თეგი: თურქმენეთი

თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

12 მარტს თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას აპირებს, ვადამდელი არჩევნები 12 მარტს არის დაგეგმილი. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტის ვაჟი შესაძლოა, სახელმწიფოს ახალი მეთაური გახდეს.  64 წლის გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ აპირებდა საპრეზიდენტო პოსტის დათმობას ახალგაზრდა ლიდერებისთვის. ბერდიმუჰამედოვი 15 წელია, თურქმენეთის პრეზიდენტია. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები თურქმენეთში 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო. სერდარ ბერდიმუჰამედოვს 40 წელი გასულ წელს შეუსრულდა, ეს კი მას პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლებას აძლევს. სერდარ ბერდიმუჰამედოვი პრემიერ-მინისტრის მოადგილე და თურქმენეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრია. 2021 წელს თურქმენეთი ორპალატიან საპარლამენტო სისტემაზე ისტორიაში პირველად გადავიდა.

თურქმენეთში, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, გურბანგული ბერდიმუხამედოვის შვილმა, სერდარ ბერდიმუხამედოვმა გაიმარჯვა

  თურქმენეთის პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებზე პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის შვილმა, სერდარ ბერდიმუხამედოვმა გაიმარჯვა.  2021 წელს თურქმენეთი ორპალატიან საპარლამენტო სისტემაზე ისტორიაში პირველად გადავიდა. ამასთან, 40 წლის სერდარ ბერდიმუხამედოვის კანდიდატად დასახელების გადაწყვეტილება თურქმენეთის მმართველი – „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე 14 თებერვალს მიიღეს. ცნობიდსთვის, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 12 მარტს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ლიდერმა, 64 წლის გურბანგულ ბერდიმუხამედოვმა პარლამენტის ზედა პალატის წევრებს საგანგებო სხდომაზე უთხრა, რომ აპირებს გადადგეს და ხელისუფლება "ახალგაზრდა ლიდერებს" დაუთმოს. ასევე წაიკითხეთ: თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება  

თურქმენეთი ყაზახეთში ბუნებრივი აირის ექსპორტს იწყებს

თურქმენეთსა და ყაზახეთს შორის თურქმენეთის ბუნებრივი აირის ექსპორტზე შეთანხმება მიღწეულია. თურქმენეთის ოფიციალური ტელეარხის Altin Asır-ის ცნობით, ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა რომან სკლიარმა თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბუნებრივი აირის იმპორტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. სკლიარი აშხაბადში თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმება თურქმენული ბუნებრივი აირის ყაზახეთში ექსპორტზე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ყაზახეთი ააშენებს მარცვლეულის ტერმინალს თურქმენეთში. თურქმენეთი, ყოველწლიურად აწარმოებს 83 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს და ექსპორტს ახორციელებს ჩინეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანში.

აზერბაიჯანი ირანის გავლით, თურქმენული გაზის იმპორტის მოცულობას ზრდის

2022 წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანმა ირანის გავლით 1,5 მილიარდი კუბური მეტრი თურქმენული გაზის იმპორტი განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ირანელი მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტისას შესაბამისი შეთანხმებები მიღწეულია. „ირანი გააგრძელებს მონაწილეობას ამ თანამშრომლობაში“, - განაცხადა შაჰბაზოვმა. მანამდე, ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოვჯიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ირანი ბუნებრივი აირის გაცვლების მოცულობას გააორმაგებენ, რაც 2021 წლის შეთანხმების ნაწილია. მან აღნიშნა, რომ სამი ქვეყანა ბუნებრივი აირის გაცვლის მოცულობის გაორმაგებაზე პრაქტიკულად შეთანხმდა. ამჟამად თურქმენეთი, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს დღეში 5-6 მლნ კუბურ მეტრ გაზს აწვდის, ირანი კი ამდენივე გაზს აწვდის აზერბაიჯანს მის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 28 ნოემბერს აშხაბადში, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (ECO) მე-15 სამიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა სამმხრივ შეთანხმებას თურქმენული გაზის აზერბაიჯანისთვის ირანის ტერიტორიის გავლით გაცვლაზე. ხელშეკრულების განხორციელება 2022 წლის 1 იანვარს დაიწყო.  

თურქეთი თურქმენეთთან სავაჭრო ბრუნვის $10 მილიარდამდე გაზრდას გეგმავს

თურქმენეთში თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუატ ოქტაის ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი შეთანხმებები გაფორმდა. ვიცე-პრეზიდენტი ოქტაი და თანმხლები დელეგაცია თურქმენეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ბატირ ატდაევს თურქმენეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეხვდნენ. შეხვედრაზე ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და განათლების საკითხები განიხილეს. შეხვედრის დასასრულს კი ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ადგილობრივი პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში, ოქტაიმ განაცხადა: „ჩვენი ურთიერთობა აქამდე კარგი იყო, მაგრამ ამიერიდან ის კვლავაც გაგრძელდება. ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკურ, სავაჭრო, სატრანსპორტო, კულტურულ და სოციალურ სფეროებში კიდევ უფრო გაიზრდება“. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მხარეებმა ხელი მოაწერეს 72 პუნქტიან შეთანხმებას სხვადასხვა მიმართულებით: „ეს არის საგზაო რუკა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვახორციელოთ ჩვენი მიზანი და $5 მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა  $10 მილიარდის მოცულობამდე გავზარდოთ“, - განაცხადა ოქტაიმ.  

თურქეთი, თურქმენული გაზის TANAP-ის გაზსადენით ტრანსპორტირებას განიხილავს

თურქეთი, თურქმენეთიდან ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) გავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ აშხაბადის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში თურქეთ-თურქმენული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის (NEK) სხდომის გახსნაზე განაცხადა. ცნობილია, რა მოცულობის გაზი გაატარა TANAP-მა 4 წლის განმავლობაში „თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის თანამშრომლობის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია თურქმენული გაზის ანატოლიაში გადატანა TANAP-ის მეშვეობით მისი ამოტუმბვით“, - განაცხადა ფუატ ოქტაიმ. მანამდე თურქულმა კომპანია BOTAŞ-მა განაცხადა, რომ 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, TANAP-ის მილსადენით ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების წლიური მოცულობა 10,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, ხოლო ორი ხაზის მთლიანმა გამტარუნარიანობამ 16,2 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. TANAP-ი სამხრეთის გაზის დერეფნის ცენტრალური ნაწილია, რომელიც აზერბაიჯანში შაჰ-დენიზის გაზის საბადოს ევროპასთან აკავშირებს. პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას. ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება საქართველოზე გამავალი გაზსადენით უნდა მოხდეს.  

