თეგი: ინტერკონექტორი
საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ქმნის - ანგარიში
საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (IGB) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ქმნის. ამის შესახებ China-CEE ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამი. ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხრეთ გაზის დერეფანში, საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორით (IGB) მეზობელ ქვეყნებს კასპიის რეგიონში ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე ექნებათ წვდომა და ასევე თხევადი გაზის ტერმინალებზე. „ეს პროექტი ცვლის თამაშის წესებს ბულგარეთის ენერგეტიკულ ბაზარზე და ზრდის საფასო კონკურენციას, ასევე უზრუნველყოფს გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას“, - ნათქვამია ანგარიშში. IGB, რომელიც პირველ ოქტომბერს ამოქმედდა, ბულგარეთს საშუალებას მისცემს მიიღოს აზერბაიჯანული გაზი, კერძოდ, გაზის ის ნაკადი, რომელიც აზერბაიჯანული „შაჰდენიზ-2“-ის გაზის კონდენსატის საბადოზეა წარმოებული. IGB უკავშირდება TAP-ს, რომლის მეშვეობითაც შაჰ-დენიზის საბადოდან გაზი ევროპულ ბაზრებს მიეწოდება. გაზსადენის სიგრძე 182 კილომეტრია.
ბულგარეთსა და სერბეთს შორის გაზსადენის მშენებლობა დაიწყო
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ბულგარეთის ტერიტორიაზე დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა (Bulgaria-Serbia Interconnector Gas Pipeline, IBS) გახსნეს. ამის შესახებ სააგენტო Tanjug იტყობინება. ნიშ-დიმიტროვგრადის გაზსადენის მშენებლობა ქალაქ კოსტინბროდში (დედაქალაქი სოფიას დასავლეთით 15 კმ) დაიწყო. ბულგარეთი - სერბეთის დამაკავშირებელი გაზსდენის მარშრუტია- სერბეთის ქალაქი ნისი - ბულგარეთის ქალაქი დიმიტროვგრადი - ქალაქი სოფია; გაზსადენის სიგრძეა - 109 კმ, ორმხრივი გაზსადენის საერთო სიგრძე ორივე ქვეყანაში - 170 კმ-ს შეადგენს, ხოლო გამტარუნარიანობა - 1,8 მლრდ მ3/წელიწადში. სერბეთის ინვესტიციები 90 მილიონ ევროდ შეფასდა, საიდანაც 49,6 მლნ ევროს ევროკავშირი უზრუნველყოფს, კიდევ 25 მილიონი ევროს კი ევროპის საინვესტიციო ბანკი. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა იმედი გამოთქვა, რომ სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა ოქტომბრისთვის დასრულდება და გაზის მიწოდება 2023 წლის ბოლომდე შესაძლებელი გახდება.