგენლები ორი ქვეყნის ურთიერთობის მოგვარების სფეროში, შეთანხმდნენ, რეგიონულ გარემოებებთან შესაბამისად შეაფასონ ტექნიკური საჭიროება, რაც უზრუნველყოფს სარკინიგზო სასაზღვრო პუნქტის, ახურიკ/ალიაქას მუშაობას. მარგარა-ალიჩანში გამართული შეხვედრის შედეგებზე საუბრისას, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ რუბინიანი და ქილიჩი შეთანხმდნენ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელთათვის სავიზო პროცედურების შემსუბუქებაზე. სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოგვარების მიზნით, შეთანხმდნენ პროცესის გაგრძელებაზე რაიმე პირობების გარეშე. ბოლო შეხვედრაზე, ვენაში, მხარეებმა სახმელეთო საზღვრის გახსნაზე მიაღწიეს შეთანხმებას, მაგრამ ამას პრაქტიკული შედეგი არ მოჰყოლია. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 26 ივლისს ეწვია გამშვებ პუნქტ მარგარას (თურქ. ალიჩანი), რომელიც შეაკეთეს ამოქმედების მოლოდინში. სომხეთი აცხადებს, რომ ერევანი ესწრაფვის თურქეთთან ურთიერთობის სრულ ნორმალიზებას, საზღვრების გახსნის და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების ჩათვლით.  

გეგმავს თუ არა NATO-ს წევრი თურქეთი BRICS-ში გაწევრიანებას

თურქეთს არ გადაუდგამს კონკრეტული ნაბიჯები განვითარებადი ეკონომიკების BRICS-ის ჯგუფში გაწევრიანების განცხადებული სურვილის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ "პროცესი მიმდინარეობს", განაცხადა სამშაბათს ქვეყნის მმართველი პარტიის სპიკერმა.   BRICS-ში, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, თავდაპირველად შედიოდნენ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. 2024 წლის იანვარში ორგანიზაციას შეუერთდნენ ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ეთიოპია. ივლისის ბოლოს ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა მალაიზიამ. BRICS-ში გაწევრიანების სურვილი გამოხატა აზერბაიჯანის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და მოკავშირემ - თურქეთმა.   „ჩვენმა პრეზიდენტმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გვინდა, გავხდეთ BRICS-ის წევრი. პროცესი დაწყებულია. ჩვენი მოთხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია. ეს პროცესი ამ ფარგლებში მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტული განვითარება არ არის,“ - აღნიშნა სპიკერმა, როდესაც ჰკითხეს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. ივნისში ჩინეთში ვიზიტის დროს დასმულ კითხვას, შეიძლება თუ არა, თურქეთი შეუერთდეს BRICS-ის ჯგუფს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა დამატებითი დაზუსტების გარეშე უპასუხა: „ჩვენ გვსურს, რა თქმა უნდა, რატომაც არა?“   რუსეთი ფიდანის განცხადებას მიესალმა და განაცხადა, რომ ეს საკითხი იქნება BRICS-ის მომდევნო სამიტის დღის წესრიგში. მაგრამ თურქეთის ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმსეკმა მოგვიანებით ლონდონში განმარტა, რომ თურქეთს არ სურდა მისი "ძირითადი" დასავლელი პარტნიორებისგან განცალკევება, მაშინ, როცა მისმა თავდაცვის მინისტრმა გასულ თვეში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა რჩება ერთგული თავისი პასუხისმგებლობის, როგორც NATO-ს მოკავშირის.“   თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ივლისში განაცხადა, რომ NATO-ს წევრი თურქეთი BRICS-ს „სხვა სტრუქტურების ალტერნატივად“ არ განიხილავს.   „მოსკოვსა და პეკინს განსაკუთრებით სურთ ჯგუფის შემდგომი გაფართოება, რადგან ისინი ცდილობენ, დაუპირისპირდნენ დასავლის მიერ ეკონომიკურ დომინირებას და ეს იქნება დიდი დიპლომატიური გადატრიალება, თუ თურქეთი, NATO-ს მოკავშირე და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, BRICS-ს შეუერთდება,“ წერს Reuters-ი.   BRICS-ის შემდეგი სამიტი 22-24 ოქტომბერს ყაზანში გაიმართება.

