თეგი: იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს დიდი ეკონომიკური საფასურის გადახდა მოუწევს
„თუ რუსეთი გაიმეორებს იმას, რაც უკვე გააკეთა საქართველოსთან 2008 წელს და უკრაინასთან 2014 წელს, მაშინ ამას მთელი ალიანსი უპასუხებს, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, თუ NATO-ს ქვეყანა დაზარალდება, მე-5 მუხლი ამოქმედდება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, მიზეზები, რის გამოც NATO-მ განათავსა სამხედრო ძალები ალიანსის აღმოსავლეთში, არის ის, რომ, რუსეთი კვლავ თუ შეიჭრება უკრაინაში, მათგან აღმოსავლეთით, NAT0 კიდევ უფრო მეტ ძალებს განათავსებს. იენს სტოლტენბერგის განაცხადებით, NATO უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას არ გეგმავს, მაგრამ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს დიდი ეკონომიკური საფასურის გადახდა მოუწევს. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი მზად არის, მოუსმინოს რუსეთის შეშფოთებებს და გამართოს სერიოზული მოლაპარაკებები NATO-სა და რუსეთის ინტერესებში შემავალ საკითხებზე.
რას სთავაზობს NATO რუსეთს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსმა რუსეთს წერილობითი წინადადებები გადასცა. მან პუნქტობრივად განიხილა ის სფეროები, სადაც საჭიროა პროგრესის მიღწევა. მაგალითად, NATO-რუსეთის ურთიერთობები; ევროპის უსაფრთხოება, მათ შორის არსებული მდგომარეობა უკრაინასა და მის გარშემო; რისკის შემცირება, გამჭვირვალობის გაზრდა და შეიარაღების კონტროლი. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსის წევრები მზად არიან, NATO-რუსეთის საბჭოს ფარგლებში შეხვდნენ რუსეთს „რაც შეიძლება მალე“. თუმცა, ალიანსი არ წავა კომპრომისზე იმ ფუნდამენტურ პრინციპებთან მიმართებით, რომლებსაც ევროატლანტიკური უსაფრთხოება ეყრდნობა. „რუსეთმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა NATO-სთან, რაც ართულებს ჩვენს დიალოგს. ამიტომ, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი შესაბამისი ოფისების მუშაობა მოსკოვსა და ბრიუსელში. ჩვენ ასევე სრულად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი არსებული კომუნიკაციების არხები, რათა ხელი შევუწყოთ გამჭვირვალობას და შევამციროთ რისკები. ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის სიტუაცია უკრაინასა და მის გარშემო. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ რუსეთის შეშფოთებას და ჩავერთოთ რეალურ საუბარში, თუ როგორ უნდა დავიცვათ და გავაძლიეროთ ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ. ეს მოიცავს თითოეული ერის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს აგრესიული რიტორიკისგან და მოკავშირეებისა და სხვა ერების წინააღმდეგ მიმართული მავნე ქმედებებისგან. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი განლაგებულია ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე, და ყველა მხარე კონსტრუქციულად უნდა ჩაერთოს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მთელი ჩვენი ძალისხმევით, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას უკრაინასთან, ისევე როგორც NATO-ს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის ფინეთთან, შვედეთთან, საქართველოსთან და, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან. NATO არის თავდაცვითი ალიანსი, ჩვენ არ ვცდილობთ დაპირისპირებას. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ კომპრომისზე წასვლას იმ პრინციპებზე, რომლებზეც დაფუძნებულია ჩვენი ალიანსის უსაფრთხოება. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ყველა მოკავშირის დასაცავად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში, NATO უკრაინაში საბრძოლო შენაერთების გაგზავნას არ გეგმავს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში, NATO უკრაინაში საბრძოლო შენაერთების გაგზავნას არ გეგმავს. კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა NATO ჯარების გაგზავნას, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სტოლტენბერგმა უპასუხა: „ჩვენ არ ვგეგმავთ NATO-ს საბრძოლო ჯარების განთავსებას უკრაინაში... ჩვენ ფოკუსირებული ვართ მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე. „არსებობს განსხვავება NATO-ს წევრობასა და უკრაინის როგორც ძლიერ და უაღრესად ფასეულ პარტნიორს შორის. ამაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.
იენს სტოლტენბერგი: ევროპას ენერგომომარაგების დივერსიფიცირება სჭირდება
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ევროპას ენერგომომარაგების დივერსიფიცირება სჭირდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ევროპაში ენერგეტიკული სიტუაციით, რადგან ეს ცხადყოფს ბუნებრივი აირის ერთ მიმწოდებელზე ზედმეტად დამოკიდებულების მოწყვლადობას და ამიტომ NATO-ს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ჩვენ გვჭირდება მუშაობა და ფოკუსირება მომარაგების დივერსიფიცირებაზე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
უცხოური მედია: იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მმართველად მოიაზრება
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მმართველად აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ნორვეგიის მთავრობა ცენტრალური ბანკის ახალ მმართველს დღეს გამოაცხადებს. აღსანიშნავია, რომ 3 თებერვალს ჟურნალისტებმა NATO-ს გენერალური მდივანი ოსლოში შენიშნეს. ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგი 2000-2001 და 2005-2013 წლებში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იგი NATO-ს გენერალური მდივნის მოვალეობებს ასრულებს. მისი მანდატი 2022 წლის 30 სექტემბერს იწურება. ამავე თემაზე იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განაცხადი შეიტანა
საერთაშორისო მედია NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე სავარაუდო კანდიდატებს ასახელებს
NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი განიხილებიან. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული სააგენტო ავრცელებს. იენს სტოლტენბერგს NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე ვადა 2022 წლის სექტემბერში ეწურება. ამ პოსტზე პოტენციურ კანდიდატებს შორის აქამდე სახელდებოდნენ ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი და ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე. ინფორმაციისთვის, 2014 წელს NATO-ს ხელმძღვანელის პოზიციის დაკავებამდე, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ორი ვადით, 2000-01 და 2005-13 წლებში. ის ასევე იყო ფინანსთა მინისტრი და მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი 1990-იან წლებში. მედიის ცნობით, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი გახდება.
იენს სტოლტენბერგი: NATO ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ
NATO ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „ემესენბისის“ ეთერში განაცხადა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა კომენტარი გააკეთა ჩინეთის ლიდერისა და რუსეთის პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაზე, რომელშიც ისინი NATO-ს მოუწოდებენ, თავი შეიკავოს შემდგომი გაფართოებისგან. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. „საუბარია არა NATO-ს გაფართოებაზე, არამედ ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლების პატივისცემაზე, თავად აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, სურთ თუ არა ალიანსის წევრობა. ნატო პატივს სცემს ამ დამოუკიდებელ, თავისუფალ და სუვერენულ გადაწყვეტილებებს და არასოდეს აიძულებდა სხვა ქვეყნებს, გაწევრიანებულიყვნენ ალიანსში. მაგრამ ბევრი ქვეყანა დემოკრატიული პროცესების მეშვეობით მივიდა იქამდე, რომ NATO-ს ნაწილი გამხდარიყო“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO-ს გენმდივანმა და თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინის საკითხი განიხილეს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის საკითხი განიხილეს. სატელეფონო საუბრის შესახებ სტოლტენბერბმა Twitter-ზე დაწერა. „ვესაუბრე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე. მადლობა გადავუხადე მას აქტიური მხარდაჭერისა და პირადი ჩართულობისთვის პოლიტიკური გადაწყვეტის მოძებნაში. მივესალმე უკრაინის მიმართ თურქეთის მტკიცე და პრაქტიკულ მხარდაჭერას. NATO კვლავ მზადა დიალოგისთვის“, - წერს იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ასევე წაიკითხეთ ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები რუსეთს გავლენის სფეროებში არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მოლდოვის დაბრუნება სურს. პუტინი ცდილობს, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
პოლონეთის პრეზიდენტი სტოლტენბერგს: NATO-უკრაინა, NATO-საქართველო ფორმატში, სახელმწიფოს მეთაურების დონეზე შეხვედრები გავმართოთ
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც განიხილა. ამის შესახებ მან სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე ახსენა თბილისში, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა. ასევე წაიკითხეთ: რა გზავნილებით ჩამოვიდა ანდჟეი დუდა „რაც შეეხება მომავალ სამიტს, გენერალურ მდივანს ვუთხარი, რომ NATO-უკრაინა და NATO-საქართველო ფორმატში შეხვედრები უნდა გავმართოთ, რომ ამ ქვეყნების მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ. ეს შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურების დონეზე უნდა გაიმართოს. ეს ქვეყნები ყოველთვის იყვნენ NATO-ს ლოიალური მოკავშირეები და ჩვენც უნდა დავაფიქსიროთ, რომ მარტო არ ვტოვებთ“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა. 3 თებერვალს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ორშაბათს მორიგი შეხვედრები გაიმართებოდა. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და სურს, წარმოადგინოს ის ინფორმაცია, რომელიც პოლონეთს, როგორც ევროკავშირის ქვეყანას აქვს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ. მისივე თქმით, შედგა მნიშვნელოვანი კონსულტაცია თბილისთან. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით.
NATO აღმოსავლეთ ევროპაში გრძელვადიან სამხედრო პოზიციას განიხილავს
NATO განიხილავს გრძელვადიან სამხედრო პოზიციას აღმოსავლეთ ევროპაში, რათა გააძლიეროს თავისი თავდაცვა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა მიმდინარეობს პროცესის განხილვა. 7 თებერველს, სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა. საუბრის თემა უკრაინასა და მის გარშემო რუსული სამხედრო ძალების გაძლიერება იყო. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO-ს ძალების მზადყოფნა უკვე გაიზარდა და ალიანსი განიხილავს დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განლაგებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ის მიესალმა იმ ფაქტს, რომ შტატები გზავნის დამატებით ძალებს პოლონეთში, გერმანიასა და რუმინეთში, რაც „ამერიკის ერთგულების ძლიერი დემონსტრირებაა ალიანსის მიმართ“. „თუ რუსეთს ნამდვილად სურს ნაკლები NATO საზღვრებთან ახლოს, ისინი პირიქით მიიღებენ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. NATO ღიაა დიალოგისთვის პოლიტიკური გადაწყვეტის მოსაძებნად: „დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს მოწვევას რუსეთის მიმართ, რომ NATO-რუსეთის საბჭოში NATO-ს მოკავშირეებს შეხვდეს. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ მათ შეშფოთებას, განვიხილოთ NATO-რუსეთის ურთიერთობები, რისკის შემცირება და გამჭვირვალობა, შეიარაღების კონტროლი, განიარაღება და გაუვრცელებლობა და სხვა საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე. მაგრამ NATO არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან მიმართებით, რომ დავიცვათ ყველა მოკავშირე და თითოეული ერის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა“. ლიდერებმა ასევე განიხილეს რუსეთისა და ჩინეთის ბოლო ერთობლივი განცხადება, რომელშიც ორივე ქვეყანა NATO-ს ახალი წევრების მიღების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. სტოლტენბერგის თქმით, ეს არის „მცდელობა, სუვერენულმა ქვეყნებმა უარი თქვან საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლებაზე, ეს უფლებაა დაფიქსირებული ძირითად საერთაშორისო დოკუმენტებში“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO პატივს სცემს ყველა ქვეყნის გადაწყვეტილებას, აირჩიოს თავისი მიმართულება. „ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს და არა, დავბრუნდეთ გავლენის სფეროების ეპოქაში, სადაც დიდ ძალებს შეუძლიათ, სხვებს უთხრან, რისი გაკეთება შეუძლიათ ან არ შეუძლიათ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, განგრძობადი სამხედრო გაფართოება გრძელდება. „არ არსებობს მტკიცებულება, თუმცა რასაც ვხედავთ, არის განგრძობადი სამხედრო გაფართოება, უფრო მეტი და მეტი ძალა, სამხედრო ჰოსპიტლები და ლოჯისტიკა. ჩვენ ასევე ვხედავთ მუქარის შემცველ რიტორიკას რუსეთის მხრიდან, თუკი არ დავთანხმდებით მათ მოთხოვნებს, დადგება, როგორც თვითონ უწოდებენ, სამხედრო-ტექნიკური შედეგი. ჩვენ უკვე გვაქვს ისტორია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
იენს სტოლტენბერგი NATO-ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ლიდერების მიწვევას მხარს უჭერს
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ალიანსის სამიტზე, რომელიც მადრიდში 29-30 ივნისს გაიმართება, საქართველოსა და უკრაინის ლიდერების მიწვევის იდეას მხარს უჭერს. ის მიიჩნევს, რომ ეს კარგი ადგილის პარტნიორებთან შეხვედრისთვის, თუმცა ფიქრობს, რომ ფორმატი უნდა განისაზღვროს. 7 თებერვალს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამიტის ფარგლებში ალიანსმა უკრაინასა და საქართველოსთან შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურების დონეზე უნდა გამართოს.
იენს სტოლტენბერგმა ზელენსკისთნ სატელეფონო საუბრისას უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა
NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ და პრაქტიკულ დონეზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა. იენს სტოლტენბერგი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. „პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე ვესაუბრე. NATO განაგრძობს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ჩვენი უაღრესად ღირებული პარტნიორისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ. მოვუწოდებთ, განაგრძოს დიალოგის გზა მშვიდობიანი გადაწყვეტის მოსაძებნად“, - აღნიშნულია სტოლტენბერგის Twitter პოსტში. სტოლტენბერგმა 10 თებერვალს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბორის ჯონსონს უმასპინძლა, რის შემდეგაც ჯონსონი პოლონეთში გაემგზავრა. პარალელურად, რუსეთში ვიზიტით იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, რომელიც უკვე შეხვდა რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს. დღესვე, ბერლინი ნორმანდიის ფორმატში მრჩევლების დონეზე შეხვედრას მასპინძლობს.
იენს სტოლტენბერგი: სახიფათო მომენტია ევროპის უსაფრთხოებისთვის
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, მზადაა ყველაზე უარესისთვის და იმისთვის, რომ მტკიცედ დაუჭიროს მხარი პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნას. იენს სტოლტენბერგის თქმით, თუ რუსეთი დაპირისპირების გზას აირჩევს, უფრო მაღალი ფასის გადახდა მოუწევს. „რუსეთს არჩევანი აქვს: მათ შეუძლიათ, აირჩიონ დიპლომატიური გადაწყვეტა, თუმცა თუ ისინი კონფრონტაციას აირჩევენ, უფრო მაღალ ფასს გადაიხდიან. იქნება ეკონომიკური სანქციები. ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში NATO-ს სამხედრო წარმომადგენლობა გაიზრდება“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. „ეს არის სახიფათო მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. რუსული ძალების რაოდენობა იზრდება. შესაძლო თავდასხმის გაფრთხილების დრო მცირდება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
რუმინეთის პრეზიდენტი: NATO-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი ძლიერი აღმოსავლეთ ფლანგია
„ალიანსის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია ძლიერი აღმოსავლეთ ფლანგის არსებობა - ძლიერი აღმოსავლეთ ფლანგის, რომელიც ქმნის ძლიერ თავდაცვას და ძლიერ შეკავებას“, ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღმოსავლეთ ფლანგზე მეტი ჯარის განთავსების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „სავსებით აშკარაა, რომ ჩვენ გვქონდა საჭიროება, გვყოლოდა მეტი ჯარი აღმოსავლეთ ფლანგზე, განსაკუთრებით, შავი ზღვის არეალში ყველა ევოლუციის გამო. ასე რომ, ამ დღეებში ამ ჯარების აქ ყოლა, რუმინეთში ჩამოსვლა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ევროპის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ მე მტკიცედ მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანია მთელი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ რუმინეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა და გვჯერა, რომ ჩვენ ვთამაშობთ მნიშვნელოვან როლს ევროპის ამ მხარეში, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ აქ გაჩერებას, ვაგრძელებთ. ასე რომ, მჯერა, რომ რუმინეთის როლი მომდევნო წლებშიც გაიზრდება“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.
იენს სტოლტენბერგი: შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ შავი ზღვა NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია. სტოლტენბერგმა სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, კონსტანცას ოლქში, მიხაილ კოგალნიცეანუს სამხედრო ბაზაზე გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის ახლო პარტნიორები არიან, შავი ზღვვის რეგიონში უსაფრთხოებას კი, NATO-სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „რუმინეთი მარტო არ არის. გერმანიიდან და იტალიიდან მოიერიშე თვითმფრინავები აქ არიან ყველა მოკავშირის დასაცავად. დაგეხმაროთ თქვენი ცის დაცვაში. დღეს კი ესპანეთის თვითმფრინავები ბულგარეთში ჩავლენ, რათა გააძლიერონ NATO-ს საჰაერო პატრულირების მისია. ბაზაზე აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა თითქმის ორ ათასამდე გაიზარდა. ეს არის ტრანსატლანტიკური ერთიანობის ძლიერი დემონსტრირება და ჩრდილოეთ ამერიკის მტკიცე ერთგულება, დაიცვას ევროპა. აქედან, შავი ზღვის რეგიონიდან ბალტიისკენ, მოკავშირეები აძლიერებენ NATO-ს ყოფნას ამ კრიტიკულ მომენტში. მეტი ჯარით, მეტი შესაძლებლობებით და მეტი მზადყოფნით. მომავალ კვირას NATO-ს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, როგორც უნდა გაძლიერდეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილი, მათ შორის ახალი საბრძოლო ჯგუფებით. მივესალმები საფრანგეთის წინადადებას, უხელმძღვანელოს NATO-ს საბრძოლო ჯგუფს აქ, რუმინეთში. NATO თავდაცვითი ალიანსია. ჩვენი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება. რუმინეთის და NATO-ს ყველა სხვა მოკავშირის დაცვაზე ჩვენი ვალდებულების და მზადყოფნის შესახებ გაუგებრობის ან არასწორი გათვლების დრო არ არის. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინასა და მის გარშემო, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გაძლიერების ფონზე. შავი ზღვა NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია. NATO-ს სამი მოკავშირე ზღვისპირა სახელმწიფოები არიან, ჩვენი ახლო პარტნიორები კი - უკრაინა და საქართველო. ასე რომ, ამ რეგიონში უსაფრთხოებას NATO-სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ დიალოგისა და პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნისკენ. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაც შეიძლება მალე შევხვდეთ NATO-რუსეთის საბჭოში, რათა ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი საკითხები გადავჭრათ, მათ შორის არის რისკების შემცირება, გამჭვირვალობა და შეიარაღების კონტროლი. მაგრამ NATO არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. თითოეული ერის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა. ჩვენ დავიცავთ ყველა მოკავშირეს. არ არსებობენ NATO-ს პირველი და მეორე კლასის წევრები NATO-ს მოკავშირეები მოქმედებენ, როგორც ერთნი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრეზიდენტ კლაუს იოჰანესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. იენს სტოლტენბერგი რუმინეთს ეწვევა
იენს სტოლტენბერგი: უკრაინა და საქართველო NATO-ს ახლო პარტნიორები არიან
NATO-ს გენერალურმა მდივანმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის ახლო პარტნიორები არიან. სტოლტენბერგმა სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, კონსტანცას ოლქში, მიხაილ კოგალნიცეანუს სამხედრო ბაზაზე გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. „რუმინეთი მარტო არ არის. გერმანიიდან და იტალიიდან მოიერიშე თვითმფრინავები აქ არიან ყველა მოკავშირის დასაცავად. დაგეხმაროთ თქვენი ცის დაცვაში. დღეს კი ესპანეთის თვითმფრინავები ბულგარეთში ჩავლენ, რათა გააძლიერონ NATO-ს საჰაერო პატრულირების მისია. ბაზაზე აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა თითქმის ორ ათასამდე გაიზარდა. ეს არის ტრანსატლანტიკური ერთიანობის ძლიერი დემონსტრირება და ჩრდილოეთ ამერიკის მტკიცე ერთგულება, დაიცვას ევროპა. აქედან, შავი ზღვის რეგიონიდან ბალტიისკენ, მოკავშირეები აძლიერებენ NATO-ს ყოფნას ამ კრიტიკულ მომენტში. მეტი ჯარით, მეტი შესაძლებლობებით და მეტი მზადყოფნით. მომავალ კვირას NATO-ს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, როგორც უნდა გაძლიერდეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილი, მათ შორის ახალი საბრძოლო ჯგუფებით. მივესალმები საფრანგეთის წინადადებას, უხელმძღვანელოს NATO-ს საბრძოლო ჯგუფს აქ, რუმინეთში. NATO თავდაცვითი ალიანსია. ჩვენი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება. რუმინეთის და NATO-ს ყველა სხვა მოკავშირის დაცვაზე ჩვენი ვალდებულების და მზადყოფნის შესახებ გაუგებრობის ან არასწორი გათვლების დრო არ არის. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინასა და მის გარშემო, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გაძლიერების ფონზე. შავი ზღვა NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია. NATO-ს სამი მოკავშირე ზღვისპირა სახელმწიფოები არიან, ჩვენი ახლო პარტნიორები კი - უკრაინა და საქართველო. ასე რომ, ამ რეგიონში უსაფრთხოებას NATO-სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ დიალოგისა და პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნისკენ. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაც შეიძლება მალე შევხვდეთ NATO-რუსეთის საბჭოში, რათა ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი საკითხები გადავჭრათ, მათ შორის არის რისკების შემცირება, გამჭვირვალობა და შეიარაღების კონტროლი. მაგრამ NATO არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. თითოეული ერის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა. ჩვენ დავიცავთ ყველა მოკავშირეს. არ არსებობენ NATO-ს პირველი და მეორე კლასის წევრები NATO-ს მოკავშირეები მოქმედებენ, როგორც ერთნი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრეზიდენტ კლაუს იოჰანესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. იენს სტოლტენბერგი რუმინეთს ეწვევა
იენს სტოლტენბერგი რუმინეთს ეწვევა
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 11 თებერვალს რუმინეთს ეწვევა. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანესთან ერთად პრესკონფერენცია. ისინი რუმინეთში მოკავშირე ქვეყნებიდან დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდებიან. ლიდერები სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, კონსტანცას ოლქში, მიხაილ კოგალნიცეანუს სამხედრო ბაზას ეწვევიან. ჯარებმა, რომლებიც აშშ-მ გადაწყვიტა, რომ გერმანიიდან გადაიყვანოს, კოგალნიცეანუს ბაზას უნდა მიაღწიონ. სამხედრო ტექნიკის პირველი კოლონა ქვეყანაში 9 თებერვალს საღამოს, არადში, ნადლაჩის სასაზღვრო პუნქტზე შევიდა. თავდაცვის სამინისტრომ (MApN) განაცხადა, რომ რუმინეთში მეტი აღჭურვილობა და პერსონალი ჩავა უახლოეს პერიოდში.10 თებერვალს კრაიოვაში სამხრეთ-დასავლეთის მრავალეროვნულ ბრიგადაში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა იოჰანისმა განაცხადა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები NATO- მიერ მიღებული ზომების საჭიროებაზე მიუთითებს და რუმინეთი თავის მხრივ მზად არის, შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები. სტოლტენბერგმა 10 თებერვალს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბორის ჯონსონს უმასპინძლა.
NATO-ს გენერალურმა მდივანი: NATO-ს საქართველოსთან მნიშვნელოვანი პარტნიორობა აქვს
NATO-ს საქართველოსთან მნიშვნელოვანი პარტნიორობა აქვს, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა. „საქართველოსთან თანამშრომლობა გავზარდეთ. საერთო აქტოვობები და წვრთნები გვაქვს. NATO და საქართველო მჭიდროდ მუშაობენ. ჩვენ კვლავ ვუწევთ მხარდაჭერას საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ეს საქართველოსა და ნატოს შორის რეგულარული და მნიშვნელოვანი კოორდინაციის ნაწილია“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ამასთან, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO-ს მადრიდის სამიტზე საქართველოსა და უკრაინასთან მაღალი რანგის შეხვედრის ფორმატზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
იენს სტოლტენბერგი: მოსკოვისგან წამოსული ნიშნები „ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს“ იძლევა
ჯერჯერობით, რუსეთისგან დეესკალაციის არავითარი ნიშანი არ არის, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, უკან დაიხიოს, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მშვიდობიანი გადაწყვეტილების ძიება. სტოლტენბერგის თქმით, დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ მოსკოვიდან წამოსული ნიშნები „ფრთხილი ოპტიმიზმის გარკვეულ საფუძველს“ იძლევა, თუმცა ჯერჯერობით დეესკალაციის არავითარი ნიშანი არ არის. მისივე თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, უკან დაიხიოს, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მშვიდობიანი გადაწყვეტილების ძიება. ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია ძვირად დაუჯდება.
ბრიუსელში დღეს NATO-ს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა იწყება
ბრიუსელში დღეს NATO-ს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა იწყება, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაუძღვება. „NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის განსახილველად, რომლის წინაშეც ევროპა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მდგარა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც დაგეგმილ მინისტერიალთან დაკავშირებით ისაუბრა.
ოსტინმა სტოლტენბერგს მეხუთე მუხლისა და კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპების მიმართ აშშ-ის ერთგულება დაუდასტურა
უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო გაძლიერებით გამოწვეული მიმდინარე კრიზისის კონტექსტში, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს NATO-ს კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების კუთხით, შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ოსტინი ბრიუსელს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში სტუმრობს. „ეს წვლილი არის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ძლიერი დემონსტრირება. ტრანსატლანტიკური კავშირი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, - განაცხდა გენერალურმა მდივანმა. თავის მხრივ, ოსტინმა მეხუთე მუხლისა და კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპების მიმართ აშშ-ის ერთგულება დაადასტურა. მე-5 მუხლი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ქვაკუთხედია და მისი მთავარი არსი კოლექტიური თავდაცვაა. მისი მიხედვით, NATO-ს ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ალიანსის წევრ ყველა ქვეყანაზე.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთის მხრიდან ადგილზე დეესკალაციას ჯერ ვერ ვხედავთ
"რუსეთის მხრიდან ადგილზე დეესკალაციას ჯერ ვერ ვხედავთ", – აღნიშნულის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, როგორც ჩანს, რუსეთი აგრძელებს სამხედრო ძალების გაძლიერებას. „გავაგრძელებთ რუსეთისთვის მკაფიო შეტყობინების გაგზავნას, რომ მზად ვართ, დავსხდეთ და მათთან ერთად განვიხილოთ, თუმცა ამავდროულად მზად ვართ უარესისთვის. და თუ რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრება უკრაინაში, მათ ძვირი საფასურის გადახდა მოუწევთ. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის ქმედებების და გეგმების გამოვლენას, რათა გაურთულდეთ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების გახორციელება. მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ჩაერთვება მნიშვნელოვან დიალოგში და კონფრონტაციის ნაცვლად დიპლომატიას აირჩევს. ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ და ვიპოვოთ პოლიტიკური გამოსავალი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ.
იენს სტოლტენბერგმა შავი ზღვის რეგიონში NATO-ს გეგმაზე ისაუბრა
შექმნის თუ არა NATO ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალ საბრძოლო ჯგუფებს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იმოქმედებს რუსეთი და როდის შეიძლება, ვიხილოთ ეს ძალები რუმინეთში, ბულგარეთში ან სხვაგან, ამ საკითხით დაინტერესდა საერთაშორისო მედია ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე. დღეს ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა. მინისტრებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების შესახებ მზადყოფნა დააფიქსირეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა მინისტერიალის დღის ბოლოს მედიის შეკითხვებს უპასუხა. მან ევროპის უსაფრხთხოებაში ახალი ნორმის კონტურებზე მიანიშნა და განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა ალიანსმა, საბრძოლო ჯგუფების კორექტირება უფრო გრძელვადიან პრიორიტეტად აქციოს. მანამდე, საბოლოო მონახაზის ჩამოყალიბებამდე, NATO რეკომენდაციებს სამხედრო მეთაურებისგან მიიღებს. „რუსეთმა გამოავლინა ნება, გამოიყენოს ძალა, შეეცადოს სხვა ქვეყნების იძულებას; შეცვალოს ზოგიერთი ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ასევე გვჭირდება აღმოსავლეთ ნაწილში NATO-ს პოზიციების გარდაქმნა. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს სამხედრო მეთაურებს, მასშტაბისა და მოცულობის შესახებ დეტალები, მათ შორის პოტენციური ახალი საბრძოლო ჯგუფების შესახებ აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთში, რუმინეთში, შავი ზღვის რეგიონში. ასევე აღმოსავლეთში პოზიციების კორექტირების შესახებ ჩვენი უფრო გრძელვადიანი პრიორიტეტისთვის. 2014 წლის შემდეგ, ჩვენი კოლექტიური თავდაცვა ყველაზე მეტად გავაძლიერეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბრძოლო ჯგუფების შექმნით, NATO-ს სამეთაურო სტრუქტურის მოდერნიზაციით, NATO-ს რეაგირების ძალების რაოდენობის გასამმაგებით და ასევე, თავდაცვაში მეტი ინვესტირების დაწყებით. შემდეგ, ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში, ჩვენ, პირველ რიგში, უფრო მეტი NATO-ს ჯარი განვათავსეთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. მეტი ჯარი, მეტი გემი, მეტი თვითმფრინავი და ეს იმისთვისაა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვაწარმოოთ მინოტორინგი, მივყვეთ, რუსეთის ქმედებებს და ასევე გადავაზღვიოთ ჩვენი მოკავშირეები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. შემდეგ, ჩვენ ასევე გავზარდეთ NATO-ს რეაგირების ძალების მზადყოფნა. ეს იმას ადასტურებს, რომ ჩვენ შეგვიძლია, სწრაფად გავაძლიეროთ კიდევ უფრო მეტი ჯარით და ძალებით ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილი. ეს არ ნიშნავს, რომ რაიმეს ველოდებით. ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ. შემდეგ განვიხილავთ ჩვენი ჯგუფების უფრო გრძელვადიან კორექტირებას და კვირების განმავლობაში მივიღებთ რჩევებს სამხედრო მეთაურებისგან, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ დღეს NATO-ს მინისტრებმა გადაწყვიტეს, შეიმუშაონ ვარიანტები შეკავებისა და თავდაცვის უნარების შემდგომი გაძლიერებისთვის, მათ შორის განიხილონ ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნის საკითხი. სტოლტენბერგის თქმით, NATO გრძელვადიანი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების საფუძველია. NATO ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნას განიხილავს
NATO-ს თავდაცვის მინისტრები დღეს ქართველ და უკრაინელ კოლეგებს შეხვდებიან
NATO-ს თავდაცვის მინისტრები დღეს ქართველ და უკრაინელ კოლეგებს შეხვდებიან. ალიანსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის თავდაცვის მინისტები უკრაინელ და ქართველ კოლეგებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას. “შევხვდებით ჩვენს უკრაინელ და ქართველ კოლეგებს და ეს იქნება პლატფორმა, რომ განვიხილოთ ევროპაში ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობა,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება
NATO-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე განაცხადა, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეა მიწვეული. „თბილი სალამი ჩვენს კოლეგებს საქართველოდან და უკრაინიდან, მინისტრ ბურჭულაძეს და მინისტრ რეზნიკოვს. მაშინ, როდესაც დღეს ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, მშვიდობა და სტაბილურობა ევროატლანტიკურ ზონაში საფრთხის ქვეშაა. NATO-ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. ჩვენ ეს გავაკეთეთ მჭიდრო კავშირში, როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან. NATO-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO-ს თავდაცვის მინისტრებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის კარი ღია რჩება
NATO-ს თავდაცვის მინისტრები ადასტურებენ თავიანთ მტკიცე ერთგულებას ღია კარის პოლიტიკის მიმართ და პარტნიორობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს მათი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეხვდნენ ჩვენს ახლო პარტნიორებს უკრაინასა და საქართველოს; ჩვენ განვიხილეთ რუსული აგრესიის მუდმივი საფრთხე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესება და ალიანსის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ორივე ქვეყნის მიმართ. დღეს NATO-ს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ NATO-ს კარი ღია რჩება, NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები და ასპირანტი ქვეყნები იღებენ, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს გენერალურმა მდივანმ აღნიშნა, რომ NATO და მისი მოკავშირეები უკრაინას მხარს უჭერენ თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში. „თავდაცვის უფლება გაეროს წესდებაში გაწერილი უფლებაა. მოკავშირეები მხარს უჭერენ უკრაინას ამ უფლების დაცვაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ძალების წარმომადგენლობის საკითხი. დღეს NATO-ს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ NATO-ს კარი ღია რჩება. NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები და ასპირანტი ქვეყნები იღებენ. სხვა არავინ იღებს ამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგის თქმით, მიუღებელია გავლენების სფეროების ეპოქაში დაბრუნება. „ჩვენთვის მიუღებელია გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნება, სადაც დიდი სახელმწიფოები სხვებს აშინებენ ან აიძულებენ მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებას. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები არ იქნება, ისევე როგორც, არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგი: საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს გარეშე არ იქნება მიღებული
ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობას და სტაბილურობას საფრთხე ემუქრება. მოსკოვიდან არის ნიშნები, რომ დიპლომატიის გზა, შეიძლება, გაგრძელდეს. მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს ჯარის გაყვანის ან დეესკალაციის რაიმე ნიშანი. რუსეთმა კიდევ ერთხელ უგულვებელყო ევროპული უსაფრთხოების პრინციპები და წარმოაჩინა მისი უნარი და სურვილი, ძალის გამოყენების მუქარით მიაღწიოს თავის მიზნებს. სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ეს არის ახალი ნორმა, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, ამ სიტყვებით გახსნა 17 თებერვალს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების სესია. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები საქართველოსთან და უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით მუშაობდნენ კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. „NATO-ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. ჩვენ ეს გავაკეთეთ როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით. NATO-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგმა 17 თებერვალს, მინისტერიალის ფარგლებში ასევე განაცხადა, რომ მიუღებელია გავლენების სფეროების ეპოქაში დაბრუნება. „ჩვენთვის მიუღებელია გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნება, სადაც დიდი სახელმწიფოები სხვებს აშინებენ ან აიძულებენ მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებას. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები არ იქნება, ისევე როგორც, არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. მისივე თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ NATO-ს კარი ღია რჩება. „NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები და ასპირანტი ქვეყნები იღებენ. სხვა არავინ იღებს ამ გადაწყვეტილებას“, - დაამატა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი: გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნება მიუღებელია
NATO-ს კარე ღიაა და NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას თავად ალიანსი და ასპირანტი ქვეყნები იღებენ და არავინ სხვა, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის და რეგიონის ქვეყნებთან, უკრაინასა და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ალიანსისთვის. „NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ვერ მივიღებთ გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნებას, სადაც დიდი სახელმწიფოები აბულინგებენ, აშინებენ და სხვების იძულებას ცდილობენ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა NATO-საქართველოს და NATO-ს - უკრაინის კომისიების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ალიანსის გენერალურმა მდივანმა გაიმეორა, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება უკრაინის გარეშე და საქართველოს გარეშე, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელეს
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართა, სადაც თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობდა. თავდაცვის სამინისტროს ცნოით, შეხვედრაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თავდაცვის მინისტრმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და მიესალმა NATO-ს მტკიცე პოზიციას ალიანსის ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით. მხარეებმა უსაფრთხოების საერთო გამოწვევებსა და რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელეს. მინისტრმა მზარდი გამოწვევების ფონზე, რეგიონში NATO-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო NATO-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც ნატოსთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად. ყურადღება გამახვილდა NATO--საქართველოს ერთობლივ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაზე, რომელიც გაზაფხულზე საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება. ასევე წაიკითხეთ: ხავიერ კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები, თავდაცვის ძალების თავსებადობის დონე და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი.
ბაიდენი და ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო გაძლიერება უკრაინის ირგვლივ გრძელდება
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებთან ვირტუალურ კონფერენცია გამართა. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაში ალიანსის გენერალური მდივნის გარდა, ასევე მონაწილეობდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ონლაინკონფერენცია უკრაინასა და მის ირგვლივ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებას და დიპლომატიის გაგრძელების მცდელობებს მიეძღვნა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია NATO-ში რუსეთთან დიალოგისა და მოკავშირეებისთვის გარანტიების მიწოდების მცდელობების შესახებ. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ, როგორც თავდაცვითი ალიანსი, NATO აკეთებს იმას, რაც აუცილებელია ყველა მოკავშირის დასაცავად. ონლაინკონფერენციის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოსკოვის განცხადებების მიუხედავად, რუსეთის სამხედრო გაძლიერება უკრაინასა და მის ირგვლივ გრძელდება. მონაწილეებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, მოაგვაროს ეს კრიზისი დიპლომატიის და დიალოგის გზით, ამასთან, ხაზი გაუსვეს მათ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, ომისთვის მზადება შეწყვიტოს
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავარ სიტყვაში, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროპის უსაფრთხოებისთვის ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. კონფლიქტის რეალური რისკის გათვალისწინებით, გენერალურმა მდივანმა მოუწოდა რუსეთს, შეცვალოს კურსი, დაიხიოს უკან, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მუშაობა მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისი ეხება უკრაინის მომავალს, მაგრამ ის ასევე ეხება გლობალურ უსაფრთხოებას. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ როდესაც მოსკოვი ცდილობს ისტორიის გადაწერას და მისი გავლენის სფეროს ხელახლა შექმნას, მოკავშირეები დარჩებიან ერთიანნი და გააკეთებენ იმას, რაც აუცილებელია ერთმანეთის დასაცავად. „NATO, ევროპასა და ამერიკაში ერთად დგომა დაეხმარება მშვიდობის შენარჩუნებას და ჩვენი დემოკრატიული ცხოვრების წესის დაცვას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ინფორმაციისთვის, სტოლტენბერგს მიენიჭა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ევალდ ფონ კლაისტის ჯილდო NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მიღწევებისთვის.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნების მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება
რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნების გახანგრძლივება ჯდება სურათში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე გამოაცხადა მზადყოფნა NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის ჩასატარებლად. "უმნიშვნელოვანესია უკრაინაზე ახალი შეიარაღებული თავდასხმის თავიდან აცილება და ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ NATO-ს მოკავშირეების ყველა მცდელობას პოლიტიკური გადაწყვეტის მოსაძებნად. NATO ასევე მზადაა რუსეთთან ერთად ნატო-რუსეთის საბჭოში შეხვედრისთვის. თუ რუსეთი გადაწყვეტს ძალის გამოყენებას, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება, ნიშნავდეს უკრაინიდან გაქცეული ხალხის დიდ რაოდენობას. რუსული არმიის მობილიზაცია უკრაინაში და მის გარშემო საბრძოლო ჯარების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა, რაც ევროპაში ცივი ომის დასრულების შემდეგ მინახავს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი: მოსკოვი უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული მცდელობიდან აშკარა სამხედრო მოქმედებებზე გადავიდა
მოსკოვი უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული მცდელობიდან აშკარა სამხედრო მოქმედებებზე გადავიდა, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. NATO-უკრაინის კომისია შეიკრიბა ბრიუსელში 22 თებერვალს, საგანგებო სხდომაზე, რათა განეხილა უსაფრთხოების ვითარება უკრაინასა და მის გარშემო. გენერალური მდივანი მიესალმა NATO-ს მრავალი მოკავშირის მიერ გამოცხადებულ ეკონომიკურ სანქციებს და გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მას არ შეუძლია მოახდინოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირება. ამავდროულად, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მოკავშირეები მკაცრად მოუწოდებენ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიური გზა. ეს სერიოზული ესკალაცია და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა რუსეთის მხრიდან. ეს კიდევ უფრო ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ზიანს აყენებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებს. ამას მძიმე შედეგები მოჰყვება ევროპის უსაფრთხოებისთვის. ეს მხოლოდ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისია. ჩვენ ვაქებთ უკრაინას თავშეკავებისთვის, რომ არ უპასუხა რუსეთის პროვოკაციებს. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხსა და მის მთავრობას. NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, მოკავშირეები უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიური გზა. ეს ყველაზე საშიში მომენტია ევროპის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა კვლავაც მტკიცედ დგანან.
იენს სტოლტენბერგი: მიუხედავად ჩვენი არაერთგზის გაფრთხილებისა, რუსეთმა აირჩია აგრესიის გზა სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ
ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ საშინელ დროს. NATO ყველაფერს გააკეთებს ყველა მოკავშირის დასაცავად და დასაცავად, აცხადებს NATO-ს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ განაცხადა: მკაცრად ვგმობ რუსეთის უგუნურ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის უთვალავი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. კიდევ ერთხელ, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის გაფრთხილებისა და დაუღალავი მცდელობისა, ჩაერთონ დიპლომატიაში, რუსეთმა აირჩია აგრესიის გზა სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევაა და სერიოზული საფრთხეა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. მოვუწოდებ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედება და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ქმედებების შედეგების განსახილველად შეიკრიბებიან. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით ამ საშინელ დროს. NATO ყველაფერს გააკეთებს ყველა მოკავშირის დასაცავად და დასაცავად. ამავე თემაზე პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გაცხადებული მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა
რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმა, გაიყვანოს ჯარები და შეწყვიტოს ყველანაირი თავდასხმა უკრაინაზე. ეს არის ყველაზე ადვილი, სწრაფი და საუკეთესო გზა მშვიდობისკენ. ამ სიტვებით, იენს სტოლტენბერგი რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო მოლაპარაკებებს შეეხო და განაცხადა, რომ ეს უკრაინის მთავრობისა და პრეზიდენტ ზელენსკის გადასაწყვეტია. ის, რაც ახლა ხდება, არის უკრაინაში სრული შეჭრის განხორციელება, ისინი მიიწევენ კიევისკენ და მათი გაცხადებული მიზანი არის უკრაინის მთავრობის შეცვლა. სიტუაცია ძალიან არაპროგნოზირებადია. პატივისცემას გამოვხატავ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ, რომლებიც ნამდვილად ამტკიცებენ თავიანთ სიმამაცესა და გამბედაობას ბევრად უფრო დიდი რუსული დამპყრობლური ძალის წინააღდეგ ბრძოლითა და წინააღმდეგობის გაწევით. დღეს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა, გაეაქტიურებინა NATO-ს თავდაცვის გეგმები, რათა დაიცვას მოკავშირე ქვეყნები ამ კრიზისის დროს. ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დავიცვათ ალიანსი აგრესიისგან. აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.
იენს სტოლტენბერგი: NATO არ არის კონფლიქტის მხარე, ჩვენ არ ვისწრაფვით რუსეთთან ომისკენ
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, NATO არ არის კონფლიქტის მხარე, NATO თავდაცვითი ალიანსია. მისივე თქმით, ალიანსი რუსეთთან ომისკენ არ ისწრაფვის. „ვგმობთ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე. ასევე გვაქვს ცნობები ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შესახებ. ეს აჩვენებს ამ ომის უგუნურებას და მისი დასრულების აუცილებლობას, ასევე რუსეთის ყველა ჯარისკაცის გაყვანისა და დიპლომატიურ ძალისხმევაში კეთილსინდისიერად ჩართვის მნიშვნელობას, - განაცხადა სტოლტენბერგმა ბლინკენთან შეხვედრის დროს.
NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის რისკს ხედავს
NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარს არ უჭერენ. ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრები თანხმდებიან, რომ მისმა თვითმფრინავებმა არ უნდა იფრინონ უკრაინის საჰაერო სივრცეში და რომ მისი ჯარები არ უნდა იმყოფებოდნენ ადგილზე უკრაინაში რუსეთთან კონფლიქტის დროს, მიუხედავად იმისა, რომ კიევი ითხოვს, დაწესდეს აკრძალული ზონა (ე.წ. არასაფრენი ზონა) უკრაინის თავზე. მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ აძლიერებენ მხარდაჭერას, მაგრამ უშუალოდ ჩარევა უფრო ფართო, კიდევ უფრო სასტიკ ევროპულ ომს გამოიწვევს. „ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, როგორც NATO-ს მოკავშირეებს, რომ თავიდან ავიცილოთ ეს ომი უკრაინის ფარგლებს გარეთ, რადგან ეს კიდევ უფრო საშიში, უფრო დამღუპველი იქნება და კიდევ უფრო მეტ ადამიანურ ტანჯვას გამოიწვევს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ NATO-ს ესმის უკრაინის სასოწარკვეთის, მაგრამ ფიქრობს, რომ ასეთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს. ცნობისთვის, უკრაინა ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად დახმარებას ითხოვს. 4 მარტს დმიტრო კულებამ NATO-ს წევრებს მიმართა: „ჩვენ გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება, თუ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებასა და ტანჯვაზე“. მანამდე, ანალოგიური თხოვნით პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა. ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გაზრდილი რისკების საპასუხოდ, NATO საქართველოს მხარდაჭერას გააძლიერებს
NATO-ს გენერალური მდივანი უკრაინაში ომის ფონზე, საქართველოს და ბოსნია და ჰერცოგოვინის მიმართ მხარდაჭერია გაძლიერების აუცილებლობაზე მიუთითებს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე 4 მარტს განაცხადა. მან დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს უმასპინძლა. „NATO-ს მინისტრებმა დღეს განიხილეს პარტნიორების მხარდაჭერის აუცილებლობა, რომლებიც შეიძლება რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. მათ შორის საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა. რუსეთის აგრესიამ შექმნა ახალი ნორმა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ წლების განმავლობაში კონფლიქტის საფრთხის წინაშე ვდგავართ. ბევრი რამ არის სასწორზე. როგორ ავაწყობთ ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორის - იმარჯვებს დემოკრატია თუ ავტორიტარიზმი. და ბოლოს, როგორ სამყაროში გვსურს ცხოვრება. რაც უკრაინასთან დაკავშირებით ვნახეთ, არის ის, რომ ეს ქვეყნები შესაძლოა, რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, დაექვემდებარონ კიდევ უფრო მეტ ინტერვენციას, დივერსიას და პოტენციურ თავდასხმებს რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან. სხვადასხვა ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის რისკებისა და გამოწვევების წინაშე დგანან, მაგრამ მათ ის აქვთ საერთო, რომ რუსეთი ცდილობს, გამოიყენოს თავისი ძალა, რათა დააშინოს ისინი ნაწილობრივ დივერსიით და შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევით ან სამხედრო შეჭრით. 2008 წელს, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ისევე როგორც, რუსეთის ჯარები რჩებიან დნესტრისპირეთში, მოლდოვას ნაწილში. ასე რომ, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც კი, ეს ქვეყნები სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, მაგრამ რისკი გაიზარდა. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა და გვჭირდება სერიოზული დისკუსია, იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათ გასაძლიერებლად რუსული საფრთხეების ფონზე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა 4 მარტს ასევე განაცხადა:მინისტრები შეთანხმდნენ, რომ NATO-ს ურთიერთობა რუსეთთან ფუნდამენტურად შეიცვალა გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ერთგულებას დიპლომატიური არხების მიმართ, ყოველგვარი გაუთვალისწინებელი ესკალაციის, გაუგებრობის ან არასწორი გაანგარიშების თავიდან ასაცილებლად. არის ერთი გაკვეთილი, რომელიც უკვე შეგვიძლია, გამოვიტანოთ ამ კრიზისიდან. ამ სახიფათო მომენტში, ჩვენი ერების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ჩვენ გვჭირდება ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ერთად დგომა NATO-ში, სტრატეგიული სოლიდარობით. პრეზიდენტმა პუტინმა ვერ შეძლო ჩვენი გაყოფა. NATO უფრო ერთიანი და უფრო ძლიერია. რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაძლიეროთ ჩვენი კოორდინაცია და ინფორმაციის გაზიარება ფინეთთან და შვედეთთან. ორივე ქვეყანა ახლა მონაწილეობს NATO-ს ყველა კონსულტაციაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ თითქოს, უკრაინის ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას NATO-ს წინააღმდეგ
უკრაინის ცის დახურვაზე უარის თქმით, NATO-ს ხელმძღვანელობამ „მწვანე შუქი აუნთო“ რუსული ჯარების მიერ უკრაინის ტერიტორიის შემდგომ დაბომბვას, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალიანსის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად, NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარს არ უჭერენ. „დღეს ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას. თქვენ შეგეძლოთ ცა დაგეკეტათ, მაგრამ... არ ვიცი, ვისი დაცვა შეგიძლიათ, შეძლებთ თუ არა თქვენი ქვეყნების – ალიანსის ქვეყნების დაცვას. თქვენ ვერ შეძლებთ, ჩვენგან საწვავით გამოისყიდოთ ჩვენი სისხლი, რომელიც დაიღვარა ჩვენი, საერთო ევროპისთვის, ჩვენი, საერთო თავისუფლებისთვის, ჩვენი, საერთო მომავლისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „დღეს შედგა NATO-ს სუსტი სამიტი, დაბნეული სამიტი. სამიტი, რომელიც აჩვენებს, რომ ევროპისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლას ყველა ნომერ პირველ მიზნად არ თვლის. NATO-ს ქვეყნების ყველა სადაზვერვო სააგენტომ კარგად იცის (რედ. რუსეთის) გეგმები. მათ ასევე დაადასტურეს, რომ რუსეთს სურს, განაგრძოს შეტევა, როგორც შეუძლია. ცხრა დღეა, მძიმე ომს ვხედავთ, ანგრევენ ჩვენს ქალაქებს, ბომბავენ ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს, საცხოვრებელ ადგილებს, ეკლესიებს, სკოლებს, ანგრევენ ყველაფერს, რაც ნორმალურ ცხოვრებას, ადამიანურ ცხოვრებას უზრუნველყოფს და სურთ, ასე განაგრძონ. იცოდა, რომ ახალი დარტყმები და მსხვერპლი გარდაუვალია და NATO-მ მაინც მიიღო გაცნობიერებული გადაწყვეტილება, არ დაეხურა ცა უკრაინის თავზე. მიგვაჩნია, რომ NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ თითქოსდა, უკრაინის თავზე ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას NATO-ს წინააღმდეგ. ეს არის სუსტი, შინაგანად დაუცველი ადამიანების თვითჰიპნოზი, თუმცა ისინი ჩვენზე ბევრად ძლიერ იარაღს ფლობენ. ადამიანებზე, ადამიანობაზე უნდა გეფიქრათ. რაზე ფიქრობდი იმ შეხვედრაზე? ყველა ადამიანი, ვინც ამ დღიდან იღუპება, ასევე მოკვდება თქვენ გამოც, თქვენი სისუსტის გამო, თქვენი განხეთქილების გამო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, ერთადერთი, რაც დღეს ალიანსმა შეძლო, ისაა, რომ თავისი შესყიდვების სისტემის მეშვეობით, უკრაინას 50 ტონა დიზელი გამოუყო. ალბათ იმისთვის, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი დავწვათ, თუმცა ეს მემორანდუმი ჩვენთვის რუსული ჯარების ცეხლში დაიწვა. ეს NATO გვინდოდა? ეს არის ალიანსი, რომელიც თქვენ ააშენეთ?“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მანვე დაამატა, რომ NATO-ში უკრაინის ბევრი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა, რომელთაც მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ცნობისთვის, NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის რისკს ხედავს. ასევე წაიკითხეთ ენტონი ბლინკენი: ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ, რა ტექნოლოგიების და საშუალებების მიწოდება შეგვიძლია უკრაინისთვის, რომ თავი დაიცვას ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
ლატვიის პრეზიდენტი: ჩვენ დაცულები ვართ. NATO მისი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს იცავს
NATO იცავს მის თითოეულ წევრ სახელმწიფოს, მისი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, რა თქმა უნდა, ლატვიის ჩათვლით. ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა ალიანსის გენერალუდ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ლევიტსის თქმით, სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკულ ზომას, რათა აჩვენონ მოსკოვს, რომ NATO მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორია და რომ ამ გზით ისინი შეაკავებენ მოსკოვის შემდგომ აგრესიას. „ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. ჩვენ დაცულები ვართ. ჩვენ NATO-ს წევრი ქვეყანა ვართ და სხვა მოკავშირეები დაგვიდგებიან გვერდით და დაგვიცავენ. NATO იცავს მის თითოეულ წევრ სახელმწიფოს, მისი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, რა თქმა უნდა, ლატვიის ჩათვლით.ზომები, რომლებიც დღეს განვიხილეთ გენერალურ მდივანთან, მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკულ ზომას, რათა ვაჩვენოთ მოსკოვს, რომ NATO მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორია, მისი წევრი ქვეყნების ყველა ტერიტორია, მათ შორის ლატვიაში. ამ გზით ჩვენ მოსკოვის შემდგომ აგრესიას შევაკავებთ, მას მხოლოდ ძალადობა ესმის, NATO ყველაზე ძლიერი თავდაცვითი ორგანიზაციაა მსოფლიოში“, - განაცხადა ეგილს ლევიტსმა. იენს სტოლტენბერგი: ეს არის ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრას გამართავენ
NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან. როგორც Europetime-ს NATO-დან აცნობეს, შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის თავდაცვის მინისტრები, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.
NATO-ს გენერალური მდივანი: ჩვენი ერთგულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლისადმი ურყევია
NATO-ს გენერალური მდივანი ადაჟის ბანაკში, კანადის მრავალეროვნულ საბრძოლო ჯგუფს, პრემიერ-მინისტრ კრიშიანის კარიშთან, კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან და ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად ეწვია. ლიდერები NATO-ს სამხედრო ჯგუფს შეხვდნენ. „ჩვენი აქ ყოფნა, ერთიანობისა და ერთიანი გადაწყვეტილების შესახებ მკაფიო გზავნილია: ჩვენი ერთგულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლისადმი ურყევია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია კოლექტიური თავდაცვა. NATP-ს დამფუძნებელი ქარტიის (ვაშინგტონის ხელშეკრულება) მე-5 მუხლში მოცემულია კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება, რომლის თანახმად, ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა NATO-ს ყველა წევრ სახელმწიფოზე. არსებულ შემთხვევაში, ალიანსი დახმარებას გაუწევს საფრთხის ქვეშ მყოფ წევრ ქვეყანას ან ქვეყნებს და განახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებას, ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით. მე-5 მუხლი NATO-ს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 2001 წლის 12 სექტემბერს ამოქმედდა, აშშ-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მომდევნო დღეს.
NATO-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კვირას განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს ქიმიური იარაღი უკრაინაში შეჭრის შემდეგ და რომ ასეთი ნაბიჯი იქნება ომის დანაშაული, Reuters-ის ცნობით, იენს სტოლტენბერგმა ამ თემაზე გერმანულ გაზეთ Welt am Sonntag-თან ისაუბრა. „ბოლო დღეებში ჩვენ მოვისმინეთ აბსურდული პრეტენზიები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიების შესახებ“, - ციტირებს სტოლტენბერგს Welt am Sonntag-ი. სტოლტენბერგის თქმით, კრემლი ცრუ საბაბებს ქმნის. „ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რადგან შესაძლებელია, რომ რუსეთმა თავად დაგეგმოს ქიმიური იარაღის ოპერაციები ამ სიცრუის შეთხზვით. ეს იქნება ომის დანაშაული", -განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მანვე დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ხალხი გაბედულად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის შეჭრას, უახლოესი დღეები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მძიმე იქნება. ასევე წაიკითხეთ პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, NATO-ს ჩარევა გამოიწვიოს ჯო ბაიდენი: რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს ბორის ჯონსონი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს თეთრი სახლი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს
იენს სტოლტენბერგი: რუსეთის ტყუილების სია გრძელია
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს. რუსეთის ტყუილების სია გრძელია. ისინი აცხადებდნენ, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებდნენ, მაგრამ ეს გააკეთეს. აცხადებდნენ, რომ ჯარები გაჰყავდათ, მაგრამ მათი რაოდენობა გაზარდეს. აცხადებენ, რომ იცავენ მოქალაქეებს, მაგრამ ისინი კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. ახლა ისინი აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ უკრაინაში ბიოლოგიურ ლაბორატორიებსა და ქიმიურ იარაღზე. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ მოსკოვმა შეიძლება, მოაწყოს „ცრუ დროშის ოპერაცია“, შესაძლოა, ქიმიური იარაღით. უკრაინელი ხალხი მამაცურად იბრძვის. იცავენ თავიანთ სახლებს, მათ მომავალს და ჩვენ მათ უნდა დავუჭიროთ მხარი. შეგახსენებთ, NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან. როგორც Europetime-ს NATO-დან აცნობეს, შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის თავდაცვის მინისტრები, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა კიევის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერეს
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს NATO-ს შტაბ-ბინაში შეხვდა. გენერალურმა მდივანმა მდივან ოსტინის პირადი ჩართულობა და ლიდერობა შეაქო, ამასთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე რეაგიების კუთხით, შეერთებული შტატების მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი, მათ შორის, ევროპაში 100 000 ამერიკელი ჯარისკაცის ყოფნაზე გამახვილდა ყურადღება. „მინისტრები დღეს იკრიბებიან, რათა განიხილონ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, ასევე, განვიხილავთ მომავალ კვირას NATO-ს სამიტისთვის მომზადების საკითხს. ჩვენ შემოგვიერთდა ჩვენი უკრაინელი კოლეგა, ოლექსი რეზნიკოვი. ასევე, ჩვენი სხვა პარტნიორები, საქართველოს, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი. მსოფლიო გმობს ამ უაზრო ომს. NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს უპრეცედენტო სანქციებს უწესებენ. ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინისადმი მხარდაჭერაში. მრავალი წლის განმავლობაში NATO-ს მოკავშირეები წვრთნიდნენ ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცს და აძლიერებდნენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობას. რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს ჩვენი მხარდაჭერა მამაცი უკრაინელი ხალხის, მთავრობისა და შეიარაღებული ძალების მიმართ. სამხედრო აღჭურვილობით, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებით, ასევე, მილიონობით ლტოლვილისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფით. დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის მისასალმებელ სიტყვაში. NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრაზე იკრიბებიან. როგორც Europetime-ს NATO-დან აცნობეს, შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. მინისტერიალში მონაწილეობენ საქართველოს, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის თავდაცვის მინისტრები, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა და გავაგზავნოთ მესიჯი, რომ მის ტერიტორიულ მთლიანობას არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც ვუჭერთ მხარს
„ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან უნდა ვისწავლოთ, არის ის, რომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა რისკის ქვეშ არიან. სჯობს მათ ახლავე დაუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. ასე რომ, ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვხედავთ იმ მხარდაჭერის ფასს, რომელიც უკრაინას ჰონდა შეჭრამდე, მაგრამ ასევე იმის მნიშვნელობასაც ვხედავთ, რომ ჩვენ შეგვეძლო კიდევ უფრო მეტი გაგვეკეთებინა უკრაინისთვის“, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა NATO-ს საგანგებო სამიტის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სრულიად ახალი უსაფრთხოების რეალობის წინაშე ვდგავართ, რაც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს უკრაინელ მოსახლეობაზე. ეს დამღუპველია მათთვის, მაგრამ ასევე მეტ ზეწოლას ახდენს ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, რომლებიც არ არიან NATO-ს წევრები, არ არიან ევროკავშირის წევრები, ისინი არიან რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნები და საქართველოც ერთ-ერთი მათგანია. შეხვედრას დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მან განაცხადა, რომ საქართველოს წინაშე დგას გამოწვევები, როგორც ქვეყნის, რომელმაც უკვე გამოსცადა რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგები 2008 წელს და რუსეთის სხვა მცდელობები, ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში. ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან უნდა ვისწავლოთ, არის ის, რომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა რისკის ქვეშ არიან. სჯობს, მათ ახლავე დავუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. ასე რომ, ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვხედავთ იმ მხარდაჭერის ფასს, რომელიც უკრაინას ჰონდა შეჭრამდე, მაგრამ ასევე იმის მნიშვნელობასაც ვხვდებით, რომ ჩვენ შეგვეძლო, კიდევ უფრო მეტი გაგვეკეთებინა უკრაინისთვის. ვფიქრობ, საქართველოსთვის ჩვენი გზავნილია, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მხარდაჭერა, უნდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც და ამიტომ, მოვუწოდებ NATO-ს მოკავშირეებს და სხვებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს და ეს იყო გზავნილი ასევე მოკავშირეთა ლიდერების დღევანდელ შეხვედრაზე. მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ NATO-ს მხარდაჭერა უკრაინისადმი უნდა გაგრძელდეს, მათ შორის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით. „NATO ამ კრიზისს სწრაფად და ერთიანობით პასუხობს“, - აღნიშნა სტოლტებერგმა. ასევე წაიკითხეთ იენს სტოლტენბერგი: რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა კიევის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერეს თავდაცვის მინისტრი: საქართველოს თემა ასეთი აქტუალური NATO-ში აქამდე არ ყოფილა
იენს სტოლტენბერგი: ვოლოდიმირ ზელენსკის იმედგაცრუების მესმის
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მას ესმის ვოლოდიმირ ზელენსკის იმედგაცრუება, თუმცა ალიანსისთვის მნიშვნელოვანია კონფლიქტის სამომავლო ესკალაციის თავიდან აცილება. „მესმის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუება. ისინი პრეზიდენტ პუტინის სასტიკი უაზრო ომის მსხვერპლნი არიან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კონფლიქტი კონტროლიდან არ გამოვიდეს და უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს. ასევე წაიკითხეთ: სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში, NATO უკრაინაში საბრძოლო შენაერთების გაგზავნას არ გეგმავს
იენს სტოლტენბერგი: NATO-მ საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის ინდივიდუალური მხარდაჭერა უნდა გაააქტიუროს
NATO-მ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის ინდივიდუალური მხარდაჭერა უნდა გაააქტიუროს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ორგანიზაციის საგანგებო სამიტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ასევე ვიმედოვნებ, რომ შევთანხმდებით, გავააქტიუროთ ინდივიდუალური მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან. მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. ევროკავშირთან თანამშრომლობით ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, დაიცვან სუვერენიტეტი და უფლება, მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები“, – აღნიშნავს სტოლტენბერგი. მისი თქმით, ნატო ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. „თუმცა, ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ომი არ გადაიზრდება ნატო-სა და რუსეთს შორის კონფლიქტში, რაც კიდევ უფრო დიდ მსხვერპლსა და განადგურებას მოიტანს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი გავიდა ნატო-რუსეთის თანამშრომლობის დამფუძნებელი აქტიდან. „ისინი ისევ და ისევ არღვევენ მას. მათ მკაფიოდ დაარღვიეს ის 2014-ში, როდესაც უკანონოდ განახორციელეს ყირიმის ანექსია და დაიწყეს დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში. დაარღვიეს, როდესაც 2008-ში საქართველოში შევიდნენ, და რა თქმა უნდა, ახლა უკრაინაში შეჭრა არის ნატო-რუსეთის თანამშრომლობის დამფუძნებელი აქტის უხეში დარღვევა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. 24-25 მარტს ბრიუსელში NATO-ს სამიტი ჩატარდება. ასევე წაიკითხეთ იენს სტოლტენბერგი: NАТО-ს სამიტზე ალიანსის წევრები ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ოთხი ახალი საბძოლო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდებიან იენს სტოლტენბერგი: პუტინმა უნდა დაასრულოს ომი უკრაინაში, გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში
იენს სტოლტენბერგი: პუტინმა უნდა დაასრულოს ომი უკრაინაში, გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში
NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ამ კრიზისს უპასუხეს, მათ ძლიერად გამოხატეს დახმარება უკრაინის მიმართ, ხოლო რუსეთს მოუწია უპრეცედენტო ფასის გადახდა, - ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს შტაბბინაში სამიტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პუტინმა უნდა დაასრულოს ომი უკრაინაში და ჰუმანიტარული დერეფნები გახსნას და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში „NATO-მ იმოქმედა სწრაფად და იყო ერთიანი. ახლა ალიანსის 100 ათასობით ჯარისკაცია მობილიზებული NATO-ს გარშემო. 100 ათასი ამერიკელი სამხედროა ევროპაში. 40 ათასი ჯარისკაცი კი NATO-ს და ევროპის აღმოსავლეთ ნაწილშია. ისინი გამაგრებული არიან საზღვაო და საჰაერო ძალებით, როგორც ხმელთაშუა ზღვაში ისე ევროპის ჩრდილოეთით. ხვალინდელ სამიტზე კიდევ უფრო ბევრ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის ლიდერები კიდევ უფრო მკაფიოდ გამოთქვამენ თავიანთ აზრს“- განაცხადა სტოლტენბერგმა. 24-25 მარტს ბრიუსელში NATO-ს სამიტი ჩატარდება.
იენს სტოლტენბერგი: NАТО-ს სამიტზე ალიანსის წევრები ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ოთხი ახალი საბძოლო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდებიან
НАТО-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნებში ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდებიან. „პირველი ნაბიჯი იქნება ნატოს ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის განლაგება ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ახალი საბრძოლო ჯგუფებით და არსებული ძალებით ბალტიისპირეთსა და პოლონეთში, NАТО-ს ეყოლება რვა მრავალეროვნული დაჯგუფება ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. „მე ველი, რომ ლიდერები შეთანხმდებიან NАТО-ს პოზიციების გაძლიერებაზე ყველა სფეროში. ასევე ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის მნიშვნელოვნად გაძლიერებაზე ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე“, -აღნიშნა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ NАТО-ს ლიდერები სამიტზე შეთანხმდებიან უკრაინისთვის აღჭურვილობის მიწოდებაზე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დასაცავად. 24-25 მარტს ბრიუსელში NATO-ს სამიტი ჩატარდება. ასევე წაიკითხეთ იენს სტოლტენბერგი: პუტინმა უნდა დაასრულოს ომი უკრაინაში, გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში
NATO-ს გენერალური მდივანი: ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შეცვლის ამ კონფლიქტის მთელ სტრუქტურას
ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შეცვლის ამ კონფლიქტის მთელ სტრუქტურას, რის შედეგადაც უარყოფილი იქნება საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს სამიტის გახსნისას განაცხადა. „ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად, ქიმიური აგენტის გავრცელების საშიშროების რისკი შესაძლოა, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებსაც შეეხოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად ბრიუსელში ჩავიდა
იენს სტოლტენბერგი: ჩვენი თაობის განმავლობაში, უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის წინაშე ვდგავართ
ჩვენი თაობის განმავლობაში, უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის წინაშე ვდგავართ,- აღნიშნულის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ნატო-ს სამიტის დაწყებამდე განუცხადა. “დღევანდელი შეხვედრა აჩვენებს ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მნიშვნელობას, რომლებიც ერთად დგანან ამ კრიზისის წინაშე,”- განაცხადა მან. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს გენერალური მდივანი: ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შეცვლის ამ კონფლიქტის მთელ სტრუქტურას
იენს სტოლტენბერგი: NATO გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას
NATO გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს შეიარაღებული ძალები და მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალები გვერდიგვერდ ატარებდნენ წვრთნებს ოპერატიული თავსებადობისა და ნდობის გასაძლიერებლად, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. „ეს წვრთნები, რომელიც ჩვენ უკვე მესამედ ჩავატარეთ, ცხადყოფს NATO-ს ერთგულებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართ. ეს საქართველოსთან ნატოს მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებაა“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ჯო ბაიდენი: უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ
იენს სტოლტენბერგი: NATO-საქართველოს სწავლება აჩვენებს ალიანსის ვალდებულებას, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ნატო-საქართველოს სწავლება 2022“- ის ფარგლებში საპატიო სტუმრების დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების მონაწილეებს მიმართა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სწავლება, რომელიც უკვე მესამედ ჩატარდა, აჩვენებს NATO-ს ვალდებულებას, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები. „ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალები და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალები ერთმანეთის მხარდამხარ გადიოდით სწავლებას. თქვენ ერთად მუშაობთ, რათა აიმაღლოთ ურთიერთთავსებადობა, გაზარდოთ საერთო მზადყოფნა და გააძლიეროთ ნდობა. ეს სწავლება, რომელიც ჩვენ უკვე მესამედ ჩავატარეთ, უჩვენებს NATO-ს ვალდებულებას, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები. შეიარაღებული ძალების წვრთნა და განათლება – ეს NATO-ს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებაა. წელს სწავლება გართულებული გარემოების ფონზე წარიმართა. პრეზიდენტი პუტინი სასტიკად და სრულიად გაუმართლებლად შეიჭრა უკრაინაში. მან შეაჩერა მშვიდობა ევროპაში. პირველად არ ხდება, როდესაც რუსეთი ძალის გამოყენებით ცდილობს მიზნის მიღწევას. ქართველებმა ეს ყველაზე კარგად იციან. ჩვენ ვნახეთ, რაც მოხდა თქვენს ქვეყანაში 2008 წელს. ჩვენ ეს ვნახეთ ყირიმში 2014 წელს და ჩვენ ამას კვლავ ვხედავთ დღეს – ომის სახით უკრაინაში. ეს არის ყველაზე საშინელი სამხედრო აგრესია ევროპაში ბოლო ათწლეულების მანძილზე, რაც ყოველდღიურად იწვევს სიკვდილსა და განადგურებას. ეს საფრთხესა და გამოწვევას უქმნის უსაფრთხოებას ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ და საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ წესრიგს. NATO-ს მოკავშირეები მკაცრად გმობენ რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, დაუყონებლივ შეწყვიტოს ომი. ჩვენ ყველა რესურსს მივმარათავთ უკრაინისკენ და მივესალმებით ჭეშმარიტ დიპლომატიას. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, კვლავ გავაგრძელოთ კრემლისთვის მძიმე ზომების დაწესება, რათა დასრულდეს ეს სასტიკი ომი. ამავე დროს, ნატო-ს მოკავშირეები მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას სამხედრო შეიარაღებით, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით, რათა გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და ვეხმარებით ქვეყანას, ჰქონდეს საკუთარი თავდაცვის უფლება. ჩვენ ასევე, განვაგრძობთ ჩვენი სხვა პარტნიორების – საქართველოს მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს თბილისთან და საპასუხოდ კოორდინირებულად ვმოქმედებთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ვიდეომიმართვისას. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ პუტინის ომმა უკრაინაში ევროატლანტიკური უსაფრთხოება ახალი რეალობის წინაშე დააყენა, რადგან ფუნდამენტური პრინციპები ძალის გამოყენებას დააპირისპირა. „ამ ახალ ეტაპზე NATO-ს მოკავშირეები ერთად დგანან პარტნიორებთან და მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნეთან ერთად. ჩვენ ერთობლივად ვიცავთ ჩვენს ძირითად პრინციპებს, პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის უფლებას, აირჩიონ საკუთარი კურსი. ეს საქართველოს უფლებაც არის და ეს უფლება უნდა იყოს დაცული. ძლიერი და ქმედითი შეიარაღებული ძალები უმთავრესი პირობაა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ნატო გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო წესრიგზე დამყარებული წესებით, დემოკრატია ყოველთვის ბატონობს ტირანიაზე, სადაც ადამინები არიან თავისუფალი, ცხოვრობენ უსაფრთხოდ და წარმატებულად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდნენ. „NATO-საქართველოს სწავლება 2022“ არის სამეთაურო საშტაბო, რომელიც კომპიუტერულ სწავლებას გულისხმობს. სწავლება სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და ის უკვე მესამედ გაიმართა. ასევე წაიკითხეთ სალომე ზურაბიშვილი: NATO-საქართველოს სწავლებაში პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა მეტყველებს რეგიონში საქართველოს როლზე NATO-საქართველოს ერთობლივი სწავლება 20-25 მარტს ჩატარდება
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველვყოფთ უკრაინის დამატებით დახმარებას
დღეს NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველვყოფთ უკრაინის დამატებით დახმარებას, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს უპრეცედენტო საფასურს დაუწესებენ. „პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოგვმართა გზავნილით, სადაც მადლობა გადაუხადა NATO-ს მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა მეტი სამხედრო დახმარების სასიცოცხლო მნიშვნელობას. დღეს NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველვყოფთ უკრაინის დამატებით დახმარებას", - განაცხადა მან. NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა აღმოსავლეთში
ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილება ერთი წლით გაახანგრძლივა
ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილება ერთი წლით გაახანგრძლივა. იენს სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის მოვალეობებს 2023 წლის 30 სექტემბრამდე შეასრულებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: NATO-საქართველოს სწავლება აჩვენებს ალიანსის ვალდებულებას, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები იენს სტოლტენბერგი: NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველვყოფთ უკრაინის დამატებით დახმარებას
იენს სტოლტენბერგი: ხდება რუსული ჯარების გადაადგილება და არა, მისი გაყვანა
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ხდება რუსული ჯარების გადაადგილება და არა, მისი გაყვანა. „ჩვენი დაზვერვის თანახმად, რუსული ქვედანაყოფები უკან კი არ იხევენ, არამედ გადაადგილდებიან. რუსეთი ცდილობს, გადაჯგუფდეს, მომარაგდეს და დონბასის რეგიონში, შეტევა გააძლიეროს. ამავდროულად, რუსეთი კიევსა და სხვა ქალაქებზე, ზეწოლას აგრძელებს. ასე რომ, ჩვენ შეიძლება დამატებით შეტევებს ველოდოთ, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ტანჯვა მოაქვს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
იენს სტოლტენბერგი: რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს უაზრო ომი
რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს უაზრო ომი. გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი უკრაინიდან და კეთილსინდისიერად ჩაერთოს მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ბოლო წლებში ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი გაძლიერება მოხდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ ახალი სამხედრო გეგმები შეკავებისა და თავდაცვისთვის. ყოველივე ამან საშუალება მისცა ნატოს სწრაფად და გადამწყვეტად ეპასუხა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: ხდება რუსული ჯარების გადაადგილება და არა, მისი გაყვანა ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
იენს სტოლტენბერგი: თუკი ფინეთი გადაწყვეტს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანას, წევრობის მიღებას სწრაფად შეძლებს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თუკი ფინეთი გადაწყვეტს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანას, წევრობის მიღებას სწრაფად შეძლებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. სტოლტენბერგის განცხადებით ჰელსინკი NATO-ს ახლო პარტნიორია. „ფინეთისა და შვედეთის შეიარაღებული ძალები პასუხობს NATO-ს სტანდარტებს. თუ ეს ქვეყნები შემოიტანენ განაცხადს, ვფიქრობ ეს დადენბითად იქნება აღქმული. გამონახება გზა, რომ პროტოკოლის მიხედვით სწრაფად მოვილაპარაკოთ ალიანსში გაწევრიანებაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ფინეთის პრემირ-მინისტრმა 24 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანოს, იმ შემთხვევში თუ ფინეთის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხი დადგება. ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. ასევე წაიკითხეთ კვლევა: ფინეთის მოსახლეობის 61% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას
იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა
რუსეთის მოქმედებები უსაფრთხოებისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. რასაც ახლა ვხედავთ არის სისასტიკე, არის ომის მასშტაბები, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს და ეს უკიდურესი საშინელებაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ვხედავთ პრეზიდენტ პუტინის საომარ ბუნებას, კანონის უზენაესობის, საერთაშორისო წესებისადმი პატივისცემის ნაკლებობას და ასევე ადამიანის სიცოცხლის ძირითადი უფლებების პატივისცემის ნაკლებობას. ის, რაც ხდება უკრაინაში რუსეთის მიერ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უსაფრთხოებისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, ამან გამოიწვია ყოვლისმომცველი და ძლიერი პასუხი ნატო-ს ალიანსისგან. ჩვენ უზრუნველვყოფთ ნატო-ს მოკავშირეებს, მხარს ვუჭერთ უკრაინას და მრავალი წლის განმავლობაში მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას. ნატო-ს მოკავშირეებმა გაწვრთნეს ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი, რომელთაგან ბევრი ახლა ფრონტის ხაზზეა და რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
NATO გენერალური მდივანი: მოსკოვი უკრაინაში თავის ამბიციებს არ თმობს, ახლა ჩვენ ვხედავთ კიევიდან ჯარების მნიშვნელოვან გადაადგილებას
მოსკოვი უკრაინაში თავის ამბიციებს არ თმობს, ახლა ჩვენ ვხედავთ კიევიდან ჯარების მნიშვნელოვან გადაადგილებას, - განაცხადა NATO გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე. „უახლოეს კვირებში ჩვენ ველოდებით რუსეთის შემდგომ შეტევებს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში. დონბასის მთლიანად აღებასა და ოკუპირებულ ყირიმზე გასვლას შეეცდებიან. ეს ომის გადამწყვეტი ეტაპია“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
იენს სტოლტენბერგი: NATO მზად უნდა იყოს, ეს ომი შეიძლება, მრავალი თვე და წლებიც კი გაგრძელდეს
ომი შეიძლება, გაგრძელდეს მრავალი თვე და წლებიც კი, NATO უნდა იყოს მზად, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ გამართულ პრესკონფეენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის განმარტებით, დახმარების და უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცის დამსახურებაა, რომ ბრძოლის ველზე სურათი ყოველდღიურად იცვლება. „ველოდები, რომ დღეს და ხვალ მინისტრები იმსჯელებენ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მხარდაჭერის კიდევ უფრო გასაზრდელად. მოკავშირეები აწვდიან შეიარაღებას უკრაინას, მათ შორის ტანკსაწინააღდმეგო შეიარაღებას, ასევე, ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს, სხვადასხვა თანამედროვე შეიარაღებას, მსქუბუქ და მძიმე შეიარაღებასაც. მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ ვიტყვი, რომ ის, რასაც აკეთებენ მოკავშირეები, მნიშვნელოვანია და ეს მოიცავს მძიმე სისტემებსაც“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
სტოლტენბერგი: უმჯობესია, საქართველოს ადრე დავეხმაროთ, ვიდრე გვიან
მჯერა, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციიდან ერთ-ერთი სასწავლი გაკვეთილი ის არის, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ, ვისაც სჯერა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, მხარი დაუჭიროს NATO-ს ახლო და ღირებულ პარტნიორებს, მაგალითად საქართველოს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ნაწილს. „უმჯობესია, ასეთ ქვეყნებს დავეხმაროთ ადრე, ვიდრე გვიან. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი საკითხიც სწორედ ის იქნება, თუ როგორ შეგვიძლია იმ პარტნიორების მიმართ მხარდაჭერის გაძლიერება, რომლებიც რუსეთის წნეხის ქვეშ იმყოფებიან და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საქართველოა. რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს. ჩვენ ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერა კიბერსივრცის, უსაფრთხოების კომუნიკაციებისა და სხვა გზების მხრივ, რათა საქართველომ შეძლოს რუსეთის მხრიდან ზემოქმედებაზე წინააღმდეგობის გაწევა. NATO-ს კარი ღია რჩება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. 6-7 აპრილს NATO-ს მინისტერიალზე მიწვეულები არიან საქართველოსა და უკრაინის საგარეო მინისტრებიც. შეხვედრა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში შედგება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. 6 აპრილს შეხვედრა დახურულ ფორმატში დაიწყება. 7 აპრილს იგეგმება ორი სესია. ამასთან სესიებზე ალიანსის წევრების გარდა მოწვეული არიან NATO-ს პარტნიორი ქვეყნები უკრაინა, საქართველო ფინეთი და შვედეთი. შეგახსენებთ, რომ 24 მარტს NATO-ს სამიტი გაიმართა, რომელში მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები მონაწილეობდნენ. ასევე წაიკითხეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და NATO-ს ეწვევა
იენს სტოლტენბერგი: ყოველდღიურად წინ ვუდგებით რუსულ აგრესიას, ახლა მოკავშირეები უზრუნველყოფენ უკრაინელების აღჭურვილობას
ყოველდღიურად წინ ვუდგებით რუსულ აგრესიას, ახლა მოკავშირეები უზრუნველყოფენ უკრაინელების აღჭურვილობას, რათა დაიცვათ ყველა სუვერენული ქვეყნის უფლება დაიცვას საკუთარი თავი, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ყოველდღიურად წინ უდგებით რუსულ აგრესიას, ახლა მოკავშირეები უზრუნველყოფენ უკრაინელების აღჭურვილობას, რათა დაიცვათ ყველა სუვერენული ქვეყნის უფლება დაიცვას საკუთარი თავი, როგორც ეს გაეროს ქარტიაშია წერია. აუცილებელია უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა. შეხვედრაზე განვიხილავთ უკრაინისთვის მეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების, მსუბუქი და მძიმე შეიარაღების და სხვა მრავალი სახის დახმარების საჭიროებას. ნატო ამარაგებს უკრაინას იარაღით, მაგრამ ნატო არ აგზავნის უკრაინაში ჯარისკაცებს. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, არ მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია, ის უკრაინას არ გასცდეს, არ იყოს უფრო სასტიკი, სახიფათო და დამანგრეველი. ამიტომ დახმარებასთან ერთად ვმუშაობთ, კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის აღკვეთაზე“, - აცხადებს სტოლტენბერგი. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
იენს სტოლტენბერგი: NATO უკრაინისთვის მრავალი სახის მხარდაჭერის საკითხს განიხილავს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები უკრაინას აღჭურვილობის მიწოდებით მხარს უჭერენ, რათა „დაიცვან მისი თავდაცვის უფლება, რომელიც გაეროს ქარტიითაა დაცული“. ამის შესახებ სტოლტენბერგმა დღეს ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ჟურნალისტებს განუცხადა. „განიხილავს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, მსუბუქი, მაგრამ ასევე მძიმე იარაღის და უკრაინის მრავალი სხვადასხვა სახის მხარდაჭერის საჭიროებას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
ილია დარჩიაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალიანსს ნატოს მინისტერიალში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიწვევისთვის, რაც ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგი გამოხატულებაა. "ხაზი გაესვა გენერალური მდივნის განსაკუთრებულ პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ამ პროცესში ალიანსის განგრძობითი და მტკიცე მხარდაჭერის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ. ნატოს გენერალურ მდივანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
იენს სტოლტენბერგი: რასაც ახლა ვხედავთ, არის ახალი რეალობა, ახალი ნორმა ევროპული უსაფრთხოებისთვის
რასაც ახლა ვხედავთ, არის ახალი რეალობა, ახალი ნორმა ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ვთხოვეთ ჩვენს სამხედრო მეთაურებს შემოგთავაზონ ვარიანტები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გადატვირთვას, - ინფორმაციას The Telegraph-ი ნატოს გენერალურ მდივანზე, იენს სტოლტენბერგზე დაყრდნობით ავრცელებს. "ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის ახალი რეალობა, ახალი ნორმა ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ვთხოვეთ ჩვენს სამხედრო მეთაურებს შემოგთავაზონ ვარიანტები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გადატვირთვას, ნატოს გრძელვადიან ადაპტაციას. NATO, რუსეთის მომავალ აგრესიასთან დაპირისპირების მიზნით, საზღვარზე ჯარის მუდმივად განთავსების გეგმაზე მუშაობს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა
NATO-ს გენერალური მდივანი: ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაშლილი ხელით შევხვდებით
ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაშლილი ხელით შევხვდებით, თუ ისინი განაცხადს გააკეთებენ,- ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ მათ NATO-ში გაშლილი ხელით შევხვდებით. ფინეთი და შვედეთი ჩვენი უახლოესი პარტნიორები არიან“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, Reuters-მა 26 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს
იენს სტოლტენბერგი: საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა უნდა უზრუნველვყოთ
"უკრაინაში რუსეთის შეჭრა NATO-სთვის ავლენს საჭიროებას, რომ უზრუნველყოს ისეთი ქვეყნების მხარდაჭერა, როგორებიც არიან საქართველო და მოლდოვა", - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადა. „უკრაინაში სასტიკი შეჭრა NATO-სთვის ავლენს საჭიროებას, უზრუნველყოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა, როგორებიც არიან საქართველო და მოლდოვა, რომლებიც არ არიან NATO-ს და ევროკავშირის წევრები. ეს ეხება როგორც პრაქტიკულ მხარდაჭერას, ისე პოლიტიკურს. საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი და ასევე ახლო თანამშრომლობა აქვს ევროკავშირთან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: NATO ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ NATO-ს გენერალურმა მდივანი: NATO-ს საქართველოსთან მნიშვნელოვანი პარტნიორობა აქვს ენტონი ბლინკენი: ყურადღებით უნდა ვიყოთ საქართველოს და მოლდოვის მიმართ, ეს ქვეყნები რისკის ქვეშ არიან
იენს სტოლტენბერგი: უახლოეს პერიოდში, უკრაინა უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე
გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა ვერ დაიცავს თავს მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღით, არამედ უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. როგორც მედია წერს, ამავდროულად სტოლტენბერგმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას. „გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა ვერ დაიცავს თავს მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღით, არამედ უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე. ატომური ომის მოგება შეუძლებელია და არ უნდა იყოს წარმოებული, მათ შორის რუსეთის მიერ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: უკრაინას დამატებითი საარტილერიო საბრძოლო მასალით, რადარებითა და სხვა აღჭურვილობით ვუზრუნველყოფთ
იენს სტოლტენბერგი: ველოდები, რომ პუტინი კიდევ ერთხელ, წელს 9 მაისს გაავრცელებს სიცრუეს NATO-სა და მთლიანად დასავლეთის შესახებ
"პუტინმა შეიარაღებული ძალები უკრაინიდან უნდა გაიყვანოს და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს", - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ ქვეყნის დახმარებას, რომელიც იცავს საკუთარ უფლებას თავდაცვაზე. 9 მაისის სიტყვით მიმართვას რუსეთის პრეზიდენტი რეგულარულად იყენებს დასავლეთის შესახებ სიცრუის გასავრცელებლად და NATO-ს გასაკრიტიკებლად. ველოდები, რომ პუტინი კიდევ ერთხელ, წელს 9 მაისს გაავრცელებს სიცრუეს NATO-სა და მთლიანად დასავლეთის შესახებ“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ცნობისთვის, დღეს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა.
იენს სტოლტენბერგი: თუ ფინეთი გააკეთებს განაცხადს, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი
ფინეთი NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მას თბილად მიესალმებიან NATO-ში, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ეს არის ფინეთის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელსაც NATO სრულად პატივს სცემს. თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ფინეთი NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთის გაწევრიანება NATO-ში აჩვენებს, რომ "NATO-ს კარი ღიაა და რომ ფინეთი თავად წყვეტს თავის მომავალს". 12 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება. ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი. სტოლტენბერგი კოვიდინფიცირების გამო, ბერლინში ვიდეოზარის საშუალებით ჩაერთო. სტოლტენბერგმა თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, წევრები შეძლებენ საერთო ენის პოვნას. სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ NATO პატივს სცემს ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებებს, მაგრამ თურქეთი ასევე მნიშვნელოვანი მოკავშირეა. სტოლტენბერგი ამბობს, რომ NATO „ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, რასაც რუსეთი აკეთებს“ და მზადაა, იმოქმედოს, თუ რუსეთი NATO-ს წევრებზე რაიმე თავდასხმას განახორციელებს. მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია თურქეთის პოზიციის მიუხედავად, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე კონსენსუსის იმედი აქვს მისი თქმით, ფინეთისა და შვედეთის პოტენციური გაწევრიანება ალიანსისთვის მნიშვნელოვანია და ალიანსი შეისწავლის გზებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ბალტიის რეგიონში. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს.
ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ახლა ბრიუსელში იმყოფება 18 მაისს NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას შეხვედრის შესახებ NATO-ს პრესსამსახური ავრცელებს. ამასთან, შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის შტაბბინაში შედგება. ასევე წაიკითხეთ: პრემიერი ბრიუსელში ვიზიტისას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს განიხილავს - მთავრობის ადმინისტრაცია
იენს სტოლტენბერგი: ეს ისტორიული მომენტი უნდა გამოვიყენოთ
ყველა მოკავშირე თანხმდება NATO-ს გაფართოების მნიშვნელობაზე. ყველა ვთანხმდებით, რომ ერთად უნდა ვიდგეთ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. NATO-ს გენერალური მდივანი შვედეთისა და ფინეთის მიერ განაცხადის წარდგენას მიესალმა. კარგი დღეა, კრიტიკულ მომენტში ჩვენი უსაფრთხოებისთვის. დიდი მადლობა ფინეთსა და შვედეთის გაწევრიანებაზე განაცხადების გადმოცემისთვის. ყველა ერს აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა. თქვენ უკვე გააკეთეთ თქვენი არჩევანი. თქვენ ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ და თქვენი გაწევრიანება NATO-ში, ჩვენს საერთო უსაფრთხოებას გაზრდის. თქვენ მიერ დღეს წარდგენილი აპლიკაციები ისტორიული ნაბიჯია. მოკავშირეები ახლა განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესები. ჩვენ მოწადინებულნი ვართ, ვიმუშაოთ ყველა საკითხზე და სწრაფად მივიდეთ დასკვნებამდე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ მოკავშირეების არაერთი განცხადება, რომლებიც ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებისთვის. NATO უკვე ფხიზლადაა ბალტიის ზღვის რეგიონში. NATO და მოკავშირეთა ძალები საჭიროებისამებრ გააგრძელებენ ადაპტაციას. ყველა მოკავშირე თანხმდება NATO-ს გაფართოების მნიშვნელობაზე. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ერთად უნდა ვიდგეთ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანეს
ირაკლი ღარიბაშვილსა და იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზე განთავსდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა. დღესვე დაანონსდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდება. 18 მაისს, ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა სამხედრო კუთხით NATO--საქართველოს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და პრიორიტეტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა პრემიერ-მინისტრი: შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი შარლ მიშელი: დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს
ნიკოლოზ სამხარაძემ ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრის გაუქმების მიზეზი დაასახელა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა იმ მიზეზებზე, რომლის გამოც მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაუქმდა. „ჩემი ინფორმაციით, რაც მე ჩვენი ელჩისგან მივიღე, შეხვედრა გაუქმდა იმის გამო, რომ ბატონი სტოლტენბერგი შეუძლოდ გახდა ფინეთის და შვედეთის წარმომადგენლებთან შეხვედხრაზე, თქვენ იცით, რომ მას კოვიდი ჰქონდა“, - განუცხადა სამხარაძემ ჟურნალისტებს. 18 მაისს, ბრიუსელში, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთისა და შვედეთის ელჩებისგან განაცხადი მიიღო. მისივე თქმით, არანაირი შიდაპოლიტიკური მოვლენა ამ შეხვედრის გაუქმების მიზეზი არ შეიძლება, რომ იყოს. ირაკლი ღარიბაშვილსა და იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა. დღესვე დაანონსდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდება. 18 მაისს, ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა სამხედრო კუთხით NATO--საქართველოს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და პრიორიტეტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა პრემიერ-მინისტრი: შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი შარლ მიშელი: დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს
ბრიუსელში ვიზიტი მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ხვდება
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალუდ მდივანს იენს სტოლტენბერგს ხვდება. შეხვედრაზე მედია არ არის მიწვეული და შესაბამის მასალასაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გაავრცელებს. დღეს დილით, NATO-ს ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ალიანსის გენმდივანს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამ თემაზე განმარტება მხოლოდ ქართულმა მხარემ გააკეთა. მოგვიანებით, NATO-მ განაახლა ინფორმაცია, რომ იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს უმასპინძლებს. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.
NATO: იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს მიიღებს
18 მაისს, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიიღებს. ინფორმაცია ალიანსმა თავის ვებგვერდზე განაახლა. როგორც Europetime-ს ალიანსიდან აცნობეს, შეხვედრაზე მედია არ არის მიწვეული და შესაბამის მასალასაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გაავრცელებს. დღეს დილით, NATO-ს ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ალიანსის გენმდივანს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამ თემაზე განმარტება მხოლოდ ქართულმა მხარემ გააკეთა. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.
სტოლტენბერგი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე წერს. ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში შეხვდა „NATO -ს მჭიდრო პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე. NATO სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - წერს იენს სტოლტენბერგი.
ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, რაც ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც საქართველო ეფექტიანად იყენებს გაწევრიანების გზაზე არსებულ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი როგორც ალიანსის, ასევე, პარტნიორი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას. დადებითი შეფასება მიეცა ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია, როგორც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე, პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს NATO-ს მადრიდის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და მოლოდინები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკრაინაში ომს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინელი ხალხის მიმართ. ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს პრემიერმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პირადი ძალისხმევისთვის და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში არსებითი როლის შესრულებისთვის“, - აღნიშნავს ადმინისტრაცია. „ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, საქართველოსა და ალიანსს შორის გაძლიერებული პარტნიორობის მნიშვნელობა. ხაზგასმით აღვნიშნე ყველა შესაძლო ფორმატში ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა, რაც რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული“, - აღნიშნავს ღარიბაშვილი თავის მხრივ Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. ბრიუსელში ვიზიტი მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ხვდება დღეს დილით, NATO-ს ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ალიანსის გენმდივანს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამ თემაზე განმარტება მხოლოდ ქართულმა მხარემ გააკეთა. მოგვიანებით, NATO-მ განაახლა ინფორმაცია, რომ იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს უმასპინძლებს. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.
ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ფინეთთან და შვედეთთან ერთად, უკრაინა და საქართველოც მიიწვიეს
15-16 ივნისს, ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. Europetime-ს NATO-დან აცნობეს, რომ შეხვედრა 15 ივნისს, სამუშაო ვახშმით დაიწყება, სადაც მიწვეულნი არიან პარტნიორები - ფინეთი, საქართველო, შვედეთი, უკრაინა და ევროკავშირი. 16 ივნისს, NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ორ სესიაზე შეიკრიბებიან.ცალკე, უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც შეერთებული შტატები მასპინძლობს, NATO-ს შტაბბინაში, 15 ივნისს გაიმართება. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები NATO-ს მოკავშირეებთან მუშაობს, რათა საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის ძალისხმევას მხარი დაუჭიროს
იენს სტოლტენბერგი აშშ-ს ეწვევა
NATO-ს გენერალური მდვანი იენს სტოლტენბერგი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება. ინფორმაცია ალიანსმა გაავრცელა. ნათქვამია, რომ სტოლტენბერგი აშშ-ის დედაქალაქში პარასკევამდე დარჩება და შეხვდება შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებს, მათ შორის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს და პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანს. სტოლტენბერგი ასევე სიტყვით გამოვა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში (SAIS).
სტოლტენბერგი: პუტინს ნაკლები NATO სურდა, თუმცა უფრო მეტ NATO-სა და ალიანსის უფრო მეტ წევრს იღებს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინს ნაკლები NATO სურდა, თუმცა უფრო მეტ NATO-სა და ალიანსის უფრო მეტ წევრს იღებს. იენს სტოლტენბერგი აშშ-ს ეწვევა სტოლტენბერგის შეფასებით, ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებები და ოფიციალური განაცხადები ალიანსში გაწევრიანებაზე ისტორიულია. „ისინი გააძლიერებენ ჩვენს ალიანსს. ჩვენ უნდა მივმართოთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების საკითხებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით ერთიან გზას“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. შეგახსენებთ, თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ანკარა აცხადებს, რომ ვიდრე ანკარის პირობები არ დაკმაყოფილდება, ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე პროგრესი არ იქნება. თურქეთი ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
სტოლტენბერგი გერმანიასა და რუმინეთს ეწვევა
9 ივნისს, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ბერლინში, გერმანიაში გაემგზავრება. სტოლტენბერგი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს და თავდაცვის ფედერალურ მინისტრს ქრისტინ ლამბრეხტს შეხვდება. 10 ივნისს, NATO-ს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ბუქარესტში, რუმინეთში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს სამიტში, რომელსაც რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა უმასპინძლებენ. გენერალური მდივნის დაგეგმილი ვიზიტების შესახებ Europetime-ს ალიანსის პრესსამსახურმა აცნობა.
ბაიდენი NATO-ს გენერალურ მდივანს თეთრ სახლში მიიღებს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხუთშაბათს თეთრ სახლში შეხვდება NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს იმ ფონზე, როდესაც ალიანსი უკრაინის ომთან დაკავშირებით, შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს. CNN წერს, რომ მხარეები NATO-ს სამიტის მომზადებისა და ტრანსატლანტიკური ალიანსის გაძლიერების საკითხს განიხილავენ. როგორც ცნობილია, ბაიდენმა ფინეთისა და შვედეთის განაცხადებს NATO-ში გაწევრიანების შესახებ, მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტამდე, სტოლტენბერგი ფინეთსა და შვედეთში ვიზიტებით იმყოფება. ალიანსის გენმდივანი შვედეთში დღეს ჩადის. მანამდე ის ფინეთში შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს საული ნიინისტოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სტოლტენბერგი: შვედეთი მზადაა, უსაფრთხოების საკითხზე თურქეთის შეშფოთება გადაჭრას
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთის მთავრობა მზად არის, თურქეთის შეშფოთება გადაჭრას. მისი თქმით, შვედეთმა „უკვე დაიწყო ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლა. პირველ ივლისს, შვედეთის ანტიტერორისტული კანონმდებლობა შეიცვლება. ქვეყნის იარაღის ექსპორტის დამოუკიდებელმა სააგენტომ განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანებასთან ერთად გადახედავს თავის პოლიტიკას. სტოლტენბერგს არ დაუკონკრეტებია, გადაწყდება თუ არა ეს საკითხი მადრიდის სამიტამდე, 28 ივნისს; თუ შვედეთის საპარლამენტო არჩევნებამდე, 11 სექტემბერს. თუმცა აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყოფენ შვედეთის უსაფრთხოების გარანტიებს, ვიდრე ის ალიანსში სრულფასოვან წევრობას მიაღწევს. შეკითხვაზე, რას მოიმოქმედებს NATO, სტოქჰოლმზე თავდასხმის შემთხვევაში, სტოლტენბერგმა პირობა დადო, რომ „წარმოუდგენელია, NATO-ს მოკავშირეებმა რეაგირება არ მოახდინონ“. შვედეთი, ნორვეგიასთან ერთად, დიდი ხანია, თანამშრომლობს NATO-სთან, მაგრამ, არაწევრ ქვეყნებზე არ ვრცელდება ალიანსის ხელშეკრულების მეხუთე მუხლი, რომელიც გულისხმობს, რომ თავდასხმა ერთ წევრზე არის თავდასხმა ყველაზე. „უსაფრთხოების პერსპექტივიდან დანახული, შვედეთი ახლა უკეთეს ადგილზეა, ვიდრე განაცხადის გაკეთებამდე”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. შვედეთში, პრემიერ-მინისტრის საზაფხულო რეზიდენციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO „მყარად და აქტიურად“ მუშაობს შვედეთთან და თურქეთთან, რათა დავა „რაც შეიძლება მალე“ გადაიჭრას. ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ნეიტრალიტეტის შემდეგ, რუსეთის შეჭრამ უკრაინში, ფინეთი და შვედეთი აიძულა, NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაეკეთებინათ. ამ ნაბიჯს თურქეთის მხრიდან პირობების წამოყენება მოჰყვა. ანკარა ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია. სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტს: თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად დიალოგს განვაგრძობთ, რათა NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინ წავიწიოთ
იენს სტოლტენბერგი: უკრაინამ უფრო მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიიღოს
უკრაინამ უფრო მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიიღოს, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. ზელენსკი: უკრაინა არ ითხოვს იმაზე მეტ იარაღს, ვიდრე საჭიროა თავისუფლების დასაცავად ჯო ბაიდენი: ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის გაფრთხილების მოსმენა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა, არ სურდა "რუსეთის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, უკრაინას მეტი მძიმე იარაღი უნდა ჰქონდეს NATO-ს ქვეყნებიდან და ეს საკითხი დღეს, 15 ივნისს, უკრაინის მხარდაჭერისთვის საკონტაქტო ჯგუფის NATO-ს შტაბ-ბინაში განიხილება. საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება უკრაინის მხარდაჭერისთვის. NATO-ს მოკავშირეები უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში უჭერენ მხარს. 2014 წლიდან მათ გაწვრთნეს და აღჭურვეს ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და ოფიცერი, რომლებიც ახლა ფრონტზე არიან და ებრძვიან პუტინის სასტიკ შეჭრას. არ არსებობს იმის პროგნოზირება, თუ როგორ და როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, რომ დახმარება დიდი ხნით გავუწიოთ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ იმ იარაღის ჩამონათვალი გაავრცელა, რომელიც ქვეყნის არმიას ომის დასასრულებლად სჭირდება
სტოლტენბერგი: NATO-ს მოკავშირეები უნდა მოემზადონ უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის, რადგან ომის დასრულების პროგნოზირება რთულია
რუსეთის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, უკრაინას მეტი მძიმე იარაღი უნდა ჰქონდეს NATO-ს ქვეყნებიდან და ეს საკითხი დღეს, 15 ივნისს, უკრაინის მხარდაჭერისთვის საკონტაქტო ჯგუფის NATO-ს შტაბ-ბინაში განიხილება. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ალიანსის გენმდივნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება უკრაინის მხარდაჭერისთვის. ეს არის ფორმატი, რომელიც შეიქმნა რამშტეინის ბაზაზე რამდენიმე თვის წინ და რეგულარულად იკრიბება NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით, რათა უკრაინას მიეწოდოს სხვადასხვა ტიპის იარაღი, სამხედრო ტექნიკა, მათ შორის მძიმე იარაღი“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვიდი მოკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ზელენსკი: უკრაინა არ ითხოვს იმაზე მეტ იარაღს, ვიდრე საჭიროა თავისუფლების დასაცავად მისივე თქმით, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში უჭერდნენ მხარს. 2014 წლიდან NATO-ს მოკავშირეებმა მოამზადეს და აღჭურვეს ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და ოფიცერი, რომლებიც ახლა ფრონტის ხაზზე იმყოფებიან.„მაგრამ ისინი უნდა მოემზადონ გრძელვადიან პერსპექტივაში მხარდაჭერისთვის, რადგან არ არსებობს იმის პროგნოზი, თუ როგორ და როდის დასრულდება ეს ომი. ამიტომ, ისინი მზად უნდა იყვნენ, რომ გააგრძელონ ეს მხარდაჭერა დიდი ხნით და ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
იენს სტოლტენბერგი: საქართველო მიწვეულია NATO-ს ლიდერების შეხვედრაზე, რაც მჭიდრო პარტნიორობის გამოხატულება
საქართველო მიწვეულია ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად; ვფიქრობ, ეს სოლიდარობისა და NATO-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, – ამის შესახებ NATO-ს მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ფინეთთან და შვედეთთან ერთად, უკრაინა და საქართველოც მიიწვიეს „ვფიქრობ, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი ინტერვენციის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს მოკავშირეებმა გააძლიერონ სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსული აგრესიის წინაშე. რა თქმა უნდა, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის. რუსეთი უკვე შეიჭრა საქარველოს ტერიტორიებზე, აკონტროლებს მის ნაწილებს და შესაბამისად, მე ველოდები, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს პრაქტიკულ პარტნიორობას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ასევე წაიკითხეთ: სტოლტენბერგი: NATO-ს მოკავშირეები უნდა მოემზადონ უკრაინისთვის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის, რადგან ომის დასრულების პროგნოზირება რთულია
სტოლტენბერგი: განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ალიანსი განიხილავს გზებს, თუ როგორ გააძლიეროს პრაქტიკული მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი სხვა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია ჰერცეგოვინისა და საქართველოსთვის“. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იენს სტოლტენბერგი მსგავსი მოწოდებით გამოდის. უკრაინაში ომის ფონზე პარტნიორების მხარდამჭერის გაძლიერების გზავნილებით NATO-ს გენერალური მდივანი არაერთხელ გამოვიდა. იენს სტოლტენბერგი: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა და გავაგზავნოთ მესიჯი, რომ მის ტერიტორიულ მთლიანობას არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც ვუჭერთ მხარს „ორ კვირაში ჩვენ შევხვდებით მადრიდში ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამ უფრო სახიფათო სამყაროში, ჩვენ NATO უფრო ძლიერი უნდა გავხადოთ და კიდევ უფრო მხარი დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორებს. და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ამ კვირაში. დღეს საღამოს ჩვენ შევხვდებით უკრაინას, საქართველოს, შვედეთს, ფინეთსა და ევროკავშირს. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები გვექნება შესაძლებლობა, თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა მოგვაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სჭირდება უკრაინას დაუყოვნებლივ. მოკავშირეები მზად არიან, გააგრძელონ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, რომელიც უკრაინას სჭირდება, მძიმე იარაღისა და შორ მანძილზე მოქმედი სისტემების ჩათვლით. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი სხვა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია ჰერცეგოვინისა და საქართველოსთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 15-16 ივნისს, ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. შეხვედრა 15 ივნისს, სამუშაო ვახშმით დაიწყება, სადაც მიწვეულნი არიან პარტნიორები - ფინეთი, საქართველო, შვედეთი, უკრაინა და ევროკავშირი. 16 ივნისს, NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ორ სესიაზე შეიკრიბებიან. ცალკე, უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც შეერთებული შტატები მასპინძლობს, NATO-ს შტაბბინაში, 15 ივნისს გაიმართება.
უკრაინამ უფრო მძიმე იარაღი უნდა მიიღოს - რეზნიკოვი
ოლექსი რეზნიკოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინამ უფრო მძიმე იარაღი უნდა მიიღოს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თავის Twitter-ზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ დაწერა. გერმანია უკრაინას სამ ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა MARS2-ს გადასცემს სლოვაკეთი უკრაინას ვერტმფრენებს, კანადა, პოლონეთი და ნიდერლანდები კი საარტილერიო დანადგარებს გადასცემენ ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების გადაცემა დააანონსა მინისტრმა რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა „ძალიან პროდუქტიული“ იყო. „უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის კუთხით, მესიჯი იყო ხმამაღალი და მკაფიო: კართაგენი განადგურდება! არავინ შეგვიშლის! მთელი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება ჩვენს ხელშია. ამ ხელებმა უნდა მიიღონ უფრო მძიმე იარაღი", - წერს რეზნიკოვი. 15 ივნისს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. „რამშტეინი 3“) შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე, 23 მაისს, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე (გერმანია) უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის მეორე შეხვედრა 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების დონეზე გაიმართა. უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევის ასეთი ინსტრუმენტი შეერთებული შტატების ინიციატივით შეიქმნა.
NATO საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერებაზე მუშაობს
ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. შეკრების შემდეგ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტების მიერ, საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. იენს სტოლტენბერგმა კვლავ გაიმეორა, რომ NATO საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერებაზე მუშაობს. „NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ასევე შეუერთდნენ საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა გარე ჩარევის გარეშე. მე გუშინ შევხვდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს და ისიც მონაწილეობდა გუშინ საღამოს შეხვედრაში. მე და მოკავშირეებმა ხაზი გავუსვით მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობას, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით იმ მოკავშირეებისთვის, რომლებიც დაუცველნი არიან რუსეთის ჩარევის მიმართ. მათ ეს გააკეთეს 2008 წელს. ამიტომ, ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, მეტი მხარდაჭერა და როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან.რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოც არის, რადგან საქართველომ უკვე განიცადა მოსკოვის სამხედრო ინტერვენციის შედეგები. მათ ეს გააკეთეს 2008 წელს. ამიტომ, ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავუწიოთ მეტი მხარდაჭერა და როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები ეს იყო ძალიან კონსტრუქციული და კარგი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და მოკავშირეებმა ასევე გამოხატეს ჩვენს ახლო პარტნიორთან, საქართველსთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება. მე ველოდები, რომ როდესაც ლიდერები შეიკრიბებიან [მადრიდის სამიტზე], ისინი კვლავ დაადასტურებენ ღია კარის ჩვენს პოლიტიკას და კვლავ განაცხადებენ იმას, რაც აქამდე ბუქარესტის სამიტის შემდეგ გვითქვამს საქართველოსა და NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგი: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა და გავაგზავნოთ მესიჯი, რომ მის ტერიტორიულ მთლიანობას არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც ვუჭერთ მხარს სტოლტენბერგი: განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა 15-16 ივნისს, ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა. შეხვედრა 15 ივნისს, სამუშაო ვახშმით დაიწყო, სადაც მიწვეულნი იყვნენ პარტნიორები - ფინეთი, საქართველო, შვედეთი, უკრაინა და ევროკავშირი. 16 ივნისს, NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ორ სესიაზე შეიკრიბნენ. ცალკე გაიმართა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას პირველად დაესწრო
NATO აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვის ახალ მოდელს ამზადებს
NATO-ს მოკავშირეები მზად არიან, მოამზადონ ახალი თავდაცვის მოდელი ბლოკის აღმოსავლეთ ფლანგისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, მადრიდში მომავალ სამიტზე დამტკიცდება. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ”დარწმუნებული ვარ, რომ სამიტზე ორი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთანხმდებით მოდელზე. არამხოლოდ მოდელზე, არამედ იმაზე, რომ მოკავშირეები მზად არიან, უზრუნველყონ საჭირო ძალები, რათა შეავსონ ეს მოდელი შინაარსით, სიძლიერით, ძალებით, რომლებიც დაარწმუნებენ ყველა მოკავშირეს, რომ ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯს არამხოლოდ აღმოსავლეთში ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების მიზნით, არამედ, უფრო საშიშ და კონკურენტულ სამყაროში“, - თქვა სტოლტენბერგმა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ალიანსმა გააორმაგა აღმოსავლეთში საბრძოლო ჯგუფების რაოდენობა ოთხიდან რვამდე, ბალტიის ქვეყნებიდან შავ ზღვამდე. საფრანგეთი ხელმძღვანელობს რუმინეთში საბრძოლო ჯგუფს და გაძლიერდნენ „სხვა მოკავშირეებიც". მოკავშირეები მზად არიან, კიდევ გაზარდონ საბრძოლო ჯარების რაოდენობა. სტოლტენბერგმა დააამატა, რომ ჯარი მზად იქნება, საჭიროების შემთხვევაში სწრაფად შეიცვალოს დანიშნულების ადგილი. უფრო ადრე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე კონტინგენტის გაფართოების საკითხი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე განიხილებოდა. NATO ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნას განიხილავს
სტოლტენბერგი: თუ პუტინი ამ ომიდან გაიგებს, რომ მას შეუძლია, უბრალოდ გააგრძელოს, როგორც ეს საქართველოსთან ომის და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გააკეთა, ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით
„თუ პუტინი ამ ომიდან გაიგებს, რომ მას შეუძლია, უბრალოდ გააგრძელოს, როგორც ეს საქართველოსთან ომის და 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გააკეთა, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგის განცხადებით, NATO სამიტზე განაცხადებენ, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს. „ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. მაშინაც კი, თუ ხარჯები მაღალია, არამხოლოდ სამხედრო მხარდაჭერისთვის, არამედ ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდის გამო. მაგრამ ეს არ არის შედარება იმ ფასთან, რომლის გადახდაც უკრაინელებს ყოველდღიურად უწევთ მრავალი სიცოცხლისთვის. თუ პუტინი ამ ომიდან გაიგებს, რომ მას უბრალოდ შეუძლია, გააგრძელოს, როგორც ეს საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გააკეთა, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სტოლტენბერგი: NATO და ევროკავშირი უკრაინელების გვერდით დგანან
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ევროკომისიის პრეზიდენტს მასპინძლობს. სტოლტენბერგმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. „დიდი პატივია, NATO-ს სამიტამდე ვმასპინძლობდე ევროკომისიის პრეზიდენტს. NATO და ევროკავშირი უკრაინელების გვერდით დგანან, როცა ისინი აგრძელებენ თავის დაცვას რუსეთის სასტიკი ომისგან. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ახლო პარტნიორის, უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აღნიშნულია სტოლტენბერგის Twitter პოსტში. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლმცა 19 ივნისს განაცხადა, რომ „დიდი შვიდეული“ მხარს დაუჭერს უკრაინას, სანამ ეს საჭირო იქნება. ამასთან, ამერიკის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ ეს უკრაინას დასჭირდება. NATO-ს გენერალური მდივანმა ასევე 19 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს. სტოლტენბერგის შეფასებით, უკრაინისთვის უახლესი იარაღის მიწოდება დონბასის რეგიონის რუსეთის კონტროლისგან გათავისუფლების შანსს გაზრდის. ამასთან, ალიანსის გენმდივნის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის უნდა მოემზადონ. მოსალოდნელია, რომ ამ თვის ბოლოს, მადრიდში, NATO-ს სამიტზე, უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმდებიან, რომელიც ქვეყანას საბჭოთა პერიოდის ძველი იარაღიდან NATO-ს სტანდარტზე გადასვლას უზრუნველყოფს.
იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს. სტოლტენბერგის შეფასებით, უკრაინისთვის უახლესი იარაღის მიწოდება დონბასის რეგიონის რუსეთის კონტროლისგან გათავისუფლების შანსს გაზრდის. ჯონსონი უკრაინში ხანგრძლივ ომს ვარაუდობს და დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერის გეგმას სთავაზობს „ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება, წლები დასჭირდეს. ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა მაშინაც კი, თუ ხარჯები მაღალია, არამხოლოდ სამხედრო დახხმარების თვალსაზრისით, არამედ, ენერგიასა და სურსათზე ფასების ზრდის გამო“, - განუცხადა სტოლტენბერგმა გაზეთ Bild am Sonntag-ს. მოსალოდნელია, რომ ამ თვის ბოლოს, მადრიდში, NATO-ს სამიტზე, უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმდებიან, რომელიც ქვეყანას საბჭოთა პერიოდის ძველი იარაღიდან NATO-ს სტანდარტზე გადასვლას უზრუნველყოფს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურმა მდივანმა მადრიდის სამიტზე მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტზე მიიწვია. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც იენს სტოლტენბერგის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში აქცენტი უნდა გაკეთდეს გლობალურ გამოწვევებზე. „მოგმართავთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე მოწვევით, რომელიც ესპანეთის ქალაქ მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება. კონკრეტულად, მინდა გთხოვოთ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა დონეზე გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ შეხვედრას დაესწროთ 29 ივნისის ნაშუადღევს. ხსენებულ შეხვედრაზე ასევე მოვიწვიე ავსტრალიის თანამეგობრობის პრემიერ-მინისტრი, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი. უდავოდ გადამწყვეტ დროს ვიკრიბებით. უკრაინის ტერიტორიაზე შეღწევით რუსეთმა ევროპაში მშვიდობა დაამსხვრია. გლობალური უსაფრთხოება ახლა ხელახლა განისაზღვრება, თან ამ უსამართლო და არაპროვოცირებული ომის შედეგი ევროატლანტიკური სივრცის მიღმაც შეიგრძნობა. რუსეთი და სხვა ავტორიტარული ძალები გამოწვევებს უქმნიან წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის მყისიერი პასუხი რუსეთის ბრუტალური აგრესიის მიმართ შთამბეჭდავია, თან ერთობასა და სოლიდარობაზე მეტყველებს. ჩვენ დისკუსიებში აქცენტი უნდა გავაკეთოთ გლობალურ გამოწვევებზე და მათ შორის განსაკუთრებით გავამახვილოთ ყურადღება ჩინეთის მზარდ ძალაუფლებაზე და გავლენის არეალზე, ასევე ჩვენი ინტერსებისა და უსაფრთხოების სფეროში მის შედეგებზე. მადრიდის სამიტზე მოკავშირეებს შორის შეთანხმდება ახალ სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის საკვანძო პრინციპებისა და ამოცანების განსაზღვრას მოახდენს უფრო საშიში და არაპროგნოზირებადი სამყაროსადმი ალიანსის შესამზადებლად. ხსენებული კონცეფციით მოხდება ახალი პოლიტიკის განმტკიცება რუსეთის მიმართ, საერთო საფუძველი განისაზღვრება ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებთან დაკავშირებით და განმტკიცდება ჩვენი მიზანსწრაფულობა ყველა საფრთხესთან მიმართებით ყველა მოკავშირის დასაცავად. მოუთმენლად ველი თქვენს ხილვას მადრიდში!“ – აღნიშნულია წერილში.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება
"უკრაინაში რუსული შეჭრის გამო დაწყებული ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება", - ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ უკრაინას ჰქონდეს რაც შეიძლება ძლიერი პოზიცია და დავეხმაროთ მუდმივად სუვერენულ და დამოუკიდებელ ევროპულ ერს. ამისი საუკეთესო გზა ძლიერი სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ეკონომიკური მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გატარებაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სტოლტენბერგი: NATO-ს სამიტზე მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის
NATO მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. „საქართველო და ევროკავშირი ასევე მიიღებენ მონაწილეობას ალიანსის სამიტში. ჩვენ ასევე გავაღრმავებთ თანამშრომლობას NATO-ს უახლოეს პარტნიორებთან. მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორების, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე, ტუნისისა და მავრიტანიისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, საქართველოსთვის მოსალოდნელი მხარდამჭერი პაკეტის დამტკიცების შესახებ, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ ჯერ კიდევ 23 ივნისს განაცხადა. ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან რა სისტემა ან ინსტრუმენტი შეიძლება, დაინერგოს საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად გაძლიერებული საფრთხეების პირობებში? როგორ შეიძლება, ალიანსი გადავიდეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, თუნდაც შესაძლოა, განიხილებოდეს რაიმე ახალი ფორმატი? ამ შეკითხვას Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას NATO სამიტზე დაამტკიცებს. „უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ დახმარება ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიცაა, საქართველო, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებს და ზეწოლას. ახალი ინსტრუმენტების ან სისტემების შექმნის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში. ჩვენ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ, თუ რას უნდა მოიცავდეს ეს ზომები უფრო დეტალურად და ველოდებით მათ მიღებას მადრიდის სამიტზე“, - განუცხადა ხავიერ კოლომინამ Europetime-ს. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები
სტოლტენბერგმა NATO-ს შტაბ-ბინაში შვედეთის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა. შეხვედრისას შვედეთისა და ფინეთის მიერ წარდგენილ გაწევრიანების განაცხადებზე იმსჯელეს. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების შესახებ ყველა მოკავშირის შეშფოთება უნდა იყოს გათვალისწინებული, თურქეთის შეშფოთება ლეგიტიმურია და მისი მიზეზები უნდა განიხილებოდეს. „ჩვენ ახლა ერთად ვმუშაობთ შვედეთს, ფინეთსა და ჩვენს მოკავშირე თურქეთს შორის შეთანხმებაზე, რათა შემდგომ აღმოვფხვრათ უსაფრთხოების საკითხებზე შეშფოთების მიზეზები, მათ შორის იარაღის ექსპორტსა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადები NATO-ში გაწევრიანებაზე ისტორიულია და რომ მათი გაწევრიანება გააძლიერებს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას. ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან თავის მხრივ, ანდერსონმა დაამატა, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადებმა მიიღო ძალიან ფართო მხარდაჭერა NATO-ს მოკავშირეებისგან. „შვედეთი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, მაგრამ NATO-ში კონსენსუსია საჭირო. ჩვენი დაუცველობა გარე საფრთხეების მიმართ იზრდება, ვიდრე ოფიციალურად არ გავხდებით წევრები. ამ გაურკვევლობის საპასუხოდ, რამდენიმე მოკავშირემ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნორვეგიამ და დანიამ შვედეთს მკაფიო მხარდაჭერა აღუთქვეს. ამისათვის ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ. თურქეთმა წამოაყენა რამდენიმე საკითხი შვედეთისა და ფინეთის განაცხადებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, ფინეთთან და NATO-სთან ერთად მივაღწიოთ შეთანხმებას. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს ამ შაბათს. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო კარგი და კონსტრუქციული საუბარი“, - განაცხადა ანდერსონმა. ანკარა ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთების მიზეზები ვერ აღმოიფხვრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია.
NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები ტრანსფორმირდება და გაფართოვდება 300 000-ზე მეტი პერსონალით. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ჩვენ გარდაქმნით NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს (NRF) და გავზრდით მასში ჩართული ჯარისკაცების რაოდენობას 300 000-ზე მეტ ადამიანამდე“, - თქვა ბლოკის ხელმძღვანელმა ბრიუსელში NATO-ს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე მადრიდში NATO-ს სამიტის წინ. სტოლტენბერგმა ასევე გაახმაურა NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ხარჯების უახლესი მონაცემები. „ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ ზედიზედ მერვე წელია გაზარდეს თავდაცვის ხარჯები. მიმდინარე წლის ბოლომდე $350 მილიარდზე მეტის დახარჯვა იგეგმება ალიანსის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
დღეს NATO-ს სამიტი იწყება
NATO-ს ლიდერები მადრიდში, ესპანეთში იკრიბებიან, რათა განიხილონ ალიანსის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი გამოწვევბი. მადრიდის სამიტი განსაზღვრავს NATO-ს სტრატეგიულ მიმართულებას მომდევნო ათწლეულისთვის და შემდგომში, რაც უზრუნველყოფს ალიანსის ადაპტაციას ცვალებად სამყაროსთან და მილიარდი ადამიანს უსაფრთხოების დაცვას. როგორ იმოქმედა რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა შეჭრამ უკრაინაში და ევროპაში უსაფრთხოების ახალმა რეალობამ NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის მიდგომაზე? რას აკეთებს ალიანსი სხვა გამოწვევების გადასაჭრელად, როგორიცაა ჩინეთის მზარდი გავლენა და უსაფრთხოებაზე გავლენის შედეგები? რა შედის NATO-ს მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაში, როგორია ალიანსის მომავალი ადაპტაციის გეგმა უფრო კონკურენტუნარიან სამყაროში, სადაც ავტორიტარული ძალები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე. ეს მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებსაც NATO-ს ლიდერები მადრიდის სამიტზე განიხილავენ. მადრიდის სამიტთან ერთად, საჯარო ფორუმი გაიმართება, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს ალიანსის მომავლის შესახებ დისკუსიისთვის იწვევს. მას მასპინძლობს ოთხი წამყვანი სამოქალაქო ორგანიზაცია - ელკანოს სამეფო ინსტიტუტი, გერმანიის მარშალის ფონდი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია და ატლანტიკური საბჭო - საჯარო ფორუმზე გამოვლენ ექსპერტები და გადაწყვეტილების მიმღებები მთელი მსოფლიოდან. NATO სამიტზე ჩვენ განვაცხადებთ, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის - სტოლტენბერგი ესპანეთი სამიტს მასპინძლობს NATO-ში გაწევრიანების 40 წლისთავზე. ესპანეთი გახდა მე-16 ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ალიანსს 1982 წლის 30 მაისს. მადრიდში, NATO-ს სამიტზე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს შეკავებას და თავდაცვას; დავეთანხმებით უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში; შევთანხმდებით NATO-ს მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მომავალი ადაპტაციის გეგმას გაზრდილი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში ავტორიტარულ ძალებთან, როგორიცაა ჩინეთი; და ჩვენ შევთანხმდებით, რომ რისკის ქვეშ მყოფ ჩვენს პარტნიორებს შემდგომი, მათზე მორგებული დახმარება გავუწიოთ. ჩვენ ვალდებულებას ავიღებთ, კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან აზია-წყნარ ოკეანეში და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში. NATO მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 40,000-დან 300 000-მდე გაზრდის ჩვენ ასევე განვიხილავთ პროგრესს ტვირთის განაწილების მიმართულებით, რადგან ცხადია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინვესტიციები ჩვენს თავდაცვაში და ერთად უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ NATO-ში. მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას, რომლებიც ერთად მუშაობენ ძლიერ NATO-ში, შეუძლიათ ჩვენი მილიარდი ადამიანის დაცვა უფრო საშიშ სამყაროში. NATO-ს პარტნიორების მონაწილეობა ასევე იქნება ჩვენი სამიტის გამორჩეული მახასიათებელი ნიშანი მადრიდში. პრეზიდენტი ზელენსკი მადრიდის სამიტზე NATO-ს ლიდერებს სიტყვით მიმართავს და პრემიერი ღარიბაშვილიც იქნება მიწვეული ერთ-ერთ სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რაც ცხადყოფს ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას. მონაწილეობის მოსაწვევები ასევე გაეგზავნათ ფინეთს, შვედეთსა და ევროკავშირს, ასევე, ჩვენს აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებს, ავსტრალიას, იაპონიას, ახალ ზელანდიას და კორეის რესპუბლიკას“, - განუცხადა ექსკლუზიურად Europetime-ს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ. შეგახსენებთ, 27 ივნისს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს. „საქართველო და ევროკავშირი ასევე მიიღებენ მონაწილეობას ალიანსის სამიტში. ჩვენ ასევე გავაღრმავებთ თანამშრომლობას NATO-ს უახლოეს პარტნიორებთან. მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორების, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე, ტუნისისა და მავრიტანიისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. უფრო ადრე, ამ მოსალოდნელი მხარდამჭერი პაკეტის დამტკიცების შესახებ, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ ჯერ კიდევ 23 ივნისს ისაუბრა. „უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ დახმარება ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიცაა, საქართველო, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებს და ზეწოლას. ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან ახალი ინსტრუმენტების ან სისტემების შექმნის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში. ჩვენ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ, თუ რას უნდა მოიცავდეს ეს ზომები უფრო დეტალურად და ველოდებით მათ მიღებას მადრიდის სამიტზე“, - განუცხადა ხავიერ კოლომინამ Europetime-ს. ცნობისთვის, სამიტზე მიწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სამიტს წინასწარი ინფორმაციით, ვიდეოჩართვით დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
NATO მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 40,000-დან 300 000-მდე გაზრდის
NATO მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 40,000-დან 300 000-მდე გაზრდის. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. NATO სწრაფი რეაგირების ძალებს მასიურად გააფართოებს. „ჩვენ მოვახდენთ NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების ტრანსფრმაციას და გავზრდით ჩვენი მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობას 300 000-მდე“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს მადრიდში, NATO-ს სამიტის წინ. NATO სამიტზე ჩვენ განვაცხადებთ, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის - სტოლტენბერგი NATO სამიტზე გამოაცხადებს, რომ რუსეთი ალიანსის პარტნიორი აღარ არის და ის საფრთხეა უსაფრთხოებისთვის. მისი თქმით, თუ მსოფლიო შეიცვლება, NATO-ც შეიცვლება. მოსალოდნელია, რომ NATO-ს სამიტზე, უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმდებიან, რომელიც ქვეყანას საბჭოთა პერიოდის ძველი იარაღიდან NATO-ს სტანდარტზე გადასვლას უზრუნველყოფს. NATO-ს სამიტს ესპანეთი, მადრიდი 2022 წლის 28, 29 და 30 ივნისს უმასპინძლებს. ცნობისთვის, 25 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ ისტორიაში პირველად, NATO კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სწრაფი რეაგირების ძალებს გამოიყენებს. რა ამოცანებს უსახავს NATO სწრაფი რეაგირების ძალებს, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ასევე, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ალიანსი ისტორიულ საიტზე, წაიკითხეთ Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან.
სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს და შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის შეხვედრა მადრიდში, სამშაბათს (2022 წლის 28 ივნისს), NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შუამავლობით. ამ შეხვედრაზე ლიდერები შეთანხმდნენ სამმხრივ მემორანდუმზე, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოების საკითხებზე თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მიზეზების აღმოფხვრას, რაც გზას გაუხსნის ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა - თურქეთიდან - მევლუთ ჩავუშოღლუმ, ფინეთიდან - პეკა ჰაავისტომ და შვედეთიდან - ენ ლინდემ, სამივე სახელმწიფოს ლიდერის და გენერალური მდივნის თანდასწრებით. თურქეთის, ფინეთის და შვედეთის მთავრობები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმდ მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის შეფასებით, NATO-ს ღია კარის პოლიტიკამ ისტორიული წარმატებას მიაღწია. თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს „ჩვენ ახლახან დავასრულეთ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან, პრეზიდენტ ნიინისტოსთან და პრემიერ-მინისტრ ანდერსონთან. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ახლა გვაქვს შეთანხმება, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას. თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ეხება თურქეთის შეშფოთების მიზეზების აღმოფხვრას, მათ შორის იარაღის ექსპორტისა და ტერორიზმთან ბრძოლის გარშემო. არცერთ მოკავშირეს არ განუცდია უფრო სასტიკი ტერორისტული თავდასხმები, ვიდრე თურქეთს, მათ შორის ტერორისტული ჯგუფის, PKK-ის მხრიდან. თურქეთის, ფინეთის და შვედეთის მთავრობები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც NATO-ს მოკავშირეები, ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას, სრულად დაუჭირონ მხარი თურქეთს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის წინააღმდეგ. ეს მოიცავს მათი შიდა კანონმდებლობის შემდგომ შესწორებებს, PKK-ის საქმიანობის ჩახშობას; ექსტრადიციის შესახებ შეთანხმების გაფორმებას თურქეთთან. ჩვენ მიერ ერთად მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, თურქეთი დათანხმდა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას NATO-ში. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ერდოღანს, პრეზიდენტ ნიინისტოს და პრემიერ-მინისტრ ანდერსონს დღევანდელი მოლაპარაკებების კონსტრუქციული სულისკვეთებისთვის. NATO-ს ღია კარის პოლიტიკამ ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიღება მათ უფრო უსაფრთხოს, NATO-ს უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს უფრო უსაფრთხოს გახდის. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვაწყდებით უსაფრთხოების უდიდეს კრიზისს ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი: ეს იქნება ისტორიული და გარდამტეხი სამიტი ჩვენი ალიანსისთვის
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მადრიდის სამიტი იქნება ისტორიული და გარდამტეხი სამიტი ალიანსისთვის. სტოლტენბერგმა ჩამოთვალა ის მიმართულებები, რომლებზეც NATO მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან „ჩვენ ვხვდებით უსაფრთხოების ყველაზე სერიოზულ კრიზისს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ მოკავშირეებს შეუძლიათ ერთიანობის დემონსტრირება. ჩვენ ვხედავთ ალიანსი ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს ძლიერად და ერთიანად პასუხობს. ეს იქნება გარდამტეხი სამიტი, რადგან ჩვენ მივიღებთ ისტორიულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ შევთანხმდებით ჩვენი ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც არის გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ მივიღოთ NATO მომავალში უფრო კონკურენტუნარიან და საშიშ სამყაროში, რათა დავიცვათ ყველა მოკავშირე და დაახლოებით მილიარდი მოქალაქე. ჩვენ შევთანხმდებით ფუნდამენტურ ცვლილებაზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის მიმართულებით. მზადყოფნაში მყოფი უფრო მეტი საბრძოლო ძალებით. ეს არის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის უდიდესი ტრანსფორმაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ, რომელიც შეთანხმდება ამ სამიტზე. და მესამე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვუცხადებთ მხარდაჭერას უკრაინას. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დღეს სიტყვით მიმართავს ყველა ლიდერს. ჩვენ ასევე შევთანხმდებით უკრაინის დახმარების ყოვლისმომცველ პაკეტზე. NATO და NATO-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში უკრაინას უჭერდნენ მხარს. მაგრამ, რა თქმა უნდა, შემოჭრის შემდეგ ჩვენ ყველანი გავძლიერდით. შემდეგ კი ლიდერები მიიღებენ ისტორიულ გადაწყვეტილებას, მოიწვიონ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრებად. ეს ეფუძნება გუშინ ფინეთს, შვედეთსა და თურქეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას. და ეს კარგი შეთანხმებაა ფინეთისთვის, შვედეთისთვის, თურქეთისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი და ბოლოს, ჩვენ ხელახლა დავადასტურებთ და შევაფასებთ იმ უზარმაზარ პროგრესს, რომელიც მიღწეულია ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით, გაზრდილია თავდაცვის ინვესტიციები მთელ ალიანსში ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ასევე მივიღებთ ბევრ სხვა გადაწყვეტილებას, კლიმატის ცვლილების და კიბერ სფეროში. ჩვენ დავაარსებთ ახალ საინოვაციო ფონდს. მაგრამ მთლიანობაში, ეს ნამდვილად იქნება ისტორიული და გარდამტეხი სამიტი, რომელიც აჩვენებს ალიანსის ერთიანობას და NATO-ს უნარს ადაპტირდეს, როცა სამყარო იცვლება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან, მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად
NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ NATO-ს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ საერთო ფასეულობების დასამკვიდრებლად. „ყოველთვის სასიამოვნოა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა. NATO-ს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ საერთო ფასეულობების დასამკვიდრებლად”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში იმყოფება, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მხარდაჭერას ახალი პაკეტით. ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით
ალიანსი გააძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას NATO-ს კიბერწვრთნებში ქვეყნის მონაწილეობის გაზრდით, უსაფრთხოების კომუნიკაციების გაძლიერებით და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის განვითარებაში დახმარებით. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ახლახან დავასრულეთ შეხვედრა NATO-ს უახლოეს პარტნიორებთან, ევროკავშირთან, საქართველოსთან, ფინეთთან და შვედეთთან, და პირველად, NATO-ს სამიტზე, ჩვენი ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან - ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და კორეის რესპუბლიკა. მე შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია, გავაძლიეროთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. ჩვენ გავაძლიერებთ მხარდაჭერას ახალი პაკეტით, რათა დავეხმაროთ საქართველოს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და მედეგობის გაძლიერებაში, მათ შორის NATO-ს კიბერწვრთნებში საქართველოს მონაწილეობის გაზრდით, უსაფრთხოების კომუნიკაციების გაძლიერებით და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის განვითარებაში დახმარებით. ჩვენ ასევე ვგეგმავთ საქართველოში NATO-ს სამოკავშირეო ოფისში დამატებითი პერსონალის უზრუნველყოფას. შემდეგ ჩვენ გვაქვს სხვა ელემენტები, როგორიცაა თბილისში წვრთნისა და შეფასების ცენტრი და სხვა ელემენტები, რომლებსაც შეუძლია საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება. რაც შეეხება წევრობის საკითხს, ჩვენ ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი, თუმცა რაიმე თარიღს ვერ დავასახელებთ“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. ახლა ჩვენ წინაშეა სტრატეგიული კონკურენციის ეპოქა. ჩვენ ასევე მეტს გავაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. გუშინ მოკავშირეებმა დაამტკიცეს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებული პაკეტი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის აღჭურვასა და გაძლიერებას გრძელვადიან პერსპექტივაში. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან NATO: ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაძლიეროთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ არიან. მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვის რესპუბლიკა. ჩვენ დავეხმარებით მათ საკუთარი შესაძლებლობების ჩამოყალიბებასა და მათი გამძლეობის გაძლიერებაში. NATO-ს პარტნიორობამ ევროკავშირთან უკვე მიაღწია უპრეცედენტო დონეს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას. პირველად, მოკავშირეები დღეს შეთანხმდნენ მავრიტანიის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების პაკეტზე. ჩვენ დავეხმარებით მათ გაუმკლავდნენ უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის საზღვრის უსაფრთხოებას, არალეგალურ მიგრაციას და ტერორიზმს. მავრიტანიის მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს მხარდაჭერას გავამახვილებთ უამრავ ძირითად სფეროზე.მათ შორის სპეცოპერაციები, საზღვაო უსაფრთხოება და დაზვერვა. რა წერია საქართველოს შესახებ NATO-ს ახალ, სტრატეგიულ კონცეფციაში მადრიდის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ზოგიერთი პუნქტი საქართველოს ეთმობა NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა.
