თეგი: ივესტიციები

საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებები გაიმართა

საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების (FIPA) პროექტზე მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდი გაიმართა. შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, ასევე მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საქართველოს მხრიდან მთავარ მომლაპარაკებელს წარმოადგენდა. მთავრობის მომლაპარაკებელთა ჯგუფში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.  „კანადა საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი და ინვესტორი ქვეყანაა. აღნიშნული შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოში ხარისხობრივი ინვესტიციების შემოდინებას, რომლებიც უზრუნველყოფს ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში. გენადი არველაძის თქმით, შეთანხმება ასევე წაახალისებს კანადელ ინვესტორებს, დაინტერესდნენ საქართველოს ეკონომიკით ან გაზარდონ არსებული ინვესტიციები. მოლაპარაკებების მორიგი მე-8 რაუნდის გამართვა მიმდინარე წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.