თეგი: ინდოეთი
იაპონიის პრემიერი ინდოეთს რუსეთზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ინდოელ კოლეგა ნარენდრა მოდის უთხრა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეარყია „საერთაშორისო წესრიგის საფუძველი“ და მოსკოვის ეს ქმედება მოითხოვს მასზე მკაფიო რეაგირებას. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ Reuters-ზე დაყრდნობით წერს. ინდოეთი და იაპონია ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის წევრები არიან. ჯგუფის დანარჩენი ორი წევრი ამერიკის შეერთებული შტატები და ავსტრალიაა. ინდოეთი, ეგრეთწოდებული, „კვადის“ ერთადერთი წევრია, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ დაგმო. იაპონიამ ათობით რუს პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო და განაცხადა, რომ უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებს. „ჩვენ (ქიშიდამ და მოდიმ) დავადასტურეთ, რომ სტატუს კვოს ძალის გამოყენებით ნებისმიერი ცალმხრივი შეცვლა არ შეიძლება ეპატიოს არცერთ რეგიონში არავის და აუცილებელია დავის მშვიდობიანი გადაწყვეტა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე“, - განუცხადა კიშიდამ ჟურნალისტებს ნიუ დელიში მოდისთან შეხვედრის შემდეგ. ინდოეთზე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება არა მხოლოდ იმის გამო, რომ დელის რუსეთის უკრაინაში შეჭრა საჯაროდ არ დაუგმია, არამედ იმის გამოც, რომ ინდოეთი რუსეთისგან ფასდაკლებული ნავთობის ყიდვას ამ დრომდე განაგრძობს.
ინდოეთი მზადაა რუსეთისგან მეტი ნავთობი შეისყიდოს
ინდოეთი მზადაა გაიაფებული რუსული ნავთობის შესყიდვების მოცულობა გაზარდოს, იმ ფონზე რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების კომპანიებმა რუსეთის ფედერაციის ნავთობზე უარი თქვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს. რუსულ ნავთობს - Ural-ს ინდოელი ნავთობმომპოვებლები ყიდულობენ. მათ შორისაა Hindustan Petroleum Corp, რომელსაც ინდოეთის სახელმწიფო ფლობს. კომპანიამ ახლახან 2 მილიონი ბარელი ნავთობი იყიდა, რომელსაც ქვეყანა მაისში მიიღებს. რუსული ნავთობის შესყიდვას ინდოეთის სხვა კომპანიებიც გეგმავენ, წერს გამოცემა. საუბარია კომპანიებზე Mangalore Refinery and Petrochemicals Ltd. და Bharat Petroleum Corp-ზე. ამასთან ინდოეთის ნავთობის კორპორაციას აქვს ხელშეკრულება „როსნეფტთან“ 2022 წელს 2 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდებაზე. ხელშეკრულება მხარეებს შორის უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე გაფორმდა. ყველა ამ კორპორაციის მფლობელი სახელმწიფოა. ცნობისათვის ინდოეთის ბაზარზე რუსული ნავთობის წილი 2021 წელს 2%-ს შეადგენდა (33 მილიონი ბარელი). ახლო აღმოსავლეთი ინდოეთის ბაზარზე ნავთობის ძირითადი მიმწოდებელია და მასზე იმპორტის 60% მოდის. ინდოეთზე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება არა მხოლოდ იმის გამო, რომ დელის რუსეთის უკრაინაში შეჭრა საჯაროდ არ დაუგმია, არამედ იმის გამოც, რომ ინდოეთი რუსეთისგან ფასდაკლებული ნავთობის ყიდვას ამ დრომდე განაგრძობს. ასევე წაიკითხეთ იაპონიის პრემიერი ინდოეთს რუსეთზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთი წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავს
Bloomberg-ი: რუსეთი ინდოეთს ნავთობის პირდაპირ შესყიდვაზე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს
Bloomberg-ის ინფორმაციით, დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთი ინდოეთს ნავთობის პირდაპირ შესყიდვაზე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს. რუსეთი ინდოეთს ურალის ნავთობს ომამდელი ფასით, ბარელს $35-ად სთავაზობს. შეთავაზება ხდება იმ ფონზე, როცა Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი დაახლოებით $10-ით გაიზარდა. რუსეთს დასაწყისისთვის სურს, ინდოეთმა 15 მილიონი ბარელი ნავთობი იყიდოს. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
მედია: ინდოეთში რუსული S-400 ტიპის რაკეტების პარტია ჩავიდა, თუმცა რუსები სანქციების გამო, მიწოდების საფასურს ვერ იხდიან
ინდოეთში რუსული S-400 ტიპის რაკეტების პარტია ჩავიდა. India Today წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ S-400 რაკეტების ძირითადი ნაწილი ამჟამად ექსპლუატაციაშია. წყაროები ამბობენ, რომ სამხედროები აგროვებენ სათადარიგო ნაწილებსა და აღჭურვილობას, რომლებიც საჭიროა ფლოტის ფუნქციონირებისთვის. თუმცა, უახლოეს მომავალში შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ, რადგან რუსები საბანკო სისტემის შეზღუდვებისა და სანქციების გამო, მიწოდების საფასურის გადახდას ვერ ახერხებენ. იმავდროულად, ინდოეთის მთავრობა აქტიურად ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს და ამ მიმართულებით ძალისხმევას რეგულარულად მიმართავს.
ინდოეთის პრემიერი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართავას ითხოვს
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. ნარენდრა მოდი მოუწოდებს კიევსა და მოსკოვს, სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთონ. მოდი, რომელიც ამჟამად კოპენჰაგენში, თავის დანიელ კოლეგასთან შესახვედრად იმყოფება, ამბობს, რომ ინდოეთს სურს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი უკრაინაში. BBC წერს, რომ ინდოეთ კონფლიქტთან დაკავშირებით, ნეიტრალური პოზიციის გამო აკრიტიკებენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
Bloomberg: ინდოეთს, რუსული ნავთობის ყიდვა მეტი ფასდაკლებით სურს
ინდოეთი ცდილობს რუსულ ნავთობზე მეტი ფასდაკლება მიიღოს და სურს ბარელი $70 იაფად იყიდოს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, მოსკოვში მოლაპარაკებაზე მყოფმა ინდოეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სურთ დამატებითი ხარჯები შეამცირონ, რომელიც რუსული ნავთობის შესყიდვასთანაა დაკავშირებული და ნედლეული უფრო დაბალ ფასში იყიდონ, რადგან გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, სანქციების შედეგად ზეწოლა იზრდება. 4 მაისის მონაცემებით Brent-ის მარკის ნავთობის ერთ ბარელზე ICE -ს ბირჟაზე ვაჭრობისას $108 დაფიქსირდა. ინდოეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც რუსული ნავთობის იმპორტზე უარი არ უთქვამს. „მსოფლიოში ნავთობის სიდიდით მესამე იმპორტიორის საჯარო და კერძო ქარხნებმა 40 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი იყიდეს თებერვლის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ეს 20%-ით მეტია, ვიდრე რუსეთმა ინდოეთს 2021 წელს მიაწოდა“, - წერს სააგენტო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ინდოეთს ორმაგი გადახდის მექანიზმს სთავაზობს: რუსული ნავთობისთვის - დოლარში ან ევროში, სხვა საქონელზე - რუპიებში და რუბლებში SWIFT-ის, რუსული ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემის ალტერნატივის მეშვეობით. თუმცა სააგენტო წერს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ არ იყო მიღებული. Bloomberg-ის ინფორმაციით, დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთმა ინდოეთს მარტში ნავთობის პირდაპირ შესყიდვაზე დიდი ფასდაკლება შესთავაზა. რუსეთი ინდოეთს ურალის ნავთობს ომამდელი ფასით, ბარელს $35-ად სთავაზობს. შეთავაზება ხდება იმ ფონზე, როცა Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი დაახლოებით $10-ით გაიზარდა.რუსეთს დასაწყისისთვის სურს, ინდოეთმა 15 მილიონი ბარელი ნავთობი იყიდოს. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს. ცნობისათვის ინდოეთის ბაზარზე რუსული ნავთობის წილი 2021 წელს 2%-ს შეადგენდა (33 მილიონი ბარელი). ახლო აღმოსავლეთი ინდოეთის ბაზარზე ნავთობის ძირითადი მიმწოდებელია და მასზე იმპორტის 60% მოდის. ინდოეთზე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება არა მხოლოდ იმის გამო, რომ დელის რუსეთის უკრაინაში შეჭრა საჯაროდ არ დაუგმია, არამედ იმის გამოც, რომ ინდოეთი რუსეთისგან ფასდაკლებული ნავთობის ყიდვას ამ დრომდე განაგრძობს. ასევე წაიკითხეთ იაპონიის პრემიერი ინდოეთს რუსეთზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთი წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავს
უკრაინასთან რუსეთის ომის გამო, ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს
უკრაინასთან რუსეთის ომის გამო მსოფლიოში ფასების ზრდის ფონზე ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ინდოეთის საგარეო ვაჭრობის გენერალურმა დირექტორმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ხორბლის ექსპორტი დაუყოვნებლივ აიკრძალება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკვე გაცემული იყო შეუქცევადი აკრედიტივი, ან თუ ინდოეთის მთავრობა ანიჭებს ექსპორტის ნებართვას ქვეყნებს, რომელთა სასურსათო უსაფრთხოება ხორბალზეა დამოკიდებული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ინდოეთში, ოთხსართულიან საოფისე შენობაში ხანძრის შედეგად სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა - BBC
ინდოეთის დედაქალაქ დელიში ოთხსართულიან საოფისე შენობაში ხანძრის გაჩენის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 - დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც BBC-ი წერს, ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ყოველი გარდაცვლილის ოჯახს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი კომპენსაციის სახით 200 000 რუპიას (2580 დოლარი) დაჰპირდა. მომხდარის გამო, ორი ადამიანია დაკავებული. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
ინდოეთმა შაქრის ექსპორტი შეზღუდა
ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ გადაწყვიტა, შაქრის ექსპორტზე შეზღუდვები დააწესოს. ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა, რათა შიდა ფასების მკვეთრი ზრდა თავიდან აიცილოს. ბოლოს ინდოეთმა შაქრის ექპორტი 5 წლის წინ შეზღუდა. მთავრობა შაქრის კვოტას აწესებს და ექსპორტს 10 მილიონ ტონამდე დაუშვებს. ბრძანება ძალაში 31 ოქტომბრამდე ან „შემდეგ გაფრთხილებამდე“ დარჩება. ექსპერტების შეფასებით, ინდოეთის მიერ შაქარზე ექსპორტის შეზღუდვა, [შაქრის მეორე უდიდესი ექსპორტიორი მსოფლიოში], ფასებს სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის. შაქრის ძირითადი მყიდველები ინდონეზია, ავღანეთი, შრი-ლანკა, ბანგლადეში, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მალაიზია და აფრიკელი პარტნიორები არიან. ინდოეთმა, მანამდე ხორბლის ექსპორტი შეზღუდა.
