თეგი: თხევადი გაზის ცენტრი
კატარი და Chevron Phillips-ი, რას ლაფანის პორტში თხევადი გაზის ცენტრის განვითარებას იწყებენ
კატარის ნავთობისა და გაზის ეროვნულმა კომპანიამ Qatar Energy-მ და ამერიკულ-ჰოლანდიურმა კორპორაციამ Chevron Phillips-მა, „რას ლაფანის“ ინდუსტრიული ცენტრის განვითარების მიზნით, 6 მილიარდი დოლარის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. კატარი შესაძლოა, თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდეს ამის შესახებ ემირატის ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრმა საად ბინ შარიდ ალ-ქააბიმ განაცხადა. „მხარეებს შორის ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას „რას ლაფანის“ ინდუსტრიული ზონის განვითარების შესახებ, რომელიც სპეციალიზირებულია ნავთობქიმიურ წარმოებაზე“, - განაცხადა ალ-ქააბიმ. შარლ მიშელმა კატარის ემირთან ენერგორესურსების საკითხი განიხილა მან დასძინა, რომ „ერთობლივი პროექტის ღირებულება 6 მილიარდი დოლარია“. მინისტრის თქმით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი კომპანია, რომლის კაპიტალის 70% ეკუთვნის Qatar Energy-ს, 30% - Chevron Phillips-ს. თოყაევი: კატარი, ახლო აღმოსავლეთში ყაზახეთის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია „რას ლაფანის“ ინდუსტრიული ცენტრი, რომელიც მდებარეობს კატარის დედაქალაქ დოჰადან რამდენიმე ათეულ კილომეტრში, სპეციალიზირებულია თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოებაზე. „რას ლაფანის“ საზღვაო პორტი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი LNG საექსპორტო ცენტრია.