თურქმენეთმა და აზერბაიჯანმა, ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ აშხაბადში ჩასულ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი განცხადების მიხედვით, მხარეებმა საერთაშორისო ბაზარზე ენერგეტიკისა და ენერგომომარაგების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მოსაზრებები გაცვალეს. განცხადებაში აღნიშნულია, გასულ წელს, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც კასპიის ზღვის დოსტლუკის საბადოზე, ბუნებრივი რესურსების ერთობლივ კვლევას მოიცავს. თურქმენულმა მხარემ გამოაცხადა მზადყოფნა, რომ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, კონსულტაციები განაგრძოს.  

ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის შემდეგ, თურქმენეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, თურქმენეთში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთში უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შემდეგ გაემგზავრა. აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მუჰამეთგელდი სერდაროვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქმენეთში ავთანდილ ნაფეტვარიძე დახვდნენ.  

ირაკლი ღარიბაშვილმა თურქმენეთში ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის შემდეგ, თურქმენეთში გაემგზავრა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილს თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მუჰამეთგელდი სერდაროვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქმენეთში ავთანდილ ნაფეტვარიძე დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტთან, სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრას გამართავს.  

ილია დარჩიაშვილი თურქმენ კოლეგას შეხვდა

თურქმენეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, აშხაბადში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვთან. საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების თემატიკა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის სფეროებში და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები. მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე რეგიონული სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნების ფარგლებში. კერძოდ აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებული ახალი შესაძლებლობები ქმნიან სამომავლო ურთიერთქმედების საგრძნობი გაძლიერების პერსპექტივებს. „მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის 2023-2024 წლების პროგრამის ხელმოწერა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთქმედების გაძლიერებას საგარეო პოლიტიკის, ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაფართოების, საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და განვითარების საკითხებში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა ერთმანეთს მიულოცეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი, რომელიც 2022 წლის 16 ივლისს აღინიშნა და ხაზი გაუსვეს ორმხრივი დიალოგის მაღალ დონეს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში დინამიკურად ვითარდებოდა ყველა მიმართულებით.  

„დღეს სრულდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქმენეთში. ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა - ხელს შეუწყობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას და გაღრმავებას და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც აქვს ორ ქვეყანას უნდა იქნას მაქსიმალურად ათვისებული და გაძლიერებული ამ თანამშრომლობის პარალელურად“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტის შეფასებისას თურქმენეთში განაცხადა. მისივე თქმით, ზოგადად უზბეკეთსა და თურქმენეთში პრემიერის ვიზიტები ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან. „ზოგადად, პრემიერ-მინისტრის შუა აზიაში ვიზიტს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა. როგორც ცნობილია, ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უზბეკეთში და დღეს უკვე თურქმენეთში სრულდება მისი ოფიციალური ვიზიტი. ამ ვიზიტმა საერთო ჯამში უნდა შეუწყოს ხელი ჩვენი რეგიონის თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც ერთი მხრივ ამ რეგიონს აქვს, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს, რათა ჩვენ შევძლოთ აღნიშნული თანამშრომლობის შესაბამისად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მაქსიმალურად ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი რეგიონში“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ილია დარჩიაშვილი: პრემიერის ვიზიტმა უნდა შეუწყოს ხელი ჩვენი რეგიონის თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან, რათა მაქსიმალურად იქნას გამოყენებული კონომიკური პოტენციალი,  

ლევან დავითაშვილი: თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს დერეფნის გამოყენებით, ეს არის დამატებითი ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა

თურქმენეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, განვიხილეთ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, თურქმენეთთან ხელი მოეწერა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას იძლევა, აშხაბადთან პირდაპირი ფრენები დაინიშნოს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. „ორმხრივი შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება ეკონომიკაში. ასევე ხელი მოეწერა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აშხაბადთან ჩვენ პირდაპირი ფრენები დავნიშნოთ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. თურქმენეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალი და ერთობლივი პროექტები განიხილეს განვიხილეთ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ის, რომ მოიხსნას ბარიერები ქართულ პროდუქციაზე და მეტ ქართულ პროდუქტს თურქმენეთში ექსპორტის შესაძლებლობა გაუჩნდეს. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საკითხების განხილვა. თურქმენეთი მნიშვნელოვანი ქიმიური მრეწველობის მქონე ქვეყანაა, რომელსაც აინტერესებს საქართველოს დერეფნის გამოყენება. საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენების მეშვეობით თავისი პროდუქციის გატანა. ეს არის დამატებითი ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობები. საუბარია რამდენიმე მილიონ ტონა დამატებით ტვირთნაკადზე საქართველოს დერეფნის გამოყენებით. ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანებში დამატებითი ტვირთები გაჩნდება თურქმენეთიდან საქართვლოს მიმართულებით. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე. დღეს თურქმენეთი საქართველოში ნავთობ და ნავთობქიმიის პროდუქტებს აგზავნის, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველოში იაფი ენერგორესურსები შემოტანა განვიხილოთ და ამ საკითხზე ჩვენი სამინისტრო კოლეგებთან ერთად იმუშავებს მომავალშიც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თურქმენეთში ვიზიტი დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თურქმენეთში ვიზიტი დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალი და ერთობლივი პროექტები განიხილეს აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაური თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, მუჰამეთგელდი სერდაროვმა გააცილა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრა გამართა.  

ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალი და ერთობლივი პროექტები განიხილეს

საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების გაღრმავება, ერთობლივი პროექტები და საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობას თურქმენეთთან. საუბარი შეეხო რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებსა და მათ შემდგომ განვითარებას. ითქვა,რომ აღნიშნული სტრატეგიული პროექტების განხორციელება გაზრდის აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას კასპიისა და შავი ზღვების გავლით, რითიც გაფართოვდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და ხელს შეუწყობს რეგიონთაშორისი კავშირების განვითარებას. „საქართველო დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ახალი გზებისა და რკინიგზის მშენებლობაში, აფართოებს საზღვაო პორტების შესაძლებლობებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით შავი ზღვისკენ დერეფნის გამოყენება თურქმენეთისთვის ხელსაყრელი იქნება. საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიულ პარტნიორობას და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოითქვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ  Twitter-ზე გამოეხმაურა. ილია დარჩიაშვილი თურქმენ კოლეგას შეხვდა მთავრობის მეთაური წერს, რომ თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად ახალი შესაძლებლობები განიხილეს. „ნაყოფიერი საუბარი მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან. განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენი დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტს ისეთი პროექტების მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობის პოტენციალის ათვისებას გულისხმობს ურთიერთსასარგებლო მიზნების მისაღწევად”,- წერს პრემიერ-მინისტრი,  

შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წარმომადგენლების უზბეკეთსა და თურქმენეთში ვიზიტისას მთავარ თემად ტვირთების გადაზიდვისა და ტრანზიტის საკითხები გამოიკვეთა. ირაკლი ღარიბაშვილისა და აბდულა არიპოვის შეხვედრისას, უზბეკეთის პრემიერმა საქართველოს პორტებით, ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირების ინტერესი ღიად გამოხატა. თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვისა და საქართველოს პრემიერის შეხვედრისას მთავარი განსახილველი საკითხები აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვა და კასპიისა და შავი ზღვების სატრანზიტო გზების უსაფრთხოება იყო. უზბეკეთი საქართველოს პორტებით ევროპაში ექსპორტის პერსპექტივებს განიხილავს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის”დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი Europetime-თან აცხადებს, რომ შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთსა და თურქმენეთში წამოჭრილი საკითხები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები უზბეკეთსა და თურქმენეთში ჩავიდნენ. საგულისხმოა, რომ საუბარი ამ ქვეყნებთან აქცენტირებულად მიმდინარეობს ტვირთების მოზიდვასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უზბეკეთთან შეხვედრის შედეგებს, აქ შეიძლება გამოიყოს ის გარემოება, რომ დაფიქსირდა კონკრეტული ტვირთვის მოცულობით მოზიდვის პერსპექტივა. უკვე მხარეებს შორის შეთანხმებაც გაფორმდა. საუბარია ქიმიური ტვირთების ბათუმის ნავსადგურის გავლით მოზიდვის შესაძლებლობაზე. კერძოდ,  წელიწადში 400 ათასი ტონა ქიმიური ტვირთების მოზიდვის პერსპექტივა გაჩნდა. შედეგად, ბათუმის ნავსადგური გარკვეულწილად მშრალი ტვირთების მიმართულებით დაიტვირთება“, - აცხადებს ცაგარეიშვილი. საქართველოსა და უზბეკეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმია. ქვეყნებს შორის ვაჭრობა 2021 წელს 18,5 პროცენტით გაიზარდა და $115 მილიონი შეადგინა. უზბეკეთი საქართველოს ამარაგებს ძირითადად სამრეწველო საქონლით, ქიმიური პროდუქტებით, სასმელებით, მანქანებითა და სატრანსპორტო ტექნიკით. საქართველო, უზბეკეთში ფარმაცევტული პროდუქციის, სატრანსპორტო ტექნიკის, საკვები პროდუქტებისა და სხვა სახის იმპორტს ახორციელებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვისა და საქართველოს პრემიერის შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებსა და მათ შემდგომ განვითარებას. ითქვა, რომ აღნიშნული სტრატეგიული პროექტების განხორციელება გაზრდის აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას კასპიისა და შავი ზღვების გავლით, რითიც გაფართოვდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და ხელს შეუწყობს რეგიონთაშორისი კავშირების განვითარებას. ლევან დავითაშვილი: თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს დერეფნის გამოყენებით, ეს არის დამატებითი ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი Europetime-თან აცხადებს, რომ თურქმენეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნავთობპროდუქტების ექსპორტი, რადგან რუსეთის გავლით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, „ვოლგა-დონის“ არხით, ტრანზიტი გართულდა. „წინ ვუსწრებ სიტუაციას და ვვარაუდობ, რომ თურქმენეთში, საუბარი იქნებოდა თურქმენული ნავთობპროდუქტების საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადმორთვაზე. ამას შემთხვევით არ ვამბობ, რადგან აქ საუბარია „ვოლგა- დონის“ არხიდან ნავთობპროდუქტების გადმორთვის პერსპექტივაზე. აქ მნიშვნელოვანი მოცულობებია და დაახლოებით წელიწადში 3 მილიონი ტვირთის მოზიდვის პერსპექტივა არსებობს. დღესდღეობით, თურქმენული ნავთობპროდუქტები „ვოლგა-დონის“ არხით გადის ევროპის სხვადასხვა მიმართულებით. რუსეთ-უკრაინის ომი და ფართომასშტაბიანი დაპირისპირება წარმოუდგენელს ხდის ამ მარშრუტით ტვირთების გადაზიდვებს. ეს ტვირთი ალბათ შუა დერეფნის თვალსაწიერში მოექცევა. ვფიქრობ საქართველოსა და თურქმენეთს შორის აუცილებლად იქნება საუბარი ამ საკითხზე. დამატებითი ტვირთების მოზიდვის პერსპექტივა, ალბათ თურქმენეთის მხრიდანაც გამოჩნდება“, - აცხადებს ცაგარეიშვილი. საქართველოს თურქმენეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება აქვს გაფორმებული. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში თურქმენეთი ვერ მოხვდა. იმპორტიორთა ათეულში კი ეს ქვეყანა მეცხრე ადგილზეა. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში თურქმენეთიდან $628.3 მილიონის პროდუქცია იმპორტირდა. ზრდამ 183.3% შეადგინა. „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარების გამო, უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი საქართველოსთან მიმართებით კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ამ გარემოებისა და ორ ქვეყანაში ვიზიტის ფონზე, სახელშეკრულებო არეალის მიღმა არ უნდა დარჩეს ყაზახეთი. „მიმაჩნია, რომ ყაზახეთი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტვირთების გენერირების თვალსაზრისით. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსკასპიური მარშრუტის მხოლოდ 7% გადის. დანარჩენი ნაწილი მოქცეულია ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში, აზერბაიჯანში, კასპიის ზღვაზე, შავ ზღვაზე და ა.შ. პრობლემების გორგალი, არა საქართველოს მონაკვეთზე, არამედ სხვა ქვეყნებშია. კერძოდ, ყაზახეთის ტერიტორიაზე. ყაზახეთს უხდება როგორც ტვირთების გენერირება ასევე გემების მობილიზება თავის ნავსადგურებში. აქტაუს პორტში ხდება ასევე ვაგონების შეგროვება, რომ ეს ტვირთნაკადი ამ მიმართულებაზე გადმორთონ“. ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ ეს შანსი საქართველომ უნდა გამოიყენოს და ყაზახეთიდან ტვირთების მოსაზიდად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. „ყაზახეთსა და რუსეთს შორის მთლიანად გაწყდა სატრანსპორტო კომუნიკაცია. ყაზახეთი რუსეთის ვერცერთ ნავსადგურს ვერ იყენებს, რადგან ეს ნავსადგურები სანქცირებულია. თავის მხრივ, ყაზახეთის მიზანი იყო, ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებში გაეშვა ქვანახშირი და ქიმური ტვირთები, ლითონკონსტრუქციები და ა.შ. რაც მის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს, მაგრამ აქაც პრობლემა აქვს. ამ პორტებთან ტვირთებს ვერ უშვებს, რადგან რუსეთის ტერიტორია უნდა გაიარონ და რუსეთი უარს ეუბნება ბალტიის ქვეყნებში ტრანსპორტირებაზე, რადგანაც ყაზახეთმა ცალსახად უარი თქვა რუსეთის პორტების გამოყენებაზე. შედეგად, ყაზახეთის ტვირთების მნიშვნელოვანი ნაკადი - ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ქიმიური ტვირთები, ქვანახშირი, საკონტეინერო ნაკადი, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული ტვირთია, დღესდღეობით არის მომიზნული, რომ საქართველოს მიმართულებით წამოვიდეს. ყაზახეთის ინფრასტრუქტურა არ არის მზად, რადგან ნავთობი მილსადენიით ექსპორტირდებოდა და ახლა პორტებში უნდა დაბრუნდეს. ადაპტირების ეს შესაძლებლობა ჯერჯერობით სირთულეებს წარმოადგენს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი. საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა იზრდება

თურქმენეთმა მარაგების ზრდის კვალდაკვალ, ბუნებრივი აირის მოპოვების გეგმას გადააჭარბა

თურქმენეთში 2022 წლის იანვარ-ივლისში გაზის მოპოვების გეგმა, გადაჭარბებით შესრულდა.  თურქმენეთი ყაზახეთში ბუნებრივი აირის ექსპორტს იწყებს ამის შესახებ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელი შაჰიდ აბრდრახმანოვი აცხადებს. მისი თქმით, თურქმენეთში გაზის მოპოვების გეგმას 113,6% გადააჭარბეს, ხოლო თხევადი აირის მოპოვების გეგმა 115% შესრულდა.  ამასთან, თურქმენეთიდან გაზის ექსპორტის გეგმა 123,6% შესრულდა.   შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და გაზის მარაგებით, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სიაშია. თურქმენეთის გაზის მარაგები ახალი ტექნოლოგიების საფუძველზე 126 მილიარდი კუბური მეტრითაა გაზრდილი.    

თურქმენეთი „ლაპის ლაზულის“ დერეფნის გააქტიურებას ცდილობს, რომლის ერთ-ერთი მოთამაშე საქართველოა

თურქმენეთი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების წარმატებულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირში (IRU) განუცხადეს.   „თურქმენეთის მთავრობის მხარდაჭერა არსებითი იქნება საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების, კერძოდ, „ლაპის ლაზულის“ დერეფნის წარმატებული განვითარებისთვის, რათა შედგეს რეგიონული კავშირი, რაც რეგიონში კეთილდღეობასა და საბოლოოდ მშვიდობას მოიტანს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.  ამასთან, საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირში აცახდებენ, რომ ამ მარშრუტების გასწვრივ ყველა ქვეყანამ, ტრანსსასაზღვრო საკითხებში კოორდინაცია, გლობალურ და რეგიონულ დონეზე უნდა დაიწყოს.  დერეფანი „ლაპის ლაზული“ შეიქმნა სატრანზიტო და სავაჭრო თანამშრომლობისათვის ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის, რომლის მიზანია გადაზიდვების და ვაჭრობის სფეროში არსებული დაბრკოლებების შემცირება და რეგიონში საბაჟო პროცედურების ინტეგრაციის განვითარება. დერეფანი „ლაპის ლაზული“ იწყება ავღანეთის ფარიაბის პროვინციაში, თურქმენეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან აქინა (Aqina) და ჰერათის პროვინციაში, თურქმენეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან თურქუნდი (Turqundi) და გრძელდება თურქმენეთის კასპიის ზღვის პორტამდე თურქმენბაში, შემდეგ კასპიის ზღვის გავლით შედის ბაქოში და საქართველოს დედაქალაქს უკავშირდება, შემდეგ კი ფოთისა და ბათუმის პორტებს. მარშრუტი გაივლის აგრეთვე თურქეთის ქალაქებს ყარსსა და სტამბოლს, ბოლოს კი ევროპას უკავშირდება.    „ამავდროულად, ეს ქვეყნები სწრაფად უნდა გადავიდნენ სატრანსპორტო დოკუმენტებისა და პროცედურების გაციფრულებაზე. ასევე გამოიყენონ საუკეთესო პრაქტიკა და გლობალური სტანდარტები სასაზღვრის გადაკვეთისას სხვა პრობლემების გადასაჭრელად. „ლაპის ლაზულის“ დერეფნის განვითარება, რეგიონში თურქმენეთის, როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას გააძლიერებს “, - განაცხადეს IRU-ში. გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თურქმენეთი და IRU ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ნაყოფიერად თანამშრომლობენ. თურქმენეთი საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის კონვენციას (TIR) ​​1996 წელს შეუერთდა.  

თურქმენეთი გაზის მოპოვებას ზრდის

თურქმენეთში 2022 წლის იანვარ-ივლისში მოპოვებული გაზის მოცულობამ 5,96 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. თურქმენეთში მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით მალაის, კერპიჩლის, ბოვრუდეშიკის გაზის საბადოებზე 18 ჭაბურღილი შეკეთდა. ამავდროულად, მაღალი წარმოების მაჩვენებლები მალაის საბადოზე გაზის კომპრესორული სადგურის ამოქმედებით გახდა შესაძლებელი, რომლის სიმძლავრე წელიწადში 30 მილიარდი კუბურ მეტრს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი გაზის მარაგი 126 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა ახლახან აღმოჩენილი საბადოების ინდუსტრიული განვითარების შედეგად.  

თურქმენეთის პორტი შესაძლოა, რეგიონული სავაჭრო ცენტრი გახდეს

თურქმენეთის საერთაშორისო საზღვაო პორტი „თურქმენბაში“ შესაძლოა, რეგიონული სავაჭრო ცენტრი გახდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირში (IRU) განუცხადეს. „ინტერმოდალური ვაჭრობის სფეროში ამბიციების განხორციელების წინ, „თურქმენბაშის“ საზღვაო პორტი შესაძლოა რეგიონული სავაჭრო ცენტრი გახდეს და  სატრანსპორტო და სატრანზიტო პროცესებში თავისი როლი გააძლიეროს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. ამასთან, საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის (TIR) ​​სისტემის ინტერმოდალური ფუნქციები თურქმენეთს ამ ამბიციების განხორციელებაში ხელს უწყობს. „ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურა „თურქმენბაშის პორტში“ და სახმელეთო სასაზღვრო პუნქტებში თურქმენეთის, როგორც რეგიონალური სავაჭრო ცენტრის როლის გასაძლიერებლად გამოიყენება. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ განვითარებას თურქმენეთის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, - აცხადებენ IRU-ში.  

„ყაზახეთი-თურქმენეთი-ირანის“ რკინიგზას დიდი პოტენციალი აქვს - ყაზახეთის პრეზიდენტი

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრებს მოუწოდა, რომ „ყაზახეთი-თურქმენეთი-ირანის“ რკინიგზის პოტენციალი გამოიყენონ.  „მოვუწოდებ SCO-ს პარტნიორებს გამოიყენონ შესაძლებლობები, რომლებიც იხსნება ამ კუთხით. სერიოზული პოტენციალი აქვს ყაზახეთ-თურქმენეთი-ირანის რკინიგზას, რომელიც ხსნის უმოკლეს მარშრუტს აღმოსავლეთ აზიიდან სპარსეთის ყურის ქვეყნებამდე. ყაზახეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება“, - განაცხადა ტოკაევმა. მისი თქმით, ყაზახეთი მიესალმება პერსპექტიული პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონის ქვეყნების ურთიერთდაკავშირების უზრუნველყოფას. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ცენტრალურ და სამხრეთ აზიას შორის სატრანსპორტო მარშრუტების გაფართოების მცდელობებს, ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრანსევრაზიული დერეფნების განვითარებას. ზოგადად, ჩვენ მომხრე ვართ ახალი და არსებული მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნებისა და ლოგისტიკური ცენტრების შექმნისა და მოდერნიზების“, - განაცხადა თოყაევმა.   

ყაზახეთი თურქმენული გაზის იმპორტს იწყებს

QazaqGaz-მა და Turkmengaz-მა თურქმენული გაზის იმპორტზე ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა.  თურქმენეთი გაზის მოპოვებას ზრდის „მადლობას ვუხდი თურქმენეთის პრეზიდენტს ამ პროექტის ხელშეწყობაში პირადი მხარდაჭერისთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებით და მზად ვართ გაზის იმპორტის მოცულობა წელიწადში 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გავზარდოთ“, - განაცხადა თოყაევმა. პრეზიდენტმა გამოაცხადა ყაზახეთის განზრახვა მონაწილეობა მიიღოს თურქმენეთის ძირითადი ენერგეტიკული ინიციატივების განხორციელებაში, ასევე გამოცდილების გაცვლასა და ორმხრივად მომგებიანი პროექტების განვითარებაში გაზის გადამუშავებისა და გაზის ქიმიის სფეროში. გარდა ამისა, განხილული იქნა ყაზახური ხორბლის თურქმენეთის ბაზარზე ექსპორტის პერსპექტივები და თურქმენეთ-ავღანეთის საზღვარზე მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობა. შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი გაზის მარაგი, ახლახან აღმოჩენილი საბადოების ინდუსტრიული განვითარების შედეგად, 126 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა.   

თურქმენეთი და უზბეკეთი სტრატეგიული პარტნიორობას აღრმავებენ

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკათ მირზიოევმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ, დეკლარაციას მოაწერეს ხელი.  გარდა ამისა, ხელი მოეწერა უამრავ დოკუმენტს ორი ქვეყნის მთავრობების, სამინისტროებისა და დეპარტამენტების დონეზე, რომლებიც ითვალისწინებს უზბეკეთ-თურქმენეთის თანამშრომლობის გაფართოებას. მათ შორის მხარეებმა წარმოადგინეს  2022-2024 წლების პრაქტიკული მოქმედებების გეგმა უზბეკეთის რესპუბლიკასა და თურქმენეთს შორის, რომლიც მიზანიცაა მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგის, საპარლამენტთაშორისო, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის, კულტურული და ჰუმანიტარული გაცვლის გააქტიურება.    ასევე მხარეები, ელექტროენერგიის, საბაჟო, ვეტერინარული მედიცინისა და მეცხოველეობის, კინემატოგრაფიისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.   

ცნობილია, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ექსპორტირებული თურქმენული ნავთობის მოცულობა

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ (BTC) მილსადენით მსოფლიო ბაზრებზე სულ 32 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობია ექსპორტირებული.  ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა აშხაბადში, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კონფერენციაზე „თურქმენეთის ნავთობი და გაზი - 2022“ (OGT-2022) განაცხადა.  ამასთან, ნაჯაფის თქმით, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის,  კასპიის ზღვაში დოსტლუგის საბადოს ნახშირწყალბადების ერთობლივი გამოკვლევის, განვითარებისა და ექსპლუატაციის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რაც  ორ ქვეყანას გაზის სექტორში, ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის თვალსაზრისით ახალ შესაძლებლობას უხსნის.  

