თეგი: იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
იაპონიის პრემიერ-მინისტრი: ყოფილი პრემიერი, რომელსაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია
იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე, რომელსაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას იაპონიის პრემიერმა მომხდარს „საზიზღარი აქტი“ უწოდა. „მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია, არ შეიძლება, მომხდარის საარჩევნო კამპანიასთან კავშირის უგულვებელყოფა. არჩევნები მიმდინარეობს. ეს არის დემოკრატიის საფუძველი და ასეთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ეს არის ბარბაროსობა და მავნებლობა, ამასთან შეგუება არ შეიძლება“, – განაცხადა ფუმიო კიშიდამ. იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს
იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს მკვლელობაში ბრალდებულ ტეცუია იამაგამის წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს როგორც ცნობილია, სასამართლომ უნდა დაადგინოს, შეუძლია თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობაში ბრალდებულს ჩადენილ დანაშაულზე პასუხისგება. ამასთან, 41 წლის იამაგამი ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის. ცნობისთვის, 8 ივლისს, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი კლინიკაში დაიღუპა. ასევე წაიკითხეთ: იაპონიის პრემიერ-მინისტრი: ყოფილი პრემიერი, რომელსაც ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია