თეგი: ინციდენტი
აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებაზე პროკურატურამ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
პროკურატურის განცხადებით, 30 ივნისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებითაა დაწყებული. უწყების განცხადებით, მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყებამდე, საქართველოს პროკურატურა აქტიურ კომუნიკაციაში იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შესაბამის წარმომადგენლებთან არსებული სამართლებრივი საკითხების გადაჭრის მიზნით, მათ შორის – მოცემული ინციდენტის შესასწავლად აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად საელჩოს კუთვნილ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის 15 ივლისს პროკურატურაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით შემოვიდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნოტა, რომელშიც მათი მხრიდან გამოხატულია მზაობა 30 ივნისს დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიების მიმართულებით, საელჩოსა და საელჩოს პერსონალის დიპლომატიური იმუნიტეტის გათვალისწინებით, დიპლომატიური არხების გამოყენებით ითანამშრომლონ საქართველოს შესაბამის უწყებებთან: „ხსენებული ნოტის მიღების შემდეგ საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც აქტიურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის განცხადება, რომელშიც მიუთითებდა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ მის მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობაზე. საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით ასევე მომართა საქართველოს პარლამენტის წევრმა ანრი ოხანაშვილმა, რომელიც მიუთითებს ვახტანგ წერეთლის მიერ მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარაზე. საქმეზე ასევე შემოსულია საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან მგალობლიშვილის შეტყობინება, რომელშიც მის მიმართ მომხდარ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე მიუთითებდა“, - აცხადებენ პროკურატურაში. პროკურატურის განცხადებით, ვინაიდან ზემოაღნიშნულ პირთა განცხადებებში მითითებული ყველა ფაქტი უკავშირდება 30 ივნისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტს, მათი შესწავლა განხორციელდება მოცემული სისხლის სამართლის საქმეში. ამასთან, უწყებაში ადასტურებენ, რომ დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებული იყო შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი.
კაპიტოლიუმის მახლობლად კაცი ავტომობილით ბარიერს შეეჯახა, შემდეგ კი, ცეცხლი გახსნა - CBS
კაცი, რომელიც მანქანას მართავდა, აშშ-ის კაპიტოლიუმის მახლობლად, ბარიერს დაეჯახა და ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი, თავი მოიკლა. პოლიციის ვარაუდით, კაცი თავდასხმას არ ისახავდა მიზნად. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჰაერში ისროდა. კაპიტოლიუმის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოება 2021 წლის 6 იანვრის თავდასხმის შემდეგ გაძლიერდა. პოლიციამ კომპლექსის ირგვლივ ბარიერები აღმართა, რომელიც ადგილზე კვირების განმავლობაში იდგა. ცნობისათვის, კონგრესის წევრები შვებულებაში არიან. 6 იანვრის შემდეგ, სხვა ინციდენტიც მოხდა. 2021 წლის აპრილში კაცი თავისი მანქანით უსაფრთხოების ბარიკადის მახლობლად მდგარ ოფიცრებს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი დაიღუპა და მეორე დაჭრა. თავად 25 წლის ნოა გრინი კი, პოლიციამ მოკლა.
თბილისში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა
თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე, იტალიურ ეზოში საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აივანი ჩამოინგრა. ინფორმაციას რუსთავი2 ავრველებს და ამბობს, შემთვევას 74 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა. ადგილობრივების თქმით, ქალი სარეცხს ფენდა, როდესაც საყრდენის ჩამონგრევის გამო, აივნიდან გადავარდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაწყებულია გამოძიება.
აშშ-ში, დალასში ავიაშოუს დროს, ორი სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა
აშშ-ში, დალასში ავიაშოუს დროს, ორი სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. განახლებადი CNN-ის ცნობით, ბომბდამშენი B-17 Flying Fortress და მოიერიშე თვითმფრინავი P-63 Kingcobra ერთმანეთს ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:20 საათზე შეეჯახა ერთმანეთს. მედია წერს, რომ ორივე თვითმფრინავი მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა. განახლება: დაიღუპა 6 ადამიანი.
ალეპოში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა
სირიის ქალაქ ალეპოში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, ცამეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, ერთი ბავშვია. ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნანგრევებისგან გაწმენდა და გადარჩენილთა ძებნა ამ დრომდე გრძელდება. მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნგრევის მიზეზი შენობის საძირკველში წყლის გაჟონვას უკავშირდება.
თბილისში, სვანეთის უბანში დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოს დროს ორი მუშა დაიღუპა
თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ფერდობის მასა ჩამოიშალა და კომპანიის ორი თანამშრომელი მოიყოლა. დაღუპულების ცხედრები ექპერტიზაზე უკვე გადაასვეენეს. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ ართვინის ქუჩა N67-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ოუ ნი” გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ავარიული ფერდობის მასა ჩამოიშალა და მოიყოლა კომპანიის ორი თანამშრომელი. „მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, რამ გამოიწვია ფერდის ჩამოშლა”, - განაცხადეს მერიაში IPN-ის ცნობით.