ინდოეთი და ირანი ომანის ყურეში, ჩაბაჰარის პორტის მშენებლობის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ
ინდოეთისა და ირანის ხელისუფლება შეთანხმდნენ, გააფართოონ ინდური ინვესტიციები ომანის ყურეში ირანული პორტის ჩაბაჰარის მშენებლობისთვის, რომელიც ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია. საინფორმაციო სააგენტო PTI-ის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანსა და ინდოეთის ლიდერებს შორის, ნიუ დელიში ვიზიტის დროს მოლაპარაკებებისას შეთანხმება შედგა. „ინდოეთის პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრაზე ჩვენ გამოვთქვით ორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და წარმოვადგინეთ გრძელვადიანი საგზაო რუკა და შევთანხმდით, რომ გავაძლიეროთ ინდური ინვესტიციები ირანული პორტის ჩაბაჰარის მშენებლობაში. პორტი მნიშვნელოვანი სატრანზიტო წერტილი იქნება, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ირანსა და ინდოეთს შორის ვაჭრობისთვის“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სააგენტოს ხელმძღვანელმა. აბდოლაჰიანის თქმით, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრამანიამ ჯაიშანკართან მოლაპარაკების დროს განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის ბარტერულ ბაზაზე გადასვლის შესაძლებლობა ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებით და ამისათვის სპეციალური საბანკო მექანიზმის შექმნა. „ასეთი მექანიზმი სრულად შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას. ის გამიზნულია ვაჭრობის, საბანკო და ფინანსური თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ირანი წარმატებით იყენებს მას ათობით სახელმწიფოსთან ვაჭრობაში", - თქვა აბდოლაჰიანმა. მან აღნიშნა, რომ „თეირანსა და ნიუ დელის აქვთ დიდი შესაძლებლობები ორმხრივი ვაჭრობის განსავითარებლად, მიუხედავად აშშ-ს ცალმხრივი სანქციებისა, რაც დიდხანს არ გაგრძელდება“.
ინდოეთმა რუსული ნახშირისა და ნავთობის შესყიდვები მკვეთრად გაზარდა - Reuters
რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციების მიუხედავად, ბოლო კვირებში ინდოეთმა რუსული ნახშირის შესყიდვები მკვეთრად გაზარდა. მოვაჭრეები ინდოეთს ნედლეულზე 30%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. ევროპარლამენტმა რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირის, გაზისა და ატომური საწვავის იმპორტზე სრულ ემბარგოს მხარი დაუჭირა ნიუ-დელი რუსული ნავთობის შესყიდვას ამართლებს და აცხადებს, რომ ეს მიწოდების დივერსიფიკაციის მცდელობის ნაწილია და ამტკიცებს, რომ შესყიდვის მოულოდნელი გაჩერება მსოფლიო ფასებს გაზრდის და მომხმარებელს დააზარალებს. ამასთან სანქციების გამო ევროპელი იმპორტიორები მოსკოვთან ვაჭრობას ერიდებიან, ხოლო ინდოეთი მაღალი სატრანსპორტო ხარჯების მიუხედავად, რუსული ქვანახშირის დიდ მოცულობებს ყიდულობს. ამრიგად, არაოფიციალური მონაცემებით, 27 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით ნახშირისა და მასთან დაკავშირებული პროდუქციის შესყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინდოეთმა ექვსჯერ გაიზარდა და $331,17 მილიონს მიაღწია. 15 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც რუსეთიდან და ბელორუსიდან ქვანახშირის იმპორტი იკრძალება. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსული ემერგომატარებლების სრულ ემბარგოზე უარს ამბობს. 8 აპრილს იაპონიამ აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტი აკრძალა. ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს
წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ინდოეთსა და ბანგლადეშში სულ მცირე, 59 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთსა და ბანგლადეშში სულ მცირე, 59 ადამიანი წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად გარდაიცვალა. უცხოური მედიის ცნობით, მილიონობით ადამიანი სახლში ჩარჩენილია, ხოლო სასწრაფო დახმარების მუშაკები ამ დრომდე მათთან მიღწევას ცდილობენ. ამასთან, ინდოეთსა და ბანგლადეშში სკოლები თავშესაფრებად გადაკეთდა, ხოლო გარესამყაროს მოწყვეტილი ოჯახების ევაკუაციის პროცესში ჯარი ჩაერთო. სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ წყალდიდობა რამდენიმე დღე გაგრძელდება.
ინდოეთში, მეწყერს 42 ადამიანი ემსხვერპლა, 20 ადამიანს კი, ამ დრომდე ეძებენ
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, მანიპურის შტატში მეწყერს 42 ადამიანი ემსხვერპლა, 20 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, - ამის შესახებ BBC წერს. როგორც BBC წერს, ძლიერმა წვიმამ და ახალმა მეწყერებმა სამაშველო სამუშაოები შეაფერხა. გავრცელებული ინფორმაციით, მიწის მასა რკინიგზის სამშენებლო ობიექტზე ჩამოიშალა. დაღუპულთა უმეტესობა სწორედ ადგილზე მყოფი მუშები და ინდოეთის არმიის მოხალისეები არიან.
ინდოეთში პრეზიდენტად ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის წარმომადგენელი დრაუპადი მურმუ აირჩიეს
ინდოეთში ქვეყნის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტად ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის წარმომადგენელი დრაუპადი მურმუ აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. დრაუპადი მურმუს ამომრჩეველთა 51%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი. ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, ორშაბათს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 4500-ზე მეტმა დეპუტატმა, ხმების დათვლა კი ხუთშაბათს განხორციელდა. დრაფადი მურმუს გაპრეზიდენტება ერთ-ერთმა პირველმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მიულოცა.
ინდოეთში, მეხის დაცემის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა
აღმოსავლეთ ინდოეთში, ბიჰარის შტატის 8 დასახლებაში, მეხის დაცემის შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC წერს. როგორც შტატის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, თითოეული დაღუპულის ოჯახს კომპენსაციას გადაუხდიან. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ყოველწლიურად, ინდოეთში, მუსონური წვიმების დროს, მეხის დაცემის შედეგად, ასობით ადამიანი იღუპება.
ტაშკენტი ნიუ-დელისთან ვაჭრობის გაზრდის მიზნით, „უზბეკეთი - თურქმენეთი - ირანი - ინდოეთის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას განიხილავს
ტაშკენტი ნიუ-დელისთან ვაჭრობის გაზრდის მიზნით, „უზბეკეთი - თურქმენეთი - ირანი - ინდოეთის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას განიხილავს. ინფორმაციას UzDaily.uz ავრცელებს. „უზბეკეთი-თურქმენეთი-ირანი-ინდოეთის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარება ირანის პორტ ჩაბაჰარის გავლით უნდა მოხდეს. ეს საკითხი აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) და უზბეკეთის ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე განიხილეს. მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ახალი სატრანსპორტო მარშრუტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავებაზე შეთანხმდნენ. საგულისხმოა, რომ უზბეკეთსა და ინდოეთს შორის ვაჭრობის იზრდება და მოკლევადიან პერსპექტივაში $1 მილიარდს შეადგენს. „მარშრუტის მიზანია ასევე უზრუნველყოს პროდუქციის მიწოდების უწყვეტობა ცენტრალური აზიისა და ინდოეთის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვის ფარგლებში, რომელიც წელიწადში 3,2 მილიარდ დოლარს აღწევს“, - წერს თურქმენეთის მედია წყაროზე დაყრდნობით.
Reuters: ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვას წყვეტს
ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები რუსულ ნავთობს აღარ შეისყიდიან. Reuters-ის ცნობით, ინდოეთი ტვირთების მაღალი ტარიფის გამო, რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარს ამბობს. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ინდოეთი, რომელიც ადრე იშვიათად ყიდულობდა რუსულ ნავთობს, ჩინეთის შემდეგ სიდიდით მეორე მომხმარებელი გახდა. მას შემდეგ, რაც დასავლეთის ზოგიერთმა კომპანიამ რუსული ნავთობის ყიდვა შეწყვიტა, ინდოეთში ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა თითქმის ყველა კლასის რუსული ნავთობის შეძენისას, ფასდაკლებით ისარგებლეს. ახლა რუსული ნავთობის ფასი გაიზარდა. Reuters-ის ცნობით, ინდური კომპანიები სულ უფრო ხშირად ყიდულობენ სხვა კლასის ნავთობს დასავლეთ აფრიკიდან. ამრიგად, ინდოეთმა ტანკერები ამ თვეში 2,35 მილიონი ტონა აფრიკული ნავთობით დატვირთა (აგვისტოში - 1,16 მილიონი ტონა), ხოლო დაახლოებით 2 მილიონი ტონა რუსული ნავთობი (აგვისტოში - 3,55 მილიონი ტონა), შეისყიდა.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ინდოეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, მენაქში ლეხისთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხები. უწყების ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით. „კულტურულ – საგანმანათლებლო სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე საუბრისას, კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოში შექმნილია ყველა პირობა ინდოელი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მისაღებად. ასევე, შეხვედრისას საუბარი შეეხო ინდოელი ბიზნესმენების საქმიანობას საქართველოში და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ინდოეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
შალვა პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-სპიკერს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-სპიკერს ჰარივანშ ნარაიან სინგხს შეხვდნენ. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინისადმი რუსული აგრესიაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ აგრესია მიუღებელია, ვინაიდან ძირს უთხრის მშვიდობას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, კულტურის, ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროებში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის და საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის, პარლამენტების ადმინისტრაციების დონეზე. შალვა პაპუაშვილმა ქართველი ხალხის სახელით, 2021 წელს, ქეთევან დედოფლის ნეშტის ფრაგმენტების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის გამო, ინდოეთის მხარეს მადლობა გადაუხადა. შეხვედრები რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
ინდოეთში ხიდის ჩამონგრევას სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა კვირას, დასავლეთ ინდოეთის შტატ გუჯარატში საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევის შედეგად. ოფიციალური პირების თქმით, ასობით ადამიანი წყალში ჩავარდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კვირას საღამოს ჩამონგრევის დროს, საფეხმავლო ხიდზე 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, რომელიც სამდღიანი ვიზიტით იმყოფება მშობლიურ შტატ გუჯარატში, თქვა, რომ მან დაავალა შტატის მთავარ მინისტრს, სასწრაფოდ მოხდეს ჯგუფები სამაშველო ოპერაციისთვის. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ 50 საზღვაო და საჰაერო ძალების პერსონალი გამოიძახეს, რათა მაშველებს დაკარგული ადამიანების ძებნაში დაეხმარონ.
ინდოეთში ხიდის ჩამონგრევის შედეგად, მსხვერპლის რიცხვი 141-მდე გაიზარდა
ინდოეთში საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევის შედეგად, მსხვერპლის რიცხვი 141-მდე გაიზარდა. ამასთან, მაშველებმა 177 ადამიანის გადარჩენეს. ინდოეთში ხიდის ჩამონგრევას სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა კვირას, დასავლეთ ინდოეთის შტატ გუჯარატში საფეხმავლო ხიდის ჩამონგრა. ოფიციალური პირების თქმით, ასობით ადამიანი წყალში ჩავარდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კვირას საღამოს ჩამონგრევის დროს, საფეხმავლო ხიდზე 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, რომელიც სამდღიანი ვიზიტით იმყოფება მშობლიურ შტატ გუჯარატში, თქვა, რომ მან დაავალა შტატის მთავარ მინისტრს, სასწრაფოდ მოხდეს ჯგუფები სამაშველო ოპერაციისთვის. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ 50 საზღვაო და საჰაერო ძალების პერსონალი გამოიძახეს, რათა მაშველებს დაკარგული ადამიანების ძებნაში დაეხმარონ.
