თეგი: ინფლაცია
რომელი პროდუქტები გაძვირდა
2022 წლის იანვარში საქართველოში 13.9%-იანი ინფლაცია იყო, რაც საქსტატის მიერ 3 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სურსათის ჯგუფში არსებული გაძვირება წლიურ ინფლაციაზე 5.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც 2.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.3 პროცენტი). სამომხმარებლო ჯგუფებიდან ფასები კავშირგაბმულობის და ტანსაცმლის გარდა, ყველა ჯგუფზე გაზრდილია. აქ 0.4%-ის და 0.9%-ის შემცირება ფიქსირდება. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (23.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (20.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (19.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (18.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.2 პროცენტი), თევზეული (16.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7.8 პროცენტი). საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 44.8 პროცენტიანი მატება, რაც 3.69 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე . ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68.0 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-3.1 პროცენტი).
საქსტატი: ევროკავშირის მეთოდოლოგიით დათვლის შედეგად, იანვარში ინფლაცია 12.7 პროცენტი იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის – სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო. ამ მეთოდოლოგიით, 2022 წლის იანვარში ინფლაციამ 12.7 პროცენტი შეადგინა, რაც 1.2 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 13.9-პროცენტიან ინფლაციაზე. „აღნიშნული მიმართულებით საქსტატმა მუშაობა 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, ევროკავშირის პროგრამა Twinning-ის პროექტის ფარგლებში, ხოლო მისი გამოქვეყნება, სტატისტიკურ სამუშაოთა 2022 წლის პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია ყოველთვიურად. HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით. სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
Financial Times: თურქეთში ინფლაცია 20-წლიან მაქსიმუმზეა
თურქეთში ინფლაციის ტემპი მაღალია და 20-წლიან მაქსიმუმს გაუტოლდა. ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასების ზრდამ, ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, წერს Financial Times-ი. სამომხმარებლო ფასები მარტში 61%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი - 54%-ით. შედეგად თურქეთში სამომხმარებლო კალათის ხარჯები წლიურ ჭრილში 70%-თაა გაზრდილი, მას შემდეგ, არც ენერგომატარებლებზე ფასები 103%-ით გაიზარდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე და ენერგომატარებლების გაძვირებამდე, თურქეთში ინფლაცია უკვე მაღალი იყო. ფასების ზრდამ იმოქმედა რეჯეფ ტაიფ ერდოღანის რეიტინგზე და მოსახლეობაში საპროტესტო აქციები გამოიწვია 2021 წლის ბოლოსა და მიმდინარე წლის დასაწყისში. ამ ფონზე ერდოღანი ცენტრალურ ბანკს ინფლაციის შესაჩერებლად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის საშუალებას არ აძლევს.
ზიმბაბვეში ფულის ახალი ბანკნოტი გამოჩნდა
ზიმბვაბე, 2000 წლიდან მსოფლიოში ყველზე მაღალი ინფლაციითა ცნობილი. მაღალი ინფლაციის ფონზე, მალე ქვეყანაში მიმოქცევაში ჩაუშვებენ ფულის ახალი ბანკნოტს 100 ზიმბვაბურ დოლარს (ZWL). ქვეყნის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ მალე ბრუნვაში ახალი ბანკნოტები ჩაეშვება. ამ დროისთვის მიმოქცევაშია 10,20 და 50-ის ნომინალის ზიმბვაბური დოლარი. 2022 წლის მარტში ქვეყანაში ინფლაციამ 70% შეადგინა.
აშშ-ის მზარდი ინფლაციის ფონზე ოქრო ძვირდება
აშშ-ის მარტის ინფლაციის მონაცემის გასაჯაროების შემდეგ ოქროზე ფასის ზრდა დაფიქსირდა. ივნისის ფიუჩერსები ოქროზე 1,41%-ით გაძვირდა Comex-ზე ვაჭრობისას და ტრუას უნციას (მასის საზომი ერთეული, უდრის 31,1034768 გრამს) ფასმა $1975,7 შეადგინა. ბოლო ხუთ სესიაზე კვოტირება 2,5%-ითაა გაზრდილი. „ოქროზე ყოველთვის მოქმედებს ფაქტორები, რომლებიც მაღალ ინფლაციას უკავშირდება. საპროცენტო განაკვეთი და დოლარის კურსიც კი ვერ აჩერებს ძვირფას მეტალებზე ფასის ზრდას“, - განაცხადა Libertas Wealth Management Group-ის ხელმძღვანელმა MarketWatch-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ვითარება მას შემდეგ შეიცვლება, რაც ჩინეთი „ნულოვანი მოთმინების“ პოლიტიკაზე უარს იტყვის და შეეგუება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის ინფექცია არსად არ წავა. მაშინ გადაიჭრება პროდუქციის მოწოდების პრობლემა, რომელიც ინფლაციის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია. მაისის ფიუჩერსები ვერცხლზე 2,57%-ით გაძვირდა და უნციაზე $ 25,63 შეადგინა. აშშ-ში სამომხმარებლო ფასები მარტში წლიურ ჭრილში 8,5%-ით გაიზარდა, ეს 1981 წლის შემდეგ მაქსიმალური ტემპია.
საქსტატი: აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 1.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (9.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (4.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.1 პროცენტი), თევზეული (3.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.8 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რაც 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.9 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.9 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (9.5 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (2.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
რატომ ძვირდება მზესუმზირის ზეთი
რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის იმპორტი რთულდება. საქართველოსთვის იაფი იმპორტის ალტერნატიული ბაზარი ჯერ არ ჩანს. Europetime-თან საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია, ამბობს, რომ ბაზარზე დეფიციტი არ იქნება, თუმცა ივნისიდან საკვებ ზეთზე ფასი კიდევ გაიზრდება. „რუსეთი არასტაბილური პარტნიორია, რადგან იგივე პანდემიის პერიოდშიც ზეთის ექსპორტზე ფიქსირებული გადასახადი გაზარდა და მაშინაც სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. 1-ელი ივლისიდან რუსეთიდან 1 ტონა მზესუმზირის ზეთის შემოტანაზე ექსპორტის გადასახადი $525 ხდება. მაისში ამ გადასახადმა ტონაზე $372,2 შეადგინა აპრილში კი $313. ეს კი საბაზრო ფასებზე პირდაპირპროპორციულად აისახება. დიდი ალბათობით, ივნისიდან იპმორტირებული 1 ლიტრი ზეთი 11-12 ლარი ეღირება“. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის იმპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარი დაიხურა. უკრაინიდან ზეთის იმპორტი თებერვლიდან შეწყდა. ამ დრომდე რუსეთი პროდუქტის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მარტში ქვეყნიდან მზესუმზირის ზეთის შესაძენად სულ $3,8 მილიონი გავიდა, ხოლო რუსეთიდან საქართველოში $2.5 მილიონის ღირებულების 1 709 ტონა მზესუმზირის ზეთი იმპორტირდა. აზერბაიჯანიდან იმპორტმა 475.2 ტონა შეადგინა, რაშიც იმპორტიორებმა $850.4 ათასი გადაიხადეს. რაც შეეხება უკრაინას, 3 თვეში ქვეყანამ სულ 239.2 ტონა მზესუმზირის ზეთი $416.1 ათასად შეიძინა. ეს მაჩვენებლები 2021 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით შემცირებულია. საგულისხმოა ისიც, რომ მარტში უკრაინიდან ზეთის იმპორტი არ განხორციელებულა. 2022 წლის პირველ კვარტალში მცირე მოცულობებით საქართველოში მზესუმზირის ზეთი გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან და თურქეთიდან შემოვიდა. „რუსეთიდან რთულდება და ძვირდება პროდუქტის შემოტანა. ალტერნატიული ბაზრებზე გასვლა კი არ არის ადვილი“, - ამბობს Europetime-თან ადგილობრივ ბაზარზე მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორის „ჩირინას“ ხელმძღვანელი რეზო ვაშაკიძე. მისი, თქმით რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, მზესუმზირის ზეთი უკრაინიდან, მელიტოპოლის ქარხნიდან შემოჰქონდა, ახლა კი იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს. „ივნისიდან მზესუმზირის ზეთი საშუალოდ კიდევ 20-30%-ით გაძვირდება“, - ამბობს ვაშაკიძე. ბაზრის დივერსიფიკაციაზე საუბრობს დისტრიბუროტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, თუმცა არ მალავს, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია. „რთული პროცედურებია და დროშია გაწელილი. აზერბაიჯანიდან მზესუმზირის ზეთის მცირე რაოდენობა შემოდის, რაც ბაზარს აბალანსებდა. ძირითადად ალტერნატივად არგენტინა განიხილება“. კომპანია „ჩირინას“ ხელმძღვანელი რუსეთის ბაზრის ალტერნატივად ბრაზილიას განიხილავს. „აქ პრობლემა ლოჯისტიკაა. მანძილი დიდია და ბუნებრივია ზეთზე ფასი გაიზრდება“. მზესუმზირის ზეთის იმპორტიორების ნაწილი, ბაზარზე შექმნილ ვითარებას პესიმისტურად უყურებს. ზოგიერთი უკრაინის ჩაკეტვის შემდეგ, ბაზრის ამ სეგმენტიდან საერთოდ გავიდა. „უკრაინიდან შემოგვქონდა მზესუმზირის ზეთი და ომის გამო გაჩერებული ვართ. რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, ამ მიმართულებით არ წავედით, რადგან არასტაბილური პარტნიორია“, - აცხადებენ სადისტრიბუციო კომპანია L ჯორჯიაში. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, კომპანია „ქარვა“ რომელსაც ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებდა და შეიძლება ითქვას, ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე იყო, გაჩერებულია. როგორც კომპანიაში გვითხრეს ადგილობრივი მზესუმზირითი ზეთის წარმოება ჯერ კიდევ პანდემიამდე ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტეს. წარმოებას ნაწილობრივ უკრაინიდან მზესუმზირას იმპორტით აბალანსებდნენ. „ახლა კი უკრაინაში ომია და შესაბამისად ნედლეულის ეს ბაზარიც ჩაიკეტა“, - აცახდებენ კომპანიაში. ამ დროისთვის, ბაზარზე ადგილობრივი ნედლეულით მხოლოდ მცირე, ოჯახური ზეთის სახდელები მუშაობენ. ისიც, მხოლოდ სეზონურად. მაისის მონაცემებით, ბაზარზე და სავაჭრო ქსელებში იმპორტირებული მზესუმზირას ზეთის ფასი, მაისის მონაცემებით ბრენდისა და ხარისხის მიხედვით 7,5-ლარიდან 10 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ადგილობრივ ოჯახურ საწარმოებში დაწურული მზესუმზირას ზეთის ფასს, 1 ლიტრის ღირებულება ადგილზე 10 ლარია, ხოლო საკოლმეურნეო ბაზრებში 15 ლარს შეადგენს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში ინფლაციამ 12,8% შეადგინა, რომელშიც სურსათისა და უალკოჰოლო ნაწარმის წილი 6,77% -ია. ამასთან აპრილში ზეთი და ცხიმი კიდევ 20,8%-ით გაძვირდა. რატომ ვერ ვითარდება საქართველოში მზესუმზირის ზეთის ადგილობრივი წარმოება? სად არის პრობლემა? Europetime ამ საკითხის შესწავლას დაიწყებს და პუბლიკაციებს მოამზადებს.