მადრიდის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ზოგიერთი პუნქტი საქართველოს ეთმობა
NATO-ს სამიტის ფარგლებში, სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელთა დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიტიკული დროა ევროპის უსაფრთხოებისთვის, საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან „NATO არის თავდაცვითი ალიანსი და არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის. NATO რჩება ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ფუნდამენტად და მოკავშირეებს შორის უსაფრთხოების შესაებ კონსულტაციებისა და გადაწყვეტილებების აუცილებელ პლატფორმად. ჩვენი ვალდებულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მიმართა, მე-5 მუხლის ჩათვლით, ურყევია, უსაფრთხოების ამ რადიკალურად შეცვლილ გარემოში, ეს სამიტი ჩვენი ალიანსის გაძლიერებისა და მისი ადაპტაციის დაჩქარების ეტაპს ასახავს“, - ვკითხულობთ დეკლარაციის ტექსტში. რაც შეეხება საქართველოს ნაწილს, დოკუმენტში ნათქვამია შემდეგი: „ჩვენ აქ მადრიდში შევხვდით NATO-ს ბევრ პარტნიორს. ჩვენ გვქონდა აზრთა ღირებული გაცვლები ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთისა და უკრაინის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებთან, ასევე, ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებთან. ჩვენ მივესალმებით იორდანიის და მავრიტანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე, ბოსნია და ჰერცეგოვინის თავდაცვის მინისტრს. ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა ავაშენოთ მათი მთლიანობა და გამძლეობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას სამხრეთის პარტნიორებისთვის“, - აღნიშნულია დეკლარაციაში, რომელიც NATO-ს პრესსამსახურმა Europetime-ს მიაწოდა. მე-18 პუნქტში საუბარია ღია კარის პოლიტიკაზე. „ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრებად და შევთანხმდით გაწევრიანების ოქმებზე ხელმოწერაზე. ალიანსში გაწევრიანებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ლეგიტიმური შეშფოთება სათანადოდ იყოს განხილული. ჩვენ მივესალმებით სამმხრივი მემორანდუმის დადებას თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის ამ მიზნით. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება მათ უფრო უსაფრთხოს გახდის, NATO-ს უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს უფრო უსაფრთხოს გახდის. ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებას პირდაპირი მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის, მათ შორის გაწევრიანების პროცესში“, - აღნიშნულია დეკლარაციის ტექსტში.
იენს სტოლტენბერგი: თუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში და ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს მთელი ალიანსის პასუხს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს მთავარი პასუხისმგებლობა: დარწმუნდეს, რომ მოწინააღმდეგე მხარის გონებასა და აღქმებში არ იყოს რაიმე გაუგებრობები, რომ თუ ისინი გააკეთებენ ისეთ რამეს, როგორიც რუსეთმა გააკეთა საქართველოში 2008 წელს ან ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს უსწრაფეს პასუხს მთელი ალიანსისგან. დისკუსიებიდან გამომდინარე, გაქვთ თუ არა განცდა, რომ არსებობს კონსენსუსი და ერთიანობა იმის შესახებ, თუ რა არის წითელი ხაზები, რომლებიც რუსეთმა არ უნდა გადაკვეთოს პირდაპირი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად? - ამ შეკითხვით მიმართა სტოლტენბერგს ჟურნალისტმა. იენს სტოლტენბერგმა NATO-ს სამიტის ისტორიული გადაწყვეტილებები შეაჯამა „ჩვენ უფრო საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობთ უფრო არაპროგნოზირებად სამყაროში - მსოფლიოში, სადაც რეალურად მიმდინარეობს ომი ევროპაში, ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციებით, რომლებიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს.ვხედავთ უკრაინელი ხალხის ტანჯვას. ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ და პატივს მივაგებთ მათ მამაცობას, ვაჟკაცობას. ჩვენ ასევე გადავეცით ეს მესიჯი პრეზიდენტ ზელენსკის სამიტზე გამოსვლისას. ამავე დროს, ჩვენ ასევე ვიცით, რომ ეს ვითარება შეიძლება, გაუარესდეს. თუ ეს გადაიზრდება სრულმასშტაბიანი ომში რუსეთსა და NATO-ს შორის, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ტანჯვას, ზარალს, სიკვდილს, ნგრევას იმ მასშტაბით, რაც გაცილებით უარესია, ვიდრე დღეს უკრაინაში ვხედავთ ამას. ამიტომ NATO-ს ორი ამოცანა ფუნდამენტური ამოცანა აქვს. ერთი არის უკრაინის მხარდაჭერა. NATO და NATO-ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას და ამ სამიტზე შევთანხმდით პაკეტზე. მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია უკრაინის ფარგლებს გარეთ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ NATO არ არის ადგილზე ამ კონფლიქტის ნაწილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს უაღრესად ფასეულ პარტნიორს, უკრაინას, მაგრამ ჩვენ არ ვართ კონფლიქტის ნაწილი. რატომ გავზარდეთ ასე მნიშვნელოვნად ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში - 40000-ზე მეტი ჯარისკაცით NATO-ს უშუალო მეთაურობით - რათა მოვხსნათ ნებისმიერი ვარაუდი არასწორი გათვლებისთვის, NATO დაიცავს მისი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. ეს არის NATO-ს მთავარი პასუხისმგებლობა: დარწმუნდეს, რომ მოწინააღმდეგე მხარის გონებასა და აღქმებში არ იყოს რაიმე გაუგებრობები, რომ თუ ისინი გააკეთებენ ისეთ რამეს, როგორიც რუსეთმა გააკეთა საქართველოში 2008 წელს ან ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს უსწრაფეს პასუხს მთელი ალიანსისგან. ეს არის მთავარი მესიჯი. ჩვენ ვიცავთ მშვიდობას NATO-ს მოკავშირეებისთვის, დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანისათვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგმა NATO-ს სამიტის ისტორიული გადაწყვეტილებები შეაჯამა
მადრიდის სამიტი ისტორიული გადაწყვეტილებით სრულდება NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა დამტკიცდა ახალი სტრატეგიული კონცეფცია, მიღებულია დეკლარაცია გაძლიერდა პარტნიორების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა პირველად, სტრატეგიული კონცეფცია ეხება ჩინეთის მიერ წამოჭრილ გამოწვევებს NATO-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებებით, ალიანსი გააგრძელებს მშვიდობის შენარჩუნებას, კონფლიქტების თავიდან აცილებას, ხალხის და ღირებულებების დაცვას. „ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, ერთად დგანან“, - ასეთია ალიანსის გზავნილი. სტოლტენბერგმა ისტორიული სამიტის შედეგები და გადაწყვეტილებები შეაჯამა. მადრიდის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ზოგიერთი პუნქტი საქართველოს ეთმობა „ჩვენ შევთანხმდით ფუნდამენტურ ცვლილებაზე შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაში. შევთანხმდით, რომ მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ჩვენს ალიანსში გასაწევრიანებლად.შევთანხმდით უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე. იენს სტოლტენბერგი: ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მხარდაჭერას ახალი პაკეტით. ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით ასევე - NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე. შევთანხმდით, რომ გავძლიერდეთ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში, უნდა შეიქმნას ახალი ინოვაციების ფონდი. ჩვენ შევთანხმდით NATO-ში მეტ ინვესტირებაზე და NATO-ს ბიუჯეტის გაზრდაზე; ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობა ალიანსის ზოგიერთ უახლოეს პარტნიორთან, განსაკუთრებით, ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნებში. NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია ადასტურებს უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ჩვენი ბოლო სესია მადრიდის სამიტზე ფოკუსირებული იყო ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და საჰელის საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ამ რეგიონებში დაუცველობა პირდაპირ გავლენას ახდენს ყველა მოკავშირის უსაფრთხოებაზე. ჩვენი ახალი სტრატეგიული კონცეფცია ტერორიზმს ჩვენი უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ მიიჩნევს. პირველად, ჩვენ ახლახან შევთანხმდით მავრიტანიისთვის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პაკეტზე. ჩვენ ასევე შევთანხმდით ტუნისისთვის დამატებითი შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერაზე, ასევე, იორდანიის მხარდაჭერაზე. ჩვენ ასევე შევეხეთ გლობალურ სასურსათო კრიზისს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირდაპირი შედეგია. მისი გავლენები მძიმეა. მათ შორის მსოფლიოს ზოგიერთ ყველაზე დაუცველ ადამიანზე. რა წერია საქართველოს შესახებ NATO-ს ახალ, სტრატეგიულ კონცეფციაში სურსათზე ფასები რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ბევრი ქვეყანა უკრაინაზეა დამოკიდებული ხორბლისა და სხვა საკვების მნიშვნელოვანი იმპორტისთვის. ასე რომ, მოკავშირეებმა განიხილეს თავიანთი ძალისხმევა კრიზისის შესამსუბუქებლად. ჩვენ ასევე განვიხილეთ, თუ როგორ აგრძელებენ რუსეთი და ჩინეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სარგებლის ძიებას ჩვენს სამხრეთ სამეზობლოში. მოსკოვიც და პეკინიც იყენებენ ეკონომიკურ ბერკეტს, იძულებას და ჰიბრიდულ მიდგომებს რეგიონში თავიანთი ინტერესების წინსვლისთვის. ამრიგად, დღეს ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს მზარდი გამოწვევა, მათ შორის NATO-ს პარტნიორების კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერით რეგიონში. ჩვენ ვაწყდებით უსაფრთხოების ყველაზე სერიოზულ გამოწვევას ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ მას ვუპასუხებთ ერთიანობით და გადაწყვეტილებით. მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ალიანსი გააგრძელებს მშვიდობის შენარჩუნებას, კონფლიქტების თავიდან აცილებას და ჩვენი ხალხის და ჩვენი ღირებულებების დაცვას. ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, ერთად დგანან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, მოკავშირეთა ლიდერები შეთანხმდნენ ფუნდამენტურ ცვლილებაზე NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაში, გაძლიერებული თავდაცვითი და საბრძოლო ჯგუფები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობის გაზრდა 300 000-მდე - ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც ალიანსის ისტორიულ სამიტზე მიიღეს. მოკავშირეები შეთანხმდნენ უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე, გაძლიერებული ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის დამტკიცებით. ლიდერებმა მხარი დაუჭირეს NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, ალიანსის გეგმას უფრო საშიშ და კონკურენტულ სამყაროში. ის ასახავს NATO-ს მიდგომას რუსეთისა და სხვა საფრთხეების მიმართ, მათ შორის ტერორიზმის, კიბერ და ჰიბრიდული გამოწვევების მიმართ. პირველად, სტრატეგიული კონცეფცია ეხება ჩინეთის მიერ წამოჭრილ გამოწვევებს. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიზნით შემდგომ ნაბიჯებზე, მათ შორის სათბურის გაზების ემისიების შემცირებასა და 2050 წლისთვის ნულოვან ნუშნულამდე დაყვანაზე.
იენს სტოლტენბერგი: საქართველოს შემთხვევაში, მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ ქვეყანას NATO-ს წევრობისკენ სვლაში
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ალიანსის გაწევრიანებისკენ გზაზე, რეფორმების განხორციელებაზე უნდა კონცეტრირდეს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ევროპარლამენტში შესაბამამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „არის სამი ქვეყანა, რომელიც NATO-ს წევრობისკენ ისწრაფვის: უკრაინა, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. საქართველო და უკრაინა, ეს ორი განსხვავებული ქვეყანაა. ძირითადი ფოკუსი ახლა უკრაინაზეა, მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, რათა უკრაინამ შეძლოს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ არსებობა. ეს არის მთავარი ფოკუსი, ახლა ფოკუსი წევრობაზე არ არის, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზებისთვის... ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, NATO-ს სურვილია, საქართველომ რეფორმების ტემპი აღადგინოს საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ მათ NATO-ს წევრობისკენ სვლაში. ჩვენს შესახებ იცით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალ წევრთან დაკავშირებით, მოითხოვს ერთხმად მხარდაჭერას, ყველა წევრის თანხმობაა საჭირო და ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება NATO-ში, რომ ახლა გადავდგათ მომდევნო ნაბიჯი და გვქონდეს წევრობის სამოქმედო გეგმა. ფოკუსი უნდა იყოს რეფორმებზე და იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც, ჩვენ შევძლებთ ერთი ნაბიჯით წინ წასვლას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ იენს სტოლტენბერგს უკრაინისთვის მეტი მძიმე იარაღის მიწოდება სთხოვა
NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევისთვის მეტი მძიმე იარაღის მიწოდება მოითხოვა, რათა უკრაინამ რუსეთის თავდასხმები წარმატებით მოიგერიოს და კონტრშეტევა დაიწყოს. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს გენერალურ მდივანს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გააცნო და NATO-ს წევრი ქვეყნებისგან მეტი მძიმე იარაღის სწრაფად მიღების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. თავის მხრივ, სტოლტენბერგმა ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, Twitter-ზე დაწერა: სიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ NATO-მ და მოკავშირეებმა კიდევ უფრო მეტი დახმარება გაუწიონ უკრაინას, კიდევ უფრო სწრაფად. უკრაინის პრეზიდენტთან ასევე განვიხილე მარცვლეულის პირველი გადაზიდვა რუსეთის შეჭრის შემდეგ; გაეროს და ჩვენი მოკავშირე თურქეთის მიერ დაფინანსებული შეთანხმების სრულად განხორციელების აუცილებლობა“. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იენს სტოლტენბერგი: NATO მზადაა, ჩაერიოს, თუ კოსოვოში სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება
NATO-ს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ NATO-ს ძალები (KFOR) მზად არიან პროცესში ჩაერიონ, თუ კოსოვოში სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება. „ყველა მხარე კონსტრუქციულად უნდა ჩაერთოს ევროკავშირის შუამავლობით დიალოგში და უთანხმოება დიპლომატიური გზით გადაწყვიტოს", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. 31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. თუმცა პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კოსოვოში ჯეფრი ჰოვენიერი კოსოვოს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა და მთავრობას მოუწოდა, სანომრე ნიშნებისა და პირადობის მოწმობების შესახებ გადაწყვეტილებების განხორციელება 30 დღით გადაედო.
სტოლტენბერგის თქმით, თუ პუტინი იფიქრებს, NATO-ს რომელიმე ქვეყანას გაუკეთოს იგივე, რაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიმართ ჩაიდინა, NATO დაუყოვნებლივ ჩაერთვება
უკრაინის ომი ყველაზე საშიში მომენტია ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რუსეთს არ უნდა მივცეთ გამარჯვების უფლება, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, თუ რუსეთი ომს მოიგებს, სხვა მეზობელი ქვეყნები შეიძლება იყვნენ შემდეგნი. მისივე თქმით, იმისათვის, რომ მოსკოვმა არ მიაღწიოს წარმატებას, NATO-ს და მის წევრ ქვეყნებს შესაძლოა, კიდევ დიდხანს მოუწიოთ უკრაინის მხარდაჭერა იარაღით და სხვა სახის დახმარებით. „ჩვენს ინტერესშია, რომ ამ ტიპის აგრესიულმა პოლიტიკამ წარმატებას მიაღწიოს“, - განაცხადა ნორვეგიის ყოფილმა პრემიერმა მშობლიურ ქვეყანაში სიტყვით გამოსვლისას. სტოლტენბერგის თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი იფიქრებს, NATO-ს რომელიმე ქვეყანას გაუკეთოს იგივე, რაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიმართ ჩაიდინა, NATO დაუყოვნებლივ ჩაერთვება. ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა, მაგრამ კიდევ უფრო საშინელი იქნება, თუ ომი რუსეთსა და NATO-ს შორის იქნება. ეს მხოლოდ უკრაინაზე, დამოუკიდებელ დემოკრატიულ ერზე თავდასხმა არ არის. ეს ასევე არის თავდასხმა ჩვენს ფასეულობებსა და მსოფლიოს ისეთ წესრიგზე, რომელიც ჩვენ გვინდა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი: რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ზრდის ბირთვული ავარიის რისკს
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიტაცებამ ადგილზე ბირთვული ინციდენტის რისკი გაზარდა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინა: ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, 400 000 ადამიანის ევაკუაცია იქნება საჭირო „რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტის უსაფრთხოებას და ზრდის ბირთვული ავარიისა თუ ინციდენტის რისკს. ეს საფრთხეს უქმნის უკრაინის, მეზობელი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების მოსახლეობას”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ობიექტზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტირების დაშვება და რუსული ძალების გაყვანის უზრუნველყოფა. უკრაინა: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარების გამო, ყველა სცენარისთვის ვემზადებით გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“. მან 11 აგვისტოს მოუწოდა მხარეებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.
იენს სტოლტენბერგი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტს დაესწრება
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 23 აგვისტოს, „ყირიმის პლატფორმის“ სამიტს დაესწრება. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, „2022 წლის 23 აგვისტოს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მონაწილეობას „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას. ყირიმის პლატფორმის სამიტი ონლაინ ფორმატში გაიმართება ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეები, რომლებიც 23 აგვისტოს ონლაინ შეიკრიბებიან, აზოვის ზღვის, ასევე, შავი ზღვების უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორისაა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები და ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი თამილა ტაშევა აცხადებს. მისივე თქმით, ცალკე ყურადღება დაეთმობა ადამიანის უფლებებს. ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება. მანამდე პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იჰორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ სამიტს უკვე შეუერთდა 48 სახელმწიფოს წარმომადგენელი. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ათობით ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე დაადასტურა ღონისძიებაში მონაწილეობა უმაღლეს და მაღალ დონეზე. „ეს არის ნათელი სიგნალი იმისა, რომ რუსეთის უპრეცედენტო აგრესიის ფონზე უკრაინის მხარდაჭერა შენარჩუნებულია და ძლიერდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. უკრაინის მიერ 2021 წელს ინიცირებული კონსულტაციებისა და კომუნიკაციების ფორმატის უმთავრესი მიზანი ნახევარკუნძულის დეოკუპაციაა. „ყირიმის პლატფორმის“ პირველ სამიტს 2021 წლის 23 აგვისტოს, კიევმა უმასპინძლა. მასში მონაწილეობა 40-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.
სტოლტენბერგი ყირიმის პლატფორმის სამიტზე: საბჭოთა აღჭურვილობიდან NATO-ს სტანდარტებზე გადასვლაში დაგეხმარებით
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე განაცხადა, რომ მოკავშირეებმა უპრეცედენტო სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს უკრაინას. გენერალურმა მდივანმა გაიხსენა, რომ ალიანსმა მნიშვნელოვნად გააძლიერა მხარდაჭერა ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ. „ივნისში, მადრიდის სამიტზე, NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ დახმარების გაძლიერებულ პაკეტზე. ჩვენ უკრაინასთან გრძელვადიან პერსპექტივაში პარტნიორობის ერთგულნი ვართ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. „ჩვენ დავეხმარებით უკრაინას საბჭოთა აღჭურვილობიდან NATO-ს სტანდარტებზე გადასვლაში, გავაგრძელებთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმას და დაგეხმარებით ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გზაზე“, - დაამატა ალიანს გენმდივანმა. ამავდროულად, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ NATO-მ გააძლიერა ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთში, „რადგან ალიანსის უსაფრთხოების გარანტიები მოსკოვში არასწორი გათვლების ადგილს არ ტოვებს და ისინი მოკავშირეებს საშუალებას აძლევს, მხარი დაუჭირონ უკრაინის თავდაცვის უფლებას“. NATO გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას. „ეს არის ნებისყოფის და ლოგისტიკის ომი. ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
იენს სტოლტენბერგი: უკრაინა გაიმარჯვებს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინას დამოუკიდებლობოს დღე მიულოცა. „რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში არის ყველაზე დიდი კრიზისი ევროპის უსაფრთხოებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინის შეიარაღებული ძალები და მთელი უკრაინელი ხალხი იჩენს უზარმაზარ გამბედაობას და სიმამაცეს პრეზიდენტ ზელენსკის ხელმძღვანელობით. თქვენ ხართ შთაგონების წყარო მსოფლიოსთვის“, - ამბობს სტოლტენბერგი ვიდეოგზავნილში და აქვე კიდევ ერთხელ ამატებს, რომ ალიანსი გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის მხარდასაჭერად მზადაა. მისი თქმით, მოკავშირეები დაეხმარებიან უკრაინას, ვიდრე ეს საჭირო იქნება. „უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინა გაიმარჯვებს“, - აღნიშნავს სტოლტენბერგი. უკრაინის 31-ე დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს და ამ დღეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ზუსტად ექვს თვე გავიდა. წელს არ იქნება ზეიმი. ისმის გაფრთხილებები რუსეთის მხრიდან პოტენციურ საფრთხეზე. დღესასწაულის წინ, მთავრობამ დედაქალაქ კიევში მასობრივი შეკრებები აკრძალა. ჩვეულებრივ, უკრაინული სამხედრო აღლუმის ნაცვლად, რომელსაც კონცერტი მოჰყვებოდა ხოლმე, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, ახლა, უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში დაზიანებული და დამწვარი რუსული სამხედრო მანქანები გვხვდება.
იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, სამხედრო ალიანსის წევრებს მძიმე ზამთარი ელოდებათ
"უკრაინაში ომი "კრიტიკულ ფაზაში შედის" და სამხედრო ალიანსის წევრებს მძიმე ზამთარი ელოდებათ, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს ელექტროენერგიის გათიშვა, შეფერხებები და სამოქალაქო არეულობის საშიშროება", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ჩვენი ერთიანობა და სოლიდარობა სერიოზულ გამოცდას გაივლის, რადგან ოჯახები და ბიზნესი განიცდიან რუსეთის სასტიკი შეჭრის შედეგად გამოწვეულ ფასების ზრდას ენერგორესურსებზე და ცხოვრების ხარჯების ზრდას, მაგრამ ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ტირანიას და მიზნის მიღწევამდე არ შევჩერდეთ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 383 ბავშვი მოკლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბლინკენი: რატომ ვარ დარწმუნებული უკრაინელების წარმატებაში? მიზეზი მარტივია - ეს უკრაინის მიწაა და არა რუსეთის
აშშ-ის სახელმიწო მდივნის განცხადებით, უკრაინა ძალიან მიზანმიმართულად და ძლიერი გეგმით მიდის წინ. კითხვას, რატომ არის დარწმუნებული უკრაინელების წარმატებაში, ბლინკენმა უპასუხა, რომ მიზეზი მარტივია - ეს არის უკრაინელების სამშობლო და არა რუსების. „რუსეთის ძალებიდან ბევრმა მათგანმა არ იცის, რატომ არიან უკრაინაში. ზოგიერთმა არც კი იცოდა, სად გაგზავნეს. ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომ მათი სულისკვეთება დაბალია და როცა არ იცი, რისთვის იბრძვი, ეს იწვევს არამდგრადობას. ახლა რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი რესურსები, სამხედრო რესურსები, ის მოქმედებს საშინლად, განურჩევლად. ენტონი ბლინკენი უკრაინის შემდეგ, ბრიუსელში ჩადის პრეზიდენტინ პუტინი ანადგურებს თავის რესურსებს, რესურსებს, რომლებიც შეიძლება, რუსი ხალხის დახმარებისკენ ყოფილიყო მიმართული. საზოგადოებაში, რომელიც პუტინმა შექმნა რუსეთში, ეს ინფორმაცია არ აღწევს ისე სწრაფად, როგორც შეიძლებოდა, მაგრამ მე მჯერა, რომ ასე იქნება. და, რუსებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, რატომ კარგავენ ამდენ სიცოცხლეს მსოფლიოში, ცდილობენ დაიკავონ სხვა ქვეყანა, რომელიც მათი არ არის“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
11 სექტემბრის ტერაქტებიდან 21 წელი გავიდა
11 სექტემბრის ტერაქტებიდან 21 წელი გავიდა. 2001 წელს, დილით, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. მათგან ორი, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა. 08:46 საათზე - ჩრდილოეთ კოშკზე, 09:03 საათზე კი, სამხრეთ კოშკზე მოხდა დაჯახება. მესამე გატაცებული თვითმფრინავი 09:37 საათზე პენტაგონის შენობას დაეცა. ერთ-ერთმა კი მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა. საერთო ჯამში, 2 977 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს, თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, ეს ომის დასასრული არ არის - სტოლტენბერგი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორიის გათავისუფლება და რუსული ჯარების განდევნა შეძლეს. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს არ არის ომის დასასრული, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინას 600 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გადაეცემა "დამაიმედებელია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორიის გათავისუფლება და რუსული ჯარების განდევნა შეძლეს. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს არ არის ომის დასასრული. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ომისთვის გრძელვადიან პერსპექტივაშიც,"- განაცხადა სტოლტენბერგმა. რომის პაპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე: თავდაცვა სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატულებაა ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იენს სტოლტენბერგი: პუტინის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ომი მისი გეგმების შესაბამისად არ მიდის
პუტინის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ომი არ მიდის მისი გეგმების შესაბამისად და აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა, - ამის შესახებ NATO-ს გენერლაურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მოსკოვში არ იყოს გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ჩვენი რეაგირება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სიტუაცია შეიქმნება ან რა იარაღს გამოიყენებენ ისინი. ყველაზე მნიშვნელოვანია ამის თავიდან აცილება და სწორდ ამიტომ ჩვენ რუსეთთან კომუნიკაციისას მკაფიო ვართ უპრეცედენტო შედეგებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვის შედეგ წერს. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა „ვინც ამ გზით ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ქარი შეიძლება მათი მიმართულებით შემობრუნდეს“, - აღნიშნა პუტინმა. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს, მაგრამ რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, რომლითაც უნდა უპასუხოს. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რაც გვაქვს, ჩვენი ხალხის დასაცავად,” - განაცხადა პუტინმა. დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება. ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა. თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.
სტოლტენბერგი ზელენსკისთან საუბრის შემდეგ: ფსევდორეფერენდუმს ლეგიტიმაცია არ აქვს, ეს უკრაინის ტერიტორიაა
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. სტოლტენბერგმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია. „ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის. მკაფიოდ დავაფიქსირე, რომ NATO-ს მოკავშირეები ურყევი არიან თავიანთ მხარდაჭერაში, როდესაც საქმე ეხება უკრაინის სუვერენიტეტისა და თავდაცვის უფლებას. რუსეთის მიერ მოწყობილ ფსევდორეფერენდუმს არ აქვს ლეგიტიმაცია. ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. ეს უკრაინის ტერიტორიაა“, - აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი. მაიკლ კარპენტერი: ეს არ არის რეფერენდუმი, ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკები ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იენს სტოლტენბერგი რუსეთს „სახიფათო ბირთვული რიტორიკის“ გამო აფრთხილებს
ბირთვული ომი ვერ იქნება მომგებიანი და რუსეთს ეს ძალიან ნათლად უნდა ესმოდეს, მაშინ როცა, მისი ლიდერები სულ უფრო მეტად მიმართავენ სახიფათო „ბირთვულ“ რიტორიკას. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის შეხვედრაზე. „ატომური იარაღის ნებისმიერი გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია, ის მთლიანად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს და რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ომი ვერ იქნება მომგებიანი და ის არ უნდა იყოს გამოყენებული“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ ეს არ არის იმის ვარაუდი, რომ რუსეთი ამჟამად გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. „ეს არის ის, რასაც NATO სერიოზულად უნდა მოეკიდოს. „და ამიტომ, ჩვენ ვუგზავნით მკაფიო გზავნილს, რომ ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
იენს სტოლტენბერგის საგანგებო განცხადება პუტინის მიმართვის შემდეგ
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის გადაწყვეტილებას გმობს და აცხადებს, რომ კრემლი უკრაინაში შეჭრის საბაბს ამზადებს. „ვგმობ რუსეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა“. ეს კიდევ უფრო ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამცირებს ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარებისკენ და არღვევს მინსკის შეთანხმებებს, რომლის მხარეც რუსეთია“. 2015 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ, რომელშიც შედის რუსეთი, კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემა. დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ნაწილია. მოსკოვი აგრძელებს კონფლიქტის გაღვივებას აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისთვის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით. ის ასევე ცდილობს შექმნას უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრის საბაბი. NATO მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები მოუწოდებენ რუსეთს, რაც შეიძლება მკაცრად, აირჩიოს დიპლომატიის გზა და დაუყონებლივ შეცვალოს თავისი მასიური სამხედრო ფორმირება უკრაინასა და მის გარშემო, გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან მისი საერთაშორისო ვალდებულებებისა და ვალდებულებების შესაბამისად. ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
სტოლტენბერგი: რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია
„პუტინის ბირთვული რიტორიკა საშიშია... ჩვენ ვაკვირდებით რას აკეთებს რუსეთი", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს „რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და არ უნდა დაიწყოს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში 21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს წევრი ქვეყნები არ აღიარებენ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრები არ აღიარებენ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. „ეს მიწები არის უკრაინა. დონეცკი არის უკრაინა, ლუგანსკი არის უკრაინა, ხერსონი არის უკრაინა, ზაპოროჟიე არის უკრაინა. ისევე როგორც ყირიმი არის უკრაინა", - აღნიშნა სტოლტენბერგმა ბრიფინგზე საუბრისას. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე მეორედ იტაცებს უკრაინის ტერიტორიებს, თუმცა NATO არ არის ამ კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე. „უკრაინას უფლება აქვს დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები“,- განაცხადა სტოლტენბერგმა. „NATO-ს ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინის უფლებას საკუთარი გზით წავიდეს, ახლა ჩვენ გვჭირდება კონცენტრირება უკრაინის სასწრაფო დახმარებაზე. მაგრამ NATO-ში მიღების საკითხი ალიანსის 30-ვე წევრი ქვეყნის კონსენსუსით უნდა გადაწყდეს“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
იენს სტოლტენბერგი: თუ რუსეთი შეწყვეტს ომს, მშვიდობა იქნება, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის აღარ იარსებებს, როგორც სუვერენული სახელმწიფო
„თუ რუსეთი შეწყვეტს ომს - მშვიდობა იქნება, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას - ის აღარ იარსებებს, როგორც სუვერენული სახელმწიფო.NATO ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ~, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ალიანსი უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, სიმტკიცეს ინარჩუნებს. „ვინარჩუნებთ სიმტკიცეს, აღმოვუჩინოთ მხარდაჭერა უკრაინას, რომელიც აგრძელებს თავდაცვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის თქმით, ყალბი რეფერენდუმები მოსკოვში შემუშავდა და უკრაინაში საერთაშორისო კანონის სრული დარღვევით ჩატარდა. „ეს ქმედება უკანონო და არალეგიტიმურია. NATO-ს მოკავშირეები არცერთ ამ ტერიტორიას არ აღიარებენ, როგორც რუსეთის ნაწილს. ეს მიწები უკრაინაა. დონეცკი - უკრაინაა, ლუგანსკი - უკრაინაა, ხერსონი - უკრაინაა, ზაპოროჟიე - უკრაინაა ისევე, როგორც ყირიმია უკრაინა. რუსეთი უკვე მეორედ იკავებს უკრაინის ტერიტორიას ძალით, მაგრამ ეს კონფლიქტის ბუნებას არ ცვლის და ის ისევ რჩება რუსეთის სასტიკ აგრესიულ ომად უკრაინის წინააღმდეგ და ეს არ ცვლის ჩვენს ვალდებულებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
NATO კიევის მხარდაჭერას აძლიერებს, სტოლტენბერგმა და ზელენსკიმ უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ შემდგომი ნაბიჯები განიხილეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე გააკეთა. „მე მუდმივ კონტაქტზე ვარ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. სატელეფონო საუბარი მქონდა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - წერს ზელენსკი. „ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და შევაქე მამაცი უკრაინელი ხალხი და შეიარაღებული ძალები შთამბეჭდავი პროგრესისთვის, რომელსაც რუსი აგრესორებისგან მათი ტერიტორიის დაბრუნების კუთხით აღწევენ. რუსეთმა მის მიერ დაწყებული ომი უნდა შეწყვიტოს. NATO გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, - წერს თავის მხრივ, NATO-ს გენმდივანი Twitter-ზე. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ასეთი სატელეფონო საუბარია მას შემდეგ, რაც უკრაინამ ომის ფონზე და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამოცხადების შემდეგ, NATO-ში სწრაფი გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. NATO-მ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განაცხადი მიიღო უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ევროპის ცხრა ქვეყანამ ერთობლივ განაცხადს ხელი მოაწერა. ვოლოდიმერ ზელენსკიმ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ში სწრაფი გაწევრიანების განაცხადს შეიტანს.
იენს სტოლტენბერგი: NATO მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს
NATO მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „NATO გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ საპასუხო ბრძოლაში მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლაფ შოლცი "დიდი შვიდეულის" სხდომის სასწრაფო დანიშვნაზე შეთანხმდნენ რუსეთის ძალებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იენს სტოლტენბერგი: NATO უკრაინის საჰაერო თავდაცვის მეტად უზრუნველყოფის საკითხს განიხილავს
უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის ბარბაროსული თავდასხმების ფონზე, NATO-ს მოკავშირეები უკრაინის საჰაერო თავდაცვის მეტად უზრუნველყოფის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ დღეს, ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცახადა. მისი თქმით, მხარეები გაითვალისწინებენ „უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების გაზრდის აუცილებლობის საკთხს, რათა უკრაინამ საჰაერო სივრცის თავდაცვის უფლების გამოყენება შეძლოს“. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პუტინის „ბირთვული რიტორიკის“ ფონზე, NATO ბირთვულ წვრთნებს იწყებს
რუსეთის აგრესიული რიტორიკის მიუხედავად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ბირთვული დარტყმისთვის ემზადება. ამის შესახებ დღეს, ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ამავდროულად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რჩება ფხიზლად და უახლოეს მომავალში, შეკავების ზომების შემუშავების მიზნით, წვრთნებს ჩაატარებს. „ხუთშაბათს ვუხელმძღვანელებ ჯგუფის შეხვედრას, რათა განვიხილოთ რუსეთის სახიფათო ბირთვული რიტორიკა და NATO-ს ბირთვული შესაძლებლობების როლი მშვიდობის შენარჩუნებასა და აგრესიის შეკავებაში. მომავალ კვირას, NATO გამართავს თავის დიდი ხნის დაგეგმილ შეკავების წვრთნას - Steadfast Noon, „ეს არის რუტინული წვრთნა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, რათა ეფექტიანად უზრუნველვყოთ შემაკავებელი ზომები და შევინარჩუნოთ ჩვენი უსაფრთხოება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი სარკინიგზო გზით გადაჰქონდეს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს. „ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ NATO და მოკავშირეები ფხიზლად რჩებიან”, - განუცხადა თავის მხრივ, NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს. The Times: პუტინი ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ემზადება 3 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა მოსკოვის მოკავშირეებისთვის ინდოეთისა და ჩინეთისთვის. თუმცა მისივე თქმით, ამ დრომდე პუტინის ქმედებები ირაციონალურია. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იენს სტოლტენბერგი: უკრაინის საჰაერო თავდაცვა მთავარი პრიორიტეტია
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის დასავლელი მხარდამჭერები ცდილობენ, კიევი საჰაერო თავდაცვითი საშუალებებით უზრუნველყონ, რათა უკრაინა რუსეთის განურჩეველი სარაკეტო თავდასხმებისგან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიცვან. „ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა უკრაინისთვის და მთავარი პრიორიტეტი იქნება უკრაინის მეტი საჰაერო თავდაცვა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. 10 ოქტომბერს, კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთი თებერვლის შემდეგ, ყველაზე სერიოზულ ესკალაციას ახდენს. მზად ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის დასახმარებლად
NATO-ს თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში, აცხადებს სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი მზადაა, უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს იმ ფონზე, როდესაც რუსეთი დამატებითი ძალების მობილიზებას ახდენს. სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთი ომის კიდევ უფრო ესკალაციას ახდენს. „ჩვენ ვნახეთ ომის ყველაზე სერიოზული ესკალაცია რუსეთის შეჭრის შემდეგ. რუსეთი ათიათასობით ახალი ძალების მობილიზაციას ახდენს. ისინი ცდილობენ, უკანონოდ შემოერთონ ახალი უკრაინული მიწები და ჩვენ ვნახეთ განურჩეველი დარტყმები უკრაინის ქალაქებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ფარული ბირთვული მუქარები მოსკოვიდან. ეს ყველაფერი თებერვლის შემდეგ ყველაზე სერიოზულ ესკალაციას იწვევს. დღეს ჩვენ შევხვდებით უკრაინის თავდაცვის მინისტრს, მინისტრ რეზნიკოვს და მოკავშირეების გზავნილი იქნება, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას, ჩვენ მზად ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში დასახმარებლად და მათ მხარს დავუჭერთ, სანამ საჭირო იქნება. გაიმართება შეხვედრა მინისტრ რეზნიკოვთან აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინის საკონტაქტო ჯგუფში და ასევე ვახშამი NATO-ს მინისტრებთან დღეს მოგვიანებით, რომელზეც განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა. მთავარი პრიორიტეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვა იქნება. NATO უნიკალური პლატფორმაა. ჩვენ შეგვიძლია, ვაწარმოოთ მეტი იარაღი, მეტი საბრძოლო მასალა, გვაქვს მეტი შესაძლებლობები, რაც ჩვენ გვჭირდება, როგორც საკუთარი შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე, იმისთვის, რომ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის დასავლელი მხარდამჭერები ცდილობენ, კიევი საჰაერო თავდაცვითი საშუალებებით უზრუნველყონ, რათა უკრაინა რუსეთის განურჩეველი სარაკეტო თავდასხმებისგან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიცვან. იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა მთავარი პრიორიტეტია. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე, ბრიუსელში იმართება. შეხვედრას NATO-ს შტაბ-ბინაში, ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უძღვება. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე 80-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. პუტინმა უკრაინაზე მასიური შეტევა აღიარა და კიდევ დაიმუქრა. აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთი, ყირიმის ხიდის აფეთქებამდე გეგმავდა ფართომასშტაბიან თავდასხმებს უკრაინაზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იენს სტოლტენბერგი: NATO უკრაინის ჰაერსაწინაარმდეგო თავდაცვის მხარდაჭერას აძლიერებს
უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე დაწერა. აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მოწინავე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებას აჩქარებს ამასთან, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ამ რთულ დროს უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვთან შეხვედრა სასიამოვნოა. „კარგი შეხვედრა მქონდა უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვთან. ამ კრიტიკულ დროს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, NATO-ს მოკავშირეები მხარდაჭრას აძლიერებენ. მათ შორის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს“, - წერს სტოლტენბერგი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იენს სტოლტენბერგი: უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით
უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან აშშ-ის ლიდერობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მივესალმები შეერთებული შტატების უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, მაგრამ ასევე უპრეცედენტო მხარდაჭერას, რომელსაც ევროპელი მოკავშირეები, კანადა და პარტნიორები უწევენ უკრაინას. და მე ასევე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ NATO-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა და უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფმა, რომელსაც თქვენ თავმჯდომარეობდით, დააფიქსირეს, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც მას ეს დასჭირდება. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას და, კერძოდ, უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით. მე ასევე მივესალმები საერთაშორისო თანამეგობრობის გუშინდელ ძალიან ძლიერ გზავნილს. ვგულისხმობს გაეროში კენჭისყრას, სადაც უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსია მკაფიოდ დაგმეს. იყოს მკაფიო მოწოდება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკან წაიღოს ეს გადაწყვეტილებები და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს უბრალოდ გვიჩვენებს, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ჩვენი ძირითადი ღირებულებებისთვის. კიდევ ერთხელ, აშშ-ის ხელმძღვანელობა NATO-ში, საერთაშორისო საზოგადოებაში, ამისთვის აუცილებელია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
ლოიდ ოსტინი: NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ
აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეერთებული შტატები მე-5 მუხლით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართ აბსოლუტურ ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. „ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. მსურს, მივესალმო ყველა ჩვენს მოკავშირეს და პარტნიორს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას. მოგეხსენებათ, უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის მერვე თვეა. იენს სტოლტენბერგი: უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით მას შემდეგ, რაც მან ეს გააკეთა, მოკავშირეებმა განაგრძეს ნაბიჯები უსაფრთხოების დახმარების გაწევის მიზნით. და ეს მხოლოდ ამ ალიანსის ხარისხსა და ალიანსის წევრების გულმოდგინედ მოქმედებაზე მეტყველებს. ეს ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ეს ალიანსი არის არსებითი ფორუმი კონსულტაციისა და გადაწყვეტილების მიღებისა და ქმედებებისთვის, როდესაც საქმე ეხება რეგიონის უსაფრთხოებას და ასევე ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას. ასე რომ, დღეს მოუთმენლად ველით დიდ დისკუსიებს. მე ასევე მოუთმენლად ველი, როდის მივესალმები ფინეთს და შვედეთს ალიანსში. და ჯენს, კიდევ ერთხელ მადლობა მინისტერიალის მოწვევისთვის. მე ნამდვილად მოუთმენლად ველი დიდ დისკუსიებს“, - განუცხადა ოსტინმა სტოლტენბერგს NATO-ს შტაბბინაში, სადაც თავდაცვის მინისტერიალი იმართება.
ესპანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემით უზრუნველყოფს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ესპანეთის მიერ ვალდებულების აღების შესახებ გამოაცხადა, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული წარმოების MIM-23 HAWK-ის ტიპის საშუალო დიაპაზონის სარაკეტო სისტემების მიწოდებას ითვალისწინებს. 13 ოქტომბერს, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO დაუყოვნებლივ მიაწვდის უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებს, რათა დაეხმაროს კიევს რუსეთის თვითმფრინავების განეიტრალებაში და დაიცვას უკრაინის მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ უკრაინას მხოლოდ საჰაერო თავდაცვის 10% აქვს.
მოსკოვის „ბირთვულ რიტორიკასთან“ დაკავშირებით, NATO-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია შედგა
საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არ აპირებს პასუხს ბირთვული იარაღით, თუ რუსეთი გამოიყენებს ამგვარი ტიპის იარაღს უკრაინის წინააღმდეგ. განიხილავს NATO ბირთვულ პასუხს ამგვარი შეტევის შემთხვევაში? ძირს უთხრის თუ არა საფრანგეთი დასავლეთის შეკავების პოლიტიკას, როდესაც ცალმხრივად გამორიცხავს ბირთვულ პასუხს? ამ შეკითხვით მიმართეს NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ. NATO-ს „ბირთვული შეკავების“ ფუნდამენტური მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, აგრესიის თავიდან აცილება და NATO-ს მოკავშირეების მიმართ იძულების თავიდან აცილება. გარემოებებს, როდესაც NATO-ს შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწიოს, უკიდურესად შორი მიზეზობრივი კავშირი აქვს. რუსეთის ბირთვული რიტორიკა საშიშია, უგუნური. მათ იციან, რომ თუ ისინი გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ, მას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ეს არის ის, რაც რუსეთმა იცის, NATO-ს მოკავშირეებმა რუსეთს ამის შესახებ სხვადასხვა გზით აცნობეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი: NATO ემზადება ნებისმიერი სცენარისთვის
NATO მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა დაბალია, მაგრამ სამხედრო ალიანსი ფხიზლად რჩება. NATO ყურადღებით აკვირდება რუსული ბირთვული ძალების მდგომარეობასა და მზადყოფნას, განსაკუთრებით რუსული ბირთვული წვრთნების დროს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე ვირტუალური გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რას აკეთებენ ისინი [რუსები]. ჩვენ ფხიზლად ვართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი აპირებენ ბირთვული წვრთნების ჩატარებას. უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული თავდასხმის ან ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია, მაგრამ, რა თქმა უნდა, პოტენციური გავლენა, შედეგი დიდია. ასე რომ, ეს არის რისკი, რომელსაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ, მოსკოვს შევატყობინეთ, რომ თუ ისინი გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს უკრაინაში, ამას რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. „ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება მათ ბირთვულ მზადყოფნაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მუდმივად ვაკვირდებით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ალიანსი მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის. „ამჟამად, კრემლი იყენებს თავის ბირთვულ რიტორიკას მოკავშირეების დასაშინებლად და მათ შანტაჟისთვის, რათა შეწყვიტონ უკრაინის მხარდაჭერა; რათა პუტინმა გაიმარჯვოს უკრაინაში, ჩვენ ვერ შეგვაშინებენ და ვერ მივიღებთ რუსეთის მხრიდან შანტაჟს, რადგან ვფიქრობ, ეს ბირთვული რიტორიკაა თუ ის [პუტინი] გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს ძალიან სახიფათო გზავნილს გაუგზავნის ყველა ავტორიტარ ლიდერს, რომ როდესაც ისინი სამხედრო ძალას გამოიყენებენ სასტიკი გზით, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, ისინი შეძლებენ, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. NATO უკრაინას რუსული თვითმფრინავების განეიტრალებასა და ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარება ეს ჩვენ უფრო მოწყვლადს გაგხვდის, მსოფლიოს კი - უფრო საშიშს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, NATO განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და კიევს უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებს უახლოეს მომავალში მიაწვდის. მოსკოვის „ბირთვულ რიტორიკასთან“ დაკავშირებით, NATO-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია შედგა 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა მომავალში NATO-ს წევრი გახდება, თუმცა ჯერ ომი აქვს მოსაგები
მე ვიცავ შეთანხმებულ პოზიციას, რომ NATO-ს კარი ღია რჩება და უკრაინა მომავალში გახდება ალიანსის წევრი. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს მისივე თქმით, ახლა მოკლევადიანი პრიორიტეტია უკრაინის დახმარება, რათა ბრძოლის ველზე მეტი უპირატესობის მიღება შეძლოს და ეს ომი დაასრულოს, რათა ევროპაში დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო გახდეს. „ეს გაწევრიანებაზე ნებისმიერი დისკუსიის წინაპირობაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ბერლინში, საგარეო პოლიტიკის ფორუმზე. „2014 წლიდან ჩვენ ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და დონბასის ნაწილებს აკონტროლებს. მაშინ მთავარი აქცენტი უკრაინის მხარდაჭერა იყო. ჩვენ ასევე მტკიცედ განვაცხადეთ, რომ თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია აირჩიოს თავისი გზა, ეს ასევე ეხება უკრაინას. დასასრულს, უკრაინისა და 30 მოკავშირისთვის დადგება საკითხი, რომ მიიღონ წევრობის შესახებ გადაწყვეტილება. რუსეთს ამაზე სიტყვა არ ეთქმის. ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ უკრაინას, რომ ამ ომში გაიმარჯვოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. რაც შეეხება, უკრაინის ალიანსში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესაძლებლობას, NATO-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ უკრაინა ახლა ომშია და უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას იღებს. „მე მტკიცედ მჯერა, რომ უკრაინა სხვა პოზიციაზეა, ვიდრე შვედეთი და ფინეთი. ფინეთი და შვედეთი NATO-ს პარტნიორები არიან მრავალი წლის განმავლობაში. ალიანსში არის კონსენსუსი, რომ ისინი წევრებად მოიწვიონ. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მადრიდის სამიტზე. "- განაცხადა გენერალურმა მდივანმა. შეგახსენებთ, 30 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი ნატალია გალიბარენკო თვლის, რომ კიევის განცხადება NATO-ში დაჩქარებული შესვლის შესახებ ნიშნავს, რომ ამ საკითხზე დისკუსიამ „ფორმალიზებული ხასიათი შეიძინა“.
სტოლტენბერგმა მიუთითა პრობლემებზე, რომლის გადაჭრის შემთხვევაში, საქართველოსთვის უფრო მარტივი იქნება NATO-ს მოკავშირეების მხარდაჭერის მობილიზება
18 ოქტომბერს, ბერლინის საგარეო პოლიტიკის ყოველწლიურ ფორუმზე NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ინტერვიუს Deutsche Welle-ს ჟურნალისტი გაუძღვა. NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ტრანსკრიპტის თანახმად, სტოლტენბერგთან შეკითხვის დასმის შესაძლებლობა საქართველოს წარმომადგენელსაც ჰქონდა. შეკითხვა: ევროკავშირში საქართველოს მისიის უფროსის მოადგილე, ქეთი ჭუმბაზე: გენერალურ მდივანო, მართლაც, რუსეთის ეს აგრესიული ომი არ დაწყებულა 2022 წლის თებერვალში და არც 2014 წელს. ეს ომი რეალურად დაიწყო 2008 წელს, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და დაიკავა მისი ორი სუვერენული რეგიონი. გრძელვადიან პერსპექტივაში როგორი უნდა იყოს NATO-სა და კოლექტიური დასავლეთის პროაქტიული პოლიტიკა? პასუხი: „ამაზე ნაწილობრივ პოლიტიკური და ნაწილობრივ სამხედრო პასუხი არსებობს: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა, დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც დაუცველნი არიან რუსეთის შეჭრის მიმართ. საქართველო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანია, რუსეთი უკვე აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს. მაგრამ ეს ასევე ეხება შესაძლებლობების განვითარებას, ტრენინგს და სხვადასხვა სახის მხარდაჭერას.NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, როგორც მჭიდრო პარტნიორთან. მოკავშირეები შეთანხმდნენ მეტის გაკეთებაზე, განსაკუთრებით უკრაინაზე სასტიკი თავდასხმის ფონზე, ეს ხაზს უსვამს ისეთ ქვეყანასთან პროაქტიული მუშაობის მნიშვნელობას, როგორიც საქართველოა. შემდეგ, ვფიქრობ, ეს ასევე გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ, მაგალითად, საქართველო განახორციელებს აუცილებელ რეფორმებს და განიხილავს ზოგიერთ შეშფოთებას, რომელიც ჩვენ გამოვთქვით, მაგალითად, კორუფციასა და უსაფრთხოების ინსტიტუტებზე დემოკრატიულ კონტროლთან დაკავშირებით. ასე რომ, რაც უფრო მეტად შეძლებს საქართველო ამ პრობლემების მოგვარებას, ვფიქრობ, მით უფრო ადვილი იქნება NATO-ს მოკავშირეებისგან საჭირო მხარდაჭერის მობილიზება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი: არცერთი ქვეყანა არ უნდა დაეხმაროს აგრესორს უკანონო ომში
NATO-ს გენერალური მდივანი ირანის წინააღმდეგ ძლიერ სანქციებს მიესალმება. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის, ირანის მხრიდან გარებული სამხედრო დახმარება მიუღებელია. „ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ, რომ ირანი სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთის ომის ძალისხმევას. ეს მიუღებელია. არცერთი ქვეყანა არ უნდა დაეხმაროს აგრესორს უკანონო ომში. ამიტომ, მივესალმები, რომ მოკავშირეები და ევროკავშირი ახორციელებენ ძლიერ სანქციებს თეირანის წინააღმდეგ. NATO არ არის უკრაინის ომის მონაწილე, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მათი თავდაცვის ფუნდამენტური უფლების მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც დასჭირდებათ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO- ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ადრიატიკის ზღვაში აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდს (USS George H.W.) ეწვია. ხომალდი ამჟამად ხელმძღვანელობს გადამზიდავ დამრტყმელ ჯგუფს NATO- ს მეთაურობით, რომელსაც სტოლტენბერგმა აშშ-ის შესაძლებლობებისა და ალიანსისადმი ერთგულების დემონსტრირება უწოდა. „ეს გადამზიდავი ყოველდღე აგზავნის შეკავების მძლავრ გზავნილს მოკავშირეების მხრიდან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან განაცხადა, რომ შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს, მათ შორის გაეროში და ეს თანამშრომლობა მოიცავს ირანის მიერ რუსეთში იარაღის სახიფათო გავრცელების საწინააღმდეგო ქმედებებს. აშშ ასევე აგრძელებს ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. ზელენსკი: რუსეთის მიერ ირანული დრონების ყიდვა, სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა.
იენს სტოლტენბერგთან საუბრისას დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები - ბლინკენი
ვისაუბრეთ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე და დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება, - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის განცხადებით NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ესაუბრა. პენტაგონი: ვერანაირ ნიშნებს ვერ ვხედავთ, რომ პუტინი ბირთვული, ან „ბინძური“ ბომბის გამოყენებას გეგმავს „დღეს ვესაუბრე NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ვისაუბრეთ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე და დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება“, – წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“. ვოლოდიმირ ზელენსკი: „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.
სტოლტენბერგი: პუტინმა იცის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას სერიოზული შედეგები მოჰყვება, მზად ვართ, ვიმოქმედოთ
პრეზიდენტ პუტინის ბირთვული რიტორიკა საშიშია და ის უგუნური და უპასუხისმგებლოა. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება უკრაინაში, ძირეულად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს. პრეზიდენტმა პუტინმა იცის, რომ ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგი: არცერთი ქვეყანა არ უნდა დაეხმაროს აგრესორს უკანონო ომში „ამ კუთხით, ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის პოზიციებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ფხიზლად ვართ. მზად ვართ, ვიმოქმედოთ საჭიროების შემთხვევაში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის მკაფიო გზავნილის გაგზავნა ან იმის დემონსტრირება, რომ მათ, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოიყენონ ბირთვული იარაღი უკრაინაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ადრიატიკის ზღვაში აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდს (USS George H.W.) ეწვია. ხომალდი ამჟამად ხელმძღვანელობს გადამზიდავ დამრტყმელ ჯგუფს NATO- ს მეთაურობით, რომელსაც სტოლტენბერგმა აშშ-ის შესაძლებლობებისა და ალიანსისადმი ერთგულების დემონსტრირება უწოდა. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთმა იცის, რომ თუ ერთ მოკავშირეს თავს ესხმიან, მას ყველა მოკავშირე დაიცავს
წვრთნების - Steadfast Noon მიზანია შემაკავებელი მექანიზმის გაძლიერება და უსაფრთხოების, მისი ეფექტიანობის შენარჩუნება/დაცვა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის განმარტებით, ეს წვრთნები დიდი ხნის წინ დაიგეგმა. „ჩვენი სწავლება Steadfast Noon დიდი ხნის წინ დაიგეგმა. ეს რუტინული წვრთნებია. ეს არის წვრთნები, რომლებსაც ჩვენ რეგულარულად ვატარებთ და ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად არასწორ სიგნალს გავაგზავნიდით, თუ მას მოულოდნელად გავაუქმებდით. NATO ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს იწყებს ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. წვრთნების მიზანია შემაკავებელი მექანიზმის გაძლიერება და უსაფრთხოების, მისი ეფექტიანობის შენარჩუნება/დაცვა. შეკავება კი, კონფლიქტის თავიდან აცილების საშუალებაა. რუსეთმა იცის, რომ NATO მზად არის უპასუხოს, მათ ასევე იციან, რომ თუ ერთ მოკავშირეს თავს ესხმიან, მას ყველა მოკავშირე დაიცავს. ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის. და, 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, NATO-ს სანდო შემაკავებელი მექანიზმი ინარჩუნებდა მშვიდობას. ეს არის ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვაგრძელებთ ამ მექანიზმის უზრუნველყოფას 24/7-ზე, ყოველდღე, ყოველი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
NATO მოუწოდებს რუსეთს, განაახლოს „მარცვლეულის შეთანხმება“ და შავ ზღვაში აგრესიული ქმედებები შეწყვიტოს – სტოლტენბერგი
NATO მოუწოდებს რუსეთს, განაახლოს „მარცვლეულის შეთანხმება“ და შავ ზღვაში აგრესიული ქმედებები შეწყვიტოს. ამის შესახებ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ითხოვს „ურთიერთობების განბლოკვას“, დაე, ჯერ შავი ზღვა განბლოკოს „რუსეთის ომმა, შავი ზღვის ნაწილი საომარ ზონად აქცია. შავ ზღვაში რუსული ხომალდებიდან გაშვებულმა რაკეტებმა გაანადგურა უკრაინის ქალაქები. თვეების განმავლობაში რუსული ძალები ბლოკავდნენ უკრაინის პორტებს, რამაც გამოიწვია გლობალური სასურსათო კრიზისი ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს თურქეთის დახმარებით მიღწეული გაეროს „მარცვლეულის შეთანხმება“ და დაუშვას სურსათის მიწოდება მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს იწყებს სტოლტენბერგის თქმით, შავ ზღვას NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. „შავი ზღვის აუზის ქვეყნებს წარმოადგენს სამი მოკავშირე ქვეყანა და ასევე ალიანსის ახლო პარტნიორები - უკრაინა და საქართველო. სწორედ ამიტომ ალიანსი აძლიერებს სამხედრო ყოფნას რეგიონში. კერძოდ, ეს ეხება რუმინეთის ტერიტორიაზე NATO-ს საბრძოლო ჯგუფის განლაგებას. შავ ზღვაში, წვრთნებში მონაწილეობს საფრანგეთის ხელმძღვანელობით კონტინგენტი, რომელიც ასევე მოიცავს ჯარებს ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან და შეერთებული შტატებიდან, ეს მოწმობს NATO-ს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ დაიცვას პოტენციური აგრესიისგან, რუმინეთი თუ სხვა მოკავშირე ქვეყნები“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO არ დაუშვებს პუტინის გამარჯვებას უკრაინაში - სტოლტენბერგი
NATO არ დაუშვებს პუტინის გამარჯვებას უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომში და დახმარებას გაუწევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ჰკითხეს რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. „ომის ბუნება და ხასიათი არაპროგნოზირებადია. მე არ ვაპირებ სპეკულირებას, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. მე მხოლოდ ორ რამეს ვიტყვი და ერთი ის არის, რომ ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დასჭირდება. ჩვენ ვერ დავუშვებთ პუტინის გამარჯვებას. ეს იქნება კატასტროფა, ტრაგედია უკრაინელებისთვის, მაგრამ ის ჩვენ, NATO-ს მოკავშირეებს, უფრო დაუცველს გახდის. ეს იქნება გაკვეთილი პრეზიდენტ პუტინისთვის, რომ მას შეუძლია, მიაღწიოს მიზნებს სამხედრო ძალის გამოყენებით. ეს იქნება გაკვეთილი არამხოლოდ მისთვის, არამედ მსოფლიოს სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვისაც“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. გარდა ამისა, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, უკრაინა უკვე წარმატებით პასუხობს საჰაერო საფრთხეს და მოკავშირეების დახმარება თანდათან ჩაანაცვლებს ძველ სისტემებს და გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას. უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას მრავალი რუსული რაკეტისა და უპილოტო დრონის ჩამოგდებით. მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვლება - მოკავშირეები ახლა აქტიურდებიან", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იენს სტოლტენბერგი თურქეთში ვიზიტისას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
3-5 ნოემბერს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეწვევა. ალიანსის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტოლტენბერგი შეხვდება თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოჯანს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს, თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარს და სხვა ოფიციალურ პირებს. იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეწვევა 3 ნოემბერს, გენერალური მდივანი პრესკონფერენციას ჩავუშოღლუსთან ერთად გამართავს. 4 ნოემბერს, სტოლტენბერგი სტამბულში შეხვდება თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
იენს სტოლტენბერგი იტალიას ეწვევა
10 ნოემბერს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი იტალიას ეწვევა. ამის შესახებ Europetime-ს ალიანსის პრესსამსახურმა აცნობა. გენერალური მდივანი შეხვდება იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის და თავდაცვის მინისტრ გვიდო კროზეტოს. სტოლტენბერგი ასევე გამოვა სიტყვით NATO-ს კიბერ თავდაცვის კონფერენციაზე, რომელსაც იტალია და შეერთებული შტატები, რომსი მასპინძლობენ.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გასვლა ხერსონიდან, ალიანსის მიერ უკრაინის წარმატებული მხარდაჭერის დასტურია
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, CNN-ს განუცხადა, რომ ხერსონიდან რუსული ჯარების ნაწილობრივი გასვლა, უკრაინისადმი ალიანსის წარმატებულ მხარდაჭერას ადასტურებს. „ეს აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამბედაობასა და მონდომებას, ისევე როგორც მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. „უახლესი ტექნოლოგიების მართვაში უკრაინასთან სამხედრო წვრთნების ერთობლიობა და ამ ქვეყნის მოქალაქეების გამბედაობა, გვაძლევს საშუალებას მივაღწიოთ წარმატებას და გავათავისუფლოთ ტერიტორიები, რაც ახლა ხდება ხერსონის გარშემო“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. „რუსეთმა განიცადა მძიმე დანაკარგები. მათ რეალურად უკრაინაში თავიანთი სახმელეთო ძალების დაახლოებით 80% გაგზავნეს. დანაკარგები ეხება პერსონალსა და აღჭურვილობას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ, რისი მიღწევა შეძლეს უკრაინელებმა მოკავშირეების და NATO-ს პარტნიორების მხარდაჭერით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დიდი სამხედრო პოტენციალი. „ჩვენ ვნახეთ სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ელექტროსადგურებზე. ამიტომ, ომი არ დასრულებულა და ჩვენ არ უნდა გადავაფასოთ რუსეთის შეიარაღებული ძალების სისასტიკე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო, როგორ წვრთნიან ბრიტანეთის, კანადისა და ლიეტუვის ძალები უკრაინელ სამხედროებს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაერთიანებული სამეფო უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის შეაქო. სტოლტენბერგი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს ბენ უოლესთან ერთად, სამხრეთ-აღმოსავლეთით იმყოფებოდა, სადაც უკრაინის ჯარებს ბრიტანეთის, კანადისა და ლიეტუვის ძალები წვრთნიან. სტოლტენბერგმა ტრენინგს უწოდა „მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ღირებული მოკავშირეა გაერთიანებული სამეფო. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, მოკავშირეებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, კანადამ და თურქეთმა, ათასობით უკრაინელი მოამზადეს. გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტისას, სტოლტენბერგი ასევე ხვდება პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლერლისს. ლონდონში მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, შეეხება რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და ალიანსის ადაპტაციის გაგრძელებას.
იენს სტოლტენბერგი აშშ-ის არჩევნებზე, უკრაინის მხარდაჭერასა და მოკავშირეების მკაფიო გზავნილზე
იენს სტოლტენბერგის შეხვედრები დიდ ბრიტანეთში NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის შეაქო. სტოლტენბერგი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს ბენ უოლესთან ერთად, სამხრეთ-აღმოსავლეთით იმყოფებოდა, სადაც უკრაინის ჯარებს ბრიტანეთის, კანადისა და ლიეტუვის ძალები წვრთნიან. „დღეს დილით ვეწვიე უკრაინელი ჯარისკაცების ერთ-ერთ საწვრთნელ ადგილს. გაერთიანებული სამეფო ამას მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა და გაწვრთნა 30 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი, რაც შეჭრის შემდეგ გაძლიერდა და ეს გზავნილია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება დამღუპველი უკრაინელებისთვის, მაგრამ ეს ასევე გაგხვდის უფრო დაუცველებს, რადგან გზავნილი პრეზიდენტ პუტინისადმი, სხვა ავტორიტარული ლიდერებისადმი, იქნება ის რომ, მათ შეუძლიათ, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს სამხედრო ძალის გამოყენებით. მისივე თქმით, პუტინმა დაუშვა რამდენიმე დიდი შეცდომა უკრაინაში შეჭრისას, მათ შორის სტრატეგიული შეცდომები. „ერთი იყო უკრაინელების, მათი გამბედაობის, ბრძოლისა და საკუთარი ქვეყნის დასაცავად მათი ერთგულების შეუფასებლობა. ჩვენ ვნახეთ, რომ NATO-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწიეს უკრაინას და მზად ვართ, ეს მხარდაჭერა გაგრძელდეს, ვიდრე ეს უკრაინას დასჭირდება. NATO-ს მოკავშირეების მკაფიო გზავნილი არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ინტერესშია, რომ მათ გაიმარჯვონ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ევროპაში. წინასწარი მონაცემებით, წარმომადგენლობით პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ, სენატში კი, ადგილებს „დემოკრატებთან“ თანაბრად იყოფენ და რაც შეეხება არჩევნებს შეერთებულ შტატებში...ჯერ კიდევ მიმდინარეობს დათვლის პროცესი. მაგრამ აბსოლუტურად ნათელია, რომ შეერთებულ შტატებში არის ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერისთვის და ეს არ შეცვლილა შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნებით“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგი: აშკარაა, რომ რუსეთი მძიმე წნეხის ქვეშაა
აშკარაა, რომ რუსეთი მძიმე წნეხის ქვეშ იმყოფება, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ბაიდენმა, კომპრომისების მისაღწევად უკრაინასა და რუსეთს შორის, მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე მიანიშნა „ჩვენ მხედველობაში მივიღეთ რუსეთის განცხადება ხერსონიდან უკან დახევის შესახებ. უახლოეს დღეებში უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება ადგილზე სიტუაცია. მაგრამ რაც ცხადია, რუსეთი მძიმე წნეხის ქვეშ იმყოფება და თუ ისინი ხერსონს დატოვებენ, ეს უკრაინის მორიგი გამარჯვება იქნება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთმა შესაძლოა, ხერსონი უბრძოლველად არ დატოვოს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი რუსეთის გადაწყვეტილებას ხაფანგად არ მიიჩნევენ უკრაინის სამხედრო ძალებისთვის. 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.
სტოლტენბერგი: ჩვენ გვაქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ში, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, სანამ ეს კიევს დასჭირდება
„ჩვენ გვაქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, სანამ ეს მას დასჭირდება, ამიტომ ,გზავნილი არის დიახ, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას. ასევე, რა თქმა უნდა, მუდმივად შევაფასებთ, რა ტიპის იარაღს ვაწვდით კიევს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნიდერლანდების საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მოკავშირეები მზად არიან, გააგრძელონ სამხედრო მხარდაჭერა, ეკონომიკური მხარდაჭერა, ჰუმანიტარული მხარდაჭერა და ასევე გააგრძელონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. ასე რომ, პრეზიდენტმა პუტინმა არამხოლოდ უკრაინელები, არამედ NATO-ს მოკავშირეები, ნიდერლანდები და პარტნიორებიც ვერ შეაფასა. რეალურად ვხედავთ, რომ არსებობს მუდმივი ძლიერი, ასევე საზოგადოებრივი მხარდაჭერა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით, რათა გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა. ეს იყო ასევე, ვფიქრობ, შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნების, შუალედური არჩევნების გზავნილი, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, სანამ ეს საჭირო იენაბ. ჩვენ გვაქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს დასჭირდება, ამიტომ გზავნილი არის დიახ, ჩვენ მხარს დავუჭერთ. და ასევე, რა თქმა უნდა, მუდმივად შევაფასებთ რა ტიპის იარაღს ვაწვდით უკრაინას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. „ჩვენს ინტერესებშია, უკრაინაში პრეზიდენტმა პუტინმა არ გაიმარჯვოს. ეს კატასტროფა იქნება უკრაინელებისთვის. მაგრამ ეს ასევე გახდის სამყაროს უფრო სახიფათოს. ჩვენ უფრო დაუცველები გავხდებით, რადგან უკრაინის ომიდან მიღებული გაკვეთილები პრეზიდენტ პუტინისთვის, მაგრამ ასევე სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის იქნება ის, რომ როდესაც ისინი არღვევენ საერთაშორისო კანონს, როდესაც ისინი სხვა ქვეყანაში შეიჭრებიან და როდესაც იყენებენ სასტიკ ძალას, მიაღწევენ იმას, რაც სურთ. ეს ყველას უფრო დაუცველს გახდის. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ინტერესი, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უკრაინას მხარდაჭერა. დიახ, ჩვენ ვიხდით ფასს: უფრო მაღალი გადასახადები, უფრო მაღალი ინფლაცია, მხარდაჭერის ეკონომიკური ხარჯები, მაგრამ ფასი, რომელსაც ჩვენ გადავიხდით, თუ წარმატებას არ მივაღწევთ, თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს, ბევრად უფრო მაღალი იქნება, რადგან მაშინ ჩვენ ვიცხოვრებთ უფრო საშიშ სამყაროში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ შეცდომა. რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო შესაძლებლობებს
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ევროკავშირის თანამშრომლობა ისეთი მჭიდროა, როგორც არასდროს და ის ფაქტი, რომ ალიანსმა შეძლო NATO-ევროკავშირის თანამშრომლობის უპრეცედენტო დონეზე აყვანა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ვცხოვრობთ უფრო სახიფათო დროში, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ განაცხადა, რომელიც თავდაცვის ფორმატში იმართება. „ყველა მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს ბოლო დღეებში, განსაკუთრებით ხერსონის გათავისუფლებით. ეს განპირობებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების სიმამაცით. ამავდროულად, ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავუშვათ შეცდომა. რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო შესაძლებლობებს, ჯარების დიდ რაოდენობას. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთი მზად არის, განიცადოს დიდი მსხვერპლი და ასევე, ჩვენ ვნახეთ სისასტიკე, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომლებიც გათავისუფლებულია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება, შესაძლებლობებით, მაგრამ ასევე, ტრენინგით. გასულ კვირას, გაერთიანებულ სამეფოში ვესტუმრე სასწავლო დაწესებულებას, სადაც NATO-ს სხვადასხვა მოკავშირე უკრაინელ ჯარისკაცებს წვრთნის. მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინული ძალებისთვის სწავლების დაწესების შესახებ. ეს შეავსებს NATO-ს მოკავშირეების მიერ გაწულ სამუშაოს. მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ წვრთნები, რადგან უკრაინელები ძალიან რთულ ბრძოლაში იბრძვიან“, - აღნიშნა ვარჰეიმ.
იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში ომის ფონზე, ჩვენს პარტნიორ საქართველოსთან მუშაობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია
„განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მჭიდროდ ვიმუშაოთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მედიას ბრიუსელში, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „ამ თვის ბოლოს გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ბუქარესტში. ეს შეკრება მოგვცემს შესაძლებლობას, გამოვხატოთ ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა განვიხილოთ, თუ როგორ გავაძლიეროთ და გავაგრძელოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს ასევე მოგცემას შესაძლებლობას, შევაფასოთ NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება, მაგრამ ასევე შევხვდეთ პარტნიორებს, რა თქმა უნდა, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მჭიდროდ ვიმუშაოთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა. ეს, რა თქმა უნდა, იქნება ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის ერთ-ერთი გზავნილი“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.
NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი გააკეთა
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია, ყველა ფაქტი დადგინდეს“. „პოლონეთში მომხდარი აფეთქების შესახებ, პრეზიდენტს ანდჯეი დუდას ვესაუბრე. მე მას მივუსამძიმრე დაღუპულთა გამო. NATO აკვირდება სიტუაციას და მოკავშირეები მჭიდროდ აგრძელებენ კონსულტაციებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი დადგინდეს", - განაცხადა სტოლტენბერგმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და არც მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურებია.
იენს სტოლტენბერგი: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთი NATO-ზე თავდასხმას ამზადებს
„არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი, NAT0-ს წინააღმდეგ თავდასხმას ამზადებს“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე, პოლონეთში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც 15 ნოემბერს, რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ანდჟეი დუდა: რაკეტის ინციდენტი პოლონეთზე თავდასხმა არ ყოფილა სტოლტენბერგი ვარაუდობს, რომ პოლონეთის სოფელში ჩამოვარდნილი ჭურვი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაისროლა. იგივე მოსაზრება გამოთქვა დღეს პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ, მანამდე კი მოსკოვისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებმა. თუმცა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საბოლოო დასკვნებისთვის საჭიროა გამოძიების შედეგებს დაელოდონ. „თუ რაკეტა მართლაც უკრაინულია, NATO კიევს პრეტენზიას არ წაუყენებს, რადგან მოსკოვმა ომი გააჩაღა, უკრაინა კი მხოლოდ თავს იცავს გარე აგრესიისგან“, - განმარტა გენერალურმა მდივანმა. NATO-ს წყარო: ბაიდენის თქმით, პოლონეთში აფეთქება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთში მომხდარი ინციდენტის გამო, NATO-ს ქვეყნები არ აპირებენ აამოქმედონ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელიც გარე საფრთხეზე რეაგირების მექანიზმია. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს მისივე თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა „მტკიცე მხარდაჭერა" გამოუცხადეს პოლონეთს და გამოთქვეს „უღრმესი მწუხარება ტრაგიკული შემთხვევისა და მსხვერპლის გამო". უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
იენს სტოლტენბერგი: დროა, ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან თანამშრომლობა გავაძლიეროთ
„დროა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც რუსეთის აგრესიით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. სტოლტენბერგმა ჩამოთვალა მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცოგოვინა. ასევე უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა მსოფლიოში ყველა თანამოაზრესთან - ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე და ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონამდე. ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთსა და იმავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მათ ერთად, რათა დავიცვათ თავისუფლება ზეწოლის საწინააღმდეგოდ, დავიცვათ დემოკრატია ტირანიის საწინააღმდეგოდ და დავიცვათ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული ინსტიტუტები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს ყველა ჩვენგანისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს პარტნიორები, მათ შორის, საქართველო რუსეთის ზეწოლას სხვადასხვა გზით განიცდიან
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოსთან დაკავშირებით. თავდაპირველად მან ხაზი გაუსვა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მარცხდება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სასტიკი პასუხი, რაც ინფრასტრუქურაზე იერიშში გამოიხატება. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ასევე მძიმე დროა დანარჩენი ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეებს უფრო მეტი მხაჭერისკენ მოუწოდებს, როდესაც შეიკრიბებინ ბუქარესტში. „რუსეთია აგრესორი. უკრაინა აგრესიის მსხვერპლია. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას ამ უფლების დაცვაში. არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, თუ აგრესორი გაიმარჯვებს. თუ ჩაგვრა და ავტოკრატია გაიმარჯვებს თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ომების უმეტესობა მოლაპარაკებებით მთავრდება. მაგრამ რა ხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე. ამიტომ, მშვიდობიანი გადაწყვეტის შანსების გაზრდის საუკეთესო გზა უკრაინის მხარდაჭერაა. ასე რომ, NATO გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება. უკან არ დავიხევთ. მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერას უწევენ კიევს. მე ველი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებიც დათანხმდებიან არალეტალური მხარდაჭერის გაძლიერებაზე. ჩვენი ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის მეშვეობით, NATO აწვდის საწვავს, სამედიცინო აღჭურვილობას, ზამთრის აღჭურვილობას, ასევე ჩამხშობ მოწყობილობებs რუსეთის დრონების მოსაგერიებლად. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავეხმარებით უკრაინას საბჭოთა ეპოქის ტექნიკიდან NATO-ს თანამედროვე სტანდარტებზე, დოქტრინასა და წვრთნებზე გადასვლაში. ჩვენ შევხვდებით საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებას, რათა განვიხილოთ უკრაინის ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები და ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერა. „ჩვენ ასევე შევხვდებით ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენი სამი პარტნიორი რუსეთის ზეწოლის წინაშე სხვადასხვა გზით ხვდება. ასე რომ, ჩვენს შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ დამოუკიდებლობის დაცვაში და ასევე, გავაძლიეროთ მათი დაცვის უნარი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ კვირას, ბუქარესტში შეხვდებიან.
იენს სტოლტენბერგი: ბუქარესტის შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა საქართველოს, დამოუკიდებლობის დაცვაში დავეხმაროთ
საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბუქარესტში დაგეგმილ მინისტერიალში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან დაკავშირებით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა 25 ნოემბერს ისაუბრა. იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს პარტნიორები, მათ შორის, საქართველო რუსეთის ზეწოლას სხვადასხვა გზით განიცდიან „ჩვენ ასევე შევხვდებით ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენი სამი პარტნიორი რუსეთის ზეწოლის წინაშე სხვადასხვა გზით ხვდება. ასე რომ, ჩვენს შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ დამოუკიდებლობის დაცვაში და ასევე, გავაძლიეროთ მათი დაცვის უნარი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგმა რუსულ პროპაგანდას უპასუხა
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ალიანსის ძალების არც ინსტრუქტორები არიან და არც სამხედრო ნაწილები. ამის შესახებ მან პარასკევს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი რუსული პროპაგანდისტული ნარატივია, თითქოს, უკრაინაში NATO-ს ჯარები იბრძვიან. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სტოლტენბერგმა განმარტა, რომ მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების, ასევე არტილერიის კონტროლის მიზნით, რომელსაც მოკავშირეები აწვდიან უკრაინას, უკრაინელ სამხედროებს უშუალოდ ალიანსის წევრ ქვეყნებში წვრთნიან. მაგალითად, მან მოიყვანა მოწინავე HIMARS-ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. მისი თქმით, როდესაც ამ სისტემის მართვისთვის საჭიროა სპეციალისტი, იქნება ეს საჰაერო თავდაცვის სისტემა თუ საარტილერიო სისტემა, უკრაინელები სწავლებას NATO-ს რომელიმე ქვეყანაში გადიან. მაგრამ NATO-ს თანამშრომლები უკრაინის ტერიტორიაზე არანაირ სამუშაოს არ ატარებენ. გენერალური მდივნის თქმით, ეს ხაზს უსვამს იმას, რომ NATO არ არის კონფლიქტის მხარე - მათ არ ჰყავთ ჯარები ადგილზე, მაგრამ NATO-ს მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას თავდაცვის მიზნის განხორციელებაში.
იენს სტოლტენბერგი: საქართველო უაღრესად ღირებული პარტნიორია
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ალიანსის უაღრესად ღირებული პარტნიორია. იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა, რა ხდის საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას უფრო მნიშვნელოვანს. „ბუქარესტში დაგეგმილი შეხვედრა აჩვენებს ჩვენს ძლიერ პოლიტიკურ ერთგულებას, ჩვენს მხარდაჭერას ამ უაღრესად ღირებული პარტნიორების მიმართ. ბუქარესტში დაგეგმილი შეხვედრა აჩვენებს ჩვენს ძლიერ პოლიტიკურ ერთგულებას, ჩვენს მხარდაჭერას ამ უაღრესად ღირებული პარტნიორების მიმართ. საქართველო უაღრესად ღირებული პარტნიორია. საქართველომ რუსული სამხედრო აგრესია ჯერ კიდევ 2008 წელს განიცადა. საქართველოს ჯერ კიდევ მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები აკონტროლებენ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის საქართველოსთან მუშაობას, მასთან ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, მათი მდგრადობის და თავდაცვის გაძლიერებაში დახმარებას. საქართველოსთვის ჩვენ ასევე შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე და გავაგრძელოთ ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგი: ბუქარესტის შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა საქართველოს, დამოუკიდებლობის დაცვაში დავეხმაროთ იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს პარტნიორები, მათ შორის, საქართველო რუსეთის ზეწოლას სხვადასხვა გზით განიცდიან
იენს სტოლტენბერგი: განვიხილავთ უკრაინის, საქართველოსა და სხვა პარტნიორების გაძლიერების საკითხს
აქ, ბუქარესტში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს, რათა გაძლიერდეს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის, ისევე როგორც სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის წინაშე დგანან - ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება NATO-სთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. „რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ NATO აძლიერებს ყოფნას ბალტიიდან შავ ზღვამდე. ჩვენ განვათავსეთ ახალი საბრძოლო ჯგუფები, მათ შორის ის, რომელსაც საფრანგეთი აქ, რუმინეთში ხელმძღვანელობს. კანადური მოიერიშე თვითმფრინავები აგრეთვე გვეხმარებიან თქვენი ცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და აშშ-ის Patriot-ის რაკეტები თქვენს თავდაცვას აძლიერებენ. ეს მკაფიო გზავნილია, რომ NATO აქ არის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც საჭიროა, რათა დავიცვათ ყველა მოკავშირე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
NATO-ს გენმდივნის გზავნილი საქართველოს, ბუქარესტის მინისტერიალიდან
NATO აქ არის, NATO ფხიზლად რჩება და მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორიების თითოული სანტიმეტრი, შესაბამისი განცხადებით გახსნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში გამართული ფორუმი. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ამჟამად ალიანსი ფოკუსირებულია უკრაინის მხარდაჭერაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვლადიმერ პუტინის დამარცხება და უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს გამარჯვება. „ჩვენ განვაცხადეთ, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და ველოდები, რომ მოკავშირეები ამას დაადასტურებენ, თუმცა ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის დახმარებაზე. ახლა ომია გაჩაღებული და ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ რამე ისეთი, რაც ძირს გამოუთხრის მოკავშირეების ერთობას გაუწიონ უკრაინას სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება უკრაინას, რადგან ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ პრეზიდენტ პუტინს გამარჯვებაში და უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობაზე. „რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ არ დაგვავიწყა სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლის, აგრესიისა და დაშინების წინაშე არიან. მეტიც, ამ ომმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა ჩვენი პარტნიორობა. სწორედ ამიტომ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ბუქარესტის შეხვედრაზე შეხვდებიან უკრაინელ კოლეგას, ასევე საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებს იმისთვის, რომ ვუპასუხოთ ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა ხსენებული ქვეყნების მედეგობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და მათი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის, რომ მათ უკეთ შეძლონ თავდაცვა. თუ ისინი უფრო მეტად უსაფრთხოდ იქნებიან, ჩვენ ვიქნებით მეტად დაცულები“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება. ამით მან შესაბამის შეკითხვას უპასუხა. კერძოდ: 2008 წელს, მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები და რა ეტაპზეა ამჟამად ეს პროცესი? „NATO-ს კარი ღია რჩება. ჩვენ ეს ვაჩვენეთ მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში მიღებით მიუხედავად რუსეთის პროტესტისა, ვაჩვენეთ, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება და ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ NATO-ს 30 წევრისა და ასპირანტი ქვეყნების გადასაწყვეტია და არა სხვისი. როდესაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში, მას უნდოდა ნაკლები NATO თავის საზღვრებთან და მიიღო საპირისპირო. მან მიიღო NATO-ს ჯარების მეტი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და ის ნახავს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. ამრიგად, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ NATO-ს კარი ღიაა არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. ეს იყო ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების ნაწილი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი: უკრაინის მხარდაჭერის დროს უკან არ დავიხევთ
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული ძირითადი გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრამ აჩვენა ალიანსის ერთიანობისა და უკრაინის მუდმივი მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი. გენერალური მდივანი მიესალმა უკრაინისთვის დახმარების გაძლიერების შესახებ მინისტრების გადაწყვეტილებას. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის უფლების მიმართ, აირჩიოს საკუთარი გზა. NATO საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას აძლიერებს „ჩვენ ვაღიარებთ და პატივს ვცემთ უკრაინის მისწრაფებებს გაწევრიანებისკენ. თუმცა, ახლა ჩვენი ყურადღება გამახვილებულია დაუყოვნებლივ მხარდაჭერაზე, რადგან უკრაინა იცავს თავს რუსული აგრესიისგან. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება სამშაბათს, მოკავშირეთა საგარეო საქმეთა მინისტრებთან დისკუსიაში მონაწილეობს. მოკავშირეები ოთხშაბათს შეხვდებიან ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. NATO-ს გენმდივნის გზავნილი საქართველოს, ბუქარესტის მინისტერიალიდან
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს მოკავშირეები მოწოდებულნი არიან, გაზარდონ მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მიმართ
„NATO-ს მოკავშირეები მოწოდებულნი არიან, გაზარდონ მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მიმართ, ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას NATO-სა და თქვენს ქვეყნებს შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში, საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრის წინ განაცხადა. „განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს პარტნიორებს ბოსნია-ჰერცეგოვინიდან, საქართველოდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან. სასიამოვნოა, რომ გხედავთ ყველას აქ. ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას NATO-სა და თქვენს ქვეყნებს შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს. NATO-ს გენმდივნის გზავნილი საქართველოს, ბუქარესტის მინისტერიალიდან NATO და NATO-ს მოკავშირეები სამივე პარტნიორს უწევენ დახმარებას ბევრი წლის განმავლობაში, მათ შორის შესაძლებლობების მშენებლობაში, რეფორმების განხორციელებაში და მათი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით წვრთნებში. დღეს ეს პარტნიორები რუსეთის ზეწოლას განიცდიან. NATO-ს მოკავშირეები მოწოდებულნი არიან, გაზარდონ მხარდაჭერა მათ მიმართ. ეს შეხვედრა არის შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების პრობლემები, განსაკუთრებით კი სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. შეხვედრას საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებიან. NATO საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას აძლიერებს. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ბუქარესტში გაკეთდა. 29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავენ.
NATO-ს მოკავშირეები საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მოკავშირეები ალიანსის პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადება იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში გააკეთა. რუმინეთი NATO-ს ორდღიან მინისტერიალს მასპინძლობს. დღეს ბოლო სესიას საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის საგარეო საქმეთა მინისტებიც ესწრებოდნენ. „დღეს შემოგვიერთდნენ ბოსნია-ჰერცოგოვინის, მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები. NATO-ს სამი ღირებული პარტნიორი, რომლებიც რუსეთის ზეწოლას განიცდიან. ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთო შეშფოთების საკითხი და თანამშრომლობის გაძლიერების გზები. მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გავაძლიერებთ მორგებულ მხარდაჭერას რეფორმების, შესაძლებლობების განვითარების, წვრთნების მიმართულებით, რათა გავაუჯობესოთ მათი უსაფრთხოების და თავდაცვის ინსტიტუტები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ამავე პრესკონფერენციაზე უპაუხა მან საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. „ჩვენს ბოლო სესიაზე გამოვხატეთ სოლიდარობა ჩვენი სამივე პარტნიორის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, მოლდოვისა და საქართველოს მიმართ. ვფიქრობ, გაკვეთილი, რაც ჩვენ უკრაინის ომისგან ვისწავლეთ არის ის, რომ დავეხმაროთ მათ ახლავე. უმჯობესია, დავეხმაროთ მათ ახლავე, ვიდრე მაშინ, როცა დავინახავთ, რომ მოვლენები აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც დავინახეთ უკრაინაში შეჭრით. იენს სტოლტენბერგი: NATO-ს მოკავშირეები მოწოდებულნი არიან, გაზარდონ მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მიმართ ამრიგად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვაქვს საქართველოში წვრთნისა და შეფასების ცენტრი. მოკავშირეებმა გააკეთეს განცხადებები და გამოხატეს ერთგულება შემდგომი დახმარების მიმართულებით, რადგან ჩვენ გვჭირდება ხანგრძლივი პარტნიორობის დამყარება საქართველოსთან. სწორედ ამისთვის ვიყენებთ სასწავლო ცენტრს. მოკავშირეებმა ასევე გამოხატეს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამავდროულად, მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას და საქართველოსთან ერთად მუშაობას მხარდაჭერის გაძლიერებული პაკეტის შესასრულებლად, რომელიც შევათანხმეთ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავდნენ. შეგახსენებთ, საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტი NATO-ს სამიტზე, მადრიდში, ივნისში დამტკიცდა.
შოლცი სტოლტენბერგს: NATO-ს ტერიტორიის დასაცავად ჩვენს წვლილს კიდევ უფრო გავზრდით
„ფედერალური შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო გაზრდის თავის წვლილს ალიანსის ტერიტორიის დასაცავად. 2025 წლიდან ჩვენ ვგეგმავთ NAT-ს 30 000 ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაში მოვიყვანოთ“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იენს სტოლტენბერგი გერმანიაში იმყოფება. „ნათელია, რომ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად NATO-ში, ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვაგრძელებთ უკრაინის და მისი თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერას და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს დასჭირდება უკრაინას პოლიტიკური თვალსაზრისით, ფინანსურად, ჰუმანიტარული და ასევე საჭირო იარაღის მიწოდების თვალსაზრისით. NATO არ უნდა გახდეს კონფლიქტის მხარე, რადგან ეს გამოიწვევს ესკალაციას პლანეტისთვის გაუთვალისწინებელი შედეგებით. ჩვენ მზად ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, ნებისმიერ მოკავშირეს, ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ და დავიცვათ ალიანსის თითოეული სანტიმეტრი. გერმანია უკვე ძალიან აქტიურია, როდესაც საქმე ეხება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას, ლიეტუვაში დაახლოებით 1000 ჯარისკაცის ყოფნით. ჩვენ კი გერმანიაში შევქმენით ბრიგადა ლიეტუვის დასაცავად. ჩართული ვართ საჰაერო პატრულირებაში ბალტიისპირეთში. ჩვენ მივაწოდეთ „პატრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები სლოვაკეთს. გარდა ამისა, ფედერალურმა შეიარაღებულმა ძალებმა წელს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის 14000-ზე მეტი ჯარისკაცი გამოყო და მომავალ წელს, ეს რიცხვი 17000-მდე გაიზრდება. ფედერალური შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო გაზრდის თავის წვლილს ალიანსის ტერიტორიის დასაცავად. 2025 წლიდან ჩვენ ვგეგმავთ NAT-ს 30 000 ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაში მოვიყვანოთ. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ევროპული ცის ფარის ინიციატივა, რომლის მიზანია NATO-ში ევროპული ფრთის გაძლიერება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ 15-მდე მოკავშირე უკვე შეუერთდა ამ ინიციატივას“, - განაცხადა შოლცმა.
იენს სტოლტენბერგი: პუტინი ზამთარს იარაღად იყენებს. ჩვენ ვერ დავუშვებთ მის გამარჯვებას
„პუტინი ზამთარს იარაღად იყენებს. ჩვენ ვერ დავუშვებთ მის გამარჯვებას. ამ კრიტიკულ მომენტში, ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა უკრაინისადმი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში ვიზიტისას, კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, NATO არ არის კონფლიქტის მხარე „ჩვენ არ ჩავერთებით პუტინის ომში. ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას თავდაცვის უფლებით, რაც გაეროს წესდებაშია დაცული. მე მივესალმები გერმანიის წამყვან როლს.გერმანია იმ მოკავშირეებს შორისაა, რომლებიც უკრაინას ყველაზე მეტ სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ. გერმანიის მიერ მოწოდებული სამხედრო აღჭურვილობა იცავს უკრაინის სახლებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან. გერმანული იარაღი სიცოცხლეს გადაარჩენს. NATO-ს მოკავშირეები მოწოდებულნი არიან, შეინარჩუნონ ჩვენი მხარდაჭერა, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოებისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში გერმანიის ხელმძღვანელობა გადამწყვეტია.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთი ომის გაყინვას ცდილობს, რათა გაზაფხულზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყოს
რუსეთი გაზაფხულზე უფრო ფართმასშტაბიანი შეტევის დაწყებას გეგმავს, მანამდე კი ცდილობს უკრაინის ომის გაყინვას. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა FT's Global Boardroom-ის ღონისძიებაზე განაცხადა. „ახლა უკრაინას აქვს იმპულსი“, - თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ NATO-ს დედაქალაქები „მუდმივად განიხილავენ იარაღის რა სისტემების მიწოდება გვინდა“ კიევისთვის. სტოლტენბერგმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი ზამთარში უფრო მშვიდ ფაზაში გადავა, ორივე მხარე შეეცდება ძალების გადაჯგუფებას და გადაიარაღებას, ამიტომ NATO-ს ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. „ამჟამად არ არსებობს დიპლომატიური გადაწყვეტის პირობები. რაც უფრო მეტად გვინდა მშვიდობიანი გადაწყვეტა, მით უფრო სასწრაფოდ გვჭირდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა", - თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ რუსეთს არ აქვს რაიმე ნიშნები, რომ ომის მშვიდობიანი დასრულება სურს. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინაში მიმდინარე ბრძოლა შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს და რუსეთსა და NATO-ს შორის ომად გადაიქცეს - სტოლტენბერგი
უკრაინაში მიმდინარე ბრძოლა შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს და რუსეთსა და NATO-ს შორის ომად გადაიქცეს, - NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „მოვლენები, შესაძლოა, საშინლად არასწორად განვითარდეს. უკრაინაში საშინელი ომია. ეს არის ასევე ომი, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს დიდ ომში ნატო-სა და რუსეთს შორის. ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა თავიდან ავიცილოთ ეს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სტოლტენბერგი: პუტინი უკრაინაში „ხანგრძლივ ომს“ გეგმავს
რუსეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და ვინც NATO-ში კიევს უჭერს მხარს, უნდა განაგრძოს იარაღის გაგზავნა მანამ, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ მიხვდება, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს. რუსები 200 000-მდე ახალ ჯარისკაცს წვრთნიან, ეჭვი არ მეპარება, რომ მეორედ შეეცდებიან კიევზე წამოსვლას - ზალუჟნი ამის შესახებ პარასკევს AFP-სთან ინტერვიუში ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი პუტინი მზადაა, ამ ომში დიდი ხნის განმავლობაში იყოს ჩართული და ახალი შეტევითი ოპერაციები დაიწყო“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის თქმით, დიდი ალბათობით, ეს ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, ისევე როგორც ომების უმეტესობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ამან „უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება" უზრუნველყოს. შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთი 200 ათას ახალ სამხედროს მობილიზებას ახორციელებს და შესაძლოა, 2023 წლის იანვარში კიევის აღება სცადოს.
სტოლტენბერგი შესაძლოა, IMF-ის ხელმძღვანელი გახდეს
NATO-ს ამჟამინდელი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შესაძლოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ხელმძღვანელი გახდეს, იუწყება TV2. არხის ცნობით, სტოლტენბერგი ახალ თანამდებობაზე დანიშვნა შეიძლება, ალიანსის ხელმძღვანელის ვადის ამოწურვის შემდეგ, უფრო კონკრეტულად, 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე დაინიშნოს. მანამდე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის მანდატის გაგრძელებაზე. სტოლტენბერგის თქმით, ის თავის ამჟამინდელ მოვალეობებზეა ორიენტირებული. სტოლტენბერგი, რომელიც NATO-ს გენერალური მდივანია 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან, დარწმუნებულია, რომ ალიანსის ქვეყნები შეძლებენ მისთვის ღირსეული შემცვლელის პოვნას.
სტოლტენბერგის თქმით, შვედეთი და ფინეთი NATO-ს სავარაუდოდ, 2023 წელს შეუერთდებიან
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები ომის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდება
„რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება. უკრაინულმა ძალებმა რუსეთს უკრაინაში დიდი ზარალი მიაყენეს. მათ უკვე მობილიზებული ჰყავთ 200 000 დამატებითი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ბევრი ახალი მასალის შეძენა. რაც მთავარია, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ რუსეთის ამბიციებში რაიმე შეიცვალა“, - შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა. „თუ ჩვენ გვინდა მოლაპარაკებების გზით სამშვიდობო გადაწყვეტა, სადაც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, იქ მისასვლელად ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა. იარაღი - ფაქტობრივად, მშვიდობის გზაა. მიუხედავად იმისა, როდის და როგორ დასრულდება ეს ომი, ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების ვითარება ევროპაში მუდმივად შეიცვალა. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ აღიქვამს. ეს რუსეთს დასავლეთთან მუდმივი კონფლიქტის მდგომარეობაში აყენებს. ასე რომ, ეს ომი კიდეც რომ დასრულდეს, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება. უკრაინულმა ძალებმა რუსეთს უკრაინაში დიდი ზარალი მიაყენეს. მათ უკვე მობილიზებული ჰყავთ 200 000 დამატებითი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ბევრი ახალი მასალის შეძენა. რაც მთავარია, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ რუსეთის ამბიციები შეიცვალა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი უკრაინის ომისგან მიღებულ სამ გაკვეთილზე საუბრობს
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის ომისგან მიღებულ გაკვეთილებზე საუბრობს. სამი ასეთი გაკვეთილი სტოლტენბერგმა ნორვეგიაში, კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა. NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ რუსეთის შეუფასებლობა სახიფათოა. სამი გაკვეთილის შესახებ სტოლტენბერგის ციტატები Europetime-მა შეკრიბა. „ნება მომეცით, გაგიზიაროთ სამი გაკვეთილი, რომელიც მჯერა, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვისწავლოთ უკრაინის ომისგან. პირველ რიგში, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია გვჭირდება თავდაცვაში. ეს იყო NATO-ს გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში. ადრეც ბევრჯერ გსმენიათ ამის შესახებ. ახლა ასევე ვფიქრობ, რომ ყველა ხედავს, რომ უფრო ძლიერი დაცვა გვჭირდება. უფრო მაღალ მზადყოფნაში მყოფი ჯარებით; თანამედროვე აპარატურით; კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცებით. ეს ფული ღირს. მეორე გაკვეთილი საშიშია ავტორიტარულ რეჟიმებზე დამოკიდებულება. არც ისე დიდი ხნის წინ, ბევრს სჯეროდა, რომ რუსეთისგან გაზის ყიდვა წმინდა კომერციული საკითხი იყო. რეალობა ის არის, რომ ეს პოლიტიკური საკითხია. საუბარია ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბიზნესიც პოლიტიკაა. ეს შეცდომა სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან არ უნდა გავიმეოროთ. არანაკლებ ჩინეთთან. ჩვენ არ უნდა გავხდეთ დაუცველები კრიტიკულ ნედლეულსა და პროდუქტებზე ზედმეტად დამოკიდებულების გამო. არ უნდა გავიტანოთ ტექნოლოგია, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება, გამოყენებული იყოს საფრთხედ. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ კონტროლი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე (რაც აუცილებელია როგორც სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ასევე სამხედრო საქმიანობისთვის) როგორიცაა, პორტები, რკინიგზა, ტელეკომუნიკაციები - 5G ქსელები. ჩვენ კვლავ ვვაჭრობთ ჩინეთთან, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ ჩვენი უსაფრთხოება არ შეილახოს. მესამე გაკვეთილი ავტორიტარულმა რეჟიმებმა გაზარდეს თანამშრომლობა. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინში შეხვდნენ. მათ გამოაცხადეს „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელსაც საზღვრები არ აქვს“. მათ აქვთ მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩინეთს არ დაუგმია რუსეთის შეჭრა უკრაინაში. პირიქით, ისინი ხელს უწყობენ რუსულ ნარატივს, რომელიც NATO-ს ადანაშაულებს. ჩინეთმა პირველად დაუჭირა მხარი რუსეთის მოთხოვნას, რომ NATO-მ კარი დაკეტოს ახალი წევრი ქვეყნებისთვის. არამხოლოდ მყარდება თანამშრომლობა რუსეთსა და ჩინეთს შორის, არამედ რუსეთი მჭიდრო კავშირებს ამყარებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ეს სხვადასხვა რეჟიმია, მაგრამ აქვთ საერთო - ისინი ხელს უწყობენ ალტერნატიულ მსოფლიო წესრიგს. ისინი მხარს უჭერენ ღირებულებებს, რომლებიც არღვევს ჩვენს რწმენას თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ. NATO წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკური ძალის 50 პროცენტს და მსოფლიო სამხედრო ძალის 50 პროცენტს. გარკვეულწილად, ეს არის ნახევარი მსოფლიო, რათა უზრუნველყოფილი იყოს ერთმანეთისთვის მშვიდობა და გავაგრძელოთ ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიის შენარჩუნება. ასე რომ, ვიდრე ჩვენ ვიზრუნებთ NATO-ზე, NATO ყველაზე იზრუნებს.
სტოლტენბერგი: სამშვიდობო გადაწყვეტამდე ყველაზე სწრაფი გზა უკრაინის მხარდაჭერაა. ფაქტობრივად, იარაღი არის გზა მშვიდობისკენ
თუ ჩვენ გვინდა მოლაპარაკებების გზით სამშვიდობო გადაწყვეტა, სადაც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, იქამდე მისასვლელად ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა. ფაქტობრივად, იარაღი არის გზა მშვიდობისკენ. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა. „მიუხედავად იმისა, როდის და როგორ დასრულდება ეს ომი, ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების ვითარება ევროპაში მუდმივად შეიცვალა. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ აღიქვამს. ეს რუსეთს დასავლეთთან მუდმივი კონფლიქტის მდგომარეობაში აყენებს. ასე რომ, ეს ომი რომც დასრულდეს, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება. უკრაინულმა ძალებმა რუსეთს უკრაინაში დიდი ზარალი მიაყენეს. მათ უკვე მობილიზებული ჰყავთ 200 000 დამატებითი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ბევრი ახალი მასალის შეძენა. რაც მთავარია, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ რუსეთის ამბიციები შეიცვალა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი: მოსკოვი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას იყენებს, ამის მაგალითებია სისასტიკე გროზნოში, შეჭრა საქართველოში, ალეპოს დაბომბვა, ომი უკრაინაში
„ავტორიტარული რეჟიმები იზრდებიან. დემოკრატია უკან იხევს. გლობალიზაციის დონე იკლებს. დღეს ეს ახალი რეალობა ყველაზე მეტად ჩანს პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებით“, - შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა. „სისასტიკემ ბევრი შოკში ჩააგდო. მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ გავქვს. მოსკოვი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, სამხედრო ძალას იყენებს. ამის მაგალითებია სისასტიკე გროზნოში. შეჭრა საქართველოში. ალეპოს დაბომბვა.და ომი უკრაინაში, რომელიც გასულ თებერვალში არ დაწყებულა. ის 2014 წელს დაიწყო. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით და აღმოსავლეთ უკრაინაში თავდასხმებით.მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი მაგალითი. NATO-ში ჩვენ ასევე გვქონდა ზუსტი ცნობები საზღვრის გასწვრივ რუსული ძალების დაგროვებისა და მათი კონკრეტული გეგმების შესახებ.ჩვენ ვაქვეყნებდით ამ ინფორმაციას და ვაფრთხილებდით შესაძლო შემოჭრის შესახებ თვეების განმავლობაში. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და დიპლომატიურ ძალისხმევას ომის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა მაინც თავდასხმა აირჩია. NATO მოემზადა. 2014 წლიდან ჩვენ განვახორციელეთ ალიანსის ყველაზე დიდი რესტრუქტურიზაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ. ჩვენს წევრ ქვეყნებში NATO-ს მეტი ჯარისკაცი განლაგდა. გაიზარდა ჩვენი ძალების მზადყოფნა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს მოკავშირეები უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებენ თავდაცვაში. გარდა ამისა, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების გზაზე არიან“. სტოლტენბერგის თქმით, შეჭრიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩვენ გავააქტიურეთ ჩვენი თავდაცვის გეგმები და მნიშვნელოვნად გავზარდეთ სამხედრო ყოფნა ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. „ჩვენ ახლა უფრო მეტი ჯარისკაცი გვყავს მაღალ მზადყოფნაში. ეს არის არა კონფლიქტის პროვოცირება, არამედ ნაბიჯი იმისათვის, რომ უკრაინის ომი არ იქცეს სრულმასშტაბიან ომად NATO-სა და რუსეთს შორის. ძლიერი თავდაცვა უზრუნველყოფს მშვიდობას. NATO-ს და წევრ ქვეყნებს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ უკრაინაში. თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნება. მაგრამ ეს ჩვენთვისაც საშიშია. ეს იქნება მესიჯი მისთვის და სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის, რომ თუ ისინი გამოიყენებენ სამხედრო ძალას, მიიღებენ იმას, რაც სურთ. ეს უფრო დაუცველებად გვაქცევს. არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, თუ ჩაგვრა და ტირანია გაიმარჯვებს თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ომები არაპროგნოზირებადია. შეუძლებელია იმის თქმა, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. მაგრამ რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება. ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა მოლაპარაკებების გზით სამშვიდობო გადაწყვეტა, სადაც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, იქ მისასვლელად ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა. იარაღი - ფაქტობრივად, მშვიდობის გზაა. მიუხედავად იმისა, როდის და როგორ დასრულდება ეს ომი, ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების ვითარება ევროპაში მუდმივად შეიცვალა. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ აღიქვამს. ეს რუსეთს დასავლეთთან მუდმივი კონფლიქტის მდგომარეობაში აყენებს. ასე რომ, ეს ომი რომც დასრულდეს, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება. უკრაინულმა ძალებმა რუსეთს უკრაინაში დიდი ზარალი მიაყენეს. მათ უკვე მობილიზებული ჰყავთ 200 000 დამატებითი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ბევრი ახალი მასალის შეძენა. რაც მთავარია, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ რუსეთის ამბიციები შეიცვალა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი: ავტორიტარულმა რეჟიმებმა თანამშრომლობის დონე გაზარდეს
ავტორიტარულმა რეჟიმებმა გაზარდეს თანამშრომლობის დონე. არამხოლოდ მყარდება თანამშრომლობა რუსეთსა და ჩინეთს შორის, არამედ რუსეთი მჭიდრო კავშირებს ამყარებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა. „უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინში შეხვდნენ. მათ გამოაცხადეს „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელსაც საზღვრები არ აქვს“. მათ აქვთ მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩინეთს არ დაუგმია რუსეთის შეჭრა უკრაინაში. პირიქით, ისინი ხელს უწყობენ რუსულ ნარატივს, რომელიც NATO-ს ადანაშაულებს. ჩინეთმა პირველად დაუჭირა მხარი რუსეთის მოთხოვნას, რომ NATO-მ კარი დაკეტოს ახალი წევრი ქვეყნებისთვის. არამხოლოდ მყარდება თანამშრომლობა რუსეთსა და ჩინეთს შორის, არამედ რუსეთი მჭიდრო კავშირებს ამყარებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. სხვადასხვა რეჟიმზე ვსაუბრობთ, მაგრამ მათ საერთო აქვთ - ისინი ხელს უწყობენ ალტერნატიულ მსოფლიო წესრიგს. ისინი მხარს უჭერენ ღირებულებებს, რომლებიც არღვევს ჩვენს რწმენას თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ. NATO წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკური ძალის 50 პროცენტს და მსოფლიო სამხედრო ძალის 50 პროცენტს. გარკვეულწილად, ეს არის ნახევარი მსოფლიო, რათა უზრუნველყოფილი იყოს ერთმანეთისთვის მშვიდობა და გავაგრძელოთ ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიის შენარჩუნება. ასე რომ, ვიდრე ჩვენ ვიზრუნებთ NATO-ზე, NATO ყველაზე იზრუნებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ავტორიტარი მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე პასუხს და გაკვეთილებს სწავლობენ. ამაზე არაერთი ექსპერტი მიუთითებს. იწერება ანგარიშებიც და გაიცემა რეკომენდაციებიც. Europetime დაინტერესდა გავლენიანი აქტორების მოსაზრებით იმის შესახებ, თუ როგორ აისახა უკრაინაში მიმდინარე ომი სხვა ავტორიტარი მმართველების მიზნებზე, არის თუ არა ეს მათთვის უკუსვლა თუ საკუთარი ზრახვების წახალისება. ამ თემაზე NATO-ში აშშ-ის ყოფილ ელჩს კურტ ვოლკერს ვესაბრეთ. არავინ ეტყვის რუსეთს, თუ როგორი შიდა მმართველობითი სისტემა უნდა ჰქონდეს; უკეთესი იქნება, თუ ეს იქნება დემოკრატია. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი ცხოვრობდეს საკუთარ საზღვრებში. მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. თუ შევხედავთ ქვეყნებს მსოფლიოს გარშემო, ყველა სახის ქვეყანას ვნახავთ. ინდოეთი - დემოკრატია, ჩინეთი - ავტორიტარული მთავრობა. უამრავი სახეობაა - არავინ იცის, რომელი გაიმარჯვებს (უკრაინა თუ რუსეთი. რედ). თუ რუსეთი გაიმარჯვებს, მოუწევთ რუსეთთან საქმის დაჭერა. მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ რუსეთი აგებს და ვფიქრობ, რომ სხებიც დაინახავან ამას, მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა იქნება მათ მიდგომებში. რა თქმა უნდა, ჩინეთს სურს ტაივანის ახლიდან შთანთქმა. ისინი თვლიან, რომ ის არის ჩინეთის ნაწილი. ყველა სხვა, მსოფლიოში აღიარებს ერთ ჩინეთს, მიუხედავად იმისა, რომ ის დაყოფილია მმართველობის სხვადასხვა სტილად. მე ვფიქრობ, რომ ისინი (ჩინელები) რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას გარკვეულწილად, ზიანად აღიქვამენ, არ სურთ, რომ ისინიც ასე აღიქმებოდნენ, როგორც რუსეთი, რომელიც თავს დაესხა დამოუკიდებელ სახელმწიფოს და დაარღვია მისი ერთიანობა. ჩვენ არ გვინდა, დავანგრიოთ ტაივანი, როგორც რუსეთი ანგრევს უკრაინას. ჩინეთს სულაც არ აქვს დასავლეთის გაძლიერების ინტერესი, დასავლური ინსტიტუტების, მაგრამ მას არ სურს რუსეთთან ასოცირება. ასე რომ, დისტანცირებას არჩევენ. ვფიქრობ, რომ ისინი მოვლენებს ძალიან ახლოდან აკვირდებიან და თუ ისე მოხდა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რისიც მჯერა და როგორც უნდა მოხდეს, ეს ძალიან ფრთხილი სიგნალია ჩინეთისთვის, რომ ტაივანის დაკავება არც ისე მარტივი საქმეა, როგორც შეიძლება, მათ ეგონოთ“, - განუცხადა Europetime-ს კურტ ვოლკერმა. ცნობისათვის, რუსეთის შეჭრა უკრაინაში, არის როგორც საფრთხე, ასევე, გადაუდებელი შესაძლებლობა „გარდამავალი ქვეყნების“ დემოკრატიებისთვის. შესაბამისი ჩანაწერი გვხდება Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ: თუ საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას სურს, შეაჩეროს ავტორიტარიზმის გავრცელება და დაიცვას და გააძლიეროს ფუნდამენტური თავისუფლებები, თანამოაზრე ლიდერებმა უნდა გამოიყენონ ეს გადამწყვეტი მომენტი, რათა მიიღონ მრავალმხრივი და მდგრადი გადაწყვეტილებები განსაკუთრებული გამოწვევების დროს. პროცესში უნდა ჩაერთონ სახელმწიფოები, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი. იმ სიტუაციებში, როდესაც ავტორიტარები იყენებენ ძალადობას ან აგრესიას, ზეწოლა უნდა განხორციელდეს დეესკალაციის შესაძლებლობების შენარჩუნებით. რეგიონში დემოკრატიისთვის ბრძოლას გლობალური გავლენები აქვს. აქვე, რეკომენდაციების ნაწილში აღნიშნულია, რომ სხვა ავტორიტარული მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში შეჭრაზე პასუხს და სწავლობენ გაკვეთილებს საერთაშორისო დემოკრატიული კოალიციის გადაწყვეტილების შესახებ. და, თუ დემოკრატიის დამცველებს სურთ, გააფართოონ დემოკრატიის ღირებულებისა და დაპირების აღიარება, პირველი პრაქტიკული ნაბიჯები უნდა მოიცავდეს შემდეგ ძალისხმევას: მხარი დაუჭირონ პროდემოკრატიულ აქტორებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და უფლებადამცველებს; დამოუკიდებელ მედიას და სანდო ინფორმაციაზე წვდომას. გააძლიერონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მოაგვარონ დემოკრატიის ხარვეზები ქვეყნის შიგნით. მოახდინონ ევროკავშირში ინტეგრაციისა დემოკრატიის პრიორიტეტიზაცია და პროცესის წინსვლა რეგიონში, გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოებისთვის.
სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება. უკრაინა: სოლედარში მყოფი ჩვენი სამხდროები მხოლოდ სანახევროდ მოექცნენ ალყაში ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი „ვნახეთ სასტიკი ბრძოლები ბახმუტისა და სოლედარის გარშემო აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინული ძალების სიმამაცეს, როდესაც ისინი იბრძვიან სამშობლოს დასაცავად. ეს ასევე გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მიტომ მივესალმები ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და გერმანიის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ ისინი მალე მიაწვდიან ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და მსუბუქ ტანკებს, და აგრეთვე – NATO-ს ყველა მოკავშირისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს უპრეცედენტო მხარდაჭერას. ჩვენი მხარდაჭერა რეალურ განსხვავებას ქმნის ადგილზე. ომის ამ საკვანძო მომენტში ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კიდევ უფრო სწრაფად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სტოლტენბერგი: დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უკრაინას უფრო მოწინავე აღჭურვილობა უფრო სწრაფად უნდა მივაწოდოთ
NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ Europetime-ს NATO-დან აცნობეს. მისივე თანახმად, მხარეებმა უკრაინისთვის საციცოცხლო მნიშვნელობის დახმარების საკითხი განიხილეს. ზელენსკი: ყოველდღე ვგრძნობ, როგორ ძლიერდება მსოფლიოს მტკიცე გადაწყვეტილება, დაძლიოს რუსული აგრესია თავისუფალ სამყაროს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ტერორისტული სახელმწიფოს ისტორიულ დამარცხებამდე მისაყვანად - ზელენსკი „კარგი საუბარი მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთნ. განვიხილეთ უკრიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მხარდაჭერა, რომელსაც NATO-ს მოკავშირეები უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავის მამაც ბრძოლაში უწევენ. დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უკრაინას უფრო მოწინავე აღჭურვილობა უფრო სწრაფად უნდა მივაწოდოთ“, - ნათქვამია იენს სტოლტენბერგი სახელით Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში. დავეხმაროთ უკრაინას დამპყრობლის უკან დახევაში. ისტორიის გაკვეთილი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ - კონდოლიზა რაისის და რობერტ გეითსის წერილი 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოლაფ შოლცი სტოლტენბერგს: ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ არსებული რისკები უნდა გადავაფასოთ
„ჩრდილოეთის ნაკადის“ გასზადენზე დივერსიულმა აქტებმა აჩვენა, რომ ჩვენ უნდა გადავაფასოთ ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ არსებული რისკები,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იენს სტოლტენბერგი გერმანიაში იმყოფება. „მე და NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განვიხილეთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ზღვაში. „ჩრდილოეთის ნაკადის“ გასზადენზე დივერსიულმა აქტებმა აჩვენა, რომ ჩვენ უნდა გადავაფასოთ ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რისკები. ეს განსაკუთრებით ეხება ჩრდილოეთ ზღვას, სადაც ჩვენი მიზანია, ვითანამშრომლოთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. დღეს და გუშინ, როცა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ჩვენთან იყო, შევთანხმდით, რომ ეს საერთაშორისო კოორდინაცია უნდა მოვახდინოთ. თუმცა NATO უნდა იყოს პირველი შეხების წერტილი, ჩვენ შეგვიძლია, ვისარგებლოთ მისი გამოცდილებით, შესაძლებლობებით და მისი ამოცანებით“, - განაცხადა ოლაფ შოლმა. მისივე თქმით, გერმანია მიესალმება იმ ფაქტს, თუ NATO იტვირთავს უფრო ძლიერ კოორდინირებულ ფუნქციას კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის. „NATO-ს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სხვადასხვა შესაბამისი აქტორის კოორდინაციის გზით, მას შეუძლია, წვლილი შეიტანოს საერთო სურათში. ჩვენ ვგეგმავთ ამ ამოცანების გადაჭრას ერთად, როგორც ალიანსის წევრები“, - აღნიშნა შოლცმა. NATO ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში წარმომადგენლობას აორმაგებს შეგახსენებთ, გერმანია და ნორვეგია გამოვიდნენ ინიციატივით, წყალქვეშა ინფრასტრუქტურის - გაზსადენებისა და ტელეკომუნიკაციების მონიტორინგისთვის, ქვედანაყოფი შექმნან, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა, რუსეთის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარი აფეთქება.
იენს სტოლტენბერგი: გერმანიამ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები უნდა გადასცეს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ის ცდილობს გერმანიის მთავრობა დაარწმუნოს, რომ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები გადასცეს. გაბრიელიუს ლანდსბერგისი: უკრაინისთვის ATACMS-ის სარაკეტო სისტემებისა და Leopard-ის ტიპის ტანკების გაგზავნის დროა „ჩვენ ომის კრიტიკულ ფაზაში ვართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც ამ ომის მოსაგებად სჭირდება “, - განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანულ გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში. ანდჯეი დუდას თქმით, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები საერთაშორისო დახმარების ფარგლებში გადაეცემა მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კოალიციის ფარგლებში უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. თუმცა ამ ტანკების ნებისმიერი ადგილიდან მესამე ქვეყნებში გადატანზე ბერლინის თანხმობაა საჭირო. შოლცმა უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადასაცემად, მთავარი პირობა დაასახელა Handelsblatt წერს, რომ რასმუსენის თქმით, 20 იანვარს რამშტეინის ფორმატის შეხვედრაზე ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ომში უკრაინას იარაღის მიწოდებით უჭერენ მხარს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. „მძიმე იარაღზე ბოლოდროინდელი ვალდებულებები მნიშვნელოვანია და უფრო მეტს ველოდები უახლოეს მომავალში“, - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, ამ კონფლიქტის დროს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია.
სტოლტენბერგი: ახალი სამხედრო დახმარება უკრაინას წინსვლის საშუალებას მისცემს
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობდა, უკრაინისთვის იარაღის ახალი პაკეტის მიწოდების საკითხს მნიშვნელოვანს უწოდებს. რამშტაინის შეხვედრა: უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ბერლინი Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმებას იწყებს გენერალური მდივნის სიტყვებს Spiegel-ი ციტირებს. „ის, რომ უკრაინა მიიღებს ასობით ახალ ჯავშანტექნიკას, ქვეითების საბრძოლო მანქანებს, ასევე ტანკებს, მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. „ეს მხარდაჭერა არა მხოლოდ მისცემს საშუალებას უკრაინელებს დაიცვან თავი რუსეთის ახალი თავდასხმებისგან, არამედ განახორციელონ საკუთარი შეტევები ტერიტორიის დასაბრუნებლად“, - დასძინა სტოლტენბერგმა. რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან კითხვაზე, ზიანს აყენებს თუ არა გერმანია ევროპის ერთიანობას იმით, რომ უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების მიწოდებას ჯერ არ ეთანხმება, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე „კონსულტაციები გაგრძელდება“. მან გაიხსენა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე მხარდაჭერის ფორმები მუდმივად იცვლებოდა. გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია არის ერთ-ერთი მოკავშირე, რომელიც ყველაზე მეტად უჭერს მხარს უკრაინას. „არტილერია, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ახლა Marder-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი. გერმანია მართლაც ლიდერია უკრაინის მხარდაჭერით ბევრი მიმართულებით”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა
იენს სტოლტენბერგმა უკრაინის უმაღლესი რადას საპატიო ჯილდო მიიღო
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის უმაღლესი რადას საპატიო ჯილდო მიიღო. ცერემონია NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართა. საპატიო ჯილდო არის უმაღლესი რადას მიერ გადაცემული „მნიშვნელოვანი წვლილი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, სტოლტენბერგს ჯილდო გამორჩეული სოციალურ-პოლიტიკური საქმიანობის, უკრაინის, როგორც დემოკრატიული, სოციალური, სამართლებრივი სახელმწიფოს პოპულარიზაციასა და გაძლიერებაში წვლილის შეტანისთვისთვის გადაეცა. „ჩემთვის პატივია, მივიღო ეს ჯილდო, რომელიც უკრაინისადმი NATO-ს დიდი ხნის მხარდაჭერის აღიარებაა, მაგრამ ნამდვილი აღიარება თქვენ გეკუთვნით. უკრაინელი ხალხის, მთავრობის, რადას და შეიარაღებული ძალების გამბედაობა და მონდომება ყველასთვის შთამაგონებელია. თქვენ გმირულად იცავთ თქვენს თავისუფლებას და დემოკრატიას - ჩვენს საერთო ღირებულებებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
კიევისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების მიწოდებაზე მსჯელობის ფონზე, სტოლტენბერგმა გერმანია უკრაინის მხარდაჭერისთვის შეაქო
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ალიანსში გერმანიის ძლიერი წვლილი და უკრაინისადმი ბერლინის მხარდაჭერა შეაქო. ამის შესახებ Europetime-ს NATO-დან აცნობეს. მისივე ინფორმაციით, ბერლინში ვიზიტისას იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტრს ბორის პისტორიუსს ალიანსში გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილისთვის და უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე გამოყო გერმანია იმ მოკავშირეებს შორის, რომლებიც უკრაინას ყველაზე მეტ სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და საბრძოლო მასალებით. სტოლტენბერგმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ „გერმანიის იარაღი უკრაინაში ყოველდღიურად იხსნის სიცოცხლეს“. სტოლტენბერგმა ასევე შეაქო მოკავშირე ქვეყნების ბოლო განცხადებები, რომლებიც უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას გულისხმობს, მათ შორის ტანკების მიწოდების გზით. „ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას უფრო მძიმე და მოწინავე სისტემები და ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ“. სტოლტენბერგი მიესალმა მინისტრ პისტორიუსთან დისკუსიას, რომელიც საბრძოლო ტანკების საკითხს მოიცავდა და აღნიშნა, რომ კონსულტაციები მოკავშირეებს შორის გაგრძელდება. „დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალი მალე გვექნება“, - დაამატა ალიანსის გენმდივანმა. გენერალური მდივანი ბერლინში გერმანელ ბიზნეს ლიდერებთან ერთად, Welt-ის ეკონომიკურ სამიტს დაესწრო. მან უკრაინის მხარდაჭერის, თავდაცვის ინვესტიციების და საზოგადოების გამძლეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავის მხრივ, გერმანია გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ძალიან მალე გადაწყვეტს, დაუშვებს თუ არა უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდებას. მისი თქმით, თუ ტანკების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდება, გერმანია შეძლებს ძალიან მალე იმოქმედოს. „ვამზადებთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ძალიან მალე მივიღებთ“, - განაცხადა პისტორიუსმა. მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ საკითხზე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მსჯელობს. „ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით წვრთნების დაწყებას, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, ვიდრე არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოვიქცეთ ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა. შეგახსენებთ, პოლონეთმა გერმანიას უკრაინისთვის leopard2 ტიპის ტანკების გადაცემის თხოვნით ოფიციალურად მიმართა.
სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ გერმანიის გადაწყვეტილებას მიესალმა. სტოლტენბერგის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. რუსეთის მიერ წარმოებული ომის ამ კრიტიკულ მომენტში, ეს გადაწყვეტილება შეიძლება, დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი და გაიმარჯვოს, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ. გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს
სტოლტენბერგი: რუსეთი ახალ შეტევას გეგმავს, უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინას უფრო მძიმე და მოწინავე სისტემები მიაწოდონ, რათა „დაიბრუნონ ტერიტორიები და უკრაინამ როგორც, სუვერენულმა სახელმწიფომ ევროპაში, გაიმარჯვოს“, უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა „იარაღის მიწოდებაზე გადის", - ამის შესახებ სტოლტენბერგმა Welt-თან ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, პრეზიდენტმა პუტინმა დაამტკიცა, რომ მზად არის, რუსეთში 200 000-ზე მეტი ჯარისკაცის მობილიზებით, „ამ უსამართლო ომისთვის“ მაღალი ფასი გადაიხადოს. სტოლტენბერგმა ასევე გაამახვილა ყურადღება რუსეთის მიერ იარაღის შეძენაზე ისეთი ავტორიტარული სახელმწიფოებიდან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. NATO-ს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად დაბალია რისკი იმისა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს და ეს გარემოება რომ შეიცვალოს, „NATO აუცილებლად მოახდენს რეაგირებას“. ISW: დასავლური ტანკები უკრაინას ტერიტორიის გათავისუფლებაში დაეხმარება შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების Abrams M1-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესაძლებლობას, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ამ დროისთვის არ გააკეთებს. სტოლტენბერგი: სამშვიდობო გადაწყვეტამდე ყველაზე სწრაფი გზა უკრაინის მხარდაჭერაა. ფაქტობრივად, იარაღი არის გზა მშვიდობისკენ ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები აგრძელებს მჭიდრო კონტაქტში ყოფნას უკრაინასთან, მის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ მოთხოვნებს უპასუხოს. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნისკენ არის მოწოდებული, იტყობინებოდა 24 იანვარს Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. გამოცემა წერს, რომ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოცხადდება და ეს იქნება გერმანიასთან ურთიერთშეთანხმების ნაწილი, რომელიც თავის მხრივ, უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადებს. უფრო ადრე, Reuters-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის „ლეოპარდების“ მიწოდებას დაამტკიცებდა, თუ აშშ „აბრამსის“ ტანკებს მიაწოდებდა კიევს. გერმანიის მთავრობამ ასეთი მოსაზრების არსებობა უარყო. ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს.
სტოლტენბერგი ტანკების გადაცემაზე: NATO-ს მოკავშირეები უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხში ერთიანობას ინარჩუნებენ
„მხურვალედ მივესალმები“, - NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 31 ერთეული „აბრამსის“ ტიპის ტანკის გადაცემას Twitter-ზე გამოეხმაურა. აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკს გადასცემს „მხურვალედ მივესალმები აშშ-ის ლიდერობას უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების გადაცემის საკითხში. NATO-ს მოკავშირეები უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხში ერთიანობას ინარჩუნებენ. ბრიტენეთის Challenger-ებთან და გერმანიის Leopard2-თან ერთად რუსეთის წინაარმდეგ ბრძოლა უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს“, - წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე. გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს
სტოლტენბერგმა იაპონიაში, კვლევით ინსტიტუტში გამოსვლისას, 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა გაიხსენა
იაპონიაში, კერძო კვლევით უნივერსიტეტში (კეიოს უნივერსიტეტი) გამოსვლის შემდეგ, კითხვა-პასუხის დროს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოში 2008 წელს რუსეთის შეჭრის ფაქტი გაიხსენა. ამის შესახებ Europetime-ს NATO-დან აცნობეს. „პირველი კითხვა ეხებოდა იმას, დავკარგე თუ არა ნდობა NATO-ს შეკავების პოლიტიკის მიმართ. და, პასუხი არის არა, მე არასოდეს დამიკარგავს ეს ნდობა. ასეევ იყო შეკითხვა, რა იყო ყველაზე რთული მომენტი? მე ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული და სტრესული მომენტია, როცა ვხედავთ ომის შედეგად ტანჯვას, ძალადობას, სისასტიკეს, და რაც მთავარია, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა ამ ომის დროს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის რეალურად მიზანმიმართული თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სახლებზე, საავადმყოფოებზე და, რა თქმა უნდა, ელექტრო ქსელზე, გაზის მიწოდებაზე თავდასხმა, განსაკუთრებით შემოდგომაზე, როდესაც ჩვენ ზამთარი გვიახლოვდებოდა. ამას ერთი მიზანი ჰქონდა და ეს იყო უკრაინელი ხალხისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მაქსიმალური ტანჯვის მიყენება, წყლის, გათბობის, სინათლის მოსპობა. რა თქმა უნდა, ეს სტრესია ყველასთვის. ჩვენ შეიძლება, შოკირებული ვიყოთ სისასტიკით, მაგრამ ეს არ უნდა გაგვიკვირდეს იმიტომ, რომ მოსკოვი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, სამხედრო ძალას იყენებს. ამის მაგალითებია სისასტიკე გროზნოში, შეჭრა საქართველოში, ალეპოს დაბომბვა. უნდა გვახსოვდეს, რომ ომი უკრაინაში გასული წლის თებერვალში არ დაწყებულა. ეს დაიწყო 2014 წელს, როდესაც რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, შეიჭრა აღმოსავლეთ დონბასში და მას შემდეგ უკრაინაში ომი დაიწყო. ის, რაც თებერვალში მოხდა, დიდი ესკალაცია იყო, მაგრამ ომი დე ფაქტო ადგილზე უკვე მრავალი წელია, მიმდინარეობს. ამდენად, ეს არის NATO-ს მზადყოფნის მიზეზიც“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი: რუსეთმა უკვე დაიწყო ახალი შეტევა უკრაინაში
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა ათასობით ჯარისკაცის გაგზავნით უკვე დაიწყო ახალი შეტევა უკრაინაში. შესაბამის ციტატას Financial Times-ი ავრცელებს. მისი თქმით, საბრძოლო იარაღმა უნდა მიაღწიოს უკრაინას, ვიდრე რუსეთი შეძლებს ინიციატივის ხელში ჩაგდებას ბრძოლის ველზე. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრამდე, სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალიანსს სჭირდება საბრძოლო მასალის წარმოების ზრდა, რაც, სავარაუდოდ, 14 თებერვლის შეხვედრის განხილვის მთავარი თემა იქნება. მისივე თქმით, რაც უფრო სწრაფად მიეწოდება უკრაინასიარაღი, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა, მით უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეცხრე შეხვედრა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც რამშტაინის სამიტი, 14 თებერვალს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართება. უკრაინის თავდაცვის მინისტრის რეზნიკოვის განცხადებით, შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხები იქნება უკრაინის ცის დაცვა, „სატანკო კოალიციის“ განვითარება, საბრძოლო მასალის უსაფრთხოების ზღვრის ფორმირება, უკრაინის ჯარების სასწავლო პროგრამები და სამხედრო მხარდაჭერის სტაბილურობა.
იენს სტოლტებერგი: ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ
NATO-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში განიხილავენ, თუ როგორ გაძლიერდეს პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ. ამ შეხვდრის დაწყებამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტებერგმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. იენს სტოლტენბერგმა პარტნიორებისთვის ადრეულ ეტაპზე მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ გაკვეთილის ათვისების მაგალითად უკრაინა მოიყვანა. „ვფიქრობ, ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც უკრაინაში მიმდინარე ომიდან მივიღეთ, არის პარტნიორებისთვის მხარდაჭერის დროული და არა დაგვიანებით უზრუნველყოფა. როგორც მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის შეჭრამდე, ასევე მნიშვნელოვანია სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადნი არიან რუსული ინტერვენციის მიმართ. ამიტომ, მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა მაგალითად, საქართველო, და ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა კიბერ საკითხებთან, კრიზისების მართვასთან და უსაფრთხო კომუნიკაციასთან მიმართებით. ამდენად, დიახ, მორგებული პარტნიორობა, მორგებული მხარდაჭერა არის ნაწილი იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ისეთ პარტნიორებთან მიმართებით, როგორიცაა საქართველო“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტი ალიანსმა მადრიდის სამიტზე, ივნისში დაამტკიცა.
NATO-ს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, თუ როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ - სტოლტენბერგი
NATO-ს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, თუ როგორ გაძლიერდეს პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ. როგორც Europetime-ს ალიანსიდან აცნობეს, შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის წინ გააკეთა. მისივე თქმით, ოთხშაბათს მოკავშირეები მიიღებენ გადაწყვეტილებებს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. „მინისტრები ასევე განიხილავენ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ - NATO-ს სამი ღირებული პარტნიორი, რომლებიც რუსეთის საფრთხის წინაშე დგანან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 14-15 თებერვალს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. 14 თებერვალს, ალიანსის შტაბ-ბინაში ცალკე გაიმართება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც აშშ მასპინძლობს. ბოლო ამგვარ შეხვედრას უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის და „აბრამსის“ ტიპის ტანკების გაგზავნა მოჰყვა.
იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეწვევა
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 15-16 თებერვალს თურქეთს ეწვევა. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, სტოლტენნბერგი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოგანს და საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს ანკარაში შეხვდება. სტოლტენბერგი ასევე მოინახულებს დამანგრეველი მიწისძვრებით დაზარალებულ რაიონებს.
სტოლტენბერგი: შევთანხმდით, გავაძლიეროთ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის თავდაცვის შესაძლებლობები
NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორებისთვის, ბოსნია- ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ მინისტრები შეთანხმდნენ, გააძლიერონ მორგებული მხარდაჭერა ხსენებული პარტნიორების თავდაცვის შესაძლებლობების, გამძლეობისა და NATO-სთან თავსებადობის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, სტოლტენბერგის თქმით, დღეს მოკავშირეები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.
სტოლტენბერგი: NATO თურქეთის გვერდით დგას
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მიწისძვრები სამხრეთ თურქეთში ყველაზე მომაკვდინებელი ბუნებრივი კატასტროფაა ალიანსის ტერიტორიაზე. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა სტოლტენბერგს „ძალიან აქტიური როლის“ შესრულებისთვის, სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის. „ეს არის ყველაზე მომაკვდინებელი სტიქიური უბედურება ალიანსის ტერიტორიაზე NATO-ს დაარსების შემდეგ. NATO დგას თურქეთის გვერდით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, თურქეთში გადაუდებელი დახმარების ათასობით პერსონალი იყო განლაგებული, რათა მხარი დაუჭირონ დახმარებას, მათ შორის სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს, მეხანძრეებს, სამედიცინო პერსონალს და სეისმურ ექსპერტებს“. „NATO-ს მოკავშირეები აგრძელებენ მხარდაჭერას; სამხედრო თვითმფრინავები ნიდერლანდებიდან, ნორვეგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან აქტიურად მუშაობენ თურქეთში საერთაშორისო დახმარების გადასატანად და სამედიცინო მიზნით ევაკუაციისთვის. სხვა მოკავშირეები, როგორიცაა, ალბანეთი, კანადა და გერმანია, უზრუნველყოფენ ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას; NATO-ში კი რიგითი მოქალაქეები თურქეთის მხარდასაჭერად მილიონობით ევროს აგროვებენ. ეს არის ჭეშმარიტი სოლიდარობა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი: გავაგრძელებთ მჭიდრო თნამშრომლობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო და ეს არის ერთ-ერთი გზავნილი უკრაინაში ომიდან ერთი წლის თავზე
ომი უკრაინაში არის იმის ნიმუში, რაც, რეალურად, დაიწყო საქართველოში შეჭრით, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მედიასთან მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. „ქართველი ხალხისადმი ჩემი გზავნილია, რომ ომი უკრაინაში არის იმის ნიმუში, რაც, რეალურად, დაიწყო საქართველოში შეჭრით, შემდეგ ვნახეთ სასტიკი ომი სირიაში, შემდეგ ვიხილეთ ყირიმის უკანონო ანექსია და ახლა ვხედავთ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. ამდენად, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო და ეს არის ერთ-ერთი გზავნილი ომიდან ერთი წლის თავზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
სამი საკითხი, რომლის გადაჭრაზეც დმიტრო კულება, იენს სტოლტენბერგი და ჯოზეფ ბორელი შეთანხმდნენ
უკრაინა-ევროკავშირ-NATO-ს სამმხრივ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის ეფექტიანი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სისტემა განავითარონ. მხარეები შეთანხმდნენ, მოიწვიონ NATO-ს, ევროკავშირისა და უკრაინელი ექსპერტები, რათა ნახონ, რა შეიძლება, გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინას ჰქონდეს მისთვის საჭირო იარაღი. „საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ, უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა და მე განვიხილეთ იარაღის წარმოების გაზრდის აუცილებლობისა და ჩვენი შესყიდვების სისტემების განვითრების საკითხები. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. უკრაინის თხოვნით, ჩვენ შევთანხმდით, რომ NATO უნდა დაეხმაროს უკრაინას შესყიდვების სისტემის შემუშავებაში, რომელიც იქნება ეფექტiani, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. თავის მხრივ, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, ინტენსიურად იმუშაონ სამი საკითხის გადასაჭრელად: რაც შეიძლება ეფექტიანი წვრთნა; იარაღისა და ჭურვების რაც შეიძლება ეფექტიანად წარმოება და ბრძოლის ველზე მაქსიმალურად ეფექტიანად მიწოდება. „დროა, დიპლომატებს და მაღალი თანამდებობის პირებს ჰქონდეთ წვდომა წარმოებისა და შესყიდვების დეტალებზე, რათა შეიქმნას ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამუშაო დონეზე ამოქმედდება კონტაქტის მექანიზმი იარაღისა და ჭურვების წარმოების საკითხების გადასაჭრელად და მწარმოებელს, კონტრაქტორსა და ბენეფიციარს შორის თანამშრომლობის დასამყარებლად. მინისტრის თქმით, ბრიუსელში ასევე წამოჭრა უკრაინელი პილოტების მომზადების საკითხი. საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში იმყოფება, რათა მონაწილეობა მიიღოს უკრაინა-ევროკავშირ-NATO-ს პირველ სამმხრივ შეხვედრაში და კოორდინირება გაუწიოს ძალისხმევას იარაღის, სწავლებისა და თავდაცვის ინდუსტრიის დატვირთვის გაზრდის შესახებ.
სტოლტენბერგის თქმით, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება უმთავრესი პრიორიტეტია
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის განაცხადები ალიანსში გაწევრიანებაზე „უმაღლესი პრიორიტეტია“. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ახლა არის დრო, რომ მოვახდინოთ რატიფიცირება და სრულად მივესალმოთ როგორც ფინეთს, ასევე შვედეთს, როგორც წევრებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ფინეთის პრემიერ მინისტრთან სანა მარინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჰელსინკიში. ორივე ქვეყანამ გაწევრიანებაზე განაცხადი გასული წლის მაისში გააკეთა, ივნისში კი ყველა მოკავშირე დათანხმდა ორივე ქვეყნის ალიანსში გასაწევრიანებლად მიწვევას. ჯერჯერობით, 30 მოკავშირიდან 28-მა მოახდინა ფინეთის და შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირება. ეს ჯერ მხოლოდ უნგრეთსა და თურქეთს არ გაუკეთებიათ. სტოლტენბერგის თქმით, უნგრეთის პარლამენტმა განმარტა, რომ განხილვას რამდენიმე დღეში დაიწყებენ. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ თურქეთმა გამოთქვა გარკვეული შეშფოთება ქვეყნების გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ძირითადად შვედეთთან დაკავშირებით. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მოლაპარაკებები შვედეთთან და ფინეთთან სკანდინავიური ქვეყნების ნატოში გაწევრიანებაზე 9 მარტს განახლდება.
სტოლტენბერგი რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დაბრუნებას შეუძლებლად მიიჩნევს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დაბრუნებას შეუძლებლად მიიჩნევს. „ცივი ომის დასასრულს, ამ ოთახში ბევრ ჩვენგანს სჯეროდა, რომ შეგვეძლო უკეთესი ურთიერთობების დამყარება რუსეთთან. მათ შორის მეც. და მე მაინც მჯერა, რომ ეს სწორი იყო. რუსეთთან ერთად ევროპაში უკეთესი უსაფრთხოების ასაწყობად ისტორიული მომენტის გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო”, - განაცხადა სტოლტენბერგმა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების სამიტზე ჰელსინკიში. მანვე აღნიშნა, რომ ამის ნაცვლად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აირჩია, დაშორებოდა თანამშრომლობას, დიალოგს და მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმით გლობალური უსაფრთხოების ფუძემდებლური პრინციპები დაარღვია. „ამიტომ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ომის დასრულებით რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დაბრუნება არ იქნება. უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა ზელენსკი ვილნიუსში NATO-ს სამიტზე მიიწვია
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში, ალიანსის სამიტზე დასასწრებად მიიწვია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ლიეტუვის ეროვნულ მაუწყებელ LRT-თან ინტერვიუში ისაუბრა. „მტკიცედ მჯერა, რომ ეს იქნება ჩვენი სოლიდარობის, მხარდაჭერის ძლიერი ნიშანი, რომელსაც მოკავშირეები უკრაინას უგზავნიან და იმედი მაქვს, რომ ზელენსკი შეძლებს სამიტზე დასწრებას. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე, რომელიც ჯერ კიდევ ომშია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. რაც შეეხება სამიტის მოლოდინებს, სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან ახალ ნაბიჯებსა და ზომებზე, უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერასა და ალიანსთან მისი პარტნიორობის გაფართოებაზე. ლიეტუვის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ 11-12 ივლისს ვილნიუსის სამიტს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების უმეტესობა, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება. ლიეტუვაში უკრაინის ელჩმა პეტრო ბეშტამ 22 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, NATO-ს სამიტს ვილნიუსში პირადად დაესწროს.
პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო - იენს სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი შეიჭრა უკრაინაში იმ მიზნით, რომ ნაკლები NATO ყოფილიყო ევროპაში, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა საპირისპირო მიიღო. იენს სტოლტენბერგის თქმით, ევროპაში უფრო მეტი NATO იქნება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ფინეთმა და შვედეთმა განაცხადეს ალიანსში გაწევრიანებაზე და უკვე მიწვეულნი არიან კიდეც NATO-ს სრულუფლებიან წევრებად. „როდესაც ფინეთი შეუერთდება NATO-ს, ალიანსის საზღვარი რუსეთთან 1300 კილომეტრით გაიზრდება. ბევრმა მოკავშირემ უსაფრთხოების გარანტიები მისცა ფინეთსაც და შვედეთსაც. ასე რომ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ NATO-ს რეაგირების გარეშე რაიმე საფრთხე იყოს ფინეთის ან შვედეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ფინეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO ქართველი ხალხის მკაფიო მისწრაფებების მხარდაჭერას განაგრძობს
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილებას მიესალმება. სტოლტენბერგმა მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ერთად იმუშაონ აუცილებელ რეფორმებზე. NATO-ს გენერალურ მდივანს, 2022 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ქართველმა ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა შიდაპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. „მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, ჩაეგდოთ თუ უკან გაეწვიათ კანონპროექტი უცხოური აგენტებისა თუ გავლენის შესახებ, რადგან ის შეუთავსებელია ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვასთან. ასე რომ, მივესალმები, რომ ინიციატივა უკან გაიწვიეს და მას მხარი არ დაუჭირა პარლამენტმა. მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე და, რა თქმა უნდა, NATO-ც მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ რეფორმების განსახორციელებლად, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, უსაფრთხოების სამსახურებზე დემოკრატიული კონტროლის გასაძლიერებლად და ასევე, კორუფციასთან ბრძოლისთვის. ქართველმა ხალხმა ძალიან განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული, წარმატებული საქართველო, რომელიც ინტეგრირებულია ევროატლანტიკურ რეგიონში. NATO განაგრძობს ამ მისწრაფებებში პარტნიორობას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
იენს სტოლტენბერგი: მოკავშირეები, NATO-ში საქართველოსა და უკრაინის საბოლოო წევრობას მხარს უჭერენ
საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებას ისწრაფვის. დროთა განმავლობაში, პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრის ფარგლებში, ალიანსმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ რეფორმების გატარების ძალისხმევას და მის მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ. მისივე თანახმად, აპრილში მოკავშირეები შეთანხმდნენ, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა გაზარდონ; დაეხმარონ მათ, გააძლიერონ თავიანთი ინსტიტუტები და მდგრადობა, განავითარონ შესაძლებლობები და შეინარჩუნონ პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ივნისში, მადრიდის სამიტზე NATO-ს ლიდერებმა, ამ სამი ქვეყნის შემდგომი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მორგებულ ზომებს მხარი დაუჭირეს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემო საქართველოზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. ამავე ანგარიშის მიხედვით, NATO-მ უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობისთვის კონკრეტული სტრუქტურები შეიმუშავა. NATO-ს მოკავშირეები ერთგულნი რჩებიან, მხარი დაუჭირონ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის საბოლოო გაწევრიანებას. ხსენებული შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ახალ ზომებზე, რათა გააძლიერონ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. „ასევე გაგრძელდა უფრო ფართო კოორდინაცია პარტნიორების, განსაკუთრებით, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების მიზნით“. „NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობისთვის ალიანსის მთავარი ინსტრუმენტია. 2022 წელს NATO განაგრძობდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თავსებადობის გაუმჯობესებას, მხარს უჭერდა ქვეყნის მომზადებას NATO-ში საბოლოო წევრობისთვის. მოკავშირეები, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოსა და უკრაინის საბოლოო გაწევრიანების მხარდაჭერას განაგრძობენ და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2022 წლის მადრიდის სამიტზე. ისტორიული გადაწყვეტილებით, NATO-მ 2022 წელს მიიწვია ფინეთი და შვედეთი ალიანსში გასაწევრიანებლად“, - წერია დოკუმენტში. „ივნისში, NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უმასპინძლეს სწავლებას - Coherent Resilience 22-Georgia. 2017 და 2021 წლებში უკრაინაში მსგავსი ღონისძიების ჩატარების შემდეგ, ამ წვრთნების მიზანი იყო, მხარი დაგვეჭირა საქართველოს ეროვნული ხელისუფლებისთვის, რათა შეეფასებინათ და გაეძლიერებინათ ელექტროენერგიისა და გაზის სისტემების მდგრადობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ; ასევე, გაეუმჯობესებინათ მათი მზადყოფნა სხვადასხვა საგანგებო სიტუაციისთვის“, - აღნიშნულია იენს სტოლტენბერგის ანგარიშში.
ფინეთი NATO-ს ოფიციალურად უახლოეს დღეებში შეუერთდება
ფინეთი NATO-ს უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუერთდება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პარასკევს მას შემდეგ განაცხადა, რაც თურქეთის კანონმდებლებმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა შვედეთზე. „ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ შვედეთის რატიფიკაციის პროცესის სწრაფი დასრულება ყველას ინტერესშია. ასევე „მოუთმენლად ველი, რომ მივესალმო შვედეთს, როგორც NATO-ს ოჯახის სრულუფლებიან წევრს, რაც შეიძლება მალე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მანამდე განაცხადა, რომ თურქეთი არ დაამტკიცებს შვედეთის გაწევრიანებას, თუ ქვეყანა თურქეთის მოთხოვნას არ შეასრულებს და „ტერორისტებს" არ გადასცემს. თურქეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.
უცხოური მედია: ურსულა ფონ დერ ლაიენმა შესაძლოა იენს სტოლტენბერგი შეცვალოს
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, შესაძლოა, NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი შეცვალოს. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Sun-ი წერს. ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, თუმცა, მედიის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე ქვეყანა მიმდინარე წლის ოქტომბერში NATO გენერალურ მდივნად ფონ დერ ლაიენის არჩევას უჭერს მხარს. ცნობისთვის, ალიანსის მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილების ვადა წლის ბოლოს ეწურება.
სტოლტენბერგს სურს, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის დახმარების ფონდისთვის ყოველწლიურად 500 მილიონ ევრო გაიღონ - Bloomberg
NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს სურს, რომ ალიანსის წევრებმა უკრაინის დახმარების ფონდისთვის ყოველწლიურად 500 მილიონ ევრო გაიღონ. ეს ფონდი უზრუნველყოფს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან მხარდაჭერას, წერს Bloomberg ამ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. თანხები მოიცავს მთელ რიგ მარაგს, დრონის საწინააღმდეგო სისტემებიდან დაწყებული, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციით დამთავრებული. წყაროს თანახმად, სტოლტენბერგმა განმარტა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროცესი უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღის ჩანაცვლებას. ეს ასევე გულისხმობს სისტემური ცვლილებების განხორციელებას კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს 3 აპრილს განუცხადა, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან, რათა უკრაინისთვის განკუთვნილი მრავალწლიანი პროგრამის მიზნობრიობა განსაზღვრონ.
სტოლტენბერგს სურს, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის დახმარების ფონდისთვის ყოველწლიურად €500 მილიონი გაიღონ - Bloomberg
NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს სურს, რომ ალიანსის წევრებმა უკრაინის დახმარების ფონდისთვის ყოველწლიურად 500 მილიონ ევრო გაიღონ. ეს ფონდი უზრუნველყოფს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან მხარდაჭერას, წერს Bloomberg ამ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. თანხები მოიცავს მთელ რიგ მარაგს, დრონის საწინააღმდეგო სისტემებიდან დაწყებული, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციით დამთავრებული. წყაროს თანახმად, სტოლტენბერგმა განმარტა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროცესი უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღის ჩანაცვლებას. ეს ასევე გულისხმობს სისტემური ცვლილებების განხორციელებას კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს 3 აპრილს განუცხადა, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან, რათა უკრაინისთვის განკუთვნილი მრავალწლიანი პროგრამის მიზნობრიობა განსაზღვრონ.
სტოლტენბერგი: NATO-ს წევრმა ქვეყნებმა €65 მილიარდის სამხედრო დახმარება გაუწიეს უკრაინას
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოკავშირეები მზად არიან, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. „ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ როცა დასრულდება, ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი ღონისძიებები, რათა უკრაინამ შეძლოს მომავალი აგრესიის შეკავება და ისტორია არ განმეორდეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა CNN-ის ცნობით. „ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ რუსეთმა ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელოს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგს სურს, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის დახმარების ფონდისთვის ყოველწლიურად 500 მილიონ ევრო გაიღონ - Bloomberg მისივე თქმით, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, NATO-ს ქვეყნებმა 65 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწიეს უკრაინას. ამასთან დაკავშირებით, რუსული მედია ბიუჯეტის პროექტს ეყრდნობა და წერს, რომ ამავდროულად, რუსეთი გეგმავს 2023 წელს დახარჯოს თითქმის 5 ტრილიონი რუბლი - 63,7 მილიარდი დოლარი სამხედრო საჭიროებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ალიანსის მიერ კიევისთვის გაწეულმა სამხედრო ხარჯებმა რუსეთის წლიურ სამხედრო ბიუჯეტს გადააჭარბა. სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრასა და უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის გეგმებზე. იმედი გამოთქვა, რომ მინისტრები კიევისთვის სამხედრო დახმარების მრავალწლიანი პროგრამის შემუშავების გეგმას დაამტკიცებენ. გენერალური მდივანი ასევე იმედოვნებს, რომ ალიანსის წევრები კიევს ყოველწლიურად 500 მილიონ ევროს გამოუყოფენ, წერს Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მისი გეგმის მიხედვით, ეს თანხები საწვავს, აღჭურვილობას და დრონების საწინააღმდეგო სისტემებს მოხმარდება. მინისტრთა შეხვედრა 4 და 5 აპრილს გაიმართება. სამშაბათს, NATO-უკრაინის კომისიის წევრები ასევე შეხვდებიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებას, სადაც კიევისთვის მხარდაჭერის გაზრდის გზებზე იმსჯელებენ.
NATO არ არის დაინტერესებული უკრაინაში კონფლიქტის გაყინვით - სტოლტენბერგი
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია NATO არ არის დაინტერესებული უკრაინის ბრძოლის ველზე სიტუაციის „გაყინვით“. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. კითხვას, რამდენად სავარაუდოა, რომ კონფლიქტი გაიყინოს, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ სიფრთხილით მოეკიდებოდა მსგავსი სცენარის ალბათობას. ის თვლის, რომ მოკავშირეების პასუხისმგებლობაა, დარწმუნდნენ, რომ ეს არ მოხდება, მაქსიმალურად გაზარდონ იმის ალბათობა, რომ საქმე იქამდე არ მივიდეს. სტოლტენბერგის თქმით, ახლა მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ეს ომი გადაიზარდა ლოგისტიკის ბრძოლა, საბრძოლო მასალის, იარაღისა და მარაგის ფრონტის ხაზზე მიტანისთვის ბრძოლად. მისივე თქმით, მოკავშირეები ბევრს მუშაობენ წარმოების გასაზრდელად, რათა უზრუნველყონ, რომ გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში. NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ტრაგედია იქნება, თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს, მაგრამ ეს ასევე საშიშია მოკავშირეებისთვის. სტოლტენბერგმა მოუწოდა ყველა მოკავშირეს, მხარი დაუჭირონ უკრაინას, რადგან „ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებში შედის იმის დემონსტრირება, რომ პრეზიდენტი პუტინი ვერ იმარჯვებს უკრაინაში“.
იენს სტოლტენბერგი: საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, ეს არის რუსეთის ქცევის ნიმუში, ამიტომ ვაძლიერებთ მზადყოფნას
„მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ არამხოლოდ ვხედავდით რუსეთის სამხედრო ძალის ზრდას ჩრდილოეთში, ფინეთის და შვედეთის მახლობლად, არამედ ვხედავთ რუსეთის და პრეზიდენტ პუტინის სურვილს, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა. სტოლტენბერგმა უპასუხა Associated Press-ის შეკითხვას რუსეთის განცხადების შესახებ, რომ მოსკოვი ფინეთის გარშემო თავის ყოფნას გააძლიერებს. სიტყვის დასაწყისში სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დღეს ისტორიული დღეა, რადგან ფინეთი ოფიციალურად შეუერთდება NATO-ს. შესაბამისი ღონისძიება საღამოს არის დაგეგმილი. მანამდე მოკავშირეები უკრაინისადმი მხარდაჭერის უზრუნველყოფის საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავენ. „საქართველო 2008 წელს, შემდეგ, ყირიმი 2014 წელს და სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში გასულ წელს. ეს არის რუსეთის ქცევის ნიმუში და სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ NATO-ს, ჩვენს მზადყოფნას, ჩვენს პოზიციებს აღმოსავლეთ ფლანგზე, სწორედ ამიტომ ახორციელებენ მეტ ინვესტიციას მოკავშირეები ახალ, თანამედროვე შესაძლებლობებში. სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილება წარედგინათ NATO-ში წევრობის განაცხადი. ეს აჩვენებს, რომ პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში შეჭრით უნდოდა ნაკლები NATO მის საზღვრებთან, რომ დაეხურა NATO-ს კარი ახალი წევრებისთვის ევროპაში, მან მიიღო სრულიად საპირისპირო. ის იღებს მეტ მზადყოფნას, მეტ ჯარისკაცს ხმელეთზე, ჰაერში NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე და იღებს მეტ წევრს, ფინეთს დღეს და მალე ასევე შვედეთს“, – განაცხადა iიენს სტოლტენბერგმა.
NATO მხარს დაუჭერს პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის არის საქართველო - სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ალიანსის იმ პარტნიორების მხარდაჭერის საჭიროებაზე, რომლებიც რუსეთის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდიან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნისას განაცხადა. „რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, ის მეტი ომისთვის ემზადება. როგორც გუშინ განვიხილავდით მინისტრ კულებასთან, მოკავშირეები ერთიანნი არიან ჩვენს ვალდებულებაში, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას როგორც სუვერენულ და დამოუკიდებელ ერს სჭირდება ბრძოლის ველზე გამარჯვებისთვის. NATO ასევე გააგრძელებს სხვა პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის მოლდოვის, საქართველოსა და ბოსნია- ჰერცეგოვინის მხარდაჭერას. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ დავუპირისპირდეთ ალიანსის წინაშე მდგარ სხვა საფრთხეებსა და გამოწვევებს, მათ შორის სამხრეთიდან წამოსულს, და როგორ გავუმკლავდეთ მზარდ სტრატეგიულ კონკურენციას, მათ შორის ჩინეთის მზარდ კავშირს რუსეთთან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შვედეთი უნდა გახდეს NATO-ს მოკავშირე რაც შეიძლება სწრაფად - სტოლტენბერგი
„ჩვენ მივესალმებით ფინეთს, როგორც ჩვენს უახლეს წევრს. მინისტრმა ჰავისტომ დაიკავა ფინეთის ადგილი NATO-ს მოკავშირეებს შორის. მოკავშირეები ასევე თანხმდებიან, რომ შვედეთი უნდა გახდეს მოკავშირე რაც შეიძლება სწრაფად“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალუდმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგ განაცხადა. „მივესალმები მოკავშირეების მიერ აღებულ ახალ ვალდებულებებს. და ველოდები მეტს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი გრძელვადიან მხარდაჭერის საკითხი.არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი. მაგრამ როდესაც ეს მოხდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრეზიდენტ პუტინს არ შეუძლია, გააგრძელოს ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება უკრაინას, შეაკავოს და დაიცვას თავი მომავალი აგრესიისგან. ეს მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და ღონისძიებებსუკრაინის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მუშაობა უკრაინის სტრატეგიული მრავალწლიანი დახმარების პროგრამის შემუშავებაზე. ეს ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რათა გავზარდოთ უკრაინის თავსებადობის NATO-სთან. ეს დაეხმარება უკრაინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. იმიტომ, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, NATO მხარს დაუჭერს პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის არის საქართველო.
NATO-ს გენმდივანი მოკავშირეებს მოუწოდებს „კიდევ მეტი გააკეთონ“, როცა საქმე ეხება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას
NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინას მეტი იარაღი უნდა მიაწოდონ, განაცხადა სამშაბათს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. შეერთებული შტატების გაჟონილ დოკუმენტებში მოცემულ ინფორმაციაზე, რომელიც ვარაუდობს, რომ უკრაინას შესაძლოა, მალე ამოეწუროს საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალა, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ სამხედრო დახმარება გადამწყვეტი იქნება უკრაინელების პოზიციების დასაბრუნებლად. „ჩვენ ვაღიარებთ უზარმაზარ რაოდენობას იარაღს, საბრძოლო მასალას, მარაგს, რომლებიც უკვე მიეწოდება უკრაინას, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და განმარტა, რომ ეს აუცილებელია, რადგან უკრაინამ თავისი ტერიტორიების გათვისუფლება შეძლოს.
NATO-ს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ჩავიდა, იუწყება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო. სტოლტენბერგს კიევში შსს-ს თანამშრომლები შეხვდნენ. სავარაუდოდ, ის დღეს რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. სტოლტენბერგი ვიზიტი დაანონსებული არ იყო.
იენს სტოლტენბერგი კიევში: უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია
„ბატონო პრეზიდენტო, მე დღეს აქ ვარ მარტივი გზავნილით: NATO უკრაინის გვერდით დგას“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიევში ვიზიტისას, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. „დღეს დილით ბუჩას ვესტუმრე და იქ ნანახმა ღრმად შემაძრწუნა. რუსეთის სისასტიკე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. პასუხისმგებელებმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. ჩვენ თქვენს გვერდით ვიდექით 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ. ჩვენ დღეს თქვენს გვერდით ვდგავართ რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ თქვენს გმირულ ბრძოლაში და თქვენი ქვეყნის დასაცავად. და ჩვენ გვერდით ვიქნებით ხვალ, როდესაც თქვენ აღადგენთ თქვენს ქვეყანას და ვიმუშავებთ უკრაინელი ხალხის ნათელი მომავლისთვის. წლების განმავლობაში მოკავშირეებმა ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნეს. გასული თებერვლიდან მოკავშირეებმა 150 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება გაიღეს, მათ შორის 65 მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარება. ამან თქვენს ჯარებს საშუალება მისცა, რუსეთი კიევიდან, ხერსონიდან და ხარკოვიდან უკუეგდო. მოკავშირეები ახლა უფრო მეტ თვითმფრინავებს, ტანკებს და ჯავშანტექნიკას აწვდიან კიევს. NATO-ს უკრაინის ფონდი კი სასწრაფო დახმარებას უზრუნველყოფს, მათ შორის სამედიცინო მომარაგებას, მობილური სატელიტური სისტემების ჩათვლით. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ნიმუში, რომელიც უნდა შეწყდეს. ჩვენ შევთანხმდით სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მნიშვნელობაზე. მე მტკიცედ მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ძლიერი, მძლავრი მექანიზმები უკრაინის უსაფრთხოებისთვის. უკრაინის კანონიერი ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია და დროთა განმავლობაში, ჩვენი მხარდაჭერა დაგეხმარებათ ამის გაკეთებაში. დღეს მე და პრეზიდენტმა განვიხილეთ მხარდაჭერის მრავალწლიანი ინიციატივა. ეს დაგეხმარებათ საბჭოთა პერიოდის ტექნიკიდან და დოქტრინებიდან NATO-ს სტანდარტებზე გადასვლაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ალიანსთან სრული თავსებადობა. ეს არის უკრაინისადმი NATO-ს გრძელვადიანი ერთგულების დასტური. NATO დგას თქვენთან ერთად დღეს, ხვალ და რამდენიც საჭირო იქნება. ასე რომ, პრეზიდენტო ზელენსკი, კიდევ ერთხელ გმადლობთ მასპინძლობისთვის. მოუთმენლად ველი, რომ მოგესალმოთNATO-ს სამიტზე ვილნიუსში, ივლისში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი: ვაღიარებ, უკრაინის პრეზიდენტი ვილნიუსში დააყენებს გაწევრიანების საკითხს და ეს იქნება სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემა
NATO-ს გენერალური მდივანი იენს ტოლტენბერგი ვილნიუსის სამიტიდან მოელის, რომ მოკავშირეები ხელახლა აიღებენ ვალდებულებას, დადგნენ უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც კიევს დასჭირდება და გააგრძელონ არსებითი სამხედრო მხარდაჭერა, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, დემოკრატიულმა ერმა ევროპაში, რადგან ეს არის ერთადერთი გზა უკრაინის სამომავლო წევრობის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიის გასამართად. მისივე თქმით, ყველა მოკავშირე თანხმდება უკრაინის გაწევრიანებაზე, მაგრამ ახლა NATO-ს მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვება. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის აღიარებს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დააყენებს წევრობის საკითხს, უსაფრთხოების გარანტიებს და ეს იქნება შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა. „ვაღიარებ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტზე დააყენებს წევრობისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხს და ეს იქნება შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა. უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის მომავალი NATO-შია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომელიც 20 აპრილს მოულოდნელად ჩავიდა კიევში პირველი ვიზიტით მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამავე პრესკონფერენციაზე, ზელენსკიმ სტოლტენბერგს მიმართა, რომ დროა, NATO-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს.
იენს სტოლტენბერგი ბუჩაში: ღრმად შეძრული ვარ ნანახით
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის ქალაქ ბუჩაში იმყოფებოდა. იენს სტოლტენბერგი უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით დღეს ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. „ღრმად შეძრული ვარ ნანახით. რუსეთის სისასტიკე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დღესაც გრძელდება და პასუხისმგებელი პირები ანგარიშვალდებულები უნდა იყვნენ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი: ყველა მოკავშირე თანხმდება უკრაინის გაწევრიანებაზე, მაგრამ ახლა NATO-ს მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვება
უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის მომავალი NATO-შია. ყველა მოკავშირე თანხმდება ამაზე. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიევში ვიზიტისას, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. ამავდროულად, სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის, NATO-ს მოკავშირეების მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა. სტოლტენბერგი ვილნიუსის სამიტიდან მოელის, რომ მოკავშირეები ხელახლა აიღებენ ვალდებულებას, დადგნენ უკრაინის გვერდით იმდენი ხანი, რამდენიც კიევს დასჭირდება და გააგრძელონ არსებითი სამხედრო მხარდაჭერა, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, დემოკრატიულმა ერმა ევროპაში, რადგან ეს არის ერთადერთი გზა უკრაინის სამომავლო წევრობის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიის გასამართად. „ამიტომ, მთავარი ფოკუსი, გადაუდებელი საჭიროებაა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ. ჩვენ დღეს განვიხილავთ მას, განვიხილავთ რამშტაინის ფორმატში, სადაც ხვალ ვხვდებით აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინის საკონტრაქტო ჯგუფში. ყოველდღე, ვილნიუსის სამიტამდე და ასევე ვილნიუსის სამიტზე, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა იქნება მთავარი თემა. ამდენად, NATO-მ აჩვენა, რომ ჩვენი კარი ღიაა. ალიანსის კარი ღია რჩება. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მხარდაჭერა, რომელსაც ვუწევთ უკრაინას, უკრაინის მომავალ წევრობას შესაძლებელს ხდის. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის აღიარებს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დააყენებს წევრობის საკითხს, უსაფრთხოების გარანტიებს და ეს იქნება შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა. „უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის მომავალი NATO-შია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ საქართველო შიდა რეფორმების მიმართ ძალისხმევას გააორმაგებს და დემოკრატიის სტანდარტებს დაიცავს
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ საქართველო შიდა რეფორმების მიმართ ძალისხმევას გააორმაგებს და დემოკრატიის სტანდარტებს დაიცავს. იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია, NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. სტოლტენბერგის შეფასებით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვეტენიტეტს. „ჩვენ ვისაუბრეთ NATO-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება. კერძოდ, არსებითი პაკეტის მეშვეობით.მივესალმები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. თქვენ შეგიძლიათ, NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას შიდა რეფორმებთან მიმართებით და დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ მივესალმე გადაწყვეტილებას უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაუქმების შესახებ, რომელიც შეუთავსებელი იყო ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, კეთილდღეობის მქონე ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებულია ევროატლანტიკურ რეგიონში. NATO განაგრძობს საქართველოსთან პარტნიორობას ამ მისწრაფებების ასრულების პროცესში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი: საქართველოს შეუძლია, NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია, NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. სტოლტენბერგის შეფასებით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვეტენიტეტს. სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გადაწყვეტილება. „ჩვენ ვისაუბრეთ NATO-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება. კერძოდ, არსებითი პაკეტის მეშვეობით.მივესალმები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. თქვენ შეგიძლიათ, NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას შიდა რეფორმებთან მიმართებით და დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ მივესალმე გადაწყვეტილებას უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაუქმების შესახებ, რომელიც შეუთავსებელი იყო ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, წარმატებული ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებულია ევროატლანტიკურ რეგიონში. NATO კვლავაც იქნება თქვენი პარტნიორი, რადგან თქვენ ამ მისწრაფებების ასრულებაზე მუშაობთ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მან ასევე ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და გაიხსენა უკრაინაში მისი ვიზიტიც. „ჩვენ დღეს ასევე ვსაუბრობთ რუსულ აგრესიასა და უკრაინის გვერდით დგომის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას მე ვიყავი კიევში და პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო. NATO დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე საჭიროა. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ხასიათის, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. საქართველოსა და ქართველ ხალხს ეს ძალიან კარგად ესმის. უკრაინა მხარს უჭერს თავისი თავდაცვის უფლებას გაეროს წესდების მიხედვით. ჩვენ ველით, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს ამ მიზანს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
რა საკითხები განიხილეს იენს სტოლტენბერგმა და ირაკლი ღარიბაშვილმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკაზე და ორმხრივი თანამშრომლობის დატვირთულ დღის წესრიგზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ მძიმე უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე ომს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა დააფიქსირა ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO-საქართველოს თანამშრომლობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. თავის მხრივ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა პრემიერს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. შეხვედრისას განხილული იყო მოახლოებული NATO-ს ვილნიუსის სამიტი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის, ისე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყანა, ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედუნარიანი პარტნიორი და დიდი წვლილი შეიტანა საერთო-ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ასევე აღინიშნა, რომ მოკავშირეების დახმარებითა და მხარდაჭერით, საქართველომ მნიშვნელოვნად განავითარა თავდაცვითი შესაძლებლობები. მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე ამ კუთხით“, - წერია ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა. პრემიერი ხაზს უსვამს, რომ საქართველო და NATO საიმედო პარტნიორები არიან. „ბრიუსელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში, შესანიშნავი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან. საქართველო და NATO საიმედო პარტნიორები არიან. განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის დღის წესრიგი, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და მომავალი პარტნიორობის საკითხები”, - აღნიშნავს ღარიბაშვილი. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ამ ვიზიტითა და შეხვედრით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია. მისივე თქმით, ეს თანამშრომლობა და პარტნიორობა იძლევა კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. „ეს თანამშრომლობა და პარტნიორობა იძლევა კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოება და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ასევე პრესკონფერენციაზე გენერალურმა მდივანმა და პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ამ თანამშრომლობის ღირებულებას და იმას, თუ რა შედეგები მოაქვს ამ პარტნიორობას ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით. ეს თანამშრომლობა რა თქმა უნდა გაგრძელდება. კიდევ ერთხელ განვიხილეთ პრაქტიკული თანამშრომლობის კომპონენტები და ის დინამიკა, რომელიც საქართველოს და NATO-ს აქვს მიმდინარე, მოცემულ მომენტში“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. სტოლტენბერგი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინა იცავს საკუთარ თავს, ველით, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს ამ მიზანს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გადაწყვეტილება სტოლტენბერგი: საქართველოს შეუძლია, NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს
სტოლტენბერგი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინა იცავს საკუთარ თავს, ველით, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს ამ მიზანს
რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გადაწყვეტილება. „ჩვენ დღეს ასევე ვსაუბრობთ რუსულ აგრესიასა და უკრაინის გვერდით დგომის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას მე ვიყავი კიევში და პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო. NATO დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე საჭიროა. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. საქართველოსა და ქართველ ხალხსაც ძალიან კარგად ესმით ეს. უკრაინა მხარს უჭერს თავისი თავდაცვის უფლებას გაეროს წესდების მიხედვით. ჩვენ ველით, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს ამ მიზანს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გადაწყვეტილება
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვეტენიტეტს. სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გადაწყვეტილება. „ჩვენ დღეს ასევე ვსაუბრობთ რუსულ აგრესიასა და უკრაინის გვერდით დგომის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას მე ვიყავი კიევში და პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო. NATO დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე საჭიროა. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. საქართველოსა და ქართველ ხალხსაც ძალიან კარგად ესმით ეს. უკრაინა მხარს უჭერს თავისი თავდაცვის უფლებას გაეროს წესდების მიხედვით. ჩვენ ველით, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს ამ მიზანს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
სტოლტენბერგი სი ძინპინის და ზელენსკის საუბარზე: მივესალმები, თუმცა ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ჩინეთმა ვერ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში
ხედავს თუ არა ჩინეთს შუამავლად სამშვიდობო მოლაპარაკებებში, მედიის ამ შეკითხვას უპასუხა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 27 აპრილს. სტოლტენბერგის შეფასებით, უკრაინის გადასაწყვეტია, რა პირობები უნდა არსებობდეს მოლაპარაკებებისთვის და რა ფორმატში უნდა წარიმართოს ეს მოლაპარაკება. ამასთან, სტოლტენბერგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ დიალოგის მაგიდასთან უკრაინის პოზიციების გაძლიერებისთვის, კიევის სამხედრო დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მისივე შეფასებით, მოლაპარაკების ალბათობა მოითხოვს სწორედ რომ უკრაინას ჰქონდეს აუცილებელი სამხედრო ძალა. ამან კი, პრეზიდენტ პუტინს ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს, რომ კიევი გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე. „ამდენად, შესაძლოა, ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდეს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. „თუ ჩვენ გვსურს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, სადაც უკრაინა ლიდერობს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, იქამდე მისვლის საუკეთესო გზაა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა ზუსტად ისე, როგორც ამას NATO-ს მოკავშირეები აკეთებენ. მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ სი ძინპინს შორის გამართულ სატელეფონო ზარს. ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა უკეთესად აღიქვას უკრაინის პერსპექტივები. ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩინეთმა ვერ დაგმო რუსეთის უკანონო ომი, უკრაინაში უკანონო შეჭრა და NATO-ს მოკავშირეებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის მიმართ, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიცავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 აპრილს განმარტა, რა საკითხები განიხილა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს. მისი თქმით, ერთსაათიანი საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების მთელი კომპლექსი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება კი, უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის დამყარებისთვის შესაძლო ურთიერთქმედების გზებს დაეთმო. „უკრაინელ ერზე მეტად მშვიდობა არავის არ სურს. ჩვენ მიწაზე ვართ და ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით, თავდაცვის განუყოფელ უფლებას ვიყენებთ. მშვიდობა სამართლიანი და მყარი უნდა იყოს, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და გაეროს ქარტიას უნდა ეყრდნობოდეს. არანაირი მშვიდობა არ შეიძლება, იყოს ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის საზღვრებში უნდა აღდგეს”, - წერია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინულ-ჩინური პარტნიორობის გამყარების გზებიც განიხილეს, ვინაიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე ჩინეთი უკრაინის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო. ჩინეთს არ შეიძლება, ვენდობოდეთ როგორც რაიმე შუამავალს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების კუთხით, რადგან პეკინი ამ ომით სარგებლობს, განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა 25 აპრილს Politico-სთან ინტერვიუში. პაველის შეფასებით, ჩინეთი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მისივე თანახმად, „ჩინეთის ინტერესშია სტატუს კვოს გახანგრძლივება, რადგან მას შეუძლია, რუსეთს უამრავი დათმობისკენ უბიძგოს. პეკინი მოსკოვიდან იაფ ნავთობს, გაზს და სხვა რესურსებს იღებს, შესაბამისად, პაველი არ ფირობს, რომ „ჩინეთს აქვს რეალური ინტერესი, გადაჭრას ეს კონფლიქტი მოკლე დროში“. ინფორმაციისთვის, ჩინეთს საკუთარი 12 პუნქტიანი წინადადებები აქვს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, თუმცა ხსენებულმა „პაკეტმა“ ვერც დასავლეთის და ვერც უკრაინის თვალში ნდობა ვერ მოიპოვა, რადგან მასში არ არის განხილული, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის დატოვება, როგორც ომის დასრულების გზა. უკრაინა და მისი პარტნიორები სწორედ ამ გზას მიიჩნევენ ოპტიმალურად.
რუსეთის აგრესიის მაგალითი, რომელიც ვნახეთ მეზობლების წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოში 2008 წელს, აღარ უნდა განმეორდეს - სტოლტენბერგი
რუსეთის აგრესის მაგალითი, რომელიც ვნახეთ მეზობლების წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოში 2008 წელს, უნდა შეჩერდეს, განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს ომი, თუმცა როდესაც დასრულდება, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ ისტორიის გამეორების თავიდან აცილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის აგრესის მაგალითი, რომელიც ვნახეთ მეზობლების წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოში 2008 წელს, უკრაინის ყირიმში 2014 წელს, შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთ დონბასში და გასულ წელს სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში - ეს უნდა შეჩერდეს. და ამ შეჩერების უზრუნველსაყოფად, ერთადერთი გზა ნაწილობრივ არის ის, რომ უკრაინას ჰქონდეს სამხედრო ძალა, რათა შეაკავოს და დაიცვას თავი რუსეთის შემდგომი აგრესიისგან, მაგრამ ასევე ჩარჩოს მოძებნა, რომელიც ხელს შეუშლის რუსეთს, ან პრეზიდენტ პუტინს, განაგრძონ ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა. კონკრეტულად როგორი ჩარჩო, ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თუ NATO-ს მოკავშირეები და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, დიდი წევრები დაიწყებენ ორმხრივად უსაფრთხოების გარანტიების გაცემას უკრაინაზე, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ მე-5 მუხლთან. არ არის მარტივი ამ საკითხების გადაწყვეტის პოვნა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ძალიან ძლიერნი ვიყოთ უკრაინის მხარდაჭერაში, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, ძლიერმა, დამოუკიდებელმა ერმა ევროპაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგი. სტოლტენბერგი: მოსკოვი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას იყენებს, ამის მაგალითებია სისასტიკე გროზნოში, შეჭრა საქართველოში, ალეპოს დაბომბვა, ომი უკრაინაში
სტოლტენბერგის თქმით, F-16-ებზე უკრაინელი პილოტების წვრთნა, NATO-ს კონფლიქტის მხარედ არ აქცევს
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე უკრაინელი პილოტების გაწვრთნით, NATO კონფლიქტის მხარე არ ხდება. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის აგრესიული ომი. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ეს უფლება გაწერილია გაეროს ქარტიაში. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, დაიცვას ეს უფლება. გაეროს ქარტია და საერთაშორისო სამართალი უფლებას გვანიჭებს, დავეხმაროთ მათ აგრესიული ომის წინააღმდეგ თავის დაცვაში. NATO-ს ან NATO-ელ მოკავშირეებს ეს არ ხდის კონფლიქტის მხარედ, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, დაიცვას თავი ამ აგრესიული ომის, პუტინის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ“, - აცხადებს იენს სტოლტენბერგი. იტალია განიხილავს უკრაინელი სამხედრო მფრინავების მომზადების შესაძლებლობას - მელონი რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების მომზადება აშშ-ის წარმოების F-16 ტიპის გამანადგურებლებზე, განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა 23 მაისს. უკრაინულ საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ს პოლონეთის მთავრობის წყარომ F-16-ებზე წვრთნის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. წყაროს თქმით, ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება. ნიდერლანდები შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის რა დრო დასჭირდება უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას, საუკეთესო სცენარის მიხედვით, რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ CNN იტყობინება. კენდალმა განმარტა, რომ სულ მცირე „რამდენიმე თვე“ დასჭირდება, ვიდრე უკრაინას ექნება F-16-ების ოპერირების შესაძლებლობა და რამდენიმე დეტალი უნდა დამუშავდეს, სანამ უკრაინის საჰაერო ძალები შეძლებენ დასავლური თვითმფრინავების დიდი რაოდენობით ფრენას. თუმცა კენდალმა განმარტა, რომ ეს შედარებით მაინც სწრაფი ვადებია, რადგან, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტი სჭირდება თვითმფრინავზე ახალი ამერიკელი პილოტის მომზადებას. განახლებულ კურსსაც კი, რომლის დროსაც მფრინავი დროებით შორდება მართვას, შეიძლება, ხუთ თვემდე დასჭირდეს. უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.
სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, საქართველო დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, ველით, რომ NATO-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლისაც ალიანსში სჯერათ. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ველით, რომ NATO-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას და ორგანიზებას არ გაუმარტივებენ”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებები 2014 წელს არ დაწყებულა და სულ მცირე, 2008 წელს, საქართველოში შეჭრით დაიწყო და ცივი ომის შემდეგ, რუსეთთან უკეთესი, უფრო მეგობრული ურთიერთობების იმედი გაქარწყლდა. „რუსეთს გავლენის სფეროების ხელახლა აღდგენა სურდა, რომ მეზობლები გაეკონტროლებინა. რა თქმა უნდა, ეს ის სამყარო არ არის, სადაც ჩვენ გვსურს ცხოვრება, ვინაიდან NATO-ს მეზობლებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ვარშავის პაქტის წევრებს არ ექნებოდათ დამოუკიდებლობა, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ხავიერ კოლომინა ვილნიუსის სამიტზე, რეფორმებზე, უკრაინასა და რუსეთთან ფრენებზე
სტოლტენბერგი სტამბოლში ერდოღანს შეხვდა
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი განსახილველი საკითხი შვედეთის NATO-ში გაწევრიანება იყო. შეხვედრას თურქეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი, პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ კალინი და ნატოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კახოვკის ჰესის განადგურება საფრთხეს უქმნის ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს - სტოლტენბერგი
კახოვკის ჰესის განადგურება საფრთხეს უქმნის ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს, - ასე ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსეთმა კახოვკის კაშხალი გაანადგურა - ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ალბათ, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფაა ევროპაში „ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში“, - აცხადებს სტოლტენბერგი. ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთი მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალას იყენებს, რაც 2008 წელს საქართველოთი დაიწყო
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, რაც 2008 წელს საქართველოთი დაიწყო. სტოლტენბერგის თქმით, ფუნდამენტურად, რისიც პრეზიდენტ პუტინს ნამდვილად ეშინია, არის არა NATO, არამედ, თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოებები, რომლებიც ძირს უთხრიან მის ძალაუფლებას მოსკოვში. „უფრო საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ, მეზობლად გვყავს რუსეთი, რომელიც მზად არის მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, არაერთხელ, არამედ რამდენჯერმე ბოლო წლების განმავლობაში, რაც ფაქტობრივად 2008 წელს საქართველოთი დაიწყო“. „დანარჩენ ევროპას თუ შევხედავთ - დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას - ისინი სხვადასხვა მხარეს იყვნენ ომებში, რომლებიც ევროპაში საუკუნეების განმავლობაში მძვინვარებდა, და ახლა ისინი საუკეთესო მეგობრები და მოკავშირეები არიან NATO-სა და ევროკავშირში. ამდენად, რა თქმა უნდა, სწორი იყო ამის იმედი გვქონდა რუსეთთან ჩვენს ურთიერთობაშიც. მაგრამ შემდეგ, თანდათანობით, დავინახეთ, რომ რუსეთი სხვაგან მიდიოდა საკუთარი ქმედებებით საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც მან საკუთარი გავლენის სფეროს დამყარება სცადა, რომელშიც დიდი ერები აკონტროლებენ, რას აკეთებენ პატარა ერები. და შემდეგ NATO-ს თანდათანობით, რა თქმა უნდა, დასჭირდა არა დიალოგზე, არამედ, შეკავებასა და თავდაცვაზე აქცენტის გაკეთება, კონკრეტულად კი, 2014 წლიდან. ასე რომ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ ერთგვარი აკადემიური დისკუსია - ეს მნიშვნელოვანია - იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო სხვანაირად. მაგრამ საერთო სურათი არის ის, რომ ჩვენ, NATO-ს მხრიდან, ნამდვილად ვცდილობდით რუსეთთან ურთიერთობას. ფუნდამენტურად, რისიც პრეზიდენტ პუტინს ნამდვილად ეშინია, არის არა NATO, არამედ, თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოებები, რომლებიც ძირს უთხრიან მის ძალაუფლებას მოსკოვში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მას არ სურს იხილოს წარმატებული, თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა: ვინაიდან ამან ნამდვილად კითხვის ქვეშ დააყენა მისი იდეა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართოს და დარჩეს ხელისუფლებაში რუსეთში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ჯო ბაიდენი იენს სტოლტენბერგს ვაშინგტონში მიიღებს
12-13 ივნისს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში გაემგზავრება. NATO-ს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და სენატის ალიანსის დამკვირვებელთა ჯგუფის წევრებს (SNOG) შეხვდება. NATO-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ერთობლივი განცხადებები 13 ივნისს არის დაგეგმილი.
რას უნდა ელოდოს უკრაინა NATO-ს სამიტზე - ბლინკენისა და სტოლტენგერგის შეხვედრა ვაშინგტონში
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სახელმწიფო მდივანს ვაშინგტონში შეხვდა. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მოკავშირეების და პარტნიორების მხარდაჭერა, ბრძოლის ველზე უკრაინის პოზიციებს ცვლის და საშუალებას აძლევს უკრაინას, აწარმოოს კონტრშეტევა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ივლისში ვილნიუსის სამიტზე ლიდერები გააგრძელებენ და გააძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას. ისინი ასევე მიიღებენ გადაწყვეტილებებს შეკავებისა და თავდაცვის შემდგომი გაძლიერების შესახებ, მათ შორის თავდაცვის ხარჯების გაზრდის მტკიცე ვალდებულების ჩათვლით. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის შვედეთს, როგორც სრულუფლებიან წევრს, რაც შეიძლება მალე. თავის მხრივ, ბლინკენმა გადაუხადა მადლობა სტოლტენბერგს ამ კრიტიკულ დროს ლიდერობისთვის და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ვილნიუსის სამიტზე ძლიერ პაკეტს მიიღებს. აშშ NATO-ს სამიტზე უკრაინისთვის „ძლიერ პაკეტს“ აანონსებს
ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება იმაზე, იქნება თუ არა უკრაინის კონტრშეტევა გარდამტეხი მომენტი ომში - სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება იმაზე, იქნება თუ არა უკრაინის კონტრშეტევა გარდამტეხი მომენტი ომში. „ჯერ კიდევ კონტრშეტევის ადრეული ეტაპია და ჩვენ არ ვიცით, იქნება თუ არა ეს გარდამტეხი მომენტი ომში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
F-16-ებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები დაიწყო - სტოლტენბერგი
F-16-ის ტიპის მოიერიშეებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა. მას არ დაუკონკრეტებია ქვეყანა, რომელმაც ეს წვრთნა დაიწყო, თუმცა საერთაშორისო აქტიურად განიხილავდა ნიდერნალდებისა და დანიის განსაკუთრებულ როლს და იმას, რომ სწავლება ამ ზაფხულს უნდა დაწყებულიყო. „უპირველეს ყოვლისა, მივესალმები NATO-ს რამდენიმე მოკავშირის გადაწყვეტილება პილოტების მომზადების შესახებ. ეს მნიშვნელოვანია და მოგვცემს საშუალებას, მოგვიანებით ეტაპზე ასევე მივიღოთ გადაწყვეტილებები მეოთხე თაობის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების შესახებ, როგორიცაა მაგალითად, F-16. მე მინდა შევაქო დანია, წამყვანი როლი შეასრულოს ამ შეთანხმების ხელშეწყობაში და ასევე ხელი შეუწყოს უკრაინელი მფრინავების მომზადებას. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ დანია არის ქვეყანა, რომელმაც მართლაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და განაგრძობს მნიშვნელოვან როლს უკრაინის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ზუსტად როდის იქნება მიღებული გადაწყვეტილებები, ჯერ ნაადრევია ამის თქმა, მაგრამ ის ფაქტი, რომ სწავლება დაიწყო, გვაძლევს შესაძლებლობას, ასევე გადავწყვიტოთ თვითმფრინავების მიწოდება და შემდეგ პილოტები მზად იქნებიან მათი ფრენისთვის. ამ კვირის დასაწყისში ვაშინგტონს ვეწვიე. და ამ ვიზიტის მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, იყო ვილნიუსის სამიტის მზადების განხილვა. ეს არის ჩემი რეგულარული ჩართულობის ნაწილი ალიანსის ლიდერებთან. და პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრაზე განვიხილეთ თავდაცვის პირობები, უკრაინა, თავდაცვის ინვესტიციების დაპირების გაძლიერების აუცილებლობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ალიანსისთვის. რაც შეეხება ჩემს მემკვიდრეს, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს 31 მოკავშირის მიერ. მე ვარ პასუხისმგებელი ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ ალიანსმა უნდა მიიღოს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ვილნიუსის სამიტი უკრაინის, როგორც ევროატლანტიკური ოჯახის დამოუკიდებელი, დემოკრატიული წევრისთვის, მომავლის ხედვას ჩამოაყალიბებს - სტოლტენბერგი
ივლისში ვილნიუსის სამიტი უკრაინის, როგორც ევროატლანტიკური ოჯახის დამოუკიდებელი, დემოკრატიული წევრის შესახებ, მომავლის ხედვას ჩამოაყალიბებს, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გარდა ამისა, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ NATO-ს არ სურს კონლფიქტის გაყინვა უკრაინაში. „ჩვენ ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ სამართლიანი მშვიდობა არ ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას და რუსეთის მიერ ნაკარნახევი შეთანხმების მიღებას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის თანახმად, სამიტზე მოკავშირეები განიხილავენ უკრაინის წევრობის მისწრაფებებს. მოკავშირეები მუშაობენ უკრაინისთვის დახმარების მრავალწლიან პაკეტზე. „ჩვენ ასევე ვმუშაობთ NATO-უკრაინის ახალი საბჭოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც ერთობლივად განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს. გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ვილნიუსში, უკრაინას NATO-სთან დააახლოებს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
საქართველოში, ალეპოში, ყირიმსა და დონბასში პუტინის აგრესიის ტენდენციის გამო, რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების იმედი გაქრა - სტოლტენბერგი
პუტინმა დააბრუნა ომი ევროპაში. ცივი ომის შემდეგ ჩვენ ყველას გვინდოდა და ვმუშაობდით უფრო მშვიდობიანი ურთიერთობებისთვის რუსეთთან. თანდათან ეს იმედები გაქრა, პრეზიდენტ პუტინის აგრესიული ქცევის მაგალითების გამო საქართველოში, ალეპოში, ყირიმსა და დონბასში. ამის შესახებ NAT0-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ, რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ყველა დარჩენილი ილუზია დაამსხვრია. „ამდენად, ჩვენ ისტორიის გარდამტეხ მომენტში ვართ და რასაც ჩვენ ვაკეთებთ ან არ ვაკეთებთ, ახლა განსაზღვრავს ჩვენს უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის შეფასებით, მოსკოვი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას იყენებს, ამის მაგალითებია სისასტიკე გროზნოში, შეჭრა საქართველოში, ალეპოს დაბომბვა, ომი უკრაინაში. რუსეთის აგრესიის მაგალითი, რომელიც ვნახეთ მეზობლების წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოში 2008 წელს, აღარ უნდა განმეორდეს - სტოლტენბერგი NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, რაც 2008 წელს საქართველოთი დაიწყო. სტოლტენბერგის თქმით, ფუნდამენტურად, რისიც პრეზიდენტ პუტინს ნამდვილად ეშინია, არის არა NATO, არამედ, თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოებები, რომლებიც ძირს უთხრიან მის ძალაუფლებას მოსკოვში. „უფრო საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ, მეზობლად გვყავს რუსეთი, რომელიც მზად არის მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, არაერთხელ, არამედ რამდენჯერმე ბოლო წლების განმავლობაში, რაც ფაქტობრივად 2008 წელს საქართველოთი დაიწყო“. „დანარჩენ ევროპას თუ შევხედავთ - დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას - ისინი სხვადასხვა მხარეს იყვნენ ომებში, რომლებიც ევროპაში საუკუნეების განმავლობაში მძვინვარებდა, და ახლა ისინი საუკეთესო მეგობრები და მოკავშირეები არიან NATO-სა და ევროკავშირში. ამდენად, რა თქმა უნდა, სწორი იყო ამის იმედი გვქონდა რუსეთთან ჩვენს ურთიერთობაშიც. მაგრამ შემდეგ, თანდათანობით, დავინახეთ, რომ რუსეთი სხვაგან მიდიოდა საკუთარი ქმედებებით საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც მან საკუთარი გავლენის სფეროს დამყარება სცადა, რომელშიც დიდი ერები აკონტროლებენ, რას აკეთებენ პატარა ერები. და შემდეგ NATO-ს თანდათანობით, რა თქმა უნდა, დასჭირდა არა დიალოგზე, არამედ, შეკავებასა და თავდაცვაზე აქცენტის გაკეთება, კონკრეტულად კი, 2014 წლიდან. ასე რომ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ ერთგვარი აკადემიური დისკუსია - ეს მნიშვნელოვანია - იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო სხვანაირად. მაგრამ საერთო სურათი არის ის, რომ ჩვენ, NATO-ს მხრიდან, ნამდვილად ვცდილობდით რუსეთთან ურთიერთობას. ფუნდამენტურად, რისიც პრეზიდენტ პუტინს ნამდვილად ეშინია, არის არა NATO, არამედ, თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოებები, რომლებიც ძირს უთხრიან მის ძალაუფლებას მოსკოვში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მას არ სურს იხილოს წარმატებული, თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა: ვინაიდან ამან ნამდვილად კითხვის ქვეშ დააყენა მისი იდეა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართოს და დარჩეს ხელისუფლებაში რუსეთში“, - ასევე განაცხადა იენს სტოლტენბერგმა 8 ივნისს.
იენს სტოლტენბერგი: პუტინმა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა
რუსეთში „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფის მიერ შეწყვეტილი აჯანყება ცხადყოფს, რომ მოსკოვმა დაუშვა სტრატეგიული შეცდომა უკრაინის წინააღმდეგ ომის წამოწყებით, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას და ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინისადმი მხარდაჭერა. „შაბათ-კვირის მოვლენები არის რუსეთის შიდა საქმე და კიდევ ერთხელ დიდი სტრატეგიული შეცდომის დემონსტრირება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაუშვა ყირიმის უკანონო ანექსიითა და უკრაინის წინააღმდეგ ომით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი ჩავიდა ქალაქ პაბრადეში, სადაც გერმანელი და ლიეტუველი ჯარისკაცები წვრთნებს გადიან
ლიეტუვაში ვიზიტისას, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ქალაქ პაბრადეში შეხვდა გერმანელ და ლიეტუველ ჯარისკაცებს, რომლებიც წვრთნებში (Griffin Storm) ერთობლივ წვრთნებს მართავენ. სტოლტენბერგს პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი შეუერთდნენ. ინფორმაციას NATO ავრცელებს. სტოლტებერგის თქმით, „ეს წვრთნები აგზავნის მკაფიო გზავნილს: NATO მზადაა, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიების ყოველი სანტიმეტრი“. „ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება კიდევ უფრო გააძლიერებს ბალტიისპირეთის უსაფრთხოებას. გუშინ ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს და ასევე მაქვს კონტაქტი შვედეთისა და ფინეთის მთავრობასთან. და ჩვენ შევთანხმდით სამიტამდე ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრის გამართვაზე. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრები, დაზვერვის ხელმძღვანელები და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები. მისი მიზანია შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დასრულებასთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მედია: სტოლტენბერგის უფლებამოსილება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თანამდებობაზე სავარაუდოდ, კიდევ ერთი წელი დარჩება. ამის შესახებ ბრიუსელში დაფუძნებულ EURACTIV-ს ოთხმა წყარომ განუცხადა. Euractiv-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ სტოლტენბერგის მანდატი 28 ივნის გახანგრძლივდება. NATO-ს დიპლომატები მიუთითებენ სტოლტენბერგის უნარზე, გაუმკლავდეს სამხედრო ალიანსს კრიზისების დროს. დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ვადის გახანგრძლივება დასავლეთის სამხედრო ალიანსს უფრო მეტ დროს აძლევს, რათა ფოკუსირება მოახდინონ უკრაინისადმი მოკლე და გრძელვადიან მხარდაჭერაზე. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილება გასულ წელს ერთი წლით უკვე გაახანგრძლივა. ხსენებული გადაწყვეტილებაც უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდებოდა.
სტოლტენბერგი პოტენციურ მოწინააღმდეგეებში მოსკოვთან ერთად მინსკსაც მოიაზრებს
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი „მკაფიო გზავნილით“ პასუხობს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის წევრების შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრიგოჟინის ბელორუსში ჩასვლა, უსაფრთხოების მეტ ზომას მოითხოვს. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO თავისი წევრების დასაცავად არსებობს და ეს გზავნილი მოსკოვსა და მინსკს მიეწოდათ. ჰააგაში 27 ივნისს გაიმართა NATO-ს წევრი პოლონეთის, ლიეტუვის, რუმინეთის, ალბანეთის, ნიდერლანდების, ბელგიის და ნორვეგიის ლიდერების და NATO-ს გენერალური მდივნის შეხვედრა, რის შემდეგაც განცხადებები ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდა. „აბსოლუტურად ნათელია, რომ ჩვენ გავუგზავნეთ მკაფიო გზავნილი მოსკოვს და მინსკს, რომ NATO არსებობს, რათა დაიცვას ყველა მოკავშირე, NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრი. ჩვენ ამას ვაკეთებთ კომუნიკაციის საშუალებით, მაგრამ ასევე ჩვენი ქმედებებით უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში ინვესტიციების განხორციელების გზა. ამდენად, მოსკოვში ან მინსკში არ არსებობს გაუგებრობა ჩვენს შესაძლებლობებთან დაკავშირებით, დავიცვათ მოკავშირეები ნებისმიერი პოტენციური საფრთხისგან, მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება „ვაგნერის“ ძალების გადაადგილების საბოლოო შედეგები“, - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა. სტოლტენბერგმა დამაზუსტებელ შეკითხვას უპასუხა: „რამდენად შეშფოთებული ხართ პრიგოჟინის ბელორუსში ყოფნით და NATO-ს რა გარანტიები შეუძლია, მისცეს აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფ წევრებს, რომლებიც დღეს გამოხატავენ შეშფოთებას ამ ნაბიჯის გამო? რა შეუძლია გააკეთოს NAT0-მ ამ შეშფოთების შესამსუბუქებლად?“ პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა „ვაგნერის აჯანყების“ შემდეგ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ითხოვენ „მჯერა, რომ ჯერ ნაადრევია რაიმე საბოლოო დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება იმ ფაქტს, რომ პრიგოჟინი ბელორუსშია და, სავარაუდოდ, მისი ძალების ნაწილი ასევე განთავსდება ბელორუსში. ჯერ ადრეა საუბარი. მაგრამ ჩვენ დავაკვირდებით და დავრწმუნდებით, რომ ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ NATO-ს ყველა მოკავშირე და განსაკუთრებით ის მოკავშირეები, რომლებიც ბელორუსის მოსაზღვრე ქვეყნებს წარმოადგენენ. ბელორუსის ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა ლიეტუვაა. მე ვიყავი იქ გუშინ და ვნახე, როგორ ატარებენ წვრთნებს NATO-ს ჯარები, გერმანული ჯარები. ჩვენ ვნახეთ გერმანიის, როგორც NATO-ს მოკავშირის, განცხადება ლიეტუვაში მისი ყოფნის შემდგომი გაზრდის შესახებ.ასე რომ, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა, გვყავს ძალები, გვაქვს გეგმები. ჩვენ გვაქვს ვალდებულება და გადაწყვეტილება, განვათავსოთ ის, რაც საჭიროა, როცა საჭიროა, რათა უზრუნველვყოთ, რომ არ იყოს გაუგებრობა ჩვენს შესაძლებლობებთან მიმართებით, დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ ამას ვაკეთებთ არა კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ, კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ეს არის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ნებისმიერ პოტენციურ მოწინააღმდეგეს. რა თქმა უნდა, მოსკოვისა და მინსკის ჩათვლით“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისათვის, 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.
სტოლტენბერგი: მოსკოვს და მინსკს მკაფიო გზავნილი გადავეცით, NATO თავისი წევრების დასაცავად არსებობს
„ჩვენ უკვე გავზარდეთ ჩვენი მზადყოფნა და სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენ მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს ჩვენი კოლექტიური თავდაცვის შემდგომი გაძლიერების მიზნით, უფრო მაღალი მზადყოფნის ძალებითა და მეტი შესაძლებლობებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს სანდო შეკავება და თავდაცვა მთელი ალიანსისთვის. ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს მივიღებთ NATO-ს მომავალ სამიტზე, სულ რამდენიმე დღეში“, - ასე პასუხობს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის წევრების შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრიგოჟინის ბელორუსში ჩასვლა, უსაფრთხოების მეტ ზომას მოითხოვს. „აბსოლუტურად ნათელია, რომ ჩვენ გავუგზავნეთ მკაფიო გზავნილი მოსკოვს და მინსკს, რომ NATO არსებობს, რათა დაიცვას ყველა მოკავშირე, NATO-ს ტერიტორიის ყველა სანტიმეტრი. ჩვენ ამას ვაკეთებთ კომუნიკაციის საშუალებით, მაგრამ ასევე ჩვენი ქმედებებით უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში ინვესტიციების განხორციელების გზა. ამდენად, მოსკოვში ან მინსკში არ არსებობს გაუგებრობა ჩვენს შესაძლებლობებთან დაკავშირებით, დავიცვათ მოკავშირეები ნებისმიერი პოტენციური საფრთხისგან, მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება „ვაგნერის“ ძალების გადაადგილების საბოლოო შედეგები“, - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა. სტოლტენბერგმა დამაზუსტებელ შეკითხვას უპასუხა: „რამდენად შეშფოთებული ხართ პრიგოჟინის ბელორუსში ყოფნით და NATO-ს რა გარანტიები შეუძლია, მისცეს აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფ წევრებს, რომლებიც დღეს გამოხატავენ შეშფოთებას ამ ნაბიჯის გამო? რა შეუძლია გააკეთოს NAT0-მ ამ შეშფოთების შესამსუბუქებლად?“ პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა „ვაგნერის აჯანყების“ შემდეგ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ითხოვენ „მჯერა, რომ ჯერ ნაადრევია რაიმე საბოლოო დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება იმ ფაქტს, რომ პრიგოჟინი ბელორუსშია და, სავარაუდოდ, მისი ძალების ნაწილი ასევე განთავსდება ბელორუსში. ჯერ ადრეა საუბარი. მაგრამ ჩვენ დავაკვირდებით და დავრწმუნდებით, რომ ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ NATO-ს ყველა მოკავშირე და განსაკუთრებით ის მოკავშირეები, რომლებიც ბელორუსის მოსაზღვრე ქვეყნებს წარმოადგენენ. ბელორუსის ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა ლიეტუვაა. მე ვიყავი იქ გუშინ და ვნახე, როგორ ატარებენ წვრთნებს NATO-ს ჯარები, გერმანული ჯარები. ჩვენ ვნახეთ გერმანიის, როგორც NATO-ს მოკავშირის, განცხადება ლიეტუვაში მისი ყოფნის შემდგომი გაზრდის შესახებ.ასე რომ, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა, გვყავს ძალები, გვაქვს გეგმები. ჩვენ გვაქვს ვალდებულება და გადაწყვეტილება, განვათავსოთ ის, რაც საჭიროა, როცა საჭიროა, რათა უზრუნველვყოთ, რომ არ იყოს გაუგებრობა ჩვენს შესაძლებლობებთან მიმართებით, დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ ამას ვაკეთებთ არა კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ, კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ეს არის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ნებისმიერ პოტენციურ მოწინააღმდეგეს. რა თქმა უნდა, მოსკოვისა და მინსკის ჩათვლით“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისათვის, 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.
ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ იენს სტოლტენბერგს მანდატი გაუხანგრძლივა
ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ NATO-ს გენერალური მდივანს, იენს სტოლტენბერგს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ალიანსის პრესსამსახურმა მიაწოდა. კერძოდ, NATO-ს მოკავშირეები სამშაბათს (2023 წლის 4 ივლისს) გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მანდატის კიდევ ერთი წლით, 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილებას სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ვილნიუსის სამიტზე დაამტკიცებენ. მოკავშირეებმა მადლობა გადაუხადეს გენერალურ მდივანს მისი ლიდერობისა და ერთგულებისთვის, რომელმაც „გადამწყვეტი როლი ითამაშა ტრანსატლანტიკური ერთიანობის შესანარჩუნებლად უსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე.“ „ჩემთვის პატივია NATO-ს მოკავშირეების გადაწყვეტილება, გაგრძელდეს ჩემი, როგორც გენერალური მდივნის უფლებამოსილება. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკურმა კავშირმა უზრუნველყო ჩვენი თავისუფლება და უსაფრთხოება თითქმის სამოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში და უფრო სახიფათო სამყაროში ჩვენი დიდი ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი მისთვის მანდატის გახანგრძლივების შემდეგ: ჩვენი ალიანსი ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს
4 ივლისს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ NATO-ს გენერალური მდივანს, იენს სტოლტენბერგს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივა. ამასთან დაკავშირებით სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „დღეს უფრო სახიფათო სამყაროში ჩვენი დიდი ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.“ კერძოდ, NATO-ს მოკავშირეები სამშაბათს (2023 წლის 4 ივლისს) გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მანდატის კიდევ ერთი წლით, 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილებას სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ვილნიუსის სამიტზე დაამტკიცებენ. მოკავშირეებმა მადლობა გადაუხადეს გენერალურ მდივანს მისი ლიდერობისა და ერთგულებისთვის, რომელმაც „გადამწყვეტი როლი ითამაშა ტრანსატლანტიკური ერთიანობის შესანარჩუნებლად უსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე.“ „ჩემთვის პატივია NATO-ს მოკავშირეების გადაწყვეტილება, გაგრძელდეს ჩემი, როგორც გენერალური მდივნის უფლებამოსილება. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკურმა კავშირმა უზრუნველყო ჩვენი თავისუფლება და უსაფრთხოება თითქმის სამოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში და უფრო სახიფათო სამყაროში ჩვენი დიდი ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ იენს სტოლტენბერგს მანდატი გაუხანგრძლივა სტოლტენბერგი ამ თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს.