თურქმენეთი საქართველოს გავლით ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას განიხილავს

„ტრანსკასპიური პროექტი დღეს დღის წესრიგიდან არ არის ამოღებული. ეს პროექტი გაზსადენის მშენებლობას აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლით მოიცავს“, - განაცხადა თურქმენეთის ვიცე-პრემიერმა შაჰიმ აბდრახმანოვმა ADIPEC-ის კონფერენციაზე გამოსვლისას. ცნობილია, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ექსპორტირებული თურქმენული ნავთობის მოცულობა შაჰიმ აბდრახმანოვმა, ასევე აღნიშნა, რომ დღეს ევროპაში გაზის მიწოდების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია თურქმენეთისთვის. მისივე თქმით, თურქმენეთი გაზსადენებით რუსეთს, ჩინეთსა და ირანს აწვდის გაზს. „TAPI-ის რეალიზაცია აზიის ბაზრებზე ტვირთს შეამსუბუქებს, გამოთავისუფლებული ნაკადები, შესაძლოა ევროპულ ბაზარზე გავიდეს“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. ნავთობისა და გაზის 26-ე საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია ADIPEC 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით აბუ დაბიში (UAE) იმართება. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოაცხადა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტს, თუ თურქმენეთის ხელისუფლება მის განხორციელებას გადაწყვეტს. თუმცა, მშენებლობის ინიციატორი აზერბაიჯანი არ იქნება.  

თურქეთი მზადაა, თურქმენული გაზი ტრანზიტით ევროპას მიაწოდოს

ანკარა მზადაა, თურქმენეთიდან ბუნებრივი აირი ევროპას ტრანზიტით მიაწოდოს.  თურქმენეთი გაზის მოპოვებას ზრდის ამის შესახებ თურქმენული მედია, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარის მუსტაფა შენტოპის აშხაბადში ვიზიტის შემდეგ იუწყება. თურქმენეთი საქართველოს გავლით ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას განიხილავს მედიის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში კონტაქტების დამყარების ფართო პერსპექტივები არსებობს და განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, თურქმენული ბუნებრივი აირი ევროპას ტრანზიტით მიაწოდოს. ცნობილია, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ექსპორტირებული თურქმენული ნავთობის მოცულობა შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი გაზის მარაგი 126 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა ახლახან აღმოჩენილი საბადოების ინდუსტრიული განვითარების შედეგად.  

თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერების პირველი სამიტი იმართება

თურქმენეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი თურქმენელი კოლეგა სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოთხშაბათს თურქმენეთში შეხვდნენ და ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული საკითხებსი განიხილეს. დახურული შეხვედრა დასავლეთ თურქმენეთის ქალაქ ავაზაში თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერების პირველი სამიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ერდოღანმა ასევე მოლაპარაკება გამართა პარლამენტის ზედა პალატის, თურქმენეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან. თურქეთის ლიდერი მოგვიანებით, სამიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება.  

ერდოღანი აზერბაიჯანელ და თურქმენ კოლეგებს: თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლეთის ბაზრებზე ტრანსპორტირების მიზნით უნდა ვიმუშაოთ

თურქეთს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის აზერბაიჯანელ და თურქმენ კოლეგებს განუცხადა, რომ მუნდა „დაიწყონ მუშაობა თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლურ ბაზრებზე გასატანად. ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქმენეთის ლიდერი სერდარ ბერდიმუჰამედოვი  დასავლეთ თურქმენეთის ქალაქ ავაზაში შეხვდნენ. მხარეებმა სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნაბიჯები, განსაკუთრებით ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებები განიხილეს. „ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩვენს თურქმენ და აზერბაიჯანელ ძმებთან. გარდა ამისა, ჩვენ ვანიჭებთ მნიშვნელობას ჩვენს რეგიონში ჩვენს ქვეყნებს შორის ელექტროენერგიით ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას. ამ კონტექსტში ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ელექტროენერგიის გადაცემაზე თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქმენეთის სრული წევრობა თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში, გააძლიერებს ჯგუფს. 2021 წლიდან თურქმენეთს ჯგუფში დამკვირვებლის სტატუსი აქვს.

კარენ დონფრიდი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთის გაზის დერეფანს

აშშ აზერბაიჯანისთვის, თურქმენული გაზის მიწოდების მხარდაჭერის შესაძლო გზებს იკვლევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა ევროპის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კიბერუსაფრთხოების ქვეკომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  სამხრეთის გაზის დერეფანი, ევროპის გაზმომარაგების ყველაზე სანდო მარშრუტი ხდება - თურქული კვლევითი ცენტრი „აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში ენერგომომარაგების დივერსიფიკაციასა და უსაფრთხოებაში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით აზერბაიჯანთან ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთის გაზის დერეფანს. SGC ხელს უწყობს ევროპაში ენერგიის იმპორტის მარშრუტებისა და წყაროების დივერსიფიკაციას, რაც ახლა აშშ-ს პოლიტიკის პრიორიტეტია. აშშ იკვლევს გზებს, რათა მხარი დაუჭიროს თურქმენული გაზის მიწოდებას აზერბაიჯანში, რათა გაზარდოს არარუსული ბუნებრივი აირის ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა დონფრიდმა.  მისივე თქმით, ივლისში ევროკავშირმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან, 2027 წლისთვის აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის იმპორტის გაორმაგების შესახებ, წელიწადში მინიმუმ 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. „არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ საჯაროდ გამოხატა ინტერესი აზერბაიჯანულ გაზზე უფრო ფართო წვდომის უზრუნველყოფის შესახებ. აზერბაიჯანს ასევე აქვს განახლებადი ენერგიის, კერძოდ ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი და ჩვენი დახმარება სწორედ ამისთვისაა მიმართული. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი იყო ევროპული დიპლომატიის პირველი წარმატება აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის დივერსიფიკაციისა და თანამშრომლობის შესახებ“, - განაცხადა დონფრიდმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.  

თურქმენეთი და ჩინეთი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

თურქმენეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ გაზის სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, კერძოდ, საბადოების განვითარებასა და გაზსადენის მშენებლობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა პეკინში მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა აღნიშნეს თურქმენეთსა და ჩინეთს შორის გაზის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და განაცხადეს რომ ამ სფეროში ყოვლისმომცველი თანამშრომლობის სქემა ყალიბდება: წარმოება, მილსადენით ტრანსპორტირება, ვაჭრობა, დაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა. დოკუმენტის თანახმად „თურქმენეთი და ჩინეთი ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორები არიან“. მხარეები შემდგომში სრულად განახორციელებენ არსებულ შეთანხმებებს, გააგრძელებენ მოლაპარაკებების პროცესს გაზის სექტორში თანამშრომლობაზე, დააჩქარებენ გალკინიშის გაზსადენის ინდუსტრიული განვითარების მეორე ეტაპის განხორციელებას, თურქმენეთ-ჩინეთის გაზსადენის D ხაზის მშენებლობასა და სხვა მსხვილ ერთობლივ პროექტებს“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სერდარ ბერდიმუჰამედოვი საქმიანი ვიზიტით, ჩინეთში იმყოფება.  