კობა გვენეტაძე: აზერბაიჯანთან გაზის კონტრაქტებმა შესაძლოა, საქართველოში ინფლაციის გავლენა შეამსუბუქოს
აზერბაიჯანთან გაზის კონტრაქტებმა შესაძლოა შეამსუბუქოს ინფლაციის გავლენა საქართველოში. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ კობა გვენეტაძემ სსფ-ის ღონისძიებაზე ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას განაცხადა. საქსტატი: აპრილში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გვენეტაძემ თქვა, რომ ნავთობის გაძვირება გავლენას ახდენს იმ ქვეყნებზე, რომლებშიც სახელმწიფო არ ასუბსიდირებს ელექტროენერგიის ფასებს. „საქართველოში სახელმწიფო არ ასუბსიდირებს ელექტროენერგიის ფასებს. შესაბამისად, ფასები შიდა ბაზარზე იზრდება. მაგრამ გაზის ფასებთან დაკავშირებით სიტუაცია განსხვავებულია, რადგან ბუნებრივი აირის მიწოდების მოკლევადიანმა ორმხრივმა კონტრაქტებმა შეიძლება შეამსუბუქოს ინფლაციის გავლენა“, - განაცხადა გვენეტაძემ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2022 წელს საქართველოში ინფლაცია 9,9 პროცენტი იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ინფლაციის შენელებას 2023 წელს 5,1 პროცენტამდე, 2024-2027 წლებში კი 3 პროცენტამდე პროგნოზირებს.
თურქული ლირა, 2021 წლის ბოლოდან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა
თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო ხუთთვიან მინიმუმამდე დაეცა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ინფლაციის ფონზე, იტყობინება Bloomberg. 24 მაისს ლირა 0,7%-ით დასუსტდა და $1-ზე 16,0477 ლირა შეადგინა. გასული წლის ნოემბერში 1 დოლარი 10 ლირაზე ნაკლები ღირდა, მაგრამ შემდეგ თურქული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა და 20 დეკემბერს მიაღწია ისტორიულ მინიმუმს 18,3633 ლირა $1-ზე. სამომხმარებლო ფასები თურქეთში აპრილში 70%-ით გაიზარდა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მარტში მათმა ზრდამ 61,1% შეადგინა, თებერვალში - 54,4%. თურქული ვალუტა აგრძელებს გაუფასურებას მილიარდობით დოლარის სახელმწიფო ინტერვენციისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ წარმოდგენილი „ლირის გადარჩენის გეგმის“ მიუხედავად. ლირაზე ზეწოლას, სხვა საკითხებთან ერთად, ენერგეტიკული ფასების სწრაფი ზრდის ფონზე მიმდინარე ანგარიშის მზარდი დეფიციტი ახდენს, - წერს Bloomberg. ეს ფაქტორი ასევე ამცირებს ქვეყნის სავალუტო რეზერვებს, რომელიც მაისის მეორე კვირაში $4,8 მილიარდით დაეცა. „რეზერვების ვარდნა "მიუთითებს სირთულეს ლირის სტაბილურობის შენარჩუნებაში მზარდი წინააღმდეგობის ფონზე", - ამბობს კრისტიან მაჯიო, პორტფელის სტრატეგიის ხელმძღვანელი ლონდონში დაფუძნებული TD-ში. 26 მაისს, თურქეთის ცენტრალური ბანკი საბაზისო განაკვეთზე სხდომას გამართავს. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი 14%-ზე დარჩება. გასული წლის განმავლობაში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო განაკვეთი ოთხჯერ შეამცირა - 19%-დან 14%-მდე, ამ ფონზე ლირის კურსი განახევრდა.
საქსტატი: საქართველოში ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა
საქსტატის ცნობით, 2022 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 13.3%-ს მიაღწია, აპრილში ეს მაჩვენებელი 12,8% იყო. ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სურსათის ფასებს, რადგანაც წლიურად სურსათის ღირებულება 22%-ით გაიზარდა. ტრანსპორტის ჯგუფში კი ფასების მატება 20%-ია. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (51.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (34.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (23.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (23.3 პროცენტი), თევზეული (19.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (17.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (16.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.0 პროცენტით, რაც 2.42 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (12.9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.0 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 16.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (28.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.6 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.2 პროცენტი).
სამი პროდუქტი, რომელიც ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, რომ წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად ბოსტნეული, პურ-პროდუქტები და შაქარი გაძვირდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (51.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (34.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (23.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (23.3 პროცენტი), თევზეული (19.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (17.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (16.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.0 პროცენტით, რაც 2.42 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (12.9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.0 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 16.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (28.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.6 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.2 პროცენტი). დღეს, საქსტატმა მაისის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 13.3%-ს მიაღწია.
მესტვირიშვლის განცხადებით, ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს 2023 წლის შუაში მივა
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში სებ-ის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან, ანუ 3%-თან ახლოს 2023 წლის შუა პერიოდში მივა. საქსტატი: საქართველოში ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა „ჩვენი პროგნოზი ეფუძნება დღეისათვის არსებულ ინფორმაციას. თუ ახალი შოკი არ გაჩნდა, რისი პროგნოზირებაც დღეს შეუძლებელია, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს მომავალი წლის შუაში მივა“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, უკვე 11 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება სებ-ის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. 2022 წლის მაისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.3% შეადგინა. ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სურსათის ფასებს, რადგანაც წლიურად სურსათის ღირებულება 22%-ით გაიზარდა. ტრანსპორტის ჯგუფში კი ფასების მატება 20%-ია.
ნათია თურნავა: ინფლაციას მსოფლიოში არსებული ფაქტორების გათვალისწინებით, მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გაუმკლავდება
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი ნათია თურნავა თვლის, რომ ქვეყანაში არსებულ ინფლაციას, მსოფლიოში არსებული ფაქტორების გათვალისწინებით მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გაუმკლავდება. მესტვირიშვლის განცხადებით, ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს 2023 წლის შუაში მივა საქსტატი: საქართველოში ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას, მან მაღალი ინფლაციის მიზეზები დაასახელა. „პანდემიის დროს, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში ე.წ ლოკდაუნები იყო გამოყენებული, შეიქმნა გადადებული მოთხოვნის ფენომენიც. ანუ ადამიანები არ ხარჯავდნენ და ვერ ხარჯავდნენ დანაზოგს და თანხებს იმდენად, რამდენადაც ეს ჩვეულებრივ რეჟიმში მოხდებოდა, და უკვე აღდგენის პერიოდში ამ გადადებულმა მოთხოვნამაც მოახდინა ფასებზე ზეწოლა. ასე იწყებოდა ინფლაცია, შემდგომში, ამას დაემატა კიდევ ჩვენს რეგიონში საომარი მოქმედებები და ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული მოვლენები, რამაც უფრო ევროპული ქვეყნების და ჩვენი რეგიონის ინფლაციაში შეიტანა თავისი წვლილი“, - განაცხადა თურნავამ. ამასთან ნათია თურნავა ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებულ ინფლაციაზე საერთაშორისო ფაქტორები მოქმედებს, მარეგულირებელმა ორგანომ სახელმწიფო უწყებებთან ერთად უნდა იმუშაოს. „ეროვნული ბანკი ფასთა დონეს და ინფლაციას აკონტროლებს და მის ნორმალიზაციაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა ამ კუთხით ძალიან მაღალია, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან სპეციფიკურ გარემოში ვართ, როდესაც ინფლაცია გამოწვეულია ტრადიციული ფაქტორებით, როგორებიცაა ეკონომიკის ციკლურობა, ე.წ. ეკონომიკის გადახურება და ფასებზე ერთობლივი მოთხოვნის ზემოქმედება ფასებზე, რომელზე მონეტარული ბერკეტები მოქმედებს. ამავე დროს არსებობს ეგზოგენური ფაქტორები, რომელზეც გავლენას არა თუ ეროვნული ბანკი, არამედ ეროვნული მთავრობებიც ვერ ახდენენ. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შეიძლება მათი მოქმედების შერბილება. არასწორი იქნება იმის თქმა, რომ მხოლოდ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკით ამ ამოცანის მიღწევას 100%-ით შეძლებს. ღრმად მჯერა, რომ ასეთ სპეციფიკურ გარემოში ინფლაციას მხოლოდ კომპლექსური პოლიტიკის ზომები შველის“, - განაცხადა თურნავამ. შეგახსენებთ, რომ უკვე 11 თვეა საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება სებ-ის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. 2022 წლის მაისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.3% შეადგინა. ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სურსათის ფასებს, რადგანაც წლიურად სურსათის ღირებულება 22%-ით გაიზარდა. ტრანსპორტის ჯგუფში კი ფასების მატება 20%-ია.
რა პროდუტები გაძვირდა და გაიაფდა ივნისში - საქსტატი
საქსტატის ცნობით, ჯგუფების მიხედვით, ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა სურსათზე დაფიქსირდა, რომლის ღირებულებაც წინა წელთან მიმართებით 21.8%-ით არის გაძვირებული. 19.4%-ით მეორე ადგილზეა ტრანსპორტის ჯგუფი, რაც საწვავის ფასების ზრდას უკავშირდება. ივნისში საქართველოში ინფლაციამ 12.8% შეადგინა - საქსტატი ძირითადი სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით, ინფლაციის დონე ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.86 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (35.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (33.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (31.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (19.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.0 პროცენტი), თევზეული (17.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (14.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.3 პროცენტი);ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.4%-ით, რაც 2.34 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (6.2 პროცენტი);საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13%-იანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (26.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.7 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6.0 პროცენტი). საქსტატის მიხედვით, ფასები გაზრდილია ყველა სასაქონლო ჯგუფში გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა, რომლის ღირებულებაც წლიურად 0.6 პროცენტით არის შემცირებული.
ივნისში საქართველოში ინფლაციამ 12.8% შეადგინა - საქსტატი
საქსტატმა 2022 წლის ივნისის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 12.8% იყო. ივნისში არსებული 12.8%-იანი ინფლაცია მაისში არსებულ ინფლაციაზე 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. საქსტატის ცნობით, ჯგუფების მიხედვით, ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა სურსათზე დაფიქსირდა, რომლის ღირებულებაც წინა წელთან მიმართებით 21.8%-ით არის გაძვირებული. 19.4%-ით მეორე ადგილზეა ტრანსპორტის ჯგუფი, რაც საწვავის ფასების ზრდას უკავშირდება. ძირითადი სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით, ინფლაციის დონე ასე ნაწილდება:სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.86 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (35.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (33.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (31.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (19.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.0 პროცენტი), თევზეული (17.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (14.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.3 პროცენტი);ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.4%-ით, რაც 2.34 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (6.2 პროცენტი);საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13%-იანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (26.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.7 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6.0 პროცენტი). საქსტატის მიხედვით, ფასები გაზრდილია ყველა სასაქონლო ჯგუფში გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა, რომლის ღირებულებაც წლიურად 0.6 პროცენტით არის შემცირებული.
რა გავლენას მოახდენს თურქეთის მზარდი ინფლაცია საქართველოს ბაზარზე
თურქეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში წლიური ინფლაციის დონე თითქმის 79%-იან ნიშნულზეა, რაც გასული 20 წლის პიკური მაჩვენებელია. თურქული პროფესიული კავშირის „საჯარო მოხელეთა გაერთიანებული კონფედერაციის" ყოველთვიური კვლევა აჩვენებს, რომ რეალური წლიური ინფლაციის დონე 160% შეადგენს. ინფლაციის შეფასებისას ორგანიზაცია 64 ძირითადი პროდუქტისგან შემდგარ კალათას იყენებს, რაც თურქსტატის გამოთვლის მეთოდისგან განსხვავებულია. მიმდინარე, 2022 წელს, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, როგორც იმპორტი, ასევე, ექსპორტი 37%-ით გაიზარდა და 7 მილიარდამდე აშშ დოლარი შეადგინა, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი, თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი არიან. რა გავლენა ექნება თურქეთის მზარდ ინფლაციას საქართველოს ბაზარზე? ბოლო პერიოდში ლარი მყარდება ლირასთან მიმართებით, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ თურქული პროდუქცია უნდა გაიაფდეს, - ამბობს Europetime-თან ISET-ის კვლევით ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, დავით კეშელავა. მისი თქმით, თურქეთში მაღალი ინფლაციაა, თუმცა ლირაც უფასურდებოდა ლართან მიმართებით. ამიტომ, ორი ვალუტის გაცვლითი კურსიც უნდა განვიხილოთ და მხოლოდ ფასების დონეს არ უნდა დავაკვირდეთ. „მეორე საკითხია, ინფლაციასთან საბრძოლველად რას აკეთებს თურქეთის ცენტრალური ბანკი, რომელსაც ცოტა არ იყოს, უცნაური პოლიტიკა აქვს შერჩეული. ნაცვლად იმისა, რომ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები, რომ ინფლაციას ებრძოლოს, საპირისპირო ნაბიჯებს დგამს. რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს ან არ ცვლის ან ამცირებს და ამით უფრო მაღალ ინფლაციას იწვევს. ამის პარალელურად, თან ლირაც უფასურდება და ამ გადაწყვეტილებით ქვეყნის ექსპორტის კონკურენტუნარიანობა იზრდება. შესაბამისად, თურქეთის სავაჭრო ბალანსი ექსპორტის ზრდისა და იმპორტის შემცირების ხარჯზე უმჯობესდება“, - ამბობს კეშელავა. ISET-ის კვლევით ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის პროგნოზით, თურქეთის ხელისუფლების მიზანია, ქვეყნის სავაჭრო ბალანსი პროფიციტში გადავიდეს, ანუ ექსპორტმა საბოლოო ჯამში იმპორტს გადააჭარბოს, რადგან ამ დროისთვის თურქეთი წმინდა იმპორტიორი ქვეყანაა. „რა არის ამ პოლიტიკას საბოლოო გავლენა? პირველ რიგში, თურქული პროდუქცია, რაც ქვეყანაში შემოდის, იაფდება. ასეთ დროს, უფრო კონკურენტული ხდება თურქული წარმოება. იმ პროდუქტების კატეგორიებში რაც თურქეთიდან შემოგვაქვს, თვითუზრუნველყოფა ძალიან მაღალი არ გვაქვს. ამიტომ, ადგილობრივ კომპანიებს კონკურენცია გაუჭირდებათ“, - აღნიშნავს კეშელავა. გარდა ამისა, საქართველო თურქეთთან ერთად ჩართულია ღირებულებათა ჯაჭვში, რაც კეშელავას შეფასებით, რიგი წარმოებისთვის დადებითი შედეგის მომტანია. „მაგალითად, თურქეთი ტექსტილის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. ქართული საწარმოები ბათუმში, თურქულ კომპანიებთან თანამშრომლობენ და კერავენ ტანსაცმელს. საბოლოო ჯამში, თურქული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდა, ამ პოლიტიკის ხარჯზე ნიშნავს, რომ ამ სეგმენტში ჩვენი ექსპორტი გაიზრდება. შესაბამისად, ამ ფაბრიკებში წარმოება უნდა გაიზარდოს. ამ შემთხვევაში, თურქეთის მზარდ ინფლაციას საქართველოს ტექსტილის წარმოებაზე დადებითი გავლენა აქვს“. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე, თურქეთში მზარდი ინფლაციის ფონზე, იმპორტირებული პროდუქციის გაძვირების რისკებსა და სავაჭრო დეფიციტის ზრდაზე Europetime-თან საუბრობს. „თურქეთი საქართველოსთვის 2006 წლის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. თურქეთის მზარდი ინფლაცია იმას ნიშნავს, რომ იქაური პროდუქცია უფრო იაფად იქნება წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. საფრთხე არსებობს, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება სავაჭრო დეფიციტი თურქეთთან. ანუ მოხდება ვალუტის გადინება. ჩვენთან თუ არ მოხდა ლარის კურსის ცვლილება, თურქული იაფი საქონელი, პრიორიტეტი იქნება ქართულ ბაზარზე. ზოგადად, ბიზნესის სპეციფიკაა, როდესაც გაურკვევლობაა, ყოველთვის ცდილობს, შექმნას თავისი „უსაფრთხოების ბალიში“ და თავისი ინტერესები დაიცვას. თუ ამის საშუალებას საბაზრო კონიუნქტურა იძლევა, იმპორტიორი შეეცდება ფასების გაზრდას. რამდენი იქნება გაზრდილ ფასებში რისკის გაურკვევლობის ეფექტის წილი და რამდენი რეალურად ხარჯების ზრდის ეფექტი, ეს სხვა საკითხია. ბიზნესი ცდილობს, რომ ფასში ასახოს ფორს-მაჟორი და თუ ბაზარი ამის საშუალებას მისცემს, ამ ფაქტორს იყენებენ“. TOP-10 საექსპორტო ქვეყანას შორის საქართველოსთვის თურქეთი მეოთხე ადგილს - 9.2%-ით იკავებს. იანვარ-მაისში საქართველომ თურქეთში 194.6 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 46%-ით აღემატება. რაც შეეხება იმას თუ რა გავყიდეთ თურქეთში, TOP-5 საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია: ფეროშენადნობები - 35.4 მლნ დოლარი, 15 423 ტონა; ტრიკოტაჟის ნაწარმი - 34.5 მლნ დოლარი, 998 ტონა; ელექტროენერგია - 23.4 მლნ დოლარი; კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 19.3 მლნ დოლარი, 718 ტონა; შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი - 15.4 მლნ დოლარი, 30 704 ტონა; დანარჩენი საქონლის ექსპორტმა კი ჯამში 66.5 მლნ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, ამ შემთხვევაში, მეზობელი ქვეყანა მთლიან იმპორტში 17.2%-იანი წილით, საიმპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. თურქეთიდან შეძენილი საქონლის ღირებულება მიმდინარე წლის 5 თვეში 32.8%-ით გაიზარდა და 830 მლნ დოლარი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, TOP-5 საიმპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია: მსუბუქი ავტომობილები - 38.1 მლნ დოლარი, 1 266 ცალი; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 26 მლნ დოლარი, 362 ტონა; მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 20 მლნ დოლარი, 1 101 ტონა; შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 18 მლნ დოლარი, 15 891 ტონა; შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - 17.8 მლნ დოლარი, 8 189 ტონა. დანარჩენი საქონლის იმპორტმა ჯამში, 709 მლნ დოლარი შეადგინა. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი Europetime-თან ამბობს, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და იქ არსებული არასტაბილური ეკონომიკური გარემო ჩვენი ეკონომიკისთვის კარგი არ არის. „რას ნიშნავს ჩვენთვის მზარდი ინფლაცია თურქეთში? მათი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ძვირდება, რაც შესაძლოა რაღაც კუთხით ჩვენი შიდა წარმოებისთვის კარგიც იყოს. თუმცა მეორე მხრივ, ბევრი პროდუქტი შემოგვაქვს თურქეთიდან და მაღალი ფასები საბოლოო ჯამში, საქართველოს ბაზარზე ცუდად აისახება. ფასები საქართველოშიც იზრდება, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რაც თურქეთში, რადგან იქ ფასების ზრდას სხვა მიზეზები აქვს. ლარი რომ არ მყარდებოდეს, ინფლაცია უფრო მაღალი გვექნებოდა“, - აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი. საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები სავარაუდოდ, 25-28%-ით გაძვირდება - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია
ევროზონაში ინფლაცია რეკორდულ ნიშნულზეა
მიმდინარე წლის ივლისში ევროზონაში წლიურმა ინფლაციის დონემ 8.9%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროზონის ეკონომიკური ზრდის დონემ +4.0% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალთან შედარებით მშპ-ის მოცულობა 0.7%-ითაა გაზრდილი. ევროსტატის განმარტებით, ინფლაციის დონის ზრდის ძირითადი მიზეზი ენერგორესურსების 40%-ით გაძვირება და სურსათის ფასების თითქმის 10%-ით ზრდაა. რეკორდულად გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო ათწლეულში პირველად მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზო პუნქტით გაზარდა. შეგახსენებთ, რომ ივნისში ევროკავშირის საშუალო ინფლაციურმა მაჩვენებელმა 9.6%-ს მიაღწია, ხოლო გასულ თვეს ევროზონის ინფლაცია 8.6 პროცენტს შეადგენდა. S&P Global-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, მწარმოებლები აფიქსირებენ მოთხოვნის მკვეთრ შემცირებას, ხოლო მაღალი ფასები აფერხებს აქტივობას მომსახურების სექტორში. JPMorgan-ი და Goldman Sachs-ი ევროზონაში რეცესიას პროგნოზირებენ. Goldman-ი აცხადებს, რომ ეკონომიკური ვარდნა რეალურად უკვე ამ კვარტალში დაიწყება.
თურქეთში ინფლაცია მაქსიმალურ ნიშნულზეა
თურქეთში ინფლაცია განუხრელად იზრდება. თურქსტატის მონაცემებით, ივლისში ინფლაცია 79.6%-მდე გაიზარდა, ივნისში ეს მაჩვენებელი 78.6% იყო. ამავდროულად, თურქეთში ფასების ზრდა ზედიზედ 14 თვეა ჩქარდება. სამომხმარებლო ფასები ივლისში კიდევ 2,37% გაიზარდა. ივნისში ზრდა 4,95% იყო. ამგვარად, სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება ერთ წელიწადში 2.2-ჯერ (+119.1%), ენერგომატარებლების ფასი 2.3-ჯერ (+129.3%) გაიზარდა. სურსათისა და სასმელის ფასი თითქმის გაორმაგდა, ზრდა 94,65%. საცხოვრებელი და კომუნალური მომსახურების ღირებულება 70%-ით გაძვირდა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა კი 88,4%-ით. ცნობისათვის, თურქეთში ინფლაციამ ზრდა 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ლირა მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 14 პროცენტამდე შეამცირა. წაიკითხეთ სტატია: რა გავლენას მოახდენს თურქეთის მზარდი ინფლაცია საქართველოს ბაზარზე
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც აშშ-ში ინფლაციასთან საბრძოლველად $430 მილიარდი დაიხარჯება
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანონპროექტს ჯანდაცვის, კლიმატისა და საგადასახადო საკითხებზე, რის საფუძველზეც, ამ სექტორეებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად $430 მილიარდი დაიხარჯება. კანონპროექტი მოიცავს მთელ რიგ ზომებს, მათ შორის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას, მოქალაქეების ჯანდაცვის ხარჯების შემცირებასა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას. გარდა ამისა, გათვალისწინებულია მსხვილი კორპორაციების დაბეგვრის გაზრდა, რამაც ნაწილობრივ უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული პროგრამებისთვის საჭირო სახსრები. აშშ-ის ხელისუფლება მოელის, რომ ყველა ეს ღონისძიება მომავალში ქვეყანაში ინფლაციას შეამცირებს. აშშ-ის მმართველი დემოკრატიული პარტია მხარს უჭერს ამ ნაბიჯებს. რესპუბლიკელებმა კონგრესის მიერ პაკეტის დამტკიცების შემდეგ განაცხადეს, რომ ინიციატივების პაკეტში შეტანილ დიდ ხარჯებს შეცდომად მიჩნევენ.
არგენტინაში მაღალი ინფლაციის გამო, დასაქმებულებმა „ხელფასის დაკრძალვის“ პერფორმანსი გამართეს
არგენტინაში, მაღალი ინფლაციის გამო, დასაქმებულებმა „ხელფასის დაკრძალვის“ პერფორმანსი გამართეს. „დასაქმებულები მძიმე მდგომარეობაში ვართ. თვის შუა რიცხვებში ხელფასი ქრება და არ გვყოფნის“- განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მოსალოდნელია, რომ წელს ინფლაცია 90%-ს მიაღწევს, რაც მსყიდველუნარიანობას კიდევ უფრო შეამცირებს. ხელისუფლება, მცდელობის მიუხედავად, ფასების შენარჩუნებას ვერ ახერხებს.
საქსტატი: 2022 წელს წლიურმა ინფლაციამ 10.9 პროცენტი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.9 პროცენტი შეადგინა. "პური და პურპროდუქტები 32.4 პროცენტით არის გაძვირებული, რძე, ყველი და კვერცხი – 20.8 პროცენტი, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 20.3 პროცენტი, ზეთი და ცხიმი – 19.8 პროცენტი, ყავა, ჩაი და კაკაო – 18.7 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 18.6 პროცენტი, თევზეული – 13.6 პროცენტი, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 11.1 პროცენტი, ხილი – 2.5 პროცენტი. ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 9.6 პროცენტით", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრივ 3 პროცენტამდე მიახლოებას 2023 წლის მეორე ნახევრიდან ელოდება.
რა გავლენა აქვს ორნიშნა ინფლაციის პირობებში საშუალო ხელფასის ზრდას, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე
2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ეკონომიკისა და საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკა 7,1%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ყოველთვიური ხელფასი 16.1 % -ით (213,3 ლარით) და 1 541.3 ლარი შეადგინა. ორივე ტრენდი დადებითია. გაუმჯობესდება თუ არა მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა ორნიშნა ინფლაციის პირობებში? Europetime-თან, ეკონომისტი, პროფესორი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ეკონომიკისა და საშუალო ხელფასების ზრდის დადებითი ტრენდი ერთმანეთს დაემთხვა, თუმცა იმისთვის, რომ მოსახლეობამ ეკონომიკური კეთილდღეობა იგრძნოს, ეს საკმარისი არ არის. „საქსტატის მონაცემებით, ბოლო თვეებში დაქირავებულთა რაოდენობა სულ მცირე 36 ათასით გაიზარდა. იზრდება საშუალო ხელფასიც. გვაქვს ორი დადებითი ტრენდი ამ მიმართულებით. ამასთან, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია 225 მილიონი ლარით, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულთა შემოსავლებმა 4%-ით მოიმატა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, როცა ინფლაცია ორნიშნაა. რეალურად, აგვისტოში წლიურ 10,9%-იან ინფლაციას მოსახლეობა შემოსავლების 4%-იანი ზრდით დაუპირისპირდა“, - ამბობს სოსო არჩვაძე. მისი თქმით, მზარდ ინფლაციას, საქართველოში ხელფასების ზრდის ტემპი ვერ ეწევა და ამას თავისი მიზეზები აქვს. „ეს ყველაფერი დამოკიდებულია მთლიანი შიდა პროდუქტის [ეკონომიკის] ზრდაზე. რა დოვლათსაც ვქმნით, იმის განაწილება შეგვიძლია. ტრენდი დადებითია, თუმცა იმისათვის, რომ ინფლაციას გაუსწროს და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გაიზარდოს, არადამაკმაყოფილებელია“, - ამბობს არჩვაძე. წლიური ინფლაციის დონე საქართველოში. საქსტატის 2022 წლის მონაცემები: იანვარი - 13,9; თებერვალი -13,7%; მარტი - 11,8%; აპრილი - 12.8%; მაისი - 13.3%; ივნისი- 12,8% ; ივლისი - 11.5% ; აგვისტო -10,9%. საშუალო ხელფასი: 2022 წელი პირველი კვარტალი - 1456,5 ლარი; მეორე კვარტალი 1 541.3 ლარი; 2021 წლის პირველი კვარტალი - 1256, 2 ლარი; მეორე კვარტალი 1328 ლარი; რეალური მშპ-ს ზრდა: 2022 წლის პირველი კვარტალი - 14,9%; მეორე კვარტალი - 7,1%; 2021 წლის პირველი კვარტალი კლება - 4,1%; მეორე კვარტალი ზრდა - 28,9%; საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკისა და საშუალო ხელფასის ზრდის ფონზე, მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ გამოწვევად რჩება. გასულ კვირას ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ მათთვის სამუშაო ადგილები ყველაზე მწვავე საკითხია. 36% პრობლემად ფასების ზრდას, 32% - სიღარიბეს, ხოლო 18% პენსიებს ასახელებს. Europetim-თან, ასოცირებული პროფესორი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი, გიორგი პაპავა ამბობს, რომ საქსტატის მიერ საშუალო ხელფასის ზრდის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემით, საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის კუთხით შექმნილ ვითარებას ვერ შევაფასებთ. „თუ ქვეყანაში დასაქმების დონე იქნება დაბალი, ბუნებრივია, დავაკვირდებით იმას, თუ როგორ იცვლება მილიონიდან 900 ათასამდე დასაქმებულის ხელფასი. ის რომ, საშუალო ხელფასი იზრდება, ეს არ ნიშნავს, რომ სახელფასო სარგო ყველა დასაქმებულს გაეზარდა. ანუ შესაძლოა, ვიღაცას ხელფასი გაეზარდა, ვიღაცას იგივე დარჩა, ან შეუმცირდა“, - ამბობს პაპავა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი ამბობს, რომ ქვეყანაში კეთილდღეობის შესაფასებლად მნიშვნელოვანი მონაცემია აბსოლუტური სიღარიბე, დასაქმებულთა რაოდენობა და უმუშევრობის დონეა. როგორ იცველებოდა უმუშევრობის დონე და აბსოლუტური სიღარიბე 2012-2021 წლები (საქსტატი) უმუშევრობის დონე: 2012 წელი - 26,7%; 2013 წელი - 26,4%; 2014 წელი - 23%; 2015 წელი - 21,9%; 2016 წელი - 21,7%; 2017 წელი - 21,6%; 2018 წელი - 19,2%; 2019 წელი - 17,6%; 2020 წელი - 18,5%; 2021 წელი - 20,6%. საქსტატის მონაცემებით 2022 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონემ 19.4% შეადგინა, მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 18,1% იყო. აბსოლუტური სიღარიბე: 2012 წელი - 30%; 2013 წელი - 26,2%; 2014 წელი - 23,5%; 2015 წელი - 21,6%; 2016 წელი - 22.0%; 2017 წელი - 21,9%; 2018 წელი - 20.1%; 2019 წელი - 19,5%; 2020 წელი -21,3%; 2021 წელი - 17,5%. „საშუალო ხელფასის ზრდის შედეგად, მოსახლეობამ რომ ეკონომიკური კეთილდღეობა იგრძნოს, რამდენიმე საკითხი უნდა გადაიჭრას“, - ამბობს გიორგი პაპავა. პირველი: სწრაფი ტემპით უნდა იზრდებოდეს დასაქმება, მეორე - ამ საკითხთან თანდართული უნდა იყოს სტაბილური ეკონომიური ზრდა. არ უნდა იყოს ამოვარდნა, როგორც ჩვენს შემთხვევაში ხდება. 2020 წელს, ეკონომიკური ვარდნა იყო მაღალი, 2021 წელს კი, ზრდის მაჩვენებელი. გარკვეულწილად, დავაკომპენსირეთ, მაგრამ მაინც არ გვაქვს იმის თქმის შესაძლებლობა, რომ უკეთესი ეკონომიკური კეთილდღეობა გვაქვს. ეკონომისტის პროგნოზით, თუ 7-10 წლის განმავლობაში, ორნიშნასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა გვექნება, ამის შემდეგ, უკვე რთული იქნება საქართველოში ადამიანების ისეთი ჯგუფის პოვნა, რომელიც საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდის შედეგად ეკონომიკურ კეთილდღეობას ვერ იგრძნობს. გიორგი პაპავას თქმით, ახლა ეკონომიკისა და ხელფასების ზრდის დადებით ეფექტი, მხოლოდ ადამიანების კონკრეტულ ჯგუფებზე აისახება. „ეკონომიკის ზრდას მოკლევადიანი ეფექტი აქვს. ქვეყანაში ინფლაციური ნაკადებია, უძრავი ქონება გაძვირდა და ამ ფონზე, ადამიანების კონკრეტული ჯგუფები აღწევენ ფინანსურ კეთილდღეობას. ისინი ან უძრავ ქონებას ფლობენ, ან ტურიზმის სექტორში არიან დასაქმებულნი და იმ მომენტში იღებენ სარგებელს, რადგან ეკონომიკური ზრდა ერთჯერადი ფაქტორებითაა გამოწვეული. კეთილდღეობის განცდა არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა მაღალია, თუმცა მოკლევადიანია და მოსახლეობის ყველა ჯგუფსა და ეკონომიკის სექტორზე არაა განზოგადებული“, - ამბობს პაპავა. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ეკონომიკური კეთილდღეობის განცდაზე, პაპავას შეფასებით, არის ინფლაცია. რადგან მზარდი ინფლაციის დროს, დასაქმებულების ხელფასზე სასურსათო კალათის გაძვირება დამატებითი წნეხია. შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 10.9% შეადგინა. უკვე ერთ წელზე მეტია, საქართველოში ორნიშნა ინფლაციაა, რომელიც ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება და 9.5%-ს გაუტოლდება. სებ-ში აცხადებენ, რომ სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის რისკები არ შერბილდება, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება. ამ დროისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია.
ევროზონის წლიურმა ინფლაციამ სექტემბერში, რეკორდულ 10%-ს მიაღწია
ევროზონის 19 ქვეყანაში წლიური ინფლაცია, წინასწარი შეფასებით, სექტემბერში რეკორდულ 10%-მდე დაჩქარდა. ერთი თვით ადრე ეს მაჩვენებელი მხოლოდ 9,1% იყო. ამას ევროსტატის მონაცემები ადასტურებს. ამასთან, არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები პროგნოზირებულზე მაღალი აღმოჩნდა. ამრიგად, პორტალ DailyFX-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ინფლაცია ევროზონაში მხოლოდ 9,7%-მდე დაჩქარდებოდა. ამრიგად, მიმდინარე წელს ფასების ზრდის საშუალო ტემპმა ევროზონის ისტორიაში მაქსიმუმს მიაღწია. 2021 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის სამჯერ ნაკლები იყო და დაახლოებით 3,4%-ს შეადგენდა. მხოლოდ მიმდინარე წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 1,2%-ით გაიზარდა. ამასთან, ყველაზე მაღალი საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებლები დაფიქსირდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ესტონეთში ეს მაჩვენებელი იანვრიდან 24,2%-ია, ლატვიაში - 22,4%, ლიეტუვაში - 22,5%. ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა საფრანგეთში (6.2%), მალტაში (7.3%) და ფინეთში (8.4%).
თურქეთში წლიური ინფლაცია 24 წლიან მაქსიმუმზეა
თურქეთში სექტემბერში, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა და 83%-ს გადააჭარბა. ეს პროცესი ბოლო 16 თვის განმავლობაში ფიქსირდება. Turkstat-ის ცნობით, საცხოვრებლისა და კომუნალური მომსახურების ღირებულება ქვეყანაში 84,7%-ით გაიზარდა, სატრანსპორტო მომსახურება - 117,7%-ით, ენერგეტიკის ფასი 133%-ით გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 93,1%-ით გაძვირდა. სამომხმარებლო ფასების ზრდამ თურქეთში წინა თვესთან შედარებით 3.1% შეადგინა. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 1,5% იყო. ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 18,562 ლირა შეადგინა.
საქსტატი: საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა
საქსტატის ინფორმაციით, ინფლაციის დონემ საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6 პროცენტი), რძე, ყვველი და კვერცხი (4.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.3 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.0 პროცენტი), თევზეული (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.4 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (-1.1 პროცენტი); განათლება: ფასები მომატებულია 7.5 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საშუალო განათლება (11.6 პროცენტი), დონით განუსაზღვრელი განათლება (8.6 პროცენტი), სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (6.1 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც -0.18 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-3.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.3 პროცენტით, რაც -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-1.6 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (32.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (23.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (21.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.9 პროცენტი), თევზეული (16.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (9.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც 1.69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.7 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.2 პროცენტიანი მატება, რაც 1.18 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: აქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (24.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.5 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.8 პროცენტი)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: სიღარიბე შემცირებულია, უმუშევრობა არის შემცირებული
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინფლაცია მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა, რაც პირველ რიგში პანდემიამ გამოიწვია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამას უკვე დაემატა ომი. მისივე თქმით, ევროპის წამყვან სახელმწიფოებში ორნიშნაა ინფლაცია. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს უკვე ორი წელია, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს. „ჩემი პრემიერობის დროს 30 მლიარდით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა, ეს ფაქტია. თითქმის 80 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, ეს არის მინიმუმი, რაც 8 თვის განმავლობაში შევძელით. ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე შემცირებულია, უმუშევრობა არის შემცირებული, კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქსტატი: საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა საქსტატის ინფორმაციით, ინფლაციის დონემ საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6 პროცენტი), რძე, ყვველი და კვერცხი (4.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.3 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.0 პროცენტი), თევზეული (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.4 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (-1.1 პროცენტი); განათლება: ფასები მომატებულია 7.5 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საშუალო განათლება (11.6 პროცენტი), დონით განუსაზღვრელი განათლება (8.6 პროცენტი), სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (6.1 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც -0.18 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-3.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.3 პროცენტით, რაც -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-1.6 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (32.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (23.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (21.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.9 პროცენტი), თევზეული (16.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (9.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც 1.69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.7 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.2 პროცენტიანი მატება, რაც 1.18 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: აქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (24.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.5 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.8 პროცენტი)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კობა გვენეტაძე, მაღალი ინფლაციის ერთ-ერთ ფაქტორად, რუსეთიდან და ბელორუსიდან მიგრანტების შემოსვლას ასახელებს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე წლიური ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ ფაქტორად რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოსულ მიგრანტებს უკავშირებს. უძრავ ქონებზე ფასები ერთ წელიწადში 10.7%-ით გაიზარდა. ბინები ყველაზე ძვირია მთაწმინდაზე და ვაკეში „უკვე ვახსენე ის ფაქტორები, რამაც გამოიწვია შიდა მოთხოვნის ზრდა ქვეყანაში. რუსეთიდან მიგრაციის პირველი ტალღა, ასევე ბელორუსიდან, შემდეგ უკვე მობილიზაციის გამოცხადება - რა თქმა უნდა, ეს ახდენს დაწოლას ფასებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი და არა ერთადერთი. ასევე შესაძლებელია გამოყოფა ფაქტორების, მაგალითად, როცა საუბარია ბინის ფასის ზრდაზე, ამან 1-1.5%-ით იმოქმედა წლიურ ინფლაციაზე”,-აცხადებს გვენეტაძე. საქსტატი: 2022 წელს წლიურმა ინფლაციამ 10.9 პროცენტი შეადგინა ინფლაციის შემცირებას ეროვნული ბანკი თებერვლიდან ელის.
რა იწვევს საქართველოში ორნიშნა ინფლაციასა და ფასების ზრდას
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა. სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით კი, ორნიშნა ინფლაცია 2023 წლის თებერვლის ბოლომდე შენარჩუნდება, შემდეგ კი, მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს თანდათან დაუბრუნდება. რა იწვევს მაღალ ინფლაციასა და მზარდ ფასებს, საქართველოს ბაზარზე? ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, წლიური ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ ფაქტორად რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოსულ მიგრანტებს უკავშირებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებას, ეკონომიკისა და საფინანსო სფეროს სპეციალისტები ნაწილობრივ ეთანხმებიან და ორნიშნა ინლაციის გამომწვევ სხვა ფაქტორებსაც ასახელებენ. Europetime-თან ინტერვიუში, ეკონომიკის დოქტორი, ლია ელიავა მზარდი ინფლაციის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. „პირველი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი და რადგან იქ არის მაღალი ინფლაცია, ბუნებრივია, საქართველოში განხორციელებულ იმპორტზე აისახება. მეორე ფაქტორია, გაურკვევლობა ადგილობრივ მეწარმეებს შორის, რომლებიც ამ პირობებში ცდილობენ თავისი ფინანსების მომავალი დანაკარგებისაგან დაზღვევას და აძვირებენ სამომხმარებლო პროდუქციას“, - აცხადებს ელიავა. ამასთან, ელიავა, 2022 წელს ინფლაციაში ლარის კურსის ფაქტორს გამორიცხავს. „ლარის მერყევი კურსი, რომელიც ყოველთვის იყო ინფლაციის მამოძრავებელი, ახლა გამოირიცხება. უცხოეთიდან, კერძოდ რუსეთიდან ფულადი გზავნილების ფონზე, ლარი გამყარდა. ამიტომ, ინფლაციაზე გავლენას ძირითადად ის ორი ფაქტორი ახდენს გავლენას, რაც დავასახელე“. მისივე თქმით, ინფლაცია, დღეს მთელ მსოფლიოში მწვავე საკითხია. „ამ პრობლემას ვერ უმკლავდება ვერც ევროპა და ვერც ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა იქ ინფლაციას აქვს კონკრეტული მიზეზი - ესაა ენერგორესურსების პრობლემები“. ეკონომიკის დოქტორი აღნიშნავს, რომ ინფლაცია საკმაოდ მძიმე გამოწვევაა საქართველოს მცირე ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით მოსახლეობისთვის. „ეს იმ ფონზე, როცა ფასების ზრდას, არ სდევს შემოსავლების ზრდა“, - ამბობს ელიავა. Europetime-თან ინტერვიუში, ანალიტიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ინფლაციის გამომწვევ მიზეზებში ერთ-ერთი მთავარია საწვავზე არსებული მაღალი ფასები, „რასაც ეროვნული ბანკი ფუნდამენტურ მიზეზად არ ასახელებს“. „საწვავი რომ არ იყოს ასე ძვირი, ვფიქრობ ინფლაცია არ იქნებოდა ორნიშნა. გაძვირებული საწვავი ბევრ სხვა ფაქტორზე ახდენს გავლენას“, - აღნიშნავს შენგელია. ამასთან, ეკონომიკის ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მზარდი ინფლაცია და სასურსათო პროდუქციის გაძვირება, გარკვეულწილად, ბაზარზე გაჩენილმა მოთხოვნამაც განაპირობა. „რუსეთიდან და ბელორუსიდან ჭარბი მიგრაციის ფონზე პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, ჩვენ წარმოება არ გვაქვს და შესაბამისად იმპორტია გაზრდილი. გაძვირებულია ნედლეული და სურსათი, რაც მეტწილად უცხოეთიდან შემოდის. ჩვენს პირველ სავაჭრო პარტნიორ თურქეთში ინფლაცია 83%-ს გადასცდა, ხოლო რუსეთში, რომელიც ჩვენი სავაჭრო პარტნიორების სამეულშია, ინფლაცია 14-15%-ის ფარგლებშია. რა თქმა უნდა, წნეხს საქართველოში, ინფლაციაზე ესეც აძლიერებს“, - აღნიშნავს შენგელია. მისივე თქმით, თუ ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია შენარჩუნდა, „ვითარება დამძიმდება, რადგან, ჩნდება სოციალური აფეთქების საფრთხე“. ეკონომიკის დოქტორი, არსებული ვითარებიდან ერთ-ერთ გამოსავალს ადგილობრივი წარმოების ზრდაში ხედავს, „რასაც სესხებზე, მაღალი საპროცენტო განაკვეთი აფერხებს“. „იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციის მიზეზი არაა მონეტარული ფაქტორები, ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი სულ მცირე 3%-ით მაინც უნდა დასწიოს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას“, - აღნიშნავს შენგელია. როგორ იცვლებოდა ინფლაცია 2022 წელს თვეების მიხედვით, საქსტატის მონაცემები ასეთია: იანვარი - 13,9%; თებერვალი - 13,7%; მარტი - 11,8%; აპრილი - 12,8%; მაისი - 13,3%; ივნისი - 12,8%; ივლისი - 11,5%; აგვისტო - 10,9%; სექტემბერი - 11,5%; საქსტატის მონაცემებით, სექტემბრის ინფლაციაში 17,6%-ით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები პირველია. შემდეგ ყველაზე მეტად, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურება გაძვირდა - 15,7%. შემდეგ ტრანსპორტი - 14,1%, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 12.2%. რა გავლენას მოახდენს თურქეთის მზარდი ინფლაცია საქართველოს ბაზარზე
ლაშა ხუციშვილმა, ინფლაცია საქართველოს ეკონომიკის მთავარ გამოწვევად დაასახელა
ინფლაცია ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ეს არის მთავარი პრობლემა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვლმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ინფლაციზე გავლენის კუთხით, მთავარი როლი ეროვნულ ბანკს ეკისრება. „ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იდგმება, როგორც მონეტარული, ისე ფისკალური პოლიტიკის მხრივ. მონეტარულ პოლიტიკაში მთავარი როლი აქვს ეროვნულ ბანკს. ის ინარჩუნებს მაღალ საპროცენტო განაკვეთსა და მკაცრ პოლიტიკას. 11%-ზეა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და ამ მიმართულებით, იდგმება ყველა ნაბიჯი, რომ ინფლაცია მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შემცირდეს. რაც შეეხება ფისკალურ ნაწილს, აქ მნიშვნელოვანი კომპონენტია ფისკალური დეფიციტი, რომლიც მნიშვნელოვნად შემცირდა. ფისკალური საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით 9,3% იყო და მიმდინარე წელს 3%-თან ახლოს იქნება და მომდევნო წელს 2,8%- მდე შემცირდება“, - განაცხადა ხუციშვილმა. ამასთან მისი თქმით, საქართველოში ინფლაციამ გარკვეულწილად შემცირება დაიწყო. „ მანამდე 11,5%-ი იყო. გასული თვე, იყო 10,7%. ბუნებრივია ეს არაა ის ტემპი. ჩვენ გვინდა რომ ინფლაცია უფრო სწრაფად შემცირდეს. მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ინფლაცია მზარდი ტემპით ხასიათდება. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, ჯერჯერობით არ მიუღწევია იმ პიკს, რის შემდეგაც დაიწყებდა შემცირებას“, - აღნიშნა ხუციშვილმა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველო არის ღია ეკონომიკა და შესააბამისად ინფლაციის გადმოცემის ეფექტები არსებობს. „მათ შორის იმპორტთან მიმართებით, ხდება საქართველოსთვის ინფლაციის გადმოცემა. გარკვეული მიმართულებებით შემცირება არის, თუმცა მთლიან სურათში დიდად არ აისახება. იგივე სურსათთან მიმართებაშიც. სამწუხაროდ ენერგორესურსებთან მიმართებით მერყევი სიტუაციაა. შესაძლოა ერთ კვირაში ფასები შემცირდეს და მეორე კვირაში ძალიან გაიზარდოს. მე ვსაუბრობ საერთაშორისო ბირჟებზე არსებულ ვითარებაზე. მთავარი განმსაზღვრელია ომი უკრაინაში, რაც გავლენას ახდენს ფასებზე. მთელი მსოფლიოს მოსახლეობა გაზრდილი ინფლაციით იხდის უკრაინაში ომის ფასს“, - განაცხადა ხუციშვილმა. მისი თქმით, ინფლაცია საქართველოში მიზნობრივ მაჩვენებელს, 2023 წლის მეორე კვარტალში დაუბრუნდება. ასევე წაიკითხეთ: რა იწვევს საქართველოში ორნიშნა ინფლაციასა და ფასების ზრდას
ევროზონაში ინფლაციამ რეკორდს მიაღწია
ევროზონაში, ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის (ევროსტატის) წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ინფლაციამ რეკორდი დაამყარა და წლიურმა მაჩვენებელმა 10,7% შეადგინა. ინფლაცია დაჩქარდა სექტემბერში 9,9 პროცენტიდან და ახალ მაქსიმუმს მიაღწია. ენერგორესურსების ღირებულება 41,9 პროცენტით გაიზარდა. სურსათი, ალკოჰოლი და თამბაქო გაძვირდა 13,1 პროცენტით, წარმოებული საქონელი - 6 პროცენტით, მომსახურება - 4,4 პროცენტით. ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა ესტონეთში ( წლიური 22,2 პროცენტი), ლიეტუვაში (22 პროცენტი) და ლატვიაში (21,8 პროცენტი). ყველაზე დაბალი ინფლაცია აქვს საფრანგეთში (7,1 პროცენტი), სემდეგ ესპანეთს (7,3 პროცენტი), მალტას (7,5 პროცენტი), ფინეთსა (8,3 პროცენტი) და კვიპროსს (8,6 პროცენტი). საანგარიშო თვეში ინფლაციამ ნიდერლანდებში 16,8 პროცენტი შეადგინა, სლოვაკეთში - 14,5 პროცენტი, ბელგიაში - 13,1 პროცენტი, იტალიაში - 12,8 პროცენტი, გერმანიაში - 11,6 პროცენტი, ავსტრიაში - 11,5 პროცენტი, პორტუგალიაში - 10,6 პროცენტი, სლოვენიაში - 10,3 პროცენტი, საბერძნეთში - 9,8 პროცენტი, ირლანდიაში - 9,6 პროცენტი, ხოლო ლუქსემბურგში - 8,8 პროცენტი. ამრიგად, ოქტომბერში ევროზონაში ინფლაცია ბოლო 25 წლის უმაღლეს ნიშნულზეა. ამჟამინდელი ინფლაციის მაჩვენებელი ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) სამიზნე 2 პროცენტს, 5-ჯერ აღემატება.
კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაციის შემცირება თებერვლიდან დაიწყება
საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაციის შემცირება თებერვლიდან დაიწყება. რა იწვევს საქართველოში ორნიშნა ინფლაციასა და ფასების ზრდას "მოლოდინი არის, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია იგივე დონეზე შენარჩუნდებ , რაც ახლა გვაქვს, იანვრის ჩათვლით და შესამჩნევი კლება უნდა იყოს თებერვლის თვეში. ამის წინაპირობები და განმაპირობებელი ფაქტორები არის ის, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული ნარჩუნდება, ჩვენ ამავე დროს მივიღეთ მაკროპრუდენციული ზომები. ამასთან, ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე არის ინდექსების კლება და ეს აუცილებლად უნდა აისახოს საქართველოში. ამავე დროს, მყარი არის ლარის გაცვლითი კურსი, რომელსაც ასევე თავისი პირობები აქვს, ასევე საკმაოდ სწრაფად მოხდა ტურიზმის აღდგენა, მიგრანტების შემოსვლამაც თავისი გავლენა იქონია. ვფიქრობ, ეს გარემოებები განაპირობებს იმას, რომ თებერვლიდან დაიწყება ინფლაციის შემცირება სხვა თანაბარ პირობებში და მიზნობრივთან დაახლოება, წლის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს",- განაცხადა გვენეტაძემ. კობა გვენეტაძე, მაღალი ინფლაციის ერთ-ერთ ფაქტორად, რუსეთიდან და ბელორუსიდან მიგრანტების შემოსვლას ასახელებს
სებ-ი: ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად - 41%-ით, კარტოფილი გაძვირდა
საქართველოს ეროვმული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად კარტოფილი (41%-ით) გაძვირდა, რამაც თვის ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. საქსტატი: წინა წელთან შედარებით, პური 26.1%-ით, ზეთი 18%-ით გაძვირდა ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, საპირისპიროდ, ბენზინის გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. სურსათზე ფასების ზრდამ ოქტომბრის წლიურ ინფლაციაში 4.6%-იანი წვლილი შეიტანა. „აქედან გამოსარჩევია ყველზე და პურზე წლიურად შესაბამისად 29% და 21%-ით ფასების მატება და თითოულის 0.8 პპ-იანი წვლილი. ბოლო თვეებში საწვავი თანდათან იაფდება. პარალელურად საწვავის წვლილიც ინფლაციაში მცირდება. ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 0.8 პპ-მდე შემცირდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მთლიან ინფლაციასთან შედარებით დაბალი იყო და 7.3 პროცენტს შეადგენდა“, - ნათქვამია სებ-ის კვლევაში.
კობა გვენეტაძე: ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე, 2024 წელს შემცირდება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ გაზრდილი საგარეო შემოდინების ფონზე მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე, 2024 წელს შემცირდება. რა იწვევს საქართველოში ორნიშნა ინფლაციასა და ფასების ზრდას კობა გვენეტაძე, მაღალი ინფლაციის ერთ-ერთ ფაქტორად, რუსეთიდან და ბელორუსიდან მიგრანტების შემოსვლას ასახელებს მისივე თქმით, წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5,5%-მდე შემცირდება მაშინ, როდესაც 2021 წელს ის 10,4% და 2020 წელს კიდევ უფრო მაღალი იყო. "გაზრდილი საგარეო შემოდინების ფონზე მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებას ველით. წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5,5%-მდე შემცირდება მაშინ, როდესაც 2021 წელს ის 10,4% და 2020 წელს კიდევ უფრო მაღალი იყო. მისიის შეფასებით, ეროვნული ბანკის სწრაფმა და თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა ფინანსურ სექტორზე ომის გავლენა მნიშვნელოვნად შეამცირა, მათ შორის კომერციული ბანკებისთვის შესაბამის სანქციებზე მიერთების სათანადოდ და დროულად მოთხოვნით", - განაცხადა კობა გვენეტაძე. ინფლაციის დაღმავალი ტრენდის შესანარჩუნებლად საკმარისად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება იქნება აუცილებელი. ამ მოსაზრებას, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ, თავად ვაცხადებდით და სრულად ვიზიარებთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციის შემცირებას დაღმავალი ტრენდი ექნება და წლის საშუალო ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე 2024 წელს შემცირდება. აღნიშნული პროგნოზი თანხვედრაშია ეროვნული ბანკის პროგნოზთან, რომლის მიხედვით, წლიური ინფლაცია მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაუახლოვდება მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის საშუალო მაჩვენებელი წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელი მაღალი დონის გამო მაინც 3%-ზე მეტი გამოვა“.- აცხადებს გვენეტაძე.
წლიური ინფლაცია 10.4%-ია. ბოსტნეული 26%-ით, პური 23.8%-ით, კვერცხი და ყველი 18.3%-ით გაძვირდა - საქსტატი
საქსტატმა დღეს ნოემბრის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. საქსტატის მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში საქართველოში 10.4%-იანი ინფლაცია იყო. ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის 16.8%-იანმა გაძვირებამ მოახდინა. გარდა სურსათისა, ფასები გაზრდილია სხვა ძირითად სამომხმარებლო ჯგუფებზეც. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.55 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (26.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (23.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (19.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.7 პროცენტი), თევზეული (13.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (6.9 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ჯგუფში ფასების 15.4 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა, რაც 1.51 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (34.1 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.8 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.2 პროცენტით, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (8.2 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.1 პროცენტი).
კობა გვენეტაძე: ინფლაცია, მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკისათვის ინფლაციის მომავალ დინამიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კობა გვენეტაძის თქმით, ინფლაცია უკვე საკმაოდ ხანგრძლივადაა გადახრილი მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან, ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკები კვლავ ნარჩუნდება. „მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, საშუალოდ, 2022 წელს ინფლაცია 11.9%-ის, ხოლო 2023 წელს კი 5.3%-ის ფარგლებში იქნება და, სხვა თანაბარ პირობებში, ის მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრას გაზრდილი მოკლევადიანი მოლოდინები და საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ნედლეულის ჯერ კიდევ მაღალი ფასები განაპირობებს. მათი კლებისა და გამყარებული გაცვლითი კურსის ფონზე, საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნული გადახრა აღმოიფხვრება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო თვეებში საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურებისა და პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, კვლავ მაღალია საკვები პროდუქტებისა და ნავთობის ფასები, რის ფონზეც გლობალურად ინფლაცია გაიზარდა და ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი და სინქრონიზებული გამკაცრების საჭიროება დადგა. „კერძოდ, აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ფედერალური ფონდების განაკვეთი, ნოემბერში 4%-მდე, ხოლო ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ოქტომბერში, პოლიტიკის განაკვეთი კიდევ ერთხელ, 2%-მდე გაზარდა. ხოლო ინფლაციის კუთხით, ნოემბერში სამომხმარებლო ფასები აშშ-ში წლიურად 7.1%-ით, ხოლო ევროზონაში - 10.0%-ით გაიზარდა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
თურქეთი, ინფლაციის ფონზე, 2023 წელს მინიმალურ ხელფასს 55%-ით ზრდის
თვიური მინიმალური ხელფასი თურქეთში 2023 წელს 8506,80 ლირა (455 დოლარი) იქნება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „ეს ნიშნავს მინიმალური ხელფასის 55%-იან ზრდას ივლისში დადგენილ დონესთან შედარებით და 100%-ით იანვართან შედარებით“, - განაცხადა ერდოღანმა. მანამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მინიმალური ხელფასი ერთი წლის განმავლობაში შესაძლოა, კვლავ გაიზარდოს. ბოლო თვეებში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 85%-ს გადააჭარბა, მაგრამ ნელ-ნელა კლება დაიწყო.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ინფლაციის ტემპმა შემცირება დაიწყო
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ინფლაციის ტემპმა შემცირება დაიწყო და მოსალოდნელია, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი მომდევნო თვეების განმავლობაშიც შენელდეს. კობა გვენეტაძე: ინფლაცია, მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება „ინფლაციამ დაიწყო შემცირება. ბუნებრივია, საუბარია ინფლაციის ტემპზე. მაგალითად, დეკემბრის თვეში დაფიქსირდა 9.8%-იანი ინფლაცია და ის მოლოდინი, რაც ეკონომიკურ გუნდს ამ მიმართულებით გააჩნდა, თითქმის სრულად მოხდა რეალიზაცია. ვფიქრობ, რომ მომდევნო თვეებში ინფლაციის ტემპის შემცირება კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას1 , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 6.8 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატი: ევროკავშირის მეთოდოლოგიით დათვლის შედეგად, დეკემბერში ინფლაცია 9.5 პროცენტი იყო
2022 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო. ამ მეთოდოლოგიით, გასული წლის დეკემბერში ინფლაციამ 9.5 პროცენტი შეადგინა, რაც 0.3 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 9.8-პროცენტიან ინფლაციაზე. "რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 15.6%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 9.5%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – -0.4%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 14.4%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – 9.3%; ჯანმრთელობის დაცვა – -4.7%; ტრანსპორტი – 4.9%; კავშირგაბმულობა – -0.2%; დასვენება, გართობა და კულტურა – 4.2%; განათლება – 6.8%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 13.6%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 10.5%", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამკაცრებული პოლიტიკა ძალაში იქნება, ვიდრე არ გაჩნდება იმის მკაფიო ნიშნები, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს უბრუნდება - გვენეტაძე
გამკაცრებული პოლიტიკა ძალაში იქნება, ვიდრე არ გაჩნდება იმის მკაფიო ნიშნები, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს უბრუნდება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. გვენეტაძემ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ორდღიან ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები და ცენტრალური ბანკის მმართველები ესწრებოდნენ. კობა გვენეტაძემ ფორუმის ფარგლებში ცენტრალური ბანკის მმართველთა სესიაში მონეტარული პოლიტიკის თემაზე ორი მიმართულებით იმსჯელა – ინფლაციური მოლოდინები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა გლობალური გამოწვევების ფონზე, ცენტრალური ბანკის ციფრული ფული, რისკები და შესაძლებლობები. კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. „ცენტრალურმა ბანკებმა საკმარისი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა თავიდან აიცილონ უსაფუძვლო ინფლაციური მოლოდინები, მიუხედავად იმისა, რა იყო საწყისი გამომწვევი მიზეზი – მიწოდება თუ მოთხოვნა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მზარდი ინფლაციის ფონზე, რამდენჯერმე გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი და აქტიური კომუნიკაცია გასწია იმასთან დაკავშირებით, რომ გამკაცრებული პოლიტიკა მანამ იქნება ძალაში, სანამ იმის მკაფიო ნიშნები არ გაჩნდება, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს უბრუნდება. აღსანიშნავია, რომ საბაზრო ინფლაციური მოლოდინები ამ გზავნილს შეესაბამება, რადგან, მაგალითად, სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე მიმდინარე პოლიტიკის განაკვეთი, რადგან ბაზარი ინფლაციის შემცირებას მოელის“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1% შეადგინა - საქსტატი
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 8.1 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.0 პროცენტით, რაც საქსტატის ცნობით, წლიურ ინფლაციაზე 4.73 პროცენტული პუნქტით აისახა. ყველაზე მეტად, 25.8 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 21.0 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. რძე, ყველი და კვერცხი – 17.2 პროცენტით გაძვირდა; ყავა, ჩაი და კაკაო 14.5 პროცენტით; ფასებმა 12.2 პროცენტით მოიმატა მინერალური და წყაროს წყლის, ასევე უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების კატეგორიაში. თევზეულზე ფასებმა 12.1 პროცენტით მოიმატა; ხორცი და ხორცის პროდუქტები – 10.2 პროცენტით გაძვირდა; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 9.8 პროცენტით. ამასთან, ფასები -0.3 პროცენტით შემცირებულია ხილსა და ყურძენზე. „საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4 პროცენტიანი მატება, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (38.7 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.6 პროცენტით, რაც -0.79 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-19.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (8.0 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს - მესტვირიშვილი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. „როგორც მოსალოდნელი და პროგნოზირებული იყო, ინფლაციას აქვს მკვეთრად გამოხატული შემცირების ტენდენცია და მოსალოდნელია, რომ ეს გაგრძელდება შემდეგ თვეებშიც. წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივზე ქვემოთ იქნება. ინფლაციის შემცირების ტენდენციას ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური კონსოლიდაცია და საგარეო ფაქტორები. ინფლაციის დინამიკას რომ შევხედოთ, შემცირებაში გადამწყვეტი არის საგარეო ფაქტორები, ხოლო ადგილობრივი ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალი რჩება. ჩვენ ახლა ველოდებით, რომ, საგარეო ფაქტორების მილევასთან ერთად, ადგილობრივი ინფლაციაც დაიწყებს შემცირებას, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.
საქართველოში მარტში ინფლაცია 5.2 პროცენტი იყო - საქსტატი
2022 წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო. ამ მეთოდოლოგიით, 2023 წლის მარტში ინფლაციამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც 0.1 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 5.3-პროცენტიან ინფლაციაზე. რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 11.1%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 7.2%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 4.5%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 10.0%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – 6.8%; ჯანმრთელობის დაცვა – -9.3%; ტრანსპორტი – -8.7%; კავშირგაბმულობა – -3.5%; დასვენება, გართობა და კულტურა – 4.2%; განათლება – 6.8%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 11.7%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 10.5%.
აპრილში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა - ეროვნული ბანკი
2023 წლის აპრილში წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდა და 2.7% შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასები 0.7 პროცენტით შემცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. „აპრილში, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ჯგუფის ფასებმა 2.2%-ით მოიკლო, რამაც თვის ინფლაცია 0.7 პროცენტული პუნქტით შეამცირა. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ჯგუფის ინფლაციის კლება მეტწილად მზესუმზირის ზეთის, იმერული ყველისა და პურის ფასების შემცირებამ განაპირობა. ამასთანავე იკლებს საწვავის ფასებიც. ბენზინის და დიზელის, შესაბამისად, 4.1 პროცენტით და 6.2 პროცენტით გაიაფებამ, ჯამურად, თვის ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. საპირისპიროდ, ძროხის ხორცის, ხახვის, საბანკო მომსახურებისა და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების გაძვირებამ თვის ინფლაცია 0.3 პროცენტული პუნქტით გაზარდა. აპრილში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა. ამავდროულად სურსათის ინფლაციაც ეტაპობრივად მცირდება და მისი წვლილი მთლიან ინფლაციაში კლებადია. ბოლო თვეებში საწვავის (ბენზინი, დიზელი და გაზის საწვავი) თანდათან გაიაფების ფონზე, საწვავის წვლილი ინფლაციაში უარყოფითი გახდა და აპრილში ამ მაჩვენებელმა -2.0 პროცენტი შეადგინა. ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების გაიაფებამ წლიური ინფლაცია 1.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. აპრილში სურსათის ფასები, წინა წელთან შედარებით, 5.8 პროცენტით არის გაზრდილი, რამაც მთლიან ინფლაციაში 1.8-პროცენტიანი წვლილი შეიტანა. სურსათის ინფლაცია მეტწილად ხორცზე, კარტოფილზე და ყველზე გაზრდილ ფასებს უკავშირდება. მიუხედავად ბოლო პერიოდში პურის გაიაფებისა, წლიურ ინფლაციაში მისი კონტრიბუცია კვლავ დადებითია და 0.3 პროცენტს შეადგენს. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, შემცირდა და 4.7 პროცენტი შეადგინა“, – აღნიშნულია სებ-ის მიმოხილვაში. ამასთან, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტული ინფლაციის კლება განაპირობებს. „ბოლო თვეებში იმპორტულ ინფლაციას მკვეთრად კლების ტენდენცია აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს. აპრილში იმპორტირებული საქონლის წლიური 6.4-პროცენტიანი დეფლაცია დაფიქსირდა. დაახლოებით ასეთივე დინამიკას აქვს შერეულად წარმოებული პროდუქტების ფასებს, რომელთა დეფლაცია აპრილში 2.4 პროცენტს გაუტოლდა. ჯერ ისევ მაღალია, თუმცა ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ, წინა თვესთან შედარებით, ძირითადად, სურსათის ხარჯზე 1.4 პროცენტული პუნქტით მოიკლო და 10.6 პროცენტი შეადგინა. მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ზოგიერთი ადგილობრივად ნაწარმოები სურსათის (პირველ რიგში, პური, ყველი, ხორცი) და მომსახურების წლიურ გაძვირებას (10.8%) უკავშირდება. თავის მხრივ, მომსახურების მაღალი ინფლაცია დიდწილად უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად მომსახურებაზე გაზრდილი ფასებით შეიძლება აიხსნას. აქედან ყველაზე გამოსარჩევი ბინის ქირაა, რომლის წვლილი მომსახურების ინფლაციაში 2.3 პროცენტული პუნქტია“, – აღნიშნავენ ცენტრალურ ბანკში.
2023 წელს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5 პროცენტზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მოუახლოვდება - საერთაშოროსო სავალუტო ფონდი
2023 წელს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5 პროცენტზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მოუახლოვდება, ინფლაცია კი, სებ-ის 3-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ შენარჩუნდება, - ამის შესახებ დღეს საერთაშოროსო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა განაცხადა. „2023 წელს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5 პროცენტზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მოუახლოვდება, ინფლაცია კი, სებ-ის 3-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ შენარჩუნდება, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და პოზიტიური რეალური საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა პოტენციურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება, რასაც ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები და გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პირობების მოსალოდნელი გაუმჯობესება შეუწყობს ხელს. 2024 წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება. გლობალური ეკონომიკური და ფინანსური ვითარების შესახებ მაღალი გაურკვევლობის, პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებასა და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაზე“, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდს მისიის ხელმძღვანელმა.
მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდა და აპრილში 2.7% შეადგინა - არჩილ მესტვირიშვილი
მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუხლოვდა და აპრილში 2.7% შეადგინა, მაშინ როცა გლობალურად ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „2022 წელს როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ინფლაციის შემცირება იყო მოსალოდნელი. პანდემიით გამოწვეული მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი, მიწოდების ჯაჭვების მოშლა და ლოჯისტიკური შეფერხებების ფონზე გაძვირებული ტრანსპორტირება ეტაპობრივად უნდა დარეგულირებულიყო. 2022 წელს ინფლაცია არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების პრობლემაც იყო. გაძვირებული ენერგორესურსებისა და სასაქონლო პროდუქციების ფასებმა გლობალურად ინფლაცია მკვეთრად გაზარდა და რიგ ქვეყნებში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გლობალური ინფლაციური ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც მალევე გადმოეცა და ფართო მოხმარების პროდუქტებზე, როგორებიცაა საწვავი და სურსათი (მათ შორის პური, ზეთი) ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. წლის დასაწყისში ინფლაციური მოლოდინების გაღვივებასა და ფასების ზრდას, ომის საწყის ეტაპზე ლარის გაუფასურებამაც შეუწყო ხელი. შედეგად, ინფლაციის შემცირების ომამდე მოსალოდნელი ტრენდი შენელდა და გასული წლის განმავლობაში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. მიუხედავად ამისა, ინფლაციას წლის განმავლობაში შემცირების ტენდენცია მაინც ჰქონდა და დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 9.8 პროცენტამდე შემცირდა. წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო ბაზარზე საქონლის ფასების სტაბილიზაციის და ტრანსპორტირების ღირებულების შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა. ამასთან ერთად, იმპორტირებულ ინფლაციას ძლიერი საგარეო მოთხოვნისა და გაუმჯობესებული მიმდინარე ანგარიშის ბალანსის შედეგად გამყარებული გაცვლითი კურსიც ამცირებდა. ინფლაციის კლებად ტენდენციას ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური კონსოლიდაცია და დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედებაც უწყობდა ხელს. ამ ტენდენციების ფონზე მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუხლოვდა და აპრილში 2.7% შეადგინა, მაშინ როცა გლობალურად ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, - აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.
საქსტატი: მაისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.9 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.62 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-5.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-5.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.5 პროცენტი), თევზეული (1.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (2.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (0.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაიზარდა საფინანსო მომსახურების ქვეჯგუფზე (21.6 პროცენტი). ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2023 წლის მაისის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მაისში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავის, მზესუმზირის ზეთისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა - ეროვნული ბანკი
2023 წლის მაისში წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ჩამოცდა და 1.5% შეადგინა, ხოლო აპრილთან შედარებით ფასები 0.1%-ით შემცირდა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები სტაბილურად იკლებს და მცირდება საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც. ეს ტენდენციები საქართველოს ბაზარს გადმოეცემა და გამყარებული ლარის კურსის ფონზე ინფლაციას ამცირებს. ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს. „მაისში, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ჯგუფის ფასებმა 1.9%-ით მოიკლო, რამაც თვის ინფლაცია 0.6 პროცენტული პუნქტით შეამცირა. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით სურსათის ჯგუფის ინფლაციის კლება მეტწილად, იმერული ყველის, პურის, კიტრის, კარტოფილის, სულგუნისა და ხახვის ფასების შემცირებამ განაპირობა. თვის ინფლაცია მცირედით შეამცირა დიზელის 5.5%-ით გაიაფებამაც. საპირისპიროდ, საბანკო მომსახურებისა და კომბოსტოს გაძვირებამ თვის ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. მაისში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავის, მზესუმზირის ზეთისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა. სურსათის ინფლაცია ეტაპობრივად მცირდება და მისი წვლილი მთლიან ინფლაციაში კლებადია. ბოლო თვეებში საწვავის (ბენზინი და დიზელი) თანდათან გაიაფების ფონზე, საწვავის წვლილი ინფლაციაში უარყოფითი გახდა და მაისში ამ მაჩვენებელმა -1.9 პპ შეადგინა. ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების გაიაფებამ წლიური ინფლაცია 0.8 პპ-ით შეამცირა. მაისში სურსათის ფასები, წინა წელთან შედარებით, 3.1%-ით არის გაზრდილი, რამაც მთლიან ინფლაციაში 0.9 პპ-იანი წვლილი შეიტანა. სურსათის ინფლაცია მეტწილად ხორცზე, კარტოფილზე და ყველზე გაზრდილ ფასებს უკავშირდება. მიუხედავად ბოლო პერიოდში პურის გაიაფებისა, წლიურ ინფლაციაში მისი კონტრიბუცია კვლავ დადებითია და 0.1 პპ-ს შეადგენს. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, შემცირდა და 3.9% შეადგინა“, – აღნიშნულია სებ-ის მიმოხილვაში. ამასთან, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტული ინფლაციის კლება განაპირობებს. „ბოლო თვეებში იმპორტულ ინფლაციას მკვეთრად კლების ტენდენცია აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს. მაისში იმპორტირებული საქონლის წლიური 6.5%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა. დაახლოებით ასეთივე დინამიკა აქვს შერეულად წარმოებული პროდუქტების ფასებს, რომელთა დეფლაცია მაისში 4.2%-ს გაუტოლდა. ადგილობივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. თუმცა მისი დონე ჯერ კიდევ მაღალია და მაისში 9.1% შეადგინა. აღნიშნული კლება ძირითადად სურსათის ინფლაციის ეტაპობრივ შემცირებას უკავშირდება. მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ზოგიერთი ადგილობრივად წარმოებული სურსათის (პირველ რიგში პური, ყველი, ხორცი) და მომსახურების წლიურ გაძვირებას (9.7%) უკავშირდება. თავის მხრივ, მომსახურების მაღალი ინფლაცია დიდწილად უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად მომსახურებაზე გაზრდილი ფასებით შეიძლება აიხსნას. აქედან ყველაზე გამოსარჩევი ბინის ქირაა, რომლის წვლილი მომსახურების ინფლაციაში 0.8პროცენტული პუნქტია“, – აღნიშნავენ ცენტრალურ ბანკში.
რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამ მაჩვენებელმა 2023 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.1 პროცენტით განისაზღვრა. ფასების წლიური ზრდა: კომბოსტო - 65%; მსხალი - 44%; წიწაკა - 39%; კიტრი - 29%; ტომატ-პასტა - 28%. „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ავეჯის, საოჯახო ნივთების, სახლის მოვლის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.3 პროცენტიანი კლება, რაც -0.11 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. „ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (-4.5 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (-1.9 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (-1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (4.9 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (1.3 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა როგორც ფეხსაცმლის (-3.9 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-1.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-2.8 პროცენტი), თევზეული (-1.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (3.9 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით, რაც 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.5 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (1.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.7 პროცენტი),“- ნათქვამია ინფორმაციაში. რაც შეეხება წლიური ინფლაციის ფორმირებას, მასზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ რამდენიმე ჯგუფზე. „სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.1 პროცენტით, რაც 0.59 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (9.0 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 4.9 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.51 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.3 პროცენტი), ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (10.3 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.3 პროცენტით, რაც 0.43 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (7.5 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (5.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 12.1 პროცენტით, რაც -1.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-18.6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.8 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.3 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.5 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.4 პროცენტი),“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
რომელი პროდუქტები გაძვირდა და გაიაფდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.2%-ით შემცირდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1% შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე. საქსტატის ცნობით, ფასები უმეტესწილად მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე 26.3 პროცენტით; პირად ნივთებზე, სხვა – 5.6 პროცენტით და პირად ჰიგიენაზე – 5.2 პროცენტით. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე 4.3 პროცენტით, სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 2.9 პროცენტით და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 1.5 პროცენტით. ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. 6.5 პროცენტით არის მომატებული ფასები თამბაქოს ნაწარმის, ხოლო 4.0 პროცენტით ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფებზე. საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.35 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებელი, მიმდინარე მოვლა და შეკეთება, სადაც ზრდამ 14.4 პროცენტი შეადგინა. ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე – აქაც 7.4 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1-პროცენტიანი კლება, რაც -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი -19.4 პროცენტი, ბოსტნეული და ბაღჩეული -11.7 პროცენტი, პური და პურპროდუქტები -9.2 პროცენტი, რძე, ყველი და კვერცხი -3.5 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -2.5 პროცენტი. ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე 12.2 პროცენტით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 6.3 პროცენტით, თევზეულზე – 5.0 პროცენტით. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 2.7 პროცენტით გაძვირდა.
რომელი პროდუქტები გაძვირდა და გაიაფდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2023 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.9 პროცენტით განისაზღვრა. 2023 წელს გასულ წელთან შედარებით, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, პურსა და პურპროდუქტებზე, ზეთსა და ცხიმზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, შაქარზე, ფასები შემცირდა. ფასები წინა წელთან შედარებით, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე, ხილზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა და საავადმყოფოების მომსახურებაზე კი, გაიზარდა. კერძოდ, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.65 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.8 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (6.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.7 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (6.1 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.7 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-9.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-8.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (17.3 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.6 პროცენტი), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (3.3 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.8 პროცენტით, რაც -0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (5.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (5.6 პროცენტი).“ „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: თევზეული (-2.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-1.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.2 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირებულია 1.1 პროცენტით, რაც -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასების კლება დაფიქსირდა ფეხსაცმლის ქვეჯგუფზე (-5.3 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9 პროცენტიანი კლება, რაც -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (-2.8 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (-2.2 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები (-0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა საოჯახო საფეიქრო ნაწარმსა (3.0 პროცენტი) და მინის, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელზე (2.7 პროცენტი). რაც შეეხება წლიური ინფლაციას, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.65 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.8 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (6.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.7 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (6.1 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.7 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-9.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-8.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (17.3 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.6 პროცენტი), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (3.3 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.8 პროცენტით, რაც -0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (5.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (5.6 პროცენტი),“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკი: როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები გაზრდილია
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის ცნობით, „საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა.“ „2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის ზომიერი ზრდა მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების გამო ნავთობის ფასების ზრდამ განაპირობა. დროულად და საკმარისად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება, მიზნობრივ 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო ნორმალიზდა. განახლებული პროგნოზით, 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და შემდგომ 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება. მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, გაურკვევლობამ მოიმატა. როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები გაზრდილია. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მცირედ მომატებულია. ამასთან, სებ-ის შეფასებით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია. შესაბამისად, ინფლაციური რისკის შემცველია მოსალოდნელზე ძლიერი შიდა მოთხოვნაც, რომელსაც ნაწილობრივ გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს. თუმცა საბაზო სცენარით, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება და 5.6%-ით გაიზრდება, რაც დამატებით ინფლაციურ წნეხს არ შექმნის. ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე გამოწვევების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პპ-ით, 8.0%-მდე შეამცირა. ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზაციას მხოლოდ ფრთხილი ბიჯებით გააგრძელებს. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 19 ივნისს ჩატარდება,“ წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.