„კონკრეტული ძალები“ „კონკრეტული ტერიტორიების“ დასაცავად - რა გეგმა აქვს NATO-ს პირველად ცივი ომის შემდეგ
ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, NATO მეორე სამიტს მადრიდის შემდეგ, ვილნიუსში ჩაატარებს. ევროპული სახელმწიფოს მეთაურები ლიეტუვის დედაქალაქში 11-12 ივლისს შეიკრიბებიან. ლიეტუვა განსაკუთრებულად ემზადება და უსაფრთხოების ზომებს იღებს. ქვეყანამ ამ მიზნით უკვე გამოყო 3000 ჯარისკაცი. პარალელურად, გერმანია კოლექტიური გადაწყვეტილებების საფუძველზე ვილნიუსში Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს განათავსებს. სხვა საკითხების მათ შორის ომში მყოფი უკრაინის მისწრაფებების განხილვასთან ერთად მოსალოდნელია, რომ სამიტის მონაწილეები ახალ გადაწყვეტილებებს მიიღებენ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების თაობაზე. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა რამდენიმე დღის წინ მიანიშნა იმ ფონზე, რომ ბელორუსში ევგენი პრიგოჟინის ყოფნის შესახებ ცნობები ფლანგის წევრების შეშფოთებას იწვევს. „ჩვენ ვილნიუსის სამიტზე ასევე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ახალი მოდელის და ასევე გეგმების შესახებ, რომლის თანახმადაც გამოიყოფა „კონკრეტული ძალები კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. დეტალების დაკონკრეტების გარეშე ასევე მიუთითა სტოლტენბერგმა, რომ NATO-ს საჰაერო საპოლიცია მისიის გარდაქმნა თავდაცვით ფორმირებად, შესაძლებელია. მან ხაზი გაუსვა, რომ რეალურად, ცივი ომის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიანს აქვს გეგმები, რომლებიც დაკავშირებულია „კონკრეტულ ძალებთან, კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“. ამის პარალელურად გახდა ცნობილი, რომ გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ლიეტუვაში, დამატებით 4000 სამხედროს განთავსებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ თანახმად, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. პისტორიუსის თქმით, ამისთვის დამატებითი ობიექტების აშენება იქნება საჭირო. ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ამ კვორაში ლიეტუვაში იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის - „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას მოითხოვდნენ. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. მანამდე NATO-ს, აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არ ჰყავდა განთავსებული. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ალიანსმა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ კი, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა. ასევე გაეცანით: ცივი ომის შემდეგ პირველად, NATO რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე საპასუხო, დეტალურ სამხედრო გეგმას დაამტკიცებს - Reuters
სტოლტენბერგის თქმით, „ვაგნერის“ მებრძოლების უმეტესობა ბელორუსში არ გადასულა
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, „ვაგნერის“ მებრძოლების უმეტესობა ბელორუსში არ გადასულა. POLITICO-სთან ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ გარკვეული მზადება „ვაგნერის“ ძალების მასპინძლობისთვის არის, მაგრამ ჯერჯერობით არ უნახავთ მათი იქ ჩასვლა. „ყურადღებით ვაკვირდებით ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, „ვაგნერის“ ძალები კვლავ აქტიურობენ აფრიკაში და უკრაინის ფრონტის ხაზისგან მოშორებით, ბელორუსში კი, მხოლოდ რამდენიმე ჩავიდა. ასევე გაეცანით: მედია: პრიგოჟინის ოფისში ყალბი პასპორტები და ჩემოდნებში ფული იპოვეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად, „ვაგნერი“ კი, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა
სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოდან
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის ზეწოლას განიცდიან“. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. „ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომელიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-საქართველოს ურთიერთობები
სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტზე კიევისთვის „3-ნაწილიანი, „ძლიერი“ პაკეტის გადაცემა დააანონსა
ვილნიუსის სამიტი გააძლიერებს უკრაინას, NATO-ს შეკავებას და თავდაცვას „მოველით, რომ მოკავშირეთა ლიდერები შეთანხმდებიან პაკეტზე, რომელიც სამი ელემენტისგან შედგება, რათა უკრაინა NATO-ს მიუახლოვდეს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგმა განმარტა, რომ პაკეტი მოიცავს დახმარების მრავალწლიან პროგრამას, რომელიც თავსებადობის უზრუნველსაყოფად დამტკიცდება. ამით ასევე სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი. მოკავშირეები ასევე გადადგამენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად, დაამტკიცებენ სამ ახალ რეგიონულ თავდაცვის გეგმას NATO-ს ორი მთავარი საფრთხისადმი დასაპირისპირებლად - ესენია: რუსეთი და ტერორიზმი. ამავე გეგმით, 300 000 ჯარისკაცი მზადყოფნის უმაღლეს დონეს დაექვემდებარება, მათ შორის იგულისხმება მნიშვნელოვანი საჰაერო და საზღვაო საბრძოლო ძალა. ალიანსსი გეგმაში ჩნდება უფრო ამბიციური მიზანი - ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 2%-ის ინვესტირებას მოახდენენ თავდაცვის სფეროში. .„ამდენად, ევროპელი მოკავშირეები და კანადა განახორციელებენ 450 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას მას შემდეგ, რაც ჩვენ შევთანხმდით თავდაცვის ინვესტიციების შესახებ 2014 წელს.” ვილნიუსის სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის და სამხრეთ კორეის, ასევე ევროკავშირის ლიდერები. ეს იქნება ფინეთის პირველი სამიტი, როგორც NATO-ს მოკავშირის,“ - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა ისაუბრა, რა გზავნილს მიიღებს საქართველო NATO-ს სამიტიდან
ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-საქართველოს ურთიერთობები რუსეთმა საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან.
იენს სტოლტენბერგი: NATO–ს ქვეყნები თავდაცვისთვის მშპ-ს სულ მცირე 2%-ს დახარჯავენ
ვილინიუსის სამიტზე მოკავშირეები ამბიციური დაპირებით გამოვლენ, რაც გულისხმობს ყოველწლიურად, მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 2%-ის ინვესტირებას თავდაცვის სფეროში. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, 7 ივლისს განაცხადა. „დღეს ჩვენ ვაქვეყნებთ თავდაცვის ხარჯების ახალ შეფასებებს. 2023 წელს ევროპის მოკავშირეებსა და კანადაში რეალური ზრდა იქნება 8.3%-ით, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ზედიზედ მეცხრე წელია, იზრდება ჩვენი თავდაცვის ხარჯები“, - აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა. მისივე თქმით, ევროპელი მოკავშირეები და კანადა დამატებით, 450 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ. „მას შემდეგ, რაც 2014 წელს შევთანხმდით თავდაცვაში ინვესტიციების საკითხებზე, მხოლოდ სამმა მოკავშირემ დახარჯა მშპ-ს 2% თავდაცვაზე. წელს ამ მიზანს თერთმეტი ან მეტი მოკავშირე მიაღწევს - ჩვენ ველით, რომ ეს რიცხვი არსებითად გაიზრდება მომავალ წელს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ზელენსკი ვილნიუსში, სამიტის ფარგლებში NATO-უკრაინის საბჭოს პირველ შეხვედრას შეუერთდება - სტოლტენბერგი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს უკრაინა-NATO საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრაში, რომელიც 12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში გაიმართება. ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორშაბათს ვილნიუსში სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ასევე გავაუმჯობესებთ ჩვენს პოლიტიკურ კავშირებს. პრეზიდენტი ზელენსკი შემოგვიერთდება NATO-უკრაინის ახალი საბჭოს საინაუგურაციო სხდომაზე“, - განაცხადა ნატოს ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, მაგრამ სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ სამიტზე იქნება ერთიანობა და ძლიერი გზავნილი უკრაინასთან დაკავშირებით.
სტოლტენბერგი: მხარს ვუჭერ თურქეთის ამბიციებს, გახდეს ევროკავშირის წევრი, შვედეთის NATO-ში ყოფნა გეოგრაფიას ცვლის
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმად, ერდოღანმა NATO-ში შვედეთის წევრობას, ევროკავშირში თურქეთის შესვლა დაუკავშირა. ერდოღანმა ერთგვარი პირობა წამოაყენა, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების სანაცვლოდ, ის მზადაა, შვედეთის გზას NATO-სკენ, გზა გაუხსნას. „მე მხარს ვუჭერ თურქეთის სწრაფვას, გახდეს ევროკავშირის წევრი. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაზეც მადრიდში შევთანხმდით, იყო პირობების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელიც შვედეთმა უნდა დააკმაყოფილოს ალიანსში გასაწევრიანებლად. ერდოღანი: მოდით, თურქეთს გზა გავუხსნათ ევროკავშირში და შემდეგ გავუხსნით გზას შვედეთს NATO-ში შვედეთმა დააკმაყოფილა ეს პირობები და ეს ეხება იარაღის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას. ეს მოხდა. შემდეგ საუბარია თურქეთსა და შვედეთს შორის ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ესეც ხორციელდება. შვედეთმა ასევე შეცვალა კონსტიტუცია და გააძლიერა კონტრტერორისტული კანონები და შვედეთი თვალყურს ადევნებს თურქეთის უსაფრთხოების ლეგიტიმურ შეშფოთებას. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიდგეთ ტერორიზმთან ბრძოლაში. მაგრამ ამავე დროს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღმოფხვრათ ყველა მოკავშირის ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების შესახებ, რომლებსაც სურთ, შვედეთი ნახონ ალიანსში რაც შეიძლება მალე, რადგან ეს გააძლიერებს NATO-ს და გააძლიერებს ჩვენს უნარს, დავიცვათ ბალტიისპირეთის რეგიონი. თუ უბრალოდ დააკვირდებით რუკას, შვედეთის სრულუფლებიან წევრად ყოფნა, ფინეთის გარდა, ნამდვილად ცვლის გეოგრაფიას, NATO-ს ყოფნას ამ რეგიონში. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შვედეთი რაც შეიძლება მალე გახდეს წევრი. ჯერ კიდევ შესაძლებელია შვედეთის წევრობის შესახებ პოზიტიური გადაწყვეტილება აქ, ვილნიუსში. არანაირი გარანტია არ გვაქვს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ გვაქვს სამიტის იმპულსი აქ ლიდერებთან და ჩვენ გამოვიყენებთ ამ იმპულსს, რაც შეიძლება მეტი პროგრესის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 11-12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართება.
სტოლტენბერგის თქმით, ერდოღანი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს
ალიანსის ლიდერმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი თანახმაა მხარი დაუჭიროს შვედეთის წინადადებას NATO-ში გაწევრიანების შესახებ. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სამმხრივი შეხვედრა ვილნიუსში გაიმართა. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ვმასპინძლობდი, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და შვედეთის პრემიერს შორის, პრეზიდენტი ერდოღანი დაეთანხმა, რომ შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი თურქეთის დიდ ასამბლეაში წინ წაიწევს და უზრუნველყოფილი იქნება რატიფიცირება. ეს არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც NATO-ს ყველა მოკავშირეს უფრო ძლიერს და დაცულს ხდის“, - წერს თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე. NATO-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შვედეთი და თურქეთი დღეს შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ თანამშრომლობა, როგორც სამმხრივი მუდმივი ერთობლივი მექანიზმის ფარგლებში, რომელიც მადრიდის სამიტზე შეიქმნა, ასევე, უსაფრთხოების ახალი ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად, მინისტრთა დონეზე შეიკრიბება.
სტოლტენბერგის თქმით, NATO-მ უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა უნდა მოხსნას
NATO-ს მოკავშირეები უნდა შეთანხმდნენ, რომ გააუქმონ წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მოთხოვნა, რათა უკრაინა მომავალში ალიანსის წევრი გახდეს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში განაცხადა. მისივე თანახმად, უკრაინამ დიდი გზა გაიარა მას შემდეგ, რაც 2008 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა წევრობის სამოქმედო გეგმა. „უკრაინა ბევრად უფრო ახლოს არის NATO-სთან, ამიტომ, ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ეს NATO-ს გადაწყვეტილებებში აისახოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ვილნიუსში NATO-ს ლიდერების სამიტის წინ. „ნათლად განვმარტავთ, რომ უკრაინა გახდება წევრი, ჩვენ გავაუქმებთ წევრობის სამოქმედო გეგმას, (...) გავუგზავნით ძალიან ძლიერ და პოზიტიურ გზავნილს NATO-ს მხრიდან უკრაინას“, - ამბობს სტოლტენბერგი. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები ალიანსის განმდივნის თქმით, ვილნიუსის სამიტი გახდა ისტორიული და ეს მის დაწყებამდე მოხდა, რადგანაც შვედეთი გახდება NATO-ს წევრი. „ეს არის კარგი როგორც შვედეთისთვის, ისე თურქეთისა და მთლიანად NATO-სთვის. ეს ძალიან კარგია ბალტიისპირეთის რეგიონისთვის, ლიეტუვისთვის და ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. სამიტზე ჩვენ ასევე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ნათელ გზავნილს ვუგზავნით უკრაინას, რომ ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით იმდე ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და ველით, რომ მოკავშირეები ასევე გაიმეორებენ თავიანთ ვალდებულებას, სამხედრო მხარდაჭერით დაეხმარონ უკრაინას მეტი მიწის გათავისუფლებაში. წევრობის საკითხთან დაკავშირებით, მე ასევე ველი, რომ მოკავშირეები კიევს გაუგზავნიან მკაფიო და პოზიტიურ გზავნილს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. მე წარმოვადგინე სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი უფრო პრაქტიკული მხარდაჭერით, მრავალწლიანი პროგრამით უკრაინის ძალებსა და NATO-ს ძალებს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად. ეს დააახლოებს უკრაინას NATO-სთან. NATO-უკრაინის საბჭოს დაარსებასთან დაკავშირებით, ხვალ გვექნება საინაუგურაციო შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან და შემდეგ მოვხსნით წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნას. ეს უკრაინის გაწევრიანების პროცესს ორეტაპიანი პროცესიდან ერთსაფეხურიან პროცესად გადააქცევს. ამდენად, ეს ყველაფერი პოზიტიურ და ძლიერ გზავნილს გააგზავნის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, მოკავშირეები ასევე მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ NATO-ს შეკავება და თავდაცვა ახალი თავდაცვის გეგმებით და მაღალი მზადყოფნის მეტი ძალებით. „მე ასევე ველოდები, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან უფრო ამბიციურ თავდაცვითი ინვესტიციების დაპირებაზე, სადაც თავდაცვისთვის მშპ-ს 2%-ს დახარჯვა იქნება მინიმალური ზღვარი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი ბაიდენთან შეხვედრაზე: უკრაინის გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში შეხვდა. სტოლტენბერგმა ბაიდენს ძლიერი ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა, რამაც მისი შეფასებით, ალიანსი კიდევ უფრო გააერთიანა გააძლიერა. „სამიტი უკრაინას გაუგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ „ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ იმდენ ხანს, რამდენის საჭირო იქნება. სამიტის კიდევ ერთი მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ „ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია ჩვენს თავდაცვაში და ჩვენ შევთანხმდებით თავდაცვითი ინვესტიციების ახალ პირობაზე,“ - განაცხადა სტოლტენნერგმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან კომენტარის დროს, განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან, პრიორიტეტად დაისახა მსოფლიო ასპარეზზე ამერიკის ლიდერობის აღდგენა და „ჩვენი ალიანსების აღორძინება მათ შორის, NATO-ს გაძლიერებით“. „ნაწილობრივ მისი ლიდერობით, NATO ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის იყო ათწლეულების განმავლობაში. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელის ამ ერთიანობის გამოვლენას ივლისში, ვილნიუსის სამიტზე“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ვილნიუსის შეხვედრებს წინ უძღვის ალიანსის გენმდივნის მიერ გამოცხადებული შეთანხმება, რომ თურქეთის მიღებას შვედეთი საბოლოოდ დაეთანხმა. ასევე მიღებულია კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უკრიანას წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანებას შესთავაზებენ. მანამდე, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას გაწევრიანების გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმა აღარ დასჭირდება. მოგვიანებით, NATO-ს გენმდივანმა დააზუსტა, რომ დეკლარაციის ტექსტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, MAP-ის საკითხზე კი, კონსულტაციები ისევ გრძელდება. NATO-ს გენერალური მდივნისა და უკრაინის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია 12 ივლისს, ორმხრივი შეხვედრის შემდეგ არის დაგეგმილი. რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან 500 დღის შემდეგ, უკრაინის სურვილია, მოკავშირეებმა კიევი ვილნიუსის სამიტზე NATO-ში ოფიციალურად მიიწვიონ. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტები და ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად დეკლარაციაზე ხელმოწერები ამას ადასტურებს. ახლა კი, უკრაინა იმედოვნებს, რომ მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ "მკაფიო სიგნალს" უკვე ვილნიუსში მიიღებს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან იცის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შანსები არ არსებობს, მაგრამ მაინც დაჟინებით მოითხოვს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის „ძლიერ გზავნილს.“ უსაფრთხოების გარანტიების მიღება კიევისთვის კიდევ ერთი უმთავრესი კომპონენტია. უფრო ვრცლად წაიკითხეთ: რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით „NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში. NATO-ს ორდღიანი სამიტი ვილნიუსში დღეს გაიხსნა.
სტოლტენბერგის თქმით, ზელენსკი NATO-ს სამიტზე დღეს ჩავა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სამიტზე, ვილნიუსში სამშაბათს, 11ივლისს ჩავა. „მოხარული ვარ, რომ მივესალმო მას, როგორც დღეს საღამოს, ისე ხვალ NATO-უკრაინის საბჭოს საინაუგურაციო სხდომაზე", - განუცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს სამიტზე ჟურნალისტებს. სტოლტენბერგის და ზელენსკის შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი, რის შემდეგაც ისინი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები სტოლტენბერგის თქმით, NATO-მ უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა უნდა მოხსნას ზელენსკი: ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე
სტოლტენბერგი: NATO-ში უკრაინის მოწვევაზე გამოვაცხადებთ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები მიიღწევა
უკრაინისთვის NATO-ს წევრობისკენ მიმავალი გზა ორსაფეხურიანის ნაცვლად, ერთსაფეხურიანი გახდება NATO-ში მოწვევაზე გამოვაცხადებთ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები იქნება მიღწეული ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში, სამიტის პირველი დღე პრესკონფერენციაზე შეაჯამა. მან კვლავ გაიმეორა, რომ NATO-ს ლიდერები დღეს შეთანხმდნენ სამ ელემენტზე, რათა უკრაინა დააახლოონ NATO-სთან. პირველი ელემენტია რამდენიმე წელიწადზე გათვლილი მხარდაჭერის პროგრამა, რათა მოხდეს უკრაინის გადასვლა საბჭოთა ეპოქიდან NATO-ს სტანდარტების წვრთნებსა და დოქტრინებზე, რომ დაეხმარონ უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის აღდგენაში, ამასთან დაფარონ კრიტიკული საჭიროებები, როგორიცაა საწვავი, განაღმვითი აღჭურვილობა და მედიკამენტები. ზელენსკი: ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე „მეორე ელემენტი გახლავთ NATO-უკრაინის ახალი საბჭო, რომელიც განკუთვნილია კრიზისული კონსულტაციებისთვის და გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ საბჭოში ჩვენ შევხვდებით როგორც თანასწორები. ველოდები ამ საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრას ხვალ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი ზელენსკი. მესამე ელემენტია ის, რომ ჩვენ დავადასტურეთ, უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და შევთანხმდით წევრობის სამოქმედო გეგმის საჭიროების გაუქმებაზე. ეს შეცვლის NATO-ს წევრობისკენ მიმავალ გზას და ის ორსაფეხურიანის ნაცვლად, ერთსაფეხურიანი გახდება. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვთქვით, რომ გავუგზავნით უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების მიწვევას, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულებული იქნება. ეს არის ძლიერი პაკეტი უკრაინისთვის და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გზას წარმოადგენს“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. სტოლტენბერგი პრესკონფერენციაზე გარკვეულწილად გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვილნიუსში წასვლამდე გაკეთებულ გაცხადებასაც, რომლითაც ის უკმაყოფილებას გამოხატავდა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე არსებული ფორმულირების ირგვლივ და აბსურდს უწოდებდა იმას, რომ არ არის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული დრო განსაზღვრული. „თუ გადავხედავთ NATO-ში ნებისმიერი წევრის მიღების პროცესს - ეს დამოკიდებული არა თუ ვადებზე, არამედ იმ პირობებზე, რომლებსაც ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ", - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ამავე პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა დღეს ასევე დაამტკიცეს თავდაცვის ყოვლისმომცველი გეგმა. „ეს ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად მოხდა. ეს არის შექმნილი ორი საფრთხის წინააღმდეგ, რომლის წინაშეც ვართ – რუსეთი და ტერორიზმი და არის ახალი გეგმები. NATO-ს მიზანია, ჰყავდეს მაღალი მზადყოფნის 300 000 სამხედრო მოსამსახურე, რაც მოიცავს არსებით საჰაერო და საზღვაო ძალებს. თავდაცვისა და შეკავების გაძლიერება მოითხოვს ძლიერი ინდუსტრიულ ბაზას. ლიდერებმა წარადგინეს თავდაცვის მრეწველობის ახალი გეგემა, ეს გააძლიერებს ერთობლივ შესყიდვებს, ბიძგს მისცემს ურთიერთავსებადობას და შექმნის წარმოების და ინვესტიციების შესაძლებლობებს. ამის გასაკეთებლად აუცილებელია მეტი ინვესტიციების დაბანდება თავდაცვაში. ჩვენი ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ ევროპასა და კანადაში თავდაცვის სფეროს დაფინანსება გაიზრდება 8,3 პროცენტით 2023 წელს. ეს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდაა,“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.
რატომ არ არის კომუნიკეში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა - სტოლტენბერგის განმარტება
NATO-ს ქვეყნებმა 11 ივლისს, ვილნიუსის სამიტზე მირებულ კომუნიკეში განაცხადეს, რომ უკრაინას შეუძლია, შეუერთდეს სამხედრო ალიანსს „როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილდება“ - ეს ჩანაწერი გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაწევრიანების „აბსურდული“ გადადება გააკრიტიკა. კიევი მკაფიო გზავნილს ითხოვდა, მის უკმაყოფილებას სწორედ ზემოთ აღნიშნული ფორმულირება იწვევდა. ზელენსკი აბსურდს უწოდებდა იმას, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების და არც მოწვევის კონკრეტული დრო განსაზღვრული არ არის. „ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობათა ფანჯარა რჩება რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე ვაჭრობისთვის. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს ტერორის გაგრძელების მოტივაციას. გაურკვევლობა სისუსტეა. მე ღიად განვიხილავ ამას სამიტზე“, - აცხადებდა უკრაინის პრეზიდენტი. კომუნიკეში NATO-მ ხაზი გაუსვა, რომ აღიარებს უფრო სწრაფად წინსვლის აუცილებლობას, მაგრამ ვადები შედგენილი არ იქნება. მანამდე ზელენსკიმ მიუთითა, რომ როგორც ჩანს, „არავითარი მზადყოფნა“ არ არსებობს უკრაინის NATO-ში მიწვევის ან გაწევრიანების მიზნით. უკრაინის პრეზიდენტი ახლა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში იმყოფება, სადაც სამიტი მიმდინარეობს. კიევი აღიარებს, რომ მას არ შეუძლია შეუერთდეს NATO-ს, ვიდრე ის რუსეთთან ომშია, ამ ნაწილში NATO-ს და კიევის პოზიციები თანხვედრაშია, მაგრამ უკრაინას სურს, რომ ალიანსს შეუერთდეს რაც შეიძლება მალე, ომის დასრულების შემდეგ. სამშაბათს NATO-ს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უკრაინა წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გახდება NATO-ს წევრი. ეს შეცვლის უკრაინის წევრობის გზას ორსაფეხურიანი პროცესიდან ერთსაფეხურიან პროცესამდე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. კითხვას, რატომ არ არის კომუნიკეს ტექსტში დასახელებული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადა, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ მსგავსი ვადა არცერთი სხვა ქვეყნის შემთხვევაში არ დასახელებულა. „NATO-ში გაწევრიანება არის პირობებზე დაფუძნებული პროცესი და ასე იყო ყოველთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში
ზელენსკი სტოლტენბერგთან შეხვედრაზე: სამიტის შედეგები კარგია, თუმცა ოპტიმალური იქნებოდა, უკრაინას NATO-ში მიწვევა მიეღო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ იდეალური იქნებოდა უკრაინის ალიანსის წევრად მიწვევა. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ გასაგებია, უკრაინას არ შეუძლია NATO-ში გაწევრიანება, როცა ომია ქვეყანაში, თუმცა დარწმუნებულია, რომ ომის შემდეგ უკრაინა NATO-ში იქნება. „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მოხდეს", - განაცხადა ვილნიუსში უკრაინის პრეზიდენტმა. მან დადებითად შეაფასა იმის აღიარება, რომ უკრაინას MAP-ი აღარ სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტი მიესალმა უსაფრთხოების გარანტიებს, რომლის შესახებაც ვალდებულებას „დიდი შვიდეულის“ წევრები იღებენ, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ისინი ვერ შეცვლიან ალიანსში გაწევრიანებას.“ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ „დიდი შვიდეულის“ დაპირებები განხილული უნდა იყოს არა როგორც NATO-ს წევრობის შემცვლელ მიღწევად, არამედ, „უსაფრთხოების გარანტიებად ინტეგრაციის გზაზე.“ „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად უკრაინას აღარ დასჭირდება NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა. ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს. ვიცი, რამდენი დისკუსია, შეხვედრა და მომზადება დასჭირდა ამას. NATO-სთან ურთიერთავსებადობის მისაღწევად გრძელი გზა გამოვიარეთ. ჩვენი სამხედროები თანამშრომლობენ NATO-სთან. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეუძლიათ თანამედროვე შეიარაღების გამოყენება და მათ დაამტკიცეს, რომ გლობალური დემოკრატია უფრო ძლიერია, ვიდრე ტერორისტების თავდასხმები. მაშინაც კი, როცა უკრაინა არის სრულმასშტაბიან ომში რუსეთთან, ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებს. უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რა სამუშაოა შესასრულებელი და ამას ვაკეთებთ. ვაფასებთ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინას ნატო-ში გასაწევრიანებლად არ დასჭირდება NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა. მსურს, ეს სამიტი იყოს წარმატებული ყველასთვის, ჩვენი სამხედროებისთვის, მოქალაქეებისთვის, ბავშვებისთვის. უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, და საუბარია გარანტიებზე, რომლებიც იმოქმედებს უკრაინის NATO-ში მიმავალ გზაზე, დღეს დადასტურდება „დიდი შვიდეულის“ წევრების მიერ. ეს იქნება მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, სამიტის შედეგები პოზიტიურია, თუმცა ოპტიმალური იქნებოდა, უკრაინას NATO-ში მიწვევა მიეღო. „შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სამიტის შედეგები არის პოზიტიური, თუმცა NATO-ში მიპატიჟება რომ მიგვეღო, ეს იქნებოდა ოპტიმალური. ჩვენ ჯერ არ ვართ NATO-ში, მაგრამ რეალობაა, რომ ჩვენი დაცვაა ის მხარდაჭერა, რომელიც მოდის მსფლიოს საზოგადოების მხრიდან უკრაინისადმი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს განასახიერებს უკრაინას, როგორც NATO-ს მომავალ სრულუფლებიან წევრს და როგორც უსაფრთხოების გარანტორს, განასახიერებს უკრაინას, რომელიც არის გამარჯვებული ამ ომში თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის. მე მესმის, რომ უკრაინის NATO-ში მიწვევა არის ტექნიკური სიგნალი, მაგრამ თუ განვიხილავთ არა მხოლოდ ტექნიკურ საკითხად, ბიუროკრატიად და შევხედავთ, როგორც სერიოზულ ფაქტორს, რომელიც მოქმედებს უკრაინის საზოგადოების მოტივაციაზე, მაშინ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი. მე ამ მომენტს შევადარებდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მიღებას. ამ სტატუსის მიღება იყო მსგავსი სიგნალი. მაშინაც ვეუბნებოდი პარტნიორებს, კანდიდატობა არ ნიშნავს წევრობას, მაგრამ მას მოაქვს მნიშვნელოვანი მობილიზაცია უკრაინისთვის და წარმოადგენს ძლიერ სიგნალს რუსეთისთვის, რომ უკრაინა არ არის არც ერთი ალიანსის წევრი, მაგრამ არსებობს ნება, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი და იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო. იგივე ეხება NATO-ში მიწვევას, ეს წარმოადგენს მხოლოდ სიგნალს, თუმცა მე დღეს ვხედავ სხვა მნიშვნელოვან სიგნალს, რომელიც უკვე ვახსენე და ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად. დღეს „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე თუ შეთანხმდებიან, ეს იქნება კონკრეტული ფაქტი, რადგან ეს გარანტიები იმოქმედებს NATO-ს წევრობისკენ გზაზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სტოლტენბერგი: მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა უკრაინას, როგორც მოკავშირეს შევხვდებით
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინა NATO-სთან ძალიან ახლოს დგას და ის მოუთმენლად ელის იმ დროს, როდესაც უკრაინას, როგორც მოკავშირეს შეხვდება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს ისაუბრა. სტოლტენბერგის თქმით, თქმით, რუსეთთან ომის შემდეგ უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო მექანიზმები უნდა არსებობდეს, რომელიც მის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას შეაჩერებს. „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ როცა ეს ომი დამთავრდება, უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო მექანიზმები არსებობდეს, რომლებიც ამ ქვეყანას რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მომავალი აგრესიის შეჩერებაში დაეხმარება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა ასევე ხაზი გაუსვა „სანდო შეთანხმებების“ არსებობის აუცილებლობას უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როდესაც ომი დასრულდება, მიესალმა მრავალი მოკავშირის გეგმას, რათა უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტია. ” „ეს ხელს შეუწყობს რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მომავალი აგრესიის შეკავებას ომის დასრულების შემდეგ.“ „აქ, ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებები NATO-სა და უკრაინის ურთიერთობაში ახალი თავის დასაწყისია. დღეს ჩვენ ვხვდებით როგორც თანასწორნი. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც ჩვენ შევხვდებით, როგორც მოკავშირეები“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები
რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან 500 დღის შემდეგ, უკრაინის სურვილია, მოკავშირეებმა კიევი ვილნიუსის სამიტზე NATO-ში ოფიციალურად მიიწვიონ. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტები და ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად დეკლარაციაზე ხელმოწერები ამას ადასტურებს. ისტორიულ სამიტამდე 2 დღით ადრე, კიევს მხარდაჭერა დოკუმენტზე ხელმოწერით 23-მა ქვეყანამ დაუდასტურა. ბოლო ასეთი ერთგულება ბულგარეთმა და პორტუგალიამ გამოხატეს. უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი ახლა კი, უკრაინა იმედოვნებს, რომ მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ "მკაფიო სიგნალს" უკვე ვილნიუსში მიიღებს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან იცის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შანსები არ არსებობს, მაგრამ მაინც დაჟინებით მოითხოვს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის „ძლიერ გზავნილს.“ უსაფრთხოების გარანტიების მიღება კიევისთვის კიდევ ერთი უმთავრესი კომპონენტია. ვილნიუსის სამიტის წინ, პოლონეთმა და ლიეტუვამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 28 ივნისს კიევში შეხვდა თავის პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებს. ანდჯეი დუდამ და გიტანას ნაუსედამ ვილნისუსის სამიტის სამზადისი განიხილეს. დუდამ და ნაუსედამ განაცხადეს, რომ ალიანსის სამიტი უნდა დაეხმაროს უკრაინას წევრობის გზაზე. ოფიციალური განცხადების თანახმად, დუდამ აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ვილნიუსის სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის სექტემბერში გააკეთეს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ნახევარი წელი გავიდა. ამერიკული Washington Post-ის თანახმად, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე კონსენსუსი ჯერჯერობით არ არსებობს. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ზოგიერთმა მოკავშირემ მხარი დაუჭირა წევრობის მკაფიო გზას, ზოგი კი, ყოყმანობს. „თუ რუსეთი არის მთავარი საფრთხე NATO-სთვის, მე მაქვს მარტივი შეკითხვა ჩემს კოლეგებთან, თავდაცვის მინისტრებთან. თუ მსოფლიოში მხოლოდ ერთ ქვეყანას აქვს რუსულ არმიასთან დაპირისპირების თანამედროვე, ეფექტიანი, წარმატებული გამოცდილება, სხვა რა არგუმენტები გჭირდებათ უკრაინის ალიანსში მისაწვევად?“ - დაინტერესდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე. NATO-ს გენერალუმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რომელმაც სამიტის წინ სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია, ალიანსის ორ მთავარ საფრთხედ რუსეთი და NATO გამოაცხადა. ამასთან, ვილნიუსის სამიტზე კიევისთვის „3-ნაწილიანი, „ძლიერი“ პაკეტის გადაცემა დააანონსა. მან ხაზი გაუსვა, რომ სამიტი უკრაინას კიდევ უფრო გააძლიერებს. სტოლტენბერგმა განმარტა, რომ პაკეტი მოიცავს დახმარების მრავალწლიან პროგრამას, რომელიც თავსებადობის უზრუნველსაყოფად დამტკიცდება. ამით ასევე სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი. სტოლტენბერგი მიმდინარე წლის აპრილში იმყოფებოდა კიევში. ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან განცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. „ბატონო პრეზიდენტო, მე დღეს აქ ვარ მარტივი გზავნილით: NATO უკრაინის გვერდით დგას“, - მიმართა სტოლტენბერგმა ზელენსკის. ცივი ომის შემდეგ, „NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას - ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავეგამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში. ასევე გაეცანით: რა შეიერაღება განათავსეს NATO-ს მოკავშირეებმა ლიეტუვაში უკრაინა NATO-ში გაწევრიანების საგზაო რუკას ითხოვს - კიევი ვილნიუსის სამიტში მონაწილეობის ერთადერთ პირობას ასახელებს ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი, პოლ გობლი ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა Europetime-თან, რომ დასავლეთმა უკრაინას უნდა შესთავაზოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება. შეგახსენებთ, 2022 წლის 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. მაშინ ომის დაწყებიდან რამდენიმე თვე იყო გასული. სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, გასულ წელს, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 2023 წლის 4 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცახდა, რომ რუსეთის შეჭრის პიდაპირი შედეგია ფინეთის გაწევრიანება, პუტინს სურდა რა ნაკლები NATO, საპირისპირო მიიღო. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრია.
რას ითვალისწინებს გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც უკრაინა „დიდი შვიდეულისგან“ მიიღებს
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ვილნიუსში NATO-უკრაინის საბჭოს ისტორიული შეხვედრა დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, რომ უკრაინისათვის "დიდი შვიდეულის" ქვეყნების გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. დოკუმენტი ბრიტანეთის ინიციატივით შემუშავდა. „დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს. „დოკუმენტი მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ“, - განუცხადა ვილნიუსში აკრედიტებულ უკრაინელ ჟურნალისტებს ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების ცნობით. „დიდი შვიდეულის" მხრიდან უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მნიშვნელოვანი უწოდა. „ამ დახმარებას უკრაინა მიიღებს არა NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, არამედ, ალიანსში გაწევრიანების პარალელურად“, - აღნიშნა ზელენსკიმ სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კონკრეტულად კი, დოკუმენტი ითვალისწინებს უფრო დიდი მოცულობის სადაზვერვო მონაცემების სწრაფ გაცვლას, ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას, უკრაინელი სამხედროების მოსამზადებელი პროგრამების კიდევ უფრო გაფართოებას და უკრაინის საწარმოო პოტენციალის გაძლიერებას. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისტორიული უწოდა NATO-უკრაინის თანამშრომლობის ახალი ფორმატის - NATO-უკრაინის საბჭოს ამოქმედებას. „საბჭო შეიკრიბება უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე და მისი მუშაობის ბლოკირებას ალიანსის ვერცერთი ქვეყანა ვეღარ შეძლებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა უნგრეთის მიერ წარსულში უკრაინა-NATO-ს კომისიის მოწვევის ბლოკირება.
ზელენსკიმ სტოლტენბერგს NATO-უკრაინის საბჭოს მოწვევის წინადადებით მიმართა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, NATO-უკრაინას საბჭოს მოწვევის წინადადებით გამოვიდა. „ბატონ სტოლტენბერგთან განვიხილეთ მარცვლეულის დერეფნის განბლოკვისთვისა და მყარი მუშაობისთვის ჩვენი ნაბიჯები. ჩვენს თანამშრომლობაში ახალ, უმაღლეს დონეზე გადავედით - უკრაინა-NATO-ს საბჭოს დონეზე. და ამ მექანიზმმა შესაძლოა, იმუშაოს. იენსს [სტოლტენბერგს] წინადადებით მივმართე, დაუყოვნებლივ მოვიწვიოთ ასეთი საბჭო შესაბამისი კრიზისული კონსულტაციებისთვის. უახლოეს დღეებში შეხვედრა შედგება. ჩვენ შეგვიძლია, დავძლიოთ უსაფრთხოების კრიზისი შავ ზღვაში,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, NATO-ს გენერალურ მდივანთან უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა, კერძოდ, შავ ზღვაში რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე. „ნებისმიერი დესტაბილიზაცია ამ რეგიონში, ჩვენი საექსპორტო გზების მუშაობის მოშლა, გამოიწვევს პრობლემებს შესაბამისი შედეგებით ყველასთვის მსოფლიოში,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკი ვილნიუსში, სამიტის ფარგლებში NATO-უკრაინის საბჭოს პირველ შეხვედრას შეუერთდება - სტოლტენბერგი NATO-ს გენერალურ მდივანს შეუძლია, მოიწვიოს საბჭო და ცალკეული მოკავშირეები ან საბჭოს წევრები მას ვერ დაბლოკავენ. საბჭოს მოწვევა ასევე შეუძლიათ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს კრიზისული კონსულტაციისთვის, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 12 ივლისს, ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის
NATO-უკრაინის საბჭო ვილნიუსის სამიტის შემდეგ პირველად შეიკრიბა: შეხვედრის შედეგები
დღეს, 26 ივლისს NATO-უკრაინის საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა. NATO-უკრაინის საბჭო პირველად შეიკრიბა ვილნიუსის სამიტის შემდეგ, რათა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ვითარება განეხილა მას შემდეგ, რაც რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა ცალმხრივი შეწყვიტა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და მისმა წევრებმა დაადასტურეს, რომ გააგრძელებენ გაძლიერებულ მეთვალყურეობას შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ, საზღვაო საპატრულო თვითმფრინავების და დრონების დახმარებით. „NATO-უკრაინის საბჭოს მნიშვნელოვანი სხდომა. ჩვენ ვგმობთ რუსეთის გასვლას „მარცვლეულის შეთანხმებიდან“; მის ცინიკურ გადაწყვეტილებას, გამოიყენოს საკვები იარაღად; მის სახიფათო ქმედებებს შავ ზღვაში. NATO ერთიანია და მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას და ფხიზლად ყოფნას ამ ზონაში,“ - წერს სტოლტენბერგი. NATO შავ ზღვაში დაზვერვას აძლიერებს, მათ შორის საპატრულო თვითმფრინავებითა და დრონებით
იენს სტოლტენბერგი: მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის იქნება ხელსაყრელი პირობები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის
NATO-ს გენერალურმა მდივანი, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის იქნება სწორი პირობები ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის. „უკრაინელების და მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის არის მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი პირობები და ვის შეუძლია, მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტოს, რა არის მისაღები გამოსავალი,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს ქოლგა და „ტერიტორიული პრობლემები“ - რა განაცხადა ალიანსის მაღალჩინოსანმა სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის პოზიცია უცვლელია. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი: უკრაინელები წინ მიიწევენ, მათ უნდა ვენდოთ
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CNN-ის ეთერში ისაუბრა უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები წინ მიიწევენ. „მათ შეუძლიათ რუსეთის ძალების შეტევების უკუგდება,“ - ამბობს სტოლტენბერგი. „მათ შეუძლიათ ზოგიერთი ძალიან დაცული ტერიტორიის გავლა, კერძოდ, ნაღმური ველების. ამიტომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, ვინაიდან ყველამ იცის, რომ ეს რთული ბრძოლაა. მაგრამ, მათ აქვთ მიღწევები,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. მან ხაზი გაუსვა, რომ NATO-ს მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას აწვდიან უკრაინას, მაგრამ საკვანძო გადაწყვეტილებები თავად უკრაინელებზეა. „ბოლოს და ბოლოს, უკრაინელებზე, ბრძოლის ველზე მათ მეთაურობაზე არის დამოკიდებული რთული და მძიმე გადაწყვეტილებები. რაც ჩვენ ვნახეთ არის ის, რომ უკრაინელები კვლავ და კვლავ აჭარბებენ ჩვენს მოლოდინებს. უნდა ვენდოთ მათ. რჩევებს ვაძლევთ, ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ, მაგრამ გადაწყვეტილებებს თავად უკრაინელები იღებენ,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის დროს, თითოეულმა მოკავშირემ ბალანსი უნდა დაიცვას
„ჩინეთი არის გამოწვევა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ინტერესებისთვის, ჩვენი ღირებულებებისთვის, მაგრამ ჩვენ არ განვიხილავთ ჩინეთს მოწინააღმდეგედ. ეს ასევე ნათლად არის ნათქვამი ჩვენს სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელზეც ყველა მოკავშირე მადრიდში, სამიტზე შეთანხმდა“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში ვიზიტისას, კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თუმცა სტოლტენბერგი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა არ გაგრძელდება „NATO-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას, უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებით, საქმე ეხება ჩინეთის წვდომას ევროპულ ინფრასტრუქტურაზე. რამდენად სწორია გერმანიის გადაწყვეტილება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Cosco-ს უფლება მისცეს, შეიძინოს ერთ-ერთი ტერმინალი ჰამბურგის პორტში?,“ - ჰკითხა ჟურნალისტმა სტოლტენბერგს. „ჩვენ პოლიტიკურადაც ჩართულები ვართ ჩინეთთან. მე შევხვდი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ამ შემოდგომაზე. არსებობენ მოკავშირეები, რომლებიც პოლიტიკურად და ეკონომიკურად თანამშრომლობენ ჩინეთთან. ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ პოტენციური დამოკიდებულების, დაუცველობის შესახებ. უნდა ვმართოთ რისკები. ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ პოტენციური დამოკიდებულების, დაუცველობის შესახებ. რა თქმა უნდა, თითოეულმა მოკავშირემ უნდა მოძებნოს ბალანსი ჩინეთთან ეკონომიკურ ჩართულობასა და ამავე დროს ზედმეტად დამოკიდებულების ან დაუცველობის თავიდან აცილებას შორის,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO-მ ახალი სტრატეგიული კონცეფცია დაამტკიცა - რუსეთი წარმოადგენს „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს“ ჩვენი უსაფრთხოებისთვის - იენს სტოლტენბერგი
სტოლტენბერგი: უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოვემზადოთ
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად ვერ დასრულდება. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საუბრისას სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ „ეჭვი არ არის, უკრაინა საბოლოოდ NATO-ში იქნება“. „ომების უმეტესობა იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე მათი დაწყების დროს იყო მოსალოდნელი, ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის.“ როდესაც ეს ომი დასრულდება, ჩვენ გვჭირდება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორია შეიძლება, განმეორდეს,“- განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. „ჩვენ ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ ამავე დროს უნდა ვაღიაროთ: თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს. თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი იარაღს დაყრის, ჩვენ მშვიდობა გვექნება,“ - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგი: შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ და კვლავ არ უნდა გავხდეთ რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებული
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დასავლეთმა ენერგეტიკის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც არ უნდა გააგრძელოს. ხსენებული განცხადება NATO-ს გენმდივანმა ნიუ-ორკში ყოფნისას გააკეთა. "ენერგეტიკაში არსებული სიტუაცია ფუნდამენტურად არის შეცვლილი… ადრე ბევრ ევროპელს ეგონა, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულობა - აბსოლუტურად ნორმალურია. ისინი ცდებოდნენ… ჩვენ ეს შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ და რუსულ გაზსა და ენერგეტიკაზე დამოკიდებულები კვლავ არ უნდა გავხდეთ," - განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO-ს გენმდივნის თქმით, ეს "გაკვეთილი" ჩინეთსაც ეხება. "მე არ ვამბობ ჩინეთთან თანამშრომლობის არასაჭიროებზე, მაგრამ მასზე ძალიან არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები," - დასძინა NATO-ს გენმდივანმა.
NATO: უკრაინელები მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ შავი ზღვის რუსულ ფლოტს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლატვიის პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი უსაფრთხოებისთვის ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი საფრთხედ რჩება. სტოლტენბერგის თქმით, ნიშნები იმისა, რომ პუტინის მიზნები შეიცვალა, არ ჩანს. „გენერალური მდივანი მიესალმა უკრაინული კონტრშეტევის მყარ პროგრესს, რომელშიც უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და ახლა მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ შავი ზღვის რუსულ ფლოტს,” - განაცხადეს NATO-ს პრესსამსახურში შეხვედრის შემდეგ.
იენს სტოლტენბერგი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დღეს, მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. იენს სტოლტენბერგმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები რუსული ძალების წინააღმდეგ მიმდინარე კონტრშეტევის ფარგლებში ეტაპობრივად იკავებენ ტერიტორიებს. იენს სტოლტენბერგი კიევში: უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია მისი თქმით, რუსული ჯარები მოსკოვის „იმპერიული ილუზიებისთვის" იბრძვიან.
ზელენსკიმ სტოლტენბერგთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა. „მე შევხვდი იენს სტოლტენბერგს კიევში. არსებითი მოლაპარაკებები გავმართეთ, როგორც დე ფაქტო მოკავშირეებს შეეფერება. უკრაინა დე იურეც გახდება ალიანსის წევრი და ეს მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერება, რათა დავიცვათ ხალხი რუსული ტერორისგან,“ - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
სტოლტენბერგი კიევში: რაც უფრო ძლიერი ხდება უკრაინა, მით უფრო ვუახლოვდებით რუსეთის აგრესიის დასრულებას
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები თანდათანობით იკავებენ ტერიტორიებს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ფართო კონტრშეტევის ფარგლებში. „დღეს თქვენი ძალები წინ მიიწევენ, ისინი სასტიკი ბრძოლების წინაშე არიან, მაგრამ თანდათან იკავებენ ტერიტორიებს,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. სტოლტენბერგის თქმით, ყოველი მეტრი, რომელსაც უკრაინული ძალები მოიპოვებენ, არის მეტრი, რომელსაც რუსეთი კარგავს. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი ოჯახებისთვის, მომავლისთვის, მათი თავისუფლებისთვის. მოსკოვი იბრძვის იმპერიული ილუზიებისთვის.” NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინას აქვს ძლიერი მხარდაჭერა არამხოლოდ NATO-ს 31 მოკავშირისგან, არამედ ბევრი სხვა პარტნიორისგან. „საერთო ჯამში, 50-ზე მეტი ქვეყანა მხარს გიჭერთ და გამარაგებთ თქვენ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით და 140-ზე მეტმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა თქვენს სუვერენიტეტს გაეროში. ამავდროულად, რუსეთი დაკნინებულია მსოფლიო ასპარეზზე, მოწყვეტილია საერთაშორისო ბაზრებისგან," - აღნიშნა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს გაფორმებული აქვს ჩარჩო კონტრაქტები უკრაინისთვის 2.4 მილიარდი ევროს ღირებულების „საკვანძო საბრძოლო მასალასთან“ დაკავშირებით. ”ეს მოიცავს შესაძლებლობებს, როგორიცაა 155 მილიმეტრიანი არტილერია და სატანკო მართვადი რაკეტები და სატანკო საბრძოლო მასალა. ეს დაეხმარება მოკავშირეებს, შეავსონ თავიანთი მარაგი და გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. რაც უფრო ძლიერი ხდება უკრაინა, მით უფრო ვუახლოვდებით რუსეთის აგრესიის დასრულებას, რუსეთს დღესვე შეუძლია იარაღი დადოს და ომი დაასრულოს,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი კიევში: იარაღი უკრაინისთვის არის გზა მშვიდობისკენ
უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, რადგან რაც უფრო ძლიერი იქნება ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება მისი პოზიცია ნებისმიერ მოლაპარაკების მაგიდასთან. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიევში თავდაცვის ინდუსტრიის პირველ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი. „მხოლოდ გამბედაობა არ აჩერებს თვითმფრინავებს. მარტო გმირობა ვერ მოერევა რაკეტებს. უკრაინას სჭირდება შესაძლებლობები. მაღალი ხარისხი. მაღალი რაოდენობა. და სწრაფად. არ არსებობს თავდაცვა მრეწველობის გარეშე," - განაცხადა სტოლტენბერგმა. მან შეაქო უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მიღწევები და აღნიშნა, რომ სამხედრო ტექნიკის წარმოებაში, დრონებიდან დაწყებული განაღმვითი აღჭურვილობით გაგრძელებული, უკრაინამ ინოვაცია მოახდინა „ელვის სისწრაფით." „რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება მათი პოზიცია ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს პარადოქსად ჟღერს, იარაღი უკრაინისთვის არის გზა მშვიდობისკენ," - განაცხადა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგი ზელენსკის: 50-ზე მეტი ქვეყანა გამარაგებთ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით, 140-ზე მეტმა ქვეყანამ მხარი დაგიჭირათ გაეროში NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დღეს, მოულოდნელი ვიზიტით კიევს 28 სექტემბერს ეწვია და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
რა მიზნით შეიკრიბა NATO-უკრაინის საბჭო
NATO-უკრაინის საბჭო (NUC) ოთხშაბათს შეიკრიბა, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ალიანსის გრძელვადიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი და წინ წასწიოს ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები. შეხვედრას გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანა ხელმძღვანელობდა. მას უკრაინის ვიცე-პრემიერი, ოლგა სტეფანიშინა ესწრებოდა. „გენერალური მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოებას ალიანსისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მან შეაქო მოკავშირეებისა და უკრაინის ძალისხმევა ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებების სწრაფად განხორციელებისთვის. „მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინისთვის არსებითი დახმარების გაწევას, მათ შორის NATO-ს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის მეშვეობით და ასრულებენ მნიშვნელოვან სამუშაოს, რათა უზრუნველყონ უკრაინის ძალების NATO-სთან სრული თავსებადობა. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ უკრაინა NATO-სთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე,“ - წერს ალიანსი გავრცელებულ ინფორმაციაში. NATO-უკრაინის საბჭო ვილნიუსის სამიტის შემდეგ პირველად შეიკრიბა: შეხვედრის შედეგები NATO-უკრაინის საბჭო პირველად, 26 ივლისს, ვილნიუსის სამიტის შემდეგ შეიკრიბა.
სტოლტენბერგმა ზელენსკი NATO-ს შტაბ-ბინაში მიიღო: თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის მინისტრ, რუსტემ უმაროვთან ერთად ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინას ეწვია. ზელენსკი ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდება და ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ზელენსკიმ სტოლტენბერგთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი მთავარი გზავნილი თავდაცვის მინისტრებისთვის იქნება უკრაინის პრიორიტეტები ომის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა მომავალ ზამთარს. მისი თქმით, NATO-ს ზოგიერთ ქვეყანას აქვს დათქმები უკრაინისთვის შორი მანძილის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით იმის შიშით, რომ ისინი შეიძლება, გამოყენებული იყოს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. ზელენსკიმ გაიმეორა, რომ იარაღი აუცილებელია უკრაინის ძალიან კონკრეტული გეოგრაფიული პუნქტების დასაცავად, როგორიცაა, ენერგეტიკული ქსელები ან მარცვლეულის ექსპორტის სატრანზიტო გზები. „ჩვენ გვჭირდება გარკვეული მხარდაჭერა ლიდერებისგან. ამიტომაც ვარ აქ დღეს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს რაკეტები და შორი მანძილის იარაღი,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. „თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა და თქვენი ღირებულებები ჩვენი ღირებულებებია. და ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდე ხანს, რამდენიც უკრაინას დასჭირდება. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობას და დავეხმარებით უკრაინას NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის,“ - განაცხადა თავის მხრივ, სტოლტენბერგმა. დღეს ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას გამართავს, ხოლო შემდეგ ალიანსის თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართავს. თავდაცვის მინისტრები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, „ჰამასის“ მიერ NATO-ს პარტნიორი ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტების შემდეგ. ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი NATO-ს მოკავშირეებს გააცნობს ისრაელის პასუხს,“ - იუწყება NATO-ს პრესსამსახური.
რა გარანტიები მიიღო ბრიუსელში ზელენსკიმ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის დახმარების პოტენციური შემცირება მსოფლიოსთვის მესამე მსოფლიო ომის რისკს ზრდის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბელგიის დედაქალაქში მისი ერთ-ერთი მიზანი იყო, მიეღო ერთგვარი გარანტიები, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი უკრაინის მხარდაჭერას რისკებს არ შეუქმნის. „მეშინია თუ არა, რომ მხარდაჭერა შემცირდება? არის მსგავსი რისკები. მაგრამ ეს არ არის რისკი მხოლოდ უკრაინისთვის. თუ თქვენ არ დაეხმარებით უკრაინას, მაშინ რუსეთი გაძლიერდება. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, იქნება ეს ერთი, ორი თუ სამი წელი, იმ შემთხვევაში, თუ ომი არ დასრულდება, რუსეთი ისევ დაბრუნდება და მთელ უკრაინას გაანადგურებს. შემდეგი კი ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნები იქნებიან. ამიტომ დახმარების შემცირება ყველასთვის რისკს წარმოადგენს. გარდა ამისა, ჩვენი საერთო რისკები მოიცავს იმას, დარჩება თუ არა ევროპა და NATO ერთიანი და დაიწყება თუ არა მესამე მსოფლიო ომი,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. სტოლტენბერგმა ზელენსკი NATO-ს შტაბ-ბინაში მიიღო: თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა ზელენსკიმ ასევე ისაუბრა მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ მსგავსი სიტუაცია რუსეთისთვის სასარგებლოა, რადგან ისინი დაინტერესებულნი არიან, რომ უკრაინის მიმართ დახმარება და ყურადღება შემცირდეს. ზელენსკიმ ოთხშაბათს, ბრიუსელში რამშტეინის შეხვედრის დროს მიიღო გარანტიები მოკავშირეებისგან, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება ისრაელში არსებული რთული სიტუაციის მიუხედავად. აღსანიშნავია, რომ NATO-ს თავდაცვის მინისტრები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, „ჰამასის“ მიერ NATO-ს პარტნიორი ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტების შემდეგ. ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი NATO-ს მოკავშირეებს ერთგვარ ანგარიშს ხვალ გააცნობს. „ამ საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრით ჩვენ ვახსენებთ მსოფლიოს, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კვლავაც ურყევია," - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა. მისი თქმით, აშშ გმობს აღმაშფოთებელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელზე. „ჩვენ ვდგავართ ჩვენი ისრაელელი პარტნიორების გვერდით და მაქსიმუმს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მათ ჰქონდეთ ყველაფერი ჰქონდეთ, რაც საკუთარი ქვეყნის დასაცავად სჭირდებათ. ისრაელს, როგორც ყველა სხვა ქვეყანას, აქვს უფლება დაიცვას თავი ტერორიზმისგან - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა. „დღეს ვერავინ იტყვის დაზუსტებით, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ გარკვეული შედეგები უკვე გვაქვს. პირველი, რუსეთი ვერ ჩაიგდებს ხელში უკრაინას, მეორე - რუსეთი ვერ შეძლებს შეიარაღების ახალ რბოლაში ჩართვას და მესამე - დემოკრატია მოიგებს ამ ომს, რადგან ჩვენს დროში ერების დამონება ვერ მოხდება. ყველამ იცის, რომ რუსეთის ამბიციები არასდროს შემოიფარგლებოდა უკრაინით და ჩვენ გვჯერა, რომ მისი ეს ამბიციები სწორედ უკრაინაში დამარცხდება," ამბობს ზელენსკი თავის მხრივ, ზელენსკი. სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დეტალურად განიხილა ოსტინთან და რამშტეინის ფორმატის მონაწილე მინისტრებთან, რა სჭირდება უკრაინას და ასევე კიევმა განიხილა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, რომ ისრაელში დაძაბულმა ვითარებამ გარკვეულწილად გავლენა მოახდინოს უკრაინასთა მიმართებით. „რა თქმა უნდა, პარტნიორები ირწმუნებიან, რომ უკრაინა დახმარებას მაინც მიიღებს, უკრაინას არავინ მიატოვებს,“ - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters
გერმანია ისრაელს დრონებს გადასცემს
NATO-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა საგანგებო სესიით დაიწყო, რომელსაც ვიდეოკონფერენციის საშუალებით ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტიც დაესწრო. ცნობილი გახდა, რომ ბერლინი ისრაელს საშუალებას მისცემს, Heron-ის ორი უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენოს, რომელსაც გერმანიის საჰაერო ძალები ისრაელში წვრთნებისთვის იყენებდნენ. „გარდა ამისა, არის მოთხოვნა გემებისთვის საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით, რომლებსაც ახლა ისრაელელებთან განვიხილავთ,“ - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა შეხვედრის წინ და აღნიშნა, რომ გერმანია ისრაელის გვერდით დგას. სტოლტენბერგი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთზე: არ გვაქვს ფუფუნება, ავირჩიოთ მხოლოდ ერთი გამოწვევა
სტოლტენბერგი: ზოგიერთ ინვესტორს მცდარი აზრი აქვს, რომ თავდაცვის ინდუსტრია არაეთიკურია
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შვედეთში, NATO-ს ინდუსტრიის ფორუმზე განაცხადა, რომ NATO-ს ურთიერთობა ინდუსტრიასთან უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე. სტოლტენბერგის თქმით, ინდუსტრიის ლიდერები NATO-ს პრიორიტეტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდნენ. „ზოგიერთ ინვესტორს მცდარი წარმოდგენა აქვს, რომ თავდაცვის ინდუსტრია რაღაცნაირად არაეთიკურია, მაგრამ არაფერია არაეთიკური მოკავშირეების დაცვაში ან საკუთარი ქვეყნის დასაცავად უკრაინელი ჯარისკაცების დახმარებაში. ნამდვილად, ინდუსტრიის გარეშე, არ არსებობს თავდაცვა, შეკავება და უსაფრთხოება. მთავრობებს, ერებსა და თავდაცვის ინდუსტრიას შორის ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანია,“- განაცხადა სტოლტენბერგმა. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ წარმოება უკრაინის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ ასევე გავაძლიეროთ საკუთარი შეკავება და თავდაცვა,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი უკრაინისადმი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაზრდას ითხოვს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა, რომ უკრაინას NATO-ს და სხვა მოკავშირეებისგან მეტი დახმარება სჭირდება, რადგან ბრძოლის ველზე მძიმე მდგომარეობა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო ვლადიმერ პუტინის გამარჯვებას არ დაუშვებს. „კიევმა უნდა შეინარჩუნოს სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი ევროპაში, ამიტომ უკრაინის სათანადო მხარდაჭერა ალიანსის ინტერესებშია. დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარების განხილვა იგეგმება.„მოველით, რომ შეხვედრის დროს განვიხილავთ უკრაინაში არსებულ სიტუაცია, სადაც ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. ვითარება ბრძოლის ველზე მძიმეა და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, რომ გავაგრძელოთ და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ," - განაცხადა სტოლტებერგმა ბრიუსელში ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, ჟურნალისტებთან.
სტოლტენბერგი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა უკრაინის მხარდაჭერას ერთად გააგრძელებენ
NATO-ს გენერალური მდივნის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი თუ გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება ტრაგიკული მოვლენა უკრაინელებისთვის, მაგრამ ეს ასევე საშიში პრეცედენტი იქნება NATO-სთვის. იენს სტოლტენბერგის თქმით, ავტორიტარი ლიდერები წახალისდებიან და ჩათვლიან, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სამხედრო ძალის გამოყენებით რაც უნდათ, იმას მიაღწევენ. „გეშინიათ თუ არა, რომ თუ ეს ომი უკრაინაში გაგრძელდება, ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს, მაგალითად, უნგრეთის მხარდაჭერა შემცირდება, ან იქნებ სხვა ვითარება ვიხილოთ აშშ-ში არჩევნების შემდეგ? გაწუხებთ ის, რომ ევროპელებს მოუწევთ უფრო მეტი ტვირთის ტარება?“ მიმართა ჟურნალისტმა სტოლტენბერგს. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ერთად გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება მათი პოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან. ამდენად, ჩვენ თუ გვინდა ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, იქამდე მისასვლელი გზა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე გადის, რათა ხელი შეეწყოს გადაწყვეტას, რომელიც იქნება ხანგრძლივი და სამართლიანი,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი გამოდის გაფრთხილებით ბალკანეთში რუსეთის გავლენებზე
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოვიდა გაფრთხილებით "სეპარატისტული და დაყოფის გამომწვევი რიტორიკის" შესახებ ბოსნია-ჰერცეგოვინაში და "მავნებლურ ჩარევაზე უცხოეთიდან", კერძოდ, რუსეთიდან. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მან დასავლეთ ბალკანეთში ტურნე დაიწყო. NATO-ს ხელმძღვანელი 20 ნოემბერს, მოგვიანებით, კოსოვოში ჩავა. ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეები "ძლიერად უჭერენ მხარს ბოსნია-ჰერცეგოვინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას" - მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ მოსკოვი ცდილობს რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რათა ყურადღება გადაიტანოს უკრაინაში მის მიერ წარმოებული ომიდან. „მოსკოვის ჩარევა "ქმნის სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრის და რეფორმების შესუსტების საფრთხეს," - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. NATO-მ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1992-95 წლების ბოსნიის ომის დასრულებაში და აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო გეგმის მიღწევაში, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა დაიყო სერბთა ერთეულად - რეპუბლიკა სრპსკად - და ბოსნიაკთა და ხორვატთა ფედერაციად. სამი ათწლეულის წინ, ყოფილი იუგოსლავიის დაშლისას სამოქალაქო ომის მიერ გამოწვეული ნგრევის შემდეგ ბოსნია ცდილობს, ეთნიკური ნიშნით დაყოფას გაუმკლავდეს.
სტოლტენბერგი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, რაც უკრაინის მიღწევებზე მიუთითებს
NATO-ს გენერალური მდივნის შეფასებით, სეპარატისტული ტერიტორიების რუსეთის მიერ სამხედრო ბაზების მოსაწყობად შესაძლო გამოყენება, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. იენს სტოლტენბერგის შეფასებით, რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, რაც აჩვენებს, თუ რა მიღწევები აქვთ უკრაინელებს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებზე თავდასხმების დროს. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებელია, რომ სეპარატისტული ტერიტორიები შესაძლოა, გამოყენებული იყოს რუსეთის მიერ სამხედრო ბაზების მოსაწყობად. ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მეტყველებს იმაზე, რამდენად შორს სურს რუსეთს წასვლა სამხედრო ამოცანების მისაღწევად უკრაინაში. ასევე, ეს ქმედებები იყო იძულება, გადასულიყვნენ თავდაცვით პოზიციაზე, რადგან უკრაინელებს რეალურად აქვთ წარმატებები რუსეთის სამხედრო-საზღვაო ობიექტებზე შეტევების დროს ყირიმში. შესაბამისად, რუსეთი ეძებს ალტერნატივებს. ეს აჩვენებს, რა მიღწევები აქვთ უკრაინელებს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებზე თავდასხმების დროს,“ – განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში, მედიასთან. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია: ვგმობთ რუსეთის განზრახვას, ააშენოს საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. რუსეთის გეგმა მკაცრად დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ. ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: უკანონოა, რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის
სტოლტენბერგი და ბლინკენი ბრიუსელში ადასტურებენ, რომ უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერა გაგრძელდება
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში ხვდება. გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მისი ლიდერობისა და უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. სტოლტენბერგი მიესალმა მდივნის ბლინკენის მტკიცე ერთგულებას NATO-სა და ტრანსატლანტიკური ალიანსის მიმართ. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მინისტრები განიხილავენ რამდენიმე საკითხს, მათ შორის: უკრაინა; ჩინეთი; დასავლეთ ბალკანეთი; და NATO-ს სამხრეთ სამეზობლო. განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში აღსანიშნავია, რომ შეხვედრა იმართება უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარების გაგრძელების ირგვლივ არსებული შეშფოთების ფონზე, რაც კონგრესში სადავო საკითხებმა გამოიწვია. სტოლტენბერგს ბლინკენმა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე კიევისადმი მხარდაჭერის კონტექსტში გამოჩენილი ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა. „ყოველთვის ძალიან კარგია დაბრუნება ბელგიაში, ბრიუსელში, აქ NATO-ში, რომელიც თითქმის მეორე სახლად იქცა ბოლო სამი წლის განმავლობაში. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ ალიანსთან, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, და თქვენ ნახეთ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში NATO ძალზედ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგანს, რათა გაუმკლავდეს ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ჩვენ ერთად ვდგავართ. ჩვენ მტკიცედ დავადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რადგან რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს. ჩვენ ველით მომავალ წელს ვაშინგტონში გამართულ სამიტს, რათა აღვნიშნოთ NATO-ს 75 წლის იუბილე, მაგრამ არამხოლოდ აღვნიშნოთ ეს წლისთავი, გავაგრძელოთ ალიანსის წინსვლა, მათ შორის, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლებსაც მისი წევრები იღებენ ჩვენი კოლექტიური თავდაცვისთვის. ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს, როგორც თქვენ თქვით, ასევე, დასავლეთ ბალკანეთში, NATO-ს პარტნიორებთან ერთად მთელი მსოფლიოდან, მათ შორის აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან. და რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ ღაზასა და უფრო ფართო ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე,“ - განაცხადა თავის მხრივ, ბლინკენმა. ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა დღეს, 28 ნოემბერს უკრაინისა და ისრაელის დახმარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კონგრესში კარგად ესმით საკითხის სწრაფად გადაწყვეტის მნიშვნელობა და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. მან ისრაელის დახმარებას მთავარი პრიორიტეტი უწოდა, ხოლო უკრაინის დახმარებას - კიდევ ერთი პრიორიტეტი. „ვფიქრობ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ და ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ," - განაცხადა ჯონსონმა. მას იმედი აქვს, რომ უახლოეს ხანში, ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევის საკითხი. „რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს ევროპაში მარშით გავლის საშუალებას და გვესმის [უკრაინის] დახმარების აუცილებლობა," - განმარტა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
რა გადაწვეტილებები მიიღეს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე
NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ალიანსის პირველი კვანტური სტრატეგია დაამტკიცეს. იენს სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეები ცოტა ხნის წინ შეთანხმდნენ NATO-ს საჰაერო ხომალდების AWACS-ის ფლოტის განახლებაზე, რაც ალიანსის ყველაზე დიდი შესყიდვაა. როგორც 15 ნოემბერს გახდა ცნობილი, NATO-მ ექსპლუატაციის ვადის გასვლის გამო, AWACS-ის Boeing-ის ექვსი ახალი E-7A Wedgetail-ის ტიპის თვითმფრინავით შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ჩინეთი წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. სტოლტენბერგმა მან ხაზი გაუსვა პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას, მათ შორის ინდო-წყნარ ოკეანეში. NATO-ს სამხრეთ სამეზობლოსთან დაკავშირებით, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან დანიშნა ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რათა შეისწავლოს რეგიონიდან წამოჭრილი გამოწვევები. ჯგუფი რეკომენდაციებს მომავალ გაზაფხულზე წარადგენს. NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის NATO-ს შეკავება და თავდაცვა, უკრაინის მხარდაჭერა და პარტნიორ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა. შეხვედრის შემდეგ გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება ახლო აღმოსავლეთში ომის გამო. ის მიესალმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების პაუზის გახანგრძლივებას, რამაც საშუალება მისცა ღაზის სექტორში მცხოვრებთათვის საჭირო დახმარებას, მეტი მძევლების გათავისუფლებას და მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. სტოლტენბერგი: NATO უკრაინის მხარდაჭერას არ შეწყვეტს - ეს არის გზავნილი რუსეთისთვის
სტოლტენბერგი განმარტავს, რა თვალსაზრისით განსხვავდება ერთმანეთისგან ღაზის სექტორისა და უკრაინის საკითხი
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორსა და უკრაინაში ვითარება მრავალი თვალსაზრისით განსხვავებულია, უკრაინა არასოდეს წარმოადგენდა საფრთხეს რუსეთისთვის. სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ სიტუაცია ღაზაში და სიტუაცია უკრაინაში ბევრი რამით განსხვავებულია. „უკრაინა არასოდეს წარმოადგენდა საფრთხეს რუსეთისთვის. უკრაინა არასოდეს შეუტევია რუსეთისთვის. რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო არაპროვოცირებული შეჭრა, სრულმასშტაბიანი შეჭრა სხვა ქვეყანაში,“ - განაცხადა ალიანსის ხელმძღვანელმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს არაპროვოცირებული თავდასხმისგან თავდაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უფლება. სტოლტენბერგმა განმარტა, რომ ჰუმანიტარული სამართალი ყველა კონფლიქტში უნდა იყოს დაცული და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ყოველთვის დაცული უნდა იყოს. „თავდაცვის უფლება გათვალისწინებულია გაეროს წესდებაში, ამიტომ საერთაშორისო სამართალი, ჰუმანიტარული სამართალი მოქმედებს ყველა კონფლიქტში და ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ეს ეხება ეროვნული კანონმდებლობის დაცვას,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, სამშაბათს, 28 ნოემბერს ბელგიის დედაქალაქში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო.