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების მე-11 სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ბათუმში გაიმართა, შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამის შესახებ Trend-ს თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განუცხადეს. სამინისტრომ აღნიშნა, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა და მისმა თურქმა და ქართველმა კოლეგებმა იაშარ გიულერმა და ირაკლი ჩიქოვანმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წელს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალს საქართველო მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ქალაქ ბათუმში გაიმართა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს,  გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს იაშარ გიულერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა უმასპინძლა. უწყების ცნობით, კოლეგებმა რეგიონის უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა აღნიშნეს. „ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ და სამუშაო დონეებზე თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ერთობლივი წვრთნები, ექსპერტთა დონის შეხვედრები და სამმხრივი კურსები კიდევ უფრო აახლოებს სამხედრო მოსამსახურეებს და ზრდის მათი თავსებადობის დონეს. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი მინისტერიალის ოქმს მოაწერეს ხელი და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან - გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან და იაშარ გიულერთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა,“ წერია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ერდოღანი: ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი კიდევ ერთხელ ადასტურებს კიევის მხარდაჭერას. ამ შინაარსის ინფორმაციას თურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს. „ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა,“ - ამბობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვიდეომიმართვაში, ყირიმის პლატფორმის ლიდერთა მეოთხე სამიტზე. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ყირიმის ანექსიამ, რომელსაც თურქეთი პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდა, კიდევ უფრო გააღრმავა ყირიმელი თათრების ტანჯვა, რომლებმაც 80 წლის წინ დეპორტაცია განიცადეს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთს არასოდეს უღიარებია ყირიმის ანექსია, რამაც გაამწვავა რეგიონის ხალხის ტანჯვა. ერდოღანმა ხაზი გაუსვა ყირიმელი თათრების უფლებებს, იცხოვრონ „თავისუფლად, უსაფრთხოდ და მშვიდად საკუთარ სამშობლოში.“ გამოსვლის ბოლოს, მან იმედი გამოთქვა, რომ პლატფორმის ძალისხმევა ხელს შეუწყობს რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო ინიციატივებს. „ჩვენი გულწრფელი სურვილია, რომ ომი დასრულდეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით, რომელიც დაეფუძნება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას,“ - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ თურქეთი ყირიმის უკანონო ანექსიას არასდროს აღიარებს და ანკარა განაგრძობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. 2022 წლის აგვისტოში, ერდოღანმა ასევე გაიმერა, რომ თურქეთი მხარს უჭერს „სამართლიან მშვიდობას, რომელიც დაფუძნებულია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე.“ 2022 წელს, თურქეთის პრეზიდენტმა დასავლური სამყარო მკაცრად გააკრიტიკა 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციაზე არასაკმარისი პასუხის გამო და განაცხადა, რომ უფრო ძლიერ პასუხს შესაძლოა, დღევანდელი ომი თავიდან აეცილებინა. ერდოღანმა აქვე აღნიშნა, რომ ყირიმის ოკუპაციაზე გაჩუმებულები ახლა რაღაცას ამბობენ. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, კიდევ უფრო გართულდა დევნილთა ისედაც მნიშვნელოვანი პრობლემები. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლაში შესრულებული როლისთვის ერდოღანს მადლობა გადაუხადა ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია  

თურქული Albayrak-ი აცხადებს, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდას ბაქოსა და ტრაპიზონის გავლით გეგმავს

Albayrak-ი აპირებს, გაზარდოს შუა დერეფნის გამტარუნარიანობა ბაქოსა და ტრაპიზონის გავლით, განაცხადა ALBAYRAK GROUP/Trabzon Port Cumhur Guzelciftci-ს ბიზნესის განვითარების დირექტორმა სესიაზე, "საზღვაო პორტები და ტერმინალები, ინფრასტრუქტურის განვითარება შავი და კასპიის ზღვების რეგიონში. ინფრასტრუქტურის განვითარება შავი და კასპიის ზღვების რეგიონში.“ მანვე აღნიშნა, რომ ალბაირაკი აზერბაიჯანელ ინვესტორებს შორის მთავარი მოთამაშეა. „ტრაპიზონის პორტი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე იქცა ალტერნატიული მარშრუტების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კვანძად. დღეს ტრაპიზონის პორტი რეგიონის ლოგისტიკურ კვანძად იქცა განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტში თავისუფალი ეკონომიკური ზონის არსებობის გამო. ჩვენი გეგმები ასევე მოიცავს შიდა სატრანსპორტო მოდელის მთავარი ბიზნეს პარტნიორის ჩამოყალიბებას. ჩვენი მიზანია ცენტრალური აზიიდან თურქეთში ტვირთების გადაზიდვის ორგანიზება ევროპასა და აფრიკაში შემდგომი მიწოდებით. ამ კუთხით ჩვენ ვაპირებთ, გავზარდოთ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა ბაქოსა და ტრაპიზონის გავლით.“ ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.  ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების „ხელშესახები წინსვლისთვის“, აშშ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისთვის პოტენციურ სფეროებს აფასებს  

ჰაკან ფიდანი: თურქეთმა და ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაში კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ

თურქეთმა და ევროკავშირმა (EU) კოორდინირება უნდა გაუწიონ თავიანთ ქმედებებს სამხრეთ კავკასიაში, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას. ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთს და ევროკავშირს აქვთ გავლენა ბევრ რეგიონში, მათ შორის, კავკასიაში. „ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი პოზიციები დავაახლოოთ,“ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინებაა. „ბევრისგან განსხვავებით, ჩვენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებით არ ვმოქმედებთ,“ განაცხადა ფიდანმა.  

7 ქვეყნის სარკინიგზო ადმინისტრაციები საერთაშორისო ასოციაცია - „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტს“ ქმნიან