კიევის ცნობით, ინდოეთი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს მხარს დაუჭერს
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშჩენკო უკრაინაში ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰარშ კუმარ ჯაინს შეხვდა. ინდოეთის პრემიერი პუტინს: დღევანდელი ეპოქა ომის ეპოქა არ არის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გალუშჩენკომ ინდურ მხარესმიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მასიური სარაკეტო შეტევებით გამოწვეული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი განადგურების, ასევე, უკრაინელთა დიდი რაოდენობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი შეზღუდვის შესახებ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგეტიკული კომპანიები დიდ ძალისხმევას მიმართავენ ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად. „ზამთრამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და ჩვენ უნდა აღვადგინოთ ელექტროენერგიის მიწოდების ჯაჭვები, რაც შეიძლება მალე. სიტყვა „გადაუდებელი“ ძალიან სუსტია იმის აღსაწერად, თუ რამდენად სწრაფად უნდა გავაკეთოთ ეს", - განაცხადა გალუშჩენკომ. თავის მხრივ, ინდოეთის ელჩმა უკრაინული მხარე დაარწმუნა სრულ მხარდაჭერასა და მზადყოფნაში, კიევს საჭირო დახმარება მიაწოდოს. უკრაინაში, ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია რამდენიმე დღეა, არ მიეწოდება. რუსეთის იერიშების შედეგად, ელექტროსადგურების 40% დაზიანდა. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.
Reuters: რუსეთი ინდოეთს სთხოვს, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სათადარიგო ნაწილებით დაეხმაროს
მოსკოვმა ნიუ-დელის მიმართა, რომ მანქანების, თვითმფრინავების და მატარებლების სათადარიგო ნაწილებით დაეხმაროს, რადგან რუსეთი ახლა საერთაშორისო სანქციების გამო ამ მიმართულებით შეზღუდულია და ეს პროდუქცია, სასიცოცხლო მრეწველობის მუშაობის შესანარჩუნებლად სჭირდება. როგორც Reuters ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს, სიაში, რომელიც მოსკოვმა ნიუ-დელის გაუგზავნა 500-მდე ნივთია. სააგენტო განმარტავს, რომ ეს სია შესაძლოა კიდევ დაზუსტდეს და უცნობია, რა სათადარიგო გაიგზავნება რუსეთში, მაგრამ Reuters-ის წყარომ ინდოეთის მთავრობაში განაცხადა, რომ „სია თავისი მოცულობით უჩვეულოა“. Reuters აღნიშნავს, რომ სია 14 გვერდისგან შედგება. რუსეთი ითხოვს დაახლოებით 200 ნივთს მეტალურგიისთვის და ბევრ კომპონენტს საავტომობილო და საავიაციო ინდუსტრიისთვის. ჩამონათვალშია დგუშები, ზეთის ტუმბოები და აალების კოჭები, ბამპერები, უსაფრთხოების ღვედები, სადესანტო მოწყობილობების კომპონენტები, საწვავის სისტემები, საკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, სამაშველო ჟილეტები და თვითმფრინავის საბურავები. ჩამონათვალში ასევე ნახსენებია ნედლეული ქაღალდისა და სამომხმარებლო შეფუთვის წარმოებისთვის, ასევე ტექსტილის, მათ შორის ქსოვილისა და საღებავების წარმოებისთვის მასალები და აღჭურვილობა. ინდოეთი ცდილობს გაზარდოს ვაჭრობა რუსეთთან, მაგრამ ზოგიერთი კომპანია შიშობს, რომ ეს შეიძლება დაექვემდებაროს დასავლეთის სანქციებს. თავად მოსკოვის მოთხოვნა, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის რუსეთში ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე გაკეთდა. უწყების განმარტებით, ვიზიტის დროს ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის გაზრდის აუცილებლობა განიხილეს.
ინდოეთში კაცმა ტაძრამდე მისასვლელად, 400 ქვისგან შემდგარი კიბე ააგო, რასაც 8 წელი დასჭირდა
კიბეს, ციცაბო ბორცვზე, რომელიც ტაძრამდე მიგიყვანთ, რვა წელი და 400 ქვა დასჭირდა - Oddity Central. ინდოელმა ქვისმთლეელმა ტაძრამდე მისასვლელი კიბე ქვებისგან ააგო. განაური პასვანს ამისთვის 400 ქვა და რვა წელი დასჭირდა. პასვანი ბიჰარის შტატში ცხოვრობს. მორწმუნეებს, ბავშვებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ბორცვზე განლაგებულ სალოცავზე ასვლა უჭირდათ, რის გამოც გადაწყვიტა, მათ დასახმარებლად ხიდი აეგო. „თავიდან მას მხოლოდ ცოლი და ორი ვაჟი უჭერდნენ მხარს. ახლა ასობით ადამიანი ცდილობს მის დახმარებას. კიბეებით სარგებლობა უკვე დაიწყო“, - წერს Oddity Central-ი.
ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ $10 მილიარდიანი შესყიდვის გეგმა დაამტკიცა
ინდოეთმა თავდაცვითი აღჭურვილობის, მათ შორის ქვეითი საბრძოლო მანქანების, მსუბუქი ტანკებისა და სარაკეტო სისტემების შესყიდვის შესახებ წინადადება დაამტკიცა. ამის შესახებ მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. საუბარია 10,18 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის შესყიდვებზე. სამიისტროს ცნობით, საერთო ჯამში, 97 პროცენტზე მეტი ტექნიკა ინდოელი მწარმოებლებისგან იქნება შეძენილი.
აზიის უმდიდრესი ადამიანი, ყაზახეთში ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურის პროექტით დაინტერესდა
აზიის უმდიდრესი ადამიანი, ინდოელი მილიარდერი და დივერსიფიცირებული ჰოლდინგის Adan Group-ის მფლობელი, გაუტამ ადანი, ყაზახურ მხარესთან ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურისა და განახლებადი ენერგიის წყაროების (RES) მშენებლობაზე შეთანხმდა. 2022 წლის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი ცნობილია - Forbes თითოეული პროექტის სიმძლავრე იქნება 1 გიგავატი, განუცხადა Kursiv-ს სამრუკ-კაზინას ჰოლდინგის სტრატეგიისა და აქტივების მართვის მმართველმა დირექტორმა იერნატ ბერდიგულოვმა. მისივე თქმით, ნახშირის სადგურის კონკრეტული ადგილმდებარეობა და სხვა დეტალები ინდურ მხარესთან მოლაპარაკების დროს დადგინდება. გაუტამ ადანის ბიზნეს იმპერიის აქტივებს შორის არის ქვანახშირის საბადოები და ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები. ბერდიგულოვმა აღნიშნა, რომ ზოგადად, სამრუქ-კაზინას აქვს ყაზახეთში ელექტროსადგურების გაფართოებისა და მშენებლობის პროექტების პორტფელი, საერთო სიმძლავრით 10 გვტ. ინდური კონგლომერატის Adan Group-ის ხელმძღვანელი გაუტამ ადანი ყაზახეთში საქმიანი ვიზიტის დროს პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. მხარეებმა ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და გაზისა და ნავთობქიმიის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კერძოდ, ინდოელმა მილიარდერმა ისაუბრა ტრადიციული და განახლებადი ენერგეტიკის, ასევე ნავთობქიმიის პროექტების მიმართ ინტერესზე. 2022 წლის ნოემბერში, ადანის ჯგუფის მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ რეკორდულ 280 მილიარდ დოლარს (17-ჯერ მეტი 2015 წლის 16 მილიარდ დოლართან შედარებით) მიაღწია. Adan Group-ი არის ინდური კონგლომერატი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს აჰმედაბადში. კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელი, გაუტამ ადანი, აზიის უმდიდრესი ადამიანია.
იაპონიამ და ინდოეთმა საჰაერო ძალების პირველი ერთობლივი წვრთნები დაიწყეს
იაპონიისა და ინდოეთის საჰაერო ძალების პირველი ერთობლივი წვრთნები, რომელიც 16 იანვარს დაიწყო, 26 იანვრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საჰაერო მანევრები ტოკიოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰიაკურის საავიაციო ბაზაზე მიმდინარეობს. იაპონიის საჰაერო ძალებიდან საჰაერო წვრთნებში F-2-ისა და F-15-ის ტიპის გამანადგურებლები მონაწილეობენ. ინდოეთიდან - Su-30MKI-ის ტიპის გამანადგურებლები და საჰაერო ტანკერი Il-78-ი.
G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა ინდოეთში შედგება
G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 1-2 მარტს ნიუ დელიში გაიმართება. რუსული მედიის ცნობით, ოფიციალური ინფორმაცია ინდოეთის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელდა. ნიუ დელიში გაერთიანების ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ჩვენების მიზნით 200-ზე მეტი შეხვედრა 55 სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.
ვოლოდიმირ ზელენსკი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაცია იყო. ზელენსკიმ და მოდიმ ისაუბრეს ჰუმანიტარულ განაღმვასა და მობილურ ჰოსპიტლებზე, რომლებიც უკრაინას სჭირდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
პაკისტანმა და თურქმენეთმა TAPI-ის გაზსადენის პროექტზე მუშაობა დააჩქარეს
პაკისტანმა და თურქმენეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ გეგმას (JIP), რომ თურქმენეთის, ავღანეთის, პაკისტანისა და ინდოეთის (TAPI) გაზსადენის პროექტზე მუშაობა დააჩქარონ. ხელმოწერის ცერემონიას ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. შეთანხმებას პაკისტანში, თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტისას გაფორმდა. თურქმენეთის დელეგაციასთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის ხედვის მნიშვნელოვანი კომპონენტი, TAPI-ს გაზსადენის პროექტი უზრუნველყოფს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ ზრდას და კეთილდღეობას როგორც პაკისტანში, ასევე, მთელ რეგიონში. „ეს პროექტი არის პაკისტანისა და თურქმენეთის სტრატეგიული თანამშრომლობის გამოვლინება ენერგეტიკულ სექტორში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. TAPI-ს გაზსადენის პროექტი მიზნად ისახავს ბუნებრივი აირის მიწოდებას თურქმენეთის გალკინიშის გაზის საბადოდან პაკისტანში, ავღანეთის გავლით. მილსადენის მშენებლობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტის მოცულობა 33 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში. მილსადენის სიგრძე 1814 კილომეტრია.
ვაშინგტონში ნარენდრა მოდის ვიზიტის წინ, ბაიდენის ადმინისტრაცია ინდოეთს ამერიკული წარმოების„დრონების გარიგებისკენ“ უბიძგებს - Reuters
ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ვაშინგტონში ვიზიტის წინ, ბაიდენის ადმინისტრაცია ნიუ დელის მოუწოდებს, ამერიკული წარმოების დრონების შესახებ გარიგება წინ წაწიოს. ამის შესახებ Reuters-ს წყარომ განუცხადა. სააგენტოს თანახმად, ინდოეთი დიდი ხანია, შეერთებული შტატებისგან დიდი შეიარაღებული დრონების შეძენის ინტერესს გამოხატავს, მაგრამ ბიუროკრატიულმა დაბრკოლებებმა SeaGuardian-ის დრონების გარიგებას ხელი შეუშალა. მისი ღირებულება 2-დან 3 მილიარდ დოლარამდეა. ამერიკული მხარე იმედოვნებს, რომ ინდოეთის პრემიერ მინისტრის ნარენდრა მოდის ვიზიტი, როელიც 22 ივნისს შედგება, ხსენებულ საკითხს ნათელს მოჰფენს. მას შემდეგ, რაც მოდის ვიზიტის თარიღი გაირკვა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, პენტაგონმა და თეთრმა სახლმა ინდოეთს სთხოვეს, რომ გარიგებაში პროგრესი აჩვენოს“, - განუცხადა წყარომ ბრიტანულ სააგენტოს. საუბარია General Atomics-ის მიერ წარმოებულ MQ-9B SeaGuardian თვითმფრინავზე. ჩინეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის კვალდაკვალ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი პოლიტიკის ქვაკუთხედად, ინდოეთთან კავშირების გაღრმავება დაისახა მიზნად. მიუხედავად ფორმალური უსაფრთხოების ალიანსის არარსებობისა, წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსოფლიოს ორ უმსხვილეს დემოკრატიას შორის მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას. უკრაინაში შეჭრის პირობებში, ნიუ დელის მიერ რუსეთთან თავდაცვისა და ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებამ, ვაშინგტონს იმედი გაუცრუა.
აშშ და ინდოეთი „დრონების გარიგებას“ გააფორმებენ
შეერთებული შტატები და ინდოეთი გამანადგურებლების ძრავებსა და დრონებთან დაკავშირებით, მთავარ შეთანხმებებს ხელს მოაწერენ. AFP-ის თანხმად, დოკუმენტი პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდის ვიზიტის დროს, ხუთშაბათს გაფორმდება. ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინდოეთი ასევე შეიძენს MQ-9B SeaGuardians-ის დაუზუსტებელ რაოდენობას, მაღალი სიზუსტის შეიარაღებულ დრონებს. ვაშინგტონში ნარენდრა მოდის ვიზიტის წინ, ბაიდენის ადმინისტრაცია ინდოეთს ამერიკული წარმოების„დრონების გარიგებისკენ“ უბიძგებს - Reuters ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ვაშინგტონში ვიზიტის წინ, ბაიდენის ადმინისტრაცია ნიუ დელის მოუწოდებს, ამერიკული წარმოების დრონების შესახებ გარიგება წინ წაწიოს. ამის შესახებ Reuters-ს წყარომ 14 ივნისს განუცხადა. სააგენტოს თანახმად, ინდოეთი დიდი ხანია, შეერთებული შტატებისგან დიდი შეიარაღებული დრონების შეძენის ინტერესს გამოხატავს, მაგრამ ბიუროკრატიულმა დაბრკოლებებმა SeaGuardian-ის დრონების გარიგებას ხელი შეუშალა. მისი ღირებულება 2-დან 3 მილიარდ დოლარამდეა. ამერიკული მხარე იმედოვნებს, რომ ინდოეთის პრემიერ მინისტრის ნარენდრა მოდის ვიზიტი, როელიც 22 ივნისს შედგება, ხსენებულ საკითხს ნათელს მოჰფენს. მას შემდეგ, რაც მოდის ვიზიტის თარიღი გაირკვა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, პენტაგონმა და თეთრმა სახლმა ინდოეთს სთხოვეს, რომ გარიგებაში პროგრესი აჩვენოს“, - განუცხადა წყარომ ბრიტანულ სააგენტოს. საუბარია General Atomics-ის მიერ წარმოებულ MQ-9B SeaGuardian თვითმფრინავზე. ჩინეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის კვალდაკვალ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი პოლიტიკის ქვაკუთხედად, ინდოეთთან კავშირების გაღრმავება დაისახა მიზნად. მიუხედავად ფორმალური უსაფრთხოების ალიანსის არარსებობისა, წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსოფლიოს ორ უმსხვილეს დემოკრატიას შორის მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას. უკრაინაში შეჭრის პირობებში, ნიუ დელის მიერ რუსეთთან თავდაცვისა და ეკონომიკური კავშირების შენარჩუნებამ, ვაშინგტონს იმედი გაუცრუა.
45 წლის განმავლობაში პირველად, მდინარე ჯამნა ტაჯ-მაჰალს ისევ საფრთხეს უქმნის
Times of India-ს ინფორმაციით, მდინარე ჯამნამ ქალაქ აგრაში ტაჯ-მაჰალის კედლებამდე მიაღწია. 45 წლის განმავლობაში პირველად, ძეგლის უკან მდებარე ბაღი წყალში ჩაძირა. არქეოლოგები აცხადებდნენ, რომ წყალს სარდაფამდე არ შეუღწევია, რასაც შეიძლებოდა, რომ ძეგლისთვის საშიშროება შეექმნა. 1978 წელს მდინარე ჯამნას წყალი მონუმენტის სარდაფის 22 ოთახში შევიდა. მოგვიანებით, მის შესასვლელთან ძეგლის დატბორვისგან დასაცავად კედლები აღმართეს, თუმცა ჯამნა აგრის სხვა არქიტექტურულ და ისტორიულ ძეგლებს საფრთხეს კვლავ უქმნის. მდინარე ჯამნაში წყლის დონე ამჟამად დასაშვებ ზღვარს აღემატება.
აშშ და ინდოეთი ალასკაზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
ინდო-ჩინეთის საზღვარზე დაძაბულობის ფონზე, ინდოეთი და აშშ ალასკაზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებს - "Yudh Abhyas" ჩაატარებენ 25 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, აშშ და ინდოეთი ალასკაზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. გამოცემა News18-ის თანახმად, ინდოეთის არმიის მარათის მსუბუქი ქვეითი პოლკის ჯარისკაცები 14-დღიან წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. მისივე ინფორმაციით, სწავლება მოიცავს ყველა ოპერაციას, რომელიც დაკავშირებულია სამშვიდობო მისიასთან. „ორი ქვეყნის ჯარები საერთო მიზნების მისაღწევად ერთად იმუშავებენ,“- ნათქვამია წვრთნების აღწერაში.
ინდოეთი, იაპონია, აშშ და ავსტრალია საზღვაო წვრთნებს გამართავენ
ინდოეთი, იაპონია, შეერთებული შტატები და ავსტრალია საზღვაო წვრთნებს გამართავენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, სწავლება ხაზს უსვამს რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უთანხმოების დროს. ვიცე-ადმირალმა კარლ თომასმა, აშშ-ის საზღვაო ძალების მეშვიდე ფლოტის მეთაურმა, ხუთშაბათს სიდნეიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წვრთნები რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ის ოთხი ქვეყნის ერთად მოქმედების უნარების გაუმჯობესებას ემსახურება. ოთხი ქვეყნის გემებს შეუერთდება ავსტრალიური F-35-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები, ასევე P-8 სათვალთვალო თვითმფრინავები და წყალქვეშა ნავები. ავსტრალია მალაბარის წვრთნებს აშშ-ს, იაპონიისა და ინდოეთის ჩართულობით, 2020 წლის ნოემბერში შეუერთდა. წვრთნები, რომელიც 1992 წლიდან ტარდება, თანდათან გაიზარდა და უფრო მეტად კომპლექსური გახდა.
უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციები ინდურ ბიზნესს პირველად შეეხო - მედია
ინდოეთის მთავრობამ შეერთებულ შტატებს სთხოვა, განბლოკოს $26 მილიონი, რომელიც ინდურ ალმასის კომპანიებს ეკუთვნის. მანამდე ეს აქტივები სანქცირებულ რუსულ ალმასის კომპანია ALROSA-სთან სავარაუდო სავაჭრო კავშირების გამო გაიყინა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპული ბიურო წერს. აქამდე ინდურ ბიზნესს რუსული კომპანიების წინააღმდეგ დასავლური სანქციები პირდაპირ არ შეხებია. ამასთან, Reuters-ის ადრინდელი გამოძიების თანახმად, ინდური ალმასის კომპანიები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ცდილობდნენ გადაეხადათ ბრილიანტების შესაძენი თანხა. Reuters-მა მაშინ ვერ დაადგინა, გადაირიცხა თუ არა ამ კომპანიების მიერ გადახდილი თანხა რუსული ALROSA-ს კუთვნილ ანგარიშებზე თუ სხვა მიმღებებზე. ALROSA ალმასის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, ინდოეთი კი, მსოფლიოში ალმასის გადამუშავებისა და ექსპორტის უმსხვილეს ობიექტებს ფლობს. ისინი „უხეშ ბრილიანტებს“ მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და რუსეთში ყიდულობენ. ამ თვის დასაწყისში Reuters-მა ასეევ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდოეთი მოსკოვთან რუსული ხორბლის შეღავათიან ფასებში იმპორტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ჩინეთმა რუსეთთან და ინდოეთთან „სადავო ტერიტორიები“ ახალ რუკაზე თავისად აღიარა
ინდოეთმა ჩინეთს მტკიცე პროტესტი გამოუცხადა ახალი რუკის გამო, რომლის თანახმადაც, პეკინი „ინდოეთის ტერიტორიაზე აცხადებს პრეტენზიას.“ შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნიუ-დელის პროტესტი მოჰყვა ინდურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პეკინმა გამოაქვეყნა ოფიციალური „სტანდარტული რუკა", რომელშიც „ინდოეთის შტატი, არუნაჩალ პრადეში და აქსაიჩინის პლატო ჩინეთის ოფიციალურ ტერიტორიად არის გამოცხადებული.“ პეკინი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ჰიმალაის არუნაჩალ პრადეში სამხრეთ ტიბეტის ნაწილია. აქსაიჩინი არის სადავო პლატო დასავლეთ ჰიმალაის მთებში, რომელზეც ინდოეთი აცხადებს პრეტენზიას, მაგრამ მას ჩინეთი აკონტროლებს. „დღეს დიპლომატიური არხებით ძლიერი პროტესტი დავაფიქსირეთ ჩინურ მხარესთან მის ე.წ. 2023 წლის „სტანდარტულ რუკასთან დაკავშირებით“, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ინდოეთის ტერიტორიაზე. ჩვენ უარვყოფთ ამ უსაფძვლო პრეტენზიებს, ჩინური მხარის ასეთი ნაბიჯები მხოლოდ ართულებს საზღვრების საკითხის გადაწყვეტას," - აღნიშნა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. მანამდე, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა „ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიები“ უარყო.„აბსურდული პრეტენზიების წამოყენება ინდოეთის ტერიტორიაზე, მას ჩინეთის ტერიტორიად არ აქცევს.“ - განუცხადა ჯაიშანკარმა საინფორმაციო არხ NDTV-ს. ცნობისთვის, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ გასულ კვირას, იოჰანესბურგში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში ისაუბრა ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინთან და ხაზი გაუსვა შეშფოთებას სადავო ჰიმალაის საზღვარზე დაპირისპირების შესახებ. ბირთვული იარაღის მქონე ორ მეზობელს შორის ურთიერთობები გაუარესდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის ივნისში, ლადახის რეგიონში, სადავო საზღვარზე ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა, რის შემდეგაც 20 ინდოელი და ოთხი ჩინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინდოეთისგან განსხვავებით „ჩინეთის პრეტენზიებს“ ჯერ არ გამოხმაურებია მოსკოვი, რომელიც ასევე „პეკინის „სამიზნე“ გახდა. კეროდ, როგორც რუსული მედისაშუალება RBC წერს, ზემოთ აღნიშული რუკის მიხედვით, მდინარე ამურზე მდებარე დიდი უსურის კუნძული ჩინეთის ტერიტორიად არის აღნიშნული. განმარტებით შენიშვნაში პეკინი უთითებს, რომ „რუკა ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ეროვნული სტანდარტების შესაბამისად“ არის შედგენილი. 2008 წელს მოსკოვსა და პეკინის მიერ გაფორმებული შეთანხმებით, კუნძული ორ ქვეყანას შორის გაიყო, რაც ექსპერტებმა შეაფასეს როგორც ნიშანი იმისა, რომ მოსკოვს ჩინეთთან გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობის იმედი ჰქონდა. დიდი უსურის კუნძულს დაახლოებით 340 კვადრატული კილომეტრი უკავია. მდებარეობს ხაბაროვსკთან ახლოს, ამურის დაბლობზე, მდინარე უსურის შესართავთან. კუნძულის კუთვნილების შესახებ დავა რუსეთსა და ჩინეთს შორის ჯერ კიდევ 1800-იან წლებში დაიწყო, 1920-1930-იან წლებში კუნძულზე საბჭოთა ჯარებმა დაამყარეს კონტროლი. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კუნძული რუსეთის იურისდიქციის ქვეშ დარჩა. ჩინეთი კუნძულის სტატუსზე 1964 წლიდან დაობდა, მაგრამ 2008 წლის შეთანხმების შემდეგ, რუსეთსა და ჩინეთს შორის, კუნძულის მფლობელობის შესახებ არავითარი ოფიციალური ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
ჩინეთის ახალი რუკა ინდოეთის შემდეგ, ფილიპინებმა, მალაიზიამ და ტაივანმა გააკრიტიკეს
ფილიპინებმა, მალაიზიამ და ტაივანმა ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული ახალი „სტარდარტული რუკა“ უარყვეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ორშაბათს ჩინეთმა გამოაქვეყნა თავისი რუკა, რომელიც მოიცავს სამხრეთ ჩინეთის ზღვის დაახლოებით 90%-ს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სადავო წყლებს, სადაც ყოველწლიურად, 3 ტრილიონ დოლარზე მეტი ივაჭრება. ჩინეთმა რუსეთთან და ინდოეთთან „სადავო ტერიტორიები“ ახალ რუკაზე თავისად აღიარა ფილიპინებმა ხუთშაბათს მოუწოდა ჩინეთს,, იმოქმედოს პასუხისმგებლობით და საერთაშორისო სამართლის ვალდებულებები დაიცვას. თავის მხრივ, მალაიზიამ განაცხადა, რომ დიპლომატიური პროტესტი გამოუცხადა ჩინეთს. მალაიზიის საგარეო უწყებამ სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხს რთული და სენსიტიური უწოდა. Reuters-ი წერს, რომ პეკინის მიერ წარმოდგენილი რუკა განსხვავდება იმისგან, რაც 2009 წელს გაეროს წარუდგინა. ახალ რუკას უფრო ფართო გეოგრაფიული არეალი აქვს. უახლესი რუკის შესახებ კითხვის საპასუხოდ, ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ტაივანი „აბსოლუტურად არ არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილი." შეგახსენებთ, რუკასთან დაკავშირებით პროტესტი ასევე გამოხატა ინდოეთმაც. ეს ქვეყანა მომდევნო კვირას დიდი ოცეულის სამიტს უმასპინძლებს და როგორც მედია წერს, სამიტს არ დაესწრება ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი. „ჩინეთის პოზიცია სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხთან დაკავშირებით, ყოველთვის მკაფიო იყო. ჩინეთის კომპეტენტური ორგანოები რეგულარულად ახლებენ და ყოველწლიურად აქვეყნებენ სხვადასხვა ტიპის სტანდარტულ რუკას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი მხარეები ამას ობიექტურად და რაციონალურად შეხედავენ,“ - განაცხადა თავის მხრივ ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთს პეკინის მიმართ პროტესტი არ გამოუხატავს. ჩინეთის ახალ რუკაში პეკინი პრეტენზიას „რუსეთის ტერიტორიაზეც“ აცხადებს.