NATO-უკრაინის საბჭოზე დამტკიცდა წლიური პროგრამა, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისთვის უკრაინის მომზადებას ისახავს მიზნად
უკრაინა-NATO-ს საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა წლიური პროგრამა, რომელიც ალიანსში წევრობისთვის უკრაინის მომზადებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს ჩვენ დავამტკიცეთ მომავალი წლის ამბიციური სამუშაო პროგრამა. ის მოიცავს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ინოვაციებს და თავსებადობას,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის თქმით, მიმდინარეობს NATO-ს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის ტრანსფორმაცია დახმარების მრავალწლიან პროგრამად, რათა დაეხმარონ „უკრაინას საბჭოთა პერიოდიდან NATO-ს აღჭურვილობასა და სტანდარტებზე გადასვლაში. სტოლტენბერგმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ NATO მხარს უჭერს უკრაინას წევრობის გზაზე. როგორც ცნობილია, საბჭოს პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 29 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა.
სტოლტენბერგი: უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ როგორც ცუდ, ისე კარგ დროს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ ტელეარხ Das Erste-სთვის მიცემულ ინტერვიუში განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომი და ვითარებას კრიტიკული უწოდა. „ცუდი ამბებისთვის უნდა მოვემზადოთ. კონფლიქტები ეტაპობრივად ვითარდება.მაგრამ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ როგორც ცუდ, ისე კარგ დროს,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა აღიარა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ვერ მოახერხეს კიევისთვის საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალის მიწოდება. კითხვას, თუ როგორ უნდა მოიქცეს ახლა უკრაინის არმია, სტოლტენბერგმა უპასუხა, რთულ გადაწყვეტილებებს უკრაინის ხელმძღვანელობა და სამხედროები იღებენ. გასულ თვეში The Economist-თან ინტერვიუს დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, ხოლო უკრაინული კონტრშეტევა შესაძლოა, პოზიციურ ომად შეიცვალოს და წლები გაგრძელდეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი, ვალერი ზალუჟნის ინტერვიუს შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ არ თვლის, უკრაინის ფრონტზე ვითარება ჩიხშია. ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს. „ეს არ არის ჩიხი. რუსეთი ცას აკონტროლებს. ჩვენ ჩვენს ჯარებს ვიცავთ. არავის [უკრაინაში] არ სურს ჩვენი ხალხი უბრალოდ ჩააგდოს [ბრძოლაში], როგორც ამას რუსეთი აკეთებს," - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, კიევი ცაში რუსების უპირატესობას მას შემდეგ დაძლევს, რაც უკრაინელი პილოტები F-16-ებზე წვრთნებს დაასრულებენ. ახლახან Associated Press-თან საუბარში კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ რომ შეიარაღების ნაკლებობის გამო უკრაინამ სასურველ შედეგს ჯერ ვერ მიაღწია. შეკითხვას, კმაყოფილია თუ არა კონტრშეტევის შედეგებით, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ კმაყოფილია, რადგან მსოფლიოს მეორე არმიასთან ბრძოლაში უკან არ იხევენ, მაგრამ კმაყოფილი ვერ იქნება დანაკარგებით და იმით, რომ სასურველი იარაღი სრულად არ მიუღიათ. ზელენსკი შიშობს, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს დაჩრდილავს და საფრთხეს შეუქმნის დასავლეთის სამხედრო დახმარების ნაკადს. „ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ადამიანებს, რომ დაივიწყონ აქ მიმდინარე ომი,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. რაც შეეხება ევროკავშირს, უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა გაზაფხულზე გამოაცხადა სამფაზიანი გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი უკრაინას 12 თვის განმავლობაში მილიონ საარტილერიო საბრძოლო მასალას მიაწვდიდნენ, თუმცა წლის ბოლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ამ მოცულობის გეგმების შესრულებას ვერ ახერხებს. თუმცა ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გეგმა ევროკავშირისთვის კვლავ პოლიტიკურ მიზნად რჩება.
სტოლტენბერგი: რაც უფრო მეტად დავუჭერთ მხარს უკრაინას, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი
NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ უფრო უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვით ომში, მიუხედავად ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციისა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ARD-თან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი. სტოლტენბერგმა აღნშნა, რომ ის ყოველთვის ფრთხილია ბრძოლის ველზე სიტუაციის პროგნოზირებასთან დაკავშირებით, რადგან ომი არსებითად არაპროგნოზირებადია. თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტ მხარდაჭერას გაუწევს ალიანსი უკრაინას, მით უფრო სწრაფად დასრულდება ეს ომი. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინისთვის ტრაგედია იქნება, თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს და რომ ეს სახიფათო იქნება თავად ალიანსისთვისაც, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მიაღწიოს გამარჯვებას. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის ფრონტის ხაზზე ბევრი არაფერი შეცვლილა. თუმცა უკრაინულმა ძალებმა შეძლეს და რუსეთის ჯარებს დიდი ზარალი მიაყენეს. სტოლტენბერგი: უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ როგორც ცუდ, ისე კარგ დროს
მოკავშირეები მზად არიან, გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა - სტოლტენბერგი უმეროვს
თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. NATO-ის ინფორმაციით, ზამთრის დაწყებასთან ერთად, რომელიც გაართულებს ბრძოლას, უმეროვმა და სტოლტენბერგმა ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები და უკრაინის გადაუდებელი სამხედრო საჭიროებები განიხილეს. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები მზად არიან, გააძლიერონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რადგან ის იცავს თავს რუსეთის შეჭრისგან. გენერალურმა მდივანმა გაიმეორა, რომ NATO გრძელვადიან მხარდაჭერას გაუწევს უკრაინას, რათა უკრაინის ძალები NATO-სთან სრულად თავსებადი გახდეს და კიდევ უფრო დააახლოოს ის ალიანსს. გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა და მინისტრმა უმეროვმა ასევე განიხილეს უკრაინის გზა NATO-ში გაწევრიანებისკენ და უკრაინის რეფორმების ძალისხმევა. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება, როდესაც ყველა მოკავშირე შეთანხმდება და როცა დაკმაყოფილდება პირობები. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის ცნობით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მან NATO-ს გენერალურ მდივანთან განიხილა ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა და ზამთრისთვის უკრაინისთვის აუცილებელი საჭიროებები. „თავდაცვის სამინისტრო NATO-სთან შეიარაღებული ძალების თავსებადობის უზრუნველსაყოფად მუშაობს. უკრაინის ნატოში გაწევრიანება გარდაუვალია. ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხანია, აირჩია ეს გზა და ახლა ჩვენ პრაქტიკულ ნაბიჯებზე ვმუშაობთ, რათა NATO-ს წევრობას მივუახლოვდეთ,“ - წერს უმეროვი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). გასულ თვეში The Economist-თან ინტერვიუს დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, ხოლო უკრაინული კონტრშეტევა შესაძლოა, პოზიციურ ომად შეიცვალოს და წლები გაგრძელდეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი, ვალერი ზალუჟნის ინტერვიუს შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ არ თვლის, უკრაინის ფრონტზე ვითარება ჩიხშია. ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს. „ეს არ არის ჩიხი. რუსეთი ცას აკონტროლებს. ჩვენ ჩვენს ჯარებს ვიცავთ. არავის [უკრაინაში] არ სურს ჩვენი ხალხი უბრალოდ ჩააგდოს [ბრძოლაში], როგორც ამას რუსეთი აკეთებს," - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, კიევი ცაში რუსების უპირატესობას მას შემდეგ დაძლევს, რაც უკრაინელი პილოტები F-16-ებზე წვრთნებს დაასრულებენ. ახლახან Associated Press-თან საუბარში კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ რომ შეიარაღების ნაკლებობის გამო უკრაინამ სასურველ შედეგს ჯერ ვერ მიაღწია. შეკითხვას, კმაყოფილია თუ არა კონტრშეტევის შედეგებით, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ კმაყოფილია, რადგან მსოფლიოს მეორე არმიასთან ბრძოლაში უკან არ იხევენ, მაგრამ კმაყოფილი ვერ იქნება დანაკარგებით და იმით, რომ სასურველი იარაღი სრულად არ მიუღიათ. ზელენსკი შიშობს, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს დაჩრდილავს და საფრთხეს შეუქმნის დასავლეთის სამხედრო დახმარების ნაკადს. „ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ადამიანებს, რომ დაივიწყონ აქ მიმდინარე ომი,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. რაც შეეხება ევროკავშირს, უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა გაზაფხულზე გამოაცხადა სამფაზიანი გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი უკრაინას 12 თვის განმავლობაში მილიონ საარტილერიო საბრძოლო მასალას მიაწვდიდნენ, თუმცა წლის ბოლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ამ მოცულობის გეგმების შესრულებას ვერ ახერხებს. თუმცა ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გეგმა ევროკავშირისთვის კვლავ პოლიტიკურ მიზნად რჩება.
იენს სტოლტენბერგი: კრემლი ხანგრძლივი და გამანადგურებელი ომისთვის ემზადება
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, „არ არსებობს რაიმე ნიშნები იმისა, რომ პუტინი ემზადება მშვიდობისთვის. იენს სტოლტენბერგის თქმით, პირიქით, კრემლი ხანგრძლივი და გამანადგურებელი ომისთვის ემზადება. „კიევისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა ომის გახანგრძლივებას გამოიწვევს და არა მის შეწყვეტას. თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, არსებობს რეალური რისკი, რომ მისი აგრესია ამით არ დასრულდება,“ განაცხადა სტოლტენბერგმა სლოვაკეთის პრემიერის მასპინძლობისას. მან რობერტ ფიცო NATO-ს შტაბ-ბინაში მიიღო. აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის ახალი პრემიერი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ეწინააღმდეგება. მისმა მთავრობამ კიევს სამხედრო მხარდაჭერას უკვე შეუჩერა. როგორც NATO-ს პრესსამსახური იუწყება, შეხვედრაზე მხარებმა სხვა საკითხებთან ერთად, ასევე განიხილეს უკრაინის მხარდაჭერისა და ალიანსის შეკავება/თავდაცვის შემდგომი გაძლიერების საკითხები. კულება სლოვაკეთის ახალი მთავრობის მინისტრს პირველად შეხვდა
სტოლტენბერგი: პუტინმა უკრაინა სამუდამოდ დაკარგა, ეს არის რუსეთის მთავარი სტრატეგიული მარცხი
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ უკრაინა საბოლოოდ გამოვიდა რუსეთის გავლენის სფეროდან. სტოლტენბერგი არ ელის ომის მალე დასრულებას და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს უკრაინის დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. NATO-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთი დიდი სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნებს ვეღარ მიაღწევს. „პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის NATO-სა და ევროკავშირისკენ მისწრაფების შეჩერება იყო, მაგრამ თითქმის ორწლიანი ომის შემდეგ, უკრაინა NATO-სთან და ევროკავშირთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. მანვე აღნიშნა, რომ „პრეზიდენტმა პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა. ეს არის რუსეთის მთავარი სტრატეგიული მარცხი.“ NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინაში მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ დისკუსიებზე საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის გადასაწყვეტია.
NATO უკრაინაზე რუსულ სარაკეტო იერიშებს, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის იარაღით თავდასხმებს გმობს - სტოლტენბერგი
NATO მკაცრად გმობს რუსული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებს უკრაინელ სამოქალაქო პირებზე, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის იარაღით. შესაბამისი განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-უკრაინის საბჭოს სხდომაზე გააკეთა. „პუტინი მეორე წელია, ცდილობს მასიური დარტყმებით უკრაინის გატეხვას, მაგრამ მას ეს არ გამოუვა. რუსეთის სისასტიკის კამპანია მხოლოდ აძლიერებს უკრაინის გადაწყვეტილებას. როდესაც მოსკოვი აძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას. ჩვენ გავაგრძელებთ მამაცი უკრაინელების გვერდით დგომას, როდესაც ისინი რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიულ ომში იბრძვიან,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
„ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები“ - ზელენსკი სტოლტენბერგს შეხვდა
დავოსში სამუშაო დღე უკრაინის პრეზიდენტმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრით დაიწყო. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იენს სტოლტენბერთან შეხვედრაზე ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები განიხილა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გენერალურ მდივანს გააცნო რუსეთის მხრიდან მასობრივი ავიადარტყმების შედეგები და ხაზი გაუსვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობას. საუბარი შეეხო უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას, ვაშინგტონის სამიტისთვის მზადებასა და პარტნიორებთან მუშაობას უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებზე, რომლებიც გასულ ზაფხულს, G7-ის ფარგლებში გაფორმდა და ძალაში იქნება უკრაინის NATO-ში გაწევრიანებამდე. ზელენსკიმ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის. დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. უკრაინის პრეზიდენტი დავოსში 15 იანვარს ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა შვეიცარიის პრეზიდენტთან, რომელმაც დაადასტურა, რომ შვეიცარია მზად არის, ორგანიზება გაუწიოს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხზე. დღეს, 16 იანვარს ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.
სტოლტენბერგი: ბრძოლის ველზე არსებული სერიოზული ვითარების მიუხედავად, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, ბრძოლის ველზე არსებული სერიოზული ვითარების მიუხედავად, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. სტოლტენბერგი ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შესახებ საუბრობს. „შესანიშნავია, რომ დღე დავოსში პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრით დაიწყო. ბრძოლის ველზე არსებული სერიოზული ვითარების მიუხედავად, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს: უკრაინა ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, უკრაინელებმა უარყვეს რუსეთი და აირჩიეს დასავლეთი; უკრაინა უფრო ახლოს არის NATO-სთან, ვიდრე ოდესმე,“ - აღნიშნავს სტოლტენბერგი NATO-ს პრესსამსახურის ცნობით. „ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები“ - ზელენსკი სტოლტენბერგს შეხვდა
სტოლტენბერგი: გავაფორმეთ $1,2 მილიარდიანი კონტრაქტი, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი საბრძოლო მასალისთვის ბრძოლად გადაიქცა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოკავშირეებმა საკუთარი მარაგები შეავსონ, რადგან ალიანსი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, როდესაც NATO-მ 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესყიდვის მიზნით, 1,2 მილიარდი დოლარის მოცულობის კონტრაქტს მოაწერა ხელი. „მივესალმები მოკავშირეების ვალდებულებას, განახორციელონ ძირითადი ახალი ინვესტიციები. კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა გადავუხადო NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს ყველაფრისთვის, რასაც ამის შესასრულებლად აკეთებენ. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი საბრძოლო მასალისთვის ბრძოლად გადაიქცა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოკავშირეებმა საკუთარი მარაგები შეავსონ, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტო მოკავშირეებს თავიანთი რესურსების გაერთიანების საშუალებას აძლევს. მათ უნდა მივცეთ იარაღი და საბრძოლო მასალა, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოება. მას შემდეგ, რაც ჩვენ შევთანხმდით NATO-ს თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმაზე გასულ ივლისში, NSPA-მ დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები დადო. ეს მოიცავს დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს ჰაუბიცის ჭურვებისთვის, სატანკო საბრძოლო მასალისთვის, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისთვის და 155 მილიმეტრიანი საბრძოლო მასალისთვის, 5,5 მილიარდ დოლართან ერთად, რომელიც Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის იყო განკუთვნილი. ეს არის მნიშვნელოვანი სტიმული ჩვენი ტრანსატლანტიკური თავდაცვის ინდუსტრიისთვის, რომელიც გვეხმარება, რომ დავაკმაყოფილოთ ჩვენი უსაფრთხოების საჭიროებები და გავაგრძელოთ უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მხარდაჭერა,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი: NATO მზადაა, მოსკოვს არასწორი გათვლებისთვის სივრცე არ დაუტოვოს, ვიდრე ამას ვაკეთებთ, NATO-ს ტერიტორიაზე თავდასხმა არ იქნება
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან NATO-ს ქვეყნებისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ NATO რუსეთის ქმედებებს აკვირდება. მან აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო ქვედანაყოფების დიდი რაოდენობით განლაგების, თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდითა და სწავლებების დიდი რაოდენობით NATO ცდილობს, არ დაუშვას მიმდინარე ომის ესკალაცია. „NATO-ს ნებისმიერ წევრის წინააღმდეგ პირდაპირ ან გარდაუვალ საფრთხეს ვერ ვხედავთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი, გავზარდეთ ჩვენი სიფხიზლე, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში წარმომადგენლობა, მაგრამ ამის მთელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ NATO-ს წევრზე თავდასხმა თავიდან ავიცილოთ,” - განაცხადა სტოლტენბერგმა. Steadfast Defender 2024 NATO-ს ყველაზე დიდი სწავლება იქნება ათწლეულების განმავლობაში, რომლებშიც მონაწილეობას 90 ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს მზადყოფნა და ძალა, რათა არასწორი გათვლების ან გაუგებრობების ნებისმიერი შესაძლებლობა აღმოვფხვრათ, რომლებიც მოსკოვში არსებობს NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვისთვის ჩვენი მზადყოფნის შესახებ. ვიდრე ამას ვაკეთებთ, NATO-ს ტერიტორიაზე თავდასხმა არ იქნება,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი აშშ-ში ჩადის
27 იანვრიდან პირველ თებერვლამდე NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ინფორმაციას NATO-ს პრესსამსახური ავრცელებს. 29 იანვარს გენერალური მდივანი ვაშინგტონში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მაღალჩინოსნებთან, მათ შორის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან. 30 იანვარს, სტოლტენბერგი შეხვდება წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს, პალატის დემოკრატ ლიდერს, ჰაკიმ ჯეფრისს, სენატის რესპუბლიკელ ლიდერს, მიჩ მაკკონელს, ასევე სხვა დემოკრატ და რესპუბლიკელ წარმომადგენლებსა და სენატორებს.
სტოლტენბერგი ვაშინგტონში: უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშია. „რუსეთის გამარჯვება წაახალისებს ირანს, ჩრდილოეთ კორეას და ჩინეთს. ეს მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის და მნიშვნელოვანია ამერიკის უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა ემსახურება აშშ-ის ინტერესებს,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. „ჩვენი მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში, რადგან ვიცით, რომ ამას ყურადღებით აკვირდებიან პეკინშიც. ჩვენ ასევე ვხედავთ, როგორ უჭერს მხარს ჩინეთი რუსეთის ეკონომიკას, მათ შორის, თავდაცვის წარმოებას, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იმეორებს ჩინეთი და ავრცელებს იმავე ნარატივს ომის შესახებ, როგორც რუსეთი. უნდა გვახსოვდეს, რომ სრულმასშტაბიან შემოჭრამდე სულ რაღაც დღით ადრე, ჩინეთმა და რუსეთმა პრეზიდენტმა სიმ და პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ პარტნიორობის შეთანხმებას, სადაც ერთმანეთს უსაზღვრო პარტნიორობას დაჰპირდნენ. ასე რომ, მე მესმის, რომ ბევრი მოკავშირე ასევე შეშფოთებულია ჩინეთით,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
NATO ისტორიაში ყველაზე ძლიერი და წარმატებული ალიანსია - ოსტინი სტოლტენბერგთან შეხვედრაზე
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პენტაგონში გამართული შეხვედრის დროს, უკრაინისადმი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, NATO უფრო ძლიერი და ერთიანი გახდა. „NATO არის ყველაზე ძლიერი და წარმატებული ალიანსი ისტორიაში და ჩვენ ვაპირებთ, რომ არჩეული გზა შევინარჩუნოთ,“ - აღნიშნა ოსტინმა. სტოლტენბერგმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე ვითარება რთულია, მაგრამ NATO-ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. ოსტინმა აღნიშნა, რომ როდესაც ფინეთი გასულ წელს შეუერთდა NATO-ს, ამ ფაქტმა სამხედრო ალიანსი კიდევ უფრო გააძლიერა. „ძალიან მოხარული ვარ, რომ თურქეთის პარლამენტმა გასულ კვირას მხარი დაუჭირა შვედეთს NATO-ს გაწევრიანებასაც. ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ მალე შვედეთს მივესალმებით NATO-ში," - აღნიშნა ოსტინმა. ვაშინგტონში ვიზიტისას სტოლტენბერგი ენტონი ბლინკენის გარდა, ერვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს ჯეიკ სალივანსაც შეხვდა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა განიხილეს თურქეთის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების ბოლოდროინდელი დამტკიცება, ალიანსის მხარდაჭერა უკრაინისადმი და 2024 წლის ივლისის სამიტი ვაშინგტონში. „მათ გაცვალეს მოსაზრებები მოკავშირეთა პროგრესზე თავდაცვითი წარმოების გაზრდის კუთხით და გამოთქვეს შეშფოთება DPRK-ის (კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა), ექსპორტისა და რუსეთის მიერ ჩრდილოე კორეისგან სამხედრო ტექნიკის შესყიდვის, ასევე რუსეთის მიერ ამ ტექნიკის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენების შესახებ. მათ ასევე ხაზი გაუსვეს მოკავშირეების ერთგულებას სამხედრო მზადყოფნისა და NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვის მიმართ,“ - ნათქვამია განცხადებაში.
იენს სტოლტენბერგმა კონგრესში დავის ფონზე, უკრაინის დახმარების საკითხი ამერიკელ კანონმდებლებთან განიხილა
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს და კონგრესის სხვა წევრებს შეხვდა. მან უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. ნფორმაცია ალიანსის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ეს მხარდაჭერა უკრაინის გადარჩენისა და ევროპის სტაბილურობისთვის გადამწყვეტია. გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძლიერი NATO შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებში შედის. „NATO-ს მეშვეობით აშშ-ს უფრო მეტი მეგობარი და მოკავშირე ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
„ჯაველინებმა“ გადამწყვეტი როლი შეასრულეს უკრაინაში, ომის პირველ კვირებში - სტოლტენბერგი
„უკრაინელებმა შეძლეს რუსი დამპყრობლების უკუგდება, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ „ჯაველინები“ და მათ გადამწყვეტი როლი შეასრულეს ომის პირველ კვირებში,“ ეს განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ში გააკეთა, როდესაც ამერიკული მწარმოებლის Lockheed Martin-ის ქარხანაში მივიდა. „აქ ვარ, რათა მადლობა გადაგიხადოთ და გამოვხატო მადლიერება NATO-ს სახელით, ყველა მოკავშირის სახელით და ასევე უკრაინაში უნიფორმაში ჩაცმული მამაცი კაცებისა და ქალების სახელით. სახელი "Lockheed Martin" არის ინოვაციის და ტექნიკური ბრწყინვალების სინონიმი. ათწლეულების განმავლობაში თქვენ ეხმარებოდით ამერიკულ და NATO-ს ძალებს თავიანთი ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნებაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის. ამდენად, მე მოვედი აქ მარტივი გზავნილით. ერთი მილიარდი ადამიანის სახელით NATO-ს მოკავშირე ქვეყნებში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ,“ აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით ლიდერია, მაგრამ შეერთებული შტატები მარტო არ არის. სტოლტენბერგის თქმით, ერთად, ევროპისა და კანადის მიერ გაღებული მხარდაჭერა აშშ-ის ხარჯებს აღემატება.
სტოლტენბერგმა აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა: NATO-ს მოკავშირეები მსოფლიოს ეკონომიკური და სამხედრო ძალის ნახევარს წარმოადგენენ
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა. როგორც Europetime-ს ალიანსის პრესამსახურიდან აცნობეს, სტოლტენბერგი აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის (SOCOM) შტაბბინაში, ტამპაში, ფლორიდაში იმყოფებოდა. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ მოკავშირეების გაზრდილი თავდაცვითი ხარჯები არამხოლოდ გააძლიერებს ეროვნულ შესაძლებლობებს, არამედ ხელს შეუწყობს უფრო მეტ თანამშრომლობას ალიანსში. უსაფრთხოების საფრთხეებსა და მზარდი გამოწვევების გლობალურ ხასიათზე მითითებით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO-ს მოკავშირეები ერთად შეადგენენ მსოფლიოს ეკონომიკური და სამხედრო ძალის ნახევარს. „NATO კარგი გარიგებაა ყველა მოკავშირისთვის… NATO კარგი გარიგებაა შეერთებული შტატებისთვის,“ აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. ორშაბათს გენერალურ მდივანს დისკუსია ჰქონდა აშშ-ის მაღალჩინოსნებთან და სახელმწიფო მდივანთან. ის ასევე შეხვდა თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს ჯეიკ სალივანს, რათა განეხილათ უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელება და ასევე მზადება ნატოს სამიტისთვის ამ ივლისში ვაშინგტონში. „პუტინი უკრაინაში ომს ვერ მოიგებს“ - სტოლტენბერგის და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ერთობლივი განცხადება იენს სტოლტენბერგმა კონგრეში დავის ფონზე, უკრაინის დახმარების საკითხი ამერიკელ კანონმდებლებთან განიხილა „ჯაველინებმა“ გადამწყვეტი როლი შეასრულეს უკრაინაში, ომის პირველ კვირებში - სტოლტენბერგი
„პუტინი უკრაინაში ომს ვერ მოიგებს“ - სტოლტენბერგის და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ერთობლივი განცხადება
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „დღეს ჩვენ შევხვდით, რათა განგვეხილა NATO-ს როლი ამერიკის უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში და შევთანხმდით, რომ ვიმუშაოთ თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, მათ შორის, NATO-ს მომავალ სამიტზე, რომელსაც ვაშინგტონი მასპინძლობს. ჩვენ ხაზი გავუსვით პრეზიდენტ პუტინისადმი მკაფიო, გადამწყვეტი გზავნილის გაგზავნის მნიშვნელობას, რომ ის უკრაინაში ომს ვერ მოიგებს. განვიხილეთ ჩინეთის მზარდი საფრთხე და გამოწვევა, შევთანხმდით, რომ NATO-ში ერთად დგომა გლობალური კონკურენციისთვის უკეთ მომზადების საშუალებას გვაძლევს,“ - წერენ განცხადების ავტორები. „ჩვენ დავგმეთ ირანის დესტაბილიზაციის გამომწვევი როლი ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის, მისი მხარდაჭერა მებრძოლებისა და ტერორისტული ჯგუფებისთვის, რომლებიც თავს დაესხნენ მოკავშირეთა ძალებს, კომერციულ გადაზიდვებსა და ისრაელის მსგავს მნიშვნელოვან პარტნიორებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. იენს სტოლტენბერგმა კონგრეში დავის ფონზე, უკრაინის დახმარების საკითხი ამერიკელ კანონმდებლებთან განიხილა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
NATO-ში მოელიან, რომ წელს თავდაცვისთვის მშპ-ს 2%-ს 18 მოკავშირე დახარჯავს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მოსალოდნელია, რომ 18 ქვეყანა დააკმაყოფილებს 2%-იან მიზანს. თავდაცვის მინისტრები ხუთშაბათს (2024 წლის 15 თებერვალს) ბრიუსელში შეხვდებიან, რათა ვაშინგტონის სამიტისთვის მოემზადონ. შეხვედრის წინ გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა თავდაცვის ხარჯების ისტორიულ პროგრესს. „გასულ წელს ჩვენ დავინახეთ უპრეცედენტო ზრდა 11%-ით ევროპელ მოკავშირეებსა და კანადაში. წელს ველით 18 მოკავშირეს - რეკორდულ რაოდენობას, რომელიც თავდაცვისთვის მშპ-ს 2%-ს დახარჯავს,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის ევროპული ქვეყნები წელს თავდაცვაში 380 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ.
„არ უნდა დავტოვოთ სივრცე არასწორი გათვლებისთვის“ - სტოლტენბერგის გზავნილი დონალდ ტრამპს
NATO-ს გენერალური მდივანის კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სადავო განცხადებაზე, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეს, საერთაშორისო აქტირების განხილვის თემად იქცა. „NATO-მ ალიანსზე თავდასხმის აღკვეთა 75 წლის განმავლობაში შეძლო. NATO-ს იდეა და აქცენტი ომის თავიდან აცილებაა. ნებისმიერი წინადადება, რომ ჩვენ ერთმანეთს არ დავიცავთ, ჩვენს უსაფრთხოებას ძირს უთხრის,“ - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა, როდესაც ჰკითხეს BBC-მ შემდეგი შეკითხვა დაუსვა: თქვენ უკვე გაავრცელეთ განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ძირს უთხრიან NATO-ს უსაფრთხოებას და ჯარისკაცებს საფრთხეში აყენებენ. შეგიძლიათ, განმარტოთ, რას გულისხმობთ ამაში? და იზიარებთ პრეზიდენტ ბაიდენის მოსაზრებას, რომ დონალდ ტრამპის განცხადებები სულელური და საშიში იყო? ცალკე, ხარჯებთან დაკავშირებით, თქვენ ხაზი გაუსვით NATO-ს ხარჯების ზრდას, ზრდას, იმ მოლოდინით, რომ 18 ქვეყანა დააკმაყოფილებს 2%-იან მიზანს, რომელიც თავდაცვაზე უნდა დაიხარჯოს. რას იტყვით, არის თუ არა ეს მუქარა დონალდ ტრამპისგან? თუ ეს არის ვლადიმერ პუტინის მუქარა, რა იყო ამის მთავარი მოტივატორი? იენს სტოლტენბერგი: 75 წლის განმავლობაში, NATO ნებისმიერი მოკავშირის წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმის აცილებას ახერხებდა. ჩვენ ეს გავაკეთეთ, რადგან NATO-ს ყველა მოკავშირისგან აბსოლუტურად მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ჩვენ ჩვენს მოკავშირეებს ვიცავთ. NATO-ს მთელი იდეაც ხომ ის არის, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე გამოიწვევს პასუხს მთელი ალიანსისგან. NATO-ს მიზანის სწორედ ომის თავიდან აცილებაა, მშვიდობის შენარჩუნება, მოკავშირეებზე თავდასხმის აღკვეთა და ათწლეულებია, ჩვენ ამას წარმატებით ვაკეთებთ. ამდენად, ნებისმიერი წინადადება იმის შესახებ, რომ ჩვენ ერთმანეთის მხარდასაჭერა არ ვართ; რომ არ ვაპირებთ ერთმანეთის დაცვას, ძირს უთხრის ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას და ზრდის რისკებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოქმედებით, მაგრამ ასევე სიტყვებით, მკაფიოდ დავამტკიცოთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ NATO-ს ვალდებულებას, დავიცვათ და დავიცვათ ყველა მოკავშირე. კარგი ამბავი ის არის, რომ სწორედ ამას აკეთებენ NATO-ს მოკავშირეები. NATO-ს აქვს შესაძლებლობებ იდა ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე გარდაუვალ საფრთხეს რომელიმე მოკავშირის წინააღმდეგ. იმის გამო, რომ 2014 წლიდან ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ ჩვენი კოლექტიური დაცვა. _BBC-მ სტოლტენბერგს დამაზუსტებელი შეკითხვა დაუსვა: რა არის თქვენი გზავნილი კონკრეტულად დონალდ ტრამპისთვის? სტოლტენბერგი: ჩვენ არ უნდა შევლახოთ NATO-ს შეკავებისადმი სანდოობა. და ეს ეხება იმ შესაძლებლობებსაც, რომლებშიც ჩვენ ინვესტირებას ვახორციელებთ. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ სივრცე არასწორი გათვლებისთვის ან გაუგებრებისთვის მოსკოვში, ჩვენი მზადყოფნისა და ჩვენი ვალდებულების შესახებ. ამის მიზეზი კი არა კონფლიქტის პროვოცირება, არამედ, კონფლიქტის თავიდან აცილებაა, როგორც ამას NATO წარმატებით აკეთებდა 75 წლის განმავლობაში. NATO-ში აშშ-ის ელჩმა ტრამპის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა _ვაშინგტონში თქვენი ვიზიტის დროს თქვენ თქვით, რომ გქონდათ საშუალება, გესაუბროთ რესპუბლიკელ ლიდერებთან, კონგრესის ორივე პალატაში და ასევე რესპუბლიკელებთან აფილირებულ ანალიტიკურ ცენტრებთან. და იქ თქვენი მოლაპარაკებების ფონზე, იყო თუ არა თქვენთვის მოულოდნელი გასულ კვირას ტრამპის განცხადება? ან შეესაბამება იმას, რაც გსმენიათ ვაშინგტონში ყოფნის დროს? მიმართა ჟურნალისტმა გენერალურ მდივანს. იენს სტოლტენბერგი: მე შევხვდი ბევრ რესპუბლიკელს და ორივე მხარის წარმომადგენელეს როგორც პალატაში, ასევე სენატში, ყველა მათგანის გზავნილი და ფართო შეთანხმება იყო ძლიერი მხარდაჭერა NATO-სადმი და ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისადმი, ამიტომ მივესალმები აშშ-ის სენატის გადაწყვეტილებას უკრაინის დახმარების პაკეტის შესახებ და იმედი მაქვს, რომ პალატა შეთანხმდება, ან იპოვიან წინსვლის გზას, რათა უკრაინამ გააგრძელოს არსებითი სამხედრო მხარდაჭერის მიღება. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ძლიერი NATO მნიშვნელოვანია ევროპისთვის, მაგრამ ძლიერი NATO ასევე კარგია შეერთებული შტატებისთვის. იმის გამო, რომ NATO-ს მეშვეობით, შეერთებულ შტატებს აქვს ის, რაც სხვა [დიდ ძალას არ აქვს]. და ეს არის 30-ზე მეტი მეგობარი და მოკავშირე NATO-ში. და ეს შეერთებულ შტატებს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს ხდის. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია ძლიერი NATO-ს შენარჩუნება. და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: კრიტიკა, რომელიც გვესმის, პირველ რიგში NATO არ ეხება. საუბარია იმაზე, რომ მოკავშირეები არ ხარჯავენ საკმარისს NATO-ზე. და ეს არის პუნქტი და გზავნილი, რომელიც გადმოცემულია შეერთებული შტატების ადმინისტრაციების მიერ, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ მეტი უნდა დახარჯონ, რადგან ჩვენ არ გვინახავს ალიანსში ტვირთის სამართლიანად განაწილება. კარგი ამბავი ის არის, რომ სწორედ ამას აკეთებენ ახლა მოკავშირეები. გასულ წელს თავდაცვის ხარჯების რეკორდულად მაღალი ზრდით, ახლა 18 მოკავშირე 2% ან მეტს ხარჯავს. უფრო და უფრო მეტი მოკავშირე უახლოვდება 2%-ს და გვპირდებიან, რომ იქ იქნებიან ძალიან მალე. და ის ფაქტი, რომ ახლა ჩვენ ვხედავთ რეკორდულ მაღალ ხარჯებს ევროპაში, უბრალოდ ხაზს უსვამს იმას, რომ ამ გზავნილმა გავლენა მოახდინა. ევროპელი მოკავშირეები და კანადა გაძლიერდნენ და მე მათი იმედი მაქვს, რომ გააგრძელებენ ამას. ძლიერი NATO ასევე მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, რადგან ის აძლიერებს შეერთებულ შტატებს. შეერთებულ შტატებს არასოდეს უბრძოლია ომი მარტო. ისინი ყოველთვის იბრძვიან მოკავშირეებთან და ეს აძლიერებს შეერთებულ შტატებს. კორეის ომიდან ავღანეთამდე, NATO-ს მოკავშირეები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდნენ. და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ გამოვიყენეთ მეხუთე მუხლი, იყო შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით - ავღანეთში - 9/11 თავდასხმის შემდეგ. და ასობით ათასი კანადელი და ევროპელი ჯარისკაცი მსახურობდა ავღანეთში შეერთებული შტატების დასაცავად და ბევრმა მათგანმა გადაიხადა საბოლოო ფასი. ასე რომ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ შეერთებულ შტატებში არის NATO-ს ძლიერი მხარდაჭერა. იმიტომ, რომ მათ, რა თქმა უნდა, ისე ესმით, როგორც ევროპელებს ესმით, რომ ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ. და რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტად აშფოთებთ მათ ჩინეთი, მით უფრო მნიშვნელოვანია ძლიერი NATO-ს შენარჩუნება, რადგან შეერთებული შტატები მსოფლიო მშპ-ს 25%-ს წარმოადგენს.NATO-ს მოკავშირეებთან ერთად ჩვენ წარმოვადგენთ მსოფლიო ეკონომიკის 50%-ს და მსოფლიო სამხედრო ძალის 50%-ს.
NATO უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემაზე შეთანხმდა
NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინისთვუს მილიონი უპილოტო თვითმფრინავის მიწოდებას აპირებენ. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „აღნიშნული გადაწყვეტილება ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად არის მიღებული - ჯერ “რამშტაინის” ფორმატში, შემდეგ კი უკრაინა-NATO-ს საბჭოს ფორმატში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის დახმარების მხრივ მოკავშირეების ახალი ვალდებულებები დავინახეთ. NATO-ს წევრთა ჯგუფი უკრაინისთვის ერთი მილიონი დრონის გადაცემის მიზნით გამოვიდა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ამასთან, სტოლტენბერგმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე აღნიშნა, რომ NATO და უკრაინა ანალიზის, ტრენინგისა და საგანმანათლებლო ცენტრს ერთობლივად შექმნიან პოლონეთში. „ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, გააზიაროს რუსეთის ომიდან მიღებული გაკვეთილები და შექმნას სტრუქტურა, სადაც უკრაინული ძალები სწავლებას თავიანთ მოკავშირე კოლეგებთან ერთად გაივლიან.“ NATO-ს ქვეყნები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უწევენ სასწავლო მხარდაჭერას. გასულ ივლისში ვილნიუსში სამიტის დროს, მოკავშირეთა ხელმძღვანელობამ, უკრაინის არმიასა და NATO-ს სამხედროებს შორის უკეთესი თავსებადობა სამომავლო თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. „NATO-ს 20 მოკავშირე ასევე შეთანხმდა განაღმვის კოალიციის შექმნაზე. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას. რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა დაახლოებით 75 მილიარდი დოლარის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება. NATO-ს სხვა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა გაიღეს 100 მილიარდი აშშ დოლარი,“აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნავალნის მიმართ პატივისცემის საუკეთესო გამოვლენა უკრაინაში რუსეთის მარცხი იქნება - სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ნავალნის სიკვდილმა და ბოლო თვეებში ფრონტზე რუსეთის პირველმა წარმატებამ ხელი უნდა შეუწყოს NATO-სა და და მისი მოკავშირეების ყურადღების მიპყრობას იმაზე, რომ აუცილებელია უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების გაწევა. 20 თებერვალს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, ალიანსის ხელმძღვანელმა, სხვათა შორის თქვა, რომ უკრაინის ჯარების გაყვანა ქალაქ ავდეევკიდან რამდენიმე თვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ აჩვენებს სამხედრო დახმარების აუცილებლობას „რათა იყოს იმის გარანტია, რომ რუსეთს არ ექნება შემდგომი წარმატება.“ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნავალნის გარდაცვალების გამო რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს განიხილავს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ. ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს.
იენს სტოლტენბერგი: მივესალმები, რომ საქართველო უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ, ფინანსურ დამხარებას და მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს
NATO-ს გენერალურმა მდივანი მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველო უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ, ფინანსურ დამხარებას და მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს. „ამ კვირას რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავია. უკრაინის გასვლა ავდიივკიდან აჩვენებს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ უკრაინელებმა მოლოდინებს გადააჭარბეს კიდევ ერთხელ. NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკავშირეებმა მილიარდობით ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის საჰაერო დაცვისთვის, საარტილერიო ჭურვებისთვის და F-16-ის აღჭურვილობისთვის,” - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისვე თქმით, ალიანსის პარტნიორები ასევე თამაშობენ მთავარ როლს და მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველო ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს და ათასობით უკრაინელ ლტოლვილს მასპინძლობს.
ირაკლი კობახიძე: საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება
„ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება. „დიდი მადლობა გენერალურო მდივანო ნატოს შტაბბინაში მიღებისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დინამიური და შინაარსიანი პარტნიორობის და ინტეგრაციის საკითხებზე გვიწევს საუბარი. მომეცით ნება, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო საქართველოს გულწრფელი მადლიერება NATO-სადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. საქართველო ალიანსის უერთგულესი, ურთიერთთავსებადი პარტნიორია. ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. NATO-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში. არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებები გაგვეთავისებინა, განგვეხორციელებინა ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგი და წინ წაგვეწია ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, მიუხედავად, შიდა თუ გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა. ამჟამად ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რთული პერიოდი გვაქვს. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. საფრთხის ქვეშაა პრინციპი, მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ. კიდევ ერთხელ მომეცით უფლება, რომ გავიმეორო ჩვენი მტკიცე ვალდებულება NATO-საქართველოს პარტნიორობის მიმართ და გამოვხატო მადლიერება თქვენი მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა.
იენს სტოლტენბერგი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ რუსეთის ნებისმიერი მუქარა მიუღებელია
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ რუსეთის ნებისმიერ მუქარა მიუღებელია. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. „საქართველოს NATO-ს ახლო პარტნიორია და ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. NATO აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ ნებისმიერი მუქარა მიუღებელია,”- აღნიშნა გენერალურმა მდივანმა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერაზეც. „ამ კვირას რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავია. უკრაინის გასვლა ავდიივკიდან აჩვენებს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ უკრაინელებმა მოლოდინებს გადააჭარბეს კიდევ ერთხელ. NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკავშირეებმა მილიარდობით ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის საჰაერო დაცვისთვის, საარტილერიო ჭურვებისთვის და F-16-ის აღჭურვილობისთვის,” - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისვე თქმით, ალიანსის პარტნიორები ასევე თამაშობენ მთავარ როლს და მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველო ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს და ათასობით უკრაინელ ლტოლვილს მასპინძლობს. „დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილავთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, რომელსაც ვიცი, რომ საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ნაოსნობის თავისუფლებას. ეს ასევე გავლენას ახდენს სასურსათო უსაფრთხოებაზე მთელ მსოფლიოში. ასე რომ, მივესალმები მოკავშირეების ძალისხმევას, რომლებიც მუშაობენ შავი ზღვის განაღმვაზე, რაც მას უფრო უსაფრთხოს გახდის ნავიგაციისა და ვაჭრობისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილავთ NATO-საქართველოს პარტნიორობას და მის შემდგომ განვითარებას. მე მივესალმები მიღწეულ პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კრიზისის მენეჯმენტი, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო ინჟინერია და უსაფრთხო კომუნიკაციები. ასევე გილოცავთ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შიდა რეფორმების გაგრძელება და გაძლიერება, დემოკრატიული ღირებულებების დაცვა. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ საქართველოს სწვლა სწორი მიმართულებით. მეტი დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ. ევროატლანტიკურ ოჯახში სრულუფლებიანი წევრობისკენ. NATO გააგრძელებს თქვენ გვერდით დგომას, როდესაც თქვენ მუშაობთ ამ მისწრაფებების განხორციელებაზე,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი: საქართველო არის ღირებული პარტნიორი და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას
საქართველო არის ღირებული პარტნიორი და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ. როგორც NATO-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. „მოხარული ვარ, ვუმასპინძლო ირაკლი კობახიძეს NATO-ს შტაბ-ბინაში. საქართველო არის ღირებული პარტნიორია და სრულად ვუჭერთ მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მივესალმები უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას და იმედს გამოვთქვამ, რომ თბილისი გააძლიერებს რეფორმებს ევროატლანტიკურ ოჯახში სრული წევრობის გზაზე,“ - წერს იენს სტოლტენბერგი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ NATO-ში ინტეგრაცია საქართველოს, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნის, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული. „შეხვედრაზე მხარეებმა NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს, ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ირაკლი კობახიძემ ალიანსის გენერალურ მდივანს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული რთული უსაფრთხოების გარემო. პრემიერ-მინისტრმა და ალიანსის გენერალურმა მდივანმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. იენს სტოლტენბერგი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესახებ რუსეთის ნებისმიერი მუქარა მიუღებელია იენს სტოლტენბერგი: მივესალმები, რომ საქართველო უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ, ფინანსურ დამხარებას და მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს
სტოლტენბერგი უკრაინას: მეტი დახმარება გზაშია
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ორი წლის წინ უკრაინაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომი დაიწყო. „ბრძოლის ველზე მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.პრეზიდენტი პუტინის მიზანი არ შეცვლილა. მაგრამ უკრაინამ კვლავ და ისევ აჩვენა შესანიშნავი უნარი და მტკიცე მონდომება. უკრაინა რამდენიმე კვირაში არ ჩამოიშალა, როგორც ამას ბევრი შიშობდა. თქვენ დაიბრუნეთ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის ნახევარი. უკან დახიეთ რუსეთი შავი ზღვის დიდი ნაწილიდან. და დიდი ზარალი მიაყენეთ რუსეთის ჯარებს. უპირველეს ყოვლისა, უკრაინა ინარჩუნებს თავის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ეს შესაძლებელი გახდა თქვენი გამბედაობისა და გადაწყვეტილების წყალობით. შესაძლებელი გახდა NATO-ს მოკავშირეების ძირითადი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერით. ბოლო დღეებსა და კვირებში NATO-ს მოკავშირეებმა გამოაცხადეს მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტები. ეს მოიცავს ძირითად შესაძლებლობებს, როგორიცაა, საარტილერიო საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვა და საბრძოლო კატარღები. ასევე F-16-ის აღჭურვილობა და სათადარიგო ნაწილები, დრონები და განაღმვის აღჭურვილობა. მეტი მხარდაჭერა გზაშია. პრეზიდენტმა პუტინმა ეს ომი იმიტომ დაიწყო, რომ NATO-ს კარი დაეკეტა და წაერთმია უკრაინისთვის საკუთარი გზის არჩევის უფლება.მაგრამ მან ზუსტად საპირისპიროს მიაღწია: უკრაინა ახლა NATO-სთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. უკრაინა NATO-ში გაწევრიანდება. ეს უბრალოდ დროის საკითხია. ვემზადებთ რა ამ დღისთვის, NATO გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, თქვენი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის,“ აღნიშნავს სტოლტენბერგი. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
სტოლტენბერგი: შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი გახდება
NATO-ს გენერალური მდივანი უნგრეთის პარლამენტის მიერ შვედეთის განაცხადის რატიფიცირების შემდეგ აღნიშნავს, რომ შვედეთი უკვე NATO-ს 32-ე მოკავშირე გახდება. „მივესალმები უნგრეთის პარლამენტს მიერ შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირებას. ახლა, როდესაც ყველა მოკავშირემ დაამტკიცა განაცხადი, შვედეთი NATO-ს 32-ე მოკავშირე გახდება. შვედეთის წევრობა ყველას უფრო გაგვაძლიერებს და უსაფრთხოს გაგვხდის,“ წერს სტოლტენბერგი სოციალურ პლატფორმა X-ზ. უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა
სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO არ აპირებს უკრაინაში ჯარის გაგზავნას. იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წევრები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას, თუმცა ალიანსი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს. „ჩვენ უკრაინას 2014 წლიდან ვეხმარებით და გავაქტიურდით რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მაგრამ NATO-ს სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსების გეგმა არ გვაქვს,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა „ასოშიეთედ პრესთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.
რას პასუხობს NATO პუტინის მუქარას
NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ბირთვული მუქარა“ ამჟამად მხოლოდ "ფსიქოლოგიური დაშინების მცდელობაა." NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ ესპანურ გაზეთ El País-თან ინტერვიუში დაახასიათა პუტინის ბირთვული მუქარა, როგორც „დისკურსი, რომელიც სწავლობს ფსიქოლოგიური დაშინების ლოგიკას და არა რეალურ ზრახვებს.“ „ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მიერ ამ იარაღის გამოყენების რაიმე გარდაუვალ საფრთხეს, მაგრამ ეს განცხადებები თავისთავად ძალიან სახიფათოა, რადგან ისინი ძირს უთხრიან ნდობას. რუსეთმა იცის, რა შედეგები მოჰყვება ასეთი ნაბიჯის გადადგმას,“ - განაცხადა სამხედრო ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ. მაკრონის წინადადებაზე, ჯოანამ განაცხადა: „ჩვენ სრულად პატივს ვცემთ ჩვენი მოკავშირეების უფლებას ახალი იდეების მაგიდაზე შემოტანის. მაგრამ ჩვენ NATO-ში არ გვაქვს განზრახვა ან გეგმები უკრაინაში ჯარების განთავსებაზე.” ამავე ინტერვიუში მან იმედი გამოთქვა, რომ ალიანსი ძლიერი დარჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ NATO-ს სკეპტიკოსი დონალდ ტრამპი ამ ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს. „რესპუბლიკელებსაც და დემოკრატებსაც კარგად ესმით ძალიან რთული კონკურენცია ჩინეთთან, რუსეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან. აშშ-ს დასჭირდება ყველა მისი მოკავშირე ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში," - აღნიშნა ჯოანამ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. 29 თებერვალს, ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური მიმართვისას პუტინმა „რუსეთის მოწინააღმდეგეებს“, ანუ დასავლეთს შეახსენა, რომ რუსეთი ფლობს იარაღს, რომელსაც სამიზნეების განადგურება მათ ტერიტორიებზეც შეუძლია. ამასთან, პუტინმა „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმას გეგმავს. რუსეთის პრეზიდენტმა კონკრეტული დასავლელი პოლიტიკოსების დასახელების გარეშე განაცხადა, რომ „ალაპარაკდნენ უკრაინაში NATO-ს სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესაძლებლობაზე“. პუტინი, სავარაუდოდ, გულისხმობდა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის განცხადებას, რომ გამორიცხული არ არის უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნა. თავის მხრივ, NATO-მ განაცხადა, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ იგეგმება.
სტოლტენბერგი: ახლა უკრაინელების დანებების შესახებ საუბრის დრო არ არის
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის მიერ „თეთრი დროშის“ აღმართვის შესახებ რომის პაპის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ახლა უკრაინელების დანებების შესახებ საუბრის დრო არ არის. „ახლა უკრაინელების დანებების შესახებ საუბრის დრო არ არის. ეს უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნება. ასევე, ეს ყველა ჩვენგანისთვის საშიში იქნება,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის თქმით, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა უკრაინის მხარდაჭერაა. „ის, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ხდება, ბრძოლის ველზე არსებულ სიძლიერესთან არის დაკავშირებული. თუ ჩვენ მოლაპარაკებების გზით მშვიდობიანი, ხანგრძლივი გადაწყვეტა გვსურს, მაშინ ამის მიღწევის გზა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერით უზრუნველყოფაა,“ - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
რა პოზიცია აქვს სტოლტენბერგს უკრაინისთვის Taurus-ის რაკატების გადაცემაზე
გერმანია რჩება წამყვან ქვეყნად უკრაინას სამხედრო დახმარების კუთხით და ამ ძალისხმევას მხარს უჭერს ალიანსის მრავალი სხვა მოკავშირე, მათ მცდელობებში, რათა უკრაინამ თავდაცვის უფლების გამოყენება შეძლოს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ჟურნალისტების კითხვას უკრაინისთვის შორი მანძილის Taurus-ის რაკეტების შესაძლო მიწოდების შესახებ, სტოლტენბერგმა უპასუხა: „თქვენ უნდა გახსოვდეთ, რა არის ეს: ეს არის აგრესიის ომი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინას, რომელიც გაეროს წესდების ნაწილია, საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს და ჩვენ გვაქვს უფლება, დავეხმაროთ მათ თავდაცვის უფლების დაცვაში. მაგრამ მე კონკრეტულ სისტემებზე კონკრეტული მოკავშირეებისთვის გადაცემის საკითხზე, დეტალებში ვერ შევალ. მე უბრალოდ მივესალმები, რომ მოკავშირეები უფრო მეტს აკეთებენ, მათ შორის, გერმანია, რომელიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს უკრაინას,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა. ქემერონი: დიდ ბრიტანეთს გერმანიისგან Taurus-ის რაკეტების მიღებს სურს, რათა უკრაინას მეტი Storm Shadow-ს რაკეტა გადავცეთ „მე ასევე მივესალმები იმას, რომ რამდენიმე მოკავშირე უკრაინას ახლა ასევე აწვდის შორ მანძილზე მოქმედ სისტემებს. დიდი ბრიტანეთი აწვდის Storm Shadow-ს, საკრუიზო რაკეტებს, საფრანგეთი - მსგავს საკრუიზო რაკეტებს, SCALP-ს და მრავალი მოკავშირე ახლა ერთად არიან კოალიციაში, ეხმარებიან უკრაინას მფრინავების მომზადებაში, რომლებიც ამზადებენ მათ F-16-ების მისაღებად. ასე რომ, მოკავშირეები ასევე აწვდიან შორ მანძილზე მოქმედ სისტემებს, რათა დაეხმარონ უკრაინას საკუთარი თავის დაცვაში,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ალიანსის მასშტაბით, მოსახლეობის ორ მესამედს სურს, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდეს - სტოლტენბერგის წლიური ანგარიში
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხუთშაბათს (2024 წლის 14 მარტი) 2023 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ალიანსის მუშაობის ყველა ასპექტს მოიცავს. გენერალურმა მდივანმა გამოაცხადა საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური გამოკითხვის შედეგები, რომელიც ასევე პირველად მოიცავდა გამოკითხვებს ფინეთიდან და შვედეთიდან. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO-ს მიმართ მხარდაჭერა ძალზედ ძლიერია - ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. „მაგალითად, შეერთებულ შტატებში მხოლოდ 13 პროცენტი მისცემდა წინააღმდეგ ხმას. ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტს მიაჩნია, რომ ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ უნდა გააგრძელონ ერთად მუშაობა ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. ეს შედეგები მიუთითებს, რომ ალიანსის მასშტაბით, NATO-ს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა ნარჩუნდება,“ აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა. მისივე თქმით, NATO-ს მოქალაქეები ასევე აგრძელებენ მტკიცე სოლიდარობის გამოხატვას მამაცი უკრაინელების მიმართ. ალიანსის მასშტაბით, მოსახლეობის ორ მესამედს სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა. „ეს მხარდაჭერა „მნიშვნელოვანია, რადგან NATO-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ მთელი სამხედრო დახმარების 99%-ს.“ 2023 წელს მოკავშირეებმა განაგრძეს უპრეცედენტო დონის მხარდაჭერა უკრაინასთვის. „პირველად, მოკავშირეებმა ასევე გაგზავნეს შორ მანძილზე მოქმედი სისტემები - UK Storm Shadow-ს და ფრანგული SCALP-ის რაკეტები და მოკავშირეები შეთანხმდნენ F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გაგზავნაზე.“ სტოლტენბერგმა დასძინა, რომ რამდენიმე მოკავშირემ ხელი მოაწერა ორმხრივ შეთანხმებას უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ. მან ხაზგასმით აღნიშნა, „უკრაინას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება და მათ ეს სწორედ ახლა სჭირდებათ. „უკრაინელებს გამბედაობა ამოუწურავია. ტყვია-წამალი იწურება. ეს არის კრიტიკული მომენტი და პუტინისთვის გამარჯვების უფლების მიცემა მძიმე, ისტორიული შეცდომა იქნება. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ავტორიტარულ ლიდერებს ძალის გამოყენებით შეეძლოთ წინსვლა,“ განაცხადა სტოლტენბერგმა. მოკავშირეები ევროპაში ჯამურად 470 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ თავდაცვაში, რაც პირველად მათი ერთობლივი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს. „წელს, მოკავშირეთა ორი მესამედი დააკმაყოფილებს 2%-იან მიზანს, 2014 წელს მხოლოდ სამი მოკავშირის ნაცვლად. ველით, რომ მოკავშირეები გადადგამენ შემდგომ ნაბიჯებს უკრაინის მხარდასაჭერად, გააძლიერებენ NATO-ს თავდაცვას და გააღრმავებენ პარტნიორობას მთელ მსოფლიოში NATO-ს 75-ე საიუბილეო სამიტზე, რომელიც ივლისში გაიმართება,“აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა.
საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას განვაგრძობთ - სტოლტენბერგის ანგარიში
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. „საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი და ალიანსის წევრობის ასპირანტია. დროთა განმავლობაში, პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრმა ხელი შეუწყო საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს,“ – ნათქვამია ანგარიშში. მისივე თაანახმად, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი არის საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი. 2014 წელს უელსის სამიტზე მისი დამტკიცებიდან, ის გახდა NATO-ს ერთ-ერთი უმსხვილესი პაკეტი, რომელიც საქართველოს შესაძლებლობის გაძლიერებისკენ არის მიმართული. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს კონტექსტში, რაც მნიშვნელოვნად აისახა საქართველოზე, NATO-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტი კიდევ უფრო გაძლიერდა 2023 წელს მადრიდის გადაწყვეტილების შესაბამისად, რათა საქართველო უზრუნველყოფილი იყოს მასზე მორგებული მხარდაჭერით. პაკეტისა და მისი 18 ინიციატივის შესრულება განაგრძობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას. თებერვალში NATO-ს თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ორ ახალ ინიციატივას, რომლებიც ფოკუსირებულია საწვრთნელ ობიექტებზე და ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ თავდაცვაზე,“ – ნათქვამია ანგარიშში.
სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა
საქართველოს უახლოეს მომავალში NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს აქვს უფლება, ისევე როგორც ყველა სხვა ევროპულ ქვეყანასა თუ სახელმწიფოს, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ. უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ვეწვევი საქართველოს, რათა კიდევ უფრო გავაძლიერო ჩვენი პარტნიორობა და მჭიდროდ თანამშრომლობის გზები განვიხილოთ. ჩემი გზავნილი საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა, არის ის, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია და რომ NATO ეფუძნება ძირითად ღირებულებებს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობას. და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
„რეფორმები მნიშვნელოვანია, NATO ეფუძნება ძირითად ღირებულებებს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობას“ - სტოლტენბერგის გზავნილი საქართველოს
საქართველოს უახლოეს მომავალში NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს აქვს უფლება, ისევე როგორც ყველა სხვა ევროპულ ქვეყანასა თუ სახელმწიფოს, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ. უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ვეწვევი საქართველოს, რათა კიდევ უფრო გავაძლიერო ჩვენი პარტნიორობა და მჭიდროდ თანამშრომლობის გზები განვიხილოთ. ჩემი გზავნილი საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა, არის ის, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია და რომ NATO ეფუძნება ძირითად ღირებულებებს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობას. და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. შავი ზღვის ტერიტორიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე კითხვის საპასუხოდ, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან უკრაინასთან და საქართველოსთანაც. NATO ეხმარება საქართველოს სანაპირო დაცვის მომზადებასა და განვითარებაში. „ასე რომ, რა თქმა უნდა, შავი ზღვის ირგვლივ არის NATO-ს სამი სანაპირო სახელმწიფო, ასევე არიან უკრაინა და საქართველო, როგორც მჭიდრო პარტნიორები, რა თქმა უნდა, NATO-ს ძლიერი წარმომადგენლობა ჰყავს შავ ზღვაში და შავ ზღვას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მე ძალიან მივესალმები იმ მიღწევებს, რომლებსაც მამაცმა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწიეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკან დახევით,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი: საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში არ იქნება არც თავისუფალი და არც სამართლიანი
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში არ იქნება არც თავისუფალი, არც სამართლიანი. NATO-ს გენერალურმა მდივანმა სრულიად უკანონი უწოდა არჩევნებს, რომელთა ორგანიზებასაც რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცდილობს. „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. და არჩევნები რუსეთში არ იქნება არც სამართალი და არც თავისუფალი. ვიცით, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ციხეში არიან, ზოგიერთი მოკლულია, ხოლო ბევრი გადასახლებულია… ასე რომ, ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი [არჩევნები] არ იქნება არც თავისუფალი და არც სამართლიანი,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი: რუსეთის დანაკარგი უკრაინაში 350 000 ადამიანს აღემატება
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 350 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა. მან ეს რიცხვი 14 მარტს, ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელა. “რუსეთი ძალიან დიდ ფასს იხდის უმნიშვნელო მიღწევებისთვის. ხმელეთზე, პუტინის ომი რუსეთს უკვე 350 000 სამხედრო დანაკარგზე მეტი დაუჯდა. ზღვაში, უკრაინულმა დარტყმებმა ჩაძირეს ან მწყობრიდან გამოიყვანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ცაში, უკრაინა რუსეთის საკვანძო ობიექტებს აგდებს, მათ შორის ძარიან ძვირფას სადაზვერვო თვითმფრინავებს,” - განაცხადა სტოლტენბერგმა. გენერალურმა მდივნის თქმით, უკრაინამ აჩვენა, რომ სიმამაცითა და კრეატიულობით “რუსეთის სამხედროების დამარცხება შესაძლებელია.” სტოლტენბერგმა ასევე გააკრიტიკა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ საკითხის კენჭისყრაზე გამოტანის გაჭიანურება. „აშშ-ის კონგრესის დაყოვნების ყოველი დღე ბრძოლის ველზე რეალურ შედეგებში გადადის. ამ დილით ალიანსის მასშტაბით გამოკითხვის ბოლო შედეგები გამოვაქვეყნე. ის აჩვენებს, რომ ჩვენი მოქალაქეების ორ მესამედს - ატლანტიკის ორივე მხარეს - სურს, რომ მათმა ქვეყანამ უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს,” - განაცხადა სტოლტენბერგმა. 2023 წლის ნოემბერში, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ზარალი აღემატება 300 ათას ადამიანს. იგივე შეფასება მოცემულია აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდა.
NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინაში სამხედრო დახმარება დაუყოვნებლივ უნდა გაზარდონ - სტოლტენბერგი
„NATO-ს მოკავშირეებმა უნდა აჩვენონ პოლიტიკური ნება და სასწრაფოდ გაზარდონ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება უკრაინაში.“ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ალიანსის წევრები უკრაინას საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიან და ამან რუსეთს საშუალება მისცა, რომ კიევის ჯარებისთვის უკან დახევა ეიძულებინა. უკრაინელებს გამბედაობა არ ეწურებათ, მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ.“ სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, NATO-ს მიმართ წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის მხარდაჭერა მაღალია. „ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტს სჯერა, რომ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ,“ - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი აზერბაიჯანს 17 მარტს ეწვევა
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 17 მარტს აზერბაიჯანს ეწვევა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი შეხვედრებს ქვეყნის ოფიციალურ პირებთან გამართავს და აზერბაიჯანსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა 14 მარტს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა.
ალიევი: NATO-აზერბაიჯანის პარტნიორობას დიდი ხნის ისტორია აქვს
„NATO-აზერბაიჯანის პარტნიორობას უკვე დიდი ხნის ისტორია აქვს - 30 წელზე მეტი კარგი პარტნიორობა,“ - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „აზერბაიჯანი მონაწილეობდა სამშვიდობო ოპერაციებში კოსოვოსა და ავღანეთში და ეს ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო. ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ ავღანეთში კოალიციის ძალებიდან ბოლო, ვინც დატოვა ეს ქვეყანა 2021 წლის აგვისტოს ბოლოს. ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას ჩვენი თანამშრომლობის მიმართ,“ - აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა. „დღეს ჩვენ, სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში ვართ,“ - განაცხადა ასევე ილჰამ ალიევმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იუწყება Azertac-ი. „კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება ჩვენი ინიციატივა იყო. ჩვენ უკვე გვქონდა კომენტარების გაცვლის შვიდი რაუნდი სომეხ კოლეგებთან სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე,“ - აღნიშნა ალიევმა.
