თეგი: იოავ გალანტი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას იღებს
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტი 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას იღებს. გალანტის განცხადებით, ისრაელის ძალები იქნებიან „ზუსტი და მომაკვდინებელი" და ისინი მისიის შესრულებამდე იბრძოლებენ. „მე ვარ პასუხისმგებელი თავდაცვის უწყებაზე. მე ვიყავი პასუხისმგებელი ამაზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მათ შორის იმ რთული ინციდენტის დროსაც და მე ვარ პასუხისმგებელი ბრძოლაში წარმატების მიღწევაზეც", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ომს სამი ძირითადი ეტაპი ექნება - ახლა პირველ ფაზაში ვიმყოფებით
ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის განცხადებით, ომს სამი ძირითადი ეტაპი ექნება და ღაზის სექტორში ისრაელის საომარი გეგმები და მიზნები მოიცავს „ჰამასის“ ტერორისტული ჯგუფის ლიკვიდაციას, მისი სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურებას და ახალი უსაფრთხოების რეჟიმის შექმნას. „ჩვენ ვიმყოფებით პირველ ფაზაში, რომელშიც მიმდინარეობს სამხედრო კამპანია საჰაერო თავდასხმებით და მოგვიანებით სახმელეთო მანევრით, რომლის მიზანია დაამარცხოს და გაანადგუროს „ჰამასი,“ - განაცხადა გალანტმა ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, მეორე ეტაპზე ბრძოლა გაგრძელდება, მაგრამ უფრო დაბალი ინტენსივობით, რადგან ჯარები იმუშავებენ წინააღმდეგობის კერების აღმოსაფხვრელად. „მესამე ეტაპი იქნება ღაზას სექტორში უსაფრთხოების ახალი რეჟიმის შექმნა, ღაზას სექტორში ყოველდღიურ ცხოვრებაზე ისრაელის პასუხისმგებლობის მოხსნა და უსაფრთხოების ახალი რეალობის შექმნა ისრაელის მოქალაქეებისთვის და ღაზას მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვის,“ - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
იოავ გალანტი: ისრაელის ჯარები „ქალაქ ღაზის შუაგულში არიან“
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ მათი ჯარები ქალაქ ღაზის შუაგულში იმყოფებიან. მინისტრის თქმით, ისრაელის ჯარისკაცებმა შტურმი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს შორის სრული კოორდინაციით განახორციელეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 7 ნოემბერს განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები ალყაში აქცევდნენ და მოქმედებენ ქალაქ ღაზაში. მან ღაზის მოსახლეობას სამხრეთით გადასვლისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: “ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, “ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა. „არ არსებობს „ჰამასის“ ძალა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ისრაელის თავდაცვის ძალები. თავდაცვის ძალები ყველგან წინ მიიწევს. „ჰამასის“ ორგანიზაციამ ღაზაში კონტროლი დაკარგა: ტერორისტები გარბიან სამხრეთით, მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს „ჰამასის“ ბაზებს. მათ არ აქვთ ნდობა მთავრობის მიმართ,“ - აღნიშნა გალანტმა. 13 ნოემბრის საღამოს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, ღაზის რანტისის საავადმყოფო დაარბიეს და რომ იქ „ჰამასის“ წევრები იყვნენ ჩაკეტილები. „საავადმყოფოს ქვეშ, სარდაფში ვიპოვეთ „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, თვითმკვლელი ბომბის ჟილეტები, ყუმბარები, ავტომატები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა იარაღი, კომპიუტერები, ფული და ა.შ.,“ - განაცხადა თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.
გალანტი: ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ ბატალიონები დაშლის პირას არიან
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ “ჰამასის” ბატალიონები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, ჯაბალიასა და შეჯაიას რაიონებში დაშლის პირას არიან. „ჩვენ ალყაში მოვაქციეთ „ჰამასის“ ბოლო დასაყრდენები ჯაბალიასა და შეჯაიაში, ბატალიონები, რომლებიც უძლეველად ითვლებოდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში ემზადებოდნენ ჩვენთან საბრძოლველად, დაშლის პირას არიან“, - აღნიშნა გალანტმა. მისი თქმით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ღაზას სამხრეთით ხან იუნისსა და მის გარშემო და ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე გაააქტიურეს ოპერაცია ანკლავის ცენტრალურ ნაწილში. იოავ გალანტის ინფორმაციით, ბოლო დღეებში „ჰამასის“ ასობით მებრძოლი ჩაბარდა ისრაელის ჯარებს, რაც იმაზე მეტყველებს, როგორ მდგომარეობაშია დაჯგუფება.
გალანტი ღაზის სექტორში მიმდინარე ომის ახალი ეტაპის გეგმაზე საუბრობს
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ისრაელი-ჰამასის ომის შემდგომი ეტაპების გეგმები გამოაქვეყნა. გალანტის განცხადებით, მესამე ფაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები ჩრდილოეთ ღაზაში ახალ საბრძოლო მიდგომას მიიღებენ, რომელიც მოიცავს შეტევებს, ტერორისტული გვირაბების განადგურებას, საჰაერო და სახმელეთო მოქმედებებსა და სპეცოპერაციებს. მინისტრი ანკლავის მომავალი მმართველობის შესახებ დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ტერიტორიის მაკონტროლებელი სუბიექტი ღაზის სექტორში უკვე მყოფი „არამტრული“ ელემენტების შესაძლებლობებს დაეყრდნობა. გეგმის თანახმად, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ისრაელის სამხედროები გააგრძელებენ „ჰამასის“ ლიდერების დევნას სანამ საჭირო იქნება. სამხრეთში განლაგებული ისრაელის ძალები ასევე ფოკუსირდებიან მძევლების დაბრუნების შესაძლებლობაზე, რომლებიც ჯერ კიდევ ტყვეობაში იმყოფებიან. სამგვერდიან დოკუმენტში გალანტი ასევე საუბრობს ომის მეოთხე და სავარაუდო ფინალური ეტაპის დეტალების შესახებ. გალანტის მიერ გამოცხადებული ომისშემდგომი ეტაპი ითვალისწინებს ღაზის სექტორს, რომელსაც აღარ აკონტროლებს „ჰამასი“ და რომელიც აღარ უქმნის საფრთხეს ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებას. გალანტის განმარტებით, როგორც კი ომის მიზნები მიიღწევა, ღაზის სექტორში „ისრაელის სამოქალაქო ყოფნა აღარ იქნება“, თუმცა, ისრაელი შეინარჩუნებს ოპერაციულ თავისუფლებას ღაზის სექტორში და გააგრძელებს ტერიტორიაზე შესული საქონლის ინსპექტირების განხორციელებას. თავდაცვის მინისტრმა ასევე წარმოადგინა მრავალეროვნული სპეციალური ჯგუფის კონცეფცია, „რომელსაც უხელმძღვანელებს შეერთებული შტატები ევროპელ და რეგიონულ პარტნიორებთან პარტნიორობით“ და რომლის მოვალეობაც ღაზის სექტორის რეაბილიტაცია იქნება.
ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის ერთობლივი განცხადება: ომი მალე არ დასრულდება, ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. „ომი სამხრეთსა და ჩრდილოეთში მალე არ დასრულდება და ის მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდება,“ - ნათქვამია ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის ერთობლივ განცხადებაში. პრემიერის ოფისმა განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის ისრაელის მმართველი პარტიის დეპუტატებთან გამართული ბრიფინგის შემდეგ გაავრცელა. „იმისთვის, რომ ომი კიდევ მრავალი თვის განმავლობაში გავაგრძელოთ, ჩვენ საერთაშორიო მხარდაჭერა გვჭირდება და მის უზრუნველსაყოფად ვმუშაობთ,“ - აცხადებენ ნეთანიაჰუ და გალანტი.