თეგი: ილან შორი
აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს სანქციები დაუწესა
აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს ვლადიმირ პლახოტნიუკს და ილან შორის სანქციები დაუწესა. ამერიკული მხარის განმარტებით, მოლდოვის პარლამენტის ყოფილი წევრი ვლადიმერ პლახოტნიუკი მანიპულაციას ახდენდა მოლდოვის მთავრობის საკვანძო სექტორებით, მათ შორის სამართალდამცავ, საარჩევნო და სასამართლო სექტორებით. უფრო კონკრეტულად, აშშ-მ დაუწესა სანქციები რუსეთისა და მოლდოვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ჩართულები არიან მოლდოვაში რუსეთის მავნებლური გავლენების ოპერაციებში, ასევე სისტემატურ კორუფციაში. აშშ-მ მოლდოვაში, ათობით ადამიანსა და ორგანიზაციას, კრემლთან კავშირისთვის სანქციები დაუწესა მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს თქმით, შორი ცდილობს ქვეყნის დესტაბილიზაციას და ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისთვის ძირის გამოთხრას. „მადლობას ვუხდი ყველას, ვინც წვლილი შეიტანა კორუმპირებული ჩინოვნიკების დასჯაში“, - წერს ის Facebook-ის გვერდზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, სანქცირებულთა სიაში მყოფები დაკავშირებულები არიან სისტემურ კორუფციასთან და მოლდოვაში (კრემლთან დაკავშირებულ) არჩევნებში ჩარევასთან. მისივე თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს მოლდოვის დემოკრატიის მხარდაჭერას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. პლახოტნიუკის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა 2019 წლის ივნისში მას შემდეგ დასრულდა, რაც პოლიტიკური კრიზისის შედეგად, პაველ ფილიპის მთავრობა გადადგა. 2020 წლის იანვარში, აშშ-მ ვლად პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა. რაც შეეხება შორის, მას 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული. 2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა. მედია წერდა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, მოლდოვაში გამართული აქციების უკან სწორედ ის იდგა.
პრორუს პოლიტიკოსსა და ოლიგარქს, ილან შორს მოლდოვის სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მოლდოველ, კრემლის მომხრე პოლიტიკოსს ილან შორს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის. მან მოლდოვა 2019 წლის ივნისში დატოვა და ახლა სავარაუდოდ, ისრაელში იმყოფება, სადაც ის ასევე მოქალაქეობას ფლობს. შორის 250 მლნ დოლარის ღირებულების ქონებასაც ჩამოართმევენ. შორი და მისი ამავე სახელწოდების პოლიტიკური პარტია აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან 2022 წლის ოქტომბრიდან. აშშ-ის შეფასებით, შორი დაკავშირებულია სისტემურ კორუფციასთან და მოლდოვაში არჩევნებში ჩარევასთან. მედიაში ხშირად ვრცელდება ცნობები, რომ შორი და მისი პოლიტიკური ფრაქცია ასევე აფინანსებენ ბევრ ანტისამთავრობო პროტესტს პრეზიდენტ მაია სანდუს წინააღმდეგ. მოლდოვის პრემიერ მინისტრმა დორინ რეჩანმა თებერვლის ბოლოს განუცხადა TV8-ს, რომ ხელისუფლებამ იცის რამდენიმე მიმდინარე რუსული სცენარი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, მათ შორის კიშინიოვის აეროპორტის კონტროლის გეგმის შესახებ. ცნობისთვის, შორის 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული. 2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს სანქციები დაუწესა საიდუმლო დოკუმენტი მოლდოვაში დესტაბილიზაციის შესახებ რუსეთის 10-წლიან გეგმას ავლენს - CNN
მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი, რომლის პარტიაც სასამართლომ აკრძალა, აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის
ილან შორი, რომლის პარტიაც მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა, აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას - „შანსს“ აფუძნებს. შორმა განაცხადა, რომ აპირებს, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც პარტია „შორი“ უკანონოდ ცნეს. მედიის ცნობით, თავად ილან შორი ახალ პარტიაში პოლიტიკური კოორდინატორის თანამდებობის დაკავებას გეგმავს. „ეს ბლოკი განახორციელებს ყველა იმ პროექტს, რასაც პარტია „შორი“ ადრე ახორციელებდა“, – აღნიშნა შორმა.
