თეგი: იმიგრაცია

საფრანგეთმა იმიგრაციის შესახებ კანონი მიიღო

საფრანგეთის პარლამენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ სამთავრობო კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი ამარტივებს თავშესაფრის მიღების პროცედურას. თუმცა უცხოელები სახელმწიფო შემწეობის მიღებას საფრანგეთში ცხოვრების ხუთი წლის თავზე შეძლებენ, დასაქმებულები კი - 30 თვის შემდეგ. კანონპროექტი ასეევ ითვალისწინებს კვალიფიციური მუშახელისთვის საფრანგეთში დროებითი ბინადრობის ნებართვას. საუბარია ინდუსტრიებზე, რომლებიც განიცდიან მუშახელის დეფიციტს.  არასამთავრობო და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა კანონს უწოდეს „უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ყველაზე რეგრესული“, რომელიც ზღუდავს საფრანგეთში ხანგრძლივად მცხოვრები უცხოელების უფლებებსაც. პარლამენტის მხარდაჭერილ კანონს ხელმოსაწერად მაკრონს უახლოეს პერიოდში გადასცემენ. სოციოლოგიური კომპანია Elabe-ის გამოკითხვით, ფრანგების 70 % ახალ კანონს ემხრობა. მათ შორის 87% მაკრონის მხარდამჭერია. საფრანგეთში მცხოვრები, მაგრამ სხვა ქვეყნებში დაბადებული ემიგრანტების რაოდენობა 1946 წელს 5% იყო, 1975 წელს 7,4%-მდე გაიზარდა, 2010 წელს გახდა 8,5%, ხოლო 2022 წელს საფრანგეთის მთლიანი, 68 მილიონი მოსახლეობის 10%-ს გაუტოლდა. როგორც Reuters-ი წერს, ექვს თვეში ევროპარლამენტის არჩევნების მთავარი საკითხი სწორედ მიგრაცია იქნება. ფრანგი კანონმდებლების მიერ საიმიგრაციო კანონის დამტკიცებამ შეიძლება მემარჯვენეები გააძლიეროს და მათ დამატებითი ძალა შესძინოს. მარინ ლე პენმა საიმიგრაციო კანონპროექტის დამტკიცებას თავისი ულტრამემარჯვენე პარტიის "დიდი იდეოლოგიური გამარჯვება" უწოდა. მაკრონის სოციალ-ლიბერალური „აღორძინების“ პარტიის მემარცხენე წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მას ვეღარ დაუჭერენ მხარს. რამდენიმე მინისტრი კი გადადგომით დაიმუქრა.  

გაერთიანებული სამეფო საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, ლტოლვილის სტატუსი დროებითი გახდება. მუდმივი ბინადრობის უფლების მისაღებ ვადას უკანონო მიგრანტებისთვის ხუთიდან 20 წლამდე იზრდება. აღნიშნული ზომების გატარება ქვეყნის მიერ თანამედროვე დროში თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებული პოლიტიკის ყველაზე მასშტაბური რეფორმის ფარგლებში იგეგმება. გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ მათი სტიმული იქნება დანიის მიდგომა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია ევროპაში. გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებების ფარგლებში გაუქმდება გარკვეული თავშესაფრის მაძიებლებისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფის კანონიერი ვალდებულება, მათ შორის საცხოვრებლითა და ყოველკვირეული დახმარებებით. სამინისტროს ხელმძღვანელის, შაბანა მაჰმუდის თქმით, ეს ზომები გავრცელდება თავშესაფრის მაძიებლებზე, რომლებსაც შეუძლიათ იმუშაონ, მაგრამ არ სურთ. მისი თქმით, ზომები ასევე შეეხებათ მათ, ვინც კანონს არღვევს. სამინისტროში განმარტავენ, რომ გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული მხარდაჭერა პრიორიტეტული იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც ეკონომიკასა და ადგილობრივ თემებში წვლილს შეიტანენ. უწყების განცხადებით, ლტოლვილთა დაცვა დროებითი იქნება, რეგულარულად გადამოწმდება და გაუქმდება, თუ მშობლიური ქვეყანა უსაფრთხოდ ჩაითვლება. „ჩვენი სისტემა განსაკუთრებით გულუხვია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით - ხუთი წლის შემდეგ ადამიანი ფაქტობრივად ავტომატურად სახელდება ამ ქვეყანაში. ჩვენ ამას შევცვლით“, - განაცხადა მაჰმუდმა. მისი განმარტებით, ცვლილებების თანახმად, ლტოლვილის სტატუსი გადაიხედება ყოველ ორწელიწად-ნახევარში ქვეყანაში მუდმივი დასახლების 20 წლიანი გზის განმავლობაში. მაჰმუდმა განაცხადა, რომ ცვლილებების შესახებ დამატებით დეტალებს ორშაბათს გაავრცელებს. მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის გეგმა დაეფუძნა დანიაში გატარებულ რეფორმებს - იქ თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა 40-წლიან მინიმუმამდე შემცირდა.