მთვარეზე წარმატებული მისიის შემდეგ, ინდოეთმა ხომალდი მზის შესასწავლად გაუშვა
Reuters-ის ცნობით, მთვარეზე წარმატებული მისიის შემდეგ, ინდეოთმა ხომალდი მზის შესასწავლად გაუშვა. ეს იდოეთის პირველი ასეთი მისიაა. კოსმოსურ ხომალდ Aditya-L1-ს გაშვებას ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციის YouTube არხზე 3,7 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს. მის მოგზაურობას დაახლოებით, ოთხი თვე დასჭირდება. აპარატის ამოცანაა მზის გარე ფენებზე დაკვირვება, ასევე კოსმოსურ ამინდზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა. ინდოეთი 23 აგვისტოს გახდა მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა.
ინდოეთი მეოთხე ქვეყანაა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა
ინდოეთმა თავისი კოსმოსური ხომალდი Chandrayaan-3 მთვარეზე დასვა, რითაც მსოფლიოში გახდა მეოთხე ქვეყანა, რომელმაც ასეთი წარმატება მიითვალა. CNN წერს, რომ ამ მისიით ინოდეთს შეუძლია, გლობალური სუპერსახელმწიფოს სტატუსი გაამყაროს. ამასთან, BBC-ის ცნობით, ინდოეთი გახდა პირველ ქვეყანა, რომლის კოსმოსური ხომალდი მთვარის სამხრეთ პოლუსის სიახლოვეს დაეშვა. ხომალდი მისიას უეკიპაჟოდ ასრულებდა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი, რომელიც ამჟამად სამხრეთ აფრიკაში იმყოფება BRICS-ის სამიტზე, ხომალდის დასმას ვირტუალურად უყურებდა. „ამ სასიხარულო დღესასწაულზე...მინდა, მივმართო მსოფლიოს ყველა ადამიანს. ინდოეთის წარმატებული მისია მთვარეზე მხოლოდ ინდოეთის არ არის. ერთი დედამიწის, ერთი ოჯახის, ერთი მომავლის შესახებ ჩვენი მიდგომა მთელ მსოფლიოში ისმის.“ „ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა საყოველთაოდ მისასალმებელია. ჩვენი მისია სწორედ ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას ეფუძნება. აქედან გამომდინარე, ეს წარმატება მთელ კაცობრიობას ეკუთვნის და ის მომავალში სხვა ქვეყნების მთვარეზე მისიების განხორციელებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ინდოეთის პრემიერმა. ინფორმაციისთვის, თავის დროზე მხოლოდ ყოფილმა საბჭოთა კავშირმა, აშშ-მ და ჩინეთმა წარმატებით შეასრულეს მისიები მთვარეზე. აღსანიშნავია, რომ ინდოეთის ამ წარმატებულ მისიამდე სამი დღით ადრე, 20 აგვისტოს რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარის ზედაპირს დაეჯახა და განადგურდა.
„დიდი ოცეულის“ ჯგუფმა ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმა, კიევი ტექსტის შინაარსით უკმაყოფილოა
„დიდი ოცეულის“ ჯგუფმა ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმა, თუმცა ტექსტში არ შესულა რუსეთის ქმედებების დაგმობა უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით, ამის ნაცვლად აღნიშნულია, რომ ომმა ადამიანების უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია. „დიდი მწუხარებით აღვნიშნავთ ადამიანების უზარმაზარ ტანჯვასა და მთელს მსოფლიოში ომებისა და კონფლიქტების ნეგატიურ ზეგავლენას," - ნათქვამია კომუნიკეში. დეკლარაცია ყველა ქვეყანას გაეროს წესდების დაცვისა და ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ ეს მოწოდება კონკრეტულ ქვეყანას არ ეხება - არც რუსეთი და არც სხვა ქვეყნები მოიხსენიება. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით, ჯგუფის წევრებს სხვადასხვა პოზიცია აქვთ: დასავლეთი რუსეთის უფრო მკაცრად დაგმობას ითხოვს, გლობალური სამხრეთის ქვეყნები კი, ეკონომიკურ საკითხებზე ფოკუსირებას ირჩევს. G20-ის დეკლარაციის საპასუხოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ Facebook-ზე დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მადლიერია თავისი პარტნიორების, რომლებიც „ცდილობდნენ ტექსტში მკაცრი ფორმულირებების შეტანას“, 20-ის ჯგუფს „საამაყო არაფერი აქვს“ რუსეთის აგრესიაზე პოზიციასთან დაკავშირებით. „აშკარაა, რომ უკრაინული მხარის მონაწილეობა საშუალებას მისცემდა მონაწილეებს, უკეთ გარკვეულიყვნენ სიტუაციაში. პრინციპი „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე" რჩება ისეთივე საკვანძო, როგორც არასდროს," - წერს ნიკოლენკო. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, რომელიც G20-ის ქვეყნების სამიტს მასპინძლობს, „ოცეულის ჯგუფმა“ ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმა და უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით კომპრომისულ ფორმულირებებზე შეჯერდა. „რთული მუშაობის შედეგად, დეკლარაციაზე კონსენსუსს მივაღწიეთ, რაც იმას მოწმობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე კომპრომისულ ფორმულირებებზე შევჯერდით. დეკლარაციას შეთანხმებულად ვაცხადებ," - განაცხადა მოდიმ.
ინდოეთი დისტანციურად მართვად წყალქვეშა აპარატს გამოცდის
ინდოეთის ოკეანის ტექნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი ავითარებს დისტანციურად მართვად წყალქვეშა აპარატს, რომელსაც 6000 მეტრის სიღრმეზე სამი ადამიანის გადაყვანა შეუძლია. Matsya 6000 თავის პირველ საზღვაო ცდებს 2024 წლის პირველ ნახევარში გაივლის. თითოეული მოგზაურობა მაქსიმუმ 12-დან 16 საათამდე გაგრძელდება. ნავზე შესაძლებელი იქნება გადაუდებელი სასიცოცხლო მნიშვნელობის ჟანგბადის 96 საათის განმავლობაში უზრუნველყოფა. ინსტიტუტის სპეციალისტებმა „ტიტანის“ ტრაგედია გაითვალისწინეს და რისკფაქტორები გათვალეს.
ინდოეთმა სომხეთს ჰაუბიცები გაუგზავნა - მედია
ინდოეთმა სომხეთს საარტილერიო იარაღი მიაწოდა. ადგილობრივი თავდაცვის კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 6 ჰაუბიცა ერევანმა აგვისტოს დასაწყისში მიიღო. ეს არის პირველი პარტია, რომელიც სომხეთში ხელმოწერილი ძირითადი კონტრაქტის ფარგლებში ჩავიდა. თავდაცვის გარიგება სომხეთისთვის 155,5 მილიონი დოლარის ღირებულების 90 ATAGS-ის ერთეულის მიწოდებას გულისხმობს. ხელშეკრულება ითვალისწინებს ამ ტიპის დამატებით, 84 ბუქსირების ჰაუბიცის ეტაპობრივ მიწოდებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ამასთან, აღნიშნულია, რომ Bharat Forge გეგმავს სომხეთში საარტილერიო სისტემების ვადაზე ადრე ჩატანას.
ინდოეთმა $5,4 მილიარდის ღირებულების თავდაცვის აღჭურვილობის შეძენა დაამტკიცა
ინდოეთის თავდაცვის შესყიდვების საბჭომ 5,41 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად წინადადებები დაამტკიცა. Reuters-ის ცნობით, თავდაცვის შესყიდვის საბჭომ, უმაღლესმა სამთავრობო ორგანომ ინდოეთის სამხედროებისთვის დაამტკიცა საზღვაო ფლოტისთვის საკვლევი გემების, 12 Su-30-ის ტიპის თვითმფრინავის და საჰაერო ძალებისთვის მოკლე რადიუსის რაკეტების შესყიდვა დაამტკიცა. საბჭომ ასევე დაამტკიცა მსუბუქი ჯავშანტექნიკის მრავალფუნქციური მანქანების, ინტეგრირებული სათვალთვალო და სამიზნე სისტემის (ISAT-S) და მაღალი მოძრავი იარაღის ბუქსირების მანქანების შეძენა.