აზერბაიჯანის, თურქეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, ჩინეთისა და ავსტრიის სარკინიგზო ადმინისტრაციები, საერთაშორისო ასოციაციის - „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის“ შექმნაზე შეთანხმდნენ. ეს გადაწყვეტილება პარასკევს, 20 სექტემბერს, ბაქოში, საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მიიჩნევენ, რომ „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის“ დაარსება ევრაზიის გლობალური რეგიონის ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების მოცულობას გაზრდის. „ყველა ოფიციალური პროცედურა უახლოეს მომავალში დასრულდება,“ - განაცხადა აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა როვშან რუსტამოვმა პრესკონფერენციაზე.  შუა დერეფნის გაძლიერება „ასოციაციამ უნდა შეასრულოს სტრუქტურირებული სამუშაო, შეიმუშაოს დერეფნის კონცეფცია, ჩამოაყალიბოს სატარიფო პოლიტიკა და შეისწავლოს ციფრული გადაწყვეტილებების განხორციელების გზები, რათა უზრუნველყოს უფრო სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტი,“ - განმარტა რუსტამოვმა. მიზანია, რომ შუა დერეფანი გახდეს უფრო ეფექტური და მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის, გაუმჯობესდეს მარშრუტის საერთო ოპერაციები. რუსტამოვმა განაცხადა, რომ ჩინეთი "შუა დერეფნით" 1000 საკონტეინერო ბლოკ-მატარებლის გაგზავნას გეგმავს. მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ჩინეთიდან "შუა დერეფნით" 212 ბლოკ-მატარებელი გაიგზავნა. „მარტში, სიანის პორტიდან პირველი საკონტეინერო მატარებელი ბაქოში სულ რაღაც 11 დღეში ჩავიდა. ამ მატარებლებს საშუალოდ, 8-დან 10 დღემდე სჭირდებათ აზერბაიჯანამდე, ხოლო 12 დღე საქართველოს პორტებში მისასვლელად,“ - განაცხადა რუსტამოვმა. ტვირთის სავარაუდო მოცულობა დაახლოებით 420 000 ტონაა. შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი გადამწყვეტია აზიასა და ევროპას შორის ტრანსპორტის გასაადვილებლად. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, ამ დერეფნის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მედია წერს, რომ ახლად შექმნილი ასოციაცია ზედამხედველობას გაუწევს ამ მარშრუტის კოორდინაციასა და განვითარებას, რაც უზრუნველყოფს მის მდგრადობას და კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზარზე. თურქეთის რკინიგზის TCDD Tasimacilik Company-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი უფუკ იალჩინი მიიჩნევს, რომ ახლად შექმნილი საერთაშორისო ასოციაცია „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტი“ ტვირთების გადაზიდვის არეალს გააფართოებს, იუწყება Trend. ბაქოში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას იალჩინმა აღნიშნა, რომ მულტიმოდალური ტრანსპორტირების დონზე ჩინეთსა და ევროპას შორის იზრდება და სატრანზიტო ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა უპასუხონ ამ ტენდენციებს. „ახალი ქვეყნების ხარჯზე, ევრაზიული მარშრუტის განვითარების ინიციატივა ეფექტიანად და კომერციულად მიმზიდველად იმუშავებს,“ - აღნიშნა თურქეთის რკინიგზის წარმომადგენელმა. „ბაქო-თბილისი-ყარსი მნიშვნელოვანი მარშრუტია ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში,“ - განაცხადა იალჩინმა. მისი თქმით, ეს ინფრასტრუქტურა ევროპასა და აზიას შორის ტვირთის უწყვეტ ტრანსპორტირებას შეუწყობს ხელს. ჩინეთის სარკინიგზო საკონტეინერო ტრანსპორტის კორპორაციის ხელმძღვანელის იან ბინის თქმით, ჩინეთი „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის“ შექმნის ინიციატივას უერთდება, რადგან პეკინი ევრაზიის რეგიონის გავლით საქონლის ტრანსპორტირების გაზრდით არის დაინტერესებული. მისი განმარტებით, ეს ორგანიზაცია ჯდება პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განვითარების კონცეფციაში. მანვე აღნიშნა, რომ ჩინეთის 40 ქალაქი ევროპის 225 ქალაქს სხვადასხვა სატრანსპორტო მარშრუტით უკავშირდება, რომელთა შორისაც შუა დერეფანმა მნიშვნელობა მოიპოვა. ბინმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მარშრუტზე მატარებლების რაოდენობა და ტრანსპორტირების მოცულობა გაიზრდება. უზბეკეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარემ ზუფარ ნარზულაევმა განაცხადა, რომ მხარს უჭერენ "ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის" საერთაშორისო ასოციაციის შექმნას, რადგან ეს გააძლიერებს ურთიერთობას ქვეყნების რკინიგზების ადმინისტრაციებს შორის. „უზბეკეთში ყველა პირობა იქმნება ტრანსპორტის და სატრანზიტო პოტენციალის გასაფართოებლად. ნაბიჯები გადაიდგმება ქვეყანაში რკინიგზის მშენებლობისა და მოდერნიზაციისკენ. გარდა ამისა, უზბეკეთში ვითარდება ინტეგრირებული ლოგისტიკური ცენტრები და მიღებულია ზომები ამ სფეროში მარეგულირებელი ბაზის გასაუმჯობესებლად,“ - აღნიშნა ნარზულაევმა.

"Eternity-2024" - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება ტარდება

საქართველოში, აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Eternity-2024“ მიმდინარეობს. იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. სწავლებაში, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, სამი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები, სხვადასხვა  სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვის ორგანიზების შესახებ ამოცანას შეასრულებენ. მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და შერიგების გასაძლიერებლად ჩატარებული საერთაშორისო წვრთნები 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს თავდაცვის ძალების NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის სამწყობრო მოედანზე, მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლების - ETERNITY 2024 გახსნის ოფიციალური ცერემონიალი 24 სექტემბერს ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების ცნობით, სწავლების საშტაბო და საველე კომპონენტებში სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სწავლების სცენარის მიხედვით, ვაზიანის საწვრთნელ რაიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და რეგიონის ეკონომიკური პროექტების დაცვა გათამაშდება. „ETERNITY 2024“ მრავალეროვნულ გარემოში უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საგანგებო სიტუაციების დროს კომუნიკაციის დახვეწას, ასევე, რისკების მართვასა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად,” - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, „ETERNITY 2023-ს აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო მართვის ინსტიტუტის საომარი თამაშების ცენტრმა უმასპინძლა.  

თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ფინტექ ალიანსი შეიქმნა

თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ფინტექ ასოციაციაებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს თურქული სახელმწიფოების Fintech ალიანსის შექმნის შესახებ, იტყობინება აზერბაიჯანული Report-ი, აზერბაიჯანის Fintech ასოციაციის საზოგადოებრივ გაერთიანებაზე დაყრდნობით. დოკუმენტი ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას, გამოცდილების გაცვლას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება, კანონმდებლობა და რეგულირება, ფინანსური ინკლუზიის გაზრდა, სტარტაპის ეკოსისტემის მხარდაჭერა, საერთაშორისო გადახდების და ტრანსფერების ხელშეწყობა და კიბერუსაფრთხოება. „ჩვენ გვჯერა, რომ დღეს შექმნილი თურქული სახელმწიფოების Fintech ალიანსი დადებით წვლილს შეიტანს Fintech სექტორის გაძლიერებაში ყველა მოძმე ქვეყანაში და რეგიონული თანამშრომლობის უფრო სწრაფ განვითარებაში,“ - ნათქვამია საზოგადოებრივი ასოციაცია „აზერბაიჯანის ფინტექ ასოციაციის“ განცხადებაში.  

„ჩვენ გვსურს პროგრესი თურქეთსა და ევროკავშირს შორის“ - შოლცი სტამბოლში ერდოღანს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შაბათს, 19 ოქტომბერს, სტამბოლში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიღო. ლიდერებმა დოლმაბაჰჩეს სასახლეში დახურული შეხვედრა გამართა. შოლცი სტამბულში პარასკევს გვიან ჩავიდა ერდოღანთან შესახვედრად. მანამდე, შოლცი გერმანიაში შეხვდა საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ის ლიდერებს. შოლცთან შეხვედრის შემდეგ, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის კარი ლიბანიდან ლტოლვილებისთვის ღიაა. Euronews-ის ცნობით, ორმა ლიდერმა განიხილა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია და თავდაცვის ინდუსტრიის თანამშრომლობა, მათ შორის - პოტენციური შეთანხმება თურქეთისთვის Eurofighter Typhoon-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების შესახებ. ეს ორივე ქვეყანა NATO-ს წევრია. შოლცმა განაცხადა, რომ თურქეთი მნიშვნელოვან ძალისხმევას ახორციელებს მიგრაციასთან და ლტოლვილებთან დაკავშირებით. „ჩვენ მხარს დავუჭერთ თურქეთს სირიაში ომის შედეგებთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა პროგრესი თურქეთსა და ევროკავშირს შორის,“ აღნიშნა შოლცმა.      

ერდოღანი: ჩვენ გავწყვიტეთ კავშირები ისრაელთან

თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი თავისი ვადის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთის მიმართ განსხვავებულ მიდგომას გამოიყენებს, მაგრამ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეფასებით, დონალდ ტრამპის მხრიდან წამოსული ზოგიერთი გზავნილი შემაშფოთებელია. ისრაელთან ვაჭრობის შეწყვეტაზე თურქეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ერდოღანმა განმარტა, რომ ანკარას არ აქვს სავაჭრო კავშირები ისრაელთან ამ მომენტში და არ სურს მათი განვითარება. „თურქეთის რესპუბლიკა, რომელსაც ერდოღანი ხელმძღვანელობს, ვერ განაგრძობს ურთიერთობას ისრაელთან. ჩვენ ასეთი განზრახვა არ გვაქვს. ჩვენ გავწყვიტეთ ვაჭრობა და კავშირები ისრაელთან,“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, თურქეთმა ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, ისრაელიდან თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, მაგრამ ოფიციალურად არ გაწყვეტილა კავშირები ისრაელთან და მისი საელჩო კვლავ ღიაა და ფუნქციონირებს. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ინიციატივას, რომელიც თურქეთმა გაეროში წამოიწყო, ისრაელისთვის იარაღზე ემბარგოს დაწესების მიზნით. შეგახსენებთ, ერდოღანი ისრაელს ღაზის სექტორში „გენოციდში“ სდებს ბრალს, „ჰამასს“კი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, მან „გამათავისუფლებელი“ ორგანიზაცია უწოდა. თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელი "ტერორისტულ სახელმწიფოდ“ მოიხსენია. ერდოღანმა შოლცთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის და ჩინეთისთვის