თურქმენეთი პირველ მიწისქვეშა გაზსაცავს ააშენებს

თურქმენეთი, ქვეყანაში პირველ მიწისქვეშა გაზის საცავს (UGS) ააშენებს. თურქმენეთი და ჩინეთი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ ვიცე-პრემიერმა შაჰიმ აბდრახმანოვმა, რომელიც ზედამხედველობს საწვავის და ენერგეტიკულ კომპლექსს, მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში პირველი UGS ობიექტის მშენებლობის შესახებ განაცხადა, რომელიც უზრუნველყოფს კომერციული გაზის მარაგების შენახვას. თურქმენეთი საქართველოს გავლით ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას განიხილავს მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, დაგეგმილია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მოზიდვა გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, დიზაინის, აღჭურვისა და მშენებლობის მოსამზადებლად. ბუნებრივი აირის მარაგების მხრივ, თურქმენეთი რუსეთთან, ირანთან და ყატართან ერთად მსოფლიოს პირველ ოთხ ქვეყანას შორისაა.  

თურქმენეთის პრეზიდენტმა, ქვეყნის ნაციონალური ლიდერისა და მისი ოჯახის ხელშეუხებლობა დააკანონა

თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, თურქმენეთის ეროვნულ ლიდერს გურბანგული ბერდიმუჰამედოვსა და მისი ოჯახის წევრებს იმუნიტეტის უფლება მიენიჭათ.  კონსტიტუციური კანონი „თურქმენი ხალხის ეროვნული ლიდერის შესახებ“ ყოფილ პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს და მისი ოჯახის წევრებს იმუნიტეტის უფლებითა და რიგი სხვა შეღავათებით სარგებლობის უფლებას აძლევს. გადაწყვეტილება ასევე ეხება მის ქონებასა და ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ ქონებას. 21 იანვარს გაიმართა თურქმენეთის პარლამენტის - მილი გენგეშის ერთობლივი სხდომა, რომელზეც გადაწყდა ექსპრეზიდენტ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვისთვის ეროვნული ლიდერის სტატუსის მინიჭება.   

აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვის ფსკერის გაყოფის საკითხები განიხილეს

24-25 იანვარს აშხაბადში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის კასპიის ზღვის ფსკერის გაყოფის შესახებ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აზერბაიჯანის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სასაზღვრო და კასპიის ზღვის საკითხებში ხალაფ ხალაფოვი, ხოლო თურქმენეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა კასპიის ზღვის ინსტიტუტის დირექტორი მურად ატაკანოვი, რომელიც კასპიის ზღვის საკითხებში, თურქმენეთის სპეციალური წარმომადგენელია.  შეხვედრას აზერბაიჯანისა და თურქმენეთის შესაბამისი სამინისტროებისა და სპეციალიზებული სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის კასპიის ზღვის ფსკერის გაყოფის შესახებ შეთანხმების პროექტის დებულებები განიხილეს.   

თურქმენეთი უზბეკეთს თხევადი გაზის პარტიას უფასოდ გაუგზავნის

თურქმენეთი თხევადი გაზის პარტიას უზბეკეთში უფასოდ გაუგზავნის, იუწყება Trend-ი თურქმენულ მედიაზე დაყრდნობით. შესაბამის ბრძანებას თურქმენეთის პრეზიდენტმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა მეზობელი ქვეყნის მხარდაჭერისა და თურქმენეთსა და უზბეკეთს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით მოაწერა ხელი. დოკუმენტის მიხედვით, თურქმენგაზის სახელმწიფო კონცერნმა თხევადი გაზის პარტია უზბეკეთს უსასყიდლოდ უნდა გადასცეს. მანამდე უზბეკეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ცივი ამინდის ფონზე ენერგორესურსების დეფიციტის გამო, გაზის, ქვანახშირის, საწვავის და ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდა გადაწყვიტა. იმავდროულად, უზბეკეთს ზამთარში თურქმენეთიდან დაახლოებით 1,5 მილიარდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეაქვს შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.  

საქართველომ და თურქმენეთმა ტრანსპორტისა და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო - ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრს, ბეგენჩ გოჩმოლაევს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, ხაზი გაესვა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგამბულობა, ტურიზმი და სხვ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის ფორმატი, რომლის მომდევნო სხდომაც თბილისში 6 ივნისს გაიმართება. ეკონომიკის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ შეხვედრისას ხაზი გაესვა ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობას ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის, აგრეთვე საქართველოში თურქმენეთიდან ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას. „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროებში. ყურადღება გამახვილდა საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანში თურქმენეთიდან ტვირთების მოზიდვის მნიშვნელობაზე. ასევე, განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის სფეროში“.   

პაკისტანმა და თურქმენეთმა TAPI-ის გაზსადენის პროექტზე მუშაობა დააჩქარეს

პაკისტანმა და თურქმენეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ გეგმას (JIP), რომ თურქმენეთის, ავღანეთის, პაკისტანისა და ინდოეთის (TAPI) გაზსადენის პროექტზე მუშაობა დააჩქარონ. ხელმოწერის ცერემონიას ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. შეთანხმებას პაკისტანში, თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტისას გაფორმდა. თურქმენეთის დელეგაციასთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის ხედვის მნიშვნელოვანი კომპონენტი, TAPI-ს გაზსადენის პროექტი უზრუნველყოფს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ ზრდას და კეთილდღეობას როგორც პაკისტანში, ასევე, მთელ რეგიონში. „ეს პროექტი არის პაკისტანისა და თურქმენეთის სტრატეგიული თანამშრომლობის გამოვლინება ენერგეტიკულ სექტორში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. TAPI-ს გაზსადენის პროექტი მიზნად ისახავს ბუნებრივი აირის მიწოდებას თურქმენეთის გალკინიშის გაზის საბადოდან პაკისტანში, ავღანეთის გავლით. მილსადენის მშენებლობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო.  პროექტის მოცულობა 33 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში. მილსადენის სიგრძე 1814 კილომეტრია.  

ბელგიური Challenge Airlines-ი თურქმენეთის გავლით ტვირთების გადაზიდვას გეგმავს

ბელგიური Challenge Airline-ი  თურქმენეთის გავლით, მარშრუტზე - ნინბო (ჩინეთი) - აშხაბადი და აშხაბადი - ლიეჟი (ბელგია) ფრენების შესრულებას გეგმავს. ბელგიაში თურქმენეთის საელჩოს ცნობით, Challenge Airlines-ისა და Turkmenistan Airlines-ის მენეჯმენტს შორის მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო ლოგისტიკის საკითხებზე, მათ შორის თურქმენეთის გავლით ამ კომპანიის ფრენების დაწყების პროცედურებსა და სავიზო მხარდაჭერაზე. „თურქმენეთის საელჩოს ძალისხმევა, დაამყაროს პარტნიორობა Challenge Airlines-თან, მიზნად ისახავს უზრუნველყოს სტაბილური საჰაერო ტვირთების მიმოსვლა აშხაბადის გავლით, რაც ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. 2016 წელს თურქმენეთის დედაქალაქმა გახსნა ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც თურქული კომპანია - Polimeks-ის მიერ 2 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით აშენდა,“ - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.  

რა მიზნით იმყოფებოდა თურქმენეთის დელეგაცია საქართველოში

თურქმენეთის დელეგაცია ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, რათა მდგრადი ენერგეტიკის სფეროში, ქვეყნის წარმატებული პროექტები, ასევე ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა შეესწავლა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. დელეგაციაში შედიოდნენ სახელმწიფო ელექტროენერგეტიკული კორპორაციის Turkmenenergo და თურქმენეთის სახელმწიფო ენერგეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო და წარმოების ცენტრის წარმომადგენლები. ვიზიტის ორგანიზატორი იყო ევროკავშირის პროექტი „მდგრადი ენერგეტიკული კავშირები ცენტრალურ აზიაში“ (SECCA). ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის დელეგაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. გარდა ამისა, დელეგატები ასევე გაეცნენ მდგრადი ენერგიის ხელშეწყობის ზოგად სტრატეგიულ და საკანონმდებლო ჩარჩოს, შენობებში ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის პრაქტიკულ ასპექტებს (სახელმწიფო შენობების ინვენტარიზაცია, შენობების ენერგეტიკული სერტიფიცირება), მრეწველობის ხელშეწყობის პრაქტიკულ ასპექტებს (მსხვილი საწარმოების რეესტრი, მაღალი ხარისხის ენერგეტიკული აუდიტი). თურქმენეთი ენერგეტიკული ინდუსტრიის გასაძლიერებლად მუშაობს, რისთვისაც განახლებადი ენერგიის მოწინავე მეთოდებს იყენებს. ქვეყანა სწავლობს სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას, რათა მიიღოს ინოვაციური გადაწყვეტილებები და გაზარდოს ენერგოეფექტურობა, ამით ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას და შეამციროს ტრადიციული ენერგიის წყაროებზე დამოკიდებულება.  

თურქმენეთი შუა დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო ოპერაციების გამარტივების ზომებს უცხოელ პარტნიორებთან განიხილავს

თურქმენეთი შუა დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო ოპერაციების გამარტივების ზომებს უცხოელ პარტნიორებთან განიხილავს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეს საკითხი განიხილეს თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (OTS) ტრანსპორტის საკოორდინაციო კომიტეტის მე-2 სხდომაზე, რომელიც უნგრეთში, ბუდაპეშტში 25-26 აპრილს იმართება. დელეგატების დისკუსიისას ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო და სატრანზიტო ოპერაციების გამარტივების, სატრანსპორტო პროცედურების დიგიტალიზაციისა და მულტიმოდალური კავშირებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე. შეხვედრას ესწრებოდა თურქმენეთის საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე (Turkmendenizderyayollary) ბატირ ანაევი, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა თურქმენეთის სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორში სისტემურ გარდაქმნებზე, იმისთვის, რომ ქვეყანამ გააცნობიეროს გეოგრაფიული უპირატესობები ევრაზიული მიწოდების ჯაჭვების სატრანზიტო ჩარჩოს ფორმირებაში. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გვთავაზობს სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით.  

ირანი, რუსეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ წვრთნებს მართვენ

ირანმა, რუსეთმა, ყაზახეთმა, თურქმენეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი წვრთნები "CASAREX24“ დაიწყეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ირანის საზღვაო ძალების ჩრდილოეთ ფლოტის მიერ ორგანიზებული სწავლება მიზნად ისახავს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას და მონაწილე ქვეყნების მზადყოფნის გაუმჯობესებას სამძებრო-სამაშველო ოპერაციების განხორციელებისას. ეს წვრთნები კასპიის ზღვაში ირანის ინიციატივით პირველად ტარდება. წვრთნაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ტიპის ირანული ხომალდები, მათ შორის, სარაკეტო კატარღები Paykan, Joshan, Derafsh და Separ, ასევე IRGC-ის (ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი) საზღვაო ქვედანაყოფი Martyr Basir. უსაფრთხოებისა და სამაშველო წვრთნებში მონაწილეობს რუსული ხომალდი SB 45. კასპიის ზღვის სანაპირო ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის, ირანის ისლამური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა და რუსეთის ფედერაცია, წვრთნების სხვადასხვა ეტაპს მონიტორინგს გაუწევენ.  

ყაზახეთი და თურქმენეთი ტრანს-ავღანურ დერეფანს შექმნიან

ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ვიზიტის დროს ხელმოწერილი დოკუმენტების მიხედვით, ყაზახეთი და თურქმენეთი ტრანს-ავღანურ დერეფანს ააშენებენ. ყაზახური მედიის ცნობით, ტრანსპორტის მინისტრმა მარატ კარაბაევმა განაცხადა, რომ ეს მარშრუტი გაივლის ყაზახეთის, თურქმენეთის ტერიტორიაზე, შემდეგ - ავღანეთში, მათ შორის - პაკისტანის, სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანეზე წვდომით. თოყაევის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს ოთხ დოკუმენტს, ორ მემორანდუმს და ორ მთავრობათაშორის შეთანხმებას ტრანსპორტის სფეროში. ხელშეკრულებები ითვალისწინებს ავტოტრანსპორტით სატვირთო გადაზიდვებში სანებართვო სისტემის გაუქმებას. ორივე ქვეყანა ასევე განავითარებს სტრატეგიულ თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში. ასევე წაიკითხეთ: თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, ტრანსავღანური რკინიგზის მშენებლობაში ჩაერთოს