კანადამ ინდოელი დიპლომატი გააძევა
კანადამ ინდოელი დიპლომატი გააძევა. ოტავა იძიებს პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ინდოეთის მთავრობას შესაძლოა, კავშირი ჰქონოდა კანადაში, სიქების აქტივისტის მკვლელობასთან. ბრალდებას ინდოეთმა აბსურდი უწოდა. „თუ ეს სიმართლე დამტკიცდება, ეს იქნება ჩვენი სუვერენიტეტისა და ყველაზე ძირითადი წესის დარღვევა, თუ როგორ ექცევიან ერთმანეთს ქვეყნები,“ - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.
Indorama Group-ის დირექტორი: ჩვენი მიზანია, რეგიონში გავაფართოოთ ბიზნესი, რაც ხელს შეუწყობს, ქვეყანა გახდეს რეგიონში ქიმიური პროდუქტების მნიშვნელოვანი მწარმოებელი
თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ინვესტორები არიან წარმოდგენილები. სადისკუსიო პანელში „აბრეშუმის გზის ღირებულების ჯაჭვები“ სინგაპურული კორპორაციის Indorama Group-ის დირექტორმა, პრაკაშ კეჟრივალმა მიიღო მონაწილეობა. „საქართველოში ჩვენს მფლობელობაშია რუსთავის აზოტის 100 %-იანი წილი. ჩვენი მიზანია, რეგიონში გავაფართოოთ ბიზნესი, რაც ხელს შეუწყობს, ქვეყანა გახდეს რეგიონში ქიმიური პროდუქტების მნიშვნელოვანი მწარმოებელი. საქართველოს ძალიან მიმზიდველი ბიზნესგარემო აქვს, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას. ვფიქრობ, თქვენი ქვეყანა ინვესტორებს ძალიან დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს, რაც ეხმარება მანუფაქტურული ინდუსტრიის განვითარებას და პროდუქტების ევროკავშირისთვის შეთავაზებას”, - განაცხადა პრაკაშ კეჟრივალმა. მისი თქმით, დღეს საქართველოს ინფრასტრუქტურაში, სატრანსპორტო კორიდორებში, პორტებში საჭიროა ინვესტიციების ჩადება, რაც დაეხმარება ექსპორტის გაზრდას ევროპის მიმართულები. ამასთან, Indorama Group-ის დირექტორის განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე არსებული გამოწვევების მიუხედავად, რუსთავის აზოტის ექსპორტი არ შემცირებულა. „გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ მოგვიწია ფასების კორექტირება, ბოლო ერთ წელიწადში ფასები დასტაბილურდა და ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე გასწორდა, ასევე მიწოდების ჯაჭვიც დასტაბილურდა,“ - განაცხადა პრაკაშ კეჟრივალმა.
მედია: ინდოეთი სომხეთს 150 000 ჭურვს მიაწვდის
საბრძოლო მასალის მწარმოებელი ინდური სახელმწიფო კომპანია Munitions India Limited-ი (MIL) სომხეთს 150 000 ერთეულ 30-მილიმეტრიან და 40-მილიმეტრიან ჭურვებს მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ სხვადასხვა მედისაშუალება, მათ შორის სომხური სააგენტო, ინდოეთის საჰაერო-კოსმოსური სივრცის თავდაცვის სიახლეებზე (IADN) დაყრდნობით ავრცელებს. მედია მიმდინარე წლის სექტემბერში წერდა, რომ ინდოეთმა სომხეთს ჰაუბიცები გაუგზავნა.
მალდივის ახალი პრეზიდენტი ინდოეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი სამხედროები რესპუბლიკის ტერიტორიიდან
მალდივის ახალმა პრეზიდენტმა მოჰამედ მუიზუმ ინდოეთს მოუწოდა, გაიყვანა თავისი სამხედროები მალდივის ტერიტორიიდან. მუიზუმ საპრეზიდენტო არჩევნებში სექტემბერში, მეორე ტურში გაიმარჯვა მას შემდეგ, რაც ინდოეთის მცირერიცხოვანი სამხედრო ყოფნის დასრულების დაპირებით გამოვიდა. Reuters-ი წერს, რომ ინდოეთი და ჩინეთი რეგიონში გავლენისთვის იბრძვიან, ხოლო კოალიცია, რომელიც მუიზუს უჭერს მხარს, ჩინეთისკენ მიდრეკილად ითვლება. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში უცხო სამხედრო წარმომადგენლობა არ უნდა არსებობდეს,“ - განაცხადა მუიზუმ თავის ინაუგურაციაზე.
ინდოეთმა რუსული ნავთობით დატვირთული სანქცირებული ტანკერი არ მიიღო
ინდოეთი უარს ამბობს, მიიღოს სანქციების ქვეშ მყოფი ტანკერები, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ. ქვეყანამ რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა შეზღუდა. მისი წილი ბოლო 9 თვის განმავლობაში, ოქტომბერში მინიმუმამდე დაეცა. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, გასული თვის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა ხუთ ტანკერზე, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. სანქციების ქვეშ მყოფი ტანკერებიდან ოთხი რუსულ Sovcomflot-თან არის დაკავშირებული, ერთი კი, თურქულ კომპანიას ეკუთვნის. ტანკერი NS Century ნავთობის ტრანსპორტირებას ინდოეთში ბოლო თვეების განმავლობაში რეგულარულად ახორციელებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მას ერთი კვირის წინ, სანქციები დაუწესეს, ტანკერი შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროზე გადაადგილდა. ინდოეთის გადაზიდვების მიმართულების გენერალურმა დირექტორატმა განაცხადა, რომ მთავრობისგან მითითებებს ელოდება იმის შესახებ, მიეცემა თუ არა გემს ნავთობის განტვირთვის უფლება. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად ყიდის. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად, წესები გაამკაცრონ. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ.
ინდოეთში გადაარჩინეს 41 მუშა, რომლებმაც 17 დღე გვირაბის ნანგრევებში გაატარეს
ინდოეთში ჰიმალაის მთებში ჩამონგრეული გვირაბის ქვეშ მოყოლილი მუშების გადარჩენის ოპერაცია დასრულდა. ოპერაცია 17 დღეს გაგრძელდა. 28 ნოემბერს ღამით, მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 41-ვე მუშა. ინდოეთის ჩრდილოეთში მდებარე უტარახანდის შტატში, ერთ-ერთ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მშენებარე გვირაბი 12 ნოემბერს ჩამოინგრა. ასეულობით მეტრის სიღრმეზე მოყოლილთა გადარჩენის ოპერაციის პირველ ეტაპზე მაშველებმა შეძლეს და ტონობით ნანგრევებში გააკეთეს ხვრელი, საიდანაც მუშებს ჟანგბადს, საკვებს და მედიკამენტებს აწვდიდნენ. მათ გადარჩენას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ მუშების გარშემო გარკვეული სივრცე დარჩენილი იყო.
ინდოეთი არაბეთის ზღვაში მართვადი რაკეტების გამანადგურებელ ხომალდებს განათავსებს
ინდოეთის საზღვაო ძალების ცნობით, ინდოეთი არაბეთის ზღვაში გამანადგურებელ ხომალდებს განათავსებს. „არაბეთის ზღვაში განხორციელებული თავდასხმების ბოლო ტალღის გათვალისწინებით, ინდოეთის საზღვაო ძალებმა მართვადი რაკეტების გამანადგურებლები სხვადასხვა ზონებში განალაგეს,“ - ნათქვამია ინდოეთის საზღვაო ფლოტის განცხადებაში. 24 დეკემბერს, ინდოეთის სანაპიროებთან ახლოს ისრაელთან კავშირში მყოფ გემს დრონით დაესხნენ თავს. აშშ-მ განაცხადა, რომ განხორციელებული თავდასხმის უკან ირანი იდგა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.
ინდოეთში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა
ნიუ-დელიში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შემთხვევისას არავინ დაშავებულა. „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დაახლოებით, საღამოს 5:20 საათზე (ადგილობრივი დროით, 1150 GMT) მოხდა აფეთქება საელჩოს სიახლოვეს,“ განუცხადა Reuters-ს ისრაელის საელჩოს სპიკერმა. მისივე თქმით, ადგილობრივი პოლიცია და უსაფრთხოების ჯგუფები ინციდენტს იძიებენ. სხვა დეტალები უცნობია.
ინდოეთის პრემიერი პუტინს ესაუბრა
ინდოეთი პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და რეგიონული და გლობალური საკითხები, მათ შორის, BRICS-ის რუსეთის პრეზიდენტობა განიხილა. მოდის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერი სამომავლო ინიციატივების სამოქმედო გეგმას შედგენაზე შეთანხმდნენ. ინდური მხარისგან განსხვავებით, კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაკონკრეტებულია, რომ საუბრის თემას უკრაინაც წარმოადგენდა. „კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ჩვენი განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა პოზიტიური მოვლენები განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ სამომავლო ინიციატივების სამოქმედო გეგმას შევადგენთ. ჩვენ ასევე გვქონდა აზრთა სასარგებლო გაცვლა სხვადასხვა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის, BRICS-ის რუსეთის პრეზიდენტობაზე,“ - დაწერა მოდიმ სოციალურ პლატფორმ X-ზე. კრემლის ცნობით, პუტინმა და მოდიმ სატელეფონო საუბრისას უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს. „ორმა ლიდერმა ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების შესახებ გამოთქვა ინტერესი და უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილა,“ - ნათქვამია კრემლის განცხადებაში. ამასთან, პუტინმა და მოდიმ, ინდოეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ერთმანეთს წარმატებები უსურვეს.
საფრანგეთი და ინდოეთი თავდაცვის სფეროში იარაღის ერთობლივად წარმოების შესახებ შეთანხმდნენ
საფრანგეთი და ინდოეთი თავდაცვის სფეროში იარაღის ერთობლივად წარმოების შესახებ შეთანხმდნენ. ინდოეთის მთავრობის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი იარაღის წარმოების, ბირთვული ენერგიის და კოსმოსური კვლევების სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას თანამშრომლობასთან დაკავშირებით. საფრანგეთის პრეზიდენტი ინდოეთში ხუთშაბათს, 25 იანვარს ჩავიდა და გასული წლის მაისის შემდეგ ნარენდრა მოდის მეხუთედ შეხვდა.
