თეგი: ითხვისის მაღარო

ითხვისის მაღაროში თანამშრომელი დაიღუპა

„ითხვისის მაღაროში“ უბნის უფროსი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. „ჯორჯიან მანგანეზი“ მხოლოდ გარდაცვალების შესახებ იუწყება, თუმცა დეტალები ცნობილი არ არის. გარდაცვლილი თანამშრომელი 30 წლის არის. „შემთხვევის ადგილზე მოკვლევას ატარებენ სახელმწიფო შრომის ინსპექტორი და პროფკავშირები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად არის ჩართული კომპანია და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ჩვენს ინტერესშია, გამოძიების შეუფერხებელი მუშაობა მომხდარის ობიქტური გარემოების დასადგენად", - აცხადებენ კომპანიაში. რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, უცნობია. რადიო თავისუფლების ცნობით, „ითხვისის მაღაროში" მიმდინარე სამუშაოს გამო ადგილობრივები „ჯორჯიან მანგანეზს" აკრიტიკებენ. ადგილობრივების თქმით, მიმდინარე სამუშაოს გამო მათი სახლები ინგრევა.