სტოლტენბერგი ალიევს: უფრო მეტი დახმარებაა საჭირო, რადგან უკრაინაში ვითარება ძალიან რთულია
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოუთმენლად ელის აზერბაიჯანსა და ალიანსს შორის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბაქოში განაცხადა. „მიხარია ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრა. აზერბაიჯანი NATO-ს დიდი ხნის პარტნიორია და მე მოუთმენლად ველი პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას. მშვიდობა და სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისთვის უფრო ფართოდ მნიშვნელოვანია; მე მოვუწოდებ აზერბაიჯანსა და სომხეთს, გამოიყენონ შესაძლებლობა გრძელვადიანი მშვიდობისთვის,” - წერს ის X-ზე. „მშვიდობა ამ რეგიონში ძალზე მნიშვნელოვანია ხალხისთვის, რეგიონის ქვეყნებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისთვის და ჩრდილო ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და ამიტომ მშვიდობა და სტაბილურობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ აქ, არამედ უსაფრთხოება უფრო ფართოდ. სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას წლების განმავლობაში კონფლიქტის შემდეგ. მე ვაფასებ იმას, რასაც ამბობთ იმაზე, რომ თქვენ უფრო ახლოს ხართ სამშვიდობო შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე. და მე შემიძლია, უბრალოდ მოგაწოდოთ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა სომხეთთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად,“ განმარტა მანამდე სტოლტენბერგმა ერთობლივი განცხადებებისას. ამასთან, სტოლტენბერგმა უკრაინის თემასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან გაწეულ საჭირო მხარდაჭერას და რეგიონის ქვეყნებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. „რა თქმა უნდა, როცა უფრო ფართო რეგიონს ვუყურებთ, უკრაინა შავი ზღვის ქვეყანაა. ეს არის NATO-ს პარტნიორი ქვეყანა და რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოკავშირეები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მიმდინარე ომის შედეგებით და მხარს უჭერენ უკრაინას. მივესალმები იმ საჭირო მხარდაჭერას, რომელსაც აზერბაიჯანიც უწევს უკრაინას. ასევე, როდესაც საქმე ეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც ძალიან საჭიროა, მაგრამ მეტი მხარდაჭერაა საჭირო, რადგან უკრაინაში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა,“ აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა. აზერბაიჯანში ვიზიტისას მან ენერგოუსაფრთხოებაზეც ისაუბრა. „ძალიან კარგია, რომ დავბრუნდი და მექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, რადგან ენერგეტიკა მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მივესალმებით, რომ აზერბაიჯანი ავითარებს უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს NATO-ს რამდენიმე მოკავშირესთან და რომ თქვენი ქვეყანა უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპაში NATO-ს მთავარი მოკავშირეებისთვის არამარტო გაზის, არამედ, მომავალში ელექტროენერგიის, ელექტროენერგიის მიწოდებაში და, შესაბამისად, თქვენ მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. ჩვენი საზოგადოებების გამძლეობისთვის,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა.
კობახიძე: NATO კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში
„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართული ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია. „ბატონო გენერალურო მდივანო ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოში თქვენი მასპინძლობა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი 10-წლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს. თუმცა, თქვენი ლიდერობით, მრავალი გამოწვევა გადაილახა და NATO კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო NATO-ს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის დროულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია, რასაც კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა NATO-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ, NATO მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. „მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის“ იდეა საფრთხის ქვეშაა. ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ. ბატონო გენერალურო მდივანო, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ თქვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი გამოხატულება. მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აღინიშნა, რომ NATO-ში ინტეგრაცია საქართველოს, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნის, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული. ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო- ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. „პრემიერ-მინისტრმა NATO-ს გენერალურ მდივანს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ NATO-ს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორის პირველი მოადგილე ლორენც მეიერ-მინემანი; ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა; NATO-ს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელი დილან უაიტი; NATO-ს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორის მოადგილე ინგა უეგნერი; ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ ვინიკოვი; საქართველოს დესკ-ოფიცერი, პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების წარმომადგენელი სტეფენ ელგერსმა. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს ელჩიNATO-ში ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იენს სტოლტენბერგი: შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე NATO-სთვის - რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება შეფერხებულია
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე NATO-სთვის - რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება შეფერხებულია. „გუშინ ბაქოში ვიყავი, დღეს თბილისში ჩამოვედი. ეს, პრინციპში, ასახავს იმას, რამდენად ვაფასებთ საქართველოს NATO-ში და ასევე, მივესალმები იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრძანდებოდით ბრიუსელში, მე ახლა თბილისში ვარ, ეს ადასტურებს, რომ ჩვენ აქტიური პოლიტიკური დიალოგი გვაქვს პარტნიორებს შორის. საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი NATO-სთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი. NATO განაგრძობს რუსეთისადმი მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება, რუსეთის მიერ „არჩევნების“ ორგანიზება საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში, სრულიად უკანონოა,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის შეფასებით, რუსეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები აშკარად არც სამართლიანი და არც თავისუფალი“ იყო. „საქართველო უსაფრთხოების კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას. უკრაინაში კი, ვითარება ბრძოლის ველზე მძიმე რჩება. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერება. NATO-ს მოკავშირეები 99% დახმარებას უწევენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მივესალმები, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს და უწევს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას. ამავდროულად, ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ მეტი რუსეთის აგრესიის ციკლის შესაჩერებლად,“ აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც ალიანსისთვის, ისე საქართველოსთვის. „ჩვენს შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოება, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე, ალიანსისთვის. რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა საფრთხე შეუქმნა შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებას და საფრთხე შეუქმნა სურსათის გლობალურ დონეზე მიწოდებას. მაგრამ, ჩვენი მხარდაჭერით, უკრაინამ უკან დახია - გაანადგურა ან დააზიანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი. უკრაინის წარმატებამ მოგვცა საშუალება, ხელახლა გახსნილიყო მარცვლეულის მიწოდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკისთვის და გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგმა თბილისში ვიზიტისას ასევე განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება NATO-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. „NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან, უკვე ძლიერია. და დღეს ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ განვავითაროთ იგი კიდევ უფრო. იანვარში ჩვენ შევთანხმდით ახალ ინდივიდუალურად მორგებულ პარტნიორობის პროგრამაზე საქართველოსა და NATO-ს შორის პარტნიორობის გაღრმავების მიზნით. და მივესალმები მიღწეულ პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კრიზისის მენეჯმენტი, კიბერუსაფრთხოება და სამხედრო ინჟინერია. რამდენიმე დღის წინ, რამდენიმე დღის წინ, ბათუმს თურქეთის ფლოტის ფრეგატი ეწვია, საქართველოს სანაპირო დაცვისთვის NATO-ს წვრთნების ფარგლებში. ეს არის ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვთანამშრომლობთ პრაქტიკულ დონეზე, რათა დაგეხმაროთ თქვენი საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაში, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მნიშვნელოვანია შავი ზღვისთვის და მნიშვნელოვანია NATO-სთვის. NATO თქვენ გვერდით დგას, როდესაც თქვენ აგრძელებთ თქვენს გზას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს ალიანსის წევრი. ევროკავშირის მიერ მინიჭებული კანდიდატის სტატუსი არის უდიდესი შესაძლებლობა თქვენი სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად. და რასაც თქვენ აკეთებთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მჭიდროდ დაკავშირებულია (თანხვედრაშია, შეესაბამება) ძალისხმევასთან, რომ გახდეთ NATO-ს სრულფასოვანი მოკავშირე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს შიდა რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებების და კანონის უზენაესობის გაძლიერება. თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მასპინძლობისთვის და პირადი ერთგულებისთვის NATO-საქართველოს პარტნიორობის მიმართ,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა, რის შემდეგაც ის ვიზიტით უკვე სომხეთში გაემგზავრება.
პრეზიდენტმა NATO-ს გენერალური მდივანი ორბელიანების სასახლეში მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას და საერთაშორისო პარტნიორებისა და თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობის მნიშვნელობასა და საჭიროებას. ასევე, უკრაინის ომისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო რეგიონში გაზრდილი საფრთხეების ფონზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას. NATO-ს გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე, ბიჭვინთის აგარაკების, ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და სოხუმის აეროპორტის საკითხზე.
საქართველო გახდება NATO-ს წევრი, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება - სტოლტენბერგი თბილისში
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება NATO-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე NATO-სთვის - რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება შეფერხებულია. „გუშინ ბაქოში ვიყავი, დღეს თბილისში ჩამოვედი. ეს, პრინციპში, ასახავს იმას, რამდენად ვაფასებთ საქართველოს NATO-ში და ასევე, მივესალმები იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრძანდებოდით ბრიუსელში, მე ახლა თბილისში ვარ, ეს ადასტურებს, რომ ჩვენ აქტიური პოლიტიკური დიალოგი გვაქვს პარტნიორებს შორის. საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი NATO-სთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი. NATO განაგრძობს რუსეთისადმი მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება, რუსეთის მიერ „არჩევნების“ ორგანიზება საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში, სრულიად უკანონოა,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის შეფასებით, რუსეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები აშკარად არც სამართლიანი და არც თავისუფალი“ იყო. „საქართველო უსაფრთხოების კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას. უკრაინაში კი, ვითარება ბრძოლის ველზე მძიმე რჩება. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერება. NATO-ს მოკავშირეები 99% დახმარებას უწევენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მივესალმები, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს და უწევს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას. ამავდროულად, ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ მეტი, რუსეთის აგრესიის ციკლის შესაჩერებლად,“ აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც ალიანსისთვის, ისე საქართველოსთვის. „ჩვენს შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოება, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე, ალიანსისთვის. რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა საფრთხე შეუქმნა შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებას და საფრთხე შეუქმნა სურსათის გლობალურ დონეზე მიწოდებას. მაგრამ, ჩვენი მხარდაჭერით, უკრაინამ უკან დახია - გაანადგურა ან დააზიანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი. უკრაინის წარმატებამ მოგვცა საშუალება, ხელახლა გახსნილიყო მარცვლეულის მიწოდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკისთვის და გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგმა თბილისში ვიზიტისას ასევე განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება NATO-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. „NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან, უკვე ძლიერია. და დღეს ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ განვავითაროთ იგი კიდევ უფრო. იანვარში ჩვენ შევთანხმდით ახალ ინდივიდუალურად მორგებულ პარტნიორობის პროგრამაზე საქართველოსა და NATO-ს შორის პარტნიორობის გაღრმავების მიზნით. და მივესალმები მიღწეულ პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კრიზისის მენეჯმენტი, კიბერუსაფრთხოება და სამხედრო ინჟინერია. რამდენიმე დღის წინ, ბათუმს თურქეთის ფლოტის ფრეგატი ეწვია, საქართველოს სანაპირო დაცვისთვის NATO-ს წვრთნების ფარგლებში. ეს არის ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვთანამშრომლობთ პრაქტიკულ დონეზე, რათა დაგეხმაროთ თქვენი საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაში, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მნიშვნელოვანია შავი ზღვისთვის და მნიშვნელოვანია NATO-სთვის. NATO თქვენ გვერდით დგას, როდესაც თქვენ აგრძელებთ თქვენს გზას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს ალიანსის წევრი. ევროკავშირის მიერ მინიჭებული კანდიდატის სტატუსი არის უდიდესი შესაძლებლობა თქვენი სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად. და რასაც თქვენ აკეთებთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მჭიდროდ დაკავშირებულია (თანხვედრაშია, შეესაბამება) ძალისხმევასთან, რომ გახდეთ NATO-ს სრულფასოვანი მოკავშირე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს შიდა რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებების და კანონის უზენაესობის გაძლიერება. თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მასპინძლობისთვის და პირადი ერთგულებისთვის NATO-საქართველოს პარტნიორობის მიმართ,“ განაცხადა სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა, რის შემდეგაც ის ვიზიტით უკვე სომხეთში გაემგზავრება. ევროკავშირის და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს - ალექსანდრე ვინიკოვი
იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა
17-19 მარტს, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. 17 მარტს სტოლტენბერგი ბაქოში ჩავა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს შეხვედრას. მოგვიანებით ალიევისა და სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 18 მარტს NATO-ს გენერალური მდივანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვსა და თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდება. ამავე დღეს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ამავე დღეს კობახიძისა და სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 19 მარტს კი NATO-ს გენერალური მდივანი ერევანში ჩავა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტ ვაჰაგ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. მოგვიანებით, ფაშინიანისა და სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
“გადაწყვეტილებები საქართველოსა და უკრაინაზე ერთმანეთზე მიბმული არ არის, [NATOში] ცალ-ცალკე მიიღება“ - სტოლტენბერგი
“ისინი სხვადასხვა დონეზე არიან, სხვადასხვა ასპექტში. მე არ ვამბობ, რომ უკრაინა საქართველოს ყველა ასპექტში უსწრებს, მაგრამ ისინი ინდივიდუალურად ფასდებიან, მათი მხარდაჭერაც ინდივიდუალურად ხდება და გადაწყვეტილებებიც, მათთან დაკავშირებით, ცალ-ცალკე მიიღება. ერთმანეთზე მიბმული არ არიან, არანაირად.” - განუცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა რადიო თავისუფლებას სამხრეთ კავკასიური ტურნეს დროს თბილისში ვიზიტისას. მას ჟურნალისტმა საქართველოსთვის ვაშინგტონის საიუბილეო სამიტისგან მოსალოდნელ შედეგებზეც ჰკითხა. „მაქვს მოლოდინი, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას კიდევ უფრო ახლოს მიიყვანს NAT-სთან. გასულ წელსაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ და წელსაც მაქვს [მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების] მოლოდინი, რათა უკრაინა უფრო ახლოს მივიდეს წევრობასთან. ეს ერთი მხრივ, ნიშნავს იმას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ოპერაციულ დონეზე სრულად ინტეგრირებული გახდნენ NATO-ს სტანდარტებთან და მეორე მხრივ, პოლიტიკური ინტეგრაციის გაღრმავების ხელშეწყობას უკრაინასა და NATO-ს შორის. ჩვენ ვახორციელებთ იმას, რაზეც უკვე შევთანხმდით და ასევე ახალ გადაწყვეტილებებს ველით. რაც შეეხება საქართველოს: ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია საქართველოსთვის გავაკეთოთ, არის ის, რომ დაგეხმაროთ საჭირო რეფორმების გატარებაში, გამჭვირვალობის, კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის და ინსტიტუციების განმტკიცების კუთხით. ეს რეფორმები თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გააძლიერებენ საქართველოს, იმის მიუხედავად, ახლო მომავალში გახდება თქვენი ქვეყანა NATO-ს წევრი თუ შედარებით შორეულში.“ _წლების განმავლობაში, საქართველო და უკრაინა ერთგვარ ტანდემად განიხილებოდა, როდესაც გაწევრების მისწრაფებებზე მიდგებოდა საქმე. დღესაც ასეა? საქართველოსაც იმავე კალათაში მოიაზრებენ, ისევ არსებობს ბმა ამ ორ ქვეყანას შორის? სტოლტენბერგმა ამ შეკითხვასაც უპასუხა. „არის განსხვავებები. ეს განსხვავებები თავიდანვე იყო საქართველოსა და უკრაინას შორის. მართალი ხართ იმაში, რომ ამ ორმა ქვეყანამ ერთდროულად მიიღო დაპირება ალიანსისგან, რომ NATO-ს წევრები გახდებოდნენ, მეც იქ ვიჯექი, იმ სამიტზე ბუქარესტში. მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს გასაგები განსხვავებები: საქართველო გახდა სრულმასშტაბიანი შეჭრის მსხვერპლი მისი მეზობლის მხრიდან, რუსეთი დღეს წარმოდგენილია აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში“, მაგრამ ეს მაინც სხვა რამეა, ვიდრე ის ომი, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. ამას გარდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის მაპ-ის პროცესი გავაუქმოთ, საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ვფიქრობ, კონცენტრაცია საჭიროა სწორედ იმაზე, რომ საქართველოს და უკრაინას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პასუხისმგებლობები აქვთ.“ დამატებით შეკითხვას, საქართველოში საკმაოდ ბევრი მოიძებნება, ვინც არ დაგეთანხმებოდათ და იტყოდა: ომი ომია, სისხლი ორივეგან დაიღვარა. რატომ იმსახურებს ერთი მხარე მეტს, ვიდრე მეორე? სტოლტენბერგი ასე პასუხობს: „განსხვავება ისაა, რომ ეს ორი განსხვავებული ქვეყნანაა და თუ შევხედავთ მათ სხვადასხვა ინსტიტუციას, რეფორმებსდა ა.შ., დავინახავთ, რომ ისინი სხვადასხვა დონეზე არიან, სხვადასხვა ასპექტში. მე არ ვამბობ, რომ უკრაინა საქართველოს უსწრებს ყველა ასპექტში, მაგრამ ისინი ინდივიდუალურად ფასდებიან, მათი მხარდაჭერაც ინდივიდუალურად ხდება და გადაწყვეტილებებიც, მათთან დაკავშირებით, ცალ-ცალკე მიიღება. ერთმანეთზე მიბმული არ არიან, არანაირად.“ ამავე ინტერვიუში ალიანსის გენმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ NATO არასოდეს აიძულებს ვინმეს ალიანსში გაწევრებას, ისტორიას ასეთი შემთხვევა არ ახსოვს. „თუ დემოკრატიული საზოგადოება ხართ, ჩვენი კარი ღიაა, მაგრამ გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. თუ გადაწყვეტთ, რომ NATO-ს წევრობა არ გსურთ, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. და რაღა თქმა უნდა, პატივს ვცემთ თქვენ სურვილსაც, გახდეთ ალიანსის წევრი. ჩვენ არ გვსურს ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც მოსკოვი წყვეტს, რა უნდა აკეთონ მისმა მეზობლებმა და რა არა, ეს გავლენის სფეროების სამყაროა და ჩვენ არ გვინდა ამ სამყაროში ცხოვრება.“
სტოლტენბერგი ფაშინიანთან შეხვედრაზე: NATO-ს ყველა პარტნიორმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა პუტინმა უკრაინაში არ გაიმარჯვოს
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა. სომხური მედიის ცნობით, მხარეებმა სომხეთ-NATO-ს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გაცვალეს აზრები რეგიონულ პროცესებზე, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დისკუსიებზე. მოგვიანებით, ნიკოლ ფაშინიანისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა დელეგაციების მონაწილეობით გაგრძელდა. სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აცნობეს, პირისპირ შეხვედრისას თანამოსაუბრეებმა სომხეთ-NATO-ს ურთიერთქმედების საკითხები განიხილეს. სტოლტენბერგმა შეაქო სომხეთი მისი ხანგრძლივი პარტნიორობისა და NATO-ს ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის, მათ შორი,ს KFOR-ის სამშვიდობო მისიაში ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდისთვის. „თითქმის 20 წლის განმავლობაში, სომხეთი არის მთავარი პარტნიორი NATO-ს KFOR-ის სამშვიდობო მისიაში, რომელიც ეხმარება კოსოვოს ყველა თემისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს უზრუნველყოფას,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესახებ გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიაღწიონ შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზაციისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის გზაზე. „ეს მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ უფრო სახიფათო სამყაროს წინაშე ვდგავართ,” - ხაზგასმით აღნიშნა მან და გაიმეორა, რომ ”NATO მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის მშვიდობიან მისწრაფებებს.” მან ისაუბრა უკრაინაზეც. „თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ მისი აგრესია აქ არ შეჩერდება და სხვა ავტორიტარული აქტორები გათამამდებიან,“ - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა. სტოლტენბერგმა NATO-ს ყველა პარტნიორს მოუწოდა, „გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა პუტინმა არ გაიმარჯვოს თავის აგრესიულ ომში.“ მან გაიმეორა, რომ „ბრძოლის ველზე ვითარება რთულია, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს. ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა სომხეთის საშინაო რეფორმების პროგრესზე. „თქვენ ასევე აჩვენეთ რეალური ვალდებულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
უკრაინას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება - სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება რთულია, რადგან უკრაინას საბრძოლო მასალა ეწურება. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ კიევს მეტი მხარდაჭერა სჭირდება. „დიდი დანაკარგების მიუხედავად, პრეზიდენტი პუტინითავის საომარ მიზნებზე უარს არ ამბობს. ბრძოლის ველზე ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. უკრაინას საბრძოლო მასალა ეწურება. ასე რომ, უკრაინას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება. და მათ ეს ახლა სჭირდებათ,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა სლოვენიის პრემიერთან შეხვედრაზე. სტოლტენბერგის მიიჩნევს, რომ ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა უკრაინის მხარდაჭერაა. „ის, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ხდება, ბრძოლის ველზე არსებულ სიძლიერესთან არის დაკავშირებული. თუ ჩვენ მოლაპარაკებების გზით მშვიდობიანი, ხანგრძლივი გადაწყვეტა გვსურს, მაშინ ამის მიღწევის გზა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერით უზრუნველყოფაა,“ - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგი: ბრძოლის ველზე რთული ვითარება უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების არგუმენტია
NATO-ს მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და ბრძოლის ველზე არსებული რთული ვითარება არის არგუმენტი მხარდაჭერის გაძლიერებისა და არა მისი შემცირებისთვის. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, NATO-უკრაინის საბჭოს სხდომის გახსნისას განაცხადა. „უკრაინა აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის, მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ბრძოლის ველზე მძიმე მდგომარეობაა. ეს არის არგუმენტი ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად და არა შემცირებისთვის,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. როგორც ცნობილია, ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები მიმდინარეობს. უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელება მთავარ საკითხებს შორისაა.
სტოლტენბერგი „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას. შესაბამისი განცხადება მან დღეს პრესკონფერენციაზე, შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. „ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის ნებისმიერ მცდელობას, ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოეთის აგენტების ან გავლენის შესახებ, ვინაიდან, ეს რეალურად ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალისხმევას. საქართველომ რეფორმებზე უნდა იმუშაოს, რათა NATO-სა და ევროკავშირს დაუხლოვდეს და ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო. საქართველოს, თბილისს, რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე და, რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი შეეხებოდა რეფორმების მნიშვნელობას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. ქართველმა ხალხმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი სურთ ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში. ამდენად, ვშიშობ, რომ ნებისმიერ კანონს, რომელსაც “უცხოური აგენტების” ეს იდეა შემოაქვს, გავლენა ექნება ბევრ მედიასაშუალებაზე, რომლებიც ასევე ოპერირებენ საერთაშორისო დონეზე და საქართველოშიც, და ის ძირს გამოუთხრის თავად იდეას, რომ საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს,” - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
ომი უკრაინაში: სტოლტენბერგი ორ სცენარზე საუბრობს
როგორია რეალურად ვითარება ბრძოლის ველზე და რას შეიძლება, ველოდოთ უახლოეს მომავალში და განიხილება თუ არა იდეა უკრაინის საზღვრებთან რაიმე სახის „უსაფრთხოების ხაზის“ შექმნის შესახებ, მოკავშირე ქვეყნების დასაცავად? მედიის ამ შეკითხვას უპასუხა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, 4 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ვითარება ბრძოლის ველზე რთულია და ეს არის არგუმენტი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის მობილიზება. „არსებობს ორი შესაძლო სცენარი. ერთი ის არის, რომ NATO-ს მოკავშირეებს შეუძლიათ მეტი მხარდაჭერის მობილიზება და რომ უკრაინას შეუძლია მეტი ტერიტორიის დაბრუნება. და მეორე სცენარი არის ის, რომ ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ. და მაშინ არის რეალური რისკი იმისა, რომ რუსეთი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას დაიკავებს და ჩვენ კიდევ უფრო საშიშ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. საქმე ისაა, რომ უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ერთადერთი გზა არის ძლიერი უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოლა, რადგან მხოლოდ ამ გზით დარწმუნდება პრეზიდენტი პუტინი, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე. ეს არის ერთადერთი გზა, რათა დარწმუნდეს ის, რომ უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან - რაიმე მისაღები გადაწყვეტის შესახებ, სადაც უკრაინა დომინირებს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა. მე მტკიცედ მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. იმიტომ, რომ უკრაინელებმა აჩვენეს, რომ უაღრესად ქმედუნარიანები არიან. მათ შეუძლიათ, გამოიყენონ მოკავშირეების მიერ მოწოდებული მასალა, აღჭურვილობა. გავიხსენოთ, საიდან დაიწყო ეს ომი. ეს დაიწყო იმით, რომ ექსპერტების უმეტესობას სჯეროდა, რომ რუსეთი უკრაინაზე კონტროლს რამდენიმე კვირაში დაამყარებდა, ხოლო კიევს რამდენიმე დღეში აიღებდა. ასე არ მოხდა. უკრაინელებმა გაათავისუფლეს ტერიტორიის 50%, რომელიც ომის დასაწყისში რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული. მათ შეძლეს წარმატებული ღრმა დარტყმების მიტანა რუსეთის ხაზების მიღმა სხვადასხვა სამხედრო სამიზნეებზე და შეძლეს შავ ზღვაში დერეფნის გახსნა - მრავალი რუსული გემის ჩაძირვით. ეს არის მნიშვნელოვანი სამხედრო მიღწევები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, NATO-ს მოკავშირეების მხარდაჭერით, აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალებით. ასე რომ, თუ NATO-ს მოკავშირეები მოგვაწვდიან იმას, რაც ჩვენ უნდა გვქონდეს, მაშინ მე ნამდვილად ვიქნები დარწმუნებული, რომ უკრაინელები შეძლებენ ახალი წარმატების მიღწევას,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგი: ბრძოლის ველზე რთული ვითარება უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების არგუმენტია
სტოლტენბერგი: ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია, დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში. შესაბამისი განცხადება მან დღეს პრესკონფერენციაზე, შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. „ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის ნებისმიერ მცდელობას, ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოეთის აგენტების ან გავლენის შესახებ, ვინაიდან, ეს რეალურად ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ძალისხმევას. საქართველომ რეფორმებზე უნდა იმუშაოს, რათა NATO-სა და ევროკავშირს დაუხლოვდეს და ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო. საქართველოს, თბილისს, რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე და, რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი შეეხებოდა რეფორმების მნიშვნელობას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. ქართველმა ხალხმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი სურთ ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში. ამდენად, ვშიშობ, რომ ნებისმიერ კანონს, რომელსაც “უცხოური აგენტების” ეს იდეა შემოაქვს, გავლენა ექნება ბევრ მედიასაშუალებაზე, რომლებიც ასევე ოპერირებენ საერთაშორისო დონეზე და საქართველოშიც, და ის ძირს გამოუთხრის თავად იდეას, რომ საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს,” - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. OSCE/ODIHR-მა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა მოამზადა როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
სტოლტენბერგი: უკრაინის მიერ ქვეყნის ფარგლებს მიღმა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმები, თავდაცვაზე კანონიერი უფლების ნაწილია
უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების უფლება აქვს. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ეს თავდაცვაზე კანონიერი უფლების ნაწილია - ქვეყნის ფარგლებს მიღმა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმები. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და მივესალმები, რომ მოკავშირეები უზრუნველყოფენ სამხედრო მხარდაჭერას მათი თავდაცვის მიზნით,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა, რითაც უპასუხა შეკითხვას, ფინეთს არ დაუწესებია რაიმე შეზღუდვა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე. მაგრამ ალიანსის ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ არ უშვებს მათი იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის. ეს ძირს უთხრის უკრაინის უნარს, მოიგოს ომი.
სტოლტენბერგი: NATO მუშაობს უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველსაყოფად
NATO-ს წევრები განიხილავენ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნას, განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე დიდი შვიდეულის (G7) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, 18 აპრილს კაპრიში. ღონისძიება 19 აპრილს NATO-უკრაინის საბჭოს მოახლოებული სხდომის ფონზე გაიმართა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა შეკრება, რადგან რუსეთმა გააძლიერა საჰაერო თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე და საჰაერო თავდაცვის დეფიციტი ხელშესახები გახდა. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO ამჟამად მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის Patriot, SAMP/T, NASAMS, AMRAAM, RST სისტემების უზრუნველყოფაზე. მოკავშირეებს, რომლებიც არ აწვდიან უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მოეთხოვებათ ფინანსური მხარდაჭერა. „NATO-ს მხარდაჭერის 99 პროცენტი მოკავშირეებისგან მოდის, მაგრამ მეტის გაკეთებაა საჭიროებაა,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ასევე საჭიროა "უფრო ინსტიტუციონალიზებული და სტაბილური" ჩარჩო უკრაინას დახმარებისთვის, რათა ის უფრო ორგანიზებული და კოორდინირებული გახდეს.
იენს სტოლტენბერგი: აშშ-ის ეს მნიშვნელოვანი დახმარება, უკრაინისადმი ევროპელი მოკავშირეების დახმარებას შეავსებს
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დამტკიცებას მიესალმა. „მივესალმები ამ კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატაში მიღებას. ეს აჩვენებს უკრაინის ორპარტიულ მხარდაჭერას, რომელიც გრძელდება. დახმარების ეს მნიშვნელოვანი გაძლიერება შეავსებს ათობით მილიარდის დახმარებას, რომელსაც უკრაინას ევროპელი მოკავშირეები აწვდიან. მოვუწოდებ სენატს სწრაფად იმოქმედოს და გაუგზავნოს ეს კანონპროექტი [ხელმოსაწერად] პრეზიდენტი ბაიდენს,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. აღსანიშნავია, რომ 19 აპრილს NATO-უკრაინის საბჭოზე თავდაცვის მინისტრები შეთანხმდებოდნენ უკრაინისთვის შემდგომ სამხედრო დახმარებაზე, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სფეროში. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი დაატკიცა
სუნაკი და სტოლტენბერგი 23 აპრილს პოლონეთში ჩავლენ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 23 აპრილს პოლონეთს ეწვევიან. დონალდ ტუსკის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი არის პოლონეთის გეგმის ნაწილი უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით. „ეს არის ჩემი მისიის გაგრძელება, რათა აღვადგინო და გავაფართოო პოლონეთის პოზიციები უსაფრთხოების პოლიტიკაში. ვზრუნავ, რომ მოკავშირეებად გვყავდეს განსაკუთრებით ისინი, ვისთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ – ბრიტანელები, სკანდინავიელები, ჩვენი რეგიონის ქვეყნები, რათა ჩვენი მუშაობა უკეთ იყოს კოორდინირებული,“ – განაცხადა დონალდ ტუსკმა. დონალდ ტუსკს კითხვა დაუსვეს, შეუერთდება თუ არა პოლონეთი უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ტიპის სისტემების მიწოდების ინიციატივას, რაზეც ტუსკმა აღნიშნა, რომ ეს შეუძლებელია. მისივე თქმით, არსებობს სხვა ტიპის იარაღებიც, რომლებიც ცის დაცვას უწყობს ხელს და ამ კუთხით პოლონეთი უკრაინის დახმარებას შეძლებს.
სტოლტენბერგი უკრაინისთვის „ძლიერ გადაწყვეტილებებს“ აანონსებს
NATO-ს სურს, შექმნას მიდგომები, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერას „უფრო მტკიცე და პროგნოზირებადს“ გახდის. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს ვარშავაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, NATO-ში ახლა განიხილავენ უკრაინისადმი უფრო მყარ და პროგნოზირებად საფუძვლებზე დამყარებულ მხარდაჭერას, მათ შორის, მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულებით. მისი თქმით, გადაწყვეტილებებს, რომლებიც დღეს მიიღება, მომავალი თაობებისთვის ექნება შედეგები. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი აგრესიული ომისთვის მხარდაჭერას იღებს ჩინეთიდან, ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. „ეს გვახსენებს, რომ უსაფრთხოება არ არის რეგიონული, უსაფრთხოება გლობალურია. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თანამოაზრე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, რათა შევინარჩუნოთ და დავიცვათ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება," - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მან დასძინა, რომ NATO არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც არ ესწრაფვის კონფლიქტს რუსეთთან. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ალიანსი აპირებს, უზრუნველყოს მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოება. „NATO-ს 10,000 ჯარისკაცი, რომელიც აქ პოლონეთშია განთავსებული, აგზავნის უტყუარ გზავნილს, რომ NATO დაიცავს ყველა მოკავშირეს,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. სუნაკმა პოლონეთში ვიზიტის დროს, უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა
სტოლტენბერგი: უკრაინისთვის დიდი დახმარება გზაშია
უკრაინისთვის დახმარება გზაშია, გამარჯვებისთვის გვიანი ჯერ არ არის. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. სტოლტენბერგმა მოუწოდა მოკავშირეებს, დააჩქარონ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის მიწოდება. „ახლა ჩვენი პასუხისმგებლობაა [უკრაინის წინაშე], ეს ვალდებულებები იარაღისა და საბრძოლო მასალის რეალურ მიწოდებებად ვაქციოთ, და სწრაფად გავაკეთოთ ეს,” - განაცხადა სტოლტენბერგმა. მანვე აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში NATO-ს წევრებმა არ გასწიეს ის მხარდაჭერა, რომელსაც დაპირდნენ” კიევს, თუმცა უკრაინის გამარჯვებისთვის ჯერ გვიანი არ არის, ვინაიდან დიდი დახმარება უკვე გზაშია.“ ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესმა ცოტა ხნის წინ უკრაინის დახმარებისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსება დაამტკიცა, ხოლო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა წევრებმა, კერძოდ კი, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა, დახმარების ახალი პაკეტები დააანონსეს. შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, 20 აპრილს. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. სემატმა ეს პაკეტი 23 აპრილს მიიღო, 24 აპრილს კი, მას ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი.
სტოლტენბერგი: შეცდომა დავუშვით, როდესაც დამოკიდებული გავხდით რუსულ ნავთობსა და გაზზე - ეს შეცდომა ჩინეთთან არ უნდა გავიმეოროთ
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დასავლეთმა არ უნდა დაუშვას ჩინურ რესურსებზე დამოკიდებულება, როგორც ეს ადრე რუსეთის ნავთობისა და გაზის შემთხვევაში იყო. სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში, თუკი სურს, დასავლეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს კრიტიკულად სჭირდება მხარდაჭერა ჩინეთისგან, რომელიც მის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს მაღალტექნოლოგიური საქონლის, განსაკუთრებით, ნახევარგამტარების მიწოდებით ამარაგებს. „წარსულში ჩვენ დავუშვით შეცდომა, გავხდით რა დამოკიდებულები რუსულ ნავთობსა და გაზზე. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ეს შეცდომა ჩინეთთან. მის ფულზე, ნედლეულზე, ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება დაუცველებს გვხდის,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ალიანსის გენმდივნის თქმით, „რუსეთმა შარშან მიკროელექტრონული საშუალებების 90%-ის იმპორტი ჩინეთიდან განახორციელა, რომელიც გამოიყენება რაკეტების, ტანკებისა და თვითმფრინავების დასამზადებლად. ჩინეთი ასევე მუშაობს რუსეთს სატელიტური შესაძლებლობების გაუმჯობესების უზრუნველყოფაზე.“ მისი თქმით, ჩინეთმა განაცხადა, რომ სურს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს დასავლეთთან, თუმცა, შეუძლებელია, „ასაზრდოო რუსეთის ომი და კარგი ურთიერთობა გქონდეს დასავლეთთან.“
სტოლტენბერგი დაუანონსებელი ვიზიტით კიევში ჩავიდა
NATO-ს გენერალური მდივანი დაუანონსებელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. სტოლტენბერგი უკრაინის დედაქალაქში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად პრესკონფერენციას მართავს. NATO-ს შეუძლია, შექმნას სპეციალური ფონდი უკრაინის თავდაცვის ფინანსური მხარდაჭერისთვის - 100 მილიარდი ევროს ოდენობით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. NATO უკრაინისთვის $100 მილიარდიანი ფონდის შექმნის იდეით გამოდის „დღეს განვიხილეთ იენსის, ინიციატივა შექმნას სპეციალური ფონდი უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად, 100 მილიარდი ევროს ოდენობით - ხუთი წლის განმავლობაში,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინული მხარისთვის ასეთი ფონდის შექმნის დეტალები მართლაც მნიშვნელოვანია. „მნიშვნელოვანია, რომ ეს არ მოხდეს ორმხრივი ვალდებულებების ხარჯზე, რომელიც გათვალისწინებულია ჩვენს შეთანხმებებში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. სტოლტენბერგი კიევში: იარაღი უკრაინისთვის არის გზა მშვიდობისკენ
სტოლტენბერგი კიევში: მოუთმენლად ველი დღეს, როცა NATO-ს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღიმართება
„უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. როცა დრო დადგება, უკრაინა შეძლებს დაუყოვნებლივ გახდეს NATO-ს წევრი. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა NATO-ს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღიმართება,“ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინას რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად იარაღი და საბრძოლო მასალა სჭირდება. მისი თქმით, მოსკოვს უნდა ესმოდეს, რომ ვერ გაიმარჯვებენ და დასავლეთს უმოქმედობას ვერ აიძულებს. „რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან, NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწიეს. ამავე დროს, მე ვიცი, რომ მხარდაჭერის სერიოზული შეფერხებები სერიოზულ შედეგებს ნიშნავდა ბრძოლის ველზე. თვეების განმავლობაში, აშშ ვერ ახერხებდა დახმარების პაკეტზე შეთანხმებას და ევროპელმა მოკავშირეებმა ვერ შეძლეს საბრძოლო მასალის მიწოდება იმ მასშტაბით, რასაც დაგპირდით. უკრაინა თვეების განმავლობაში იძულებული იყო საბრძოლო მასალის გამოყენება შეეზღუდა. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები რუსული რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს და რუსეთმა ფრონტის ხაზის გასწვრივ წინსვლა შეძლო, მაგრამ უკრაინის გამარჯვებისთვის დაგვიანებული არ არის. მეტი მხარდაჭერა გზაშია,“ - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
„მზარდ რუსულ საფრთხეზე საპასუხოდ პარტნიორებთან თანამშრომლობა“ - სამხრეთ კავკასია NATO-ს ფოკუსში
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 19 მარტს თავისი ტურნე სამხრეთ კავკასიაში, ერევანში, სომხეთში ვიზიტით დაასრულა, სადაც პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ეს ამ რანგში სტოლტენბერგის სავარაუდოდ, ბოლო ვიზიტი იყო, რადგან ის NATO-ს გენმდივნის პოსტს წელს დატოვებს. ფოტო - ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტოლტენბერგის ვიზიტზე კომენტირებისას, კრემლმა სამშაბათსვე განაცხადა, რომ ბლოკის მცდელობებმა, „გააფართოოს თავისი ყოფნა ამ ტერიტორიაზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელი შეუწყოს სტაბილურობას.“ კრემლს ხშირად შეახსენებენ, რომ NATO დემოკრატიული ქვეყნების ალიანსია და მისი კარი ღიაა სხვა დემოკრატიული ქვეყნებისათვის, რომლებიც თავად წყვეტენ, შეუერთდნენ თუ არა NATO-ს. NATO არასოდეს აიძულებს ვინმეს, ალიანსში გაწევრიანდეს. „ჩვენ არ გვსურს ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც მოსკოვი წყვეტს, რა უნდა აკეთონ მისმა მეზობლებმა და რა არა, ეს გავლენის სფეროების სამყაროა და ჩვენ არ გვინდა ამ სამყაროში ცხოვრება,“ ამბობენ ალიანსში. როგორც ცნობილია, იენს სტოლტენბერგმა სამდღიანი ვიზიტისას მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ლიდერებთან.“ საგულისხმოა, რომ სტოლტენბერგს სამივე ქვეყანაში ერთი გამოკვეთილი გზავნილი ჰქონდა - მეტი უნდა გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად. „თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ მისი აგრესია აქ არ შეჩერდება და სხვა ავტორიტარული აქტორები გათამამდებიან,“ - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა დღეს, სომხეთში ვიზიტისას, სტოლტენბერგმა NATO-ს ყველა პარტნიორს მოუწოდა, „გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა პუტინმა არ გაიმარჯვოს თავის აგრესიულ ომში.“ მან გაიმეორა ის, რაც თქვა მათ შორის, თბილისში, რომ „ბრძოლის ველზე ვითარება რთულია, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს.“ ვიზიტი სომხეთში - „სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა NATO-სთვის მნიშვნელოვანია,“ ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სომხეთში ვიზიტს. ეს იყო სტოლტენბერგის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც სომხეთმა NATO-სთან უფრო დაახლოების სურვილი დააფიქსირა. მოსალოდნელია, რომ ერევანი ალიანსის ახალ პროგრამებში ჩაერთვება, თუმცა „გაწევრიანება დღის წესრიგში არ არის.“ აღსანიშნავია, რომ ერევანმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების სურვილიც ღიად დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთი მოკავშირედ რჩება, მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს მოსკოვის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და კიევში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, რამაც რუსეთის გაბრაზებაც გამოიწვია. ერევანში ვიზიტისას კი, სტოლტენბერგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უკრაინის მიმართ „სოლიდარობის“ გამო შეაქო. ბოლო პერიოდში ერევანი ასევე ხშირად მიუთითებდა, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება შეცდომა იყო. NATO-ს ცნობით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესახებ საუბრისას, გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიაღწიონ შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზაციისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის გზაზე. „ეს მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ უფრო სახიფათო სამყაროს წინაშე ვდგავართ,” - ხაზგასმით აღნიშნა მან და გაიმეორა, რომ ”NATO მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის მშვიდობიან მისწრაფებებს.” ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა სომხეთის რეფორმების პროგრესზე. „თქვენ ასევე აჩვენეთ რეალური ვალდებულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ვიზიტი აზერბაიჯანში - “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისთვის“ სტოლტენბერგმა ბაქოში განაცხდა, რომ მოუთმენლად ელის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას. „მშვიდობა ამ რეგიონში ძალზე მნიშვნელოვანია ხალხისთვის, რეგიონის ქვეყნებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისთვის, ჩრდილო ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და ამიტომ, მშვიდობა, სტაბილურობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ აქ, არამედ, უსაფრთხოება - უფრო ფართოდ. „სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას წლების განმავლობაში კონფლიქტის შემდეგ. მე ვაფასებ იმას, რასაც ამბობთ, რომ თქვენ უფრო ახლოს ხართ სამშვიდობო შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე. და მე შემიძლია, უბრალოდ, მოგიწოდოთ, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა სომხეთთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად,“ განმარტა სტოლტენბერგმა. ამასთან, NATO-ს გენდმივანმა უკრაინასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან გაწეულ საჭირო მხარდაჭერას. მან თბილისისა და ერევნის მსგავსად, ბაქოშიც გაიმეორა, რომ უკრაინისთვის მეტი დახმარებაა საჭირო. სტოლტენბერგმა რეგიონის ქვეყნებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. „რა თქმა უნდა, როცა უფრო ფართო რეგიონს ვუყურებთ, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა შავი ზღვის ქვეყანაა. ეს არის NATO-ს პარტნიორი ქვეყანა და რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოკავშირეები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მიმდინარე ომის შედეგებით და მხარს უჭერენ უკრაინას. მივესალმები იმ საჭირო მხარდაჭერას, რომელსაც აზერბაიჯანიც უწევს უკრაინას. ასევე, როდესაც საქმე ეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, ეს ძალიან საჭიროა, მაგრამ მეტი მხარდაჭერაა საჭირო, რადგან უკრაინაში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა,“ აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა. აზერბაიჯანში ვიზიტისას მან ენერგოუსაფრთხოებაზეც ისაუბრა. „ენერგეტიკა მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მივესალმებით, რომ აზერბაიჯანი ავითარებს უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს NATO-ს რამდენიმე მოკავშირესთან და რომ თქვენი ქვეყანა უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპაში NATO-ს მთავარი მოკავშირეებისთვის არამარტო გაზის, არამედ, მომავალში ელექტროენერგიის მიწოდებაში და, შესაბამისად, თქვენ მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ჩვენი საზოგადოებების გამძლეობისთვის,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა. ვიზიტი საქართველოში - „NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ - ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სტოლტენბერგის ჩამოსვლას საქართველოში „საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მნიშვნელოვან წვლილს NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილებია,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა NATO-ს ცნობით. მან მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და დასძინა, რომ რუსეთის მიერ “არჩევნების“ ორგანიზება საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში, სრულიად უკანონოა. ალიანსის გენმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს და მათ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს. "რუსეთი აგრძელებს იმპერიული ამბიციებისკენ სწრაფვას. უკრაინაში კი, ვითარება ბრძოლის ველზე მძიმე რჩება,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. „მაგრამ, ჩვენი მხარდაჭერით, უკრაინამ უკან დახია - გაანადგურა ან დააზიანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს, ხელახლა გახსნას მარცვლეულის მიწოდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკისთვის და გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის,“ აღნიშნა NATO-ს გენმდივანმა. ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა განიხილა საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზები. ალიანსი აძლიერებს თანამშრომლობას საქართველოსთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კრიზისების მართვა, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო ინჟინერია და უსაფრთხო კომუნიკაციები. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა NATO-ს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს გზას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. აღსანიშნავია, რომ საქართველო, რომლის ტერიტორიები რუსული ჯარების მიერ არის ოკუპირებული, აპირებს, საბოლოოდ გახდეს NATO-ს წევრი, ხოლო აზერბაიჯანს მჭიდრო კავშირები აქვს NATO-ს წევრ თურქეთთან. სომხეთის შეფასებით კი, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, რეგიონში ვითარებას ცვლის. NATO-ს გენერალურმა მდივანმა თბილისს ვიზიტის დროს გადასცა, რომ რასაც ის აკეთებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მჭიდროდ დაკავშირებულია (თანხვედრაშია, შეესაბამება) ძალისხმევასთან, რომ ქვეყანა NATO-ს სრულფასოვანი მოკავშირე გახდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივნის ტურნეს შეფასება ვთხოვეთ, ამბობს რომ სტოლტენბერგმა სამხრეთ კავკასიაში ვიზიტით ხაზი გაუსვა, რომ გლობალურად მზარდია რუსული საფრთხე დასავლეთისთვის და სწორედ მასზე საპასუხო ზომების ირგვლივ პარტნიორების კოორდინაციას ცდილობს სტოლტენბერგი. „მჯერა, რომ ეს იყო ხაზგასმა გლობალურად მზარდი რუსული საფრთხისა დასავლეთისთვის და ასევე ერთგვარი ინფორმირება დასავლეთის მხრიდან საპახუხო ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გახდეს ხილვადი ყველასთვის, ვინც შეიძლება, ამ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს და აქედან გამომდინარე, მათ სურთ თანამშრომლობა,“ განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილმა ანალიტიკოსმა პოლ გობლმა.
სტოლტენბერგი: ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს
"უცხოეთის აგენტების" შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს, მაგრამ არ გვიმსჯელია იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტ რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში განაცხადა. "საქართველო ჩვენი პარტნიორია. ახლახან ვიმყოფებოდი საქართველოში. და მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო. ამავე დროს, ახალ კანონს "უცხოელი აგენტების შესახებ" საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და, შესაბამისად, NATO-ს მოკავშირეებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ გამოთქვეს შეშფოთება. და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 28 მაისს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ევროკავშირის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა, განაცხადა, რომ ევროკავშირის პასუხზე "საგარეო საქმეთა ივნისის საბჭოზე იმსჯელებენ.“ რადიო თავისუფლება NATO-ს გენერალურ მდივანს ჰკითხა, მოჰყვება თუ არა ასეთი კანონის მიღებას რაიმე კონკრეტული გავლენა NATO-საქართველოს ურთიერთობებზე. იენს სტოლტენბერგი: "ეს საკითხი არ განხილულა. და ჩვენი პარტნიორობა ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დიალოგი პარტნიორობის ნაწილია. და პრობლემების წამოჭრაც ამ პოლიტიკური დიალოგის ნაწილია." _დარჩება, თუ არა საქართველო ალიანსის ასპირანტ ქვეყნად? იენს სტოლტენბერგი: "დიახ, საქართველომ წევრობისთვის მოგვმართა. ჩვენ მისთვის ჯერ არ მიგვიცია გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ ჩვენ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს.“
სტოლტენბერგი: ჩინეთმა რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერისთვის ფასი უნდა გადაიხადოს
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ჩინეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერას შედეგები უნდა მოჰყვეს, თუ ის თავის ქცევას არ შეცვლის. იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ პეკინი მხარს უჭერს რუსეთის საომარ ძალისხმევას და ამავდროულად, ცდილობს, შეინარჩუნოს ურთიერთობები ევროპელ მოკავშირეებთან. „ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ იმუშავებს,” - განაცხადა სტოლტენბერგმა BBC -სთან ინტერვიუში. მისი თქმით, ჩინეთი რუსეთს უზიარებს უამრავ ტექნოლოგიას, როგორიცაა, მიკროელექტრონიკა, რაც უმნიშვნელოვანესია რუსეთისთვის რაკეტების, იარაღის შესაქმნელად, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. „რაღაც ეტაპზე, ჩვენ უნდა განვიხილოთ რაიმე სახის ეკონომიკური ფასი, თუ ჩინეთი არ შეცვლის თავის ქცევას," - აღნიშნა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, პეკინს უკვე დაუწესეს გარკვეული სანქციები რუსეთის მხარდაჭერისთვის - გასულ თვეში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა შეზღუდვები, რომლის სამიზნე დაახლოებით 20 კომპანიაა. ჩინეთი მუდმივად ირწმუნება, რომ რუსეთი მისგან ლეტალურ იარაღს არ ყიდულობს და რომ ის სიფრთხილით ახორციელებს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტს, კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სი ძინპინმა მას განუცხადა, რომ რუსეთს იარაღს არ მიჰყიდის. როგორც ცნობილია, წელს თავდაცვაზე მშპ-ის სულ მცირე 2%-ს NATO-ს 20-ზე მეტი წევრი ქვეყანა დახარჯავს. „შემიძლია, განვაცხადო, რომ წელს თავდაცვაზე მშპ-ის მინიმუმ 2%-ს NATO-ს 20-ზე მეტი წევრი ქვეყანა დახარჯავს. ეს კარგია ევროპისთვის და კარგია ამერიკისთვის,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის თავდაცვის ხარჯების საკითხი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის მთავარი თემა იქნება.
NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე სტოლტენბერგს მარკ რუტე შეცვლის - POLITICO
NATO-ს 32-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას სამხედრო ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე, წერს Politico. მარკ რუტე ალიანსის მოქმედ ხელმძღვანელს, ნორვეგიელ იენს სტოლტენბერგს შეცვლის. ოფიციალური დანიშვნა სავარაუდოდ, ივლისში გაიმართება ვაშინგტონში, ორგანიზაციის სამიტზე. რუტეს უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება. ბოლო ქვეყნები, რომელთა მხარდაჭერაც სჭირდებოდა რუტეს, იყვნენ სლოვაკეთი და უნგრეთი. მათ მისი კანდიდატურა სამშაბათს, 18 ივნისს დაამტკიცეს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რამდენიმე თვის განმავლობაში არ თანხმდებოდა რუტეს კანდიდატურის მხარდაჭერას, მაგრამ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრისგან მიიღო დაპირება, რომ ბუდაპეშტი შეძლებს, უარი განაცხადოს უკრაინის მხარდასაჭერად NATO-ს საქმიანობაში მონაწილეობაზე. თავად ორბანმა მოგვიანებით დაადასტურა სტოლტენბერგთან ადრე მიღწეული შეთანხმებები და იმედი გამოთქვა, რომ რუტე გააგრძელებს ასეთ პოლიტიკას. ბრატისლავის მხარდაჭერა რუტემ უზრუნველყო დაპირებით, რომ NATO სლოვაკეთს მისი საჰაერო სივრცის დაცვაში დაეხმარება, ვიდრე ის საკუთარ შესაძლებლობებს გაზრდის. რუტეს გარდა პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ კანდიდატურას ხსნის. NATO-ს ახალი ხელმძღვანელი თავისი მოვალეობის შესრულებას 2 ოქტომბერს შეუდგება. მისი მთავარი ამოცანა იქნება სამხედრო ალიანსის ყველა ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდა მშპ-ს 2%-მდე. Politico წერს, რომ ნიდერლანდებმა ამ მიზანს მხოლოდ წელს მიაღწია, თუმცა ასეთი მიზნის მიღწევაზე დაპირება 10 წლის წინ გაკეთდა. NATO-ს შეფასებით, ორგანიზაციის 32 ქვეყნიდან 23-მა მიაღწია სამხედრო ხარჯების სამიზნე მაჩვენებელს.
ეჭვგარეშეა, პუტინი ცდილობს, აღადგინოს გავლენის სფერო, რათა უზრუნველყოს რუსეთის კონტროლი მეზობელ ქვეყნებზე - დისკუსია უილსონის ცენტრში
რას უნდა ველოდოთ ვაშინგტონის სამიტიდან: ამ საკითხზე NATO-ს გენერალურ მდივანთან დისკუსია 17 ივნისს, აშშ-ში, უილსონის ცენტრში გაიმართა. რა დევს სასწორზე. ჩვენ გვესმის გაფრთხილებები, რომ პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე, მოლდოვაზე, საქართველოზე, შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნეზეც კი. როგორ ფიქრობთ, შეიჭრება პუტინი NATO-ს წევრ ქვეყანაში ან თავს დაესხმება მას, გავლენის სფეროს კონცეფციის რეკონსტრუქციის მცდელობისას? რამდენად რეალურია ეს საფრთხე? ხსენებული შეკითხვით მიმართა აშშ-ში, უილსონის ცენტრის გლობალური ევროპის პროგრამის თავმჯდომარემ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ფილიპ რიკერმა იენს სტოლტენბერგს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა უპასუხა, რომ პუტინი ცდილობს, აღადგინოს გავლენის სფერო საიმისოდ, რომ მეზობელ ქვეყნებზე კონტროლი დაამყაროს. „ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, აღადგინოს გავლენის სფერო, რათა უზრუნველყოს რუსეთის კონტროლი მეზობელ ქვეყნებზე... ის საქართველოში შევიდა 2008 წელს... მოლდოვაში განაგრძობენ რუსული ჯარის ყოფნას მთავრობის თანხმობის გარეშე, და ჩვენ გვაქვს აგრესიული ქცევის ეს მაგალითი უკრაინის წინააღმდეგ, მრავალი წლის განმავლობაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვხედავ რაიმე საფრთხეს ან რაიმე რისკს, გარდაუვალ რისკს სამხედრო თავდასხმისთვის NATO-ს მოკავშირე ქვეყანაზე. და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი საკითხი არ ავურიოთ. რადგან NATO-ს მთელი მიზანი ომის თავიდან აცილებაა, სამხედრო თავდასხმის თავიდან აცილება. ჩვენ ამას წარმატებით ვაკეთებთ 75 წლის განმავლობაში, თუნდაც ცივი ომის ყველაზე სახიფათო და ყველაზე ცივ პერიოდში... ჩვენ გვქონდა დასავლეთ ბერლინის მაგალითი, აღმოსავლეთ გერმანიის შუაგულში. ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენ შევძელით, შეგვეკავებინა საბჭოთა ან რუსული აგრესია NATO-ს ტერიტორიის წინააღმდეგ, რადგან ასე მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე იქნება თავდასხმა ყველა მოკავშირეზე. NATO-ს ისტორიაში პირველად, საბრძოლო მზადყოფნაა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მაღალი მზადყოფნის შეიარაღებული ძალებით. ახლა ჩვენ გვყავს 500 [ათასი] ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაში, თავდაცვაზე მეტად მნიშვნელოვანი ხარჯებით, ინვესტიციებით მოწინავე თვითმფრინავებში F-35-ებში, გემებში, საბრძოლო ტანკებში, უამრავ მაღალი დონის შესაძლებლობებში. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ არა იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ომში, არამედ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ომი. ვიდრე დარწმუნებულები ვართ, რომ მოსკოვში ან სხვა პოტენციური მოწინააღმდეგის სხვა დედაქალაქში გაუგებრობის, არასწორი გათვლების ადგილი არ იქნება, NATO-ს მოკავშირეზე სამხედრო შეტევა არ იქნება. ასე რომ, მე ამას ვამბობ, რადგან ხანდახან გეუფლება განცდა - „ხომ იცი, მხოლოდ წლების საკითხია, ვიდრე რუსეთი თავს დაესხმება.“ არა, NATO-ს მიზანია ამის თავიდან აცილება,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა. ფილიპ რიკერმა მას ასევე ჰკითხა NATO-ს მომდევნო სამიტის მოლოდინებზე უკრაინასთან დაკავშირებით. უკვე ნათელია, რომ მომავალ თვეში, 75 წლის იუბილეზე, უკრაინა ვერ დაელოდება წევრობის მოწვევას. მაგრამ ამის ნაცვლად, დაანონსდა ერთგვარი „ხიდის“ შექმნა უკრაინისთვის NATO-ში მომავალი გაწევრიანებისკენ, რომელიც შემოიფარგლება აშშ-უკრაინის ორმხრივი უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებით, რიგი სხვა ორმხრივი შეთანხმებებით - მოკავშირეების, ევროპისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მოკავშირეების ძლიერი მხარდაჭერით. რა გზავნილია ეს უკრაინისთვის? ეს ხიდი შეიძლება, ჩაითვალოს სანდოდ და განსხვავებულად იმისგან, რასაც ბევრი, განსაკუთრებით, უკრაინელი ხედავს, როგორც შეუსრულებელ დაპირებებად 2008 წლიდან 16 წლის განმავლობაში? მიმართა რიკერმა სტოლტენბერგს. იენს სტოლტენბერგი: უკრაინა გახდება ალიანსის წევრი მაშინ, როდესაც ჩვენ გვექნება კონსენსუსი, როცა ყველა მოკავშირე თანახმა იქნება, რადგან მოგეხსენებათ, გაფართოებაზე გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსით. ასე რომ, საკმარისი არ არის, რომ NATO-ს მოკავშირეების უმრავლესობა (უკრაინის) მოწვევის მომხრე იყოს. ამასობაში, ჩვენ ვაშენებთ ამ ხიდს, ხელს ვუწყობთ უკრაინის NATO-ს წევრობასთან დაახლოებას და ამას ვაკეთებთ სხვადასხვა გზით. ეს ასევე ნაჩვენები იქნება სამიტზე მომავალ თვეში. ჩვენს ბოლო სამიტზე ვილნიუსში, ჩვენ მოვხსენით წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა, რომელსაც რეალურად შეიძლებოდა, მრავალი წელი დასჭირვებოდა. ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინას არ სჭირდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ეტაპის გავლა, მათ შეუძლიათ, გადავიდნენ პირდაპირ შემდეგ ეტაპზე და მოწვევაზე. ასე რომ, ჩვენ გადავიყვანეთ უკრაინის გაწევრიანების მთელი პროცესი ორსაფეხურიანი პროცესიდან ერთსაფეხურიანზე. ეს მათ ეხმარება NATO-ს წევრობასთან დაახლოებაში... ნება მომეცით, დავამატო კიდევ ერთი რამ წევრობის შესახებ... არავინ იცის, როდის და როგორ დასრულდება ბრძოლა უკრაინაში. მაგრამ როდესაც ის დასრულდება, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს არის მშვიდობა და არა - მხოლოდ პაუზა, ვიდრე რუსეთი ახალ თავდასხმებს განახორციელებს, რადგან, როგორც ვთქვი, ჯერ იყო საქართველო 2008 წელს, შემდეგ ყირიმი 2014-ში, შემდეგ აღმოსავლეთ დონბასი, შემდეგ მინსკი 1, მინსკი 2 და მთელი ეს დრო რუსეთი უფრო შორს წავიდა და შემდეგ მათ ჰქონდათ პაუზა. აღადგინეს თავიანთი ძალები და შემდეგ დაიწყეს სრულმასშტაბიანი შეჭრა. ამდენად, ერთი მხრივ, 2014 წლის ზამთრის შემდეგ იყო რუსეთის მუდმივი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა პირობა ნამდვილად არ იყო დაცული... როდესაც უკრაინაში ბრძოლები დასრულდება, ჩვენ გვჭირდება გარანტიები, რომ ეს არის დასასრული; რომ ის აქ ჩერდება. ჩვენ უნდა ავაშენოთ მომავალი უკრაინის შეიარაღებული ძალები, რათა მათ შეძლონ მომავალში რუსული აგრესიის შეკავება. მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და უსაფრთხოების საბოლოო გარანტია არის მეხუთე მუხლი, NATO... ეს ყველაფერი ეხება უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფას,“ განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
რა აჩვენა NATO-ს მიერ სამიტის წინ ჩატარებულმა კვლევამ
2024 წლის, NATO-ს საიუბილეო სამიტის წინ, ალიანსმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა NATO-ს წევრ 32-ვე ქვეყანაში დაუკვეთა. გამოკითხვის დროს 30 000-ზე მეტ რესპონდენტს სთხოვეს, გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, მათი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერის, მოკავშირეების კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებისა და თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, NATO-ს მხარდაჭერა რჩება ძლიერი, ასევე, მხარს უჭერენ თავდაცვის ხარჯების გაზრდასაც. რესპონდენტთა უმრავლესობა კვლავ თანხმდება იმაზე, რომ მათმა ქვეყანამ უნდა დაიცვას მოკავშირე თავდასხმის შემთხვევაში (63 პროცენტი), ხოლო 70 პროცენტი, რეფერენდუმზე დაუჭერდა მხარს მათი ქვეყნის NATO-ს წევრად დარჩენას. თავდაცვის ხარჯების შენარჩუნების ან გაზრდის მხარდაჭერა 76 პროცენტს შეადგენს. რუსეთისა და ჩინეთის მიმართ კეთილგანწყობა დაბალი რჩება, რესპონდენტთა უმეტესობა არაკეთილგანწყობილია რუსეთის მიმართ - 62 პროცენტი. ჩინეთის მიმართ - 48 პროცენტი. როგორც წინა გამოკითხვებში, ახლაც იყო კითხვები რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან დაკავშირებით. გამოკითხულთა დაახლოებით ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ომი უკრაინის წინააღმდეგ, გავლენას ახდენს მათი ქვეყნის უსაფრთხოებაზე (63%). რესპონდენტებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი უმრავლესობის თანხმობა, რომ მათმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა (61 პროცენტი). NATO გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მომავალი სამიტის გეგმებზე ისაუბრა და განმარტა, რომ უკრაინის საკითხი ალიანსის უმაღლესი დონის სამიტზე წამყვანი იქნება. NATO 75-წლიანი საქმიანობის აღსანიშნავად, საიუბილეო სამიტისთვის ემზადება, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება. სამიტის წინ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, NATO-ს მიმართ მხარდაჭერა უმაღლეს ნიშნულზეა - NATO
„NATO-ს მხარდაჭერა გაგრძელდება და ვადასტურებთ, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია“ - სტოლტენბერგი ზელენსკის
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის NATO-უკრაინის საბჭოს შეხვედრაზე მიესალმა. ვაშინგტონის სამიტზე ხუთშაბათს (2024 წლის 11 ივლისს) მან ხაზი გაუსვა „უკრაინის პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერ პაკეტს, მათ შორის, უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარების დაპირებას“, რომელიც ოთხშაბათს (2024 წლის 10 ივლისს) შეთანხმდა. „დღეს ჩვენ მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს უკრაინასთან ერთად, რაც ცხადყოფს, რომ NATO-ს მხარდაჭერა გაგრძელდება და ვადასტურებთ, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანების „შეუქცევად გზაზე“ დგას. თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ NATO-ს მხარდაჭერა უკრაინისადმი, გადამწყვეტია რუსეთის "აგრესიის მადის" შესაჩერებლად. მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანდეს. კითხვას იარაღის გამოყენების შესახებ შეზღუდვების შესახებ, ზელენსკიმ უპასუხა, რომ „თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ უკრაინა იყოს რუკაზე, ჩვენ უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, ძალიან სწრაფი ნაბიჯები.“ ზელენსკი იმეორებს, რომ უკრაინა "ძალიან ახლოსაა" NATO-ში გაწევრიანების მიზანთან. „შემდეგი ნაბიჯი იქნება მოწვევა და გაწევრიანება,“ ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. "იმედი მაქვს, ჩვენ გავიმარჯვებთ." ის ამბობს, რომ სიტყვა "წარმატება" ხშირად არ არის მიზანშეწონილი ომში, მაგრამ უკრაინისთვისაც და NATO-სთვისაც წარმატება იქნება, თუ მისი ქვეყანა ალიანსს შეუერთდება. აღნიშნავს რა, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ზელენსკი ხაზს უსვამს მისი ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელობას, რათა აგრესიული ომები ნორმად არ იქცეს. მანვე დაამატა, რომ მოკავშირეები გაძლიერდნენ ომის მსვლელობისას. უკრაინა საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს NATO-ს წევრი ხუთი ქვეყნისგან მიიღებს NATO-ს სამიტის დეკლარაცია: უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას
პატრიკ ტერნერი უკრაინაში NATO-ს უფროსი წარმომადგენელია
დღეს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში უფროსი წარმომადგენლის თანამდებობაზე პატრიკ ტერნერი დანიშნა. შესაბამის ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. "ტერნერი კიევში ალიანსის ოფისს უხელმძღვანელებს და იმოქმედებს, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან NATO-ს ურთიერთობის კოორდინატორი. ასევე, NATO-ს ძალისხმევას კოორდინაციას გაუწევს და უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ალიანსს შეფასებებსა და რჩევებს მიაწვდის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. „როგორც ერთგულ საჯარო მოხელეს, მას აქვს შედეგების მიღწევის ძლიერი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, რადგან NATO აგრძელებს უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას,“ აღნიშნა თავის მხრივ, სტოლტენბერგმა. პატრიკ ტერნერი კიევში მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეუდგება. მანამდე ის მუშაობდა გენერალური მდივნის თანაშემწედ თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებში, ასევე, გაერთიანებული სამეფოს საჯარო სამსახურის მაღალ თანამდებობებზე. „ჩემთვის დიდი პატივია უკრაინაში NATO-ს უფროს წარმომადგენლად დანიშვნა. მოუთმენლად ველი NATO-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას და ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინის ხელისუფლებასთან, NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა დავეხმაროთ NATO-ს მხარდაჭერის უზრუნველყოფას უკრაინაში,“ აღნიშნა ტერნერმა მის ახალ როლთან დაკავშირებით. ვაშინგტონში, NATO-ს სამიტზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, შექმნან ალიანსის უსაფრთხოების დახმარება და წვრთნა უკრაინისთვის (NSATU), რათა უკეთ გაუწიონ კოორდინაცია უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას და წვრთნას. ეს ეფუძნება NATO-ს უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რათა დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან. მოკავშირეებმა ასევე გამოაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარების დაპირება, მინიმალური საბაზისო 40 მილიარდი ევროს ფარგლებში მომდევნო წლის განმავლობაში, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოების მდგრადი დონე, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის გამარჯვების მისაღწევად.
სტოლტენბერგი კურსკზე: უკრაინის თავდაცვის უფლება საზღვარზე არ ჩერდება
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კურსთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია. სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ რუსეთი 900 დღეზე მეტია, აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და კრემლმა კურსკის რეგიონიდან არაერთი თავდასხმა განახორციელა, სწორედ ამიტომ - რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ კურსკის ოპერაცია მიზნად ისახავს ბუფერული ზონის შექმნას, რათა რუსეთი შემდგომი თავდასხმებისგან შეაჩეროს. ამასთან, სტოლტენბერგმა უარყო კრემლის ბრალდება, რომ დასავლეთი წინასწარ იყო ინფორმირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის გეგმების შესახებ და აღნიშნა, რომ NATO ამაში არანაირ როლს არ თამაშობდა. მისივე თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ უკრაინის გადასაწყვეტია ის, თუ როგორ დაიცავს თავს და აღნიშნა, რომ ოპერაცია უკრაინის თავდაცვის უფლებას შეესაბამება. „რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს უფლება საზღვარზე არ მთავრდება,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 2024 წლის 6 აგვისტოს უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში შეიჭრა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კურსკის ოპერაცია უკრაინის გამარჯვების გეგმის ერთ-ერთი პუნქტია.