თეგი: ილია ჭავჭავაძე

ირაკლი ღარიბაშვილი: პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად, საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ხსოვნას

უდიდესი მადლიერების გრძნობით, პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად, საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ნათელ ხსოვნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაურის თქმით, მთელ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ერთმა ადამიანმა ასეთი წარმოუდგენელი მასშტაბების პირადი ძალისხმევა გასწია ქვეყნის მომავლის შენებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობამ კულტურაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გაკვალა ქვეყნის განვითარების ის გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით. „დღეს 115 წელი შესრულდა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან - ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან. მთელ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ერთმა ადამიანმა ასეთი წარმოუდგენელი მასშტაბების პირადი ძალისხმევა გასწია ქვეყნის მომავლის შენებისთვის. ილიას მოღვაწეობამ კულტურაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გაკვალა ქვეყნის განვითარების ის გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით. 1987 წელს მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის თაოსნობით ამ უდიდესი ღვაწლის აღიარებამ და ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვამ მძლავრი სტიმული მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობით დაგვირგვინდა. დღეს კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლიერების გრძნობით, პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად. საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ნათელ ხსოვნას,” - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.  

პრემიერ-მინისტრი: ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სიცოცხლე, ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას მიუძღვნა

დღეს დიდი ილიას დაბადებიდან 185 წელი შესრულდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სიცოცხლე ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას მიუძღვნა. “ილია ჭავჭავაძემ საკუთარი სიცოცხლე ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას მიუძღვნა. მისმა მოღვაწეობამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მისმა ბრძოლამ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის გაკვალა გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით. ილიას ნააზრევი, სულიერი საზრდო, რომელიც პოეტმა დაგვიტოვა, კვლავაც აქტუალური და სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენთვის, და ასეთად დარჩება ყოველთვის.დღეს, უდიდესი ქართველის, წმინდა ილია მართლის უკვდავი სახელი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, რომ განუხრელად მივსდიოთ სამშობლოს უანგარო მსახურებისა და სიმართლის გზას”,- ნათქვამია განცხადებაში.