ინდოეთი რუსეთისგან, როგორც იარაღის მიმწოდებლისგან, დისტანცირებას ცდილობს - Reuters
ინდოეთი ცდილობს, დისტანცირდეს იარაღის უმსხვილეს მიმწოდებელთან - რუსეთთან მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ომმა შეაფერხა რუსეთის უნარი, საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდება უზრუნველყოს - ინფორმაციას Reuters-ი ინდურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. „მსოფლიოში ყველაზე დიდი იარაღის იმპორტიორი ნელ-ნელა დასავლეთისკენ იხრება იმ ფონზე, როდესაც შეერთებული შტატები ცდილობს, გააძლიეროს კავშირები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, იმ იმედით, რომ შეაკავებს ჩინეთს ინდოეთის რუსეთზე დამოკიდებულებისგან შეწყვეტით. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ინდოეთმა 60 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღი შეიძინა, რომლის 65% ინდოეთმა რუსეთისგან შეიძინა,“ - წერს Reuters-ი. Reuters-ი წერს, რომ ინდოეთის შეერთებულ შტატებთან კავშირების შემდგომი გაძლიერება შემაშფოთებელია ჩინეთის გამო, რადგან ინდოეთისა და ჩინეთის ჯარები ჰიმალაის საზღვარზე 2020 წლიდან მოყოლებული დაპირისპირებაში არიან ჩართულნი. „ჩვენ არ მოვაწერთ ხელს რაიმე დიდ სამხედრო შეთანხმებას რუსეთთან,” - განაცხადა ნიუ-დელიში მოქმედი ორგანიზაციის, Observer Research Foundation-ის ექსპერტმა რუსეთის საკითხებში, ნანდან უნიკრიშნანმა. ექსპერტები და ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთმა საჯაროდ მოუწოდა ინდოეთს, თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავებისკენ, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ფოკუსირება დასავლური ტექნოლოგიების შიდა წარმოებაზე მოახდინა. ინდოეთი და შეერთებული შტატები გეგმავენ, გააღრმაონ ტექნოლოგიური თანამშრომლობა და ერთობლივი წარმოება სხვადასხვა სფეროში. აღსანიშნავია, რომ ბირთვული იარაღის მქონე მეზობლებს 1962 წელს ერთმანეთის წინააღმდეგ ომი ჰქონდათ, მაგრამ მათ შორის, საზღვრის 3 200 კმ-იანი მონაკვეთი კვლავ სადავოა. საფრანგეთი და ინდოეთი თავდაცვის სფეროში იარაღის ერთობლივად წარმოების შესახებ შეთანხმდნენ
ჩინური და ირანული ავტომობილების შემდეგ რუსეთში ინდურ და აფრიკულ ავტომანქანებს ელოდებიან
რუსეთის ბაზარზე ჩინური და ირანული ავტომობილების შემდეგ, შესაძლოა, ინდოეთსა და უგანდაში წარმოებული მსუბუქი ავტომანქანებიც გამოჩნდეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია“ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. როგორც „იზვესტია“ წერს, 2023 წელს ჩინეთის ავტოკონცერნებმა რუსეთის ბაზრის ნახევარი აითვისეს და 550 000-ზე მეტი ავტომობილი(Chery, Haval, Geely) გაყიდეს, 2004 წელს კი ამ რიცხვის 600 000-მდე გაზრდას აპირებენ. რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ სერგეი კატირინის განცხადებით, რუსულ ბაზარზე დამკვიდრების პესპექტივა აქვთ ინდურ Tata Motors-ს და ირანულ Iran Khodro-ს და Saipa-ს. რუსეთში უკვე იყიდება ირანის კომპანია Iran Khodro-ს მიერ წარმოებული მსუბუქი ავტომობილები, რომელთა ფასი 1,5 მილიონი რუბლიდან იწყება. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ამ ეტაპზე არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ინდოეთის მწარმოებლები რუსეთის ბაზრის ათვისებას აპირებენ. რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე, უგანდაში წარმოებული ავტომობილებიც გამოჩნდება. საუბარია ამ ქვეყნის სახელმწიფო კომპანია Kiira Motors Corporation-ის მიერ გამოშვებულ ავტომანქანებზე. უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული სანქციების საფუძველზე, რუსეთში აკრძალულია ამერიკული, ევროპული და იაპონური ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი.
Spiegel: გერმანია უკრაინისთვის ჭურვების უზრუნველსაყოფად, ინდოეთთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს
გერმანიის წარმომადგენლები ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ინდოეთთან, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად. ამის შესახებ Spiegel-ის სტატიაშია ნათქვამი. სამთავრობო წრეებიდან გავრცელებული ინფორმაციით, ამ მოლაპარაკებებში პოლიტიკური ტაბუ თითქმის არ არის. მაგალითად, ინდოეთში, საარტილერიო საბრძოლო მასალის საკმაოდ დიდი მარაგი ჯერ კიდევ ინახება - ეს არის რამდენიმე ასეული ათასი ტყვია. აღსანიშნავია, რომ ინდოეთი კვლავ ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას მოსკოვთან. „შედეგად, ახლა მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკებები იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა საბრძოლო მასალის მოპოვება შუამავლების მეშვეობით,“ - ნათქვამია მასალაში. მსგავსი გარიგებები, როგორც ამბობენ ბერლინში, შესაძლებელია არაბულ ქვეყნებთან, რომელთაგან ზოგიერთს დიდი რეზერვები აქვს. ექსპერტების აზრით, ასევე არის სახელმწიფოები ბალკანეთსა და აფრიკაში, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ მარაგები - ან თუნდაც შეუძლიათ საბრძოლო მასალის წარმოება. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ხოსეპ ბორელმა კულებასთან საუბრისას პირობა დადო, რომ მარტის ბოლომდე უკრაინას თითქმის 170 ათას ჭურვს მიაწვდის.
ნარენდრა მოდი: ინდოეთსა და საქართველოს ორმხრივი კავშირები სტაბილურად გაძლიერდა და მრავალფეროვანი გახდა
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს.„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას. ინდოეთს და საქართველოს ტრადიციულად თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ბოლო დროს, ჩვენი ორმხრივი კავშირები სტაბილურად გაძლიერდა და მრავალფეროვანი გახდა თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა განაგრძობს გაძლიერებას თქვენი ლიდერობის პერიოდში. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი ურთიერთობები ახალ სიმაღლეებზე ავიყვანოთ,“ - აღნიშნულია ინდოეთის პრემიერის მისალოც წერილში. ნარენდრა მოდი ირაკლი კობახიძეს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და წარმატებას უსურვებს.„თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მხრიდან უდიდესი პატივისცემის გარანტიები,“ - წერს ინდოეთის პრემიერი.
ინდოეთმა რუსული სქემა გაშიფრა: ინდოელ ახალგაზრდებს რუსეთში სამსახურს ჰპირდებოდნენ და ომში უშვებდნენ
ინდოეთმა გამოააშკარავა "ადამიანებით ვაჭრობის ქსელი", რომლებიც ახალგაზრდებს რუსეთში სამუშაოს ჰპირდებოდნენ და შემდეგ უკრაინაში ფრონტის ხაზზე საბრძოლველად უშვებდნენ. ინდოეთის გამოძიების ცენტრალური ბიუროს [CBI] ცნობით, ტრეფიკინგის სქემით, ამ დროისთვის, რუსეთში დაახლოებით 35 კაცი გაიგზავნა. მათგან სულ მცირე ორი ფრონტზე დაიღუპა, რამდენიმე კი, მძიმედ დაშავდა. „ტრეფიკინგის ქვეშ მყოფი ინდოეთის მოქალაქეები გაწვრთნეს საბრძოლველად და განალაგეს რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე მათი სურვილის საწინააღმდეგოდ," - განაცხადა CBI-მ. გამოძიების მიხედვით, ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, დედაქალაქ ნიუ დელიში და ასევე მუმბაიში. ამოღებულია 50 მილიონი რუპია (605,000 აშშ დოლარი) ნაღდი ფული, დოკუმენტები და ელექტრონული ჩანაწერები. დააკავეს ეჭვმიტანილებიც. CBI-ს სისხლის სამართლის საქმეში ნათქვამია, რომ ზოგიერთ კაცს ასევე შესთავაზეს ჩაბარება რუსეთის „საეჭვო კერძო უნივერსიტეტებში“ და „ფასდაკლებით ვიზის გაგრძელება.“ როგორც Reuters-ი წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა. ნიუ დელი და მოსკოვი ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდნენ მჭიდრო ურთიერთობით, ხოლო ინდოეთი რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაგმობაზეუარს აცხადებდა და მოუწოდებდა ორივე მხარეს, დაესრულებინათ კონფლიქტი დიალოგისა და დიპლომატიის გზით. ინდოეთმა ასევე გააძლიერა იაფი რუსული ნავთობის შესყიდვა, რამაც დასავლეთის დედაქალაქების იმედგაცრუება გამოიწვია.
ვაშინგტონის შეფასებით, ჩინეთთან სადავო არუნაჩალ პრადეში ინდოეთს ეკუთვნის
აშშ-ის მთავრობა არუნაჩალ პრადეშს ინდოეთის ნაწილად აღიარებს და "მტკიცედ ეწინააღმდეგება" ტერიტორიული პრეტენზიების ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჩინეთის საზღვართან მდებარე ამ შტატზე. შესაბამისი კომენტარი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. ნიუ დელი უარყოფს პეკინის პრეტენზიას და ამბობს, რომ არუნაჩალ პრადეში ყოველთვის ინდოეთის ნაწილი იყო. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთი „აბსურდულ პრეტენზიებს“ აყენებს არუნაჩალ პრადეშის მიმართ და რომ ის ყოველთვის იქნება „ინდოეთის განუყოფელი და განუყოფელი ნაწილი.“ ბირთვული იარაღის მქონე ორ მეზობელს შორის ურთიერთობები გაუარესდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის ივნისში, ლადახის რეგიონში, სადავო საზღვარზე ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა, რის შემდეგაც, 20 ინდოელი და ოთხი ჩინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ შეტაკებების შემდეგ, ორივე ქვეყნის სამხედროებმა პოზიციები გაამაგრეს და საზღვრის გასწვრივ დამატებითი ჯარები და აღჭურვილობა განათავსეს. ორივე მხარე 1962 წელს იბრძოდა სასაზღვრო ომში. ჩინეთის ახალი რუკა ინდოეთის შემდეგ, ფილიპინებმა, მალაიზიამ და ტაივანმა გააკრიტიკეს ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში შეერთებულმა შტატებმა და ინდოეთმა ორმხრივი კავშირები, აზიისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონებში ჩინეთის მზარდი გავლენის დასაძლევად გააძლიერეს. შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს წლების განმავლობაში აქვთ დაძაბული ურთიერთობები ისეთი საკითხების გამო, როგორიცაა, სავაჭრო ტარიფები, COVID-19-ის პანდემიის წარმოშობა, ადამიანის უფლებები, ტაივანი, ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების კანონი ჰონგ კონგში და სხვა. ინდოეთმა გასული წლის აგვისტოში ჩინეთს მტკიცე პროტესტი გამოუცხადა ახალი რუკის გამო, რომლის თანახმადაც, პეკინი „ინდოეთის ტერიტორიაზე აცხადებს პრეტენზიას.“ შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნიუ-დელის პროტესტი მოჰყვა ინდურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პეკინმა გამოაქვეყნა ოფიციალური „სტანდარტული რუკა", რომელშიც „ინდოეთის შტატი, არუნაჩალ პრადეში და აქსაიჩინის პლატო ჩინეთის ოფიციალურ ტერიტორიად არის გამოცხადებული.“ პეკინი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ჰიმალაის არუნაჩალ პრადეში სამხრეთ ტიბეტის ნაწილია. აქსაიჩინი არის სადავო პლატო დასავლეთ ჰიმალაის მთებში, რომელზეც ინდოეთი აცხადებს პრეტენზიას, მაგრამ მას ჩინეთი აკონტროლებს.
ჩინეთის პრეზიდენტმა და ინდოეთის პრემიერმა რუსეთში მომხდარი „ტერორისტული თავდასხმა“ დაგმეს
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს Crocus City Hall-ზე თავდასხმის გამო სამძიმარი გამოუცხადა. იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua. ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება ტერორიზმის ყველა ფორმას, მტკიცედ გმობს ტერორისტულ თავდასხმას და მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთის მთავრობის ძალისხმევას, დაიცვას თავისი ეროვნული უსაფრთხოება და სტაბილურობა. იმავდროულად, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დაგმო "საშინელი ტერორისტული თავდასხმა" და დასძინა Twitter/X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომ მისი ქვეყანა "სოლიდარულია რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და ხალხისადმი, ამ მწუხარების დროს." ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო მოსკოვის მახლობლად მომხდარს, გუშინ, 22 მარტს, თავდასხმიდან მალევე გამოეხმაურა. „ევროკავშირი შოკირებული და შეძრწუნებულია მოსკოვის Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შესახებ ცნობებით. ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრები რუსეთის ყველა დაზარალებულ მოქალაქესთანაა,“ წერს სტანო სოციალურ პლატფორმა X-ზე. გაეროს უშიშროების საბჭომ პარასკევს ასევე მკაცრად დაგმო ტერორისტული თავდასხმა. საბჭოს წევრებმა თანაგრძნობა“ გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებს და რუს ხალხს, ხოლო დაშავებულებს უსურვეს სწრაფი და სრული გამოჯანმრთელება. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ტერორიზმი ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით წარმოადგენს „ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს“ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, რომ „ამ ტერორისტული აქტების დამნაშავეები, ორგანიზატორები, დამფინანსებლები პასუხისგებაში მიეცნენ," საბჭომ მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, ამ კონტექსტში ითანამშრომლონ რუსეთთან და სხვა შესაბამის ორგანოებთან. დღეს, 23 მარტს, დილით გავრცელებული განცხადებით, საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. „საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 93-მდე გაიზარდა, მათი რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაშავებულია 140-ზე მეტი ადამიანი. რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა
კულება ინდოეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ინდოეთს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია კულებას პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს. დმიტრო კულება ნიუ-დელიში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის მიწვევით იმყოფება. კულება ხაზს უსვამს, რომ მოლაპარაკებებზე განსაკუთრებული ყურადღება „მშვიდობის ფორმულას" დაეთმობა. „ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნარენდრა მოდის დიალოგის საფუძველზე, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მშვიდობის ფორმულას დავუთმობთ,“ - წერს დმიტრო კულება სოციალურ პლატფორმა X-ზე. ნიუ დელი რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით ნეიტრალურ პოზიციას იკავებს და მოსკოვთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირების ფონზე, დიპლომატიური გადაწყვეტისს მოწოდებით გამოდის. ინდოეთი გახდა რუსული ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მყიდველი დასავლური სანქციების შემდეგ, თუმცა აშშ-ის სანქციების ზეწოლა სულ უფრო მეტად ემუქრება ამ ვაჭრობას და ინდოეთს უწევს, უარი თქვას რუსული ნავთობით მოვაჭრე ტანკერების მომსახურებაზე. ამავდროულად, უკრაინა ცდილობს, ჩაერთოს ინდოეთთან და მოიპოვოს მისი მხარდაჭერა მშვიდობის ფორმულისთვის, ისევე როგორც სხვა ეკონომიკური პარტნიორობისთვის. „უკრაინა-ინდოეთის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ კავშირებს გავაძლიერებთ,“ წერს კულება. კულებამ ხაზი გაუსვა, რომ ინდოეთში ეს მისი პირველი ვიზიტია. ინდოეთში ვიზიტის წინ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ კიევი განიხილავს ნიუ დელის, როგორც "მნიშვნელოვან გლობალურ პარტნიორს", რომელსაც აქვს "ძლიერი საერთაშორისო ხმა." უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ვიზიტი კიდევ უფრო გააუმჯობესებს ინდოეთ-უკრაინის კავშირებს. „ეს იქნება ჩემი პირველი ვიზიტი ინდოეთში და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ქვეყანაში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. მიზანი ინდოეთ-უკრაინის ურთიერთობების გაძლიერებაა,“ აღნიშნა კულებამ.
ინდოეთმა სომხეთში სამხედრო ატაშე პირველად დანიშნა
ინდოეთი სამხედრო ატაშეებს ათ ახალ ქვეყანაში გზავნის. პირველად სამხედრო წარმომადგენელი სომხეთშიც დაინიშნება. როგორც სომხური მედია ინდურ რესურს PTI-ზე დაყრდნობით წერს, ინდოეთი მთავარ აქცენტს აფრიკის ქვეყნებზე აკეთებს. „ზოგიერთმა მათგანმა უკვე დაიწყო მუშაობა ახალ პოზიციებზე. მომდევნო ეტაპზე სხვადასხვა ქვეყანაში 10 ახალი სამხედრო ატაშე გაიგზავნება, სადაც განსაკუთრებული აქცენტი იქნება იარაღის ექსპორტიორ ქვეყნებზე.“ - განაცხადა გამოცემის თანამოსაუბრემ. როგორც სომხური მედია წერს, ინდოეთმა სომხეთთან უკვე შეათანხმა, ამ ქვეყნოსთვის Pinaka-ს ტიპის მრავალლულიანი სარაკეტო გამშვები მოწყობილობების, Akash-ის მოკლე რადიუსის საზენიტო სარაკეტო სისტემისა და რამდენიმე სხვა ინდური წარმოების იარაღის მიწოდება. „ეს პირველი შემთხვევაა, როცა სომხეთში სპეციალურად სამხედრო ატაშე ინიშნება,“ - ხაზგასმით აღნიშნა წყარომ. ინდოეთის ახალი სამხედრო წარმომადგენლები ასევე გაიგზავნებიან ჯიბუტიში, კოტ-დ'ივუარში, მოზამბიკში, პოლონეთში, ტანზანიაში, ფილიპინებსა და ეთიოპიაში.
ზელენსკის თქმით, უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის ფონზე, ინდოეთის პრემიერის შეხვედრა პუტინთან, “უზარმაზარი იმედგაცრუებაა“
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 ივლისს განაცხადა, რომ იმედგაცრუებული იყო ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის შეხვედრით მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე რუსეთის თავდასხმის ფონზე. მოდი მოსკოვში 8 ივლისს ჩავიდა, რაც იყო მისი პირველი ვიზიტი რუსეთში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. რუსეთმა 8 ივლისს დილით დაიწყო სარაკეტო შეტევა კიევზე, დნიპროზე, კრივი რიჰზე და სხვა ტერიტორიებზე, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 40 და დაშავდა 170-მდე ადამიანი. ფოტოს გამო, რომელზეც ინდოეთის პრემიერი და პუტინი ჩახუტებულები არიან და მოდიმ პლატფორმა X-ზე გააზიარა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს იყო „უზარმაზარი იმედგაცრუება და სამშვიდობო ძალისხმევისთვის მიყენებული დამანგრეველი დარტყმა, რომ ასეთ დღეს, მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, მოსკოვში მსოფლიოს ყველაზე სისხლიან კრიმინალს ეხუტება.“ ერთი რაკეტა მოხვდა „ოხმატდეტის“ საავადმყოფოს შენობას, უკრაინაში ბავშვთა უმსხვილეს სამედიცინო ცენტრს. მაშინ, როცა დასავლელი ოფიციალური პირები გმობდნენ რუსეთის თავდასხმას, მოდიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ეხუტება ის პუტინს და გამოთქვამს იმედს ორ ერს შორის "მეგობრობის კავშირების გამყარების" შესახებ. განახლება: „გული მიდუღს ტკივილით, როდესაც ვხედავ ბავშვებს როგორ კლავენ,“ - სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვედრის დროს უთხრა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა ტკივილის მომტანი და შემზარავია. „მიუხედავად იმისა, ეს ომი, კონფლიქტი თუ ტერორისტული თავდასხმაა, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჰუმანურობის სწამს, ტკივილს გრძნობს, როდესაც სიცოცხლეები იკარგება. მაგრამ ასეთ დროსაც, როდესაც უდანაშაულო ბავშვებს კლავენ, გული დუღს ტკივილით, და ეს ტკივილი ძალიან შემზარავია,“ - განაცხადა მოდიმ. ინდოეთის პრემიერი პუტინს: დღევანდელი ეპოქა ომის ეპოქა არ არის 2022 წლის სექტემბერში მოდიმ პუტინს უთხრა, რომ „დღეს ომის ეპოქა არ არის.“ ინდოეთს რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ დაუგმია. მან ასევე ისარგებლა შესაძლებლობით, რომ ფასდაკლებული რუსული ნავთობის რეკორდული რაოდენობა შეეძინა იმ ფონზე, როდესაც სანქციებმა მოსკოვის დასავლეთთან ვაჭრობას ჩრდილი მიაყენა. ცნობისთვის, პეკინში ჩასვლამდე უნგრეთის პრემიერი ორბანი იმყოფებოდა ასევე კიევსა და მოსკოვში - მას შემდეგ, რაც პირველ ივლისს უნგრეთი გახდა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა. თუმცა ევროკავშირის და აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ორბანი ბლოკს არ წარმოადგენს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 ივლისს განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვერ იქნება შუამავალი მოლაპარაკებებისა რუსეთსა და უკრაინას შორის, მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრის დასრულების მიზნით. პოლონეთში მყოფმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების ორგანიზება შეუძლიათ მხოლოდ ძლიერ ქვეყნებს - მათ, ვისი შეიარაღებული ძალებიც რუსეთისას აღემატება. "არის ასეთი ქვეყნები მსოფლიოში? ბევრი არა. ვთვლი, რომ ასეთებია აშშ და ჩინეთი. და ევროკავშირი - არა ერთი ქვეყანა, არამედ მთლიანი ევროკავშირი. ეს რეალურად იქნებოდა საშუამავლო მისია," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის განცხადების პარალელურად ორბანი პეკინში იმყოფებოდა, როგორც თავად ამბობდა, "სამშვიდობო მისია 3.0" გასატარებლად. ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის 5 ივლისს მიწერილ წერილში ორბანი ამბობდა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან თავისი შეხვედრიდან გამომდინარე ახლა არის "უფრო დიდი შესაძლებლობა, დადებითად იყოს აღქმული ყველა შესაძლო წინადადება ცეცხლის შეწყვეტაზე და საგზაო რუკაზე სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ." თუმცა ევროპის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ კარპენტერი ამბობს, რომ პუტინთან ორბანის შეხვედრა სასარგებლო არ იყო. „არ ვფიქრობ, რომ [მოსკოვში ორბანის ვიზიტი] მხარდაჭერას აღმოუჩენს უკრაინას და მის ძალისხმევას მშვიდობის, ან უკრაინის სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის მისაღწევად," განაცხადა კარპენტერმა 8 ივლისს. შეგახსენებთკ, ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს ყველა სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი. პუტინისთვის კი, ომის დასრულების პირობები მოიცავს კიევის მხრიდან NATO-ში გაწევრიანების სურვილის უარყოფას და ყირიმისა და კიდევ ოთხი ოკუპირებული რეგიონის დათმობას. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამშაბათს, ვაშინგტონში, NATO-ს სამიტის ჩასატარებლად ემზადება. აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერების შესახებ გამოცხადდება. სტოლტენბერგი: სამიტზე ჩვენი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერა იქნება
სომხეთი ინდოეთიდან იარაღის უმსხვილესი მყიდველია
სომხეთი ინდოეთიდან იარაღის უმსხვილესი მყიდველი გახდა. „არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ აღნიშნულია ინდური IADN საინფორმაციო სააგენტოს მიკრობლოგში გაკეთებულ ჩანაწერში, რომელიც ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ ქვეყნის პარლამენტისთვის წარმოდგენილ ანგარიშს ეყრდნობა. ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2024-2025 ფინანსურ წელს სომხეთის მიერ ინდური წარმოების შეიარაღების შესყიდვების საერთო მოცულობამ 600 მილიონ დოლარს მიაღწია. სომხეთი 2021 წლიდან ინდოეთიდან ყიდულობს რაკეტებს, საარტილერიო სისტემებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა იარაღებს.