თეგი: ილჰალ ალიევი
რა შედეგით დასრულდა შარლ მიშელის, სომხეთის პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრა ბიუსელში
შარლ მიშელი მშვიდობის მიღწევის პერსპექტივას მიესალმა ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის საერთო საზღვრის გასწვრივ შეტაკებების სერიის ფონზე, ბრიუსელში მოლაპარაკებები გაიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან სამმხრივი შეხვედრის მასპინძლობის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორი ლიდერი იზიარებს საერთო მზადყოფნას, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა მისაღწევად. ამის შესახებ Politico წერს. „აშშ-ში ჩატარებული ბოლოდროინდელი პოზიტიური მოლაპარაკებების შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, იმპულსი უნდა იყოს შენარჩუნებული, რომ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისკენ“, - განაცხადა მიშელმა. ენტონი ბლინკენი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ექნება დადებითი ეფექტი მათ საზღვრებს მიღმაც ამავდროულად, მიშელმა განაცხადა, რომ ამ ორივემ მკაფიო პროგრესს მიაღწია სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მიშელი ვარაუდობს, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, დაკავებული სამხედროების გაცვლის პროცესი შედგეს. შარლ მიშელის თქმით, ამ თემაზე პოზიციები ახლა ძალიან დაუახლოვდა ერთმანეთს, განსაკუთრებით, სარკინიგზო კავშირების გახსნასთან დაკავშირებით ნახიჩევანთან და მის გავლით. შესაბამის გუნდებს დაევალათ, დაასრულონ პრინციპული შეთანხმება და საჭირო სამშენებლო სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხები. „დღეს ბრიუსელში მეხუთე შეხვედრა გულწრფელი, ღია და შედეგზე ორიენტირებული იყო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის გზაზე პროგრესზე. ლიდერები იზიარებდნენ საერთო მზადყოფნას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის. სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ განვიხილეთ პროგრესი და საზღვრის დელიმიტაციის შემდგომი ნაბიჯები. ამ კონტექსტში, ლიდერები შეთანხმდნენ სასაზღვრო საკითხებზე ორმხრივი შეხვედრების განახლებაზე. ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი ცალსახა ერთგულება 1991 წლის ალმათის დეკლარაციისა და სომხეთის (29,800 კმ2) და აზერბაიჯანის (86,600 კმ2) შესაბამისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საზღვრის საბოლოო დელიმიტაცია მოლაპარაკებების გზით იქნება შეთანხმებული. მჯერა, მნიშვნელოვანია, თავი შეიკავოთ მტრული რიტორიკისაგან, გამოვიჩინოთ ლიდერობა, რათა მივაღწიოთ ორმხრივად მისაღებ გადაწყვეტილებებს. ევროკავშირს არ აქვს ფარული დღის წესრიგი. ჩვენი ერთადერთი მიზანია, დავეხმაროთ სომხეთსა და აზერბაიჯანს ყოვლისმომცველი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში. ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ მათ ერთობლივ ძალისხმევაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ბრიუსელში შეხვედრები იმდენჯერ ჩავატაროთ, რამდენიც საჭირო იქნება. ლიდერები კვლავ შეხვდებიან ბრიუსელში ივლისში. და როგორც უკვე საჯაროდ იყო გამოცხადებული, ჩვენ ასევე შევხვდებით უახლოეს მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტ, მაკრონთან და გერმანიის კანცლერ, შოლცთან ერთად კიშინოვში. მე ასევე ვაპირებ ლიდერების მოწვევას მორიგი ასეთი შეხვედრისთვის ოქტომბერში, გრანადაში EPC-ის მესამე სამიტის ფარგლებში“, - განაცხადა შარლ მიშელმა. ორი ქვეყნის დიპლომატები ვაშინგტონში ამ თვის დასაწყისში შეხვდნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ”ხელშესახები” პროგრესია მიღწეული სამშვიდობო გარიგებისკენ მიმავალ გზაზე.
ალიევი: საფრანგეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს კოლონიური წარსულისა და გენოციდის აქტების გამო
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ბაქოში, მიუმხრობელ ქვეყანათა მოძრაობის საკოორდინაციო ბიუროს მინისტერიალზე განაცხადა, რომ საფრანგეთის პოლიციის მიერ 17 წლის ალჟირელის მკვლელობა საფრანგეთში რასიზმისა და ისლამოფობიის კიდევ ერთი ნიშანია. ილჰამ ალიევის განცხადებით, საფრანგეთში რასისტული სიძულვილის ენა სულ უფრო ხშირად ისმის ოფიციალური პირებისა და პარლამენტარების მხრიდან. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს თავისი კოლონიური წარსულისა და გენოციდის აქტების გამო. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის მმართველობის დროს გენოციდით დაიღუპა თითქმის 1,5 მილიონი ალჟირელი. ალჟირელი თავისუფლებისთვის მებრძოლთა თავის ქალები დღემდე ინახება პარიზის მუზეუმში, როგორც ომის ალაფი. „ჩვენ მოვითხოვთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ალჟირს თავისი გმირების ნეშტი გადასცეს. საფრანგეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს კოლონიური წარსულისა და სისხლიანი კოლონიური დანაშაულების, გენოციდის აქტების გამო, მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და სხვაგან. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ აგრძელებს ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკას, არის საფრანგეთი. საფრანგეთის მიერ მართული ტერიტორიები ევროპის გარეთ არის საფრანგეთის კოლონიური იმპერიის ამაზრზენი ნარჩენები. საფრანგეთი კრძალავს კორსიკულ ენას და არ იღებს ეთნიკური უმცირესობების კონცეფციას, ამავდროულად ცდილობს, წარმოაჩინოს თავი აზერბაიჯანში სომხური უმცირესობის დამცველად. ეს სხვა არაფერია, თუ არა ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა. აღსანიშნავია, რომ 30 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანა ბოიონი. ბაქოს შეფასებით, შეხვედრაზე აზერბაიჯანულმა მხარემ გააპროტესტა საფრანგეთის პრეზიდენტის, „ემანუელ მაკრონის გამონათქვამები აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც „ცალმხრივად იცავდა“ სომხეთს და არ ასახავდა სიმართლეს.