მოლდოვა პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის წევრებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას გეგმავს
მოლდოვის პარლამენტი აპირებს, დაამტკიცოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც პრორუსული პარტიის - „შორის“ წევრებს არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავს, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ 4 ოქტომბერს. საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია აკრძალა, მაგრამ 3 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ „შორის“ წევრებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ მომავალ თვეში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში. პარტიის ხელმძღვანელი და პრორუსი ოლიგარქი ილან შორი ისრაელში ცხოვრობს. დასავლეთი და მოლდოვის მთავრობა მას ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებენ. თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის მას დაუსწრებლად, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აპრილში მიუსაჯეს. 2022 წლის ოქტომბრიდან, შორი და მისი პარტია აშშ-ის სანქციების ქვეშ არიან. მაისში ევროკავშირმაც დააწესა სანქციები მის წინააღმდეგ რუსეთის მთავრობასთან ასოცირებისა და მოლდოვაში არეულობის მოწყობის მცდელობაში მისი როლის გამო. მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი, რომლის პარტიაც სასამართლომ აკრძალა, აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის
დასავლეთის მიერ სანქცირებული მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი აცხადებს, რომ მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო
მოლდოველმა ოლიგარქმა ილან შორმა განაცხადა, რომ მან ცოტა ხნის წინ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. „საბუთები წარვადგინე. ასე რომ, დღეს მეც ვარ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე,“ - განაცხადა შორმა. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ არ დათმობს ისრაელის პასპორტს. „ისრაელი ჩემი სამშობლოა, მე იქ დავიბადე," - აღნიშნა პოლიტიკოსმა. მანამდე მოლდოვაში პოლიტიკური პარტია Shor-ი არაკონსტიტუციურად გამოცხადდა. ილან შორს დასავლეთი და მოლდოვის მთავრობა ადანაშაულებენ ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში. პრორუს პოლიტიკოსსა და ოლიგარქს მოლდოვის სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა 13 აპრილს, დაუსწრებლად მიუსაჯა. მან მოლდოვა 2019 წლის ივნისში დატოვა. შორი და მისი ამავე სახელწოდების პოლიტიკური პარტია აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან 2022 წლის ოქტომბრიდან. აშშ-ის შეფასებით, შორი დაკავშირებულია სისტემურ კორუფციასთან და მოლდოვაში არჩევნებში ჩარევასთან. მედიაში ხშირად ვრცელდება ცნობები, რომ შორი და მისი პოლიტიკური ფრაქცია ასევე აფინანსებენ ბევრ ანტისამთავრობო პროტესტს პრეზიდენტ მაია სანდუს წინააღმდეგ. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა გასული წლის თებერვლის ბოლოს განუცხადა TV8-ს, რომ ხელისუფლებამ იცის რამდენიმე მიმდინარე რუსული სცენარი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, მათ შორის კიშინიოვის აეროპორტის კონტროლის გეგმის შესახებ. ცნობისთვის, შორის 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული. 2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა - შორს სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა. გასულ თვეში მოლდოვის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი პირებისთვის მოლდოვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ინიცირების შესაძლებლობას. პროექტი ითვალისწინებს, რომ ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურს შეეძლება, განიხილოს მოლდოვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობა, რომლებიც ექვემდებარებიან საერთაშორისო სანქციებს და გარემოებიდან გამომდინარე დაიწყოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა. აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს სანქციები დაუწესა საიდუმლო დოკუმენტი მოლდოვაში დესტაბილიზაციის შესახებ რუსეთის 10-წლიან გეგმას ავლენს - CNN მოლდოვა პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის წევრებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას გეგმავს მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი, რომლის პარტიაც სასამართლომ აკრძალა, აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნის
მოლდოვა რუსეთისგან ოლიგარქ ილან შორის ექსტრადიციას მოითხოვს
კიშინიოვმა რუსეთს მოლდოველი ოლიგარქის ილან შორის ექსტრადირება მოსთხოვა. მას მოლდოვაში დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ვერონიკა მიხაილოვა-მორარუმ ადგილობრივ ტელეარხ, TVR Moldova-სთან ინტერვიუში განაცხადა. 2024 წლის აპრილში შორმა მოსკოვში მისივე სახელწოდების მქონე პარტიის კონგრესზე ახალი პოლიტიკური ბლოკის „გამარჯვება-ვიქტორიის“ შექმნა გამოაცხადა. გაერთიანება მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნებისა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმისთვის მომზადებას ისახავს მიზნად. მოლდოვაში, პარტია „შორი“ საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ ზაფხულს აკრძალა. ქვეყნის ამჟამინდელი პროევროპული ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსკოვში შორის მხარდამჭერთა ფორუმს "სირცხვილი" უწოდეს." დასავლეთის მიერ სანქცირებული მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი აცხადებს, რომ მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო